მითოლოგია და რელიგია

 

შინაარსი.

ეგვიპტური მითოლოგია.                                                         

ქართული მითოლოგია.

რომაული რელიგია.

სკანდინავიური მითოლოგია.

ძველბერძნული მითოლოგია.

 

ეგვიპტური მითოლოგია.

 

ძველი ეგვიპტის მითოლოგია ჩამოყალიბდა ჩვ. წ.-მდე VI-IV ათასწლეულში, დიდი ხნით ადრე კლასობრივი საზოგადოების წარმოშობამდე.

 

ძველი ეგვიპტის მითოლოგიის წყაროები არასრული და უსისტემოა. მრავალი მითის ხასიათი და წარმოშობა ბუნდოვანია და მათი აღდგენა მხოლოდ გვიანდელ ტექსტებზე დაყრდნობით არის შესაძლებელი.

 

ძირითადი ძეგლები, რომლებშიც ძველი ეგვიპტელების მითოლოგიური წარმოდგენაა არეკლილი, არის სხვადასხვა რელიგიური ტექსტები: ჰიმნები, ლოცვები, სამარხთა კედლებზე აღწერილი დაკრძალვის რიტუალები...

 

მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია პირამიდების ტექსტები, განკუთვნილი მეფეთა დაკრძალვის რიტუალისათვის. ეს ტექსტები ამოკვეთილია ძველი სამეფოს V და VI დინასტიების (ჩვ. წ.-მდე XXVI-XXIII სს.) ფარაონების პირამიდების შიდა სათავსებში; სარკოფაგების ტექსეტი, რომლებიც შუა სამეფოს ხანის (ჩვ. წ.-მდე XXI-XVIII სს.) სარკოფაგებზეა შემონახული; მიცვალებულთა წიგნი – შედგენილი ახალი სამეფოს დასაწყისიდან (ჩვ. წ-მდე. XVI ს. შუახანები) ძველი ეგვიპტის ისტორიის დასასრულამდე.

 

ეგვიპტური მითოლოგიური წარმოდგენები თავისებურად აისახა ისეთ ტექსტებშიც, როგორებიცაა: წიგნი ძროხისა, წიგნი სიფხიზლის ჟამისა, წიგნები საიქიო სამყაროზე, წიგნი სუნთქვისა, მდუატ და სხვ.

 

მნიშვნელოვან მასალებს გვაწვდის დრამატული მისტერიული ჩანაწერებიც, რომლებსაც ქურუმები ასრულებდნენ რელიგიურ დღესასწაულებზე და ფარაონთა კურთხევის ჟამს. მითოელემენტებს შეიცავს სხვა მაგიური ტექსებიც: შელოცვები, ჯადო-სიტყვები და სხვ.

 

ეგვიპტური მითოლოგიის შესახებ ცნობებს გვაწვდის ძველი ბერძენი ისტორიკოსის, ისტორიის მამა წოდებული ჰეროდოტეს (ჩვ. წ-მდე დაახლ. 485-424 წწ., ეგვიპტეში მოგზაურობდა ჩვ. წ.-მდე V ს-ში) ნაშრომი ისტორია; ძველი ბერძენი პროზაიკოსის, ისტორიკოსისა და ფილოსოფოს-ეთიკოსის პლუტარქეს (ჩვ. წ. I-II სს.) ნაშრომი ისიდისა და ოსირისზ და სხვ.

 

მითების ცნობით, ნილოსის მიწა-წყლის მართვა პტახმა დაიწყო მენესის ეპოქამდე 17 900 წლით ადრე, ე.ი. ჩვ. წ.-მდე 21 000 წლიდან. 9000 წლის შემდეგ პტახმა თავის მმართველობა თავის ძერას გადასხვა. რა მხოლოდ 1000 წელიწადის მართავდა ეგვიპტეს - ჩვ. წ.-მდე 12 000 - 11 000 წლებში. სწორედ ეს წლები ემთხვევა წარღვნის სავარაუდო დროს.

 

http://ka.wikipedia.org

 

ქართული მითოლოგია.

 

ქართული მითოლოგია – ძველი ქართული მითებისა და ისტორიების ნაკრები, რომლებიც ძველ ქართულ ღმერთებს -ხვთისშვილებსა და გმირებს, ასევე სამყაროს მოწყობას ეხება. თანამედროვე მკვლევარები ამ მითებს იყენებენ ძველი საქართველოს რელიგიური და პოლიტიკური ინსტიტუტების შესასწავლად, ასევე თვით ამ მითების შექმნის ბუნების გამოსაკვლევად. ქართული მითოლოგია მეტწილად წარმოდგენილია ზეპირსიტყვიერი ფორმით და მისი მეცნიერული დოკუმენტირება საკმაოდ გვიან დაიწყო (19–20 საუკუნე), თუმცა სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით შესაძლებელია გარკვეული დოკუმენტური მასალის მოძიება, რაც საშუალებას გვაძლევს უფრო სიღრმისეულად დავინახოთ ქართული მითოლოგიური სამყარო მისი სპეციფიური და მკაფიოდ ინფივიდუალური სახით. ქართულ მითებში ახსნილია სამყაროს დასაბამი და სხვადასხვა ღმერთების, ქალღმერთების, გმირებისა თუ მითიური ქმნილებების ცხოვრებისა და თავგადასავლების დეტალები. ეს ამბები თავდაპირველად ზეპირსიტყვიერად ვრცელდებოდა ზეპირ-პოეტური ტრადიციით, თუმცა ამჟამად ქართული მითები ძირითადად ქართული ზღაპრებიდან თუ სხვა ლიტერატურიდან არის ცნობილი.

 

 

 

არმაზი

 

ქართლის უზენაესი წარმართული ღვთაება. "ღმერთი ღმერთთა არმაზ..., ...ღმერთნი დიდნი, სოფლის მპყრობელნი, მზისა მომფენელნი, წВიმისა მომცემელნი და ქუეყნისა ნაშობთა გამომზრდელნი..." (ლეონტი მროველი, ნინოს მიერ ქართლის მოქცევა, წგნ.:ქართლის ცხოვრება, ტ.1, 1955, გვ. 106). არმაზის შესახებ ცნობები მხოლოდ ძველ ქართულ ხელნაწერებში და არმაზის ტოპონომშია შემორჩენილი. ტრადიციის მიხედვით, არმაზის კულტის შემოღება მეფე ფარნავაზს მიეწერება (ძვ. წ. III ს.), რომელსაც გარედან უსესხია იგი. არმაზის კერპი წარმოადგენდა მეომარს სპილენძის ჯავშნით და ოქროს მუზარადით, შუბით ხელში და ხელნაწერთა თანახმად, მცხეთაში იდგა მთაზე. არმაზი სინკრეტული ღვთაება იყო, რომელიც უზენაესი ღმერთის (ცის, ჭექა-ქუხილის, წვიმის და მცენარეთა მბრძანებელი) და მეომარი ღმერთის ფუნქციებს ითავსებდა. სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების პერიოდში არმაზის კულტი ეწინააღმედგებოდა ადგილობრივ ტომობრივ ღვთაებათა კულტებს. არმაზის დღესასწაულის დღეებში, რომელიც ჩვეულებრივ ზაფხულში იმართებოდა, ფერადი ნაჭრებითა და ყვავილებით მორთულ მცხეთის ქუჩებში მრავალრიცხოვანი მსვლელობები იმართებოდა სამეფო ოჯახის მონაწილეობით. საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ (IV ს-ის 30-იანი წწ.) არმაზის კულტი გაუქმდა.

 

ამბრი

 

ქართულ მითოლოგიაში გმირი, რომელიც გამოირჩევა უზარმაზარი ძალით, სიმაღლით და მასით. ამირანის შესახებ თქმულებათა ციკლში ამბრის უკავშირდება

ცოცხლად დამარხვის მოტივი: ჯერ კიდევ ცოცხალი ამბრი დაკრძალვის ადგილისკენ თორმეტ წყვილ ხარს მიყავს, გზაში ურმიდან ჩამოვარდნილი მისი ფეხი გუთანივით ხნავს მიწას. ეს უკანასკნელი საშუალებას იძლევა ვივარაუდოთ, რომ ამბრის სახე მიწათმოქმედ მოსახლეობაშია წარმოშობილი. ხარის კულტთან უნდა იყოს კავშირში - 12 ხარი შეიძლება წელიწადის 12 თვე იყოს!

 

 

ბარბალე

 

ქართულ მითოლოგიაში მზის განმასახიერებელი ქალღმერთი. ძირითადად თაყვანს სცემდნენ, როგორც ქალის ნაყოფიერების საწყისის მფარველ ღვთაებას. ხალხური წარმოდგენით, ბარბალე განაპირობებს მიწათმოქმედების და მესაქონლეობის პროდუქტების სიუხვეს, ხელს უწყობს როგორც მსხვილი რქოსანი საქონლის და შინაური ფრინველის, ისე ადამიანის განაყოფიერებას. ბარბალესადმი იყო მიძღვნილი სხვადასხვა დღესასწაული, რომელთაგან მთავარი ზამთრის მზებუდობას ემთხვეოდა. ბარბალესადმი მიძღვნილ რიტუალებსა და წეს-ჩვეულებებში გამოიყენებოდა საგნები, რომლებიც მზის სიმბოლოებს წარმოადგენდნენ. თვით ბარბალეს სახელიც (ცნობილია აგრეთვე მისი სხვა ვარიანტები - საერთო ქართული - ბარბარე/ბაბალე და სვანური - ბაბარი/ბარბალი/ბარბოლი) ჰპოვებს ლინგვისტურ პარალელებს წრის, ბორბლის, მოელვარე ალის ქართულ დასახელებებში; ბარბალეს სახელში ვლინდება აგრეთვე ფორმალური და სემანტიკური მსგავსება შუმერულ-აქადურ ეპითეტთან ბიბბირრუ - მოელვარე სხივი, ბრწყინვალება. ბარბალეს თაყვანს სცემდნენ, როგორც მკურნალს, რომელიც ადამიანებს თვალს უხელს და განკურნავს თავის ტკივილის, ყვავილის და სხვა დაავადებებისგან. ბარბალეს შეეძლო აგრეთვე ადამიანებზე უბედურებები, გასაჭირი და სიკვდილიც მოეწია. ეს კი ნამდვილად წააგავს დედა ღვთაებას - რომელიც გავრცელებული იყო შუმერიდან ანატოლიამდე!

 

ბოჩი, - ქართველთა ძველი წარმართული ღვთაება. პირველად წერილობით ძეგლებში ექვთიმე მთაწმინდელთან გვხვდება. ი. ჯავახიშვილის აზრით, სახელი ბოჩი ოჩს და ვოჩს (მამალ თხას - ვაცს) უკავშირდება და ნადირთ მფარველი ან მისი მსგავსი ღვთაების სახელია. ვ. ბარდაველიძეს ოჩი||, ბოჩი მესაქონლეობის მფარველ ღვთაებად მიაჩნდა. ახალი ეთნოგრაფიული მასალის მიხედვით, ბოჩი მოსავლიანობის მფარველი ღვთაებაც უნდა ყოფილიყო.

 

 

ოჩოკოჩი – ქართულ მითოლოგიაში ტყის ღვთაება. გადმოცემით, ოჩოკოჩს მეტყველება არ შეუძლია, მაგრამ მისი ხმა ადამიანებს თავზარს სცემს. ოჩოკოჩს სხეული ჟანგისფერი თმით აქვს დაფარული. მას გრძელი და ბასრი ბრჭყალები აქვს, მკერდზე კი ნაჯახის მსგავსი წანაზარდი, რომლითაც იგი მის მოწინააღმდეგეს შუაზე სჭრის. ადამიანის მიერ მოკლული ოჩოკოჩი მეორე გასროლის შემდეგ ცოცხლდება. გავრცელებული სიუჟეტების თანახმად ოჩოკოჩი ელტვის ტყის დედოფლის ტყაში-მაფას სიყვარულს.

 

ხალხური ნაამბობი ოჩოკოჩი დიდია და ბანჯგვლიანი, მკერდზე ორი რქა აქვს გამოშვერილი. ტყეში მიუვალ ადგილებში ცხოვრობს. ღამით თუ ტყეში ძლიერი "ვოო!!" ღრიალი გაისმა – ეს ოჩოკოჩია ნამდვილად. ოჩოკოჩი მწყემსთან მიდის, ცეცხლზე თბება (მთქმელი მ.სიჭინავა 70 წლის, სოფ. ლესიჭინე, ჩხოროწყუს რაიონი) ერთხელ ძროხებს ვმწყემსავდი. ღამით ჩემი ამხანაგები დაკარგული ძროხის საძებნელად წავიდნენ და მარტო დავრჩი კარავში. უცბად რაღაცნაირი - "ვოოს" ძახილი მომესმა. მივხვდი ოჩოკოჩი რომ იყო. შევშინდი და კუთხებში ძროხებთან დავიმალე. კარი გაიღო და ოჩოკოჩი შემოვიდა. საჭმელი შეჭამა და წავიდა. ცოტა ხნის შემდეგ ვიღაცამ დამიძახა: "ცეცხლი გინთიაო!" და ოჩოკოჩი ისევ შემოვიდა. ისიც მიუჯდა ცეცხლს, გაითბო ტანი და წავიდა. ოჩოკოჩის ეშვები აქვს (მთქმელი ბ.მალანია 70 წლის, სოფ. ჩხოროწყუს )

 

მე არ მინახავს, მაგრამ ბევრჯერ გამიგია: ოჩოკოჩი კაცისნაირიაო, დაბღავისო, მთიან და ტყიან ადგილებში ცხოვრობსო. კაცს არ ერჩისო, მაგრამ თუ გააჯავრა, მაშინ შეებრძოლებაო. ოჩოკოჩი ახმახიაო, იტყოდნენმ ფეხშიშველა დადის და ეშვები აქვსო. მკერდზე საფეთელის მსგავსი რქები აქვს წამოზრდილიო. როცა დადის, ყვირის და მიხარხარებს. სადაც კაცი ცხოვრობს, იმ ადგილებში არ დადის. უმეტესად მონადირეები და მეჯოგეები ხვდებიან მას.

 

 

 

ოჩოკოჩი და მეთევზე (მთქმელი ა. კვარაცხელია 70 წლის, სოფ. ნაკიფუ)

 

ჩემს სახლში ერთხელ მუშაობდა მარტვილის რაიონიდან მოსული კაცი გრიშა ჯგერენაია. მან ასეთი ამბავი მოყვა: თურმე, გრიშას მეზობელი, ღამით, მდინარეზე დაგებულ ფაცერს დარაჯობდა. ცეცხლი ენთო და ღამეს ათევდა, ეშინოდა თევზი არავინ მომპაროსო. მდინარიდან მოესმა საშინელი ხმაური და წყლის დგაფუნი. წყლის შხეფები შორს იფანტებოდნენ, კაცმა ნახა, რომ აუარებელი თევზი დაცვენილა ფაცერზე. დაჭერილი თევზები ცეცხლის პირას დაუყრია. ცოტახანში თურმე ამ კაცთან მოსულა ოჩოკოჩი: კაცის ფორმის, დაბალი ტანის, ჩაფსკვნილი, ტანი ბალნით ჰქონდა დაფარული.

 

ოჩოკოჩს უთქვამს ამ კაცისათვის: – ეს თევზი ნახევარი ჩემიაო. მეც ბევრი ვიშრომეო, დანარებიდან გამოვდენე ისინი ხელებით, ფეხებითა და ჯოხითაო. ამდენი თევზიო ოდესმე თუ დაგიჭერიაო შენი ფაცერით? შენც ხომ გესმოდა ცემი ხმაურიო. კაცმა არაფერი უპასუხა. საერთოდ ოჩოკოჩთან საუბარი არ შეიძლება. მერე ოჩოკოჩს თვითონ გაუყვია შუაზე ეს თევზი. თავისი წილიდან ცეცხლზე შეუწვია სამყოფი თევზი და შეუჭამია. მერე დარჩენილი თევზი თან წაუღია და წასულა.

 

 

ოჩოპინტრე ქართულ მითოლოგიაში გარეულ ცხოველთა წინამძღოლი და მფარველი. მისი სახელის პირველი ნაწილი (ოჩო), ქართული პანთეონის სხვა ღვთაებას - ბოჩის უკავშირდება, ხოლო მეორე ნაწილი (პინტე, პინტრე) - ბერძნულ პანს. ოჩოპინტრე თითოეული ცხოველის სულს ფლობს. მონადირე სანადიროდ წასვლამდე (და ნადირობისას) ოჩოპინტრეს ევედრება იღბალს და ნადირის მოკვლის ნებართვას.

 

ზადენი

 

ქართულ მითოლოგიაში ერთ-ერთი ღვთაება, რომელსაც თაყვანს სცემდნენ ქრისტიანობის გავრცელებამდე. ხელნაწერთა ტრადიციის მიხედვით ზადენის კულტი მეფე ფარნაჯომმა შემოიღო ძვ. წ. II ს-ის პირველ ნახევარში. ხელნაწერი ზადენის სახელს მცხეთის ახლოს ზადენის ციხის სახელწოდებასთან აკავშირებს. მეცნიერული ტრადიციის თანახმად, ზადენის სახელი კავშირშია ირანულ ყაზადან-თან (კეთილი სულების რანგი). ზადენს (არმაზთან ერთად) თაყვანს სცემდნენ, როგორც უხვი მოსავლის მომყვან ღმერთს და სამყაროს ერთმპყრობელს. ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ ზადენის კულტი გაუქმდა. "ზადენი" სოფლის სახელად გვხვდება სამხრეთ საქართველოშიც (მესხეთში).

 

 

გაცი და გაიმი

 

ქართულ მითოლოგიაში ღვთაებები, რომლებსაც ქრისტიანობის გავრცელებამდე სცემდნენ თაყვანს. კერპები ქართველებს თავიანთი პირვანდელი სამშობლოდან არიან-ქართლიდან მოუტანიათ. გაცზე და გაიმზე ცნობები მხოლოდ ხელნაწერებშია შემონახული. ამ ხელნაწერების თანახმად, გაცის ოქროს კერპი და გაიმის (გას) ვერცხლის კერპი არმაზის და ქართული წარმართული პანთეონის სხვა ღვთაებების კერპების გვერდით იდგა და ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ განადგურდა. ხელნაწერ ტექსტებში გაცი და გაიმი ყველაზე იდუმალის გამგეებად მოიხსენიება

 

ამ ლეგენდარული ხის შესახებ თითქმის ყველა მითოლოგიური გადმოცემა მოგვითხრობს, სადაც შესაქმის პროცესია აღწერილი. მსოფლიო ხე ე.წ. ახის მუნდი ან არბორ მუნდი ან მისი რომელიმე იზოფუნქციური სიმბოლო: მთა, ტაძარი, კიბე, ჯვარი, ჯაჭვი... ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმბოლოა. ან ამ კონკრეტულ მითში რა დაინახე განსაკუთრებული და ჯერართქმული რომელიც თუნდაც სხვა ქართულ გადმოცემასა და ანდრეზებში არ ყოფილა? თუ სიცოცხლის ხე წმინდა ქართული სიმბოლო გგონია?

 

«ბერი გიორგი მეც ვიყავ, ცას ვები ოქროს შიბითა, გორაზე მედგა ბერმუხა, ზედ ავდიოდი კიბითა, ჩემს საყმოთ შემონაწირი ღმერთთან ამქონდა იქითა».

 

«ქრისტიანობის წესზედა კარს ედგეს ალვის ხენია, ზეციდან გადმოშობილი შიბი ცხრა-კეცი გრძელია, მაგას ჩამოსდის მირონი, ძირს უდგა დიდი ქვევრია».

 

მოიცა, გამახსენდება კიდევ

 

* *

«ამანდ რო ალვის ხენი დგან, ცას მისწვდენია წვერია, ციხესა ალვას ხეებსა შიბით ცასა აქვს წვერია».

 

«ჩვენი ხთისშვილის კარზედა ხე ალვა ამოსულაო, წვერად მოუსხამ ყურძენი, საჭმელად ჩამოსულაო, მისი უჭმელი ქალ-ვაჟი უდროოდ დაშაულაო».

 

«შენ ხარ ვენახი, ახლად აღყუავებული, მორჩი კეთილი, ედემში დანერგილი, ალვა სულნნელი, სამოთხით გამოსრული, ღმერთმან შეგამკო, ვერავინ გჯობს ქებული, და თავი თვისით მზე ხარ და გაბრწყინვებული».

 

კოსმიური საყრდენის, ღერძის (ახის მუნდი) შექმნა დაკავშირებულია შესაქმის მითებთან. კოსმოსის მოწყობის აქტს (ერთიანი სამყაროს ორ პოლარულ ოპოზიციად - ცა-მიწა - განწილვა; სამი კოსმიური ზონის ფორმირება და ა.შ.) მოსდევს მსოფლიო ხის გაჩენა, რომელიც ინარჩუნებს შექმნილ წესრიგს. მსოფლიო ხე მოქცეულია სამყაროს ცენტრში და ვერტიკალური მდგომარეობა უკავია. გადაკვეთს სამ სკნელს - ქვესკნელს, შუასკნელსა და ზესკნელს. ერთის მხრივ, ეს არის ადგილი, სადაც ცა ყველაზე უფრო ახლოა მიწასთან და მოიაზრება როგორც კიბე ზეცაში ასასვლელად თუ ქვესკნელში სამოგზაუროდ, მეორეს მხრივ კი, ეს არის ადგილი, საიდანაც დაიწყო სივრცის განფართება ანუ ცისა და მიწის დაშორიშორება. ვინაიდან, როგორც სივრცე, ისე დრო მითოპოეტურ აზროვნებაში არაჰომოგენურია, შესაბამისად, უმაღლესი ღირებულება გააჩნია იმ წერტილს დროსა და სივრცეში, სადაც შესაქმის აქტი განხორციელდა ე.წ. სამყაროს ცენტრს, დასაბამს.

 

კოსმიური ხის ყველაზე გავრცელებული სქემის მიხედვით მისი ტოტები ცაშია და მასზე მითიური ფრინველი ბინადრობს (იმდუგუდი, არწივი, ყვავი... ), ტანი - მიწას შეესაბამება. უფრო ხშირად მას უკავშირებენ ჩლიქოსან ცხოველებს, ფუტკარს, სხვადასხვა სულებს (მაგ. შუამდინარულ მითოლოგიაში ამ ხის ტანში ქალწული ლილა ცხოვრობს), უფრო გვიანდელ ტრადიციებში ადამიანს. ხის ფესვები ქვესკნელში ჩადის. ხშირად მის ფესვებში მითიური გველი ბინადრობს (ასევე გვხვდება თაგვები, თევზები, ხანდახან დათვი ან სხვა, ხთონური არსებები). ზოგიერთ ნახატზე, ხის ფესვებს პირდაპირ დაგრაგნილი გველების გამოსახულება ცვლის.

 

(ამ მხრივ საინტეერსოა ხევსურეთში შუბნურის ხატის დაარსების შესახებ არსებული გადმოცემა: მოშუღლე ხევსურთაგან დაჩაგრულ პირს, რომელიც უცხო რჯულისა ყოფილა და თუშეთიდან ჩამოსახლებულა ხევსურეთში, თავის დამცველად თუშეთიდან წამოუღია ამ ჯვრის საკუთრება ვერცხლის თასი და იმათ სახლში ჩაუმარხავს, ვისაც მტრობდა. ამის შემდეგ იმ ოჯახში კერის შუაში ამოსულა იფნის ხე, რომელიც მოუჭრიათ და გადაუგდიათ. მეორე დილას ხე ისევ ამოსულა, ისევ მოუჭრიათ. მესამე დილით ხეს გველი ამოჰყოლია. ოჯახმა იგრძნო, რომ ეს რაღაც განსაკუთრებულის მომასწავებელი იყო და სახლი მიატოვეს. წასვლისას ოჯახის ერთ-ერთ წევრს სახლისათვის ცეცხლი შეუნთია და ისე გასცლია იქაურობას. კარგა მანძილის გავლის შემდეგ უკან მიუხედავს, ცეცხლიდან დიდი ნაპერწკალი გადმოვარდნილა და მისთვის ცხვირი ამოუწვავს. ამ ამბის შემდეგ, ის ადგილი, სადაც ეს ამბავი მოხდა, იქაურ მაცხოვრებლებს მიუტოვებიათ და იქ შუბნურის ჯვარი დაარსებულა. ლეგენდის თანახმად ხეს ამოყოლილ გველს აქა-იქ ხედავდნენ და ყველა მისი შეურაცხმყოფელი სასტიკად ისჯებოდა. იფნის კერაზე ამოსვლა და გველის ამოყოლების მოტივი სხვა ჯვრების დაარსების თქმულებებშიც იჩენს თავს. მაგ. თქმულება ცაბაურთას მთავარანგელოზის სალოცავზე საღვთო გუდანის ჯვრის დაარსების შესახებ და სხვა. მსგავსი სიუჟეტი აქვს ქართულ ზღაპარს, რომელსაც პირდაპირ ასე ჰქვია გველის ტყავზე ამოსული ალვის ხე).

 

მითოლოგიაში არსებობს მსოფლიო ხის ინვერტირებული მდგომარეობაც (Arbor Inedrsa), როცა ხეს ფესვები ცაში აქვს, ტოტები კი, შესაბამისად, მიწაში. წინა გვერდებზე ვიღაცის ნახსენები ბანიანის ხე (Asvatha) ვედურ და ინდუისტურ მითოლოგიაში სწორედ ამგვარი ხის მაგალითია. Arbor Inversa-ს ვარიანტია ალვის ხე სლავიანურ მითოლოგიაში, შამანის ხე ევენქებთან და ა.შ. თუმცა, ამას სხვა მნიშვნელობა და დატვირთვა აქვს.

 

რაც შეეხება მსოფლიო ხის ჰორიზონტალურ სტრუქტურას, იგი წარმოიქმნება ხის ორივე მხარეს სიმეტრიულად განლაგებული ობიექტების მეშვეობით. ამგვარი ტიპის კომპოზიციები ხშირად გვხვდება როგორც ადრინდელ, ისე მოგვიანებით, ქრისტიანულ და ბუდისტურ კულტურებშიც. თუკი ხის ვერტიკალური სტრუქტურა კოსმოლოგიურ დატვირთვას ატარებს და სამყაროს დინამიური ასპექტის აღწერას იძლევა, ჰორიზონტალური დაკავშირებულია სამყაროს სტატიურ ასპექტთან და შეესაბამება ხესთან დაკავშირებულ რიტუალებსა და მის მონაწილეებს.

 

იმის გამო, რომ ხის ჰორიზონტალური სტრუქტურა რიტუალის მოდელირებას ახდენს, ამის გამო ხშირად გაიგივებულია მსხვერპლთშეწირივს ობიექტთანაც (მაგ. სკანდინავიური მითოლოგის მთავარი ღვთაება ოდინი, რომელმაც თავი ჩამოიხრჩო იგგდრასილზე, ან ქრისტე, რომელიც ჯვარზე გააკრეს). ხშირია შემთხვევებიც, როდესაც გრაფიკულ სქემებზე და ნახატებზე მსოფლიო ხის გამოსახულებებში ჩართულნი არიან სხვადასხვა ღვთიური არსებები და შამანები.

 

ხის ჰორიზონტალურ სქემის გამოსახვისას ხშირად გამოიყენება ორი ჰორიზონტალური ღერძის გადაკვეთა. წარმოქმნილი ოთხი მხარე ქვეყნიერების ოთხ მხარესთანაა დაკავშირებული. ამგვარი ოთხნაწილიანი სქემა, როგორც ცნობილია, საფუძვლად უდევს სხვადასხვა საკულტო ნაგებობებს (ზიქურათი, პირამიდა, ტაძარი...).

 

გარდა ამისა, მსოფლიოს ხეს დროითი იპოსტასიც გააჩნია - იგი მოიაზრება როგორც კავშირი მიკრო და მაკროკოსმოსს შორის, როგორც წერტილი დროსა და სივრცეში, სადაც განხორციელდა შესაქმის აქტი. დროით პლანში შესაქმის სტადიების იმიტირება ხდება დღესასწაულის დროს, რაც ნათლად ჩანს ხესთან დაკავშირებულ რიტუალებში.

 

მითოლოგიური მთა, ტაძარი, კიბე, ჯაჭვი, ჯვარი... მსოფლიო ხის ერთგვარ იზოფუნქციურ სიმბოლოებს წარმოადგენენ. ოღონდ ამაზე სხვა დროს, ზეგე

 

ისე, ხის კულტის არსებობაზე და მასთან დაკავშირებულ რიტუალებზე საქართველოში ბევრ ქართველ მეცნიერთან შეგიძლიათ ნახოთ ინფორმაცია (ჯავახიშვილი, კოტეტიშვილი, ჩიტაია, ბარდაველიძე, აბაკელია, ოჩიაური, კიკნაძე...)

 

მითოლოგიური მთა სიცოცხლის ხის ტრანსფორმირებულ ვარიანტს წარმოადგენს. იგი მდებარეობს სამყაროს ცენტრში, იმ ადგილას, რომლის გარშემოც კონცენტრირებულია მთელი სამყარო. ორი ერთმანეთთან დაკავშირებული მითოლოგემა მთა - ცა და მთა - ქვედა სამყარო, ბევრი მითოლოგიური პარალელის გასაღებს იძლევა. მთა, როგორც ღმერთების სამყოფელი, ბევრ მითოლოგიაშია გავრცელებული (თუნდაც ოლიმპო ბერძნულ მითოლოგიაში). მითიურ მთასთანაა დაკავშირებული ბევრი მნიშვნელოვანი მითოლოგიური მოტივიც. მაგ. წარღვნა: არარატი - ძველ აღთქმაში, პარნასი -ბერძნულ მითოლოგიაში, ნიცირი - შუმერულ მითოლოგიაში... შუმერულ მითოლოგიაში ღვთაება ენლილს, რომელიც კოსმოგონიური აქტის შემოქმედია და საკუთარი სხეულით განაშორებს ცასა და მიწას ერთმანეთისაგან, ქურ-გალ ეწოდება, რომელიც «დიდ მთას ნიშნავს».[ზ.კიკნაძე «შუამდინარული მითოლოგია»]

 

(კოსმიური მითის კლასიკური ვარიანტია მთა მერუ ინდუისტურ მითოლოგიასა და კოსმოგრაფიაში. იგი სამყაროს ცენტრში მდებარეობს. სამ მწვერალზე, რომელთაგან ერთი ოქროსია, მეორე ვერცხლის და მესამე რკინის, ცხოვრობენ ბრაჰმა, ვიშნუ და შივა ან, სხვა ვერსიის თანახმად, მწვერვალებზე 33 ღმერთისაგან შემდგარი პანთეონი ცხოვრობს. )

 

მსოფლიო ხის ერთ-ერთ ტრანსფორმირებულ ვარიანტს წარმოადგენს ტაძარი. ტაძრის შენებაში ყველაზე მეტადაა გამოხატული ცისა და მიწის კავშირის იდეა. ტაძრის შენება შესაქმის საკრალურ აქტთანაა გაიგივებული (ტაძრის მშენებელი იმეორებს დემიურგის შესაქმისეულ მოქმედებას). არსებულ ქაოსში გამოისახება პირველი ვერტიკალი «ცამდე აღმართული», რომლებიც განასახიერებენ მსოფლიო ღერძს და ყოველ კონკრეტულ ადგილს დედამიწის შუაგულად, ცენტრად აქცევენ. შუმერულ მითოლოგიაში ზიქურათები ერთგვარ მთის ხატს წარმოადგენდნენ, მაგრამ არა შიშველი მთის, არამედ ტყით დაფარულისას. «ზიქურათის აღწერა-დახასიათებისას ფიგურირებს ორგანული ელემენტი ხე, რომელიც დურ-ან-ქის (კავშირი ცისა და მიწისა) ან დიმ-გალის (დიდი ღერძის) ჰელიოტროპიულ გამოვლენას წარმოადგენს... მსოფლიო ხის ვერტიკალური ზრდის უცვლელობა მკაფიოდაა გამოხატული ნინგიშ-ზიდას სახელში, რომელიც «უფალი მტკიცე ან აღმართი ხისად ითარგმნება». [ზ. კიკნაძე «შუამდინარული მითოლოგია» დასკანერება მეზარება, თორემ წიგნში პიქტოგრამებიცაა მოცემული]

 

კიბის სიმბოლიკა წარმოდგენილია როგორც კოსმიური ზონების შემაკავშირებელი რამ (სიცოცხლის ხეს ევენქები კიბის სახით გამოსახავენ). მიწაზე, შუასკნელში მდებარეობს მის დასაწყისი. იგი ხან ზეცისკენაა მიმართული (კოსმიური ხის ვარჯი), ხან კი ქვესკნელში ჩადის (ფესვები). ან თუნდაც, იაკობის სიზმარი გაიხსენეთ ძველი აღთქმიდან, როცა ცამდე აღმართული კიბე ესიზმრება, რომელზეც ანგელოზები ადიან და ჩამოდიან.

 

ჯვარი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმბოლოა როგორც უმაღლესი საკრალური ფასეულობის ნიშანი. ხილული ცენტრის კონსტიტუირება მასში დამატებით აქცენტს აკეთებს იმაზე, რაც სისტემის უმაღლეს ღირებულებად ითვლება, რაც იერარქიებად ყოფს სამყაროს და ახდენს მის საკრალიზებას - მასში მიმართულებებისა და მათი ურთიერთკავშირების განსაზღვრა. იგი მსოფლიო ხის გეომეტრიულ ვარიანტს წარმოადგენს, ოღონდ, დამატებით ატარებს ანთროპოცენტრული იდეის დატვირთვას.

 

კოსმიური ხის ერთ-ერთ ექვივალენტად მიიჩნევა აგრეთვე მეფე, სოციალური კოსმოსის ყველა ელემენტის გამაერთიანებელი, რომელიც კოსმიური და სოციალური სტაბილურობის გარანტად არის მიჩნეული. როგორც კოსმოლოგიური სტრუქტურის ცენტრი და მედიატორი, მეფის ფიგურა გაიგივებულია კოსმიურ ხესთან. შუამდინარულ მითოლოგიაში ურ-ნინურთას მეფედ ხელდასხმისას, პანთეონის ერთ-ერთი მთავარი ღვთაება ამგვარად მიმართავს მას:

 

«რჩეულო კედარო, ექურის ეზოს სამკაულო! ურ-ნინურთავ, შუმერის ქვეყანა შენს ჩრდილქვეშ ძრწოდეს, ქვეყნის ჭეშმარიტი მწყემსი იყავ!»

 

ხშირად ეს სიმბოლოები ერთმანეთის დანამატს ქმნიან - მთაზე აგებული ტაძარი, პირამიდების საფეხურებიანი კედლები, საკრალურ მთაზე გაშენებული წმინდა ტყე (საქართველოს მთიანეთში გავრცელებული მოვლენა იყო), წმინდა ხეზე მიყუდებული კიბე, ცაზე ჯაჭვით დაკიდებული კოშკი (თუნდაც ამირანიანი, ყამარის კოშკიც ჯაჭვითაა ციდან დაკიდებული), მეფე-მებაღე ზღაპრებში და ა. შ.

 

ქართველ მთიელთა დროშებზე, სიცოცხლისა და ცნობადის ხეებზე მემრე.

 

«და აჰა, აღმართულიყო კიბე მიწაზე და ცას სწვდებოდა მისი წვერი. აჰა, ანგელოსნი ღვთისანი ადიოდნენ და ჩამოდიოდნენ მასზე. და აჰა, უფალი იდგა ამ ადგილას და მე არ ვიცოდი». [შესაქმე, XXVIII, 11-19]

 

არსებობს მსოფლიო ხის სხვადასხვა ვარიანტები, რომლებიც ერთმანეთისაგან შედარებით ვიწრო ფუნქციური დატვირთვით გამოირჩევიან: სიცოცხლის ხე, ნაყოფიერების ხე, ცენტრის ხე, აღსავლის ხე, ციური ხე, შამანური ხე, მისტიური ხე, ცნობადის ხე. შედარებით იშვიათად გვხვდება კოსმიური ხის შემდეგი ვარიანტები: ბოროტების ხე, მიწისქვეშა ხე და სხვ.

 

იბერიულ-კავკასიურ ხალხთა მითოლოგია იბერიულ-კავკასიურ ხალხთა მითოლოგია წარმოადგენს იმ ხალხთა მითოლოგიური წარმოდგენების ერთობლიობას, რომლებიც ცხოვრობენ ჩრდილოეთ კავკასიაში და ამიერკავკასიის ნაწილში და საუბრობენ კავკასიური ენების ოჯახში შემავალ ენებზე: ქართველების, ადიღების (ყაბარდოელები, ადიღები, ჩერქეზები), აფხაზების, აბაზინების, ჩეჩნების და ინგუშების (ვაინახები), დაღესტნელების (ავარები, ლეკები, დარგინები, ლეზგინები და სხვ.) და სხვ. ეს მითოლოგიური სისტემები წარმოიშვა უხსოვარ წარსულში იბერიულ-კავკასიურ ხალხთა წინაპარ ტომებს შორის. თავისი განვითარების პროცესში ეს სისტემები სხვადასხვა ზეგავლენას განიცდიდა. განსაკუთრებით დიდი ზეგავლენა მათზე ქრისტიანობამ და ისლამმა იქონია.

 

კავკასიურ-იბერიული მითების ცალკეული ციკლები თითქმის არ შემონახულა, რადგან დიდ ეპოსებს (ქართული ეპოსი ამირანის შესახებ, კავკასიური ნართების ეპოსი) შეერწყა თითქმის ყველა მითოლოგიური სიუჟეტი და მოტივი. მრავალი წარმოდგენის და სიუჟეტის აღდგენა ხდება ენობრივი მონაცემების და სიმღერებში, ცეკვებში, ზეპირ გადმოცემებსა და რიტუალებში გაბნეული მოტივების მიხედვით. ეს მოტივები, რომლებიც კარგავდნენ პირვანდელ კონტექსტს, ზოგჯერ ერწყმოდნენ გვიანდელ რელიგიურ სისტემებს და ქრისტიანული და მუსულმანური კულტის ელემენტებად იქცეოდნენ.

 

კავკასიურ-იბერიული მითოლოგიის უძველეს პლასტებზე წარმოდგენას იძლევა არქეოლოგია. ენეოლითისა და ადრეული ბრინჯაოს ხანიდან ჩვენამდე მოაღწია საყოფაცხოვრებო და საკულტო დანიშნულების საგნების ფრაგმენტებმა, რომლებზეც გამოსახულია ასტრალური ნიშნები, ჯვრები, კვადრატები, ადამიანთა და ცხოველთა ფიგურები. სხვადასხვა ტიპის სამარხების არსებობა გვაფიქრებინებს უკვე ამ ეპოქაში სიკვდილისშემდგომი სამყაროს შესახებ რთული წარმოდგენების არსებობაზე.

 

კავკასიელ ხალხთა კოსმოგონიური წარმოდგენების მიხედვით, ხმელეთს მრგვალი ფორმა აქვს და გარშემორტყმულია ზღვით ან მთებით. სამყაროს კიდეზე დგას ცხოვრების ხე, რომელიც ვერტიკალურად აერთებს ცას, დედამიწას და მიწისქწვეშა სამყაროს. ჩეჩნების და ინგუშების წარმოდგენების თანახმად, მიწისქვეშა სამყარო ვერტიკალურად შვიდ სხვა სამყაროდ იყოფა, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია თითოეული სამყაროს კიდეზე არსებული სოროებითა თუ საიდუმლო გამოქვაბულებით (მოგვიანებით ჩეჩნებსა და ინგუშებში წარმოიშვა ერთიანი მიწისქვეშა სამყაროს გაგება).

 

კოსმოგონიური წარმოდგენების შემდგომ განვითარებაზე თვალის გადევნება კარგად შეიძლება ენობრივი მონაცემების საფუძველზე, რომლის მიხედვითაც სამყარო გადამკვეთ კოორდინატებზე განლაგებული ცალკეული სამყაროებისგან შედგება (შდრ. ქართული სკნელი); ვერტიკალურად განლაგდება ზედა სამყარო (ზესკნელი), მიწიერი სამყარო (სკნელი) და მიწისქვეშა სამყარო (ქვესკნელი); ჰორიზონტალურად სამყაროს ცენტრის (სკნელის) წინ მოთავსებულია წინა სამყარო (წინასკნელი), ხოლო უკან - უკანა სამყარო (უკანასკნელი). ზედა სამყარო დასახლებულია ღვთაებებით, ფრინველებით და ფანტასტიური არსებებით, შუა - ადამიანებით, ცხოველებითა და მცენარეებით. ქვედა სამყარო ბოროტი ქტონური არსებების - დევების, დრაკონების, აგრეთვე სიღრმისეული წყლების სამყაროა. სამ ვერტიკალურ სამყაროს (ქართულ მითოლოგიაში) შეესაბამება თეთრი, წითელი და შავი ფერი. წინა სამყაროს - ნათელს და კეთილგანწყობილს, შეესაბამება გაგება აქ, ხოლო მის საპირისპირო უკანა სამყაროს - ბნელს, იდუმალს, ხიფათით და მოულოდნელობებით აღსავსეს - გაგება იქ. ბოროტი უკანა სამყაროს გამო მრავალი ჩვეულებით იკრძალებოდა უკან მოხედვა. ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად განლაგებულ სამყაროთა მთელი ეს სისტემა გარშემორტყმულია ბნელი გარეთა სამყაროთი - გარესკნელით, რომლის იქით არაფერი არ არსებობს და რომელიც მოიაზრება, როგორც გაყინული სიბნელე და უცვლელი მარადისობა.

 

ვერტიკალურად განლაგებული სამყაროები ერთმანეთისგან ჰაერის სისქით და ხმელეთით გამოიყოფა, ხოლო ჰორიზონტალური - შვიდი (ცხრა) მთით და ზღვით. ერთი სამყაროდან მეორეში გადასვლა შესაძლებელია მხოლოდ ღვთაებების და ღმერთკაცებისთვის, ხოლო ადამიანს ასეთი გადასვლა შეუძლია მხოლოდ ღვთაების ნებართვით იერის ცვლის ანუ სიკვდილის გზით (შდრ. ქართული გარდაცვალება), როდესაც სული დროებით ტოვებს სხეულს, მოგზაურობს ღვთაებებთან ერთად ერთი სამყაროდან მეორეში, ხოლო დაბრუნების შემდეგ კვლავ შესახლდება მის სხეულში (ქართ. გახუა მეგრელაური, ინგუშური ბოტკი შირტკა). მოგვიანებით ჩნდება (ალბათ, ქრისტიანობის და მუსულმანობის გავლენით) სამოთხის და ჯოჯოხეთის ცნებები, ფორმდება სიუჟეტები, რომლებიც აღწერს სულის გადასვლას გარდაცვლილთა სამეფოში და ცოდვილთა სასჯელებს.

 

ყველა სამყაროს ერთმანეთთან აერთიანებს სამყაროს კიდეზე მდგარი მსოფლიო ხე (მისი ვარიანტებია - სვეტი, რომელსაც ეყრდნობა ცარგვალი; კოშკი; ციდან დაშვებული ჯაჭვი; ირემი უზარმაზარი დატოტვილი რქებით, რომლებიც ცამდე აღწევს) მასზე მიბმული ცხოველით (აფხაზთა წარმოდგენით, როდესაც ცხოველი იღვიძებს და განთავისუფლებას ლამობს, ხდება მიწისძვრები). სამყაროთა შორის კავშირი მყარდება აგრეთვე ჯადოსნური ცხოველების, ფრინველების, ფანტასტიური არსებების (გმირთა რაშები, არწივები, თეთრი და შავი ცხვრები, დევები, ქაჯები და ა. შ. ) მეშვეობით.

 

ამ წარმოდგენებს უკავშირდება რწმენა ხის და ტყეების ზებუნებრივი ძალის შესახებ. მრავალი ტომი (აფხაზები, ადიღები, დაღესტნელები) სცემდა თაყვანს ხეებს და სწირავდა მსხვერპლს. ქართულ მითებში ღვთაებები ხშირად ევლინებიან ურჩ ქვეშევრდომებს ხეების სახით.

 

ჩეჩნების და ინგუშების კოსმოგონიური წარმოდგენა სიცოცხლის წარმოშობას უკავშირებს დედამიწაზე დაშვებულ უზარმაზარ თეთრ ფრინველს. დედამიწა მაშინ წარმოადგენდა ბრტყელ, უწყლო ხმელეთს, მცენარეებისა და ცხოველების გარეშე. ფრინველის უკან გაფრენის შემდეგ მისი ექსკრემენტებისგან წარმოიქმნა წყალი და თესლი, დაღვრილი წყლისგან წარმოიქმნა ზღვები, ტბები, მდინარეები; ქარით გაფანტული თესლით წარმოიშვა სხვადასხვა მცენარე. სხვა ვაინახური მითების მიხედვით მთები, ცხოველები და ადამიანები შექმნა დემიურგმა დიალამ.

 

კავკასიურ-იბერიულ მითებში შემონახულია ძველი წინაქრისტიანული და წინაისლამური ღვთაებების პანთეონები უზენაესი ღვთაებით სათავეში. თუმცა მითებში უზენაესი ღვთაების გავლენა სხვა ღვთაებებზე ხშირად არ ვლინდება (ისევე, როგორც უზენაეს ღვთაებებს ხშირად უფრო არქაული მითოლოგიური პერსონაჟების ნიშან-თვისებები აქვს შემორჩენილი), რაც ამ წარმოდგენების შედარებით გვიანდელ წარმოშობაზე მიუთითებს. ამასთანავე, უზენაესი ღვთაების ცნებამ მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განიცადა ქრისტიანობის და ისლამის გავლენით. ქართული პანთეონის სათავეში დგას უზენაესი ღვთაება - ღმერთი, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ ინაწილებს ზოგიერთ ფუნქციას სხვა ღვთაებებთან, არსებითად წარმოადგენს მსოფლიო წესრიგის ერთადერთ დამფუძნებელს და დამცველს, ყოველივე არსებულის მბრძანებელს. იგი იმყოფება მეცხრე ცაზე და მისი ნების გარეშე არაფერი არ ხდება არც მზისქვეშეთში, არც გარდაცვლილთა საუფლოში (ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ ღმერთი ასოცირდებოდა ბიბლიურ მამა - ღმერთთან). დანარჩენ ღვთაებებს - ხვთისშვილებს (ღმერთის შვილებს) ლოკალური ღვთაებების - მფარველების და ადამიანთა და უზენაეს ღმერთს შორის შუამავლების ფუნქცია აქვთ. ხვთისშვილთა მეთაურად ითვლებოდა კვირია - ხმელეთის მმართველი, რომელსაც საკუთარი კარავი ანუ სახლეული ჰქონდა. ზოგიერთი მითის მიხედვით, კვირია ითვლებოდა შუამავლად ღმერთსა და დანარჩენ ხვთისშვილებს შორის, რომლებიც მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში იკრიბებოდნენ უზენაესი ღმერთის კართან (დასავლეთ საქართველოს მთის ხალხთა მითებში კვირია ნაყოფიერების ფალოსური ღვთაებაა). აფხაზური პანთეონის სათავეში დგას ანცვა, რომელსაც შერწყმული აქვს ჭექა-ქუხილის და ნადირობის ძველი ღვთაებების, დედა-ღვთაების და სხვათა ნიშან-თვისებები. ადიღეურ მითოლოგიაში პანთეონის მეთაური, დემიურგი და შემოქმედი არის ტხა (სიტყვის წარმოშობა ადიღეური

დიგე, ტიგე - მზე, საშუალებას იძლევა ვიფიქროთ, რომ თავდაპირველად შემოქმედის როლი ეკუთვნოდა მზის ღვთაებას); მოგვიანებით ტხას ფუნქციებმა გადაინაცვლა ტხაშხოსთან. ტხაშხოს კულტმა მიიღო ქრისტიანობის ზოგიერთი ელემენტი, ხოლო ჩრდილოეთ კავკასიაში ისლამის გავრცელების შემდეგ ალაჰის კულტს შეერწყა. ჩეჩნურ-ინგუშურ მითოლოგიაში უზენაესი ღვთაება, დემიურგი არის დიალა. დაღესტანში ერთი და იმავე ფუნქციის მქონე მითოლოგიურ პერსონაჟებს არა აქვთ საერთო სახელი, თითქმის ყველა ხალხს თავისი ღმერთები ჰყავს. პანთეონის სათავეში დგას ზალი (ლეკებთან), ბეჩედი (ავარებთან), გინიში (ცახურებთან), იინიში (რუტულებთან) და სხვ.

 

კავკასიურ-იბერიული ხალხების მითოლოგიური წარმოდგენებისთვის დამახასიათებელია მზის, მთვარის და სხვა მნათობების პერსონიფიკაცია. ქართულ მითებში მთვარე მამაკაცია, მზე - ქალი; ისინი ხან და-ძმანი არიან, ხან - ცოლ-ქმარი, ხან კი - დედა-შვილი. დაღესტნის მთიელები მთვარეს და მზეს ქალიშვილის და ჭაბუკის იერით გამოსახავდნენ, ამასთანავე ზოგიერთ მითში ისინი და-ძმად გვევლინებიან, ზოგში კი - შეყვარებულებად. აფხაზთა პანთეონში თავდაპირველად შედიოდა მზის ამოსვლის და ჩასვლის ღვთაება ხაიტი, რომელიც დაკავშირებული იყო ცოცხალთა სამყაროსთან, გარდაცვლილთა სამყაროსთან, ზღვასთან. ძველი წარმოდგენებით, ხაიტის საზღვაო სამეფოში მთებიდან უზარმაზარი ხვრელით ჩაედინება ყველა მდინარე. ხაიტის ქალური შესატყვისი - კოდოში, რომლის კულტიც გავრცელებული იყო აფხაზეთის სანაპირო ზოლში და ზოგიერთ მოსაზღვრე ადიღეურ ტომში (მაგ. შაფსუღებში), გამოისახებოდა მისადმი მიძღვნილი ტყეებისა და ცალკეული ხის თაყვანისცემით. მოგვიანებით აფხაზურ პანთეონში შევიდნენ ამრა (მზის პერსონიფიკაცია) და ამზა (მთვარის პერსონიფიკაცია). მთვარის ფაზების წარმოშობის შესახებ მითის მიხედვით, ამრა (მზე) - მშვენიერი ქალია, ხოლო ამზა - მისი ქმარი. ამზას მოსდევს მისი და - ეშმაკი. როდესაც დაეწევა გაქცეულ ძმას, იგი იწყებს მის ჭამას. ამ დროს ჩნდება ამრა, რომელსაც გაუგია უბედურების შესახებ. ის თავისკენ ექაჩება ამზას, ხოლო და - თავისკენ. კამათს ღვთაება გადაჭრის: 15 დღით იგი ამზას ეშმაკს აძლევს (რომელიც ამ პერიოდში თითქმის მთლიანად შთანთქავს მთვარეს), ხოლო 15 დღით - მის ცოლს ამრას. იგი ახერხებს მიუსწროს ამზას სიცოცხლის ბოლოს (როდესაც მთვარე ილევა) და ალერსით და ზრუნვით კვლავ შთაბეროს სიცოცხლე. სავსემთვარეობისას კვლავ ეშმაკი აღიდგენს უფლებებს. არსებობს მთვარეზე ლაქების ახსნის სხვადასხვა ვარიანტი: მეცხვარის მიერ ზევით ასროლილი და მთვარეზე გაბნეული ძროხის ნაკელი; ნართ სასრიყვას ჯოგი, რომელიც მთვარეზე ძოვს. ქართველთა წარმოდგენით ლაქები მთვარეზე დედის მიერ ცომში მოსვრილი ხელით შვილისთვის სილის გაწვნის კვალია. მრავალი კავკასიური ხალხის რწმენით მთვარის დაბნელება ხდება იმის გამო, რომ მას თავს ესხმის ურჩხული (დრაკონი), რომელიც მის შეჭმას ლამობს; არსებობდა ტრადიცია მთვარის დაბნელების დროს მისი მიმართულებით სროლისა, რათა ეხსნათ იგი

 

ინგუშების და ჩეჩნების მითოლოგიაში ციური მნათობებისადმი მიძღვნილი რამდენიმე სიუჟეტი არსებობს. ერთ-ერთის მიხედვით, პერსონიფიცირებული მზე (ან მზის ღმერთი) გელა დილით ზღვიდან ამოდის, ხოლო საღამოს კვლავ ზღვაში ჩადის. როდესაც იგი ჰორიზონტზე ამოდის, მისგან ზღვის ქაფი წვეთავს. წელიწადში ორჯერ (ბუნიობის დროს) დედამისს - აზას სტუმრობს (ზოგიერთი მითის მიხედვით, აზა მზის შვილია, ყოველივე ცოცხალის მფარველი; დაიბადა მზის სხივისგან და წარმოადგენს მზის სხივების მაცოცხლებელ ძალას). ერთ-ერთი მითის თანახმად, მზე და მთვარე ძმები არიან (თუმცა სხვადასხვა დედის შვილები), რომელთაც მუდმივად დევნის მათი ბოროტი და მოჟი, რომელსაც ცაზე თავისი ნათესავები შეუჭამია; როცა იგი მათ დაეწევა, ხდება დაბნელება. სხვა მითი მოგვითხრობს მზისა და სხვა მნათობების წარმოშობის შესახებ. მშვენიერ ქალიშვილს მისდევდა მასზე შეყვარებული სახელგანთქმული ოსტატი-მჭედელი, რომელმაც არ იცოდა, რომ ეს ქალიშვილი მისი და იყო: იგი მას გავარვარებული ოქროს კომბლით მისდევდა მანამდე, ვიდრე ორივენი არ მოკვდნენ. კომბლის ნაპერწკლები ვარსკვლავებად გადაიქცნენ, ჭაბუკი - მზედ, ხოლო ქალიშვილი - მთვარედ. დღემდე ჭაბუკი (მზე) ცდილობს დაეწიოს ცაზე მის შეყვარებულს (მთვარეს).

 

კავკასიაში გავრცელებულია მითოლოგიური სიუჟეტები მფარველ ღვთაებებზე და ბუნებრივი ობიექტების - მდინარეების, ტბების, ზღვების, მთის მწვერვალების და სხვ. მფლობელებზე, აგრეთვე ნადირობის ღვთაებებზე, რომლის ნებართვის გარეშე მონადირეს არ შეუძლია მოინადიროს რაიმე. არსებობს აგრეთვე ლეგენდები გარეული ცხოველების პატრონ  ღვთაებებზე. ისინი ჩუქნიან მონადირეს ნანადირევს, რომლის მოკვლაც მათი ნებართვის გარეშე ეკრძალებათ, ხოლო ურჩი ყოველთვის ისჯება. ნადირობის ღვთაებებს მიეკუთვნებიან ქართული ოჩოპინტრე, დალი, აფხაზური აჟვეიფში, რომელიც ზოგჯერ აერგთან არის გაიგივებული, ადიღეური მეზიტხა, რომელმაც განდევნა ნადირობის ადრინდელი ღვთაება მეზგუაში (ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ მისი ფუნქციები ნაწილობრივ დაუშჯერჯიამ აიღო, რომელსაც აგრეთვე წმინდა გიორგის ნიშნები შეერწყა), დაღესტნური აბდალი (ავდალი), ინგუშური ელტა (რომელიც აგრეთვე მცენარეულობის ღვთაებაა) და სხვ.

 

ნადირობის ღვთაებებთან დაკავშირებული წარმოდგენები ასახულია სანადირო ეპოსში და მითოლოგიურ სიუჟეტებში მონადირეთა შესახებ, რომლებიც მისდევენ რა ნადირთა მფარველ ღვთაებებს, რომელთაც ცხოველის სახე აქვთ მიღებული, მაღალი კლდეებიდან ვარდებიან და იღუპებიან. ეს სიუჟეტები, ისევე, როგორც ხალხური ცეკვებისა და სიმღერების ტექსტები, სრულდებოდა საგაზაფხულო დღეობებზე. მოგვიანებით კავკასიაში სანადირო მოტივები აგრარულ და კოსმოგონიურ წარმოდგენებს შეერწყა. ცეკვა-სიმღერები დაღუპული მონადირის შესახებ, რომლებიც ყოველწლიურად სრულდებოდა ადრეულ საგაზაფხულო დღეობებზე, ეძღვნებოდა ბუნების ნაყოფიერების განახლებას და გამოღვიძებას.

 

დაღესტნის მრავალ ხალხში სჩანს ტოტემური წარმოდგენების კვალი. ტოტემების როლში გვხვდება დათვი, ძროხა, ძაღლი, ცხენი, თხა, ცხვარი, არწივი. დაღესტნის ხალხთა წარმოდგენებში მნიშვნელოვანია გველის როლი; ერთგან გველი კეთილი სულია, სახლის მფარველი, ხოლო მეორეგან - წყლის, წვიმის და ელვის განსახიერება. ტოტემური წარმოდგენები მოსჩანს ჩეჩნურ-ინგუშურ მითოლოგიაშიც. ერთ-ერთ ზღაპარში უშვილო წყვილს ძროხამ და დედალმა ცხენმა მოუყვანეს შვილები. მშობლებმა ძროხისგან დაბადებულ შვილს მახტატი დაარქვეს, ხოლო ცხენისგან დაბადებულს - პახტატი. მათ გოლიათური ძალა აქვთ და მრავალ გმირობას ჩადიან. სხვა ზღაპარში ადამიანის და დათვის კავშირის შედეგად ჩნდება ჯადოსნური უნარის მქონე გმირი ჩაიტონგი. ჩეჩნებთან და ინგუშებთან ადამიანთა მფარველად გვევლინებიან ფრინველი (ფარა ხაზილგი) და გველი.

 

მრავალი სიუჟეტი უკავშირდება ელვის და ჭექა-ქუხილის ღვთაებებს, ადამიანთა ბედის და მოსავლის გამგებლებს. ისინი, უზენაესი ღმერთების მსგავსად, ფლობენ ციურ ცეცხლს და დედამიწაზე გზავნიან წვიმას და გვალვას. ქართულმა მითებმა და რიტუალებმა არ შემოგვინახა ელვის და ჭექა-ქუხილის უძველესი ღვთაებების სახელები, რომელთა კულტიც შეერწყა მათი გამომდევნელი ქრისტიანული წმინდანების - ელიას (ილიას), გიორგის და სხვ. კულტს. აფხაზურ პანთეონში ელვის და ჭექა-ქუხილის მბრძანებელია აფი, რომელიც დედამიწაზე ცეცხლოვან ისრებს გზავნის. ადიღებს სწამდათ დიდი ელვისმტყორცნელი ღმერთი შიბლე, რომელიც სულის ღმერთ ფსატხასთან ერთად პანთეონში ტხას (ტხაშხოს) შემდეგ მოდიოდა. დაღესტანში თაყვანს სცემდნენ ელვის და ჭექა-ქუხილის ღვთაებებს ასს (ლაკებთან) და არშს (ცახურებთან), წვიმის ღვთაებებს (ზიუვილს ლაკებთან, გუდილს ტაბასარებთან, გუდის რუტულებთან, გოდეის ცახურებთან, ფეშაფაის ლეზგინებთან). აფხაზები, ადიღები, ქართველები მეხისგან მოკლულს განსაკუთრებული პატივით კრძალავდნენ, როგორც წესი სიკვდილის ადგილზე. ჭექა-ქუხილთან და ელვასთან დაკავშირებულია მჭედლობის მფარველი ღვთაებები (ქართული პირქუში, აფხაზური შაშვი, ადიღეური ტლეფში). აფხაზები სამჭედლოს ჭექა-ქუხილის ღმერთის - აფის ნამსხვრევად თვლიდნენ.

 

მთელ კავკასიაში იყო გავრცელებული წარმოდგენები ღმერთსა და ადამიანს შორის შუამავალი ღვთაებების შესახებ, რომლებიც გამოსთხოვდნენ ხოლმე ღმერთს ადამიანთათვის სასურველ ამინდს. რიტუალების დროს ამ ღვთაებების პატივსაცემად ქალები სოფელში მორთული თოჯინებით დადიოდნენ, რომელთაც წყლით რწყავდნენ, ხოლო ცერემონიის დასრულების შემდეგ მდინარეში ყრიდნენ ხოლმე. ითვლებოდა, რომ ეს მსვლელობები შეაჩერებდა გვალვას და კოკისპირულ წვიმებს. ლაზარეს, გონჯოს და სხვებთან ერთად ქართველები თაყვანს სცემდნენ ქრისტიანულ წმინდანებს, რომელთაც საჭირო ამინდი მოჰყავდათ, კერძოდ, გაღმერთებულ ისტორიულ პიროვნებებს. ფალოსური თოჯინებით გამართული რიტუალური მსვლელობები ბევრ რამეში ემთხვევა ძველბერძენი მწერლების მიერ აღწერილ, მოსავლიანობის ღვთაებებისადმი მიძღვნილ დღესასწაულებს. საქონლის ნაყოფიერებაზე ქართველები უზენაეს ღვთაებას (ღმერთს) ევედრებოდნენ, აგრეთვე წმინდა მარიამს და სხვადასხვა სინკრეტულ ღვთაებას, რომლებიც საქონლის მფარველობასთან ერთად აგრარულ ფუნქციებსაც ითავსებდნენ (მაგ. ბოსელი, ბარბალე, ბარბოლი, ქრისტიანული წმინდა ბარბარე, თევდორე, ჭაბუკი, ლამარი და სხვ.) შემონახულია აგრეთვე შინაური ცხოველების და მიწათმოქმედების განსაკუთრებულ მფარველებთან დაკავშირებული სიუჟეტები. დაღესტანში ლეზგინები თაყვანს სცემდნენ მიწათმოქმედების და მესაქონლეობის ღვთაება გუცარს.

 

კავკასიის სხვა ხალხებთან ეს წარმოდგენები უფრო დიფერენცირებულია. აფხაზები მესაქონლეობის მთავარ ღვთაება აიტართან ერთად თაყვანს სცემდნენ საქონლის, განსაკუთრებით კამეჩების მფარველ ღვთაებას მკამგარიას (აკამგარია, სკამგარია). ადიღები თაყვანს სცემდნენ ხარების მფარველს - ხაკუსტაშს და ძროხების მფარველს - ფშიშაკს; ამათ გარდა იყვნენ მსხვილი და წვრილი საქონლის მფარველი ღვთაებები ახინი და ამიში. მთელ კავკასიაშია გავრცელებული ლეგენდები საქონლის მფარველი ღვთაების მიერ გამოგზავნილი ძროხის ან ხარის შესახებ, რომელიც ნებაყოფლობით სწირავს თავს მსხვერპლად ამ ღვთაებას. ქართველებში ეს ლეგენდები უკავშირდება სხვადასხვა ღვთაების - თემის მფარველთა და ქრისტიან წმინდანთა კულტს. ქრისტიანული ეკლესია იყენებდა ლეგენდებს ცხოველის შესახებ, რომელიც თვითონ მოდის მსხვერპლად შეწირვის ადგილას. მაგ. ილორის ტაძარში წმინდა გიორგის დღეობაზე სასწაული ხდებოდა: მოდიოდა ოქროს რქიანი ხარი, რომელიც თითქოს დღესასწაულის წინა ღამით თვით წმინდანის მიერ იყო მოყვანილი. ქართული ლეგენდის თანახმად, თავდაპირველად ღვთაება ირემს გზავნიდა. ნებაყოფლობითი მსხვერპლის მოტივი უახლოვდება შესაბამის ანტიკურ და ძველაღმოსავლურ მოტივებს.

 

კავკასიის მთიელებში ცნობილია მიწათმოქმედების, ნაყოფიერების და მოსავლის ძველი ღვთაებები, როგორებიც არიან აფხაზური ჯაჯა და ანაპა-ნაგა, ადიღეური ტხაგალეჯი, ჩეჩნურ-ინგუშური ერდი, თუშოლი (რომელიც ქართველებშიც არის ცნობილი), დაღესტნური იდორი, კვარა და სხვ. არსებობენ ხელობის მფარველი ღვთაებები (კერძოდ, ქართული ლამარი, აფხაზური ერიში - ქსოვის, საუნაუ - ფქვის და სხვ.)

 

იბერიულ-კავკასიურ მითოლოგიაში შემონახულია წარმოდგენები კეთილი და ბოროტი სულების, ტყის კაცების შესახებ, რომლებიც მოგვიანებით ქრისტიანობის და ისლამის გავლენით ეშმაკის, შაითანის, იბლისის შესახებ წარმოდგენებს შეერწყა. ჩეჩნურ-ინგუშურ მითოლოგიაში კეთილი სულების - მფარველების როლში გვევლინებიან ტარამები; ბევრია ბოროტი სული - ალმაზები, ხუნ საგი, უბური, ვოჩაბი, გამსილგი. ბოროტ სულთა შორის ბევრი სხვადასხვა დაავადებას განასახიერებს. დაღესტნის ხალხებში შაითანები წარმოადგენენ თმებით დაფარულ ანთროპომორფულ არსებებს გადმოტრიალებული ხელ-ფეხით და ადამიანზე დაბლები არიან. ისინი განცალკევებულად ცხოვრობენ და ისეთივე ცხოვრებას ეწევიან, როგორსაც ადამიანები: ქორწინდებიან, შობენ შვილებს (მძიმე მშობიარობის დროს დამხმარე ქალს იწვევენ); უყვართ ცხენებით სეირნობა. ზოგჯერ ნაცნობი ადამიანის სახეს იღებენ. ზოგჯერ, თუ ადამიანმა სიკეთე და ზრუნვა გამოამჟღავნა, შაითანი მას მდიდარ ადამიანად აქცევს. ბოროტი შაითანები ცვლიან ახალშობილებს, ხელს კრავენ უფსკრულის კიდეზე მდგომ ადამიანებს, აჩერებენ წისქვილებს და ა.შ. მთის ხალხის რწმენით, ყურანისეული ლოცვა შაითანისგან იცავს. ავარებთან შაითანებს საკუთარი სახელები აქვთ: იტუ, ტიტუ, ნისკუ და სხვ. შაითანთა სახესხვაობას წარმოადგენენ ვასვასინეკალი (ჯერ კიდევ არდაბადებულ ადამიანს დაავადებებს მოუვლენს), კეხაი (კისერს უმრუდებს ადამიანს, აბნევს მას, უმთავრესად კი საქონელს ერჩის), ჟუნდული (ჩვეულებრივ, იცავს ადამიანს, მაგრამ მის მაწყენარს დაავადებებს მოუვლენს - სახის კრუნჩხვებს, აჯადოებს) და სხვ. ჯინები, რომლებიც დაღესტნურ მითოლოგიაში გვხვდებიან, იყოფიან თეთრ ჯინებად, რომლებიც მფარველობენ ადამიანებს, ხელს უწყობენ გამდიდრებაში (გამდიდრების საიდუმლოს გამამხელელი ადამიანი სასტიკად ისჯება ჯინის მიერ) და შავ ჯინებად, რომლებიც აგიჟებენ ადამიანს. ქართულ მითებში გვხვდება ბოროტი სულები - დევები და ქაჯები, რომლებიც ქვედა სამყაროში ცხოვრობენ.

 

მითოლოგიური წარმოდგენების განსაკუთრებული პლასტი ვლინდება ეპოსში და ფოლკლორში. ჩრდილოეთ კავკასიის ხალხთა და აფხაზური ნართების ეპოსი და ქართული ამირანის ეპოსი, წარმოიქმნენ რა უხსოვარ წარსულში, სხვადასხვა ისტორიული ეპოქის ანაბეჭდს ატარებენ. ეპოსსა და მითს შორის საზღვარი ხშირ შემთხვევაში საკმაოდ პირობითია. ეპოსის გმირები ცხოვრობენ სამყაროში, რომლის სივრცე-დროითი მახასიათებლები მითიური სამყაროს შესაბამისი მახასიათებლების მსგავსია. ღმერთები გვევლინებიან გმირების დამხმარეების, მფარველების ან პირიქით მოწინააღმდეგეთა როლში. ნართულ ეპოსში ღმერთები დებეჩი და ტლეპში ღვთაებრივი მჭედლების ორ თაობას განასახიერებენ. დებეჩი გავარვარებულ ლითონს ხელით აძლევს ფორმას, ხოლო ტლეპში იგონებს მარწუხებს, უროს, გრდემლს, აკეთებს პირველ ნამგალს. იგი ასევე მკურნალობს ძვლების მოტეხილობებს (აქ ასახულია ლითონის ათვისების ეპოქის დროინდელი უძველესი წარმოდგენები, როდესაც მჭედელი, რომელსაც თაყვანს სცემდნენ, როგორც ღვთაების ყოვლისშემძლე რჩეულს, განასახიერებდა ზებუნებრივ ძალას, რომელსაც ლითონის დამორჩილება შეეძლო). მეორეს მხრივ, ეპოსის გმირები (ამირანი, აბრსკილი, სასრიკვა, სოსრუკო, ნასრენ-ჟაჩე, ბატრაზი, პხარმატი და სხვ.) აღსდგებიან თვით ღმერთის წინააღმდეგ და ცეცხლს მოუპოვებენ ხალხს, რაც მათ ბერძნულ პრომეთესთან ანათესავებს და საშუალებას იძლევა, ისინი კულტურული გმირების რიგში განვიხილოთ.

 

განასახიერებენ რა კეთილ საწყისს, ეპოსის გმირები ყოველთვის ეწინააღმდეგებიან ბოროტების, სიბნელის და მიწისქვეშა სამეფოს ქტონურ ძალებს, რომლებზეც გამარჯვება კოსმოსის მოწესრიგების სიმბოლოა. თავის საქმეებში გმირები მრავალ ღმერთს სჯობიან, ხოლო ზოგჯერ მათ მოწინააღმდეგედაც გვევლინებიან (ადიღეური სოსრუკო ღმერთებს სასმელს - სანოს წაართმევს და ადამიანებს აძლევს), ებრძვიან მათ და ხშირად იმარჯვებენ კიდეც (უაზირმესი კლავს ბოროტ ღმერთ პაკოს; ნასრენ-ჟაჩე აღსდგება ტხას მბრძანებლობის წინააღმდეგ, რის გამოც ოშხამახოს მწვერვალზე მიაჯაჭვავენ, საიდანაც მოგვიანებით ნართი ბატრაზი ათავისუფლებს).

 

უმეტეს შემთხვევაში ეპოსის გმირები სასწაულებრივად იბადებიან - უცოდველი ქალწულისგან, ქვისგან, ქალღმერთის და მონადირისგან (აბრსკილი, ამირანი, სასრიკვა, სოსრუკო, სოსკა-სოლსა). ნადირობას კავკასიურ ეპოსში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს, იგი წინ უძღვის ყველა მნიშვნელოვან გმირობას.

 

ეპოსის გმირთა გმირობები განასახიერებენ ბუნების მოვლენებს, ბუნებრივი ციკლების პერიოდულობას, ციურ მნათობთა მოძრაობის როტაციულ ხასიათს. თუმცა თვითონ გმირთა ქმედებების ციკლურობა უკვე დაკარგულია და მხოლოდ სიუჟეტის გარკვეული ელემენტები მიუთითებენ მათ თავდაპირველ ხასიათზე. მიწისქვეშა სამყაროდან მოილტვის ცოცხლად დამარხული ნართი სოსრუკო, ყოველ გაზაფხულზე გაისმის მისი კვნესა; სოსრუკოს მიწისქვეშა სამყაროში ჩასვლის დღეს იღვიძებს ბუნება, მიწა იცილებს ყინულს, ჩნდება წყაროები - სოსრუკოს ცრემლები. ყოველ წელს გვახსენებენ თავს კლდეზე მიჯაჭვული ან გამოქვაბულში გამომწყვდეული გმირები (ამირანი, აბრსკილი და სხვ.). აღმოსავლეთ საქართველოს მთიელთა ფოლკლორში შემორჩენილია სიუჟეტები გიორგის ყოველწლიური მოგზაურობის შესახებ ქაჯების ქვეყანაში. გიორგი, ამირანის და აშამეზის მსგავსად, იტაცებს მშვენიერ ქალებს, სიყვარულის და ნაყოფიერების ქალღმერთებს (ალბათ, ქაჯების მიერ მოტაცებულთ), ცხრასიმიან ფანდურს და გრდემლს, მოერეკება უზარმაზარ ჯოგს. ქაჯების ქვეყნიდან დაბრუნებისას თან მოაქვს მუსიკალური ინსტრუმენტი - გაზაფხულის სიმბოლო. ამირანი გადაივლის ზღვას და იტაცებს მშვენიერ ყამარს, ზეციურ, მზიურ ქალიშვილს, ღრუბელთა წინამძღოლის შვილს - გაზაფხულის სიმბოლურ სახეს. ამირანს გადაყლაპავს ვეშაპი, რომელიც სიბნელეს განასახიერებს, მაგრამ იგი ვეშაპს გვერდს გაუჭრის და გარეთ გამოდის. ნართები ჩადიან გმირობებს, რომლებიც აბედნიერებენ ადამიანებს და აყვავებენ ბუნებას. ნართი აშამეზი ბატრაზთან და სოსრუკოსთან ერთად მიწისქვეშა სამყაროში ჩადის, რათა დრაკონისგან მშვენიერი ახუმიდა გამოიხსნას და მოსტაცოს ჯადოსნური სალამური, რომლის დაკვრაც მძინარე ბუნებას აღვიძებს და განდევნის ზამთარს, რომელიც ჩამოწოლილა დედამიწაზე, ვიდრე სალამური დრაკონის ხელშია.

 

დაღესტანში, სადაც ნართების ეპოსი ფართოდ არ გავრცელებულა (აქ ცნობილია მხოლოდ ცალკეული სიუჟეტები ნართებზე, კერძოდ ნართ ბარხუზე) ეპიკური სიუჟეტები და მოტივები ტიპოლოგიურად ახლოს დგას ამირანის და ნართების ეპოსთან. ლეზგინების ეპოსის გმირი - შარვილი, რომელშიც გაერთიანებულია მითოლოგიური და ზღაპრული ნიშან-თვისებები, უზარმაზარ ძალას ფლობს: გრანიტის კლდეს ჰკვეთს, ასი ათას მეომარს ცვლის, შეუვალია ისრების და ხანჯლებისთვის; მტერი მასთან გამკლავებას მხოლოდ მოტყუების გზით ახერხებს. დაღესტნური ეპოსის ზოგიერთი გმირი ღმერთებს ებრძვის. ლაკების გმირი ამირი აღუდგება ღმერთ ზალს, რისთვისაც მას რკინის ჯაჭვით კლდეზე მიაბამენ. სხვა გმირი (ადამიანი მაჩალ-ლაშიდან) მთაში ყინვისგან გათოშილი ქალიშვილებისთვის ცეცხლს პარავს ღმერთს.

 

ყველაზე გავრცელებულ სიუჟეტებს შორისაა გმირების ბრძოლა ცალთვალა გოლიათებთან (ამირანი, ნართები; შდრ, ბერძნული ოდისევსის ბრძოლა ციკლოპ პოლიფემოსთან). ანალოგიური სიუჟეტები გვხვდება აგრეთვე კავკასიელ ხალხთა ფოლკლორში.

 

 

ქართული ხალხური ლექსი

 

თავფარავნელი ჭაბუკი

 

 შეიცავს სიეჟეტს გმირზე, რომელიც ყოველ ღამე გადაცურავს ზღვას თავის შეყვარებულთან შესახვედრად; ქალწული ანთებულ სანთელს ტოვებს ნაპირზე, რათა ჭაბუკს გზა მიასწავლოს, მაგრამ ბოროტი დედაბერის შელოცვით სანთელი ქარიშხლის დროს ქრება. ჭაბუკი ვერ აგნებს ნაპირს და იღუპება. ანალოგიური სიუჟეტები შემორჩენილია ადიღებშიც. ლეგენდის თანახმად, მშვენიერი ადიუხის სახლი დგას მდინარის ნაპირზე, რომელზეც გადაჭიმულია ტილოს ხიდი. თუ ადიუხის ქმარი სახლში გვიან ღამით ბრუნდება, იგი ფანჯრიდან თავის მანათობელ ხელებს უწვდის, რომელიც უნათებს გზას და ქმარიც ხიდზე ადვილად გადარეკავს ცხენებს. უმადური ქმარი უშლის ადიუხს ხიდის ხელებით განათებას. ბნელი ღამით იგი ვარდება ხიდიდან და იხრჩობა, რის შემდეგაც ადიუხი ცოლად სოსრუკოს მიყვება, რომელსაც მზის ატრიბუტიკა ახასიათებს. ადიუხის მანათობელი ხელები გვახსენებს ძველ მითს განთიადის ქალღმერზე, რომლის ვარდისფერი თითებიც ანათებს დილის ცას. ლეგენდის ქართულ ვარიანტში დაღუპული გმირი მის აქსესუარებთან ერთად (წითელი სამოსი, ანთებული სანთელი, ღამით ცურვა, ტვირთი, რომელიც მიაქვს და საბოლოოდ, სიკვდილი) ქალღმერთის სიყვარულის გამო დაღუპულ ღვთაებებს და გმირებს უახლოვდება.

 

"სიცოცხლის ხის" შესახებ ქართული მითიც მოგვითხრობს:

 

"მთაზე ცხრათვალა, ცასწვერმიბჯენილი ციხე დგას. აქ არის ღვთის კარი: ოქროს ტახტზე, ღმერთი ზის. აქვე დგას ქვესკნელში ფესვგადგმული ალვის "ხე". ალვის რტოებზე, თეთრმხრიანი ღვთისშვილები სხედან, ხოლო მის ფესვებში უკვდავების ვეშა-წყარო სჩქეფს. ციხიდან წყარომდე მიწი-მიწ დარანი ჩადის. (დარანი-კლდეში ანუ მიწის ქვეშ შესავლელი).

 

არსებობს მსოფლიო ხის სხვადასხვა ვარიანტები, რომლებიც ერთმანეთისაგან შედარებით ვიწრო ფუნქციური დატვირთვით გამოირჩევიან: სიცოცხლის ხე, ნაყოფიერების ხე, ცენტრის ხე, აღსავლის ხე, ციური ხე, შამანური ხე, მისტიური ხე, ცნობადის ხე. შედარებით იშვიათად გვხვდება კოსმიური ხის შემდეგი ვარიანტები: ბოროტების ხე, მიწისქვეშა ხე და სხვ.

 

კოსმიური ხის ერთ-ერთი ვარიანტია სიცოცხლის ხე. იგი თავის თავში მოიცავს სიცოცხლის მითოლოგიზირებულ წარმოდგენებს და აქედან გამომდინარე, თავისი არსით სიკვდილის, ბოროტების ხის პოლარულად განსხვავებულ მნიშვნელობას ატარებს. ხშირია შემთხვევებიც, როცა სიცოცხლის ხე ამბივალენტური სიდიდეა - ორივე ფუნქციის (სიკვდილ-სიცოცხლის) მატარებელი, რაც უბრალოდ იმითაა გამოწვეული, რომ, რომ სიკვდილის ან ბოროტების ხე ნაკლებად არის გავრცელებული არსებულ მითოლოგიებში.

 

სიცოცხლის ხის სიმბოლიკის საკრალურ მნიშვნელობას სიცოცხლე და უმაღლესი მიზანი - უკვდავება წარმოადგენს. ბევრ მითოლოგიურ სისტემაში აღწერილია სიცოცხლის მატარებელი ელემენტების ეტაპობრივი წარმოქმნის პროცესი (მცენარეები, ცხოველები, ადამიანები). ამის შემდეგ დგება პერიოდი, როცა პირველ ადგილზე გამოდის «კულტურული» შენაძენები (კულტურული გმირი ან ადამიანთა საზოგადოების სოციალური წყობა). სიცოცხლის ძირითადი ნიშანი თავის მსგავსის წარმოქმნასა და გამრავლებაში მდგომარეობს. ყოველ ცალკეულ სიცოცხლეს ოთხი სტადია ახასიათებს - დაბადება, ზრდა, დეგრადაცია და სიკვდილი . მითოლოგიურ და რელიგიურ სისტემებში განსაკუთრებით ხაზგასმულია სიცოცხლის აღმავალი ხაზი - დაბადებიდან ზრდის მაქსიმალურ სტადიამდე - ყვავილობასა და სიმწიფემდე.

 

მას შემდეგ, რაც ადამიანმა ხეში ხის სულის სხეული კი არა მხოლოდ მისი სამყოფელი დაინახა, გარკვეული წინსვლა მოხდა რელიგიურ აზროვნებაშიც. იმის მაგივრად, რომ ხე განეხილათ როგორც ცოცხალი და მოაზროვნე არსება, ადამიანი მასში ინერტულ, უსიცოცხლო მასას ხედავდა, რომელშიც სახლდება ღვთაებრივი არსება. გილგამეში ხუმბაბას, «კედარის ურჩხულს», მხოლოდ იმით ძლევს, რომ ზედიზედ მოჭრის შვიდ ჭადარს, რის შემდეგაც გოლიათი სასიცოცხლო ძალას კარგავს. ანალოგიურ ფუნქცია აქვს ჭადარს, რომელშიც ბატა თავის გულს მალავდა, ატისის ფიჭვის და ადონისის ბაღის მსგავსად, საითკენაც მიემართება ღვთაებრივი სიცოცხლე.

 

თავისთავად, ძალიან საინტერესოა მითი ადონისის დაბადებაზე. ერთ


ერთი ვერსიით, ასირიელი მეფის ტიანტის ასულ მირას (სმირნას), რომელიც აფროდიტემ დასწყევლა, საკუთარი მამა შეუყვარდება. ინცესტის შემდეგ, მეფე სასახლიდან გააძევებს თავის ასულს. გამწარებული მირა სთხოვს ღმერთებს: «ცოცხალმა რომ არ შევურაცხყო ცოცხლები, მკვდარმა მიცვალებულები, განმაშორეთ ორთავ სამეფოს...» ღმერთებს შეეცოდებათ იგი და მას ხედ (მსოფლიო ხედ) აქცევენ, რომლიდანაც ადონისი იბადება.

 

 

გადმოცემებში ხშირად გვხვდება სასიცოცხლო სუბსტანციის სხვა მატარებლებიც. მაგ. ნაყოფი - ბროწეული (მოგვიანებით იგი ვაშლმა შეცვალა), რომელიც უკვდავებისა და ხელდასხმის სიმბოლოდ აღიქმება მკვდრეთით აღდგომის შემდეგ.

 

მითოლოგიაში ქალი ხშირად მოიაზრება, როგორც ცხოვრების ხის სიმბოლო. ბიბლიური ევას სახელი, რომელიც სიცოცხლის ხის არექტიპია. ძველებრაულად ევა (IEVE) სიცოცხლეს ნიშნავს. უფრო მეტადაა გავრცელებული სიმბოლო, სადაც სიცოცხლის ხესთან დგას დედური ფუნქციების მატარებელი ქალი-ღვთაება რაც შეეხება სიცოცხლის ხესთან გამოსახულ დედობრივი ფუნქციების მატარებელ ხატ-ღვთაებას, ამ მხრივ მეტად საინტერესოა ხახულის კარედის ერთ-ერთ ფირფიტაზე ალვის ხის (ალვაზე და ძელი ცხოველზე მერე) ფონზე გამოსახული ღვთისმშობელი, რომელსაც ხელში თითისტარი უჭირავს. თითისტარის სიმბოლიკა ორგვარად შეიძლება იქნას გაგებული: ა) როგორც მსოფლიო ღერძის სიმბოლო - ბერძნული მითოლოგიის ღვთაებას, მოირების დედას - ანანკეს, მუხლებზე თითისტარი ედო, რომელიც სამყაროს ღერძთან იყო გაიგივებული. ბ)როგორც ერის მფარველობისა - ქრისტიანულ ტრადიციაში მოირები (ქართული «ბედის მწერლები») მფარველმა ანგელოზმა შეცვალა. გარდა მფარველი ანგელოზისა, რომლებიც კონკრეტულ ადამიანს უკავშირდება, ყველა ერი დაკავშირებულია მაღალი რანგის ღვთიურ არსებასთან (მაგ.მთავარანგელოზთან), რომელიც წარმართავს ერის სულიერ ცხოვრებას და მის მფარველად გვევლინება. ტრადიციის მიხედვით კი საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანადაა მიჩნეული.

 

სიცოცხლის ხესთან დაკავშირებული სხვადასხვა ტექსტებზე, რომლებშიც ფიგურირებენ: 1. სიცოცხლის მომნიჭებელი ქალური ღვთაება ხეში ან ხეზე; 2. ღვთიური სასმელი (სომა, ამბროზია, უკვდავების წყალი, თაფლი, სისხლი...) ან საკვები (სამოთხის ვაშლები, ჰესპერიდას ოქროს ვაშლები, იდუნის ვაშლები «უმცროს ედაში»), რომელიც ეძლევა მამაკაცური საწყისის მქონე არსებებს სასიცოცხლო ძალების გაძლიერება-განვითარებისათვის; 3. ჰიეროგამიის სხვადასხვა ვარიანტებში, საკრალური ქორწინების აქტებში:

 

მაგ. შუმერულ მითოლოგიაში გილგამეშმა ქალღმერთი ინანას სარეცელისათვის კოსმიური ხე მოჭრა: «ხის ფესვებში მოუნუსხავი გველი მოკლა, ხის რტოებში ფრთოსანი ანხუდი ბარტყებითურთ შეიპყრო, ხის შუაგულში ქალწულ ლილას სახლი დაურღვია... ...რტონი მისნი განკაფა, წმინდა ინანას ტახტისათვის უბოძა, საწოლისათვის უბოძა».

 

ხშირ შემთხვევაში, მკვდრეთით აღმდგარი ღმერთის შესამკობად ნახმარი ეპითეტები სწორედ სიცოცხლის ხესთანაა დაკავშირებული: იშთარი და თამუზი (თამუზი შედარებულია თამარისკთან და ტირიფთან), აფროდიტა და ადონისი (ადონისი მსოფლიო ხიდანაა დაბადებული, მის სისხლზე ამოდის ვარდი), იზიდა და ოზირისი (შემხვედრია და ვეღარ ვიპოვნე ოზირისის გამოსახულება ვაზის ლერწმებში, მისი სამარხის ახლოს ამოსული ხე, რომელზედაც ოზირისის სულია ფენიქსის სახით, ოზირისის სახის მწვანე ფერი და მისი სიმბოლო, ლერწმის შეკვრა, რომლებიც ერთმანეთშია ჩადგმული), კიბელა და ატისი (ატისი ჩასახულია ნუშის ან ბროწეულის ნაყოფისაგან), ქრისტე («ამოვა ყლორტი იესეს ღეროდან და მისი ფესვის ამონაყარი გაიხარებს»).

 

ამასთან, ხშირად აქტუალიზირებულია ქალური იპოსტასი. გაცილებით იშვიათია მამაკაცის გამანაყოფიერებელი ძალის სიმბოლიკა (დიონისე ვაზის მტევნებით ხელში, სხვადასხვა ფალიური სიმბოლოები). გვხვდება მამაკაცური და ქალური საწყისების მატარებელი ხე-სიმბოლოების წყვილიც ან ორი ხისაგან შექმნილი ქალისა და მამაკაცის სიმბოლოები (მაგ. სკანდინავიურ მითოლოგიაში ოდინი პოულობს და აცოცხლებს ქალისა და მამაკაცის ხის პირველსახეს იფანს და ტირიფს. საინტერესოა, ალბათ, რომ ქალისა და მამაკაცის შესატყვისი რუნების ზედდებისას მსოფლიო ხის ერთ-ერთ გავრცელებული ვარიანტი მიიღება. ).

 

კაბალისტიკაში კოსმიური სისტემის აღწერისას გამოიყენება კაბალისტური სიცოცხლის ხე - სეფიროთი. სეფიროთი წარმოადგენს რთულ, მრავალწახნაგოვან სიმბოლოს, რომელიც შედგება ათი მანათობელი სფეროსაგან, რომლებიც, თავის მხრივ, ქმნიან სამ სვეტს და გარკვეული წესით არიან ერთმანეთთან შეერთებულნი 22 არხით ანუ «გზით». აღნიშნული დიაგრამა ერთგვარი «კოსმიური პროექტია», რომელიც იძლევა სამყაროსა და ადამიანის, მათი შესაძლო ურთერთკავშირებისა და დამოკიდებულებების სქემატურ, კონცენტრირებულ აღწერას. (და აქ ეკოს ფუკოს ქანქარა მახსენდება და არც თუ უადგილოდ - რომანის არქიტექტონიკა მთლიანად სეფიროთის სქემას ეყრდნობა.)

 

სიცოცხლის ხის სიმბოლიკა ხშირად იყო აღრეული ცნობადის ხის სიმბოლიკაში. თავისთავად ცნობადი ხის სიმბოლიკა საკმაოდ ძველია და მან ზნეობრივი ფუნქცია მოგვიანებით შეიძინა. ძველ ეგვიპტურ «მიცვალებულთა წიგნში», არის ეპიზოდი, სადაც მიცვალებულს, რომელსაც ჩიტის სახე აქვს მიღებული ეპატიჟებიან სიკომოროს (?) ნაყოფის საგემებლად, ვინაიდან ყოველი, რომელიც ამ ხის ნაყოფს იგემებს, ღმერთი გახდება; სიკვდილი ადამიანს იმ ღვთიურ სამყაროში აბრუნებს, საიდანაც ის ამქვეყანად მოვლინებისათვის გამოაძევეს. ამ დროს ადამიანი შეიმეცნებს უდიდეს ჭეშმარიტებას თავის ღვთაებრივი წარმომავლობის შესახებ.

 

ძველ ბაბილონში ცნობილი იყო ორი ხე - სიცოცხლის ხე და ჭეშმარიტების ხე. გარკვეული მოსაზრებით მათ რიგს შეიძლება მივაკუთვნოთ შამანის ხეც, რომელზედაც ადეპტები ხელდასხმას ღებულობენ.

 

გარკვეულწილად, ცნობადის ხის ფუნქციებს ატარებს სკანდინავიური იგგდრასილიც, რომელზედაც ოდინი ცხრა დღის განმავლობაში ეკიდა, რათა რუნების საიდუმლოება შეეცნო. წმინდა ხის ბოდჰის ძირას იჯდა ბუდა შაკიამუნი, როდესაც გასხივოსნდა. ცნობადის ხე უნდა იყოს ინდურ ეპოსში - ბჰაგავატგიტაში - მოხსენიებული ხე აშვათჰაც:

 

განსაკუთრებით საინტერესო ტიპია ცნობადის ხე, რომლის ნაყოფსაც ხშირად გველი, გველეშაპი ან სხვა ხთონური არსებები, იცავენ. გმირი, იმისათვის რომ იგემოს აკრძალული ნაყოფი და შეიმეცნოს ჭეშმარიტება, მან უნდა გაიაროს გარკვეული გამოცდა (გავიხსენოთ არგონავტების მითი), შეძლოს ხთონური არსებების დამარცხება და მხოლოდ ამის შემდეგ აღწევს იგი სასურველ შედეგს.

 

ცნობადის ხის სახეცვლილი ვარიანტია დღეს მთელს მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული საშობაო ნაძვის ხეც. თავდაპირველად მას ვაშლებით რთავდნენ. მოგვიანებით, ვაშლები სხვადასხვა სახის სათამაშოებმა და მოსართავებმა შეცვალა.

 

...და აღმოაცენა ღმერთმან ქუეყნისაგან ყოველი ხე შუენიერი ხილვად და კეთილი საჭმელად და ხე ცხოვრებისა საშუალ სამოთხისა და ხე გამომრჩეველი ცნობისა კეთილისა და ბოროტისასა...

 [შესაქმე, II, 9).

 

პირველი ადამიანები ადამ და ევა სწორედ სიცოცხლისა და ცნობადის ხის არქეტიპებს წარმოადგენენ. პირველცოდვის მისტიური აზრიც სწორედ საწყისი არქეტიპებისაგან დაცილებაში მდგომარეობს. ადამმა და ევამ დაარღვიეს უფლის ნება და აკრძალული ხის ნაყოფი იგემეს. ...და აჰა, ადამ იქმნა, ვითარცა ერთი ჩუენთაგანი მეცნიერ კეთილისა და ბოროტისა...

 

მას შემდეგ, რაც ღმერთმა სამოთხიდან დაუტევა ადამ და ევა ... და განავლინა იგი უფალმან ღმერთმან სამოთხისაგან საშუებელსა საქმედ ქუეყნისა, რომლისაგან მიღებულ იქმნა. და განკაცდა ადამ და დაამკვიდრა იგი წინაშე საშუებელსა სამოთხისასა. და დააწესა ქერობინი და მოტყინარე მახვილი იქცევისი დაცვად გზისა ხისა ცხოვრებისას. ადამიანი მოკვდავი გახდა და დაეხშო ის ბჭე, საიდანაც ღვთაებრივ სიბრძნეს შეიმეცნებდა.

 

ძველებრაული ლეგენდის მიხედვით, ადამ სეთს, რომელმაც მოისმინა და გაიგო რა ადამისაგან პირველცოდვის შესახებ, 40 დღე იმარხულა, მარხვის დასრულების შემდეგ მას გამოეცხადა ანგელოზი უფლისა და მისცა მას რტო სიხარულისა. სეთმა იგი ადამს მიუტანა, რომელმაც მასში ცნობადის ხის რტო ამოიცნო. დარგო სეთმა ყლორტი და ამოვიდა ხე, რომლის სამი ტანი ერთმანეთში იყო გადახლართული (რიცხვი სამი უფლის სამ იპოსტასზე მიგვანიშნებს).

 

სიცოცხლის ხისგანაა გაკეთებული მოსეს კვერთხიც. ...და იყო ხვალისაგან და შევიდეს მოსე და აარონ კარვად საწამებლისა, და აჰა ესერა კუერთხი იგი აჰრონისი განედლებული იყო სახლსა ზედა ლევისსა: და მოეღო ფურცელი და გამოეღო ყუავილი და გამოსცა ნიგოზი. [რიცხვთა. 17:22-24]

 

შუა საუკუნეებში ძველი აღთქმის სიუჟეტებზე შექმნილ მიდრაშიმში მოსეს კვერთხის წარმოშობაზე ამგვარადაა მოთხრობილი: მე (მოსემ) ვკითხე მას (ციფორას ან სეფორას, არ ვიცი ზუსტად) საიდანაა აქვს მას (იოთორს) ეს კვერთხი? მან მიპასუხა: ეს ის კვერთხია, რომელიც უფალმა შაბათ საღამოს შექმნა, სამყაროს შექმნის შემდეგ (აქაც, ამ ლეგენდაში დაცულია შესაქმისეული თანმიმდევრობა – სამყაროს შექმნის შემდეგ უფალი ქმნის კვერთხს, რომელიც მსოფლიო ხის ერთ-ერთი სიმბოლოა). უფალმა იგი პირველ ადამიანს გადასცა (იგულისხმება ადამ სეთი), მან გადასცა ენოქს, იმან ნოეს, ნოემ სემს, სემმა აბრაამს, აბრაამმა იაკობს. იაკობმა კვერთხი ეგვიპტეში მოიტანა და თავის შვილს, იოსებს გადასცა. როცა იგი მოკვდა, ეგვიპტელებმა კვერთხი მისი სახლიდან გამოიტანეს და ფარაონს მიართვეს. ფარაონის გული კვერთხის დანახვაზე სურვილით აენთო, მოიპარა იგი და თავის სახლში წაიღო. ამ ხეზე ამოკვეთილი იყო ღმერთის სახელი და ათი უბედურება, რომელსაც ღმერთი თავს დაატეხდა ეგვიპტეს. უამრავი დღე და უამრავი წელი იდო ეს კვერთხი მამაჩემის სახლში, სანამ მან ერთხელ ხელში არ აიღო იგი, გავიდა ბაღში და მიწაში ჩაარჭო იგი. როდესაც ის (მამაჩემი) კიდევ გავიდა ბაღში, რათა მოეტანა კვერთხი, მან დაინახა, რომ კვერთხი გაყვავებულიყო».

 

აქ ჩნდება ერთი საკურადღებო პარალელიც ამირანის თქმულების ერთ-ერთ ვარიანტთან. როდესაც ამირანი და ღმერთი ებრძვიან ერთმანეთს, ღმერთი სამჯერ იმეორებს საკრალურ აქტს - მიწაში ჩაარჭობს თავის კვერთხს, რომელიც უცბად ღრმად გაიდგამს ფესვებს. ამირანი ორჯერ დაეჭიდება და მოგლიჯავს ხეს, მესამედ კი ვერა. მხოლოდ ამის შემდეგ მიაჯაჭვავს ღმერთი ამირანს კლდეზე. კვერთხი თავად ღმერთმა უბოძა მოსეს. ...და მოიღო მოსე კუერთხი იგი ღმრთისამიერი ხელითა თვისთა [გამოსვლათა, IV, 21]. კვერთხის გველად ქცევის მომენტიც არ არის შემთხვევითი. და შევიდეს მოსე და აჰრონ წინაშე ფარაოსა და მსახურთა მისთა და ყვეს ეგრე, ვითარცა უბრძანა მათ უფალმან, და მიაგდო აჰრონ კუერთხი იგი წინაშე ფარაოსა და წინაშე მსახურთა მისთა და იქმნა იგი ვეშაპ [გამოსვლათა, VII, 10].

 

მოგვიანებით კვერთხი, ზედშემოხვეული გველით ხელდასხმისა და ინიციაციის სიმბოლო ხდება. ამგვარი კვერთხი ჰერმესის (მერკურის) უცვლელი ატრიბუტია, რომელის მეშვეობით მას შეეძლო არა თუ უბრალო მიკვდავნი, არამედ თავად ღმერთებიც დაეძინებინა და სურვილისამებრ გაეღვიძებინა. ჰერმესი ერთგვარი შუამავალია სიკვდილ-სიცოცხლეს შორის. მისი ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია სწორედ მიცვალებულთა სულების გადაყვანა იყო ჰადესში. კადუცეუსი ასკლეპიოსის (ლათინიზებული ვარიანტით – ესკულაპეს) ატრიბუტიცაა (შურეს დიად ხელდასხმულნში. რამას ციკლში, სადაც აღწერილია რამას მიერ ჭირის ფითრით განკურნების ეპიზოდი, მოხსენიებულია რამას ერთ-ერთი ზედწოდება «Aesc-beylhopeე», რომელიც ნიშნავს ხსნის იმედი ტყეში იმალება. შურეს აზრით, სწორედ ამ სახელიდან შექმნეს ბერძნებმა მოგვიანებით ასკლეპიოსი.)

 

სიცოცხლის ხისგანაა გამოთლილი ის სვეტიც, რომელიც სოლომონის ტაძრის ლეგენდაში გვხვდება. სოლომონს სურდა ძელი ტაძარში სვეტად გამოეყენებინა (კოსმიური ხის კიდევ ერთი იზოფუნქციური სიმბოლო - სვეტი, საყრდენი, რომელსაც ზეციური სამყარო ეყრდნობა), მაგრამ ვერ შეძლო. ძელი მდინარეზე გადეს და იგი ხიდის (ხე მაინც არ კარგავს თავის საკრალურ ფუნქციას, იგი ჰორიზონტალურ სიბრტყეშიც «ხიდის» მოვალეობას ასრულებს) მოვალეობას ასრულებდა სანამ საბას (შიბას) დედოფალმა არ ნახა და მისგან ჯვარი არ გააკეთებინა. ლეგენდის მიხედვით სწორედ ამ ჯვარზე ევნო იესო ქრისტე.

 

როგორც ვხედავთ, ბიბლიური სიცოცხლის ხემ გარკვეული ტრანსფორმაცია განიცადა და მან ჯვრის სახე მიიღო. სტრუქტურულად და ქრონოლოგიურადაც იგი წარმოადგენს შუალედურ სიმბოლოს მსოფლიო ხესა და ადამიანს შორის, როგორც ორივე მათგანის გეომეტრიული გამოხატულება.

 

თავისთავად ჯვრის სიმბოლო უძველესია. მოგვიანებით იგი სიკვდილ-სიცოცხლის უნივერსალური სიმბოლო ხდება. კაცობრიობის ისტორიაში ქრისტეს იმპულსის შემოტანამ და გოლგოთის მისტერიამ გარკვეულწილად შეცვალა ეს არქეტიპი. ის მისტიური აქტი, რომელიც პირველცოდვისას მოხდა (ევასა და ადამის დაშორება საწყისი არქეტიპებისაგან, რომელიც მარადიული სიცოცხლისა და უკვდავებისაგან დაცილებას ნიშნავს) მეორდება, ოღონდ პირიქით. ჯვართან დაკავშირებული ძირითადი მითოლოგემა უკავშირდება ადამიანს და ღმერთკაცს, რომელიც კვდება, რათა ჯვარზე სიკვდილით საუკუნო სიცოცხლე მოიპოვოს. ჯვრის სიმბოლოს ამგვარი ორმაგი ორიენტაცია ხსნის მასთნ დაკავშირებულ კიდევ ერთ არსს - არჩევანის გაკეთების უნარი და უფლება სიკვდილსა და სიცოცხლეს, ბედნიერებასა და უბედურებას, სიხარულსა და მწუხარებას შორის. ამ ნებელობითი არჩევანის დატვირთვა აქვს ქრისტეს ჯვარცმასაც.

 

ჯვარზე გაკვრით აღსრულდა უდიდესი მისტერია კაცობრიობის ისტორიაში. მაქსიმალური საკრალური დატვირთვა გააჩნია იმ დროსა და ადგილს სივრცეში, სადაც და როდესაც ხდება მისი აღმართვა. ორი ეპოქის გადაკვეთაზე, ჯვარი - სიცოცხლის ხის სიმბოლო - ერთგვარი შემობრუნების წერტილის, ახალი ეპოქის დასაწყისზე მიგვანიშნებს ადამიანის მიმართებაში ზეციურ სამყაროსთან.

იახსარი აღმოსავლეთ საქართველოს მთიელების (ფშავ-ხევსურეთი) მითოლოგიაში ღვთაება ხვთისშვილთა (ღმერთის შვილთა) რიგიდან. სხვა ხვთისშვილებისგან განსხვავებით, იახსარი ზეციურ მოციქულად ითვლებოდა, რომელიც სვეტის ან ჯვრის სახით წარმოსდგებოდა. იახსარს თაყვანს სცემდნენ, როგორც ბოროტ ძალებთან - დევებთან, ქაჯებთან, ეშმაკებთან და სხვ. მებრძოლ ღვთაებას, რომელიც იცავს როგორც მისი მფარველობის ქვეშ მყოფ ადგილს, ისე ყველა ადამიანს, ვინც შველას ითხოვს. ხალხური რწმენის მიხედვით, იახსარი განდევნის ბოროტ სულებს სულიერად დაავადებული ადამიანისგან და უბედური შემთხვევით (მეხის დაცემა, ზვავში მოყოლა და ა. შ.) გარდაცვლილთაგან. ამ ფუნქციების გამო და ასევე მოსახლეობის მიგრაციის შედეგად იახსარის კულტმა ფართო გავრცელება ჰპოვა აგრეთვე თუშეთში, მთიულეთში, გუდამაყარში, ერწო-თიანეთში და სხვა რაიონებში. იახსარს უკავშირდება გამარჯვება დევებზე, რომლებიც ავიწროებდნენ ფშავ-ხევსურეთის მოსახლეობას, ბილწავდნენ მათ სალოცავებს, პატივს ჰყრიდნენ მათ ქალებს, კლავდნენ ბავშვებს. ამით შეწუხებულმა მთიელებმა თავიანთ ღვთაებებს მიმართეს და სთხოვეს დახმარება დევების განდევნაში. ღმერთის კართან სათათბიროდ შეკრებილმა ხვთისშვილებმა უზენაეს ღმერთს დევების დასჯა სთხოვეს. წინამძღოლის ასარჩევად ღმერთმა ხვთისშვილთა ძალა გამოსცადა. შეჯიბრში იახსარმა და კოპალამ გაიმარჯვეს, რომლებიც ჩაუდგნენ კიდევაც ლაშქრობას სათავეში. მათ გაანადგურეს დევების ჯარი, მოკლეს მათი გოლიათები მუზა და ბეღელა. ამის შემდეგ დევები უხილავნი გახდნენ და სამუდამოდ მიატოვეს მათი მიწები. ზემოთ ვირია ქართულ მითოლოგიაში ღვთაება. აღმოსავლეთ საქართველოს მთიელთა წარმოდგენით კვირია ლოკალური სათემო ღვთაებების - ხვთისშვილთა წინამძღოლია, უზენაეს ღმერთსა და ადამიანებს შორის შუამავალი და სამართლის შემოქმედი. მისი ეპითეტებია კარავიანი და ხმელთმოურავი. კვირიას საპატივცემულოდ ეწყობოდა დღესასწაულები კვირიცხოვლობა, ხალარჯობა ღამისთევით, მსხვერპლის შეწირვით და საკულტო ნადიმებით. დღესასწაულების დროს მწვანე ტოტებით ქოხებს აშენებდნენ.

 

დასავლეთ საქართველოს მთიელებში კვირია ბუნების ნაყოფიერების მამაკაცური ღვთაებაა. მას ეძღვნებოდა ადრეული საგაზაფხულო დღესასწაულები, რომლებიც რვა ცალკეულ რიტუალს შეიცავდა. დღესასწაულთა დროს აშენებდნენ თოვლის კოშკს, აწყობდნენ მეზობელ სოფლებს შორის შეჯიბრებებს, მღეროდნენ ჰიმნებს, თამაშდებოდა სცენები, რომლებშიც თვალნათლივ მოსჩანდა ღვთაების ფალოსური ბუნება. დასავლეთ საქართველოს მთიელთა ცალკეულ სიმღერებში კვირია აგრეთვე უზენაეს ღვთაებად გვევლინება, რომელიც ზეცას და ზეციურ წყალს განაგებს. კვირიას ჰიმნს გვალვის დროს მღეროდნენ, რომ წვიმა მოსულიყო.

 

ზემოთ კოპალა ქართულ მითოლოგიაში ხევსურთა ლოკალური ღვთაება ხვთისშვილთა რიგიდან. ხალხური ეტიმოლოგია მის სახელს კომბალიდან აწარმოებს. კოპალა იახსართან ერთად ებრძვის დევებს და ამარცხებს მათ. მითის ზოგ ვარიანტში კოპალა ერწყმის იახსარს ერთ პერსონაჟად ან მის ორეულად გვევლინება (ამ შემთხვევაში კოპალა ხევსურული, ხოლო იახსარი ფშავური ღვთაებაა). კოპალას მთავარი სალოცავი ლიკოკის ხეობაში, კარატის მთის მწვერვალზე დგას. ხევსურთა რწმენით, კარატის ჯვრის თაყვანისცემა იცავს წყალში დახრჩობისგან და ზვავში მოყოლისგან, მას უკავშირდება მოჯადოებულთა და სულიერად დაავადებულთა განკურნება და სხვ. ზემოთ

 

 

მამბერი

 

ქართულ მითოლოგიაში მგლების მბრძანებელი. თაყვანს სცემდნენ სვანები და დასავლეთ საქართველოს სხვა მთიელები. როდესაც მამბერი კმაყოფილი იყო ადამიანებით, იგი მგლებს პირს უკრავდა, ხოლო განრისხების ჟამს, პირიქით, საქონელზე მიუშვებდა ხოლმე მათ.

 

ესევ ძალიან საინტერესოა - საუბარია იმ სოლარულ ნიშნებზე, რომლებზეც ჩვენ უკვე გვქონდა საუბარი სხვა თემებში - ის აშკარად ანატოლიური წარმოშობისაა. ალბათ საუბარი სვასტიკა და ბორჯღალოზე.

 

ნაწილიანი ქართულ მითოლოგიაში ადამიანი ან ცხოველი, რომელსაც ბოძებული აქვს ღვთაებათა წმინდა ნიშნები (ნაწილები). ცის ან მზის ღვთაება მას უბოძებს ჯვარს ან მზის გამოსახულებას, მთვარის ღვთაება - მთვარის ნიშანს და ა.შ. ნაწილიანებმა უნდა დამალონ მათი წილები, რომლებიც, როგორც ითვლებოდა, განლაგებულია მათ ბეჭებქვეშ მანათობელი ნიშნის ან სანთლის სახით. ნაწილიანის შესახებ წარმოდგენები, სავარაუდოდ უხსოვარ წარსულში წარმოიშვა; ეს დასტურდება არქეოლოგიური მასალით, რომელიც გვიანი ბრინჯაოს და ადრეული რკინის ხანას ეკუთვნის: ბრინჯაოს ქამრებზე ასახულ მითოლოგიურ სცენებში ფიგურირებენ ადამიანები ასტრალური ნიშნებით მხრებზე და ბარძაყებზე. ნაწილიანის კულტი ასახვას ჰპოვებდა ასტრალურ ღვთაებებთან ბავშვთა ზიარების რიტუალებში. სავარაუდოდ, ნაწილიანის შესახებ წარმოდგენებს უკავშირდება მეფეთა და დიდგვაროვანთა სამოსზე და აღჭურვილობაზე ასტრალური სიმბოლოების აღბეჭდვის ტრადიცია, რაც თითქოს მათაც ნაწილიანის კატეგორიას აკუთვნებდა.

 

ფშავლების წარმოდგენით ლაშარის ჯვრის მუხა ზეცასთან ოქროს შიბით (ოქროს ჯაჭვი) იყო დაკავშირებული, ანგელოზები ჩამოდიოდნენ და ხის კენწეროზე სხდებოდნენ ხოლმე. ზურაბმა ფშავი რომ ააოხრა, რა თქმა უნდა ამ მუხის მოჭრაც სცადა, (რომ ფშაველებს ხატის ყმობისთვის თავი დაენებებინათ და მისი ყმები გამხდარიყვნენ). მაგრამ ხეს რამდენჯერაც ცული დაარტყეს იმდენჯერ ნაფოტი უკან ეწებებოდა. მაშინ ერთმა ფშაველმა, გვარად აფციაურმა უღალატა თავისიანებს, და ზურაბ ერისთავს უთხრა, რომ ხის ტანზე კატის სისხლი წაესვათ. (ანგელოზები მოშორდებიან და ხესაც ადვილად მოჭრითო), ასე მოჭრეს ხე, მაგრამ ფშავლებმა არ მოითმინეს ეს ამბავი და დაამარცხეს ზურაბი.

 

რაც შეეხება ქართულ მითოლოგიურ გადმოცემებს, აქაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საკრალურ ხესა და მასთან დაკავშირებული რწმენა-წარმოდგენებს. საქართველოს სხვადასხვა მხარეში წმინდა ხედ ითვლებოდა: მუხა, ცაცხვი, ვაზი, ტირიფი, ალვა, იფანი...

 

წარმართი ქართველები თაყვანს სცემდნენ მუხას. მათი წარმოდგენით, მუხა მოიაზრებოდა როგორც ნაყოფიერების, სიუხვის, ბარაქის, ჯანმრთელობის სიმბოლო. კოტეტიშვილის აზრით, ზოგადად მუხა უკავშირდება ღრუბელთა და ჭექა-ქუხილის ღვთაებას, როგორც საქართველოში, ისე სხვა ქვეყნებში (იტალია, გერმანია, საბერძნეთი) , ვერა ბარდაველიძის აზრით კი – მზის ღვთაებას.

 

არგონავტების მითში ოქროს საწმისი მუხაზეა ჩამოკიდებული (ამ მხრივ საინტერესო საინტერესო პარარლი ჩნდება ხეთურ მითთან თელიფინუს შესახებ - მოკვდავი და აღორძინებადი ღვთაების - თელიფინუს წინ - ეიას წმინდა ხეს დგავენ, რომელზედაც ცხვრის ტყავს ჰკიდებენ (საკრალურ საწმისს), საწმისი კი ნაყოფიერების, გამრავლების, დღეგრძელობის და ყოველივე სიკეთის სიმბოლოა.). ვ. კოტეტიშვილს მიაჩნია, რომ ეს გარკვეული საკრალური აქტი იყო. «იგივე მნიშვნელობა აქვს დღემდე შემორჩენილ წესს საღვთო მუხებზე (ცაცხვზე, იფანზე) ჯიხვის თუ ირმის რქების მიკვრას, ფერადი ნაჭრების ჩამოკიდებას, ღაზლის ძაფის ჩამოკიდებას.

 

მუხის კულტის კვალი ჩანს ქართულ ხალხურ სიმღერებში, უძველეს თქმულებებსა და ზღაპრებშიც. მუხა, როგორც უკვე აღვნიშნე, ნაყოფიერებისა და სიცოცხლის მომნიჭებელ ძალად იყო მიჩნეული. ეს მოტივი კარგად ჩანს ლექსში მამლი მუხასა: მუხა წონწილებს, წონწილებს, მამლი მუხასაო, წონწილებს და წაიქცევა, მამლი მუხასაო, მუხისა ნადგომსა ძირსა, მამლი მუხასაო, შიგაც რომ წყალი დგებოდა, მამლი მუხასაო, იქაც რომ თევზი ჩნდებოდა, მამლი მუხასაო, იმასაც ხომ დაჭერა უნდა, მამლი მუხასაო, რითა და რითა შენ, ბიჭო, მამლი მუხასაო, რითა და მოსეს ბადითა, მამლი მუხასაო ...ჩიტი ღობეზე შემოჯდა, მამლი მუხასაო, იძახდა ქიშმიშობასა, მამლი მუხასაო ღმერთმან ყველანი მოგასწროთ, მამლი მუხასაო აღდგომა-ქრისტეშობასა, მამლი მუხასაო.

 

ლექსში საინტერესოა თევზის გაჩენის მომენტიც. აქ თევზი შემთხვევით არაა მოხსენიებული. თევზი, ისევე, როგორც მუხა ძველ მითოლოგიაში გარდაცვლილი და მკვდრეთით აღმდგარი ნაყოფიერების ღვთაების სიმბოლოა (ბევრ სხვა ქვეყნებში თევზი ხელახალი დაბადების სიმბოლოა). შემთხვევითი არ არის მისი კავშირი ქრისტესთანაც. ადრეულ ქრისტიანულ ლიტერატურაში იესო ქრისტე პირდაპირაა მოხსენიებული თევზად, ხოლო ქრისტიანები მეთევზეებად. (ქრისტე პეტრეს და ანდრიას ეუბნება «მომყევით მე და ადამიანის მებადურებად გაქცევთ».) რიტუალური ნაწილის კვინტესენციას წარმოადგენს მისი დასარული, სადაც კრისტალიზებული სახით არის მოცემული ლექსის არსი. გიორგი ჩიტაია, სიცოცხლის ხის მოტივი ლაზურ ორნამენტში გამოკვეთილად საუბრობს სიცოცხლის ხის ჩანაცვლებაზე ნაყოფიერების მომნიჭებელი ძალით - თევზით.

 

საქართველოში წმინდა ხეთა შორის ყველაზე უფრო გავრცელებული მუხისა და ცაცხვის თაყვანისცემა იყო - აღნიშნავს ვერა ბარდაველიძე. ქართული გადმოცემა მოვგითხრობს, რომ მცხეთის სვეტიცხოვლის ეკლესიის ადგილზე ძველად მდგარა უზარმაზარი წმინდა მუხა, რომელსაც ხალხი თაყვანს სცემდა. მეფის გაქრისტიანების შემდეგ მუხა მოუჭრიათ და მის ადგილზე ჯერ ხის, შემდეგ კი ქვის ეკლესია აუშენებიათ.

 

მარტვილის ეკლესიის დაარსების ლეგენდის მიხედვით, დღევანდელი მარტვილის ეკლესიის ადგილას წმინდა მუხის ხე მდგარა, რომელთანაც პირველშობილი ვაჟები მიჰყავდათ და სწირავ¬დნენ (ამგვარი მსხვერპლთშეწირვის რიტუალზე ლაპარაკობს ესაია: რომ გახურებულხართ მუხებს შორის, ყოველი ხემხვივანის ქვეშ, ბავშვთა დამკვლელნო ხევებში, კლდეთა ნაპრალებში (ესაია 57:5), სადაც ფრეზერის აზრით, აღწერილია მოლოქისადმი ბავშვების მსხვერპლად შეწირვის ჩვეულება, როდესაც, მოკლული ბავშვის სისხლს უსვავდნენ წმინდა მუხას, ან სისხლი რამენაირი ფორმით მიჰქონდათ შესაწირავად). მოგვიანებით ეს სასტიკი რიტუალი ღორების მსხვერპლთ¬შეწირვით შეცვლილა, ხოლო I საუკუნეში, გადმოცემის მიხედვით, ეს ხე ანდრია პირველწოდებულს მოუჭრევინებია და მის ადგილზე მარტვილის სახელით ცნობილი ეკლესია აუშენებიათ.

 

მუხისა და ცაცხვის თაყვანისცემაზე მეტყველებენ გეოგრაფიული ტერმინებიც. ამ მხრივ აღსანიშნავია «რკონი» და «ჭყონდიდი». ეს უკანასკნელი მეგრულად «დიდი მუხის სალოცავს ნიშნავს». რკონის ღვთისმშობლის ეკლესიის მახლობლად ცაცხვის ხეა, რომელიც წმინდა ხედ ითვლება (ხო იყავით წასულები ცოტა ხნის წინ). მაგრამ სახელწოდება «რკონი» მიგვანიშნებს იმაზე, რომ აქ ცაცხვზე ადრე მუხის თაყვანისცემა უნდა ყოფილიყო გავრცელებული.

 

მუხასთან ერთად დიდ თაყვანს სცემდნენ ცაცხვს, იმერეთში ცაცხვის შეშად მოჭრა და მისი შეშად ხმარება დიდი ცოდვა ყოფილა. იმ ადგილებში კი, სადაც ეკლესია არ იყო, მის მაგივრობას ცაცხვის ხეები სწევდნენ.

 

ხელშეუხებელი და შეუვალი იყო ფშავში სამლოცველო ხატების ადგილზე გაშენებული წმინდა ტყეები. სვანეთში კი გვხვდება ასწლოვანი ხეებით დაფარული ადგილები, იქიდან ნაფოტის გამოტანაც კი ღვთის რისხვას იწვევდა, მოავლენდა უჩვეულოდ მსხვილ სეტყვას. სვანეთში ასეთ წმინდა ხეებად ითვლებოდა ფიჭვისა და ნაძვის ხეები, მათთვის შესაწირავიც კი მიჰქონდათ და იქვე ლოცულობდნენ (საკრალურ ხეთა ჩამონათვალში არსად, არც ერთ წყაროში არ შემხვედრია წიფელა. თუმცა, რაჭაში, სოფელ შქმერის ზემოთ მინახავს ასეთი წმინდა ტყე – წიფლის უზარმაზარი ხეებით დაფარული მომცრო გორაკი, რომელსაც იქაურები ქოლოსს (!?) უწოდებენ).

 

ბარდაველიძეს მიაჩნია, რომ ხეებთან და ხევნარ-ტყესთან მჭიდროდ არის დაკავშირებული წმ.გიორგისა და ღვთისმშობლის სახელები. ამას ადასტურებდა ქართული გადმოცემები და ლეგენდები. ისინი პირდაპირ მიუთითებენ წმინდა მუხის კავშირს წმინდა გიორგის კულტთან. ერთი გურული ლეგენდის თანახმად, მას შემდეგ, რაც XVII ს-ში ლეკებმა გურია დაარბიეს და დაანგრიეს წმ.გიორგის სახელობის ეკლესია, სოფლის მცხოვრებლებმა წმ.გიორგის ხატი მუხაზე იპოვეს და რამდენჯერაც სხვა ადგილზე გადაიტანეს, იმდენჯერ დაუბრუნდა წმინდა ხეს. შემდეგ ხალხმა მოჭრა ხე და მის ადგილზე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია ააგო.

 

მარადმწვანე ურთხელის კულტი საქართველოს სხვადა¬სხვა კუთხეში არსებობდა. ეს ხე თითქმის ყველგან გვხვდება სხვადასხვა სახელწოდებებით. სამეგრელოში არსებობდა დღესასწაული - ურთხაობა, რომელიც გაზაფხულზე ტარდებოდა. რიტუალის შესასრულებლად მაღალ ურთხელს ირჩევდნენ, ხესთან შესაწირავით მიდიოდნენ და ლოცულობდნენ. ლოცვაში «წმინდა ხედ» მოიხსენიებოდნენ და შესთხოვდნენ საქონლის გამრავლებას, უხვ მოსავალს, ბედნიერებას, ავი თვალისაგან დაცვას. თავისთავად, საკმაოდ საინტერესოა ურთხაობის რიტუალი (ისევე როგორც სხვა რიტუალები ჩემთვის), თუმცა ამ რიტუალების ცალ


ცალკე აღწერა ბევრ დროსა და ადგილს მოითხოვს. თუ დაგაინტერესებთ ვინმეს, მიგითითებთ მერე წყაროებს. ერთზე შევჩერდები მარტო. სამეგრელოში ურთხელს შვილების გამრავლებასა და გამარჯვებას შესთხოვდნენ. ამ რიტუალს ოჯახის დედა ასრულებს. ხესთან მოჰქონდათ მჭადის ფქვილისა და ღერღილისაგან გამომცხავარი კვერები, რასაც ურთხელის წიწვს ურევდნენ, კვერებს აცხობდნენ როგორც შვილების, ისე ხის სახელზეც და ლოცულობდნენ. თუ ბავშვი თან არ ახლდა დედას, მაშინ მას ურთხელის ტოტი სახლში მოჰქონდა და ავადმყოფი ბავშვის ოთახის კარზე დაამაგრებდა. ერთი კვირის შემდეგ კი ადრიანად მივიდოდა ხესთან და კვლავ შესთხოვდა ხეს ბავშვის ჯანმრთელობას. ლოცვით ხეს დაჩოქილი შემოუვლიდა. შემდეგ ნახშირიანი ხელით ხეს ჯვარს დაუსვამდა და შუბლს მაგრად მიადებდა, რომ ჯვრის გამოსახულება გადასვლოდა, სახლში დაბრუნებული კი ბავშვს მიადებდა შუბლს მაგრად, რომ ჯვრის გამოსახულება აღბეჭდილიყო.

 

 

ურთხელის კულტის ნაკვალევი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ეთნო¬გრაფიულ ყოფაშიც ვლინდება. ურთხელი წმინდა ხედ იყო მიჩნეული ფშავში. მისი ხელის ხლება და მოჭრა სასტიკად იკრძალებოდა. მას სალოცავთან ახლოს რგავდნენ. ის დაკავშირებული იყო მიცვალებულის კულტთანაც. ფშავში გავრცელებული წეს-ჩვეულების თანახმად, თუ ვინმე უგზო-უკვლოდ იკარგებოდა, მის სახელზე მოჭრიდნენ მის სიმაღლე ურთხელს და რიტუალის გათვალისწინებით და ყველა წესის დაცვით დაკრძალავდნენ.

 

კოსმიური ხის გამოვლინება ჩანს ქართულ ორნამენტშიც. ამ მხრივ აღსანიშნავია «სიცოცხლის ხის» მოტივის არსებობა ლაზური ტიპის სახლის შემკულობაში, რომელიც შეისწავლა გიორგი ჩიტაიამ. ეს მოტივი ხშირად გვხვდება ლაზურ ორნამენტში, როგორც ბუხრის შემკულობის ხის ნაწილებში, ასევე ბუხრის კამარებზე. მეცნიერი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სიცოცხლის ხის მოტივი წარმოდგენილია სწორედ ოდაში და არა სხვაგან. ოდის აუცილებელ ატრიბუტს ბუხარი შეადგენდა, რომელიც საოჯახო კულტის ცენტრს წარმოადგენდა და ისევე როგორც კერია, წმინდა ადგილად ითვლებოდა. მკვლევარი სიცოცხლის ხის მოტივს უკავშირებს არა მარტო ცეცხლსა და კერას, არამედ მიცვალებულის (წინაპრის) კულტსაც. ისე, ცნობისათვის, ძალიან საინტერესო წიგნია. აღარა მაქვს, თორემ არ დაგზარდებოდით და დავასკანერებდი რაღაცეებს.

 

ჩვენს მიერ განხილულ მაგალითებში საკრალური ხე უკავშირდება რა ერთის მხრივ ცეცხლსა და კერიის კულტს, მეორეს მხრივ მიცვალებულთა კულტს. ის წარმოადგენდა ამაღორძინებელ, გამანაყოფიერებელ და მაცოცხლებელ ძალას.

 

ამასთან დაკავშირებით აღსანიშნავია ისიც, რომ სიცოცხლის ხის ეს სიუჟეტი მრავლად მოიპოვება საფლავის ქვებზეც. იმერეთსა და ქართლში, ჩიტაიას აზრით, ის უშუალოდ დაკავშირებულია მიცვალებულის კულტთან. მის არსებობა მიცვალებულთა კულტში გამართლებულია შემდეგი შეხედულებებით - საიქიოს სააქაოდ გაგრძელებად წარმოდგენა.

 

ძალიან საინტერესო მოტივები ვნახე წელს თუშეთშიც. ძველ ომოლში, ერთ


ერთ კოშკში მუზეუმი გაუხსნიათ, სადაც, ძველი საფლავის ქვებზე ნაპოვნი სიუჟეტების ასლები შეგიძლიათ ნახოთ. მართალია ამ ასლების გვერდით უცნაურ რაღაცეებსაც წააწყდებით (მაგ. ერთმანეთის ქვეშ ლამაზი კალიგრაფიით მიწერილი რომელიღაც ხვთისშვილის გამონათქვამი, იუნგის ციტატა არქეტიპების შესახებ და ნაწყვეტი შტაინერის რომელიღაც წიგნიდან), მაგრამ ეგ არაფერი - მოტივები მართლა საინტერესოა და არც ის ვიცი ჩართულია თუ არა უკვე რომელიმე გამოცემაში.

 

 

* *

აბაკელია საკრალური ხის სიმბოლოებს საქართველოში სტატიკურ და მობილურ სიმბოლოებად აჯგუფებს. [ნ.აბაკელია, მითი და რიტუალი ქართულ კულტურაში] სტატიკურ სიმბოლოთა რიცხვს მიეკუთვნება დედაბოძი, რომელიც საცხოვრებელისათვის (თავის მხრივ, საცხოვრებელი თავისი კამარითა და კერიით, მიკროკოსმოსს ეთანადება) საყრდენს წარმოადგენს და მსოფლიო ხის ფუნქციას ასრულებს. დედაბოძთან, კერიასთან სრულდება საკრალური ხის სიმბოლიკასთან დაკავშირებული მრავალი რიტუალი, საახალწლო, საქორწილო და ა.შ., რომლებიც ჩვენთვის საინტერესოა. დედაბოძი ასევე მარადიულობის სიმბოლოცაა.

 

ჟინი ორთას რიტუალში მკაფიოდაა გამოხატული მსოფლიო ხისა და მასზე ჩამოკიდებული შეწირული ფრინველის სიმბოლიკა. რიტუალი ზაფხულში ტარდებოდა: ოჯახის უფროსი (მამაკაცი) საიდუმლოდ ასრულებდა ლოცვას ტყეში, ხეების ქვეშ. რიტუალისათვის მას სახლიდან მიჰქონდა დანა, შეშა, წყალი, ცეცხლი, ორი მჭადის კვერი და ერთი მამალი. მამალს ტყავს აძრობდა (ბუმბულიანად და ფრთებიანად) და ჰკიდებდა ხის წვერზე. ლოცვის დასრულების შემდეგ, მამაკაცი უხმობდა თავის ვაჟიშვილებს. ისინი ერთად წვავდნენ და შეექცეოდნენ სამსხვერპლო მამალს. თუ ერთი წლის მანძილზე მეხი მოკლავდა ცხოველს, ეს ჟინი ორთას  რისხვას მიეწერებოდა.

 

საკრალური ხის სიმბოლო ნათლად ჩანს ლეჩხუმში დადასტურებულ რიტუალში ბატონების მისართმევი ხის ტოტის სახით, რომელიც წარმოადგენდა აყვავებულ ხის ტოტს, მორთულს სხვადასხვა ფერის ბაფთებით, ხილით, წითელი კვერცხებით, ფრინველების შეღებილი გმოსახულებებით და სხვა. რიტუალს ხვამლობა  ეწოდებოდა. ხვამლობა, რომელიც ქრისტიანულ სულთმოფენას ესადაგება, მოძრავი დღესასწაული იყო. ამ დღეს ყველა ასრულებდა ლოცვას, სახლში დააბრუნებდნენ

 ტაბლას და ნიგვზის ხის ქვეშ გავიდოდნენ. აქ სრულდებოდა სახვამლობო რიტუალი

. ლოცულობდა ოჯახის უფროსი ქალი, რომელიც აანთებდა ერთ სანთელს, კაკლის ხის ქვეშ მიყვანილ ბავშვებს თავზე სპეციალურად ამ დღისათვის დაკლულ და შემწვარ წიწილას შემოატარებდა და დალოცავდა. სახვამლობო კაკლები ეკუთვნოდა ოჯახს, უბანს, გვარს, სოფელს, რომელიც უმრავლეს შემთხვევაში ხველა-სახადისათვის იყო შეწირული. [ნ. აბაკელია, კოსმოლოგიური სიმბოლოები დასავლეთ საქართველოში.

 

სიცოცხლის ხის ვარიანტის მობილურ სიმბოლოს წარმოადგენს საქორწილო რიტუალებში ფართოდ გავრცელებული «მაშხალა» ან «ჩირაღდანი» (მრავალტოტიანი ხის ფორმის საგანი, რომელზედაც ჩამოკიდებულია ხილი, ჩურჩხელები, ყვავილები, პურის ცომისაგან გამომცხვარი ადამიანის და ცხოველების ფიგურები, მთლიანად მოხარშული ქათამი, რომელსაც თავზე ბუმბულს უტოვებდნენ), ჯვრის პური (ზოომორფული ფიგურებით შემკული გამომცხვარი პური, რომელსაც მექორწილეებს მიართმევდნენ.). ი. სურგულაძე ერთმანეთს უკავშირებს ჩირაღდანის თავზე ბუმბულშერჩენილი ქათმის ჩამოკიდების წესსა და ჩიჩილაკზე გაპუტული შაშვის ჩამოკიდების ტრადიციას. მისი აზრით, ორივე შემთხვევაში რიტუალურმა საგანმა და მოქმედებამ შეინახა მათში დაცული ღვთაებრივი ხის სახე, რომელზედაც მითიური ფრინველები ბუდობენ.

 

ჩიჩილაკში, ისევე როგორც სიცოცხლის ხის სიმბოლოში, საინტერესოა ორი ყვინჩილას გამოსახულება. რელიგიის ისტორიიდან ცნობილია მაგალითები, როდესაც საკრალურ ხეზე ჰკიდებენ არა მარტო შეწირულ ფრინველს, არამედ ზოგადად სამსხვერპლო ცხოველის ტყავსაც (ზემოხსენებული თელიფინუს მითი, არგონავტების მითი).

 

სიცოცხლის ხესთანაა დაკავშირებული ქართველ მთიელთა დროშები. თ.ოჩიაურის მიხედვით, სამკადრეო ჯვართან სალაპარაკო სპეციალური ტერმინოლოგიით დროშას ალვის ტანი ეწოდებოდა, რაც ნათლად მიუთითებს ამ საკრალური საგნის კავშირს ღვთაებათა კარზე ამოსულ ან ღვთაებათა საბრძანისის მითიურ ხესთან. წმინდა ხეებს უკავშირებს საკულტო დროშებს ვერა ბარდაველიძეც.

 

დროშა მთიელთა სლოცავებში მთავარ საკულტო შენობაში დარბაზში ან ბეღელში  იყო დასვენებული. არსებობდა აგრეთვე სპეციალური ნაგებობა დროშათა საბრძანისი კოშკი, სადაც დროშა დაშლილ მდგომარეობაში ინახებოდა და მასთან მისვლა ყველას არ შეეძლო. თვითონ ხევისბერსაც განწმენდის (წმინდაობის) შემდეგ შეეძლო ამა თუ იმ დღეობისთვის აეწყო დროშა, რომელიც შედგებოდა ხის ტარის, ლითონის ბუნიკის, ფერადი სამკადროებისა და ზანზალაკებისაგან. აწყობილი დროშის გატანა უკვე შესაძლებელი ხდებოდა და ის ადგილი, სადაც მას ხევისბერი დაჰკრავდა ნაკურთხად ითვლებოდა და იქ შესაძლებელი ხდებოდა რიტუალის ჩატარება. ფშავ-ხევსურთა დროშები ქალურ საწყისთან იყო დაკავშირებული.

 

დროშა, მართალია, ხელში მამაკაცს უჭირავს, მაგრამ ქალური წარმომავლობის საგნებითაა აგებული. მის შექმნაში ქალის ხელი მონაწილეობს. დროშას ებმის ქალთაგან შენაწირი - ბეჭედი, ყელსაბამი, შიბი, და რაც მთავარია, საკადრისები (სამკადროები, იგივე მანდილი). მანდილი დროშის ძირითადი ელემენტია და იგი გვხვდება დროშაზე ჯვარის ნიშნად და ქალზე პატივის ნიშნად». ფშავ-ხევსურთა წარმოდგენებში დროშა ხალხის წინამძღოლი, გაფანტული საყმოს შემკრები და მის გამაერთიანებელია. აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში ქალები საკადრისებს წმინდა ადგილზე მდგარ ხეებზეც აბნევდნენ, რომელიც უზარმაზარ უძრავ დროშად წარმოგვიდგება. აღსანიშნავია, რომ ქსნის ხეობაში შესამოსელს (თავშალს, ყელსახვევს, რომლითაც ქალები ხატის ტერიტორიაზე მდგარ ხეებს ამკობდნენ) დროშას უწოდებდნენ. [ზ. კიკნაძე, «ქართულ მითოლოგიურ გადმოცემათა სისტემა»].

 

ასევე ღვთაების სამყოფელს წარმოადგენს ლაშარის მუხა. ლაშარის ბერმუხა არა მარტო ღვთაების სადგომად გვევლინება, არამედ სიცოცხლის ხის მოტივსაც უკავშირდება, - აღნიშნავს თინა ოჩიაური. მთაზე დგას მუხა, მუხაზე კიბეა შედგმული, კიბის თავში ღვთისშვილია, რომელიც შიბით, საკიდით არის გამობმული ცას. ღვთისშვილი ამ გზით მიდის საყმოს მიერ შეწირული ძღვენით მორიგე ღმერთთან. მას თან მიაქვს შემონაზენი, ლოცვა-ვედრება, სასოება თუ საკმევლად სუბლიმირებული საკლავის სისხლი. ღვთისშვილი შუამავალია ცასა და მიწას შორის, ის არის ის შიბი, რომელიც სამყაროს და მორიგე ღმერთს ერთმანეთს უკავშირებს. ,,ბებერსა ლაშარის ჯვარსა ხმელ გორზედ ედგა ბერმუხა წვერს ება შიბი ოქროსი ზეცას ავიდის კიბითა სულძაღლმა ერისთვიშვილმა ამოუბრუნა ძირითა» ხატისა და ბერმუხის უვნებლობა მთელი ტომისა და ერის ბედნიერებას ნიშნავდა. ხოლო მუხის მოჭრა და შიბის ცაში აკეცვა უბედურების მომასწავებელი იყო.

 

როგორც ანდრეზები გადმოგვცემენ, მთაში საზოგადოებრივი ცხოვრების წარმართვა შესაძლებელი გამხდარა მას შემდეგ, რაც ღვთისშვილებს ჯვრის სახელით ბრძოლა გაუმართავთ ადგილობრივ დევ-კერპებთან და ღვთის შეწევნით, ერთიანად გაუწყვეტიათ ისინი. (ალ.ოჩიაური). სწორედ მას შემდეგ, რაც წმ.გიორგის დევ-კერპთაგან გაუწმინდავს ქვეყანა, მნიშვნელოვანი სასწაულს უჩენია თავი: გიორგის გადმონავალზე ხე ალვად ამოსულიყო.

 

ჯვრით დევ-კერპებზე გამარჯვებისას ცისა და მიწის შემაერთებელი ხის აღმოცენებას უნდა მოესწავებინა სამყაროული წესრიგის აღდგენა, ღვთისშვილთა მიერ განწმენდილ-განახლებული წუთისოფლის ღვთიურ საწყისთან შეკავშირება, ანუ რელიგიის დასაბამი. ალვის ხე საყმოს არსებობისა და ძლიერების ბურჯია. სანამ ის დგას, ცისა და მიწის, ღვთისა და საყმოს კავშირი უწყვეტია. მისი მოჭრა და ოქროს შიბის** ცაში აკეცვა ზეციურ სამყაროსთან კავშირის გაწყვეტას, კოსმიური წესრიგის დარღვევას ნიშნავს. ლაშარის მუხისა და ხმალას ალვის ხის ანდრეზები ტრაგიკულმა სულისკვეთებამ შექმნა. ღვთისშვილი მისტირის წარსულს, როცა მუხა იყო ოქროს შიბიც და საყმოს შესაწირავიც მისდიოდა მორიგე ღმერთს, ანუ იყო კავშირი, რელიგია - შიბი, მაგამ შიბი გაწყდა. [ზ.კიკნაძე ქართულ მითოლოგიურ გადმოცემათა სისტემა].

 

«ალვის ხე გადააქციეს, ძირ არ გაწირეს წვერია, შიბ გაწყდა ცისკენ წავიდა, წიოდა, როგორც გველია და დედამიწის ამ ადგილზე გაწყდა ცისა და მიწის კავშირი - რელიგია. შიბი, როგორც ჯვარჩენის ნიშანი, რელიგიის სიმბოლოა. მისი გაწყვეტა და ცაში აკეცვა ცისა და მიწის კავშირის, რელიგიის გაწყვეტას მოასწავებს. სიტყვა რელიგია - კავშირის აღდგენა, ისევე როგორც ებრაული ბერით (კავშირი, რომელსაც თარგმნიან აღთქმად) ეტიმოლოგიურად ხომ იმასვე ნიშნავს, რა ფუნქციაც შიბს აკისრია.

ოჩიაურის აზრით, ხეთა თაყვანისცემასთან უნდა იყოს დაკავშირებული ხევსურთა სახლის თავხეც, რომელსაც კეზი ეწოდება. კეზი ძალიან მსხვილი ხეა და ძირს ბოძები უდგას. იგი მთელ სახლს ამაგრებს და ამიტომ სახლის მთავარ საყრდენად თვლიდნენ. ამბობენ, რომ ყველა სახლს ჰყავს თავისი მეკეზისწვერე ანგელოზი და მას შესთხოვენ ოჯახის დაფარვას ბოროტებისაგან.

 

შიბი, როგორც ჯვართჩენის ნიშანი გვხვდება თქმულებაში კოპალას სალოცავის დაარსების შესახებ. კარატის წვერზე, საძოვარზე, მწყემსებს, ახალგაზრდა ქალ


ვაჟს, წივილი და ჟღარუნი შემოესმათ. დაინახეს, როგორ დაეშვა ციდან თასი და ვერცხლის ჯაჭვი. ქალმა შიბი აიღო, ვაჟმა – თასი, იმავ ადგილას ჩაფლეს მიწაში და პატარა კოშკი ააშენეს. ჯაჭვის მეორე ნახევარი დაბლა ლიქოკში დაუმარხავთ და იქაც გაუმართავთ სალოცავი [თ. ოჩიაური. ითოლოგიური გადმოცემები აღმოსავლეთ საქართველოში].

 

 

http://ka.wikipedia.org

 

 

რომაული რელიგია

 

12 ღმერთის საკურთხეველირომაელთა რელიგიური შეხედულებები ისტორიული განვითარების სხვადასხვა ეტაპებზე საგრძნობლად იცვლებოდა. თავდაპირველად ლათინურ ღმერთების პანთეონზე და რელიგიურ რიტუალებზე ძლიერი ზეგავლენა იქონია ეტრუსკულმა რელიგიამ, ხოლო შემდეგ მოხდა ბეძრული გავლენის შემოჭრა. ბერძნული რელიგიის გარდა რომაელთა რელიგიაზე გავლენა ეგვიპტურმა რელიგიამაც იქონია.

 

 მერკურუსისექციების სია [დამალვა]

 

1 რომაელთა რელიგიური შეხედულებები

2 რომაული ღმერთები

3 რომაელთა რელიგიური რიტუალები

3.1 იმპერატორების კულტი

3.2 წინაპრების კულტი

3.3 ქურუმები

4 რესურსები

 

 

 რომაელთა რელიგიური შეხედულებები

 

ადრეულ რომაულ მითოლოგიაზე ცნობები პრაქტიკულად არ მოგვეპოვება. მეცნიერები დიდხანს ვარაუდობდნენ, რომ რომაელებს არ ჰქონდათ ნათლად ჩამოყალიბებული ღმერთების სახე, არამედ ბუნებაში არსებობდნენ კეთილმოსურნე და ბოროტი ძალები - ნუმინა (ნუმინა). ამ აზრის დამკვიდრებას ხელი შეუწყო იმან, რომ ბევრ ღმერთს არ ჰქონდა განსაზღვრული სქესი, ხოლო ზოგი კი წყვილად იყო, ქალის და კაცის სახეობით (მაგ. ფავნი და ფავნა) და ასევე რომაული მიმართვა ღმერთებისადმი:

ღმერთო ან ქალღმერთო

 

 

კაცო ან ქალო

 

ან რომელი სახელითაც ინებებ რომ გიწოდონ. ვარონის ცნობებითაც ძველ რომში არსებობდნენ არა ღმერთები, არამედ მათი სიმბოლოები, ხოლო რიტუალები ტარდებოდა კეთილმოსურნე ნუმინების გასაძლიერებლად და ბოროტთა მოქმედების ნეიტრალიზაციისთვის, ასევე მეტყველებდა იმის სასარგებლოდ, რომ რომაელი ღმერთები არ იყვნენ ანტროპომორფულები და არ ჰქონდათ მითოლოგიის სისტემა, ვინაიდან გამოირიცხებოდა ღმერთებს შორის ნათესავური კავშირები და ქორწინებები.

 

ნუმინების მასიდან გამოყოფენ სამ ღვთაებას: იუპიტერი, მარსი და კვირინი. მათ არანაერი მითები არ უკასვშირდებოდათ, მეცნიერების აზრით ამ ღმერთებზე მითები ეთრუსკული და ბერძნული მითოლოგიის გავლენით შეიქმნა. ასევე ბერძნების გავლენით შეიქმნა ღვთაებების ამსახველი ქანდაკებები, ტაძრები დფა გართულდა მათთან დაკავშირებული რიტუალები.

 

მინერვას თავითანამედროვე მკვლევარბი ეჭვქვეშ აყენებენ ამ მოსაზრებებს. პირველ რიგში სავარაუდოთ ქურუმული წიგნები 

 

 

ინდიგიტამენტები

 

 არის არა ხალხური შემოქმედების ნაყოფი, არამედ შექმნილია პონტიფიკუსების მიერ, რომლებიც ამასთანავე კარგი იურისტები იყვნენ, ხოლო ტერმინი ნუმინა ყოველთვის გამოიყენება, ისეთ კონტექსტებში სადაც საუბარია ძალა, დიდება, ღმერთების (ან იმპერატორის) ნება. ამასთან რომაელებს უძველესი დროიდან ჰქონდათ ღმერთების გამოსახულება, არქეოლოგიურ გათხრებში ნაპოვნია I ათასწლეულის დასაწყისის თიხის ფიგურები. ხოლო ღვთაებათა სქესის და სახელის დაუზუსტებლობა გამოწვეული იყო იმით რომ რიგ შემთხვევებში ხალხმა არ იცოდა კონკრეტულად ვისთვის უნდა მიემართა, რაც იმის გამოც ხდებოდა, რომ ქურუმები არ ამხელდნენ ღვთაების ნამდვილ სახელს. ასევე ხდებოდა ერთი და იგივე ფუნქციის მქონე ღმერთის შერწყმა იმავე ფუნქციის მქონე ქალღმერთთან, რომელსაც მეზობელ თემში სცემდნენ თაყვანს.

 

ზოგ ავტორს მიაჩნია რომ რომაელებს ჰქონდათ პრიმიტიული მითოლოგია, რომელიც დავიწყებას მიეცა და მას ჩაენაცვლა ბერძნული მითოლოგია. სავარაუდოთ რომაული მითოლოგიის ფესვები უკავშირდება სხვა ინდოევროპულ მითოლოგიას. დიუმეზილის აზრით რომაული მითოლოგიის თავისებურებაა, რომ კონფლიქტები ღმერთების სამყაროდან გმირებზეა გადმოტანილი (მაგ. ჰორაციუსების და კურიაციუსების ორთაბრძოლა, მუციუს სცევოლუსზე, რომელსაც იგი ადარებს სკანდინავიურ ფრეირს, ჰორაციუს კოკლესზე, რომელსაც ოდინს ადარებს).

 

ჩვენამდე მოღწეულ მწირ ცნობებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ, რომაელთა რელიგია იყო იტალიის იმ დროინდელი სხვა ერების რელიგიის მსგავსი. შესაძლოა არსებობდა მითი იანუსის მიერ სამყარის შექმნის შესახებ, რომელსაც შემდეგ იუპიტერი ჩაენაცვლა. ასევე მითი ხალხის წარმოშობაზე მუხისგან, მათი ველური ცხოვრების შესახებ და ღმერთების და გმირების მიერ ცივილიზაციის შექმნაზე. მუხას რომაელებისთვის, იტალიკებისთვის და გალებისთვის ღრმა საკრალური მნიშვნელობა ჰქონდა. თაყვანს ასევე სხვა ხეებს და ტევრებს სცემდნენ. ხშირად ტევრებს სხვადასხვა ღმერთებსაც უძღვნიდნენ და მათ საპატივცემლოდ ატარებდნენ რიტუალებს. ყველა რომაელისთვის განსაკუთრებით წმინდა იყო ლეღვის ხე, რომლის ქვეშაც ძუ მგელმა გამოკვება რომულუსი და რემუსი და მუხის ხე კაპიტოლიუმზე, რომელთანაც რომულუსმა თავისი პირველი ნადავლი მოიტანა - სპოლია ოპიმა, მის მიერ მოკლული მეფის იარაღი და ჯავშანი და ასევე ქვის მუხა ვატიკანზე.

 

 სატურნი, სავარაუდოდ, არსებობდა მითები წმინდა ცხოველებზეც - კოდალაზე, არწივზე და მგელზე. მგელს ეძღვნებოდა ლუპერკალიუმი - მგლის დღესასწაული. ამის გარდა მგლებს ბევრ მაგიურ თვისებებს ანიჭებდნენ.

 

საყოველთაო ღმერთების გარდა რომაულ ოჯახებს ჰყავდათ გვარის მფარველი ღვთაებებიც. ისეთ ძველ გვარებს, როგორებიცაა ემილიუსები, კლავდიუსები, კორნელიუსები, ჰქონდათ საკუთარ ღვთაებებთან დაკავშირებული დღესასწაულები. გვარის კულტები ყალიბდებოდა ოჯახის კერის ქალღმერთ ვესტას კულტის გარშემო.

 

ღმერთების სამყარო ადამიანების სამყაროს მსგავსად იყო მოწყობილი. მათ ყავდათ მეფე - იუპიტერი, ყველაზე პატივცემულ ღმერთებს, სენატორთა მსგავსად ეწოდებოდათ პატრეს, მათ ჰყავდათ მსახურები - ფამული ტივი და ვესტას ქალწულთა ანალოგიურად ღვთაებრივი ქალწულები - ვირგინეს დივი. ღმერთები იყოფოდნენ ზეციურებზე, მიწიერებზე და ქვესკნელისაზე. თუმცა ზოგ ღმერთს სამივე განზომილებაში შეეძლო მოქმედება. ღმერთების, ადამიანების და მიცვალებულთა სამყაროები გამიჯნული იყო. მაგრამ ხალხი არ იწყებდა არცერთ მნიშვნელოვან საქმეს სანამ ფრინველების ფრენით, სამსხვერპლო ცხოველთა შიგნეულობით ან მეხის დაცემით არ გაიგებდნენ ღმერთების აზრს.

 

მტრების ღმერთებს სპეციალური ფორმულებით რომაელები თავის მხარეს იბირებდნენ. ამ გზით რომაულ პანთეონს შეემატნენ ბევრი იტალიკური ღმერთები. ითვლებოდა რომ მკვდრები ზემოქმედებენ ცოცხალთა სამყაროზე და შურისძიება შეუძლიათ. ამის გარდა საზოგადოების ფენებს და პროფესიებს თავისი ღმერთები ჰყავდათ. რომის ქალაქად ჩამოყალიბების შემდეგ მთავარი ტაძარი, რომელიც რომის ძლიერებას ასახავდა იუპიტერ კაპიტოლიელის ტაძარი გახდა.

 

რომაულ რელიგიისდ განვითარებაზე იმოქმედა საზოგადოების დემოკრატიზაციამ. უმაღლესი ავტორიტეტი ძვ. წ. I საუკუნისთვის იყო არა რელიგია, არამედ სამოქალაქო საზოგადოება. დემოკრატიზაციამ მოიტანა ის რომ რომაულ საზოგადოებასი არ იყო ქურუმული კასტა და მოქალაქეების ფენებად დაყოფას არაფერი საერთო არ ჰქონდა რელიგიურ მწამსთან. ამან გამოიწვია მტკიცე რელიგიური დოგმის არ ქონა. მოქალაქეობრივი ვალი იყო ღმერთების თაყვანისცემა, მაგრამ ამასთან არავის არ ეკრძალებოდა მათზე საკუთარი აზრის გამოთქმა. აზროვნების ასეთი თავისუფლება ასახულია ციცერონის ტრაქტატში ღმერთების ბუნების შესახებ და დივიაციის შესახებ. ეთიკა რელიგიით კი არა, არამედ საზოგადოების კეთიოლდღეობით განისაზღვრებოდა. რომაელებს სძულდათ ერთპიროვნული მართველობა, რამაც გამოიწვია მეფეების და გმირების კულტის არ არსებობა. მეორე მხრივ გაუთავებელი ომები, რომლებსაც რომი აწარმოებდა, საჭიროებდა იდეოლოგიურ საფუძველს. ამან გამოიწვია რომიზე მითის ჩამოყალიბება, რომ მას ღმერთების მიერ ნაბოძები აქვს სამყაროში გაბატონება, ხოლო რომაელ ხალხზე, როგორც განსაკუთრებული თვისებებით დაჯილდოვებულებზე. ასევე აღსანიშნავია იმ გმირთა განდიდება, ვინც ჩადიოდა გმირობებს არა პირადი დიდებისთვის, არამედ რომის განსადიდებლად.

 

მითები იქმნებოდა რომაელ მეფეებზე და მეფობის პერიოდის გმირებზე, შემდეგ კი რესპუბლიკის ადრეულ მოღვაწეებზე. ზოგი მკვკლევარი მიიჩნევს რომ მეფეები მხოლოდ მითოლოგიური პერსონაჟები იყვნენ, ხოლო ზოგი კი მათ რეალურ პიროვნებებად მიიჩნევს. როგორც წესი ყველა ეს მითი რომის განდიდებისკენ იყო მიმართული.

 

იმპერიის ჩამოყალიბების შემდეგ დაიწყო გარდაცვლილი იმპერატორების გაღმერთება და მათი თაყვანისცემა. ამასთან რომის საზღვრების გაფართოვებამ გამოიწვია ეგვიპტური და ახლო აღმოსავლური ღმერთების კულტების გავრცელებაც.

 

 

 რომაული ღმერთები

 

იუპიტერის ქანდაკება

ავრორა - ცისკრის ქალღმერთი.

ამური - სიყვარულის ღმერთი.

ბონა დეა - კეთილი ქალღმერთი.

ბელონა - მარსის დედა ან და.

ვენერა - ბაღების და ხეხილის ქალღმერთი.

ვესტა - წმინდა ცეცხლის ქალღმერთი, ასევე მფარველობს ოჯახის კერას.

ვიქტორია - გამარჯვების ქალღმერთი.

ვულკანუსი - დამანგრეველი და გამწმენდი ცეცხლის ღმერთი.

გენიუსი - თავდაპირველად გვარის დამფუძნებლის ღვთაება, შემდეგ მამაკაცური ძალის ღვთაება.

დიანა - მცენარეების ქალღმერთი, განასახიერებს მთვარეს.

კვირინუსი - რომულუსი.

კუპიდონი - სიყვარულის ღმერთი, შეესაბამება ამურს.

 

ლარები - კომუნალური მიწების მფარველი ღვთაებები.

მარსი - ომის და ველური ბუნების ღმერთი.

 

დედა მატუტა 

 

მერკურიუსი - ვაჭრობის ღმერთი.

მინერვა - ხელობების და ხელოვნების მფარველი ქალღმერთი.

ნეპტუნუსი - წყლის, ზღვის ღმერთი.

ორკუსი - სიკვდილის ღმერთი.

პარკები - ბედის ქალღმერთები.

პროზერპინა - ქვესკნელის ქალღმერთი.

რომა - რომის სიმბოლო ქალღმერთი.

სილვანუსი - ტყეების და ბუნების ღმერთი.

ტელუსი - მიწის ქალღმერთი.

ფავნუსი - მინდვრების ღვთაება.

ფლორა - ყვავილობის ქალღმერთი.

იუნონა - ქორწინების და დედობის ქალღმერთი.

იუპიტერი - ცის, დღის სინათლის და ელვის ღმერთი.

სატურნი

იანუსი - ყოველი საწყისის და კარების ღმერთი.

მოცემულ სიაში ღმერთების სრული ჩამონათვალი არ არის მათი სიმრავლის გამო. მარსი იუპიტერი და კვირინი არიან უძველესი ღმერთები, ისინი წარმოადგენენ კაპიტოლიუმის ტრიადას.

 

 

 რომაელთა რელიგიური რიტუალები

 

 იმპერატორების კულტი

 

რომის პირველი იმპერატორის, ოქტავიან ავგუსტუსის გარდაცვალების შემდეგ მოხდა მისი გაღმერთება. ამის შემდეგ ტრადიციად ჩამოყალიბდა თავისი სიკვდილით გარდაცვლილი იმპერატორების გაღმერთება. იმპერატორთა კულტებს სპეციალური ქურუმები ემსახურებოდნენ და მათი თაყვანისცემა სავალდებულო იყო რომის იმპერიის ყველა მაცხოვრებლისთვის.

 

გაღმერთებული იმპერატორები:

 

ღვთაებრივი ავგუსტუსი

ღვთაებრივი კლავდიუსი

ღვთაებრივი ვესპასიანე

ღვთაებრივი ტიტუსი

ღვთაებრივი ნერვა

 

 წინაპრების კულტი

როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, რომში წინაპრების კულტი დიდ როლს თამაშობდა. ყოველ ოჯახში იყო წინაპრებისადმი მიძღვნილი ალტარი, ხოლო წარჩინებულ გვარებს ოჯახური დღესასწაულები და მსხერპლშეწირვები ჰქონდათ, ამის შესახებ ტიტუს ლივიუსიც წერდა.

 

გარდაცვლილი მამა ხდებოდა ოჯახის მფარველი ღმერთი. მისი კოცონიდან უფროსი ვაჟი იღებდა ძვალს და აცხადებდა გარდაცვლილ მამას ღმერთად. არისტოკრატიულ ოჯახებში მიღებული იყო მიცვალებულებისთვის ცვილის ნიღაბის გაკეთება, რომელიც სპეციალურ ადგილას ინახებოდა. გვარები, რომლებსაც ასეთი ბევრი ნიღაბი ჰქონდა ითვლებოდა ძველ და წარჩინებულად. სწორედ ამ ნიღბებით განისაზღვრებოდა გვარის სიძველე. წინაპრებისთვის მსხვერპლშეწირვა სავალდებულო იყო ოჯახის წევრებისთვის. ოჯახში შემოსული ახალი ადამიანი (რძალი ან ნაშვილები) ასევე იღებდა მოცემული ოჯახის კულტს.

 

 

 ქურუმები

 

 რესურსები

რომაული მითოლოგია

ანტიკური მითოლოგია

რომაული მითოლოგიის პერსონაჟები.

სკანდინავიური მითოლოგია.

 

 

სკანდინავიური მითოლოგია - ჩრდილო-გერმანულენოვანი ტომების (ნორმანების, დანების, ანგლების, საქსების) მითოლოგია, რომელიც ჩამოყალიბდა ქრისტიანობის მიღებამდე, დაწყებული ძვ.წ. მე-5 საუკუნიდან. მის შესახებ ინფორმაციის ძირითადი წყაროა პოეტური უფროსი ედას და ს.სტურლუსონის პროზაული ედას ტექსტები. თითქმის იმავე პერიოდს მიეკუთვნება დანიელი ქრონოლოგის საქსონ გრამატიკის მითოლოგიური სიუჟეტები.

 

 

სექციების სია [დამალვა]

 

1 კოსმოგონია

1.1 სამყაროს შექმნა

1.2 ადამიანის შექმნა

2 ღმერთების პანთეონი

3 მითოლოგიური არსებები

4 გმირები და ადამიანები

5 მონსტრები და ცხოველები

 

 

 

 კოსმოგონია

 

 სამყაროს შექმნა

 

თავდაპირველად მხოლოდ უფრსკული გინუნგაგალი იყო. მისგან ჩრდილოეთით ნისლთა სამეფო ნიფლჰეიმი, ხოლო სამხრეთით ცეცხლის სამეფო - მუსპელჰეიმი მდებარეობდა. ნილსთა სამეფოში გელგერმირმა წყარო შექმნა,რომლისგანაც თორმეტი ძლიერი ნაკადი (ელივაგარი) წარმოიშვა. წყალი ნიფლჰეიმში ყინულად იქცეოდა, მაგრამ წყარო მაინც აგრძელებდა წყლის ნაკადს და გაყინული ლოდები მუსპელჰეიმისკენ მიედინებოდნენ. ბოლოს ყინულოვანი ლოდები ისე ახლოს მივიდნენ, რომ გადნობა იწყეს. გამდნარი ყინულების ნაპერწკლებიდან წარმოიშვა გიგანტი იმირი. მოგვიანებით, მარილიანი ყინულიდან გაჩნდა ძლიერი გიგანტი ბური. მისმა შვილმა, ბიორმა ცოლად დევქალა ბესლა შეირთო. მათ გაუჩნდათ სამი შვილი-ასები: ოდინი, ვილი და ვე. ძმებს არ მოეწონათ ბოროტი იმირის მბრძანებლობა და მოკლეს იგი, ხოლო მისი სხეულისგან შექმნეს მიდგარდი. მიდგარდისგან აღმოსავლეთით, ასებმა იოტუნჰეიმი შექმნეს და სამფლობელოდ ბელგელმირს და მის შთამომავლობას გადასცეს . დროთაგანმავლობაში ასები მომრავლდნენ და მიწიდან მაღალზე აიშენეს ქვეყანა და მას ასგარდი დაარქვეს.

 

 

 ადამიანის შექმნა

 

სამყაროს შექმნის შემდეგ, ოდინმა და მისმა ძმებმა მისი დასახლება გადაწყვიტეს. ზღვის პირას იპოვეს ხეები: თხმელა და იფანი. თხმელისგან კაცი, ხოლო იფნისგან ქალი შექმნეს. მერე ოდინმა მათ სული მისცა, ვილიმ გონება, ვემ კი სისხლი და გრძნობა. ასე გაჩნდნენ პირველი ადამიანები. კაცს ერქვა ასკი (Fრкნე), ქალს - ემბლა (Oრმე). ისინი ერთად იქნებიან ქვეყნის დასაბამიდან ცხრა სამყაროს შექმნამდე და კაცობრიობას გაამრავლებენ. ადამიანთა და ღმერთთა სამყაროს საზღვარი (ბიფროსტი) ცისარტყელის ფორმით წარმოიდგინება. ბიფროსტს ჰეიმდალი იცავს.

 

 

 ღმერთების პანთეონი

 

ლოკე

ოდინი

 

 მითოლოგიური არსებები

იოტუნები

 

 გმირები და ადამიანები

(ტექსტი)

 

 

 

 მონსტრები და ცხოველები

სლეიპნირი.

 

ძველბერძნული მითოლოგია.

 

ძველბერძნული მითოლოგია


 ნაკრები ძველი ბერძნების მითებისა და ისტორიების, რომლების მათ ღმერთებსა და გმირებს, ასევე სამყაროს მოწყობას და მათი საკუთარი კულტისა და რიტუალური პრაქტიკის დასაბამსა და მნიშვნელობას ეხება. თანამედროვე მკვლევარები ამ მითებს იყენებენ ძველი საბერძნეთისა და ძველი ბერძნული ცივილიზაციის რელიგიური და პოლიტიკაპოლიტიკური ინსტიტუტების შესასწავლად, ასევე თვით ამ მითების შექმნის ბუნების გამოსაკვლევად.

 

 

ბერძნული მითოლოგია წარმოდგენილია როგორც თხრობით ფორმის ნიმუშების დიდი რაოდენობით, ასევე გამომსახველობით ხელოვნებაშიც, როგორიცაა მაგ. მხატვრობა კერამიკულ ლარნაკებზე და მისთ. ბერძნულ მითებში ახსნილია სამყაროს დასაბამი და სხვადასხვა ღმერთების, ქალღმერთების, გმირებისა თუ მითიური ქმნილებების ცხოვრებისა და თავგადასავლების დეტალები. ეს ამბები თავდაპირველად ზეპირსიტყვიერად ვრცელდებოდა ზეპირ-პოეტური ტრადიციით, თუმცა ამჟამად ბერძნული მითები ძირითადად ბერძნული ლიტერატურიდან არის ცნობილი. უძველესი ლიტერატურული წყარო, ილიადასა და ოდისეას ეპიკური პოემები, ძირითადად ტროას ომის გარშემო მომხდარ მოვლენებს მიგვითრობს. ჰომეროსის თანამედროვე ჰესიოდოსის ორი პოემა, თეოგონია და შრომები და დღეები მოიცავს სამყაროს გენეზისის აღწერას, ღვთიური მმართველების იერარქიას, ადამიანთა ცხოვრების ეპოქებს, მსხვერპლთშეწირვის პრაქტიკის დასაბამს და მისთ. მითები ასევე შემონახულია ჰომეროსის ჰიმნებში, ძვ. წ. 5 საუკუნის პერიოდის ტრაგედიებში, ელინისტური ეპოქის მწერალთა და მეცნიერთა ნაშრომებში, რომის იმპერიის პერიოდის მწერლების, როგორიცაა პლუტარქე და პუსანიასი, წერილებში.

 

ბერძნულ მითოლოგიას უდიდესი გავლენა ჰქონდა დასავლური ცივილიზაციის კულტურაზე, ხელოვნებასა და ლიტერატურაზე და დღემდე დასავლური მემკვიდრეობისა და ენის ნაწილად რჩება.

 

 

 ღმერთები

 

ბერძნულად (Translit.)   რომაული სახელი   რანგი, ნათესაური კავშირები სხვა ღმერთებთან, ფუნქცია, განსაკუთრებული თვისებები   ატრიბუტები   გამოსახულება  

 

ზევსი [Zeus] იუპიტერი რანგი I, ღმერთების მამა, ელვის, ჭექა-ქუხილისა და ჰაერის განმგებელი, კრონოსისა და რეას უფროსი ვაჟი, პოსეიდონის, ჰადესის, ჰერას, დემეტრას უმცროსი ძმა ათენას, აპოლონის, არტემიდეს, არეს, აფროდიტეს, ჰერმესის, დიონისეს, ჰერაკლეს და ა.შ. მამა ციური სხეული: პლანეტა: იუპიტერი არწივი, ელვის სხივთკონა, სკიპტრა, ზოგჯერ გამარჯვების ქალღმერთიც ნიკე. 

 

პოსეიდონი  [Poseidon] ნეპტუნი რანგი II, ზღვის (აქ; ატლანტის ოკეანე, მისი სამფლობელო ადგილი ატლანტის ოკეანე და ხმელთაშუა ზღვის), აგრეთვე მიწისძვრისა და ცხენების ღმერთი, ზევსის უფროსი ძმა, კრონოსისა და რეას ვაჟი, მოკვდავ კლეითოსთან ერთად გააჩინა ხუთი ტყუპის ცალი ვაჟი; შეუუღლდა ამფიტრიტეს, ტრიტონის მამა, სამყაროს განაწილებისას ზევსს ერგო ცა, ჰადესს მიწისქვეშეთი ხვდა წილად, ხოლო პოსეიდონს – დედამიწა და ოკეანე სამკაპი, საომარი ეტლი, დელფინი.   

 

ჰერა  [Hera] იუნონა რანგი III, ოჯახის ქალღმერთი, ქორწინების, დედობისა და დაბადების განმგებელი, მშობიარეთა დამხმარე. ზევსის უაღრესად ეჭვიანი მეუღლე. არესის, ჰეფესტოს, ჰებეს და ა. შ. დედა, ზევსის და. ფარშავანგი, გუგული, სამეფო თავსაკრავი, ბროწეული, მარცვლეული.  

 

დემეტრა [Demeter] Cerera  რანგი IV, მიწის ქალღმერთი, ზევსის და, ქალღმერთი დედა, ნაყოფიერების ღმერთი, სამსახოვანი ქალღმერთი, სხვადასხვა მანიფესტაციებში, ანუ გამოვლინებებში: ქალწული, დედა, ან მოხუცი ქალი ზევსის გაუთხოვარი და საყვარელი. ხელოვნებაში მჭიდროდ არის დაკავშირებული მის ქალიშვილ პერსეფონესთან და მის მეუღლესთან ჰადესთან. პლუტონის დედა, ოქროს თაველის გვირგვინი, ჩირაღი, კალათი ატმითა და ყვავილებით, ლაბრისი (ორპირა ნაჯახი) 

 

აპოლონი  [Apollon] Apolo რანგი V, პოეზიის, სინათლის, შავი ჭირისა და წინასწარმეტყველების ღმერთი. მუზების წინამძღოლი (თანასახელი: Musagetes), გათანაბრებულია ფებოსთან (მზის ღმერთი). ზევსისა და ტიტანინის ვაჟი ლეტო უცოლო, ასკლეპიოსის მამა არტემიდეს ტყუპის ცალი ძმა. ციური სხეული: მზე კითარა (სიმებიანი ინსტრუმენტი), მშვილდ-ისარი. 

 

არტემიდე [Artemis] დიანა რანგი VI, ნადირობისა და მთვარის ქალწული, ღმერთქალი (სელენესთან ერთად) ზევსისა და ლეტოს ქალიშვილი. აპოლონის ტყუპის ცალი და. (აპოლონი = მზის ღმერთი ჰელიოსი, არტემიდე = მთვარის ღმერთქალი სელენე) არ გათხოვილა, არცერთ მამაკაცს მისცემია, არამედ იყო თავისუფალი და უშვილო ციური სხეული: მთვარე, ისარი და ვერცხლის მშვილდი, კაპარჭი, აბზინდა, ფურირემი, ნამგალა მთვარე. 

 

ათენა  [Athena] Minerva რანგი VII, სიბრძნის ქალღმერთი, გმირების, ქალაქების, მიწათმოქმედების, ხელოვნებათა და მეცნიერებების, ქალური ხელსაქმის, (სტრატეგიული) ბრძოლისა და მშვიდობის დამცველი, ქალაქ ათენის ქალღმერთი (პალასი) ზევსისა და მეტისის საყვარელი ქალიშვილი. გაუთხოვარი ქალი; გააუპატიურა ჰეფესტომ და შეეძინა ერექთონიოსი, ერექთევსის მამა; ჰეფესტოსთან ერთად განაგებდა ათენს ბუ, ზეთისხილის ხე, ჩაფხუტი, შუბი, ფარი, გველი.

 

  არესი [Ares] მარსი რანგი VIII, დამანგრეველი ომის ღმერთი, ზევსისა და ჰერას კანონიერი ვაჟი, დემოსისა და ფობოსის მამა. მამა ცოლქმრული ერთგულების დამრღვევი, სასიყვარულო კავშირი აფროდიტესთან. ციური სხეული: პლანეტა მარსი ჩირაღდანი, ძაღლი და სვავი, შუბი, ფარი, მუზარადი. 

 

აფროდიტე [Aphrodite] Venera რანგი IX, სიყვარულისა და მშვენიერების ქალღმერთი,

ორ სხვადასხვა ფიგურას ჰქვია ეს სახელი: 1. ურანუსის უფროსი ქალიშვილი, რომელიც ზეციურად იწოდება (აფროდიტე ურანია) გაჩნდა ზღვის ქაფში 2. ზევსის უმცროსი ქალიშვილი და ჩვეულებრივად იწოდება, დიონეს ნაშვილები ქალიშვილი,

ჰეფესტოს ცოლი, ციური სხეული: პლანეტა ვენერა.

სხვა სახელები: 1. (უფროსი): ანადიომენე (ზღვიდან ამოსული), ურანია (ზეციური, ანუ ურანოსის შთამომავალი) 2. (უმცროსი): მელაინა (შავი), ანდროფონოსი (კაცთა შემმუსრველი), ეპიტიმბიდია (სამარხებზე მდგარი) გედი, ბატი, მტრედი, ნიჟარა, ქამარი, სარკე, მურტი, ვაშლი და ა.შ. 

 

ჰერმესი [Hermes] Merkuri რანგი X, ქურდების, ვაჭრობისა და მოგზაურთა ღმერთი. ღმერთების შიკრიკი, მაცნე, ზევსისა და ნიმფეს ვაჟი მაია, პანის, დაფნეს, ჰერმაფროდიტოს, აბდეროს და ავტოლიკოს მამა, ციური სხეული: პლანეტა მერკური.  

 

ჰეფესტო [Hephaistos] Vulkanusi რანგი XI, ვულკანის, ცეცხლის, სამჭედლო ხელოვნებისა და არქიტექტურის ღმერთი (ღმერთებს სასახლეებს უგებდა, ხოლო ადამიანებს უბოძა სახლის მშენებლობის ხელოვნება.); ციკლოპებთან ერთად ზევსისთვის ელვასა და მეხს სჭედდა ჰერას ვაჟი (ჩაისახა მარტოდ პართენოგენეზში).

ზევსმა, იმის გამო, რომ სურდა საკუთარ დედას წინააღმდეგ დახმარებოდა, ოლიმპოდან მოისროლა და მას შემდეგ ხუკად, კუნტად იქცა. შერიგების ნიშნად ზევსმა ის ჩვეულებრივ აფროდიტესთან შეაუღლა, ხოლო აფროდიტემ მას არესთან უღალატა  Schmiedehammer bzw. -zange, Beil, Pilos (Handwerkerkappe).

 

დიონისე [Dionysos] Bakqusi რანგი XII, ღვინისა და თრობის (ექსტაზის) ღმერთი, ღმერთებს შორის ყველაზე უმცროსი, დემეტრას, იოს, დიონეს, პესეფონეს, ლეთეს ან სემელეს, და ზევსის ვაჟი.  

 

ჰესტია [Hestia] Vesta რანგი XIII, ოჯახური თანხმობის, ოჯახური კერის ცეცხლის მფარველი ქალღმერთი, გაუთხოვარი ქალწული,  trat zuruck nach dem Dionysos in den Kreis aufgenommen wurde, ზევსის უფროსი და პალადიონი 

 

ჰადესი [Haides] Plutoni რანგი XIV, ზევსის ძმა  bemchtigte sich durch Raub der Persephone, ქვესკნელის მპყრობელი. მისი თანმხლებნი არიან თანატოსი სიკვდილი და ჰიპნოსი ძილი.  Fruchtma, Fllhorn, Stab. სამთავიანი კერბეროსი 

 

პერსეფონე [Persephone] Prozerpina.  რანგი XV, ზევსისა და დემეტრეს ქალიშვილი,  ქვესკნელის მეფე, ოთხი თვე ჰადესთან ყოფნა, უნაყოფო დრო, თანასახელი კორე (ქალიშვილი) kunigliche Insignien und Fackel. 

 

ჰერაკლე [Herakles] Herkulesi რანგი XVI, ნახევარღმერთი, Heil- und Orakelgott, Beschirmer der Sportstдtten und Palдste. ცნობილი გახდა თავისი 12 საქმით. ზევსისა და ალკმენეს ვაჟი,  ლომის ბეწვი, კომბალი, მშვილდი და კაპარჭი

 

  ჰებე[Hebe] Iuventa რანგი XVII, ახალგაზრდობის ქალღმერთი, Mundschenkin der anderen Gцtter und reicht Nektar und Ambrosia, nach einer Ungeschicklichkeit von ganimedi abgelцst. გახდა ჰერაკლეს ცოლი, როცა ის ოლიმპოზე ავიდა. არესისა და ათენას და. 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / მითოლოგია / უავტორო / მითოლოგია და რელიგია