გაკვეთილი ოცდამერვე

 

 ელექტრონული ფოსტით სარგებლობის წესები

 

    ისევე, როგორც წინა თემების გავლისას, ნუ დავარღვევთ ტრადიციას და აქაც მოკლედ შევაჯამოთ ელექტრონული ფოსტით სარგებლობის წესები.

 

ელექტრონული ფოსტით სარგებლობის წესები.

 

ელექტრონული ფოსტით სარგებლობისთვის თავდაპირველად უნდა შეავსოთ ანკეტა, სადაც ჩაიწერება თქვენი საფოსტო მისამართი, სახელი, პაროლი და საფოსტო სერვისის მომწოდებლის მონაცემები. ანკეტის გამოძახება შეგიძლიათ კლავიშით ეფ2.

ანკეტაში შემდეგ ჩანაწერზე გადასვლა ხდება ტაბ კლავიშით, წინა ჩანაწერზე დაბრუნება შიფტ ტაბ კლავიშით.

 

ანკეტაში აგრეთვე მიეთითება წერილების მიღების რეჟიმი.

 

ეს რეჟიმი ორგვარია:

 

პირველი რეჟიმია - მიღებულ იქნას მხოლოდ ახალი წერილები. ეს ნიშნავს, რომ სერვერზე (იქ სადაც თქვენთან გამოგზავნილი წერილები გროვდება) შეირჩევა და თქვენ კომპიუტერში ჩამოიტვირთება ის წერილები, რომლებიც სერვერზე მივიდა თქვენს მიერ ბოლო შემოწმების შემდეგ. ამ რეჟიმში თქვენ კომპიუტერში ჩამოტვირთვის შემდეგ სერვერიდან წერილები არ იშლება. თუ საჭირო გახდა, შეგიძლიათ ანკეტის ფორმაში ხელით შეცვალოთ ბოლო შემოწმების თარიღი და ხელახლა მიიღოთ ადრე მოსული წერილები.

 

მეორე რეჟიმია - მიღების შემდეგ წაიშალოს სერვერზე წერილები. ეს ნიშნავს რომ თქვენ მიერ ფოსტის შემოწმების და ჩამოტვირთვის შემდეგ სერვერზე წერილები აღარ დარჩება. თავისთავად ყოველთვის ახალ წერილებს მიიღებთ. მაგრამ თუ ეს წერილები თქვენი კომპიუტერიდან წაშალეთ ახლიდან ვეღარ მიიღებთ.

 

ორივე რეჟიმის შემთხვევაში მოსული წერილები ინახება თქვენ კომპიუტერში.

 

ანკეტის შევსების შემდეგ შეგიძლიათ შეინახოთ ანკეტა რაიმე სახელით, მაგალითად, - "ვანო". შემდეგ შეავსოთ ანკეტა სხვა მონაცემებით და შეინახოთ სხვა სახელით, მაგალითად - "ანო".ეს ხდება  ანკეტის ბოლოში შესაბამის კითხვაზე პასუხის გაცემით,  რაც საშუალებას მოგცემთ აკონტროლოთ სხვადასხვა საფოსტო ყუთები. ეფ ორით ანკეტის გამოძახების შემდეგ დააწექით კიდევ ერთხელ ეფ ორს და გამოვა წინასწარ ჩაწერილი ანკეტების სია: ვანო, ანო და ა.შ. სადაც ისრებით აირჩევთ მაგალითად "ანოს" და დააწვებით ენტერს, ანკეტაში შემოვა ანოს ფოსტის მონაცემები. დააწვებით კიდევ ენტერს და იმუშავებთ ანოს ფოსტით.

 

ყურადღება! სხვადასხვა ფოსტიდან გაგზავნილი (ან მიღებული) წერილები ერთ სიაში ინახება და განსხვავდება გამგზავნის (ან მიმღების) სახელებით. თუ გსურთ სხვადასხვა მომხმარებელს იზოლირებული წერილები ჰქონდეს - გააკეთეთ ინტერბუს ფოლდერის ასლები სადაც შევლენ სხვა მომხმარებლები.

 

 

წერილების გაგზავნა

 

წერილების გაგზავნა ხდება ეფ3 კლავიშით, რომელიც გამოიძახებს გასაგზავნ ბარათს. ბარათის ჩანაწერებზე გადასვლა ხდება ტაბ კლავიშით, ისე როგორც ანკეტაში.

გასაგზავნ ბარათში უნდა ჩაწეროთ ადრესატის მისამართი. შეგიძლიათ მიუთითოთ ასლის და ფარული ასლის მიმღებების მისამართები. მისამართის ჩაწერისას შეგიძლიათ დააწვეთ ენტერს, ისარს ქვემოთ, ან ისარს ზემოთ, რითაც გამოიძახებთ მისამართების სიას, ისრებით აირჩევთ სასურველს და დააწვებით ენტერს. ამ დროს  გასაგზავნ ბარათში ავტომატურად ჯდება არჩეული მისამართი. თუ გსურთ მისამართების სიაში ახლის დამატება გადადით მისამართების სიაში ტაბ კლავიშით, ჩაწერეთ საფოსტო მისამართი, შემდეგ დააწექით ისევ ტაბს და ჩაწერეთ მისამართის მფლობელის სახელი და დააწექით ენტერს, რათა შეინახოთ. მისამართების სიაში ძიება ხდება კონტროლ ეფ კლავიშით.

 

ბარათში როგორც წესი წერენ აგრეთვე წერილის თემას და თვით წერილს.

ყურადღება! წერილის ტექსტად ავტომატურად შემოდის მთავარი ფანჯრის ტექსტი. ესე იგი შეგიძლიათ წინასწარ მოამზადოთ წერილი მთავარი ფანჯრის რედაქტირების რეჟიმით. მთავარი ფანჯრის მოსამზადებლად ინტერნეტის გვერდს ვათავისუფლებთ კონტროლ ა და შემდეგ დელეიტის დაჭერით. ამ დროს თავისუფლდება ფანჯარა. ვკრეფთ გასაგზავნი წერილის ტექსტს და ვაჭერთ ეფ სამს. აკრეფილი ტექსტი შემოდის გასაგზავნი წერილის ტექსტად ან წაშალოთ ბარათში გადმოსული ტექსტი და ახალი ჩაწეროთ. წაშლისთვის უნდა მოვნიშნოთ მთლიანი ტექსტი კონტროლ ა კლავიშებით და დავაწვეთ დელეიტს. შეკითხვის შემდეგ, გვინდა თუ არა წავშალოთ ტექსტი, ვაჭერთ ენტერს და ვწერთ წერილის ტექსტს.

შეგიძლიათ წერილს მიაბათ სასურველი ფაილები. ამისათვის ტაბ კლავიშით გადავდივართ და ვჩერდებით იქ, როდესაც მივიღებთ ინფორმაციას "ფაილების მისაბმელად დააწექით ენტერს". ვაჭერთ ენტერს და გამოდის კომპიუტერში არსებული ფაილების სია. ვირჩევთ სასურველ გასაგზავნ მისაბმელ ფაილს და კვლავ ვაჭერთ ენტერს. თუ გვინდა მივაბათ მეორე ფაილიც, იგივე პროცედურას ვიმეორებთ.  ფაილების მიბმის შემდეგ ვწერთ წერილის ტექსტს ზემოთ აღწერილი მეთოდით. ამის შემდეგ ტაბ კლავიშით გადავდივართ, სანამ კომპიუტერი არ გვეტყვის "გასაგზავნად დააჭირეთ ენტერს". ვაჭერთ ენტერს და ვგზავნით წერილს. თუ გვინდა გაგზავნის გაუქმება, ტაბით გადავდივართ შეტყობინებაზე "გაგზავნის გასაუქმებლად დააწექით ენტერს". გასაგზავნი მიბმული ფაილების სიიდან ამოშლა ხდება დელ კლავიშით. ხოლო სიაში ენტერის დაწოლა გახსნის არჩეულ ფაილს თუ არსებობს მისი ასოცირებული პროგრამა (ესეიგი ნახატი გაიხსნება მაგალითად ფოტოშოპით, მუსიკა გაიხსნება მედიაპლაიერით, ვორდის დოკუმენტი გაიხსნება ვორდით და ასე შემდეგ). ვორდის ფაილის წასაკითხად საჭიროა მოვნიშნოთ ეს ტექსტი და კონტროლ ცე-თი მოვახდინოთ მისი კოპირება. ამ დროს კომპიუტერი არავითარ ინფორმაციას არ იძლევა. ამან არ უნდა დაგვაბნიოს. მონიშნული ტექსტი შეგვიძლია დავაკოპიროთ ინტერბუს მთავარ ფანჯარაში და  შემდეგ წავიკითხოთ.

მომზადებული ბარათი შესაბამისი ღილაკით შეგიძლიათ შეინახოთ გასაგზავნებში, რათა მოგვიანებით გადახედოთ და გაგზავნოთ წერილის გაგზავნის ზემოთ აღწერილი პრინციპით. გასაგზავნად მომზადებული წერილის დათვალიერება ხდება ეფ 5 კლავიშით.

 

გაგზავნილი წერილების დათვალიერება ხდება კონტროლ ეფ3 კლავიშით.

წაშლილი გაგზავნილი წერილების დათვალიერება ხდება შიფტ ეფ3 კლავიშით.

 

 

წერილების მიღება

 

წერილების მიღება ხდება ეფ4 კლავიშით. მიღების პროცესის შეწყვეტა ხდება ხანით, ესკეიპით, ან ენტერით.

მიღებული წერილების დათვალიერება ხდება კონტროლ ეფ4 კლავიშით.

წაშლილი მიღებული წერილების დათვალიერება ხდება შიფტ ეფ4 კლავიშით.

 

 

მიღებული, გაგზავნილი, გასაგზავნი და წაშლილი წერილების სიის დათვალიერებისას სია შეგიძლიათ დაალაგოთ თარიღის,  გამომგზავნის, მიმღების მიხედვით, ზრდადობით ან კლებადობით. ხანი კლავიში გამოაცხადებს რა პარამეტრითაა დალაგებული სია. შიფტ კლავიში ცვლის სიის მიმართულებას ზრდადობით ან კლებადობით.

ისარი ზემოთ და ქვემოთ ააქტიურებს სხვადასხვა წერილს. ჰოუმ კლავიშა ააქტიურებს სიის პირველ წერილს. ენდ კლავიშა ააქტიურეს სიის ბოლო წერილს.

ისარი მარცხნივ, ან მარჯვნივ აცხადებს სიის აქტიური წერილის თარიღს, გამგზავნს, მიმღებს, ან თემას. კონტროლ ისარი მარცხნივ, ან მარჯვნივ დაალაგებს სიას სხვა პარამეტრით. როგორც წესი სიას ალაგებენ თარიღის მიხედვით და კლებადობით.

აქტიური წერილის ტექსტის წაკითხვა ხდება ენტერით.

აქტიური წერილის გახსნა ხდება ალტ ენტერით, რომლის დროსაც შეგვიძლია შევიტყოთ რა და რა მიბმული ფაილებია. წერილის გახსნისას გამომგზავნის მისამართი ავტომატურად ჯდება წერილის გასაგზავნ მისამართად (იგულისხმება რომ გვინდა ვუპასუხოთ წერილს).

აქტიური წერილის ტექსტის მთავარ ფანჯარაში გადატანა და წაკითხვა ხდება კონტროლ ენტერით.

აქტიური წერილის წაშლა ხდება დელეიტ კლავიშით.

 

 

გვერდის მისამართი : პროგრამები / ბუ ორის სახელმძღვანელო / 29.გაკვეთილი ოცდამერვე - ელ.ფოსტით სარგებლობის წესები