დაიბადა ქ. თბილისში 1949 წლის 7 თებერვალს.

1956-66 წლებში სწავლობდა  ქ. თბილისის 24–ე საშუალო სკოლაში.

1971 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მსუბუქი მრეწველობის ფაკულტეტი ინჟინერ–ტექნოლოგის სპეციალობით.

1971 წლიდან 1980 წლამდე მუშაობდა ქ. ბათუმის სამკერვალო გაერთიანებაში (განათლების სამინისტროს განაწილებით) სხვადასხვა თანამდებობებზე, მათ შორის ექსპერიმენტული საამქროს უფროსად.

1981 წლიდან 1987 წლამდე მუშაობდა საქართველოს საყოფაცხოვრებო სამინისტროს საპროექტო–ტექნოლოგიურ ინსტიტუტში მსუბუქი მრეწველობის წამყვან საპეციალისტის თანამდებობაზე.

1987 წლიდან 2002 წლამდე მუშაობდა საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირში: „თეატრის ფონდი“ საწარმოო განყოფილების უფროსად. შემდგომ „სოიუზთეატრის“ კომერციული დირექტორის მოადგილედ საფინანსო დარგში. ამ პერიოდში გაიარა საპერეკვალიფიკაციო მომზადება ფინანსური განხრით.

2002 წელს მუშაობა დაიწყო უსინათლოთა და მცირე მხედველთა ასოციაციაში „უსინათლოები საზღვრებს გარეშე“ ფინანსურ მენეჯერად, სადაც მუშაობს დღემდე.

აგრეთვე მუშაობს პარალელურად სხვადასხვა კერძო სტრუქტურებში (ფირმებში) ფინანსურ მენეჯერად.

ჰყავს შვილი – ნანა დანელია (დაბადებული 1972 წელს) და შვილიშვილი – იოსებ რთველიაშვილი (დაბადებული 1998 წელს).

გვერდის მისამართი : ჩვენს შესახებ / თანამშრომლები / თინა თურქაძე