გაკვეთილი მეთექვსმეტე

 

ფაილების მართვის პროგრამა «ფაილ - მენეჯერი»

 

ფაილების მართვის პროგრამა «ფაილ-მენეჯერი» არამხედველ მომხმარებელს აძლევს ფართო შესაძლებლობებს დამოუკიდებლად აწარმოოს მოქმედებანი ფაილებზე: გადაწეროს ერთი დისკიდან მეორეზე, ფლეშკიდან დისკზე და პირუკუ, მოახდინოს ფაილების სახელების გადარქმევა, გახსნას და გადაათვალიეროს ფაილები, სანაგვე ყუთიდან აღადგინოს წაშლილი მასალა და ასე შემდეგ.

   პროგრამასთან ერთად ჩაწერილია ფაილი დიკტიონარი.ტქსტ, რომელშიც წერია სტანდარტული კომპიუტერული ტერმინები და ფრაზები აგრეთვე მათი ქართული თარგმანი.

ამ ფაილის მიხედვით ინგლისური ტერმინები ითარგმნება და წარმოითქმის ქართულად. ეს ლექსიკონი შეიძლება გაამდიდროს თვითონ მომხმარებელმა. ერთი ხაზი ეთმობა ინგლისურ ტექსტს, შემდეგი ხაზი - ქართულს.

 

ფაილ მენეჯერის ფუნქციონალური თანმიმდევრობა წააგავს ნორტონ კომანდერს.

გამოსახულია ორი დაფა, რომელთაგან აქტიურია მარცხენა ან მარჯვენა. აქტიურობის შეცვლა ხდება ტაბ კლავიშით, ხოლო ნავიგაცია ფაილურ სისტემაში  -  ისრებით ზევით-ქვევით, ჰოუმით, ენდით, პეიჯ აპით და პეიჯ დაუნით.

ღილაკი 5 იმეორებს არჩეულ სახელს, ხოლო ისრები მარცხნივ და მარჯვნივ ასო-ასო წარმოთქვამენ მას. დისკის, ფოლდერის და ქვეფოლდერის გახსნა ხდება მისი ამორჩევით და ენტერზე დაჭერით. მაშასადამე, კომპიუტერში ფაილების ჩაწერის სტრუქტურა იერარქიულია და წააგავს განტოტვილ ხეს: დისკი, ფოლდერები, ფოლდერებში  -  ქვეფოლდერები, ქვეფოლდერებში  -  ფაილები. არ გამოირიცხება ისეთი ვარიანტებიც, როცა ფაილი თავისი სახელით ჩაწერილია პირდაპირ დისკზე ყოველგვარი ფოლდერის გარეშე, ანდა ფოლდერში  -  ქვეფოლდერის გარეშე.

 იერარქიულად წინა საფეხურზე დაბრუნება ხდება ბეგსპეის კლავიშით.

კომპიუტერის სხვადასხვა დისკების სიას ვიძახებთ ღილაკით  -  ეფ ერთი (მარცხენა დაფისთვის) და ღილაკით  -  ეფ ორი ( მარჯვენა დაფისთვის).

 

ეფ 3 - არჩეული ფაილის გახსნა წასაკითხად (გახსნის პროგრამა ბუ ორი, რომელიც ჩაწერილი უნდა იყოს იქვე სადაც ფაილ მენეჯერია).

ეფ 4 - არჩეული ფაილის გახსნა შესასწორებლად (გახსნის პროგრამა ბუ ორი, რომელიც ჩაწერილი უნდა იყოს იქვე სადაც ფაილ მენეჯერია).

შიფტ ეფ 4 - ახალი ფაილის შექმნა აქტიურ დაფაზე (უნდა მიუთითოთ სახელი და გაფართოება, მაგალითად: ლალალა.ტქსტ).

ალტ ეფ 4 - ფაილ მენეჯერის გამორთვა.

ეფ 5 - ფაილების და კატალოგების კოპირება (აქტიურ დაფიდან მონიშნული ერთი ან რამდენიმე ფაილი, ან თუ მონიშნული არაა  -  არჩეული ფაილი გადიწერება პასიურ დაფაზე).

კონტროლ ეფ 5 - არჩეული ფაილის იარლიყის შექმნა სამუშაო მაგიდაზე სწრაფი გამოძახების კლავიშის მითითებით.

ეფ 6 - ფაილების და კატალოგების გადატანა (ოღონდ ისინი აღარ დარჩება აქტიურ დაფაზე). თუ მონიშნული არაფერია, გადატანა არ სრულდება და შესაძლებელია არჩეული ფაილის ან კატალოგის სახელის შეცვლა.

ეფ 7 - კატალოგის შექმნა.

ეფ 8 - ფაილის წაშლა (იგივეა დელეიტ კლავიში).

ეფ 9 - პროგრამის პარამეტრების არჩევა.

კონტროლ ეფ 9 - მიმდინარე პარამეტრების შენახვა (პანელების გზები, ხმა, შრიფტი, ფერები, სორტირება).

ეფ 11 - ინფორმაცია აქტიური დაფის შესახებ.

კონტროლ ეფ 11 - აქტიური და პასიური დაფების გამოცხადება.

შიფტ ეფ 11 - ინფორმაცია აქტიურ დაფაზე არჩეულის ან მონიშნულის შესახებ.

ეფ 12 - ქართული ხმის შეცვლა.

შიფტ 12 - ინგლისური ხმის შეცვლა.

 

ენტერი - არჩეული პროგრამის გაშვება ან ფაილის გახსნა ასოცირებული პროგრამით (მაგალითად ემპესამი ფაილი გაიხსნება მედიაპლეიერით).

თუ კატალოგზე დავაწვებით ენტერს, გაიხსნება კატალოგი.

თუ სანაგვეა გახსნილი ენტერი, ეფ 5 და ეფ 6 შემოგვთავაზებს სანაგვიდან აღდგენას. სანაგვიდან წაშლისას ფაილები აღარ აღდგება.

 

წაშლის, კოპირების და გადატანის ოპერაციები შეეხება აქტიურ დაფაზე არჩეულ ფაილს ან კატალოგს, ან თუ მონიშნულია - მონიშნულ ფაილებს და კატალოგებს.

არჩევა ხდება ისრებით ზემოთ და ქვემოთ და ღილაკებით ჰოუმით, ენდით, პეიჯ აპით და პეიჯ დაუნით.

მონიშვნა და მონიშვნის მოხსნა ხდება ინსერტ კლავიშით.

დაფაზე ყველაფრის მონიშვნა ხდება პლიუს კლავიშით.

დაფაზე ყველა მონიშვნის მოხსნა ხდება მინუს კლავიშით.

როცა რამეა მონიშნული ოპერაციები ეხება მხოლოდ მათ და არა არჩეულ ელემენტს.

მონიშვნა საჭიროა, როცა ერთდროულად რამდენიმე ფაილზე ან რამდენიმე კატალოგზე გვინდა ოპერაცია (წაშლა, კოპირება, გადატანა).

 

სხვა ფუნქციები:

კონტროლ ეფი - აქტიური დაფის სიაში ფაილის ან კატალოგის მოძებნა.

კონტროლ შიფტ ეფი - კომპიუტერში ფაილის მოძებნა. ძიების შეწყვეტა ესკეიპ კლავიშით. თუ საძიებო სახელში მიუთითებთ ვარსკვლავი წერტილი გაფართოება (მაგალითად *.მპ3 ან *.ტქსტ) მოიძებნება ყველა ამ ტიპის ფაილი.

ალტ +შიფტ+ ეფი - ბოლო ძიების შედეგების სიის გამოძახება.

კომპიუტერში შედეგიანი ძიებისას გამოვა ნაპოვნი კატალოგების ან ფაილების სია.

შედეგების სიაში ენტერზე დაწოლით არჩეული ფაილის ან კატალოგის ადგილი გაიხსნება აქტიურ დაფაზე და კურსორი დადგება ფაილზე ან კატალოგზე, შედეგების სია იხურება.

შედეგების სიაში კონტროლ+ ენტერზე დაწოლით არჩეული ფაილი პირდაპირ შესრულდება ან გაიხსნება შესაბამისი პროგრამით. შედეგების სია არ იხურება.

 

კონტროლ ე - შრიფტის შეცვლა.

კონტროლ ზეტი - შრიფტის ზომის გაზრდა.

კონტროლ +შიფტ +ზეტი - შრიფტის ზომის შემცირება.

კონტროლ+ ქუ - შრიფტის ფერის შეცვლა.

კონტროლ +შიფტ +ქუ - ფონის ფერის შეცვლა.

კონტროლ+ ცე - არჩეული ფაილის ან კატალოგის სახელის კოპირება ბუფერში.

კონტროლ +ისრები +მარცხნივ და მარჯვნივ - არჩეულის ასო-ასო წარმოთქმა.

ხანი - წარმოთქმის გაჩერება.

 

 

გვერდის მისამართი : პროგრამები / ბუ ორის სახელმძღვანელო / 17.გაკვეთილი მეთექვსმეტე-„ფაილ-მენეჯერი“