2012 -2013 წწ. - პროექტი „კომპიუტერული განათლება ყველა უსინათლოს“. დამფინანსებელი - ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“.
პროექტის მიზანია ქვეყანაში მცხოვრებ მხედველობის პრობლემის მქონე ადამიანებისათვის კომპიუტერული განათლების ფართო ხელმისაწვდომი გარემოს შექმნა.
ამ მიზნით შეიქმნა ვებგვერდი, რომლის მისამართია - bu.org.ge. უსინათლოებს შესაძლებლობა ეძლევათ დამოუკიდებლად გადმოიწერონ ვებგვერდზე განთავსებული ხმოვანი პროგრამების - „ბუ-2“-სა და NVDA-ს საინსტალაციო ვერსიები. გარდა ამისა, აქვე მოცემულია აღნიშნული ხმოვანი პროგრამების შესწავლის დაწვრილებითი პრაქტიკული სახელმძღვანელოების ტექსტური და აუდიო ვერსიები, რომლებიც დაყოფილია გაკვეთილებად. სახელმძღვანელოში ასევე არის საკონტროლო კითხვები, პასუხები და სავარჯიშოები.
ვებგვერდზე განთავსებულია ასევე ბიბლიოთეკა 3600-ზე მეტი საბიბლიოთეკო ეგზემპლიარით.