საიტი განკუთვნილია უსინათლო და მცირემხედველი მომხმარებლებისთვის. საიტით სარგებლობა შეუძლიათ აგრეთვე მხედველ მომხმარებლებსაც. უსინათლო მომხმარებლებმა ინტერნეტში სამუშაოდ უნდა ისარგებლონ პროგრამა «ინტერბუთი», ან პროგრამა ენვედეათი. ამ პროგრამებით სარგებლობის წესები განხილულია «ბუს» და ენვედეას სახელმძღვანელოთა შესაბამის ნაწილებში.
მცირემხედველები ინტერნეტში სამუშაოდ იყენებენ ინტერნეტ ბრაუზერებს: «ინტერნეტ ექსპლორერი», «ოპერა», «მოზილა» და სხვა. იმისთვის, რომ ეკრანმა თვალი არ მოსჭრას, მათი მუშაობის კომფორტისათვის საიტის დასაწყისში მოცემულია ეკრანის ფონისა და შრიფტის ფერების არჩევის ბლოკები. მომხმარებლებს შეუძლიათ აირჩიონ მათთვის სასურველი ფერი. თუ არასაკმარისია შრიფტის ზომა, მისი გადიდება ხდება კონტროლ პლიუს კლავიშით, შემცირება კი კონტროლ მინუს კლავიშით.
საიტზე არის შემდეგი განყოფილებები:
თანამშრომლები, სადაც მოთავსებულია ასოციაციის თანამშრომელთა მოკლე ბიოგრაფიები;
მედიაში ატვირთულია ასოციაციის საქმიანობის შესახებ პრესაში გამოქვეყნებული მასალები;
ასოციაციის საქმიანობის რუბრიკის ქვეშ განხილულია ორგანიზაციის მიერ გაწეული სამუშაოები შექმნის მომენტიდან;
სტრატეგიის განყოფილებაში ჩამოყალიბებულია ის ძირითადი მიზნები, რომლის განხორციელებასაც ცდილობს ჩვენი არასამთავრობო, არაკომერციული ორგანიზაცია; განხორციელებულ პროექტებში მოცემულია მოკლე ანოტაციები უკვე შესრულებულ პროექტებზე, მიღწეულ შედეგებზე;
განყოფილება - მიმდინარე პროექტები, შეივსება პერიოდულად იმ დროს, როცა მიმდინარეობს მუშაობა რომელიმე კონკრეტულ პროექტზე;
შემდეგ მოდის განყოფილებები ხმოვან პროგრამათა შესახებ: პროგრამა «ბუ-ორის” ინსტალაციის განყოფილებაში მოცემულია ამ ხმოვანი პროგრამის ინსტალაციის ინსტრუქცია;
განყოფილება «პროგრამა ბუ-ორი» შეიცავს თვით პროგრამის, რომელიც უნდა გადმოიწეროთ და დააყენოთ კომპიუტერში.
შემდეგ განყოფილებაში მოთავსებულია იგივე პროგრამა ელექტრონული წიგნების ბიბლიოთეკით, რომელიც პერიოდულად შეივსება ახალი საბიბლიოთეკო ეგზემპლარებით;
ამ განყოფილებას მოსდევს პროგრამა «ბუ-ორის» შესწავლის პრაქტიკული სახელმძღვანელოს ელექტრონული ვერსია, იგი დაყოფილია გაკვეთილებად, რომლის ბოლოშიც განთავსებულია საკონტროლო კითხვები, დავალებები და პასუხები საკონტროლო კითხვებზე;
შემდეგი განყოფილებებია: პროგრამა «ენვედეას» საინსტალაციო პაკეტი, მას მოსდევს ამ პროგრამის სახელმძღვანელო და «ბუ-ორის» და «ენვედეას» სახელმძღვანელოთა აუდიო ვერსიები.
განყოფილებები ფოტო გალერია და ვიდეო გალერიები შეიცავს ფოტო და ვიდეო მასალებს ასოციაციის საქმიანობის შესახებ.
კითხვა-პასუხის ბლოკში განთავსდება მომხმარებელთა მიერ ხშირად დასმული, ან საინტერესო კითხვები და შესაბამისი პასუხები. კონტაქტი შეიცავს ასოციაციის ტელეფონთა ნომრებს.
სასარგებლო ბმულები კი იმ ორგანიზაციათა ვებ-საიტების მისამართებს, რომლებიც შეიძლება დასჭირდეთ ბენეფიციარებს. ამ განყოფილებაში ორგანიზაციის დასახელების წინ მდგომი ბმულით გაიხსნება შესაბამისი გვერდი.
საიტის საბიბლიოთეკო ნაწილი შეიცავს ელექტრონული წიგნების ფონდს. პროგრამა ინტერბუთი მისი მუშაობის საილუსტრაციოდ განვიხილოთ მაგალითი. დავდგეთ, დავუშვათ, დრამატურგიის წინ მდებარე ბმულზე, რასაც მივხვდებით ხმოვანი სიგნალის გაჟღერებით და დავაწვეთ ენტერს. გადავალთ საიტის შემდგომ ფურცელზე, სადაც მოცემული იქნება ამ განყოფილებაში მოთავსებულ ავტორთა ჩამონათვალი. ვდგებით ერთ-ერთი ავტორის წინ მდებარე ბმულზე, მაგალითად გიორგი ერისთავზე და ენტერის დაჭერით უკვე გაიხსნება ამ ავტორის ნაწარმოებთა ჩამონათვალი. თვითონ ნაწარმოების ტექსტი კი გაიხსნება ნაწარმოების სათაურის წინ მდგომი ბმულით. აქ უნდა შევნიშნოთ შემდეგი: თუ ვმუშაობთ პროგრამა «ინტერბუთი» მაშინ, როგორც ვთქვით, უნდა ვისარგებლოთ ნაწარმოების დასახელების წინ არსებული ბმულით, ხოლო მის ქვემოთ მოთავსებული სიტყვა - «ჩამოტვირთვის” წინ მდგომი ბმული უნდა გამოიყენონ მცირემხედველებმა. ეს ოპერაცია ნაწარმოების ტექსტს გახსნის «ვორდში».
ვებ-საიტის ბოლოში მოთავსებულია სოციალური ქსელის გამოსაყენებელი ბმულები. ამ ქსელით შეიძლება ისარგებლონ მცირემხედველებმა. სამწუხაროდ, დღესდღეისობით პროგრამა «ინტერბუთი» მისი გამოყენება შეუძლებელია, თუმცა უსინათლოებმა შეუძლიათ გამოიყენონ იგი პროგრამა ენვედეას დახმარებით.
ბმულით “უკან დაბრუნება” ისარგებლებენ მხოლოდ მცირე მხედველები, ხოლო ბმული “მთავარი” შეუძლიათ გამოიყენონ როგორც უსინათლო, ასევე მცირე მხედველმა მომხმარებელმა.
თუ ვმუშაობთ პროგრამა ინტერბუთი, ბმულების გახსნისას ვიყენებთ ღილაკს ეფ 9, სადაც გამოდის საიტზე არსებული ბმულების ჩამონათვალი. ვდგებით გასახსნელ ბმულზე და ვაჭერთ ენტერს.
საიტზე არსებული აუდიო ფაილები იხსნება ვინდოუს მედია პლეერში. მოსმენის დროს პაუზისა და კითხვის განახლებისათვის გამოიყენეთ ღილაკები – კონტროლ პე. კითხვის შეწყვეტისათვის დააჭირეთ კონტროლ ესს. უკან გადახვევის ფუნქციას ასრულებს ღილაკები – კონტროლ შიფტ ბე, ხოლო წინ გადასასასვლელად გამოიყენება კონტროლ შიფტ ეფი. ხმის ასაწევად ისარგებლეთ ღილაკით ეფ9, ხოლო დასაწევად – ეფ 8.
საიტის მოხმარების წესები