წარმართული ღვთაებები

 

აქ ვისაუბროთ წარმართული ხანის საქართველოზე,

თუ რა კულტები და მითური პერსინაჟები, რა ადათ წესები იყო ძველ საქართველოში,

რა სახით შემორჩა ისინი ქრისტიანულ საქართველოში,

და რა სახით გადმოვიდა მათი ნაწილი ქრისტიანობაში.

ეს ძალიან საინტერესო და ღრმა თემაა...

და ალბათ არა ერთ გვერდს მოიცავს...

 

ანტიკური ხანის ქართული წარმართული პანთეონი.

 

ქართველი ტომების უძველეს რწმენათა მიმოხილვისას გაირკვა, რომ ბუნების ძალებისა და მოვლენებისადმი თაყვანისცემისა თუ მათი გაღმერთების მხრივ ქართველებშიც სხვა ტომთათვის დამახასიათებელ სურათს ვხვდებით. როგორც ირკვევა, თავისი წილი  ღმერთები ჰყავდათ ცალკე თემებსა და საგვარეულოებს, მთას, ხევს, მინდორს, ადგილს, ხეებს, სახლს, ფუძესა და ა. შ. ამასთანავე, ხალხური გადმოცემები და მდიდარი ეთნოგრაფიული მასალები გვიჩვენებენ, რომ ქართველებს ჰყავდათ საერთო დიდი (უფროსი) ღმერთებიცა და სატომო ან სატომთაშორისო ღვთაებებიც.

 

ასე მაგალითად ადრე კლასობრივი საზოგადოების დროსაც ქართველთა წინაპრები ყველაზე დიდ პატივსა და თაყვანს ცის მნათობებს სცემდნენ – მთვარეს, მზესა და ვარსკვლავებს – ვითარცა საერთო ქართულ ღვთაებებს.

 

ახლა, შეიძლება ითქვას, კარგად არის გამორკვეული, რომ იმ დროის ქართულ ასტრალურ პანთეონს სამეული მეთაურობდა. პირველი მათგანი უფროსად მიჩნეული უზენაესი ღმერთი იყო; მეორე – ქალღმერთი მზე ან მზექალი, ხოლო მესამე – კვირია. უზენაესი ღმერთი ან მორიგე ღმერთი პანთეონსაც ედგა სათავეში და ცხადია – სამეულსაც.

 

იერარქიის მომდევნო საფეხურზე იდგნენ შესაბამისად: ჯვარი ან ხატი, ღვთისშვილები (ღვთისსანახი, ღვთისნაბადები) და ა. შ. უკვე იმ დროისათვის ქართველთა ყველა ღვთაება ანთროპომორფულ არსებებად არის წარმოდგენილი. ამასთანავე ირკვევა, რომ უზენაესი ღმერთი


 მთვარე-ღმერთია, ე. ი. მამა-ღმერთია.

 

 

ისიც კარგად არის გამორკვეული, რომ ოდესღაც ქართველ ტომებს სათავისთავო სათემო ღვთაების გარდა ყველასათვის საერთო რწმენა ჰქონიათ და საერთო ქართული წარმართობაც ყოფილა.

 

ივ. ჯავახიშვილმა კარგა ხანია გამოარკვია, რომ მაგალითად, კვირიას თაყვანისცემასთან დაკავშირებულ სვანურ წესებს წმინდა ქართული წარმართული რწმენის ანარეკლი აქვთ დაცული და თვით სათანადო ფერხულის სიტყვებს მეფერხულე სვანები ქართულად წარმოთქვამენ. ამ წესების ძველქართულ სახელებთან ერთად ფერხულის ქართულად წარმოთქმის ჩვეულება უეჭველია თავდაპირველი, საერთო ქართული წესის ნაშთი უნდა იყოს.

ივ. ჯავახიშვილს სათანადოდ დამტკიცებული აქვს, რომ ახალწლის დღესასწაულის ჩვეულებების თანახმად, მეგრელი მეკვლეც თავის წარმოსათქმელ სიტყვებს მეგრულად კი არა, სწორედ ქართულად ამბობს ხოლმე, მითითებული და კიდევ ბევრი სხვა მონაცემი საფუძველს აძლევდა ავტორს დაესკვნა შემდეგი: ცხადი ხდება, რომ არამც თუ საზოგადო ქართული, ყველა ქართველ ტომთათვის, მათ შორის მეგრელთა და სვანთათვისაც, საერთო წარმართობა არსებობდა, არამედ რომ წარმართობას საერთო ტერმინოლოგიაც, საერთო ენაც ქართული ჰქონდა.

ჯერ ჯერობოთ ამაზე გავჩერდები, ვინაიდან ბევრი რამ მაქვს ამ აბზაცისათვის დასამატებელი.

 ქრისტიანობი წინამორბედ ღვთაებათა შორის ძველ მსოფლიოში უპირველესი ადგილი ეჭირა ღვთაება მირსას, ანუ მითრას.

მითრაიზმი წარმართული მოძღვრების უკანასკნელი და უძლიერესი სიტყვა იყო. მისი მკვლევარნი ერთხმად გვარწმუნებდნენ, წარმართულ მსოფლიოს ქრისტიანობა, რომ არ მოვლენოდა, კაცობრიობა მითრას იწამებდაო...

უძველესი ცნობები მითრას შესახებ დაცულია ინდოელტა "რიგვედაში", სადაც ის მოხსენებულია მთავარ რვთაება-ვარუნასთან თითქმის განუყრელად. მას უწოდებდნენ ვარუნამითრას, ან მითრავარუნას, რომელიც ნათელისა და ბრჭყინვალე ცის ღვთაებად იყო აღიარებული და აგრეთვე ყოველგვარი სიკეთისა და სიცოცხლის წყაროდ მიჩნეული ეს ტყუპი ღვთაება ყოვლის მცოდნე და მხილევლია. ორივე ერთ ეტლში სხედან, ერთს ფიქრობენ, ცრუსა და მატყუარას სასტიკად დევნიან. სამყაროსაც ერთად განაგებენ. მზე ვარუნა მითრას თვალად ითვლებოდა და მისი გამოხატულების სიმბოლო იყო...

ძველ სპარსეთში მითრას კულტი განსაკუთრებით აქემენიდების დროს გაძლიერდა: ის მხედართა მფარველ ღვთაებად იყო აღიარებული და მის სახელწოდებას თვით ირანის მეფეები და სარდლებიც ატარებდნენ...ამიერიდან მითრა ირანის მფეების მფარველ ღვთაებად იქცა. მის სახელს ფიცულობდნენ და ცხენებს სწირავდნენ. ირანის სამეფოს წინ მიუძღვოდა მითრასადმი შეწირული ეტლი, რომელშიც 6თეთრი ცხენი იყო შებმული. ამიტომ სადაც ირანის ძლევამოსილი ჯარი შედიოდა, იქ მას თავისი მფარველი ღვთაების მითრას კულტიც თან შეჰქონდა და მაზდეანობასთან ერეთად მითრაიზმსაც ავრცელებდა.

ამიტ აიხსნებოდა ის გარემოებაც, რომ მითრას კულტი ასე სწრაფად ვრცელდებოდა მცირე აზიაში, განსაკუთრებიტ პონტოსა და კაბადოკიაში.სადაც ბატონობდნენ ირანის არისტოკრატები და სადაც მითრას კულტურისა და ადგილობრივი ღვთაებათა ერთგვარი გადაჯვარედინება მოხდა.კსბადოკიიდან მითრას კულტი მთელს მსოფლიოში სწრაფად ვრცელდებოდა.

მითრას კულტი გავრცელებული იყო ძველ სომხეთში და მას "მიჰრს" ეძახდნენ. სომხური მიჰრის ღვთაებრიობის ხილული განსახიერება იყო ორგვარი: "არეგ-აკნ" მზის თვალი-ორმუზდის თვალი ან ხილული მზე.. მეორე "ლუსინ" მთვარე, რომელსაც მოსე ხორენელი "ცეცხლის დას" უწოდებს.

არსებობდა თუ არა წარმართულ საქართველოში მითრას კულტი?მართალია ასეთი სახელწოდები ღვთაება არ იყო, მაგრამ მაინც უნდა ვივარაუდოთ, რომ მითრაიზმის რწმენა საქართველოშიც იყო გავრცელებული, რადგან მჭიდრო კავშირი გვქონა აღმოსავლეთ კულტუროსან ერებთან.

ქართულ უზველეს მატინეში "მოქცევაი ქართლისაი", ქართველ მტავარ ღვთაებად არმაზია მოხსენებული, იგივე "აჰურამაზდა". ღვთაება არმაზისა და ცეცხლის თაყვანისცემის კულტის არსებობა საქართველოში, თავისთავად ჰგულისხმობს, მითრას რწმენის ჩვენში არსებიბას, რომელიც აჰყრამაზდის მეორე პირად ითვლებოდა...

აჰურამაზდას განუწყვეტელი ბრძოლა ბოროტი ღვათაების არიმანის დასათრგუნად, უმთავრესად დამყარებული იყო იმ კეთილ გენიებზე და სულებზე , რომლებსაც იაზატებს უწოდებდნენ მათ შორის პირველობდა მითრა (სამყაროს გამგებელი და მებრძოლ ლაშქართა სარდალი) და ათარი (უხილავი წმინდა ცეცხლი). ამ ორივე კეთილი გენიის კულტი ქართულ ხალხურ რწმენაში დღემდე იყო დაცული. მა. დიდმარხის აღება ღამეს სამეგრელოში ასრულებდნენ სალოცავ "ჟინი ანთარს" (ზეციერი ანთარი). კერაზე აცხობდნენ ოთხკუთხა მოზრდილ ყველიან კვერს, რომელსაც ჯერ სუროს ფოთლებში შეახვევდნენ და შემდეგ ზედ ნაღვერდალს დააყრიდნენ. ვახშმის წინ ოჯახის უფროსი მამაკაცი კერასთან მივიდოდა, ნამცხვარს ნაცარსა და სუროს მოაცლიდა, კვერს ზედ კერაზე ოთხკუთხედ ნაჭრებად დაჭრიდა და ვედრება წარმოთქვამდა:

ზეციერო ანთარო, ბატონო-გამარჯვებულო!

ჩემი საქონელი შენ გაამრავლე!

ასობით ვიჭერდე და არაფერი.

აკლდებოდეს, უშობელსა და.

ხბოიანს ვერ ვარჩევდე ისე.

მიტრას კულტის ჩვენში არსებობას მოწმობს დას. საქართველოში დაცული ერთი ფრიად საყურადღებო სალოცავი, რომელსაც მეგრელები "მისრობას", ან "მირსობას" უწოდებენ, სვანები-"მეისარბ"-ს და გურულები "მოისარობას".

მირსობას მეგრელები დიდი მარხვის დაწყებამდე იხდიან. საგანგებოდ ასუქბენ ღორს ("ომირსე"). მირსობა დღეს, ხუთშაბათს (მეგრ.ცაშხა), ოჯახის უფროსი ამ ღორს კერის გარშემო რამდენჯერმე შემოატარებს შემდეგი ლოცვით: დღეს მირსობის მობრძანებავ! მე და ჩემს ცოლსა და შვილს ბედი მიეცი, ბედნიერად ამყოფე, ყოველი ალიანი და ჩალიანი (სიავე) გაუქარვე, ყოველივე ავი ზნისაგან, წყლისაგან შენ დაიცავი, შენ სახელდალოცვილო.

ლოცვის დასასრულს ღორს დაკლავენ. შემდეგ ოჯახის დიასახლისი, ოჯახის თითოეული წევრისთვის ორ-ორ მრგვალ კვერსა და კვერცხს მოხარშავს. სადილის წინ ოჯახის წევრები, უფროს-უმცროსობით კერასთან მდგარ ტაბლასთან მივლენ და სათითოდ თავიანტ კვერცხებსა და კვერებს. თვალებზე მიიფარებენ, თან ატრიალებენ და შემდეგ ლოცვას წარმოსთქვამენ: წმ. მირსა დღეს ვლოცულობ! ჩემი თვალის სიმრთელისათვის, კვერით და კვერცხით, ავი თვალის ტკივილი, ავი თვალის დაწირპლვა შორს გამიქარვე. მთაზე ბუზი მიფრინავდეს ჩემს თვალს დაანახვე, მტაზე წიანჭველა მიცოცავდეს, ღმერთო, ჩემს თვალს დაანახვე, ჩემი თვალის ნაქნარით ცემი გული გაახარე.

ამ ლოცვის დასასრულს კვერსა და კვერცხს იქვე შეწამენ.

მაგრამ მირსობის ეს რიტუალი უფრო კარგად და სრულად დაცულია მთიან სამეგრელოში, ჩხოროწყუს სამ სოფელში: გოდოგანში, გარახაში და ჯუმითში. მირსობა დღეს ამ სამ სოფელში იმართებოდა ხატობა, რომელსაც "ჯეგე" ან "ჯგეგე-მისარონი" ეწოდება.

სოფ. გოდოგანი კურზუს თემშია და აქ ერთ მაღალ გორაკზე აშენებულია პატარა ეკლესია. რომელსაც "ჯეგე-მესარონს" უწოდებენ. დგეობა იმართება თებერვალში, 2კვირით წინ ყველიერამდის და სალოცავათ წინათ დიდძალი მხვეწარი მოდიოდა თურმე, განსაკუთრებით ის გვარები, რომალთა ფუძის ან გვარის (ჯინჯიში ხატი) ხატად იგი ითვლებოდა.: ფიჩხაია, ბერულავა, ჩარგაზია, მიქაია, გოგუა, ლაშხია, ნაჭყებია, აშორდია, ფონია, კვაშილია, გაბედავა, არაჰამია და სხვა. ჩარგაზიასა და ნაჭყებიას გვარიდან ირჩევდნენ ნათეებს, რომლებიც ხატს ამწყალობნებდნენ. მირსობა დღეს გოდოგანში ომირსე ღორს კერის გარშემო სამჯერ შემოატარებდნენ და ჯეგე-მისარონს შესთხოვდნენ ოჯახის კეთილდღეობას. ომირსე ღორის ხორცის ჭამა დაღამებამდის არ შეიძლება. დილით კი მოხარშული კვერცხებითა და კვერებით თვალის საღობაზე ჩვეულებრივი წესით ლოცულობენ და შემდეგ ყველანი მიდიან ჯეგე-მისარონის ეკლესიაში, სადაც წინათ ასრულებდნენ სხადასხვა რიტუალს, ლოცვა-ვედრებას, რომელსაც მოჰყვებოდა ცეკვა-თამაში, სიმღერა და სხვა გართობანი. საღამოს მლოცავი სახლში მიდის. ოჯახის უფროსი ომირსე ღორით დაილოცებოდა, გაშლიდნენ სუფრას და რორის ხორცს სჭამდნენ.

ამ დღეს სალოცავად მოდიოდნენ გამოთხოვილი ქალები, რომელტა ფუძის ხატად ჯეგე-მისარონი ითვლებოდა. მათ ტან მიჰქონდათ სანტელ-საწირი და დაკლული ღორები. აქ გვარის ნატეები ამწყალობლებდნენ და შემდეგ შვილდში გამოატარებდნენ.

ვისაც შეთქმული ჰქონდა, იგი ჯეგე-მისარონს ღამეს უთევდა. მოჰყავდათ სულიტ ავადმყოფნი და თვალით სნეულნი. მათ მისარონის ხატის წინ დააწვენდნენ "ხატიში ითონჯირაფა", ღამეს ათევდნენდა ევედრებოდნენ ავადმყოფის განკურნებას.

თვალის სნეულების საწირში მიჰქონდათ ორი სანთელი, ორი კვერი, ორი კვერცხი და თეთრი ფულები. მუხლმოყრით ეკლეისას სამჯერ შემოუვლიდნენ და ევედრებოდნენ თვალის საღობას.

ასეთივე ხატობა იციან სოფელ გარახაში. თებერვალში, მირსობა დღეს გარახის წმ. გიორგის ეკლესიაში წინათ იმართებოდა ჯეგე-მისარონის დიდი ხატობა. ამ ხატის ყმებია: მაფორია და უბირია. ნათეებსაც ამ გვარიდან ირჩევდნენ. აქც თვალით სნეულნი და სულით ავადმყოფნი მოჰყავდათ. შეხვაწილები ხატს სწირავდნენ თვალის სანთელს, რომლების წარმოადგენდნენ თვალის კაკლისოდენა სანთლის რგოლებს. გარახიდან გათხოვილი ქალები მოდიოდნენ საწირით, დაკლული ღორებით, ლოცულობდნენ და ნათეები შვილდში გაატარებდნენ.

გარახასა და ჩხოროწყუს მახლობლად მდებარეობს სოფ. ჯუმითი. აქაც ასევე იცოდნენ წმ. გიორგის ეკლესიაში დიდი ხატობგეს ...



გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / მითოლოგია / უავტორო / წარმართული ღვთაებები