გაკვეთილი ოცდამეშვიდე

 

 ელექტრონული ფოსტა.

 

     ელექტრონული ფოსტამ მთლიანად შეცვალა ტრადიციული ფოსტა. წერილის მისვლას ადრესატამდე ადრე რამდენიმე დღე სჭირდებოდა, პასუხის მიღებასაც იგივე დრო, ამიტომაც ხანდახან გზავნილის ტექსტი კარგავდა ოპერატიულობას. ეს ნაკლი მთლიანად აღმოფხვრა ინტერნეტის საშუალებით ფოსტის გამოყენებამ. გაგზავნილი წერილი მომენტალურად ჯდება ადრესატის საფოსტო ყუთში და მის მიერაც გამოგზავნილ პასუხს ვიღებთ წამიერად. ელექტრონული ფოსტით სარგებლობისთვის რომელიმე სერვერზე უნდა გახსნათ თქვენი საფოსტო ყუთი, ანუ უნდა აირჩიოთ მისამართი, რომელზეც გამოგიგზავნიან წერილებს. მისამართი, როგორც წესი, შედგება ორი ნაწილისგან: პირველ ნაწილში იწერება თქვენგან შერჩეული სიტყვა, მას მოსდევს წერილის (მეილის) ნიშანი , შემდეგ კი მიეთითება სერვერი.მაგალითად, ზ.ზურაბიშვილი მეილის ნიშანი იაჰოო წერტილი კომ. მეილის ნიშანს  ყოველდღიურ საქმიანობაში რატომღაც საბაჩკას უწოდებენ. მისი შესაბამისი ღილაკი მდებარეობს კლავიატურის მთავარი  ბლოკის რიცხვთა მწკრივში. კლავიატურის შესწავლის დროს ჩვენ უკვე ვისწავლეთ ეს ღილაკი, როგორც ინტერნეტის ნიშანი. მოძებნეთ იგი.

    საფოსტო პროვაიდერები მომხმარებლებს უწევენ, როგორც ფასიან ასევე უფასო მომსახურეობას. უფასო სერვისის მიწოდების ცნობილი პროვაიდერებია: მაილი, იაჰუ, ჰოტმაილი, პოსტა და ასე შემდეგ. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ, მაგალითად, პოსტა წერტილი კომ, მაილ წერტილი რუ, იაჰოო წერტილი კომ , ჰოტმაილ წერტილი კომ და ასე შემდეგ.

    ელექტრონული ფოსტის მოქმედების პრინციპი ასეთია: თქვენთვის გამოგზავნილი წერილი იწერება და ინახება თქვენს მიერ შერჩეულ საფოსტო პროვაიდერის მაგნიტურ მეხსიერებაში. როცა თქვენ მიმართავთ თქვენს საფოსტო ყუთს კომპიუტერი გაწვდით ინფორმაციას მოსული წერილების შესახებ. თქვენ იძახებთ წერილს და ისიც მომენტალურად გაჩნდება თქვენი კომპიუტერის ეკრანზე. თვითონ წერილი კი რჩება პროვაიდერის საფოსტო მეხსიერებაში. არსებობს ისეთი გამოძახებაც, როცა თქვენ წერილი შეგიძლიათ წაშალოთ პროვაიდერის სერვერზე.

    თქვენი ფოსტა გაახსნევინეთ  თქვენს  მხედველ მეგობარს. რადგანაც  იგი საკმაოდ რთული გასახსნელია. კითხვებზე გაცემული პასუხები შეინახეთ ცალკე, რამეთუ ხდება ისეთი შემთხვევებიც, როცა შეიძლება ფოსტა აღსადგენი გაგიხდეთ და კითხვებზე გაცემული პასუხები, თუ ზუსტად არ გახსოვთ საფოსტო ყუთი დაგეკარგებათ. იმისთვის, რომ ისარგებლოთ ინტერბუში არსებული  ხმოვანი ელექტრონული ფოსტის პროგრამით, მას შემდეგ რაც მეგობარი გაგიხსნით ფოსტას, ანუ შეავსებს პროვაიდერში გასაგზავნ ანკეტას, რომელიც იქ ინახება მუდმივად, თქვენც მოგიწევთ ანკეტის შევსება. ამ ანკეტის მეშვეობით ელექტრონული ფოსტის ხმოვანი პროგრამა უკავშირდება მხედველის მიერ პროვაიდერში მოთავსებულ ანკეტის ფაილს და ამის შემდეგ იღებთ წერილებს. ჩვენს ხმოვან პროგრამაში შესავსები ანკეტა თქვენ შეგიძლიათ დამოუკიდებლად შეავსოთ. მისი გამოძახება ხდება ეფ-ორი ღილაკით. გამოდის ანკეტის შესავსები ფორმა და კომპიუტერი გვთავაზობს ჩაწერეთ თქვენი მონაცემები. კითხვებზე გაეცით იგივე პასუხები, რომელიც ჩაიწერა თქვენი მეგობრის მიერ. სახელი გვარი. ვწერთ , მაგალითად, ივანე ლაღიაშვილი. შემდეგ ვაწვებით ენტერს და კომპიუტერი გვთავაზობს ჩავწეროთ ორგანიზაციის დასახელება, მაგალითად, ორასმეორე სკოლა ინტერნატი. კიდევ ვაწვებით ენტერს და ახლა უნდა ჩავწეროთ ჩვენი ფოსტის ინტერნეტ მისამართი. ვთქვათ ვანო ლაღიაშვილი მეილის ნიშანი მაილ წერტილი რუ.  ეს არის მისამართი, რომელზედაც სხვები გამოგიგზავნიან წერილებს. დავაწვეთ კიდევ ენტერს, კომპიუტერი გვთავაზობს: ჩაწერეთ თქვენი საპასუხო მისამართი. ამ მისამართით თქვენ გააგზავნითწერილს და იგი ადრესატს მიუვა, როგორც ამ მისამართიდან გაგზავნილი. ცხადია, თუ უკიდურესი აუცილებლობა არ არსებობს, უმჯობესია მისაღები და გასაგზავნი მისამართები ემთხვეოდნენ ერთმანეთს. ამიტომაც გაიმეორეთ იგივე მისამართი რაც წინა პუნქტში ჩაწერეთ. ტაბზე შემდეგი დაჭერისას უნდა ჩავწეროთ შესასვლელი სახელი, მაგალითად, ვანო. შემდეგი დაჭერისას კი პაროლი , დავუშვათ, ლაღი და ასე შემდეგ. კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ, რომ ჩაწერეთ ზუსტად ის პასუხები, რომელიც ჩაწერა მეგობარმა და თქვენ შეინახეთ. ანკეტაში შემდეგ მოდის პუნქტი, რომელშიც უნდა დააფიქსიროთ თქვენი მომსახურე სერვერის მისამართი, მაგალითად,  პოპ წერტილი, მაილ წერტილი რუ. ასე ვავსებთ ყოველ პუნქტს ანკეტისას. შევსების დროს შეგვხვდება ორი პუნქტი, პოპ სამის პორტისა და  სმტ პორტის. თვითონ კომპიუტერი გვთავაზობს ჩავწეროთ ერთგან 110, მეორე შემთხვევაში კი 25. ჩვენც მოვიქცეთ ასე. შეგვხვდება ასევე მიღების რეჟიმის არჩევა. ამ დროს შეგვიძლია გამოვიყენოთ ქვედა ან ზედა ისარი და ავირჩიოთ ისეთი რეჟიმი როცა კომპიუტერში მიღებული წერილები არ წაიშლება ან წაიშლება სერვერიდან. დანარჩენ პუნქტებზე პასუხები გაურკვევლობას არ გამოიწვევს. ამ ანკეტის შევსების შემდეგ თქვენ გახდებით მაილ. რუს აბონენტი. ყურადღება! ფოსტა გახსენით მაილ რუში, რადგან რიცხვები 110 და25 ამ ფოსტის პარამეტრებია. თუ მოინდომებთ სხვაგან, დავუშვათ, იაჰუში ან ჰოტმაილში ყუთის გახსნას მაშინ უნდა ჩაწეროთ სხვა რიცხვები და ისინი შეიტყოთ მათი შესაბამისი ვებ-გვერდებიდან. მეილის მონაცემების ფორმა გამოირთვება ესკეიპით. ერთიდაიგივე კომპიუტერში არსებული ხმოვანი ელექტრონული ფოსტის პროგრამით შეიძლება ისარგებლოს სხვადასხვა მომხმარებელმა. უფრო კარგად, რომ გავერკვეთ მოვიყვანოთ მაგალითი. დავუშვათ, ხმოვანი ფოსტით სარგებლობს ვანო, მაგრამ იგივე სურს ანოსაც.  ანოც თავის მეგობარს ახსნევინებს თავის ფოსტას და შემდეგ იძახებს  ვანოს ანკეტას და შიგ წერს თავის მონაცემებს. მერე ტაბით მიდის იმ ადგილამდე, როცა კომპიუტერი გამოუცხადებს: ცვლილებების შესანახად დააჭირეთ ენტერს. ანო არ აკეთებს ამას და კიდევ ერთხელ აწვება ტაბს, კომპიუტერი სთავაზობს ცალკე ფორმის შესანახად ანკეტას დაარქვას სახელი. ანო წერს სახელს და მხოლოდ ამის შემდეგ აწვება ენტერს. ამდენად, შეიძლება ხმოვანი ფოსტით ისარგებლოს სხვადასხვა მომხმარებელმა. თითოეული მათგანი ირჩევს თავის ფოსტას. მომხმარებელთა სიის გამოტანა ხდება ორჯერ ეფ-ორზე თითის დაჭერით, მომხმარებელი ირჩევს თავის ანკეტას და სარგებლობს თავის ფოსტით. მომხმარებლის გაუქმება ხდება დელეიტით.  ყურადღება! სხვადასხვა ფოსტიდან გაგზავნილი (ან მიღებული) წერილები ერთ სიაში ინახება და განსხვავდება გამგზავნის (ან მიმღების) სახელებით. თუ გსურთ სხვადასხვა მომხმარებელს იზოლირებული წერილები ჰქონდეს - გააკეთეთ ინტერბუს ფოლდერის ასლები სადაც შევლენ სხვა მომხმარებლები.

     გამოიძახეთ თქვენი ანკეტა, შემდეგ დახურეთ ესკეიპით და დააწექით ეფ-ოთხს. ამით თქვენ დაუკავშირდებით სერვერს. გამოცხადდება წერილების რაოდენობა და დაიწყება მათი გადამოწმება. გადამოწმების შემდეგ პროგრამა გამოგიცხადებთ რამდენი ახალი წერილია მოსული და დაიწყებს მათ გადმოწერას. გადმოწერის დამთავრების შემდეგ დააწექით კომბინაციას: კონტროლ+ეფ-ოთხი. გამოვა მიღებული წერილების სია. იგი შედგება რამდენიმე სვეტისგან. ერთი სვეტიდან მეორეში შეგიძლია გადახვიდეთ მარცხენა და მარჯვენა ისრების მეშვეობით. პირველ სვეტში წერია წერილის მიღების დრო და თარიღი. მეორე სვეტში გამომგზავნის მისამართი, შემდეგ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი და ბოლო სვეტში წერილის თემა. თუ თარიღის სვეტზე დგომისას გამოვიყენებთ მარცხენა ისარს Mშევიტყობთ წერილი შეიცავს თუ არა მიბმულ მასალას. ერთი წერილიდან მეორეზე გადავდივართ ზედა და ქვედა ისრებით.

     დავდგეთ რომელიმე წერილზე. წერილის გასახმოვანებლად დავაწვეთ ენტერს. კომპიუტერი დაიწყებს კითხვას, ხოლო თუ გვინდა წერილის გამოშუქება ეკრანზე და ისე წაკითხვა, მაშინ უნდა გამოვიყენოთ კომბინაცია: კონტროლ+ენტერი. როგორც, ვთქვით, წერილს შეიძლება მიბმული ჰქონდეს რაიმე მასალა, ეგრეთ წოდებული ატაჩმენტი. მაგალითად, სტატია, ლექსი, სურათი ან რაიმე სხვა. მიბმული ნაწილის წასაკითხად ვიქცევით შემდეგნაირად: ვანთავისუფლებთ ინტერნეტის ფანჯარას, წერის რეჟიმზე გადასვლით, კონტროლ+ასო ას საშუალებით მონიშვნითა და შემდეგ დელეიტის გამოყენებით.  გავიგებთ რა რომ წერილი შეიცავს მიბმულ მასალას, ვაწვებით ალტ+ენტერს.გამოდის ფორმა, რომელშიც ვმოძრაობთ ტაბის საშუალებით. პირველად კომპიუტერი გვიკითხავს გამომგზავნის მისამართს, ტაბზე შემდეგი დაწოლისას წერილის თემას, შემდეგ ასლის მიმღების მისამართს და ასე შემდგომ. როცა მივალთ იმ მომენტამდე, კომპიუტერი რომ გამოგვიცხადებს მიბმული ფაილების სია, ისრით ჩამოვალთ სიის პირველ ფაილზე და დავაწვებით ენტერს. აქ უნდა გვახსოვდეს, რომ მიბმულ ფაილს გახსნის ის პროგრამა, რომელშიაც არის ის ჩაწერილი. ვორდის ფაილს ვორდი, სურათს ფოტო შოპი, მუსიკალურ ფაილს პლეიერი და ასე შემდგომ. ვთქვათ, მოგვივიდა ვორდის ფაილი. და რადგან გაიხსნა ვორდი პროგრამა “ინტერბუ” წყვეტს გახმოვანებას. ვაწვებით კონტროლ+ასო ას და მოვნიშნავთ გამოგზავნილ ფაილს, შემდეგ კონტროლ+ასო ცეთი ვაკეთებთ ფაილის კოპირებას და ალტ ეფ-ოთხით ვხურავთ ვორდს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამ დროს გახმოვანება არ ხდება. კოპირებული ფაილი კი კონტროლ+ასო ვეთი შემოგვაქვს წინასწარ განთავისუფლებულ ინტერნეტის ფანჯარაში, სადაც ის შეიძლება წავიკითხოთ ჩვეულებრივი წესით. არსებობს მეორე გზაც. ვორდში მონიშნული ფაილი შემოგვაქვს ბუ-ორში ბუფერით.

     წერილების მიღების  ბოლო თარიღი ავტომატურად ჯდება ჩვენს ბარათში და წერილების შემდგომი მიღებისას ძებნა იწყება ამ თარიღიდან, ანუ ახალ წერილად ჩაითვლება ის წერილი, რომელიც ამ თარიღის შემდეგ არის სერვერზე მოსული. ჩვენ შეგვიძლია ეს თარიღი ბარათში ხელით შევცვალოთ და სერვერიდან გამოვიძახოთ ის წერილები, რომლებიც მოსულნი არიან ხელით ჩაწერილი თარიღის შემდეგ. თარიღში პირველად იწერება თვე შემდეგ მარცხნივ დახრილი თვის რიცხვი, ისევ მარცხნივ დახრილი და წელიწადი სრულად. ამ ცვლილებას დავადასტურებთ ენტერით.მიღებული წერილების სია შეიძლება დალაგდეს სხვადასხვა პრინციპით: თარიღის ზრდადობისა ან კლებადობის ნიშნით, გამომგზავნის, თემის  მიხედვით და ასე შემდგომ. არსებული დალაგება გამოცხადდება დაშორების კლავიშით. შიფტი სიას დაალაგებს თარიღის ზრდადობით ან კლებადობით.  კონტროლ+მარცხენა ან მარჯვენა (სულ ერთია) სიას ალაგებენ მიმღების, გამომგზავნის ან თემატიკის მიხედვით. პრაქტიკაში უფრო მიღებულია სიის დალაგება თარიღის კლებადობის მიხედვითლ.

     საყოფაცხოვრებო წესით გასაგზავნ წერილს ადამიანები დებენ კონვერტში. აქაც ასეა. წერილის გასაგზავნად უნდა შეავსოთ გამგზავნი ფორმა. მისი გამოძახება ხდება ეფ-3 ღილაკით. ფორმაში კი ვმოძრაობთ ტაბ კლავიშით და ვავსებთ მას. ვწერთ მიმღების ელექტრონული ფოსტის მისამართს, წერილის თემას, შემდეგ ასლისა და ფარული ასლის მიმღებების მისამართებს.  სიცხადისთვის მოვიყვანოთ მაგალითი. ჯერ უნდა შევავსოთ მიმღების მისამართი, როცა კომპიუტერი გამოგვიცხადებს მიმღების მისამართი დავაწვეთ ენტერს გამოვა მისამართების სია, სადაც ისრებით მოვძებნით ჩვენი წერილის ადრესატის მისამართს, დავაწვებით კვლავ ენტერს და მისამართი ავტომატურად ჩაჯდება თავის გრაფაში. ასევე მოვიქცევით ასლისა და ფარული ასლის ადრესატების შემთხვევაში. დავაწვებით ენტერს და მისამართების სიაში ავირჩევთ ამ პიროვნებებსა თუ ორგანიზაციებს, მერე კი ენტერის გამოყენებით მათ ადრესებს ჩავსვავთ  შესაბამის ადგილზე. მისამართების სიიდან გასვლა ხდება ესკეიპით. როგორც ჩანს, ელექტრონული ფოსტის მომხმარებელს უნდა ჰქონდეს სრული სია თავისი ნაცნობებისა. ცხადია, რომ ჩვენ მოგვიხდება ამ სიისათვის ახალი მისამართების დამატება. ეს უნდა განახორციელოთ შემდეგნაირად: სიაში ყოფნისას დავაწვეთ ტაბს. კომპიუტერი შემოგვთავაზებს ახალი მისამართის ჩაწერას, ავკრიფავთ რა მას, კვლავ დავაწვებით ტაბს და ახლა ჩავწერთ თუ ვის ეკუთვნის ეს მისამართი. კიდევ ერთხელ ტაბზე დაჭერით ახალი მისამართი შეინახება მისამართების სიაში. თუ გინდათ მისამართის აკრეფისას რომ არაფერი შეგეშალოთ, ახალი ნაცნობის წერილის საიდენტიფიკაციო ნაწილში ეწერება მისი ელექტრონული მისამართი და მისი მონიშვნით, ბუფერში გადატანითა და შემდეგ მისამართების სიაში ჩასმით თავიდან აიცილებთ ამ უხერხულობას.

    ახლა განვიხილოთ წერილზე ფაილების მიბმის პროცესი.. გამგზავნ ბარათში ტაბით მივიდეთ იმ პუნქტამდე, როცა კომპიუტერი გამოგვიცხადებს: ფაილების მისამაგრებლად დააწექით ენტერს. დავაწვეთ ამ კლავიშს და გამოვა ახალი ფანჯარა. გადავიდეთ ისრებით, კომპიუტერი გამოგვიცხადებს: ცე-დისკი, დე-დისკი. დავდგეთ დე-დისკზე და ენტერით გავხსნათ იგი. ისევ ისრებით ჩამოვიდეთ იმ ჩანაწერზე, სანამ არ გაისმება: ფოლდერების სია. ისრებით ავირჩიოთ ფოლდერი ბუ-ბუ-2 და კვლავ დავაწვეთ ენტერს. ამ მოქმედებას მოჰყვება ბუსა და ბუ-ორის ქვეფოლდერების სიის გახსნა. ისრებით ისევ დავუყვეთ. ისევ გაისმება ცე-დისკი, დე-დისკი. ჩამოვყვეთ ისრით, სანამ არ მივალთ ჩანაწერზე: ქართული წიგნები. გამოვიყენოთ ისევ ენტერი და გაიხსნება ქვეფოლდერები: არქიტექტურა, ბიოგრაფიები და ასე შემდეგ. ისრებით მივიდეთ პოეზიის ქვეფოლდერამდე და ისიც გავხსნათ ენტერით. შემდეგ დავაწვეთ ტაბს, რომ გადავიდეთ ფაილების ველზე და აქ უკვე შეგვიძლია ჩამოვყვეთ ისრებით. დავდგეთ რომელიმე ლექსზე, დავაწვეთ ენტერს და ლექსი ფაილად მიებმება ჩვენს წერილს.  თუ იგივე მოქმედებებს ჩავატარებთ შეგვიძლია წერილს მივაბათ მეორე ფაილიც  ეს მოქმედებები შეგვიძლია გავიმეოროთ რამდენჯერაც გვინდა.  მიბმული ფაილის წასაშლელად ვდგებით მიბმული ფაილების სიაზე, ისრით ვპოულობთ იმ ფაილს, რომლის წაშლაც გვინდა და ვაჭერთ დელეიტს. შემდეგ უნდა დავწეროთ წერილის ტექსტი. ეს მოქმედება უნდა განვახორციელოთ, მაშინ, როცა გამგზავნ ფორმაში ტაბით გადასვლისას, კომპიუტერი გამოგვიცხადებს: მეილის, ანუ წერილის ტექსტი ყოველი შემთხვევისთვის კონტროლ ასო ათი მონიშვნით და დელეიტით ვანთავისუფლებთ მეილის ჩასაწერ ადგილს. ჩვენ შეგვიძლია მაშინვე შევუდგეთ ტექსტის აკრეფას და როცა მოვრჩებით ტაბით გადავიდეთ გამგზავნი ფორმის სხვა ჩანაწერზე. არსებობს კიდევ მეორე გზა, რომელსაც მე ვაძლევ უპირატესობას. ვანთავისუფლებ ინტერნეტის ფანჯარას, ვწერ ტექსტს, ვასწორებ შეცდომებს და როცა ტექსტი მზად არის ვიძახებ ეფ-სამით გამგზავნ ფორმას. გამზადებული ტექსტი ავტომატურად ჯდება ფორმაში მეილის ტექსტად.

       ჩვენ შეგვიძლია მომზადებული წერილი შევინახოთ და გავაგზავნოთ სხვა დროს. ამისთვის, როცა მივალთ ტაბით გამგზავნ ფორმაში გამოცხადებაზე: გასაგზავნებში შესანახად დააწექით ენტერს და წერილიც შეინახება შემდგომი გაგზავნისათვის გასაგზავნთა სიაში. გამზადებული  გასაგზავნი წერილების სიის გამოძახება ხდება ეფ-ხუთის მეშვეობით, ხოლო  გაგზავნილი წერილების სიისა  კონტროლ ეფ-სამით. შეგვიძლია დავათვალიეროთ აგრეთვე წაშლილი გაგზავნილი წერილების სია შიფტ+ეფ-სამით. წერილის გაგზავნა ხდება გამგზავნი ფორმით, როცა კომპიუტერი გამოგვიცხადებს , გასაგზავნად დააწექით ენტერს. ვასრულებთ ამ მითითებას და ვგზავნით წერილს.

 

საკონტროლო კითხვები:

 

 1. წერილების მისაღებად როგორ ვუკავშირდებით სერვერს?

 2. რა და რა მეთოდი არსებობს მიღებული წერილების წაკითხვისა?

  3.თუ გვინდა ადრე მიღებული წერილების ხელახლა მიღება, როგორ ვიქცევით?

  4. როგორ უნდა გავხსნათ სერვერიდან მიღებული წერილების სია?

   5.როგორ უნდა გამოვიძახოთ მეილების გამგზავნი ფორმა და რა ღილაკით გადავაადგილდებით ამ ფორმის შიგნით?

   6.რას წარმოადგენს მისამართების სიადა როგორ უნდა შევიტანოთ ამ სიიდან მისამართები გამგზავნი ფორმის შესაბამის ადგილებზე?

   7. როგორ უნდა დავამატოთ მისამართების სიას ახალი მისამართი?

   8. როგორ უნდა მიებას წერილის ტექსტს ფაილები?

 

 

გვერდის მისამართი : პროგრამები / ბუ ორის სახელმძღვანელო / 28.გაკვეთილი ოცდამეშვიდე- ელექტრონული ფოსტა