თინათინ ლაღიძე დაიბადა 1946 წლის 3 ოქტომბერს, საგარეჯოს რაიონის სოფელ ხაშმში, მოსამსახურის ოჯახში. თავდაპირველად სწავლობდა ხაშმის საშუალო სკოლაში, 1961 წლიდან კი სწავლა გააგრძელა თბილისის 24-ე საშუალო სკოლაში, რომელიც დაამთავრა 1964 წელს.

ამავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1969 წელს პროფესიით „ბიოლოგი“, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგიის სპეციალობით.

1970–2006 წწ. მუშაობდა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ივ. ბერიტაშვილის სახ. ფიზიოლოგიის ინსტიტუტში – ლაბორანტის, უფრ. ლაბორანტის, უმცრ. მეცნიერ-მუშაკის, მეცნიერ-მუშაკის და ბოლოს, უფროსი მეცნიერი მუშაკის თანამდებობაზე. გამოქვეყნებული აქვს 37 სამეცნიერო ნაშრომი როგორც საქართველოს, ისე საკავშირო და საერთაშორისო ჟურნალებში. არის მრავალი სამეცნიერო ფორუმის მონაწილე.

2005 წელს დაიცვა დისერტაცია ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად, რომელიც 2007 წლის აპრილში გაუთანაბრდა მეცნიერებათა დოქტორის ხარისხს.

ინსტიტუტში მუშაობის პერიოდში (1980–1982 წწ.) დაამთავრა ი. ჭავჭავაძის სახ. თბილისის უცხო ენათა სახ. პედაგოგ. ინსტიტუტთან არსებული უცხო ენების ორწლიანი კურსები ინგლისური ენის განხრით.

2001 წლიდან პარალელურად, ხელშეკრულებით მუშაობდა საქართველოს პარლამენტის ი. ჭავჭავაძის სახ. ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ხოლო 2007–2012 წლებში – ამავე ბიბლიოთეკაში წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე.

2010 წლიდან მუშაობს საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის უსინათლოთა მომსახურების ცენტრში.

გვერდის მისამართი : ჩვენს შესახებ / თანამშრომლები / თინათინ ლაღიძე