პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი 

დოგმატური ღვთისმეტყველება

 

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის დოგმატები

 

ღმერთი-სიტყვის განკაცების დოგმატს უაღრესად მჭიდროდ უკავშირდება ორი დოგმატი ღვთისმშობლის შესახებ, ესენია: ღვთისმშობლის მარადისქალწულობა და მისი ღვთისმშობლად სახელდება.

ისინი უშუალოდ გამომდინარეობენ უფლის ჰიპოსტასური ერთიანობის დოგმატის, უფრო ზუსტად საღვთო ჰიპოსტასის განხორციელების დოგმატიდან.

 

ღვთისმშობლის მარადისქალწულობა.

 

უფალ იესო ქრისტეს ქალწულისაგან დაბადებას ჩინებულად და პირდაპირ ადასტურებს ორი მახარებელი: მათე და ლუკა. ეს დოგმატი შეტანილია პირველი მსოფლიო კრების სარწმუნოების სიმბოლოში, სადაც ვკითხულობთ: ჩვენთჳს, კაცთათგს და ჩუენისა ცხოვრებისათჳს გარდამოხდა ზეცით და ხორცნი შეისხნა სულიწმიდისაგან და მარიამისაგან ქალწულისაგან განკაცნა. ღვთისმშობლის მარადის ქალწულობა სახარებაში მოყვანილი მისივე სიტყვებით მტკიცდება, მათში ჩანს, რომ მარიამს შეგნებული აქვს საკუთარი რჩეულობის განუზომელი სიდიადე და სიმაღლე: ადიდებს სული ჩემი უფალსა... რამეთუ აჰა ესერა ამიერითგან მნატრიდნენ მე ყოველნი ნათესავნი, რამეთუ ყო ჩემ თანა დიდებული ძლიერმან (ლკ. 1,46-49). ყოვლადწმიდა ქალწული გულსა და გონებაში იმარხავდა გაბრიელ მთავარანგელოზის მოკითხვასა თუ მართალი ელისაბედის მონახულებისას მის შთაგონებულ ნათქვამს: და ვინაჲ ჩემდა ესე, რაჲთა მოვიდეს დედაჲ უფლისა ჩემისაჲ ჩემდა (ლკ. 1,43); ახსოვდა ტაძარში მისვლისას მოსმენილი მართალი სვიმეონის სიტყვები ყრმა იესოსადმი და იმავდროულად მართალი ანას წინასწარმეტყველება. მახარებელი გადმოგვცემს ბეთლემის მწყემსთა მონათხრობს მათთვის ანგელოზის ნათქვამისა და ანგელოზთა დიდებისმეტყველების შესახებ, თანაც დასძენს: ხოლო მარიამს დაემარხნეს სიტყუანი ესე და დაედვა გულსა შინა თვსსა (ლკ. 2,19). იგივე მახარებელი მოგვითხრობს დედაღვთისას საუბარზე თორმეტი წლის ყმაწვილ იესოსთან, პასექის დღესასწაულზე, იერუსალიმში ყოფნის შემდგომ დ დასძენს: ხოლო დედასა მისსა დაემარხნეს ყოველნი ესე სიტყუანი გულსა თვსს (ლკ. 2,51). მახარებლები აგრეთვე გვამცნობენ, თუ როგორ ესმოდა მარიამის ამა სოფლად მსახურების სიდიადე მის ქმრად წოდებულ მართალ იოსებს, რომლის ქმედებანიც არაერთხელ წარმართა ანგელოზმა.

ერეტიკოსნი და მკრეხელნი უარს აცხადებენ, აღიარონ ღვთისმშობლის მარადისქალწულობა იმ მოტივით, რომ სახარებაში ნახსენებია იესოს ძმები და დები. ამას თუნდაც სახარებიდან შემდეგი მონაცემების ურთიერთშეჯერება განაქარწყლებს:

ა. მასარებლები ასახელებენ ოთხ ძმას: იაკობს, ოსიას, სიმონსა და იუდას, აგრეთვე, სულ მცირე, სამ დას, როგორც შემდეგი სიტყვებიდან დასტურდება: დანი მისნი არა ყოველნი ჩუენ შორის არიანა? (მთ 13,56);

ბ. თორმეტი წლის ყმაწვილი იესოს იერუსალიმში მოგზაურობის შესახებ ნაამბობში მახარებლები ახსენებენ ნათესავთა და მეცნიერთა, რომელთა შორისაც ეძებდნენ მას. აქვე ვიგებთ, რომ მარიამი დ იოსები შორეული გალილეადან ყოველწლიურად დადიოდნენ იერუსალიმში, რაც გვაფიქრებინებს, რომ მარიამს სხვა, უმცროსი შვილები არ ჰყავდა. ასე განვლო უფლის დედამიწაზე ცხოვრების პირველმა თორმეტმა წელიწადმა;

გ. და აღნიშნული მოგზაურობიდან ოცი წლის შემდეგ უფლის ჯვარცმასთან მდგომი მარიამი მარტო აღმოჩნდა. ძე ღმერთმა დედა იოანე ღვთისმეტყველს ჩააბარა. და მიერითგან წარიყვანა იგი მოწაფემან მან თჳსთა თანა (ინ. 19,27). ცხადია, და ასეც ესმოდათ ძველ ქრისტიანებს, რომ მახარებლები გადმოგვცემენ იესო ქრისტეს ნახევარ და-ძმებზე ან ბიძაშვილებზე.

 

ყოვლადწმიდა ქალწული მარიამი ღვთისმშობელია.

 

ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამის ღვთისმშობლად სახელდება უაღრესად მჭიდროდ უკაკშირდება ძე ღვთისას განკაცების დოგმატს. ამ წოდებით ეკლესია ადასტურებს, რომ სწამს ღმერთი-სიტყვის ჭეშმარიტი და არა მოჩვენებითი განკაცება. აღიარებს, რომ უფალ იესო ქრისტეში ღმერთი შეუერთღა ადამიანს ქალწულ მარიამის წიაღში მისი ჩასახვისთანავე, მიიჩნევს, რომ იესო ქრისტე სრული ადამიანი და სრული ღმერთია.

გარდა ამისა, ქალწულ მარიამის განსადიდებლად და საქებრად ყველაზე მეტად შესაფერისია მისი ღვთისმშობლად სახელდება.

სახელი ღვთისმშობელი უშუალოდ წმიდა წერილიდან წარმოდგება. პავლე მოციქული წერს: ხოლო ოდეს მოიწია აღსასრული ჟამთაჲ, მოავლინა ღმერთმან ძე თჳსი, შობილი დედაკაცისაგან (გალ. 4,4), ანუ გვაუწყებს ჭეშმარიტებას, რომ დედაკაცმა შვა ძე ღვთისა. ღმერთი გამოჩნდა ხორცითა (I ტიმ. 4,16), სხვაგვარად - ღმერთმა-სიტყვამ ხორცი ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამისაგან შეისხა.

ხარების შემდგომ ქალწული მარიამი შეხვდა მართალ ელისაბედს, რომელიც აღივსო სულითა წმიდითა... და ჴმა-ყო ჴმითა დიდითა და თქუა: კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისაჲ! და ვინაჲ ჩემდა ესე, რაჲთა მოვიდეს დედაჲ უფლისა ჩემისაჲ ჩემდა?... და ნეტარ არს, რომელსა ჰრწმენეს, რამეთუ იყოს აღსრულებაჲ თქმულთაჲ მათ მისა მიმართ უფლისა მიერ  (ლკ. 1,41-43,45). ამრიგად, სულიწმიდით აღვსილი ელისაბედი მარიამს ზეციური უფალი ღმერთის დედად მოიხსენიებს. ელისაბედი რომ უფალში ზეციურ ღმერთს გულისხმობს, შემდეგი სიტყვებიდან დასტურდება: ჰრწმენეს... თქმულთაჲ მათ მისა მიმართ უფლისა მიერ (ლკ. 1,45).

ქალწულისაგან ღმერთის შობის შესახებ ძველი აღთქმის წმიდა წერილიც იუწყება:

იეზეკიელ წინასწარმეტყველი მოგვითხრობს თავის ხილვას: და თქუა ჩემდამო უფალმან: ბჭე ესე დადშულ იყოს, არა განეღოს და არცა ერთი ვინ არა განვიდეს მის მიერ, რამეთუ უფალი ღმერთი ისრაილისა შევდეს მის მიერ და იყოს დადშულ (იეზ. 44,2).

ესაია წინასწარმეტყველი გვაუწყებს: აჰა ქალწული მიუდგეს და შვეს ძე, უწოდიან სახელი მისი ემმანუელ, რომელ არს თარგმანებით: ჩუენ თანა ღმერთი... რამეთუ ყრმა იშვა ჩუენდა ძე, და მოგუეცა ჩუენ, რომლისა მთავრობაჲ იქმნა მდარსა ზედა მისსა და ჰრქვან სახელი მისი - დიდისა განზრახვისა ანგელოზი, საკვირველი თანაგანმზრახი, ღმერთი ძლიერი, დელმწიფე, მთავარი მშვიდობისა, მამა მერმეთა საუკუნოსა (მთ. 1,23; ეს. 7,14; 9,6).

ქრისტეს ეკლესიის პირველ საუკუნეებში ქალწულ მარიამისაგან ღმერთი-სიტყკის განხორციელებისა და შობის ჭეშმარიტება ქრისტიანელი კათოლიკე სარწმუნოების ქვაკუთხედი გახდა. ამიტომ ამბობენ მოციქულთა მოწაფენი: ღმერთი ჩვენი იესო ქრისტე მარიამის წიაღში იყო: ღმერთმა ხორცი ქალწულ მარიამისაგან მიიღო (წმ. ეგნატე ღმერთშემოსილი, ირინეოს ლიონელი). ამავე აზრს ავითარებენ წმ. დიონისე ალექსანდრიელი და ალექსანდრე ალექსანდრიელი (III-IV სს.); ხოლო IV საუკუნის მამანი: წმ. ათანასე დიდი, ღირსი ეფრემ ასური, წმ. კირილე იერუსალიმელი, წმ. გრიგოლ ნოსელი ყოვლადწმიდა ქალწულს ღვთისმშობლად მოისხენიებენ.

V საუკუნეში III მსოფლიო კრებაზე ეკლესიამ საზეიმოდ გამოაცხადა ყოვლადწმიდა ქალწული ღვთისმშობლად. ამასთან ნესტორის ერესთან დაკავშირებით მიიღო და დაადასტურა წმ. კირილე ალექსანდრიელის შემდეგი სიტყვები: ვინც არ აღიარებს, რომ ემანუილი არის ჭეშმარიტი ღმერთი და ყოვლადწმიდა ქალწული - ღვთისმშობელი, რადგანაც მან ხორციელად შვა განხორციელებული სიტყვა ღვთისა - შეჩვენებულ იქნას!.

ნეტარი თეოდორიტე, რომელსაც ნესტორთან თავდაპირველად მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა, შემდგომში გმობდა მის ერეტიკულ ახირებას და წერდა: ნესტორის მიერ სიახლეთა შემოტანის პირველი საფეხური იყო აზრი, თითქოს წმიდა ქალწული, რომლისგანაც მიიღო ხორცი და იშვა ხორციელად ღმერთი-სიტყვა, არ უნდა ვაღიაროთ ღვთისმშობლად, არამედ ქრისტესმშობლად. ეს მაშინ, როცა ჭეშმარიტი სარწმუნოების ძველი და ძველთაძველი მაუწყებლები ასწავლიდნენ: სამოციქულო გადმოცემის თანახმად დედა ღვთისა ღვთისმშობლად მოიხსენიონ და აღიარონ.

რომის ეკლესიის მიერ ღვთისმშობლის უბიწოდ ჩასახვისა და ხორციელად ამაღლების დოგმატთა აღიარების შესახებ.

უბიწოდ ჩასახვის დოგმატი აღიარა პაპმა პიუს IX 1854 წელს გამოცემულ ბულაში. დოგმატის განმარტებით, ყოვლადწმიდა ქალწული მარიამი ჩასახვისთანავე განიწმინდა პირველმშობელთა ცოდვისაგან. დოგმატი პირდაპირი შედეგია პირველქმნილ ცოდვაზე რომის სწავლებისა, რომლის მიხედვით, პირველმშობელთა ცოდვის შედეგად კაცობრიობას წაერთვა მადლმოსილების ზებუნებრივი ნიჭი. მაგრამ აქვე ჩნდებოდა საღვთისმეტყველო ხასიათის კითხვა: თუ მთელმა კაცობრიობამ დაკარგა მადლმოსილება, მაშინ როგორღა გავიგოთ მთავარანგელოზ-მახარებლის სიტყვები მარიამისადმი: გიხაროდენ, მიმადლებულო! უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის... ჰპოვე მადლი წინაშე ღმრთისა (ლკ. 1,28,30). მაშინ იძულებულნი გახდნენ, განემარტათ, რომ ყოვლადწმიდა ქალწული მარიამი მადლმოსილების დაკარგვის საერთო კანონიდან გამონაკლისს წარმოადგენდა და ადამის ცოდვის დანაშაული მასზე არ გავრცელებულა; და რადგანაც იგი დაბადებიდანვე უბიწოდ ცხოვრობდა, მაშასაღამე, მან, როგორც გამონაკლისმა, ზებუნებრივი ნიჭი, სიწმიდის მადლი დაბადებამდე, უფრო ზუსტად ჩასახვისთანავე მიიღო. ასე დაასკვნეს ლათინმა ღვთისმეტყველებმა და ამ გამონაკლისს ღვთისმშობლის პრივილეგია დაარქვეს. აღსანიშნავია, რომ ამ დოგმატის აღიარებას დასავლეთში წინ უძღოდა საღვთისძეტყველო ბრძოლის ხანგრძლივი პერიოდი, რომელიც დაიწყო XII საუკუნიდან (სწავლების გაჩენიდან) და გაგრძელღა XVII საუკუნემდე, როცა იეზუიტებმა ის რომაულ-კათოლიკურ სამყაროში გაავრცელეს.

საიუბილეო, 1950 წელს, რომის პაპმა პიუს XII-მ საზეიმოდ გამოაცხადა მეორე დოგმატი - ღვთისმშობლის ხორციელად ზეცად ამაღლების ძესახებ. დოგმატური თვალსაზრისით იგი რომაულ ღვთისმეტყველებამი მიღებულ უბიწოდ ჩასახვის დოგმატს ეფუძნება და პირველქმნილ ცოდვაზე რომაული სწავლებიდან გამომდინარე ლოგიკურ დასკვნას წარმოადგენს. ამ დოგმატის მიხედვით, ღვთისმშობელს, როგორც პირველქმნილი ცოდვის საერთო კანონიდან გამონაკლისს, ჩასახვისთანავე მიეცა ზებუნებრივი ნიჭები, რომლებიც ცოდვით დაცემამდე ჰქონდათ პირველმშობლებს: სიმართლე და უკვდავება. ასე რომ, ღვთისმშობელი არ უნდა დაქვემდებარებოდა სხეულით სიკვდილის კანონს. და, თუ იგი მაინც აღსრულდა, რომაელ ღვთისმეტყველთა მსჯელობით, მხოლოდ იმიტომ, რომ მან თავისი ძის მსგავსად, სიკვდილი კეთილნებობით მიიღო. მაგრამ სიკვდილმა მასზე ვერ იბატონა.

ორივე დოგმატის გამოცხადება დოგმატთა განვითარების რომაული თეორიის შესაბამისად მოხდა. მართლმადიდებელი ეკლესია არ იღებს პირველქმნილ ცოდვაზე ლათინთა მსჯელობის სისტემას: იგი აღიარებს პიროვნულად სრულად უბიწო და სრულად წმიდა ღვთისმშობელს, - რომელიც უფალმა იესო ქრისტემ თავისი შობით ღირს-ქმნა, ყოფილიყო ქერუბიმებზე უპატიოსნესი და უზაესთაეს სერაბიმებზე აღმატებული. ამასთან, მართლმადიდებელი ეკლესია უსაფუძვლოდ მიიჩნევდა და მიიჩნევს რომაული კათოლიციზმის განმარტებებით დადგენილი უბიწოდ ჩასახვის დოგმატის მიღებას. მაგრამ პატივს მიაგებს ღვთისმშობლის ჩასახვას, ისე როგორც პატიოსანი წინასწარმეტყველისა და ნათლისმცემელისა - იოანესი. ერთი მხრივ, ვხედავთ, რომ ღმერთს ცოდვით დაცემის შემდგომაც არ წაურთმევია კაცობრიობისათვის მადლმოსილი ნიჭები, როგორც ამას 50-ე და 70-ე ფსალმუნები გადმოგვცემენ: სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან... სულითა მთავრობისაბთა დამამტკიცე მე (ფს. 50,13,14); შენდამი განვმტკიცენ საშოჲთგან, დედის მუცლით ჩემითგან შენ ხარ ძე ჩემი მფარველი, შენდამი არს გალობაჲ ჩემი მარადის (ფს. 70,6). მეორე მხრივ, წმიდა წერილის სწავლეჲის თანახმად, ადამში მთელმა კაცოჲრიოჲამ იგემა აკრძალული ნაყოფი: მისი სახით ყოველთა შესცოდეს (რომ. 5,12). მხოლოდ ღმერთკაც ქრისტეთი იწყეჲა ახალი კაცოჲრიოჲა, მან გაათავისუფლა ადამიანი ადამის ცოდვისაგან. ამიტომ ეწოდა მას პირმშო მრავალთა შორის ძმათა (რომ. 8,29), ანუ კაცთა მოდგმაში პირველი, ახალი ადამი. ყოვლადწმიდა ღვთისმშოჲელი დაიჲადა, როგორც ყველა, ადამის ცოდვის თანაზიარად და კაცთა მოდგმასთან ერთად გაინაწილა გამოსყიდვის აუცილეჲლოჲა4. მთავარანგელოზის ხარეჲამდე ქალწულ მარიამის უბიწო, წმიდა ცხოვრება და პირადი უცოდველობა იყო ნაყოფი მისი სულიერი შრომისა და მასზე უხვად გარდამოსული მადლისა: ჰპოვე მადლი წინაშე ღმრთისა (ლკ. 1,30) - ეუბნება მას მთავარანგელოზი მოკითხვისას პოვე - ანუ მიაღწიე, მოიპოვე, დაიმსახურე). ყოვლადწმიდა ქალწული მარიამი კაცობრიობის საუკეთესო ნაწილმა განამზადა, როგორც ღირსეული ჭურჭელი ღმერთი-სიტყვის დედამიწაზე მოსასვლელად. სულიწმიდის გარდამოსვლამ სული წმიდაჲ მოვიღეს შენ ზედა - ლკ. 1,35) სრულად განწმინდა ქალწულ მარიამის წიაღი ღმერთ-სიტყვის მისაღებად.

უნდა ვაღიაროთ, რომ თავად წინასწარი პრივილეგიის პრინციპი როგორღაც არ ეთანადება ქრისტიანული აზროვნების წესს, რადგან რა არს თუალთღებაჲ ღმრთისა თანა (რომ. 2,11).

რაც შეეხება ღვთისმშობლის დასაფლავების შემდგომ მისი სხეულებრივად ამაღლების შესახებ გადმოცემას, მისდამი რწმენა არსებობს მართლმადიღებელ ეკლესიაში და გამოხატულია ღვთისმშობლის მიძინების სადღესასწაულო მსახურებაში. აგრეთვე, აღმოსავლეთის პატრიარქთა 1672 წლის იერუსალიმის კრების აღსარებაში. ღირსი იოანე დამასკელი მიძინების შესახებ მე-2 სიტყვაში მოგვითხრობს, რომ როდესაც იმპერატორმა დედოფალმა პულხერიამ (V ს.) ააგო ტაძარი კონსტანტინოპოლში, სთხოვა იერუსალიმის პატრიარქს, ქალკედონის კრების მონაწილე იუბენალს, მისთვის ებოძებინა ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამის ნაწილები ტაძარში დასაბრძანებლად. მაგრამ იუბენალმა უპასუხა, რომ ძველი გადმოცემით ღვთისმშობელი მარიამის სხეული აყვანილ იქნა ზეცად და თან დაურთო ცნობილი ამბავი, თუ როგორ სასწაულებრივად შეიკრიბნენ მოციქულები ღვთისმშობლის დაკრძალვაზე; როგორ გაიხსნა საფლავი თომა მოციქულის მოსვლის შემდგომ და მასში სხეული არ აღმოჩნდა; და როგორ დაადგინეს მოციქულებმა, რომ მისი სხეული ზეცად ამაღლდა. საეკლესიო წერილობითი მოწმობანი მოცემულ საკითხზე, შედარებით გვიანი დროით თარიღდება (არა უადრეს VI ს.) და მართლმადიდებელი ეკლესია მათდამი მთელი თავისი პატივისცემის მიუხედავად დოგმატური ხასიათის წყაროდ არ მიიჩნევს. ეკლესიამ მიიღო გადმოცემა ღვთისმშობლის ხორციელი ამაღლების შესახებ, მაგრამ არ მიაკუთვნა და არც აკუთვნებს ამ კეთილწესიერ გადმოცემას ქრისტიანული სარწმუნოების ძირითად ჭეშმარიტებებს - დოგმატებს.

 

ყოვლადწმიდა ქალწულის გულის კულტი რომის ეკლესიაში.

 

იესოს გულის თაყვანისცემასთან ერთად რომის ეკლესიამ დაადგინა და საყოველთაოდ გაავრცელა ყოვლადწმიდა ქალწულის უბიწოდ ჩასახული გულის კულტი. მასზე ძირითადად იმავეს თქმა შეიძლება, რაც უკვე იესოს გულის თაყვანისცემასთან დაკავშირებით აღინიშნა.

 

 გამოსყიდვის დოგმატი.

 

აი, ტარიგი ღმრთისაბ, რომელმან აღიხუნეს ცოდვანი სოფლისანი (ინ. 1,29).

გადარჩენის დოგმატი - ქრისტიანობის ცენტრალური დოგმატია. ქრისტე არის გამომსყიდველი და მაცხოვარი კაცთა მოდგმისა. ძველი აღთქმა ცხადად გადმოგვცემს, რომ ადამიანების განმზადება ამქვეყნად ძე ღვთისას მოსასვლელად კაცობრიობის მთელი წინა ისტორიის მანძილზე ხდებოდა. კაცობრიობის ისტორია უფლის აღღგომისა და ამაღლების შემდგომ არის მორწმუნეთა მიერ უკვე აღსრულებული მათი გადარჩენის განხორციელება, აღქმა და შეთვისება. გადარჩენის უდიდესი საქმე დამთავრდება ან განსრულდება სამყაროს დასასრულთან ერთად. კაცობრიობის ისტორიის შუაგულს იკავებს ჯვარი და აღდგომა.

ადამიანის გონება ვერ აღიქვამს ჩვენი მაცხოვრის მიერ აღსრულებული ღვაწლის მთელს სისავსეს. არც აღწერით და არც ჩამოთვლით მას არ ძალუძს დაიტიოს ქრისტეს დედამიწაზე მსახურების სიდიადე, სივრცე, ძალა თუ მნიშვნელობა. შეუძლებელია, გაზომო მთელი ზესიმდიდრე ქრისტეს სიყვარულისა. ამ სიყვარულის ძალით ანუგეშებდა იგი დაცემულებსა და ცოდვილებს, კურნავდა სნეულებს და სასწაულებს ახდენდა, ლოცულობდა მთელს მსოფლიოზე; ბოლოს კი -კვდებოდა, როგორც უდანაშაულო მსხვერპლი და თან თავის ჯვარმცმელებს ლოცავდა. ქრისტემ თავისთავზე აიღო ამა სოფლის ცოდვანი, იტვირთა ყველა ადამიანის დანაშაული - იგი კრავია, სოფლისთვის შეწირული. ამიტომაც ვერ ვახერხებთ ჩვენთვის ჩვეული ცნებებით ავსახოთ უფალ იესო ქრისტეს მიწიერი ცხოვრებისა და ჯვარზე სიკვდილის შედეგები.

განა ძალგვიძს ფიქრებით მოვიცვათ და ყოველდღიური ცნებებით გამოვხატოთ ჩვენი გადარჩენის მთელი იკონომია?! ჩვენ ხომ სიტყვები არ გვეყოფა საღვთო საიდუმლოთა გადმოსაცემად?!

დიდებისვმეტყველებთ მორწმუნენი მიუწვდომელსა ჯვარცმასა და გამოუთქუმელსა აღდგომასა შენსა: დღეს სიკვდილი და ჯოჯოხეთი შეიკრა, კაცთა მოდგმა უხრწნელებაში შეიმოსა (კვირის ცისკრის მეორე საგალობელის შემდგომი საკითხავი, ხმა 3).

მაგრამ, როგორც მოციქულთა ნაწერებიდან ვხედავთ, მათთვის სრულიად ცხადი იყო ჩვენი სარწმუნოების გულის - გადარჩენის ჭეშმარიტების არსი. მასზე აფუძნებდნენ ისინი მთელს თავიანთ მოძღვრებას, ხსნიდნენ ყველა მოვლენას ადამიანის ცხოვრებაში, ამ ჭეშმარიტებაზე ამყარებდნენ ეკლესიისა და მთელი სამყაროს შემდგომ ბედს.

მოციქულები განუწყვეტლივ გვახარებენ ამის შესახებ, ზედმიწევნითი ახსნის გარეშე ხშირად იუწყებიან ქადაგებებსა თუ ნაწერებში, რომ ქრისტემ ჩვენ გამოგვიხსნა (ტიტ. 3,5); იყენებენ ნაირგვარ გამოთქმას: ქრისტემან ჩუენ მოგვიყიდნა წყევისა მისგან რჯულისა (გალ. 3,13); ქრისტემ განგვამართლა ჩუენ, რამეთუ სასყიდლით სყიდულ ვართ (I კორ. 6,20); ქრისტემ ცოდვანი ჩვენნი წარხოცნა და იგი არს მიმტევებელი ცოდვათა ჩუენთა (I ინ. 2,2); მანვე შეგვარიგა ღმერთთან; იგი არის ტარიგი ღმრთისაბ, რომელმან აღიხუნეს ცოდვანი სოფლისანი (ინ. 1,29); ის არის ერთადერთი სჯულმდებელი (ებრ. 8,6); მან აღხოცა ჩუენთვის ხელით წერილი ბრძანებით... და აღიღო შორის და შემსჭუალა ჯუარსა (კოლ. 2,14); მან ჩუენთვის შეჰფიცა; უკეთუ მტერ რაჲ ვიყვენით, დავეგენით ღმერთსა სიკუდილითა ძისა მისისაჲთა (რომ. 5,10): მისი სისხლით ვართ განწმენდილნი. ამ და სხვა თავისუფლად შერჩეულ გამონათქვამებში მოციქულებმა გამოხატეს გადარჩენის ჭეშმარიტება, რაც მათთვის აშკარა იყო. იგი მარტივად და გასაგებად აღწევდა მოციქულთა ბაგეებიდან მორწმუნეთა გულებში, რათა მათაც სცოდნოდათ, თუ რაჲ-იგი არს განგებულებაჲ იგი საიდუმლოჲსა მის დაფარულისაჲ საუკუნითაგან ღმრთისა თანა, რომელმან ყოველივე დაჰბადა იესუ ქრისტეს მიერ (ეფ. 3,9). ამიტომ მივმართოთ მოციქულთა სწავლებას.

მოციქულთა სწავლებით განსაკუთრებით ყურადსაღებია, განვასხვაოთ ძველი ადამიანის გადარჩენის ფაქტი ზოგადად (რაც უკვე აღსრულდა) იმ ჭეშმარიტებისგან, რომლის თანახმადაც, აუცილებელია ნაწყალობევი გადარჩენის პირადი აღქმა და შეთვისება თითოეული მორწმუნის მიერ, და რომ ცხონება დამოკიდებულია თავად ადამიანის ძალისხმევაზე. რამეთუ  მადლითა ხართ გამოხსნილ სარწმუნოებისა მიერ და ესე არა თქუენგან, არამედ ღმრთისა ნიჭი არს (ეფ. 2,8) - წერს პავლე მიციქული და გვასწავლის: შიშით და ძრწოლით თგსსა ცხორებასა იქმოდეთ (ფილიპ. 2,12).

გადარჩენიო ადამიანი ღმერთში მარადიულ ცხოვრებას, ზეციური სამეფოს მკვიდრობას მოიპოვებს, ამასთან, ყოველსა მეძავსა და არაწმიდასა და ანგარსა... არა აქუს მკვიდრობა სასუფეველსა ქრისტესსა და ღმრთისასა (ეფ. 5,5: გამოცხ. 21,27). ღმერთი ნათელია და არა არს ბნელი მასში. ღვთის სასუფეველში შემსვლელი უნდა იყოს შვილი ნათლისა. ამიტომ არის აუცილებელი იქ დასამკვიდრებლად სულის სისუფთავე, სიწმიდით შემოსვა, რომლისა თგნიერ ვერვინ იხილოს უფალი (ებრ. 12,14).

ძე ღვთისა მოვიდა ამა სოფლად, რათა, ერთი მხრივ, ამგვარი სისავსით გაეხსნა გზა კაცობრიობის გადასარჩენად და თითოეული ჩვენგანის გული ღვთის სასუფევლის მისაღებად წარემართა; და, მეორე მხრივ, რათა დახმარებოდა და განემტკიცებინა ცხონების გზაზე მავალნი პირადი სულიერი სისუფთავისა თუ სიწმიდის მოპოვებაში. პირველი მხარე მთლიანად აღასრულა ქრისტემ. მეორე, მართალია, თავად ჩვენზეა დამოკიდებული, მაგრამ მისი განხორციელება ხდება სულიწმიდაში ქრისტეს მადლის მოქმედებით.

 

 გადარჩენის საერთო იკონომია.

 

სამყაროს მდგომარეობა მაცხოვრის მოსვლის წინ.

 

ჯერ კიდევ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთა წიგნებსა და ნაწილობრივ დავითის ფსალმუნებში, რჩეული ებრაელი ერი და მისი სახით კი მთელი კაცობრიობა მოხსენებულია, როგორც საღვთო ნარგავები, საღვთო ვენახი, რომელმაც ნაყოფი უნდა გამოიღოს. უფალი იცავს და უფრთხილდება თავის ნარგავებს და ელის მისგან ნაყოფს. მაგრამ როგორც მოექცეს ხეხილის ბაღს, როდესაც იგი ნაყოფს არ იძლევა და სნეულება შეჰრია? გაუფრთხილდეს მაშინაც, როცა ის თავის დანიშნულებას აღარ ამართლებს?

ცული ძირთა თანა ხეთასა ძეს, ყოველმან ხემან, რომელმან არა გამოიღოს ნაყოფი კეთილი, მოეკუეთოს და ცეცხლსა დაედვა (მთ 3,10) - აფრთხილებღა და ამხელდა წმ. იოანე ნათლისმცემელი უფლის მოსვლის წინ.

უფალმა ამ საკითხზე საუბრისას მოწაფეებს შესთავაზა იგავი ლეღვის ხის შესახებ: ლეღგ ვისმე ედგა ნერგი სავენადესა თგსსა, მოვიდა და ეძიებდა ნაყოფსა მისგან და არა ჰპოვა. და რქუა ვენადისა-მოქმედსა მას: ესერა სამი წელი არს, ვინაგთგან მოვალ ღა ვეძიებ ნაყოფსა ლეღუსა ამას შინა და არა ვჰპოვებ. მოკუეთე ეგე, რაჲსათგს ქუეყანაჲცა დაუპყრიეს უქმად? ხოლო მან მიუგო და რქუა: უფალო, უტევე ეგე ამასცა წელსა, ვიდრემდე მოუთოდნო მას გარემო და სკორე დაუდვა, ყოს ხოლო თუ ნაყოფი: უკეთუ არა, მერმე მოჰკუეთე იგი (ლკ. 13,6-9).

ამ ლეღვის ხეს წააგავდა ენაყოფო კაცთა მოდგმა. ერთხელ იგი უკვე გაანადგურა წარღვნამ. ახლა თავად განიმზადა მარადიული ცხოვრებისა და ღვთის სასუფევლის დაკარგვა, რადგან არ შეასრულა თავისი დანიშნულება და ბოროტებაში დაინთქა.

არა ჴელ-ეწიფებისა მეკეცესა მას თიდისა მის მისვე შეზელილისაგან შესაქმედ... უკუეთუმცა უნდა ღმერთსა ჩუენებად რისხუაჲ თჳსი და უწყებად ძალი თჳსი, რომელ დაუთმენიეს მრავლითა სულგრძელებითა ჭურთა მათ ზედა რისხვისაჲთა, განმზადებულთა წარსაწყმედელად, და რაჲთა აჩუენოს სიმდიდრე იგი დიდებისა მისისაჲ ჭურთა მათ ზედა წყალობისათა, რომელნი-იგი წინაჲსწარ განჰმზადნა სადიდებლად (რომ. 9,21-23).

კაცობრიობის საუკეთესო წარმომადგენლებმა გააცნობიერეს თავიანთი შეუსრულებელი მოვალეობა და ადრინდელი თაობების მძიმე ვალი. კაცთა მოდგმა ვალდებული იყო, მაგრამ ვალს ვერ იხდიდა. ამან გამოიწვია მასში დანაშაულის შეგრძნება და დამნაშავეობის დამთრგუნველი განცდა, რაც ყველაზე მძაფრად ებრაელ ხალხში გამოჩნდა. ადამიანები მსხვერპლშეწირვით ცდილობდნენ ცოდვათა წარხოცას, ღმერთს უძღვნიდნენ საუკეთესოს, რაც გააჩნდათ. მაგრამ მსხვერპლშეწირვას ადამიანების ზენობრივი გარდაქმნა არ შეეძლო.

მოვიყვანთ ნაწყვეტს წმ. მართალ იოანე კრონშტადტელის სიტყვიდან უფლის ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით: ჩავწვდეთ ჯვრის საიდუმლოს შინაარსს... უფლის უცვლელი, პირუთვნელი სამართლით სოფელი ანუ კაცთა მოდგმა განწირული იყო მარადიული სიკვდილისათვის, წამებისათვის, რომ ძე ღვთისა კეთილნებობითა და უკიდეგანო სახიერებით არ გამხდარიყო შუამავალი და გამომსყიდველი დამნაშავე, წაბილწული, ცოდვიანი და გახრწნილი კაცობრიობისა. კაცთა მოდგმა, კაცთა მკვლელის - გველის ვერაგობამ უბედურებისა და დაღუპვის საშინელ უფსკრულში გადაჩეხა. შესაძლებელი რომ გამხდარიყო ადამიანების შერიგება და გამოსყიდვა, საჭირო შეიქნა ძე ღვთისას გარდამოსვლა ამა სოფლად. მას უნდა მიეღო კაცობრივი სხეული და სული, გამხდარიყო ღმერთკაცი, რათა თავისი პიროვნებით, თავისი კაცობრივი ბუნებით სრულად აღესრულებინა ღვთის სამართალი, რომელიც კადნიერად დაარღვია ადამიანურმა უსამაროლობამ. მას იოტამდე უნდა აღესრულებინა საღვთო რჯული, გამხდარიყო უდიდესი მართალი უსამართლო კაცობრიობის სანაცვლოდ, ესწავლებინა ადამიანებისათვის სიმართლე, ყოველგვარი ცოდვის მონანიება და სინანულის ნაყოფის მიღება. მან ეს აღასრულა, იგი იყო სრულიად უცოდველი - ერთიანი, სრული, ღმერთთან ჰიპოსტასურად შეერთებული კაცი5.

 

 

სამყაროს საყოველთაო ხსნა ქრისტეში.

 

როგორ განხორციელდა მთელი კაცობრიობის არსებობის განმართლება და რაში მდგომარეობს იგი? განხორციელდა ღვთის განკაცებით, უფალ იესო ქრისტეს ცხოვრების ყველა მოვლენასთან ერთად. სიწმიდის ნათელი მოეფინა დედამიწას. ყოვლადუბიწო, ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამის - ღვთისმშობლის სახით განიწმიდა მთელი კაცობრიობა. იორდანეში მაცხოვრის ნათლისღებისა და მისი ამქვეყნიური ცხოვრების კვალდაკვალ განიწმიდა თავად დედამიწის ბუნება. იესო ქრისტეს მიერ სახარების სწავლებამ და მისმა გულმოწყალებამ ისეთი ძალით აღანთო რწმენა და სიყვარული მოწაფეთა გულებში, რომ მათ მიატოვვს ყველაფერი და გაჰყვნენ მას. ყველაზე მძაფრად ჯვარზე ნებით სიკვდილში ჩანს ქრისტეს უაღმატებულესი სიყვარული. ამის შესახებ პავლე მოციქული მოგვითხრობს: სიყუარული ღმრთისაბ განფენილ არს გულთა შინა ჩუენთა სულითა წმიდითა, რომელი იგი მოცემულ არს ჩუენდა. რამეთუ ქრისტე, ვიდრე-იგი ჩუენ უძლურ-ღა ვიყვენით, ჟამთა ოდენ უღმრთოთათგს მოკუდა. რამეთუ ძნიად ვინმე მართლისათგს მოკუდის, ხოლო კეთილისათგს, ვინ უწყის, ნუუკუე და იკადრისცა ვინმე სიკუდილი. ხოლო გამოაცხადა თჳსი იგი სიყუარული ჩუენდა მომართ ღმერთმან, რამეთუ ვიდრე იგი ცოდვილ-ღა ვიყვენით, ქრისტე ჩუენთვის მოკუდ (რომ. 5,5-8). ამრიგად, მიღწეულ იქნა, რომ ჩვენ - მტერნი დავეგენით ღმერთსა სიკუდილითა ძისა მისისაითა (რომ. 5,18): ერთისა მის სიმართლისათგს ყოველთა კაცთა ზედა განსამართლებელად ცხორებისა (რომ. 5,18). აი, რატომ არის, რომ პავლე მოციქული თავის ღმრთივსულიერ ნაწერებში ასე ხშირად აერთიანებს ან ურთიერთშემცვლელად იყენებს სიტყვებს: ჩვენ ქრისტეს სიყვარულით ვართ გამოხსნილნი და ჩვენ გამოხსნილი ვართ ქრისტეთი, ან მისი სიკვდილით ან სიმართლით - ყველა ამ ფრაზაში გამოიხატება ქმედითი, გულმოწყალე თანამგრძნობი, კაცთმოყვარე, თვითშემწირველი სამსხვერპლო სიყვარული ღვთისა.

ა. სამყაროს საყოველთაო გადარჩენის ეს იკონომია, ახალი აღთქმის წმიდა წერილში გადმოცემულია მსგავსი მნიშვნელობის ისეთი სიტყვებით, როგორებიც არის: განმართლება, შერიგება, გამოსყიდვა, ლმობიერყოფა, მიტევება, გამოხსნა. აი, ზოგიერთი ფრაზა, რომელიც საყოველთაო გადარჩენის იკონომიას ეხება:აჰა, ტარიგი ღმრთისაბ, რომელმან აღიხუნეს ცოდვანი სოფლისანი (ინ. 1,29).

იგი არს მიმტევებელი ცოდვათა ჩუენთაჲ და არა ხოლო ცოდვათა ჩუენთაჲ, არამედ ყოვლისა სოფლისათაჲ (I ინ. 2,2).

ყოველთათგს მოკუდა, რაჲთა ცხოველნი იგი არღარა თავთა თჳსთათგს ცხოველ იყუნენ, არამედ მათთგს მომკუდარისა და აღღგომილისა (2 კორ. 5,15).ერთ არს ღმერთი და ერთ არს შუამდგომელ ღმრთისა და კაცთა, კაცი იესუ ქრისტე, რომელმან მისცა თავი თჳსი სადსრად ყოველთა საწამებელად ჟამთა თჳსთა (I ტიმ. 2,5-6).

ვესავთ ღმერთსა ცხოველსა, რომელ არს მაცხოვარი ყოველთა კაცთაჲ, უფროჲსღა მორწმუნეთაჲ (I ტიმ. 4,10).

ბ. გარდა ამისა, ქრისტეს სიკვდილით და მისი ჯოჯოხეთში ჩასვლით მოხდა გარდაცვლილ პირველმშობელთა, წინასწარმეტყველთა და ქრისტიანობამდელი სამყაროს მართალთა სულების გამოხსნა (I პეტ. 3,19-20; 4,6; ეფ. 4,8-10). ამიტომ ენიჭება უფლის ჯვარს განსაკუთრებული მნიშვნელობა ძველი აღთქმის სამყაროსათვის, რაც ქრისტეს ჯვარზე სიკვდილთან არის დაკავშირებული. ქრისტე აღესრულა ჯვარზე: რაჲთა სიკუდილითა მოიწიოს გამოსახსრად პირველისა მის სჯულისა გარდასრულთა (ებრ. 9,15). ჩვენს მართლმადიდებლურ საკვირაო საგალობლებში ჩადებულია ასეთივე საიდუმლო, ჭეშმარიტი შინაარსი ჯოჯოხეთზე გამარჯვებისა და სულთა გამოხსნისა: დღეს აღსდეგ საფლავისაგან, მოწყალე, და გამომიხსნენ ჩუენ ბჭეთაგან სიკუდილისათა, დღეს ადამს უხარის, და განცხრების ევა, წინასწარ-მეტყველთა თანა და მამათ მთავართა, რამეთუ აღსდეგ შენ, ცხოვრების მომცემელო, და ჩუენ შენ თანა აღმადგინენ საფლავთაგან, ქრისტე ღმერთო დიდება შენდა (კვირის კონდაკი, ხმა 3).

გ. ჯოჯოხეთიდან გამოხსნით, აგრეთვე, მოიხსნა ის წყევლა, რომელიც, ძველი აღთქმის წერილის თანახმად, დაედოთ სამოთხიდან განდევნილ ადამსა და ევას და მათ შთამომავლობას (შესაქ. 3) და მოსეს წყევლა, რომელიც მიცემული რჯულის ჯიუტად უარმყოფელებისკენ იყო მიმართული (მეორე რჯ. 28).

 

პიროვნული გარდაქმნა და ახალი ცხოვრება ქრისტეში.

საღვთო საყოველთაო იკონომიის იდეიდან პირად გადარჩენაზე ყურადღების გადატანისკენ ცხადად მოუწოდებს პავლე მოციქულის შემდგი სიტყვები: რამეთუ ღმერთი იყო ქრისტეს თანა, სოფელი დააგო თავსა თგსსა და არა შეურაცხნა მათ ცოდვანი მათნი, და დადვა ჩუენ თანა სიტყუაჲ იგი დაგებისაჲ. ჩუენ ... გევედრებით ქრისტესთვის: დაეგენით ღმერთსა (2 კორ. 19-20).

ზემომოყვანილი ტექსტიდან ვხედავთ, რომ ადამიანის პირადი გადარჩენის იდეა წმიდა წერილში ჩვეულებრივ იმავე ტერმინებითა და სიტყვებით (მაგ. განმართლება, გამოსყიდვა, შერიგება) გამოიხატება, როგორც სამყაროს გადარჩენის საკითხი, ამ ცნების ფართო გაგებით. ოღონდ სიტყვები აქ უფრო ვიწრო მნიშვნელობით არის გამოყენებული - მოციქულები ამჯერად ლაპარაკობენ ადამიანებზე, რომლებმაც იწამეს ქრისტე და მიიღეს წმიდა ნათლობა. გადარჩენის ორივე სახის გამომხატველი საერთო ფრაზების მაგალითებად გამოდგება: წყალობითა თჳსითა მიდსნნა ჩუენ, ბანითა მით მეორედ შობისაბთა და განახლებითა სულისა წმიდისაბთა... რაბთა განვმართლდეთ მადლითა მით მისითა და მკგდრ ვიქმნნეთ სასოებასა მას ცხორებისა საუკუნობსასა (ტიტ. 3,5,7).

ნუ შეაწუხებთ სულსა წმიდასა ღმრთისასა, რომლითაჲცა-იგი აღიბეჭდენით დღედ გამოდსნისა (ეფ. 4,30). - ანუ იგულისხმება ნათლისღებისა და სულიწმიდის ბეჭდის მიღების დღე.

მაგრამ პირად გადარჩენაზე გამონათქვამებს შორის ცენტრალურ ადგილზე დგას ცნება ქრისტეში აღდგომა. ნათლისღების საიდუმლოთი ხდება პირადი აღდგომა ქრისტეში - მის თანა დაეფლენით ნათლისღებითა მის (კოლ. 2,12).

პეტრე მოციქულის სიტყვებით: თქუენცა გაცხოვნებს ნათლისღება ... აღდგომითა იესუ ქრისტესითა (I პეტ. 3,21). მოციქულის ეს ეპისტოლე სხვა არაფერია, თუ არა ქადაგება ქრისტეს აღდგომაზე.

მოციქულთა ნაწერებში წყლით ნათლისღებას ასევე ეწოდება ახალი დაბადება, შვილება, განწმენდა. არამედ განიბანენით, არამედ განიწმიდენით, არამედ განჰმართლდით სახელითა უფლისა იესუბსითა (I კორ. 6,11); რაოდენთა ქრისტეს მიმართ ნათელ-იღეთ, ქრისტე შეიმოსეთ (გალ. 3,27).

აქედან ცხადი ხდება, რომ ჯვარი და უფლის აღდგომა განუყოფელია გამოსყიდვის საიდუმლოში. ამ ჭეშმარიტებას სრულად იტევს აღდგომის საგალობლები. მათში იკვეთება ქრისტეს აღდგომის მნიშვნელობა სამყაროსთვის, აღიარებულია მისი ძალა არა მხოლოდ ქრისტიანის პირად გადარჩენაში, არამედ მთელი მსოფლიოს სრული, საბოლოო განმართლების საქმეში: პასქა უხრწნელი, მხსნელი სოფლისა (აღდგომის ეკაპოსტილარიუმი). ჯვრის ძალით განიწმიდა სოფელი ცოდვისაგან შეურიგდა ღმერთს. აღდგომამ ახალი ცხოვრება მოიტანა ამა სოფლად.              

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / მითოლოგია / პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი / დოგმატური ღვთისმეტყველება