გაკვეთილი ოცდამეოთხე

 

ზოგიერთი მნიშვნელოვანი საიტი, რჩეულ საიტთა სია, წიგნების გადმოწერა, საწყისი ვებ-გვერდის დაყენება.

 

     ამ გაკვეთილში გავეცნოთ  მეტად საინტერესო ვებ-გვერდს: ლიბ წერტილი ჯი. ამ საიტზე განთავსებულია საკმაოდ დიდი რაოდენობა ელექტრონულ ფორმატში გადაყვანილი წიგნებისა. ლინკის აკრეფის შემდეგ ეკრანზე გამოდის შემდეგი შინაარსის ვებ-გვერდი. მის პირველ ნაწილში ჩამოთვლილია განთავსებულ მასალათა კლასიფიკაცია:

    ბმული საბავშვო.

 ბმული ფოლკლორი.

 ბმული პროზა.

 ბმული ინტერვიუ.

 ბმული სამეცნიერო.

 ბმული ესე.

 ბმული ეპისტოლარული მემკვიდრეობა.

 ბმული ისტორია.

 ბმული დრამატურგია.

 ბმული სამართალი.

 ბმული პოეზია.

 ბმული პერიოდიკა.

 ბმული ლექსიკონები.

 ბმული აუდიო-ლიტერატურა.

 ბმული ნათარგმნები.

     ეს ჩამონათვალი საშუალებას გვაძლევს გავხსნათ ის მიმართულება, რომელიც ჩვენ გვაინტერესებს და შევძლოთ იქ მოთავსებული ფაილების წვდომა. თუმცა ამავე გვერდზე ამ ნაწილს მოსდევს უკვე გახსნილი პროზის მიმართულება, რადგან მას უფრო მეტი მომხმარებელი ჰყავს.. აქ ჩამოთვლილია იმ მწერალთა გვარები, რომელთა ნაწარმოებებიც მოთავსებულია პროზის განყოფილებაში. მაგალითად:

     ბმული აბაშიძე გრიგოლ.

 ბმული.

 ბმული აბაშიძე მერაბ.

 ბმული.

 ბმული აბზიანიძე ზაზა.

 ბმული.

 ბმული აბულაძე ნანა.

 ბმული.

 ბმული ადამაშვილი შოთა.

 ბმული.

 ბმული ავტორთა ჯგუფი.

 ბმული.

 ბმული აიკენი ჯოან.

 ბმული.

 ბმული აკერი კეტი.

 ბმული.

 ბმული აკუნინი ბორის.

 ბმული.

 ბმული აკუტაგავა რიუნოსკე.

 ბმული.

 ბმული ალენი ვუდი.

    გავხსნათ ამ სიის ბოლოში დასახელებული მწერლის ვუდი ალენის  ლიბ ჯიში მოთავსებულ ნაწარმოებთა სია. ამისთვის ვაწვებით მისი გვარის წინ მდგომ ბმულს. გამოდის სხვა გვერდი სადაც წერია:

     ვუდი ალენი.

 ესე ბმული მივმართავ სკოლადამთავრებულებს       მოთხრობა ბმული კუგელმასის შემთხვევა            ბმული სიკვდილი აკაკუნებს.     გავხსნათ მოთხრობა კუგელმასის შემთხვევა მის წინ მდგომი ბმულით.    კვლავ გამოდის მისი შემოქმედების ჩამონათვალი და ტექსტი. მოვნიშნოთ ეს გვერდი და ბუფერის გავლით შემოვიტანოთ ბუ-ორში. აქ მე ნიმუშად მოვიყვან ამ ტექსტის დასაწყისს და ვეცდები თქვენთან ერთად მივცე მას საბიბლიოთეკო ეგზემპლარის ფორმა.

   ბმული  ბმული ალენი ვუდი ესე  ბმული მივმართავ სკოლადამთავრებულებს მოთხრობა  ბმული კუგელმასის შემთხვევა  ბმული სიკვდილი აკაკუნებს.

 კუგელმასის შემთხვევა.

 

 მთარგმნელი ტაველიძე ირმა.

კუგელმასი, სითი-კოლეჯში ლიტერატურის პროფესორი, მეორედაც უიღბლოდ დაქორწინდა. დაფნა კუგელმასი მეტად თავქარიანი აღმოჩნდა. პირველ ცოლთან, ფლოსთან, მას ორი მოსულელო ვაჟიშვილი ჰყავდა და ყელამდე იყო ჩაფლული ალიმენტებსა თუ შთამომავლობაზე ზრუნვის გაწამაწიაში.

- ნუთუ უნდა მცოდნოდა, რომ ყველაფერი ასე ცუდად შემომიბრუნდებოდა? შეჰკნავლა ერთხელ კუგელმასმა თავის ფსიქოანალიტიკოსს.

    დავიწყოთ დასახული ამოცანის შესრულება,  ჯერ ვშლი ორ ბმულს, ვიდრე მოთხრობის სათაურამდე ვტოვებ მხოლოდ ავტორის გვარს. ამის შემდეგ, როგორც წესია, პირველ ხაზზე გადავაადგილებ ავტორის გვარ-სახელს: ჯერ გვარი და მერე სახელი. შემდეგ ვაწვები ენტერს და მეორე ხაზზე ვათავსებ მოთხრობის სათაურს. შემდეგი ხაზიდან კი ვიწყებთ ტექსტს. შემდეგ კი ალტ+ესით ვსვამთ შესაბამის განყოფილებაში.

     ჩვენ განვიხილეთ რამდენიმე ვებ-საიტი, ვნახეთ, რომ მათ აქვთ სხვადასხვა სტრუქტურული აგებულება, ვისაც როგორ მოსწონს და ეხერხება ისე აგებს ინტერნეტ გვერდებს, ამიტომაც გვაქვს განუკითხავი მრავალფეროვნება. როცა გამოვიძახებთ საიტს, პირველად კარგად უნდა გაერკვეთ მის სტრუქტურაში და შემდეგ შესძლებთ მის სრულფასოვან გამოყენებას.

    გავაგრძელოთ. ზოგ საიტს ისეთი აგებულება აქვს, რომ ერთი გვერდიდან მეორეზე გადასვლის შემთხვევაში თან დაჰყვება საწყისი ნაწილი და ამიტომ სხვა განყოფილების გამოსაძახებლად აღარ არის საჭირო მთავარ გვერდზე დაბრუნება. ზოგ საიტს კი არ გააჩნია ასეთი რამ და იძულებულნი ვართ დავბრუნდეთ ხოლმე უკანა გვერდზე, უკანა გვერდზე ან უკანა საიტზე გადასვლა ხორციელდება ღილაკთა კომბინაციით: ალტ+ასო ბე. წინა გვერდზე შეგვიძლია გადავიდეთ ალტ+ ასო ეფით. არსებობს კიდევ სხვა მეთოდიც. ეფ-ათი ღილაკით იხსნება ადრე გამოძახებული საიტების ფანჯარა. ამ ფანჯარაში შეგვიძლია ვიმოძრაოთ ვერტიკალური ისრების საშუალებით.ბოლო გამოძახებული საიტის მისამართი სიაში დგას პირველ ადგილზე, მის წინ გამოძახებული საიტის მისამართი კი მეორე ადგილზე და ასე შემდეგ. თუ გავხსნით ამ სიას, მაშინ შეგვიძლია ჩამოვიდეთ ადრე გამოძახებული საიტის მისამართზე და ენტერის გამოYყენებით ხელახლა დავუბრუნდეთ მას.

     ღილაკი ეფ-ცხრა ხსნის აქტიური საიტის ბმულების სიას, პატარა თანმხლები კომენტარით.  ეს სია მეტად სასარგებლოა, როცა არ გვსურს მთელი გვერდის წაკითხვა და ვეძებთ, მხოლოდ ბმულს, რომელიც გადაგვიყვანს სხვა საიტზე. დავდგებით შესაბამის ბმულზე და დავაჭერთ ენტერს. ეს იგივეა რაც ინტერნეტ გვერდის ტექსტში ბმულზე დადგომა.

     ჩვენ შეგვიძლია საიტზე გამოვრთოთ ან ჩავრთოთ ბმულების და სურათების შემოტანა.  სურათები ჩვენ არ გვჭირდება, მაგრამ უმრავლეს საიტთა სტრუქტურა ისეთია, რომ სწორედაც სურათებზეა მიბმული ბმულები და თუ სურათები არ გვექნება ჩართული, მაშინ მას გაჰყვება ნაწილი ბმულებისა.

     ბმუ ლების ჩართვა-გამორთვა ხორციელდება ღილაკთა კომბინაციით: ალტ+ღილაკი ასო კა, ხოლო სურათებისა ალტ+ასო პეთი. ამ კომბინაციების გამოყენება ხდება ვებ-საიტის გამოძახებისას. გამოვიყენებთ, რა ალტ+ასო ენს, ამ მომენტში შეგვიძლია ჩავრთოთ ან გამოვრთოთ სურათები და ბმულები.

     ალტ+ასო დაბლიუ გვიცხადებს საიტის სახელწოდებას, ალტ+შიფტ+ასო დაბლიუ გვიცხადებს საიტის გვერდის სათაურს.

    ინტერნეტის გამოყენებისას შეგვხვდება ისეთი გვერდებიც, რომლებიც ჩვენთვის საინტერესოა. რომ არ მოგვიხდეს წარამარა მათი მისამართების აკრეფა, შეგვიძლია ამ საიტის ლინკი თავის პატარა კომენტარით შევინახოთ რჩეულ გვერდების სიაში. კომენტარად შესაძლებელია დავურთოთ მიზეზი, რატომაა ეს საიტი საინტერესო ან მოკლე შინაარსი. რჩეულ გვერდთა სიაში შენახვა ხდება ალტ+ასო ტეს კომბინაციით. დავწერთ კომენტარს სადიალოგო ფანჯარაში და დავადასტურებთ ენტერით. ფავორიტი გვერდების სიის გამოძახება ხდება ეფ-რვა ღილაკით. აქაც ისრით დავდგებით გამოსაძახებელი საიტის ლინკზე და დავაწვებით ენტერს.

      მოცემული საიტი შეიძლება შევინახოთ პროგრამა ბუ-ორის საქაღალდეშიც. ამას ვაკეთებთ ისევე, როგორც  ბუ-ორში ფაილის შენახვას არასაბიბლიოთეკო ნაწილში. ვაწვებით კონტროლ+ასო ესს, შემდეგ რამდენჯერმე ვიყენებთ ტაბს, სანამ კომპიუტერი არ შემოგვთავაზებს ფაილის სახელის ჩაწერას. ვწერთ სახელს და ვადასტურებთ ენტერით.

     ადრე მე შეგპირდით, რომ გასწავლიდით მეთოდს, საიტების ლინკების მოსაძებნად. ამისთვის უნდა გამოვიყენოთ ინტერნეტის მეტად სასარგებლო საძიებო სისტემა. სანამ გადავალთ მის შესწავლაზე, უნდა ვისწავლოთ ინტერნეტში საწყისი გვერდის დაყენება.საწყისი გვერდი ის საიტია, რომელიც გამოდის პირველი ჩვენს კომპიუტერში ინტერნეტის ჩართვისას. ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერი გვერდი გავხადოთ საწყის გვერდად, თუ კონტროლ+ასო ენის კომბინაციის გამოყენების შემდეგ როცა ავკრეფთ საიტის ლინკს, დავაწვებით ალტ+ასო ესს, მაშინ აღნიშნული გვერდი შეინახება საწყისადდა პირველი გამოვა ინტერნეტის ჩართვისას. საერთოდ, ასეთ გვერდად ირჩევენ გუგლის საძიებო სისტემიდან ერთერთს. მაგალითად, გოოგლე წერტილი ჯი ან გოოგლე წერტილი ცომ. საწყისი გვერდის მომენტალური გამოძახება ხდება ალტ+ასო ჰაეს ღილაკით.

 

 საკონტროლო კითხვები:

 

1. რას წარმოადგენენ ფავორიტი და ადრე გამოძახებულ ვებ-გვერდების სიები, რომელი ღილაკებით გამოიძახებიან ისინი?

2. როგორ უნდა გამოვიძახოთ გააქტიურებული საიტის ბმულები?

3. როგორ უნდა ჩავრთოთ ან გამოვრთოთ საიტზე ბმულები და სურათები?

4. რა ღილაკით ცხადდება საიტის სათაური?

5. შეგვიძლია თუ არა გამოძახებული საიტის შენახვა ბუ-ორის ფოლდერში?

6. როგორ შევინახოთ ვებ-საიტი საწყის და ფავორიტ გვერდებად?

7. როგორ გადავიდეთ უკანა და წინა ვებ-საიტებზე?

 

 დავალება:

 

 1. გახსენით საიტი ლიბ.გე და თითოეული განყოფილებიდან: საბავშვო, პროზა, პოეზია, ესსე, ინტერვიუ, ისტორია და ასეშემდეგ გადმოიწერეთ სამ-სამი ნაწარმოები, შეინახეთ.

 2. დააყენეთ გუგლ ჯი საწყის გვერდად.

 3. გახსენით ადრე გამოძახებულ საიტთა სია და გაარკვიეთ მოქმედებს თუ არა წაშლის ღილაკი დელეიტი.

 4. მოქმედებს თუ არა ინტერნეტში და მის ფანჯრებში სიტყვის საძიებო ფანჯარა? გაერკვიეთ.

 

 

გვერდის მისამართი : პროგრამები / ბუ ორის სახელმძღვანელო / 25.გაკვეთილი ოცდამეოთხე-საწყისი ვებგვერდის დაყენება, რჩეულ საიტთა სია