გაკვეთილი მეოცე

 

 კალკულატორის მოხმარების ძირითადი წესები

 

       მარტივ კალკულატორს ვიძახებთ ღილაკთა კომბინაციით კონტროლ ეფერთი. ვრთავთ კლავიატურის მარჯვენა მხარეს მოთავსებულ რიცხვთა ბლოკს. ვკრეფთ პირველ რიცხვს, შემდეგ არითმეტიკულ მოქმედებას და მეორე რიცხვს. ვაწვებით ენტერს. მიიღება ამ არითმეტიკული მოქმედების შედეგი. თუ გვინდა ამ შედეგის სხვა ადგილზე ჩასმა, მაშინ პირდაპირ ვაჭერთ კონტროლ ცეს და შემდეგ შედეგს კონტროლ ვეთი ვსვავთ სასურველ ადგილას. შეკრების ოპერაციისთვის გამოიყენება კალკულატორის ბლოკის პლიუს კლავიში. გამოკლებისთვისპლიუს კლავიშის ზემოთ მდებარე დეფისის ღილაკი, გამრავლებისთვის ვარსკვლავი და გაყოფისთვის მარცხნივ დახრილი. მარტივი კალკულატორის გამორთვა ხდება ესკეიპით ან ალტ+ეფ-ოთხით.

       არსებობს ცოტათი უფრო რთული მათემატიკური გათვლების შესაძლებლობაც. ჩვენ შეგვიძლია გამოვითვალოთ რიცხვის ხარისხები, ამოვიღოთ ნებისმიერი ხარისხის ფესვი, გამოვითვალოთ ნებისმიერი კუთხის სინუსი, კოსინუსი, რიცხვის ლოგარითმი ნებისმიერი ფუძით, ან არითმეტიკული გამოსახულების მნიშვნელობა ამ ფუნქციების კომბინაციით. ამისთვის ვანთავისუფლებთ ბუ ორის ნებისმიერ ფანჯარას. ჩავრთავთ კლავიატურის რიცხვით ბლოკს და ვკრეფავთ არითმეტიკულ გამოსახულებას, სადაც შეიძლება შედიოდეს, როგორც რიცხვებზე მოქმედებები ასევე ფუნქციები, ბოლოს ვაწვებით უდრისს და კომპიუტერი გვაძლევს საბოლოო შედეგს.

       მათემატიკური გამოსახულება ჩაწერილი უნდა იყოს სწორად. რამდენი ფრჩხილიც არის გახსნილი იმდენი უნდა იყოს დახურული. საჭიროა მომხმარებელმა იცოდეს მათემატიკური ოპერაციების ჩატარების თანმიმდევრობის წესი: ჯერ გამოითვლება ფუნქციათა მნიშვნელობები, შემდეგ ახარისხება და ამოფესვა, შემდეგ გამრავლება და გაყოფა, ბოლოს კი მიმატება და გამოკლება. ამ თანმიმდევრობის ცოდნა აუცილებელია ფრჩხილების სწორად ხმარებისთვის. მომხმარებელმა უნდა იცოდეს აგრეთვე კომპიუტერში ფუნქციათა სწორად ჩაწერაც.

       ფუნქციათა არგუმენტები იწერება ფრჩხილებში.  სინუსი და კოსინუსი იწერება როგორც გვესმის. სინ, კოს. შემდეგ ვხსნით ფრჩხილს , ვწერთ კუთხის მნიშვნელობას, ვხურავთ ფრჩხილს და ვაწვებით უდრისს. მაგალითად, სინ(45)=0.70711. ახარისხება იწერება სქრ, ხოლო კვადრატული ფესვის ამოღება სქტ. ახარისხების დროს ფრჩხილებში ჯერ იწერება ფუძე, მძიმე და შემდეგ ხარისხის მაჩვენებელი, ამის შემდეგ იხურება ფრჩხილი და ვაწვებით ტოლობის ღილაკს. თუ ფრჩხილებში არ Aარის მითითებული ხარისხის მაჩვენებელი, მაშინ ხდება ფუძის კვადრატში აყვანა, კვადრატული ფესვის ამოღების დროს ფრჩხილებში ვწერთ მხოლოდ ფესქვეშა რიცხვს.მაგალითად, სქრ(3)=9, სქრ(3,4)=81, სქტ(16)=4. ლოგარითმის გამოთვლისას ვხმარობთ აღნიშვნას ლოგ. ამ დროს ფრჩხილებში იწერება ჯერ ლოგარითმის ფუძე, ხოლო მძიმის შემდეგ მოცემული რიცხვი. თუ არ არის მითითებული ფუძე , მაშინ ლოგარითმი გამოითვლება ათის ფუძით.

ლოგ(100)=2, ლოგ(2,8)=3.

        მათემატიკური გამოსახულების წასაკითხად ვრთავთ კითხვის რეჟიმს სასვენი ნიშნების გამოცხადებით.

 

 

 

გვერდის მისამართი : პროგრამები / ბუ ორის სახელმძღვანელო / 21.გაკვეთილი მეოცე-კალკულატორის მოხმარების წესები