მსოფლიოს შვიდი საოცრება 

 

 

 პირამიდები

 

საოცარი აღმოჩენების მთელი წყება მოგვცეს ეგვიპტის ტაძრებისა და სამარხების გამთხრელმა სწავლულებმა, მაგრამ ყველაზე დიდი სასწაული რაც ადამიანებს ჯერ კიდევ ძველ დროში აოცებდა ესაა გასაოცარი ხელოვნური მთები ეგვიპტის ძველი მეფეების სამარხები,

მოგზაურებს რომელთაც მოუვლიათ ეგვიპტე და ხომალდით ან ნავებით გადაუსერავთ ნილოსის ყვითელი წყლები მუდამ ეცემოდათ თვალში მკვეთრი მიჯნა სადაც ნილოსის ხეობა თავისი მწვანე ველებითა და ფინიკის ჭალებით იცვლება ლიბიის მკვდარი უდაბნოს მხურვალე ქვიშით, კიდევ უფრო შორს დასავლეთით ჩანს საოცარი მთების რკალი, სწორი მოხაზულობა აქვთ ამ მთებს და ათობით კილომეტრზე გადაჭიმულან ქ  კაიროდან ფაიუმის ოაზისამდე, ფაიუმის ოაზისმა საქვეყნოდ გაითქვა სახელი მას შემდეგ რაც მის ძველ სამარხებში აღმოაჩინეს საკვირველი სიცოცხლით სავსე პორტრეტები ადამიანებისა, რომლებიც ცხოვრობდნენ ჩვენს ერამდე 20 საუკუნის წინ,  პორტრეტები დახატული იყო ძველი დროის სახელოვანი მხატვრების მიერ ხის თხელ დაფებზე, ჩვეულების თანახმად ამ ფირფიტებს დებდნენ კუბოში, რომ დაეცვათ გარდაცვლილთა გარეგნნული სახე სიკვდილის შემდეგ, პირამიდები თითქოს უდაბნოს ქვიშიდან ამოზიდულანო დიდებულნი ადამიანს რომ განაცვიფრებენ არაჩვეულებრივი ზომებითა და მოხაზულობის სიმკაცრით, პირამიდების საძირკველთან რომ დგახარ თვალს არ უჯერებ და ძნელი წარმოსადგენია რომ ეს უზარმაზარი ქვის მთები ადამიანის ხელით არის აგებული, პირველი ეგვიპტელი მეფე (ფარაონი), რომელმაც თავის სამარხად პირამიდა ააგო იყო III დინასტიის ფარაონი ჯოსერი, ეგვიპტის ეს უძველესი პირამიდა შედგება 6 უზარმაზარი საფეხურისაგან, რომელთა გვერდითი ნაწილები დაფარულია გაპრიალებული ფილებით, პირამიდის ახლოს მეცნიერებმა ნახეს არქიტექტორ იმხოტეპის ქანდაკების ნანგრევები, რომლებიც პირამიდის გვერდით ტაძარში ეყარა, იმხოტეპის მიერ ჯერ არნახული  განსასვენებლის აგებით კმაყოფილმა ფარაონმა ხუროთმოძღვარს ისეთი პატივი დასდო რაც ძველ ეგვიპტეში იშვიათად ვინმეს ღირსებია, და დართო ნება დაედგათ მისი ქანდაკება მეფის განსასვენებელ ტაძარში, მშენებელი იმხოტეპი ეტყობა თავისი დროის შესანიშნავი მათემატიკოსი და მექანიკოსი იყო, რადგანაც თვითონ იანგარიშა და შეძლო აეგო ისეთი გრანდიოზული ქვის შენობა, როგორიც ჯოსერის პირამიდაა, მსოფლიოში  პირველი  უზარმაზარი შენობა და ის ტაძარი სადაც დადგმული იქნა თვით მშენებლის ქანდაკება, იმხოტეპმა ხომ ყოველივე ეს შექმნა 3000 წლის წინ ჩვენს წელთაღრიცხვამდე, პირამიდის ახლო მიდამოები არქეოლოგებმა დიდი ხანია დაწვრილებით შეისწავლეს, მაგრამ ეგვიპტელმა მეცნიერმა მოჰამედ ჰონეიმმა ყურადღება მიაქცია ჯოსერის პირამიდის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ტერასას, გულმოდგინე კვლევა-ძიების შემდეგ ჰონეიმმა მიაგნო ქვის კედლის ნარჩენებს, დამუშავებული კირისა და ალებასტრის ნამტვრევებს, მან გადაწყვიტა მოეხდინა გათხრები, მუშაობის შედეგად გამოჩნდა უზარმაზარი გაუთლელი ქვებისაგან ნაგები კედლის ნარჩენები, ეს იყო უზარმაზარი ზღუდის საძირკველი ისეთივე ზომისა, როგორიც ოდესღაც ჯოსერის პირამიდას ეკრა გარშემო, მაგრამ ამ ზღუდის ზედა ნაწილი აღებულ იქნა ჯერ კიდევ ძველ დროში, შემდეგ ქვიშისა და ხრეშის სქელი ფენის ქვეშ გაიხსნა ზღუდის კარგად შენახული ნაწილი, მუშებმა მას უწოდეს თეთრი კედელი, ეს იყო დიდებული თეთრი გაპრიალებული ფილებით მოგებული და კირქვის მშვენიერი შვერილებით დამშვენებული გალავანი, ეჭვი არ არის კედელი ზღუდედ ეკრა პირამიდას, მაგრამ სადღაა თვითონ პირამიდა ისეთივე ძველი, როგორიც ერთადერთი ჯოსერის პირამიდაა, სად გაჰქრა მისი კვალი, ჰონეიმმა დაიწყო ძიება უბნის შუაგულში და კვალსაც მიაგნო, ქვიშის, ღორღისა და სამშენებლო ნაგვის მრავალმეტრიანი ფენის ქვეშ გამოჩნდა ძველი პირამიდის ქვედა მასიური საფეხური, საფეხურის სიმაღლე 7 მეტრი იყო, ქვის ფენების რაოდენობით ჰონეიმმა ივარაუდა, რომ ეს პირამიდა 7 საფეხურისაგან შედგებოდა და მაშასადამე 1 საფეხურით მაღალი უნდა ყოფილიყო ჯოსერის პირამიდაზე, ახლადაღმოჩენილი პირამიდის სიმაღლე უნდა ყოფილიყო 70 მეტრი, მაგრამ თუ პირამიდა ჩამარხულია ქვიშის ღრმა ფენის ქვეშ მაშასადამე ჩამარხულია მთლიანად და შემონახულია კიდეც, საჭირო იყო ძებნა, პირამიდის ძალუმი სქელი საფეხურის ქვეშ აღმოჩნდა კლდეში გამოკვეთილი შესავალი, ეს იყო გრძელი დერეფანი განშტოებებით, გალერეის ნაწილში იპოვეს საგნები, რომელიც მხოლოდ აღვიძებდნენ ინტერესს ცენტრალური სამარხისადმი, რადგან აშკარა გახდა, რომ სამარხში ჯერაც ვერ ჩაეღწიათ ავაზაკებს, რომლებიც სძარცვავდნენ ხოლმე პირამიდებს, ჰონეიმმა იპოვა ქვისა და თიხის მრავალი ჭურჭელი, ოქროს სამკაულები, ნაჭედი ოქროსაგან გაკეთებული კოლოფი ნელსაცხებლისათვის, ნახევრად ძვირფასი ქვის პორფირი, მრავალი მშვენიერი თასი, მაგრამ ყველაზე უფრო ძვირფასი ნაპოვნი იყო მუქი წითელი თიხის პატარა ჭურჭლების კედლებზე გამოყვანილი ბეჭდები, ბეჭდებზე ჰონეიმმა ამოიკითხა სეჰემჰეტის სახელი, რაც ნიშნავს სხეულით ძლიერი, ეს იყო უძველესი დინასტიის ერთერთი ფარაონის უცნობი სახელი, ინტერესი ამ ფარაონისადმი, რომელიც დამარხულია პირამიდაში კიდევ უფრო გაიზარდა, დიდი ხნის ძიების, ბევრი იმედის გაცრუებისა და დიდი რისკის შემდეგ სწავლულმა მოახერხა ეგვიპტის მბრძანებლის სამარხში შეღწევა, დაუმთავრებელ ნაჩქარევად გამოკვეთილ ცენტრალურ დარბაზში მშენებლობის ნარჩენები არ გაუტანიათ, მხოლოდ მეზობელ გალერეაში გაზიდეს, აქ იდგა ალებასტრის სარკოფაგი, როცა არქეოლოგმა ყურადღებით დაათვალიერა სარკოფაგი განცვიფრებული დარჩა, სარკოფაგს არ ჰქონდა სახურავი, ალებასტრის1 მთლიანი ლოდისაგან გამოკვეთილი სარკოფაგი ტორსის მხრიდან დახურული იყო კარით, რომელიც ამოიწეოდა და ჩაიწეოდა კილოებში, ჰონეიმი მღელვარებით დარწმუნდა, რომ მას შემდეგ რაც სარკოფაგი აკლდამაში დადგეს ადამიანის ხელი არ შეხებია, ზედ ეწყო ტოტებისა და ბალახისაგან დაწნული უკვე დაფერფლილი სამგლოვიარო გვირგვინი, უკეთ რომ ვთქვათ ის რაც დარჩენილიყო გვირგვინისაგან, აქ რომ დატოვეს 4700 წლის წინათ და უცნობი ფარაონის სარკოფაგის გასახსნელად დანიშნულ დროს მიწისქვეშა აკლდამა აივსო სწავლულ ეგვიპტოლოგთა, ფოტო და კინორეპორტიორთა, ჟურნალისტთა ჯგუფით, სუნთქვაშეკრულნი შესცქეროდნენ მუშებს, რომელთაც უნდა აეწიათ ალებასტრის მძიმე კარი, ღრმა მდუმარებაში გახსნეს ფარაონის სარკოფაგი, განცვიფრებულმა ჰონეიმმა გულმოდგინედ დაათვალიერა სარკოფაგი, შიგნიდან იქ აღმოჩნდა მხოლოდ ხელსაწყოების კვალი, რომელთა შემწეობითაც ოსტატები ბურღავდნენ და თლიდენ სარკოფაგის შიდა ნაწილს, არასოდეს არავინ არ ყოფილა დამარხული ამ დიდებულ სარკოფაგში, ღორღი და სამშენებლო მასალა რაც სამარხიდან არ გაუტანიათ თვით აკლდამის დაუმთავრებელი სახე, დაუმთავრებელი პირამიდა ყოველივე ეს შეადგენდა თავსატეხ გამოცანას ეგვიპტოლოგებისათვის, დაუმთავრებელი პირამიდის საიდუმლოების გამოცნობა ადვილი საქმე არ იყო, იქნება ფარაონი რომელსაც უშენებდნენ სამარხს უეცრად გარდაიცვალა, ხოლო მისმა მემკვიდრემ საჭიროდ არ სცნო მისი დამთავრება, შეიძლება მოხდა რაიმე მნიშვნელოვანი მოვლენა, რაც ჩვენამდე არ მოსულა ისევე როგორც ვერ მოაღწია ჩვენს დრომდე სახემხეტის სახელმა და მომხდარმა ამბავმა, რომელმაც ფარაონი აიძულა შეეწყვიტა პირამიდის მშენებლობა, საიდუმლოება დღემდე რჩება საიდუმლოებად, ჰონეიმის ნამუშევრის შესახებ შეიძლება წაიკითხოთ სტატიაში «დამარხული პირამიდის საიდუმლოება», ან ჰონეიმის წიგნში «დაკარგული პირამიდა»,ბევრი რამ იყო გაურკვეველი, ყველაზე   უფრო დიდ პირამიდაშიც, რომელიც ფარაონმა ხუფუმ ააშენა, ბერძნულად ხეოფსმა ჩვენს ერამდე XXVIII საუკუნეში, თითქმის 5000 წელია რაც დგას ეს პირამიდა, მისი სიმაღლე აღწევდა 147 მეტრს, ამჟამად მისი მწვერვალი ჩამოქცეულია და 137 მეტრს არ აღემატება, ხოლო ყოველი მისი გვერდის სიგრძე 233 მეტრია, იმისათვის რომ ხუფუს პირამიდას ირგვლივ შემოვუაროთ დაახლოებით 1 კილომეტრი უნდა გავიაროთ, თვით XIX ს ბოლომდე ეს ითვლებოდა მსოფლიოში ყველაზე დიდ შენობად (ეიფელის კოშკი, რომელიც 1889 წ აშენდა პარიზში 300 მეტრის სიმაღლისაა, ემპაილ ბიბლინგის სიმაღლე ნიუ-იორკში აღწევს 380 მეტრს, ამ ცათამბჯენს 105 სართული აქვს, მოსკოვში ოსტანკინოს ტელეანძის სიმაღლე 510 მეტრია), ყველა ეს ნაგებობა განეკუთვნება XIX და XX საუკუნეებს, ხოლო ხუფუს პირამიდა, რომელშიც თავისუფლად მოთავსდება სანკტ-პეტერბურგის ისააკის ტაძარი, აშენებულია 5000 წლის წინ, მისი უზარმაზარი ზომები აოცებდა ყველას ვინც ეგვიპტეში ყოფილა, ტყვილად კი არ უწოდებიათ პირამიდებისათვის ხელით შექმნილი მთები, სწავლულებმა გამოითვალეს, რომ ხუფუს პირამიდა აგებულია 2 300 000 უზარმაზარი ლოდისაგან, ესაა ყოველი მხრიდან მოგლუვებული და გახეხილი კირქვის ლოდები, ამათგან ყოველი მათგანი იწონის ორ ტონაზე მეტს, გულმოდგინედ გათლილი და გახეხილი ლოდები ოსტატურად არის მორგებული ერთიმეორეზე, ორ ქვას შუა დარჩენილ ხვრელში არ გაეტევა დანის პირი, ძველი ეგვიპტელი მშენებლები არავითარ ხსნარსა და დუღაბს არ იყენებდნენ ქვების ერთმანეთზე დასამაგრებლად, რომლებისგანაც აგებულია პირამიდები, ფილები მჭიდროდ ეკვრის ერთიმეორეს და მაგრდება მხოლოდ საკუთარი სიმძიმით, ქვისმთლელებისა და მხეხავთა მუშაობის სიზუსტე განცვიფრების ღირსია,მეტადრე თუ წარმოვიდგენთ, რომ ძველი დროის ხელოსნები, რომელთაც შექმნეს ადამიანის შრომის  ასეთი გრანდიოზული ძეგლები მუშაობდნენ მხოლოდ ქვის იარაღებით,

ქვის სამტეხლოებზე ეგვიპტის ძველი დედაქალაქის მემფისის მახლობლად ათასობით მუშა დაეძებდა ქვებს პირამიდისათვის, კლდეზე დარჩენილია კირქვის უზარმაზარი ლოდების კვალი, ჩანს ლოდებზე ღრმა ღარები გაჰყავდათ, ეს საქმე მათ ართმევდა ბევრ დროსა და ენერგიას, შეუბრალებლად აცხუნებდა მზე, კირის მტვერი ძვრებოდა ცხვირსა და ყურებში, თვალს უბრმავებდა მუშებს, ღარებში სოლებისათვის ღრმულებს ამოტეხდნენ, შემდეგ შიგ უყრიდენ ხმელი ხის სოლებს და ასხავდენ ზედ წყალს, ხმელი ხე იწყებდა გაჟღენთვას და ლოდი კლდეს წყდებოდა, მოწყვეტილი ლოდი ქვის სამტეხლოდან გამოჰქონდათ თოკებით, რომელთაც გრეხდნენ პაპირუსისაგან, ბევრი ასეთი თოკია ნაპოვნი სამტეხლოებში, კირქვის ლოდებს შემდეგ ადგილზევე აპრიალებდნენ ქვისმთლელნი, ისინი მუშაობდნენ ინსტრუმენტების მთელი ნაკრების დახმარებით სათლელით, სატეხითა და სანგებით, ეს შრომა ცხადია უფრო იოლი იყო ვიდრე სამტეხლოში მომუშავე მონებისა (ბევრი მონა ებრაელი იყო), გათლილი ლოდები ნავებით გადაჰქონდათ ნილოსის მეორე ნაპირზე, აქედან მშენებლობამდე ეზიდებოდნენ სპეციალური ხის მარხილებით, რომლებშიც უბამდნენ ხარებს და ადამიანებს, ძველი ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე, რომელმაც იმოგზაურა ეგვიპტეში ძ წ V საუკუნეში მოგვითხრობს, რომ მხოლოდ 1 გზის გაყვანა სამტეხლოდან მშენებლობამდე 10 წელი გრძელდებოდა, ფართო გაპრიალებული, სხვადასხვა გამოსახულებებით დამშვენებული ქვებით მოკირწყლული თვით ეს გზა ჰეროდოტეს თქმით საკვირველ ნაგებობას წარმოადგენდა, ქვისმთლელთა სამუშაოს დამთავრების შემდეგ ლოდის ყველა მხარეს ამუშავებდნენ მხეხავები, ისინი ამუშავებდნენ სახეხი ქვების, წყლისა და ქვიშის დახმარებით, ხანგრძლივი დამუშავების შედეგად ფილის ზედაპირი ხდებოდა გლუვი და ელვარე, ამის შემდეგ ქვა უკვე ითვლებოდა გამზადებულად, ასეთ ლოდებს ხორებად აწყობდნენ მოედანზე, კირქვის კლდეს ასუფთავებდნენ ქვიშისაგან, შიგ ამოკვეთდნენ დიდ ღრმულს, საძირკველისათვის მუშები აწყობდნენ ბალავრის ქვებს, ზედ კი თანდათან აშენებდენ ბუმბერაზ პირამიდას.

ჰეროდოტე მოგვითხრობს, რომ ხუფუს პირამიდის მშენებლობა გრძელდებოდა ოც წელს, ყოველ სამ თვეში იცვლებოდენ მუშები, რომელთა რიცხვი ასი ათასს აღწევდა, ეტყობა სამ თვეზე მეტს ვერც ერთი მუშა ვერ ძლებდა ამ კატორღულ სამუშაოზე, ზედამხედველთა წკეპლა, მომქანცველი სიცხე, არაადამიანური შრომა ყოველივე ეს თავისას აკეთებდა, არავითარი მანქანები არ არსებობდა, რომ ორტონიანი კირქვის ლოდი აეწია, ყველაფერი ცოცხალი ადამიანის ძალით კეთდებოდა, ქვის ლოდების მაღლა ასატანად აგებდნენ დამრეც გორაკს, შემდეგ ამ მიწაყრილს ისევ ასწორებდნენ და მონები ამ გორაკის ფერდობზე თოკით მიათრევდნენ ქვებს, რომელთაც ხის ბერკეტების შემწეობით თავის ადგილზე დგამდნენ, უამრავი ადამიანი იღუპებოდა და სახიჩრდებოდა მშენებლობის დროს, როცა პირამიდის მშენებლობა დამთავრებული იყო ზემოდან ხდებოდა მისი მოპირკეთება გრანიტის გაპრიალებული ფილებით, ეგვიპტის მზის ქვეშ ეს ფილები თვალისმომჭრელად ციმციმებდნენ, ვერც ერთმა მეფემ ხუფუს შემდეგ ვეღარ შეძლო ისეთი პირამიდის მშენებლობა, რომელიც მასზე უფრო დიდი და ბრწყინვალე ყოფილიყო, მაგრამ სახელი ფარაონისა, რომელმაც განიზრახა სიდიადით გაუგონარი პირამიდის აშენებით მრავალი ასეული წლის განმავლობაში ეგვიპტელებისათვის საძულველი და საწყევარი იყო, ხუფუს შემდეგ ყველაზე დიდი სამარხი ააგო ფარაონმა ხაფრიმ (ხეფრენმა), ეს პირამიდა 8 მეტრით დაბალია მაგრამ ნაკლებად არის დანგრეული, მისმა ზედაპირმა ნაწილობრივ შეინარჩუნა გაპრიალებული ზედაპირის ელვარება, დანარჩენი პირამიდები რომელთა რიცხვი სულ 70 არის ამ ორზე საგრძნობლად პატარებია და მათი დიდი ნაწილი დანგრეულია, ხაფრის პირამიდის მახლობლად ამოზიდულია ქვიშის ბორცვი, მისი სიმაღლეა 20 მეტრი, სიგრძე 60 მეტრი, ბორცვთან მიახლოებისას მოგზაური ხედავს მთლიანად ქვისგან გამოკვეთილ უზარმაზარ ქანდაკებას, ესაა სახელგანთქმული დიდი სფინქსი, დაწოლილი ლომი, რომელსაც ადამიანის თავი აქვს, მისი სახე არაბებმა დაამახინჯეს, რომელთაც სწამდათ,რომ ეგვიპტელთა ღმერთების გამოსახულებებში ბოროტი სულები არიან დაბუდებული, საშინელების მამა ასე უწოდებენ ისინი დიდ სფინქსს.

ვის გამოსახავს ეს კოლოსალური ქანდაკება, რატომ აღმოჩნდა ასე ახლოს პირამიდებთან, სფინქსს თავზე აქვს საფარველი (კლაფტი), რომელსაც მხოლოდ ფარაონები ატარებდნენ, მეცნიერები ფიქრობენ, რომ ეს არის ფარაონი ხეფრი, რომლის აკლდამა-ტაძარი მდებარეობს სფინქსის უზარმაზარ თათებს შორის, ქანდაკება შედიოდა იმ ნაგებობათა ანსამბლში რაც დაკავშირებული იყო ფარაონის სამარხთან,(ახალი გამოკვლევებით სფინქსის თათის ერთერთ ბრჭყალში აღმოაჩინეს საიდუმლო შესასვლელი და ვარაუდობენ, რომ სფინქსის შიგთავსი წარმოადგენდა თავსესაფარს წყალდიდობის და სხვა საშიშროებისაგან თავდასაცავად).

ძველ ეგვიპტეში უბრალო მოკვდავს უფლება არ ჰქონდა პირამიდასთან მიახლოებისა, ეგვიპტელები არ იტყოდენ ფარაონზე მოკვდაო, არამედ ჰორიზონტს მოეფარაო, მსგავსად მზისა, ფარაონები თავიანთ თავს მზის შვილებად თვლიდნენ, მსურველებს, რომ ჯეროვანი პატივი ეცათ განსვენებული ფარაონის ხსოვნისათვის და თანაც შეურაცყოფა არ მიეყენებინათ მისი დიდებისათვისს პირამიდის მახლობლად აგებდნენ საგანგებო შენობა, რაღაც მისაღები დარბაზის მსგავსს, გაპრიალებული გრანიტის ძალუმი მართკუთხა სვეტები ამაღლებდნენ მის ჭერს, გრანიტის გაპრიალებული ფილები ჰფარავდა შენობის კედლებსა და იატაკს, შუქი შემოდიოდა პატარა ხვრელებიდან, რომლებიც გაკეთებული იყო კედლის ზედა ნაწილში, ისინი ქმნიდენ საზეიმო ბინდ-ბუნდს, რომელშიც განსაკუთრებით დიდებული ჩანდა ფარაონის მუქი ქანდაკება, აი ამ საზეიმო დაბინდულ დარბაზში იღებდა ფარაონი თავის მოკრძალებულ სტუმრებს, ამ დარბაზიდან პირამიდისაკენ გადიოდა გრძელი, დახურული დერეფანი, მისი კედლებიც და იატაკიც მოფენილი იყო გაპრიალებული გრანიტის ფილებით, ამ დერეფნით შემოჰქონდათ ფარაონის გვამი (მუმია) სარკოფაგით პირამიდაში, დაკრძალვის დღეს სარკოფაგს დგავდენ განსაკუთრებულ თავკავებზე, რომელთაც ამშვენებდა უმდიდრესი ორნამენტი და წარწერა შემდეგ კი მიაცილებდნენ მეფე ღმერთს, მზის შვილს უკანასკნელი გზით, სარკოფაგს მეფის გვამიანად დგამდენ  აკლდამაში, აკლდამა წარმოადგენდა ფართო დარბაზს პირამიდის შიგნით, მისი ჭერი და კედლები დამშვენებული იყო გრანიტის გაპრიალებული ფილებით, განსაკუთრებულ ოთახებში ინახებოდა ძვირფასეულობა და სხვადასხვანაირი ნივთები, რომლებიც ფარაონს ეკუთვნოდა, ძველლ ეგვიპტელებს სწამდათ, რომ მიცვალებულები განაგრძობდნენ სიცოცხლეს სიკვდილის შემდეგ, რომ მათ ესაჭიროებოდათ ყველა ის ნივთი, რომლებიც სიცოცხლეში სჭირდებოდათ, დიდებული სამეფო აკლდამაც სახლის მაგივრობას უწევდა ისევე როგორც სიცოცხლეში ემსახურებოდა ფუფუნებით მორთული სასახლე.

განუზომელ სიმდიდრეს ინახავდა სამეფო პირამიდების საწყობები, გრძელ მიხვეულ-მოხვეულ გასასვლელებს, დაბალჭერიან საცავებს, დახრილ იატაკებს, რაზედაც ფეხი სხლტებოდა ადამიანი მიჰყავდათ ჩიხებში საიდანაც გამოსასვლელი აღარ იყო, ასეთი ცრუ გვირაბები და გალერეები განზრახ იყო ჩატანებული პირამიდის სიღრმეში, რათა მძარცველებს თუნდაც პირამიდაში მოხვედრა მოეხერხებინათ ვერ მიეგნოთ ფარაონის საგანძურისათვის, მართლაც ადამიანს შეიძლება საათობით ეხეტიალა გასასვლელების ლაბირინთში სადაც სავალი ხან მოულოდნელად ეშვებოდა ძირს, ხან მაღლა ადიოდა და ვერც კი შეეღწია პირამიდის იმ დარბაზში სადაც ფარაონის გრანიტის სარკოფაგი იდგა, აკლდამაში შესასვლელი დახუული იყო შიგნიდან მძიმე ლოდით, ასეთივე უზარმაზარი ქვა იყო ჩაშვებული დამრეც დერეფანში აკლდამისაკენ და ფარავდა შესასვლელ  ტალანს, ჭას რომლითაც ადამიანები ეშვებოდნენ დაბლა იმის შემდეგ როცა ყველა  შესასვლელი და გასასვლელი ამოკეტილი იყო, ხვრელს მიწით ამოავსებდნენ და მეფის სამარე მიუვალი იყო, ფარაონს შეეძლო მშვიდად განესვენა ასმეტრიანი მთისოდენა პირამიდის ქვეშ თაღოვან აკლდამას რომ ედგა თავზე, მაგრამ ყველა ღონისძიება ამაო გამოდგა, სამეფო სამარხები გაძარცვეს ჯერ კიდევ ძველ დროში და ჩვენამდე შემონახულია მხოლოდ ცარიელი დარბაზები, გასასვლელების რთული ლაბირინთები საარაკო საგანძურზე, რომელიც სამეფო დარბაზებში ინახებოდა შეიძლებოდა მხოლოდ მიახლოებით საუბარი ვიდრე 1922-1923 წ არ იქნა აღმოჩენილი XVIII დინასტიის მეფე ტუტანხამონის სამარხი, ეს მეფე მოკვდა ძ წ XIV ს რაღაც ბედნიერი შემთხვევის გამო გადარჩა ის გაძარცვას და მთელი ქონება რაც ფარაონს გააყოლეს თვალწინ დაუდგათ მეცნიერებს, რამდენიმე ოთახი ეკრა გარშემო ცენტრალურ დარბაზს, სადაც იდგა სარკოფაგი ფარაონისა, რომელიც 18 წლისა მოკვდა და ეს საცავი სავსე იყო უთვალავი ნივთით, აქ იყო ოქროთი მოჭედილი 4 სამეფო ეტლი მხეცთა თავებით მორთული დიდებული სამეფო საწოლი, ოქროს ტახტი, რომლის საზურგეზე ძვირფასი ქვებით იყო გამოყვანილი ფარაონის და მისი მეუღლის გამოსახულება, გამჭირვალე ალებასტრის საუცხოო ჭურჭელში ინახებოდა სურნელოვანი საცხებლები, ხის ჭურჭელში ნახეს შემწვარი ბატები და ლორები, მეფის საკვები საიქიოში, ტანისამოსით, ფეხსაცმლით, ძვირფასეულობით, ჭურჭლეულობით იყო სავსე ყუთები დარბაზში იდგა თვით ფარაონის ქანდაკებანი, რომლებიც იცავდნენ ცენტრალურ დარბაზში შესასვლელ კარებს, როცა კარი შეაღეს მეცნიერებმა ნახეს ფირუზისფერი ფილებით მორთული ერთიანი ოქროს კედელი, ეს იყო უზარმაზარი სკივრი, რომელსაც თითქმის მთელი ოთახი ეჭირა, სკივრს ერთი მხრიდან ჰქონდა პატარა კარი დაბეჭდილი ბეჭდით, რომელზედაც ამოკვეთილი იყო ტუტანხამონის სახელი, კარი დაკეტილი იყო ბრინჯაოს ურდულით, როცა პირველი ყუთი აიღეს მის ქვეშ აღმოჩნდა მეორე ისიც მდიდრულად მორთული, შუაკედლისები პირველ და მეორე სარკოფაგს შორის აგრეთვე სავსე იყო ნივთებით, აქ ეწყო სირაქლემას ფრთების ოქროს 2 დიდი მარაო,ალებასტრის ჭურჭელი და ძვირფასი ნივთები.

მესამე კუბო დამზადებული იყო მოოქროვილი თლილი მუხისაგან, როცა ეს ყუთი აიღეს მის ქვეშ აღმოჩნდა არაჩვეულებრივი სილამაზის ვარდისფერი გრანიტის სარკოფაგი სახურავი რომ ახადეს ნახეს ოქროთი დაფარული სარეცელი, რომელზეც ესვენა სარკოფაგი მუმიით, გვამი დაფარული იყო ოქროს ფურცლებით და ბრწყინავდა ძვირფასი ქვებით, უკანასკნელი ფუტლიარი, რომელშიც ტილოს თექვსმეტ ნაჭერში გახვეული ფარაონ ტუტანხამონის მუმია ესვენა გაკეთებული იყო ბაჯაღლო ოქროსაგან, მუმიის სახეს ფარავდა ოქროს ნიღაბი, ფარაონის პორტრეტი,მუმია დაფარული იყო უთვალავი ოქროს სამკაულით, ფარღულებითა და სამაჯურებით, ფეხზე ეცვა ოქრონაჭედი ფლოსტები, ფეხის და ხელის თითებზე ჩამოცმული ჰქონდა ოქროს საცმები, სამარხის სიმდიდრე ფასდაუდებელი იყო,

აღსანიშნავია, რომ ეს არ იყო ეგვიპტის მბრძანებელთა ყველაზე მდიდარი სამარხი, ტუტანხამონი არ ყოფილა თვალსაჩინო მმართველი, მის დროს ქვეყანას არ მიუღწევია განსაკუთრებული ძლიერებისა და სიმდიდრისათვის, მის საფლავზე არ ყოფილა აგებული პირამიდა, ამ ეპოქაში ფარაონებს მარხავდნენ მეფეთა ჭალაში სამარხებში, რომლებიც კლდეში იყო გამოკვეთილი.

ადვილი წარმოსადგენია რა სიმდიდრეს შეიცავდა ხუფუს სამარხი, ტყვილად კი არ სწერდა ბაბილონის მეფე ფარაონს «ჩემო ძმაო ოქრო შენს ქვეყანაში იმდენია რამდენიც ქვიშა», ტყუილად არაა შედარებული პირამიდებში ნაპოვნ იეროგლიფურ წარწერებში ფარაონი თვით მზის ღმერთ რასთან, ეგვიპტელთა უზენაეს ღვთაებასთან «მიფრინავს ის მიფრინავს ადამიანებო ო თქვენგან, ო ადამიანებო»ამბობს ერთერთი წარწერა, რომელთაც მეცნიერებმა პირამიდების ტექსტები უწოდეს, აღარ არის დედამიწაზე ცაშია უკვე, შენს ხომალდს მიაცურებს, ო რა შენს ხომალდს განაგებს, მართავს ცაში, ხოლო როცა შენ ამოდიხარ აღმოსავლეთის ჰორიზონტიდან შენთან ერთად მოცურავს შენი ხომალდით, ო, რა, ო, მზეო, მაგრამ თუმც ეს წარწერები ადიდებენ ფარაონებს პირამიდები კი იცავდნენ მათ მათი სამარხები მაინც ცარიელია, ბევრი ქანდაკება და ნივთი განზრახ არის განადგურებული, ამას მოწმობს ჰეროდოტე, რომელიც წერდა იმაზე, რომ ფარაონები ხუფუ და ხაფრი სიკვდილის შემდეგაც სძაგდა ხალხს, ამბობდენ რომ არაადამიანური მოპყრობით მოთმინებიდან გამოსული ხალხი აღსდგა და გაძარცვა პირამიდები, საძულველ მეფეთა გვამები ამოიღეს და ნაკუწებად აქციეს და გადაყარესმ, მათი ქანდაკებანი დაამსხვრიეს, მათი სახელები იფხიკებოდა და დავიწყებას ეძლეოდა,  პაპირუსები არაერთხელ მოგვითხრობენ სახალხო მღელვარებებზე,  «მდიდარი იძინებს მშიერი, ხოლო ის ვინც ადრე მის ნასუფრალს ითხოვდა სვამს, მაგარ ღვინოს, ვისაც არ ჰქონდა ლუკმა-პური ახლა აქვს ბეღლები» ასეა ნათქვამი ერთ პაპირუსში,  რომელსაც ჰქვია იპუვერის ჩივილი «დედამიწა გადაბრუნდა როგორც მეთუნის რგოლი, უმდაბლესნი განაგებენ საგანძურებს, გამოჩენილნი აღსავსენი არიან ბოღმით, უბირნი კი აღსავსენი სიხარულით», ასე ჩივის ქურუმი იპუვერი, თუმც შემდეგ ხელახლა აღდგა ძველი წესრიგი, პირამიდის აშენების უფლება არც ერთ მდიდარ ეგვიპტელს არ ჰქონდა ფარაონის გარდა, დიდებულები აგებინებდნენ ან კლდეში აკვეთინებდნენ აკლდამებს ქვის ან აგურისგან, ამ სამარხებში,  მათ მასტაბები ეწოდებათ ჩვეულებრივ რამდენიმე განყოფილება იყო, მთავარ განყოფილებაში იდგა განსვენებულის სარკოფაგი, ერთერთ ოთახში ეწყო ნივთები,რომლებიც ეკუთვნოდა სამარხის პატრონს, პატარა სადგომში იდგა მიცვალებულის ქანდაკება, კედლები მოხატული იყო წარწერებით ან ფერადი რელიეფებით, საღებავები გვაოცებენ სიკაშკაშით და სიცოცხლით, მათ ხატავდენ პრიმიტიული ფუნჯებით ამ სურათებში ასახულია ჩვეულებრივ ეგვიპტელთა ყოველდღიური ცხოვრების სიუჟეტები ხვნა, თესვა,არხების გაყვანა და სხვა.

პირამიდები პირველნი მსოფლიოს 7 საოცრებიდან მარტოოდენ ძეგლი კი არ არის უაზრო და სასტიკი ძალადობისა, ასი ათასობით ადამიანის სიცოცხლისა და შრომის არად ჩაგდებისა, მარტო საბუთი კი არ არის ფარაონების ძალაუფლების მიერ ხალხის სასტიკი დამონებისა, არამედ პირამიდები შესანიშნავი ძეგლებია ძველი ეგვიპტის ხუროთმოძღვრებისა, ნიშანია ეგვიპტელების მაღალი საინჟინრო ხელოვნებისა, რომელმაც 5000 წლის წინ შექმნა ასეთი გრანდიოზული ნაგებობანი.

არაბმა მწერალმა რომელიც XIII ს ცხოვრობდა თქვა «ყოველივეს დედამიწაზე ეშინია დროისა, მაგრამ დროს ეშინია პირამიდის», პირამიდებმა ფარაონები კი  არ უკვდავყვეს, არამედ უცნობი მშრომელები, ისინი რომელთა გამრჯე ხელმა დააწყო ლოდი ლოდზე.

 

 ბაბილონის დაკიდებული ბაღები (სემირამიდას ბაღები),

 

ძ  წ  331  წ  ბაბილონში მღელვარება იყო, ხმები გავგამელასთან სპარსეთის მეფის დარიოს III კოდომანის დამარცხებისა გამართლდა, დარიოსის ერთერთი დაახლოებული პირი სპარსეთის გადარჩენილი ლაშქრის ნაწილით ბაბილონში ჩამოვიდა, რათა სრული განადგურებისაგან თავი ეხსნა და გაშმაგებით დაიწყო სალაშქროდ მზადება.

მრავალრიცხოვან მტერზე გამარჯვებით აღფრთოვანებული მაკედონელთა არმია ალექსანდრეს წინამძღოლობით ბაბილონზე დაიძრა, ძველი დიდებული ქალაქი ძველთაგანვე განთქმული იყო თავისი სიმდიდრით, სილამაზითა და ფუფუნებით, ეს იყო ძველი აღმოსავლური კულტურის ერთერთი უდიდესი ცენტრი.

ალექსანდრე ელოდა, რომ საიმედოდ გამაგრებული ქალაქი დიდ წინააღმდეგობას გაუწევდა, ამიტომ მაკედონიის არმია ბაბილონს საომრად გამზადებული მწყობრი ნაბიჯით უახლოვდებოდა, მაგრამ ბაბილონის მოსახლეობა გაწვალებული იყო წლების მანძილზე სპარსელთა ბატონობისა და მრავალწლიანი პარპაშით, ამიტომაც ქალაქი უბრძოლველად დანებდა ალექსანდრეს.

ბაბილონში მყოფი სპარსელები ვერ ბედავდნენ მაკედონელებთან შეტაკებას, რადგან ეშინოდათ სრული შემუსვრისა.

მაკედონელთა ჯარების შესახვედრად გამოვიდა ბაბილონის დიდკაცობა, ქურუმები და უთვალავი ხალხი, ალექსანდრეს შეხვდნენ ყვავილებით და სიხარულის ყიჟინით, როგორც განმათავისუფლებელს სპარსთა საძულველი ბატონობისაგან.

ალექსანდრე მოხიბლა ბაბილონის სილამაზემ და სიმდიდრემ, თუმცა მას დიდი ხანია დაკარგული ჰქონდა ოდინდელი ძლიერება, ჯერ კიდევ ჰეროდოტე, რომელმაც ძ წ V ს მოიარა ბაბილონი მოგვითხრობს, რომ ბაბილონელთა დედაქალაქი ისე  მშვენივრად არის მორთული მსგავსი არსად მინახავსო.

ბაბილონში სულ 3 და ოთხსართულიანი სახლები იყო, მას კვეთდნენ ფართო, სწორი ქუჩები, ჰეროდოტესათვის, რომელიც მიეჩვია ბერძენთა ქალაქების ვიწრო და მიხვეულ-მოხვეულ ქუჩებს ბაბილონის ფართო ქუჩები რაღაც საოცრებას წარმოადგენდა, აღტაცებით ლაპარაკობდა ასირიის სატახტო ქალაქ ნინევიის მთავარ ქუჩაზე, რომლის სიგანე თურმე ოცდაერთ მეტრს აღწევდა, შუამდინარეთში ქალაქის ქუჩის სისწორე და სიფართოვე მკაცრად იყო დაცული, ერთერთი წარწერა გვაუწყებს «ვინც დაარღვევს ქუჩის ზომასა და სისწორეს, ოდნავად წინ წამოსწევს თავის სახლს, დასჯილი იქნება სასტიკად, სარზე იქნება დასმული საკუთარი სახლის სახურავზეო».

განსაკუთრებულ აყვავებას ქალაქმა მიაღწია მეფე ნაბუქოდონოსორის დროს, ამ მეფემ დაიმორჩილა მდიდარი სირია, გამაგრდა ფინიკიაშიდა აიღო იერუსალიმი იუდეის სამეფოს დედაქალაქი.

ყველა თავისი ლაშქრობის შედეგად ნაბუქოდონოსორმა ხელთ იგდო უზარმაზარი ნადავლი და უამრავი ტყვე, რომლებიც მონებად აქცია.

იერუსალიმის თითქმის მთელი მოსახლეობა ჩარეკეს ბაბილონში, უთვალავი მონის შრომამ შესაძლებლობა მისცა ნაბუქოდონოსორს განეხორციელებინა ბაბილონის აშენებისა და დამშვენების გრანდიოზული ჩანაფიქრი.

ძველი ბაბილონი არაერთხელ დააქციეს ასურეთის მეფეებმა, მაგალითად მეფე სინაქერიბმა, ნაბუქოდონოსორსაც ქალაქი გამეფებისას იავარქმნილი დახვდა, მან გადაწყვიტა აეგო ისეთი ქალაქი, რაც წინათ არასოდეს ყოფილა, ბერძენ ისტორიკოსთა მონათხრობის გარდა აღმოჩენილია  ე.წ.  ბაბილონური ქალაქის მეგზურები, რომლებშიც მოთხრობილი იყო ყველა მნიშვნელოვანი ნაგებობის ამბავი,

ჩამოთვლილია ღირსშესანიშნავი შენობები, ბოლოს თიხის დაფებზე დახაზული იყო ქალაქის გეგმები, რომელშიც ქალაქი წარმოადგენდა მდ  ევფრატით შუაზე გაყოფილ მართკუთხედს, მდინარე ბაბილონს ყოფდა ძველ და ახალ ქალაქად, ქალაქს გარს ერტყა გალავნის ორმაგი რკალი, რომელსაც ჰქონდა 8 ჭიშკარი, ყოველი მათგანი ატარებდა ერთერთი ბაბილონური ღვთაების სახელს, კედლებს ალიზისაგან აგებდნენ, გასაოცარი იყო კედლების სისქე, ასევე ქალაქს შემოვლებული ჰქონდა ღრმა თხრილები, გალავნის ორ წყებას შორის სივრცეს თავს სოფლის მოსახლეობა აფარებდა, წმინდა პროცესიებისათვის განკუთვნილი მთავარი გზა შედიოდა ბრწყინვალე ორმაგ ჭიშკარში, რომელიც მიძღვნილი იყო უზენაესი ქალღმერთის იშთარისადმი, ეს ჭიშკარი დაცული იყო 2 კოშკით, პირველი ჭიშკარი უფრო მცირე იყო ვიდრე მეორე მთავარი, მისი სიმაღლე 9 მეტრს აღწევდა, კოშკები მოპირკეთებული იყო ლურჯი ფილებით, რომელზეც გამოსახული იყო მთავარი ღვთაება მარდუქის წმინდა ხარები და დრაკონები, კარი გამოჭედილი იყო სპილენძისაგან, მარჯვენა მხარეს სამეფო სასახლე იდგა, მერე მიდიოდა სავაჭრო და საქალაქო კვარტალები, შემდეგ კი მოდიოდა თეთრი მასიური კედელი, რომელიც გარს ერტყა ქალაქის მთავარ ტაძარს ესაგილას, რომელსაც ცისა და მიწის საძირკველს ეძახდენ, მასში შემავალი კარი გამოკვეთილი იყო ორმაგ კოშკში, ცენტრში აშენებული იყო კოშკი, რომელიც ასურელმა ხუროთმოძღვარმა არადახეშუმ ააგო მეფე ასარქადონის დროს, იგი 90 მეტრის სიმაღლისა იყო, შედგებოდა 7 იარუსისაგან, რომელთაგან ყოველი სხვადასხვა ფერის იყო და შეადგენდა თითოეული მათგანი ცალკე ღვთაებისადმი მიძღვნილ ტაძარს, საფეხური გარედან ფირუზისფერი ფილებით იყო მოფენილი და შემკული ოქროს რქებით, რომლებიც შორიდანვე გზას უკვლევდნენ ბაბილონში მომავალ მოგზაურთ, ზედა ტაძარი იყო მარდუქის და მისი ცოლის განთიადის ქალღმერთ ჰარპატინის საცხოვრებელი, მასში შესვლა სადაც იყო ოქროს სარეცელი, სავარძელი და უზენაესი ღვთაების მაგიდა შეეძლოთ მხოლოდ ქურუმებს, უბრალო ხალხი კი სხვა ტაძარში დადიოდა, ზღუდის შიგნით მარდუქის ტაძარი იდგა, რომელშიც მისი ოქროს ქანდაკება იდგა, ქალაქში მარტო დიდი ღმერთების საპატივცემულოდ 53 ტაძარი იყო აგებული, რომლებსაც მსხვერპლს სწირავდნენ.

ბაბილონში მიმდინარეობდა ვაჭრობა, მრავლად იყვნენ ხელოსნები, გალავანი იმდენად ფართო იყო, რომ მასზე რამდენიმე ეტლს შეეძლო ერთმანეთისთვის გვერდი აევლო, მრავლად ჩამოდიოდნენ მოგზაურები, რომელთა ყურადღებას ყველაზე მეტად იზიდავდა მოთხრობა ზღაპრულ დაკიდებულ ბაღებზე, რომელიც თავის სასახლეში მოეწყო მეფე ნაბუქოდონოსორს. ასეთი ბაღები მთელს ქვეყნიერებაზე სხვაგან არსად ყოფილა, ტყუილად არ უწოდებიათ მისთვის მსოფლიოს ერთერთი საოცრება, ამ ბაღებში მოხვედრა არც ისე ადვილი საქმე იყო, ისინი მეფის სასახლის კედლების მიღმა მდებარეობდა, მისასვლელებს იცავდა გუშაგთა რაზმი, სასახლის შიდა ოთახების კედლები დამშვენებული იყო ყვითელ-ოქროსფერი რელიეფებით, მოხატული ლურჯ-ფირუზისფერი შორენკეცებით, განსაკუთრებით მდიდრულად იყო მორთული მისაღები ოთახის კედლები, სადაც დარბაზის შუაგულში ამაღლებულ ადგილზე იდგა ბაბილონის მეფის ოქროს ტახტი, მდიდრულ სამოსში გამოწყობილი მეფე, რომელსაც თავზე ოქროს მძიმე გვირგვინი ედგა, ხელებზე კი ოქროს სამაჯურები ეკეთა საზეიმო იერით უძრავად იჯდა ტახტზე, ხალხი მას მხოლოდ რელიგიურ დღესასწაულებზე ხედავდა, სასახლის გვერდით აგებული იყო საოცარი ნაგებობა ბაბილონის მეფის მიერ თავისი საყვარელი ცოლის მიდიელი დედოფლისათვის შექმნილი დაკიდებული ბაღები, მიდიის მეფის ასული თავის ქვეყანაში შეჩვეული იყო აყვავებულ მთებსა და ტყეებს, მოენატრა ცხელსა და უტყეო ბაბილონში სიგრილე და ჩრდილი, რათა სამშობლომონატრებული დედოფლის დარდი შეემცირებინა ნაბუქოდონოსორმა გადაწყვიტა მისთვის ეჩუქებინა მთელი ოაზისი.

ეს ბაღები გაშენებული იყო ფართო ოთხიარუსიან კოშკზე, ყოველი იარუსის შიგნით გააკეთეს აგურის მაღალი, საიმედო სვეტები, რომელსაც ეყრდნობოდა მაგარი აგურისავე თაღები, ტერასების პლატფორმები აგებული იყო ერთიანი ქვის ლოდებით, ზემოდან დაფარეს ლაქაშების ფენით და მოასხეს ასფალტი, ამას მოსდევდა ორმაგი აგურის ფენა, რომელიც თაბაშირით იქნა ჩაკირული და შედუღაბებული.

ზემოდან აგურები დაფარეს ტყვიის ფირფიტებით, რათა წყალს არ ჩაეღწია ქვედა სართულებზე, მთელს ამ რთულ ნაგებობას ზემოდან დააყარეს ნოყიერი მიწის სქელი ფენა, საკმარისი იმისათვის, რომ გაეხარა ყველაზე უფრო დიდ ხეებს, ბაღის იარუსები საფეხურებად ადიოდა მაღლა და ერთმანეთს უერთდებოდა ფართო კიბეებით, კიბის საფეხურები მოგებული იყო თეთრი და ვარდისფერი გახეხილი ფილებით, საზღაპრო იყო მტკიცე კოლონადების თავზე დაკიდებული ამ ბაღების სილამაზე, მეფის ბრძანებით აქ მოზიდეს ძვირფასი მცენარეები, რომლებიც დედოფალს მოაგონებდნენ შორეულ სამშობლოს, სასახლის ზღუდის მაღალ კედლებზე ბევრად უფრო მაღლა აზიდულიყვნენ ტანწერწეტა პალმები, იშვიათი მცენარეები, მშვენიერი ყვავილები ამკობდენ დედოფლის ბაღებს, სვეტებს შორის ირხეოდენ განსაცვიფრებელი ჯიშის ხეები, სვეტების სიმაღლე აღწევდა ორმოცდაათ წყრთას 25 მეტრი და შუქი მცენარეებისთვის საკმარისი იყო, ამ ბაღების მოსარწყავად ასობით მონა მთელი დღე ქაჩავდა წყალს ევფრატიდან, ატრიალებდნენ წყლის ამწევ ბორბალს, რომელიც მდინარიდან წყალს ტყავის ჭურჭლით იღებდა, ბაღები ისე იყო აგებული, რომ პირდაპირ სცემდათ ჩრდილო-დასავლეთის გრილი ქარი, მათი სურნელება, ჩრდილი და სიგრილე უტყეო და გაშლილ ბაბილონში სასწაულად ეჩვენებოდათ ადამიანებს,

323 წ  ბაბილონმა კვლავ იხილა ალექსანდრე მაკედონელი ჯარითურთ, ბაბილონიდან რომელიც თავისი იმპერიის სატახტო ქალაქად ჰქონდა ჩაფიქრებული ალექსანდრეს უნდა დაეწყო თავისი ახალი ლაშქრობა, მან გადაწყვიტა დიდი ფლოტით შემოევლო არაბეთის ნახევარკუნძულისათვის და ეპოვნა პირდაპირი გზა ბაბილონიდან ეგვიპტისაკენ, აქედან კი მეფე ფიქრობდა ლაშქრობას დასავლეთისაკენ, მას უნდოდა დაეპყრო კართაგენი, იტალია და ესპანეთი, გამხდარიყო იმ სახელმწიფოს მბრძანებელი, რომელშიც შევიდოდა მისთვის ცნობილი ყველა ქვეყანა, სალაშქროდ სამზადისი დასრულებული ჰქონდა, როცა უეცრად ცუდად გახდა, ლოგინად ჩავარდნილი განაგრძობდა უკანასკნელი განკარგულებების გაცემას, იხმობდა სარდლებს, არჩევდა ახალ წესებს, რომელიც არმიაში უნდა გაეტარებინა, მაგრამ სნეულებამ მეფე მოტეხა, მაშინ მან ბრძანა მისი საწოლი სასახლიდან გადაეტანათ დაკიდებულ ბაღებში, აქ ბაღის ქვედა იარუსზე სიგრილით მოხიბლული ეძებდა ხსნას საშინელი სიცხისაგან, რომელიც მის ჯანმრთელობაზე განსაკუთრებით დამღუპველად მოქმედებდა, მაგრამ მას უკვე არაფერი ეშველებოდა, ამაოდ ამზადებდა მკურნალი ფილიპე ახალ წამლებს, ალექსანდრემ ნაბუქოდონოსორის მისაღებ დარბაზში გადასვლა ინება, ამაღლებულ ადგილზე დადეს მისი სარეცელი, მას სურდა თავის ჯარისთვის ეჩვენებინა ჯერ კიდევ ცოცხალი ვარო, მაგრამ ეს იყო უკანასკნელი გამოსალმება, რამდენიმე დღის შემდეგ იგი გარდაიცვალა (ერთი ვერსიით ალექსანდრე გარდაიცვალა ციებ-ცხელებით, ხოლო მეორე ვერსიით იგი მოწამლა მისმა მასწავლებელმა არისტოტელემ ჯორის ჩლიქში შენახული შხამით, რათა შეეჩერებინა მისი ახალი დაპყრობები და სისხლისღვრა, აგრეთვე ალბათ ეს იყო შურისძიებაც არისტოტელეს მშობლიური ქალაქის ჰალიკარნასის დანგრევის გამო ალექსანდრეს მიერ),

გავიდა ასეული წლები, გაჩნდნენ ახალი დიდი ქალაქები, ოდესღაც აყვავებული ბაბილონი ცარიელდებოდა და ეცემოდა.

წყალდიდობამ დააქცია ნაბუქოდონოსორის სასახლის კედლები, წყალმა დაარბილა ცუდად გამომწვარი აგური, დაიწიეს ტერასებმა, ჩამოიქცა კოშკის თაღები და სვეტები, რომელთა შვერილებსა და იარუსებზე გაშენებული იყო დაკიდებული ბაღები.

2000 წლის განმავლობაში ყველაფერი მიწასთან გასწორდა, თიხა რისგანაც ყველაფერს დაწყებული სათამაშოდან დამთავრებული შენობებით აკეთებდნენ ბაბილონში იაფი ჯდებოდა, მაგრამ არ იყო გამძლე მასალა,

ეგვიპტის ქვის ნაგებობანი არანაკლებ ძველი ვიდრე ასურულ-ბაბილონური უფრო გამძლე აღმოჩნდა.

ერაყის პატარა ქალაქ ჰილეს მახლობლად მიწა ღრმა თხრილებით არის დასერილი შემდგარი დაბალი ბორცვებისაგან, ამ თხრილების ჭრილში ჩანს აგურის ჩანაწყობის კვალი, სულ ესაა რაც დარჩა ბაბილონის მეფის სასახლიდან, მაგრამ ქმნილებათა დაღუპვის შემდეგაც განაგრძობდა სიცოცხლეს საკვირველი ბაღების მშვენიერების ამბავი. ლეგენდამ ისინი გადააქცია სემირამიდას ბაღებად და მათი შექმნა მიაწერა ასურეთის დედოფალს, რომელიც ბევრად ადრე ცხოვრობდა ნაბუქოდონოსორზე, სინამდვილეში მეფემ ბაღები მართლაც აუგო თავის მეუღლეს მიდიელ დედოფალს, რომელსაც სახელად ამიტა ერქვა, (ეს ბაღები მიწიდან დაახლოებით 100 მეტრის სიმაღლეზე იყო აგებული).

 

 არტემიდა ეფესელის ტაძარი,

 

ერთხელ ძველი დროის იტალიური  ქ  მეტაპონტის მცხოვრები პალმიქსი კუნძულ დელოსზე მივიდა, მოგზაურობის დროს ის ეცნობოდა უცხო ქალაქთა ღირსშესანიშნაობებს, დელოსში მისი ყურადღება მიიქცია აპოლონისა და არტემიდას დედის ქალღმერთ ლატონას (ლეტოს) ქანდაკებამ, სწორედ მის თაყვანისსაცემად იყო ის ჩამოსული, ეგონა ნახავდა შესანიშნავ გამოსახულებას, ამის ნაცვლად უჩვენეს უხეშად დამუშავებული ხის ნაჭერი, მოულოდნელობისაგან მოგზაურმა გადაიხარხარა, ძ. წ.  V ს ბერძნები თაყვანს სცემდნენ ღმერთების გამოსახულებებს, რომლებიც შეუქმნიათ შესანიშნავ ოსტატებს, პალმიქსს, რომელიც მიეჩვია ხელოვნების მშვენიერი ქმნილებებით აღტაცებას ხის ქანდაკება სასაცილოდ უნდა მოსჩვენებოდა, მაგრამ იმ შორეულ დროში რომლისგანაც შემორჩენილია დელოსელთა კერპი ღმერთების სხვა გამოსახულებათა შექმნა არ შეეძლოთ, ღმერთების უძველესი ქანდაკებანი პრიმიტიულ ხის კუნძებს წარმოადგენდნენ, წინაპრები დიდებული ტაძრებისა, რომელთა აგებაში ბერძენ მშენებელთ ტოლი არ ჰყოლიათ ოდესღაც შეუხედავი და ერთობ უბრალო შენობები იყო, ტაძრული ნაგებობები საბერძნეთში ჩნდება არა უადრეს VIII საუკუნისა, წინათ ღმერთების თაყვანისცემის ადგილები იყო ხის მწვერვალები, გამოქვაბულები, ხეები, წყაროები,

ძველი ბერძნები ვარაუდობდნენ რომ ხსენებულ ადგილებში ბინადრობდნენ ღმერთები, ამიტომაც ეს ადგილები წმინდად ითვლებოდა, წმინდა ჭალებში, გამოქვაბულებში აღმართავდნენ საკურთხევლებს და სწირავდნენ მსხვერპლს ამა თუ იმ ღვთაებას, როცა გაჩნდა ღმერთების პირველი ქანდაკებანი, რომელშიც ისინი ადამიანის სახით იყვნენ წარმოდგენილნი წარმოიშვა წარმოდგენა იმაზე, რომ ღმერთის ქანდაკებისათვის აუცილებელია მტკიცე საცხოვრებელი ადგილი, პირველი სამყოფელი რაც შეეძლო ბერძენს შეეთავაზებინა თავისი ღვთაებისათვის იყო მისი საკუთარი სახლი, უძველესი ტაძრები ეს იყო უბრალო ხის ნაგებობა, რომლის შიგნითაც გამართული ჰქონდათ კერა, კერის თავზე სახურავს გაკეთებული ჰქონდა ნახვრეტი საკვამური.

ძველ ბერძენთა ცხოვრებაში ტაძრები მეტად დიდ როლს ასრულებდნენ, ეს იყო ყველაზე უფრო ცნობილ ღვთაებათა სათაყვანებელი ადგილები ღვთისმსახურების ცენტრები.

ტაძარი ამავე დროს ასრულებდა წმინდა საწყობის, სალაროს და ბანკის მაგივრობასაც, აქ ინახებოდა სახელმწიფო ფული, უძვირფასესი ქანდაკებანი, სურათები, რომლებიც ეკუთვნოდა არა მარტო ქალაქს, არამედ ცალკეულ მოქალაქეებსაც, საკურთხევლის გაძარცვა ითვლებოდა საზარელ დანაშაულად და ისჯებოდა სასტიკად, ამიტომ ბევრი მოქალაქე ამჯობინებდა თავისი ქონების შენახვას ტაძრებში.

ტაძარი ბერძენთა ქალაქებს უწევდა აგრეთვე არქივის მაგივრობას, აქ გამოჰქონდათ ხოლმე ქვის ფილები, რომელზედაც ამოკვეთილი იყო კანონები და დადგენილებანი, მაგალითად აპოლონის ტაძარში მილეტში უმნიშვნელოვანესი ფილები ზედ აღბეჭდილი დეკრეტებით ორ სვეტს შორის ჩაამწკრივეს, მრავალი ქვის ფილა ინახებოდა ტაძრის ზღუდეში, თვით ტაძრის მთელ კედელს ფარავდა იმ უცხოელთა სია რომელთაც მილეტი უბოძებდა მოქალაქის უფლებას, ნაკლებმნიშვნელოვანი დოკუმენტები ინახებოდა ტაძრის შიდა სათავსოებში, ტაძრის აგება ყველა მოქალაქის საქმე იყო, იწვევდნენ ყველაზე ცნობილ ხუროთმოძღვარს, გამოცდილ მუშებს, უპირველეს ყოვლისა ტაძრიდან გაიტანეს კერა, ეს არ შეეფერებოდა საზეიმო განწყობას, კერა შეცვალეს საკურთხევლით მაგრამ მალე მოაშორეს საკურთხეველი ტაძარს და ღია ცის ქვეშ დადგეს, შემდეგ საჭირო გახდა საწყობი სადაც შეინახებოდა ტაძრის ქონება ჭურჭელი, ჩაცმულობა, ნელსურნელების მარაგი, საამისოდ უკანა მხარეს გადატიხრეს პატარა ოთახი ოპისტოდომი (ოპისტო ბერძნულად უკანა), გარდიგარდმო ტიხარი ყოფდა ტაძრის წინა ნაწილის პატარა ოთახს წინკარს (პრონაუს) სადაც აგრეთვე ინახებოდა ტაძრის საკუთრება, წინკარიდან შეიძლებოდა მოხვედრა შენობის ცენტრალურ ნაწილში ნაოსში ანუ ცელასში, აქ მუდამ ბინდბუნდი იყო, ფანჯრები ტაძარს არ ჰქონდა და შუქი მხოლოდ კარიდან შემოდიოდა, დაბინდულ ტაძარში ძლივს ჩანდა ღვთაების ქანდაკება, მას ცენტრალური ადგილი ეჭირა სცელაში,

უძველეს ტაძრებში სახურავისა და ჭერის შესაკავებლად იყენებდენ შინაგან სვეტებს, რომლებიც ერთ რიგად გადიოდა ცენტრში და ტაძარს ყოფდა ორ ნაწილად, როცა ტაძრის ზომა გაიზარდა საჭირო გახდა სვეტების  რიგი რაც ტაძარს უკვე სამ ნაწილად ყოფდა, გაიზარდა ტაძრის ზომა, შეიცვალა მისი გარეგანი სახე.

ბერძენთა ტაძრები გარშემოვლებული იყო სვეტებით, თავიდან საკურთხევლის წინა კედელს ფასადს ამკობდენ 2 სვეტით, ეს იყო უმარტივესი ტაძარი, რაც საბერძნეთში გვხვდება უძველესი დროიდან, მას ეძახიან ანტებიან ტაძარს, ანტები ლათინურად წინ წამოშვერილი გვერდითი კედლები, რომელთა შორისაც აღმართულია სვეტები, შემდეგში ფასადის მხარე რამდენიმე სვეტით დაამშვენეს 4 ან 5, ასეთ ტაძარს ეწოდებოდა პროსტილი.

როცა სვეტების რიგი გაჩნდა ზურგის მხარეზე ტაძარს, რომელიც დამშვენებული იყო ორმხრივი სვეტებით უწოდეს ამფიპროსტილი (ამფი-ბერძნულად ორმხრივი) და ბოლოს სვეტებმა დაამშვენეს საკურთხევლის გვერდითი კედლები, ასე წარმოიშვა ბერძნული ტაძრის ყველაზე უფრო გავრცელებული სახე პერიფტერი, რაც ნიშნავს ყოველი მხრიდან ფრთაშესხმულს, შემდგომში უკვე საკურთხეველს გარს ავლებდნენ სვეტების არა ერთ არამედ ორ რიგს, ასეთ ტაძრებს ეწოდებოდათ დიფტერები, სვეტების რიგი გადიოდა მთავარი შენობიდან ახლო მანძილზე, მათ ეყრდნობოდა სახურავის კიდეები, ასე შეიქმნა ტაძრის მთავარი შენობის გარშემო დახურული გალერეა, რომელსაც ავდარში თავს აფარებდნენ მლოცველები, სახურავის ნაპირების გაწევით არქიტექტორებმა მიაღწიეს იმას, რომ სახურავიდან ჩამონადენი წყალი არ აფუჭებდა ცენტრალურ შენობას, ამის წყალობით ის ტაძრები უფრო მეტ ხანს ძლებდნენ.

ძ  წ  VII ს ბერძნებმა საკურთხევლების შენება დაიწყეს რბილი ქვისაგან, სწორედ აქედან იწყება პერიფტერების ფართოდ გავრცელება, ისინი ყოველი მხრიდან გარშემორტყმული იყვნენ მრავალრიცხოვანი სვეტებით, რომლებზეც ეყრდნობოდა ზედა მძიმე კოჭები, ტაძარი შედგებოდა შემდეგი ნაწილებისაგან, საძირკველი, რაზეც ემყარებოდა თვით ტაძარი და კოლონადა, საძირკველს უმთავრესად აკეთებდნენ საფეხურებიანს, რათა ტაძარი უფრო მაღალი და შესამჩნევი ყოფილიყო, კოლონადაზე იყო დაყრდნობილი გადახურვა ანტაბლემენტი, ის თავის მხრივ შედგებოდა 3 ნაწილისაგან, არქიტრავი, ფრიზი და ლავგარდანი, ტაძრის სახურავს 2  დაქანება ჰქონდა, დახურული იყო თიხის კრამიტით, მერე კი უფრო მდიდრული ტაძრების მარმარილოთი გადახურვა დაიწყეს, სახურავის დაქანებებსა და ანტაბლემენტის ლავგარდანს შორის რჩებოდა სამკუთხოვანი ველი ფრონტონი, რომელსაც ჩვეულებრივ ქანდაკებით ამშვენებდენ.

VII ს. ძ. წ. ბერძნულ არქიტექტურაში თვალსაჩინო გახდა 2 ძირითადი ხუროთმოძღვრული ნაგებობა ანუ 2 ორდერი დორიული და იონური, ერთმანეთისაგან ისინი განირჩეოდნენ ძირითადად სვეტების ფორმით, უფრო ძველი იყო დორიული, გამოჩენილი რომაელი ხუროთმოძღვარი ვიტროვიუსი  ძ  წ  I  ს  თავის წიგნში არქიტექტურაზე გვატყობინებს, რომ ამ ორდერის პირველი ტაძარი ააშენეს არგოსში დორიელებმა, აქედან ეს სტილი გავრცელდა ბერძენთა სამყაროს სხვა მხარეებში, დორიული ორდერის ბევრი ნიშანი ლაპარაკობს იმაზე, რომ ამ სტილის პირველი ტაძრები ხისა ყოფილა, მათი სვეტები სწორედ ღეროებია,რომლებიც ზემოთ ვიწროვდებიან და ემყარებიან პირდაპირ საფეხურებიან საძირკველზე, როგორც ხის ტანი, რომლებიც ხის ტაძრებში ასრულებდნენ სვეტების მაგივრობას, სვეტს ფარავდა არც ისე ღრმა ღარები კანეურები, მისი ზედა ნაწილი კაპიტელი შედგებოდა მრავალი მრგვალი გამობურცული ბალიშისაგან და სქელი კვადრატული ფილისაგან, ხის ნაგებობის სხვა ნიშანი შეიძლება ვიპოვოთ ქვის ტაძრის ანტაბლემენტში გადახურულ ნაწილში, რაც პირდაპირ სვეტებზე დაყრდნობილი ანტაბლემენტის ყველაზე უფრო ქვედა ნაწილი არქიტრავი გლუვი ქვის ლოდი მოგვაგონებს ხის მსხვილ ძელს, კორძს, რაც წინათ სახურავის ფუძედ იყო გამოყენებული, ამაზე ეყრდნობოდა ჭერის კოჭების ბოლოები.

არქიტრავის ზემოთ მოთავსებული იყო ფრიზი, დორიულ ტაძარში ის შედგებოდა ერთინეორესთან მონაცვლე მართკუთხა და თითქმის კვადრატული ფიცრებისაგან, მართკუთხა ფიცრები ტრიგლიფები 2 ვერტიკალური ჩანაჭერით გაყოფილი იყო სამ ნაწილად, ხის ტაძარში ისინი ფარავდენ ჭერის კოჭების ბოლოებს, რომლებიც გამოშვერილი იყო სახურავის ბოლოდან, კვადრატული ფიცრები მეტოპები შემკულია ქანდაკებით და უფრო იშვიათად სურათებით, ხის ტაძრისთვის საჭირო იყო იმისათვის, რომ დაეფარა შუალედები ჭერის კოჭებს შორის, როცა ტაძრის აშენება დაიწყეს ქვისაგან მეტოპებმა და ტრიგლიფებმა დაკარგეს თავიანთი მნიშვნელობა, მაგრამ არქიტექტორებმა ისინი შეინარჩუნეს, რადგან ცდილობდენ ქვაშიც შეენარჩუნებინათ ხის ტაძრისათვის დამახასიათებელი ყველა თავისებურება,

იონური ორდერი ყველაზე ადრე ჩაისახა მცირე აზიის ქალაქებში, იონიის მიდამოებში, აქედან მოდის სახელწოდებაც, აქ ხუროთმოძღვრებმა  ძ  წ  VII  ს  მიაღწიეს უდიდეს წარმატებას მარმარილოს ტაძრების მშენებლობაში,მათ გამოიგონეს ახალი ორდერი, მათი სვეტები დაყრდნობილი იყო განსაკუთრებულ საძირკველზე ბაზებზე, ბაზა ესაა ტაძრის საფეხურიან კვარცხლბეკზე დადებული დაბალი ქვის ფილა, იონური სვეტი უფრო მოხდენილია და წვრილი დორიულთან შედარებით, ნაკლებად ვიწროვდება ზემოთ,ხოლო მისი ღარები კანელურები უფრო ღრმადაა ჩაჭრილი, ოთკუთხედი ფილის ადგილი იონური სვეტის კაპიტელში უჭირავს ორ ორნამენტულ ხვეულას ვალუტები, მათ ზედ ადებდნენ თხელ ფილას, რომელზედაც უკვე არქიტრავი თავსდებოდა, იონური ორდერის ანტაბლემენტში არქიტრავი უკვე მთელი ლოდი აღარ არის, ის დანაწევრებულია სამად, ფრიზი კი კარგავს წინანდელ სახეს, არაა გაყოფილი მეტოპებად და ტრიგლიფებად, ამ ორდერში ფრიზი რელიეფური ფიგურებით შემკული განუწყვეტელი ზოლია, როგორც დორიულ ისე იონურ ტაძრებს ღებავდენ წითლად ან ლურჯად, მიმართავდენ აგრეთვე მოოქვრას, იონური ტაძრები ლამაზი და მსუბუქი იყო, განსაკუთრებული მოხდენილობით კორინთული ორდენის ტაძრები გამოირჩეოდენ რომლებიც გამოჩდენ ძ  წ  V  ს, ამ ორდერის შექმნაზე ვიტროვიუსი მოგვითხრობს შემდეგ ლეგენდას.

ერთხელ კორინთოში მოკვდა ახალგაზრდა ქალიშვილი, მის საფლავზე ძეგლი აღმართეს, ძიძამ სამარეზე კალათით მოიტანა სათამაშოები, კალათი ძეგლზე დადგა ისე, რომ ქვას მიაჭყლიტა საფლავზე ამოსული აკანთის ტოტი, გაზაფხულზე აკანთმა გამოისხა ფოთლები და ღეროები, სიმძიმით მოხრილი ყლორტები კალათს დაეხვივნენ გარშემო, ძეგლთან გამოიარა არქიტექტორმა კალიმაქმა, მისი ყურადღება მიიპყრო მწვანე ყლორტებით გარემოცულმა კალათმა, ამ ნიმუშის მიხედვით გააკეთა ახალი კორინთული ორდერის კაპიტელი.

ამ ორდერის სვეტი ძირითადი ნიშნებით მოგვაგონებს იონურს, მაგრამ მისი კაპიტელი ნამდვილად გავს აკანთის ხვიებითა და ფოთლებით შემკულ კალათს, ამ ორდერმა უფრო გვიან დიდი განვითარება ჰპოვა რომაელ არქიტექტორებთან,

ადრეულ ბერძნულ არქიტექტურაში ხშირად დორიული ტაძრები შენდებოდა, მათ შორის მრავალი დიდებული შენობა იყო, იონური ნაგებობანი შესამჩნევი როლის შესრულებას იწყებენ საბერძნეთში ძ  წ  V  ს  შუა ხანებში, ძ  წ  VII-VI ს საბერძნეთის სხვა ოლქებს შორის წამყვან როლს ასრულებდა იონია, მცირე აზიის მდიდარ სავაჭრო ქალაქებში გაიფურჩქნა მეცნიერება და ხელოვნება, განსაკუთრებულ წარმატებებს მიაღწიეს მცირეაზიელმა არქიტექტორებმა, უკვე ძ წ VI ს მათ შექმნეს იონური ორდერის მშვენიერი ნაგებობანი, როგორიც  იყო მაგალითად ქალღმერთ ჰერას ტაძარი კუნძულ სამოსზე, რომელიც მდებარეობს მცირე აზიის, ნაპირთან, აპოლონის ტაძარი დიდიმში, მილეთის ახლოს, მაგრამ მცირეაზიელ ოსტატთა სიამაყე იყო არტემისიონი, ქალღმერთ არტემიდას საკურთხეველი  ქ  ეფესში.

ნადირობის ქალღმერთ არტემიდას თაყვანს სცემდნენ მცირე აზიის მრავალ ქალაქში, ეფესელებმა განიზრახეს მისთვის აეგოთ დიდებული ტაძარი,  რომელიც სილამაზით აღემატებოდა მანამდე ცნობილ ყველა საკურთხეველს, ასეთი ტაძრის აგება უნდა დაეკისრებინათ სახელგანთქმული ოსტატისათვის, რომლის ნიჭი და გამოცდილება საეჭვო არ იქნებოდა, ძველი დროის ხუროთმოძღვართ ფრიად მაღალ მოთხოვნებს უყენებდნენ, როგორც ერთ ძველ თხზულებაშია ნათქვამი არქიტექტორი უნდა იყოს განათლებული, უნარიანი მხაზველი, უნდა შეეძლოს ხატვა, ისწავლოს გეომეტრია, იცოდეს ისტორია, ყურადღებით ისმენდეს ფილოსოფიას, გაცნობილი იყოს მუსიკას, წარმოდგენა ჰქონდეს მედიცინაზე, იცოდეს იურისტების გადაწყვეტილებანი და წარმოდგენა ჰქონდეს ასტრონომიასა და ციურ კანონებზე.

რა თქმა უნდა მთელი ეს ცოდნა არ დასჭირდებოდა შენობის აგებისას, მაგრამ მათი ჩამოთვლა მიგვანიშნებს იმაზე რა მაღალი წარმოდგენა ჰქონიათ ძველებს სამშენებლო ხელოვნებაზე, ტაძრის აგება ეფესის მოქალაქეებმა დაავალეს გამოჩენილ არქიტექტორს ქერსიფრონს, ისიც შეუდგა საქმეს და მოკლე ხანში წარადგინა მომავალი საკურთხევლის გეგმა, აგრეთვე მოდელიც, ტაძრის მოდელი ეფესელებს მომხიბლავი და მსუბუქი, თითქმის უწონო მოეჩვენათ, მაღალი და კოხტა სვეტები ორ წყებად ევლებოდა დიდებულ ტაძარს, მათი რიცხვი ბევრად მეტი იყო ვიდრე დორიულ საკურთხევლებში და თითქმის ფარავდნენ სიხშირის გამო ტაძრის შესასვლელს, ქერსიფრონის მოდელი წარმოადგენდა მარმარილოს იონურ დიფტერს, ასეთი ტაძრები მაშინ იშვიათად შენდებოდა, პროექტის მიღება დიდი რისკი იყო და მომხიბლავი ცდუნებაც, მაგრამ ეფესელებმა ის მიიღეს, ვერ შეაჩერა  მოქალაქეები ვერც დიდმა ხარჯმა რაც ქერსიფრონმა წინასწარ წარუდგინა მათ.

ქერსიფრონმა მასალად ის მარმარილო ამჯობინა, რომლის მოპოვებაც ხდებოდა იმ ადგილის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ქვის ზიდვა ჭაობიანი გზით ძნელი იქნებოდა, ამიტომ ქვას იქვე ამუშავებდენ სადაც მისი მოპოვება ხდებოდა, რათა ზედმეტი ტვირთი არ ეზიდათ, საქმეს არც ამან უშველა, მძიმე ქვებით დატვირთული მარხილები ჭაობში ეფლობოდა, ქერსიფრონი დიდხანს ფიქრობდა გამოსავალზე, ერთხელ სამტეხლოში მივიდა და ბრძანა მარხილების გადმოტვირთვა, როცა ბრძანება ასრულდა ქერსიფრონმა ბრძანა მარმარილოს ყველა დოლაბისათვის ჩაეჭედათ რკინის წნელები, მალე ყველა სვეტი აღმოჩნდა წნელებზე აცმული, რომელთა ზემოთ ხის ჩარჩოები იქნა დაწყობილი, ასე მიიღეს გიგანტური ფორანი, რომლის ბორბლებსაც მარმარილოს სვეტები შეადგენდა, მათი რკინის წნელები მიამაგრეს სპეციალურ რკინის მასრებს, რომლებიც მიჭედებული იყო ხის ჩარჩოებზე, როცა ამ საზიდარს ხის ლატანები მიამაგრეს და ხარები შეაბეს რკინის ტაბიკებმა დაიწყეს ბრუნვა და სვეტების რიგი დაიძრა ჭაობიან გზაზე, თან ზელდა და ასწორებდა ჭანჭრობის ტალახს, ვიდრე სვეტებს მშენებლობის ადგილზე მიიტანდნენ ქერსიფრონი ამზადებდა ყოველივეს რაც საჭირო იყო საძირკველის ჩასაყრელად,

ეფესში ხშირი იყო მიწისძვრები და ამიტომ გადაწყვეტილი იქნა საკურთხევლის აშენება მდ  კაისტრას შესართავის ახლოს ჭაობიან ადგილზე, სადაც მიწის რხევა არ იწვევდა ისეთ ნგრევას, როგორც მშრალ ადგილებზე, შენობისათვის, რომ ზამბარისებური საყრდენი შეექმნა არქიტექტორმა ბრძანა ამოეთხარათ დიდი ქვაბული და ჩაეყარათ შიგ ხის ნახშირისა და მატყლის ნარევი, მხოლოდ ამის შემდეგ შეუდგა საძირკველისა და ტაძრის საფეხურიანი საყრდენის აგებას, ეფესის არტემისიონის აგებამ მიიპყრო მცირე აზიის ყველა სახელმწიფოს ყურადღება, როგორც სვეტების ბაზების წარწერები გვიჩვენებენ ლიდიის მეფე კრეზმა დიდი თანხები შესწირა ტაძრის მშენებლობას, ეს ფული დაიხარჯა წინათ არნახული სვეტების დასამზადებლად, სვეტებისა, რომლებიც დამშვენებული იყო ფიგურული რელიეფებით, ღმერთების რელიეფური გამოსახულებანი ამოკვეთილი იყო კაცის სიმაღლისა, ტაძრის მშენებლობა დიდხანს გაგრძელდა, მრავალი ლეგენდა იქნა შეთხზული იმ სიძნელეებზე, რომელთა გადალახვაც მოუხდა ქერსიფრონს.

ერთერთი ლეგენდა მოგვითხრობს, რომ იგი დიდხანს ვერ ახერხებდა ზღურბლის კოჭის ჩადებას ქვის ძელი არ ჯდებოდა ბუდეში და ხელს უშლიდა კარის გაკეთებას, არქიტექტორი სასოწარკვეთილებაში ჩავარდა, რადგან ფიქრობდა რომ მარცხის მიზეზი მის არასწორ ანგარიშშია და კიდეც განიზრახა თავის თავთან ანგარიშის გასწორება, მაგრამ სიზმარში გამოეცხადა არტემიდა და დახმარება აღუთქვა, როცა იგი დილით მშენებლობაზე მივიდა ნახა რომ ძელი თავის სიმძიმით ჩამჯდარიყო ბუდეში, ამ ლეგენდებით ეფესელებს სურდათ ეჩვენებინათ, რომ ტაძრის მშენებლობა, რაც ქურუმებმა მოიგონეს ღმერთებს სიამოვნებთ, ტაძრის დასრულებას ქერსიფრონი ვერ მოესწრო, იგი მისმა შვილმა მეტაგენმა გააგრძელა, სახურავის ნაწილთა არქიტრავის თუ ეპისტილის მოზიდვის დროს წააწყდა იგივე სიძნელეებს რასაც მამამისი, თუმც ყოველივე დაძლია, მაგრამ ტაძრის დასრულებამდე ვერც მან იცოცხლა, მშენებლობის დამთავრებაზე მუშაობდნენ პეონიტი და დემეტრიოსი.

მშენებლობა გრძელდებოდა 120 წელი და დასრულდა ძ წ 450 წ. ტაძარი გაოცებას იწვევდა, იგი იდგა 100 წელი, ძ წ 356 წელს კი დაიწვა, ეფესის მკვიდრმა ვინმე ჰეროსტრატემ განიზრახა უკვდავეყო თავისი სახელი და ამ მიზნით დასწვა არტემიდას ტაძარი, გადმოცემის თანახმად ეს მოხდა იმ დღეს როცა დაიბადა ალექსანდრე მაკედონელი, ჰეროსტრატეს ბოროტმოქმედებამ ბერძენთა აღშფოთება გამოიწვია, იონიის ყველა სახელმწიფოს გადაწყვეტილება იყო დავიწყებას მიეცათ ჰეროსტრატეს სახელი, არც ერთ მწერალს არ უნდა ეხსენებინა იგი ტაძრის ხანძრის ამბავშიც კი, მაგრამ ზოგიერთმა ავტორმა მაინც შემოინახა მისი სახელი.

ჰეროსტრატეს სურვილი ასრულდა, მისმა სახელმა საუკუნეებს გაუძლო, არსებობს გამოთქმა ჰეროსტრატეს დიდება, ასე ლაპარაკობენ ადამიანებზე რომელთაც სახელი გაითქვეს უღირსი საქციელით და დანაშაულით.

ეფესელებს არ შეეძლოთ შერიგებოდნენ ტაძრის დაკარგვას, მათ გადაწყვიტეს იგი ხელახლა აეშენებინათ, შეაგროვეს თანხა, როცა 333 წ ალექსანდრე მაკედონელი აზიაში სალაშქროდ მიდიოდა  ეფესის კედლებს მიადგა ტაძრის აღდგენა დაწყებული იყო, მან ინება მეგობრული მიღებისთვის მადლობა გადაეხადა ეფესელთათვის და ასეთი რამ შესთავაზა, გადავიხდიო ყველა გაწეულ ხარჯს და ჩემს ხარჯზე დავასრულებო მშენებლობას, ოღონდ 1 პირობით, ტაძარზე უნდა ყოფილიყო წარწერა სადაც აღინიშნებოდა მაკედონელის ღვაწლი, მაგრამ ეფესელებმა ეს წინადადება უკუაგდეს და მისი დახმარების გარეშე დაასრულეს ტაძარი.

არტემისიონის აღდგენა დაევალა ჰეიროკრატს, მან გააფართოვა ტაძრის მოედანი და შეიტანა ცოტაოდენი ცვლილებები მის არქიტექტურაში, მაგრამ მის ძირითად ხაზებში ახალი არტემისიონი იყო ძველის გამეორება.

ახალ საკურთხეველს ეკავა უზარმაზარი მოედანი 109 ორმოცდაათ მეტრზე ანუ 5450 კვადრატული მეტრი, ისევე როგორც  უწინ ახლაც ეს ტაძარი იყო იონური ორდერის ნაგებობა დადგმული საფეხურიან საძირკველზე და ორწყება სვეტებით გარემოცული, ჰეიროკრატმა გაზარდა საფეხურების რიცხვი, ტაძრის გარშემო სულ 127 სვეტი იყო, მთავარი ხედის მხარეს ორსავე რიგში 8-8 სვეტი იდგა.

არტემისიონის აღდგენის დროს ჰეიროკრატმა ისევ გამოიყენა ფიგურიანი რელიეფებით დამშვენებული სვეტები, რელიეფიანი სვეტები სულ 36 განლაგებული იყო ტაძრის გარეთა რიგზე, ტაძრის შინაგანი ნაწილი მოპირკეთებული იყო მარმარილოს ფილებით, ის შედგებოდა დიდი წინაკარით პრონაუსის ფართო დარბაზის და პატარაოპისდონისაგან, ტაძრის უკანა ნაწილში ცელაში იდგა ოქროთი დაფარული ხის ქანდაკება ქალღმერთისა, ჭერი კედარის ძელებით გადახურეს კარებისათვის ხე ჩამოიტანეს კუნძულ კვიპროსიდან.

რომაელი სწავლულის პლინიუსუფროსის ახ წ I ს თქმით მის დროს ეს კარი ახალი გეგონებოდათ, ახალი არტემისიონი დახურეს არა თიხით არამედ მარმარილოს კრამიტით, როცა ტაძარი დასრულდა მრავალმა ბერძენმა მხატვარმა და გამოჩენილმა მოქანდაკემ დაამშვენეს იგი,.

სახელგანთქმულმა ათენელმა მოქანდაკემ პრაქსიტელმა ძ წ IV ს შექმნა რელიეფები საკურთხევლისათვის, რომელიც ტაძრის ზღუდის შიგნით იდგა, რამდენიმე სვეტის რელიეფური სამკაული ამოკვეთა ცნობილმა მხატვარმა სკოპასმა, რომელიც მუშაობდა აგრეთვე ჰალიკარნასის მავზოლეუმის დამშვენებაზე.

არტემიდას ტაძარში თავმოყრილი იყო აგრეთვე ანტიკურ ხელოვანთა მრავალი მშვენიერი სურათი და ქანდაკება, ზოგიერთი მათგანი მოთავსებული იყო საკურთხევლის შიგნით, ზოგიც ხალხისთვის ჰქონდათ გამოფენილი გადახურული ქვის  ზღუდის ქვეშ, რომელიც არტემისიონის გვერდით იყო აღმართული, არტემიდას ტაძარი ძველი დროის ერთერთი სახელგანთქმული მუზეუმია, ტაძრის მშვენიერება და ფუფუნება ისე თვალსაჩინო იყო, რომ ყველა თანამედროვემ ერთსულოვნად მიიჩნია მსოფლიოს ერთერთ საოცრებად.

როცა მთელი ხმელთაშუა ზღვის სამყარო რომის ძალაუფლების ქვეშ მოხვდა ეფესს არ დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა როგორც სავაჭრო ცენტრს, არტემიდას საკურთხეველი რომაელ დამპყრობთა შორის დიდი პოპულარობით სარგებლობდა,

არტემიდას მათ დიანა უწოდეს და თვითონაც თაყვანს სცემდნენ, არტემისიონის ქურუმები მდიდრდებოდნენ, როგორც წინათ ქალაქის დიდკაცობა მნიშვნელოვან თანხებს აძლევდა ტაძარს, ქალღმერთს ეკუთვნოდა იმ ფულის გარკვეული ნაწილი რომელიც შემოდიოდა კონსიფიკაციების და კანონის დამრღვევთა ჯარიმებიდან,

ქურუმები მდიდრდებოდნენ იმით, რომ ტაძრის ფულს სესხად აძლევდენ და სარგებელს იღებდენ, ერთ ძველ თხზულებაში მოთხრობილია ჯარისკაცზე, რომელმაც სალაშქროდ წასვლის წინ ტაძარში დატოვა დიდი თანხა, მის დაბრუნებამდე ქურუმებს შეეძლოთ მოეხმარათ ეს ფული ისე როგორც ისურვებდნენ, ჯარისკაცის დაღუპვის შემთხვევაში ფული ტაძრის საკუთრებაში გადადიოდა, მრავალი კეთილმოსურნე მოქალაქე უანდერძებდა ხოლმე ტაძარს თავის ქონებას იმ პირთა წასახალისებლად რომლებიც განსაკუთრებით ძვირფას საჩუქრებს იმეტებდნენ, ეფესელებს გამოჰქონდათ სამადლობელი დადგენილებები, ქვაზე ამოკვეთილი ეს დეკრეტები ტაძარში იყო გამოფენილი, განსაკუთრებით მდიდრული საჩუქარი უბოძა ქალღმერთს II ს ვინმე ლივიუს სალუტარიუსმა, რომაელმა მხედარმა, სალუტარიუსის სამადლობელმა დეკრეტმა რამდენიმე ქვის ფილა მოითხოვა, ამ მხედარმა ტაძარს უბოძა დიდძალი ფული, ბევრი ოქროსა და ვერცხლის ქანდაკება, მეტადრე გამოირჩეოდა არტემიდას ოქროს გამოსახულება ვერცხლის ირემით, აგრეთვე ქალღმერთის 2 ვერცხლის ქანდაკება ჩირაღდნებიანად,

ეფესელებს მეტისმეტად ძვირფასად მიაჩნდათ ქანდაკებანი, რომლებიც სალუტარიუსმა აჩუქათ, მათ შესანახად და მოსავლელად ამოირჩიეს საგანგებო ქურუმი.

დიდი დღესასწაულის დღეებში სახალხო კრებისა და ტანვარჯიშული შეჯიბრების დროს გაძლიერებული დაცვის თანხლებით ქანდაკებებს თეატრში გზავნიდნენ, იქ ათავსებდნენ მაღალ კვარცხლბეკზე რათა ყველას ეხილა და ეამაყა ყველასათვის სათაყვანო ტაძრის სიმდიდრით.

III ს რომის სახელმწიფო დაეცა და დაკარგა წინანდელი ძალაუფლება, დიდი გაჭირვებით იგერიებდა თავის საზღვრებთან მოზღვავებულ მრავალრიცხოვან ბარბაროსთა შემოსევებს.

არაერთხელ შეჭრილან ეს ბარბაროსი ტომები ქვეყნის სიღრმეში, აუოხრებიათ და გაუძარცვავთ ყოველივე თავიანთ გზაზე.

263 წ გოთები მიიზიდა ტაძრის არაჩვეულებრივი სიმდიდრის ამბავმა, აიღეს ეფესი და გაძარცვეს არტემიდას საკურთხეველი, დიდი ზიანი მიაყენეს არტემისიონს ქრისტიანებმაც, ქრისტიანი მქადაგებლები არაერთხელ აქეზებდნენ მორწმუნე ფანატიკოსებს წარმართთა ტაძრების წინააღმდეგ, არტემიდას ტაძარი ააოხრეს და გააპარტახეს.

ბიზანტიურ ხანაში ტაძრის მარმარილოს პირნაკეთობა გამოიყენეს როგორც საშენი მასალა სხვადასხვა ნაგებობისათვის, მაგრამ ყველაზე მეტი ზიანი ტაძარს მაინც ჭაობიანმა მიწამ მიაყენა, რასაც მშენებლის ვარაუდით უნდა დაეცვა ტაძარი მიწისძვრისაგან, მდ.  კაისტერის შლამმა თანდათან დაფარა ბლანტე ჭაობში ჩაძირული ტაძრის ნანგრევები.

XIX ს 60-ან წლებში ინგლისელმა არქეოლოგმა ვუდმა მიზნად დაისახა გაეთხარა ტაძარი, არტემისიონი ქალაქიდან დაშორებით იდგა და მისი პოვნა ადვილი არ იყო, ტაძრის პირველი კვალი აღმოაჩინეს 1869 წ.

XX ს მეცნიერებმა მოახერხეს ტაძრის საძირკვლის მთლიანად გათხრა, მის ქვეშ აღმოჩნდა რამდენიმე უფრო ძველი საკურთხევლის კვალი, უძველესი მათგანი მიაკუთვნეს დაახლოებით 700 წელი  ძ წ, ქვიშა-შლამის ქვეშ აღმოაჩინეს ელინურ-რომაული ეპოქის  ქ ეფესი ფართო და სწორი ქუჩებითა და მდიდრული შენობებით, განსაკუთრებით შესანიშნავი იყო დიდებული თეატრი იმ დროს ერთერთი უდიდესი თეატრი და ბიბლიოთეკა I ს. შუა საუკუნეებში ეფესმა დაკარგა ყოველგვარი მნიშვნელობა, აოხრებების გარდა მისმა ნავსადგურმაც დაიწყო გამეჩეჩება და ხომალდები აქ ღუზას აღარ უშვებდნენ.

1426 წ ეფესი ხელთ იგდეს თურქებმა და მისი ნგრევა გაგრძელდა, ახლა ის ერთერთი პატარა დაბაა თურქეთში და აღარაფერი დარჩა იმ დიდებული ქალაქიდან, რომლის ტაძარი ანტიკური სამყაროს დიდება იყო.

 

 ოლიმპიელი ზევსის ქანდაკება

 

ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ძველ ოლიმპიაში, პელოპონესის ერთერთ ქალაქში ხალხი მოზღვავდებოდა ხოლმე, მოდიოდნენ არა მარტო თვით საბერძნეთის ქალაქებიდან, მოემგზავრებოდნენ და ხომალდებით მოცურავდნენ მცირე აზიის ნაპირებიდან, იტალიიდან, სიცილიიდან, აფრიკიდან, ყოველი მხრიდან სადაც კი ბერძენთა კოლონიების ქალაქები იყო გაშენებული, ოლიმპიიდან გაგზავნილი საგანგებო შიკრიკები დაივლიდენ ყველა ბერძნულ ქალაქს და აცხადებდენ იმ დღეს, როცა უნდა დაწყებულიყო სახელგანთქმული ოლიმპიური თამაშობანი, დღეები როცა ცხადდებოდა საყოველთაო მშვიდობა თუ ბერძნულ ქალაქებს შორის ომი მძვინვარებდა დაუყოვნებლივ შეკრავდნენ ზავს და მოქალაქე ვინც ოლიმპიურ თამაშობაზე მიდიოდა იმყოფებოდა ბერძენთა უზენაესი ღვთაების ზევსის მფარველობის ქვეშ და ითვლებოდა ხელშეუხებლად, ოლიმპია იყო საბერძნეთის ერთერთი წმინდა ადგილი.

ძველი მითის მიხედვით სწორედ აქ ოლიმპიაში ზევსმა მოიპოვა გამარჯვება თავის მამაზე ქრონოსზე, რომელიც იმის შიშით,რომ შვილები ტახტს არ შეცილებოდნენ ყლაპავდა მათ.

ქრონოსის ცოლმა რეამ გადაწყვიტა 1 შვილი მაინც ცოცხალი შეენარჩუნებია და ზევსის მაგიერ მან ქმარს არტახებში გახვეული ქვა ჩაუგდო პირში, ქრონოსმაც ზევსის ნაცვლად ქვა გადაყლაპა.

პატარა ზევსი მამას გადაუმალეს კუნძულ კრეტაზე სადაც ის გამოკვება იდას მთაზე თხა ამალთეამ.

როცა ზევსი გაიზარდა და მომაგრდა, ასრულდა წინასწარმეტყველება რისიც ასე ეშინოდა ქრონოსს, უძლეველმა ზევსმა დაამარცხა სასტიკი მამა, აიძულა ამოენთხია ჩაყლაპული და-ძმანი და წაართვა ქვეყნიერების მეუფის სადავეები, ზევსის სწორედ ამ დიდი გამარჯვების პატივსაცემად დააწესეს ბერძნებმა ოლიმპიური დღესასწაულები.

5 დღე გრძელდებოდა საზეიმო სვლა, მსხვერპლის შეწირვა და შეჯიბრება ღმერთებისა და ადამიანების უძლიერესი მამის ზევსის პატივსაცემად, მსხვერპლის თითოეულ შეწირვას, რაც მთავარ საკურთხეველზე ხდებოდა თან სდევდა მრავალი ქალაქის მოქალაქეთა საზეიმო სვლა, ამით პატივს სცემდნენ მოქალაქეები ღვთაება ზევსს, წმინდა ადგილს აუტისს რომლის შიგნითაც მოთავსებული იყო ოლიმპიის უმნიშვნელოვანესი სალოცავები გარს ერტყა ქვის გალავანი 5 გასასვლელით, მთავარ ალაყაფის კარად ითვლებოდა სამხრეთის პროპილეი საიდანაც იწყებოდა საზეიმო პროცესიების გზა, 3 ჭიშკრიდან შესასვლელი იყო სტადიონზე, გიმნასიაზე და იპოდრომზე, უკანასკნელ მეხუთე ჭიშკარს კი იყენებდნენ ქურუმებისა და თანამდებობის პირთა ოლიმპიურ დღესასწაულთა განმკარგულებლების გასასვლელად, ოლიმპიაში ჩასულ მგზავრებს აბინავებდნენ წმინდა გალავნის ირგვლივ, ან მდ  ალფიის ნაპირების გასწვრივ, სადაც დღესასწაულის დროისათვის აწყობდნენ ლერწმის ან ტყავის კარვებს, ღარიბ-ღატაკნი პირდაპირ ცის ქვეშ ათევდნენ ღამეს ვინაიდან დღესასწაულები ივნისის ბოლოს და ივლისის დამდეგს იმართებოდა და ღამის გათევა ცის ქვეშ დიდ სიძნელეს არ წარმოადგენდა,

ამ დროისათვის ოლიმპიაში თავს იყრიდნენ დიდძალი ვაჭრები ათასგვარი საქონლითა და ამგვარად ოლიმპიური დღესასწაულები ამავე დროს საბერძნეთის  ბაზრობის დრო იყო, წმინდა გალავნის გასწვრივ ჩამწკრივებული იყო ვაჭრებისა და საქონლის გამცვლელთა კარვები, დილიდან საღამომდე წარმოებდა გაცხოველებული ვაჭრობა, საბერძნეთის ქალაქების ვაჭრები სდებდნენ ურთიერთშორის  სავაჭრო გარიგებებს, დღესასწაულებზე ჩამოსულები პირველ დღეს მონაწილეობას იღებდნენ პროცესიებსა და მსხვერპლის შეწირვაზე ზევსისა და სხვა ღმერთების პატივსაცემად, რომელთა ტაძრებიც მოთავსებული იყო წმინდა ნაკვეთზე, ბევრი საინტერესო რამ შეეძლოთ ენახათ ზევსის სტუმრებს (ასე ეძახდნენ ოლიმპიაში ჩამოსულ ყველა სტუმარს), წმინდა ჭალაში იდგა გმირებისა და ოლიმპიურ თამაშობაში გამარჯვებულთა ქანდაკებანი, ადამიანები საკურთხეველთან ელოდენ თავიანთ რიგს თუ როდის მოუწევდათ მსხვერპლის  შეწირვა, სხვები მიდიოდენ ჰერას ტაძარში, რათა პატივი ეცათ ზევსის დიდებული მეუღლისათვის ლოცვითა და მსხვერპლის შეწირვით, მესამენი მიეშურებოდენ ღმერთების დედის რეას ტაძარში, ყველას აინტერესებდა ექოს ტალანში შესვლა, გალერეაში, რომელიც ისე ოსტატურად იყო მოწყობილი, რომ იქ ნათქვამი ყოველი სიტყვა შვიდჯერ მეორდებოდა, მაგრამ ოლიმპიის მთავარი სათაყვანო იყო ზევსის დიდებული ტაძარი უზენაესი ღვთაების ქანდაკებით, რომელიც შექმნა გენიალურმა ბერძენმა მოქანდაკემ ფიდიასმა ქალმიდას შვილმა, მარტოოდენ ოლიმპიელი ზევსის ქანდაკებით როდი გაითქვა სახელი ამ ფიდიასმა, მან მონაწილეობა მიიღო მშობლიური ქალაქის ათენის გამშვენიერებაშიც, მან გამოაქანდაკა სახელგანთქმული ათენა ქალწულის გამოსახულება, რომელიც პართენონის ტაძარში, ათენის მთავარ საკურთხეველში იდგა, მანვე შეასრულა შესანიშნავი რელიეფები პართენონის კედლებზე, ისინი გამოსახავდნენ ქალღმერთ ათენას პატივსაცემად პარაფინეის დღესასწაულზე გამართულ წმინდა პროცესიას, ფიდიასი სწავლობდა მოქანდაკე აგელაბრთან და გამოჩენილ მხატვართან პოლიგნოცთან, მალე ხანიგში გაითქვა სახელი და დაწინაურდა როგორც დამოუკიდებელი ოსტატი, ათენის სახელმწიფოს მეთაურმა პერიკლემ, რომლის მეგობარიც იყო ფიდიასი მასთან ერთად დაამუშავა ათენის დამშვენებისა და ახლად აშენების გეგმა, ფიდიასის მხატვრული გენიის წყალობით ათენი ძ წ V ს გახდა საბერძნეთის უმშვენიერესი ქალაქი,

ფიდიასის ყველა ნაწარმოები გამოირჩეოდა სილამაზითა და სიდიადით, მაგრამ პერიკლეს მოღვაწეობასთან მჭიდრო კავშირმა არასასურველი როლი ითამაშა თვით პერიკლეს მეგობრის ფიდიასის ცხოვრებაში,

პერიკლეს პოლიტიკურმა მტრებმა განიზრახეს ათენის მმართველის ავტორიტეტის შელახვა და სამართალში მისცეს ფიდიასი, მოქანდაკეს ბრალსა სდებდნენ იმაში, რომ აკროპოლზე გამართულ მის სახელოსნოდან იტაცებდნენ ოქროსა და სპილოს ძვალს, რაც მას ეძლეოდა ქალღმერთ ათენას ქანდაკებისათვის, დაიწყო სასამართლო პროცესი ფიდიასის წინააღმდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ყველამ იცოდა ეს იყო ცილისწამება ელიდის მცხოვრებლები, რომლებიც მოუთმენლად ელოდნენ ათენას ქანდაკებაზე მუშაობის დასრულებას, რათა მერე ფიდიასი შედგომოდა ოლიმპიელი ზევსის ქანდაკების შექმნას სასამართლო პროცესში ჩაერივნენ და ათენელებს წინადადება მისცეს დროებით გაეთავისუფლებინათ ფიდიასი მუშაობის დამთავრებამდე, სამაგიეროდ დიდ ფულად თანხას ჰპირდებოდნენ, წინადადება მიღებულ იქნა და ფიდიასს ნება დაერთო წასულიყო ოლიმპიაში, იქ მუშაობდა რამდენიმე წლის განმავლობაში და შექმნა თავისი მეორე შედევრი ოლიმპიელი ზევსი.

ჩვენს დრომდე მოაღწიეს მოთხრობებმა იმაზე თუ რა დიდებული რამ ყოფილა ოლიმპიის ტაძარი და ზევსის ქანდაკება, ძველ ავტორთა ამ აღწერებიდან შეიძლება წარმოვიდგინოთ მათი სახე, მითუმეტეს, რომ არქეოლოგებმა გათხრების დროს ძველი ოლიმპიის ტაძრის ადგილზე აღმოაჩინეს შესანიშნავი საკურთხევლის მრავალი ნაშთი, საძირკველი, სვეტები, ქანდაკებანი, რელიეფები, რომლებიც ოდესღაც ამკობდენ მას, ამ ნამტვრევებისა და ძველ ავტორთა აღწერების მიხედვით შესაძლებელი გახდა მეცნიერებს სავსებით აღედგინათ იმ შესანიშნავი ტაძრის სახე, რომელიც ლიბონ ელიდელმა ააშენა ძ წ V ს, ელიდა ქალაქი პელოპონესში, ჩვეულებრივ ამ ქალაქიდან ირჩევდენ ოლიმპიურ თამაშობათა მეთაურებს, იმ ქანდაკებათა ნამტვრევებს შორის, რომლებიც ოდესღაც ამკობდნენ ოლიმპიას იპოვეს სახელგანთქმული პრაქსიტელის ერთი ქმნილება ღმერთ ჰერმესის ქანდაკება, მას ხელში უჭირავს ყრმა დიონისე.

ზევსის ქანდაკება მთლიანად დაიღუპა ხანძრის დროს, რომელიც გაჩნდა ბიზანტიის იმპერატორ თეოდოს II-ს სასახლეში V ს-ში, ამ იმპერატორის ბრძანებით ეს ქანდაკება ოლიმპიიდან გადატანილი იქნა კონსტანტინეპოლში, შემონახულია მხოლოდ აღწერები და გამოსახულება ძველ მონეტებზე, ზევსის როგორც მთელი ფიგურის აგრეთვე მხოლოდ თავისა, მაგრამ რამდენადაც აღწერა ეკუთვნის მნახველთა კალამს, ხოლო მონეტებზე გამოიყენეს თვით ქანდაკების მიხედვით თანამედროვე მხატვრისათვის ძნელი აღარ არის იმის წარმოდგენა თუ როგორ გამოიყურებოდა ეს შესანიშნავი ქანდაკება.

ალტისის ცენტრალურ მოედანზე ამაღლებულ ადგილზე აღმართული იყო დიდებული მრავალსვეტიანი ტაძარი აგებული საძირკვლის ქვიდან სახურავის ჩათვლით სულ თეთრი მარმარილოსაგან, ტაძრის სიგრძე აღწევდა სამოცდაოთხ მეტრს, სიგანე ოცდარვა მეტრს, დორიული სტილის 34 სვეტი ერტყა გარშემო ტაძარს, ძალუმი ტაძრის კედლები და სვეტები ქმნიდენ მრისხანე სიდიადისა და უბრალოების შთაბეჭდილებას.

კაცი, რომელიც ტაძარს უახლოვდებოდა იმსჭვალებოდა საზეიმო განწყობილებით, უფრო ადრე ვიდრე დიდებული ზევსის გამოსახულებას ნახავდა, ტაძრის ფრონტონი დაგვირგვინებული იყო მფრინავი ნიკეს (გამარჯვების ქალღმერთი) ოქროთი მოვარაყებული გამოსახულებით, ფრონტონის კუთხეებში კი ბრინჯაოს მოოქროულ სამფეხებზე იდგა ფიალები.

ტაძრის აღმოსავლეთ და დასავლეთ ფრონტონები დამშვენებული იყო ქანდაკებებით, რომლებიც გამოხატავდენ სცენებს ძველი ლეგენდებიდან გმირ პელოპსისა და სასტიკ მეფე ენომაის შეჯიბრებას ეტლით სრბოლაში და ლაპითების ბრძოლას კენტავრებთან, ლეგენდა მეფე ენომაისსა და გმირ პელოპსზე მოგითხრობდა, რომ ღმერთმა აპოლონმა მეფეს უწინასწარმეტყველა სიკვდილი საკუთარი სიძის ხელით, ამიტომ მეფე ენომაი თავის სიცოცხლეს უფრთხილდება და გადაწყვეტილი აქვს არავის მიათხოვოს ასული, ის აცხადებს, რომ ყველამ ვინც მოიწადინებს ჰიპოდამიას ცოლად წაყვანას უნდა გაუსწროს მას ეტლით სრბოლაში, არავის შეეძლო ცბიერ ენომაისათვის გაესწრო, რადგანაც ჯადოქარი ცხენები ჰყავდა, დაეწეოდა ბედშავ სასიძოს  და შუბით განგმირავდა ხოლმე, 13 გმირი დაიღუპა ენომაის ხელით, მეთოთხმეტე მთხოვნელმა გმირმა პელოპსმა  მოისყიდა მეფის მეეტლე და იმანაც ჭილიბი გამოუღო მეფის ეტლის ღერძს, გაცხარებული შეჯიბრების დროს მეფის ეტლი დაიშალა და მის ნამსხვრევებში დაიღუპა ბოროტი დესპოტი, პელოპსმა მოიგო შეჯიბრება, დაეუფლა ჰიპოდამიას და გახდა მბრძანებელი ქვეყნისა, რომელსაც მისი სახელის მიხედვით პელოპონესი ეწოდა.

მეორე ფრონტონი ასახავდა მითს ლაპითის ხალხის ბრძოლაზე კენტავრებთან, კენტავრებზე ლაპითების გამარჯვების ძველი ლეგენდა მახლობელი იყო ყველა ბერძენისათვის.

ზევსის ტაძარი აღმართეს მას შემდეგ რაც ბერძნებმა გაიმარჯვეს სპარსელებზე და თავიდან აიცილეს თავისუფლების დაკარგვის საფრთხე,  ველური კენტავრების სახით მოქანდაკემ ასახა უხეში და სასტიკი სპარსელები, რომლებიც ცდილობდნენ დაემონებინათ ბერძენთა ქალაქები, თავისუფალი და კულტურული საბერძნეთი, მხატვარი გამოსახავს ლაპით-ბერძენთა სასტიკ ბრძოლას ველურ კენტავრებთან და ამით ხალხს მოაგონებს ახლო წარსულში ბერძენთა გამარჯვებას.

ტაძრის გარეთა კედლებზე სვეტებსშორის მოთავსებული იყო მარმარილოს ფილები ბარელიეფებით, რომლებიც გამოხატავდნენ ჰერაკლეს თორმეტ გმირობას. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ოლიმპიური თამაშები თავდაპირველად დაწესებული იყო გმირ პელოპსის პატივსაცემად და გმირ ჰერაკლეს მიაწერდნენ მათ გადაქცევას მისი მამის ზევსის სადიდებელ ზეიმად, მარმარილოს თოვლივით თეთრი ბათქაშით მოპირკეთებული მთელი ტაძარი სამხრეთით მზის სხივებზე თვალისმომჭრელად ელვარებდა, როცა მნახველი ფართო საფეხურებზე ადიოდა ტაძრის შესასვლელი კარისაკენ მისი ფეხები ეხებოდნენ ბრწყინვალე მოზაიკას, რომელიც იატაკს ამშვენებდა, უზარმაზარი ღია ბრინჯაოს კარებიდან მნახველი შედიოდა დიდ დარბაზში, რომელიც სვეტების 2 რიგით სამ ნაწილად იყოფოდა.  ტაძრის სიღრმეში აღმართული იყოზევსის ქანდაკება, იმ დროს სახელგანთქმული ქმნილება, მსოფლიოს ერთერთ საოცრებად მიჩნეული, საბერძნეთში უბედურად თვლიდნენ იმ ადამიანს, რომელსაც საშვალება არ ჰქონდა ენახა ფიდიასის ეს გენიალური ქმნილება, ღმერთების მბრძანებელი ტახტზე იჯდა, სხეულის ზედა ნაწილი შიშველი ჰქონდა, ქვედა ნაწილს კი უფარავდა მდიდრული მოსასხამი, ერთ ხელში ზევსს ეჭირა გამარჯვების ქალღმერთ ნიკეს ქანდაკება, მეორეში კვერთხი დაგვირგვინებული ღმერთის წმინდა ფრინველის არწივის გამოსახულებით, ღვთაების თავს ამკობდა ზეთისხილის ტოტების გვირგვინი, თავსახვევის ბოლოები მხრებზე სცემდა, ეს იყო კოლოსალური ქანდაკება, ზევსი თითქმის თავით ეხებოდდა ტაძრის ჭერს, მისი  სიმაღლე ალბათ ჩვიდმეტ მეტრს აღწევდა, რომელიც ფიდიასმა გამოაქანდაკა  ე  წ  ქრისოელეფანტინის ტექნიკით (ქრისოს ოქრო, ელეფანტინომი სპილოს ძვალი ბერძნულად) მოელვარე ოქროსაგან დაამზადა მოქანდაკემ ზევსის მოსასხამი, გვირგვინი და თავსახვევი, აგრეთვე ნიკეს სამოსელი და ძლევის გვირგვინი, ზევსის თავი და ტანი, ნიკეს მელი სხეული გამოკვეთილი იყო სპილოს ძვლისაგან, თბილი ვარდისფერი ყვითელი ფერი არაჩვეულებრივ ცოცხალ იერს აძლევდა გამოსახულებას, ტყუილად კი არ ამბობდენ ისინი, რომელთაც წილად ხვდათ ამ ქმნილების ხილვა, «ქანდაკება კი არა ნამდვილი ღვთაება ვნახეთო».

ეს გამოსახულება ადამიანებს აოცებდა არა მარტო თავისი ძლიერებით, მისგან გამოდიოდა არაჩფვეულებრივი მომხიბვლელობა, სამყაროს სიბრძნისა და სიკეთის განცდა, ამბობენ ზევსის ქანდაკებაზე ფიდიასი დიდხანს ფიქრობდაო და თავისი მეგობრის მხატვარ პანენის შეკითხვაზე «რანაირი გინდა გამოსახო ზევსიო» მიუგო «მე შევქმნი ზევსს იმ ნიმუშის მიხედვით რაც ჰომეროსმა მოგვცა ილიადაშიო».

ზევსის ქანდაკება ახდენდა წარუხოცელსა და ღრმა შთაბეჭდილებას ყველაზე ვინც ის იხილა, ამტკიცებდენ,რომ ადამიანი რა დარდი და ძნელბედობაც არ უნდა გამოეცადა ცხოვრებაში ფიდიასის ღვთაებრივად მშვენიერი ქმნილების ხილვაზე ყველაფერს  ივიწყებდაო, წადით ოლიმპიაში ამბობდა ერთი ძველი დროის ორატორი რათა ნახოთ ფიდიასის ქმნილება, დიდი უბედურებაა მოკვდე ისე, რომ ასეთი სასწაული არ იხილო. მრავალი ლეგენდა იქმნებოდა ამ ქანდაკების გარშემო, ერთი მათგანი მოგვითხრობს, რომ ფიდიასი დაქანცული უზარმაზარი სამუშაოთი რაც თავს იდო იმის შემდეგ, რაც ქანდაკება დასრულდა და თავის ადგილზე დაიდგა ტაძარში მივიდა, ბუნდოვნად ჩანდა დარბაზში ღვთაება, მარმარილოს იატაკს ხელოვანის ჩანაფიქრით უნდა გაეზომიერებინა ოქროს ელვარება და დაეჩრდილა სპილოს ძვლის ცოცხალი სითეთრე, ფიდიასმა აღმართა თავი ზევსისაკენ და შესძახა «კმაყოფილი ხარ ზევსო», გაისმა ჭექა-ქუხილი და მარმარილოს იატაკი სადაც ქანდაკება იდგა მეხმა ორად გააპო, ეს ზევსმა უპასუხა დიახ. ქანდაკების შექმნამ ბევრი დრო და შრომა მოითხოვა, რა თქმა უნდა ფიდიასი მარტო არ მუშაობდა, მას ეხმარებოდნენ მოწაფეები და ოსტატი ხელოსნები, მოქანდაკის ჩანაფიქრის განსახორციელებლად ოლიმპიაში შეიქმნა განსაკუთრებული სახელოსნო საიდანაც გამოვიდნენ ნიჭიერი ბერძენი მოქანდაკეები ფიდიასის მოწაფეები და მიმდევრები, ქანდაკების დასამზადებლად ქრისოელეფანტინური მეთოდით საჭირო იყო დიდი და გულმოდგინე მუშაობა, ცხადია ბუნებაში არ შეიძლება ყოფილიყო სპილოს ეშვები ისეთი ზომისა, რომ იქიდან შესაძლებელი ყოფილიყო კოლოსალური ქანდაკების თავის, ტანის და ხელ-ფეხის გამოკვეთა.

ფიგურის ფუძეს კვეთდენ ხისაგან, ხოლო შემდეგ ისეთ ადგილებზე სადაც ფიდიასის ჩანაფიქრით ტანი შიშველი უნდა დარჩენილიყო აკრავდენ სპილოს ძვლის გაპრიალებულ ფირფიტებს, აუცილებელი იყო სიდიდის ზუსტი გაზომვა, ზედაპირის უმცირესი დახრილობის გათვალისწინება, საჭირო იყო დიდი ხელოვნება რათა ფირფიტები ერთმანეთისათვის ისეთნაირად მოერგოთ, რომ ნაკერები თვალს ვერც კი შეემჩნია, სპილოს ძვალი იყო არა მარტო მყიფე, არამედ ჟინიანი მასალა, მას ეშინოდა მეტისმეტი სიმშრალისა და სინესტისა, ჩნდებოდა ბზარები, ფირფიტები იღრიცებოდნენ, კარგავდნენ ფორმას ამიტომ ათენას ქანდაკებას, რომელიც პართენონში საკმაოდ მაღალ ადგილზე იდგა წყალს ასხურებდნენ რათა სინესტის ნაკლებობა შეევსოთ, ხოლო ოლიმპში სადაც ადგილი ჭაობიანი იყო სინესტისაგან დასაცავად ზევსის ქანდაკებას ზეთისხილის ზეთს აცხებდნენ.

ქანდაკების ნაწილს, რომელიც დაფარული იყო მოსასხამით გადაკრული ჰქონდა ნაჭედი ოქროს თხელი ფენა, ოსტატმა ოქრომჭედლებმა ოქროს ფირფიტები შეამკეს დიდი ხელოვნებით ჩაჭედილი ინკრუსტაციებით, აქ იყო ცხოველთა, ყვავილებისა და ვარსკვლავების გამოსახულებანი, ოქროსა და სპილოს ძვლისაგან იყო გაკეთებული ზევსის ტახტიც, მაღალი საზურგე, სახელურები, ტახტის საფეხურები მდიდრულად იყო მორთული რელიეფებით, სპილოს ძვალზე  ამოკვეთილი გამოსახულებებით, ღმერთებისა და ქალღმერთების სახეები, ტახტის სავარძლის ძელებზე გამოსახული იყო ოლიმპიურ შეჯიბრებათა გამოსახულებანი.

ჭაბუკებიდან თამაშობათა მონაწილეებიდან ფიდიასმა გამოსახა თავისი მეგობარი პანორკ ელეელი, რომელმაც ერთერთ შეჯიბრებაში გაიმარჯვა, ტახტის ქვედა კედლებს ფარავდა ფიდიასის ნათესავისა და თანაშემწის მხატვარ პანენის ნახატები,

ღმერთების მამამთავრის ფეხები შემოსილი იყო ოქროს ფოსტლებით, ესვენა ოქროს ლომებით დამშვენებულ პატარა სკამზე, ზევსის ფერხთით გაკეთებული იყო წარწერა «ათენელმა ფიდიასმა ქარმიდის შვილმა შემქმნა მე». ზევსის ქანდაკება თავისთავად შეადგენდა განუზომელ ღირებულებას, რომლის წარმოდგენაც კი ძნელია, ამას გარდა ზევსის ტაძარში ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან ქალაქებისა თუ სხვადასხვა პირების სახელით ნაკადებად მიედინებოდა უზარმაზარი სიმდიდრე,

ასე ერთმა მხედართმთავარმა ტაძარს უბოძა ასერთი ოქროს ფარი, ეს ფარები მოთავსებული იყო ზევსის ტაძრის ლავგარდანზე, ერთიმეორის წინააღმდეგ მებრძოლი სახელმწიფოები ნადავლის მეათედს უზძღვნიდნენ ხოლმე ზევსს, მდიდრულ ძღვენს ისეთი რაოდენობით იღებდა ტაძარი, რომ ალტიცის ზღუდეში აშენდა საგანგებო შენობა საგანძური ძვირფას შესაწირავთა შესანახად.

ოლიმპიურ თამაშობებში გამარჯვებულთა ქანდაკებები იდგა წმინდა ჭალაში ტაძრების გაყოლებით წმინდა პროცესიების მთელს გზაზე, ასეთი ქანდაკებების რიცხვი დიდი იყო, რადგან გამარჯვებულის ოლიმპიონიკისათვის ყველაზე დიდ პატივს წარმოადგენდა ქანდაკების დადგმა მისი გამარჯვების პატივსაცემად ოლიმპიონიკი, რომელიც სამჯერ გაიმარჯვებდა უფლებით სარგებლობდა აეგო თავისთვის საკუთარი გამოსახულება, ჩვეულებრივ ასეთ ქანდაკებებს შეუკვეთდენ ხოლმე საბერძნეთის საუკეთესო ხელოვანთ და ისინი ხელოვნების ნამდვილ ქმნილებებად იქცეოდენ, უბრალოდ როდი იყო ნათქვამი ბერძნულ ანდაზაში «ყველაზე დიდი ქონებაა ოქროს ქანდაკება ოლიმპიაში».

ადვილი არ იყო გამარჯვების მოპოვება ოლიმპიურ თამაშობაში, აქ იყრიდნენ თავს ბერძენთა ქალაქების ყველაზე უფრო დახელოვნებული ათლეტები, თამაშის დაწყებამდე 1 თვით ადრე მათი სახელები შეჰქონდათ სიებში, რომელსაც ადგენდნენ საგანგებოდ შერჩეული პირები, არჩეული ელანოდიკების ოლიმპიელი მსაჯების თანამდებობაზე, მათი რიცხვი 10 იყო და  მათ ეკისრებოდა მთელი ოლიმპიური თამაშების მოწყობა, ისინი თვალყურს ადევნებდნენ წესდების დაცვას, რომლის მიხედვითაც ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მიღების უფლება ჰქონდათ მხოლოდ თავისუფალ ბერძენ მოქალაქეებს, რომელთაც თავიანთი სახელისთვის რაიმე დანაშაულით ჩირქი არ მოეცხოთ, სიკვდილით დასჯის შიშით ვერც ერთი ქალი ვერ გამოჩნდებოდა ოლიმპიის სტადიონზე და იპოდრომზე.

ჩვენამდე მოაღწია რამდენიმე შეჯიბრებაში გამარჯვებული ათლეტის ქანდაკებამ, ძველი დროის უდიდეს ხელოვანთა მიერ შექმნილმა ესაა დორი შუბოსანი მოქანდაკე პოლიკლეტისა, ბადროს მტყორცნელი მოქანდაკე მირონი და ბევრი სხვა შემონახული რომაულ ასლებში.

სტადიონი, რომელიც 40000 მაყურებელს იტევდა პირველსავე დღეს ივსებოდა ხალხით, ყველა ელოდა შეჯიბრების დაწყებას სირბილში,ელანოდიკები (მსაჯები) მეწამულ სამოსელში ზეიმით მიეშურებოდენ თავიანთი ამაღლებული ადგილებისაკენ, ბუკის ხმაზე ასპარეზზე გამოდიოდა მაუწყებელი და მოუწოდებდა მსურველებს სირბილში შეჯიბრებისაკენ, ხმამაღლა გაიძახოდა მათ სახელებს და ხალხს ეკითხებოდა ღირსნი  არიან თუ არა შეჯიბრებაში მონაწილეობისა, ხომ არ არიან მოქალაქეთა შორის ისეთები, რომელთაც დაურღვევიათ წმინდა ოლიმპიურ თამაშობათა წესდება, ამ ცერემონიის შემდეგ შეჯიბრების მონაწილენი მიდიოდენ საგანგებო შენობაში სადაც იხდიდენ ტანზე და იცხებდნენ ზეთს, მერე გამოდიოდენ სტადიონზე და იღებდენ დანომრილ ჟეტონს, მსაჯი ართმევდა ჟეტონებს და ანაწილებდა ჯგუფებად ნომრების მიხედვით, სიგნალის ხმაზე პირველი 4 მორბენალი მოწყდებოდა ადგილს გამარჯვებული, რომელიც პირველი მიაღწევდა სვეტს ამაღლებულ ადგილს სადაც მსაჯები ისხდნენ განზე გაჰყავდათ, ასევე ოთხ-ოთხ კაციან ჯგუფებად გარბოდნენ სხვა ათლეტებიც, მაუწყებელი აცხადებდა გამარჯვებულთა სახელს უბრალო სირბილში, ამას მოსდევდა ორმაგი და ექვსმაგი სირბილიც კი როცა ათლეტებს ექვსჯერ უნდა შემოერბინათ სტადიონის მოედნის ხაზი, მაგრამ ყველაზე უფრო ძნელი სახეობა იყო შეჯიბრება სრული აღჭურვილობით, როცა ასპარეზობა სწარმოებდა შეიარაღებულ მეომართა,შუბოსანთა და ფარხმლიანთა შემდეგსირბილში.

შეჯიბრების შემდეგ იწყებოდა  ჭიდაობა, ესეც თანდათან რთულდებოდა, პირველად გამოდიოდენ ტიტველი მოჭიდავეები, რომლებიც ტანზე წინასწარ ზეთს იცხებდენ, რათა უფრო იოლად დასხლტომოდენ მოწინააღმდეგეს ხელიდან, ჯერ ურნიდან ჟეტონები ამოჰქონდათ და ვისაც ერთნაირი ნომრები აღმოაჩნდებოდა ჟეტონებზე ჭიდაობაში ჩაებმებოდნენ, იმარჯვებდა ის ვინც სამჯერ გააკრავდა ბეჭებზე მოწინააღმდეგეს, შემდეგ გამარჯვებულები წყვილ-წყვილად ჭიდაობდნენ ერთმანეთთან ვიდრე 1 ათლეტი არ აღმოჩნდებოდა გამარჯვებული ყველა დანარჩენზე.

მუშტით ბრძოლა წარმოებდა იმავე წესით, ეს იყო საშინელი სანახაობა, ათლეტებს თავზე ჩამოაცმევდნენ ბრინჯაოს საფარველებს, ხელებზე კი შემოახვევდნენ ტყავის ღვედებს ლითონის ხორკლებით, რათა უფრო გაეზარდათ დარტყმის ძალა და დაეცვათ ხელი დაზიანებისაგან, ეს შეჯავშნული მუშტები ასახიჩრებდნენ მოწინააღმდეგეს, ზოგჯერ მუშტი-კრივი მთავრდებოდა სერიოზული ჭრილობებით და დამარცხებულის სიკვდილითაც კი, შესანიშნავმა ბერძენმა მოქანდაკემ დიონისიონმა გამოკვეთა განთქმული მოკრივის სახე, ქანდაკება დღემდეა შემონახული.

გვიან ოცდამეცამეტე ოლიმპიადის დროს შემოღებულ იქნა შეჯიბრების კიდევ 1 სახეობა პანკრატი ჭიდაობისა და მუშტი-კრივის ნარევი, ოღონდ დამცველი საფარველისა და ტყავის სახვევის გარეშე, პანკრატი იყო სპორტის საშიში სახეობა და ითხოვდა მოჭიდავეთა გამძლეობას, დიდ მოხერხებას, ძალას, შეჯიბრების მეორე დღე იწყებოდა ხუთჭიდით ხუთნაირი შეჯიბრება ერთიმეორეს მოსდევდა, სიმძიმეებით ხტომა სიგრძეზე, ბადროს ტყორცნა, შუბის ტყორცნა, უბრალო სირბილი და ჭიდაობა, ამ სახეობაში გამარჯვებული გამოდიოდა ის ვინც ყველა სახეობაში საუკეთესო შედეგს უჩვენებდა, ამიტომ ის ყველაზე უფრო ძნელ სახეობად ითვლებოდა, შეჯიბრების უკანასკნელი დღე ეძღვნებოდა ყველაზე უფრო აზარტულ ოლიმპიურ სახეობას ეტლებით რბოლას.

თავბრუდამხვევი სისწრაფით მიექანებოდა ოთხცხენა ეტლი ასპარეზზე და ცდილობდა ყველასათვის გაესწრო, საჭირო იყო დიდი ხელოვნება და სიმშვიდე რათა მეთორმეტეჯერ შემოევლო მონაწილეს იპოდრომის ბოლო სვეტისათვის და არ გადაებრუნებინა ეტლი მოსახვევებში.

იყო უბედური შემთხვევებიც, ერთმანეთს დაჯახება, გადაბრუნება. გამარჯვებულად კი ითვლებოდა არა მეეტლე არამედ ეტლისა და ცხენების მფლობელი, ჯილდოც მას ეძლეოდა.

შეჯიბრების დამთავრების შემდეგ ხდებოდა დაჯილდოება, მეწამული ფარდა რომელიც ფარავდა ზევსის ქანდაკებას იხსნებოდა და ხალხი აღრფთოვანებით ხვდებოდა მას, ელადიკები გამარჯვებულთ ამკობდნენ ზეთისხილის რტოებით დაწნული გვირგვინებით, რომლებიც ზევსის ტაძრის მახლობლად იზრდებოდა, გამარჯვებულნი პალმის რტოებით ხელში მიემართებოდნენ საზეიმო პროცესიაზე გარემოცულნი ელანოდიკებით და საპატიო სტუმრებით, ფლეიტების ხმაზე და ჰიმნების სიმღერაში ისინი მიეშურებოდნენ საკურთხევლისაკენ სადაც სამადლობელი მსხვერპლის შეწირვა ხდებოდა.

შემდეგ კი იწყებოდა ნადიმი, რომელიც ზოგჯერ რამდენიმე დღეს გრძელდებოდა, რადგან მას გამარჯვებულნი ერთიმეორის მიყოლებით აწყობდენ, გამარჯვების აღსანიშნავად, სამშობლოში დაბრუნებული ოლიმპიონიკები თავიანთი თანამემამულეებისაგან ახალ საჩუქრებს იღებდენ მადლობის ნიშნად, მას უწყობდენ ქალაქში მსვლელობას ოთხცხენიანი ეტლით, მას ეცვა ძვირფასი მეწამული სამოსელი და გარს ეხვიენ თაყვანისმცემლები.

თავიდან პროცესია მიემართებოდა ზევსის ტაძრისკენ სადაც ის მსხვერპლს სწირავდა, აჩუქებდა თავის გვირგვინს, ამას მოჰყვებოდა მეჯლისი და გამარჯვებულს უდგამდენ ორ ძეგლს მშობლიურ ქალაქში და ოლიმპიაზე.

თამაშების სამახსოვროდ ჭრიდნენ მედალს, გამარჯვებული ხდებოდა ქალაქის სიამაყე და განსაკუთრებული პატივისცემით სარგებლობდა, ზოგ ქალაქში ის თავისუფლდებოდა გადასახადებისაგან, იღებდა ფულად ჯილდოს და ძვირფას საჩუქრებს მოქალაქეთაგან, ხშირ შემთხვევაში ოლიმპიონიკები იყვნენ შეძლებული ადამიანები. ოლიმპიის ტაძრები მიწისძვრებმა დაანგრიეს.

 

ოლიმპიაში გათხრები დაიწყო XIX ს შუა წლებში და აღმოჩენების შედეგად შეძლეს აღედგინათ ზევსის საკურთხევლის სახე.

1896 წ ოლიმპიური თამაშები განახლდა, როგორც საერთაშორისო სპორტული შეჯიბრებანი, რომლის ახალი წესით ოლიმპიური ჩირაღდანი ინთება საბერძნეთში მზის სხივების საშვალებით და ჩააქვთ იმ ქვეყანაში სადაც ტარდება ოლიმპიადა.

 

 ჰალიკარნასის მავზოლეუმი

 

ჰალიკარნასი კარიის პატარა სამეფოს დედაქალაქი სამართLლიანად ითვლებოდა მცირე აზიის ერთერთ უმდიდრეს და ულამაზეს ქალაქად, თეთრი მარმარილოს ულამაზესი ტაძრები, თეატრი, სამეფო სასახლე, ბაღები, სვეტების მთელი წრით დამშვენებული კარიბჭეები ამკობდნენ ქალაქის ქუჩებს და მოედნებს, მისი ნავსადგური არასოდეს არ ცარიელდებოდა, ღუზაზე იდგა ურიცხვი საქონლით დატვირთული უამრავი ხომალდი, უცხოელებს იზიდავდა ქალაქის ძველი დიდება, მოგზაურებს სურდათ შეეხედათ არესის ტაძრისათვის, გამოჩენილი მოქანდაკის ლეოქარესის შედევრი მარმარილოსა და ოქროთი მოჭედილი ხისაგან დამზადებული ომის ღმერთის უზარმაზარი ქანდაკება (ასეთ ტექნიკას ეწოდება აკროლითური) საკურთხევლის მთავარი   მშვენება იყო, სიყვარულისა და სილამაზის ქალღმერთ აფროდიტეს ტაძრის ახლოს იყო სამნაკიდი სახელგანთქმული შადრევანი, რომლის წყალიც ხალხის რწმენით ჯადოსნურ თვისებებს შეიცავდა, მაგრამ უცხოელებს ჰალიკარნასში ყველაზე მეტად მაინც მეფე მავსოლის დიდებული სამარხი ხიბლავდა, რომელიც მთელს მაშინდელ მსოფლიოში იყო განთქმული, მავსოლი გარდაიცვალა ძ წ 353 წ, ყველა ვინც კი მისი სამარხი ნახა ამ ნაგებობას თვლიდა მსოფლიოს ერთერთ საოცრებად, სამარხის აგება დაწყებულ იქნა ჯერ კიდევ მეფე მავსოლის  სიცოცხლეში, მისი სიკვდილის შემდეგ მისმა ცოლმა არტემისიამ განაგრძო მისი შენება, რომელმაც სახელი გაუთქვა მავსოლს სხვა მხრივ, რომ არაფრით ყოფილა გამოჩენილი, მავსოლის შესახებ ცნობილია, რომ იგი იყო ეშმაკი და ფრთხილი მმართველი, რომელმაც შეძლო კარიისათვის მეზობელი ოლქების შემოერთება კუნძულებთან ერთად, ამ ოლქების ხელში ჩაგდების  შემდეგ მან დაიწყო დამორჩილებული მხარეებისა და ქალაქების ძარცვაბ

მავსოლმა გადასახადები შემოიღო ყველაფერზე, დასაფლავებაზეც კი, ქვეშევრდომთა სასიცოცხლო საშვალებების  უსინდისო ამოქაჩვით  მან თავი მოუყარა უზარმაზარ სიმდიდრეს, ამ სიმდიდრეს გზა უპოვა, უსინდისო მეფეს საშვალება მიეცა აეგო თავისთვის ისეთი ტაძარი-სამარხი, რომლის ხსოვნა ჩვენს დრომდე შემორჩენილა, როგორც სასაფლაოს არქიტექტურის მიუბაძავი, შეუდარებელი ნიმუში, მისი დიდება ისე განუზომელი იყო, რომ რომაელებმა ამა თუ იმ პირის სამარხზე აღმართულ ყველა დიდებულ მონუმენტალურ ნაგებობას მავზოლეუმი უწოდესბ რომაელებიდან სიტყვა მავზოლეუმი გადმოვიდა თანამედროვე ენებზეც.

მავზოლეუმი მოფიქრებული იყო მეფის მიერ როგორც აკლდამა და იმავე დროს ტაძარიც, რომელშიც სიკვდილის შემდეგ მისთვის თაყვანი უნდა ეცათ, როგორც ღმერთისთვის, ტაძარ-აკლდამის მშენებლებად მავსოლმა მოიწვია იმ დროის საუკეთესო ხუროთმოძღვარნი პითეოსი და სატიროსი, აგრეთვე მოქანდაკეები ლეოქარესი, სკოპასი, ბრიაწქსიდი და ტიმოთეოსი.

ოსტატებმა მავზოლეუმი მოიფიქრეს , როგორრც დიდი მართკუთხა შენობა სიგანით  66 მეტრი და სიგრძით 77 მეტრი, სიმაღლე 46 მეტრი და გაყოფილი სამ ნაწილად, პირველი სართული სადაც უნდა დაესვენებინათ მავსოლი და მისი ცოლი მთლიანად დაფარული იყო ქათქათა მარმარილოთი და დაგვირგვინებული ფართო ფრიზით, მარმარილოს რელიეფებით, რომლებიც სარტყლად ერტყა მთელს შენობას, ფრიზზე გამოსახული იყო ამაზონომათია, მეომარ ქალებთან ამაზონებთან ბერძენთა ბრძოლა,

პირველ სართულს მოსდევდა კოლონადა რომლითაც გარემოცული იყო სამსხვერპლო ადგილი გაღმერთებული მეფისა და მისი  მეუღლის პატივსაცემად,

სვეტებს აკავებდა მდიდრულად მორთული ლავგარდანი, ბოლოს მავზოლეუმის სახურავს შეადგენდა საფეხურიანი პირამიდა, სვეტებს შორის დარჩენილ სივრცეებში იდგა ლომების მარმარილოს ქანდაკებები, მთელი ეს ხუროთმოძღვრული ნაგებობა დაგვირგვინებული იყო მარმარილოს არქიტექტურული ჯგუფით ეტლით, რომელშიც შებმული იყო 4 ცხენი, შიგ კი ჩანდა მეფე მავსოლისა და არტემისიას კოლოსალური ქანდაკებანი, შენობის საძირკველთან განლაგებული იყო მარმარილოს ლომებისა და ელვის სისწრაფით მსრბოლ მხედართა ქანდაკებანი, მავზოლეუმის ქვედა და ზედა სართულების ჭერები დაყრდნობილი იყო შიგნით 15 სვეტის თავზე, ქვედა სართულზე იდგა უფრო მძლავრი დორიული სვეტები, ზედა სართულს ამშვენებდა კორინთული კოლონები, გარეთა კოლონადის 36 სვეტი როგორც ფიქრობდნენ მოკლე მხრიდან ყოფილა 9 სვეტი, გრძელი კედლის მხრიდან 11 იყო იონური სტილისა.

მავზოლეუმის მშენებლებმა პითეოსმა და სატიროსმა შენობის დასამშვენებლად გამოიყენეს სამივე ბერძნული ხუროთმოძღვრული ორდერის მიღწევები, დიდ საგანგებოდ დამზადებულ და შეთეთრებულ ფიცარზე არქიტექტორებმა შეასრულეს შენობის ნახაზი, მას შემდეგ რაც მეფე-დედოფალმა გეგმა მოიწონეს მშენებელნი საქმეს შეუდგნენ.

მავზოლეუმისთვის ადგილი შერჩეულ იქნა ჰალიკარნასის ერთი ყველაზე უფრო ფართო ქუჩა, რომელიც საბაზრო მოედანს დასცქეროდა, ეს ქუჩა იწყებოდა ქვაბულში ზედ ზღვასთან და მიჰყვებოდა ნავსადგურს კიდევ უფრო მაღლა ბორცვების ზედა ცენტრალურ ტერასაზე, რომლის ფერდობებზეც მდებარეობდა ჰალიკარნასი იდგა არესის კოლოსალური ქანდაკება, მაღლობის მარჯვენა მხარეს იდგა აფროდიტას და ჰერმესის საკურთხეველი, ქვაბულის მარცხენა მხარეს აგრეთვე ბორცვზე აღმართული იყო მეფის დიდებული სასახლე.

ამრიგად არქიტექტორთა ჩანაფიქრის თანახმად მეფე მავსოლის სამარხი, როგორც ჰალიკარნასის ყველაზე უფრო მდიდრული და ღირსშესანიშნავი ნაგებობა უნდა მდგარიყო ქალაქის შუაგულში და ძირითადად მას უნდა დაემშვენებინა იგი,

დაიწყო სამშენებლო სამუშაოები, ადგილი სადაც უნდა აეგოთ მავზოლეუმი აგურის კედლებით შემოზღუდეს, მეფე მავზოლს გული არ უთმენდა, უნდოდა ქვეყნიერებისთვის ეჩვენებინა რაოდენ მდიდარია, თავისი სამარხის მშენებლობაზე ხომ საბერძნეთის საუკეთესო მშენებლები, მხატვრები და მოქანდაკენი მოიწვია, ქვებს სამტეხლოებშივე ამუშავებდნენ წონის შესამცირებლად, ეზიდებოდნენ საზიდრებით, რომელზეც ლოდებს დებდნენ სპეციალურად დამზადებული ხის დახრილი ფიცარნაგით, ბევრი მუშა იღუპებოდა მშენებლობის პერიოდში.

დეტალებს სახელოსნოში ამზადებდნენ და მერე მიჰქონდათ მშენებლობაზე, მარმარილოს დამუშავების შემდეგ უსვამდნენ ცვილს, რათა მეტისმეტი ელვარება შეენელებინათ.

ჩაყარეს მტკიცე კვადრატული ფილების საძირკველი, სვეტების ნაწილები მეორე სართულის მშენებლობისას აჰქონდათ ხის ფიცარნაგის საშვალებით,  მშენებლობა მავსოლის სიკვდილმა დააჩქარა, არტემისია არ იშურებდა ძალ-ღონეს, არ ზოგავდა არც ადამიანებს, არც ფულს რათა უკვდავეყო ქმრის ხსოვნა, მავსოლის ქანდაკება პითეოსმა გამოკვეთა.

პირველი სართულის შემოსაქობი ფრიზები სკოპასმა კუნძულ ფაროსზე მოპოვებული მარმარილოსაგან, რომლის ღირსებაც ის არის, რომ 3,5 სანტიმეტრის სიღრმეზე უშვებს შუქს და ამ განსაცვიფრებელი თვისების წყალობით შესანიშნავ შთაბეჭდილებას ქმნიდა შუქ-ჩრდილის თამაშში.

მავზოლეუმის დასრულებას ვერც არტემისია მოესწრო, მშენებლობა მისმა შვილმა დაასრულა, შენობა დაგვირგვინდა მარმარილოს პირამიდით, რომელსაც 24 საფეხური ჰქონდა, მის ზედა მოედანზე სპეციალური მექანიზმების დახმარებით ამოიტანეს მავსოლის და არტემისიას ქანდაკებანი, რომლებიც ეტლში ისხდნენ.

მეფე-დედოფლის სარკოფაგები იდგა მდიდრულად მორთულ მარმარილოს დარბაზში პირველ სართულზე, სარკოფაგები გაკეთებული იყო ლიხნიის მარმარილოსაგან, აკლდამის საძირკველთან იდგა გაქანებულ მხედართა და უზარმაზარ ლომთა ქანდაკებები, რომლებიც გამოკვეთეს ლეოქარესმა, ტიმოთეოსმა და ბრიაქსიდემ.

მავზოლეუმი დასრულდა მეფის შვილიშვილის დროს, ალექსანდრე მაკედონელის გამარჯვების შემდეგ სპარსელებზე, რომლებიც თავს აფარებდნენ ჰალიკარნასს ქალაქი ძლიერ დაზიანდა, ის ნაწილობრივ დაანგრიეს და გაძარცვეს ალექსანდრეს მეომრებმა, მაგრამ მავზოლეუმი გადარჩა და იგი იდგა XV საუკუნემდე, მან გაძლო დაახლოებით 1800 წელი და ხანძრებმა, მიწისძვრებმა და ჯვაროსნებმა დაანგრიეს მავზოლეუმი.

ჯვაროსნებმა მის ნანგრევებზე ააშენეს წმინდა პეტრეს ციხე-სიმაგრე, საშენ მასალად გამოიყენეს მავზოლეუმის ნაშთები, კედლებში ატანდნენ ქანდაკებებს, ბარელიეფებს, რომელიც დაამზადეს სკოპასმა, ლეოქარესმა, ბრიაქსიდმა.

მას შემდეგ რაც ჯვაროსნები თურქებმა განდევნეს მავზოლეუმის და წმინდა პეტრეს ციხე-სიმაგრის ადგილას აშენდა თურქთა სიმაგრე ბუდრუნი.

XIX ს ევროპელმა მოგზაურებმა, რომლებიც მცირე აზიის სანაპიროს სწავლობდნენ ნახეს, რომ ბუდრუნის კედლებში ჩატანებული იყო მარმარილოს ფილები ანტიკური რელიეფებით, ეს იყო სკოპასის ბერძენ-ამორძალთა ბრძოლის ამსახველი ბარელიეფები, სულ აღმოჩნდა 12 ფილა, რომლებიც ინგლისის ელჩმა ამოაღებინა და ლონდონში ჩაატანინა, ისინი ახლა ინახება ბრიტანეთის მუზეუმში, რომლის თანამშრომელი ნიუტონი ჩავიდა ბუდრუნში და ნახა კედელში ჩატანებული ორი  მარმარილოს ლომი და სხვა ფილები, ნამტვრევებიდან აღადგინა მავსოლის და არტემისიას ქანდაკებანი. კვლევა-ძიების შედეგად მოხერხდა მავზოლეუმის სახის დადგენა, როგორიც იყო იგი აშენების დროს.

 

 როდოსის კოლოსი

 

ძ  წ  304  წ გაზაფხულის ერთ ერთ დღეს კუნძულ როდოსის მთავარ ქალაქ როდოსის  მცხოვრებნი ქალაქის გალავნისკენ მიეშურებოდნენ, ის იყო მაცნემ ხალხს აუწყა, რომ მტრის ჯარები სხდებიან ხომალდებში და სტოვებენ კუნძულსო.

მთელი წლის გარემოცვის შემდეგ კუნძული თავისუფალია, იგი კვლავ ღიაა სხვა ქვეყნების სავაჭრო გემებისათვის.

ადვილი არ იყო ეს ომი, როდოსელებს მოუხდათ სარდალ დემეტრე პოლიოკრეტის 40 000 ჯარისკაცის შეკავება, ეს იყო ალექსანდრე მაკედონელის ერთერთი სარდლის, წინა აზიისა და სირიის მმართველის შვილი.

305 წ დემეტრეს ყურადღება მიიპყრო როდოსმა ბერძენთა ქალაქებს შორის ყველაზე უფრო მდიდარმა სავაჭრო ქალაქმა, მათი ხომალდები ყველგან აღწევდნენ ევქსინის პონტოდან (შავი ზღვა) ნილოსის ნაპირებამდე, როდოსელები ყიდულობდნენ ძვირფას საქონელს, პურს, ღვინოს, ზეთს, მონებს, ამ საქონლის გასაღებით როდოსელი ვაჭრები დიდძალ სიმდიდრეს იძენდნენ.

მდიდარი ქალაქის დამორჩილების სურვილით აღტკინებულმა დემეტრემ როდოსელებს მოსთხოვა ეგვიპტის მბრძალებელ პტოლემეოსთან ომში დახმარება, მაგრამ მათ ამაზე დათანხმება არ შეეძლოთ, ეგვიპტესთან ომი როდოსელ ვაჭრებს დიდ ზარალს მოუტანდა, როდოსელები ეგვიპტეში ყიდულობდნენ პურის ნაწილს, თავისი ვაჭრობის მთავარ პროდუქტს, დემეტრემ უარი მიიღო და როდოსის ნაპირებისაკენ დაძრა დიდი ფლოტი.

ქალაქი ალყაშემორტყმული აღმოჩნდა ზღვიდან და ხმელეთიდან, როდოსის გალავანში ტარანები უზარმაზარ რღვეულებს ქმნიდნენ, სატყორცნი მანქანები კატაპულტები და ბალისტები ქვის ჭურვებს და ალმოდებულ ისრებს აყრიდენ მცველებს, მაგრამ როდოსელთა ყველაზე მეტ შეშფოთებას 9 სართულიანი საალყო მანქანა ჰელეპოლიდა (ქალაქების ამღები) იწვევდა, იგი წარმოადგენდა ბორბლებზე შემდგარ მაღალ კოშკს, მანქანას კედელთან მიაგორებდნენ, თოკებით ამწე ხიდს დაუშვებდნენ და მოალყეები კოშკიდან სიმაგრის კედლებზე გადარბოდნენ, გიგანტური მანქანის ქვედა ნაწილში მოთავსებული იყო ტარანი, რომელიც არღვევდა გალავანს, კოშკში წყლის მარაგიც ჰქონდათ ხანძრის შემთხვევისათვის, ზედა სართულზე სადაც შიდაკიბეებით ადიოდნენ მოთავსებული იყო სატყორცნი მანქანები, ასევე იყვნენ მშვილდოსნები და მეშურდულეები.

 3400 კაცს მოჰყავდა მოძრაობაში ჰელოპოლიდა და აქედან უშენდნენ ცეცხლს როდოსელებს, თვითონ კი დაცული იყვნენ რკინის ფურცლებით, რომელიც მას 3 მხრიდან ჰქონდა შემოჭედილი, დატოვებული იყო მხოლოდ ხვრელები მეისრეთათვის, იგი დიდ ზიანს აყენებდა როდოსელებს, რომლებიც დანგრეული კედლების შიგნით ახალს აშენებდნენ, გმირულ გამოხდომებს აწყობდნენ, ანგრევდნენდა წვავდნენ კედლის მნგრეველ მანქანებს და დამპყრობლებს უმძიმეს ზიანს აყენებდნენ.

როდოსის მოკავშირე ეგვიპტელები ახერხებდნენ როდოსის ნავსადგურში შეჭრას და ალყაშემორტყმულთ საკვებს აწვდიდნენ, ალყა გაჭიანურდა და დემეტრე იძულებული გახდა უკან დაეხია, ზავის თანახმად როდოსელებმა შეინარჩუნეს თავისუფლება და დამოუკიდებლობა, მართალია დემეტრეს სამხედრო დახმარება აღუთქვეს, მაგრამ ეგვიპტელთა წინააღმდეგ დემეტრემ მათი გამოყვანა ვერ შეძლო,

გალავანთან დარჩა ჰელეპოლიდა, რომელიც დაშალეს, რკინა გაყიდეს და გადაწყვიტეს აღებული ფული მოეხმარებინათ ქალაქის მფარველი ღვთაების მზის ღმერთის ჰელიოსის ქანდაკების აგებისათვის, მის გამოსახულებას როდოსელნი ჭრიდენ მონეტებზე.

ლეგენდის მიხედვით როდოსი ღმერთებმა ზღვის ფსკერიდდან ამოზიდეს ჰელიოსის თხოვნით და მას ჰელიოსის ღვთაებრივ ქალაქს უწოდებდნენ. როდოსელებმა გადაწყვიტეს ჰელიოსისთვის აეგოთ კოლოსი, გამარჯვების აღსანიშნავად, მათ ჯერ ქალაქი აღადგინეს და ქანდაკების აგება დაავალეს ქარესს, რომელიც როდოსელი იყო  ქ  მინდიდან, მისი მასწავლებელი იყო ლისიპი ალექსანდრე მაკედონელის კარის მოქანდაკე, რომლის ნაშრომთაგან ცნობილია ათლეტის ქანდაკება, ასევე ჰერაკლეს, ზევსის, მაკედონელის ბრინჯაოს ქანდაკებანი.

ქარესმა როდოსელთ წარუდგინა ქანდაკების თიხისგან დამზადებული მოდელი, ჰელიოსი ფეხზე იდგა, თავზე სხივოსანი გვირგვინი ედგა, მარჯვენა ხელით თვალები მოეჩრდილა, მარცხენა ხელით კი აკავებდა მოსასხამს, რომელიც მიწაზე ეცემა, ქანდაკების სიმაღლე 36 მეტრი უნდა ყოფილიყო, მისი დადგმა ნავსადგურში გადაწყვიტეს, დაიწყო კოლოსის აგება, იგი უნდა ჩამოსხმულიყო ბრინჯაოში, ჯერ უნდა გამოზერწილიყო თიხისაგან ქანდაკების ზუსტი ასლი და გარედან დაფარულიყო ცვილის ისეთი სისქის ფენით, რამდენიც განსაზღვრული იყო ბრინჯაოსათვის, როცა ცვილის ზედაპირი მზად იყო ცვილის ზემოთ ფიგურას ისევ ფარავდნენ თიხით ისე, რომ ზედაფენა მჭიდროდ შემოკვროდა ცვილს და სრულიად შესაბამისი ყოფილიყო შიდა ბირთვისა, რამდენადაც ეს თიხის ზედაფენა ქანდაკების ფორმად უნდა გამოეყენებინათ, მას განსაკუთრებით კარგად ამუშავებდენ, თიხის გარეთა ფენასა და ცვილს შორის ტოვებდენ ბრინჯაოს ჩასასხმელ ხვრელს, ასეთივე პატარა ხვრელები კეთდებოდა ზედაფენის სხვა ადგილებშიც, ამ ნახვრეტებიდან ლითონის ჩამოსხმის დროს უნდა გამოსულიყო ჰაერი,თორემ ისე ჰაერის დაწოლისაგან შეიძლებოდა თიხის ფენა დამსხვრეულიყო, იმისათვის, რომ ჩამოსხმის დროს თიხის ზედაფენა არ დაძრულიყო ადგილიდან თიხის ორ ფენას შორის უყრიდნენ რკინის თხელ წნელებს, ამის შემდეგ ფორმას ათბობდნენ და ცვილი გამოდიოდა დარჩენილი ნახვრეტებიდან, შემდეგ ხდებოდა თიხის გამოწვა, რათა გაეძლო ლითონის მაღალი ტემპერატურისათვის, ყოველივე ამის შემდეგ იწყებოდა ქანდაკების ჩამოსხმა, ბრინჯაოს ადნობდნენ, მერე ნელა ასხავდნენ ფორმაში მილიდან რომელიც ზედა ნასვრეტში ჩადიოდა, ბრინჯაო ღვარად ჩადიოდა ცვილისაგან განთავისუფლებული თიხის ორ გამომწვარ ფენას შორის და თანაბრად ფარავდა შიდა ფენის ზედაპირს, ბირთვს, როცა ლითონი ცივდებოდა ზედა თიხის ფენას ფრთხილად ამტვრევდნენ და ფხეკდნენ ბირთვს, აცლიდნენ ქანდაკების ზედაპირზე არსებულ ყველა ხორკლსა და უსწორმასწორობას, შემდეგ სპეციალური ხელსაწყოებით ასწორებდნენ და აპრიალებდნენ, ამის შემდეგ სამუშაო დამთავრებულად ითვლებოდა, ბრინჯაოს ქანდაკებათა დამზადება ადვილი საქმე არ იყო, მაგრამ ქარესმა დიდ წარმატებას მიაღწია, როცა ლისიპს ეხმარებოდა არა ერთხელ აკვირდებოდა ლისიპი თავის მოწაფის ზუსტსა და უნარიან მოძრაობას და სიცილით იტყოდა «მალე ქარესი სახელგანთქმული ოსტატი გახდება და მე მიწოდებენ დიდოსტატის მასწავლებელს».

ჩამოსხმაში ქარესმა დიდ წარმატებებს მიაღწია, მაგრამ კოლოსის შემთხვევაში ჩამოსხმა უვარგისია, ასეთი ზომის ჩამოსხმული ქანდაკება უზომოდ მძიმე გამოვიდოდა, დადგმაც ძალიან გაჭირდებოდა, ამასთან 500 ტალანტი ბრინჯაო, რაც ქარესს მისცეს 12,5 ტონა იქნებოდა, ხოლო ჩამოსხმულ კოლოსს 100 ტონა დასჭირდებოდა.

ქარესმა განიზრახა გამოეყენებინა ბრინჯაოს თხელი ფურცლები, ეს ლითონის ეკონომიის შესაძლებლობას მისცემდა და შეამცირებდა ქანდაკების წონას, თუ ამასაც ხის კვარცხლბეკი ვერ გაუძლებდა ამიტომ კოლოსის საყრდენი უნდა ყოფილიყო რკინით დამაგრებული ქვის ოთხკუთხა ფილებისაგან დამზადებული 3 მსხვილი სვეტი, 2 სვეტის საფუძველი უნდა ჩაყრილიყო ქანდაკების ფეხების შიგნით ბეჭების სიმაღლეზე და შიგნითვე მკერდთან უნდა შეერთებულიყო რკინაქვის გარდიგარდმო კადონით, მესამე სვეტი მიაღწევდა ბარძაყამდე და მას დაფარავდა მოსასხამი, სვეტებიდან ყოველ მხარეს გაჰყვება რკინის ძელები, მათ მიამაგრებენ სვეტებს იმ ადგილებში, სადაც ქვის ფილები შეერთდება, რკინის ძელების გარეთა ბოლოებს როგორც ბორბლის მანებს მიამაგრებენ რკინის სალტეს ასეთი სალტეები თანაბარი შუალედებით გაჰყვება ქვის სვეტებს და ზედ ამ ჩონჩხზე შესაძლებელი გახდება ქანდაკების ბრინჯაოს საფარველის დამაგრება.

ქარესის ჩანაფიქრი ადვილად შეიძლება წარმოვიდგინოთ თუ გავიხსენებთ ადამიანის სხეულის აღნაგობას, სვეტები ასრულებდა ხერხემლის მოვალეობას, რკინის ძელები იყო ნეკნები და კუნთები, ბრინჯაოს საფარველი კანი,

გეგმა უბრალო და ნათელი იყო, თავიდან დადგეს კვარცხლბეკი, სიღრმეში დაამაგრეს ხის სვეტები, კვარცხლბეკთან ყოველDდღე მოჰქონდათ დიდი რაოდენობით მიწა, რომელმაც დაფარა კვარცხლბეკი, გაჩნდა გორაკი, რომელზეც ადიოდნენ, ზედ დადგეს ხის ფიცარნაგი, აიტანეს მასალა და შეუდგნენ კოლოსის შექმნას.

ქანდაკებას აკეთებდნენ თანდათანობით, ნაწილებად და იარუსებად აწყობდენ ერთიმეორეზე, ყოველი ახალი იარუსით სულ უფრო მაღლა ადიოდნენ მშენებლები, სულ უფრო ციცაბო ხდებოდა მიწის გორაკი და ზოგჯერ ქარესი სასოწარკვეთილებაში ვარდებოდა, როდის დასრულდება.

ბევრი ადამიანი დაიღუპა, დიდი თანხაც დაიხარჯა, მონები გარბოდნენ, ქარესმა მოდელის დახმარებით დააღწია თავი შეცდომებს, მისი საშვალებით მოქანდაკე არკვევდა ზომასა და ფორმას მისი ნაწილებისას, რომლებზეც მუშაობას უნდა შესდგომოდა, მოდელზე აღნიშნავდა მორიგ ფრაგმენტს და ამოწმებდა მის ზომას, შემდეგ ამზადებდა ამ ნაწილის თაბაშირის მოდელს და მასზე აღნიშნავდა ფრაგმენტის ზომას თაბაშირის ზომის მიხედვით ამზადებდნენ ხის მაგარ შაბლონებს, რომლებზეც ბრინჯაოს თხელ ფურცლებს დებდნენ და ლითონს აძლევდნენ ისეთივე ფორმას, ხოლო შემდეგ დეტალს აწრთობდნენ პატარა ქურაზე, გაცივების შემდეგ მის ზედაპირს აპრიალებდნენ და ამაგრებდნენ კოლოფზე, რომელსაც ქარესი 12 წელი აშენებდა, ბოლოს მოაცილეს მიწა და გამოჩნდა კოლოსი თავის პროპორციებით და სიდიადით, სასწაული იყო იმ დროში ამ ზომის ქანდაკების შექმნა, მის სანახავად მრავალი ადამიანი მოდიოდა და ყველა უწოდებდა მსოფლიოს საოცრებას,

კოლოსი 56 წელი იდგა.

222 წ როდოსი დაანგრია მიწისძვრამ, დაინგრა კოლოსიც,  ყველაზე სუსტი ფეხები აღმოჩნდა, როდოსი აღადგინეს, კოლოსის აღდგენა კი ვერ მოახერხეს, კოლოსის ცერი იმდენად დიდი იყო, რომ ადამიანი გაჭირვებით თუ შემოაწვდენდა ორივე ხელს,

977 წ კოლოსის ნამტვრევები გაყიდეს, ვაჭარმა ისინი ცხრაას აქლემს აჰკიდა და ისე წაიღო.

კოლოსისგან დარჩა სიტყვა კოლოსალური მისი გიგანტური ზომის გამო, კოლოსის გარეგნობა აღდგენილია გათხრების დროს ნაპოვნი რელიეფის მიხედვით, რომელზედაც გამოსახული იყო როდოსის კოლოსი.

 

ალექსანდრიის შუქურა

ქვეყნად ცოტას შევხვდებით ისეთ ადამიანს, რომელსაც არ ჰქონდეს გაგონილი გენიალური ბერძენი პოეტის ჰომეროსისა და მისი უკვდავი პოემების ილიადასა და ოდისეას შესახებ, ვისაც ოდისეა წაკითხული აქვს იცის ცბიერი მეფის ოდისევსის ამბავი, რომელსაც უამრავი თავგადასავალი გადახდა, ამბები სისხლისმსმელ პოლიფემზე, სკილასა და ქარიბდაზე, სასტიკ ლესტრიგონთა ქვეყანაზე.

მრავალი საუკუნე გავიდა მას შემდეგ რაც შეიქმნა ოდისეა, ხსენებული პოემის მეოთხე სიმღერაში ჰომეროსი მოგვითხრობს, რომ ეგვიპტიდან ისეთ მანძილზე, რომლის გავლაც ზურგქარის პირობებში ერთ დღეში შეიძლება არის კუნძული ფაროსი, სადაც ზღვაოსნები ჰპოვებენ საიმედო თავშესაფარს და სასმელ წყალს, რომელსაც იმარაგებენ მოგზაურობისთვის და აი ამ კუნძულის შესახებ მოგითხრობთ შემდეგს.

ძ  წ  332-331 წ ალექსანდრე მაკედონელმა დააარსა ელინისტური ეგვიპტის სახელგანთქმული დედაქალაქი ალექსანდრია, ქალაქი გაშენდა ნილოსის დელტაზე უწინდელი პატარა სამოსახლოს რაკოტისის ადგილზე.

ალექსანდრია შესანიშნავი იყო იმით, რომ იგი ააშენეს ცნობილი ბერძენი ხუროთმოძღვრის დინაქორის ერთიანი გეგმის მიხედვით.

ქალაქი, რომელიც ეგვიპტის სატახტო ქალაქად იქცა დაგეგმილი იყო გეომეტრიული სისწორით, დაყოფილი კვარტალებად, დასერილი ფართო მოკირწყლული ქუჩებით,ორი ყველაზე უფრო ფართო ქუჩა თითო 30 მეტრი სიგანისა ერთმანეთს კვეთდა მართი კუთხით, მთელს სიგრძეზე მას მიჰყვებოდა მარმარილოს სვეტები, რომელიც პაპანაქება სიცხეში ჩრდილსა და სიგრილეს მატებდნენ ქალაქს, ეს იყო სვეტების მჭიდრო რიგით გადახურული კოლონადები, უმდიდრესი კვარტალი იყო ბრუჰეიონი სასახლეების და სამეფო სამარხების უბანი, ალექსანდრე მაკედონელის სიკვდილის შემდეგ აქ დაიდგა მეფის სარკოფაგი, აქვე იყო მსოფლიოში ცნობილი მუსეიონი, მეცნიერებისა და ხელოვნების ქალღმერთების მუზების სავანე.

ძველი საბერძნეთის მითოლოგია იცნობდა 9 მუზას, ღმერთ აპოლონის თანამგზავრებს, ესენი იყვნენ, კლიო ისტორიის მუზა, ურანია ასტრონომიის, ტერფსიხორა ცეკვის, მელპომენა ტრაგედიის, თალია კომედიის, ერატო სატრფიალო პოეზიის,ევტერპა ლირიკული სიმღერების.

მათი სამყოფელი იყო პარნასის მთა, მუსეიონში იყო თავმოყრილი ალექსანდრიის მთელი სამეცნიერო ცხოვრება, ბერძენთა მეფეებს ჩვეულებად ჰქონდათ სასახლეში ჰყოლოდათ გამოჩენილი მეცნიერები და პოეტები, მეფე პტოლემეოს I სოტერმა, რომელმაც მაკედონელის იმპერიის გაყოფის დროს ეგვიპტე მიიღო განიზრახა იმ დროის გამოჩენილ მეცნიერთა და პოეტთა მოწვევით გაეზარდა თავისი სამეფოს ბრწყინვალება და პოპულარობა და დააარსა მუსეიონი სადაც მეცნიერებს და პოეტებს სახელმწიფო ხარჯზე შეეძლოთ ცხოვრება და მოღვაწეობა.

ხაზინა მათთვის ღია იყო ხელსაწყოთა შესაძენად, სამეცნიერო მასალების შესაგროვებლად, ცდების შესამოწმებლად, ექსპედიციების მოსაწყობად.

მუსეიონში იყო მოთავსებული ალექსანდრიის სახელგანთქმული ბიბლიოთეკა, რომლის საცავებში ინახებოდა 500 000 გრაგნილი, აქ იყო ესქილეს, სოფოკლეს, ევრიპიდეს ხელნაწერები, დიდი ხნის მანძილზე ამ ბიბლიოთეკის მცველი იყო ცნობილი ბერძენი გეოგრაფი და მათემატიკოსი, გეოგრაფიის მამად წოდებული ერატოსთენი, ის იყო ასევე ტახტის მემკვიდრის პტოლემეოს IV-ს აღმზრდელი, მცველად მანამდე იყო მისი მასწავლებელი ცნობილი პოეტი კალიმახი, ერატოსთენმა დაწერა მრავალი წიგნი, გეოგრაფია ქარებზე, მიწის გაზომვა, მზის გაზომვა, შეადგინა დედამიწის რუკა, დედამიწის დიამეტრის გამოანგარიშების დროს მან დაუშვა სულ მცირე შეცდომა და შეცდა სამოცდათხუთმეტ კილომეტრში, დახმარების სანაცვლოდ მეცნიერებს თავიანთ ნაშრომებში უნდა ედიდებინათ ეგვიპტის მბრძანებლის გულუხვობა, ქველმოქმედება და ბრძნული პოლიტიკა და მისთვის ეწოდებინათ ღმერთი.

ალექსანდრიის მუსეიონს იმდროინდელმა პოეტმა და ფილოსოფოსმა ტიმოფრიუნტერმა უწოდა საფრინველე, რომელშიც კვებავენ მოთვინიერებულ წიგნის ჩრჩილებს, აქ ცხოვრობდნენ მათემატიკოსი ევკლიდე შრომა ელემენტები, გამომგონებელი ჰერონ ალექსანდრიელი, მან ააგო ორთქლის მანქანის მსგავსი მოწყობილობა, მექანიზმები, რომლებიც ორთქლის დახმარებით ავტომატურად მოქმედებდნენ, მან მოაწყო ავტომატების თეატრი პიესა საზღვაო ბრძოლაზე, მას ქურუმებმა მლოცველები რომ განეცვიფრებინათ ღვთაებრივი სასწაულით შეუკვეთეს მექანიზმი რისი საშვალებითაც საკურთხეველზე ცეცხლის ანთების შემთხვევაში ავტომატურად იღებოდა ტაძრის კარი.

აქ მოღვაწეობდა ბოტანიკის მამა თეოფრასტი, ექიმი ჰეროფილი, რომელიც კვეთდა გვამებს, მან აღმოაჩინა, რომ აზროვნების ორგანო ტვინია, დაამტკიცა, რომ არტერიები სავსეა სისხლით და არა ჰაერით, როგორც მანამდე ეგონათ,

აქ მოღვაწეობდა ასტრონომი არისტარქ სამოსელი, მან ძ წ III ს დაადგინა, რომ დედამიწა ბურთობრივია, ბრუნავს თავისი ღერძის და მზის გარშემო, როგორც სხვა ცთომილები (მეცნიერებაში ეს აღმოჩენა მიეკუთვნება  ნ კოპერნიკს 1543 წ).

აქ მათემატიკოსმა დიონისემ გამოიგონა პურიბური-ავტომატურად მოქმედი კატაპულტა-ქვის ტყვიამფრქვევი, ასე, რომ ალექსანდრიაში მრავალი საოცრება იქმნებოდა, ერთერთი მათგანი კი იყო ალექსანდრიის შუქურა, რომელიც ააშენეს კლდეზე კუნძულ ფაროსის აღმოსავლეთ ბექობზე, რომელიც ამ დროს უფრო ახლოს იყო ეგვიპტის სანაპიროსთან ვიდრე ჰომეროსის  დროს, ამ გარემოებას ცნობილი მეცნიერი პლინიუს უფროსი იმით ხსნიდა, რომ რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ნილოსის შესართავთან მიტანილმა შლამმა ეგვიპტის სანაპირო კუნძულს მიუახლოვა რის გამოც ალექსანდრიის ორ ნავსადგურთან ხომალდის მიყვანა დიდ სიფრთხილეს მოითხოვდა მეჩეჩების და წყალქვეშა ბრაგების გამო, ალექსანდრიასთან მისვლა, რომ უსაფრთხო გაეხადათ გადაწყდა შუქურის აშენება.

ძ წ 285 წ კუნძული ნაპირთან შეაერთეს ხელოვნურად აღმართული ყელით, ჯებირით, რომლის სიგრძე 750 მეტრი იყო, შუქურის მშენებლობა დაავალეს ცნობილ ხუროთმოძღვარს სოსტრატ კნიდელს, რომელმაც მშენებლობა ძ წ 280 წ დაასრულა.

ეს იყო 120 მეტრის სიმაღლის სამსართულიანი კოშკი, ქვედა სართულს კვადრატული ფორმა ჰქონდა, ამასთან ყოველი კედლის სიგრძე შეადგენდა 30,5 მეტრს და აგებული იყო კირქვის დიდი ლოდებისაგან და ქვედა სართულის კედლები მიქცეული იყო ქვეყნის 4 მხარისაკენ.

მეორე სართული შედგებოდა რვაწახნაგოვანი კოშკისაგან, რომელიც მოპირკეთებული იყო მარმარილოს ფილებით, კოშკის 8 წახნაგი ორიენტირებული იყო 8 მთავარი ქარის მიმართულებით.

მესამე სართული ლამპარი მრგვალი ფორმის იყო, მას აგვირგვინებდა გუმბათი, რომელზეც იდგა ზღვის ღმერთის პოსეიდონის ქანდაკება 7 მეტრი სიმაღლისა, გუმბათს აკავებდა გაპრიალებული გრანიტის სვეტები, აქ ზემოთ ენთო ჩაუქრობელი შუქურის ცეცხლი, რომლის სინათლე ძლიერდებოდა ლითონის სარკეების მთელი სისტემით და შორიდანვე თვალში ხვდებოდა ზღვაოსნებს.

კოცონისათვის საწვავი მაღლა აჰქონდათ ხრახნული კიბით, რომელიც პირველ ორ სართულს შიგნიდან აჰყვებოდა, ის იმდენად მოხერხებული და ნაკლებად დაქანებული იყო, რომ საწვავი სახედრებით აჰქონდათ.

შუქურა ერთდროულად იყო სიმაგრეც, რომელშიც იმყოფებოდა დიდი გარნიზონი, კოშკის მიწისქვეშა ნაწილში განლაგებული იყო უზარმაზარი ცისტერნა სასმელი წყლისათვის თუ შუქურა ალყაშემორტყმული აღმოჩნდებოდა.

შუქურა იმავე დროს ასრულებდა სათვალთვალო პუნქტის მოვალეობას, რადგან ლითონის სარკეების მახვილგონივრული სისტემა კოშკის მწვერვალიდან ზღვის სივრცეზე დაკვირვებისა და მტრის გემების შემჩნევის საშვალებასაც იძლეოდა ბევრად უფრო ადრე ვიდრე ისინი ქალაქს მიუახლოვდებოდნენ.

რვაწახნაგოვან კოშკს ამკობდნენ ბრინჯაოს ქანდაკებანი, ზოგიერთი მათგანი ასრულებდა ფლუგერის მაგივრობას, ქარის მიმართულებას უჩვენებდა მეზღვაურებს, ქანდაკებებზე სასწაულებს ამბობდნენ, 1 მათგანი ხელით ყოველთვის მზეს უჩვენებდა ამოსვლიდან ჩასვლამდე და როცა მზე ჩადიოდა თვითონაც ეშვებოდა, მეორე ქანდაკება ყოველ საათს დღისით და რამით რეკვით აღნიშნავდა, ამბობდნენ იყოო ისეთი ქანდაკება, რომელიც მტრის ხომალდების გამოჩენისას ხელს იშვერდა ზღვისაკენ, ხოლო ნავსადგურთან მათ მოახლოებას ეგვიპტის სატახტო ქალაქს გამაფრთხილებელი შეძახილით აუწყებდა, ალბათ სიმართლის ნაწილი ამ მოთხრობებშიც არის თუ გავიხსენებთ ჰერონ ალექსანდრიელის შესანიშნავ ავტომატებს, შესაძლებელია, რომ ქანდაკების რაიმე ნაწილი ასრულებდა კიდეც რაიმე მოძრაობას, დროთა მანძილზე კი ამ მოთხრობებმა ქანდაკებათა სასწაულებრივ უნარზე სრულიად დაუჯერებელი სახე მიიღეს.

ეჭვი არ არის, რომ ალექსანდრიის შუქურა პირველი და ერთადერთი ასეთი კოლოსალური შუქურა იყო ბერძენთა სამყაროში, ნამდვილი საოცრება, რომლის მშენებლებმა გამოიყენეს ალექსანდრიელი მეცნიერების ყველა მიღწევა, შესანიშნავი ხერხი და აღმოჩენა.

მანამდე ძველმა სამყარომ არ იცოდა მსგავსი ნაგებობანი, ჯერ კიდევ ძ წ V ს პირეის ნავსადგურის შესასვლელთან ათენის კედელთან ღამღამობით ენთო 2 ჩვეულებრივი კოცონი, რომელსაც აჩაღებდენ 2 სვეტის თავზე, რა თქმა უნდა შუქურა იმ დროს თავის სარკეებით აღჭურვილობით ნამდვილ სასწაულად ეჩვენებოდათ.

თავისი სახელის უკვდავსაყოფად შუქურის მშენებელმა სოსტრატმა მარმარილოს დაფაზე ამოკვეთა ასეთი წარწერა «სოსტრატმა დექსტიფონ კნიდელის შვილმა უძღვნა მხსნელ ღმერთებს ზღვაოსნებისათვის», მერე კი თავისი სახელი ბათქაშის თხელი ფენით დაფარა, რომელიც ფერით არ გამოირჩეოდა მარმარილოსაგან, ზემოდან კი წააწერა მეფე  პტოლემეოს სოტერის სახელი, მაგრამ გულის სიღრმეში სოსტრატი იმედოვნებდა, რომ გავა დრო, გადაიშლება ბათქაშის ფენა და მთელი მსოფლიოსათვის ცნობილი გახდება დიდებული შუქურის ნამდვილი მშენებლის სახელი, ვინც მეორე სართულზე მარმარილოს რვაწახნაგოვან კოშკზე ავიდოდა თვალწინ გადაეშლებოდა დიდებული სანახაობა, დაბლა როგორც ხელისგულზე იშლებოდა ალექსანდრია და ძალაუნებურად გაიხსენებდა კაცი გადმოცემას, რომლის მიხედვითაც ალექსანდრე მაკედონელის სურვილის თანახმად არქიტექტორმა დინოქარმა ალექსანდრიას მისცა გაშლილი მაკედონური ქლამიდის (მოსასხამის) ფორმა.

ალექსანდრიაში განსაკუთრებით ფართო იყო კანოვტის ქუჩა, ხოლო ქალაქის ცენტრში გაკეთებული იყო მაღალიხელოვნური ბორცვი იმისათვის, რომ მასზე ასული დამტკბარიყო ქალაქის ცქერით, ის ტყისა და მინდვრის ღმერთის პანის სახელობის იყო და პანეიონი ეწოდებოდა, ალექსანდრიის ყველაზე დიდ სამანძიან გემსაც ალექსანდრია ერქვა, რომელიც სირაკუზის მეფე ჰიერონმა აჩუქა ეგვიპტის მეფე პტოლემეოს II-ს, ამ გემის აგებაში მონაწილეობდა ცნობილი მეცნიერი არქიმედი, გემზე 3000 კაცი ეტეოდა, გემბანზე იდგა კატაპულტა, რომელიც ასსამოც მეტრზე ისროდა 75 კილოგრამის წონის ჭურვებს, ანძებზე კი დამაგრებული იყო გემების ამოსაყირავებელი კაპები და ჰქონდა 8 საბრძოლო კოშკი, გემზე იყო მეფის კაიუტა, სპორტული დარბაზი, ბიბლიოთეკა.

ფაროსის შუქურამ გაძლო XIV საუკუნემდე, მისი სიმაღლე მაშინ უკვე ოცდაათ მეტრს აღარ აღემატებოდა.

XIV ს ფაროსი მიწისძვრამ დაანგრია, შუქურის ნანგრევები ჩვენს დრომდე შემორჩა, მაგრამ არქეოლოგთათვის მიუწვდომელია, რადგან შუა საუკუნეებში სიმაგრის კედლებში ჩააშენეს და ახლა აქ ეგვიპტის ფლოტი დგას,

ფაროსიდან წარმოდგა სიტყვა ფარი, ალექსანდრიის შუქურა მიიჩნევა მსოფლიოს ერთერთ საოცრებად.

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / ხელოვნება / უავტორო / მსოფლიოს შვიდი საოცრება