გაკვეთილი ოცდამესამე

 

ინტერნეტი, პროგრამა «ინტერბუ», ლინკები, საიტები და მათი სტრუქტურა, ბმულები, სხვადასხვა ხასიათის საიტების მაგალითები.

 

     და აჰა, მოვიდა დრო გავეცნოთ ინტერნეტში მუშაობის საფუძვლებს და შევუერთდეთ იმ მომხმარებელთა რიცხვს, რომლებიც დღედაღამ არ სცილდებიან კომპიუტერს და მთელი დღეების განმავლობაში დაეხეტებიან მსოფლიო გლობალური საინფორმაციო ქსელის ლაბირინთებში.

      ინტერნეტი წარმოადგენს ბოლო ხანის ისეთ მიღწევას, ურომლისოდაც წარმოუდგენელია თანამედროვე განათლებული ადამიანის საქმიანობა. ინტერნეტის ფუნქციონირების ძირითად საფუძველს წარმოადგენს პრინციპი: კაცობრიობის ცოდნის მარაგი ხელმისაწვდომი გახდეს პლანეტის ნებისმიერ ადგილას მცხოვრებ ადამიანთათვის რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად. ინფორმაციების მარაგი ინახება სხვადასხვა ქვეყნებში არსებული პროვაიდერების მაგნიტურ საცავებში. კომპიუტერის მსოფლიო გლობალურ ქსელში ჩართვის შემდეგ ჩვენ გვეძლევა საშუალება განვახორციელოთ საჭირო ინფორმაციის მოძიება ქსელისადმი გარკვეული მიმართვებით. ინფორმაციები პროვაიდერთა საცავებში განლაგებულია ფაილების სახით, რომლებსაც ეწოდებათ ვებ- გვერდები, ანუ როგორც ხმარებაშია მიღებული ვებ-საიტები. ცხადია, რომ ფაილებად განლაგებული საიტების გამოსაძახებლად ჩვენ უნდა ვიცოდეთ მათი სახელები. ამ სახელებს უწოდებენ ვებ-საიტების მისამართებს, ანუ ლინკებს. კომპიუტერში ვებ-გვერდის მისამართის აკრეფის შემდეგ სპეციალური პროგრამა ინტერნეტ ექსპლორელი მიმართავს პროვაიდერს, სადაც ეს გვერდია ჩაწერილი და ჩვეულებრივი სატელეფონო ან თანამედროვე ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელების მეშვეობით მოგვიტანს ჩვენი კომპიუტერის ეკრანზე. გარდა ინტერნეტ ექსპლორელისა პროვაიდერებთან კავშირს ამყარებენ სხვა ამისთვის შექმნილი პროგრამებიც. მაგალითად, ოპერა ან მოზილა. ჩვენ ძირითადად ვისარგებლებთ ინტერნეტ ექსპლორელით.

      ქართულ ხმოვან პროგრამათა პაკეტში ინტერნეტში სამუშაოდ შექმნილია პროგრამა «ინტერბუ». ამ პროგრამის ძირთად ამოცანას წარმოადგენს ქართული საიტებისადმი წვდომა, მათი მოძიება და გამოძახება. ალბათ, შენიშნეთ მე მარYთებულად მიმაჩნია ახალი საგნის სწავლება ადამიანმა დაიწყოს რაიმე კერძო მაგალითით, შემდეგ კი გადავიდეს შესასწავლი საგნის უფრო სისტემატიზებულ ნაწილზე და უკვე შემდეგ ისევ დაუბრუნდეს უფრო რთული მაგალითების განხილვას და პროგრამის ფუნქციების ღრმა ათვისებას. აქაც მივყვეთ ამ ნაცად მეთოდს.

      ინტერბუს ჩართვა ხდება ღილაკთა კომბინაციით: კონტროლ+ალტ+ასო იქსი, გამორთვა კი  -  ალტ ეფ-ოთხით.

     მოდით, ვცადოთ «ინტერბუს» ჩართვა. კომპიუტერში გაისმება ხმოვანი შეტყობინება: იტვირთება, იტვირთება . . .  და ბოლოს: ჩატვირთვა დამთავრებულია. ეკრანზე გამოჩნდება ჩვენს კომპიუტერში დაყენებული საწყისი ვებ-გვერდი. მის მნიშვნელობასა და დაყენებაზე ვიმსჯელებთ შემდგომ. სხვა ვებ-გვერდის გამოსაძახებლად ავკრიფოთ კომბინაცია: ალტ+ასო ენის შესაბამისი ღილაკი. პროგრამა «ინტერბუ» შემოგვთავაზებს: ჩაწერეთ ახალი მისამართი.ვიწყებთ ვებ-საიტის მისამართის ანუ ლინკის აკრეფას. მისამართი შემდეგნაირად უნდა აიკრიფოს: დაბლიუ, დაბლიუ, დაბლიუ, შემდეგ დაისვას წერტილი.ამის შემდეგ იკრიფება თვითონ ვებ-გვერდის მისამართი. გვერდის მისამართს ზოგადად აქვს შემდეგი სახე: ვებ-საიტის სახელი, მერე წერტილი, შემდეგ კი იმ ქვეყნის შემოკლებული აღნიშვნა, რომლის პროვაიდერშიც არის განთავსებული მოცემული საიტი. ქვეყნების შემოკლებული სახელების მაგალითებია: საქართველოსიჯი, ანუ ჯორჯია. ამ შემთხვევაში საიტის სახელის შემდეგ დასმული წერტილის მერე უნდა ჩავწეროთ გე. რუსეთისათვის იწერება რუ, ანუ რუსიან, გერმანიის საიტებისთვის დე, ანუ დეუტჩლანდ, ხოლო საფრანგეთისთვისფრ, ანუ ფრენჩ და ასე შემდეგ. მოდით, ახალი მისამართის ჩაწერის შემოთავაზების შემდეგ ჩავწეროთ: ამბები, დავსვათ წერტილი  და გე. საიტის სახელის წინ ჩასაწერი სამი დაბლიუ შეგვიძლია ავკრიფოთ და შეგვიძლია არა. ცოტა ხნის შემდეგ კომპიუტერში ჩაიტვირთება ჩვენს მიერ გამოძახებული საიტი. აქ კი საჭიროა ცოტა ხნით შევჩერდეთ და რამდენიმე ცნობა მოგაწოდოთ საიტების სტრუქტურის შესახებ. ვებ-გვერდი, როგორც წესი, შეიცავს სურათებს, ტექსტს, ბმულებს და შესაძლოა, რაიმე ღილაკებს. რადგან, ჩვენ ვმუშაობთ მხოლოდ ტექსტებთან, «ინტერბუს» სურათები არ შემოაქვს. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ბმულების შესახებ. ბმული საიტზე დაწერილია სიტყვით და ერთ საიტზე შეიძლება ასეთი უამრავი იყოს, ხანდახან იმდენად ბევრი, რომ ტექსტის კითხვისას ნერვებიც კი მოეშალოს ადამიანს. ამიტომ «ინტერბუში» ეს სიტყვა ხმოვანდება პატარა ზარისებური ხმით. ბმულის დანიშნულებაა ერთი საიტიდან სხვა საიტზე გადასვლა. კერძოდ, იმ საიტზე რომელშიც ნახსენებია ბმულის შემდეგ მდგარი სიტყვა. მაგალითად, თუ გვაქვს ასეთი ჩანაწერი: ბმული სან-რემო, მაშინ თუ დავდგებით ამ ბმულზე და დავაჭერთ ენტერს გადავალთ სხვა საიტზე სადაც ნახსენებია ქალაქი სან-რემო. საიტზე განლაგებულ სპეციალურ ნიშნებს პროგრამა «ინტერბუ» არ კითხულობს. აქვე ისიც ვთქვათ, რომ ვებ-გვერდის ტექსტი შეიძლება იყოს შერეული სახის, ანუ იქ ნაწილი იყოს ქართულად, ნაწილი ინგლისურად და ნაწილიც რომელიმე სხვა ენაზე აკრეფილი. «ინტერბუ» კითხულობს მხოლოდ ქართულ ტექსტს, ხოლო ინგლისურს კითხულობს ქართული ანბანით. ესეც ის ნაკლია, რომელიც შემდგომში აუცილებლად უნდა გამოსწორდეს. თუმცა «ინტერბუ» კარგად კითხულობს მხოლოდ ინგლისურად ან მხოლოდ რუსულად შედგენილ ვებ-გვერდებს.

     მაშ ასე. ინტერნეტით ჩვენ მოვიტანეთ საიტი ამბები.ჯი. დავიწყოთ მისი კითხვა. «ინტერბუში» კითხვა, ერთი წინადადებიდან მეორეზე გადასვლა, ტექსტის თავსა და ბოლოში გადასვლა იგივე ღილაკებით ხორციელდება როგორც პროგრამა ბუ-ორში.

    პირველად ამ საიტზე მოდის მთელი რიგი ბმულებისა, შემდეგ დღის ბოლო სიახლეები, თანაც ყოველ ახალ ამბავს წინ ახლავს ინტერნეტში განთავსების დრო, შემდეგ კი ბმული და ამბის მოკლე შინაარსი. თუ ისრებით დავდგებით თარიღის და შინაარსს შორის მოცემულ ბმულზე და დავაწვებით ენტერს, მაშინ გადავალთ ამ საიტის იმ გვერდზე, სადაც მოცემული ამბავი უფრო ვრცლადაა მოთხრობილი. ბოლო საათების სიახლეებს მოსდევს ასეთი რუბრიკა: მთელი დღის სიახლეები, მას წინ დასმული აქვს ბმული, რომელზედაც გადასვლით და შემდეგ ენტერის გამოყენებით ეკრანზე გამოვა მთელი დღის სიახლეები. მერე მოდის ბიზნეს ამბები, ვალუტის კურსი და სპორტის სიახლენი. მერე მოდის მიმდინარე თვის გასული რიცხვების ჩამონათვალი მათ წინ მდგომი ბმულებით. ეს იმას ნიშნავს, რომ შეგვიძლია მათი გამოყენებით გავხსნათ ამბები.ჯის ის გვერდები, რომლებიც გასულ დღეებში განთავსებულნი იყვნენ ინტერნეტში. ვებ-გვერდი გრძელდება ნაირ-ნაირი ამბებით. ამის შემდეგ ზემოთ მოყვანილი ახალი ამბები დალაგებულია უკვე თემატიკის მიხედვით: პოლიტიკა, საზოგადოება, სამართალი, მარკეტი, დასაქმება, მასმედია, წკიპურტები და ასე შემდეგ. ყოველ ამ ნაწილს ბოლოში მოსდევს ამ კატეგორიის სხვა ამბები ბმულით. საიტი მთავრდება მკითხველისთვის საინტერესო თემატიკაზე ადვილად გადასასვლელი ჩამონათვალით:    ბმული ახალი ამბები.

 ბმული პოლიტიკა.

 ბმული საზოგადოება.

 ბმული ეკონომიკა.

 ბმული კულტურა.

 ბმული სპორტი.

 ბმული ჯანმრთელობა.

 ბმული ქალები.

 ბმული ავტო.

 ბმული ვიდეო.

 ბმული წიგნები.

 ბმული რეგიონები.

 ბმული მსოფლიო.

 ბმული სამართალი.

 ბმული შემთხვევა.

 ბმული ამბები.

 ბმული მასმედია.

 ბმული ინტერნეტკონფერენცია.

 ბმული უძრავი ქონება.

 ბმული სამხედრო.

 ბმული კონფლიქტები.

 ბმული მოზაიკა.

 ბმული გამოკითხვა.

 ბმული შეკითხვა ექიმს.

 ბმული ჰოროსკოპი.

 ბმული ვაკანსიები.

 ბმული თამაშები

     აქედან ყოველი ჩანაწერი ადვილად გადაგვიყვანს სასურველ თემატიკაზე, თუ გამოვიყენებთ მათ წინ მდგომ ბმულებს.

     როგორც დავინახეთ, ვებ-გვერდის სტრუქტურა არ არის სტანდარტიზებული და შეიძლება განიცადოს ცვალებადობა, ამიტომაც მომხმარებელს სჭირდება საზრიანობა და გარკვეული ალღო თუ არ ვიტყვით მიხვედრილობას. თუმცა პრაქტიკა ინტერნეტის მომხმარებლებს ნამდვილად აძლევს უნარ-ჩვევებს და ისინიც თავისუფლად მოძრაობენ მსოფლიო გლობალური ქსელის ამოუცნობ და გაუვალ ლაბირინთებში.

     ინტერნეტში გამოძახებული ვებ-გვერდი წარმოგვიდგება ერთ გვერდად და  შეიძლება იყოს ძალიან დიდი. ღილაკთა კომბინაცია: კონტროლ+ასო ენი საშუალებას გვაძლევს საიტი დავყოთ პროგრამა «ბუს»სტანდარტულ გვერდებად, რომელშიც შედის ორი ათასი სიმბოლო. ამის შემდეგ კი გამოვიყენოთ პეიჯ აპიც და პეიჯ დაუნიც. უნდა ვთქვათ ისიც, რომ ხშირად სულ რამდენიმე წინადადების წასაკითხად გვიხდება მთელი საიტების გადათვალიერება, რასაც მიაქვს დიდი დრო ფუჭად. ამიტომ გირჩევთ საინტერესო ცნობის ადვილად მიგნებისთვის გამოიყენოთ ჩვენთვის უკვე ცნობილი საძიებო სისტემა: გამოიძახეთ ფანჯარა კონტროლ+ასო ეფით და ჩაწერეთ სიტყვა, რომელიც მოგაძებნინებთ ადგილს, სადაც ნახსენებია ფანჯარაში ჩაწერილი სიტყვა-გასაღები.

     ახლა გავეცნოთ ისეთ საიტს, რომელიც შეგვაძლებინებს გადავათვალიეროთ პრესა.

    ეს საიტები მიუხედავად მათი განსხვავებისა შემდეგ ხაზს მიჰყვება. ისევე როგორც ამბები.გე საიტი შედგება პატარა განსხვავებული საწყისი ნაწილისგან, მერე კი მოდის თემატიკებისა და რუბრიკების ჩამონათვალი ბმულებით. მაგალითად მოვიყვანთ გაზეთ ოცდაოთხი საათის საიტის საწყის ნაწილს:

 

 ბმული შესვლა.

 ბმული დარეგისტრირება.

ტექსტი.

 

  ბმული RSS ბოლო ნომერი  ბმული მობილური ვერსია  22 იანვარი, სამშაბათი 2013 თბილისი ... ...

 ბმული ამბები.

 ბმული ბიზნესი.

 ბმული სპორტი.

 ბმული საზოგადოება.

 ბმული რევიუ.

 ბმული სტილი.

 ბმული თვალსაზრისი.

 ბმული ტენდერები.

 ბმული აუქციონი.

 ბმული.

 ბმული.

ამბები.

 ბმული პოლიტიკა.

 ბმული უცხოეთი.

 ბმული რეგიონი.

 ბმული ინტერვიუ.

 ბმული სამართალი

  ბმული ჰედლაინები

 ამას მოსდევს ახალი ამბების მოკლე სათაურები,  თანმხლები ბმულებით. მაგალითად:

     ბმული ილია მეორე: რუსეთს სჭირდება ერთიანი საქართველო, საქართველოს კი - ერთიანი ძლიერი რუსეთი.

 ბმული პრეზიდენტი სტრასბურგის ტრიბუნიდან.

 ბმული ალჟირში მძევლების გათავისუფლების ოპერაცია დამთავრდა ეკონომიკური თავისუფლება საქართველოში ობამა იარაღზე კონტროლის გამკაცრებას ცდილობს სრული გაუგებრობა ანტიტერორისტული ოპერაციის ირგვლივ ალჟირში პოსტსაბჭოთა დრამატურგია - ანუ სად ვართ და საით მივდივართ?! ბორჯღალოსნები იკრიბებიან.

ბმული ეკონომიკური თავისუფლება საქართველოში.

ბმული ობამა იარაღზე კონტროლის გამკაცრებას ცდილობს. ბმული სრული გაუგებრობა ანტიტერორისტული ოპერაციის  ირგვლივ.   

 

    მოცემული ამბის ფართოდ გასაგებად ვიყენებთ მისი სათაურის წინ მოთავსებულ ბმულს, ან არადა მის ბოლოში მოთავსებულ ბმულს, რომელსაც მოსდევს სიტყვა დაწვრილებით.

    მაშასადამე, საინტერნეტო და ბეჭვდითი პრესაზე ხელმისაწვდომად უნდა ვიცოდეთ გაზეთების ლინკები. მე გაგაცნობთ რამდენიმე მათგანს: კვირის პალიტრა  -  კვირისპალიტრა.გე; გაზეთი 24 საათი  -  24საატი.გე; გაზეთი რეზონანსი  -   რესონანცედაილყ.ცომ. შემდგომში მე გასწავლით როგორ უნდა შევძლოთ საინტერესო ვებ-საიტების ლინკების მოძიება.

     ახლა გავეცნოთ რელიგიურ საიტს. მისი ლინკია: ორტჰდოხყ.გე. ამ გვერდის საწყისი ნაწილი ასე გამოიყურება:

    ბმული დახმარება.

 ბმული თავფურცელი.

 ბმული სიახლეები.

 ბმული წმიდა წერილი.

 ბმული ლოცვანი.

 ბმული საეკლესიო კალენდარი.

 ბმული დღესასწაულები.

 ბმული წმინდანთა ცხოვრება.

 ბმული მარხვები.

 ბმული სული სიკვდილის შემდეგ.

 ბმული წმინდანთა სახელები.

 ბმული ხატები და ფრესკები.

 ბმული ტაძრები და მონასტრები.

 ბმული ერთად ავაგოთ ტაძარი.

 ბმული შევიდე სახლსა შენსა.

 ბმული ჩვენი პატრიარქი.

 ბმული გვპასუხობს მოძღვარი.

 ბმული წერილები, ქადაგებები.

 ბმული მამათა გამონათქვამები.

 ბმული პატერიკი.

 ბმული ღვაწლით შემოსილნი.

 ბმული ცოდვები და სათნოებები.

 ბმული ისტორიის ფურცლებიდან.

 ბმული ღვთისმეტყველება.

 ბმული საეკლესიო სამართალი.

 ბმული გზა ტაძრისაკენ.

 ბმული სასწაულები.

 ბმული ქრისტიანული ოჯახი.

 ბმული აპოლოგეტიკა.

 ბმული მეცნიერება და რელიგია.

 ბმული ფსიქოლოგია.

 ბმული სიწმინდეები.

 ბმული ქართული გალობა.

 ბმული გალერეა.

 ბმული ცნობარები, ლექსიკონები.

 ბმული სხვადასხვა.

 ბმული ბმულები.

 ბმული საიტის შესახებ

    მოდით ერთერთი ბმულის დახმარებით გადავიდეთ რომელიმე ქვეგანყოფილებაზე. მაგალითად, ლოცვანზე. დავდგეთ ამ ჩანაწერის წინ მოთავსებულ ბმულზე და დავაწვეთ ენტერს. გაიხსნება ორთოდოქსის შესაბამისი გვერდი, რომელშიც მეორდება ზემოთ მოყვანილი ჩამონათვალი. მის შემდეგ მოდის ლოცვები. პირველია იესოს ლოცვა:

     იესოს ლოცვა:  ბმული  - უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი ბმული 

.

ამ ლოცვას 2000 წლის ისტორია აქვს. წმინდა მამების აზრით, იგი მისტიკური ძალისა და მნიშვნელობის მქონეა. მას იმეორებდნენ წმინდა მოციქულები და წმინდა მამები. ჩვენც ამ ლოცვას განუწყვეტლივ უნდა ვიმეორებდეთ, რადგანაც იგი წმენდს, ზღუდავს და იცავს გულსა და გონებას ბოროტი გულის-თქმისა და აზრებისაგან. შემდეგ ეს შინაგანი ლოცვა უკვე წინაპირობა ხდება ღვთაებრივი ნათლის გამობრწყინებისა. იესოს ლოცვას ვლოცულობთ, როგორც ხმამაღლა, ასევე - გულში. იგი შეგვიძლია ვიმეოროთ ნებისმიერ მდგომარეობაში - ვზივართ თუ ვწევართ, ვჭამთ თუ ვმგზავრობთ, გვიჭირს თუ გვილხინს.     მას მოსდევს სხვა ლოცვებიც:  დილის ლოცვანი (  PDF ხუცურად).

  ძილად მისვლის ლოცვანი (  PDF ხუცურად).

  ლოცვანი აღსარების წინ და შემდგომ (  PDF ხუცურად).  ლოცვანი ზიარების წინ (ხუცურად). ზიარების შემდგომი ლოცვანი (ხუცურად). ყოველდღიური შვიდგზის ლოცვები ჩვენი ბედნიერებისთვის და ასე შემდეგ.

     ახლა გავხსნათ წმიდა წერილი. გადავალთ საიტის სხვა გვერდზე, სადაც ჩამოთვლილია : ბიბლია, ძველი აღუთქმა, ახალი აღუთქმა, და ასე შემდგომ. გავხსნათ ახალი აღუთქმა. აქ მოვძებნოთ წიგნი მათესი. ისიც გავხსნათ თავისი ბმულით. გამოჩნდება საიტი, სადაც ჩამოწერილია მათეს სახარების თავები წინ მდგომი ბმულებით. დავდგეთ პირველი შვიდი თავის ბმულზე და გამოვიძახოთ ეს თავები. გამოვა ახალი საიტი ამ თავების ტექსტით. ამრიგად, ჩვენ უკვე გაგვაჩნია ტექსტი, რომლითაც შეიძლება ვისარგებლოთ, მაგრამ იგი შეიძლება დაგვჭირდეს ხშირად და ძალიანაც მოუხერხებელი იქნება თუ ყველა შემთხვევაში მოგვიხდება ინტერნეტიდან მისი გამოძახება. უკეთესი იქნება თუ ამ ტექსტს შევინახავთ და სასურველ მომენტში იგი ჩვენს ხელთ იქნება. ჩვენი გადმოწერილი ტექსტი შევინახოთ ბუ -ორის საბიბლიოთეკო ნაწილში. ამისთვის გადავიდეთ წერის რეჟიმში და კონტროლ ასო ათი მოვნიშნოთ მთლიანი გვერდი. მერე კონტროლ ცეთი გადავიტანოთ ბუფერში. ინტერნეტის გამოურთველად ჩავრთოთ პროგრამა «ბუ-2». დავაწვეთ ღილაკს ეფ-ათი. «ბუ-ორის» სისტემაში შემოვა მათეს სახარების პირველი შვიდი თავის ტექსტი. ახლა შეგვიძლია ეს ტექსტი დავამუშაოთ და მივცეთ მას საბიბლიოთეკო ეგზემპლარის სახე. ამისთვის მოვძებნოთ ტექსტის დასაწყისი და მის ზემოთ არსებული ვებ-გვერდის ნაწილი მოვნიშნოთ კონტროლ+შიფტ+ჰოუმით და დელეიტით წავშალოთ. გადავიდეთ ტექსტის ბოლოშიც და იქაც წავშალოთ ზედმეტი ნაწილები. ავიდეთ ტექსტის დასაწყისში და პირველ ხაზზე ავკრიფოთ ავტორის ვინაობა. მაგალითად, ასე: მათე ან მათე მახარებელი. ენტერით გადავიდეთ  მეორე აბზაცზე და ავკრიფოთ წიგნის სათაური: სახარება. შემდეგ ალტ+ასო ესით გამოვიძახოთ ტექსტის ჩასაწერი განყოფილებები. დავდგეთ  რელიგიაზე და კვლავ დავაწვეთ ენტერს . კომპიუტერი გამოგვიცხადებს ავტორს, წიგნის სათაურს და შემდეგ ისევ დავაწვეთ ენტერს. ტექსტი მოთავსდება რელიგიის განყოფილებაში, რომელსაც ყოველთვის გამოვიძახებთ როცა დაგვჭირდება.

      ამ გაკვეთილის ბოლოს მოგაწვდით საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური ვებ-საიტის ლინკს: patriarchate.ge, (პატრიარცჰატე.გე)

 

 

 საკონტროლო კითხვები:

  

 1. როგორ უნდა ჩავრთოთ და გამოვრთოთ პროგრამა «ინტერბუ»?

 2.. რა ღილაკებით გამოიძახება ინტერნეტ გვერდი?

 3. მოქმედებს თუ არა ინტერნეტბუში ისრები, პეიჯ აპ და პეიჯ დაუნი, ჰოუმი და ენდი?

 4. როგორ უნდა დავყოთ გვერდებად გრძელი ვებ-გვერდი?

 5. რა ფუნქციას ასრულებენ ბმულები?

 6. ჩამოთვალეთ რამდენი  ლინკი იცით?

 7. რომელ ენაზე შექმნილი ვებ-საიტებისთვის გამოიყენება პროგრამა ინტერბუ, როგორ კითხულობს ეს პროგრამა უცხო ენაზე აკრეფილ სიტყვებს?

 

 დავალება:

 

     1. ორთოდოქსიდან გადმოიწერეთ მათეს სახარების დარჩენილი თავები და მიაბით უკვე გადმოწერილს.

     2. გახსენით ინტერნეტ გვერდი აზრები.ჯი. შეისწავლეთ მისი სტრუქტურა.

     3. გამოიძახეთ საიტი ენპეელ გე წრტილი გოვ წერტილი ჯი. გაარკვიეთ რომელ ორგანიზაციას ეკუთვნის ეს გვერდი.

 

 

გვერდის მისამართი : პროგრამები / ბუ ორის სახელმძღვანელო / 24.გაკვეთილი ოცდამესამე-ინტერბუ, საიტები, ბმულები