გაკვეთილი ოცდამეექვსე

 

ინტერბუს ცხელი ღილაკები.

 

     პროგრამა ინტერბუ გამიზნულია ქართული ვებ-გვერდების (საიტები) დათვალიერებისა  და სიტყვის საშუალებით საჭირო ინფორმაციის მოძიებისთვის ინტერნეტსივრცეში.

 პროგრამა ინტერბუს გახსნის შემდეგ ეკრანზე გამოდის ჩვენს კომპიუტერში დაყენებული საწყისი ინტერნეტგვერდი. როგორც წესი, ესაა გუგლის საძიებო გვერდი. თუ გვინდა საწყის გვერდად ავირჩიოთ სხვა გვერდი, ვიქცევით შემდეგნაირად: ვაჭერთ ღილაკთა კომბინაციას ალტ ენი და ვწერთ იმ ვებ-გვერდის სახელს, რომელიც გვინდა რომ გავხადოთ საწყის გვერდად, მერე ვაჭერთ ალტ ესს.გვერდი ხდება საწყისად.

1. ალტ პლიუს ღილაკი «კა» - ვებ-გვერდზე არსებული ბმულების (ლინკების) ჩართვა-გამორთვა. ბმულების საშუალებით ჩვენ შეგვიძლია ერთი ვებ-გვერდიდან გადავიდეთ სხვა გვერდზე, კერძოდ, იმ გვერდზე, რომელიც მოცემული ბმულითაა მიბმული ეკრანზე გამოტანილ გვერდთან.  

2. ალტ პლიუს ღილაკი «პე» - სურათების ჩართვა-გამორთვა. ეს იმიტომაა საჭირო, რომ ხანდახან ბმული მიბმულია სურათზე.

3. ალტ პლიუს ტე - ფავორიტებში შენახვა კომენტარებით. ფავორიტი წარმოადგენს ისეთ გვერდს, რომელიც მოგვეწონა და ვაპირებთ მის ხშირად დათვალიერებას. კომენტარში შეგვიძლია ჩავწეროთ ინფორმაცია რატომ მოგვწონს ეს ვებ-გვერდი ან გვერდის მოკლე შინაარსი. ფავორიტებს ვიძახებთ «ეფ8» ღილაკით. ისრების საშუალებით ვდგებით სასურველ ფავორიტზე და პირდაპირ ენტერით ვიძახებთ.

4. ალტ პლიუს ტაბი - ერთი პროგრამიდან მეორე პროგრამაზე გადასვლა. მაგალითად, ბუ-2-დან ინტერბუზე ან პირიქით.

5. ალტ პლიუს ენის ორჯერადი დაჭერით -  ახალი  გამოსაძახებელი გვერდის მისამართის ჩაწერა. 

6. ალტ პლიუს ბე  - უკანა გვერდზე დაბრუნება.

7. ალტ პლიუს ეფი - წინა გვერდზე გადასვლა. ეს ოპერაცია სასურველია მაშინ, როცა გადასული ვართ უკანა გვერდზე და გვინდა დავბრუნდეთ იმ გვერდზე საიდანაც გადავედით.  

8. ალტ პლიუს დაბლიუ - საიტის სათაურის გამოცხადება. 

9. ალტ პლიუს შიფტ პლიუს დაბლიუ - ვებ.საიტში გვერდის დასახელება.

10. კონტროლ პლიუს ენი - გვერდების გადანომვრა.

11. «ეფ8» - ფავორიტების სიის გამოძახება.

12. ეფ 9 _ გვერდის ბმულების გამოძახება. გამოდის გააქტიურებულ ვებ-გვერდზე არსებული ბმულების სია. თითოეულ ბმულის შესახებ რამდენიმე სიტყვიანი ინფორმაციით თუ არ გვსურს მთელი ვებ-გვერდის წაკითხვა და გვაინტერესებს მხოლოდ ბმულები, მაშინ ვათვალიერებთ ამ სიას, ისრებით ვირჩევთ ბმულს და ვაჭერთ ენტერს.

13. კონტროლ ეფ 12 - ენების ცვლა. ინტერბუს ჯერჯერობით არააქვს შესაძლებლობა იკითხოს რამდენიმე ენაზე შედგენილი შერეული გვერდები, მაგრამ შეუძლია წაიკითხოს ერთ ენაზე დაწერილი გვერდები. მაგალითად, მთლიანად რუსული ან ინგლისური. იმისთვის, რომ გამოვიძახოთ რუსული ან ინგლისური ვებ-გვერდი, მისამართის ჩაწერის შემდეგ კონტროლ ეფ 12-თ უნდა გადავიდეთ შესაბამის ენაზე და შემდეგ გვერდის გამოსაძახებლად დავაჭიროთ ენტერს. უცხო ენაზე შედგენილ გვერდებზე ნავიგაცია ზუსტად იგივენაირად ხდება როგორც ქართულ გვერდებზე. 

14. ეფ 10 - უკვე გახსნილი გვერდების სია. ეს სია საშუალებას იძლევა ამ სიიდან გავხსნათ ადრე გამოძახებული გვერდები.

15. ეფ 12 - ქართული ხმების ცვლა.

16. შიფტ პლიუს ეფ 12 - ინგლისური ხმების ცვლა.

17. კონტროლ პლიუს Fშიფტ პლიუს ღილაკი «ეფ»ი - ძიება ინტერნეტში. სიტყვის საშუალებით ჩვენ შეგვიძლია მოვძებნოთ საჭირო ინფორმაცია ინტერნეტსივრცეში. ამ პუნქტში დასახელებული ღილაკთა კომბინაციის გამოყენებით გამოსულ ფანჯარაში ვწერთ სიტყვას და ვაჭერთ ენტერს. ეკრანზე გამოდის გვერდი, სადაც მოცემულია მოკლე ანოტაციები იმ გვერდების შესახებ რომლებშიც მოთავსებულია საძიებელი ინფორმაცია. ყოველ ანოტაციას წინ აქვს ბმული, რომლის არსებობასაც გვატყობინებს ხმოვანი სიგნალი. თუ გვინდა გავხსნათ ის ვებ-გვერდი, რომლის ანოტაციაზეც ვდგავართ, ისრების დახმარებით ვდგებით ანოტაციის წინ მდგომ ბმულზე. გავიგონებთ, რა შესაბამის ხმოვან სიგნალს ვაჭერთ ენტერს. არსებობს სხვა გზაც. «ეფ9»-ს საშუალებით გამოვიძახოთ გვერდის ბმულების სია და იქიდან გავხსნათ საჭირო ინფორმაციის შემცველი გვერდი. გარდა ამისა, ყოველი ანოტაცია შეიცავს აგრეთვე გვერდის მისამართს, ჩვენ შეგვიძლია ამ მისამართის მონიშვნითა და შემდგომი ჩაწერით  ანდა ხელით ჩაწერით გამოვიძახოთ სასურველი ვებ-გვერდი. სიტყვის საშუალებით მოძებნილი ანოტაციების გვერდი ბოლოში შეიცავს ერთიდან ათამდე რიცხვს, რომელთაც წინ აქვთ ბმულები. ამ ბმულების გახსნა მოგვცემს ანოტაციების შემცველ სხვა გვერდს, საიდანაც კვლავ შეგვიძლია გავაგრძელოთ საჭირო ინფორმაციის ძიება.  

18. კონტროლ პლიუს ეფი - საიტში სიტყვის ძიება.

19. კონტროლ პლიუს ხანი - კითხვისა და რედაქტირების რეჟიმზე გადასვლა.

20. კონტროლ პლიუს ეფ 11 - ხაზისა და გვერდის გამოცხადება.

21. კონტროლ პლიუს აპოსტროფი (ესქეიფის ქვემოთ მდებარე ღილაკი) -  კითხვის დროს სასვენი ნიშნების ჩართვა-გამორთვა.

22. კონტროლ პლიუს ო - ფაილის, ფოლდერის გახსნა.

23. კონტროლ პლიუს ესი - შენახვა. ეს ოპერაცია შეგვიძლია გამოვიყენოთ საჭირო გვერდის ბუ-ორში პირდაპირ შესანახად.

24. დელეიტი -მონიშნულის წაშლა.

25. კონტროლ პლიუს ეფი - ლინკების და ფავორიტების სიაში ძიება.

26. კონტროლ პლიუს «ეფ თორმეტი» ენების გადართვა.

27. ალტ პლიუს ჰაში ნებისმიერ მომენტში საწყის გვერდზე დაბრუნება.

28. კონტროლ პლიუს გე ტრანსკრიპციების წაკითხვა.

 29. ალტ პლიუს ემი - თაგვით გამოცხადების ჩართვა-გამორთვა. მცირემხედველებისთვის ინტერბუ ითვალისწინებს გვერდის ვიზუალური დათვალიერების შესაძლებლობას. ამისთვის ერთხელ უნდა დავაჭიროთ კომბინაციას ალტ და ღილაკ «ენს». გამოვა ინტერნეტბუში გადაუყვანელი «ჩვეულებრივი» ვებ-გვერდი, სადაც მივიყვანთ თაგვის ისარს მოხდება იმ ადგილის გახმოვანება.  

30.კონტროლ პლიუს შიფტ პლიუს ენი - გვერდის დანომვრის მოხსნა.

 

 

გვერდის მისამართი : პროგრამები / ბუ ორის სახელმძღვანელო / 27.გაკვეთილი ოცდამეექვსე-ინტერბუს ცხელი ღილაკები