1.         პროგრამა “ბუ 2-ის” გადმოწერა

 

 გადმოწერეთ პროგრამა “ბუ2”. როდესაც ჩამოტვირთვა დასრულდება, შედით დე დისკზე და მონახეთ ფაილი სახელწოდებით – seput bu2. დააწკაპუნეთ მასზე და დაიწყეთ დაყენება სტანდარტული წესით. დააწკაპუნეთ ღილაკზე – დალეე, ნექსტ. შემდეგ ფანჯარაში დაეთანხმეთ ლიცენზიის პირობებს, შემდეგ ისევ რამოდენიმე ფანჯარაში  დააწკაპუნეთ ღილაკზე დალეე, ნექსტ. პროგრამა შეგვეკითხება, გსურს თუ არა სამუშაო მაგიდაზე მოათავსოს იარლიყი. მის გასწვრივ ალამი არ ჩასვათ, რადგან იარლიყების გამოტანა დესკტოპზე თავად უნდა მოახდინოთ. როდესაც დაამთავრებთ დაინსტალირებას, გახსენით დე დისკი. მოძებნეთ საქაღალდე სახელწოდებით – ხმოვანი პროგრამა ბუ 2. გახსენით იგი. მონახეთ ორი ბუს გამოსახულებიანი ფაილი სახელწოდებით BU 2. შექმენით მისი იარლიყი და მოათავსეთ სამუშაო მაგიდაზე. (იარლიყის შექმნა: მიიტანეთ თაგუნა ფაილთან, გახსენით კონტექსტური მენიუ, მოძებნეთ მენიუში ატპრავიც – რაბოჩი სტოლ(საზდაც იარლიკ), ქრეათ შორტკატ. იარლიყი მოთავსდება დესკტოპზე. მიიტანეთ მასთან თაგუნა, გახსენით კონტექსტური მენიუ და დააწკაპუნეთ ბოლო პუნქტზე – სვოისტვა, პროპერტის. გამოსულ ფანჯარაში ჩააწკაპუნეთ ბისტრი ვიზოვ, ჰოთ ქეი–ს გასწვრივ და ერთდროულად დააწექით ღილაკებს - კონტროლ ალტ ესი, ამის შემდეგ დააწექით ღილაკს ოკ. ამრიგად, პროგრამის ჩართვა ხდება ღილაკებით კონტროლ ალტ ესი, ხოლო გამორთვა – ალტ ეფ 4.

დავუბრუნდეთ იმავე საქაღალდეს და მოვძებნოთ ფაილი სახელწოდებით –ბფმ (bfm). იმავე წესით გამოვიტანოთ იარლიყი სამუშაო მაგიდაზე და დავუყენოთ სწრაფი გამოძახების შემდეგი ღილაკები - კონტროლ ალტ ეფი. ესაა ფაილების მართვის პროგრამა – ფაილმენეჯერი. გამორთვა ხდება ალტ ეფ 4 ღილაკებით (Alt- F4).

 

იგივე საქაღალდეში ვიპოვოთ საქაღალდე BU  და გავხსნათ იგი. მოვნახოთ გამშვები ფაილი სახელწოდებით – ინტერბუ. მისი იარლიყიც გამოვიტანოთ სამუშაო მაგიდაზე და დავუყენოთ სწრაფი გამოძახების ღილაკები - კონტროლ ალტ იქსი. ესაა ინტერნეტში სამუშაო პროგრამა ინტერბუ. გამორთვა ხდება ალტ ეფ 4 ღილაკებით.

 

2.  “ბუ 2 ბიბლიოთეკით” გადმოწერა

 

გადმოიწერეთ “ბუ 2 ბიბლიოთეკით”. მისი საინსტალაციო ფაილი - setup მონახეთ დე დისკზე. დააწკაპუნეთ მასზე და დაიწყეთ დაინსტალირება ზემოთ აღწერილი წესით.  B”ბუ 2” და “ბუ 2 ბიბლიოთეკით” ერთიდაიგივე პროგრამაა, მხოლოდ დამატებული აქვს ბიბლიოთეკა.

 

რჩევა: დააინსტალირეთ მხოლოდ ერთი პროგრამა.

 

 

 

 

 

 

გვერდის მისამართი : პროგრამები / ბუ 2-ს ინსტალაციის ინსტრუქცია /