1. უსინათლოთა საზოგადოებაში ინტეგრაცია.
უსინათლოთა მდგომარეობდან გამომდინარე, რადგან ნაკლებად შეუძლიათ ფიზიკური შრომა, ისინი უნდა დაკავდნენ გონებრივი სამუშაოთი. აქ მათ შესწავთ ძალა მიაღწიონ დიდ წარმატებებს. ამის მაგალითებია: ჰომეროსი, ბორხესი, რეი ჩარლზი, მათემატიკოსი პონტრიაგინი, ფილოსოფოსი ლოსევი და სხვები. მაშასადამე, მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის გზა გონებრივ სამუშაოსა და ცოდნით სისტემებზე გადის.
2. უსინათლოთა გარემო-პირობების შექმნა თვითრეალიზაციისათვის.
მხედველობის არმქონე ადამიანებისათვის ლუი ბრაილის მიერ შექმნილი დამწერლობის სისტემა თავის დროისათვის პროგრესული მოვლენა გახლდათ, მაგრამ იგი ქმნის თავისებურ ჩაკეტილობას: ამ სისტემით სარგებლობენ მხოლოდ ბრაილის მცოდნენი. ის არ გამოდგება მხედველ ადამიანებსა და უსინათლოებს შორის საკომუნიკაციოდ. ამავე დროს ეს სისტემა არ იძლევა საშუალებას უსინათლომ ისარგებლოს იმ წიგნებით, ცოდნითი სისტემებითა და ინფორმაციით, რომელიც შექმნილია მხედველთათვის. ეს კი იწვევს მათ ჩამორჩენას და მარგინალიზაციის მიზეზი ხდება. მაშასადამე, მხედველობის პრობლემის მქონე ადამიანების ინტეგრირებისთვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც საშუალებას მისცემს უსინათლოს დამოუკიდებლად ისარგებლოს მხედველთათვის განკუთვნილი ინფორმაციით, ასევე შეძლოს საკუთარი ინფორმაციის მხედველი ადამიანებისათვის მისაღები ფორმით გავრცელება, ანუ იკითხოს და წეროს ისევე, როგორც მხედველმა. ასეთი გარემო-პირობების შექმნა ხელს შეუწყობს უსინათლოების ინტელექტუალურ განვითარებას, ფართო განათლების მიღებას, თავის საქმის პროფესიონალად ჩამოყალიბებას და დასაქმებას და საბოლოოჯამში მათ ინტეგრაციას ცხოვრებაში. რადგან უსინათლოსთვის ინტეგრირების მთავარ გზას გონებრივი სამუშაო წარმოადგენს, ხოლო კომპიუტერი თანამედროვე გონებრივ მუშაკთათვის აუცილებელი იარაღი გახლავთ, ამიტომ მხედველობის პრობლემის მქონე ადამიანი ისევე უნდა მუშაობდეს მასზე, როგორც მხედველი. უნდა აღინიშნოს, რომ კომპიუტერზე მუშაობა უკვე თავისთავად იწვევს უსინათლოს ინტეგრაციას საზოგადოებაში. კომპიუტერი არის კარგი საკომუნიკაციო საშუალება ადამიანთა ფართო მასებს შორის, როგორც საკუთარი შექმნილი ინფორმაციის გავრცელებისთვის, ასევე სხვა ადამიანების მიერ შექმნილი ინფორმაციის მოძიებისა და მოპოვებისთვის.
3. უსინათლოებისათვის ქართული ხმოვანი ადაპტირებული პროგრამების შექმნა.
ნებისმიერი ეროვნების უსინათლო ადამიანისათვის მოსახერხებელია კომპიუტერთან მშობლიურ ენაზე ურთიერთობა. ქართველი უსინათლებისთვისაც ბუნებრივია, საჭიროა, ქართულ ენაზე გამახმოვანებელი პროგრამების არსებობა და მათი პრაქტიკაში დანერგვა.
4. უსინათლოების კომპიუტერული ცოდნის დონის ამაღლება.
ეს მიზანი ასოციაციის მიერ ხორციელდება უსინათლოებისათვის კომპიუტერის შემსწავლელი კურსებითა და პრაქტიკული სახელმძღვანელოს შექმნით.
5. ელექტრონული ბიბლიოთეკის ფონდის შექმნა.
იგი უნდა მოიცავდეს ფართო პროფილის წიგნებს: მხატვრულ, ისტორიულ, ფილოსოფიურ, რელიგიურ, სამეცნიერო, ეთნოლოგიურ, გეოგრაფიულ და სხვა ლიტერატურას.
6. აუდიო წიგნების შექმნა.
აუდიო წიგნები მეტად მოსახერხებელია, რადგან მისი წაკითხვა შესაძლებელია ნებისმიერ გარემოსა და სიტუაციაში.
7. უსინათლოთა უფლებების დაცვა.
უსინათლოთა დამოუკიდებელი ცხოვრებისა და ცხოვრების ყველა სფეროში სრულყოფილი მონაწილეობისათვის გარემოს, ინფორმაციისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების თანაბარი ხელმისაწვდომობა, არსებული წინააღმდეგობებისა და ბარიერების აღმოფხვრა.
8. ფსიქოლოგიური დახმარება და არასრულფასოვნების კომპლექსის მოხსნა.
ამ სტრატეგიის პრაქტიკული განხორციელება უსინათლოებს მისცემს საშუალებას თავი იგრძნონ საზოგადოების სრულფასოვან წევრად, განიმტკიცონ შინაგანი რწმენა, შეიგრძნონ ბედნიერება და თვითდამკვიდრების სიხარული.