თამარ სოლოღაშვილი დაიბადა 1974 წელს ქალაქ თბილისში. 

1992 წელს ჩააბარა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში / ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე ფრანგული ენის სპეციალობით.

1997 წელს დაამთავრა ბაკალავრიატის კურსი, ხოლო 1999 წელს მაგისტრატურის კურსი. მიენიჭა რომანისტიკის მაგისტრის წოდება.

1999  წლიდან მუშაობა დაიწყო თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრში დრამატული ნაწილის გამგედ, ხოლო 2005 წლიდან დღემდე მუშაობს ამავე თეატრში პედაგოგად.

2001 წლიდან დღემდე მუშაობს უსინათლოთა და მცირე მხედველთა ასოციაციაში “უსინათლოები საზღვრებს გარეშე“ . მონაწილეობა აქვს მიღებული ასოციაციის მიერ განხორციელებულ ყველა პროექტში.

 

გვერდის მისამართი : ჩვენს შესახებ / თანამშრომლები / თამარ სოლოღაშვილი