გაკვეთილი ოცდამეორე

 

«ფაილ-მენეჯერის» გაგრძელება, სანაგვე ყუთი.

 

გავაგრძელოთ ფაილ-მენეჯერის შესწავლა. ეფ-მეცხრე ღილაკი გვაძლევს საშუალებას ავირჩიოთ ფაილ-მენეჯერის მუშაობის პარამეტრები. მასზე თითის დაჭერით გამოდის ფანჯარა. ფანჯარას თან ახლავს შესაბამისი მოქმედებათა მითითებები. პირველი პარამეტრი გვთავაზობს მოვახდინოთ ფაილების დალაგება: მათი ზომის, ტიპის, ცვლილების თარიღის ან ანბანური სახელის მიხედვით. როცა ისრით გადავდივართ ერთი ჩანაწერიდან მეორეზე ინიშნება ის ჩანაწერი, რომელზეც ვდგავართ. მაგალითად, თუ გვინდა დავტოვოთ ფაილების დალაგება სახელის მიხედვით, მივალთ, რა ამ ჩანაწერზე, ტაბით გადავალთ სხვა პარამეტრის არჩევაზე. შემდეგი პარამეტრია გახმოვანების არჩევა: როცა ერთი დაფიდან გადავდივართ მეორე დაფაზე, შეიძლება ავირჩიოთ ისეთი გახმოვანება, როცა ხმა ისმის მხოლოდ იმ დინამიკში, რომელი დაფის მხარესაცაა არჩეული დაფა. შემდეგი პარამეტრია იმ ფაილთა ტიპები, რომელთა გახსნაც გვწადია ფაილ-მენეჯერით. აქ შეიძლება დამატებული იქნეს მომხმარებლის მიერ ამ ფაილთა ტიპები. მაგალითად, მე დავამატე ემპე სამის ფორმატის ფაილები და ამით შემიძლია თუ გავხსნი ამ ტიპის ფაილს მოვუსმინო მუსიკას. და ასე შემდეგ. ბოლოს სადიალოგო ფანჯარა გვთავაზობს, რომ არჩეული პარამეტრების შესანახად დავაწვეთ ენტერს. შეასრულეთ ეს მითითება და არჩეული პარამეტრები შეინახება. რაც შეეხება ფანჯრის ფონს, შრიფტის სიდიდის გაზრდას ან შემცირებას, ის ჩვეულებრივად ხდება, როგორც ტექსტში. ამ პარამეტრების შენახვა ხდება კონტროლ ეფ-ცხრის დახმარებით. ღილაკი ეფ-11 გვატყობინებს ინფორმაციას აქტიური დაფის შესახებ, ხოლო კონტროლ+ ეფ-11 -  კი ორივე დაფის შესახებ.

     აქტიურ დაფაზე ფაილი შეიძლება მოვძებნოთ მისი სახელის პირველ ასოზე დაწოლით, ან კონტროლ+ასო ეფით გამოძახებულ საძიებო ფანჯარაში სახელის ჩაწერით. თუ გვინდა მოვძებნოთ ფაილი, რომლის ადგილმდებარეობა ჩვენთვის უცნობია, ვიყენებთ კომბინაციას: კონტროლ+შიფტ+ასო ეფი. გამოსულ საძიებო ფანჯარაში ვწერთ ფაილის სახელს. მაგალითად, გზა მირვანასაკენ. ენტერის შემდეგ ეკრანზე გამოდის შედეგის ფანჯარა, სადაც, ისრებით გადავდივართ ზემოდან ქვემოთ. კომპიუტერი გვიკითხავს, იმ დისკს, ფოლდერსა და ქვეფოლდერს სადაც გვხვდება ეს ფაილი. შედეგის ერთ-ერთი ჩანაწერის გახსნას გადავყავართ ფაილ-მენეჯერის აქტიურ დაფაზე და მგეზავი დგება საძიებელ ფაილზე. იგი შეიძლება გავხსნათ კიდეც.

     განვიხილოთ ძიების ერთი ასეთი ხერხიც. ვთქვათ, გვაინტერესებს გარკვეული ფორმატის ფაილები. დავუშვათ გვაქვს, თუ არა რაიმე მუსიკა ჩაწერილი ემპე სამ ფორმატში. ყველა ამ ტიპის ფაილის მოსაძებნად საძიებელ ფანჯარაში ვწერთ ვარსკვლავს, წერტილსა და მერე ემპე სამს. ძიების შედეგი გვაძლევს ყველა ემპე სამი გაფართოების ფაილს. თუ ავკრეფთ ვარსკვლავს, წერტილსა და გაფართოებას ტხტ, მაშინ ძიების შედეგი იქნება კომპიუტერში არსებული ტექსტური ფორმატის ყველა  ფაილი. ალტ+შიფტ+ეფი კვლავ გამოიძახებს ძიების ბოლო შედეგს. ეს იმისთვისაა საჭირო, რომ თუ გადასათვალიერებელი დაგვრჩა შედეგების სია, ძიება თავიდან არ ვაწარმოვოთ.

     თუ გვახსოვს, ჩვენ წინა გაკვეთილებში ვთქვით, რომ შეიძლება მოგვიხდეს ფაილის წაშლა და მერე ვინანოთ. ესეთი წაშლილი ფაილები გროვდებიან სანაგვე ყუთში. როცა ეფ-ერთით, ან ეფ-ორით ვიძახებთ ფანჯარას, მასში ერთ-ერთი განყოფილება გახლავთ სანაგვე. გავხსნათ იგი. დავინახავთ, რომ იქ არსებობენ ისეთი ფაილები, რომლებიც წავშალეთ და აღარც კი გვახსოვს. თუ იქ მოიძებნა ჩვენი დანანებული ფაილი, ხომ კარგი. ის ჩვეულებრივი გადაწერის ხერხით შეგვიძლია აღვადგინოთ სასურველ ფოლდერში და ადგილზე. გახსოვდეთ, რომ სანაგვე ყუთში ფაილი მუდმივად არ ინახება, იგი გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ავტომატურად იშლება. 

       ფაილ-მენეჯერის შემადგენლობაში შედის ფაილი-ლექსიკონი სახელით დიქტიონარი. ეს ფაილი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ინგლისური ტერმინები კომპიუტერს წარმოვათქმევინოთ ქართულად. ამ ფაილში პირველ ხაზზე ვწერთ ტერმინის ინგლისურ დასახელებას. ენტერით გადავალთ მეორე ხაზზე და დავწერთ ამ ტერმინის შესაბამის ქართულ შესატყვისს. მაგალითად:

შჰორტცუტ

იარლიყი

პპლიცატიონ

პროგრამა

თეხტ დოცუმენტ

ტექსტური ფაილი ჩვენ თვითონ შეგვიძლია ამ ფაილის შევსება და გაფართოება. ამისთვის უნდა მოძებნოთ ეს ფაილი, მაგრამ კარგად დაიმახსოვრეთ, რომ მისი სახელი იწერება ასე: დიცტიონარყ.

 

 

 საკონტროლო კითხვები:

 

1. რა ხდება ეფ9 ღილაკზე თითის დაჭერით?

2. როგორ უნდა შევცვალოთ ფაილ-მენეჯერში  შრიფტის ზომა, შრიფტისა და ფონის ფერები? როგორ დავაფიქსიროთ ისინი?

3. როგორ ვიპოვოთ მთლიანად კომპიუტერში არსებული რომელიმე ფაილი?

4. როგორ უნდა მოვძებნოთ ერთიდაიგივე გაფართოების ყველა ფაილი?

5. როგორ შევიტყოთ ინფორმაცია აქტიური და პასიური დაფების შესახებ?

 

 დავალება

 

 1. ქართული წიგნების ქვეფოლდერში წაიკითხეთ სამი ფაილის სახელი და მოძებნეთ ისინი ფაილ-მენეჯერის საძიებელ ფანჯარაში მათი სახელების ჩაწერით.

 2. მოძებნეთ თქვენს კომპიუტერში ყველა ემპე სამის ფაილები, ყველა ფაილი დოკ გაფართოებით.

 3. გამოიძახეთ ფაილ-მენეჯერი. კონტროლ+შიფტ+ეფით გამოძახებულ საძიებო ფანჯარაში ისე ჩაწერეთ სიტყვა დიკტიონარი, როგორც ეს გაკვეთილში იყო მოცემული. გახსენით ის დიკტიონარი, რომელიც მდებარეობს ბუს საქაღალდეში და ჩაწერეთ რამდენიმე ინგლისური საკომპიუტერო ტერმინი ქართულად. ნახეთ როგორ იმოქმედებს იგი ფაილ-მენეჯერის მუშაობისას.

 4. გახსენით სანაგვე ყუთი და აღადგინეთ რამდენიმე ფაილი, შემდეგ თუ გსურთ ხელახლა წაშალეთ ისინი.

 დაბოლოს, როგორც წესადა გვაქვს მიღებული აქაც მოვიყვანოთ ტექსტი, რომელიც აჯამებს ჩვენს მეცადინეობას ფაილების სამართავი პროგრამის ცოდნაში.

 

 ფაილების მართვის პროგრამა (ფაილ-მენეჯერი).

 

პროგრამასთან ერთად ჩაწერილია ფაილი დიკტიონარი.ტხტ, რომელშიც წერია სტანდარტული კომპიუტერული ტერმინები და ფრაზები და მათი ქართული თარგმანი.

ამ ფაილის მიხედვით, როცა პროგრამას შეხვდება თარგმნილი ტერმინი ან ფრაზა, ის მას გაახმოვანებს ქართულად.  ფაილის შეცვლა შეიძლება. ერთი ხაზი ეთმობა ინგლისურ ტექსტს, შემდეგი ხაზი - ქართულ შესატყვისს. ფაილის შესაცვლელად ან რაიმეს დასამატებლად კონტროლ «ო»-თი შევდივართ ფაილების სისტემაში, ვხსნით ფაილს დიქტიონარი.ტქსტ-ს და ვახდენთ სასურველ ცვლილებებს, მერე კი ვინახავთ კონტროლ ესით.

 

ფაილ მენეჯერის ფუნქციონალური თანმიმდევრობა წააგავს ნორტონ კომანდერს.

გამოსახულია ორი დაფა. აქტიურია მარცხენა ან მარჯვენა დაფა. აქტიურობის შეცვლა ხდება ტაბ კლავიშით.

აქტიურ დაფაზე ფაილურ სისტემაში ნავიგაცია ხდება ისრებით ზევით-ქვევით და სხვა მიმმართველი კლავიშებით (ჰოუმ, ენდ, პეიჯ აპ, პეიჯ დაოუნ).

კლავიშა 5 იმეორებს არჩეულ სახელს. ისრები მარცხნივ და მარჯვნივ ასო-ასო წარმოთქვამენ არჩეულ სახელს.

ფოლდერში (საქაღალდე) შესვლა ხდება ენტერით. იერარქიულად წინა ფოლდერში დაბრუნება ქვეფოლდერიდან ხდება ბაკსპეის კლავიშით.

კომპიუტერის სხვადასხვა დისკის გამოძახება ხდება ეფ-1 (მარცხენა დაფაზე) და ეფ-2 კლავიშებით. გამოდის დისკების და სხვა საჭირო ხშირად გამოსაყენებელი ფაილებისა თუ ფოლდერების სია. მაგალითად, ცე დისკი, დე დისკი, სამუშაო მაგიდა, სანაგვე ყუთი და ასე შემდეგ. მათ ვირჩევთ ისრებით და ვხსნით ენტერით.

 ფაილების მართვის (ფაილ-მენეჯერი) ღილაკები.  

 

ეფ 1 - მარცხენა დაფაზე სხვა დისკის ან ადგილის გამოძახება

ეფ 2 - მარჯვენა დაფაზე სხვა დისკის ან ადგილის გამოძახება

ეფ 3 - არჩეული ფაილის გახსნა წასაკითხად (გახსნის პროგრამა ბუ ორი, რომელიც ჩაწერილი უნდა იყოს იქვე სადაც ფაილ მენეჯერი)

ეფ 4 - არჩეული ფაილის გახსნა შესასწორებლად (გახსნის პროგრამა ბუ ორი, რომელიც ჩაწერილი უნდა იყოს იქვე სადაც ფაილ მენეჯერი)

   შიფტ ეფ 4 - ახალი ფაილის შექმნა აქტიურ დაფაზე (უნდა მიუთითოთ სახელი და გაფართოება, მაგალითად: ლალალა.ტხტ)

   ალტ ეფ 4 - ფაილ მენეჯერის გამორთვა

ეფ 5 - ფაილების და კატალოგების კოპირება (აქტიურ დაფაზე მონიშნული ერთი ან რამდენიმე ფაილი, ან თუ მონიშნული არაა არჩეული ფაილი გადიწერება პასიურ დაფაზე)

   მონიშვნა ხდება ინსერტ ღილაკით. ფაილი არჩეულად ითვლება, თუ მასზე ვდგავართ.  კონტროლ ეფ 5 - არჩეული ფაილის იარლიყის დადება მაგიდაზე სწრაფი შესრულების კლავიშის მითითების შესაძლებლობით. ვაჭერთ მხოლოდ იმ ღილაკს რომლითაც უნდა შემდგომში სამუშაო მაგიდიდან სწრაფად გამოვიძახოთ პროგრამა თუ გავხსნათ ფაილი. ალტ კონტროლის დაჭერა ამ დროს არ ხდება. შემდგომში გამოძახება ხდება ღილაკთა კომბინაციით: კონტროლ ალტ და არჩეული ღილაკი.

ეფ 6 - ფაილების და კატალოგების გადატანა (იგივე ოღონდ აღარ დარჩება აქტიურ დაფაზე). თუ მონიშნული არაფერია, გადატანა არ სრულდება და შესაძლებელია არჩეული ფაილის ან კატალოგის სახელის შეცვლა.

ეფ 7 - კატალოგის შექმნა

ეფ 9 - პროგრამის პარამეტრების არჩევა (ფონის ფერი, ასოების ფერი, შრიფტის ზომა და ასე შემდეგ.

კონტროლ ეფ 9 - მიმდინარე პარამეტრების შენახვა (პანელების გზები, ხმა, შრიფტი, ფერები, სორტირება)

ეფ 11 - ინფორმაცია აქტიური დაფის შესახებ

კონტროლ ეფ 11 - აქტიური და პასიური დაფების გამოცხადება

შიფტ ეფ 11 - ინფორმაცია აქტიურ დაფაზე არჩეულის ან მონიშნულის შესახებ

ეფ 12 - ქართული ხმის შეცვლა

შიფტ 12 - ინგლისური ხმის შეცვლა

 

ენტერი - არჩეული ფაილის შესრულება თუ პროგრამაა, ან გახსნა ასოცირებული პროგრამით (მაგალითად ემპესამი გაიხსნება მედიაპლეიერით).

თუ ფოლდერზე დავაწვებით ენტერს გაიხსნება ფოლდერი.

თუ სანაგვეა გახსნილი ენტერი, ეფ 5 და ეფ 6 შემოგვთავაზებს სანაგვიდან აღდგენას. სანაგვიდან წაშლისას ფაილები აღარ აღდგება.

 

წაშლის კოპირების და გადატანის ოპერაციები შეეხება აქტიურ დაფაზე არჩეულ ფაილს ან კატალოგს ან თუ მონიშნულია - მონიშნულ ფაილებს და კატალოგებს.

არჩევა ხდება ისრებით და სხვა მიმმართველებით ზემოთ და ქვემოთ.

მონიშვნა და მონიშვნის მოხსნა ხდება ინს კლავიშით.

დაფაზე ყველაფრის მონიშვნა ხდება პლიუს კლავიშით.

დაფაზე ყველა მონიშვნის მოხსნა ხდება მინუს კლავიშით.

როცა რამეა მონიშნული ოპერაციები ეხება მხოლოდ მათ და არა არჩეულ ელემენტს.

მონიშვნა საჭიროა როცა ერთდროულად რამდენიმე ფაილზე ან რამდენიმე კატალოგზე გვინდა ოპერაცია (წაშლა, კოპირება, გადატანა).

 

სხვა ფუნქციები:

 

კონტროლ ეფი - აქტიური დაფის სიაში ფაილის ან კატალოგის მოძებნა.

კონტროლ შიფტ ეფი - კომპიუტერში ფაილის მოძებნა. ძიების შეწყვეტა ესკეიპ კლავიშით. თუ საძიებო სახელში მიუთითებთ ვარსკვლავი წერტილი გაფართოება (მაგალითად *.მპ3 ან *.ტხტ) მოიძებნება ყველა ამ ტიპის ფაილი.

ალტ შიფტ ეფი - ბოლო ძიების შედეგების სიის გამოძახება.

კომპიუტერში შედეგიანი ძიებისას გამოვა ნაპოვნი კატალოგების ან ფაილების სია.

შედეგების სიაში ენტერზე დაწოლით არჩეული ფაილის ან კატალოგის ადგილი გაიხსნება აქტიურ დაფაზე და კურსორი დადგება ფაილზე ან კატალოგზე, შედეგების სია იხურება.

შედეგების სიაში კონტროლ ენტერზე დაწოლით არჩეული ფაილი პირდაპირ შესრულდება ან გაიხსნება შესაბამისი პროგრამით, შედეგების სია არ იხურება.

 

კონტროლ ე - შრიფტის შეცვლა.

კონტროლ ზეტი - შრიფტის ზომის გაზრდა.

კონტროლ შიფტ ზეტი - შრიფტის ზომის შემცირება.

კონტროლ ქუ - შრიფტის ფერის შეცვლა.

კონტროლ შიფტ ქუ - ფონის ფერის შეცვლა.

 

კონტროლ ცე - არჩეული ფაილის ან კატალოგის სახელის კოპირება ბუფერში.

კონტროლ ისრები მარცხნივ და მარჯვნივ - არჩეულის ასო-ასო წარმოთქმა.

ხანი - წარმოთქმის გაჩერება.

 

 

გვერდის მისამართი : პროგრამები / ბუ ორის სახელმძღვანელო / 23.გაკვეთილი ოცდამეორე-„ფაილ-მენეჯერის“ გაგრძელება, სანაგვე ყუთი