მაჩაბელი კიტი

შედევრები და საუკუნეები

 

თბილისი 1999

 

     ძვირფასო მკითხველო!

     ხელოვნება, თავისი მრავალგვარი გამოვლინებით, თან გვდევს ცხოვრების მთელ მანძილზე, მაგრამ სათანადო მომზადების გარეშე, შესაძლოა, ვერ დავამყაროთ კონტაქტი ხელოვნების ნაწარმოებებთან, ვერ მოვახერხოთ მათი სწორად აღქმა, დავრჩეთ გულგრილნი მათი მხატვრული ღირსებების მიმართ. თუმცა ასეთ შემთხვევაშიც ხელოვნების ნამდვილი ნაწარმოები მაინც ახდენს ზეგავლენას ჩვენზე, შეუცნობლად გვამდიდრებს, გვაკეთილშობილებს.

     მხატვრული ნაწარმოების სწორად „დანახვა“ გულისხმობს მხატვრის ნააზრევის შეგრძნებას, მის არსში წვდომას. ყველა ადამიანი როდია დაჯილდოებული აბსოლუტური მუსიკალური სმენით, მაგრამ ყველას შეუძლია განივითაროს სმენა იმდენად, რომ მოისმონოს მუსიკალური ნაწარმოები, იგრძნოს მისი მშვენიერება, გაიგოს კომპოზიტორის ჩანაფიქრი. ასევე ყოველ თქვენგანს შეუძლია განივითაროს მხატვრული ნაწარმოების წვდომის, მისი დანახვის უნარი. ხელოვნების ნაწარმოების არა მარტო დანახვა და გაგებაა საჭირო, არამედ მისი შეგრძნებაც. გაგება იმისა, თუ რატომ შეგვძრავს სულის სიღრმემდე წარსულის ზოგიერთი მხატვრული ნაწარმოები. ამისთვის კი აუცილებელია გარკვეული წვრთნა, დაფიქრება, გემოვნების ჩამოყალიბება. ამის მიღწევა შესაძლებელია ისეთ მხატვრულ ნაწარმოებებთან ურთიერთობით, რომლებიც მსოფლიოს ხელოვნების ისტორიის მნივშნელოვან მონაპოვრადაა აღიარებული და რომელთა ღირსებები დროთა განმავლობაში უფრო მკაფიოდ გამოიკვეთა. ასეთი სრულყოფილი ქმნილებები – შედევრები (ფრანგული ცჰ?ფ დ ოეუვრს-ნაწარმოებთაგან უპირატესი) დროთა განმავლობაში არა თუ კარგავს თავდაპირვე მხატვრულ ღირებულებას, არამედ იძენს კიდეც რაღაც მნიშვნელოვანს, მარადიულს.

     ჩვენ შევეცადეთ ამ წიგნში თავი მოგვეყარა ხელოვნების შედევრებისთვის, ისეთი მხატვრული ქმნილებებისათვის, რომლებმაც ღრმა კვალი დატოვეს ხელოვნების ისტორიაში. ყოველი მათგანი ეპოქის ეტაპური ძეგლია, რომელმაც მნიშვნელოვანად განსაზღვრა ამა თუ იმ დარგის ხელოვნების განვითარება. ძალზე ძნელი იყო მსოფლიო ხელოვნების საგანძურიდან, რომელიც ესოდენ მდიდარია დიდებული ქმნილებებით, აგვერჩია ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირსეული. ამ განძიდან ყურადღება შევაჩერეთ იმ მხატვრულ ქმნილებებზე, რომელთა გაცნობა უთუოდ გაგამდიდრებთ სულიერად, აგამაღლებთ. სხვადასხვა ქვეყნისა და ეპოქის ხელოვნების ნაწარმოებებთან ურთიერთობა ჩაგახედებთ მხატვრული შემოქმედების გასაოცარ სამყაროში, გაგრძნობინებთ ადამიანის თავისუფალი შემოქმედების მთელ სიდიადეს. ამ მხატვრული ნაწარმოებების გაცნობა დაგაახლოვებთ ხელოვნების ძეგლებთან, გაგიღვიძებთ მხატვრის ჩანაფიქრში წვდომის სურვილს.

     ხელოვნების გამორჩეულ ნაწარმოებთა მაგალითზე შევეცდებით ვეზიაროთ მშვენიერებას, ამოვიკითხოთ შუა საუკუნეების ტაძრის მონუმენტურ არქიტექტურულ ფორმებში, ბიზანტიური მოზაიკის თვალისმომჭრელ ელვარებასა და ქართველი ოქრომჭედლების ნატიფ ქმნილებებში გარდასულ ეპოქათა სუნთქვა. უნდა ვისწავლოთ და შევძლოთ მხატვრულ ნაწარმოებთა /არმონიის შეგრძნება, ყოველ მათგანში შემოქმედის მღელვარე სულის გამოცნობა.

     მსოფლიოს ხელოვნების ისტორია უსასრულო სწრაფვაა სრულყოფისაკენ, მშვენიერების თანდაყოლილი წყურვილი, რომელსაც ადამიანი არსებობის პირველი დღეებიდანვე შეძლებისდაგვარად იკმაყოფილებდა. ადამიანს იმთავითვე მოსდგამდა ერთი სურვილი – ეხილა თავის გარშემო სილამაზე, რომ ყოველი ნივთი, ყოველი საგანი, რომელსაც მისი ხელი შეეხებოდა, ყოფილიყო გარკვეული ესთეტიკური ღირებულების შემცველი. წმინდა პრაქტიკულ ღირსებებთან ერთად, ყოველ ნივთსა და იარაღს მხატვრული სახეც უნდა /ქონოდა.

     ხელოვნების სათავეები შორეულ წარსულში იკარგება. როდის, რა პირობებში შეიქმნა ხელოვნების პირველი ნაწარმოები? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მხოლოდ მიახლოებით შეიძლება. ერთი რამ კი ცხადია – ადამიანის ხელით შექმნილი პირველი იარაღი უკვე შეიცავდა გარკვეულ მინიშნებას მხატვრულ ფორმაზე.

     რთული და ხანგრძლივი იყო ხელოვნების ჩამოყალიბებისა და განვითარების პროცესი. მეცნიერები სხვადასხვანაირად ხსნიან პირველ მხატვრულ ნაწარმოებთა შექმნის პირობებს. აქ ურთიერთგადახლართულია სოციალური, რელიგიური, კულტურული, ესთეტიკური, ემოციური და კიდევ მრავალი სხვა მომენტი. ყოველი მათგანის ახსნა შორს წაგვიყვანდა. აღვნიშნავთ მხოლოდ, რომ უძველესი ნაწარმოებები დაკავშირებული იყო ადამიანის რელიგიურ რწმენასთან, მის წარმოდგენასთან სამყაროზე. ხუროთმოძღვრება, მხატვრობა, ქანდაკება, კერამიკის ხელოვანება, ლითონის მხატვრული დამუშავება – ხელოვნების ყველა ეს დარგი დასაბამს კაცობრიობის ისტორიის უშორეს წარსულში იღებს. მისი ყველა დარგი ვითარდებოდა კონკრეტულ ისტორიულ პირობებთან მჭიდრო კავშირში. ვითარდებოდა ადამიანთა საზოგადოება და მასთან ერთად ვითარდებოდა ხელოვნება იცვლებოდა მისი ხასიათი, მხატვრული სახე. ამიტომ არის, რომ  ხელოვნების ყოველი ნაწარმოები – ტაძარი თუ ოსტატის ხელით მოხატული თიხის ჭურჭელი, სკულპტურული მონუმენტი თუ ძვირფასი ლითონისგან გამოქანდაკებული ჯვარ-ხატები მოგვითხრობს მათ შემქმნელ ადამიანებზე, ეპოქაზე, როდესაც ისინი იქმნებოდნენ.

     ყოველ ხალხს, ყოველ ეპოქას საკუთარი, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი მხატვრული მეტყველება /ქონდა. ყოველი მხატვრული ნაწარმოები ეპოქის სულით არის აღბეჭდილი; მხატვარი დროის, გარემოს პირმშოა. მის მოღვაწეობაში აისახება ეპოქის დამახასიათებელი ნიშნები.

     ჩვენ გვინდა ხელოვნების ისტორიის სხვადასხვა ეპოქის გამორჩეულ ძეგლთა მხატვრულ-ისტორიული ღირსებების გამოკვეთით მკითხველს შევუქმნათ წარმოდგენა კაცობრიობის მხატვრული საგანძურის სიდიადესა და მრავალფეროვნებაზე, მის უდიდეს შემეცნებით მნიშვნელობაზე.

      როდესაც ხელოვნების დიდებულ ქმნილებებს ვუყურებთ, ყოველთვის როდი ვუფიქრდებით იმას, თუ რაშია ადამიანის სულზე მისი ზემოქმედების ძალა. იგი თავისთავად მოქმედებს ყოველ ჩვენგანზე. იმისათვის, რომ უფრო სრულად შევიგრძნოთ ნამდვილი მხატვრული ნაწარმოების ზემოქმედება, აუცილებელია ვიცოდეთ, რა საშუალებებით, რა მხატვრული ხერხებით არის მიღწეული სრულყოფის ის დონე, რომელიც აგრერიგად გვიზიდავს. ამას კი დამატებითი ცოდნის შეძენა სჭირდება.

     ხელოვნების ნაწარმოებს აქვს საკუთარი თავგადასავალი. ყოველ მათგანს /ყავს ავტორი, რომლის ცხოვრების ისტორიაც მჭიდროდ არის გადახლართული თავის ქმნილებებთან და განუყოფელია მათგან. ჩვენამდე მოღწეულ უძველეს მხატვრულ ნაწარმოებთა ყველა ავტორი როდია ცნობილი. ბევრი მხატვრული ქმნილება ანონიმურია; ნიჭიერი ოსტატების არაერთი სახელი დაიკარგა საუკუნეთა წიაღში. მაგრამ ასეთ შემთხვევებშიც კი შეიძლება გამოვიცნოთ ავტორთა ვინაობა, რადგან ყოველი მათგანი შემქმნელთა სულის ნაწილს შეიცავს.

     ვცადოთ და ხელოვნების ნაწარმოებთა გარკვეული ჯგუფის მაგალითზე ჩავწვდეთ მხატვართა ჩანაფიქრს, შევიხედოთ დიდ შემოქმედთა სახელოსნოებში, ვეზიაროთ მათ განცდებსა და მღელვარებას, გავაცნობიეროთ ხელოვნების ძეგლთა თავგადასავალი.

     ხელოვნების იტორიის, მისი ცალკეული პერიოდის შესახებ უამრავი წიგნია დაწერილი და დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია გაეცნოს მისთვის საჭირო საკითხებს. ჩვენი მიზანი უფრო მოკრძალებულია – გვსურს გაგაცნოთ ზოგიერთი საყოველთაოდ აღიარებული ნაწარმოები, რომელთაც ღირსეული ადგილი დაიმკვიდრეს კაცობრიობის ისტორიაში, მოგითხროთ მათ შემქმნელ შემოქმედთა და იმ ეპოქის შესახებ, რომელთაც შვეს ესა თუ ის მხატვრული შედევრი.

     ვიმედოვნებთ, რომ ეს იქნება პირველი ნაბიჯი, რომელსაც მო/ყვება უფრო ახლო ნაცნობობა, უფრო შეგნებული დამოკიდებულება ხელოვნებასა და მის ისტორიასთან. შესაძლოა, ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ ახალგაზრდა უფრო სწორად შეაფასებს მხატვრულ ნაწარმოებს, შეძლებს მის უკეთ გაგებას, მეტ სიამოვნებას მიიღებს მასთან ურთიერთობით.

     ქართველი ახალგაზრდობა უნდა იმდიდრებდეს სულს, იღრმავებდეს ცოდნას არა მხოლოდ ქართული ხელოვნების ისტორიის შესწავლით, არამედ მსოფლიოს კულტურულ მონაპოვრებთან ზიარებითაც. მხოლოდ ფართოდ განათლებული, ხელოვნების სხვადასხვა დარგში ჩახედული ადამიანი, რა სპეციალობისაც უნდა იყოს იგი, შეიძლება გახდეს საქართველოს მომავლის ღირსეული მშენებელი. ადამიანის შინაგანი სამყარო მით უფრო განუზომელი და მრავალფეროვანია, რაც უფრო უკეთ იცნობს ხელოვნებას.

     იმედი გვაქვს, რომ საქვეყნოდ სახელმოხვეჭილ შედევრებთან შეხვედრა სტიმულს მისცემს ახალგაზრდას უფრო ახლოს მივიდეს ხელოვნების ნაწარმოებთან, უშუალო კონტაქტი დაამყაროს მასთან, შეეცადოს დამოუკიდებლად ჩაწვდეს შემოქმედის ჩანაფიქრს.

     ძნელად თუ შეედრება რამე ხელოვნების ჭეშმარიტ ქმნილებასთან ურთიერთობას, მნახველისა და მხატვრის თავისებურ დიალოგს, როდესაც ერთმანეთს ხვდებიან სხვადასხვა ეპოქის წარმომადგენლები, როდესაც თვალს ვუსწორებთ შორეულ საუკუნეთა მხატვრულ ქმნილებებს, ვწვდებით წარსულის დიდ შემოქმედთა სულიერ სამყაროს, მათ გრძნობებსა და ფიქრებს.

     ხელოვნების ნაწარმოები უნდა განვიხილოთ ისტორიულ გარემოში, ისტორიულ პერსპექტივში. ხელოვნების განვითარების ეტაპები, მხატვრული სტილის ცვალებადობა აისახება ნებისმიერი დარგის ხელოვნებაში. ნაწარმოები უფრო გასაგებია, თუ ვიცით მისი ეპოქა, ვიცით, რითი სუნთქავდა მისი ავტორი, მაგრამ მხატვრული ნაწარმოებიც მძლავრად მოქმედებს თანამედროვეებსა და გარემოზე.

     მკითხველისათვის უფრო გასაგები რომ გახდეს წიგნში წარმოდგენილი ნიმუშების მნიშვნელობა, მოკლედ გავეცნოთ მეცნიერებაში დღესდღეობით მიღებულ ხელოვნების ისტორიის პერიოდიზაციას, ეს საშუალებას მოგვცემს უფრო ღრმად ჩავწვდეთ ყოველი შედევრის მხატვრულ ღირსებას და უკეთ წარმოვიდგინოთ მათი ადგილი მსოფლიოს ხელოვნების საგანძურში.

 

     *

 

     ათასწლეულთა სიღრმეში იკარგება ხელოვნების სათავეები. ძნელია, თითქმის შეუძლებელი, მისი შექმნის ზუსტი დროის განსაზღვრა. იგი იქმნებოდა და ყალიბდებოდა საუკუნეთა მანძილზე. იცვლებოდა და ვითარდებოდა საზოგადოების განვითარებასთან ერთად.უკვე ქვის ხანის ადამიანი ქმნიდა ხელოვნების ნაწარმოებებს – ქვისა და ძვლისაგან თლიდა ადამიანისა და ცხოველის გამოსახულებას, ირმის რქებსა და ქვის ფირფიტებზე ამოკაწრავდა ცხოველთა სილუეტებსა და თავისებურ ორნამენტებს, მღვიმეების კედლებს ფარავდა ბუნებრივი საღებავით შესრულებული ცხოველების გამოსახულებებით. პალეოლითისა (ძველი ქვის ხანის) და ნეოლითის (ახალი ქვის ხანის) ეპოქებიდან ჩვენამდე მოაღწია მხატვრობისა და ქანდაკების მრავალრიცხოვანმა ძეგლებმა, ე.ი. უკვე 40-30 ათასი წლის წინათ ჩვენი წინაპრები ქმნიდნენ მხატვრულ ნაწარმოებებს, რომლებშიც თავისებურად აისახა წინაპართა წარმოდგენები სამყაროზე.

     პირველყოფილი ადამიანის  ხელოვნება იქცა იმ ბაზად, რომელსაც ემყარებოდა ძველი აღმოსავლეთის ადრეკლასობრივი ხელოვნება, ანტიკური სამყაროსა და შუა საუკუნეების დასავლეთევროპული კულტურა.

     მსოფლიოს ხელოვნების ისტორიის უძველესი ეტაპი დაკავშირებულია ძველი აღმოსავლეთის ხალხთა ხელოვნებასთან. ეს ცნება – „ძველი აღმოსავლეთის ხელოვნება“ – მოიცავს ქრონოლოგიურად და გეოგრაფიულად განსაზღვრულ სამყაროს, რომელშიც შედიოდა ეგვიპტის, შუამდინარეთის, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ხელოვნება. თუ ადრე ძველი აღმოსავლეთის კულტურა გულისხმობდა ეგვიპტისა და შუამდინარეთის სახელმწიფოებს, არქეოლოგიური აღმოჩენების შედეგებმა გააფართოვეს საზღვრები, ძველი აღმოსავლეთის ხელოვნება ახლა მოიცავს პალესტინასა და სირია-ფინიკიას, ჩრდილოეთ მესოპოტამიას – ასურეთის, ხეთებისა და მიტანის სახელმწიფოებს, ურურტუს და ირანს. ხელოვნების ეს უძველესი კერები მჭიდროდ იყო დაკავშირებული ამიერკავკასიასთან და ჩრდილოკავკასიასთან, შავიზღვისპირეთთან და შუა აზიასთან.

     ძველი ეგვიპტის ხელოვნების ისტორია რამდენიმე ათასწლეულს მოიცავს, წინადინასტიური ეპოქიდან (ძვ.წ. მეხუთე-მეოთხე ათასწლეულები) ელინისტურ ხანამდე. ეგვიპტური ხელოვნების ისტორიის ეს ხანგრძლივი პერიოდი შემდეგ ეტაპებად იყოფა: ძველი სამეფოს პერიოდი (ძვ.წ.ოცდამერვე-ოცდამესამე სს.), შუა სამეფო (ძვ.წ. ოცდამეერთე-მეთვრამეტე სს.), ახალი სამეფო (ძვ.წ. მეთექვსმეტე-მეთერთმეტე სს.) და გვიანი ეგვიპტე (ძვ.წ. მეთერთმეტე-მეოთხე სს.).

     შუამდინარეთის ხალხთა ხელოვნების უძველესი პერიოდების ისტორია პირობითად დაყოფილია იმ ცენტრების მიხედვით, რომელთაგანაც წარმოდგება ხელოვნების ძეგლთა უმეტესობა (ასე, მაგალითად: ტელ-ხალაფის პერიოდი, უბაიდის პერიოდი, ურუკის ხელოვნება – ძვ.წ. მეხუთე ათასწლეულიდან ძვ.წ. მესამე ათასწლეულის დასასრულამდე), შემდეგ კი სახელმწიფოთა და დინასტიების მიხედვით. შუამდინარეთის დიდი ისტორიული პერიოდებიდან უნდა გამოვყოთ შუმერის, აქადის, ურის მესამე დინასტიის, ძველი და ახალი ბაბილონის, ასურეთის აყვავების პერიოდები ძვ. წ. მესამე ათასწლეულიდან ძვ.წ. მეშვიდე საუკუნემდე).

     განსაკუთრებულ ეტაპს ძველი აღმოსავლეთის ხალხთა ხელოვნების განვითარებაში წარმოადგენს აქემენიანთა ირანის ხელოვნება (ძვ.წ. მეექვსე ს. – ძვ.წ. 330წ.).

     მსოფლიო ხელოვნების განვითარების დიდმნიშვნელოვანი პერიოდია ანტიკური სამყარო. გამოთქმა „ანტიკური“ (ლათ. „ანტიკუს“ – ძველი) პირველად გამოიყენეს აღორძინების ეპოქის /უმანისტებმა ბერძნულ-რომაული კულტურის აღსანიშნავად, რადგან ეს იყო მათთვის ცნობილი ძველაზე ძველი პერიოდი. ანტიკური ხელოვნება ჩამოყალიბდა და განვითარდა ხმელთაშუა ზღვის აუზში. იგი შექმნეს ბერძნებმა, რომაელებმა და მათთან მჭიდრო კონტაქტში მყოფმა ხალხებმა. ანტიკური ხელოვნების მნიშვნელობა შორს გასცდა საბერძნეთისა და რომის საზღვრებს, მისი კეთილისმყოფელი ზემოქმედება მთელმა ცივილიზებულმა კაცობრიობამ განიცადა.

     ანტიკური ხელოვნება შემდეგ ისტორიულ პერიოდებად არის დაყოფილი: უძველესი – ეგეოსის კულტურა (ძვ.წ. მესამე-მეორე ათასწლეულები), /ომეროსის პერიოდი (ძვ. წ. მეთერთმეტე-მერვე სს.), არქაული პერიოდი (ძვ.წ. მეშვიდე-მეექვსე სს.), კლასიკა (ძვ.წ. მეხუთე ს.-მეოთხე ს. ბოლო მესამედი), ელინისტური პერიოდი (ძვ. წ. მეოთხე ს. ბოლო მესამედი – პირველი ს.). რომის ხელოვნების ისტორიული ეტაპებია: რესპუბლიკური რომის პერიოდი (ძვ.წ. მეხუთე-პირველი სს.), იმპერატორთა რომი (ახ. წ. პირველი-მეოთხე სს.).

     მეოთხე საუკუნეში რომის იმპერია ორ დამოუკიდებელ ნაწილად დაიშალა: დასავლეთ და აღმოსავლეთ იმპერიებად. აღმოსავლეთის დედაქალაქად იქცა კონსტანტინოპოლი, რომელიც იმპერატორმა კონსტანტინემ დააარსა ძველი ბერძნული კოლონიის ბიზანტიუმის ადგილას. ბიზანტიის დიდი სამეფო მსოფლიოს ქრისტიანული კულტურის უდიდეს ცენტრად იქცა. ქრისტიანული ბიზანტია ელინისტური ტრადიციების ერთგული მემკვიდრე გახდა. 1453 წელს თურქეთის ჯარმა დაიპყრო ბიზანტიის დედაქალაქი, დასრულდა ამ უდიდესი ქრისტიანული სახელმწიფოს ათასწლიანი ისტორია. მაგრამ ბიზანტიური ხელოვნების ტრადიციები კიდევ დიდხანს ცოცხლობდა სხვადასხვა ხალხის ხელოვნებაში. მისი გავლენა განიცადეს სერბიამ და ბულგარეთმა, იტალიამ და რუსეთმა, საქართველომ და სომხეთმა. მისი ზემოქმედება ყველა ქვეყანაში თავისებურად გარდაისახებოდა და ამდიდრებდა ადგილობრივი ხელოვნების უძველეს ტრადიციებს.

     შუა საუკუნეებში სრულიად თავისებურად წარიმართა დასავლეთ ევროპის ხალხთა ხელოვნების განვითარება. განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო კაროლინგების ეპოქა (მერვე-მეცხრე სს.), რომელმაც ღრმა კვალი დაამჩნია დასავლეთ ევროპის ხალხთა ხელოვნებას.

     მეათე-მეთორმეტე საუკუნეების ხელოვნება ევროპაში „რომანულის“ სახელით არის ცნობილი. ეს პირობითი სახელწოდება ამ ეპოქის ხელოვნებისა პირველად მეცხრამეტე საუკუნეში იხმარეს. როგორც ჩანს, ეს ტერმინი გამოიყენეს იმის გამო, რომ ამ ეპოქის ქვის მონუმენტური ნაგებობები კამაროვანი გადახურვით იწვევდა ასოციაციებს რომაულ არქიტექტურასთან. ყველაზე მკაფიო სახე რომანულმა ხელოვნებამ მიიღო გერმანიასა და საფრანგეთში.

     მეთორმეტე-მეთხუთმეტე საუკუნეების ევროპული ხელოვნება გოტიკად იწოდება. ხუროთმოძღვრებასა და სახვით ხელოვნებაში გაბატონებულია გოტიკური ან გუთური სტილი (გუთების ტომების სახელწოდების მიხედვით). ეს იყო მსოფლიო ხელოვნების განვითარების უმნიშვნელოვანესი ეტაპი, რომელმაც დასაბამი მისცა შუა საუკუნეების არტახებიდან ხელოვნების განთავისუფლებასა და მის წიაღში ახალი, აღორძინების ეპოქის ხელოვნების ჩამოყალიბებას.

     აღორძინების – რენესანსის (ფრანგ.) კულტურა ევროპის ქვეყნებში ყველგან ერთდროულად და ერთგვაროვნად როდი განვითარდა. რენესანსული ხელოვნების კლასიკური კერა იყო იტალია. ამას ხელი შეუწყო იტალიის პოლიტიკური და სოციალური ისტორიის თავისებურმა განვითარებამ, /უმანისტური კულტურის განსაკუთრებულმა აყვავებამ. იტალიური აღორძინების ხელოვნების ეტაპებისათვის სახელწოდებები საუკუნეთა იტალიური დასახელებებიდან მომდინარეობს. რენესანსული კულტურის დასაწყისი იტალიაში პროტორენესანსად არის ცნობილი. სხვაგვარად მას დუჩენტო ეწოდება (მეცამეტე ს.). მისი გაგრძელება ტრეჩენტო (მეთოთხმეტე  ს.), შემდეგ ადრეული რენესანსი – კვატროჩენტო (მეთხუთმეტე ს.) და მაღალი რენესანსი – ჩინკვეჩენტო  მეთექვსმეტე ს.). საუკუნეთა საზღვრები ზუსტად როდი ემთხვევა ხელოვნების ისტორიის პერიოდების ჩარჩოებს. ასე მაგალითად, პროტორენესანსი მეცამეტე საუკუნის ბოლოს მიეკუთვნება, ადრეული რენესანსი კი გრძელდება მეთხუთმეტე საუკუნის 90-იან წლებამდე.

     აღორძინების ეპოქის ხელოვნებაში განხორციელდა ის მხატვრული ამოცანები და პრობლემები, რომლებმაც განსაზღვრეს მომდევნო საუკუნეებში ევროპული ხელოვნების შემდგომი განვითარება.

     ჩვენ შევეცადეთ ისე წარმოგვედგინა ხელოვნების ძეგლები, რომ მათ ნათელი შთაბეჭდილება შეექმნათ მკითხველისათვის სხვადასხვა ისტორიული ეპოქისა და ხალხების ხელოვნების თავისებურებაზე, მის ხასიათსა და განსაკუთრებულობაზე.

 

     *

 

     თუკი ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ მოისურვებთ ეწვიოთ მუზეუმს, მოინახულოთ ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ან თქვენს გვერდით მოღვაწე ქართველ მხატვართა სახელოსნოები, ეს იქნება ნიშანი იმისა, რომ ხელოვნება შეეხო თქვენს სულს. თუ ეს ასე მოხდა, ავტორი ბედნიერად ჩათვლის თავს, რომ მშვენიერებისაკენ მიმავალ გზაზე იგი თქვენს გვერდით იყო.

 

     მღვიმეების მხატვრობა

     (პირველყოფილი ადამიანის ხელოვნება)

 

     პირველყოფილი ადამიანისათვის ხელოვნება, შემოქმედება ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო. უკვე ძველი ქვის ხანაში (პალეოლითში) ხელოვნება ადამიანის არსებობის აუცილებელი ატრიბუტი იყო. საოცარი, ბოლომდე აუხსნელი ფაქტია პრიმიტიული ადამიანის ხელოვნება: თავისი ხასიათით იგი სრულიად არ შეესაბამება ჩვენს წარმოდგენებს ქვის  ხანის ადამიანის შესაძლებლობებზე. ამის შესანიშნავი მაგალითებია პალეოლითის სხვადასხვა ეტაპის დღემდე შემორჩენილი მხატვრობის ნიმუშები.

     ... სასტიკი, სამკვდრო-სასიცოცხლო შერკინებისათვის მომზადებულა ბიზონი, მრისხანედ დაუხრია თავი, მტრისთვის დაუმიზნების რქები. გიგანტური მშვილდივითაა მოხრილი ცხოველის ქედი, შეკავებული ძალისაგან თრთის ყოველი კუნთი... თამამი, ოსტატური ხაზითაა შემოწერილი ცხოველის სხეულის მეტყველი კონტური. შავი, წითელი და ყვითელი ლაქებითაა დამუშავებული მძლავრი სხეული; ზუსტად არის შეგრძნებული და გადმოცემული ბიზონის მონუმენტური ფიგურა. თითქმის ნატურალური ზომის ეს გამოსახულება უდიდესი ძალით მოქმედებს ადამიანზე. საოცარ მხატვრობაში, რომელიც ესპანეთში, ალტამირას გამოქვაბულის ჭერზეა შესრულებული, გიზიდავთ არაჩვეულებრივი სიცოცხლე, გამომსახველობა. იგი ამ გამოქვაბულის კედლებსა და ჭერზე ერთადერთი გამოსახულება როდია. აქვეა ორ ათეულამდე ბიზონი, გადმოცემული რთულ, დინამიკურ მოძრაობაში, ბუნებრივ პოზებში. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ყოველი გამოსახულება ნატურიდანაა შესრულებული – იმდენად ისტატურია ნახატი, იმდენად ზუსტად არის დაჭერილი ცხოველის მოძრაობა.

     ეს მხატვრობა, რომელიც ალტამირას გამოქვაბულშია აღმოჩენილი, შეასრულა პირველყოფილმა ადამიანმა, თავისი არსებობის ერთ-ერთ უადრეს საფეხურზე, ძველი ქვის ხანის, ე.წ. მადლენის ეპოქაში (ძვ.წ. მეოცე-მეათე ათასწლეულები).

     ამგვარი მხატვრობის პირველივე ნიმუშის აღმოჩენამ დიდად განაცვიფრა სამეცნიერო სამყარო. ჯერ კიდევ გასული საუკუნის შუა წლებამდე მიაჩნდათ, რომ მსოფლიო ხელოვნების უძველესი კერებია ეგვიპტე და შუამდინარეთი. მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში ერთმანეთს მო/ყვა მთელი რიგი სენსაციური აღმოჩენები. დედამიწის სხვადასხვა კუთხეში არქეოლოგებმა მიაკვლიეს წინაისტორიული ხანის ადამიანის ნამოსახლარებს, უხსოვარ დროთა მატერიალური კულტურის ძეგლებს. აღმოჩნდა გამოქვაბულის ბინადარ ადამიანთა ქვისა და ძვლის იარაღები, რომელნიც ერთგვარად ხელოვნების ნიმუშებსაც წარმოადგენდნენ, რადგანაც მათზე საინტერესო გამოსახულებები იყო გამოკვეთილი. ირმის რქებსა და ძვლის ფირფიტებზე ამოჭრილი იყო ადამიანისა და ცხოველების სილუეტები, ორნამენტები. ბევრი იყო ქვისა და ძვლისაგან დამზადებული ადამიანის ფიგურა, თავისებურად შეცვლილი ფორმებით, უცნაური გამომსახველობით. მაგრამ ყველაზე საოცარი მაინც კლდეზე შესრულებული ნახატები და რელიეფები გახლდათ.

     განსაკუთრებით ნიშანდობლივია ესპანეთში ალტამირას გამოქვაბულის მოხატულობის აღმოჩენის ისტორია. კლდეზე ნახატებს შემთხვევით მიაკვლია დიდი მიწათმფლობელის გრაფ სანტუოლას ქალიშვილმა. საოცარი აღმოჩენის ამბავი სწრაფად გავრცელდა მთელს ქვეყანაში. ცნობისმოყვარეები მიაწყდნენ ალტამირას, დაიწყო უსასრულო მსვლელობა გამოქვაბულის დასათვალიერებლად. თვით ესპანეთის მეფემაც მოინახულა ახლად აღმოჩენილი მოხატულობა. უეცრად გავრცელდა ხმა, რომ ცოტა ხნით ადრე გრაფის მამულში სტუმრად იმყოფებოდა ვინმე მხატვარი და ეს მოხატულობა მას ეკუთვნისო. ასეთი აზრი შეიქმნა იმის გამო, რომ მხატვრობა უაღრესად თანამედროვედ გამოიყურებოდა და ძალზე ძნელი იყო მის ავტორად პირველყოფილი ადამიანის წარმოდგენა. სწავლულებმა, რომლებმაც ნახეს ალტამირას მხატვრობა, გრაფს ფალსიფიკაცია დასწამეს.

     გადიოდა დრო და მეცნიერთა ეჭვები იფანტებოდა ახალი აღმოჩენების წყალობით. ახალგაზრდა აბატმა ბრეილმა, შემდგომში საქვეყნოდ სახელგანთქმულმა სწავლულმა, კომბარელის გამოქვაბულში აღმოაჩინა ალტამირას ბიზონების მსგავსი გამოსახულებანი. ეს გამოქვაბული ახლად იყო გახსნილი და ამიტომ აღარავის შეპარვია ეჭვი მათ სიძველეში. სარწმუნო ფაქტებმა აიძულა მეცნიერები ეცნოთ პირველყოფილი ადამიანის ავტორობა.

     გაოცებას იწვევს ოცი ათასი წლის წინანდელი მხატვრის ოსტატობა. ალტამირას გამოქვაბულის ბიზონები დახატულია ძლიერი, ნაცადი ხედით. მკაფიო კონტურული ნახატი გაცოცხლებულია საღებავის დიდი ფერადოვანი ლაქებით. ცხოველის სხეული გადმოცემულია მისი აგებულების უზუსტესი ცოდნით, პროპორციების სრული დაცვით. გადმოცემულია არა მარტო ცხოველის სილუეტი, არამედ მისი მოცულობა, დაკუნთული მძლავრი სხეულის დიდი მასები. როგორც ცხოველის საერთო ხასიათში, მოძრაობის თავისებურებაში, ისე ყოველ დეტალში ჩანს მხატვრის დაკვირვებული თვალი, ცხოველის ბუნების, მისი ხასიათის საუკეთესო ცოდნა. ჩანს, პირველყოფილი ადამიანისთვის ამ მონუმენტური, ძლიერი ცხოველების რბოლა, გაბრძოლება, ჩვეული და ნაცნობი სანახაობა იყო. სწორედ ბიზონებთა და სხვა მრავალ ცხოველთან შერკინებაში უნდა მოეპოვებინა მას არსებობის საშუალება. ვინ იცის, რამდენჯერ დადარაჯებია ბიზონს ალტამირას მხატვრობის ავტორი, რამდენჯერ განუგმირავს ქვის შუბით ეს ძლიერი ცხოველი ან ვინ მოთვლის, რამდენი ადამიანი შეუწირავს ბიზონებზე ნადირობას. ამიტომაც არის, რომ ასე მახვილი იყო ქვის ხანის ადამიანის თვალი, ასე ნაცადი ხელი.

     პირველყოფილ ადამიანს უნდა გამოევლო უსასტიკესი განსაცდელი, რათა გადარჩენილიყო იმ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში, რომელსაც ყოველდღიურად ეწეოდა ბუნებასთან, ათასგვარ ხიფათთან, მტაცებელ ცხოველებთან. მას მტრული გარემო /ქონდა და მხოლოდ მძლავრი ხელი და დაკვირვებული თვალი თუ იხსნიდა ათასგვარი ხიფათისაგან. მან უსასრულო წვრთნით, შრომითა და გარჯით გამოიმუშავა უნარ-ჩვევები, რომლებიც ეხმარებოდა არსებობაში.

     ყველა ეს თვისება, რომელიც ადამიანმა თავისი არსებობის ადრეულ საფეხურზე შეიძინა, გამოვლინდა მის ნახატებში. აქ აისახა პირველყოფილი ადამიანისთვის ჩვეული გარემო, პირველ რიგში კი ცხოველები, რომელზედაც ჩვეულებრივ ნადირობდა, რომელთაგან თავდაცვაც მისთვის ყოველდღიურ აუცილებლობას წარმოადგენდა. ამიტომაა, რომ ქვის ხანის ადამიანის ნახატებში ასე რეალისტურადაა გადმოცემული მისთვის ჩვეული გარემო, ცხოველთა გამოსახულებები, ასე ზუსტია მათი პროპორციები, ასე დამახასიათებელია მათი მოძრაობა.

     არც ისაა შემთხვევითი, რომ პირველყოფილი ადამიანისათვის ხელოვნების მთავარი თემა ცხოველი იყო. ცხოველში ხედავდა ის თავის მტერ-მოყვარეს, მეგობარს, ღვთაებას. ცხოველის გამოსახვა ღრმა აზრით აღსავსე მაგიურ აქტს წარმოადგენდა, რომელიც დაკავშირებული იყო ნადირობის ხელშემწყობ რიტუალებთან. ადამიანი გამოსახავდა ისრით განგმირულ ცხოველს და ამით თავისი მომავალი ნადირობის ბედს წინასწარმეტყველებდა. ეს მას ცხოველთან შეხვედრისას გამარჯვებას უქადდა. ასე უკავშირდებოდა ხელოვნება ადამიანის რწმენას.

     გამოქვაბულში მცხოვრებმა ადამიანმა წვიმისაგან დასველებულ თიხის კედელს დაადო ხელი და სველ თიხაზე აღიბეჭდა ხელის მოხაზულობა. ხელი – მისი არსებობის საშუალება, მისი მარჩენალი იყო. ადამიანის მარჯვენის ანაბეჭდმა მაგიური ძალა შეიძინა. კედელზე მიდებულ ხელს ადამიანმა ჩამქრალი კერიდან ამოღებული ნახშირით ხაზი შემოავლო. კედელზე ხელის  მტევნის შავი ნახატი დარჩა. ცხოველის გვერდით გამოსახული ადამიანის ხელი – ნადირობაში წარმატების საწინდრად იქცა. ასე გამოხატავდა ადამიანი თავის დამოკიდებულებას სამყაროსადმი.

     ბნელი გამოქვაბულის კედლები თითქმის ნატურალური ზომის ცხოველთა გამოსახულებებით იფარებოდა. ქვის ხანის ევროპის მთელი ცხოველთა სამყაროა გადაშლილი მღვიმეთა კედლებზე: დატოტვილ გვირგვინიანი გიგანტური ირმები, გარეულ ცხენთა რემები, ვეფხვები, ფანტასტიკური მარტორქები, მამონტები.

     მხატვრობის ყველაზე ადრეული ნიმუშები ზედა პალეოლითში გვხვდება (ძვ.წ. ოცდამეხუთე-მეათე  ათასწლეულები). ყველაზე ადრეულია ერთ ფერში გადაწყვეტილი სქემატური კონტურული ნახატები. გაბედული ხაზით შესრულებული ეს მეტყველი ნახატები აღმოჩენილია საფრანგეთისა და ესპანეთის მღვიმეებში (ფონ-დე-გომი, ლასკო, პასეგია და სხვ.).

     მხატვრობის განვითარების შემდეგი ეტაპი დაკავშირებულია მადლენის (ძვ.წ. მეოცე-მეათე ათასწლ.) პერიოდთან. ნახატს ემატება ფერადოვანი ლაქები. მხატვარი იყენებს ორ-სამ ფერს. ფერით იფარება ცხოველის მთელი სხეული ან სხვადასხვა სიძლიერის ფერი ნაწილდება სხეულის ცალკეული ნაწილების გამოსაკვეთად. სწორედ ამ ატაპზე შეიქმნა ალტამირას გასაოცარი მოხატულობა.

     ცალკეული ცხოველი გამოსახულია უდიდესი სიმახვილით, დაჭერილია დამახასიათებელი მოძრაობა, ზუსტია ნახატი. მაგრამ პირველყოფილ ადამიანს ჯერ არ შესწევდა უნარი დაეკავშირებინა ერთმანეთთან ცალკეული გამოსახულებები, ერთმანეთის გვერდით ათავსებდა მათი რეალური მიმართებების გაუთვალისწინებლად. დღევანდელი თვალთახედვით, გამოქვაბულის მხატვარს არ გააჩნდა კომპოზიციის უნარი, ვერ კრავდა ერთად ორ ან რამდენიმე ფიგურას. მისი აზროვნება ჯერ ვერ სწვდებოდა მოვლენების ურთიერთკავშირს. ამიტომ არის, რომ გამოქვაბულთა კედლებზე ცხოველები მიმოფანტულნი არიან. პირველყოფილი „რეალიზმის“ კლასიკურ ნიმუშში – ალიტამირას გამოქვაბულში ბიზონები უწესრიგოდ და ქაოსურად არიან განლაგებულნი – ვერტიკალურად, /ორიზონტალურად, თავდაყირა. მხატვარს კარგად ესმის ცალკეული ფიგურის არსი, მაგრამ სრულიად ვერ უთავსებს მათ ერთმანეთს.

     მართალია, ადამიანი ვერ ახერხებდა ცალკეული ცხოველის ერთმანეთთან ლოგიკურად დაკავშირებას, მაგრამ თითოეული მათგანის გადმოცემაში ცდილობდა დაეცვა სიზუსტე, მოძრაობის პლასტიკა, რისთვისაც იგი ცხოველს ხშირად ორ წყვილ ფეხს კი არ უკეთებდა, არამედ მეტს. ესაა მოძრაობის სტადიების თანამიმდევრული ჩვენება – ხერხი, რომელიც დღეს საფუძვლად უდევს მულტიპლიკაციას.საინტერესოა, რომ ქვის ხანის ადამიანმა მიაგნო ხერხს, რომლითაც მოძრაობის ილუზია იქმნებოდა.

     პირველყოფილი ადამიანის მიერ მოხატული გამოქვაბულების აღმოჩენამ შეცვალა და ახლებულად დასვა საკითხი ხელოვნების პირველი ნაბიჯების შესახებ. ძნელი დასაჯერებელი იყო, რომ მოხატულობები, რომლებიც დღესაც გვხიბლავს გამომსახველობით, სიცოცხლით, შესრულების ოსტატობით, ეკუთვნის ადამიანს, რომლის ერთადერთი იარაღი ქვის ნატეხი იყო.

     ამ მხრივ განსაკუთრებით მდიდარი აღმოჩნდა კანტაბრიის ოლქი (სამხ. – დას. საფრანგეთი), სადაც აღმოჩნდა მღვიმური მოხატულობანი: 1940 წელს ლასკოს გამოქვაბულის, ხოლო 1956 წელს – რუფინიაკის გამოქვაბულისა. მღვიმური მხატვრობის უძველესი ძეგლები მიმოფანტულია ჩვენი პლანეტის სხვადასხვა კუთხეში – ესპანეთში, იტალიაში, ინგლისში, გერმანიაში, დონზე, ციმბირში. კლდის მხატვრობის მნიშვნელოვან კერებს მიაკვლიეს აფრიკაში.

     უდიდესი რეზონანსი /ქონდა სა/არის უდაბნოში ტასილის მთიან პლატოზე 50-იან წლებში აღმოჩენილ მღვიმური მხატვრობის მრავალფეროვან კომპლექსს. აბატ ბრეილის მოწაფემ, სახელგანთქმულმა ფრანგმა მეცნიერმა ანრი ლოტმა მოაწყო დიდი კომპლექსური ექსპედიცია. ექსპედიცია თექვსმეტი თვის განმავლობაში (1956-57 წლებში) ურთულეს პირობებში მუშაობდა დედამიწის ერთ-ერთი უდიდესი უდაბნოს შუაგულში, სადაც მიაკვლიეს წინაისტორიული ხელოვნების კოლოსალურ „მუზეუმს“. ტასილის კლდოვან ლაბირინთებში აღმოჩნდა ასობით მოხატულობა ადამიანთა და ცხოველთა უთვალავი გამოსახულებით. ექსპედიციამ გადაიღო ამ მხატვრობის ექვსასი პირი (ნატურალური ზომის), ასლების ნაწილი 1957 წლის დასაწყისში გამოიფინა პარიზში დეკორატიული ხელოვნების მუზეუმში (მარსენის პავილიონი ლუვრში). ეს იყო ტასილის მხატვრული საგანძურის მეორედ აღმოჩენა. ფართო საზოგადოების თვალწინ გადაიშალა აქამდე უცნობი სფერო ჩვენი უშორესი წინაპრების, ახალი ქვის ხანის – ნეოლითის (ძვ.წ. მეექვსე-მესამე ათასწლეულები) წარმომადგენელთა შემოქმედებისა.

     ეს ხანა უკავშირდებოდა საზოგადოებრივი ცხოვრებისა და საწარმოო ძალთა განვითარებას. ტასილინ-ანჯერის კლდის მხატვრობაში ჩანს ხელოვნების უწყვეტი განვითარების გზა ათასწლეულთა მანძილზე. ხერხდება მოხატულობათა ქრონოლოგიისა და სტილის თანამიმდევრული ცვლილებების დადგენა. მოხატულობებში უკვდავყოფილია სა/არის უძველესი მოსახლეობის ცხოვრება და საქმიანობა, მისი ეთნიკური შემადგენლობის ცვლილება.

     პირველყოფილი ადამიანის მხატვრობის ეს უნიკალური ნიმუშები ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ხელოვნება თან სდევდა ადამიანს არსებობის ყველა ეტაპზე და რომ ეს ხელოვნება არ იყო პრიმიტიული. მღვიმის მკვიდრთ თვალი და ხელი დაკვირვებული და დაოსტატებული მხატვარივით /ქონდათ გაწაფული. ტასილის მხატვრობის უძველესი ფენები ლილისფერი, ყვითელი და წითელი ოქრითაა შესრულებული. უპირატესად გამოსახულნი არიან ადამიანები. მათი პატარა ფიგურები, სქემატურად მოხაზული სხეულით და დიდი, მრგვალი თვალებით, ყურადღებას იპყრობენ თავისებური სამკაულებით, ზოგიერთი მათგანი შეიარაღებულია შუბით ან მშვილდით.

     ტასილის მხატვრობა მრავალშრიანია. როგორც ჩანს, სხვადასხვა ეპოქის მხატვრები ხატავდნენ ერთი და იმავე გამოქვაბულის კედლებზე. ახალი ნახატი ფარავდა წინარე ხანისას, რის მიხედვითაც ხერხდება მხატვრობის განვითარების ეტაპების დადგენა. ტასილის მხატვრობა ძირითადად მრავალფიგურიან სცენებს მოიცავს. ნეოლითის მხატვრობა განაგრძობს ძველი ქვის ხანის ხელოვნების ტრადიციებს, ოღონდ ამ ახალ ეპოქაში ჩანს გაძლიერებული ინტერესი ადამიანის გამოსახვისადმი, თანდათან იზრდება ფიგურათა ზომები. ტასილის ერთ-ერთ მღვიმეში კედელზე აღმოჩნდა 5 მეტრზე მეტი სიმაღლის ფიგურა, ეს იყო ყველაზე მონუმენტური მღვიმური გამოსახულება. ეტყობა, მხატვარი ცდილობდა ძლიერი შთაბეჭდილება მოეხდინა. ამავე ადგილებში აღმოჩნდა სამ მეტრზე მაღალი ადამიანის ფიგურები. სავარუდოა, რომ ეს გიგანტური არსებები რაღაც ღვთაებებს გამოსახავდნენ. ამავე მოხატულობებშია მიმოფანტული ცხოველების მრავალფეროვანი გამოსახულებები: სპილოები, ჟირაფები, სირაქლემები, ლომები, ანტილოპები, გარეული ხარები – აფრიკის იმდროინდელი ფაუნის წარმომადგენლები.

     კლდის მოხატულობებში ბუნებრივი საღებავებია გამოყენებული – მინერალური და მცენარეული. პირველყოფილი მხატვარი ოსტატურად ხმარობს ბუნებრივი საღებავის – ოქრის მთელ გამას – მუქი წითელი  ტონალობიდან მომწვანო-ყვითელ ფერამდე. მისი ძირითადი სამუშაო მასალა იყო ფერადი თიხა, ნახშირი, ცარცი. ფერებს შეზღუდულად ხმარობს, ძირითადი ფერებია შავი, თეთრი, წითელი, ყვითელი. ამის მიზეზად მიიჩნევდნენ ბუნებრივ საღებავთა სიმცირეს. მაგრამ არსებობს მღვიმური მხატვრობის ძუნწი ფერადოვნების სხვაგვარი ახსნა, რომლის თანახმად პირველყოფილი ადამიანის თვალი ვერ აღიქვამდა სამყაროს ფერთა მრავალფეროვნებასა და სიმდიდრეს. ადამიანის თვალმა მხოლოდ ხანგრძლივი ევოლუციის შედეგად თანდათან შეიძინა უნარი აღიქვას ფერის უნატიფესი ნიუანსები, ტონების მრავალფეროვნება. მეცნიერთა ვარაუდით, თანამედროვე ადამიანს შეუძლია შეიგრძნოს ძირითად ფერთა ასზე მეტი ტონალობა. ეს უნარი ადამიანს თავისი ხანგრძლივი განვითარების პროცესში გამოუმუშავდა.

     დროთა განმავლობაში სრულყოფილი ხდებოდა ადამიანის წარმოდგენა სამყაროზე, რაც თავისებურად აისახებოდა მხატვრობაშიც. ადამიანი თანდათან ერკვეოდა ცალკეულ საგანთა ურთიერთკავშირში, ახერხებდა ფიგურათა შორის გარკვეული მიმართებების დამყარებას. მდიდრდება ფერადოვანი გამა, მეტ ადგილს იკავებს სიუჟეტური გამოსახულებები – ნადირობა, ბრძოლა, ცეკვა, ლოცვა. ტასილის ფრესკებში გვხვდება ცხოველთა დიდი ფიგურები, რომელთა გვერდით დგანან ადამიანები ზეაპყრობილი ხელებით. ცხადია, რომ აქ საქმე გვაქვს გარკვეულ რელიგიურ რიტუალთან, ღვთაების წინაშე ვედრებით გამოსახულ პერსონაჟებთან. გვხვდება რიტუალური ნიღბების ან ნიღბოსანი ადამიანების გამოსახულებები. ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ გართულდა ადამიანის ურთიერთობა გარემოსთან, გაფართოვდა მისი მოქმედების ასპარეზი, მის ცხოვრებაში დიდ ადგილს იკავებს რელიგია.

     წინაისტორიული ხანის ადამიანის სახვითი ხელოვნება მხოლოდ მღვიმური მხატვრობით როდი შემოიფარგლებოდა. ადამიანი თავის იარაღსა და სხვადასხვა საგანს ამკობდა ნახატებით, რომლებშიც თავისებურ კომპოზიციურ უნარს ამჟღავნებდა. ერთობ საინტერესოდ არის გადმოცემული ირმების ჯოგი ძვალზე შესრულებულ ნახატში, რომელიც ტეიჟის მღვიმეშია (საფრანგეთი) აღმოჩენილი. მხატვარმა მკაფიოდ გამოსახა მხოლოდ მეთაური და ჩამკეტი ცხოველები, მათ შორის კი გარკვეული სისტემით მოათავსა ირმის რქების პერსპექტიულად შემცირებული რიგი და ირიბი ჩანაჭდევების ზოლი (ირმების ფეხები). ამ ოსტატური და გონებამახვილური ხერხით შექმნილია ცხოველთა დიდი ჯოგის მოძრაობის შთაბეჭდილება. პირველყოფილი გრაფიკის შესანიშნავი ნიმუშია ნახატი ძვალზე (ლორტეს მღვიმე, საფრანგეთი), სადაც გამოსახულია ირმების გადასვლა მდინარეზე. მდინარე მინიშნებულია ირმებს შორის თევზების ფიგურების განლაგებით.

     ქვის ხანის ადამიანისათვის უცხო არ იყო ქანდაკების ხელოვნებაც. სხვადასხვა ადგილას აღმოჩენილ მცირე ზომის ქვის, ძვლისა და თიხის ქანდაკებებში უცნაურად არის შერწყმული ფორმების პირობითი და რეალისტური გადმოცემა. გარკვევით იგრძნობა ადამიანის სხეულის პლასტიკა. მინიატურული ქანდაკებები თავისი ხასიათით უაღრესად მონუმენტურია. ადამიანთა გამოსახულებები თითქოს სიმბოლოებია ყოველგვარი სულიერი და ემოციური საწყისის გარეშე. ქალთა რამდენიმესანტიმეტრიანი ფიგურები გადმოცემულია ძალზე ზოგადად – თავი თითქმის გლუვი სფეროა, სხეული კი ხაზგასმით ავლენს ქალის დამახასიათებელ ფორმებს. ეს პატარა განზოგადებული ფიგურები გამოხატავდა სიცოცხლის მფარველი ქალღმერთების იდეას.

     პირველყოფილი ადამიანის ხელოვნებაზე დაკვირვებამ მეცნიერები გარკვეულ განონზომიერებასთან მიიყვანა. ხელოვნების განვითარების გზაზე თითქოს რეალისტური ელემენტების მიმძლავრებისა და სქემატიზმის განვითარების ორი, ურთიერთსაწინააღმდეგო ტენდენცია შეინიშნებოდა. ეს მრავალმხრივი და ძალზე რთული პროცესი განპირობებული იყო ადამიანის ისტორიული ევოლუციით. პრიმიტიული ნატურალიზმიდან ადამიანი მეტი განზოგადებისკენ მიმსწრაფოდა, რასაც თან სდევდა სქემატიზმის გარკვეული ნიშნების ჩასახვა. ამავე დროს, დეტალების დაზუსტების გაზრდილი მოთხოვნილება იწვევდა რეალისტური ასახვის განვითარებას.

     დღეისთვის უკვე დაგროვილია პირველყოფილი ადამიანის ხელოვნების მრავალი ნიმუში, დადგენილია გარკვეული ეტაპები ამ უძველესი ხელოვნების განვითარებისა, განსაზღვრულია მისი ქრონოლოგიური ჩარჩოები. მაგრამ მაინც არ წყდება კამათი და მსჯელობა ამ ხელოვნების არსის შესახებ. გრძელდება ხელოვნების საწყისების ღრმა კვლევა, მისი სათავეების ძიება, ხელოვნების ფუნქციის განსაზღვრა წინაისტორიული ეპოქების ადამიანის ცხოვრებაში. ერთი რამ კი ცხადზე ცხადია – ქვის ხანის ადამიანის მიერ შექმნილმა ხელოვნებამ გაამდიდრა კაცობრიობის ხელოვნების საგანძური, შენატა მას უნიკალური ძეგლები რომელნიც გვხიბლავენ განსაკუთრებული უშუალობით, აღქმის სიხალასით, თავისებური მკაფიო გამომსახველობით.

 

     ასურეთის ფრთოსანი ხარები

 

     იმ ქვეყნებს შორის, რომელთანაც საქარველოს უძველესი დროიდან /ქონდა ურთიერთობა, საგანგებოდ უნდა აღინიშნოს ასურეთის დიდი და ძლიერი სამეფო. ძვ. წელთაღრიცხვის მეცხრე საუკუნიდან ქართველი ტომები ახლო აღმოსავლეთის ამ უძლიერესი ქვეყნის მრავალგზის თავდასხმას განიცდიდნენ. უსასრულო ომიანობისა და რბევის ამბები მოთხრობილია მრავალრიცხოვან ასურულ წყაროებში, რომელნიც გვაუწყებენ ქართველ ტომთა – მუსკებისა (მუსხების) და ტაბალების – შესახებაც.

     ასურეთის დიდი მბრძანებლის მეფე სარგონის ერთ-ერთ წარწერაში, რომელშიც აღნუსხულია კავკასიაში მისი მერვე ლაშქრობის დროს (ძვ.წ. 714 წ.) მოპოვებული დიდი ნადავლი, უამრავ ძვირფას ნივთთა შორის საგანგებოდ არის ჩამოთვლილი „ტაბალთა ქვეყნიდან“ გატაცებული ნივთები:“...ოქროს სახელურებიანი კათხები, ოქროთი ინკრუსტირებული ვერცხლის ხანჯლები...34 ვერცხლის თასი, მძიმე და მსუბუქი (ლარნაკები) ვერცხლისა... მაღალი ვერცხლის სასმისები... კოლოფი ვერცხლისა... სასაკმევლეები ტაბალთა ქვეყნიდან...“

     ვინ იყვნენ ასურელები, ვისთანაც ბედმა არგუნა ქართველთა წინაპრებს სისხლისმღვრელი ბრძოლების წარმოება, რა ქვეყანა იყო ასურეთი, რომლის მბრძანებლები თავის წარწერებში ასე ამაყად მოუთხრობდნენ მთელს ქვეყნიერებას თავიანთი ომებისა და დარბეული, გაჩანაგებული და გაძარცული უთვალავი ქალაქის შესახებ. ვინ იყვნენ ისინი, ვინც შიშის ზარს სცემდა მთელ თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროს?

     ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად უნდა გადავინაცვლოთ გასული საუკუნის დასაწყისში, როდესაც თურქეთის შორეულ პროვინციაში, ბაღდადის საფაშალიყოში, ახალგაზრდა ინგლისელი ოფიცერი, ინგლისის ოსტ-ინდოეთის კომპანიის წარმომადგენელი ბაღდადში კლოდ ჯეიმს რიჩი გატაცებით დაეძებდა უცნაური ნაკაწრებით დაფარულ ძველ თიხის ფირფიტებს და კერამიკის ნატეხებს. უდაბურ ველებში მიმოფანტული უცნაური ფორმის ბორცვები იპყრობდა მის ყურადღებას. მდინარე ტიგროსის მარჯვენა სანაპიროზე ქალაქ მოსულის პირდაპირ აღმართული იყო მაღალი ყორღანი, რომელსაც არაბები კუიუნჯიკს უწოდებდნენ. 1820 წელს რიჩმა დაზვერა ეს ყორყანი, აღმოაჩინა იქ აგურისა და თიხის ფირფიტების ნამტვრევები უცნაური ლურსმული წარწერებით. ინგლისელის ოცნება ლეგენდარული ნინევიის აღმოჩენაზე განუხორციელებელი დარჩა. რიჩი ვეღარ მოესწრო ამ ადგილთა საგანგებო შესწავლას, იგი ქოლერამ იმსხვერპლა. მისმა ქვრივმა ქმრის მიერ შეგროვილი წარწერებიანი თიხის ფირფიტების კოლექცია გადასცა ლონდონში ბრიტანეთის მუზეუმს. ლურსმული (სოლისებრი) სტრიქონებით დაფარული თიხის ფირფიტები წლების მანძილზე ბრიტანეთის მუზეუმის სარდაფებში ინახებოდა.

     გავიდა ორი ათეული წელი და კუინჯიკის გორას ესტუმრა საფრანგეთის კონსული მოსულში ემილ ბოტა. ფრანგი ექიმი დიდხანს ცხოვრობდა აღმოსავლეთში და კარგად იცნობდა მის კულტურას. ბოტაც გაიტაცა რიჩის იდეამ მოეძია ყორღანებში ასურეთის გამქრალი ცივილიზაციის კვალი. ბოტა შეუდგა კუინჯიკის ყორღანის გათხრებს, მაგრამ ლურსმული ნიშნებით აჭრებული თიხის ფირფიტებისა და ქვის დამტვრეული ფილების გარდა ვერაფერს მიაკვლია. არაბი მუშები გაოცებულნი იყვნენ, რომ „ოქროს განძების მაძიებელი“ ფრანგი ასე აღელვებული იყო ამ ნატეხების პოვნით. გათხრებზე მომუშავე არაბებმა უთხრეს ბოტას, რომ მათ სოფელ ხორსაბადში თიხის ასეთი ნატეხები ყოველ ნაბიჯზე ხვდებოდათ. ხორსაბადი მოსულიდან 14 კილომეტრით იყო დაშორებული და ბოტამ მუშათა ნაწილი გაგზავნა ახალი პუნქტის დასაზვერად. რამდენიმე დღის შემდეგ მოვიდა ცნობა უცნაური აღმოჩენების შესახებ და ბოტამ საკუთარი თვალით იხილა ფანტასტიკური ქანდაკებები – ვეებერთელა ზომის ფრთოსანი ურჩხულები, წვეროსან მამაკაცთა მონუმენტური ფიგურები.

     აღტაცებული ბოტა წერდა პარიზში: „მე აღმოვაჩინე ქანდაკებები, რომლებიც, შესაძლოა, ნინევიის აყვავების ხანას განეკუთვნება“. ამ ცნობამ პარიზში უდიდესი სენსაცია გამოიწვია. საფრანგეთში დაიწყეს სახსრების შეგროვება, რათა ბოტას გათხრების გაგრძელების შესაძლებლობა მისცემოდა. 1843-46 წლებში არქეოლოგიური გათხრების შედეგად მზის შუქი იხილა სასახლის გრანდიოზულმა ანსამბლმა – საზეიმო კარიბჭეებით, ღია ეზოებით, კორიდორებით, სხვადასხვა დანიშნულების ოთახებით. დადგინდა. რომ ეს იყო ასურეთის მეფის სარგონ მეორის (722-705 წწ. ძვ. წ.) მიერ აგებული სატახტო ქალაქი – დურ-შარუქინი (ანუ „სარგონის ქალაქი“). გათხრები წარმოებდა პრიმიტიულად, ბევრი რამ გათხრების მსვლელობისას დაიღუპა. მაგრამ ყველაზე განსაცვიფრებელი იყო გიგანტური ქანდაკებები, რომლებიც დარაჯობდნენ მეფის სასახლის შესასვლელს. ვეებერთელა ქანდაკებები (ზოგიერთი რამდენიმე მეტრის სიმაღლისა) ერთი მთლიანი ქვის ბლოკისგან იყო გამოკვეთილი. ეს იყო ხარის ან ლომის გრანდიოზული ფიგურები, დაგვირგვინებული წვეროსანი კაცის თავით. ზოგიერთ ქანდაკებას თვალების ადგილას ფერადი ქვები /ქონდა ჩადგმული, რაც ამ ფანტასტიკურ არსებებს განსაკუთრებულ გამომსახველობას ანიჭებდა.

     ბოტამ გადაწყვიტა პარიზში გაეგზავნა ფანტასტიკური ქანდაკებები. ერთი მათგანი, რომელიც რვა ტონას იწონიდა, დახერხეს ნაწილებად და ისე გადაგზავნეს საფრანგეთში, სადაც აღადგინეს და გამოფინეს საერთო აღტაცების ვითარებაში.

     ორ წელს სწავლობდა ბოტა ასურეთის მბრძანებლის სასახლეს. აურაცხელია იქ აღმოჩენილ ხელოვნების ნაწარმოებთა რაოდენობა და მათი ისტორიული მნიშვნელობა: ქანდაკებები, ქვის ვეებერთელა ფილებზე ამოკვეთილ ასურელ მეფეთა და ღვთაებათა ფიგურები, მრავალფიგურიანი რელიეფური კომპოზიციები, ლურსმული წარწერების უსასრულო მწკრივები. ამ მასალებით დატვირთული ყუთები მიემართებოდა მდინარე ტიგროსისაკენ, რათა ტივებით გადაეტანათ სპარსეთის ყურისაკენ და იქიდან დიდი საოკეანო გემით – საფრანგეთისაკენ. ერთი ფრთოსანი ხარის ქანდაკება ბოტას დაენანა დასანაწილებლად და მთლიანად დატვირთა ტივზე. ტივმა ვერ გაუძლო მის სიმძიმეს და გადაბრუნდა. დანარჩენი ტვირთი მშვიდობიანად ჩავიდა პარიზში და ასურეთის მბრძანებელთა ფანტასტიკურმა ქანდაკებებმა ლუვრის მუზეუმში დაიდოს ბინა.

     ბოტამ დაასრულა გათხრები ხორსაბადში და შინისკენ გაემგზავრა. მაგრამ ასურეთის მეფეთა ბრწყინვალე ნაშთებს ახალი ენთუზიასტი გამოუჩნდა. ეს იყო ახალგაზრდა ინგლისელი ადვოკატი ოსტენ /ენრი ლეიარდი, რომელიც „ათას ერთი ღამის“ არაბულმა ზღაპრებმა აღმოსავლეთის უდიდეს თაყვანისმცემლად აქცია. შე/ერეზადას ზღაპრებმა მას თვალწინ გადაუშალა ეგზოტიკური ქვეყნების გასაოცარი სამყარო. ლეიარდმა მიატოვა ინგლისი და წავიდა ახლო აღმოსავლეთში სამოგზაუროდ. მრავალი თავგადასავლის შემდეგ 1845 წლის შემოდგომაზე ლეიარდი ჩავიდა მოსულში, რომლის მახლობლად გადმოცემით უნდა ყოფილიყო ლეგენდარული მეფე ნიმრუდის სამარხი. დიდი ყორღანის მიდამოებში ლეიარდმა აღმოაჩინა თიხის ნამტვრევები, ბაზალტის რელიეფების ნაშთები. არაბებს შორის ცოცხლობდა გადმოცემა, რომ ეს ბორცვი ფარავდა ქვისგან გამოკვეთილ ურჩხულთა გამოსახულებებს.

     დაიწყო გათხრები. პირველსავე დღეს გაიხსნა ოთახი, რომლის კედლები რელიეფური ფილებით იყო მოპირკეთებული. დღითი დღე სულ ახალი და ახალი აღმოჩენები ემატებოდა ლეიარდის მონაპოვარს. ერთ მშვენიერ დღეს ლეიარდთან მოიჭრნენ შეშინებული არაბები, რომლებიც გა/ყვიროდნენ, მიწაში ნიმრუდიაო. გათხრების ადგილზე მისულმა ლეიარდმა თხრილში დაინახა ალებასტრის ვეებერთელა წვეროსანი თავი, რომელიც ეკუთვნოდა ფრთოსან ურჩხულს. ლეიარდმა ნიმრუდში რამდენიმე ათეული ადამიანისთავიანი ფრთოსანი ლომი და ხარი აღმოაჩინა.

     აი, როგორ აღწერა ლეიარდმა ამ ქანდაკებების აღმოჩენით მიღებული პირველი შათაბეჭდილებები: „ოცდახუთი საუკუნე იყვნენ ისინი დაფარულნი ადამიანთა მზერისაგან, და ახლა კვლავ აღიმართნენ ჩვენს წინ თავისი ძველი დიდებულების მთელი ბრწყინვალებით. მაგრამ რარიგ შეიცვალა აქ ყოველივე. იქ, სადაც ოდესღაც აყვაოდა ფუფუნებაში ჩაფლული უძლიერესი ხალხის ცივილიზაცია, ჩვენ ვხედავთ მხოლოდ ნახევრადველური ტომების სიდუხჭირესა და სიბნელეს. სადაც ადრე აღიმართებოდა დიდებული ტაძრები და ჩქეფდა მდიდარი და ხალხმრავალი ქალაქების ცხოვრება – ახლა მხოლოდ ნანგრევები და უფორმო ყორღანებია. სასახლის ფართო დარბაზთა თავზე, რომელთა სიმშვიდეს დარაჯობდნენ გიგანტური ქანდაკებები, ახლა გუთანში შებმული ხარები დადიან და შრიალებენ ყანები... ქანდაკებები, რომლებიც ჩვენს წინ აღმართულან, მხოლოდ ახლა გამოჩნდა მივიწყების წყვდიადიდან“...

     ორი წლის განმავლობაში ლეიარდმა გათხარა ხუთი სასახლე, რომლებიც ასურეთის მბრძანებლებმა ააგეს ძვ.წ. მეცხრე-მეშვიდე სს. გაირკვა, რომ ერთი მათგანი იყო აშურნასირფალ მეორის სასახლე (ძვ.წ. მეცხრე ს.). ასე აღმოჩნდა ფრთოსანი ხარების კიდევ ერთი ქალაქი, რომელიც ბიბლიაში მოხსენებულია, როგორც ქალახი. ლურსმული დამწერლობის საბუთთა ამოკითხვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ თვით ასურელები უწოდებდნენ თავის სატახტო ქალაქს ქალხუს. როგორც გაირკვა, ეს ქალაქი ყვაოდა დურ-შარუქინზე რამდენიმე საუკუნით ადრე.

     ლეიარდმა მოახერხა ამ გიგანტური ქანდაკებების გადატანა გათხრების ადგილიდან მდინარისაკენ. თხუთმეტტონიანი ქანდაკებები შეაცურეს პლატფორმებზე და სამ ასეულამდე არაბი ეწეოდა ამ კოლოსალურ სიმძიმეს ტიგროსისაკენ. ზუსტად ასეთივე ხერხით მიათრევდნენ ასურელი მონები ორი ათას რვაასი წლის წინათ მეფეთა და ღვთაებათა ქანდაკებებს მეფის სასახლისაკენ. ტივების საშუალებით გიგანტურმა ქანდაკებებმა ლონდონამდე მიაღწია და ბრიტანეთის მუზეუმის დარბაზებში დაიმკვიდრა ადგილი.

     წარმატებებმა შეაგულიანა ლეიარდი და მან გადაწყვიტა გაეგრძელებინა რიჩისა და ბოტას მიტოვებული კუინჯიკის ყორღანის გათხრა. შედეგი გასაოცარი აღმოჩნდა – ლეიარდმა მიაკვლია ასურეთის დაღუპულ ქალაქ ნინევიას. ეს იყო ასურეთის აყვავების ეპოქის დიდებული სატახტო ქალაქი. ნანგრევებს ბარბაროსული დარბევისა და საშინელი ხანძრის კვალი ემჩნეოდა. როგორც ჩანს, მტერმა უწყალოდ შემუსრა ქალაქი და შემდეგ ცეცხლი წაუკიდა. ამ საშინელ ნახანძრალში აქა-იქ ჩნდებოდა საოცარი ოსტატობით შესრულებული კედლის რელიეფური სამკაული. ეს იყო ფრთოსანი ხარების მესამე გრანდიოზული ქალაქი, რომელმაც თვალწინ გადაგვიშალა ასურელთა ხუროთმოძღვრებისა და ქანდაკებების იშვიათი ნიმუშები. მიკვლეული მასალით დადგინდა, რომ ლეიარდმა აღმოაჩინა ძვ.წ. მერვე საუკუნის უძლიერესი ასურელი მბრძანებლის სენაქერიბის (ძვ.წ. 704-681 წწ.) რეზიდენცია.

     სასახლის ნანგრევებში აღმოჩნდა ნაირგვარი ფორმის თიხის ფილებით სავსე ოთახი. საუკუნოვანი მტვრისა და ჭუჭყის ქვეშ იმალებოდა ლურსმული დამწერლობის იშვიათი ნიმუშები. ეს იყო ასურელ მეფეთა ბიბლიოთეკა, მსოფლიოს უძველესი ბიბლიოთეკა, რომელიც რამდენიმე ათეულ ათას ფირფიტას შეიცავდა. უძველესი მწერლობის ეს კოლოსალური  კოლექციაც ბრიტანეთის მუზეუმში გადაიგზავნა და იქ ელოდა თავის გაშიფვრას. ამ ბიბლიოთეკის დამაარსებელი იყო სენაქერიბის შვილიშვილი ასურბანიფალი (ძვ. წ. 668-626 წწ.). მან არა მარტო შეაგროვა შუმერის, ბაბილონისა და ასურეთის ლიტერატურული ნაწარმოებები, არამედ შეკრიბა თავის სასახლეში მწერლები და გადამწერები მთელი შუამდინარეთის სასახლეებს და ტაძრებში დაცული საბუთებისა და საისტორიო თხზულებების, ლიტერატურული ნაწარმოებებისა და სამეცნიერო ტრაქტატების გადასაწერად. ლურსმული დამწერლობის ეს უამრავი ძეგლი ინახავს ცნობებს უძველეს ხალხთა კულტურის, სულიერი ცხოვრების, პოლიტიკური და სოციალური ისტორიის შესახებ. აქვეა მათემატიკური და ასტრონომიული თხზულებები, მითები და გადმოცემები, რელიგიური /იმნები და პოეტური ნაწარმოებები, უძველესი ეპიკური პოემა.

     ასურბანიფალის ეს უმდიდრესი ბიბლიოთეკა აღმოჩნდა ნინევიაში, ამ მეფის ბრწყინვალე სასახლეში, ე.წ. ლომების დარბაზში, რომლის კედლები შემკული იყო ლომებზე სამეფო ნადირობის რელიეფური სცენებით. ნაშრომთა მეტი ნაწილი წინარე ხანაში იყო შექმნილი. აქ ინახებოდა შუმერთა ლიტერატურული თხზულებები, შექმნილი ასურეთის არსებობამდე ათასი წლით ადრე. ასურბანიფალის ბიბლიოთეკაში ასურულ-შუმერული ლექსიკონებიც კი არსებობდა, ძველი შუმერული წიგნების კითხვის გასაადვილებლად.

     მოსულის მახლობლად კიდევ ერთი დიდი ყორღანი იყო აღმართული. ჩვენი საუკუნის დასაწყისში გერმანელმა მეცნიერებმა იქ აღმოაჩინეს ქალაქი ასური (აშური) – ასურეთის უძველესი დედაქალაქი, რომელიც ქალაქთმშენებლობის უძველესი ხელოვნების იშვიათი ნიმუშია.

     ასურეთის ძლიერი აღმოსავლური დესპოტია შეიქმნა ძვ.წ. მეორე ათასწლეულის შუა ხანებში მდ. ტიგროსის შუა წელზე (დღევანდელი ერაყის ტერიტორია). ცნობილია ასურეთის სამეფოს დიდების ორი ხანა: ძვ.წ. მეთოთხმეტე-მეთორმეტე საუკუნეები და ძვ.წ. მეცხრე-მეშვიდე საუკუნეები. ასურეთი უდიდეს აყვავებას აღწევს ასურბანიფალის დროს (ძვ.წ. მეშვიდე ს. შუა წლები) როდესაც ასურეთმა დაიმორჩილა მთელი წინა აზია და ეგვიპტე. ეს იყო ტიპური დესპოტური სახელმწიფო, რომლის მბრძანებლის განდიდებას ემსახურებოდა ხელოვნების ყველა დარგი. ხელოვნების მთავარი ამოცანა იყო მეფეთა ძლევამოსილებისა და ღვთაებრიობის ხოტბის შესხმა. ამის გამო ასურული ხელოვნება უპირატესად კარის ხელოვნება იყო, თუმც რელიგიური თემატიკაც მნიშვნელოვან როლს ასრულებდა .

     ასურული ხელოვნების უდიდეს მიღწევად უნდა ჩაითვალოს ქალაქთმშენებლობის განვითარება. მშენებლობა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საქმედ იყო აღიარებული და მთელ სამშენებლო საქმიანობას მეფე განაგებდა. ამიტომ იყო, რომ მეფეთა სახელოვან საქმეთა ჩამოთვლისას ასურულ წარწერებში ხშირად გვხვდება ფორმულა: „მე ავაშენე...“,„მე აღვმართე...“ და შემდეგ ჩამოთვლა ამა თუ იმ მეფის სახელთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ხუროთმოძღვრული ძეგლებისა.

     ასურული ხელოვნების ყველა მიღწევა დიდ ქალაქებთან იყო დაკავშირებული. ეს ქალაქებია უძველესი ქალაქი ასური (აშური), დურ-შარუქინი (თანამედროვე ხორსაბადი) – ძვ. წ.  მერვე ს. და სამეფოს სატახტო ქალაქები ქალხუ (ქალახი, თანამედროვე ნიმრუდი) ძვ.წ. მეცხრე ს. და ნინევია (თანამედროვე კუიუნჯიკი) – ძვ. წ. მერვე-მეშვიდე სს.

     ქალაქები იგებოდა ერთიანი გეგმით, ადგილის რელიეფის გათვალიწინებით. ასურული ქალაქი ნამდვილი ციხე-სიმაგრე იყო, მას მტკიცე გალავანი ერტყა გარს და მძლავრი კოშკები /ქონდა დატანებული. ქალაქ აშურს, მაგალითად, თხუთმეტი-თვრამეტი მეტრის სიმაღლისა და ექვსი მეტრის სიგანის გალავანი /ქონდა შემორტყმული.

     ასევე ძლიერად იყო გამაგრებული ქალაქი ქალახი, აგებული ასურნასირფალის დროს (ძვ.წ. მეცხრე ს.). შორიდანვე მოჩანდა მდინარე ტიგროსის ნაპირას გადაშლილი ასურეთის დედაქალაქი. სახლებსა და სასახლეებზე მაღლა იყო აღმართული მთავარი სალოცავი ზიკურატი, თვალისმომჭრელად ელავდა მზის შუქზე ოქროთი მოვარაყებული ტაძრის სახურავი. ორმაგი გალავანი საიმედოდ იცავდა მდიდარ და დიდებულ ქალაქს. ქალაქის რვა კარიბჭე იღებოდა სავაჭრო ქარავნებისა და სამოყვროდ მოსული ხალხისათვის.

     ასურნასირფალის ალიზით ნაგებ სასახლეს ორნახევარი /ექტარი ეკავა. უამრავი შენობა ერთმანეთს უკავშირდებოდა უთვალავი გასასვლელითა და კორიდორით. სასახლე ქალაქს წარმოადგენდა, მრავალათასიანი მოსახლეობით. აქ შრომობდა მონათა მთელი არმია. ასობით ქურუმი ემსახურებოდა მფარველ ღვთაებებს.

     ასურული ხუროთმოძღვრება განსაკუთრებული თავისებურებებით გამოირჩევა, რაც განპირობებული იყო ბუნებრივი და კლიმატური პირობებით, საშენი მასალის ხასიათით. მთავარი საშენი მასალა იყო თიხა. სასახლეთა და ტაძართა კედლები იგებოდა გამოუწვავი თიხის – ალიზის აგურით. ეს მასალა მოითხოვდა კედლის სისქის გაზრდას სიმტკიცისათვის. გარდა ამისა, კედლის ზედაპირის არაესთეტიკური სახე იწვევდა მისი მოპირკეთების აუცილებლობას. ასე გამომუშავდა ქვის ფილებით შენობების კედლების მოპირკეთების ტრადიცია და განვითარდა ქვის რელიეფების შექმნის ოსტატობა. მასალის ხასიათმა გამოიწვია საგანგებო კონსტრუქციების შექმნა. ასურელები კარგად იცნობდნენ ცრუ კამარების, სოლისებრი კამარების ამოყვანის ხერხებს, გუმბათით გადახურვის ტექნიკას. თიხის გამოყენება არ იძლეოდა დიდი სივრცეების გადახურვის საშუალებას და ამიტომ ასურულ სასახლეთა გეგმარებაში ძირითადად პატარა, ვიწრო სათავსოებია. ხშირ წყალდიდობათა გამო ასურული ნაგებობები საკმაოდ მაღალ მიწაყრილებზე იდგმებოდა, რაც მათ განსაკუთრებულ ხასიათს ანიჭებდა.

     ასურული სასახლის ბრწყინვალე მაგალითია მეფე სარგონ მეორის რეზიდენცია დურ-შარუქინში. სასახლე და მთელი ქალაქი ერთიანი გეგმით ხუთი წლის განმავლობაში აშენდა (ძვ.წ. 711-705 წწ.).სასახლე აიგო თოთხმეტი მეტრის სიმაღლის ხელოვნურ ტერასაზე, რომელიც შექმნილი იყო ალიზის აგურების წყობით და ქვის დიდი ბლოკებით მოპირკეთებული. სასახლის ტერიტორია გაშლილი იყო ათი /ექტარის ფართობზე. სასახლეში ორას ათი სათავსო და ოცდაათი ღია ეზო იყო. სხვადასხვა დანიშნულების დარბაზები და ოთახები ამ ღია ეზოთა გარშემო იყრიდა თავს. სასახლე მოიცავდა მისაღებ დარბაზებს, საპარადო ოთახებს, სამეურნეო დანიშნულების ნაგებობებს, საცხოვრებელ ოთახებს. აქვე იდგა სამი ტაძარი. ოთახები ვიწრო და მაღალი იყო, გადახურვის კონსტრუქციები კედრის ხისაგან მზადდებოდა. ქვის ბაზებზე დაყრდნობილ ხის სვეტებს ეკავა კოჭები. სასახლის შესასვლელები თაღებით იყო გადახურული. შესასვლელთა ორივე მხარეს მრისხანე დარაჯებად აღმართულიყვნენ ფანტასტიკური არსებანი – ადამიანისთავიანი ფრთოსანი ლომებისა და ხარების კოლოსალური ქვის ქანდაკებები, ე.წ. „შედუ“ (ასურული ტექსტების მიხედვით). მათ უნდა დაეცვათ ასურეთის მბრძანებელთა სასახლეები ავი სულებისაგან, ბოროტი ძალებისაგან. ფერადი ქვებისაგან გაკეთებული მოელვარე თვალებით ისინი მრისხანედ აკვირდებოდნენ სასახლეში შემსვლელთ.

     ქვის ვეება ლოდებისაგან გამოკვეთილი ეს ქანდაკებები მრგვალი ქანდაკებისა და /ორელიეფის (მაღალი რელიეფი) ორიგინალურ შერწყმას წარმოადგენდა. პროფილში ეს იყო მაღალ რელიეფში გამოკვეთილი გამოსახულება, წინიდან კი მრგვალი ქანდაკება. მათი ზომები განსხვავებულია, (საშუალოდ სამიდან ხუთ მეტრამდე სიმაღლისა და სიგრძის, ერთ მეტრამდე სიგანის). ზოგიერთი ქანდაკების წონა ოც ტონას აღემატებოდა. ცნობილია, რომ ქვის ეს გიგანტური ბლოკები უხეშად დამუშავებული მო/ქონდათ ქვის სატეხებიდან, მოათავსებდნენ მათთვის განკუთვნილ ადგილზე და აქ ამუშავებდნენ საბოლოოდ, ქანდაკებას ეძლეოდა დასრულებული სახე.

     ფანტასტიკური არსებები ასურულ ქალაქებში ძველთაგანვე სასახლეთა კარიბჭეებთან აღიმართებოდნენ ხოლმე. ძვ. წ. მეცხრე საუკუნესა და მერვე საუკუნის პირველ ნახევარში ხარებსა და ლომებს ხუთი ფეხით გამოსახავდნენ. ასეთი ხერხით დიდებული, მშვიდი სვლისა (პროფილში) და მტკიცე, მედიდური დგომის (პირდაპირ) ილუზია იყო მიღწეული.თაღში შემსვლელი ხედავდა „შედუს“ ჯერ სასტიკ დარაჯად შეურყევლად მდგომს, შემდეგ კი – მოძრაობაში, დინჯი სვლის დროს. მიღწეული იყო გასაოცარი ოპტიკური ეფექტი. ამ ფანტასტიკური არსების გვერდზე გავლისას იქმნებოდა მათი მოძრაობის ილუზია. ეს ხერხი, რომელიც დღესაც იწვევს უცნაურ გრძნობას, უეჭველად თავზარს სცემდა სასახლეში შემსვლელთ. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ იღწვოდა ხელოვნება მის ხელთ არსებული საშუალებებით მბრძანებლის განდიდებისათვის, მის ქვეშევრდომებში ღვთაებრივი შიშის აღსაძვრელად. გრანდიოზული ზომები უკვე თავისთავად განაპირობებდა ამ კოლოსთა ზემოქმედების ძალას. ადამიანის ნატურალურ ზომაზე ბევრად აღმატებული ეს უცნაური ფიგურები შიშის ზარს სცემდნენ სასახლეში შემსვლელთ. მათი დანიშნულებაც ხომ სწორედ ეს იყო – ისინი დარაჯებად ედგნენ მეფის სასახლეს.

     ლომი და ხარი, ცხოველთა შორის უძლიერესნი, თავისთავად განასახიერებდგნენ ზეადამიანურ ძალას, ამას ემატებოდა ვეება ფრთები – ციური, არაამქვეყნიური ატრიბუტი, დაბოლოს – მაღალი გვირგვინით დამშვენებული, გრძელთმიანი, წვეროსანი მამაკაცის თავი – მრისხანე ღვთაების სახე. ეს რთული, ფანტასტიკური არსება თავისი უსაზღვრო შინაგანი ძალით, უთუოდ შექმნილი იყო ხალხის წიაღში შემორჩენილი მითოლოგიური და რელიგიური წარმოდგენების ნიადაგზე და ასახავდა ასურელთა უძველესი მითების პერსონაჟებს.

     არაჩვეულებრივად შთამბეჭდავია ამ ზღაპრულ გამოსახულებათა დეკორატიული გადაწყვეტა. გრანდიოზული მოცულობები საიუველირო ოსტატობით, უდიდესი გემოვნებით არის შემკული. აქ ჩანს დამახასიათებელი კონტრასტი ცხოველის სხეულის ფორმების განზოგადებულ გადმოცემასა და დეტალების საგანგებო დეკორატიულ, დაწვრილმანებულ დამუშავებას შორის. ცხოველის (ლომის, ხარის) სხეული მძლავრად, ძარღვიანად არის გამოძერწილი. მისი ნაკვთების გადმოცემაში შესანიშნავი ანატომიური ცოდნა ჩანს. ზუსტად არის აგებული მისი სხეული, კარგად არის გააზრებული კიდურების მიმაგრება სხეულთან. დიდი რეალისტური ძალით არის გამოძერწილი მძლავრი დაძარღვული ფეხის კუნთები. ამ მონუმენტურ, განზოგადებულ ფორმებს ამკობს განსაცვიფრებელი ოსტატობით დამუშავებული ორნამენტული ზედაპირი: საგანგებოდ ჩახვეულ კულულებად, გეომეტრიული სიზუსტით გაანგარიშებულ სიმეტრიულ ზოლებად ლაგდება გრძელი წვერის ხშირი, ტალღოვანი მასა; გრაფიკული დახვეწილი ნახატით არის შემკული მარაოსებრ გაშლილი ძლიერი ფრთების ბუმბული; წვრილ ჭედურ სპირალებად ეხვევა მწყობრ მწკრივებად დანაწილებული ლომის ფაფარი; პარალელურ რელიეფურ რკალებად არის დამუშავებული ცხოველის ფერდები.

     ალებასტრის ეს გიგანტური ქანდაკებები შესანიშნავად არის შემონახული. ოცდახუთ საუკუნეზე მეტხანს იყვნენ ისინი დაფარულნი მიწით და კვლავ მოევლინენ სამყაროს, რათა გვაუწყონ გარდასულ, შორეულ დროთა ამბავი, მოიტანონ ჩვენამდე ლეგენდად ქცეულ ეპოქათა სუნთქვა. ბრძნული სიდიადით არის აღსავსე ამ ფანტასტიკურ არსებათა სახეები, მარადიული სიმშვიდე და ძალა გამოკრთის მათი უცნაურად მეტყველი თვალებიდან, რომელთა მზერა უსასრულობაშია მიმართული.

     ასურეთის მეფეთა სასახლეების შესამკობად ქანდაკებათა გარდა შესასვლელების გასაფორმებლად გამოიყენებოდა მოჭიქული ფილები. ნაირფერად მოელვარე სიმბოლური და ორნამენტული გამოსახულებები სადესასწაულო იერს ანიჭებდნენ ნაგებობას. მოჭიქული აგური ასურული არქიტექტურული დეკორის ორგანული ნაწილი იყო.

     სასახლეთა ფასადების შესამკობად ფართოდ იყენებდნენ ბრტყელი რელიეფური სახეებით დაფარულ დიდი ზომის ქვის ფილებს. ეს ე.წ. ორთოსტატები (ბერძ. ვერტიკალურად, სწორად მდგარი) დატანებული იყო კლდის ცოკოლის ნაწილში და მნიშვნელოვნად განსაზღვრავდა ნაგებობის მხატვრულ სახეს. შემუშავებული იყო ორთოსტატების რელიეფური კომპოზიციების საგანგებო თემატიკა. ეს იყო სიმეტრიის კანონების მიხედვით აგებული სხვადასხვა სიმბოლური გამოსახულება. ორთოსტატის კვადრატულ არეზე ცხოველთა, ღვთაებათა, მცენარეთა გამოსახულებები ნაწილდებოდა ცენტრალური ღერძის გარშემო და ქმნიდა მწყობრ, სიმეტრიულ კომპოზიციებს, რომელთაც მიიჩნევდნენ შემდეგდროინდელი ევროპული /ერალდიკური გამოსახულებების შორეულ წინაპრებად.

     ასურეთის სასახლეთა ყველაზე მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობა მაინც დარბაზთა კედლების შემამკობელი რელიეფური კომპოზიციებია, რომლებიც ქმნიან ერთმანეთთან აზრობრივად და შინაარსობრივად დაკავშირებულ მრავალმეტრიან ქვის პანოებს. ასურული რელიეფების უძველესი ნიმუშები  წარმოდგება ძვ. წ. მეცხრე საუკუნის პირველი მეოთხედიდან, ასურნასირფალ მეორისა და მისი ვაჟის სალმანასარ მესამის ეპოქიდან. რელიეფთა შემდეგი ჯგუფები აღმოჩნდა სარგონ მეორის სასახლეში დურ-შარუქინში (ხორსაბადში. ძვ.წ. მერვე ს. მეორე ნახევარი) და ასურბანიფალის სასახლეში (ძვ.წ. მეშვიდე ს.).

     რელიეფები ძირითადად გამოყენებულია სასახლის ინტერიერების შესამკობად. ისინი იშლება უსასრულო ფრიზებად და მიუყვება კორიდორებისა და ოთახების კედლებს. ყველაზე ძველი რელიეფური ფრიზების სიმაღლე ორ მეტს აღემატება. მოგვიანო შენობებში, მაგალითად, სარგონის სასახლეში რელიეფური სცენების სიმაღლე სამ მეტრს აღწევს. ფართო ზოლებად განლაგებული რელიეფები ხალიჩისებურად ფარავდა კედლებს, გამოსახულებები უმეტესად ნატურალური ზომისაა, მათზე მეფეთა ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მოვლენები იყო გამოსახული. რელიეფთა თემატიკა უპირატესად საერო ხასიათისაა, რელიგიური სიუჟეტები შედარებით მცირე ადგილს იკავებენ. ამ პლასტიკური ხელოვნების უმთავრესი ამოცანა იყო მეფის ხელისუფლების აშკარა განდიდება თაყვანისცემის ცერემონიალის ჩვენებით ან მეფის წარმატებების ხატოვანი თხრობით. მრავალ /ერალდიკურ ჯგუფში ჩართულნი არიან ნაირგვარი ურჩხულები, ფანტასტიკური ფრთოსანი არსებები, რომელთაც მფარველობითი ფუნქცია ეკისრებოდათ. ისინი დამცველებად და მფარველებდა ევლინებოდნენ ასურეთის სასტიკ მბრძანებელთ.

     განსაკუთრებით ხშირია საკულტო სცენები, სადაც წარმოდგენილია „სიცოცხლის ხესთან“ მდგომი ღვთაებები. კომპოზიციის ცენტრში აღმართულია უძველესი წარმოდგენებიდან მომდინარე „სიცოცხლის ხე“ – მოტივი, რომელიც დაკავშირებულია სიცოცხლის მარადიულობის, უკვდავების ცნებებთან.

     სიმეტრიულად განლაგებული ფიგურები განსაკუთრებული მხატვრული ხერხებით გადმოიცემოდა. ძალიან ხშირად სიცოცხლის ხესთან გამოისახებოდნენ არწივისთავიანი ღვთაებები. მათ აადმიანის სხეული და ფრინველთა მეფის თავი /ქონდათ. არაჩვეულებრივი რეალისტური ძალით იყო გამოკვეთილი არწივის მძლავრნისკარტიანი, მონუმენტური თავი. ღვთაებას მძლავრი ათლეტური სხეული /ქონდა. ცალი ხელით იგი წმინდა ხეს ეხებოდა, მეორეში სარიტუალო ჭურჭელი ეკავა. მძლავრად ფრთაგაშლილი, დიდი შიშველი ფეხებით იგი მყარად იდგა ნიადაგზე. ფრთების ზედაპირი, მათი ნაწილები, ბუმბული საგანგებოდ იყო დეკორატიულად დამუშავებული. სიმეტრიულად გაშლილი ფრთები ქმნიდა ცხოველხატულ ორნამენტულ ფონს ფიგურის უკან. ღვთაებას ეცვა გრძელი, კოჭებამდე ქობიანი კაბა, წინ გახსნილი ისე, რომ მოჩანდა დაკუნთული, ძლიერი ფეხები. ასევე ხაზგასმულად მძლავრი იყო ლამაზი სამაჯურებით შემკული ღვთაებათა ხელები. სხეული ოდნავ იყო ამოწეული ფონიდან და აპლიკაციის მსგავსად, მკაფიო სილუეტად იკითხებოდა გლუვ ზედაპირზე. ასევე სიბრტყეზე იყო გაშლილი „სიცოცხლის ხე“, რომელიც გეომეტრიზებული მცენარეული მოტივებისაგან შედგებოდა. ამ სიმეტრიულ, გაყინულ, იერატულ გამოსახულებებში ყველაფერი კედლის სიბრტყეს ემორჩილებოდა, ლამაზ ნახატად ეფინებოდა კედელს. რელიეფის ზედაპირის დამუშავება ისეთივე იყო, როგორც სასახლის მცველ ფანტასტიკურ ქანდაკებათა ორნამენტული ნაწილებისა.

     ასურულმა ხელოვნებამ შეიმუშავა ფიზიკურად კარგად განვითარებული, ძლიერი ადამიანის იდეალი, გამარჯვებული მეომრის განზოგადებული ტიპი. იდეალიზაციის გარკვეული სტადია არის გამოვლენილი დაბალ რელიეფში შესრულებული მეფეებისა და ღვთაებების სახეებში. ფიგურები გადმოცემულია ხედვის ორი წერტილიდან – პროფილსა და ანფასში. პროფილშია გამოსახული სახე, სხეულის ქვედა ნაწილი და ფეხები, თვალები პირდაპირ არის მოცემული, მხრები ისეა გაშლილი სიბრტყეზე, რომ დაშორებული მხარი ანფასშია გამოსახული, მაყურებელთან მიახლოებული – პროფილში.

     ასურული რელიეფები გამოირჩევა თავისებური დამუშავებით: მძლავრად არის მოდელირებული სხეულის ფორმები, რელიეფის რბილი კვეთა შერწყმულია უნაზეს გრავირებასთან. ადამიანის ფიგურები კარგი პროპორციებისაა, სწორად აგებული., გულდასმით არის დამუშავებული დამახასიათებელი თარგის სამოსელი, საგანგებოდ გადმოიცემა მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი სამკაული. თვალს ხვდება უცნაური შეხამება სხეულის შიშველი ნაწილების მძლავრი, გაზვიადებული გადმოცემისა, გროტესკულად ხაზგასმული კუნთებითა და სახსრებით, ტანსაცმლის ქვეშ სრულიად ბრტყელი და მოცულობას მოკლებული ნაწილების დეკორატიულ დამუშავებასთან. ასეთ მიდგომას შემოსილი სხეულის გადმოცემისადმი ამძაფრებს ლურსმული დამწერლობის ფართო ზოლები, რომლებიც ერთნაირად გადაუვლის ფონს და რელიეფურ ნაწილებს.

     რიტუალური თასით ხელში გამოსახული მეფეების მედიდური რელიეფური სახეები, განსაკუთრებული იერატიული გაყინულობით და უძრაობით, წარმოდგენას გვაძლევს იმ უცნაურ, დესპოტურ მმართველებზე, რომელთა ხასიათსა და მოქმედებაზე მეტყველებს მათი წარწერები, ასე ჭარბად შემონახული თიხის ფირფიტებზე. აი, ერთ-ერთი მათგანი – სენაქერიბის წარწერა: „... ვითარცა ლომი განმძვინვარებული, შევიმოსე ჯავშნით და თავსა საბრძოლო მუზარადი დავიდგი. რისხვით აღვსილი გულით სწრაფად გავეშურე მაღალი საბრძოლო ეტლით მტერთა შესამუსრად... გაშმაგებით გრგვინავდა ჩემი საბრძოლო ყიჟინა მტრის ბოროტ ძალთა წინააღმდეგ... ხელშუბითა და ისრებით გავგმირე მტრის მხედრები, მათი გვამები საცერივით დავცხრილე. სწრაფად გავუსწორდი ჩემს მტრებს, ოქროს ხმლებით შემორტყმულ და წითელი ოქროს ბეჭდებით ასხმულ ხელებიან თავადებს. მათ გამოვჭერ ყელი ბატკნებივით. მათი ძვირფასი სიცოცხლე ძაფივით გავწყვიტე... ბრძოლის ველზე გაშმაგებულები დაქროდნენ აქეთ-იქით მხედარდაკარგული, ცხენშებმული ეტლები... თვით ელადის მეფე ბაბილონის მეფესთან და ქალდეველ თავადებთან ერთად შეაძრწუნა ბრძოლის საშინელებამ... მათ მიატოვეს თავისი კარვები  და გაიქცნენ. საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად ისინი საკუთარი მხედრების გვამებს თელავდნენ ცხენთა ფლოქვებით. მათი გულები ფეთქავდნენ, ვითარცა გული დაჭრილი მტრედისა...“

     სწორედ ამგვარი საბრძოლო ამბებია მოთხრობილი ასურელ მეფეთა სასახლეების რელიეფებზე, რომლებიც თითქოს სამეფო მატიანეების ტრაბახითა და თვითმაყოფილებით სავსე ტექსტების ზუსტ ილუსტრაციებს წარმოადგენდა. რა ხშირად გვხვდება ასურულ საბუთებში, მეფის სახელით დაწერილი ტექსტების დასაწყისში ამაყად ნათქვამი: „მე დავარბიე...“, „მე გადავწვი...“, „მე გავჟლიტე...“ და შემდეგ მოდის სია მათი დამანგრეველი საქმეებისა, რომელთა ასახვას ასე გულმოდგინედ ახერხებდნენ სასახლეთა კედლებზე ასურელი ოსტატები.

     თამამად შეიძლება ითქვას, რომ ასურული რელიეფებით იწყება ისტორიული რელიეფის განვითარება მსოფლიო ხელოვნებაში (თავისი კლასიკური სახით ისტორიული რელიეფი რომის იმპერიის ეპოქის ხელოვნებაში პოვებს განვითარებას). ასურული რელიეფების ბატალური სცენები ზუსტად მიგნებული მხატვრული ხერხებითა და კარგად გააზრებული კომპოზიციური პრინციპებით სრულდებოდა. არა ისტორიული სიმართლე, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, არამედ მბრძანებლის განმადიდებელი მხატვრული სახეების შექმნა.

     ასურულ რელიეფთა სტილი თხრობითია, მრავლისმეტყველი და ამასთან, პარადული. თხრობაში მთავარია მეფის პიროვნება, მისი ფიგურა ყოველთვის განსაკუთრებულად არის გამოყოფილი, თუმცა ეგვიპტისაგან განსხვავებით იგი თავისი გარემომცველი ფიგურებისგან ზომით არ არის გამორჩეული. აღმოსავლეთის ყოვლისშემძლე მბრძანებელი საზეიმო ტანსაცმლით შემოსილი, საგანგებოდ დახვეული წვერითა და მხრებზე დაფენილი უცნაურად დავარცხნილი გრძელი თმით, სასახლის კედლებზე განაგრძობდა ცხოვრებას. მეფეთა გამოსახულებებში ასურელი მამაკაცის ტიპის განვითარება თავის მწვერვალს აღწევს. მეფეები გოლიათი ათლეტებია, რომელნიც ველურ ძალას, არაჩვეულებრივ დიდებულებას გამოასხივებენ. მეფეს გარკვეული ატრიბუტები აქვს – ხმალი, მშვილდი, კომბალი. ხანდახან მას ხელში რიტუალური სასმისი უკავია.

     მეფეთა განსადიდებლად ყველაზე ხშირად ბრძოლის სცენები გამოისახებოდა: მოიერიშე ჯარები, მსუბუქი საბრძოლო ეტლების სრბოლა, ალყაშემორტყმული ციხეები და დალაშქრული ქალაქები, ტყვეთა წამოყვანა. ბრძოლის სცენები ხშირად ცალკეულ ეპიზოდებად არის წარმოდგენილი, როგორც ცალკეული მოქმედების თანმიმდევრული განვითარება.

     ადამიანთა ფიგურები გარკვეული სქემით არის გადმოცემული. ეს არის განზოგადებული, იდეალიზებული სახე ასურელი მებრძოლისა, რომელიც ქვეყნის უძლეველობას და მის საბრძოლო წარმატებებს განასახიერებდა. ძველ ასურულ რელიეფებზე ფონი მეტწილად გლუვია, მხოლოდ აქა-იქ არის მინიშნებული პეიზაჟის ნაწილი, გამოსახულია სტილიზებული მცენარეები და პირობითად გადმოცემულია მთა ან მდინარე. დამარბეველნი და განადგურების მომტანი ასურელნი, ცხენოსანნი, ქვეითნი თუ საბრძოლო ეტლებზე ამხედრებულნი, უძლეველ მასად მიიწევდნენ მტერთა რიგებისაკენ. უდიდესი სიზუსტით არიან გამოსახულნი მშვილდმოზიდული ძლიერი მეომრები (მათთან ერთად და მათ შორის ყოველთვის იბრძვის მეფე), ეტლებზე ამაყად ამართულან მეწინავე მებრძოლები. მათ ცალი ხელით სადავეები მოუზიდავთ, მეორეში კი მეფის ემბლემიანი გრძელი დროშაკები უპყრიათ.

     ბრძოლის სცენების ამსახველი რელიეფები კედლის ზედაპირზე ასურული პლასტიკის საერთო კანონების მიხედვით იშლება. ყველაფერი გარკვეულ პირობითობას ექვემდებარება. ყოველი ეპიზოდისათვის, ყოველ სცენისათვის ასურელ ოსტატებს შემუშავებული /ქონდათ პირობითი მხატვრული ენა, რომელიც ემსახურებოდა სიბრტყეზე მრავალფიგურიანი გამოსახულებების გაშლის ამოცანას. ასე, მაგალითად, თუ გავითვალისწინებთ ძალზე დაბალი რელიეფით ოთხცხენიანი ეტლის გადმოცემის სირთულეს, თანაც ისე, რომ ოთხივე ცხენი მაყურებლისთვის კარგად იყოს გასარჩევი, დავრწმუნდებით, რომ ასურელი ოსტატი ძალზე გონებამახვილურ ხერხს ხმარობს. იგი კვეთს ქვის სისქეში ცხენის ფიგურას, გულდასმით ამუშავებს მის ზედაპირს, გადმოსცემს ცხენის აღკაზმულობის ყველა დეტალსა და სამკაულს, შემდეგ იგი ცხენის სილუეტს აორმაგებს, ასამმაგებს, იმისდა მიხედვით, თუ რამდენი ცხენის გამოსახვა აქვს განზრახული. ასევე ორმაგდება და სამმაგდება ცხენის ფეხები, რაც ქმნის რელიეფის ქვედა ნაწილში გრაფიკულ რიტმულ ნახატს და ერთდროულად გვიქმნის ცხენთა სიმრავლის ილუზიას. ამგვარი ხერხის განმეორება ასურულ რელიეფს თავისებურ გრაფიკულ გამომსახველობას ანიჭებს, განმეორებადი სილუეტი ორნამენტის მსგავსად იკითხება კედლის ფონზე.

     მრავალფიგურიანი ბატალური სცენები, რომლებიც მოქმედების დიდ სივრცეებს გულისხმობს, ძალზე რთული იყო სიბრტყეზე გასაშლელად, მითუმეტეს, თუ გავიხსენებთ კომპოზიციების ფრიზულ განლაგებას. ამ სირთულის გადასალახავად ასურელებს შემუშავებული /ქონდათ ფიგურათა სიბრტყეზე განაწილების თავისებური პრინციპი. იმისათვის, რათა აჩვენონ ერთი ფიგურა ან რაიმე ეპიზოდი მეორის უკან, სიღრმეში განთავსებული, რელიეფების ოსტატები მაყურებელთან უფრო ახლოს მდებარე ფიგურას ან ჯგუფს გამოსახავდნენ რელიეფური პანოს ქვედა ნაწილში, ნიადაგის ზოლზე, ხოლო სიღრმეში მდებარეს – ზედა რეგისტრში. ამგვარად, ერთმანეთის თავზე განლაგებული ფიგურები ან ჯგუფები, არსებითად, უნდა წარმოვიდგინოთ ერთმანეთის უკან სიღრმეში არსებულად. ფიგურათა განაწილების ეს პრინციპი საერთოდ გავრცელებული იყო ძველი აღმოსავლეთის ხელოვნებაში და რელიეფურ თუ ფერწერულ კომპოზიციებში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა.

     უდიდესი დაკვირვებითა და კეთილსინდისიერებით ასახავდნენ ასურელი მოქანდაკეები მათთვის კარგად ნაცნობ საბრძოლო სცენებს, ისინი საგანგებოდ აღნიშნავდნენ უამრავ წვრილმანს, დეტალს, რათა მეტი დამაჯერებლობა მიეცათ მოთხრობილი ამბებისათვის. გულმოდგინედ გადმოსცემდნენ სასახლეთა კედლებზე ციხე-სიმაგრეთა ქონგურებიან და კოშკებიან გალავნებს. არაჩვეულებრივი გულუბრყვილობით გამოსახავდნენ მდინარეთა ტალღებში გაბერილი ტიკებით შეცურებულ მოიერიშეებს და მდინარის ნაპირას ჩასაფრებულ, მუხლზე დაჩოქილ მშვილდოსნებს. ხალიჩასავით ფარავდა სასახლის კედლებს ეს ხალხმრავალი, სათუთად დამუშავებული ზედაპირიანი უცნაური რელიეფური საფარველი, რომელიც მატიანის ფურცლებივით შლიდა მაყურებელთა წინაშე სისხლიანი ისტორიის ფურცლებს.

     არაფერი არ გამორჩათ მხედველობიდან სასახლეთა შემამკობლებს – არც საკუთარი ქალაქის გალავანზე ბარბაროსულად სარზე ჩამოცმული ციხის დამცველები, არც მტრის ციხე-კოშკების ნგრევა დაპყრობის შემდეგ, არც ნადავლის გამოტანა დარბეული ქალაქებიდან, არც ტყვეთა წამოყვანა. ყველა სცენაში, ყველა ეპიზოდში უხეში ძალის განდიდებაა.

     ასურულ რელიეფებში თითქოს გარკვეული ევოლუცია შეინიშნება. დროთა განმავლობაში ოდნავ მაღლდება რელიეფი, იცვლება ფიგურათა მასშტაბური შეფარდება, მატულობს ყოფითი ელემენტები, კომპოზიციებში ჩნდება პეიზაჟი. სცენებში ოსტატურად არის ჩართული მთები, მდინარეები, მცენარეები. მაგრამ ეს ცვლილებები ძალზე უმნიშვნელოა და უცვლელი რჩება ასურული რელიეფის არსებობის მთელ მანძილზე. ხელოვნების მთავარი ამოცანა – მეფის ძალაუფლების მარადიულობის, უძლეველობისა და ურყევობის მტკიცება, მისი ხოტბის შესხმა.

     ბრძოლის სცენებთან ერთად ასურელ მეფეთა სასახლეებში ფართოდ იყო წარმოდგენილი სამეფო კარის პარადული ცხოვრება, საზეიმო ცერემონიები, სამეფო გართობის სცენები – ნადირობა, სხვადასხვა სანახაობანი. ნადირობა, ბრძოლასთან ერთად, სამეფო კარის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო და ამ თემამ მტკიცედ მოიკიდა ფეხი სასახლეთა კედლებზე. ცნობილია, რომ სამეფო ნადირობა სასახლის გართობათა აუცილებელი შემადგენელი ნაწილი იყო. ასურეთის მეფეთა სასახლეებთან არსებობდნენ საგანგებო სამხეცეები, სადაც გალიებში დამწყვდეული /ყავდათ გარეული მხეცები – ვეფხვები, ლომები, ავაზები. სამეფო დროსტარების ერთ-ერთ მაგალითს წარმოადგენდა სტუმართა თუ მეომართა ვაჟკაცობის გამოცდა ძლიერ ცხოველთან შეჭიდებაში. შემონახულია რელიეფები, სადაც ვხედავთ, თუ როგორ ხსნიან გალიებს მსახურნი, რათა ასურელი დიდებული პირისპირ შეხვდეს გალიიდან გამოვარდნილ გამძვინვარებულ მხეცს და აჩვენოს მეფეს და მის ამალას თავისი ვაჟკაცობა. ჩვეულებრივი ნადირობის გარდა, ასურელ რელიეფებზე ხშირად გვხვდება სასახლის ამგვარი გართობები. რელიეფების ოსტატები მეტყველად გადმოსცემდნენ გააფთრებულ მტაცებლებთან ასურელთა შებმას. ეს იყო, ერთი მხრივ, სამეფო კარის რეალური ცხოვრების სურათების ჩვენება, მეორე მხრივ, ასურელ მეფეთა და მეომართა ძალისა და ყოვლისშემძლეობის დემონსტრაცია, რაც განსაკუთრებით თვალსაჩინო ხდებოდა ადამიანისა და ნადირთა მეფის დაპირისპირებისას და ადამიანის ძლევამოსილების ჩვენებისას. ყველა შემთხვევაში გამარჯვება ადამიანის მხარეზე იყო. ნადირობის სცენებში თვალშისაცემია ერთი გარემოება – ადამიანის ფიგურები ყველაზე სასტიკი შერკინების დროსაც კი გაყინულნი, სქემატურნი, განზოგადებულნი არიან, ცხოველები კი გადმოცემულია უდიდესი რეალისტური ძალით. საერთოდ, ასურულ რელიეფებში შეინიშნება ცხოველური თემატიკის სიხშირე. ეს ალბათ გაპირობებული იყო ასურეთის ყოფით, მისი ცხოვრების თავისებურებებით. მოქანდაკეები ავლენენ არაჩვეულებრივ დაკვირვებულობას და მახვილ თვალს ცხოველთა გამოსახვისას. ისინი, როგორც ჩანს, ამ ცხოვრების შუაგულში იყვნენ; სამეფო კარის ცხოვრება მათ თვალწინ მიმდინარეობდა და ამიტომ ასე კარგად იცნობდნენ და გადმოსცემდნენ ისინი ლომის მძვინვარე ბუნებას, ცხენის გაშმაგებულ რბოლას, გარეულ ცხენთა რემაში მონადირე ძაღლების გააფთრებულ ჩარევას.

     ცხოველური თემატიკის შემცველ რელიეფებში მეტი თავისუფლება შეინიშნება: უფრო ხშირად ირღვევა ფრიზული განლაგების კანონები, ცხოველთა ფიგურები თითქოს ნებისმიერად ნაწილდება კედლის სიბრტყეზე. ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს ისეთ სცენებში, როგორიცაა ჯიხვების ჯოგის დაფრთხობა, გარეულ სახედრებზე ნადირობა. ამ რელიეფურ კომპოზიციებში ცხოველები გლუვ ფონზე სრულიად თავისუფლად არიან გარლაგებულნი. უმეტესად მათ ჭადრაკული პრინციპით განალაგებენ და ამით იქმნება სივრცეში მათი მოძრაობის ილუზია. ცხოველთა სამყაროს წარმოსახვამ ასურელ მოქანდაკეებს საშუალება მისცათ სრულად გამოელინათ თავისი ნიჭიერება. ცხოველთა გამოსახვა მეტ თავისუფლებას აძლევდა ოსტატებს. და თუ მკაცრი კანონებით შეზღუდული ასურელი ოსტატები მეფისა და მისი მხლებლების გამოსახვის დროს მხოლოდ გარინდულ, თავის მედიდურობაში გაქვავებულ არსებებს აღბეჭდავდნენ სასახლეთა კედლებზე, ცხოველების გამოსახვა მათ ფანტაზიას დიდ გასაქანს აძლევდა. დაირღვა მკაცრი კომპოზიციური წყობა და ცხოველები თავისუფლად მოეფინენ კედლის სიბრტყეს. არაჩვეულებრივად მრავალფეროვანი და რთულია მათი მოძრაობები, პოზები. ცხოველთა გამოსახულებებში, როგორც ჩანს, სრულად გაიშალა ასურელ მოქანდაკეთა ნიჭიერება. ამასთან დაკავშირებით უნდა გავიხსენოთ ასურული ხელოვნების ერთი მთავარი დამახასიათებელი ნიშან-თვისება: რამდენადაც ადამიანთა გამოსახულებებში მხატვრები შუზღუდულნი იყვნენ მკაცრი კანონებითა და სქემებით, დესპოტურ  აღმოსავლურ სამეფოში შემუშავებული მეფის განსადიდებლად მოწოდებული პრინციპით, რამდენადაც ადამიანის გამოსახულებებში სრულიად გამორიცხული იყო ყოველგვარი გრძნობა, ცხოველთა გამოსახულებებში ჩაქსოვილი იყო განცდები და ემოციები. მეფეთა, ქურუმთა და დიდებულთა სახეები, მოკლებულნი ყოველგვარ გრძნობას, კერპების მსგავსად იყვნენ გაშეშებულნი მათთვის ზუსტად განკუთვნილ ადგილებზე. ადამიანის ფიგურა ყოველთვის აგებული იყო ერთხელ და სამუდამოდ მიღებული სქემის მიხედვით (პროფილისა და ფასის თავისებური შერწყმა). ნადირობისა და ბრძოლის სცენებშიც კი ადამიანი გამოისახება გაშეშებულად, მშვიდად, აუღელვებლად. ასურელმა ოსტატებმა ცხოველთა გამოსახულებებში გადაიტანეს ადამიანურ განცდათა მთელი მრავალფეროვნება. ნადირობის სცენებში დევნილი, დაჭრილი და მომაკვდავი ცხოველები უდიდეს თანაგრძნობასა და შეცოდებას იმსახურებენ. მათ გამოსახულებებში ვხედავთ ტკივილს, წამებას, განწირულებას. ამ მხრივ გამოირჩევა ასურბანიფალის სასახლის „ლომებზე დიდი ნადირობის“ სცენები. ისინი აღნიშნავენ ასურული რელიეფური პლასტიკის მწვერვალს.რელიეფი გამოირჩევა ნატიფი, რბილი ძერწვით, ცხოველთა აგებულების გადმოცემის უაღრესად რეალისტური მანერით. ლომები ურთულეს, უმძაფრეს მოძრაობაშია გამოსახული. მოცემულია ცხოველის მოძრაობის სხვადასხვა სტადია უძლიერესი გააფთრებული ნახტომიდან დაწყებული, ვიდრე ისრებით უწყალოდ განგმირული ლომის უკანასკნელ ამოგმინვამდე. მხედრების შუბებსა და ისრების ტყეს ისინი უპირისპირებენ თავის ველურ ძალას და მოქნილობას.

     აღნიშნული სასახლის რელიეფებში გვხვდება ჭეშმარიტი შედევრები. ასეთებია მომაკვდავი ლომის ფიგურები. უნდა ითქვას, რომ მსოფლიოს ხელოვნებაში პირველად ასურელმა ოსტატებმა გადმოსცეს ცოცხალი არსების წამების, განცდის მთელი დრამატულობა. დაჭრილი ლომის რელიეფური სახე ამის ბრწყინვალე ილუსტრაციას წარმოადგენს. რელიეფის დამუშავების დახვეწილი ოსტატობა, უდიდესი ანატომიური სიზუსტე დაკავშირებულია განცდის ზუსტ გადმოცემასთან. ფაფარაყრილ მძვინვარე ლომს ისარი შუბლში აქვს მოხვედრილი, მისი ძალა უეცრად დაიშრიტა, მისი ნახტომი /აერშივე შეწყდა. კიდევ წამი და მძიმე სხეული მიწაზე დაეცემა. უდიდესი კომპოზიციური ოსტატობა ჩანს დაჭრილი ძუ ლომის რელიეფში. ცხოველის სხეული თითქოს სამკუთხედშია ჩაწერილი. ძალისა და უძლურების გასაოცარი კონტრასტული დაპირისპირებაა ამ გამოსახულებაში. ცხოველის მკაცრი მძლავრი უკანა თათები უკვე პარალიზებულია, მაგრამ იგი კიდევ ლამობს წინა თათებზე დაყრდნობით წამოწევას. სხეულში უწყალოდ ჩარჭობილი ისრების იარებიდან სისხლი მოედინება. ეს რელიეფური ეპიზოდები ტრაგედიის ჟღერადობას იძენს.

     ლომებზე ნადირობის უბრწყინვალესი სცენებია შემონახული ნინევიაში (ძვ.წ. 650წ.). მონადირეთა სტერეოტიპულ, გაშეშებულ პოზებს მკვეთრად უპირისპირდება დაჭრილ და დახოცილ ლომთა გამოსახულებების უშუალობა, მეტყველი პოზები. თითქოს უწესრიგოდ მიმოფანტულ დაჭრილ ლომთა ფიგურებში ტკივილისა და წამების სხვადასხვა ხარისხია ნაჩვენები. თითოეული ლომის მოძრაობა, მათი პოზები გრძნობათა ურთულეს გამას გვიჩვენებს. გასაოცარია ცხოველთა მოძრაობის ზუსტი გადმოცემის ოსტატობა. მოქანდაკე ქვაში გამოკვეთს ლომის ხტომის იმ სტადიას, როდესაც იგი /აერში თითქოს ყოვნდება. უნებურად გვაგონდება თანამედროვე ფიტოგრაფიის აღბეჭდილი მოძრაობის წამიერი მომენტები, რაც ტექნიკის სრულყოფის წყალობით გახდა შესაძლებელი. ასურელი ოსტატები, როგორც ჩანს, ისე კარგად იცნობდნენ ცხოველთა მიმოხვრას, მათ პლასტიკას, რომ ოპტიკური აპარატის სიზუსტით აღბეჭდავდნენ სასახლის კედლებზე ლომების მოძრაობის წამიერ მონაკვეთს.

     ასეთივე გაწაფული თვალი ჩანს ყველა ცხოველის გამოსახვაში, ზუსტად და ვირტუოზულად არის გადმოცემული რბოლის დროს /ორიზონტალურად გაჭიმული ცხენის სხეული, როდესაც ცხოველის ოთხივე ფეხი /აერშია და იგი გატყორცნილი შურდულივით არის გაფრენილი. დამახასიათებელია მწევართაგან დამფრთხალი ჯიხვების მოქნილი, პლასტიკური მოძრაობა, ძალზე მეტყველია მდინარის ბინადართა საგულდაგულო გადმოცემა – სხვადასხვა მიმართულებით მოსრიალე თევზებისა, დიდი სიზუსტით გამოსახული კიბორჩხალებისა, რომლებიც ქმნიან წყლის დამახასიათებელ ფაუნას.

     ძვ. წ. მერვე-მეშვიდე საუკუნეებში ასურელმა მოქანდაკეებმა დამოუკიდებლად გაიკვლიეს გზა ამ შესანიშნავი მხატვრული მიღწევებისაკენ, მათ თვითონ მიაგნეს ამ უდიდესი გამომსახველობის სახეებს. მაგრამ ხალხის წიაღში არსებული ეს პროგრესული რეალისტური ტენდენციები ვერ განვითარდებოდა აღმოსავლეთის დესპოტიზმის პირობებში. ეს ტენდენციები თავის სრულ განვითარებას მხოლოდ შემდეგში, ანტიკურ ხელოვნებაში პოვებს.

     ასურულ რელიეფებში დიდი ადგილი ეთმობოდა რიტუალურ სცენებს, ხშირია მსხვერპლის შეწირვის თემაც. პარადულ სამოსელში გამოწყობილი მეფე, ქურუმთა და დიდებულთა თანხლებით მიემართება სამსხვერპლოსაკენ, სადაც უნდა შესრულდეს რელიგიური ცერემონია. სამსხვერპლოს წინ დახოცილ ცხოველთა გვამებია. მთავარი ქურუმი ან მეფე რიტუალური ჭურჭლიდან ასხამს წმინდა სითხეს. რელიეფთა გრძელი ფრიზები, წარწერების უსასრულო სტრიქონების მსგავსად და მათთან ერთად მოგვითხრობენ ასურელ მბრძანებელთა სასახლეების ცხოვრების შესახებ.

     ქვის რელიეფთან ერთად ჩვენამდე მოაღწია ასურული ხელოვნების ერთ-ერთმა საინტერესო ძეგლმა, მეფე სალმანსარ მესამის (ძვ.წ. მეცხრე ს.) ჭიშკარმა ბალავატიდან. ჭიშკარი ბრინჯაოს თხელი ჭედური ფირფიტით იყო მოპირკეთებული. მასზე მეფის ლაშქრობის ეპიზოდებია ცამეტ ზოლად წარმოდგენილი – ცეცხლწაკიდებული ქალაქები, ალყაშემორტყმული ციხე-სიმაგრეები, მხედართა ბრძოლის სცენები. ეს არის უდიდესი ოსტატობით გამოჭედილი ასურეთის მბრძანებლის უჩვეულო ბრინჯაოს მატიანე.

     ჩვენს დრომდე უპირატესად ასურული რელიეფური ნაწამროებებია მოღწეული. მაგრამ რამდენიმე მრგვალი ქანდაკება წარმოდგენას გვაძლევს მონუმენტური ქანდაკების განვითარებაზე ასურეთში. აღსანიშნავია ასურნასირფალ მეორისა და სალამანსარ მეორის ქვის ქანდაკებები, რომლებშიც იგივე მხატვრული ნიშნებია, იგივე სტილისტური თავისებურებები, რაც რელიეფურ პლასტიკაში. აქაც მედიდური, გაყინული პოზა, დამორჩილებული მკაცრ სქემას, მძლავრად გამოძერწილი ათლეტური სხეული, ხაზგასმული კუნთებით, ზედაპირის ორნამენტული დამუშავების სიჭარბე, სამკაულთა ნაირგვარობა (საყურე, სამაჯურები, სამკლაურები). მეფეები უზენაეს ქურუმთა სახით არიან გამოსახულნი. ისინი იდგნენ ტაძრების ნიშებში და მათ თაყვანს სცემდნენ ღვთაებების თანაბრად. იმ იდეალიზებულ ქანდაკებებში ხაზგასმულადაა განდიდებული უხეში ფიზიკური ძალა და ზეადამიანური დიდებულება.

     ცეცხლში დაიღუპა ფრთოსანი ხარების მფარველობის ქვეშ მყოფი ასურეთის ბრწყინვალე ქალაქები. მიწასთან იყო გასწორებული დიდებული სასახლეები, პირისაგან მიწისა აღიგავა ხალხთა ძარცვა-რბევით გამდიდრებული ასურეთის სისხლიან მბრძანებელთა რეზიდენციები. მაგრამ ხალხის წიაღიდან გამოსულ ნიჭიერ ოსტატთა შექმნილმა მხატვრულმა საგანძურმა გაუძლო ყველა განსაცდელს და ჩვენს დრომდე მოიტანა ძველი სამყაროს ამ თავისებური ხელოვნების განსაკუთრებული მხატვრული სრულყოფა.                            

 

              ოლიმპიელი ზევსის ქანდაკება

 

     საბერძნეთის სამხრეთ ნაწილში – პელოპონესში, მდინარეებს ალფესა და კლადეოსს შორის, გადაშლილია ზურმუხტისფერი ვრცელი ველი, რომელსაც ჭადრებისა და ზეთისხილის ხშირი ჭალები განსაკუთრებულ იერს ანიჭებენ. უძველესი დროიდან ამ წმინდა ადგილთან, ე.წ. ალტისთან, ღვთაება ქრონოსის თაყვანისცემა იყო დაკავშირებული. მის პატივსაცემად შეარქვეს აქ აღმართულ მთას ქრონიონი. ამ მთის ძირას უშორესი წარსულიდან სხვადასხვა ღვთაებათა სამლოცველოები იყო აღმართული: აფროდიტეს, ურანიას, ნიმფების, დედამიწა – გეას უძველესი სამისნო. აქვე გავრცელდა პელოპის მითი და კულტი. ვარაუდობენ, რომ პელოპონესმა სახელწოდება ამ მითოლოგიური გმირის სახელიდან მიიღო.

     ამ უძველეს წმინდა მიწაზე – ოლიმპიაში განსაკუთრებულად გამოირჩეოდა „ადამიანთა და ღმერთთა მამის“, ზევსის კულტი. გადმოცემით, სწორედ ამ ადგილას დაამარცხა ზევსმა თავისი სასტიკი მამა ქრონოსი, რომელიც ძალაუფლების დაკარგვის შიშით შეპყრობილი (მისანმა უწინასწარმეტყველა, შვილი ჩამოგაგდებსო ტახტიდან) ყლაპავდა თავის ახალშობილ შვილებს. სასოწარკვეთილმა რეამ, ქრონოსის მეუღლემ, მოახერხა ჩვილი ზევსის მღვიმეში გადამალვა კუნძულ კრეტაზე, ქრონოსს კი ბავშვის ნაცვლად ქვა გადააყლაპა. დავაჟკაცებულმა ზევსმა სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში დაამარცხა ქრონოსი და ღმერთების გუნდით გარშემორტყმული დაემკვიდრა ოლიმპოს მთაზე, საიდანაც სამართლიანობითა და სიბრძნით განაგებდა სამყაროს. ქრონოსზე გამარჯვების აღსანიშნავად დაკანონდა დიდი დღესასწაული, რომლის ჩატარების პატივი ოლიმპიას ხვდა წილად. ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ იკრიბებოდნენ ოლიმპიის წმინდა მიწაზე ბერძნები, რათა თაყვანი ეცათ უზენაესი ღმერთისათვის, შეეწირათ მისთვის მსხვერპლი და რაც მთავარია, მონაწილეობა მიეღოთ ოლიმპიურ თამაშებში, რაც ზევსის თაყვანისცემის რიტუალის აუცილებელ ნაწილს წარმოადგენდა.

 

     ოლიმპიურმა თამაშებმა აღნიშნეს ელადის ახალი ისტორიული ეტაპის დასაწყისი. პირველი ოლიმპიური თამაშების თარიღი – ძვ. წ. 776 წელი ერთ-ერთი უძველესი სარწმუნო თარიღია საბერძნეთის ისტორიაში. ეს იყო საერთო ბერძნული დღესასწაული, მასში მონაწილეობდა მთელი საბერძნეთის მოსახლეობა (მატერიკული საბერძნეთის, მცირე აზიის, სამხრეთ იტალიის, ჩრდილო აფრიკის, მაკედონიის). ხუთი დღის განმავლობაში გრძელდებოდა ოლიმპიის მიწაზე საზეიმო მსვლელობა, მსხვერპლის შეწირვა, ღვთისმსახურება, სპორტული შეჯიბრებები. აქ მოდიოდნენ არა მარტო ახალგაზრდა ათლეტები თავისი ძალების სასინჯად, არამედ პოლიტიკოსები, ცნობილი მეცნიერები, პოეტები და მუსიკოსები.

     ყველა ბერძნულ პოლისს სურდა აეგო თავისი „საგანძური“ ოლიმპიაში. ეს იყო სამლოცველოები, სადაც გროვდებოდა ზევსისადმი მიძღვნილი ძვირფასი განძეული. მრავალრიცხოვანი საკურთხეველი იყო აღმართული ქრონიონის მთის ძირას. ძვ. წ. მეხუთე საუკუნის დასაწყისისათვის ოლიმპიაში მხოლოდ ერთი მონუმენტური ნაგებობა იყო: /ერას დიდი ტაძარი (დაახლოებით 600 წ. ძვ. წ.).

     ძვ.წ. მეხუთე საუკუნე ოლიმპიის მშენებლობის ხანაა. ეს იყო ბერძნული კლასიკის სახელით ცნობილი ხელოვნების აყვავების ეპოქა. ამ დროს მიაღწია ელადის კულტურამ უმაღლეს განვითარებას, ჩამოყალიბდა ბერძნული ტაძრების ძირითადი ტიპები, შემუშავდა ქანდაკებაში იდეალური, სრულყოფილი გმირის მხატვრული სახე. ხუროთმოძღვრებმა განავითარეს ტაძრების პროპორციების თეორია, მონახეს საუკეთესო კონსტრუქციული საშუალებები, კრისტალური დახვეწილობა მიანიჭეს შენობათა ფორმებს.

     ამ დროს შეიქმნა ოლიმპიის ბრწყინვალე არქიტექტურული ანსამბლი. წმინდა ნაკვეთს ქვის გალავანი /ქონდა შემორტყმული, ხუთი შესასვლელით: მთავარი სამხრეთის კარიბჭე იყო, საიდანაც  იწყებოდა საზეიმო პროცესია. ცალ-ცალკე შესასვლელებით შედიოდნენ ზეიმის მონაწილენი სტადიონზე, გიმნასიუმში და იპოდრომზე. მეხუთე კარიბჭე განკუთვნილი იყო ქურუმებისა და ოლიმპიური ზეიმის მესვეურთათვის. მრავალრიცხოვანი ნაგებობა ზუსტად გააზრებულ გეგმარებას ემორჩილებოდა., ჩრდილოეთის კედლის გასწვრივ თორმეტი საგანძური იყო განლაგებული, აღმოსავლეთის კედელთან ექოს პორტიკი. მის სვეტებს შორის ყოველი ბგერა შვიდჯერ მეორდებოდა. აქვე იყო სტადიონი, რომელიც ოცი ათას მაყურებელს იტევდა. წმინდა ჭალაში ოლიმპიურ თამაშებში გამარჯვებული სპორტსმენების ქანდაკებები იდგა.

     საუკუნოვან ხეებს შორის ფართო ხეივნები მიემართებოდა სამსხვერპლოებისა და სხვადასხვა ნაგებობისაკენ. ხეივნების ორივე მხარეს მარმარილოსა და ბრინჯაოს ქანდაკებები დაუყვებოდა. ყველაზე ფართო ხეივანი მიემართებოდა ოლიმპიის ცენტრალური მოედნისაკენ, სადაც შემაღლებულ ტერასზე ზევსის გრანდიოზული ტაძარი იყო აღმართული. არქიტექტორ ლიბონის აგებული ეს ტაძარი უდიდესი იყო მატერიკული საბერძნეთის ტაძართა შორის (ზომები: 27,68 მ.  64,12 მ.). მაღალ სამსაფეხურიან კვარცხლბეკზე შედგმული მარმარილოს ტაძარი სხივნათელი იდგა მწვანედ მოლივლივე ზევსის წმინდა ჭალაში. მძლავრი ცხრამეტრიანი სვეტები გარს ერტყა მეხისმტყორცნელი ღმერთის დიდებულ სამყოფელს. სვეტები ქმნიდა ფართო, ღია გალერეას ტაძრის გარშემო. მთავარ ფასადზე ექვსი სვეტი იყო აღმართული, გვერდით ფასადებზე – ცამეტი. სვეტებს ზემოთ კარნიზზე ოქროს ფარები იყო ჩამოკიდებული, შორიდან ჩანდა მათი მზისებრი ნათება.

     ზევსის ტაძარი, თავისი სრულყოფილი არქიტექტურული ფორმების გარდა, გამოირჩეოდა სკულპტურული სამკაულით. კლასიკური ბერძნული ხელოვნების ერთ-ერთი უდიდესი მონაპოვარი ხომ ხუროთმოძღვრებისა და ქანდაკების /არმონიული შერწყმა იყო. ხელოვნებათა სინთეზი – სხვადასხვა სახის ხელოვნებათა ერთიანობა, ორგანული თანხმიანობა – სწორედ ბერძენ ხელოვანთა დიდ მიღწევად უნდა ჩაითვალოს. ზევსის ტაძარი ოლიმპიაში ასეთი სინთეზის იშვიათი ნიმუში იყო.

     ზევსის ოლიმპიური ტაძარი დორიული პერიპტეროსია. პერიპტეროსი ბერძნულად ნიშნავდა „ყოველმხრივ ფრთებით შემკულს“; იგულისხმებოდა სვეტებით გარშემორტყმული ნაგებობა. დორიული ორდერი ამ ეპოქაში ყველაზე მეტად იყო მიღებული ტაძართა მშენებლობის დროს. ორდერი ეწოდებოდა წესს, რომლითაც ერთმანეთს უკავშირდებოდა ნაგებობის საზიდი და მზიდი ნაწილები. ორდერები ერთმანეთისგან განირჩევა ნაგებობის სხვადასხვა ნაწილთა ურთიერთშეფარდებით, პროპორციებით. ორდერის მთავარი ნაწილია სვეტი. დორიული ორდერი ყველაზე ადრეულია ბერძნულ ორდერთა შორის. მისთვის დამახასიათებელია მძლავრი, მონუმენტური ფორმები. დორიული ორდერის სვეტი აღმართულია ბაზის გარეშე, უშუალოდ პოსტამენტზე; იგი ოდნავ წვრილდება ზემოთკენ. მისი ტანი დამუშავებულია ვერტიკალური ღარებით – კანელურებით, რაც სვეტს გარკვეულ ცხოველხატულობას ანიჭებს. სვეტს აგვირგვინებს სვეტისთავი – კაპიტელი. დორიული კაპიტელი ორნაწილიანია: მრგვალი მოცულობა და მის ზემოთ კვადრატული ფილა, რომელზეც გადებულია გადახურვის კოჭები. დორიული ტაძრის კონსტრუქციის მნიშვნელოვანი ნაწილია გადახურვა – /ორიზონტალური სამნაწილიანი ანტაბლემენტი, რომელიც შედგება არქიტრავის, ფრიზისა და კარნიზისაგან. დორიული ორდერისათვის დამახასიათებელია ფრიზის შემკობა კვადრატული რელიეფური ფილებით – მეტოპებით, რომლებიც ერთმანეთისაგან გამოყოფილია ტრიგლიფებით – ღარებით დამუშავებული სამნაწილედი მონაკვეთებით. ტაძრის გადახურვა ორფერდა იყო. ფასადებზე კარნიზსა და გადახურვის ფერდებს შორის იქმნებოდა სამკუთხა არეები – ფრონტონები, რომლებსაც ხუროთმოძღვრები ქანდაკებებით ამკობდნენ.

     ტაძართა სკულპტურული სამკაულის შექმნისათვის ბერძენი მოქანდაკეები მიმართავდნენ მითებს, ცდილობდნენ ისე შეერჩიათ ქანდაკებების თემატიკა, რომ მნახველისათვის ნათელი ყოფილიყო მათში ჩაქსოვილი იდეა, აზრი. ქანდაკებათა განთავსების მთავარი ნაწილები იყო ტაძრის ფრონტონი და მეტოპები. მოქანდაკეები შესანიშნავად უხამებდნენ თავის პლასტიკურ ნაწარმოებებს ფრონტონების დიდ სამკუთხა არეს და მეტოპების კვადრატულ ფილებს.

     ძველი საბერძნეთის კლასიკური ხელოვნების განვითარებაში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ოლიმპიის ზევსის ტაძრის ქანდაკებებს. ტაძრის სკულპტურული სამკაული შესრულდა ძვ. წ. 470-456წწ. მარმარილოს ქანდაკებების ავტორები ცნობილი არ არიან, მაგრამ სკულპტურული კომპოზიციების მაღალი მხატვრული ღირსება, მარმარილოს დამუშავების გასაოცარი ოსტატობა იმის ნათელი მაგალითია, თუ რა სრულყოფას მიაღწია ბერძნულმა ქანდაკებამ ძვ.წ. მეხუთე საუკუნის მეორე მეოთხედში. ქანდაკებებით შემკულია ზევისს ტაძრის ფრონტონები (აღმოსავლეთისა და დასავლეთის) და გვერდითი კედლების ექვს-ექვსი მეტოპი.

     აღმოსავლეთის ფრონტონის მრავალფიგურიანი  სკულპტურული კომპოზიცია ასახავდა ლეგენდარულ სიუჟეტს – მეფე ენომაოსისა და გმირ პელოპის ეტლების შეჯიბრებას. მეცნიერთა აზრით ეს ადგილობრივი ლეგენდა თავისებური წინათქმა იყო მომავალი ოლიმპიური თამაშებისა. ლეგენდის მიხედვით, აპოლონმა უწინასწარმეტყველა ენომაოსს, პელოპონესის ერთ-ერთი პატარა სამეფოს მბრძანებელს, დაღუპვა მისი ქალიშვილის, მშვენიერი /იპოდამიას მეუღლისაგან. ენომაოსმა გადაწყვიტა ყველანაირად ხელი შეეშალა /იპოდამიას გათხოვებისათვის, რათა თავი აერიდებინა აპოლონის წინასწარმეტყველებისათვის. მან გამოაცხადა, რომ მეფის ასულის ხელს დაეუფლებოდა ის ჭაბუკი, რომელიც მას ეტლების სრბოლაში დაამარცხებდა. ეს თვალთმაქცური პირობა ხელს აძლევდა ენომაოსს, რომლის ჯადოსნურ ცხენებს ტოლს ვერ უდებდა ვერც ერთი პრეტენდენტი. შეჯიბრების დროს ენომაოსი ელვის უსწრაფეს ეწეოდა სასიძოს და შუბით გმირავდა დამარცხებულს.  უკვე თორმეტი ჭაბუკი გამოასალმა წუთისოფელს ვერაგმა ენომაოსმა. როდესაც გამოჩნდა ახალი გმირი – პელოპი. მასაც აუწყა ენომაოსმა თავისი სასტიკი პირობა: ეტლებით მთელი პელოპონესი უნდა გადაეკვეთათ, რათა მიეღწიათ კორინთოს მახლობლად აღმართულ სამსხვერპლომდე და თუკი ამ გზაზე მეფე მას დაეწეოდა, განგმირავდა შუბით, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა. მიხვდა პელოპი, პატიოსან ორთაბრძოლაში ვერ გაიმარჯვებდა ენომაოსის მფრინავ რაშებზე და ეშმაკობა იხმარა – მოისყიდა ენომაოსის მსახური, რომელმაც ბორბლები დაუზიანა მეფის ეტლს. /იპოდამიას სიყვარულით ფრთაშესხმული პელოპი ქარივით მიაქროლებდა ეტლს, ზღვათა მბრძანებელს, მრისხანე პოსეიდონს ევედრებოდა შველას, მაგრამ ენომაოსის ცხენებს წინ ვერაფერი დაუდგებოდა. უკვე გრძნობდა პელოპი მეტოქის ბედაურთა მოახლოებულ სუნთქვას, აღმართა კიდეც ენომაოსმა თავისი მუხანათური შუბი, მაგრამ ისმინა პოსეიდონმა გმირის ვედრება, ენომაოსის დაშავებული ეტლი გადაბრუნდა და გულქვა ენომაოსი დაიღუპა. დაბრუნდა გამარჯვებული პელოპი, შეირთო მშვენიერი /იპოდამია და მისი გვარი გაბატონდა პელოპონესში.

     მოქანდაკემ ტაძრის ფრონტონზე აღბეჭდა მომენტი, რომელიც წინ უსწრებდა საბედისწერო რბოლის დაწყებას. მრავალფიგურიანი კომპოზიცია ბრწყინვალედ არის ჩართული ფრონტონის სამკუთხა არეში, რომელიც ოსტატს კარნახობდა მწყობრი, გაწონასწორებული სკულპტურული ჯგუფის აგებულებას. ფიგურები ნატურალურზე დიდი ზომისაა; ეს, არსებითად, მრგვალი ქანდაკებებია, ოღონდ იმის გამო, რომ უშუალოდ ფრონტონის სიბრტყეს ესაზღვრებიან, მათი ზურგი დაუმუშავებელია. კომპოზიციის შუაგულში აღმართულია და მთელს კომპოზიციაზე ბატონოს ზევსის ქანდაკება, მის ორსავე მხარეს წყვილებია: პელოპი და /იპოდამია, ენომაოსი და მისი მეუღლე სტეროპა. შემდეგ სიმეტრიულად არის განაწილებული ცხენშებმული ეტლები და სხვა მეორეხარისხოვანი პერსონაჟები. ფრონტონის კუთხეებში მდინარების – კლადეოსისა და ალფეს განმასახიერებელი მწოლიარე ფიგურებია.

 

     ზევსის ტაძრის დასავლეთის ფრონტონიც მითოლოგიურ სიუჟეტს ასახავს. მრავალფიგურიან კომპოზიციაში წარმოდგენილია ლაპითებისა და კენტავრების ბრძოლა. გადმოცემით, ლაპითების ტომის ბელადმა /ეირიფოიმ საქორწინო ნადიმზე მიიწვია გმირები და მეზობელი კენტავრების ტომი. კენტავრები – ტყის ბინადარი ცხენკაცები – დათვრნენ და დააპირეს ლაპითების ქალების გატაცება. გაიმართა სასტიკი ბრძოლა. სიკეთის, გონიერების ძალებმა გაიმარჯვეს ბუნების ბნელ, ველურ ძალებზე, რომელთაც კენტავრები განასახიერებდნენ. ვარაუდობდნენ, რომ ამ სიუჟეტში ბერძნებმა თავისებურად ასახეს გამარჯვება სპარსელებზე, რომელთაც თავისუფალი, მაღალგანვითარებული კულტურის ქვეყნის – ელადის დამორჩილება სურდათ (ძვ.წ.449 ს. სალამინთან ბერძნებმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს სპარსელთა წინააღმდეგ ბრძოლაში და ხმელთაშუაზღვისპირეთში თავისი პრიორიტეტი დაამტკიცეს).

     ლაპითებისა და კენტავრების ბრძოლის სცენა ზევსის ტაძრის ფრონტონზე დიდი კომპოზიციური ოსტატობით გამოირჩევა. ქანდაკებები ფრონტონის მთელ სამკუთხა არეს ავსებს (მისი სიგრძე 26, სიმაღლე 3 მ-ია). კომპოზიციის ცენტრში მოქანდაკემ აღმართა სახემზიანი აპოლონის ქანდაკება. ხელოვნებათა მფარველმა ღვთაებამ, რომელსაც მზის სხივის ღვთაებადაც თვლიდნენ, გამარჯვება მოუტანა ლაპითებს. ტანადი, ათლეტური აღნაგობის ჭაბუკი განასახიერებს სიკეთეს, გმირობას, კეთილშობილებას. მის სიმშვიდეში საკუთარი ძალის ღრმა გრძნობაა. დგას იგი მებრძოლთა შორსი მშვიდი, დიდებული. მისი გაწვდილი მარჯვენა თითქოს გამარჯვებას /პირდება ლაპითებს და გმობს კენტავრების უხეშ ძალადობას. ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ მისი ბედი უკვე გადაწყვეტილია. მშვიდი და ვაჟკაცურია ბერძენ გმირთა სახეები, კენტავრების სახეები კი ბოროტებასა და გაშმაგებას დაუმახინჯებია. ამ ქანდაკებებთან სოფოკლეს სიტყვები ცოცხლდება: „ქვეყნად ბევრია დიადი ძალა, მაგრამ არაფერია ბუნებაში ადამიანზე ძლიერი“.

     ზევსის ტაძრის კედლებზე განლაგებულ თორმეტ მეტოპზე /ერაკლეს გმირობათა ამბებია ასახული. მეტოპების მეტი ნაწილი დაზიანებულია, მაგრამ დარჩენილი ნაწილების მიხედვითაც შეიძლება წარმოვიდგინოთ, რა დიდოსტატების ხელით არის შესრულებული ეს სკულპტურული ჯგუფები. მეტოპებზე საღებავის კვალია შერჩენილი. ფონი იყო მონაცვლეობით ლურჯი და წითელი, თმა და სამოსლის დეტალები შავი და წითელი ფერით იღებებოდა და მხოლოდ შიშველი სხეულის ოსტატურად გამოძერწილი ფორმები გამოიკვეთებოდა მარმარილოს თბილი, მოოქროსფერო თეთრი ფერით.

     თეთრი მარმარილოთი მოპირკეთებული ზევსის ტაძარი თვალისმომჭრელად ელვარებდა, სამხრეთის მზის ოქროსფერი სხივებით განათებული. ფართო კიბეებით ადიოდნენ მლოცველნი ზევსის ადგილსამყოფელისკენ, მათ ფეხქვეშ ნაირფერ ხალიჩად დაფენილიყო მოზაიკური იატაკი. იღებოდა ბრინჯაოს კარი და თვალწინ ტაძრის გრანდიოზული სივრცე გადაიშლებოდა. ორიარუსიანი სვეტების ორი მწკრივით იგი სამ ნაწილად იყოფოდა. შუა ნაწილის სიღრმეში აღმართულიყო ტახტზე მჯდომარე ზევისის გიგანტური ქანდაკება. ელინთა უზენაესი ღმერთი წარმოდგენილი იყო მთელი თავისი დიდებულებით. ქანდაკებამ, რომელიც თანამედროვეთა და შემდგომ თაობათა აზრით მსოფლიოს ხელთქმნილ საოცრებათა შორის ერთი პირველთაგანი იყო თავისი უდიდესი მხატვრული ღირსებებით, სამწუხაროდ, ჩვენს დრომდე ვერ მოაღწია. შექმნიდან თითქმის ათასი წლის შემდეგ, ჩვ. წ. მეხუთე საუკუნეში ბიზანტიის იმპერატორმა თეოდოსი მეორემ იგი ოლიმპიიდან კონსტანტინოპოლში გადაიტანა, სადაც დაიღუპა კიდეც იმპერატორის სასახლის ხანძრის დროს. ჩვენამდე მოაღწია მხოლოდ ამ ქანდაკების გამოსახულებებმა ძველ მონეტებზე და ძველ ავტორთა აღწერებმა, რომელთა აღტაცებული სტრიქონები ქება-დიდებას ასხამენ გენიალური ბერძენი მოქანდაკის ფიდიას ამ უბადლო ქანდაკებას.

     ფიდიას განსაკუთრებულად გამორჩეული ფიგურაა კლასიკური ეპოქის საბერძნეთის მხატვრულ ცხოვრებაში. ბერძნული წერილობითი წყაროები ჭარბად გვაწვდიან ცნობებს ამ უდიდესი შემოქმედის შესახებ. ცნობილია, რომ წარმოშობით იგი ათენელი იყო, დაიბადა დაახლოებით 500 წლისათვის ძვ.წელთაღრიცხვით. სხვადასხვა წყარო მის მასწავლებლად ასახელებს: ათენელ ბრინჯაოს ოსტატს გეგიას, არგოსელ მოქანდაკეს აგელადას, სახელგანთქმულ მხატვარს პოლიგნოტს. ათენში ინახავდნენ მის მიერ მოხატულ ფარს. მოგვიანებით ფიდიას თავისი ნამუშევრების ფერწერულ გაფორმებას ანდობდა ხოლმე თავის ნათესავს – პანაინს. ფიდიას ქანდაკებების შესახებ მსჯელობა შეგვიძლია მხოლოდ იმ ცნობების მიხედვით, რომელთაც გვაწვდიან ძველი მწერლები. ასე, მაგალითად, ბერძენი მწერალი პავსანია (მეორე ს.) „ელადის აღწერაში“ აღნიშნავს, რომ ფიდიას ყველაზე ადრეული ნამუშევარი იყო ქალღმერთ ათენას ოქროსა და სპილოს ძვლისაგან შექმნილი ქანდაკება აქაიას ქალაქ პელენასთვის. შემდეგ იგი ქალაქ პლატეაში ასრულებს ათენას მეორე ქანდაკებას მოოქრული ხისა და მარმარილოსაგან (ე.წ. აკროლითს).

     ფიდიას მოღვაწეობა ემთხვევა საბერძნეთის პოლიტიკური აღმავლობის ეპოქას. ეს იყო პატრიოტული მოძრაობის მგზნებარე ხანა, როდესაც მთელი ელადა გაერთიანებული ძალით ებრძოდა სპერსელ დამპყრობლებს. ამ საერთო ეროვნულმა მოძრაობას დიდი გავლენა მოახდინა მოქანდაკის პიროვნების ჩამოყალიბებაზე. არსებობს ცნობა, რომ ძვ. წ. 465-460 წწ. ფიდიამ ბრინჯაოსაგან შექმნა ღმერთებისა და მითოლოგიური გმირების ცამეტფიგურიანი სკულპტურული ჯგუფი, რომელიც ათენელებმა შეწირეს აპოლონის ტაძარს დელფოში. მოქანდაკემ გამოსახა მხედართმთავარი მილტიადე, რომელიც სათავეში ედგა ათენელთა ლაშქარს მარათონთან ბრძოლაში.

     ათენის დიდებას მიუძღვნა ფიდიამ ქალღმერთ ათენას ბრინჯაოს ქანდაკება (ძვ.წ. 465-455 წწ.). ეს იყო პირველი ძეგლი, რომელიც აღიმართა სპარსელების მიერ დარბეულ და გადამწვარ აკროპოლისზე (ძვ. წ. 480-479 წწ.). მებრძოლი ქალღმერთის – ათენა პრომაქოსის – კოლოსალური ბრინჯაოს ქანდაკება აღიმართა ათენის შუაგულში, როგორც სიმბოლო ქალაქის აღორძინებისა, მისი უკვდავი ძალის დიდებისა. მრისხანე ქალღმერთს მარცხენა ხელში ფარი და მარჯვენაში კი შუბი ეპყრა; გრძელი პეპლოსი ემოსა, თავს მუზარადი უმშვენებდა. იგი ამაყად, მტკიცედ იდგა თავისი წილხვედრი ქალაქის სიმშვიდის სადარაჯოზე, ძველ ტაძართა ნანგრევებს შორის, როგორც იმედი ათენის პოლისის მომავალი კეთილდღეობისა. ელადის მზის სხივებით აელვარებული მისი მუზარადი და შუბის პირი ჩანდა არა მხოლოდ ქალაქის ყველა კუთხიდან, არამედ პირეოსის ნავსადგურში შემოსული გემებიდანაც. ათენა პრომაქოსის ქანდაკება აღმოსავლეთ რომის იმპერიის ერთ-ერთმა მბრძანებელმა გადაიტანა კონსტანტინოპოლში, სადაც მეცამეტე საუკუნეში გაანადგურეს ჯვაროსნებმა, როგორც ქრისტიანობისათვის მიუღებელი წარმართული კერპი.

     კუნძულ ლემნოსზე მცხოვრებმა ათენელებმა აკროპოლისისათვის ფიდიას კიდევ ერთი ქანდაკება შეუკვეთეს (მან შემდგომში ათენა ლემნიას სახელი მიიღო). ეს იყო უკვე მშვიდობიანი ქალღმერთი, რომელსაც ხელთ ეპყრა საბრძოლო მუზარადი. გადმოცემით და ამ ქანდაკების შემდგომი განმეორებებით ირკვევა, რომ ათენას ეს სახე აღსავსე იყო ქალური სინაზითა და მომხიბლაობით. ათენას ქანდაკებებმა შორს გაუთქვეს ფიდიას სახელი, იგი ელადის უდიდეს მოქანდაკედ იქნა აღიარებული. ბერძენი მწერლები არ იშურებდნენ ეპითეტებს მისი სახელის განსადიდებლად. არ იყო საბერძნეთში მოქანდაკე, რომელიც მასთან მეტოქეობას გაბედავდა. ცნობილია, რომ ამ დროისათვის ფიდიას ნიჭი არაჩვეულებრივი მრავალმხრივობით გაიშალა. იგი შესანიშნავად ფლობდა ქანდაკების სხვადასხვა მასალას – ბრინჯაოს, მარმარილოს,  ოქროს, სპილოს ძვალს.

     ფიდიას შედევრებს შორის ორი ქანდაკება მოიხსენიება – ოლიმპიელი ზევსისა და ათენა პართენოსის ქანდაკებები. მკვლევართა შორის არ არის სრული ერთიანობა ამ ნაწარმოებთა ქრონოლოგიური თანმიმდევრობის დადგენაში, მაგრამ მეტი მომხრე /ყავს ზევსის ქანდაკების უფრო ადრეული წარმოშობის ვარაუდს. ზევსის ტაძარი, როგორც აღინიშნა, მთელი თავისი რელიეფური დეკორით, ძვ. წ. 456 წლისათვის დამთავრდა, ზევსის ქანდაკება კი უთუოდ ძვ. წ. 450-448 წლებში იყო შექმნილი.

     ოლიმპიის მესვეურებმა ზევსის ქანდაკების შესაქმნელად ათენიდან მოწვეულ გენიალურ მოქანდაკეს ყველა პირობა შეუქმნეს ნაყოფიერი მუშაობისათვის. ტრადიციამ მიანიშნა მისი სახელოსნოს ადგილი იქ, სადაც შემდგომში ძველი ქრისტიანული ბაზილიკა აღიმართა. გათხრებმა დაადასტურა ამ მინიშნების სისწორე. მეოცე საუკუნის 50-იან წლებში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აქ აღმოჩნდა ფიდიას მუშაობის უტყუარი ნიშნები: მოქანდაკის ხელსაწყო-იარაღები, ოქროსა და სპილოს ძვლის დასამუშავებელი იარაღები, კერამიკული ფორმები, რომლებშიც გამოწნეხვით ოქროს თხელი ფურცლებისაგან მზადდებოდა ზევსის სამოსლის ნაკეცები, მინის ფერადი პასტის ნატეხები, რომლებიც ამკობდა ღმერთის სამოსლის ნაწილებს. აღმოჩნდა აგრეთვე სპილოს ძვლის ფირფიტების ნარჩენები. აქვე იყო მიკვლეული რკინის, ბრინჯაოსა და ტყვიის ფირფიტები ქანდაკების ნაწილთა დასამაგრებლად, ძვლის იარაღი, ბრინჯაოს ჩაქუჩი ჭედური სამუშაოს შესასრულებლად. სენსაციური იყო პატარა შავლაკიანი თიხის ჭურჭლის აღმოჩენა, რომლის გაწმენდის შემდეგ ფსკერზე გამოჩნდა გრავირებული წარწერა, ლამაზი ბერძნული ასოებით შესრულებული ორი სიტყვა: „ვეკუთვნი ფიდიას“. 2400 წლის შემდეგ მეცნიერებს ხელთ /ქონდათ ჭურჭელი, რომელიც დიდ ფიდიას ემსახურებოდა. იქნებ სწორედ ამ ჭურჭლიდან სვამდა ცივ წყალს ქანდაკებაზე მუშაობით დაღლილი და ოლიმპიის მცხუნვარე მზით გათანგული მოქანდაკე.

     ზევსის ქანდაკება თორმეტი მეტრის სიმაღლისა იყო. მაღალზურგიან ტახტს შუა ნავის მთელი სიგანე ეკავა, სვეტებიდან სვეტებამდე. მისი თავი ლამის ჭერს ებჯინებოდა. ისედაც კოლოსალური ზომის ქანდაკების მასშტაბები უფრო დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა იმის წყალობით, რომ მჯდომარე ფიგურა სვეტების ორი სართულის სიმაღლისა იყო. მის მონუმენტურობას ისიც აძლიერებდა, რომ იგი ძლივს ეტეოდა ტაძრის სივრცეში. ეს ფიგურა ტახტიდან ამდგარი რომ წარმოედგინათ, იგი დიდად გადააჭარბებდა ტაძარს სიმაღლეში. იგი შვიდჯერ აღემატებოდა ადამიანის ნატურალურ ზომას. ეს კოლოსალური ქაენდაკება შესრულებული იყო ე.წ. ქრისოელეფანტინის ტექნიკით („ქრისოს“ ბერძნულად ოქროს ნიშნავს, „ელეფანტინონ“ – სპილოს ძვალს). ცნობილია, რომ ფიდია ზევსის ქანდაკებაზე მუშაობდა ოქრომჭედელ და სპილოს ძვლის დამუშავების ოსტატ კოლოტთან და ფერმწერ პანაინთან ერთად.

     პავსანიას აღწერით ზევსის დიდებულ თავს ზეთისხილის რტოს გვირგვინი ამკობდა. ღმერთის ტახტი ოქროთი იყო შეჭედილი და მდიდრულად შემკული: ტახტის წინა ფეხები სფინქსებს წარმოადგენდა, ფეხის ნაწილები კი სხვადასხვაგვარი რელიეფური ფიგურებით იყო შემკული. ოსტატს ტახტის წინა /ორიზონტალურ ნაწილზე „ნიობიდების დაღუპვის“ სცენა გამოექანდაკებინა, კვარცხლბეკად მოლურჯო შავი ქვა გამოეყენებინათ, ოქროს რელიეფური კომპოზიციით – ზღვის ტალღებიდან მშვენიერი აფროდიტეს დაბადების სცენით. აღწერის მიხედვით ამ გიგანტური ქანდაკების ფერადოვანი გამა შედგებოდა ოქროს, სპილოს ძვლის თბილი სითეთრისა და შავი ფერისაგან.

     ზევსი წელზევით შიშველი იყო გამოქანდაკებული, იდეალურ გმირთა მსგავსად. ფართო მოსასხამის ერთი ბოლო მარცხენა მხარზე /ქონდა ლამაზად ნაკეცებად ჩამოშვებული, წელს ქვემოთ კი ოქროს მოსასხამი მთლიანად უფარავდა სხეულს. ოსტატურად დრაპირებული მოსასხამის ცხოველხატული ნაკეცები ტორსის სპილოს ძვლის გაპრიალებულ ზედაპირთან თავისებურ კონტრასტს ქმნიდა.

     მონეტებზე მოთავსებული გამოსახულებები ზუსტად შეესაბამება პავსანისეულ აღწერას. ყველა მონეტაზე ჩანს საერთო კომპოზიციური მონახაზი: კვერთხი მარცხენა ხელში, ნიკე – მარჯვენა ხელის გულზე, მაღალზურგიანი სწორკუთხა ტახტი. მონეტებზე აღბეჭდილია ფიდიასეული ზევსის თავიც, რომელიც გამოირჩევა მკაფიო, საკმაოდ მკვეთრი პროფილით, თმის მარტივი დამუშავებით, გრძელი წვერით. ზევსის ამ ქანდაკების თავი განმეორებულია აგრეთვე ერთ-ერთ ელინისტურ გემაზე (ჭრილა ქვაზე), სადაც ფორმის დამახასიათებელი სიწმინდე და სიცხადეა.

     ოლიმპიელი ზევსის ქანდაკების შექმნისთანავე ფიდია ერთხმად იყო აღიარებული მოქანდაკეთაგან უპირველესად, მისი ქმნილების შესახებ იქმნებოდა ლეგენდები. არისტოტელე ახსენებს ფიდიას, როდესაც განმარტავს ცნებას „სოფია“ – სიბრძნე და აღნიშნავს: „ჩვენ ვუწოდებთ ფიდიას ბრძენ მოქანდაკეს, რადგან „სოფიაში“ – სიბრძნეში“ ვგულისხმობთ მიღწევებს ხელოვნებაში“. რომაელი ისტორიკოსი ტიტუს ლივიუსი მოგვითხრობს, თუ როგორ მოინახულა ერთ-ერთმა რომაელმა სარდალმა ოლიმპია, სადაც ჩავიდა მსხვერპლის შესაწირავად; ზევსის ქანდაკების ხილვამ „ისე ღრმად შეძრა მისი გული, თითქოს იგი თვით ღმერთის წინაშე ყოფილიყოსო“. სახელგანთქმული ორატორი ციცერონი ამბობდა, რომ ფიდია თავისი ქანდაკებებისათვის ფორმას ნატურიდან კი არ იღებს, არამედ საკუთარ სულში ატარებს ღვთაებრივი მშვენიერების იდეას. პლინიუსი ამ ქანდაკებას „სწორუპოვარ შედევრს“ უწოდებდა.

     ერთი რომაელი მწერალი წერდა: „თუ ადამიანი, რომელმაც ბევრი უბედურება გადაიტანა ცხოვრებაში და რომლის სული აღსავსეა სიმწრითა  და მწუხარებით, წარდგება ზევსის ქანდაკების წინაშე, იგი მყისვე დაივიწყებს ყოველივე საშინელს, რაც თან სდევს ადამიანის სიცოცხლეს“. ყველა, ვისაც ერთხელ მაინც უხილავს ოლიმპიელი ზევსის ქანდაკება, აღიარებდა, რომ მათ წინაშე იყო არა ღმერთის გამოსახულება, არამედ თვით ღმერთი. ალბათ ძნელია მოქანდაკის ხელოვნების უფრო მაღალი  შეფასება.

     გადმოცემით, ფიდია დიდხანს ეძებდა ღმერთის დიდებული სახის გამოსახვის გზებს, ფიქრობდა ქანდაკების კომპოზიციურ გადაწყვეტაზე. უახლოესი მეგობრის, მხატვარ პანაიონის შეკითხვაზე, თუ როგორ წარმოუდგენია მას ოლიმპიელი ღმერთის ქანდაკება, ფიდიამ უპასუხა: „ისეთი, როგორც იგი წარმოდგენილი /ყავს /ომეროსს „ილიადას“ სტრიქონებში: „საკმარისია წარბები შეიკრას ზევსმა და უკვდავი თავის ირგვლივ თმა შეარხიოს, რომ შეიძრება ოლიმპოს მწვერვალები“. ეს მხატვრული სახე გადმოცემული აქვს ბერძენ ისტორიკოსსა და გეოგრაფს სტრაბონს, რომლის მიხედვით, ფიდიას ჩანაფიქრით ოლიმპიის დიდ ტაძარში ყოვლისმპყრობელი და ყოვლისშემძლე ღმერთი უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი.

     საბერძნეთში პოპულარული იყო ლექსი, რომლის ავტორმა იგი შექმნა ფიდიას ზევსის ხილვის შთაბეჭდილებით. პოეტი მიმართავდა ფიდიას: „ხომ არ დაეშვა ღმერთი დაბლა, ცოდვილ მიწაზე, რათა თვით სახით საოცარით მოგვლინებოდა, თუ თვით აღზევდი მაღლა ზეცად მის სახილველად?“

     ერთი ცნობილი ორატორი ასე მიმართავდა ხალხს: „წადით ოლიმპიაში, რათა იხილოთ ფიდიას ქმნილება. უდიდესი უბედურებაა მოკვდე ისე, რომ არ იხილო ეს საოცრება“.

     სახელგანთქმული ქანდაკების გარშემო უამრავი ლეგენდა იქმნებოდა. ერთ-ერთი მათგანი მოგვითხრობს ქანდაკებაზე მუშაობის დასრულების ამბავს: დამთავრდა კოლოსალური სამუშაო. ქანდაკება დასრულებულია და დადგმულია კუთვნილ ადგილას. ყველა მუშა დათხოვილია. შებინდდა, ტაძარი დაცარიელდა. მხოლოდ დიდოსტატი ვერ ისვენებს. უჩვეულოა დასვენება ასეთი დაძაბული მუშაობის შემდეგ. გული კვლავ თავისი ქმნილებისაკენ მიუწევს. ნელი ნაბიჯით მიემართება იგი ტაძრისკენ. უკვირს, რომ აღარაფერი საქმე აღარ ელის აქ ხვალ. უცნაური გრძნობით შედის ჩაბნელებულ ტაძარში. მის სიღრმეში მკრთალად ანათებს ოქროთი და სპილოს ძვლით ხელთქმნილი ღმერთის გიგანტური ფიგურა. ფიდია ვერ აშორებს თვალს თავის განხორციელებულ ოცნებას. ვერ გარკვეულა საკუთარ გრძნობებში – შეძლო თუ არა მიახლოებოდა იდეალს, მოახერხა თუ არა ღვათაებრივი სახის ღირსეული ასახვა. ვის /კითხოს, ვის ძალუძს სწორი პასუხის გაცემა. და გაჩნდა უცნაურად თამამი სურვილი – გაეგო თავად ზევსის აზრი. „კმაყოფილი ხარ, ზევსო?“ – შე/ღაღადებს იგი ღმერთების მამას. პასუხად საშინელი ჭექა-ქუხილი შესძრავს ტაძრის კედლებს და ბზარი გააპობს ტაძრის მარმარილოს იატაკს – მეხისმტყორცნელმა დასტური მისცა გენიოსს.

     დღეს ყველაფერი, რაც შეეხება ოლიმპიელი ზევსის გრანდიოზული ქანდაკების შექმნას, უაღრესად მნიშვნელოვანია ქანდაკების ისტორიის თვალსაზრისით. ყოველი დეტალი საგანგებო გამოკვლევას საჭიროებს. რამდენ ხანს ქმნიდა ფიდია თავის სწორუპოვარ ქანდაკებას, რამდენი დამხმარე /ყავდა ამ უაღრესად შრომატევადი სამუშაოს შესრულების დროს? ძნელია ზუსტი პასუხი ყველა კითხვაზე, მაგრამ ამ მუშაობის ზოგადი მსვლელობა მაინც შეიძლება მოიხაზოს.

     ზევსის ქანდაკებისთვის გამოყენებული იყო უძვირფასესი მასალები – ოქრო და სპილოს ძვალი. ოლიმპიის მესვეურებმა შექმნეს საგანგებო ჯგუფი საპატიო მოქალაქეებისაგან, რომელნიც გარკვეული წესით აძლევდნენ ძვირფას მასალას ოქრომქანდაკებლებს, ჭედურობის ოსტატებს, სპილოს ძვლის დამუშავების ოსტატებს. ამ მასალების ხარჯვაზე მკაცრი მეთვალყურეობა იყო დაწესებული. შედგა თავისებური „საბჭო“, რომელიც თვალყურს ადევნებდა მუშაობის მიმდინარეობას. ფიდიას წარდგენილი პროექტები განიხილებოდა ამ საბჭოზე და მხოლოდ ამის შემდეგ მიმდინარებდა მუშაობა. ყოველი ნაწილი, ყოველი დეტალი საგანგებოდ იყო გააზრებული.

     ფიდიას სახელოსნოში მის უახლოეს თანამშრომლებთან ერთად შრომობდნენ მრავალრიცხოვანი შეგირდები, სხვადასხვა დარგის ხელოსნები. განსაკუთრებული სირთულისა იყო სპილოს ძვლის ოტატთა საქმიანობა. თვით ქანდაკების ძირითადი ფორმა ხისაგან იყო გამოკვეთილი. საჭირო იყო სხეულის ზედაპირის დიდი სიბრტყეების დაფარვა სპილოს ძვლის ფირფიტებით. მოქანდაკის ჩანაფიქრის მიხედვით გაპრიალებული სპილოს ძვლის ფირფიტებით იფარებოდა სხეულის შიშველი ნაწილები, სახე, მკლავები და ფეხები. სპილოს ძვლის ფირფიტები სპილოს ეშვებისაგან მზადდებოდა, მათი ზომები საკმაოდ მცირეა. მძლავრად გამოძერწილი ზევსის ტორსის შესასრულებლად საჭირო იყო ჭეშმარიტად საიუველირო სამუშაოს ჩატარება. ფირფიტები უნდა მორგებოდა რელიეფურ ზედაპირს და ამავე დროს ისე დაკავშირებოდა ერთმანეთს, რომ ნაკერები არ ყოფილიყო შესამჩნევი.

     ასეთივე ურთულესი სამუშაო იყო ჩატარებული სამოსლის ოქროს თხელი ფირფიტებისაგან გამოსაჭედად. ოქროს ფირფიტები საგანგებოდ იმკობოდა რელიეფური სამკაულით, ინკრუსტაციით. ზევსის მოსასხამზე თითქოს ამოქარგული იყო ვარსკვლავების, ყვავილების, სხვადასხვა ცხოველთა გამოსახულებები.

     ზევსის ტახტიც ოქროთი და სპილოს ძვლით იყო შესრულებული. მაღალი საზურგე, სახელურები, ფეხები სპილოს ძვლის რელიეფებით იყო დაფარული. ტახტის ქვედა ნაწილში ოლიმპიური თამაშების ამსახველი რელიეფები იყო მოთავსებული. ტახტის ნაწილებს მხატვარ პანაინის სურათები ფარავდა.

     ზევსის ქანდაკების მხილველთა აღწერების მიხედვით, იგი ტაძრის შუა ნავის ერთ მესამედ ნაწილს იკავებდა. ტაძარში შემსვლელი პირდაპირ ხედავდა ამ გოლიათურ ფიგურას, ორმაგი სვეტების თავისებურ  ჩარჩოში ჩასმულს. იგი იჯდა გამართული, მკაცრად ფრონტალურად და თავისი დიდების სიმაღლიდან ამაყად და/ყურებდა მოკვდავთ. ტახტის ფორმა, ზევსის პოზა, ყოველი დეტალი დიდებულების, მარადიულობის, ღვთაებრისი ძალის შთაბეჭდილების შექმნას ემსახურებოდა. ზუსტად იყო გააზრებული მისი ჟესტები: მარჯვენა ხელი თავისუფლად ეყრდნობოდა ტახტის სახელურს და მასზე აღმართული ნიკეს ქანდაკება თითქოს სავარძლის ფიგურული ფეხის გაგრძელებას წარმოადგენდა. ოდნავ განზე გაწეულ მარცხენა ხელში ვერტიკალურად აღმართული გრძელი კვერთხი ეპყრა. ნიკეს ფიგურისა და კვერთხის შვეული ხაზები ზევსის ფიგურისათვის დამატებით  ჩარჩოს ქმნიდნენ.

     გრანდიოზული ქანდაკების შექმნას უამრავი პრობლემის გადაწყვეტა ახლდა. ერთ-ერთი უმთავრესთაგანი იყო განათების პრობლემა. როგორც ვნახეთ, ზევსის განდაკება იდგა ტაძრის სიღრმეში, ცენტრალური ნავის უკანა კედელთან. თუ გავიხსენებთ, რომ ბერძნული ტაძრები ნათდებოდა მხოლოდ შესასვლელი კარიდან და მათ არ გააჩნდათ დამატებითი სინათლის წყაროები, ცხადი გახდება, რომ ჭერთან მიბჯენილი ზევსის თავი არ იქნებოდა სათანადოდ განათებული. საჭირო იყო რაიმე გადაწყვეტილების მიღება. დიდხანს იწვალა მოქანდაკემ, მაგრამ ვერ მონახა განათების პრობლემის საჭირო გადაწყვეტა. ბოლოს მოინახა უმარტივესი ხერხი, რომლის დახმარებით ფიდიამ შეძლო მიეღწია სასურველი შედეგისათვის. ზევსის ქანდაკების წინ იატაკი მუქი ლურჯი ელევსინის ქვით იყო მოპირკეთებული. მოქანდაკემ ელევსინის ქვაში გამოაკვეთინა აუზისმაგვარი სწორკუთხა ჩაღრმავება, რომელშიც ჩაასხეს ზეითუნის ზეთიანი სითხე. ეს ხერხი სასარგებლო იყო სპილოს ძვლის ფირფიტებისათვის, რადგან იცავდა მათ სინესტისაგან. მაგრამ მთავარი იყო ამ სითხის სარკისებური ზედაპირიდან კარიდან შემოსული შუქის არეკლვის ეფექტი. შუქი აირეკლებოდა იმგვარად, რომ პირდაპირ ანათებდა ზევსის ღვთაებრივ თავს, მის მხლავრ მხრებს. ტაძარში შემოსული მლოცველები გაოცებულნი და თავზარდაცემულნი ჩერდებოდნენ, რადგან იქმნებოდა სრული ილუზია, რომ ზეციურ ნათელს თვით ზევსის თავი გამოასხივებდა. სინათლის წყარო მათთვის გაუგებარი რჩებოდა.

     ოლიმპიის ზევსის ქრისოელეფანტინის ქანდაკებას უდიდესი ღირებულება /ქონდა. მხედველობაში გვაქვს არა მხოლოდ მისი მნიშვნელობა, როგორც ქანდაკების სწორუპოვარი ნიმუშისა, არამედ იმ მასალის ღირებულება, რომლითაც იგი იყო შესრულებული. ოლიმპიაში, ზევსის წმინდა ქალაქში, ყოველწლიურად შემოდიოდა უდიდესი სიმდიდრე იმ შესაწირავის სახით, რომელიც აქ მო/ქონდათ ბერძნული ქალაქებიდან. ყოველი ბერძნის ღირსების საქმე იყო წვლილის შეტანა „ღმერთების მამის“ წმინდა სამყოფელის განდიდებაში. არსებობს უამრავი ცნობა ზევსისადმი მირთმეული აურაცხელი ძღვენის შესახებ. შესაწირად მო/ქონდათ როგორც ოქრო-ვერცხლი, ასევე ძვირფასი ლითონების მხატრული ნაკეთობანი. განსაკუთრებით მდიდარი იყო ხოლმე შესაწირავი საბრძოლო წარმატებებისა და გამარჯვებით დამთავრებული ლაშქრობების შემდეგ. ცნობილია, რომ ერთმა მხედართმთავარმა ზევსს თავისი ნადავლიდან ასერთი ოქროს ფარი მიართვა. ფარები გამოფინეს ზევსის ტაძრის კედლებზე. ერთი ცნობით, კორინთოს ტირანმა ზევსის ტაძარს შესწირა ოქროსგან გამოჭედილი ოლიმპოს მბრძანებლის ქანდაკება. ამ უძვირფასესი ნივთების შესანახად ოლიმპიაში, ისევე როგორც აპოლონის სამკვიდრო დელფოში, საგანგებოდ იგებოდა საგანძურები, სადაც ბერძნული ქალაქები – პოლისები თავს უყრიდნენ შემოწირულებას.

     საოცარი სანახავი იყო ოლიმპია ზევსის პატივსაცემად გამართული საზეიმო თამაშების დროს. ზაფხულის მზის მცხუნვარება არ აკავებდა მთელი ბერძნული სამყაროდან მომავალ ელინებს. მოდიოდნენ ცხენებით, ეტლებით, ფეხით. რაც უფრო შორეული და ძნელად დასაძლევი იყო გზა ზევსის სამყოფლამდე, მით უფრო სასახელო იყო მისი გავლა. რამდენიმე თვით ადრე მოდიოდნენ ოლიმპიაში მონაწილეობის მიღების მსურველნი. მდინარე ალფეს ნაპირები ფერად ხალიჩას წააგავდა, მოლზე გაშლილი ნაირფერი კარვების სიჭარბის გამო. აქ ყველა პირობა იყო შექმნილი  ათლეტების სავარჯიშოდ და დასასვენებლად, აგებული იყო სავარჯიშო დარბაზი – გიმნასიუმი, აუზები, თერმები (აბანოები). საბერძნეთის ყველაზე სახელგანთქმული ათლეტები იყრიდნენ თავს ოლიმპიაში. წინასწარ დგებოდა მონაწილეთა სიები. ძველი ტრადიციის მიხედვით ელიდის საპატიო მოქალაქეთაგან ირჩევდნენ ოლიმპიური თამაშების მსაჯებს – ელანოდიკებს, რომელნიც თვალყურს ადევნებდნენ თამაშების სწორად და სამართლიანად ჩატარებას. შეჯიბრებაში მონაწილეობის უფლება /ქონდათ მხოლოდ ელადის თავისუფალ მოქალაქეებს, რომელბსაც შეუბღალავი რეპუტაცია /ქონდათ. ქალებს სასტიკად ეკრძალებოდათ მონაწილეობა ოლიმპიურ თამაშებში.

     ოლიმპიაში ზევსის თაყვანსაცემად ჩამოსულ ელინებს საინტერესო სანახაობა ელოდათ. პორტიკებში გამოფენილი იყო სახელგანთქმულ მხატვართა სურათები, ხეივნებში ცნობილ მოქანდაკეთა მიერ შექმნილი ოლიმპიელი ღმერთების, გმირებისა და გამარჯვებული ათლეტების ქანდაკებები იდგა. ოლიმპიის სტუმრები დიდი ინტერესით ათვალიერებდნენ ახალ ნამუშევრებს, კითხულობდნენ ქანდაკებათა ბაზებზე მოთავსებულ ოლიმპიონიკების (ოლიმპიურ თამაშებში გამარჯვებულ ათლეტთა) სახელებს და ცდილობდნენ მათ დამახსოვრებას. ეს აგულიანებდა ჭაბუკ ათლეტებს, გამარჯვების სურვილს უათკეცებდა. საბერძნეთის ყოველი მკვიდრი ოცნებობდა ოლიმპიაში ქანდაკების დადგმის უფლებაზე. ტრადიციით, გამარჯვებულ ათლეტს შეეძლო ალტისის წმინდა ჭალაში თავისი ქანდაკება დაედგა.

     ოლიმპიის მოედნებზე გამოდიოდნენ საბერძნეთის ცნობილი ორატორები, მათ გარშემო სმენად ქცეული ხალხი იკრიბებოდა. ცას წვდებოდა საკურთხევლებზე დანთებული წმინდა ცეცხლის კვამლი. ათლეტები თავის ახლობლებთან ერთად მსხვერპლს წირავდნენ იმ ღმერთების საკურთხევლებთან, რომლებთაც თავის მფარველებად თვლიდნენ.

     თამაშების დაწყების წინ ათლეტები ფიცს დებდნენ ზევსის ქანდაკების წინაშე. ზევსს ხელში ელვა ეპყრა ნიშნად იმისა, რომ ფიცის გამტეხი უწყალოდ დაისჯებოდა. შეჯიბრების მონაწილეები სიტყვას აძლევდნენ ზევსს, რომ პატიოსან ბრძოლაში მოიპოვებდნენ გამარჯვებას და არ გამოიყენებდნენ დაუშვებელ ხერხებს. ფიცს დებდნენ მსაჯებიც – ელანოდიკები. მეწამულ სამოსელში გამოწყობილნი, ისინი დინჯად მიემართებოდნენ სტადიონისაკენ და ზევსისკენ ხელაპყრობილნი ფიცს დებდნენ, რომ პატიოსნად, მიუკერძოებლად მიიღებდნენ გადაწყვეტილებას.

     შეჯიბრება იწყებოდა მოკლე მანძილზე სირბილით. დისტანცია უდრიდა ერთ სტადიუმს – 183 მეტრს, შემდეგ ტრადებოდა ხტომები, ბადროსა და შუბის ტყორცნა. განსაკუთრებით ბევრ მაყურებელს იკრებდნენ მოჭიდავეები. /არმონიულად განვითარებული, მზით დამწვარი, ბრინჯაოსფერი სხეულები კვარცხლბეკებიდან გადმოსულ ქანდაკებებს /გავდნენ. მძლავრი ათლეტების სრულყოფილი აღნაგობა, მათი პლასტიკური მოძრაობები, ოსტატური ილეთები, სკულპტურულ ჯგუფთა მსგავსად წამით შეჩერებული მოძრაობა ბერძენ დიდოსტატთა საუკეთესო ქანდაკებებს მოაგონებდა მაყურებლებს. ოლიმპიური თამაშების დამსწრეთათვის სრულიად გასაგები იყო, საიდან იღებდნენ თავისი ქანდაკებებისათვის მოდელებს მოქანდაკეები, რა იყო მათი შთაგონების წყარო. საბერძნეთის რეალური ცხოვრება, ბერძენ ჭაბუკ ათლეტთა /არმონიულად განვითარებული სხეულები, თავისუფალ ელინთა ლაღი, დამოუკიდებელი ბუნება – აქ უნდა ვეძიოთ ბერძენ მოქანდაკეთა უკვდავი ხელოვნების საწყისები.    

     დიდი პოპულარობით სარგებლობა ოლიმპიურ თამაშებზე მუშტი-კრივი. ბერძნები მას თვლიდნენ სპორტის ყველაზე ძველ სახეობად, რადგან ლეგენდის თანახმად, უხსოვარ დროს აპოლონი შეეჭიდა ომის ღმერთს არესს კრივში და დაამარცხა იგი. მოკრივეებს დასაცავად თავზე ბრინჯაოს მუზარადები ეხურათ, ხელებზე კი ტყავის სალტეები /ქონდათ შემოხვეული ხელების დასაცავად და დარტყმის გასაძლიერებლად. უფრო მოგვიანებით შემოიღეს „პანკრატიასი“ – ჭიდაობისა და კრივის თავისებური შერწყმა. ათლეტები ამ სახეობაში გამოდიოდნენ თავდასაცავი საშუალებების გარეშე. ეს იყო სასტიკი და უკომპრომისო ბრძოლა, რომლის დროსაც მონაწილეები ხშირად მძიმედ შავდებოდენ.

     ყველაზე მეტ მაყურებელს იკრებდა ეტლებით რბოლა. იპოდრომი ვერ იტევდა ამ სანახაობის ყველა მოყვარულს. ოთხცხენშებმული ეტლების მართვას უდიდესი ოსტატობა და გამბედაობა სჭირდებოდა. საყვირის ხმაზე ადგილს წყდებოდნენ ცეცხლოვანი რაშები, მსუბუქი ეტლები სასწაულებრივი ძალით მიქროდნენ იპოდრომის ბილიკებზე. ცხენების ჭიხვინი, მაყურებელთა მღელვარე შეძახილები, მუსიკოსთა საყვირის ხმები – ყველაფერი ერთიანდებოდა მძლავრ აკორდად, რომელიც ქმნიდა ამ წარმტაცი სანახაობის თავისებურ ჟღერ ფონს. იპოდრომის ბილიკის ბოლოს იდგა მრგვალი საკურთხეველი, რომელთანაც უნდა შემობრუნებულიყვნენ ცხენები. სწორედ აქ იყო ყველაზე სახიფათო ადგილი. ამ სვეტის შემოვლა ქარივით გაჭენებული ცხენებისათვის მეტად რთული ამოცანა იყო და მეეტლეთა უმეტესობისათვის ოლიმპიური თამაშები სწორედ აქ თავდებოდა. საკურთხევლის გარშემო იზრდებოდა დამტვრეულ ეტლთა გროვა, მძიმედ შავდებოდნენ მეეტლეები. იყო შემთხვევები, როდესაც ორმოცი მონაწილიდან მხოლოდ ერთიღა აღწევდა ფინიშამდე.

     ოლიმპიური თამაშების დასკვნითი სახეობა იყო მძიმედ შეიარაღებულ მეომართა – /ოპლიტების სირბილი. ლითონის აბჯრებითა და საწვივეებით შემოსილი, მძიმე ფარებით აღჭურვილი მუზარადიანი მეომრები გარბოდნენ ორი სტადიუმის მანძილზე. ეს იყო ელინთა ძლევამოსილების, მათი მუდვიმი საბრძოლო მზადყოფნის, ფიზიკური სრულყოფის დემონსტრაცია.

     თავდებოდა ოლიმპიური თამაშების პროგრამით გათვალისწინებული შეჯიბრებები, დგებოდა გამარჯვებულთა დაჯილდოების ჟამი. გადაიწეოდა მეწამული ფარდა ზევსის ტაძარში და აღტაცებული მაყურებლის წინაშე წარდგებოდა ოქროს გვირგვინით გასხივოსნებული, ოქროს მოსასხამით მოსილი ოლიმპიელი მბრძანებელი, რომლის სადიდებლად იყო მოპოვებული ამდენი გამარჯვება. ზევსის ტაძრის გვერდით ამოზრდილი ზეთისხილის ხიდან ოქროს ცულით მოჭრილი ტოტებისაგან გაკეთებული გვირგვინებით ამკობდნენ ელანოდიკები გამარჯვებულებს.

     ფლეიტების მელოდიის თანხლებით ხალხმრავალი პროცესია მიემართებოდა ოლიმპიის დაჩრდილული ხეივნებით. მას წინ მიუძღოდნენ თეთრ, ქათქათა /იმატიონებში მოსილი ელანოდიკები, მათ მი/ყვებოდნენ ნაირფერი ქიტონებით შემოსილი ოლიმპიონიკები ქურუმების თანხლებით. შემდეგ – ყვავილების გირლანდებით შემკული ეტლები, ლამაზად შეკაზმული ცხენებით. გაისმოდა მისალმებისა და აღტაცების შეძახილები, ცას სწვდებოდა მრავალათასიანი გუნდის მიერ შესრულებული საზეიმო /იმნების /ანგები. თორმეტი ღმერთის საკურთხეველთან პროცესია ჩერდებოდა და ოლიმპიონიკები სამადლობელო მსხვერპლს სწირავდნენ მფარველ ღმერთებს. ოლიმპიელი ზევსის სადიდებელი დღესასწაული თავდებოდა. ცარიელდებოდა ალტისის ჭალები, მონაწილეები ტოვებდნენ ოლიმპიას და დიდი ზევსის საბრძანებელში კვლავ ოთხი წლით სიმშვიდე და ღვთაებრივი იდუმალება დაისადგურებდა.

 

     საუკუნეთა წიაღში დაიკარგა ზევსის კულტის მსახურების უძველესი ტრადიცია, მივიწყებულ იქნა ელინთა კეთილშობილი წეს-ჩვეულებები. მხოლოდ გასული საუკუნის დასასრულს კვლავ გაცოცხლდა ოლიმპიური თამაშების იდეა. ინიციატორი იყო ფრანგი საზოგადო მოღვაწე, ისტორიკოსი და ლიტერატორი ბარონი პიერ დე კუბერტენი (1863-1937წწ.). პირველად კუბერტენმა ეს იდეა საჯაროდ მოახსენა საზოგადოებას 1892 წელს პარიზის სორბონის უნივერსიტეტში. ორი წლის შემდეგ საერთაშორისო კონგრესზე გადაწყდა ოლიმპიური თამაშების ტრადიციის აღორძინება. შეიქმნა „საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი“. დაადგინეს ახალი დროის ოლიმპიური თამაშები ჩატარებულიყო 1896 წელს ათენში. ელადის უძველეს მიწაზე დასაბამი დაედო ჩვენი ეპოქის ოლიმპიურ თამაშებს. დამკვიდრდა ტრადიცია – ოლიმპიური ჩირაღდანი ინთება ოლიმპიის წმინდა მიწაზე მზის სხივით. აქედან იწყება ოლიმპიური ჩირაღდნის შორეული მოგზაურობა ჯერ ათენისაკენ, შემდეგ კი პირეოსის ნავსადგურიდან მორიგი ოლიმპიური თამაშების ქვეყანაში. მშვიდობის ოლიმპიური ჩირაღდანი გადაივლის კონტინენტებს, ქვეყნებს და მიაღწევს საბოლოო პუნქტს, სადაც მისგან ანთებული ცეცხლი კაცობრიობას აუწყებს ამ უკეთილშობილესი დღესასწაულის დაწყებას.

     ყველამ კარგად იცის თანამედროვე ოლიმპიური თამაშების ისტორია, კარგად იცნობენ ოლიმპიური თამაშების გმირებს, მაგრამ ყველამ როდი იცის, რომ უძველესი ოლიმპიური დღესასწაული თავდაპირველად წარმოადგენდა ოლიმპიის დიდი მბრძანებლის – ზევსის თაყვანისცემის რიტუალს, მრავალდღიან რელიგიურ ცერემონიალს, რომლის ცენტრში იდგა ოლიმპიის ზევსის დიდებული ტაძარი ფიდიასეული სასწაულებრივი ქმნილებითურთ.

     ოლიმპიელი ზევსის ქანდაკება ფიდიას ერთ-ერთი ნაწარმოებია (თუმცა გამორჩეული, მსოფლიოს შვიდ საოცრებათაგან ერთ-ერთი). ფიდიას მნიშვნელობა მსოფლიო ხელოვნების ისტორიაში განუზომლად დიდია. მისი მოღვაწეობა ემთხვევა ბერძნული დემოკრატიის აყვავების ხანას, როდესაც ათენის სახელმწიფოს სათავეში ედგა ბრძენი და ენერგიული მმართველი პერიკლე. ფიდიას როლზე ბერძნული ხელოვნების განვითარებაში მიგვითითებს ის გარემოება, რომ პერიკლემ იგი დანიშნა აკროპოლისის არქიტექტურული ანსამბლის მთავარ ხელმძღვანელად. ფიდიასვე ეკუთვნოდა პართენონის მრავალი სკულპტურული სამკაული: ფრონტონის დიდებული კომპოზიციები, ერთი მეტრის სიმაღლის, 160 მეტრის სიგრძის ფრიზი, რომელიც გარს უვლის პართენონს და 92 მეტოპის რელიეფური კომპოზიცია. განსაკუთრებული მნიშვნელობისაა პართენონისთვის შექმნილი ათენა პართენოსის (ათენა ქალწულის) ქრისოელეფანტინის ქანდაკება, რომელსაც იგივე ბედი ეწია, რაც ზევსის ქანდაკებას. ყოველი ნამუშევარი მოითხოვს საგანგებო დაწვრილებით საუბარს, ჩვენს ამჟამად მხოლოდ მათ ჩამოთვლას დავჯერდებით.

     ბოლოს, რამდენიმე სიტყვით მინდა გაგაცნოთ გენიალური მოქანდაკის ტრაგიკული ბედი. ნიჭიერ შემოქმედს უამრავი მეტოქე და მოშურნე /ყავდა. მათ არ ასვენებდათ ფიდიასის ფანტასტიკური წარმატებები, აღიზიანებდათ მისი სიახლოვე პერიკლეს მმართველ წრესთან. პლუტარქე დაწვრილებით მოგვითხრობს ფიდიასის ცხოვრების ბოლო წლების შესახებ: ავის მზრახველებმა მას ბრალად დადეს ათენა პართენოსის ქანდაკებაზე მუშაობის დროს ძვირფასი მასალების დატაცება. საბედნიეროდ, მან პერიკლეს რჩევით ისე დაამაგრა ქანდაკების ოქროს ნაწილები, რომ შესაძლებელი გახდა მათი ჩამოხსნა და წონის შემოწმება. ბრალდება არ დადასტურდა, თუმცა მის სახელს ცილისწამებით მაინც ჩრდილი მიაყენეს. ამას დაემატა კიდევ ერთი ბრალდება: ათენა პანთენოსის ფარზე გამოსახული იყო ამორძალების ბრძოლის სცენა. მებრძოლთა შორის ფიდიამ გამოსახა ავტოპორტრეტი (ხანშიშესული მელოტი კაცი) და პერიკლეს პორტრეტი (შუბით ხელში). ამგვარი მკრეხელობა შეუწყნარებლად მიიჩნიეს, დაუშვებლად ჩათვალეს ჩვეულებრივ მოკვდავთა გამოსახვა ქალღმერთის უწმინდეს ქანდაკებაზე. დიდი მოქანდაკე ციხეში ჩააგდეს. არსებობს ფიდიას დაღუპვის რამდენიმე ვერსია. ძნელია მათი სიზუსტის მტკიცება. ერთი რამ კი ცხადია – ანტიკური ეპოქის სწორუპოვარი შემოქმედი საშინელი ცილისწამების მსხვერპლი გახდა.

     ახ. წ. მეექვსე საუკუნეში ძლიერმა მიწისძვრამ, რაც არც თუ იშვიათია საბერძნეთში, დაანგრია ოლიმპიის ხუროთმოძღვრული ძეგლები. ზევსის დიდებული ტაძარი ნანგრევებად იქცა. მხოლოდ ცამეტი საუკუნის შემდეგ გაიხსენა კაცობრიობამ ზევსის გიგანტური ტაძრის არსებობა. 1829 წელს ფრანგულმა მისიამ დაიწყო პირველი არქეოლოგიური სამუშაოები ზევსის ტაძართან. სისტემური არქეოლოგიური კვლევა ოლიმპიაში დაიწყო 1875 წლის სექტემბერში გერმანიის არქეოლოგიურმა ინსტიტუტმა. კვლევა-ძიება დღესაც გრძელდება. ოლიმპიაში მოპოვებული უძვირფასესი მასალები ინახება 1886 წელს დაარსებულ ოლიმპიის მუზეუმში. ბოლო წლებში ოლიმპიაში აიგო ახალი სამუზეუმო შენობა, სადაც გამოფენილია ადგილზე მოპოვებული უმდიდრესი მასალები: ქანდაკებები, ბრინჯაოს ნაკეთობები, ძვირფას ლითონთა მხატვრული ნაწარმი, კერამიკა – რაც წარმოდგენას გვაძლევს ოლიმპიის ბრწყინვალე წარსულზე.   гадаищеода мещам     

 

             რომაული ფორუმი

 

     „როდესაც იმპერატორი მივიდა ტრაიანეს ფორუმზე, რომელიც ერთადერთი ნაგებობაა მსოფლიოში ღმერთების გაოცების ღირსი, იგი გაქვავდა გაკვირვებისაგან. მან თვალი მოავლო გიგანტურ ქმნილებებს, რომელთა ენით აღწერა შეუძლებელია, და რომელთა მსგავსიც ვერასდროს ვეღარ შეიქმნება მოკვდავთა ხელით. იმპერატორმა ბრძანა, რომ არა აქვს რაიმე მსგავსის შექმნის არავითარი იმედი, მაგრამ სურს და შეუძლია კიდეც აღმართოს ცხენი, მსგავსი იმისა, რომელზეც ამხედრებულია ტრაიანეს ფიგურა მოედნის შუაგულში. იმპერატორის გვერდზე მდგომმა სპარსელმა უფლისწულმა ორმიზდმა, მისი ერისათვის ჩვეული გონებამახვილობით, შენიშნა: „ჯერ უბრძანე, იმპერატორო, ააგონ ასეთივე ბრწყინვალე საჯინიბო, თუკი ეს შესაძლებელია; ცხენი, რომლის შექმნასაც შენ აპირებ, ისევე ფართოდ და ლაღად უნდა მიაბიჯებდეს, როგორც ის, რომელიც ახლა ჩვენს წინაა“ – ასე აღწერს ცნობილი რომაელი ისტორიკოსი ამიანე მარცელინუსი იმპერატორ კონსტანცი მეორის ვიზიტს რომში (მეოთხე ს.) და მის შთაბეჭდილებას ტრაიანეს ფორუმზე. ბიზანტიის ბრწყინვალე იმპერიის მბრძანებელს ადამიანის ხელთქმნილი ცოტა რამ თუ გააკვირვებდა. ამიტომ უნდა ვიფიქროთ, რომ იმპერატორ ტრაიანეს ფორუმი თავისი დროის, მართლაც, საგანგებოდ გამორჩეული არქიტექტურული ანსამბლი უნდა ყოფილიყო.

     ფორუმი ანტიკური რომის არქიტექტურული ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა. ასე ეწოდებოდა ქალაქის მოედანს, რომელსაც უკვე რომის რესპუბლიკის ხანაში არქიტექტურულად გაფორმებული მხატვრული სახე /ქონდა. რომის ხუროთმოძღვრების სხვა მონაპოვრებთან ერთად, ფორუმი ქალაქთმშენებლობის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქმნილებაა.

     სიტყვა „ფორუმ“ საბაზრო მოედანს აღნიშნავდა. რომში რამდენიმე მოედანი იყო, მათგან მთავარს ეწოდებოდა „ფორუმი“ ყოველგვარი ეპითეტის გარეშე. დროთა განმავლობაში მას ეწოდა „ფორუმ რომანუმ“ ანუ რომაული ფორუმი. იგი მდებარეობდა პალატინის ბორცვის გასწვრივ და ემიჯნებოდა კაპიტოლიუმის ბორცვს. თანდათან ამ ადგილიდან ბაზარი გადაიტანეს ქალაქის სხვა ნაწილში და ფორუმი გადაიქცა საზოგადოებრივი ცხოვრების ცენტრად. აქ იგებოდა ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო, საკულტო და საერო დანიშნულების შენობები. ფორუმზე თავს იყრიდა დედაქალაქის საზოგადოებრივი ცხოვრება მთელი თავისი მრავალფეროვნებით, იგებოდა ქალაქის მფარველ ღვთაებათა ტაძრები, რომელთა წინ სრულდებოდა რელიგიური რიტუალები. ფორუმი ქალაქის პოლიტიკური ცენტრიც იყო. აქ იკრიბებოდა სახალხო კრება, ხალხის წინაშე გამოდიოდნენ ცნობილი სახელმწიფო მოღვაწეები და ორატორები. აქვე ინახებოდა სახელმწიფო ხაზინა, ჩქეფდა დედაქალაქის სავაჭრო ცხოვრება. ადრეულ ხანაში დღესასწაულების დროს ფორუმზე გლადიატორთა ბრძოლები ტარდებოდა. ასეთი მრავალმხრივი დანიშნულება ქმნიდა ფორუმის არქიტექტურული სახის თავისებურებას. ფორუმზე თავს იყრიდა სხვადასხვა სახისა და დანიშნულების ნაგებობები.

     ფორუმის ნაგებობათა შორის პირველ რიგში (ტაძრების შემდეგ) უნდა დავასახელოთ ბაზილიკები. თავისი დანიშნულებით ეს იყო საერო ნაგებობები, განკუთვნილი სავაჭრო გარიგებებისა და მართლმსაჯულების წარმოებისათვის. ბაზილიკა თავისი არქიტექტურული ფორმებით – დაგრძელებული გეგმით, სვეტების მწკრივებით – ძველ ბერძნულ შენობებს ბაძავდა. არსებობს მოსაზრება, რომ რომაული ბაზილიკა საწყისს იღებს ძველი ათენის სამეფო სტოადან (სტოა – გრძელი გალერეა, რომელსაც ერთი მხრიდან კედელი საზღვრავს, მეორედან კი სვეტების მწკრივი), სახელწოდებაც აქედან წარმოდგება (ბაზილეოს ბერძნულად მეფეს ნიშნავს). ბაზილიკები გამოიყენებოდა მთავრობის დადგენილებათა საჯაროდ გამოსაცხადებლად. ეს იყო თავისებური ბირჟა, საქმიანი შეხვედრების ადგილი; აქ იკრიბებოდნენ რომაელები ახალი ამბების გასაგებად. ფორუმზე იგებოდა კურიები – სენატის სხდომებისათვის განკუთვნილი შენობები. აქვე იყო უამრავი პატარა სავაჭრო ტაბერნები. თანდათან შეიქმნა ფორუმის გარშემო სვეტებიანი პორტიკების აგების ტრადიცია.რომის ფორუმის არქიტექტურული სახე ყალიბდებოდა ხანგრძლივი დროის მანძილზე, ყოველ ეპოქას შე/ქონდა თავისი შესწორებები მის მხატვრულ-არქიტექტურულ სახეში. ამიტომაა, რომ ადრეული რომის ფორუმი საკმაოდ უსწორო გეგმარებისაა და რესპუბლიკურ ხანაში ჯერ კიდევ არ შეიძლება ლაპარაკი ფორუმის დასრულებულ მხატვრულ სახეზე.

     რომის ფორუმის არსებობა ძვ. წ. მეექვსე საუკუნიდან არის დადასტურებული.უძველეს ტაძრებს შორის აღსანიშნავია ვესტას ტაძარი, რომლის წინ სრულდებოდა რელიგიური ცერემონიალი. აქვე იდგა მეფის სასახლე – რეგია (რე – ლათინურად მეფეს ნიშნავს), შემდეგ აიგო კურია (სენატის სხდომათა დარბაზი). აქ აიგო კონკორდის ტაძარი, შემდეგ სატურნის ტაძარი, სადაც ინახებოდა რომის ხაზინა. დროთა განმავლობაში მთავარი ფორუმის სავაჭრო ფუნქცია სხვა, უფრო მცირე ზომის მოედნებმა გაინაწილეს. შეიქმნა საგანგებო სავაჭრო მოედნები: ბოსტნეულით (ფორუმ გოლიტორიუმ), ხარებით (ფორუმ ბოარიუმ) და თევზით ვაჭრობისათვის (ფორუმ პისკარიუმ). დღესდღეობით ამ ფორუმთაგან ცოტა რამ შემორჩა: იონური სწორკუთხა ტაძარი, რომელიც ადრე ბედისწერის ქალღმერთის ფორტუნას ტაძრად იყო მიჩნეული, ახლა კი, ახალი მონაცემების საფუძველზე, ღვთაება პორტუნისის ტაძრად არის აღიარებული (იქვე, ახლოს რომის პორტი მდებარეობდა). ქალღმერთ ვესტას მრგვალი კორინთული ტაძარი, რომელიც ახლადაღმოჩენილი წარწერის მიხედვით მიჩნეულია ზეითუნის ზეთის ვაჭართა მფარველი ღვთაების /ერაკლე ოლივარიუსის ტაძრად. ეს რომის ერთი უძველეს მარმარილოს ტაძართაგანია.

     ფორუმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაგებობა იყო კაპიტოლიუმის ბორცვის კალთაზე აღმართული სახელმწიფო არქივის შენობა – ტაბულარიუმი. ორსართულიანი ნაგებობის პირველი სართული ღია გალერეას წარმოადგენდა, მეორე სართულის ფასადი შემკული იყო თაღების სისტემით – ტაბულარიუმში პირველად გადაწყდა მრავალსართულიანი სახლის ფასადის პრობლემა.

     რომი განსაკუთრებით იზრდებოდა და მშვენდებოდა იულიუს კეისრის დროს (ძვ. წ. პირველი ს.); მისი ზრუნვა ფორუმსაც შეეხო. კეისრის ბრძანებით ფორუმზე დაიწყო ბაზილიკისა და კურიის მშენებლობა. რომაული ბაზილიკა სწორკუთხა დაგრძელებული შენობაა ხის ნივნივებიანი გადახურვით. ბაზილიკის შიდა სივრცე სვეტების რიგებით იყო დანაწევრებული. იულიუსმა წამოიწყო ფორუმის დიდი რეკონსტრუქცია. მის დროს დაიწყო იულიუსის ბაზილიკის მშენებლობა, აიგო საგანგებო ტრიბუნები ორატორებისათვის – როსტრები, რომელთაც ამკობდნენ დამარცხებულ მტერთა გემების ქიმები. იულიუს კეისრის დროიდან იღებს სათავეს ფორუმზე მნიშვნელოვანი სახელმწიფო დაწესებულებების თავშეყრის ტრადიცია.

     იზრდებოდა რომი და თანდათან ჩნდებოდა ფორუმის გაფართოების აუცილებლობა, რადგან ძველი ფორუმი თავისი მასშტაბებით შეუფერებელი ხდებოდა ახალი საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის. გვიანრესპუბლიკურ და ადრეული იმპერიის პერიოდში, ძველი და ახალი წელთაღრიცხვების შესაყარზე, რომი დიდი და მჭიდროდ დასახლებული ქალაქი იყო. აი, ასე აღწერდა რომს ახ. წ. პირველი საუკუნის სახელგანთქმული საზოგადო მოღვაწე და ფილოსოფოსი სენეკა: „გახედე უამრავ მოსახლეობას, რომელიც ძლივს ეტევა ამ უზარმაზარი ქალაქის შენობებში; ამ ხალხის უმეტესობას არ გააჩნია სამშობლო, ისინი აქ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან არიან თავმოყრილნი. ერთნი აქ მოიყვანა პატივმოყვარეობამ, მეორენი – სახელმწიფო საქმეებმა, მესამენი – მათზე დაკისრებულმა დიპლომატიურმა დავალებებმა, მეოთხენი – ფუფუნებამ, რომელიც განსაკუთრებულად ხელსაყრელ ადგილს საჭიროებს. მეხუთენი – განათლების წყურვილმა, მეექვსენი – სანახაობებმა, მეშვიდენი – მეგობრობამ, მერვენი – თავაზიანობამ, რომელსაც ფართო სამოქმედო ასპარეზი სჭირდება. მთელი ეს ხალხი მოემართება ამ ქალაქისაკენ, სადაც კარგად ფასობს როგორც სათნოება, ისე ბიწიერება“. მიახლოებითი მონაცემებით ახ. წ. მეორე საუკუნისათვის რომის მოსახლეობა ერთ მილიონს აღემატებოდა.

     უკვე იულიუს კეისარმა დაიწყო ძველი ფორუმის გაფართოება (ძვ. წ. 54-46 წწ.) ამისთვის მან კვირინალის ბორცვის ძირას ბრძანა ახალი დიდი მოედნის გაშენება, რომელსაც კეისრის ფორუმი ეწოდა. ამ ფორუმზე აღიმართა ვენერას ტაძარი, მის აგებას პოლიტიკური მნიშვნელობა /ქონდა, რადგან იულიუსთა დინასტია, რომლის წარმომადგენელი იყო გაი იულიუს კეისარი, თავის ერთ-ერთ წინაპრად მიიჩნევდა რომაელთა მთავარი ღმერთის იუპიტერის ქალიშვილს, ქალღმერთ ვენერას. ასეთი ღვთაებრივი ნათესაობა იულიუს კეისარს დასჭირდა იმისათვის, რათა ეჩვენებინა რომაელთათვის თავისი ღვთაებრივი წარმომავლობა და გაემართლებინა ძალაუფლების უკანონოდ ხელში ჩაგდება, რესპუბლიკური მმართველობის მოსპობა. ამ ტაძრისგან მხოლოდ სამი სვეტიღაა დარჩენილი. ფორუმის მრავალრიცხოვანი ფუნქციიდან ამიერიდან მხოლოდ ერთი დარჩა – მმართველის განდიდება. სახალხო თავშეყრის მოედნიდან ფორუმი საიმპერატორო ძალაუფლების დიდების განსახიერებად იქცა.

     კეისრის ფორუმმა დასაბამი მისცა საიმპერატორო ფორუმების არქიტექტურული ანსამბლის ჩამოყალიბებას. აქ უკვე გამოჩნდა ის ძირითადი ნიშნები, რომლებიც საფუძვლად დაედება მომავალ ფორუმთა გეგმარებას – ზუსტად გააზრებული გეომეტრიული განაწილება და სიმეტრიის პრინციპი.

 

     ძვ. წ. 44 წლის 15 მარტს იულიუს კეისარი მოკლეს შეთქმულებმა. მის ფორუმზე აგიზგიზდა სამგლოვიარო კოცონი. შემდგომში ამ ადგილას ოქტავიანე ავგუსტუსმა ააგო ღვთაებრივი იულიუსის ტაძარი. ამ ნაგებობისგანაც მხოლოდ კვარცხლბეკია შემორჩენილი.

     იმპერატორი ავგუსტუსი (ძვ. წ. 31 წ. – ახ.წ. 14 წ.) აგრძელებს რომაული ფორუმის აღდგენა-მშენებლობას. იულიუსის ფორუმის ჩრდილოეთის მხრიდან დაიწყო ავგუსტუსის ფორუმის მშენებლობა. უნდა ითქვას, რომ ყოველი შემდგომი იმპერატორი ცდილობდა საკუთარი ფორუმი უფრო ბრწყინვალე და დიდებული აეგო, ვიდრე ეს მის წინამორბედს /ქონდა. რომის იმპერატორების უსასრულო დამპყრობლური ომების შედეგად მოპოვებული ფანტასტიკური სიმდიდრე, პროვინციების ძარცვით მიღებული განძეულობა ხმარდებოდა დედაქალაქის გაზრდა-განაშენიანებას. მთავარი ყურადღება ფორუმზე იყო გადატანილი, როგორც საიმპერატორო ძალაუფლების ყველაზე ნათელ განსახიერებაზე. ისინი არ არღვევდნენ ტრადიციას და ამიტომ არის, რომ რომის საიმპერატორო ფორუმები ერთ ადგილას არის თავმოყრილი და ერთმანეთთან სჭიდროდ მიჯრილი. ძველი რომის შუაგულში განლაგებული ფორუმები ნათელ წარმოდგენას გვაძლევს რომაული არქიტექტურის ამ დამახასიათებელი ანსამბლების ისტორულ ევოლუციაზე.

     სრულიად შეიცვალა ფორუმის ხასიათი. რესპუბლიკური ფორუმის დინამიკური, ცხოველხატული გეგმარება შეცვალა კვადრატთან დაახლოებული მოედნის შენობათა მწყობრმა, სიმეტრიულმა განაწილებამ. მაღალი კედელი გამო/ყოფდა ფორუმს ქალაქისაგან. იგი გადაიქცა ქალაქის პარადულ ცენტრად. მასზე ვაჭრობა აიკრძალა. გაიზარდა მიდრეკილება შემკულობისაკენ. ფორუმის კედლები შიდა მხრიდან მოაპირკეთეს ნაირფერი მარმარილოს ფილები. არქიტექტორები განიხილავდნენ ფორუმის დიდ სივრცეს, როგორც გრანდიოზულ ინტერიერს, რომელსაც საგანგებო შემკობა სჭირდება. ფორუმის კედელი  იმკობოდა მასთან მიდგმული მარმარილოს ნახევარსვეტების მწკრივით, მათი ფერადოვნება აცოცხლებდა გარემოს და საზეიმო ხასიათს ანიჭებდა მოედანს. ფორუმს ამკობდა რომაული ისტორიის გამოჩენილ მოღვაწეთა ქანდაკებები, რომელთა შორის გამოირჩეოდა რომის ლეგენდარული დამაარსებლის რომულის ქანდაკება. აქვე იდგა ათენის ერეხთეიონის კრიტიდების ასლები. ნიშებში დადგმული პორტრეტული ქანდაკებების პოსტამენტებზე წარწერები იყო გაკეთებული.ფორუმზე იყო აგრეთვე ავგუსტეს თოთხმეტმეტრიანი კოლოსალური ქანდაკება. იგი იმპერატორის სიკვდილის შემდეგ აღიმართა. ავგუსტეს ფორუმი ხალხისთვის ძვ. წ. 2 წ. გაიხსნა, თუმცა მისი მშენებლობა წლების მანძილზე გრძელდებოდა და საბოლოო სახე უფრო მოგვიანებით მიიღო.

     ავგუსტუსის ფორუმის ცენტრში იდგა მარს ულტორის (შურისმგებელი მარსის) თეთრი მარმარილოს ტაძარი. იგი აკურთხეს ახ.წ.2 წელს. ომის ღმერთის ეს ტაძარი რომის ერთ-ერთ ყველაზე მდიდრულ შენობად ითვლებოდა. კორინთული სვეტებით შემკული მისი ფასადი 35 მეტრის სიმაღლეს აღწევდა.მარსის ტაძრიდან დარჩა მხოლოდ ფრაგმენტები: სამი მარმარილოს სვეტი არქიტრავის ნაწილით, კედლისა და კიბის ნაწილი. თუმცა ტაძარი დანგრეულია, მისი აღდგენა შესაძლებელია ანტიკური რელიეფის მიხედვით, რომელზეც გამოსახული იყო ტაძრის ფასადი. ეს რელიეფი ოდესღაც ამკობდა ავგუსტეს საკკრთხეველს, შემდეგ კი ფრაგმენტი ჩააშენეს მედიჩების ვილის კედლის წყობაში. ამ რელიეფის მიხედვით შეიძლება აღვადგინოთ რომაული ტაძრის არქიტექტურული ფორმები. ტაძარი მაღალ კვარცხლბეკზე შედგმული სწორკუთხა ნაგებობა იყო, ფართო კიბით, რომლის ზედა ბაქანზე რვა კორინთული სვეტი იყო განლაგებული. ფრონტონებზე იდგა მარსის შუბოსანი ქანდაკება ვენერასა და ფორტუნას შორის და რომულის ქანდაკება რომასა და ტიბრის განსახიერებასთან ერთად. ტაძარში მდიდარი საგანძური ინახებოდა. საბერძნეთიდან ჩამოტანილი ხელოვნების ნაწარმოებებთან ერთად აქ ინახებოდა რომაელთა სამხედრო ტროფეები, სახელმწიფო რელიქვიები – საბრძოლო შტანდარტები (დროშები).

     ავგუსტუსის ფორუმი უკვე ჩამოყალიბებულ ფორმას იღებს. ტაძარი აღმართულია მოედნის სიღრმეში, ფორუმის უკანა კედელთან. გვერდითი კედლები ქმნის სიმეტრიულ ნახევარწრეებს და მოედანს დასრულებულ სახეს აძლევს. ფორუმს გარს ერტყა მაღალი კედელი (36 მეტრი სიმაღლისა). გვერდითი კედლების ნიშებში იდგა გამოჩენილ რომაელ მხედართმთავართა და მოღვაწეთა ბრინჯაოსა და მარმარილოს ქანდაკებები. მოედანი ფერადი მარმარილოს ფილებით იყო მოკირწყლული.

     ავგუსტუსი განაგრძობდა მშენებლობას „ფორუმ რომანუმზე“. მისი ბრძანებით აღდგენილ იქნა ტყუპი ღმერთების-კასტორისა და პოლიდევკეს ძველი ტაძარი. ამ ღმერთებს დიოსკურები ერქვათ და ტაძარსაც, შესაბამისად, დიოსკურების ტაძარი ეწოდებოდა. ტაძარში ინახებოდა მდიდარ რომაელთა ქონება; მის გვერდით მდებარეობდა საზომ-საწონთა პალატა. ტაძრის კვარცხლბეკი გამოიყენებოდა ტრიბუნად ორატორებისათვის. ამ ტაძრიდან დღეს მხოლოდ სამი დახვეწილი კორინთული სვეტი დარჩა (თითოეული 12,5 მ სიმაღლისა).

     ავგუსტუსის სამშენებლო მოღვაწეობა საგანგებო ყურადღებას მოითხოვს, აღვნიშნავთ მხოლოდ, რომ რომის იმპერიის დამაარსებლის ეს საქმიანობა მისი მემკვიდრეებისთვის მისაბაძად იყო მიჩნეული და დედაქალაქის აღმშენებლობა, მის ხუროთმოძღვრულ სახეზე ზრუნვა იმპერატორთა ერთ-ერთ უმთავრეს დამსახურებად აღიარეს. რომი ავგუსტუსის დროს განსაკუთრებით იზრდება და მშვენდება. ერთ-ერთი ისტორიკოსი აღნიშნავდა, რომ ავგუსტუსმა შეიძლება ღირსეულად იამაყოს იმით, რომ მემკვიდრეობით მიიღო აგურის რომი და დატოვა მარმარილოს ქალაქი. ცნობილი რომაელი ისტორიკოსი სვეტონიუსი დაწვრილებით ჩამოთვლის ავგუსტუსის ზრუნვითა და მცდელობით შესრულებულ სამშენებლო სამუშაოებს, იძლევა იმპერატორის ბრძანებით აგებულ შენობათა გრძელ ნუსხას. მოვიტანთ სვეტონიუსის თხრობის იმ ნაწილს, სადაც საუბარია ფორუმთან დაკავშირებულ საქმიანობაზე: „...მან ააგო ბევრი  საზოგადოებრივი შენობა; მათგან უმთავრესია – ფორუმი, შურისმგებელი მარსის ტაძრით, აპოლონის ტაძარი პალატინზე, მეხისმტყორცნელი იუპიტერის ტაძარი კაპიტოლიუმზე. ფორუმის აგება მან დაიწყო, როდესაც დაინახა, რომ ხალხის მასებისათვის და მრავალი სასამართლო საქმეებისათვის არ არის საკმარისი ორი მოედანი და აუცილებელია მესამე; ამიტომაც დააჩქარა მან ამ ფორუმის გახსნა ისე, რომ არ დაელოდა მარსის ტაძრის  დასრულებას. ეს ადგილი მან მიუჩინა სისხლის სამართლის საქმეთა გარჩევას და მსაჯულთა ასარჩევ კენჭისყრას“. ამას გარდა, სვეტონიუსს მო/ყავს გრძელი სია იმ ნაგებობისა, რომელნიც აიგო ავგუსტუსის დროს და დაწვრილებით აღნიშნავს თითოეული მათგანის დანიშნულებასა და ღირსებებს. საინტეერსოა რომ ამ ნაგებობათა შორის მოხსენებულია პალატინზე აგებული აპოლონის ტაძარი, რომელსაც მიუშენეს პორტიკები ლათინური და ბერძნული ბიბლიოთეკებისათვის.

     იმპერატორ ავგუსტუსის ეპოქა რომაული არქიტექტურის განსაკუთრებული აყვავების ხანაა. იმპერატორი იყო ინიციატორი და სულისჩამდგმელი გრანდიოზული სამშენებლო საქმიანობისა. ამ საქმეში მას პოლიტიკური ინტერესები ამოძრავებდა. კოლოსალური მშენებლობა რომის იმპერიის ძლიერების განსახიერებად უნდა ქცეულიყო.

     რომაული ხუროთმოძღვრების მაღალ დონეზე მხოლოდ ძეგლები როდი მიანიშნებდა. რომში არსებობდა მაღალგანვითარებული არქიტექტურული აზროვნება, რომლის ბრწყინვალე წარმომადგენელია რომაელი არქიტექტორი და ინჟინერი ვიტრუვიუსი (ძვ.წ. პირველი ს. მეორე ნახ.). მისი თეორიული ტრაქტატი „ათი წიგნი არქიტექტურის შესახებ“ განაზოგადებს რომაულ ხუროთმოძღვრულ პრაქტიკას და ამომწურავად პასუხობს სამშენებლო ხელოვნების ყველა საკითხს. საუკუნეთა მანძილზე მივიწყებული უნიკალური თეორიული ნაშრომი თავიდან აღმოაჩინა რენესანისის ცნობილმა იტალიელმა მოღვაწემ, /უმანისტმა პოჯო ბრაჩოლინომ. იგი ვიტრუვიუსის ტრაქტატს წააწყდა სენ გალენის მონასტრის ბიბლიოთეკაში. მას მერე თაობები ეცნობიან ანტიკურ ხუროთმოძღვრებას დიდი თეორეტიკოსის ნაშრომით. „ათი წიგნის“ ერთ-ერთი თავში  განხილულია რომაული საზოგადოებრივი ნაგებობანი – ბაზილიკები, კურიები, თეატრები, აბანოები, პალესტრები, ნავსადგურები. განსაკუთრებული ადგილი ეთმობა მოედნების (ფორუმების) განხილვას. ქალაქთმშენებლობას ვიტრუვიუსის ტრაქტატში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ფორუმი განხილულია, როგორც ქალაქის მაორგანიზებელი ცენტრი, რომელშიც თავს იყრის მთავარი მაგისტრალები. საინტერესოა ვიტრუვიუსის მოსაზრებები ფორუმის მასშტაბების შესახებ, ქალაქთან მისი შეფარდების შესახებ: „ფორუმის ზომები უნდა შეეფარდებოდეს ხალხის რაოდენობას; მოედანი არ უნდა იყოს პატარა, პრაქტიკული მიზნებიდან გამომდინარე, მაგრამ არც უკაცრიელი არ უნდა ჩანდეს ხალხის სიმცირის გამო“.

     ფორუმები ქალაქ რომის ცენტრალური ნაწილის მნიშვნელოვან არქიტექტურულ ანსამბლს წარმოადგენდა. აქეთკენ მოემართებოდა მთავარი საქალაქო არტერიები, მთავარი ქუჩები: ვია ფლამინია, ვია ნომენტანა, ვია ტიბურტინა, ვია პრენესტინა, ოსტიისა და პორტის ქუჩები (ვია-ქუჩა, იტ.). ფორუმის მთავარი შესასვლელები სატრიუმფო თაღებით იყო აქცენტირებული, მათ ხაზი უნდა გაესვათ ფორუმის დიდებულებისათვის და მნიშვნელობისათვის. რომაელ მწერლებთან ვხვდებით იმპერატორთა ტრიუმფების ხატოვან აღწერებს. ლაშქრობიდან დაბრუნებული იმპერატორები დიდი ზეიმით შემოდიოდნენ ქალაქში, მდიდარი ნადავლი მო/ქონდათ ხალხის დასანახად, რათა ეჩვენებინათ იმპერატორის ყოვლისშემძლეობა. საზეიმო მსვლელობები ხანდახან რამდენიმე დღის განმავლობაში არ წყდებოდა. პლუტარქეს აღწერილი აქვს ერთი საიმპერატორო ტრიუმფი, რომელიც სამ დღეს გრძელდებოდა. სამი დღის განმავლობაში მო/ქონდათ სამეფო საგანძურში შორეულ ქვეყნებში ნაძარცვი ძვირფასეულობა. მწერალი ჩამოთვლის ნადავლის რაოდენობას: 750 ყუთი ვერცხლის მხატვრული ნაკეთობები, ოქროს ნივთებით სავსე 78 ყუთი, აღმოსავლური ქსოვილებითა და ძვირფასი ნივთებით სავსე მრავალი საპალნე და განძი, რომელიც რომაული ლაშქრობის ძლიერებას ადასტურებდა. ამ საზეიმო მსვლელობათა მარმარილოს თავისებურ დეკორაციას ქმნიდნენ რომის ფორუმები და დიდებული სატრიუმფო თაღები, რომელთა რელიეფურ დეკორში ხშირად ასახული იყო რომის არმიის ძლიერების მიმანიშნებელი ეპიზოდები. ამგვარად, რომაული ხუროთმოძღვრება აქტიურად იყო ჩართული ქვეყნის პოლიტიკურ, სოციალურ ცხოვრებაში და საკუთარი ხერხებით ემსახურებოდა იმპერატორის  ძალაუფლების განმტკიცებას. არქიტექტურა, ქანდაკება – ხელოვნების ყველა დარგი ჩაყენებული იყო იმპერატორის სამსახურში.

     ფორუმების მშენებლობის შემდეგი ეტაპი დაკავშირებულია იმპერატორ ვესპასიანეს სახელთან (69-79 წწ.). ვესპასიანეს ფორუმს მშვიდობის ფორუმიც ეწოდებოდა; იგი აიგო იუდეველთა ომში გამარჯვების უკვდავსაყოფად (არქიტექტორ რაბირიუსის პროექტით), აგრეთვე იერუსალიმიდან ჩამოტანილი ტროფეებისა და საბერძნეთიდან გამოზიდული ხელოვნების ნიმუშთა მოსათავსებლად.

     ვესპასიანეს ფორუმი გეგმაში თითქმის კვადრატს წარმოადგენდა. მოედნის შუაგულში გაშენებული იყო ბაღი, რომლის სიმწვანეში ცხოველხატულად იყო განთავსებული მრავალრიცხოვანი ქანდაკებები. მოედნის სიღრმეში აღმართეს მშვიდობის ქალღმერთის ტაძარი, გვერდებზე –ბიბლიოთეკების შენობები. ამ დიდი და საზეიმო მოედნიდან აღარაფერი შემორჩა. იგი დარჩა მხოლოდ თანამედროვეთა აღწერებში: „სულ მოკლე დროში დასრულდა მშენებლობა, რომელმაც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ვესპასიანემ მასზე დახარჯა უამრავი სახსრები, რის შესაძლებლობასაც კი აძლევდა საკუთარი ხაზინა და თავის წინამორბედთა დანატოვარი. მან შეამკო მშვიდობის ქალღმერთის ტაძარი ფერწერისა და ქანდაკების ბრწყინვალე ნაწარმოებებით. ტაძარში შეკრებილი და დადგმულია ყველაფერი, თუკი არსებობს რაიმე, რისთვისაც ადამიანები მოგზაურობდნენ მთელს ქვეყანაზე, რათა ეხილათ ეს საოცრებანი. ვესპასიანემ ბრძანა მოეტანათ და დაეცვათ აქ იერუსალიმის ტაძრიდან წამოღებული ძვირფასეულობა და ჭურჭელი, რადგან ისინი მისთვის მეტად ძვირფასი იყო (საუბარია იუდეველთა ომის დროს წამოღებული ტროფეების შესახებ). ვესპასიანეს ფორუმიდან გადარჩა მხოლოდ ერთ-ერთი ბიბლიოთეკის ნაწილი, ჩაშენებული კოსმა და დამიანეს ადრექრისტიანული ტაძრის ნაგებობაში.

     სიკვდილის შემდეგ სხვა იმპერატორთა მსგავსად გაღმერთებულ ვესპასიანეს, ფორუმზე აუგეს მარმარილოს ტაძარი, რომლის სამი კუთხის სვეტი და მდიდრული ორნამენტით შემკული ანტაბლემენტის ნაწილიღა დარჩა ამ იმპერატორის ფორუმის მოგონებად.

     ვესპასიანეს მემკვიდრე იმპერატორი ტიტუს ფლავიუსი (79-81წწ.), თავისი ხანმოკლე მმართველობის მიუხედავად, ერთ-ერთ საუკეთესო მმართველად იყო აღიარებული. გადმოცემით, მას დაკარგულად მიაჩნდა დღე, თუ კი ერთ კეთილ საქმეს მაინც არ გააკეთებდა. ისტორიაში დარჩა ლეგენდად ქცეული მისი სიტყვები: „მეგობრებო, მე დავკარგე დღე!“

     ტიტუსის გარდაცვალების შემდეგ, 81 წ. პალატინის ბორცვის ძირას აღმართეს სატრიუმფო თაღი იუდეველთა ომში მისი გამარჯვების აღსანიშნავად. თაღის ზედა დამაგვირგვინებელ ნაწილზე წარწერაა: „სენატი და რომაელი ხალხი ღვთაებრივ ტიტუს ვესპასიანეს, ღვთაებრივი ვესპასიანეს ძეს“.

     აქ ცოტა ხნით შევწყვეტთ რომაულ ფორუმთა ისტორიის თხრობას და მოკლედ შეგახსენებთ რომაელთა მიღწევებს ხუროთმოძღვრების დარგში, რადგან ამის გარეშე შეუძლებელი იქნება კონკრეტული ძეგლების მწორად შეფასება.

     რომაული კულტურა დავალებული იყო ელინური კულტურისაგან. „დატყვევებულმა საბერძნეთმა დაამარცხა თავისი უკულტურო დამპყრობი“ – ასე გამოხატა /ორაციუსმა ამ ორი დიდი ცივილიზაციის ურთიერთობა. ხელოვნების ბევრ სფეროში – ქანდაკებაში, მხატვრობაში – ნათლად ჩანს ელინური გავლენის მნიშვნელობა. რაც შეეხება არქიტექტურას, თუმცა რომმა აითვისა ბერძნულისაგან ორდერული სისტემა, საკუთრივ რომაულმა არქიტექტურამ უდიდესი წვილი შეიტანა მსოფლიოს სამშენებლო ხელოვნების ისტორიაში. რომის იმპერიას სათანადო მხარდაჭერა სჭირდებოდა ხელოვნების სხვადასხვა დარგის მხრიდან და არქიტექტურა ღირსეულად შეუდგა თავისი მოვალეობის შესრულებას. რომაელმა ხუროთმოძღვრებმა შექმნეს ახალი კონსტრუქციები, გამოიყენეს ახალი მასალები (რომაელების აღმოჩენაა ბეტონის გამოყენება მშენებლობაში), რამაც საშუალება მისცა გრანდიოზული გაქანებით ეწარმოებინათ სამშენებლო სამუშაოები, რომლებიც რომის იმპერიის განვითარებასთან ერთად, სულ უფრო დიდი მასშტაბით იშლებოდა.

     რომაულმა არქიტექტურამ, რომელიც თავისი დანიშნულებით უპირატესად საერო ხასიათისა იყო, შექმნა ახალი თემები, რომელთა შორის აღსანიშნავია ბაზილიკები კამაროვანი გადახურვით, აკვედუკები – მრავალსართულიანი ქვის თაღნარები, რომლებზეც წყალსადენის მილები იყო დამაგრებული, თეატრალური შენობები, თერმები – რთული არქიტექტურული აღნაგობის საზოგადოებრივი აბანოები, სატრიუმფო თაღები. ასეთი თაღები მრავლად არის შემორჩენილი ძველი რომის მიწაზე, როგორც იმპერატორთა ბრწყინვალე სამხედრო წარმატებების მოსაგონარი.

     სატრიუმფო თაღები ჯერ კიდევ რესპუბლიკურ ხანაში იქმნებოდა, მაგრამ მათი მშენებლობა განსაკუთრებით გაფართოვდა საიმპერატორო ხანაში. თაღები მხოლოდ იპერატორთა პატივსაცემად როდი აღიმართებოდა. ცნობილია წარჩინებულ პიროვნებათა, საზოგადო მოღვაწეთა ან მდიდარ მოქალაქეთა პატივსაცემად აღმართული თაღებიც. რომაული სატრიუმფო თაღი აღიმართებოდა ხოლმე ფორუმის ან სტადიონის შესასვლელთან. მომორიალურ დანიშნულებასთან ერთად, მას საზეიმო შესასვლელის რეალური ფუნქციაც /ქონდა. როგორც წესი, სატრიუმფო თაღს ზემოთ ვერტიკალური მოზრდილი სიბრტყე /ქონდა, რომელზეც წარწერა თავსდებოდა. თვით თაღი კი დაგვირგვინებული იყო ქანდაკებებით, სკულპტურული ჯგუფებით. ყველაზე ხშირად გვხვდება კვადრიგის სკულპტურული გამოსახულება (კვადრიგა – ოთხცხენშებმული ეტლი).

     არსებობს ცნობები, რომ უძველესი რომაული თაღები ხისა იყო. ხშირად თაღებს ამკობდა ბრინჯაოს მოოქრული ქანდაკებები. რომის ფორუმზე პირველი თაღი აღმართეს ძვ. წ. მეორე საუკუნეში, ესპანეთზე გამარჯვების აღსანიშნავად.

     ასეთი მემორიალური ძეგლია ზემოხსენებული იმპერატორ ტიტუსის სატრიუმფო თაღი, რომლითაც რომაელებმა უკვდავყვეს ტიტუსის ხელმძღვანელობით მოპოვებული გამარჯვება იუდეველთა ომში (70წ.). კარგად იყო მოძებნილი თაღის ადგილმდებარეობა, იგი ქმნიდა საზეიმო გასასვლელს სატრიუმფო პროცესიისათვის, რომელიც ფორუმისკენ მოემართებოდა.

     ეს არის მძლავრ ბურჯებზე დაყრდნობილი ერთმალიანი თაღი, რომელიც არქიტექტურული ფორმების სისავსით და მასიურობით გამორჩევა. მისი პროპორციები კვადრატს უახლოვდება, რაც თაღს განსაკუთრებულ სიმყარესა და დიდებულებას ანიჭებს. შორიდან თაღი აღიქმებოდა, როგორც მძლავრი მონუმენტური კვარცხლბეკი საბრძოლო ეტლზე ამხედჟრებული იმპერატორის ქანდაკებისათვის. თაღის სიმაღლე ოცი მეტრია, მაგრამ იგი გაცილებით მონუმენტურ შთაბეჭდილებას ტოვებს, რადგან ზუსტად არის მიგნებული სრულყოფილი პროპორციები. ფართო და ძლიერია მზიდავი ბურჯები, რომლებიც კუთხეში კორინთული ნახევარსვეტებით არის შემკული. მაღალი ატიკი (4,5 მ. სიმაღლისა) – დამაგვირგვინებელი ვერტიკალური კედელი, რომელზეც წარწერაა მოთავსებული, პილასტრებით არის დანაწევრებული.

     მარმარილოს სატრიუმფო თაღი ჭარბად არის შემკული პლასტიკური დეკორით. მრავალრიცხოვანი რელიეფური სამკაული დახვეწილობითა და მაღალი ოსტატობით გამოირჩევა. ყველაფერი ემსახურება საზეიმო განწყობილების შექმნას. თაღის კუთხეებში გამარჯვების ქალღმერთის ვიქტორიას ორი რელიეფური ფიგურაა. ორნამენტით მდიდრულად არის შემკული /ორიზონტალური ფრიზი და კარნიზი. თაღის მალს ფასადზე ორნამენტული ზოლი დაუყვება (არქივოლტი).

     განსაკუთრებულად არის შემკული თაღის შიდა ზედაპირი. კედლები შემოსაზღვრულია პილასტრებით, რომელთა შორისაც თაღის მალის ზედა ვერტიკალურ სიბრტყეზე ორი რელიეფური კომპოზიცია არის მოთავსებული. ეს რელიეფები ჩანს თაღში გავლის დროს და ძლიერ შთაბეჭდილებას ტოვებს რელიეფის შესრულების ოსტატობითა და გადმოცემულ სცენათა რეალისტური ძალით. ორივე რელიეფური სცენა ეძღვნება იმპერატორ ტიტუსის სატრიუმფო შესვლას რომში იურუსალიმის აღების შემდეგ. ჩრდილოეთის მხარეს გამოსახული იყო გამარჯვებული იმპერატორი, რომელიც ოთხცხენშებმული ეტლით (კვადრიგით), ამალის თანხლებით, საზეიმოდ შედის დედაქალაქში. საპირისპირო კედელზე გამოსახულია საომარი ნადავლის იერუსალიმის ტაძრის საღვთისმსახურო ნივთების – დედაქალაქში შეტანის სცენა. ამ რელიეფზე ვხედავთ ტყვეების წამოყვანას; ზუსტად არის გადმოცემული ტროფეები: საკურთხეველი, შვიდსანთლიანი წმინდა შანდალი.

     კომპოზიციები საკმაოდ მაღალი რელიეფით არის შესრულებული. მოქანდაკე შესანიშნავად ფლობს პლასტიკური ფორმების დამუშავების ოსტატობას. მშვენივრად არის გადმოცემული ადამიანთა ფიგურები, ზუსტად არის ნაჩვენები ეპოქის დამახასიათებელი ჩაცმულობა, თმის ვარცხნილობა. მძლავრად და ოსტატურად ნაძერწი ცხენების ფიგურები თავისუფლად მოძრაობენ სივრცეში. ამ ფრიზულად გაშლილ სცენებში მიღწეულია არაჩვეულებრივი ერთიანობა და ბუნებრიობა. ტიტუსის თაღის რელიეფები რომაული ისტორიული რელიეფის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია.

     რელიეფის ზემოთ მძლავრად გამოწეული კარნიზია, კომპოზიციის ღრმად ჩაჭრილ ფონთან ერთად, იგი ხელს უწყობს რეალური სივრცის ილუზიის შექმნას. თაღის შიდა ზედაპირი დაფარულია ჭარბად შემკული კასეტების წყობით, რაც თაღს ხაზგასმულად სადღესასწაულო, მდიდრულ იერს ანიჭებს. ტიტუსის თაღი, თავისი კლასიკური ფორმებით, არქიტექტურისა და ქანდაკების /არმონიული თანხმიანობით იქცა იმ ნიმუშად, რომელსაც დიდი ხნის მანძილზე ბაძავდნენ რომაელი ხუროთმოძღვრები.

     შემდეგში ფორუმებს შეემატათ იმპერატორ დომიციანეს (81-96წწ.) ფორუმი, რომელიც მისმა მემკვიდრემ ნერვამ დაასრულა. იგი უკანასკნელის სახელით არის ცნობილი. ნერვას ფორუმი შექმნა არქიტექტორმა რაბირიუსმა. ამ ფორუმმა გააერთიანა ავგუსტესა და ვესპასიანეს ფორუმები. ამის გამო, მას გასასვლელ ფორუმსაც უწოდებდნენ. ნერვას ფორუმი ზომით ჩამოუვარდებოდა სხვა იმპერატორთა ფორუმებს, მაგრამ გამოირჩეოდა სკულპტურული სამკაულის სიმდიდრით. ეს იყო სვეტებით შემოსაზღვრული დაგრძელებული მოედანი, რომლის სიღრმეში იდგა ქალღმერთ მინერვას ტაძარი. დღეისათვის შემონახულია ფორუმის გარშემო აღმართული კედლის ნაწილი, მის წინ მდგომი ორი სვეტი. ამჟამად ეს სვეტები ნახევარზე მეტად მიწით არის დაფარული (მათი თავდაპირველი სიმაღლე იყო 18 მ.), მაგრამ დარჩენილი ნაწილების მიხედვითაც კარგად შეიძლება წარმოვიდგინოთ, რა დიდი ყურადღება ექცეოდა არქიტექტურული ნაწილების რელიეფებით შემკობას: ფრიზი დაფარულია ფიგურული კომპოზიციებით, კედლის ზედა ნაწილში (ატიკი) მოთავსებულია მინერვას რელიეფური გამოსახულება.

     ყველაზე სახელმგანთქმული და გრანდიოზული იყო იმპერატორ ტრაიანეს ფორუმი (97-117 წწ.). იგი იყო უკანასკნელი საიმპერატორო ფორუმთა შორის. ტრაიანეს მმართვლობა რომის იმპერიის განსაკუთრებული აყვავებით აღინიშნა. მის დროს ბევრი რამ გაკეთდა ქვეყნის კეთილდღეობის განსამტკიცებლად. მან დიდი გულუხვობით გასცა დახმარებები ღარიბ მოქალაქეებისათვის, არ იშურებდა სახსრებს გართობა-ზეიმებისათვის. ცნობილია, რომ ერთ-ერთი გამარჯვების აღსანიშნავი დღესასწაული 123 დღეს გრძელდებოდა. ტრაიანე დიდი პოპულარობით სარგებლობდა მოსახლეობის თითქმის ყველა ფენაში. სენატორებმა იგი საუკეთესო იმპერატორად აღიარეს. მას სიცოცხლეშივე მიანიჭეს ტიტული „ოპტიმუს“ (საუკეთესო). შემუშავდა ტრადიცია, რომლის მიხედვითაც ახალი იმპერატორის არჩევის დროს სენატი მას უსურვებდა ყოფილიყო ავგუსტუსზე ბედნიერი და ტრაიანეზე უკეთესი.

     ტრაიანემ მნიშვნელოვანი კვალი დააჩნია რომის არქიტექტურულ სახეს. მშენებლობის ფართოდ გაშლას ხელი შეუწყო იმ გარემოებამაც, რომ ტრაიანეს დროს რომში მოღვაწეობდა მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ხუროთმოძღვარი აპოლოდორ დამასკელი – უნიჭიერესი შემოქმედი, რომელმაც პროფესიული განათლება აღმოსავლეთში მიიღო. აპოლოდორი საიმპერატორო კარის ოფიციალური ხუროთმოძღვარი იყო. იგი იყო ფართოდ განათლებული პიროვნება, რომელსაც სამხედრო-საინჟინრო საქმიანობაც ხელეწიფებოდა და იმპერატორისაგან მრავალგვარ დავალებასა და შეკვეთას იღებდა. აღსანიშნავია, რომ პრაქტიკულ საქმიანობასთან ერთად, იგი თეორიულ ნაშრომებსაც წერდა. მას ეკუთვნის ორი ტრაქტატი: დუნაიზე ხიდის მშენებლობისა და საალყო მანქანების შესახებ. პირველ ნაშრომში ოპოლოდორმა განაზოგადა დუნაიზე ხიდის მშენებლობის თავისი გამოცდილება. მეორეში კი დაამუშავა საალყო მანქანების შექმნის პრაქტიკული საკითხები. მართალია, ხიდების მშენებლობა სცილდება ჩვენი საუბრის თემას, მაგრამ არ შეიძლება არ ვახსენოთ მსოფლიო სამშენებლო ხელოვნებაში დიდად მნიშვნელოვანი ნაგებობა – 104-105 წლებში დუნაიზე აგებული ხიდი, რომლის სიგრძე 1070 მეტრს უდრიდა. აპოლოდორის ეს ღირსშესანიშნავი ქმნილება აღარ არსებობს, მაგრამ იგი დარჩა ისტორიაში, როგორც საინჟინრო აზრის გამორჩეული განსახიერება. ამ ხიდის გამოსახულება შეგვიძლია ვიხილოთ ტრაიანეს სვეტზე მოთავსებულ რელიეფზე. ოც მძლავრ ქვის ბურჯზე დაყრდნობილი სამმაგი ხის თაღები იკავებდა ამ გრანდიოზული ხიდის კონსტრუქციებს.

     აპოლოდორ დამასკელის უდიდესი დამსახურებაა რომის ყველაზე დიდებული და ბრწყინვალე ფორუმის – ტრაიანეს ფორუმის აგება. მშენებლობა 107-113 წლებში მიმდინარეობდა. ფორუმის ტერიტორიის სიგრძე 200 მეტრს უდრიდა. შესასვლელში აღიმართა სატრიუმფო თაღი. მისი ფასადი შემკული იყო ექვსი სვეტით. კვადრატული მოედანი სამი მხრიდან კოლონადით იყო შემოფარგლული. მოედნის შუაგულში იდგა იმპერატორის მოოქრული ბრინჯაოს ცხენოსანი ქანდაკება. გვერდითი ორმაგი სვეტების უკან აგებული იყო ორსართულიანი ნახევარწრიული ნაგებობები (ექსედრები), ასევე სვეტებით შემოსაზღვრული. მოედნის სიღრმეში, მისი ღერძის პერპენდიკულარულად იდგა გრანდიოზული ულპიუსის ბაზილიკა. მის უკან იყო პატარა, მოედანი, რომლის ცენტრში აღიმართა ტრაიანეს გამარჯვების სვეტი. სვეტის გვერდებზე სიმეტრიულად განალგებული იყო ბერძნული და ლათინური ბიბლიოთეკების შენობები. ფორუმის სიღრმეში მდებარეობდა მოედანი, სადაც ტრაიანეს სიკვდილის შემდეგ ააგეს მისი ტაძარი. სამწუხაროდ, რომაული არქიტექტურის ეს დიდებული ანსამბლი ჩვენს დრომდე ძალზე დაზიანებული მოვიდა. დღეისათვის დგას მხოლოდ ტრაიანეს სვეტი და ულპიუსის ბაზილიკის ნაშთები. ამ ფორუმის ნაწილთა აღდგენა შეიძლება თანამედროვეთა აღწერებისა და სამონეტო გამოსახულებების მიხედვით. ერთ-ერთ რომაულ მონეტაზე გამოსახულია ტრაიანეს სატრიუმფო თაღი, რომელზეც კარგად მოჩანს ფასადის დამუშავების ხასიათი – ექვსი სვეტით დანაწევრებული სიბრტყეები და თაღის დამაგვირგვინებელი სკულპტურული ჯგუფი ტრიუმფატორის კვადრაგით ცენტრში. გარდა ამისა, რომის ერთ-ერთმა ანტიკურმა გემამ შემოგვინახა ულპიუსის ბაზილიკის გეგმა. მასზე შეიძლება გავარჩიოთ მოკლე გვერდებზე განლაგებული ნახევარწრიული აბსიდები და ორმაგი კოლონადით დაყოფილი შიდა სივრცე.

     ტრაიანეს ფორუმი უკანასკნელი რომაული ფორუმია. იგი, ერთი მხრივ, აგრძელებს ფორუმების შემუშავებულ ტრადიციას, მეორე მხრივ, კი ავლენს სივრცის გადაწყვეტისადმი ახალ მიდგომას. ამ ფორუმის ნაწილთა ურთიერთკავშირი გაცილებით უფრო რთულად იყო გადაწყვეტილი, ვიდრე ყველა მის წინამორბედ ფორუმში, სადაც ხუროთმოძღვარი ფორუმის სივრცეს წყვეტდა როგორც ტაძრის წინ, ან მის გარშემო არსებულ მოედანს.

     აპოლოდორ დამასკელისთვის ფორუმი წარმოადგენდა სხვადასხვა ხასიათისა და დანიშნულების შენობებისა და მოედნების მწყობრ სისტემას, რომელსაც საფუძვლად ედო სიმეტრიისა და პროპორციული შეფარდებების კანონი. სატრიუმფო თაღი, ბაზილიკა, ტაძარი, ექსედრები, ბიბლიოთეკები, მონუმენტური ქანდაკება და ბოლოს სატრიუმფო სვეტი. ასეთი იყო ხუროთმოძღვრის გენიალური ჩანაფიქრით გაერთიანებული არქიტექტურულ თემათა მარვალგვარობა. ყველა სხვა ფორუმზე მეტად აქ წინ იყო წამოწეული იმპერატორის ტრიუმფის იდეა. მას ეძღვნებოდა ყველაფერი სატრიუმფო თაღიდან მოყოლებული, ტრაიანეს სვეტით დამთავრებული. ასეთი ხასიათი ფორუმმა მიიღო იმპერატორის ძალაუფლების ზრდასთან ერთად. თუ ადრეულ ფორუმებზე არქიტექტურულ ანსამბლში მნიშვნელვოან როლს თამაშობდა ტაძარი, დროთა განმავლობაში იგი ბაზილიკამ შეცვალა. იმპერატორის უსაზღვრო ძალაუფლება თითქოს მეტოქეობას უწევდა ღმერთებს, იმპერატორის კულტი თანდათან მეტოქეობას უწევდა ღვთაებათა კულტს.

     საგანგებოდ უნდა გამოვყოთ აპოლოდორ დამასკელის მიერ პირველად შემოღებული და განხორციელებული არქიტექტურული თემა – გამარჯვების მონუმენტური სვეტი. ეს იყო არქიტექტურულ-სკულპტურული ნაწარმოების სრულიად ახალი ტიპი, რომელიც შეიქმნა როგორც საიმპერატორო ძალაუფლების განდიდების ახალი ფორმა.

     ტრაიანეს სვეტმა კარგად გაუძლო ჟამთა სიავეს და ჩვენს დრომდე თითქმის დაუზიანებლად მოაღწია. ოცდათხუთმეტ მეტრამდე სიმაღლის მარმარილოს სვეტი დგას ხუთი მეტრის სიმაღლის კვადრატულ კვარცხლბეკზე. პოსტამენტში გაჭრილი კარის თავზე წარწერაა: „სენატმა და რომაელმა ხალხმა (აღუმართა ეს სვეტი) იმპერატორ კეისარ ნერვა ტრაიანე ავგუსტუსს, ღვთაებრივი ნერვას ძეს... მამულის მამას...“. ტექსტში აღნიშნულია აგრეთვე, რომ სვეტის სიმაღლე მიანიშნებს, თუ რა სიმაღლის ბორცვი იყო გადათხრილი ამ ნაგებობებისთვის (ფორუმისათვის) ადგილის გამოსათავისუფლებლად. სვეტი აგებული იყო 1,5 მეტრის სიმაღლის მარმარილოს ცილინდრებისაგან, რომელნიც შიგნით ფუღურონი იყვნენ. პოსტამენტის შესასვლელთან სვეტის შიგნით იწყებოდა ხვეული კიბე, რომლის 185 საფეხური მიემართებოდა სვეტის ზედა ნაწილში მოთავსებული ბაქნისაკენ.

     სვეტი დასრულებული იყო დორიული კაპიტელით, რომელსაც ეყრდნობოდა პოსტამენტი არწივის ქანდაკებისათვის, რომელიც აგვირგვინებდა თავდაპირველად სვეტს. ტრაიანეს გარდაცვალების შემდეგ (117 წ) სვეტის კვარცხლბეკში დაასვენეს ოქროს ურნა მისი ფერფლით, და არწივის ქანდაკება იმპერატორის სკულპტურული ფიგურით შეცვალეს. გამარჯვების სვეტი იმპერატორის მავზოლიუმად იქცა. მეთექვსმეტე საუკუნეში ტრაიანეს ქანდაკებაპ წმ. პეტრეს ქანდაკებით შეცვალეს.

     ტრაიანეს სვეტის მთავარი  ღირსშესანიშნაობაა რელიეფური ზოლი, რომელიც სპირალურად ეხვევა მის ტანს და მთლიანად ფარავს სვეტს ბაზისიდან სვეტისთავამდე. მისი სიგრძე 200 მეტრია. სიუჟეტის შერჩევა შემთხვევითი როდი იყო. დაკების სამეფოს წინააღმდეგ ბრძოლა ტრაიანეს საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი ეპიზოდია. დაკების ტომები მოსახლობდნენ დუნაის სანაპიროებზე (დღევანდელი რუმინეთის ტერიტორია). ტრაიანემ მათ წინააღმდეგ წარმატებით ჩაატარა ორი კამპანია (101-103 წწ. და 105-106 წწ.). ამ ომებში გამარჯვების აღსანიშნავად ტრაიანემ თავის ტიტულებს დაუმატა კიდევ ერთი – „დაკიელი“.

     ტრაიანეს სვეტის რელიეფებზე, როგორც წიგნის ფურცლებზე იშლება დაკებთან ბრძოლის ეპიზოდები. უდიდესი კეთილსინდისიერებითა და გულმოდგინებით არის მოთხრობილი ამ დიდი სამხედრო კამპანიის ისტორია: ციხეების ალყა, ცხენოსანთა შეტაკებები (სარმატებთან ბრძოლის ეპიზოდები), სამხედრო ბანაკების ხედები, საფორტიფიკაციო ნაგებობები, დუნაის გადალახვა, ციხე-სიმაგრეთა აღება. უდიდესი სიზუსტით არის გადმოცემული ისტორიული რეალიები, ჩაცმულობა, იარაღი, სხვადასხვა ეთნიკური ტიპები, ნაგებობათა მრავვალგვარობა, სადაც დაცულია ყოველი შენობის არქიტექტურული სახე. სწორედ აქ არის შემონახული აპოლოდორ დამასკელის დიდი ხიდის გამოსახულება, იგი ჩართულია ერთ-ერთ ეპიზოდში და ქმნის ფონს მრვალფიგურიანი ჯგუფისათვის. რელიეფზე შესანიშნავად არის გადმოცემული ხიდის ფორმა, მისი კონსტრუქცია (თუმცა არ არის ზუსტად გადმოცემული ბურჯების რაოდენობა, რადგან ეს კომპოზიციის მწყობრ აგებულებას დაარღვევდა. შთამბეჭდავია რომაელ ლეგიონერთა ჯგუფები. ყოველი რომაელი თითქმის პორტრეტული სიზუსტით არის დახასიათებული. გასაოცარია კოსტიუმთა, საომარი აღჭურვილობისა და სამხედრო ატრიბუტების (დროშაკები, შტანდარტები) გადმოცემის ოსტატობა. დიდებული და მეტყველია იმპერატორის ფიგურა, რომელიც ჩართულია ცალკეულ ეპიზოდში. საბრძოლო ეპიზოდების გადმოცემისას დაცულია ისტორიული სიმართლე. ამასთან, ხაზგასმულია რომაული სამხედრო ძალის უძლეველობა, იმპერატორის ყოვლისშემძლეობა. ტრაიანეს სვეტის რელიეფები რომაული ისტორიული რელიეფის ბრწყინვალე ნიმუშია. გასათვალისწინებელია ერთი გარემოებაც – სვეტის რელიეფები ერთნაირი გულმოდგინებითა და ვირტუოზული ოსტატობითაა შესრულებული სვეტის მთელ სიმაღლეზე, მიუხედავად იმისა, რომ მაღლა აზიდულ სვეტზე ზედა ნაწილებში განლაგებული რელიეფები თვალისთვის პრაქტიკულად მიუწვდომელია. რომაული მოქანდაკისათვის იმდენად მნიშვნელოვანი იყო ისტორიული სიმართლე, რეალისტური პრინციპი გამოსახულებისა, რომ ნებისმიერ დონეზე იგი თავისი პრინციპების ერთგული რჩებოდა. ტრაიანეს ფორუმი უკანასკნელი იყო რომის საიმპერატორო ფორუმთა შორის.

     ცნობილია, რომ ფორუმი მოქმედებდა მეხუთე საუკუნემდე. ამის დადგენა მოხერხდა იქ აღმოჩენილი წარწერების საშუალებით.

     რომაული ფორუმების დიდებულ ნაშთებს არაერთი აადმიანის აღტაცება გამოუწვევია. მათ შორის, ვინც აღფრთოვანებული სტრიქონები უძღვნა ტრაიანეს სვეტს, იყო დიდი ფრანგი მწერალი სტენდალი: „ტრაიანეს სვეტის ბარელიეფები მე მიმაჩნია ისტორიული სტილის სრულყოფილ ნიმუშად; აქ არაფერია დახვეწილი, მაგრამ ვერ ნახავთ დაუმთავრებელს. სხეულის ნაკვთები აქ თითქმის ისევე გრანდიოზულად არის გადმოცემული, როგორც ფიდიასთან; ეს არის რომაელთა მიერ დატოვებული ყველაზე დასრულებული ავტოპორტრეტი. ადრე თუ გვიან რომის ყველა ისტორიაში დაბეჭდავენ ამ სამხედრო გმირობათა გრავიურებს."

     ტრაიანეს სამშენებლო მოღვაწეობა რომაული არქიტექტურის ისტორიის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ეტაპია. იმპერატორის ეს მხარე მის თანამედროვეთა აღტაცებას იწვევდა. გადმოცემით, რომში ხუმრობით ამბობდნენ, მისი სახელი ტროპიკული ლიანის მსგავსადაა მრავალი შენობის კედლებზე შემოხვეულიო. მხედველობაში აქვთ რომაული ტრადიცია, რომლის მიხედვითაც იმპერატორის სახელი იწერებოდა მის მიერ აგებულ შენობებზე.

     ტრაიანეს დროინდელი რომი დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა უცხოელ სტუმრებზე. როდესაც ერთ-ერთი აღმოსავლეთის მბრძანებელი ეწვია რომს, იგი ვერ მალავდა თავის აღტაცებას დიდებული ქალაქის ხილვით. შეკითხვაზე, მოსწონს თუ არა მას რომი, მან განაცხადა, რომ მხოლოდ ის არ მოსწონს, რომ როგორც უთხრეს, რომშიც ადამიანი მოკვდავია.

     აპოლოდორ დამასკელის მოღვაწეობა მხოლოდ აღნიშნული ძეგლებით როდი შემოიფარგლება. მისი შემოქმედება იშვიათი მაგალითია იმისა, რომ ხელოვანის შესახებ მსჯელობა შეიძლება არა ცალკეული ნაწარმოების, არამედ ნაწარმოებთა ჯგუფის მიხედვით, როდესაც შეიძლება თვალი გავადევნოთ მის მოღვაწეობას რამდენიმე ათეული წლის მანძილზე. მას მოუხდა ცხოვრება და მუშაობა ორი იმპერატორის – ტრაიანესა და მისი მემკვიდრის ადრიანეს (117-138 წწ.) დროს. მის სახელთანაა დაკავშირებული ნავსადგურის აგება ანკონაში და იქვე სატრიუმფო თაღის აღმართვა (115 წ.), თაღის აგება ბენევენტში, ცირკისა რომში, ოდეონის (სიმღერისათვის განკუთვნილი ნაგებობა) და თერმების აშენება. მკვლევართა ნაწილი აპოლოდორ დამასკელს მიაკუთვნებს რომაული არქიტექტურის ბრწყინვალე ძეგლის პანთეონის აგებასაც (115-125 წწ.).

     ნიშანდობლივია აპოლოდორ დამასკელის აღსასრული. იმპერატორმა ადრიანემ, რომლის კარზე განაგრძობდა მოღვაწეობას დიდი ხუროთმოძღვარი, არ აპატია აპოლოდორს მის მიერ დაპროექტებული ვენერასა და რომას ტაძრის გეგმის გაკრიტიკება და დიდი ხუროთმოძღვარი თავისი უკომპრომისობისა და პირდაპირობის მსხვერპლი გახდა. იმპერატორთან კონფლიქტი მას სიცოცხლის ფასად დაუჯდა.

     აპოლოდორ დამასკელის მიერ შექმნილი გამარჯვების სვეტის თემა კარგად პასუხობდა რომის იმპერიის, იმპერატორის პიროვნების განდიდების მოთხოვნას. ამიტომ იყო, რომ ტრაიანეს სვეტის ანალოგიური სვეტი აღიმართა რომში მარსის მოედანზე. სვეტი მიეძღვნა იმპერატორ მარკუს ავრელიუსის (161-181 წწ.) გამარჯვებებს მარკომანთა და სხვა გერმანული მოდგმის ტომებზე. იმპერატორი მარკუს ავრელიუსი მხოლოდ ძლევამოსილი ბრძოლებით როდი იყო სახელგანთქმული. იგი იყო იმპერატორი-ფილოსოფოსი, რომელსაც ბედმა მძიმე ხვედრი არგუნა. მმარველობის დაახლოებით ოცი წლის განმალობაში მას დედაქალაქში ძალზე ცოტა დრო აქვს გატარებული. იმპერატორობის ხანის სამი მეოთხედი მან გაუთავებელ ლაშქრობებსა და ბრძოლებში და/ყო. სისხლიან ბრძოლათა შორის ხანმოკლე შესვენებისას მარკუს ავრელიუსი რჩებოდა საკუთარ თავთან და ამ წუთებში იქმნებოდა მისი ფილოსოფიური ნაშრომი, რომლის ბრძნული აზრები დღესაც საოცარი ძალით ჟღერს. მისი ფიქრები ადამიანის არსებობაზე, სამყაროს თავისებურებაზე, სიმართლეზე, ჭეშმარიტებაზე გამოირჩევა სიღრმითა და ორიგინალობით. აი, ერთ-ერთი მისი „ფიქრი“: „კაცის სიცოცხლე – წამია მხოლოდ; მისი არსი – მარად მედინი; შეგრძნება – ბუნდოვანი, აღნაგობა სხეულისა – ხრწნადი, სული – ცთომილივით მოხეტიალე, ბედი – იდუმალი, დიდება – ფუჭი. ერთი სიტყვით, ყველაფერი სხეულისეული ნაკადს წააგავს, სულისეული – სიზმარს, კვამლს, ნისლს. ცხოვრება ბრძოლაა და ხეტიალი უცხო მხარეში."

     მარკუს ავრელიუსს – ფილოსოფოსს, გონიერ მმართველს, მამაც მებრძოლს აღუმართეს სატრიუმფო სვეტი, რომლის სპირალურ ბარელიეფებზე გამოსახულია მარკომანებისა და სარმატების ტომებზე რომაელთა გამარჯვება. ათმეტრიან სწორკუთხა კვარცხლბეკზე ოცდაათი მეტრის სიმაღლის სვეტია, რომელიც ოცდარვა ბლოკისაგან შედგება. სვეტის შიგნით 203 საფეხურიანი სპირალური კიბეა, რომელიც სვეტის თავამდე მიემართება. სვეტზე იდგა იმპერატორის ბრინჯაოს ქანდაკება, რომელიც მეთექვსმეტე საუკუნეში პავლე მოციქულის ფიგურით შეცვალეს.

     იმპერატორთა გამარჯვებების აღსანიშნავად აღმართულ ძეგლთაგან უკანასკნელი იყო იმპერატორ სეპტიმიუს სევერუსის (193-211 წწ.) მარმარილოს სატრიუმფო თაღი. იგი მიეძღვნა პართელებსა და არაბებზე რომაელთა გმარჯვებას. თაღი აღიმართა კაპიტოლიუმის ძირას. მის ატიკზე მრავალსტრიქონიანი წარწერაა, რომელშიც იმპერატორის ყველა ტიტულია ჩამოთვლილი: „სახელმწიფოს აღდგენისათვის, რომსა და მის გარეთ გამორჩეული მიღწევების წყალობით რომაელი ხალხის ძალაუფლების გაფართოებისათვის,“ ვკითხულობთ წარწერაში. სეპტიმიუს სევერუსის თაღის სიმაღლე 23 მეტრია. თაღზე იდგა იმპერატორისა და მისი ორი ვაჟის – გეტასა და კარაკალას – ქანდაკებები ექვსცხენიან ეტლზე. სამმალიანი თაღი რთული კონსტრუქციისაა. ცენტრალური თაღიდან გვერდით თაღებში დამატებითი გასასვლელებია გაჭრილი, რასაც არ /ქონდა რეალური დანიშნულება. ასევე გაუმართლებელი იყო გვერდით თაღებში კიბეების მოწყობა. სევერუსის თაღი მდიდრუოლად არის შემკული რელიეფური სამკაულით. ღრმად ჩაჭრილ, ჩამუქებულ ფონზე მარმარილოს ნათელი ფიგურები ღია ფერის მაქმანის მსგავსად იკითხება. რელიეფების სიუჟეტები რომაელთა ლაშქრობების ამბავს მოვითხრობენ: საომრად წასვლა, ქალაქების – ქტესიფონის, სელევკიისა და სხვათა აღება, პართელებთან ბრძოლა.

     მესამე საუკუნისთვის თანდათან მცირდება რომაულ ფორუმთა მნიშვნელობა დედაქალაქის საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

     რომაულმა ფორუმმა გაიარა უაღრესად საინტერესო განვითარების გზა ქალაქის რეალური საზოგადოებრივი ცენტრიდან მოოლებული, როდესაც აქ თავს იყრიდა ქალაქის მოსახლეობის მთელი საქმინობა. დროთა განმავლობაში შეიცვალა ფორუმის ფუნქცია – იგი იმპერატორის თაყვანისცემის ადგილად იქცა.

     რომის საიმპერატორო ფორუმები (კეისრის, ავგუსტუსის, ვესპასიანეს, ნერვას, ტრაიანეს), ერთმანეთთან მჭიდროდაა მიჯრილი და ერთ კომპაქტურ ტერიტორიაზეა თავმოყრილი. ყოველი შემდგომი ფორუმი ითვალისწინებდა წინამორბედის თავისებურებას და მისი ხასიათის სპეციფიკას. გრძელდებოდა ტრადიცია, მაგრამ, ამავე დროს, ყოველ შემდეგომ ფორუმს შე/ქონდა რაღაც საკუთარი ამ ტიპურ რომაულ არქიტექტურულ ანსამბლში.

     276 წელს დასრულდა ანტიკური რომის ისტორია, სახელმწიფოს ცენტრმა გადაინაცვლა აღმოსავლეთით, ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქში – კონსტანტინოპოლში. იწყება დიდებული ქალაქის ისტორიის ახალი ეტაპი, იგი იქცევა შუა საუკუნეების მშფოთვარე ისტორიის ასპარეზად. თუმცა რომის ფორუმმა დაკარგა თავისი პირვენდელი ფუნქცია, მაგრამ ტრადიციული ცენტრის მნიშვნელობა მას გარკვეულად მაინც შერჩა. ამიტომაა, რომ ფორუმს ახალი ქრისტიანული რომის მნიშვნელოვანი კვალი ამჩნევია . რომის პაპის ფელიქს მეოთხე (526-530 წწ.) დროს რომულის ტაძარი ფორუმზე იქცა წმ. კოსმა და დამიანეს ეკლესიის პორტიკად, თვით ეკლესია კი მოთავსდა ვესპასიანეს (მშვიდობის) ფორუმის ყოფილ ბიბლიოთეკაში. ამგვარად, ანტიკური ფორუმის ორი ნაგებობა ქრისტიანობამ ოსტატურად გამოიყენა საკუთარი მიზნებისათვის.

     მეექვსე-მეშვიდე საუკუნეებში რომს ბარბაროსთა არაერთმა ლაშქარმა გადაუარა. ნადგურდებოდა ოდესღაც ბრწყინვალე დედაქალაქის ნაგებობები, ინგრეოდა საუკუნეებით ნაგები მარმარილოს ქალაქი. ოდესღაც ფუფუნებაში ჩაფლული რომის მარმარილოს ნანგრევები ეკალ-ბარდებით დაიფარა. აი, როგორ აღწერს რომს პაპი გრიგოლ პირველი დიდი (590-604წწ.) ერთ-ერთ ქადაგებაში: „რომი – მსოფლიოს ყოფილი მბრძანებელი, სად არის იგი? თავის მოქალაქეთაგან მიტოვებული, მტერთაგან გაძარცული, იგი ახლა ნანგრევთა გროვაა. რა დაემართა სენატს? სად არის ხალხი? სენატი აღარაა, ხალხი დაიღუპა და იღუპება ყოველდღიურად, შენობები მიწასთან არის გასწორებული. ყველგან უკაცრიელობა და განადგურებაა!“

     ასეთ ვითარებაში რომაულ ფორუმს ერთი ძეგლი შეემატა: მაღალ კორინთულ სვეტზე, რომელიც ანტიკური შენობიდან იყო ამოღებული, აღიმართა იმპერატორ ფოკას ბრინჯაოს მოოქროული ქანდაკება. კარარის მარმარილოს ეს ჩვიდმეტმეტრიანი, დახვეწილი ფორმის სვეტი დღესაც აღმართულია ფორუმის შუაგულში. იმპერატორის ქანდაკება დაიკარგა საუკუნეთა ბინდში.

     ქრისტიანობა ფორუმზეც იკიდებდა ფეხს. ანტიკური ტაძრები და სხვადასხვა ნაგებობა ქრისტიანულ ტაძრებად გადაკეთდა. ანტონინე პიუსისა და ფაუსტინას ტაძარი სანტა მარია ნუოვას (ღვთისმშობლის) ეკლესიად გადააქციეს. იქვეა წმინდა ლუკასა და სანტა მარია ანტიკვას ეკლესიები.

     ოდესღაც გრანდიოზული ფორუმები დღეს დიდებულ ნანგრევთა შთამბეჭდავ საკრებულოდ იქცა. მაგრამ წარსულის ამ ნაშთებთან მდგომი ადამიანი გასაოცარი ძალით გრძნობს რომაელ ხუროთმოძღვართა უდიდეს ნიჭიერებას. რამაც შეაძლებინა მათ ქვასა და მარმარილოში აემეტყველებინათ მთელი ეპოქა, აღსავსე დიდებითა და კატასტროფებით, სიკეთითა და ბოროტებით, გამარჯვებებითა და სასოწარკვეთილებით. წმინდა გზა – ვია საკრა, რომელიც ფორუმის ნანგრევთა შორის მიემართება, თითქოს ხიდია,  გადებული დღევანდელობიდან რომის დიდებულ ეპოქაში, უტყვ მოწმეებად ამაყად აღმართულან მონუმენტური სატრიუმფო თაღები, დახვეწილი მარმარილოს სვეტები, შენობათა ფრაგმენტები – რომაულ ფორუმთა ბრწყინვალე ნაშთები.                              

 

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / ხელოვნება / მაჩაბელი კიტი / შედევრები და საუკუნეები