ალიციკლური ნაერთები (ბერძ. ალეიპჰურ ცხიმი + კიკლოს – წრე) – ორგანული ნაერთები, რომელთა მოლეკულები შეიცავენ ნახშირბადის ატომებისაგან შემდგარ არაარომატული ბუნების ციკლებს.
ალიდადა (გვიანდ. ლათ. ალიდადა <არაბ. ალ-იდადა – სახაზავი) – გეოდეზიური და ასტრონომიული კუთხსაზომი ხელსაწყოების დეტალი. ბრუნავს ლიმბის ღერძის გარშემო. მის მოპირდაპირე ბოლოებში დამაგრებული ორი ვერნიერის ან მიკროსკოპის მეშვეობით აითვლება ლიმბის კუთხის დანაყოფები.
ალიეიჰ (უგარითულ-ფინიკიური მით.) – ფინიკიური მითოლოგიით თევზჭერისა და ნადირობის ერთ-ერთი გამომგონებელი.
ალიეუსი (ალიეი) – ნადირობისა და თევზჭერის დამწესებელი, მონადირეთა და თევზმჭერთა მფარველიღვთაება. შამიმრუმის (იხ.) (ჰიჰსურანის) შთამომავალი. ძმა აგრეუსისავისთანაც ერთად ითვლება თევზჭერისა და ნადირობის მფარველ ღვთაებად.
ალიფატური აერთები - ორგანული ნივთიერებები (ნახშირწყალბადები და მათი ხაზობრივი წარმოებულები) ნახშირბადის ატომების «ღია» დატოტვილი ჯაჭვით. აი, მაგალითად, ერთ-ერთი ალიფატური ნაერთის - პენტანის ნახშირწყალბადის ფორმულა: . ალიფატური ნაერთების საერთო სახელწოდება მომდინარეობს ბერძნული სიტყვის «ალეიფას» - ცხიმისგან. მათ ასევე ცხიმოვანთა რიგის ნაერთებს უწოდებენ. ვინაიდან პირველად სტრუქტურები გრძელი ნახშირბადიანი ჯაჭვებით აღმოჩენილია ცხიმების შემადგენლობაში. თუკი ალიფატურ ნახშირწყალბადებს აქვთ საერთო ფორმულა , მაშასადამე, მათ მოლეკულებში ნახშირბადის ყველა ატომი დაკავშირებულია მარტივი კავშირებით ეს предельные - უკიდურესი, უკანასკნელი ღიაჯაჭვიანი, ნაჯერი ნახშირწყალბადებია, ანუ პარაფინები. ნაჯერი ნახშირწყალბადების მარტივი წარმომადგენელია მეთანი . ღიაჯაჭვიან ალიფატურ ნახშირწყალბადებს შეიცავენ ბუნებრივი გაზები, თუკი წყალბადის შემადგენლობა ალიფატურ ნახშირწყალბადებში ნაკლებია და მათი საერთო ფორმულაა და ა. შ. მაშასადამე იქ არის ორმაგი და სამმაგი კავშირები ნახშირბადის ატომებს შორის. მაშინ მათ უწოდებენ ოლეფინებს, დიოლეფინებს - непредельный არაუკიდურესი დახურულჯაჭვიანი? არაუკანასკნელ, უჯერ ნახშირწყალბადებს. მათი მარტივი წარმომადგენელიაეთილენი, ბუტადიენი და აცეტილენი: . ალიფატურ ნაერთთა მოლეკულებში შეიძლება არსებობდნენ სხვადასხვა ფუნქციური ჯგუფები: ჰიდროქსიდისა , ალდეჰიდებისა , კარბოქსიდისა და სხვ. ასეთ შემთხვევაში წარმოიქმნება ალიფატური სპირტები, ალდეჰიდები, კარბონული მჟავები და ა. შ.
ალიფატური ნაერთები (ბერძ. ალეიპჰურ – ცხიმი) – იგივეა, რაც აციკლური ნაერთები, ანუ ცხიმოვანი რიგის ნაერთები.
ალიგიერი – იხ. დანტე.
ალიგიერი დანტე – იხ. დანტე ილიგიერი.
ალიკოკი, მარგარიტა – (1647-1690 წ. წ.) ფრანგი მონაზონი. იესუს წმიდა გულის კულტის დამწესებელი (შოერე-ცოსურ). 1864 წ-დან შერაცხულია წმინდანებში.
ალილუია (ებრ. «აქებდეთ უფალს») – დასაწყისი და დასასრული ფრაზაა მრავალ ფსალმუნში; სამგზისი ალილუია მართლმადიდებლურ ეკლესიებში – მადიდებელი წმიდა სამებისა (მამისა, ძე ღმრთისა და სული წმიდისა).
ალილუია – იხ. ჰალილუიაჰ, ჰალელუია.
ალიმენტაცია (ლათ. ალიმენტუმ – საზრდო, სარჩო) – სახელმწიფო დახმარება დაბადებით თავისუფალი, ღარიბი და ობოლი ბავშვებისათვის ძველ რომში. დააწესეს იმპერატორებმა ნერვამ და ტრაიანემ.
ალიმენტი (ლათ. ალიმენტუმ – საზრდო, სარჩო) – ხარჯი, რომელსაც ოჯახს მოშორებული პირი კანონის ძალით სარჩენად თავის შრომისუნარმოკლებულ ოჯახის წევრებს (მშობლებს, შვილებს, მეუღლეს).
ალიმენტური (ლათ. ალიმენტარიუს) – კვებით განპირობებული, კვებასთან დაკავშირებული.
ალიმენტური გლუკოზურია (ლათ. გლუცოსურია ალიმენტატის) – შაქრის შარდით გამოყოფა, შაქრის ჭარბი რაოდენობის მიღებით.
ალიპიუსი – ჩვ. წ. IV ს-ის შუა ხანებში მოღვაწე ბერძენი მუსიკათმცოდნე. კაცობრიობა დავალებულია მისგან – მისგანაა შემორჩენილი ბერძნული სანოტო ნაწერები.
ალიქიმია - უძველეს დროში ქიმიის განვითარებას მჭიდრო კავშირი ჰქონდა მეტალურგიასთან. ჩვეს ერამდე დიდი ხნით ადრე კარგად იყო ცნობილი შვიდი მეტალი - ოქრო, ვერცხლი, სპილენძი, რკინა, კალა ტყვია და ვერცხლისწყალი. ვინაიდან ამ მეტალებს ბევრი საერთო თვისება ჰქონდათ - ჭედულობა, ბრწყინვა და სხვა. გაჩნდა იდეა დედამიწის წიაღში მათი წარმოშობის ერთიანობისშესახებ. თვლიდნენ, რომ დედამიწის სიღრმეებში სითბოს ზემოქმედებით წარმოიქმნება «არასრულყოფილი» მეტალების საბადოები. დროთა განმავლობაში ამ საბადოებში ხდება მეტალების «სრულყოფა», მათი თანდათანობითი გაკეთილშობილება. ბოლოს და ბოლოს ისინი იქცევიან ნამდვილ «სრულყოფილ» მეტალად - ოქროდ. არ შეიძლება დავაჩქაროთ მეთოდების «სრულყოფა» ხელოვნური გზით? ეს აზრი ედო საფუძვლად მეტალების «ტრანსმუტაციის» (გადაქცევის) უამრავ ცდებს. ასე წარმოიშვა ალქიმია და მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო მოეძებნათ არაკეთილშობილი მეტალების ოქროდ გადაქცევის გზები. თვით მისი სახელწოდება (არაბულია) თავდაპირველად ნიშნავდა პრაქტიკული მიზნებისათვის სხვადასხვა ნივთიერებათა მოპოვებისა და გადამუშავების ხელოვნებას. ძველი ალქიმიკოსები ოქროს მსგავს შენადნობებს აკეთებდნენ. III-Vი ს. ს. ეგვიპტის ქ. ალექსანდრიაში გაიფურჩქნა «წმინდა საიდუმლო ხელოვნება» და მოგვები ტაძრებში ცდილობდნენ მიეკვლიათ ხელოვნური ოქროს მიღების ხერხებისათვის. VII ს-ში არაბებმა დაიპყრეს ეგვიპტე და გადმოიღეს ეგვიპტელი ქურუმების «საიდუმლო ხელოვნების» ხერხები. არაბული ალქიმიის ეპოქაში (VIII-XII ს. ს.) აღმოცენდა გოგირდისა და ვერცხლისწყლისაგან კეთილშობილი მეტალების მიღების თეორია. საჭირო იყო მხოლოდ ამ ნივთიერებების «სრულყოფილი» რაოდენობით აღება და გაცხელება განსაკუთრებული «მედიკამენტის» - ელექსირის თანდასწრებით. XII ს-დან მოყოლებული ძალზე გავრცელდა ალქიმიით გატაცება დასავლეთ ევროპაში. პირველი ევროპელი ალქიმიკოსები არაბების მოწაფეები იყვნენ. ჯერ კიდევ XII ს-ში გაჩნდა არაბი ალქიმიკოსების ნაწარმოებთა თარგმანები ლათინურ ენაზე. მალევე ქალაქებსა და მონასტრებში აღმოცენდა მრავალრიცხოვანი ალქიმიური ლაბორატორიები, სადაც ალქიმიის ადეპტები (მიმდევრები) თავდადებით მუშაობდნენ ხელოვნური ოქრის დამზადების გზებს ეძებდნენ, მათი ძირითადი მიზანი იყო «ელექსირის» მიღება. მოგვიანებით მას უწოდეს «ფილოსოფიური ქვა». ადეპტების რწმენით «ელექსირის» უმნიშვნელო რაოდენობას შეეძლო არაკეთილშობილი მეტალები ბაჯაღლო ოქროდ ექცია. ალქიმიით გატაცება შუა საუკუნეთა ეპოქის რელიგიურ მსოფლმხედველობას შეესაბამებოდა, რომელიც თავის თავში მოიცავდა მისტიკას, სასწაულებს, ბოროტი და კეთილი სულების რწმენას, რომლის მეშვეობითაც თითქოს შესაძლებელი იყო ნივთიერებათა გარდაქმნა. სწრაფი გამდიდრების სურვილი ამოძრავებდათ ალქიმიით გატაცებისას სხვადასხვა სოციალური წარმოშობის ადამიანებს. ადეპტთა უმეტესობა არ იყო მომზადებული ლაბორატორიული მუშაობისათვის და ბრმად მიჰყვებოდნენ კეთილშობილი მეტალის დამზადების აღწერასა და ბუნდოვან რეცეპტებს, რომლებიც მოცემული იყო ალქიმიურ ნაწერებში. იყვნენ რა თქმა უნდა, ალქიმიკოსებს შორის იმ დროისათვის საკმაოდ განათლებული ადამიანებიც. შორს გაუვარდა სახელი ალბერტ ბოლ შტედტსკის (1193-1280 წ. წ.), რომელსაც «დიდი» უწოდეს. ის დომინიკელი ბერი იყო და თავის ცხოვრების დიდი ნაწილი მიუძღვნა სქოლასტიკურ ფილოსოფიას, მაგიას, ასტროლოგიასა და ალქიმიას. მისმა თანამედროვემ ბერმა როჯერ ბეკონმა (1214-1292 წ. წ.) დაგვიტოვა რამდენიმე ალქიმიური ნაწარმოები, და მათ «ფილოსოფიური ქვის» დამზადების ხერხი. ექიმი და ალქიმიკოსი არნალდო ვილანოვანსკი (1240-1310 წ. წ.) «ფილოსოფიური ქვის» აღწერის გარდა მსჯელობს სასწაულმოქმედ სამკურნალო საშუალებებზე, მათ შორის ყოვლისგანმკურნებელ «პანაცეაზე». XV-XVII ს. ს. მრავალი ალქიმიური წიგნი გამოჩნდა. მათი ნაწილი ხელმოწერლია გამოგონილი სახელებით. ქალაქებში ალქიმიური ლაბორატორიების რიცხვი გაიზარდა. აღორძინების ეპოქა და მასთან დაკავშირებული სოციალურ-ეკონომიკური ცვლილებები განათლებული ევროპელების მსოფლმხედველობაზე. სასწაულთ მოქმედების რწმენა შეირყა. მიუხედავად ამისა XVI-XVII ს. ს. ალქიმია ძველებურად ყვაოდა. იატროქიმიის დამაარსებელი პარაცელსუსი (Pfrfcelsus) ნამდვილი სახელი და გვარი - ფილიპეს ავრეოლუს თეოფრასტიუს ფონ ჰოჰენჰაიმი, ვონ ჰოჰენჰეიმ აღორძინების ხანის შვეიცარიელი ექიმის (1493-1540 წ. წ.) ალქიმიითაც იყო დაკავებული. მას ეკუთვნის სამი «საწყისის» - ვერცხლისწყლის, გოგირდისა და მარილის თოერია, რომელთაგანაც თითქოსდა შედგება ყველა ნივთიერება. XVI ს-ში სახელი გაითქვა ბერ ვასილი ვალენტინის ნაწარმოებმა. აღწერდა რა თავის წიგნებში ალქიმიურ ოპერაციებს, ის, როგორც სხვა ალქიმიკოსებიც, ფართოდ იყენებდა ალეგორიებს, ბუნდოვან გამონათქვამებს და სიმბოლურ ნახატებს. ალქიმიით გატაცება შესუსტდა მხოლოდ XVI ს-ის ბოლოს, როდესაც დაიწყო განვითარება საბუნებისმეტყველო მეცნიერებებმა - ფიზიკამ, ქიმიამ. ალქიმიური ხანიდან ახალმა ქიმიამ მემკვიდრეობად მიიღო ნივთიერებათა ლაბორატორიული ოპერაციების, ჭურჭლის, ხელსაწყოების სახელწოდებები.
ალიქტრომანტია (მამლით მკითხაობა) – წრეში აყენებდნენ მამალს, გარშემო დაწერილ ასოებზე საკენკს უყრიდნენ და მარჩიელობდნენ იმის მიხედვით, სად აკენკავდა მამალი.
ალიტერაცია – იხ.
ალიტერაცია – იხ.
ალიტირება (გერმ. ალიტირენ< Al – ალუმინი) – დაალუინება, ფოლადის ან სხვა ლითონის დეტალთა ზედაპირის ალუმინით გაჯერება, რომლის მიზანია დეტალების მხურვალმტკიცობისა და კოროზიამედეგობის გადიდება.
ალიზარინი (ფრანგ. ალიზარინე <არაბ.) – (ქიმ.) საღებავი ნივთიერება, რომელსაც იღებენ ენდროს ფესვებისაგან ან ამზადებენ ხელოვნურად. წყალში ძნელად იხსნება. კარგად იხსნება ტუტეთა წყალხსნარებში და ორგანულ გამხსნელებში. გამოიყენება ქსოვილების წითლად, ვარდისფრად და იისფრად შესაღებად.
ალ-ჯანეთ (არაბ.) – სამოთხე. მდებარეობს მე-7 ცაზე. მოკვდავთ წარმოდგენაც არ შეუძლიათ იმისი, თუ რა განუმზადა ალაჰმა იქ მორწმუნეებს. მუჰამედმა იქ იხილა ალ-ჰურ ალ-აინები – იდუმალი არსებები, რომლებიც ადამიანები, რაც მიწიერი ქალები არიან. მათ შემდეგ შეხვდა ალ-ვალიდან ალ-მუჰალლიანებს – არც ესენი არიან ადამიანები, არც ანგელოზები და არც ჯინები არიან. ალაჰმა ისინი იმად შექმნა, რომ სამოთხეში მოხვედრილთ მომსახურებოდნენ. ისინი მინიმუმ 10000 მაინც არიან და ყოველ მათგანს ორ-ორი ლანგარი აქვს: ერთი – ვერცხლისა, მეორე – ოქროსი.
ალკაჰესტი (არაბ.) – 1. უნივერსალური გამხსნელი (ხსნარი) ალქიმიაში (იხ.); 2. მისტიციზმში: უმაღლესი მე, რომელთანაც შერწყმა მატერიას (ტყვიას) ოქროდ აქცევს და ყველა შედგენილ ნივთს, საგანს, ადამიანის სხეულს თავისი ატრიბუტიკით აბრუნებს დასაბამიერ არსებობაში.
ალკაიოსი (Alcaeos) – (დაახლ. 600 წ. ჩვ. წ-მდე) ბერძენი ლირიკოსი მიტილენედან (ლესბოოსი). საფოს (იხ.) თანამედროვე. თავის ოდებში, ანუ «ალეფოსტურ სტროფებში», მეხივით ეცემოდა ტირანებს და ადიდებდა სიმამაცეს. შემონახულია მისი ჰიმნების (იხ.), სატრფიალო და პოლიტიკური სიმღერების ფრაგნენტები. საფოსთან ერთად ითვლება ეოლიური ლირიკული პოეზიის თვალსაჩინო წარმომადგენლად (ეოლიური – იხ. მელიფის პოეზია).
ალკალიმეტრია (არაბ. ალ-გილჯ – ტუტე + ბერძ. მეტრეო – ვზომავ) – ნივთიერების რაოდენობის განსაზღვრა გატტვრით ტუტის საშუალებით.
ალკალოიდები (ლათ. ალკალი <არაბ. ელ-აილი ტუტე და ბერძ. ეიდოს სახე) – ფიზიოლოგიურად აქტიური ფუძე თვისებების მქონე. ძირითადად მცენარეული წარმოშობის აზოტშემცველი ორგანული ნივთიერებები. ბევრი მათგანი წარმოადგენს ძლიერ საწამლას, ბევრი გამოიყენება მედიცინაში, როგორც სამკურნალო პრეპარატი (მორფინი, სერიქნინი, ბრუცინი, კოკაინი, ქიმაქიმი, კოფეინი, კოდეინი, ნიკოტინი, ეფედრინი და სხვ.).
ალკალოიდები – ბუნებრივი ჰეტეროციკლური აზოტშემცველი ფიზიოლოგიურად აქტიური ორგანული ნაერთებია. უპირატესად მცენარეული წარმომავლობის (იხ. ჰეტეროციკლური ნაერთები) ძირითადი თვისებებით. ძირთან, საფუძველთან მსგავსება, ალბათ, ალკალოიდების არცთუ მთავარი თვისებაა, მაგრამ სწორედ ძირითად თვისებათა და როგორც შედეგის, ალკალოიდების უნარის წყალობით რეაგირება მოახდინონ არაორგანულ და ორგანულ მჟავებთან მრავალი ამ ნივთიერებათგან გამოყოფილ იქნა ნარევებისგან. არაბული «ალ-კალი» (ტუტე) და ბერძნული «ეიდოს» (სახე) გახდნენ საფუძველი შემადგენლობით სხვადასხვა ამ ნივთიერებათა ჯგუფის სახელწოდებისა. მარტივი ალკალოიდების მოლეკულაში ნახშირწყალბადის 10 ატომია, ყველაზე რთულებისაში კი 50-ზე მეტი. ალკალოიდები იყოპირველი ნივთიერებები მცენარეული წარმოშობისა, რომელთა შემადგენლობაში აღმოაჩინეს აზოტი. ადრე ითვლებოდა, რომ ეს ელემენტი არსებობს მხოლოდ ცხოველური წარმოშობის ორგანულ ნივთიერებები. ალკალოიდთა უმეტესობა (ახლა ისინი 1000-ზე მეტია ცნობილი) გამოყოფილი იქნა მცენარეულიდან: ოპიუმის, ყაყაჩოს თესლებიდან, ქინაქინის ხის ქერქისგან და ა. შ. პირველი ინდივიდუალური ალკალოიდი - მორფინი С1=H19O3N - მიღებულ იქნა პირველი 1903 წ. ფრანგი ქიმიკოსის შ. დერსონის მიერტუტის ოპიუმზე ზემოქმედებისას. აღმოჩნდა, რომ ახალი ნივთიერება შედარებით ძლიერ ძილისმომგვრელ ზეგავლენას ახდენს, ვიდრე ოპიუმის. ამ ნაერთს თავდაპირველად ეწოდა მორფიუმი ძველ ბერძნული სიზმრის მომავლინებელი ღმერთის მორფევსის სახელის მიხედვით. მალე ფრანგმა მეცნიერმა ჟ. ლ. გეი-ლუსაკმა წამოაყენა წინადადებამისთვის ეწოდებინათ მორფინი. მორფინს იყენებენ როგორც ტკივილგამაყუჩებელ და ძილისმომგვრელ საშუალებას. ამ ნაერთის სტრუქტურული ფორმულის დადგენა შეძლეს მხოლოდ 1925 წ., ხოლო მისი ქიმიური სინთეზი განახორციელეს პირველად 1952 წ. ზოგიერთი ალკალოიდი ძლიერი შხამია (სტრიქნინი, ბრუცინი და სხვა). მაგრამ მცირე დოზით მრავალ მათგანს აქვს სამკურნალ-წამლო ნივთიერებათა თვისებები. მაგალითად. ქინაქინას (ხინინის) მეშვეობით გახდა შესაძლებელი ისეთი მძიმე სენი, როგორიცაა, მალარია. კოდეინს და კოფეინს იღებენ გაციების შედეგად განვითარებული დაავადებების დროს. ატროპინს (სულფატის სახით) იყენებენ კუჭის, ნაღვლის კენჭისდაავადებებისას და ბრონქების ასთმისას. რეზერპინი ჰიპერტონიული დაავადებებისას გამოიყენება. მრეწველობაში ასინთეზირებენ ალკალოიდებთან წყობით ახლოს მდგომ ეფექტურ სინთეტიკურ სამკურნალწამლო საშუალებებს (ნოვოკაინს და სხვა).
ალკალოზი (არაბ. ალ-გილჯ – ტუტე) – ორგაიზმის ტუტე-მჟავური წონასწორობის დარღვევა: სისხლსა და ქსოვილებში ტუტეთა კათიონების დაგროვება.
ალკალოზი – ორგანიზმში ტუტიანობის სიჭარბე.
ალკამენესი (ჩვ. წ-მდე V ს-ის II ნახევარი) – მოქანდაკე და ბრინჯაოს ჩამოსხმის ოსტატი. დიდი ფიდიასის ნაშეგირდალი. მან შექმნა ჰერმეს პროპილეის ქანდაკებათა რამდენიმე ასლი, ჰერმების – მომრგვალებული ბოძის ფორმით, რომლის ზედა ნაწილში მოგზაურთა და გზათა ღმერთის – ჰერმესის გამოსახულება მიძღვნითი ხასიათის წარწერთ. ალკამენესის ქანდაკებებიდან დიდად პოპულარული გახლდათ «აფროდიტე ბაღებში», რომელიც მდ. ილისის სანაპიროზე გაშენებულათენის ბაღში იდგა. ეს ქანდაკება ძალზე განსხვავდებოდა პართენონის ქანდაკურ სტილისგან ფიგურის მარტივი დგომით – აფროდიტე მარცხენა ხელით მსუბუქი მოძრაობით წევს თავისი მოსასხამის ნაოჭებიან კალთას, მარჯვენაში კი ვაშლი უჭირავს. კლასიკური პერიოდის სხვა ხელოვანთა მსგავსად ალკამენესიც დიდ ყურადღებას უთმობს სამოსლის გამოხატვას – თხელი ქიტონის ნაკეცთა ნაირფეროვნებას, რომელიც ავლენს სხეულის დახვეწილ ფორმას და რაც, ერთგვარად,მოძრაობის შთაბეჭდილებასაც ქმნის. ნაოჭთა სხვადასხვა მხარეს მიმართული ხაზები, ქალღმერთის მსუბუქად დახრილი თავი და ოდნავ წინ წამოწეული მუხლი, ქანდაკებას განსაკუთრებულ სილბილეს, ლირიულობას და ბუნებრივობას ანიჭებს. ალკამენესს აგრეთვე მიეკუთვნება ქრიზოელეფანტური ტექნიკით შესრულებული საკულტო ქანდაკებები – ჰეფესტოსის, ათენას, არესისა და დიონისესი.
ალკანა (ლათ. ალკანნა) – მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეების გვარი ლაშქარასებრთა ოჯახისა. აქვს კლდემთლიანი, ხშირად ხეშეშბუსუსიანი ფოთლები და ხვეულა ყვავილები. აერთიანებს 40-მდე სახეობას. ძირითადად გავრცელებულია ხმელთაშუა ზღვისპირეთის ქვეყნებში, სირიასაერაყსა და ირანში. ალკანას ფესვების სპირტიანი ნაყენი გამოიყენება მიკროსკოპიაში (რეაქტივად), ზოგჯერ – შალისა და აბრეშუმის საღებავად.
ალკანა იბნ აბადა – თამიმის ტომის არაბი პოეტი. მისი ბიოგრაფიიდან, ფაქტიურად არაფერია ცნობილი. ისლამამდელი პერიოდის ეს უდიდესი პოეტი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა VI ს-ის I ნახევარში. იგი იყო კასილის დიდოსტატი. მისი პოეზია ტიპური ბეღეინური პოეზიის ნიმუშია, უდაბნოს ცხოველთა სამყაროს დეტალურ აღწერას რომ იძლევა. სტილით და თემატიკით ახლოს დგას იმრუ ლ-კაისას შემოქმედებასთან, თუმცა ალკამა იბნ აბადას პოეზია აღწერის უფრო დახვეწილი ტექნიკით დამაღალი ოსტატობით გამოირჩევა.
ალკანტარა – სასულიერო რაინდული ორდენი ესპანეთში. დაარსდა რეკონკისტას (იხ.) ხანაში (1156 წ.). პაპ ალექსანდრე III-გან ხელდასმული (1177 წ.). 1183 წ-დან ორდენი უშუალოდ პაპის დაქვემდებარებაშია. 1213 თუ 1217 წ-ს მეფე ალფონსო IX-მ ორდენს ქ. ალკანტარა უბოძა. მას შემდეგ ეწოდა მას ალკანტარას სასულიერო რაინდული ორდენი. გაძლიერდა XV ს-ში. 1523 წ-სორდენის დიდი მაგისტროსია ესპანეთის მეფე. 1540 წ-დან რაინდებმა მიიღეს ქორწინების უფლება. ალფონსო XII-მ იგი საპატიო სამხედრო ორდენად დააწესა (1875 წ.).
ალკათოე – მინიასის ასული. იხ. მინიასები.
ალკათოოსი – ახალი მეგარის დამაარსებელიელიდელი გმირი. შმაგი ლომი მოკლა. აპოლონის დახმარებით აღადგინა მეგარის გალავანი, რომელიც კრეტელებმა დაანგრიეს. ააშენა ანოლონის ტაძარი. მის პატივსაცემად ააგეს საკურთხეველი. იმართებოდა ასპარეზობები – ე. წ. ალკათოები. ტროას ომის მონაწილე.
ალკაზარი (ესპ. ალცაზარ <არაბ.)ციხე-კოშკი ან მეფის სასახლე ესპანეთში.
ალკაზარი. – (არქიტ.) ციხე-სიმაგრე ანდა მეფის სასახლე (ესოანეთში).
ალკეოსი («ალკე» ძალა, ალკაიოსი – «დეევგმირი») – ერთი ვერსიით პერსევსის შვილი, მეორეთი – მინოსის შვილიშვილი. ჰერაკლეს პირველი სახელი, იგივე ალკიდი. ჰერაკლე შემდგომ ეწოდა.
ალკეოსი – ბერძნული მითოლოგიის პერსონაჟი, შვილი პერსევსისა, ბაბუა ჰერაკლესი (ამის გამო ჰერაკლე ალკიდადაც მოიხსენიება).
ალკეოსი – ბერძნული მითოლოგიით მინოსის შვილიშვილი. მისი მამა და ბიძები მართავდნენ კუნძულ ფაროსს. აქ ჩასულ ჰერაკლეს მინოსის ვაჟებმა მეგზურები დაუხოცეს. განრისხებულმა ზევსის ძემ ამის გამო ფარისეველთა დიდი ნაწილი ამოხოცა, ქალაქს თავშეფარებული გადარჩენილები კი ალყაში მოაქცია. ალყა ჰერაკლემ მაშინ მოხსნა, როცა დახოცილთა სანაცვლოდ მინოსის შვილიშვილები – ალკეოსი და სფენელაოსი გადასცეს.
ალკეოსი – იხ.
ალკეოსტური სტროფები» – დაკავშირებულია ძვ. ბერძენი პოეტის ალკაიოსის სახელთან (იხ. ალკეოსი).
ალკესტე – მით. ადმეტეს მეუღლე, პელიასის ასული, ქმარს სიცოცხლე გაუხანგრძლივა თავისი სიცოცხლის ხარჯზე, მაგრამ ქვესკნელიდან ჰერაკლემ გაანთავისუფლა. ევრიპიდეს ტრაგედიის სიუჟეტი.
ალკესტიდა (ალკესტე) – პელიასის ასული. როცა მედეას ჯადოქრობით პელიასი ქალიშვილებმა მოკლეს, ალკესტიდს მონაწილეობა არ მიუღია. ჰომეროსმა მას «ქალთა სამკაული» უწოდა. აპოლონის მეგობრის ადმეტეს მეუღლე. მოსიყვარულე ცოლ-ქმარი. როცა ქმრის გარდაცვალების ჟამი მოვიდა, მის მაგივრად ცოლი წავიდა ჰადესთან. აპოლონის დახმარებით ადმეტემ დაიხსნაალკესტიდა ქვესკნელიდან. შექმნილია დრამები: ჰანს საქსის, ვილანდის, ალფიერის, ჰოფმანსტალის მიერ. ჰენდელმა შექმნა ორატორიები, ოპერა»გლეკმა».
ალკიდი – ალკეოსის შთამომავალი; ჰერაკლე.
ალკიდი – ჰერაკლეს მეტსახელი. მოდის მისი პაპის ალკეიოსის (პერსევსის ძის) სახელიდან. ე. ი. ალკიდი – ალკეიოსის შთამომავალი (შვილიშვილლი).
ალკიდი – ჰერაკლეს ზედწოდება, მოდის ბაბუის – ალკეოსის სახეიდან (იხ. ალკეოსი).
ალკიდიკე – სილმონევსის ცოლი.
ალკიდური ფისები – პოლიმერები, რომლებიც მრავალფუძიანი ორგანული მჟავების ან მათი ანჰიდრიდების მრავალატომიან სპირტებთან პოლიკონდენსაციით მიიღება. პრაქტიკაში ყველაზე მეტად იყენებენ გლიცერინისა და ფთალის ანჰიდრიდის პოლიკონდენსაციის პროდუქტს – გლიფთალურ ფისებს.
ალკიფრონესი (ჩვ. წ-ის II ს.) – მწერალი და რიტორი. ავტორი წერილების რამდენიმე კრებუისა, რომლებშიც ცდილობს გაექცეს იმ დროის დეკლამაციებში გაბატონებულ მაღალფარდოვან სტილს. წერილებში, რომლებშიც ალკაფრონესიახალატიკური კომედიის (იხ. ძველბერძნული კომედია) მოტივებითა და სახეებით სარგებლობს, მოქმედება ჩვ. წ-მდე IV ს-ში ვითარდება. მათში ნახსენებია მენანდრესი თავისი სატრფო გლიფერათი და პრაქსიტელესი – თავისი აღმაფრთოვანებელი ფრინეთი. სტილიზების ხერხებით მწერალი ოსტატურად გადმოგვცემს მეთევზეთა აზრებს, რომელიც წარმატებულ თევზჭერას ეხება. ქურდის მაძებარი კაცების ამბავს, ჰეტერათაგან აღწერილ თავიანთ სასიყვარულო თავგადასავლებს, მელუკმაპურე-პარასიტების აღტაცებით მოგონებულ ნადიმებს... წერილებში ჩართულია ყოფა-ცხოვრებისეული ჩანახატები, ბუნების ჩანახატები, გამჟღავნებული გრძნობანი და ა. შ.
ალკილები – ნაჯერი ნახშირწყალბადების ერთვალენტოვანი რადიკალები. მაგ: მეთილი – ჩH3 ეთილი – ჩ2H5 და ა. შ.
ალკიმაქე («მამაცურად მებრძოლი») – ათენას ეპითეტი.
ალკიმედი – იაზონის დედა, რომელმაც იხსნა საკუთარი შვილი ჰელიოსის რისხვისაგან და აღსაზრდელად კენტავრ სირონს ჩააბარა.
ალკიმენე (ალკიმოს – მამცი) – იაზონის და მედეას ძე.
ალკიმიდიდი (-დეს) ალკიმეს ძე, ე. ი. მრნტორი.
ალ-კინდი – (დაახლ. 800-870 წ. წ.) არაბი ფილოსოფოსი, ასტროლოგი, მათემატიკოსი და ექიმი. მან დაწერა არისტოტელეს თხზულების («ორგანონი» და სხვ.) კომენტარები და მრავალი შრომა მეტაფიზიკის საკითხებზე. მთავარი იდეა: «ყოველ ნივთში, როგორც სარკეში, შეიძლება შეიძლება შევიცნოთ მთელი სამყარო». მიღებული აქვს «არაბთა ფილოსოფოსის» საპატიო წოდება.
ალკინები – უჯერი ნახშირწყალბადები, რომელთა მოლეკულაში ერთი სამმაგი ბმაა. ალკინების უმარტივესი წარმომადგენელია აცეტილენი.
ალკინოე (ბერძ. ალკინოოს ან -ნოის) – დრეპანე, პოსეიდონის შვილიშვილი. კუნძულ სქეროსის მეფე. ფეაკ მაოსანთა ბრძენი. ამ კუნძულზე მიიღოიაზონი და მედეა. მოერიდა კოლხებთან დავას. მისი სიტყვებით «ქვეყნად ვერავინ გაუტოლდება ძლევამოსილკოლხეთის მეფეს». კუნძულზე დაასახლა მედეას მდევარი კოლხებიც. მოგვიანებით მას შეაფარა თავი ოდისევსმა.
ალკინოოსი (Alcinoos) – ფეაკების მეფე, მამა ნავზიქოსისა, რომელმაც დაიცვა და რომელიც მოეხმარა ოდისევსს (იხ.)
ალკიონა (ან ჰალციონა) – ბერძნული მითოლოგიით ტროქიის მეფის – ქეიქსის მეუღლე. ქმრის წყალში დაღრჩობის შემდეგ ნაღველმა შეიპყრო. ქმრის დაღუპვას ვერ შეურიგდა და ზღვაში გადავარდა. ამის შემდეგ ცოლ-ქმარი ფრინველებად – ჰალციონებად იქცნენ. (აი, ქალი!!!!!!!!!!!!)
ალკიონა ან ჰალკიონა (ბერძ.) – ეოლოსის ქალიშვილი, ქეიქსის მეუღლე. ორაკულთან სამკითხაოდ მიმავალი ქეიქსი გზაში დაიხრჩო. დამწუხრებული ალკიონა ზღვაში გადახტა და მანაც დაიხრჩო თავი. მათი საქციელით შეძრულმა ღმერთებმა ჭაროებად (ჭარლი, ჭაროსი, იხ.), ანუ ალკუნებად (შესაძლოა, უკავშირდებოდეს ალკიონას სახელს) სახელს (ჭარო თოლიას მსგავსი ფრინველია ერთგვარი). ამბობენ, რომ დედალი ჭარო (ალკიონა-ალკუნა) კვერცხს ზღვაში დებს და მზებუდობის წინა შვიდ და მზებუდობის შემდგომ შვიდ დღეს იქ ტოვებს. ამ ფაქტს დიდი ოკულტური დატვირთვა აქვსორნიტომანტიაში (იხ.).
ალკიონე – გოლოსის ასული. კეიქსის ცოლი. მათი სახელი ცოლქმრული ერთგულების სიმბოლოა. ზევსსა და ჰერას ეძახდნენ ერთმანეთს. ზევსი განრისხდა და ზღვის ფრინველეაბდ აქცია. ალკიონე ალკენად – ეს ფრინველი ზღვაზე შვიდი დღე ზის კვერცხებზე ზღვის მოქცევამდე და შვიდი დღე კიდევ მოქცევის შემდეგ. ეს დღეები მეზღვაურთა სანუკვარი დღეებია, რადგან ზღვაზე სიწყნარეა. ამ დღეებს ჰქვიათ «ალკიონეისა»,»ალკიონეს დღეები». მორის რაველმა უძღვნა კანტანტა. ოვიდიუსის დამუშავებული მითი კი მრავალმა პოეტმა და მუსიკოსნა გამოიყენა. გერმ. «ყინულის ფრინველი». რუსულად «ზიმოროდოკ». არის სხვადასხვა ვერსიები მისი ფრინველად ქცევისა.
ალკიონევსი – ბუმბერაზი, რომელიც ჰერაკლეს დაესხა თავს, მაგრამ გმირმა იგი დაამარცხა.
ალკიონიდები – ალკიონევსის ასულებო, რომლებიც მამის სიკვდილის შემდეგ ზღვაში გადაეშვნენ და ზღვის ფრინველებად იქცნენ.
ალკიპე – არესის ასული. მის გამო არესმა მოკლა პოსეიდონის ძე.
ალკმაონი – თესტორის ძე (ჰომ.)
ალკმენა – ბერძნული მითოლოგიით, მიკენის მეფის, ელექტრიონის (იხ.) ქალიშვილი, დედა ჰერაკლესი, მეუღლე ამფიტრიონისა (იხ.). როცა მისი ქმარი ტელებოების მეფის პტერელაოსის შვილებზე შურის საძიებლად გაეშურა, მხოლოდ დარჩენილ ალკმენეს ზევსი (იხ.) ეახლა და მისგან დაფეხმძიმდა (თუ დააფეხმძიმა??). ამდენად, ალკმენას ტყუპები უნდა შეძენოდა – ერთი ზევსისაგან, ერთი – საკუთარი მეუღლი – ამფიტრიონისაგან. იმ დრეს, როცა ზევსს თავისი დიადი შვილი უნდა მოვლენოდა ქვეყნიერებაზე, ეგიდოსემ (იხ.) და ოლიმპოს მბრძანებელმა ღმერთები და . . .შეყარა და აუწყა : დღეს დაიბადებოდა დიადი გმირი, იგი იმეფებს თავის ნათესავებზე, რომელთა მოდგმა, ჩემი ვაჟის – დიდი პერსევსისაგან მოდის. ათას (იხ.) ხელშეწყობით ჰერამ მზაკვრობას მიმართა, რადგან პერსეიდთა გვარის პირველშობილს უნდა რგებოდა ზევსის აღთქმული ხელმწიფება. (ეს ფიცი ჰერამ ჩამოართვა მეუფე ზევსს), იგი თავის ოქროს ეტლით ოლიმპოდან არგოსში ცავიდა და პერსეიდ სფენელაოსის ცოლის მშობიარობა დააჩქარა. ასე დაიბადა ამ დღეს პერსეიდთა პირმშოევრისთევსი (იხ.) – ავადმყოფი და უსუსური. ზევსის ფიცით პერსეიდთა მეფობა მას ეკუთვნოდა და არა მისგან გამიზნულ მისსა და ალკმენას ძეს – ჰერაკლეს. იმავე დღეს, როცა დაიბადა ევრისთევსი, ალკმენესაც ეყოლა ტყუპები – უფროსი, რომელსაც შეარქვეს ალკიდოსი (შემდგომ პითიასგან ჰერაკლედ წოდებული) ზევსისაგან და უმცროსი იფიკლოსი (იხ.) ამფიტრიონისაგან.
ალკმენე – ბერძნული მითოლოგიით ელექტრიონ მიკენელის ქალიშვილი, ამფიტრიონის ცოლი. ზევსისგან შვა ჰერაკლე (იხ. იხ.).
ალკმენე – დორ. ალკმენა (ბერძ. «ძლიერება») მიკენის მეფის ელექტრიონის ასული. ჰერაკლეს დედა.ითვლებოდა ჰერაკლიდების დედამთავრად. ჰერაკლეს ტაძარში საკურთხეველი ჰქონდა მიჩენილი. თაყვანს სცემდნენ ვითარცა ქალღმერთს. მრავალი პოეტი უმღეროდა ჰიმნებს. ესქილეს და ევრიპიდეს დრამები დაკარგულია.
ალკმეონესი – სალამინის, ათენისთვის ესოდენ საზღვაო სტრატეგიული მნიშვნელობის ხელში ჩასაგდებად წყაროები ათენელთა სტრატეგოსად სოლონს ასახელებენ, თუმცა ბევრგან და მათ შორის დელფოს ნუსხაშიც ათენელთა წინამძღოლად ალკმეონესია დასახელებული. ალკმეონესი ათენელი ევპატრიდი გახლდათ, რომლისგანაც წამოვიდბებ შემდგომ ალკმეონიდები. ალკმეონიდები კილონისა და მის მომხრეთა მიმართ ჩადენილი გაუგონარი ბერაგობის გამო დაწყევლილ, შერისხულ და, როგორც პლუტარქე გვამცნობს, «მკრეხელებად» იქნენ გამოცხადებულნი (იხ. «კილონის შეთქმულება», პლუტარქე «სოონი» 12,48 და შენიშვნა 47)
ალკმეონი – ბერძ. მითოლოგიით ამფიარიუსისა და ერიფილეს ვაჟი. ეპიგონთა (იხ.) თებეზე გალაშქრების მთავარი გმირი. მკვლელი დედისა, რის გამოც იდევნებოდა ერინიათაგან. დევნა მანამ გაგრძელდა, ვიდრე მას ფეგეს პსოფილელი განწმენდდა და ცოლად თავის ქალიშვილს, არსინოეს მიათხოვებდა. საბოლოოდ, ფეგესის ბრძანებით ღალატისათვის მოკლეს.
ალკმეონი – არგოსელი გმირი. ილაშქრა თებეში. მოკლა დედა, რომელმაც მამა საჩუქრების გამო გასწირა. ამიტომ იყო დევნილი ერენიებისაგან.
ალკმეონიდები – საბერძნეთის უძველესი და სახელგანთქმული გვარი. იბრძოდნენ პისისტრატეს ტირანიის წინააღმდეგ.
ალკმონიოსი – ჭალა ამორძალთა ქვეყანაში, სადაც იშვა ამორძალთა დედოფალი.
ალკოჰოლები – ორგანული ნაერთების კლასი; იგივეა, რაც ერთატომიანი სპირტები.
ალკოჰოლი (არაბ. ალ-კუჰლ, გერმ. Alcohol) – 1. ღვინის სპირტი. 2. მაგარი სასმელები: ღვინო, სპირტი, არაყი და სხვა.
ალკოჰოლიმეტრია – (ქიმ.) ალკოჰოლის რაოდენობის გამორკვევა სპირტის შემცველ სითხეებში.
ალკოჰოლიზაცია – (ქიმ.) რაიმე სითხის დასპირტვა.
ალკოჰოლიზმი (ლათ. ალცოჰოლისმუს) – ავადმყოფური მიდრეკილება სპირტიანი (ალკოჰოლური) სასმელებისადმიალოტრანსპლანტაცია (ლათ. ალლოტრანსპლანტატიო) – ერთი სახეობის ორგანიზმში ქსოვილების ან ორგანოების გადანერგვა . მისი სინონიმებია: ჰომოტრანსპლანტაცია, ჰომოლოგიური გადანერგვა.
ალკოჰოლიზმი – დაავადება, რომელაც იწვევს სპირტიანი სასმელების სისტემატური და ხანგრძლივი სმა; ავადმყოფური ლტოლვა სპირტიანი სასმელებისადმი; ლოთობა.
ალკოჰოლიზმი – ნერვული სისტემის მოშხამვა სპირტიანი სასმელებით. არჩევენ ალკოჰოლიზმის ორ სახეს: მწვავეს და ქრონიკულს.
ალკოჰოლიზმი ქრონიკული – ორგანიზმის რეაქცია ალკოჰოლზე დაქვეითებულია, პიროვნება კი – დეგრადირებული. ვითარდება აბსტინენციური სინდრომი.
ალკოჰოლური იუმორი – დამახასიათებელია ქრონიკული ალკოჰოლიზმისათვის. ეიფორიულ ფონზე ფუქსავატური ოხუნჯობა, რაც პიროვნების გაზერელების, დეგრადაციის მაჩვენებელია.
ალკოჰოლური მწვავე ფსიქოზი – ვითარდება ალკოჰოლის მიღებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ახასიათებს ცნობიერების დაბინდვა, შიშის აფექტი, უხვი მხედველობითი ჰალუცინაციები (იხ. თეთრი ცხელება).
ალკოვი – (არქიტ.) ნიშა, შეღრმავებული კედედლი საწოლების მოსათავსებლად.
ალკუინი ალბინ ფლაკი – (დაახლ. 735-804 წ.წ.) – ანგლოსაქსი სწავლული, თეოლოგი. ავტორი ფილოსოფიური, პრაგმატული, მათემატიკური სახელმძღვანელოებისა და ღმრთისმეტყველების ტრაქტატებისა.
ალ-კუსიი (არაბ.) - გიგანტური სხეული, რომელიც ისე შეეფარდება ალ-არშს, როგორც ბეჭედი უდაბნოს (უდაბნოში). მუჰამედი ამბობს: «შვიდი ცა ისეა ალ-კუსიისთან, როგორც ბეჭედი უდაბნოში; ასეთივე შეფარდებაა ალ-კისიისა ალ-არშთან».
ალკუსტა – ალტუსტა.
ალ-ლათი (არაბ.) – ისლამამდელი არაბული მითოლოგიის წარმართული ღვთაება. ცნობილი ორიენტალისტი-არაბისტი ა. არბერი აღნიშნავს, რომ ისლამამდელი ძეგლები შეიცავდნენ ამ წარმართული ღვთაების (ალ-ლათ-ის) სახელს, რაც შემდგომში მორწმუნე (ისლამისტთა) მთქმელთა თაობებმა მეტრიკულად მასთან ახლო მდგომი სიტყვით – ალ-ლაჰით (იხ.) შეცვალეს. გარდა ამისა არბერი თვლის, რომ ალაჰის , უზენაესი ღმერთის სახელიც კარგად უნდა ყოფილიყო ცნობილი წარმართი არაბებისათვის.
ალ-ლათ-ი ... – ქააბის კერპებს შორის იყო ალ-ლათის, ალ-მანადას, ალ-უზზას კერპები, რომლებიც ქალ-რვთაებებს განასახიერებდნენ. ხშირად ისინი «ღმერთის ქალიშვილებადაც» მოიხსენიებოდნენ. მორთულნი იყვნენ საყურეებით, ბეჭდებიტ, სხვა სამკაულებით, შესაძლოა გამოწყობილი ყოფილიყვნენ ძვირფასი სამოსელით. ამიტომ არაბი პოეტები მორთულ ქალიშვილებს ხშირად კერპებთან აიგივებდნენქალღმერთ ალ-ეზუს გამოსახავდნენ წმინდა აკაციის, აკ-მანადს – დიდი ქვის სახით. გადმოცემით, ქააბაში მდგარა ქანდაკება – ქალი ყრმით – შეიძლება, ის ყოფილიყოაფროდიტა, ან მარია პატარა იესოთი.
ალლოდ-ი (ძვ. ზემოგერმანულიდან ალ მთელი და ოდ მფლობელობა) – მიწის ინდივიდუალური ანდა ოჯახური საკუთრება ბნელი და ადრეული შუასაუკუნეების დასავლეთ ევროპაში. საკუთრების ეს ფორმა მიწას სრულ მფლობელობაში აკუთვნებდა მესაკუთრეს: შეეძლო გასაჩუქრება, გაყიდვა, გაცვლა, ანდერძით გადაცემა. მასზე აღმოცენდა შემდგომ ფეოდალური დასავლეთის მთელი სოფლის მეურნეობა (იხ. ფეოდა).
«ალმადელ» – ტრაქტატი თეურგიაში (იხ.), ანუ თეთრ მაგიაში. ეკუთვნის შუასაუკუნეთა უცნობ ევროპელ ავტორს. ხშირად იხსენიება «სოლომონის გასაღებების» ხელნაწერ ტექსტებში (ტომებში).
ალ-მადინა (არაბ. ქალაქი) – აქედან მოდის მადინათ ალ-ნაბი – «ქალაქი წინასწარმეტყველისა», ანუ, უბრალოდ, მედინა მუსლიმთა მეორე წმიდათა-წმიდა ადგილი, სადაც დაკრძალულია მუჰამედ წინასწაემეტყველი (იხ. მედინა). საფლავი – ჰუჯრა მდებარეობს ჰარამ აშ-შარიფის მოედანზე (იხ.), მწვანე გუმბათოვან, ხუთმინარეთიან, ოქროს სფეროთი და ნახევარმთვარით დაგვირგვინებულ დიდ მეჩეთთან, რომეელიც აგებულია პირველი მუსლიმური მეჩეთის საძირკვლებზე, ეს უკანასკნელი კი აგებული ყოფილა თვით მუჰამედ წინასწარმეტყველის სიცოცხლის პერიუდში (დაწვრილებით იხ. მედინა).
ალ-მალიბია (არაბ) – უჩვეულო ფორნის უზარმაზარი მინარეთი (იხ.) სამარაში (მის ახლოს ოდესღაც იდგა სამარას, ანუ მუთავაქილის დიდი მეჩეთი იხ). ალ-მალიბია კვადრატულ ფუძეზე აღმართული წაკვეთილი კონუსია, გარედან სპირალური ასასვლელით, პანდუსით (იხ.), თითქოს იგი ბაბილონური ზიქურათების (იხ.) ტიპისაა. და მაინც ალ-მალიბია თავისი დროის უნიკალური ნაგებობაა. 50 მ. სიმაღლის გუმბათი შორიდანვე შესამჩნევია. ფერით იშვიათი სილამაზისაა და დღის დროთა მონაკვეთების მიხედვით ქამელეონივით იცვლის ფერს – განათებისდა მიხედვით. ხან – მქრქალ-მოყვითალო ფერს იკრავს, როგორც უდაბნოს ქვიშა, ხანაც დამაბრმავებელ ოქროსფრაად ბრწყინავს აზიის მცხუნვარე მზის სხივებში, რომელსაც მოჩრდილული ადგილები აუვარდისფრდება ხოლმე. მინარეთის აგება, როგორც დიდი მეჩეთისა, 847 წ-ის, ხალიფა ალ-მუთავაქილის ხანაში დაუწყიათ.
ალ-მაქრიზი – არაბი ისტორიკოსი (XIII ს.). გვაწვდის ცნობბებს მონგოლთა მიერ დამასკის აღებუსა.
ალმაზოვი, ბორის ნიკოლოზის ძე – (1827-1876 წ. წ.) რუსი პაროდისტი მწერალი. სიკვდილის შემდეგ გამოიცა მისი თხზულებების სამტომეული (1892 წ.).
ალმე – აღმოსავლეთში: ქუჩის მოცეკვავენი და მუტრიბნი (მომღერალნი).
ალმერსი, ჰერმან – (1821-? წ. წ.) გერმანელი მწერალი.
ალმეხები (არაბ.) – მოცეკვავენი. შეესაბამება ინდურ «ნაუჩებს» – სატაძრო და საჯარო მოცეკვავეებს.
ალმკვისტი კარლ იუნასი – (1799-1866 წ.წ.) რომანტიკოსი, უკიდურესი პოლიტიკური მოძღვრების მომხრე. რომანებსა და დრამებს წერდა ფსევდონიმით – პროფესორი ვესტერმანი. ავტორია მათემატიკური, ისტორიული, გრამატიკული სახელმძღვანელოებისა. გამოცემულია მის რჩეულ თხზულებათა ოთხტომეული (1874-1875 წ. წ.).
ალმლიოფები – ძველ მსახიობთა გამოჩენილი ოჯახი: 1. ვილჰელმი, ტრაგიკოსი (1790- 1875 წ. წ.); მეუღლე (1813-1882 წ. წ.); 2. მათი ვაჟი კ. ნუტი, ბრწყინვალე კომიკოსი (1879-? წ. წ.) და მისი მეუღლე ბეტი (183-1882 წ. წ.).
ალმოგადები (მუაგუდინები) – ფანატიკოსთა სექტა. 1146 წელს გაანადგურეს ალმორაბიდების (იხ.) სახელმწიფო მაროკოში, გარდამავალი უპირატესობით იბრძოდნენ ესპანეთში. 1212 წლიდან განდევნილ იქნენ ესპანეთიდან. 1269 წლის აჯანყებით (მაროკო) თავადვე განადგურდნენ.
ალმოჰადები (ესპ. ალმოჰადეს) – ბერძნულ-მუსლიმური სექტის მიმდევრსბის და მავრულ-ესპანური დინასტიის (1121/22-1269 წ.წ.). სახელეწდება.
ალმოჰადები – ჩრდ აფრიკული ბერბერული ტომების რელიგიურ-პოლიტიკური მოძრაობა (XI ს-ის II ნახ.), რომლის საფუძველზეც შეიქმნა ჯერ ალმორაბიდების (იხ.) და შემდეგ ალმოჰადების სამეფო. სამეფო აერთიანებდა მაღრიბსა და მუსლიმანურ ესპანეთს. ალმოჰადებიის მმართველობისას მავრიტანული ხელოვნება ნათელი თვითმყოფადობით გამოირჩევა (1121-1269 წ.წ.). ფაქტიურად, ალმოჰადების სამეფო, ისტორიაში უპირველესად შესულია, როგორც სამხედრო სახელმწიფო. მისი ქალაქები შემოზღუდული იყო რამდენიმე კილომეტრიანი სქელი კედლებით, კვადრატული კოშკებით, შესასვლელი კარიბჭეებით (ციხე-სიმაგრები – მარაკები, ფესი, ტლემსენი, თაზი, თინმალი სევილი – გიბრალტარის ნაგებობა). განსაკუთრებით ცნობილია ქუთუბიას მეჩეთი (იხ. Искусс. ср. в-го Востока).
ალმოჰადები – ჩრდილო აფრიკული ბერბერული ტომების რელიგიურ-პოლიტიკური გაერთიანება. რეკონკისტას პერიოდი (იხ.). იბრძოდნენ არაბთა სახალიფოს დროშის ქვეშ, ემირისა და ქრისტიანთა ხელისუფლების წინააღმდეგ (იხ. ბერბერები).
ალმორაბიდები (მურაბატინები) – მავრიტანული ტომები, რომლებიც ისლამზე მოაქცია აბდალა ბენ-იასონმა. 1070 წ-ს საბუ-ბაქრის თაოსნობით დააფუძნეს მაროკო. მისი მემკვიდრის იუსუფ-ბენ-თასნიფის დროს (1085 წ-დან) დაიპყრეს თითქმის მთელი მავრიტანული ესპანეთი. მათ კვალდაკვალ ალმოგადები მოჰყვნენ.
ალმორაბიდები – ჩრდ, აფრიკული ბერბერული ტომების რელიგიურ-პოლიტიკური მოძრაობა XI ს-ის II ნახევრიდან, რომლის საფუძველზეც შეიქმნა ალმორაბიდების სამეფო (1061-1146 წ. წ.), რომლებმაც ერთ სახელმწიფოდ ჩამოაყალიბა მაღრიბი (იხ.) და მუსლიმანური ესპანეთი. ალმორაბიდების სამეფოში კიდევ უფრო განვითარდა კორდოფას სახალიფოში წარმოშობილი მავრიტანული ხელოვნება (იხ. მავრიტანია, მავრიტანული...).
ალმორავიდები (ესპ. Almoravides) – ბერძნულ-მუსლიმური სექტის და მასთან დაკავშირებული მავრულ-ესპანური დინასტიის (X-XII ს.ს.) სახელწოდება.
ალ-მუმენინები (არაბ.) – ამ სახელით იხსენიებენ მუჰამედ მოციქულის შთამომავლებს.
ალმუს გელიუსი (დაახლ. 130-180 წ. წ.) – რომაელი მწერალი. ბერძენი და რომაელი ავტორების ნაწარმოებებისგან გააკეთა ამონაწერები და შეადგინა კრებულად, რომელსაც «ატიკური ღამეები» ეწოდა. ამ კრებულზე იგი ათენში მუშაობდა. ნაწარმოები 20 წიგნისაგან შედგებოდა, რომელთაგან მხოლოდ ერთი – მერვე წიგნია დაკარგული. კრებული წარმოადგენს ბიოგრაფიულ ანეკდოტებს, საკმაოდ ზუსტ ამონაწერებს ძველ ავტორთა შრომებიდან. 250 ნაწარმოებიდან ამოკრეფილ ნაწარმოებებს ხშირად ახლავს თავად ავლუს გელიუსის შენიშვნები, მისი დაკვირვებები ძველ ავტორთა სტილსა და თემატიკაზე. ზოგჯერ ჩართული აქვს საკუთარი მცირე ჩანახატები ათენისა და რომის განათლებული საზოგადოების ცხოვრებიდან. ავლუს გელიუსის «ატიკურ ღამეებს დიდი მნიშვნელობა აქვს თანამედროვეობისათვის, რადგან მათში, ჩვენამდე მოუღწეველ ძვირფას ნაწარმოებთა შესახებ ფრიად ფასეული ცნობებია დაცული.
ალ-მუთანაზი – (დაახლ. 915-965 წ. წ.) არაბი პოეტი. იგი გამორჩეულია თავისი ნოვაციებით და მიჩნეულია ნოვატორ პოეტად. მან გაასრულა შუა საუკუნეთა არაბული პოეზიის განვითარების ხანგრძლივი პროცესი. მისი ნამდვილი სახელია აბუ თაიბ აჰმედ იბნ ალ-ჰუსაინი. მან პანეგირიკული პოეზიის ტრადიციულ ჟანრში მრავალი სიახლე შეიტანა. მისი პოეზია გამორჩეულია კეთილხმოვნებით.
ალ-ნიშაფურის წმიდა კრებული (საჰიჰი იხ.) – «ექვსი წიგნების» ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კრებული (917-975 წ. წ.). შესულია ჰადისებში (იხ.).
ალოადები (ალოიდები) – ბუმბერაზები – ოტოსი და ეფიალტესი. პოსეიდონის შვილიშვილები. სხვა ვერსიით შვილები. ღმერთებს ემუქრებოდნენ, ცად ასვლა სურდათ. ამის გამო ზევსმა და აპოლონმა ისრებით განგმირეს. ჰომეროსი მათ მამაცებს ეძახის. ისინი ასახავენ ადამიანთა შეუპოვარ ბრძოლას ღმერთებთან.
ალოასი, ალოადე («კალოს მთესველი») – დემეტრას ზედწოდება. ალოა – დემეტრას და დიონისეს დღესასწაულები ათენში. ნაყოფიერების ქალღმერთი.
ალობროგები – ძვ. გალიაში კელტ მთიელთა ტომი, იზერსა და რონს შორის. მთავარი ქალაქი – ვიენა. დაიპყრო კვინტუს ფაბიუსმა 121 წ-ს ჩვ. წ-მდე.
ალოევსი (ალოე – კალო) – ალოადების («მლეწავთა») მამა
ალოგიზმი (ბერძ ა უარყ. ნაწილაკი და ლოგოს გონება, სიტყვა) – უარყოფს ლოგიკურ აზროვნებას და უპირისპირებს მას ინტუიციას, რწმენას, ზეშთაგონებას.
ალოგიზმი – იხ.
ალოგიზმი – ლიტერატურულ-სტილისტური ხერხი, რომელიც ხასიათდება მეტყველების ალოგიკური დანაწევრებით, ლოგიკური კავშირების დარღვევით სიტყვათა კონსტრუქციერსა, ფრაზებსა თუ დიალოგთა ცალკეულ ნაწილებს შორის. ჩვეულებრივ, გამოიყენება კომიკური ეფექტის მისაღწევად. ალოგიზმი ხალხური დრამის არსებითი ელემენტია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი როლი საესტრადო-საცირკო დრამატურგიაში (ჯამბაზურ რეპრიზებში, დიალოგურ კონფერანსიებში, სატირიკულ მონოლოგებში და ა. შ.). ალოგიზმი ძირითადი ხერხია აგრეთვე ექსცენტრიკაში (ცირკში, ესტრადაზე).
ალოკუცია (ლათ. Allocutio) – 1. საჯარო სიტყვა; 2. პაპის მიერ წარმოთქმული სიტყვა კარდინალთა კოლეგიაზე.
ალომეტრული ზრდა (ალლოს განსხვავებული და მეტრონ ზომა) – ცოცხალ ორგანიზმთა ზრდაში განასხვავებენ ორ ტიპს: ალომეტრულსა და იზომეტრულს (იხ.). ალომეტრული ტიპის დროს ორგანიზმის ზრდის საშუალო სიჩქარე განსხვავებულია მთელი სხეულის ზრდის სიჩქარისგან. იზომეტრული შესაბამისობაშია (იხ.). ალომეტრულობა ახასიათებს ძუძუმწოვრებს, მათ შორის ადამიანს.
ალონჟე – იხ. «ხელების პოზიციები» (პორტ დე ბრას).
ალოპე – პოსეიდონის სატრფო, რომელიც მამის რისხვას დაემალა და წყაროდ აქცია. ელევსინში დღესაც არის ამ სახელწოდების წყარო.
ალორი (ქალდ.) – ბეროსის ცნობით, ბაბილონის მმართველი ღვთაებრივი დინასტიის პირველი მეფე. იგი იყო «დანიშნული მწყემსი ხალხთა» და მეფობდა ათი საროსის (იხ.) განმავლობაში, ე. ი. 36 000 წელს.ალაჰა (ებრ.) – ნიშნავს «კანონს». «თალმუდის» იმ ნაწილთა სახელწოდება, რომლებშიც არგუმენტირებულია დოქტრინები.
ალოტროპია - ეს თვისებაა ზოგიერთი ქიმიური ელემენტებისა იარსებოს აგებულებათა და თვისებებით ორი ან რამდენიმე მარტივი ნივთიერბის სახით. ჯერ კიდევ XVIII ს-ში იქნა დადგენილი გასაოცარი ფაქტი: ალმასიც და ჩვეულებრივი ნახშირიც წვისას წარმოქმნიან ნახშირორჟანგს - და მეტ არაფერს. მაშასადამე, ალმასი და ნახშირი შედგება ერთი და იგივე ელემენტებისგან - ნახშირბადისგან. სწავლულებმა იცოდნენ ასევე, რომ გოგირდს შეუძლია არსებობდეს სხვადასხვა კრისტალურ მდგომარეობაში. მოგვიანებით შეძლეს აღმოეჩინათ ორი «ფოსფორი» - თეთრი და წითელი. ეს მაგალითი 1841 წ. შვედმა ქიმიკოსმა ი. ბერცელიუსმა განაზოგადა და წინადადება წამოაყენა ამ მოვლენისათვის ეწოდებინათ «ალოტროპია» (ბერძნული სიტყვებიდან, რაც ნიშნავს «სხვა» და «თვისება, სახეობა»). ახლა ცნობილია მარტივი ნივთიერებების 400-ზე მეტი ალოტროპული სახესხვაობა. რას ემსახურება ალოტროპია? ერთიანი მიზეზი, რომელიც განაპირობებდა ალოტროპულ სახეცვლათა არსებობას, არ არსებობს. მაგალითად, ასეთი მოდიფიკაციის მოლეკულებში შეიძლება არსებობდეს ატომების სხვადასხვა რაოდენობა, როგორიც აქვს ჟანგბადსა და ოზონს (O2 და O3). მსგავსი განსხვავებულობა დამახასიათებელია თხევადი გოგირდის ორი სახესხვაობის მოლეკულებისათვისაც: შ8 და შ6, მაგრამ აქ გვაქვს სხვა განსხვავებაც. შ8 მოლეკულაში გოგირდის ატომები წარმოქმნიან რვაწევრიან რკალს, რგოლს, მაშინ, როდესაც შ6 მოლეკულები ეს ხაზოვანი ჯაჭვებია გოგირდის ექვსი ატომისგან შემდგარი. ალოტროპული სახესხვაობების ყველაზე უფრო ცნობილი მაგალითებია ალმასი, გრაფიტი და კარბონი (იხ. ნახშირბადი). კარბონი პირველად მიღებულ იქნა 1961 წ. საბჭოთა მეცნიერების მიერ. იგი წარმოადგენს ნახშირბადის თავისებურ ხაზობრივ პოლიმერს. ადრე შეცდომით თვლიდნენ ნახშირბადის ალოტროპიულ სახესხვაობად მურს (ჭვარტლს), მაგრამ მის კრისტალმა წყობა აღმოჩნდა გრაფიტის მსგავსი. ალოტროპიასთან ერთად ცნობილია პოლიმორფიზმის მოვლენა - ერთი და იმავე მარტივი ნივთიერების თვისება იარსებოს სხვადასხვა კრისტალური ფორმებით. კრისტალთა წყობით განსხვავდებიან მაგალითად, რომბული და მონოკლინური გოგირდი, თეთრი და რუხი კალა. ცნობილი მოვლენა «კალის ჟამი (შავი ჭირი)» - ეს სხვა არაფერია, თუ არა თეთრი კალის რუხში გადასვლა დაბალ ტემპერატურაზე. რკინის სამი კრისტალური მოდიფიკაცია ცნობილი. მიღებული მათი აღნიშვნა ბერძნული ასოებით: ა, ბ და ყ. მაგრამ ყველაზე მეტ ალოტროპიულ მოდიფიკაციებს - ექვსს - ქმნის პლუტონიუმი. ამ სახესხვაობებს აქვთ სხვადასხვა კრისტალური მესერები და თანამიმდევრულად გადადიან ერთი მეორეში ტემპერატურის აწევისას 00-დან 300-მდე (ამ ტემპერატურაზე პლუტონიუმი ლღვება).
ალოზავრები – ხვლიკმენჯიანი ჯგუფის ტეროპოდების სახეობის (მხეცფეხიანთა) კარნოზავრების გამოკვეთილი წარმომადგენლები – მტაცებელი დინოზავრები. გაქრნენ ცარცული პერიოდის ბოლოს – «დიდი გადაშენების» დროს.
ალპები, ალპის მთები (კელტ. ალპ – მაღალი მთა; გერმ. ალპენ; ფრანგ. – ალპეს; იტალ – ალპი) – უმაღლესი მთათა სისტემა ევროპაში. გადაჭიმულია ხმელთაშუა ზღვის სანაპიროდან (გენუის უბე)შუა დუნაის დაბლობებამდე შვეიცარიის, იტალიის, საფრანგეთის, ავსტრიის, გერმანიის, იუგოსლავიის (???) და ლიხტენშტეინის ტერიტორიაზე. სიგრძე დაახლოებით 1200 კმ., სიგანე – 50-260 კმ., ფართობი – დაახლოებით 220 000 კვ. კმ. უმაღლესი მწვერვალია მონბლანი (4807 მ.).
ალპური საყვირი – (მუს.) ერთიანი ნაძვის ხიდან დამზადებული10 მ. სიგრძის საყვირი. ასეთი საკრავი შექმნეს ალპებში. მასზე ერთდროულად სამი შემსრულებელი უკრავს.
ალქაჯი – ალი და ქაჯი. თავდაპირველად ალბათ ერთი ღვთაება იყო. შემდეგ გაიყო. ალი სხვაა, ქაჯი – სხვა.
ალქასაბი (არაბ. ქასბა «ციხესიმაგრე») – ალ-საბიკის ბორცვზე მდებარე ალგამბრას არქიტექტურული კომპლექსის ყველაზე ადრეული ნაწილი. განლაგებულია ბორცვის მარცხენა ფერდობზე. სარესტავრაციო სამუშაოები დასრულდა 1920 წლისთვის, იგი შემოზღუდულია კედლებით, აქვს კოშკურები, ყაზარმები, საწყობები, თავლები, ბასტიონები. წარმოადგენს შუა საუკუნეთა საფორტიფიკაციო (იხ.) არქიტექტურის უბრწყინვალეს ნიმუშს.
ალქიმია (არაბ.) – იხ. ქსე. ბლატივსკაიას აზრით: ალქიმია – არაბულადულ-ქიმი – ბუმების ქიმიას ნიშნავს. ასეა თუ ისე, ულ-ქიმი თუ ალ-ქიმია არაბიზებული სიტყვაადა აღებულია ბერძნული ქემეიადან (ქჰმეია), ქჰოც – «ნაჟური», «წვენი», ელექსირი მცენარისა. დოქტორი უინ უესტკოტი ამბობს: «ყველზე ადრეული ხმარება ტერმინისა «ალქიმია», გვხვდება იულიუს ფირმოკიუს მატერნას ( ცხოვრობდა და მოღვაწეობდა კონსტანტინე I დიდის და ფლავიუს ვალერიუსის (დაახლ. 285-337 წ.წ.) ხანაში) შრომებში»-ო. ყველაზე უძველესი, დღემდე შემონახული და ევროპაში ცნობილი ალქიმიური ტრაქტატი დაცულია პარიზის სახელმწიფო ბიბლიოთეკაში. იგი შესრულებულია ბერძნულ ენაზე ზოსიმ პანოპილიტიოსის მიერ (დაახლ. 400 წ. ჩვ. წ-ით.). მომდევნო, სიძველის მხრივ, ენეუს პაზეუსის (480 წ. ჩვ. წ-ით)თხზულებაა. როგორც მისტერიუმ მაგნუმ , ალქიმიის არსი თვით სიტყვითაც ხელოვნურად დაფარულია არაგანდობილთა და არაკურთხეულთათვის, რათა დაცული ყოფილიყო სამყაროსათვის თავადპბა. ალქიმიკოსი თავის პირველ პრინციპად განსაზღვრულ «უნივერსალური გამხსნელის» არსებობას აცხადებს, რომლის დახმარებითაც ყველა შედგენილი სხეული ერთსახოვან სუბიექტებად იშლება, ნაწევრდება, რომელთაგანაც ასი წარმოადგენს ამ სუბსტანციებს. ალქიმიკოსები სუფთა ოქროს, ანუ შუმმა მატერია-ს უწოდებენ. ეს ელექსირი, სახელდებული ასევე მენსბტრუუმ უნივერსალე-ე, ადამიანის სხეულიდან აძევებს ყოველგვარ ავადმყოფურ კერას (ჩანასახს), აბრუნებს სიჭაბუკეს, ახანგრძლივებს სიცოცხლეს. ასეთია ლაპის პჰსიცოსოპჰონუმ (ფილოსოფიური ქვა). ალქიმია ევროპაში პირველად ჰებერის, – დიდი არაბი ბრძენისა და ფილოსოფოსის მეშვეობით შევიდა (ჩვ. წ. VIII ს.), მაგრამ იგი გაცილებით აფრე იყო ცნობილი და პრაქტიკაში დამკვიდრებული ძველ ეგვიპტესა და ძველ ჩინეთში. უამრავი პაპირუსი და სხვა დამადასტურებელი საბუთი ალქიმიაში მოემობენ, რომ ეს «მეცნიერება» ძველ დროთა ქურუმთა და მმართველთა საყვარელი საგანი ყოფილა, რომელსაც ძველი სამყარო ზოგადი სახელწოდებით – ჰერმესისეულ ტრაქტატებად იცნობდა (იხ. «ზურმუხტის დაფები» (ფურცლები)). ალქიმია სამ ასპექტში შეისწავლება, რომლებიც უამრავ სხვადასხვა ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა. ეს ასპექტებია: კოსმიური, ადამიანური და მიწიერიასპექტები. ეს სამი მეთოდი სამი ალქიმიური ნივთიერების – გოგორდის, ვერცხლისწყლისა და მარილის განასახიერებდა (დასალაგებელია). სხვადასხვა ავტორები მიუთითებდნენ, რომ შესაბამისად ალქიმიაში არსებობდა 3, 7, 10 და 12 პროცესი, თუმცა თორმეტივე შეთანხმებულია იმაში, რომ ალქიმიას მხოლოდ ერთიმიზანი აქვს – აქციოს (გარდაქმნას) არაკეთილშობილი ლითონი ოქროდ (კეთილშობილ ლითონად). ერთია მხოლოდ, არსებითად თუ რას წარმოადგენდა ეს ოქრო, არსებითად მხოლოდ ერთი მუჭა ხალხმა უწყოდა. უეჭველი იყო, რომ ბუნებაშიარსებობდა ერთი პროცესი, რომლის დროსაც ტრანსმუტაციით უბრალო , უმარტივეს და არაკეთილშობილ ლითონთა კეთილშობილ ლითონად ანდა პქრპდ გარდაქცევა ხდებოდა. მაგრამ ეს ალქიმიის მხოლოდ ერთი, მიწიური და წმინდა მატერიალური პროცესი იყო, რამეთუ ეს პროცესი მიწის წიაღში ბუნებრივადაც მიმდინარეობდა. გარდა დაბალი რანგის ტრანსმუტაციური [რპცესისა ალქომიაშიარსებობს ამ პროცესის უფრო მაღალი, ზეინტერპრეტაციის გაგება. ესაა ტრანსმუტაციის სიმბოლური, წმინდა ფსიქიკური, სულიერი ასპექტი. თუ კაბალისტ-ალქიმიკოსი ცდილობს პირველის ხორცშესხმას, ოკულტისტ-ალქიმიკოსი ზიზღით უარყოფს წიაღისეულ ოქროს და მთელ თავის ყურადღებას, მთელ თავის ძალისხმევას მიმართავს იქითკენ, რათა მოახდინოს მდაბალი ოთხეულის ადამიანის ღვთაებრივ უზენაეს ტრიადად ტრანსმუტირება. ალქიმიაში ადამიანური არსებობის სულიარი მენტალური, ფსიქიკური და ფიზიკური სფერო შესაბამისია ოთხი ელემენტისა – ცეცხლისა, წყლისა, მიწისა, და ჰაერისა... მართალია, ალქიმიაზე, როგორც ფილოსოფიის უძველეს ტოტზე ცოტა, თითქმის არაფერია ცნობილი, უეჭველია, რომ მაღალი რანგის ტრანსმუტაციის გაგება წინ უსწრებდა ზოდიაქოს შექმნას, ტოტემიზმსა და მსოფლიოს რომელიც გინდათ მითოლოგიას. უეჭველია ისიც, რომ ტრანსმუტაციის ჭეშმარიტი საიდუმლო (ფიზიკურ პლანში) სცოდნიატ უხსოვარ წარსულში და ისტოეიული პეროდის დადგომამდე დაუკარგავთ (ვ. ბლავიტსკაია).
ალქიმიკოსები – 1. ალ და ჰემი – ღნერთი და პატრიარქო ჰამ-ი; 2. ასევე ეგვიპტის სახელი; 3. შუასაუკუნეთა როზენკრეიცერები – რობერტ დე ფლექტოზი (რობერტ ფლუდი), პარაცელსი, თომას ვოგანი (ეიჟენ ფილალეტი), ვან ჰელმონტი და სხვ – იყვნენ ალქიმიკოსები,რომლებიც არაორგანული მატერიის ყოველ ნასახში ფარულ სულს ეძებდნენ. ბევრი თანამედროვე მათ შარლატანებად და ცრუ სწავლულებად აცხადებდა, მაგრამ ისეთ პიროვნებებს, როგორებიც იყვნენ როჯერ ბეკონი, აგრიპა, ჰენრი კენრატა და ჰებერ არაბი (ვინც ევროპაში პირველ,ა გახსნა არაერთი საიდუმლოებანი ქიმიაში), ვერანაირად მოვნათლავთ შარლატანებად და უვიცებად. სწავლულები, რომლებმაც დემოკრატესის ატომისტური თეორიის საფუძველზე გარდაქმნეს ფიზიკა (როგორც ამას ჯონ დალტონიც აღიარებდა), ივიეყებენ, რპმ ის დემოკრიტესი აბდერელი ალქიმიკოსი გახლდათ. ალქიმიკოსები და ალქიმია სულაც არ ყოფილა შუასაუკუნოებრივი წარმონაქმნი და მოვლენა, როგორც ოლაი ბორიჩი გვარწმუნებს (და ეს ბევრი რამითაც დასტურდება). მისი აკვანი ღრმა წარსულშია დარწეული.
«ალ-ქუთუბ ალ-სითაა» («წიგნები ექვსი») – ორთოდოქსული ისლამის მიერ კანონიკურად აღიარებული და მიღებული წმიდა ე. წ. «ექვსი საჰიჰი» (იხ.), რომლებიც ჰადისებშია თავმოყრილი (იხ.). ამ ექვსი წმიდა კრებულიდან ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია ალ-ბუხრისა და ალ-ნიშაფურის კრებულები (იხ. იხ.).
ალრანოპოლის საზავო ხელშეკრულებაბი 1713-1829 წ. წ. – 1. 1713 წ. ხელშეკრულება დაიდო რუსეთსა და ოსმალეთს შორის 25 წ. ვადით. ხელმოწერილია 13 (24) ივნ. ქ. ადრანოპოლში (ახლანდ. ედირნე, თურქეთი). ა-ს ხ-ით დასრულდა რუსეთ-თურქეთის 1711-13 წ. წ-ის ომი. მისი პირობები ძირითადად იგივე იყო, რაც 1711 წ. პრუტის საზავო ხელშეკრულებისა. 1720 წ. შეიცვალა კონსტანტინოპოლის «საუკუნო ზავით». 1829 წ. ხელშეკრულებით დასრულდა რუსეთ-ოსმალეთის 1828-29 წ. წ. ომი. ხელმოწერილია 2 (14) სექტ. შედგება 16 მუხლისა და ცალკე აქტისაგან, რ-იც მოლდ. და ვლახეთისუფლებებს განსაზღვრავდა. ა-ს ხ-ით ოსმალეთს დაუბრუნდა ომის დროს რუს. ხელში გადავიდა მდ. დუნაის შესართავი კუნძულებითურთ, შავი ზღვის აღმ. სანაპირო მდ. ყუბანის შესართავიდან აჭარს ჩრდილო საზღვრამდე (სოფ. შეკვეთილი, ახლანდ. ოზურგეთის რ-ნი), ანაპისა და ფოთის სიმაგრეებითურთ, ახალციხის საფაშოს ნაწილი – ახლანდ. ახალციხის, ახალქალაქის, ასპინძის, ადიგენის და ბოგდამოვკის რ-ნები. ოსმალეთმა ცნო ქართლ-კახეთის, იმერეთის, სამეგრელოს, გურიის, აგრეთვე ერევნისა და ნახჭევანისსახანოთა რუსეთთან შეერთება. ოსმალეთს ევალებოდა, რუსეთისათვის გადაეხადაკონტრიბუცია 1,5 მლნ. ჰოლანდიური გულდენის ოდენობით. ხელშეკრულებამ დაადასტურა რუსეთის ვაჭართა პრივილეგიები ოსმალეთის ტერიტორიაზე. რუსეთმა მოიპოვა დუნაიზე, შავ ზღვასა და სრუტეებშითავისუფლად ნაოსნობის უფლება. ოსმალეთი კისრულობდა 1826 წ. აკერმანის კონვენციის პირობების შესრულებას. ა-ს ხ-მ საბოლოოდ დაამკვიდრა რუსეთი ამიერკავკასიაში, გარდა ამისა, დააჩქარა მოლდ., ლახეთის, სერბ. და სერბ. და საბერძ. ხალხთა გათავისუფლება ოსმალთა ჩაგვრისაგან.
ალ-რავია (არაბ.) – მთქმელი (იხ. რავიები, რავიების პოეზია).
ალრუანი - გერმანული ხალხური ზღაპრების გმირი – ბრძენი სული.
ალ-შეზარი (არაბ.) – პრინელი ფილოსოფოსი და ოკულტისტი. ნაშრომი – წიგნი ალ-შუზარისა.
ალსვიდერი (სკანდ.) – «უსწრაფესი». ეპითეტი მთვარის ცხენისა ორივე «ედა»-ში (იხ.).
ალტაირი და ვეგა – ოაპონური ლეგენდის მიხედვით, ფეიქარ ქალს – ვეგას და მწყემს ალტაირს ერთმანეთი შეუყვარდათ, რის გამოც თავიანთ საქმეს უგულოდ ეკიდებოდნენ. ამის გამო ისინი ცის მეუფემ დასაჯა – გაჰყარა და ერთს ციური მდინარის (ირმის ნახტომის) ერთ ნაპირზე, ხოლო მეორეს მეორე ნაპირზე მიუჩინა ბინა. შეყვარებულებს წელიწადში მხოლოდ ერთხელ, მეშვიდე მთვარის მეშვიდე ღამეს ეძლევათ შეყრის საშუალება. ამ ღამით ზეციური კაჭკაჭები მდინარეზე ფრთებს ხიდად გადებენ და შეყვარებულთ შეუძლიათ ამ ხიდით ერთმანეთთან შეხვედრა. თუ ეს ღამე წვიმიანი შეიქნა, მაშინ კიდევ ერთი წლით გადაუვადდებათ შეხვედრა. ალტაირი მწყემსთა და მიწათმოქმედთა, ხოლო ვეგა ფეიქართა და ხელოსანთა მფარველად ითვლება. ალტაირისა და ვეგას შეყრის დღესასწაულს «ტანაბატა» ჰქვია. იგი ყოველი წლის 7 ივლისს იმართება (იხ. ტანაბატა).
ალტამირის ფერწერა – პალეოლითის ხანის გამოქვაბულის მხატვრობა, რომელიც აღმოჩენილია XIX საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში, ჩრდ. ესპანეთში, სოფ. ალტამირის მიდამოებში, გრაფ მარსელ დე სანტუოლას მამულში. გრაფი თავის მამულსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე არქეოლოგიურ კვლევებს ატარევდა. ერთხელ მოყვარულ არქეოლოგს თანასოფლელმა მონადირემ მის მიერ აღმოჩენილ გამოქვაბულზე აცნობა. ეს იყო 1879 წ. გრაფი გამოქვაბულის მოსაკვლევად თავის 9 წლის გოგონასთან – მარია დე სანტუოლასთან ერთად გაეშურა. ჩირაღდნების შუქზე პატარა ქვაბულის თაღიდან გავეშებული ხარი დაინახა და შეშინებულმა დაიყვირა. გრაფმა იქით მიიხედა, საითაც გოგონა თითს იშვერდა... გრაფმა იმ დღეს გამაოგნებელი ექსპრესიით, დინამიკით ზედმიწევნითი რეალისტურობით შესრულებული მამონტების, ტახების, ბიზონების ხასხასა საღებავებით შესრულებული დიდებული ნახარები აღმოაჩინა... ლისაბონის კონგრესზე იმ დროის წამყვანმა არქეოლოგებმა ალტამირის გამოქვაბულის ზოომორფული ფერწერა, გრაფისა და მისი მეგობარი მხატვრის ნაყალთაბანდევად მიიჩნიეს. გრაფი გარიყეს და შეშლილად შერაცხეს. ეს საქვეყნო შერცხვენა გრაფმა ვერ აიტანა და ... გარდაიცვალა. რამდენიმე წლის შემდეგ მსგავსი ფერწერული ძეგლები სხვა გამოქვაბულებშიც აღმოაჩინეს. ყველაფერი ნათელი შეიქნა... ამ გამოქვაბულთა აღმომჩენი არქეოლოგი სპეციალურად ეწვია მარსელ დე სანტეოლას ქალიშვილს – მარიას და ბოდიში მოუხადა. 1902 წლით დათარიღებულ წერილში კი არქეოლოგი სინანულით აღნიშნავდა «ის კი არა, შეშლილი მე ვიყავი»-ო. სანტუოლას ტრაგედიის მიზეზი ნახატთა სიხასხასე (რაც ძველის კი არა, ახლის შთაბეჭდილებას სტოვებდა) და შესრულების ვირტუოზული ოსტატობა გახდა... სინამდვილეში, ეს პოლიქრომატული რეალისტური ფერწერა მეცნიერებმა 15500-13500 წლის წინანდელად აღიარეს (იხ. გამოქვაბულთა და კლდეთა ფერწერა) (იხ. ან. ლოტი, «თასილინ» – აჯერას ფრესკათა ძიებაში).
ალტარ-ი (ლათ. ალტარია < ალტუს მაღალი) – 1. (რელიგ.) ძველ ხალხებში: ამაღლებული ადგილი მსხვერპლშეწირვისათვის, სამსხვერპლო, საზორჯელი; 2. (რელიგ.) მართლმადიდებლურ ეკლესიაში: ყველაზე მნიშვნელოვანი სარიტუალო ადგილი ქრისტიანული ტაძრის აღმოსავლეთ ნაწილში. ტაძრის ძირითადი ნაწილისაგან განყოფილია ზღუდით, პარაპეტით ან იკონოსტასით; 3. დასავლეთ-ქრისტიანულ ეკლესიებში: ტაძრის ღერძის გასწვრივ წაგრძელებული მაგიდა, რომელზეც სრულდება პურისა და წყლის ქრისტესხორცად და სისხლად გარდასახვის საიდუმლოება; ამ მაგიდაზე აღმართულია რელიგიური ფერწერისა და სკულპტურათა კედელი; 4. (გადატ.) მიტანა, დადება რაიმესი მამულის, მეცნიერების, ხელოვნების და ა. შ. ალტარზე, ე, ი, რაიმეს მსხვერპლად გაღება მამულისათვის.
ალტარია (Altaria) ღმერთთა და გმირთა საკურთხეველი... ალტარზე ასვლა – საკურთხეველზე თავის გაწირვა.
ალტაროში (Altaroche) მარი მიშელი – (1811-1884 წ.წ.) ფრანგი ჟურნალისტი, «ჩჰარივიტი»-ის რედაქტორი. მოგვიანებით თეატრების დირექტორი. ავტორი სატირული პოემისა «Paris revolutionnare» («რევოლუციური პარიზი»).
ალტდორფერი (Altdorfer) ალბერტი (დაახლ. 1480, რეგენსბურგი – 12.2.1538 წ. წ. იქვე) – გერმანელი ფერმწერი და გრაფიკოსი ჩრდილოევროპული აღორძინების ხანისა, დუნაის სკოლოს მეთაური. მუშაობდა სამხრეთ გერმანიასა და ავსტრიაში. ერთ-ერთმა პირველმა გერმანული აღორძინების ხელოვნებაში დაიწყო წარმოსავა ბუნების რეალური სამყაროსი. ა-ს სურათების თემატიკა – ძირითადად ბბლიური და მითოლოგიურია, შეერთებული ყოფითი ჟანრის ელემენტებთან. ა. ერთ-ერთი ყველაზე ადრეული წარმომადგენელია წმინდა პეიზაჟური ჟანრისა გერმანულ ფერწერაში. მუშაობდა გრავიურის დარგშიც, მათ შორის მრავალფერადოვანში, გვიან ხანებში მიმართა ოფიარტის ტექნიკას.
ალტდორფერი (Altdorfer), ალბრეხტ (დაახლ. 1480-1538 წ. წ.) – ჩრდილოევროპული აღორძინების ხანის გერმანელი ფერმწერი და გრაფიკოსი. დაიბადა რეგენსბურგში. იყო დუნაის სკოლის ლიდერი. მოღვაწეობდა სამხრეთ გერმანიასა და ავსტრიაში. ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც გერმანულ რენესანსულ ხელოვნებაში შემოიტანა ბუნების რეალური სამყარო, შემოსილი უფაქიზესი, დახვეწილი ზღაპრულობით. ალტდორფერის სურათების თემატიკა, უმეტესად, ბიბლიურ-მითოლოგიურია, თუმცა მათში ყოფა-ცხოვრების ჟანრის ელემენტებიცაა შერწყმული. ეს ყოფითი დეტალები, პეიზაჟურ ფონთა სიმდიდრე და ტიპაჟთა გამომსახველობა, ცხოველმყოფელ უნარს ანიჭებს ალტდორფერის შემოქმედებას. ადრეული შემოქმედეებიდან გამოყოფენ სურათებს: «სულის მოთქმა ეგვიპტის გზაზე» (1510 წ. ბერლინი), «ქრისტეს დაბადება» – ღამის განათების ეფექტური გადმოცემით. ცნობილია და თავისებურად უნიკალურია მხატვრის «ალექსანდრე მაკედონელის ბრძოლა დარიოსთან» (1529 წ. მიუნხენი). ეს ბრძოლა ასახულია ფანტასმაგორიულ, ძალზე უცნაურ ლანდშაფტზე, რომელიც ტილოს სამყაროულ ხასიათს ანიჭებს. შექმნილი აქვს უამრავი პეიზაჟი. ყველაზე მნიშვნელოვანია მისი «წმინდა გიორგი ტყეში» (1510 . მიუნხენი), «ალპუური პეიზაჟი» (დაახლ. 1532 წ.). ალტდორფერი გერმანული ფერწერის წმინდა პეიზაჟური ჟანრის ერთ-ერთი ყველაზე ადრეული წარმომადეგნელია. მის მონუმენტურ ნაწარმოებებში შედის წმ. ფლორიანას საკურთხევლის ციკლი «ლეგენდა წმ. ფლორიანას შესახებ» (დაახლ. 1520 წ.), რომელშიც გვიანგოტიკური მანერების შტრიხები შეინიშნება. იგი გრავიურის სფეროშიც მუშაობდა, სხვათა შორის ფერადოვან გრავიურაში («მადონა»). სიცოცხლის ბოლოსკენ ოფორტის ტექნიკასაც მიმართავდა.
ალთეა (არა ალფეა) ალთაია – ეტოლის მეფის ასული. მოკლა შვილი, რითაც აასრულა წინასწარმეტყველება: «ეს ბავშვი მანამ იცოცხლებს, სანამ ეს მუგუზალი არ ჩაიფერფლებაო.» დედამ მუგუზალი შეინახა, მაგრამ, როცა ვაჟმა დახოცა ბიძები, დედამ ვერ აიტანა და მუგუზაზლი ცეცხლში ჩააგდო.
ალთემენე (ლათ. ალტჰემენეს) – კრეტის მეფის ძე. ოიდიპოეივით შეუცნობლად მოკლა საკუთარი მამა.
ალტერაცია (ლათ. ალტერატიო) – მექანიკური, ქიმიური, ელექტრული თუ სხვა ფაქტორის ზეგავლენით უჯრედის, ქსოვილის, ორგანოს სტრუქტურის ცვლილებები, რასაც თან ცხოველმოქმედების დარღვევა სდევს.
ალტერირებული აკორდი – (მუს.) ერთ-ერთი რომელიმე დონის ამაღლების ან დადაბლების შედეგად სახეშეცვლილი აკორდი
ალტერნატივა (ლათ. ალტერნუს – მონაცვლეობითი) – ორი ან რამდენიმე ყრთიერთგამომრიცხავი შესაძლებლობიდან ერთის არჩევის აუცილებლობა.
ალტერნატივა – იხ.
ალტი – 1. პარტია გუნდში ან ვოკალურ ანსამბლში, რომელიც სრულდება ბავშვის ან ქალის დაბალი (მეცო-სოპრანო, კონტრალტო) ხმით; პარტიტურაში ნოტირებულია და ჟღერს ტენორზე მაღლა. აქედან წარმოდგება მისი სახელწოდებაც (ალტო – მაღალი, იტალ.). 2. ბავშვის დაბალი ხმა (ბიჭებთან). 3. ვიოლინოს ოჯახის ოთხსიმიანი ხემიანი სამუსიკო საკრავი.
ალტიკიერო (ცხოვრება-მოღვაწეობის წლები უცნობია) – იტალიელი ფერმწერი. მოღვაწეობდა XIV ს-ის II ნახევარში ვერონეში, პადუასა და იტალიის სხვა ქალაქებში. იყო ავანცოს (იხ.) მასწავლებელი. თავის მოწაფეებთან ერთად მოხატა პადუას სან-ჯორჯოს კაპელა (წმ. ლუჩიას ცხოვრება, დაახლ. 1377-1379 წ. წ.) ალტიკიეროს შემოქმედება, ისევე, როგორც ავანცოსი, ახლოს დგას ჯოტოს შემოქმედებით პრინციპებთან.
ალტიკიერო (ცხოვრების წლები უცნობია) – იტალიელი ფერმწერი. მუშაობდა ვერონაში, პადუასა და სხვა ქალაქებში XIV ს. II ნახევარში. ავანცო მასწავლებელი იყო. მოსწავლეებთან ერთად მოხატა პადუის კაპელა სან-ჯორჯო (წმ. ლუჩიას ცხოვრება, დაახლ. 1377-1379 წ. წ.). ა-ს შემოქმედების მნიშვნელოვნობა, როგორც ავანცოსი, განისაზღვრება ჯოტოს პრინციპების სიახლოვით.
ალტის გასაღები – «დო»ს (ც) სისტემის ერთ-ერთი გასაღები, რომელიც აღნიშნავს, რომ I ოქტავის დო (ც1) მდებარეობს სანოტო სისტემის III ზაზზე. ალტის გასაღები წარმოადგენს ლათინური ასო ც-ს დროთა განმავლობაში დამახინჯებულ დამწერლობას.
ალტისი – ზევსის ტაძრის წმინდა ჭალა ოლიმპოში. ჰერაკლეს ხელით ნაგები.
ალტო – იხ.
ალტრუიზმი (ალტერ – სხვა, მეორე) – ზნეობრივი მოღვაწეობის წესი, რაც ადამიანის მოვალეობად ცნობს დააყენოს მოვასის ინტერესები და საერთო კეთილდღეობა პირად იტერესებზე მაღლა; სულის განწყობა, რაც გამოხატავს მზადყოფნას მსხვერპლი გაიღოს მოყვასთა და საერთო კეთილდღეობისათვის. ტერმინი ა. ეგოიზმის საპირისპიროდ შემოიტანა ო. კონტმა.
ალტრუიზმი (ფრ. ალტრუისმე <ლათ. ალტერ – სხვა) – მორალური პრინციპი, რომელიც ადამიანს უწესებს საკუთარი ეგოიზმის დათრგუნვას, «მოყვასისადმი» უანგარო სამსახურს, საკუთარი ინტერესების უგულებელყოფას სხვათა ინტერესების წინაშე. მორალის თეორიაში ტერმინი ა. შემოიტანა ფრანგმა ფილოსოფოსმა და სოციოლოგმა კონტმა, რომელმაც ეს პრინციპი თავის ეთიკურ სისტემას დაუდო საფუძვლად. კონტი თვლიდა, რომ საზოგადოების მორალური სრულყოფის მიღწევა შესაძლებელია ადამიანებში განსაკუთრებული საზოგადოებრივი გრძნობის – ა-ს აღზრდის გზით, რომელიც მათს ეგოიზმს უნდა დაუპირისპირდეს. მსგავსი იდეები ვითარდებოდა ადრეც – შავტსბერის, ჰაჩისონის, ა. სმითის მიერ. ა-ს ბურჟუაზიული გაგება ეფუძნება წარმოდგენას, რომ ადამიანები თავისი ბუნებით ეგოისტები არიან და რომ ეს მათი «ბუნებრივი» მიდრეკილება შეიძლება დავამარცხოთ ადამიანის მორალური აღზრდით. ასე და ამგვარად, ნურჟუაზიული საზოგადოებისათვის დამახასიათებელი ადამიანთა ინტერესების წინააღმდეგობრიობის დაძლევას გვთავაზობენ არა საზოგადოებრივი ურთიერთობების გარდაქმნის გზით, არამედ პიროვნების თვითსრულყოფის საფუძველზე (თვითაღზრდა). პრაქტიკულად კი ა ბურჟუაზიულ საზოგადოებაში შესაძლებელია გამოვლინდეს მხოლოდ როგორც კერძო ქველმოქმედება (ფილანთროპია), როგორც «მოყვასისათვის» უანგარო დახმარება პიროვნულად, ეკონომიკური ურთიერთობების კანონების საწინააღმდეგოდ, რომლებიც აუცილებლად ანგარებიანია. სოციალიზმის პირობებში ა-ს პრინციპი მნიშვნელობას ინარჩუნებს ძირითადად პიროვნული ურთიერთობების სფეროში (ერთმანეთისათვის კერძო მომსახურების, დახმარების გაწევა და სხვ.), ხოლო საზოგადოებრივად სასარგებლო მოღვაწეობის სფეროში, შრომაში, როგორც ლენინმა დაგვანახა, ადამიანები ემსახურებიან არა თავის «მოყვასებს», არამედ ყველას, მთელ საზოგადოებას (ტ. 39 გვ. 22), სხვა სიტყვებით, არა მარტო ცალკეულ ადამიანებს უწევენ მომსახურებას, არამედ შრომობენ მთელი ხალხის საკეთილდღეოდ. არა ცალკეული და თავის და სხვის ინტერესებთან დაპირისპირებული, არამედ მათი საბოლოო ერთიანობა, ყველა მშრომელის მიზნების ერთიანობით განსაზღვრული, ძევს კომუნისტური ზნეობრიობის პრინციპების სფუძველში (კოლექტივიზმი, ადამიანი და საზოგადოება).
ალტრუიზმი (ლათ. ალტერ – სხვა) – ზნეობრივი პრინციპი, რომელიც ნიშნავს სხვა ადამიანებისადმი უანგარო სამსახურს. ეგოიზმის საპირისპირო ცნება. ტერმინი შემოიტანა კანტმა. იგი ერწყმის რელიგიურ მორალურ მოძღვრებებს მოყვასის სიყვარულზე, ყოვლის პატიებაზე.
ალტრუიზმი (ლათ. ალტრუისმ) – იხ. ალტერ. .
ალუეი – (ცირკი) მანეჟზე ცხენის სხვადასხვაგვარი სვლა.
ა-ლუ-ლიმ – ერთ-ერთი შუმერული ქალაქის მეფე.
ალუმინი - Al (ლათ. Aluminium), მენდელეევის პერიოდული სისტემის III ჯგუფის ქიმიური ელემენტი. ატომური ნომერი 13. ატომური მასა 26,815. დედამიწის ქერქი შეიცავს 8,80% ალუმინს. ეს გავრცელებადობით მესამე ადგილზეა ჩვენს პლანეტაზე ჟანგბადისა და კაჟბადის შემდეგ. ის შედის თიხის, მინდვრის შპატის (კაჟშპატის), ქარსის შემადგენლობაში. ალუმინის უმნიშვნელოვანესი მინერალი - ბოქსიტი შეიცავს 28-60% თიხამიწას - ალუმინის ოქსიდს Aლ2O3. ალუმინი ბუნებაში ყველაზე გავრცელებული მეტალია, მაგრამ შედარებით სუფთა სახით პირველად მიიღო იგი დანიელმა ფიზიკოსმა ჰ. ერსტედმა მხოლოდ 1825 წ. გერმანელმა ქიმიკოსმა ფ. ველერმა მიიღო მეტალური ალუმინი ზოდის სახით. 1854 წ. ფრანგმა ა. სენტ-კლერ დევილმა პირველ დაამზადა მეტალი ელექტროლიზის მეშვეობით. ალუმინი - მსუბუქია (2,7 მ/სმ2), ვერცხლისფერი მეტალია. ის კარგად ატარებს სითბოს და ელექტროობას. ქიმიურად აქტიურია. ადვილად იჟანგება ჟანგბადით, თუმცა, მხოლოდ ზედაპირზე. ოქსიდური ფისი Aლ2O3 საგულდაგულოდ იცავს მეტალს შემდგომი დაჟანგვისაგან, მაგრამ თუკი ალუმინის ფხვნილს ანდა ალუმინის ფოლგას (კილიტას) ძლიერად გავრცელებით, მეტალი დაიწყება დამაბრმავებელი ალით და გადაიქცევა იმავე ოქსიდად. ალუმინი იხსნება მარილმჟავასა და გოგირდმჟავაში, ასევე ტუტეთა წყალხსნარებში. ნორმალური ტემპერატურისას რეაგირებს ქლორთან და ბრომთან, ხოლო ფტორთან, იოდთან და ჟანგბადთან - მხოლოდ გაცხელებისას. ნაერთთა უმრავლესობაში ალუმინი სამვალენტოვანია, მაგრამ მაღალ ტემპერატურაზე მას შეუძლია გამოავლინოს დაჟანგვის ხარისხი +1. ამ მეტალის ნაერთთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია, აშკარაა, ოქსიდი Aლ3O3. ამ ფორმულით გამოისახება თიხამიწისა და ძალზე მტკიცე მინერალის კორუნდის შემადგენლობა, მისი გამჭვირვალე კრისტალები, მინარევებით შეფერადებულს ცისფერად, საფირონს უწოდებენ. წითლად - ლალს. ლალსა და საფირონს ჩვენს დროში ხელოვნური გზით იღებენ სამრეწველო მასშტაბით. კიდევ დიდხანს მას შემდეგ, რაც ალუმინი მიიღეს სუფთა სახით. ეს მეტალი რჩებოდა ძალზე იშვიათად და ძვირფასად. მისი გამოყოფა ბუნებრივი ნაერთებისგან ძნელია, ვინაიდან ძალზე ძლიერადაა დაკავშირებული მათში ჟანგბადთან და სხვა ელემენტებთან. ალუმინი შეიძლება მივიღოთ ელექტროლიზით ალუმინის ოქსიდის გალღობისას, მაგრამ ეს ნივთიერება ლღვება მხოლოდ 20500 ჩ-ზე, ამიტომ საჭიროებს ენერგიის ძალზე დიდ დანახარჯებს. ტექნიკურად მნიშვნელოვან მეტალად შეიძლება ქცეულიყო ალუმინი მხოლოდ იმ პირობით, რომ მიკვლეულ იქნებოდა ხერხი ალუმინის ოქსიდის ლღობის ტემპერატურა შევამციროთ 10000 ჩ-მდე მაინც. ასეთი «შემოვლითი მანევრით» გამოძებნეს თითქმის ერთდროულად ამერიკელმა ჩ. პოლმა და ფრანგმა პ. ერუმ. მათ დაადგინეს, რომ თიხამიწა კარგად იხსნება გამღვალ კრიოლიტში - მინერალში შემადგენლობით AლF3·3NაF. ამ ნალღობს უტარებენ ელექტროლიზს სულ რაღაც -9500ჩ ტემპერატურაზე ალუმინის საწარმოში. თუმცა მალევე პოლისა და ერუს აღმოჩენების შემდგომ გაირკვა, რომ დედამიწაზე კრიოლიტის ძალზე მცირეა. ორგანიზებულ იქნა სინთეტიკური კრიოლიტის წარმოება და ახლა ალუმინი ყველაზე იაფია ყველა ფერად მეტალს შორის. მსოფლიოში ნაწარმოები ალუმინის დიდი ნაწილი გამოიყენება მსუბუქი შენადნობების მისაღებად. ალუმინს უმატებენ სპილენძს, მაგნიუმს, კაჟს, მარგანეცს, მისი სიმტკიცე რომ ავამაღლოთ. ალუმინი მთავარი მეტალია ჩვენი დროის საავიაციო ტექნიკისა. აგრეთვე სატრანსპორტო მანქანათმშენებლობაში, ქიმიურ მრეწველობაში და ელექტროტექნიკაში. ალუმინი ძალზე ტექნოლოგიური მეტალია. ის შეიძლება დავამუშაოთ წნევით ნორმალური და ოდნავ აწეული ტემპერატურებისას. ნაკეთობები მისგან შეიძლება დამზადდეს მლინვით, გაჭიმვა-გაწელვით, შტამპვით, ჭედვით, წნეხვით (წაბერვით).
ალუვიუმი (ლათ. გეოლოგ. Alluvium) – მდინარის წვრილმარცვლოვანი დანალექი ნებისმიერი ტიპისა.
ალვა – ჩვენში გავრცელებული წმინდა ხე.
ალვარები – ტამილი პოეტები, ვიშნუისტური პოეზიის (იგივე ბჰაქტური იხ.) წარმომადგენლები (იხ. ვიშნყუსტური პოეზია). ყველაზე გამოჩენილი ალვარები გახლდათ: ნამალვარი (IX ს.), ჰერიიაალვარი (VIII ს.), ტირუმანგაიჰალვარი (VIII-IX ს.ს.) და პოეტესა ანდალი (VIII ს.).
ალვები (სკანდ. მით.) – ბუნების სულები. არიან კეთილნი – შუქია, ანუ ნათელი ალვები, რომლებიც ციურ სავანეში ბინადრობენ (იხ. ალვჰეიმი) და ბოროტნი (ბინადრობენ მიწაში). ალვები იგივდებიან ევროპული მითოლოგიის ელფებთან (იხ. ელფები). ალვებისაგან იშვნენ ნორნები (იხ.), მხოლოდ გარკვეული რიგისა და სახეობისა (არიან ღმერთებისა და ჯუჯა-ცვერგების – დვერგების (იხ.) წარმოშობისანიც).
ალვეოლები (ლათ. ალვეოლოს «ბუშტულა») – 1. ფილტვებში ბრონქების ბოლოებზე არსებული ნამცეცა, უწვრილესი ბურთულაკები, სადაც სუნთქვისას ჰაერი ჯერ ხახაში, შემდეგ ხორხის ტრაქეების (იხ.) და ბრონქების (იხ.) გავლით ხვდება. ალვეოლები დასერილია ხშირი სისხლძარღვებით – კაპილარებით. ამ კაპიილარებით ჟანგბადი გადადის სისხლში, ხოლო ნახშირორჟანგის გაზები უკან მოიქცევიან, რათა გამოიყონ ორგანიზმიდან. გაცვლის სიჩქარე მაღალია, რადგან ალვეოლების საერთო ზედაპირი უზარმაზარია (მაგ: ადამიანისა 100 მ2-ს აღემატება). სისხლში გაზები უკავშირდებიან განსაკუთრებულ ცილებს – ჰემოგლობინს (იხ. იხ. ჰემოგლობინი, «ამინომჟავები და ცილები»). ფილტვებში ჰემოგლობინს უერთდება ჟანგბადი და იქცევა ოქსიჰემოგლობინად. უკანა გზაზე ნახშირორჟანგის გაზები, როგორც ჟანგბადი, უკავშირდება ჰემოგლობინს; 2. ღრმულები ყბის არეში, ფოსოები, სადაც კბილთა ფესვებია განლაგებული; 3. ნუნები.
ალვჰეიმი (სკანდ. მით.) – შუქია ალვების (იხ.) და ფრეირას ციური სავანე-საცხოვრისი (იხ. ბნელი ალვები).
ალვინი (Alvin), ლუი ჟოზეფ – (1806-1877 წ. წ.) ბელგიელი პოეტი, კრიტიკოსი. დაწერა ტრაგედია «შარდანაპალე», კომედიები, პოემები – «Enface de jsus» და სხვ.
ალ-ყარაუინი (ფესოში) – შუა საუკუნეების მეჩეთი. წარმოადგენდა უდიდეს მუსლიმურ უნივერსიტეტს.
ალ-ყარაუინი – შუა საუკუნეთა მეჩეთი. წარმოადგენდა უდიდეს მუსლიმურ უნივერსიტეტს.
ალხარიზი – იხ. იეგუდა ალხარიზი.
ამა (ებრ.) ამია (ქალგ.) დედა. სეფურა ბინას (იხ.)სახელი, რომლის «ღვთაებრივი სახელი არს იეღოვა» და რომელიც წოდებულია ციურ დედად.
ამა (იაპ.) მეთევზეები.ამას ეთნიკური კუთვნილების შესახებ იაპონელი ეთნოგრაფი ხაბარ მატაკიტი უშვებს ჰიპოთეზას, რომ ისინი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან უნდა ყოფილიყვნენ და მათ სამხრეთ-აზიის ზღვის ბოშებთან კავშირებდა.
ამა «დედა».
ამა--გი – «დედასთან დაბრუნება». ლაგაშის ხალხი გაიფანტა, მაგრამ კვლავ უკან დაბრუნდა. «განთავისუფლება».
ამაცირგები ბერძნული ტომი მაროკოში ჩრდილო უტლასსა და რივში.
ამაცუმარა იაპონ. ღვთაებრივი მჭედელი, მჭედლობის მფარველი ღვთაება, რომლის მთავარი ნახელავია ჯადოსნური სარკე, რომლის საშუალებითაც ამატერასუს გამოქვაბულიდან გამოიტყუებენ. ამაცუმარას მითიური სარკე დღემდე იაპონელი იმპერატორების ერთ-ერთი რეგალიაა (სამეფო ნიშანი).
ამა-დინგირ-რე-ნე «დედა ღმერთებისა».
ამადის გალელი – რაინდული რომანის გმირი. რომანში აღწერილია უელსელი უფლისწულის ამადის გალელისა და ინგლისის მეფის ასულის ორიანას სიყვარულის ამბავი. ნაწარმოებს იჩემებენ ესპანელებიცა და პორტუგალიელებიც. ავტორი და თარიღი დაუდგენელია.
ამა-დუმუ-დუმუ-ნე «დედა მრავალთა შვილთა».
ამა-ე-უ-ან-ეი ქალღმერთ ნამმუს ან ნამ-მუდ-ისერთ-ერთი ეპითეტი (იხ ნამმიუ) «მშობელი დედა ცისა და მიწისა».
ამა-გეშთინანა – ტაძარი ლაგაშში. დაარბიეს აემალელებმა.
ამალაკა – არქიტექტურული ელემენტი. სახელწოდება წარმომდგარია იგივე სახელის მქონე ხიდისგან. შემოსაზღვრავს ჩრდ. ინდოეთის ტაძრების ზედა ოვალურ კონსტრუქციებს.
ამალამ მულამ (სანსკრიტ. ამალამ მულამ) – 1. სიტყვასიტყვით «უფესვო ფესვი»; 2. ვედანტისტთა მულაჰრაკრიტი, სულიერი «ძირი ბუნებისა».
ამალეკიტნი – ძვ. პალესტინის სამხრეთში მომთაბარე ტომი, ისავის შვილიშვილის ამალეკის შთამომავლები, დაიმორჩილეს საულმა და დავითმა.
ამალია, ანუ მარია ა. ფრედერიკა ავგუსტა – საქსონიის ჰერცოგი, საქსონიის ჰერცოგის იოანე I-ის უფროსი და, 1794-1870 წ. წ., დრამატული მწერალი, იყენებდა ფსევდონიმს – ამალია გეიტერი. კომედიების ავტორი ბურჟუაზიულ ყოფაზე. ნაწარმოებები, ექვს ტომად, 1873-1874 წ. წ.
ამალოგი (ბერძ. ანალოგოს შესაბამისი) – შემეცნების თეორიის ტერმინი, რომელიც იდეალურ ობიექტს აღნიშნავს, ადეკვატურად ასახავს, რომელიმე მატერიალურ საგანს, პროცესს, კანონზომიერებას.
ამალრიკ ბენელი (Amalric de Bene), ამორი ბენელი (Amaury de Bene) – ღვთისმეტყველების პროფესორი პარიზის უნივერსიტეტში, პანთეისტი, დაადანაშაულეს ერესში, უარყო თავისი მოძღვრება და ამის შემდეგ მალე გარდაიცვალა (1207 წ.). მის მიმდევრებს, ამალრიკელებს, ცეცხლზე დაწვა მიუსაჯეს, ხოლო მოძღვრება დაგმეს 1210-1215 წლებში.
ამალთეა – ბერძ. ასე ერქვა იმ თხას (სხვა ვერსიით: ნიმფას), რომელმაც გამოკვება ზევსი თავისი რძით კუნძულ კრეტაზე. სწორედ იქ გადამალა დედა – რეამ თავისი ახალშობილი ძე – ზევსი., რათა აარ გადაეყლაპა მამა კრონოსს. როდესაც ზევსი ოლიმპოსზე დამკვიდრდა, ამალთეა ცად აღაზევა (დღეს მეეტლის თანავარსკვლავედში უდიდეს ვარსკვლავს ეწოდება «კაპელლა», რაც ნიშნავს «თხას»). ამალთეა ზევსს განსაკუთრებულად უყვარდა. როდესაც ამალთეას რქა მოტყდა, ზევსმა მას თავისი ღვთაებრივი ხელი შეახო და დალოცა. მას შემდეგ ამ რქას საოცარი თვისება გაუჩნდა. იგი მუდამ სავსე იყო იმით, რასაც მისი მფლობელი მოისურვებდა. სწორედ ამიტომ შეერქვა მას «სიუხვის რქა». ხოლო როდესაც კეთილმა ამალთეამ თავისი ცხოვრება დაასრულა, მისი ტყავისაგან ზევსმა გააკეთა ფარი, რომელსაც ვერას აკლებდა მტრის იარაღი. ასე გაჩნდა ეგისი, საოცარი აღსაჭურველი, რომელიც თან ჰქონდა ზევსს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ იუპიტერის სიახლოვით მეორე თანამგზავრს ამალთეა შეარქვეს მოგვიანებით.
ამალთეა – ღვთაებრივი თხა თუ ნიმფა, რომელმაც კრეტაზე გადამალული ყრმა ზევსი გამოკვება. ზევსმა თხის წატეხილი რქა ნიმფებს აჩუქა, რომელთაც იგი მარადიული სიუხვისა და ბედნიერების წყაროდ აქციეს. ხელოვნებაში იგივე ნატვრისთვალი. ხოლო თვითონ თხა ვარსკვლავად აქცია.
ამამი (ძვ. ეგვიპტ.) – «შთანმთქმელი», იგივე ამამეტის ამ-მიტი – «მკვდართა შთანმთქმელი» მდედრი ურჩხული. «მკვდართა წიგნის» სამსჯავროს სცენაზე იგი თოტის (იხ.) ზურგს უკან დგას. მოთმინებით ელოდება მსხვერპლს – ცოდვებით დამძიმებულ გულს (იხ.). ორმაგი კანონის ანუ ჭეშმარიტების დარბაზი (ტაძარი).
ამანასა (სანსკრიტ. ამანასა) – «გონების წართმევა». 1. პიანეტის ადრეული რასები; 2. ინდუსთა გარკვეული ღმერთები.
ამანატი, ბართოლომეო (1511-1592 წ. წ.) (ფლორენცია) - იტალიელი არქიტექტორი და მოქანდაკე. შემოქმედების ადრეული პერიოდი უკავშირდება რომს. ფლორენციაში გადასვლის შემდეგ ფართო აღიარება მოიპოვა. მისი სტილი თანხვდომილია მაღალი აღორძინების ეპოქის რენესანსული ხუროთმოძღვრების შტრიხებისა და ესთეტიკური მანერიზმის ელემენტებისა. ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლებია პალაცო პიტტის ეზოს ფასადი (დაიწყო დაახლ. 1560 წ-ს); ბობოლის ბაღის გეგმარი, სანტა-ტრინიტას ქანდაკებებით დამშვენებული ხიდი ფლორენციაში (1560-იანი წ. წ-ის მიწურული). იგი, როგორც მოქანდაკე ბევრს მუშოაბდა. უპირატესობას ამ სფეროში ანტიკური მითოლოგიის თემატიკას ანიჭებდა. ამ მხრივ აღსანიშNავია მისი «დედა», შადრევანი «ნეპტუნი» (ფლორენცია).
ამანი – ატაქსერქსეს პირველი ვეზირი (იხ. ჰამან ჰამდათას ძე; ესთერი).
ამანი – სპარსელი დიდგვაროვანი არტაქსერქსეს სამეფო კარზე, ჩაიფიქრა ებრაელთა გაჟლეტა, მაგრამ ამ ჩანაფიქრის განხორციელებამდე სახრჩობელაზე თვითონ ჩამოკიდეს, რომელიც ებრაელი მორდოხაისთვის ჰქონდა მომზადებული.
ამანტი ბარტოლომეო (1511-1592 წ. წ. ფლორენცია) – სიტალიელი არქიტექტორი და მოქანდაკე. შემოქმედების ადრეულ წლებში რომში მოღვაწეობდა. ფლორენციაში გადასვლის შემდეგ ცნობილი ხდება. ა-ს სტილი აერთებს მაღალი აღორძინების ეპოქის ენესანსული ხუროთმოძღვრების ნიშან-თვისებებსა და მანერიზმის ესთეტიკის ელემენტებს. ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ნაწარმოებებია: პალაცო პიტის ეზოს ფასადი (დაიწყეს დაახლ. 1560 წ.), ბობოლის ბაღების დაგეგმარება, სანტა-ტრინიტის ხიდი ფლორენციაში (1560-იანი წლების დასასრული), ქანდაკებით დამშენებული. ა. ბევრს მუშაობდა როგორც მოქანდაკე, ამჯობინებდა ანტიკურ მითოლოგიურ თემატიკას («დედა», შადრევანი «ნეპტუნი», ფლორებცია).
ამა-პა-ლილ-ე-თუ-დინგირშარ-შარ-რა-ქე-ნე – «წინაპართა დედა, მშობელი მრავალთა ღმერთისთა». ქალღმერთ ნამუს მეორე ეპითეტი.
ამარ დალი – გვიანი შუასაუკუნეების სიქჰი პოეტი, გურუ. შესულია კრებულში – «ადიგრანტჰ»-ში (იხ.).
ამარ დასა (1552-1574 წ.წ.) – სიქჰი პოეტი, გურუ. «ადიგრანტჰ»-ის (იხ.) – «წმიდა წიგის» პირველი ხუთეულის პოეტი («წმიდა წიგნში» შეიყვანა არჯუნამ. იხ.).
ამარანტები – მთები, სადაც სათავეს იღებს ფაზისი (ღიონი).პრომეთე სწორედ ამ მთაზე უნდა ყოფილიყო მიჯაჭული – ამტკიცებს აპოლონოს როდოსელი, რომელსაც ბევრი მეცნიერი უჭერს მხარს. მათ შორის სტრაბონი, ა. ურუშაძე, პ. ინგოროყვა.
ამარანტიოსი – ფაზისი. «არგ.».
ამარასინჰა (V-VI ს. ს.) – სანსკრიტული ლექსიკონის – «ამარაკოშას» შემდგენელი . ლექსიკოში მოცემული სხვადასხვა სოციალური თუ ბუნებრივი მოვლენა , ცნება თუ საგანი ჩამოყალიბებულია სინონიმური რიგით. ვარაუდობენ, რომ ამარასინჰის ნიმუშად უფრო ადრინდელი წარმოშობის (შექმნილი??) სინონიმური ლექსიკონი უნდა ჰქონოდა.»ამარაკოშა»სამი ძირითადი განყოფილებისა და რამდენიმე ქვეგანყოფილებისგანაა შედგენილი.
ამარავანტი – ინდ. «უკვდავთა სამყოფელი», ინდრას სამეფო ქალაქი, ათასკარიბჭიანი, რომლისკენაც გზა გადის ჩრდილოეთით მიუწვდომელ მთებში, მერუს მთაზე მაღლა, ვარსკვლავეთისკენ. ცოდვილთათვის იგი უხილავია. ქალაქის შესასვლელს დარაჯობს ღვთიური სპილო, ყველა სპილოს წინაპარი, რომელზეც ამხედრებული ინდრა მოივლის თავის სამფლობელოს. ქალაქში ასი სასახლეა, ყველაზე დიდში და უმშვენიერესში, ლოტოსებით დამშვენებულში, ინდრას ტახტი დგას. აქ ზის იგი, ღმერთებითა და ბრძენი ხალხით გარშემორტყმული. ქლაქში მარადმწვანე ბაღებია, არც სიცივე და არც სიცხე აწუხებთ მის მკვიდრთ, მათ არ იციან არც შიში, არც სიბერე, არც სნეულება. მოკვდავთაგან აქ მხოლოდ კეთილშობილნი, ღვაწლის აღმსრულებელი ადამიანები ხვდებიან სიკვდილის შემდეგ, აგრეთვე ისინიც, ვინც ბრძოლის ველზე დაეცნენ.
ამარავატი – ინდური მითოლოგიით ღმერთთა მეუფის, იმდრას ციური დედაქალაქი – ათასკარიბჭოვანი, აღვსილი ოქროთი და ძვირფასი ქვებით. გზა მისკენ ჩრდილოეთის მთებზე, მთა მერუს (იხ.) მწვერვალამდე ადის. აქიდან – უგრძეს ვარსკვლავურ გზებზე. ცის ბინადართა ქალაქი უხილავია ცოდვილ მოკვდავთათვის. ამ ქალაქს ახლავს საკვირველი და საუცხოო კორომი ნანდა ნისა, სადაც ისვენებენ ღმერთები და შვიდი ციური ბრძენი (იხ.). ქალაქის შესასვლელთან დგას ინდრას თეთრი სპილო აირავატა – მცველი ღმერთების სიმშვიდისა. ქალაქში ასი უმშვენიერესი სასახლეა. მათგან ყველაზე დიდებული ინდრასია – აგებული მისივე ხელით. აქ ყველაზე მორჭმით ზის ინდრა, მეუღლის – შაჩის (იხ.) უზარმაზარი მარაოს ქვეშ, გარემოცული ღმერთებითა და შვიდი ციური ღვთაებით. აქ, ამ სასახლეში მოდიან ბრძოლაში დაცემული გმირები. აქ ხარობს ჰარიჯატა (იხ.), ხე კეთილსურნელოვანი ყვავილებით, რომელიც ინდრამ ოკეანის დღვენისას მოიპოვა და თავის გულისსწორს, – მეუღლეს – ქალღმერთ შაჩის მიართვა. მის მარად მოყვავილე ბაღებმა არ იციან არც სიცხე, არც სიცივე, აქ არ მეფობს სიბერე, სენი და შიში. სმენას ატკბობს და თვალს ახარებს ციურ მუტრიბთა და მოცეკვავეთა – აჰსართა და განდჰავთა (იხ. იხ.) მელოდიები და ცეკვები. აქ ღებულობს ღმერთთა მეუფე ბრძოლებში დაღუპულ გმირებსა და იმ ადამიანებს, რომლებმაც კეთილად აღასრულეს თავიანთი ვალი მიწიერ ცხოვრებაში. აქ ელით მათ მარადიული სიმშვიდე და ნეტარება. ერთხელ, ზეციური ქალაქის სიმშბიდე ვაჯრანგამ (იხ.) შეძრა, როცა მოვიდა დედის – დიტის (იხ.) სურვილით, ინდრა დაატყვევა, მაგრამ ბრაჰმას სურვილით ინდრას მეუფება აღდგენილ იქნა. ერთხელაც ასურმა მახიშამ (იხ.) დაძრა ამ ქალაქისაკენ თავისი უძლეველი დემონი მეომრები.
ამარავატი – სამხრეთ ინდიელთა ქალაქი .ეპიგრაფიკული მოწმობით, ეს ის ცენტრი გახლავთ, სადაც ადრემაჰაიანური (იხ. მაჰაიანიზმი) დოქტრინები ჩამოყალიბდა. ამარავატის არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი უამრავი ბუდისტური გუჯარ-სიგელი (საბოძვარი წარწერები) გვიმოწმებს, თუ რა ფართოდ გავრცელდა ბუდიზმი სამხრეთ ინდოეთში პალავთა დინასტიის მმართველობის პერიოდში (II-III ს. ს.). უამრავი გვიანდელი წარწერა მნიშვნელოვანი ისტორიული ცნობის წყაროა. ისინი მოგვითხრობენ ამ ქალაქის ცხოვრებაზე, მის სავაჭრო ურთიერთობებზე ქვეყნის ჩრდილო და აღმოსავლეთ რაიონებთან. დიდად საინტერესოა ვერცხლისა «დამღიანი (კლემოიანი) მონეტები» (დაახლ. 6 ათასი ცალი), რომლებზეც სხვადასხვა სიმბოლოები იყო გამოსახული. ამ ქალაქს უკავშირდება ჩვ. წ-ის პირველი საუკუნეების ბუდისტური ხელოვნების აყვავება, თუმცა ამარავატის ადრეული სტუპები და სხვა საკულტო ნაგებობანი ჩვ. წ-მდე I ათასწლეულის მიწურულშია შექმნილი. დიდად იყო ცნობილი ამარავატას ქანდაკების სკოლა. ეს მოქანდაკეები თავიანთ რელიეფებზე ჯაკატის ყოფით სიუჟეტებს ასახავდნენ (ბუდას დაბადებას, მის პირველ გასვლას და ა. შ.). რელიეფთა კომპოზივიები გამოირჩეოდნენ მკაცრი სკრუპულოზურობით, მოფიქრებულობით, აწონილ-დაწონილობით, მასიური სცენების დიდი ემოციურობით, ექსპრესიულობითა და დინამიურობით. ქვაზე კვეთის შეუდარებელ ოსტატობაზე მეტყველებენ სტუპათა ზღუდე-გალავნის გლაპტიკა (II ს. ჩვ. ს-ით).
ამარბის პერიოდი – კულტურის ისტორიაში, ფაქტიურად, ყველაზე მოკლე, მაგრამ მნიშვნელოვანი პერიოდია, რომელიც დაახლოებით 20 წელი გრძელდებოდა – 1419 დაახლ 1400 წ. წ. ჩვ. წ-მდე. კერძოდ, ესაა სამიათასწლოვანი ეგვიპტური კულტურისა და ხელოვნების ხანა, რომელიც XVIII დინასტიის ფარაონების (ჩვ. წ-მდე 1419-1400 წ. წ.)ფარაონობისა და რეფორმატორული მოღვაწეობის შედეგად ჩამოყალიბდა (ზოგი მკვლევარი მთელი ამ რეფორმაციის ავტორად კონსორტა ნეფერტიტს მიიჩნევს. იხ. ნეფერტიტი). ფაქტიურად ეს იყო პოლიტიკურ სარჩულდებული რელიგიური რეფორმა, რომელმაც ლოგიკურად მოიცვა იმ დროის ეგვიპტის სოციალური და სულიერ-კულტურული ყოფის ყველა მხარე. ამენჰოტეპ IV-მ ეს რეფორმა მისი ტახტზე ასვლიდან მხოლოდ რამდენიმეწლის შემდეგ დაიწყო. , რომლის ძირითად მიზანს აბსოლუტური მონარქიის შექმნა და თებეს ქურუმების უმაღლესი კლანის ძალებისგან ჩამოშორება წარმოადგენდა. ამ მიზნით ამენჰოტეპ IV-მ ქვეყანაში თავისი ახალი რელიგია გამოაცხადა – ეს იყო ახალი ღმერთის – ატონის დამკვიდრება (იხ. ატონი). ადრე ატონი – მზის დისკოს რიგითი სოლარული ღმერთი და საერთოდ, მზის ღმერთთა ერთ-ერთი ჩვეულებრივი ჰიპოსტასი გახლდათ. ამენჰოტეპ IV-ის მამის – ამენჰოტეპ III-ის ეპოქის (1455-1419 წ. წ. ჩვ. წ-მდე) ტექსტებში ატონი პირველად იწევს წინ, როგორც მზის ღმერთი. ამენჰოტეპ IV-ის დრპოდან კიამონ-რა ტოტალურად იკრძალება და ყოველი სახის წერილობით თუ სვა ძეგლებიდან მისისახელი ამოიძირკვება. შესაბამისად, ეს იყო უდიდესი დარტყმა თებეს ამონ-რას ქურუმების კლასის მიმართ. მზის ამ ახალი ღმერთის დამკვიდრება მოიაზრებოდასაერთო-სახელმწიფოებრივ, ქვეყნის გამაერთიანებელ ძალად. მართალია, ამენჰოტეპ III-ის დროს ეგვიპტემ თავისპოლიტიკურ-ეკონომიკურ აპოგეას მიაღწია, მაგრამ ფარაონის ხელისუფლება არ იყო აბსოლუტური და დესპოტური. ქვეყანა, რეალურად, სამი ხელისუფლების – საფარაონო, ქურუმებისა და უმაღლესი სამხედრო წოდებისაგან (კასტისაგან) იმართებოდა. რელიგიური რეფორმით იგნორირდებოდა თებელი ქურუმთა და უმაღლესი სამხედრო კასტის ძალაუფლება. რა თქმა უნდა, ფარაონიერეტიკისად მოინათლა, მაგრამ ამენჰოტეპ IV-ს უკანა არ დაუხევია. ახალი ღმერთის – ატონის პატივსაცემად მან სახელიც კი შეიცვალა და გახდა ეხნატონი (იხ. ამენჰოტეპ IV ეხნატონი). საშუალო ფენებს დაყრდნობილ ფარაონსქურუმობა აშკარად ვერ დაუპირისპირდა, თუმცა მასბში მისი სახელის დისკრედიტირებას ახდემდა. უმოკლეს დროში, რელიგიურმა რეფორმაციამ თავისი შედეგი გამოიღო – ეგვიპტურ პანთეონში მკვიდრდება ატონ-მზის, როგორც ერთიანი ღმერთის კულტი, რომლის სიმბოლო სხივმფინარი ბადრო გახლდათ. რომლიდანაც გამოფრქვეული სხივები ხელის მტევნებით ბოლოვდებოდა და, რომლიდანაც თითქოს, აყვავება და სულიერი სინათლე ეფინებოდა ქვეყნიერებას. ატონის ბადრო-გამოსახულებას საფარაონოურეი (იხ.) ამშვენებდა. თვით სიტყვას «მზეს» განსაკუთრებული იეროგლიფური სტატუსით – «სამეფო»-თი გამოხატავდნენ. ფარაონი ატონის ძედ ცხადდებოდა. თვით სახელი ფარაონისა – ეხნატონი, – «ატონისთვის ხელსაყრელს» ნიშნავდა. ამავე პერიოდში ამენჰოტეპ IV ეხნატონი თებეს სტოვებს და მისგან ჩრდილოეთით 450 კმ-ით დაშორებულ (თავად ატონისაგან შერჩეულ) უდაბურ ადგილას მყისიერად აგებს ახალ დედაქალაქს – ახეტატონს (იხ. ახეტატონი). ამარნის პერიოდი სწორედ ამ ახალ დედაქალაქს – ახეტატონს უკავშირდება. ამარნის სახელწოდება ე. ი. თანამედროვე დასახლების თელ-ელ-ამარნას სახელით შეერქვა, რომლის მახლობლად სულ რაღაც თხუთმეტიოდე წელი იდგაამენჰოტეპ IV ეხნატონისა და ნეფერტიტის დიდებული დედაქალაქი.
ამ-არ-ეთუ (1) შუმერულად «მზის ხბოს»ნიშნავს. კოსმიური მზე თავის პირველ ამოსვლამდე წინასწარ გზავნის ნაშიერს, ხბოს, რომელიც წარმოადგენს მის სიჭაბუკეს. ამარ – ხბო.
ამარინკევსი - ეპირის მეფე. მოკლეს ილიონის კედლებთან.
ამარ-ითუ (შუმერ.) – «მზის ხბო». შუმერული პანთეონის უდიდესი ღმერთი. ბაბილონის იმპერიის ზეობის ხანაში ამრ-უთუ ბაბილონური პანთეონის მარდუქად იქცევა (იხ. მარდუქი).
ამაღლებული – ესთეტიკური კატეგორია, გამოხატავს დიდი საზოგადოებრივი მნიშვნელობის ხდომილობების, მოვლენების, პროცესების არსებას, რომლებიც გავლენას ახდენენ ადამიანთა ცხოვრებაზე. ამაღლებული აღიქმება, როგორც ყოველი მდაბლისა და უფერულის საპიეისპირო.
ამაღლებული თაღი – რკელისებრი მოხაზულობის თაღი, რომლის წარმმართველი გრძელდება რკალის ცენტრის ქვევით შვეული მონაკვეთებით.
ამარნის კულტურა - ამარნის პერიოდის, ანუ რეფორმაციის ხანის ხელოვნება გამორჩეულია თავისი შესანიშნავი თვითმყოფადობითა და ორიგინლობით. ამ კულტურის ყველაზე უჩვეულო ფაქტი გახლდათ ის, რომ მან უარყო საუკუნეებით დამკვიდრებული ტრადიციული, იდეალიზებული და საკრალურ გაგებამდე აყვანილი ფარაონის ტიპი. მართალი ძველი უძლიერესი ტრადიცია რეფორმაციის ხანაშიც ინარჩუნებდა თავის ელემენტებს, მაგრამ ცვლილებანი მაინც კარდინალური და ხელშესახები გახლდათ. ამის ნათელი მტკიცებაა კარნაკის ატონის ტაძირს ამენჰოტეპ IV-ის ეხნატონის კოლოსები, სადაც ერთმანეთს შეერწყა ახალი და ძველი სტილი. ამ ქანდაკებებში იხილება არა მხოლოდ ტიპიური კანონიკური ხერხები ძველი მონუმენტალური ხელოვნებისა, არამედ ახალი გაგება პორტრეტულობისა, რომელიც ბუნებრივად გადმოგვცემდა ფარაონის გარეგნულ იერ-სახეს, პიროვნულ ადამიანური ინდივიდუალიზმის ზედმიწევნითი წარმოჩენით. დამაჯერებლობის კრიტერიუმი თავისებური პროტესტი იყო გარდასული ოფიციალური ხელოვნებისა, რამაც სიტყვა «მატ»-ს - ჭეშმარიტებას ამარნის პერიოდის კულტურამ განსაკუთრებული შინაარსით და გაგებით დატვირთა. ეხნატონის გამოსახულება საინტერესო ნიმუშია რეალისტური დამაჯერებლობისა და ეგვიპტური კულტურისთვის მახასიათებელი შეზღუდული განზოგადების და ნორმალურობის ჰარმონიისა. ფარაონის თავის ფორმა, მისი უჩვეულოდ წაგრძელებული სახე, თხელი ხელები და ვიწრო წვერი - ყველაფერი სათითადაა შემონახული და არეკლილი ახალ ტრადიციაში, თუმცა ყველაფერი მაინც სკულფტურულ მოდელებს ეფუძნებოდა. ახალი ტიპის პირველი ნიშნები სადემარკაციო რელიეფურ კვირბებზე აისახა, რომლებიც ახეტანონის ახლო ტერიტორიებზე იყო განლაგებული. ფარაონთა გამოსახულებების დამახასიათებელი ნიშნები მისი ოჯახის წევრების ფერწერულ თუ სკულფტურულ ნაწარმოებზეც ვრცელდებოდა. აშკარა სიახლე იყო ძველ ეგვიპტური კანონიკისათვის (იხ. ძველ ეგვიპტური კანონი). დაუშვებელი და ამ კანონით აკრძალული პროფილური გამოსახვა. ასევე სიახლე გახლდათ პორტრეტებში ეთნიკური შტრიხების დაცვა (მაგ. ამენჰოტეპ IV ეხნატონის დედის დედოფალ თიიას ოქროთი და მინისებრი პასტით ინკუსტრირებული თავი). სტილური ორიგინალობითა და თვითმყოფადობით ასევე გამოირჩევა ამარნული ფერწერა, რომელიც ახალი კანონების გათვალისწინებით იქმნებოდა. რბილი დერწერულობისა და დახვეწილი, დიდებული სტილიზების ნიშნებითაა შექმნილი ეხნატონის ქალიშვილთა რელიეფური გამოსახულებანი. ამარნის ეპოქის ფერწერაში პოლიქრომულობის ადგილს კოლორიტული სტილი იჭერს, რომელიც კონტრასტებზე კი არა ფერთა ცვალებადობაზე, მის ჰარმონიასა და ფაქიზ ნიუანსირებაზეა დაფუძნებული. ინტიმურ-ლირიული საწყისები მჟღავნდება ამარნულ რელიეფებშიც, რიმლებიც ბუნებრივი პლასტიკით არიან შესრულებული და შეიცავენ კანონიკურ ფრონტალურ გამოსახულებებს. გამოსახულებითი ხელოვნების განვითარების კულმინაცია ამარნულ ოერიოდში გამოვლინდა ე. წ. თუტროსის სახელოსნოს ოსტატთა შემოქმედებაში, რომლის დიდებული ნიმუშია კონსორტა ნეფერტიტის ლურჯ ტიარიანი პოლიქრომული ბიუსტი. ამგვარი ნიმუშები და თაბაშირის ნიღბები უამრავია აღმოჩენილი თუტმოსის სახელოსნოს გათხრების შედეგად, რომელსაც 1912 წლის მიწურულს გერმანელი არქეოლოგი ლუდვიგ ბორჰარდიაწარმოებდა.სამწუხაროოდ, ამარნის პერიოდის ისტორიულ ძეგლრბს ჩვენამდე არ მოუღწევიათ, მხოლოდ რეკონსტრუქციებით შეგვიძლია ახეტატონის იერ-სახის აღდგენა (იხ. ახეტატონი – ატონის რჩეული ქალაქი). ამარნის პერიოდი ჩვიდმეტიოდე წელს მოიცავდა, თუმცა მისი ტრადიციები ამ დროით არ ამოწურულა და იგი მომდევნო საუკუნეებშიც პოულობდა გამოძახილს., რომლის უპირველესი თეზა და პრინციპი ასე გამოიხატა: «ჰქმენ, როგორც მე». ეს იყო გადატრიალება ეგვიპტის ფილოსოფიასა თუ თეოსოფიაში, როცა ყოფიერებაში გაბატონებულ მისტიციზმში იჭრება გაგების და აზროვნების რეალისტური პრინციპი; როცა ინგრევა საუკუნოვანი ეგვიპტური მითოლოგემა და სამყაროს ცენტრში აბსტრაჰირებული ღმერთის ადგილს «მე» – პიროვნება და ინდივიდუალობა იკავებს. რეფორმატორი ფარაონისა და კონსორტას სიკვდილის შემდეგ მალე დგება რესტავრაცის ხანა. ეგვიპტური ხელოვნება ისევ ამონ-რასა და თებეს ქურუმების ძალაუფლების ქვეშ ექცევა, თუმცა ახალმა ხელოვნებამ მაინც დაამჩნია თავისი კვალი ტუტანჰამონისა და რამზეს დიდის ეპოქებს.
ამარნული ახალი ხელოვნების ტრაქტატი – «მე ვეძებდი ინას, რაც სასარგებლო ჩანდა... მე ვიყავი მხნე და ხალისიანი ამ ძიებისას... ეს იყო საქმე, რომლის მსგავსი გაკეთებუულა წინაპართა დროიდან. ის, რის შექნბაც ბედმა მარგუნა, დიადი იყო. მე ვქმნიდი შთამომავლობისათვის და ეს იყო ჩემი გულის ოსტატობა. ჩამთვის უმთავრესი ცოდნა იყო... ამ ცოდნისათვის მომავალში ხოტბას შემასხამდნენ ჩემი მიმდევარნი...» ძველეგვიპტელი ხუროთმოძღვრის ეს სიტყვები, ე, წ. ტრაქტატი, ნათლად მიუთითებს, რომ ხელოვნებაში გაჩნდა ინდივიდუალიზმისა და ნოვატორობის ელემენტები. ამას დიდად შეუწყო ხელი ქურუმთა და ფარაონის ხელისუფალთა შორის გაჩენილმა კონფლიქტმა, რომელმაც ეგვიპტის ცხოვრების თითქმის ყველა სფერო მოიცვა. მოწინააღმდეგე მხარეები «ბრძოლაში» ითრევდნენ პოეტებსა და მხატვრებს, მოქანდაკეებსა და არქიტექტორებს. აქეზებდნენ მათ, თამამად დაერღვიათ ტრადიციებიხელოვნებაში. «არ მიჰყოლოდნენ კანონიკურს, არამედ ემსახურათ ჭეშმარიტებისათვის». ჩვენამდე მოღწეული ღმერთ ატონისადმი მიძღვნილი ერთი (ნეფერტიტისეულად მიჩნეული) ჰიმნი არის მაგალითი შემოქმედებითი გამოწვევისა, როცა ღმერთთა და ფარაონთა ტრადიციული, ტრაფარეტული, არამიწიერი სიმშვიდე-სიდიადით გამოხატულ სახეთა ბაცვლადხელოვნებაში მკვიდრდება რეალისტური, დინამიკური, ყოფითი-ცხოვრებისეული და სრულიად ბუნებრივი ადამიანური მოტივები. მსგავსი არაფერი იცოდა მთელმა ძველმა აღმოსავლეთმა.ამ ეპოქის ხელოვნებაში მძლავრად იჭრება ინდივიდის ეგოცენტრული შტრიხები. ძველ ახლოაღმოსავლეთში უკვე იკვეთება პიროვნების გამოყოფა საზოგადოებისაგან. საზოგადოება, ნომები კარგავენ თავიანY ისტორიულ როლს. საზოგადოების განვითარების მამოძრავებელ ძალად გაინდივიდუალირებული «მე» იქცა.
ამარტოლი გიორგი – IX ს. II ნახევრის ბერძნული ქრონიკის ავტორი, რითაც სარგებლობდა ჟამთაღმწერელი ნესტორი.
ამარუ – ინდიელი ეროტიკული პოეტი, «ასი გამონათქვამის» ავტორი.
ამარუ (VII ს.) – ცნობილი ინდოელი პოეტი. ავტორია სატრფიალო ლექსებისა, რომლებიც «ამარუშატაკიშია» («ამაუს ასი სტროფი») თავმოყრილი. ჩვენამდე ამ კრებულის მოგვიანო რედაქციებია მოღწეული. პოეტის ლაკონიური და ბრწყინვალე სასიყვარულო ჩანახატები მოგვითხრობს შეყვარებულთა შეხვედრებსა და გაყრაზე, მათ დავაზე, უთანხმოებასა დაკინკლაობაზე, რომელიც ხშირად კომიკურ ელფერს იძენს და არ ატარებს დამრიგებლურ, სამოძღვრო ხასიათს. ამარუს შატაკები ხშირად დიალოგის ფორმითაა დაწერილი. განსხვავებით წინამორბედთაგან პოეტი ამარუ არ იძლევა ბუნების ვრცულ აღწერებს, არ ისწრაფვის ხალხური კოლორიტის შექმნისაკენ. მისი საყვარელი ხერხია რიტორიზმი.
ამ-აშ-ან-ქი-ა – «ფარეხი ცისა და მიწისა», სამყაროული სივრცე, საიდანაც იბადება კოსმოსი.
ამასია – ისრაელის სამეფოს ქურუმი. მოღვაწეობდა ჩვ. წ-მდე VIII ს-ის შუახანებისათვის. ამასისმ ჩვ. წ-მდე 755 წ-ს ბეთილის სამეფო ტაძარში ქადაგებების გამო წინასწარმეტყველი ამოსი ისრაელიდან განდევნა (იხ. ამოს წინასწარმეტყველი).
ამასისი – ეგვიპტის ფარაონი. რამდენჯერმე Aეძლო სპარსეთის მეფის, კიროსის შვილის – კამბისეს მოტყუება: (ერთხელ მოატყუა და თავისი ქალიშვილის ნაცვლად ძვირფას სამსში გამოწყობილი სხვა ქალი შერთო ცოლად. მეორედ, აკლდამაში მისი მსგავსი სხვა კაცის დამარხვა უბრძანა შვილს, თვითონ კი უბრალოდ სხვაგან დაამარხვინა თავი. კამბისმა აკლდამიდან გამოიღო ვითომდა ამასისის გვამი და გააშოლტინა. ასე აიცდინა ამსისმა შეურაცხყოფა სიკვდილის შემდეგაც). ჭკვიანი, გონიერი და კეთილი მმართველი იყო. იგი მეგობრობდა კუნძულ სამოსის ტირან პოლიკრატესთან და რჩევებს აძლევდა მას. (მეფობდა 569-529 წ. წ. ჩვ. წ-მდე).
ამატა (ლათ.) ლატინეს მეფის შვილი, ლავინის დედა.
ამატერასუ-ომიკამა – იაპონური პანთეონის მზის ქალღმერთი. ატარებს გარდაცვალებისა და მკვდრეთით აღდგომის იდეას (შდრ. ოსირისი და ისიდა (ისისი), დუმუზი და ინანა, პერსეფონე და ...). ამ ქალღმერთს ეძღვნებოდა იაპონურ-საკულტო-სარიტუალო და რელიგიურ მისტერიათა შორის ერთ-ერთი უძველესი მისტერია «კაგურა» (იხ.) (იხ. კვდომადი და აღდგომადი ბუნება).
ამატონგა – მცირერიცხოვანი კავრელი ხალხი სამხრეთ აფრიკაში.
ამათუსი – ძვ. ქ. კვიპროსის სამხრეთ სანაპიროზე. აქ არის აფროდიტეს ტაძარი, რის გამოც აფროდიტეს ზედწოდებად იქცა. «აფროდიტე – ამათუსი».
ამაუნეთი (ეგვიპტ.) - ძველ ეგვიპტურ პანთეონში ეს ქალღმერთი იშვიათად გვხვდება. ამ სახელით, ზოგჯერ, ამონის (იხ.) ცოლს იხსენიებენ (ალბათ ეს სახელი ცის ქალღმერთის, ამონის მეუღლის, თებეს ტრიადის ერთ-ერთიწევრის - მუტის სახელის ვარიანტია).
ამავრიოზული იდიოტია – ნერვული სისტემის პროგრედიენტული, ორგანული დაავადება, რომელიც ბავშვთთა ასაკში ვითარდება, ახასიათებს ჭკუასუსტობა და სიბრმავე.
ამავროზი – მხედველობის სრული დაკარგვა.
ამაძონები – ღმერთ არესის და ჰარმონიას ასულნი. მითიური მეომარი დამპყრობელი ქალები. მათი სამეფო იყო მეოტიდის ტბის (აზოვის ზღვა) სანაპიროზე, სკვითიაში, პონტიდაში, თრაკიაში, ტრიტონის ტბის მიდამოებში, ლიბანში, აფრიკაში, ან უფრო, მცირე აზიაში. სამეფოს ცენტრი იყო თემისკირა – კაბადოკიაში. მამაკაცებს მხოლოდ გარკვეული დროით იწვევდნენ განაყოფიერებისათვის მეზობელი ქვეყნებიდან. სტრაბონი წერს – ამაძონებიუმეტეს წილად კავკასიელ მამაკაცებს, ე. ი. კოლხებს უწვევდნენო, რაც მათ ჩამომავლობაზეც მეტყველებს. ზოგი პირდაპირ კოლხ ქალთა ტომად აცხადებს.
ამაზონები (ამაძონები) 2. ზოგ მეცნიერს მიაჩნია, რომ ბერძნული მითოლოგიის ამაზონები – პართენოგენული (იხ. პართენოგენები) – ქალწულებრივად განმრავლებადი არსებები არიან.
ამაზონები – იხ. ამაძონები.
ამაზონები – ძუძუს ამპუტაცია,(?) ისრის სასროლად ხელი არ შეშლოდათ; ეს, ერთგვარად უარის თქმა იყო დედობასა და დედობრივ მოვალეობაზე; ისინი კაცებთან ურთიერთობის და ქალიშვილის შეძენის შემდეგ მამაკაცებს ხოცავდნენ. ამაზონთა არსებობა მითიური ეგონათ. არქეოლოგები დღეს სხვანაირად ფიქრობენ. ყაზახეთში რამდენიმე წ-ის წინ ქალთა სამარხები აღმოაჩინეს საბრძოლო იარაღებთან (თუ იარაღებით?); ჩრდილო შავი ზღვისპირეთში იყო ტომი, რომელთაც ქალები – მხედრები ჰყავდათ.
ამაზონელები – მით. ჩვეულებრივი ახსნით «უმკერდონი», მარცხენა ძუძუს ამოიწვავდნენ, ვინაიდან მშვილდიდან სროლაში უშლიდათ ხელს, ბერძ. გადმოცემებით – მებრძოლი ხალხი, მხოლოდ ქალები იყვნენ მათ შორის, ცხოვრობდნენ შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთით.
ამაძონი (ა-მაძოს) ბერძნულად უმკერდოს ნიშნავს – უძუძუებოს, მაგრამ ხელოვნებაში მკერდი უჩანთ და არავითარი დამახიმჯება არ ეტყობათ. ამაძონები ქალაქებს ანგრევდნენ, მაგრამ აშენებდნენ კიდეც. მაგ: სმირნა, ეფესო და სხვ. მათი იარაღი მშვილდ-ისარი, შუბი, ხმალი, შუბნაჯახი, ნახევარმთვარის მოყვანილობის ფარი იყო. (შდრ. კოლხაში მთვარე მთავარი ღვთაებაა). ამაძონთა დედოფლის ჰიპოლიტეს (იგივე ანტიოპე) სარეცელისათვის იბრძოდა ჰერაკლე. თეზევსმა კი ცოლად შეირთო. ხელოვნებაში უპირველეს ყოვლისა ასახელებენ ფიდიასის «დაჭრილ ამაძონს». ცნობილია ქანდაკებები პოლ კლეტეს, ფრადმონის და სხვათა ხელით შექმნილი. ვაზებზე გამოსახულია ამაძონთა ბრძოლის – ამაძონომაქების სცენები. ბრწყინვალე ტილოები აქვთ შექმნილირუბენსს («ამაძონთა ბეძოლა»), ფოიერბახს, კოკოშკას, ემილ ვოლფის. მაგრამ მაინც ყველაზე ცნობილია «ეფესოს ამაძონებად»წოდებული ნამუშევარი, რაც პაექრობაში შექმნეს პოლიკლეტემ, ფიდეასმა, კრუსილასმა, ფრიდმონმა. მათი სახელი ეწოდა ამერიკის ჯუნგლებში გამავალ უდიდეს მდინარეს – ამაზიბს. გადმოცემით, მის მიდამოებში დღესაც არიან ინდიელი ამაძონები.
ამაზონიუსი – მთები, სადაც სათავეს იღებს ამაძონთა მდ. თერმოდონტი. (სადაც მდებარეობდა ამაძონთა მთავარი ქლაქი).
ამაძონომაქია (Amazono-mache) – ამაძონთა ბრძოლა (უფრო ხშირად ბერძენთა და ამაძონთა ომი). იგი მრავალჯერ აისახა ხელოვმებაში: ლარნაკწერაში, რელიეფზე.
ამბა (სანსკრიტ. ამბა) – შვიდ პლეიადთაგან (ციური დალამანი), ყველაზე უფროსის სახელი (იხ. პლეიადები). ყოველი პლეიადა მეუღლეა თითოეული რიშისა (იხ. საპტარიშა). შვიდი რიშა ცნობილი თანავარსკვლავედია, რომელიც ასტრონომიაში «დიდი დათვის თანავარსკვლავედის» თანავარსკვლავედად იწოდება.
ამბარვალიები (ლათ. Ambrvalia «მინდვრად ლაშქრობა») – რომაელთა მაისის დღესასწაულები («ყანის გარშემოვლა»).
ამბარვალიები – რომაული მიწისმოქმედების დღესასწაული ცერერას პატივსაცემად. 29 მაისს, პროცედურამიემართებოდა მინდვრების გარშემო.
ამბავი ახირაკ ბრძენისა» – არაბული ლიტერატურის (იხ.) უმნიშვნელოვანესი ძეგლი. თარიღდება ჩვ. წ-მდე V ს-ით და მიჩნეულია არამარტო მხატვრული ლიტერატურის დასაბამად. იგი არაბული ლიტერატურის ორიგიმალური თხზულება უნდა იყოს. კ. ბრკელმანის აზრით კი იგი სპარსულიდან უნდა გადმოთარგმნილიყო, თავად თხზულებას კი აქადურ სიუჟეტად მიიჩნევდა. შემონახულია ამ ძეგლის რამდენიმე ვერსია (სირიული, არაბული, ეთიოპიური, ბერძნული, სლავური, სომხური), რომელთაგან უძველესია არაბული (დაცულია ეგვიპტეში, ელეფანტინის იუდეველთა კოლონიის არქივში).
ამბჰამსი (სანსკრიტ. ამბჰამსი) – კუმართა სანთ-სუჯატების მთავარი სახელი (მნიშვნელობით «წყლები»). სანათ-სუჯატების უფრო კარგად გაგებისათვის უნდა გავიხსენოთ, რომ უფრო გვიანდელი წარმომადგენელი სანათ-სუჯატებისა გახლდათ მთავარანგელოზი მიქაელი (აღარ გახლავთ?) (იხ.), რომელიც თალმუდში (იხ.) წოდებულია «წყლების პრინცად», ხოლო რომაულ-კათოლიკური ეკლესიით ითვლება ზღვის ყურეთა და კონცხთა მფარველად (მართლმადიდებლურად?). სანათ-სუჯატა – იმანკო ძე უბიწო დედისა (ამბა ანდა ადიდი, ქაოსი და სივრცე), ანდა უსაზღვრო სივრცის წყლები (თდ. I 568).
ამბიცია ლათ. – ღირსების გრძნობა, თავმოყვარეობა.
ამბიდექსტრია – მარჯვენა და მარცხენა ხელის ერთნაირად ხმარება, შეიძლება იყოს თანდაყოლილი ან სისტემატური ვარჯიშის შედეგი.
ამბიკა – უძლიერესი და დიადი ქალღმერთი, შივას (იხ.) მეუღლის – კალის (იხ.) ერთ-ერთი სახელი.
ამბიონი – (არქიტ.) შემაღლებული ადგილი ეკლესიაში, საიდანაც ქადაგებენ.
ამბიონი, ბერძ. – ამაღლებული ადგილი ეკლესიის შუაგულში ანდა აღსავლის კარის წინ კითხვისათვის, სიმღერისათვის, ქადაგებისთვის, აქ ხდება მღვდელმთავრის შემოსვა.
ამბიონი, საფსალმუნე – (არქიტ.) 1. შემაღლებული ადგილი ეკლესიის საკურთხევლის წინ, ქადაგების წარმოსათქმელად მოწყობილი. 2. ძვ. საბერძნეთსა და რომში შემაღლებული ადგილი ამფითეატრში რაიმე სახის წარმოდგენის გასამართავად.
ამბივალენტობა – ორი ურთიერთსაწინააღმდეგო განცდა ერთი და იმავე დროს. ა-მ შეიძლება თავი იჩინოს ფსიქიკის ყველა სფეროში: ინტელექტურ, ემოციურ და ნებით სფეროში. დამახასიათებელია შიზოფრენიისათვის.
ამბო – ადგილი, სადაც თავსდებოდა ძველბერძნული გუნდი სიმღერის დროს.
ამბრაზურა – 1. კედლის ღიობი ხვრელები სარკმლის ან კარის ჩასადგმელად. 2. ციხე-სიმაგრის კედელში დატანებული ხვრელი სასროლად; სათოფური, საზარბაზნე.
ამბრი, ომრი – ისრაელის მეფე, რომელმაც დედაქალაქი სამარია დააარსა. მისი ქალიშვილია გოფოლია.
ამბროჯინი – იხ. პოლიციანო.
ამბროსი (ზერტის კამენსკი, ანდრეი სერგის ძე, 1708-1771 წ. წ.) – მოსკოვის არქიეპისკოპოი. ვალახური წარმოშობის საეკლესიო არქიტექტურისა და ხელოვნების მცოდნე. შავი ჭირის დროს აკრძალა ლიტანია და ყველაფერი, რაც ხელს შეუწყობდა ხალხის თავშეყრას, სახალხო აღშფოთების მსხვერპლი გახდა. მრავალი თარგმანი დატოვაკლასიკური ენებიდან.
ამბროსი – წმინდანი, ეკლესიის ერთ-ერთი დიდი მოღვაწე, 340-397 წ. წ. მილანის ეპისკოპოსი, გამოირჩეოდა დამოუკიდებლობითა და ხასიათის სიმტკიცით. განკვეთა თეოდოსი დიდი მისი სისასტიკისათვის. არიანელობის მოწინააღმდეგე. ეკლესიაში დაამყარა მკაცრი დისციპლინა. მოაწესრიგა საეკლესიო გალობა (ამბროსის კილო, ტონი, ხმა). მილანის მფარველი, ხსენების დღე 7 დეკემბერი.
ამბროსია (ბერძ. ა (უარყ. ნაწილაკი), ბროტოს – მოკვდავი. ე.ი. მოკვდავთათვის აკრძალულია) – ღმერთების საჭმელი,რასაც მათ დასავლეთიდან თეთრი მტრედი უზიდავდა. იგი ღმერთებს უკვდავებასა და მარადიულ სინორჩეს ანიჭებდა, თუ კი მუდმივად სვამდნენ. ჩანართი: დედამ ერთხელ მასში აქილევსიც აბანავა, მაგრამ ქუსლით ეჭირა და ამ ადგილს ვერ შეეხო უკვდავების წყალი. აქედან ტერმინი «აქილევსის ქუსლი» ვისმეს ან რისიმეს სუსტ წერტილს ნიშნავს.
ამბროსია – ბერძ. ოლიმპიელ ღმერთთა საკვები, უკვდავებისა და მუდმივი ახალგაზრდობის მიმნიჭებელი. თანამედროვე გაგებით «ამბროსია იგემა» ნიშნავს «ინეტაარ».
ამბროზი, ამბროსი (Ambros)ავგა ვილჰელმი – მუსიკის თეორეტიკუსი და კომპოზიტორი1816-1876 წ. წ. ვენის კონსერვატორიის პროფესორი. ავტორი «მუსიკის ისტორიის» (1887 წ.).
ამბროზია ბერძ. – ღმერთების საზრდო, რაც მარადიულ ახალგაზრდობას და უკვდავებას ანიჭებდა.
ამბუაზი (George d Ambiose 1440-1510 წ. წ.) – ნარბონის, მოგვიანებით რუანის ეპისკოპოსი, 1498 წ. კარდინალი. საფრანგეთის პირველი მინისტრი და თითქმის რეგენტი, ლუდოვიკო XII დაიყოლია მილანის დაპყრობაზე.
ამბუელა (Ambuella) – მცირერიცხოვანი ხალხი ბანტუს ტომიდანსამხრეთ-დასავლეთ აფრიკაში, კუბანგოს ზემო წელთან, აღმოაჩინა სერას პინტუმ.
ამბულაკრული სისტემა – წყალგამტარი სისტემა, რომელიც ახასიათებთ კანეკლიან ცხოველებს, რითაც განაპირობებენ მოძრაობას.
ამბულატორიული ავადმყოფი (ლათ. აეგროფუა ამბულატორიუმ) – პოლიკლინიკური ავადმყოფი (პაციენტი).
ამდო (ტიბეტ.) – წმიდა ადგილი; ადგილი, სადაც დაიბადა ცონგ-კა-პი, დიდი ტიბეტელი რეფორმატორი. გე-ლუგ-ჰას («ყვითელი ქუდები») დამაარსებელი. ვარაუდობენ, რომ ის იყო ამიტაბჰა-ბუდას ავატარა.
ამება (ბერძ. ამოიბე ცვლილება, შეცვლა) – 1. მიკროსკოპული ერთუჯრედიანი ცხოველი, რომელსაც არა აქვს მუდმივი ფორმა. ცხოვრობს წყალში. ზოგი სახეობა პარაზიტობს ცხოველთა ან ადამიანთა ნაწლავებსი; იკვებება მასზე უფრო ნამცეცა არსებებით. თუმცა მისი ნადავლი ძალზე მწირია, რათა შეუფერხებლად გაიაროს უჯრედის მემბრანა (იხ. მემბრანა) – გარსი. ამის დასაძლევად მას ფაგოციტოზი ეხმარება (იხ. ფაგოციტოზი) – კვების ეს ფორმა უძველესი, დასაბამიერი ფორმაა დედამიწაზე. ამება, რომელიც ლორწოს მიკრო წვეთს ჰგავს, დრო და დრო გადაადგილდება, გადაედინება ადგილიდან ადგილზე. შეხვდება რა გზაზე «ნადავლს», ამება მას მთლიანად გარს შემოეკვრება. როგორც ეს მოხდება, გარსშემოხვეული მონაპოვარი – პლაზმატიკური მამბრანის «ტოპრაკი» მოწყდება დანარჩენ მემბრანას და აღმოჩნდება ამებას შიგნით. ეს «ტოპრაკი» – საკვებმომნელებელი ვაკუოლი (იხ.), ანუ ღრუ, – ერწყმის ლიზოსომებს (იხ. იხ. «ლიზოსომები», «უჯრედის აგებულება»), რომლებიც საკვებმომნელებელ წვენებს შეიცავენ. მონელება მიმდინარეობს ვაკუოლის შიგნით. ამ დროს საკვები ნივთიერებანი მემბრანის გავლით გადადიან ამების ციტოპლაზმაში, რომელიც გარს ეკვრის ვაკუოლს. თუ არა მყიფე ნაწილაკის, არამედ სითხის ნამცვრევის შთანთქმა ხდება, მაშინ ამ პროცესს პინოციტოზს (იხ.) უწოდებენ (იხ. გასტრალური ღრუ – კვებისა და საკვებმონელების ფორმა მრავალუჯრედიანებში); 2. ირონიული, გადატანითი მნიშვნელობით ამებად აცხადებენ იმ ადამიანს, რომელიც სულიერი, კულტურული განვითარების მდაბალ საფეხურზეაზეა.
ამებიოდური კოლონა (ბერძ. სიტყვიდან ამოიბე ცვლილება, შეცვლა) - ერთუჯრედიანი საყელოიანი შოლტოსანმა პრიმატმა ორგანიზმებმა უდიდესი როლი შეასრულეს ამებოიდური კოლონიების შექმნაში და შემდეგ გაქრნენ. ამებოიდური წევრები სოლტოსანი უჯრედების მიერ სეგროვილ საკვებს მხოლოდ ყლაპავდნენ და ინელებდნენ, თუმცა, ამავე დროს ამ საკვებს შოლტიან უჯრედებსაც უნაწილებდნენ. ამ პროცესმა კოლონია პოლიმორფული გახადა (ე. ი. მრავალფორმიანი), მაგრგამ პოლიმორფული კოლონია ჯერ კიდევ არ იყო მრავალუჯრედიანი ორგანიზმი, ჯერ კიდევ ვერ ქმნის ცალკეულ ქსოვილებს, ამასთან, შოლტის მატარებელი უჯრედები ადვილად გარდაიქმმნებიან ამებოიდურ უჯრედებად და, პირიქით. ნივთიერებათა ცვლა ამ დროს მთლიანად კოლონიაში კი არა, მეზობელ უჯრედთა მცირე ჯგუფებში მიმდინარეობს. ამრიგად, ფსკერზე მიმაგრებული კოლონიის კვება ორი ტიპის უჯრედების ურთიერთქმედებაზე გახდა დამოკიდებული. პალეობიოლოგთა ვარაუდით, ევოლუციის შემდგომი ნაბიჯი იმაში მდგომარეობდა, რომ გადასაადგილაბლად, გამოუსადეგარი ამებოიდური უჯრედები ბურთისებრი კოლონიის სიღრმეში მოექცნენ, ზედაპირზე კი მხოლოდ შოლტიანი უჯრედები რჩებოდნენ. ამგვარად, ორმა სხვადასხვა ტიპის უჯრედმა ორი მოწესრიგებული უჯრედული ფენა წარმოქმნნა. ფენები ერთმანეთთან მტკიცედ იყვნენ შეკავშირებულნი. ქსოვილების წარმოშობის მომენტიდან კოლონია გაქრა და სხვადასხვა კრებული ერთ მრავალუჯრედიან ორგანიზმად იქცა.
ამელუთი – კაცთა მოდგმა.
ამელუთუ – კაცობრიობა. (შუმერ. აქადურ.)
ამენ (ეგვიპტ.) – ეგვიპტური მითოლოგიის «დაფარული ღმერთი»: («მკვდართა წიგნი», დაფა I, «თაყვანისცემა და შესხმა რაასი...»).
ამენ – 1. ებრაულ ენაში ეს სიტყვა წარმომდგარიაასო-ნიშანთაგან: ANM – 1, 40, 50 – 91, ამდენად, იგი იგივეობაა «იეღოვა – ადონაისისა» – 10, 5, 6, 5 და 1, 4, 50, 10 – 91. ეს ერთი ფორმაა ებრაული სიტყვისა»ჭეშმარიტება». უბრალო მეტყველებაში ამინს (Aმენ) თვლიან, რომ უნდა ნიშნავდეს «დე, იქნეს ესე». ეზოთერიკული გაგებით ამენ აღნიშნავს «დაფარულს». მანეტო სებენეტის მტკიცებით ეს სიტყვა აღნიშნავს იმას, რაც დაფარულია. მოყოლებული პირველი ლოგოგრაფოსებიდან (ჰეკატიოს აბდესელი დაახლ. 549/546 - დაახლ. 480 წ. ჩვ. წ-მდე), ვიცით, რომ ძვ. ეგვიპტელები ამ სიტყვით მოუწოდებდნენთავიანთ «დიდ ღმერთს იდუმალებისა» – ამონს (ანდა «ამასა, ფარული ღმერთი»). ცნობილი იეროგლიფისტი ბონომი, ღმერთ ამონის თაყვანისმცემლებს «ამენოფებს» უწოდებს. ბონვიკი ერთ-ერთი მწერლის ციტირებას ახდენს. «ამან ფარული ღმერთი მუდამ ფარულად რჩება, ვიდრე ანYროპომორფული არ გახდება. შორს მყოფი ღმერთები უსარგებლონი არიან». დახლოებით ასევე ფიქრობდა ეპიკურეც, (იხ.), ხოლო როცა ამბობდა: «ღმერთები ძალიან შორს არიან იმისათვის, რონ ტკივილი მოგვაყენონ ან სიკეთე გაგვიკეთონ». ამენი განდიდდება «ახალმთვარეობის დღესასწაულისას». იეღოვა-ადონისი (იხ. იხ.) ახალი ფორმაა ღმერთ ამუნისა ან ამონისა (იხ.), რომელსაც ძვ. ეგვიპყელი ქურუმებიამენის სახელით უხმობდნენ; 2. ამენი – იხ. ამონი.
ამენცია – ცნობიერების მოშლის მძიმე ფორმა. გარემოს არასწორი აღქმა. ჰალუცინაციური განცდა მოკლებულიაგარკვეულ შინაარსს. დაკავშირებული არ არის ერთმანეთთან. დამახასიათებელია აზროვნების ინკოჰერენტულობა. ბოდვითი აზრები ასევე დაუკავშირებელი და წყვეტილია, ემოციურად არაადეკვატური და არამტარია. ხშირია ქაოსური მოძრაობანი.
ამენემჰეტ I (ამენემჰატ) - შუა სამეფოს ფარაონი, XII დინასტიის (2000 წ. ჩვ. წ-მდე) დამფუძნებელი. ეგვიპტის უბედურებებისა და კატასტროფებისგან გადარჩენის ერთ-ერთი წინასწარმეტყველი. ეგვიპტის დედაქალაქი სამხრეთ თებედან გადაიტანა ჩრდილოეთით - ით-თაუნში («დამუფლებელი ორივე მიწისა»), ქვეყნის დასავლეთით ააგო თავდაცვითი ციხე-სიმაგრეები და საფორტიფიკაციო ნაგებობები. მას მიეწერა «ამენემჰეტ I-ის მოძღვრებათა» შედგენა, რომელიც მიძღვნილი იყო შვილის - სენუსერტისადმი. ნაწარმოები შეიცავს ბიოგრაფიულ ცნობებს, სამეფო ტიტულატურის ჩამონათვალს, დარიგებანს - ნუ იქნები ზედმეტად მიმნდობი გარშემომყოფთადმი, დაენდე საკუთარ თავს, რომ არ შეიქნე მსხვერპლი შეთქმულებისა და ა. შ.
ამენემჰეტ III-ის ტაძარი – ეგვიპტის XII დინასტიის ფარაონის (XIX-XVIII ს. ს. ჩვ. წ-მდე) გრანდიოზული სამარხი კომპლექსი, შედის ფილებით, კირქვის მოპირკეთებული აგურის პირამიდა და 72 ათასი მ2 ფართის სულისმოსახსენიებელი ტაძარი. აგებულია ნილოსის დასავლეთ სანაპიროზე ფაიუის ოაზისის ახლოს, ით-თაუნში («ორივე მიწის დამუფლებელი»), XI დინასტიის რეზიდენციაში. ბერძნებმა ამ ნაგებობას შეცდომით ლაბირინთი უწოდეს. შესაძლოა, შეცდომა ამენემჰეტ III-ის აღტახტების სახელიდან – ნიმაატრ – მოდის, რაც ბერძნულში ლაბირ-ად ჟღერს. ეს იყო ყველაზე ეშმაკური და დამაბნეველი ნაგებობა ძველ ეგვიპტეში. ჰეროდოტე აღტაცებული წერდა, «იგი აღემატება თვით პირამიდებსაც». ძველი ბერძენი ისტორიკოსისა და გეოგრაფის, სტრაბონის თანახმად, ტაძარში სამლოცველოები სამ რიგად ყოფილან ჩამწკრივებული (ყოველ რიგში 12 სამლოცველო), შემორაგული 27 კოლონიანი ეზოთი. ტაძრის კედლები და კოლონები მორთული ყოფილა ყვავილოვანი ორნამენტებით, მრავალიარუსიანი კომპოზიციებით. კომპოზიციები ეძღვნებოდა ძველეგვიპტური პანთეონის უმთავრეს ღმერთებს. უზარმაზარი დარბაზის ჭერზე ოქროს ვარსკვლავები ბრწყინავდნენ.
ამენჰოტეპ აპუს ძე – (ჩვ. წ-მდე XY ს.) ძველი ეგვიპტის დიდი ხუროთმოძღვარი. მას მიეწერება XVIII დინასტიის ფარაონის ამენჰოტეპ III ის (დაახლ. 1455-1419 წ. წ. ჩვ. წ-მდე) ტაძრის აგება თებეში (იხ. ამენჰოტეპ III; ამენჰოტეპ III-ის ტაძარი).
ამენჰოტეპ III – (დაახლ. 1455-1419 წ. წ. ჩვ. წ-მდე) XVIII დინასტიის ფარაონი. მისი მმართველობის ხანაში ეგვიპტის სახელმწიფომ თავისი ძლიერების აპოგეას მიაღწია. ეგვიპტე შევიდა პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური და კულტურული სტაბილიზაციის სტადიაში. მის დროს ეგვიპტე მსოფლიოს უდიდეს იმპერიად ყალიბდებოდა – აფრო-ევრაზიის უდიდესი სახელმწიფოები ან მის შემადგებლობაში, ან ვასალებად შედიოდნენ. თუმცა ეგვიპტე მაინც ვერ იყო ერთიანი იდეოლოგიისა და ერთიანი რელიგიის მტკიცე იმპერიული ერთეული. ქურუმობა ფარაონთა ძალაუფლების აქილევსის ქუსლად რჩებოდა. ამენჰოტეპ III-ის დროს პოლიტიკურ და ეკონომიურ აღმავლობას, სულიერ-კულტურული აღმავლობაც მოჰყვა. მის დროს აიგო ცნობილი ლუქსორის ტაძარი (იხ.) და ამენჰოტეპ III-ის ქანდაკებებით დამშვენებული ტაძარი-სარკოფაგი, რომელსაც შემდგომ ბერძნები «მემნოსის კოლოსებად» იხსენიებებ. ამენჰოტეპ III-ის ტაძრიდან შემორჩენილია სწორედ ეს «მემნოსის კოლოსები» – ამენჰოტეპ III-ის 21 მ სიმაღლის ორი უზარმაზარი ქანდაკება.
ამენჰოტეპ III-ის ტაძარი – ეგვიპტელთა XVIII დინასტიის ფარაონის (დაახლ. 1455-1419 წ. წ. ჩვ. წ-მდე) ტაძარი წარმოადგენს ახალი სამეფოს ფარქას გრანდიოზულობისა და ფუფუნების განსახიერებას, ამ ხანის აყვავების მაუწყებელია. «მეფე დიდებულ ძეგლთა, მეუფე საოცრებათა, დახელოვნებული გულით, უბრძენესი, მსგავსად ღმერთ თაოტისა» – ასე გვაუწყებს ამენჰოტეპ III-ის წარწერა მის ერთ-ერთ სფინქსზე. თებეს გარეუბანში ამ დდებული სატაძრო კომპლექსის მშენებლობა ფარაონმა სიცოცხლეშივე დაიწყო. ეს გრანდიოზული ნაგებობა, პორტალებით, მიმართული ნილოსის მხარეს, მაღალი გუმბათ-პილონებით, შემოზღუდული იყო ქვის სქელი და მტკიცე კედლით. შიდა ეზოს კოლონადები ამშვენებდა. ტაძრის წინ, ქვის ტახყზე აღმართულიყო მთლიანი, მეწამულისფერი ქვიშაქვის ბლოკების გიგანტური კოლოსებისაგან გამოკვეთილი ამენჰოტეპ IIIის ქანდაკება, წაგრძელებული სახით, ნუშისებრი თვალებით, მთელი საფარაონო ატრიბუტიკით. ერთნაირი სიმაღლის ეს კოლოსები, ბერძენთაგან «მემნოსის კოლოსებად» მონათლულნი, გამოქანდაკებული იყო ერთნაირ პოზაში. ყოველი მათგანის სიმაღლე ხუთსართულიანი სახლის სიმაღლისანი გახლდათ. სამი მხრიდან კომპლექსს წყლის ვეება არხი ერტყა. მოკირწყლული გზის ორივე მხარეს , რომელიც ტაძრის დასავლეთ კედლიდან სავანებლისკენ მიემართებოდა, გრანიტის სფინქსთა ხეივანი გასდევდა. სფინქსებს ეგვიპტის მეფეთა ორმაგი გვირგვინი ედგათ და ყოველ მათგანს ამენჰოტეპ III-ის სახე ჰქონდა. ქანდაკების ოთხივე კუთხე იეროგლიფური წარწერების სერპანტინებით დაფარული, რომლებიც ფარაონის დიდებაზე გვეღაღადებიან. 1832 წ-ს რუსებმა აქედან 2 სფინქსი გაიტანეს და პეტერბურგში ნევის სანაპიროზე სამხატვრო აკადენიის შენობასთან დადგეს (?!).
ამენჰოტეპ IV - ეხნატონი (1419 დაახლ. 1400 წ. წ. ჩვ. წ-მდე) - XVIII დინასტიის ეგვიპტის ფარაონი. ძე ამენჰოტემ III-ისა, რომელიც მმართველობის 30-ე წელს იძულებული გახადეს «ხებ-სუდ»-ის დღესასწაული გაემართა (იხ. «ხებ-სუდი»). ამ ე. წ. «სედობის» დღესასწაული იყო ფარაონის მმართველობის ხანის, ხელისუფლების კვერთხისა და გვირგვინის ტარების აღსასრულის მაუწყებელი. საფარაონო გვირგვინს 1419 წ-ს იდგამს ამენჰოტეპ III-ს ვაჟი ამენჰოტეპ IV. «ხებ-სედის» წინასადღესასწაულო დღეებში გაიმართა ამენჰოტეპ IV-ისა და ლეგენდარული სილამაზის პრინცესა (ამენჰოტეპ IV-ის დის) ნეფეტიტის საქორწინო ცერემონიალი. ცოლ-ქმრობის 6 წლის განმავლობაში ამენჰოტეპსა და ნეფერტიტს ორი ქალიშვილი შეეძინა - მერიტამონი და მიკეტამონი. მამის - ამენჰოტეპ III-ს სიკვდილის შემდეგ მისმა მემკვიდრემ ამენჰოტეპ IV-მ მამის პოლიტიკა გააგრძელა, თუმცა მალე ერთპიროვნულმა მმართველმა პოლიტიკა უეცრად და მკვეთრად შეცვალა. დიდგვაროვანთა და თვით ქურუმთა დაუკითხავად, მათ პოზიციათა და მოსაზრებათა სრული იგნორირებით ფარაონმა ღმერთს ამონის ნაცვლად ატონი არა მხოლოდ ერთიან არამედ ერთადერთ ღმერთად გამოაცხადა მთელს საბრძანისშ. ეს ხაზგასმა იყო იმისა, რომ საფარაონო ხელისუფლება ერთპიროვნული და შეუვალი იყო, როგორც სახელმწიფოებრივი, ისე რელიგიურ საკითხთა გადაჭრაში. ამ რეფორმათა უმთავრესი მიზანი თებეს ამონ-რას ქურუმთა ხელში მოქცევა გახლდათ, რაც ამენჰოტეპ IV-ის ვერც მამამ და ვერც პაპამ შეზლო. ქურუმებმა დაუყონებლივ შერაცხეს ამენჰოტეპ IV ერეტიკოსად. თუმცა აშკარა დაპირისპირებას ვეღარ ბედავდნენ, ხალხში ფარაონის არანაირ დისკრედიტაციას არ ერიდებოდნენ. რეფორმა ღრმად და დასახული მიზნით მიმდინარეობდა. ამენჰოტეპმა სახელი «ამენჰოტეპ», - «ამონი კმაყოფილია», - ახალი სახელით ეხნატონით, - «ატონისათვის ხელსაყრელი», - შეიცვალა. მეფერტიტი, - «მშვენიერი მოვიდა», - ნეფერნეფრუატონად, - «მშვენიერი სილამაზე ატონისა», - იქცა. შესაბამისად გადაკეთდა ქალიშვილთა სახელებიც (ფარაონსა და კონსორტას კიდევ ოთხი ქალიშვილი შეეძინათ). ქვეყანაში ამონის ხსენება გაქრა - მის სახელს ამოკვეთდნენ ძეგლებიდან, მისი ხსენებისთვისაც კი დაუნდობლად იდევნებოდნენ და უმკაცრესად ისჯებოდნენ ფარაონთა მოხელეთაგან. გაივლის რამდენიმე ხანი და ფარაონის სიკვდილის შემდეგ ამენჰოტეპ IV ეხნატონსა და მის ღმერთ ატონს იგივე ბედი ეწვიათ, რაც ამონს ეწია ეხნატონის ფარაონობის პერიოდში - მათი სახელები ამოიძირკვა ანალებიდანაც და ყოველი ძეგლიდანაც, ხოლო ახალი დედაქალაქის დიდება და ზეობაროგორი ეფეშერულობით ამოზევდა,ისეთივე ეფეშერულობით ჩაქრა. ამენხოტეპ IV-ის, ანუ ეხნატონის ბიოგრაფია და, საერთოდ, ძველი ეგვიპტის რეფორმების ავტორის ვინაობა ერთობ ბუნდოვანია. ამენხოტეპ IV-ის ზეობის ხანა სავარაუდოდ (თითქმის ყველა ღარიღი მიახლოებითია - რედ) 1424-1402 წლებია (6 წელიწადს მამასთან ერთად მართავდა ეგვიპტეს). ეჭვი, რომ იგი არ უნდა ყოფილიყო რეფორმის თაოსანი, მეცნიერებს ორმა გარემოებამ გაუჩინა. პირველი: ფარაონობის პირველ 6 წელიწადს ამენხოტეპ IV განუხრელად იცავდა მამის ხაზს ეგვიპტის პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში. მეორე: არქეოლოგ თეოდორ დევისს, რომელიც ამენხოტეპ IV-ის დედის თეიეს სარკოფაგად მიჩნეულ სამაროვანს თხრიდა, სამარხში მოხუცი დედა-დედოფლის მუმიის ნაცვლად 22-23 წლის მამაკაცის ჩონჩხი დახვდა. გამოითქვა ეჭვი, რომ ჩონჩხი ამენხოტეპ IV-ისა უნდა ყოფილიყო. არსებობს ვერსია, რომახალგაზრდა ფარაონი ბაილცაფონთან მეწამულ ზღვაში დაიხრჩო ებრაელთა დევნისას. ამენხოტეპ IV-ის ამგვარ ამგვარ სიკვდილს სამედიცინო დასკვნაც უმაგრებდა საფუძველს - წყალში დამხრჩვალი სხეული ბალზამს არ იღებს. ამიტომ დახვდა დევისს ჩონჩხი, და არა მუმია. ჩონჩხის სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ კაიროს მუზეუმის მედიცინის პროფესორი ელიოტ სმიტი სენსაციურ დასკვნებს აკეთებს. ამენხოტეპ IV ისტერიიანი და ეპილეფსიით დაავადებული იყო; რაც შეეხება ეგვიპტის ისტორიის ისეთ ფენომენალურ მოვლენას, როგორიც რეფორმებია, მას უდიდესი ძალისხმევა სჭირდებოდა, რასაც ავადმყოფი ფარაონი ვერ შეძლებდაო. განმტკიცდა აზრი, რომ ეხნატონი სულაც არ არსებობდა ან ცრუ ეხნატონის უკან ამენხოტეპ IV კი არა, სულ სხვა პიროვნება იდგა. თუ ეს უკანასკნელი მოსაზრება მისაღებია, მაშინ ისმის კითხვა: რატომ დაირქვა იდუმალმა ფარაონმა სახელად ეხნატონი და არა ამენხოტენ V? რეფორმებით ერთიან და ერთადერთ უმაღლეს ღმერთად გამოცხადებული ატონი რატომ არ იხსენებს თვით ამენხოტეპ IV-ს, არა მხოლოდ XVIII დინასტიის, არამედ ძველი ეგვიპტის მთელი ისტორიის ამ ყველაზე თავისებურ და ნათელ ფარაონს?! ეს ფაქტიც იმის მიმანიშნებელია, რომ ფარაონი მართლაც წყალში დაიხრჩო და მისი ასეთი აღსასრული სამარცხვინოს მიიჩნიერ. გაბატონებულია აზრი, რომ, ებრაელთა პირველი გამოსვლა ეგვიპტიდან მაოსესთა არის დაკავშირებული. მოსე რამზეს II-ის ფარაონის ხანაში მოღვაწეობს და მისი წინამძღოლობით ეგვიპტიდან ებრაელთა აყრა მათი ერთ-ერთი დიდი გამოსვლა ფარაონთა ქვეყნიდან. ე. ი. ებრაელთა გამოსვლები ადრეც მომხდარა და როგორც ირკვევა, ამენხოტეპ IV-ის დროსაც. მართალია, ეს გამოსვლა არ ყოფილა ისე მასშტაბური, როგორც მოსეს ეპოქაში, მაგრამ იგი პირველი უნდა ყოფილიყო. რა გვაძლევს ამგვარი მოსაზრების საფუძველს? ბიბლიის მიხედვით მეფე სოლომონი ამბობდა: ტაძრის მშენებლობა (ლაპარაკია სოლომონის ტაძარზე, - რედ.) დავიწყე ჩემი მეფობის მეოთხე და ეგვიპტიდან ისრაელიანთა პირველი გამოსვლის 480-ე წელსო. თუ გავითვალისწინებთ, რომ თარიღი ყველა მიახლოებითია, მაშინ სოლომონის მონათხრობი ებრაელთა პირველი გამოსვლის ამბავი მართლაც ემთხვევა ამენხოტეპ IV-ის ხანას. სოლომონი დაახლოებით 956 წლიდან მეფობს. ე. ი. ტაძრის მშენებლობა 961 წლისათვის დაუწყია. 961+480=1441-ს. თუ მივიჩნევთ, რომ სოლომონის მეფობისა (ჩვ. წ-მდე 965-928 წ. წ.) და ამენხოტეპ IV-ს ფარაონობის (ჩვ. წ-მდე 1424-1402 წ. წ.) პერიოდი დაახლოებითია, მაშინ ზოგიერთი მკვლევარისა და მეცნიერის აზრი ამენხოტეპის ებრაელთა დევნისას დაღუპვის შესახებ რეალური ხდება.
ამენის ტაძარი (Аменьский Собор) ამენი საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთ ისტორიული ოლქის პიკარდიის (Пикардия) მთავარი ქალაქი განლაგებულია მდინარე სომაზე (Сомма). ქალაქის ცენტრში აღმართულია უზარმაზარი ტაძარი ანუ ყველაზე დიდი გოტური (готическая) ნაგებობა საფრანგეთში. 1218 წელს ელვისგან გამოწვეული ხანძრის გამო აქ მყოფი ტაძარი სრულად განადგურდა. ხოლო ახალი ტაძრის საძირკველის პირველი ქვა ჩაიდო 1220 წელს. ტაზრის შენებისათვის გამოყენებულ იქნა ქვა, რომელიც არის მაგარი ნაცრისფერი ქვიშა-ქვა და მოპოვებული იქნა ამენის მიდამოებში ქვის სამტეხლოებში. ამენის ტაძრის მშენებლობა ძირითადში დასრულდა 1288 წელს, მაგრამ მისი მშენებლობა გრძელდებოდა XIV ს-მდე. 1366 წელს სამხრეთ კოშკურაზე დაწყებულ იქნა საკარვე მშენებლობა. ჩრდილო კოშკურა აშენებულ იქნა XV ს-ის დასაწყისში. სხვადასხვა სიმაღლისა და ნახატებიანი კოშკურები ტაძრის ფასადს თვალწარმტაცს ხდის. ამენის ტაძარი თავისი ზომებით შთამბეჭდავია. მისი სიგრძეა 145 მერტი, მაქსიმალური სიგანე 59 მერტია ცენტრალური ნედის კამარის სიმაღლე აღწევს - 42,5 მეტრს, ხოლო ცენტრალური ნედის სიგანე კი 14,5 მეტრია. შენობის მთლიანი ფართი შეადგენს 7800 კვ.მ-ს მშენებლობის დასრულების შემდგომ ტაძარში შეიძლება ჩატეულიყო მთელი ამენის მოსახლეობა, რომელიც მაშინ შეადგენდა მაშინ დაახლოებით 10000 კაცს. ამენის ტაძრის ფასადი არქიტექტურისა და სკულფტურის იშვიათი შერწყმით გამოირჩევა. ამენის ტაძარი შორიდან ძვირფას კოლიფს გვაგონებს. ფასადი დაფარულია სკულფტურით, რელიეფითა და ჩუქურთმებით. მთავარი, დასავლეთ ფასადი გამოირჩევა განსაკუთრებული სიმდიდრით. შენობის პირველი იარუსი სამი დიდებულად მორთული პორტალია. ფასადის ცენრტში, მთავარი კარების თავზე მოთავსებულია ქრისტეს ქანდაკება, რომელიც თელავს ლომსა და ქიმერს - სიკვდილის სიმბოლოებს. ტაძრის შემოსასვლელს აჩარჩოებს აპოსტოლებისა და წმინდანების ფიგურები. ხოლო თამასებს კი ქიმერების ფიგურები. მეორე და მესამე იარუსს ალამაზებს მოხდენილი თაღედები, რომელსაც «აჟურულ გალერეას» («Ажурной галеоей») უწოდებენ, ხოლო მეოთხე იარუსზე კი მოთავსებულია ტრადიციული «სამეფო გალერეა» («Галерея королей»). სამივე პორტალის სკულფტურული მორთულობა ეძღვნება სამ თემას: საშინელ სამსჯავროს (სასამართლოს), ქალწულ მარიამსა და ადგილუფროსს (Месточтимому) წმინდანს - ქალაქის პირველ ეპისკოპოსს ფირმენს (Фирмен), რომელიც კანონიზაციის შემდეგ ამენის მფარველი გახდა. ამონის ტაძრის სამხრეთ ფასადს ალამაზებს «ოქროს მადონას» («Заолотая Мадона») ცნობილი ქანდაკება, რომელიც მიეკუთვნება VIII ს-ს. იკლიკანტურად მოჩუქურთმებული ფასადის შემდეგ ტაძარს შიგნით რაღაც არაჩვეულებრივის ნახვას ელოდები. მაგრამ ტაძრის კედლების მორთულობა თითქმის მოსპობილია და იგი გარშემორტყმულია მხოლოდ რელიეფური გირლიანდებით. ტაძრის შიოგნითა სივრცე თითქმის ნახევარზე ფართე ტრანსეპტით (трансептом) იყოფა. მწყობრი, მსუბუქი, 18 მეტრიანი სიმაღლის კოლონადა, რომელიც სიღრმეშია მოთავსებული ტაძარს აძლევს თავისუფალი სირცის შთაბეჭდილებას. თავისუფალი სივრცე უფრო მეტად იგრძნობა შეობის სიდიდისა და ტრადიციული ვიტრაჟების უქონლობის გამო. ამენის ტაძრის ტრადიციული ფანჯარა-ვარდები (окна-рохы) შესრულებულია როგორც რვაფოთლიანი ასკილის ყვავილი, თითქოს ეს ესაა გაყვავდაო. «ვარდიც» და ისრული ფანჯრებიც 12 მეტრი სიმაღლისაა. ადრე ფანჯრების მინები ჭრელი ვიტრაჟებით იყო, ამიტომ ტაძრის მაღალი კამერები ჩაბნელებული ჩანდა და კედლებზე სუსტი სინათლე ეცემოდა. მსუბუქი განათება დღის დროის მიხედვით ერთი, ხან მეორე მხრიდან ეცემოდა. ტაძრის ყველაზე მთელი ნაწილი იყო საკურთხეველი, რომელიც აფსიდების მაღალი ისრული ფანჯრები თავდებოდა.
ამენ-ო კაგუიამა – იაპონ. «ბრწყინვალე», «ელვარე», ციდან ჩამოვარდნილი მთა, მაგიური ნივთების საბადო. აქედან წაიღეს ღმერთებმა ის ჯადოსნური საგნები, რომელთა მეშვეობით გამოქვაბულში დამალული ამატერასუ გარეთ გამოიტყუეს. ესენი იყო: ხარ-ირემის ბეჭი; ხე, რომელზეც ჯადოსნური ყელსაბამი ჩამოკიდეს; ვაზი, რომლის ლერწებით ამატერასუმ კაბის სახელოები შეიკრა; რომელიღაც ჯადოსნური მცენარის ფოთლები მაგიური რიტუალისათვის. ამ მთის მიწა მისნობისთვის გამოიყენებოდა.
ამენორეა (ლათ. აამენორჰოეა) – მენსტრუაციის არარსებობა. ფიზიოლოგიური ამენორეა მახასიათებელია პრეჰუბერტატულიასაკის გოგონებისათვის; ქალებში: ორსულობის პერიოდში, ლაქტაციისა და პოსტმენოპაუზის დროს. არსებობს ამენორეას კლასიფიკაციის რამდენიმე ვარიანტი.
ამენორეა – მენსტრუალური ციკლის შეწყვეტა (ორსულობის, კლიმაქსის და ზოგიერთი ფსიქოზის დროს).
ამენტას ასული» (ძვ. ეგვიპტ.) – ასეა მოხსენიებული ჰათორი (ჰატჰორი?!) «მკვდარ წიგნში» (დაფა III, ვინიეტი). «ამენტის ასული» აქ, ალბათ, ქვესკნელის საუფლოს – ამენტის პერსონიფიცირებული ღმერთის ასულზე უნდა იყოს ლაპარაკი.
ამენტი (ეგვიპტ.) – 1. სიტყვასიტყვით აღნიშნავს ღმერთ ამენის (ამუნის, ამონის) ანდა «ფარული», იდუმალი ღმერთის სასუფეველს. იზოთერიკულად მოიაზრება ოსირისის (იხ.) სამეფოდ, დაყოფილს 14 ნაწილად, რომლის თითოეული ნაწილი გარკვეულ მიზანს ემსახურებოდა, რომელიც უკავშირდებოდა გარდაცვლილის მდგომარეობებს სიკვდილის შემდეგ. ერთ-ერთ ამ ნაწილში განთავსებული იყო სამსჯავრო დარბაზი. ეს იყო «დასავლეთის მიწა», «საიდუმლო სამკვიდრო»,ბნელი მხარე, «სახლი უკარიბჭო». ამავე დროს, ეს იყო კერნეტორი – «ღნერთთა სასუფეველი» და «სულთა საუფლო» მსგავსად ჰადესისა (იხ.); იყო ასევე «სახლი კეთილი მამისა» (მოწყალე მამისა). ამ სახლს მრავალი დარბაზი ჰქონდა. ამ 14 ნაწილში შედის ანრუ (იხ.) – ციური მინდორი, «ორმაგი ჭეშმარიტების დარბაზი» (იხ.), ნეტარების მხარე, ნეტერ-სქერი, «ადგილი დაკრძალვისა» (დაწვისა), ოტამერქსები, «დუმილის მოყვარეთა მინდორი,», ასევე სხვა მრავალი მისტიკური დარბაზები და სამკვიდრებლები – ერთნი მსგავსნი ებრაელთა შეოლისა (იხ.), მეორენი – ოკულტისტთა და ინდოელთა დევაჩანისა და ა. შ. ოსირისის სამეუფოს 15 კარიბჭისაგან ორი იყო მთავარი: ერთი «კარიბჭე შესასვლელი», ანუ რუსტუ და მეორე – კარიბჭე გამოსასვლელი (ამ გამოსასვლელში მოაზრებულია რკინის ნალია), ანუ ამჰ-ი. ამენში არ შედიოდა ორთოდოქსული ქრისტიანების ჯოჯოხეთი. მის ნაცვლად იყო «მარადიული ძილისა და წყვდიადის დარბაზი». იეპსიუსის თქმით, აქ «უსხეულო ფორმით სძინავთ (მიცვალებულებს). ისინი ვერასოდეს იღვიძებენ, რათა იხილონ თავიანთი ძმები, ვეღარასოდეს იცნობენ დედათა და მამათ. მათი გულები გაქვავებულია ცოლთა და შვილთა მიმართ. ესაა სახლი ყოვლად მკვდარი ღმერთისა... « ყოველს შიში აქვს ილოცოს მასზე, რამეთუ მას არ ესმის, ვერავინ შეასხამს ხოტბას, რადგან ვერც ამჩნევს თაყვანისმცემელს, ასევე არავითარ ყურადღებას არ აქცევს მისადმი გამართულ მსხვერპლშეწირვას». ეს ღმერთი კარმისტული გადაწყვეტილებაა. ქვეყანა მდუმარეთა – სამეფო მათი, ვინც აბსოლუტურ ურწმუნოებაში კვდებიან, გარდაცვლილნი უბედურიიი შემთხვევით, ვინც ბოლომდე ვერ განვლო მათთვის ბოძებული ჟამი სამზეოსი, ვისაც ავიჩის ზღურბლზე უწია საუკუნო სიკვდულმა, ვინც არასოდეს ყოფილზ ზმენტში ანდა რომელიმე სხვა სუბიექტურ მდგომარეობაში – თუ არ გამოვხატავთ ერთ შემთხვევას – მიწაზე ხელმეორედ, იძულებით დაბადებისა. ისინი დიდხანს ვერც ძილქუშის, დავიწყებისა და წყვდიადის საუფლოში რჩებოდნენ, მცირე ხნის შემდეგ ამჰ-ის მხრისკენ გამოსავალი კარისკენ მიიქცეოდნენ; 2. ამენტი – ამონი (იხ.): ქალური წყვილი.
ამენტი (ძვ. ეგვიპტ.) – ძვ. ეგვიპტურიი მითოლოგიით ქვესკნელის საუფლო (იგივეა, რაც ბერძენთა ჰადესი). იხსენიება «მკვდართა წიგნებშე» (დაფა II «ჰიმნი ოსირისისადმი»).
ამერიკა – ქვეყნიერების ნაწილი. შედგება ორი ნაწილისაგან – ჩრდ. და სამხრ. კონტინენტისაგან. სახელი ეწოდა ემერიგო ვესპუჩის სახელის მიხედვით, რომელმაც ამერიკის ექსპედიციის შემდეგ განაცხადა, რომ იგი არ იყო კოლუმბის მიერ წოდებული ვესტ-ინდოეთი.
ამერიკანიზმი – ინგლისური ენის თავისებურებანი, რაც ამერიკულ საფუძველზე განვითარდა. ამერიკული ლიტერატურა – იხ. ჩრდილო-ამერიკული ლიტერატურა.
ამერტატი (უკვდავება) – ძველირანულ პანთეონში აჰურა მაზდას კეთილ საქმეთა განსახიერება (ხორცშესხმა), მფარველი მცენარეთა.
ამეშესპენდი, ამეშასპენდი (ზენდ.) – ექვსი ამგელოზი, ანდა ღვთაებრივი . . . , ღმერთებად განსახებულნი, აჰურა-მაზდას ასაბია (თანამგზავრები), რომლის სინთეზსა და მეშვიდე წევრს თავად აჰურა მაზდა წარმოადგენს. ისინი «შვიდ სულთა», ანუ ანგელოზთა პროტოტიპს წარმოადგენენ, რომლის თავში მიხაილი დგას, იგივე «ციური მხედრობა»; «შვიდი მოწმე ანგელოზი» რომაელ კათოლიკეებში. არსის მშენებლები, კოსმოკრატი გნოსტიკოსები, იდენტურნი არიან პრაჯაპატებისა, სეფიროტებისა (იხ.).
ამფიარაოსი (Amphiaraos «მისანი») – არგოსის მეფე, წინასწარმეტყველი და სიბრძნის მენცარი. კალიდონის ნადირობისა და არგონავტების ლაშქრობის მონაწილე. აგრეთვე შვიდთა ლაშქრობისა თებეში, სადაც დაიღუპა კიდეც. სიბრძნისა და სამართლიანობისათვის ზევსმა ოლიმპოზე აიყვანა და უკვდავყო. Yეოდორ კერნერმა უძღვნა ბალადა «ამფიარაოსი». გამოსახულია ეტრუსკულ საფერფლეზე.
ამფიბოლების ჯგუფი (ლათ. გეოლოგ. Amphbole group) – სილიკატურ მინერალთა ჯგუფი, რომელიც შეიცავს რკინას და მაგნიუმს. ამ ჯგუფის ყველაზე გავრცელებული მინერალია რქაქვა.
ამფიბოლო (ლათ. გეოლოგ. Amphibolite) – მეტამორფული ქანი, უმთავრესა დამფიბოლური და პლაგიოკლაზების ჯგუფის მინერალებისაგან ჩამოყალიბებული (???). იყენებენ მშენებლობაში, როგორც მოსაპირკეთებელ ქვას.
ამფიდამანტი – 1. ოპონტელი უფლისწული. 2. ეგვიპტის მეფის ბუსირის ძე. მამა-შვილი ზევსს მსხვერპლად უცხოელებს სწირავდნენ. ჰერაკლრც შეიპყრეს, მაგრამ ამ უკანასკნელმა დახოცა ისინი. პირველი ვერსიით პატროკლემ მოკლა.
ამფიდიკე – შვიდი მოლაშქრისაგან იცავდა თებეს.
ამფიკრიტესი – ჩვ. წ-მდე II-I ს.ს-ში მოღვაწე ბერძენი რიტორი (?). წარმოშობით ათენელი. პლუტარქე გვამცნობს, რომ იგი სამშობლოდან ტიგრთან მდებარე სელევკიაში გაქცეულა (სელევკია – ბაბილონი). როცა მისთვის სელევკიელებს (ე. ი. ბაბილონელებს) დარჩენა, ხალხისათვის მჭევრმეტყველების სწავლება უთხოვიათ, ამფიკრიტეს ამპარტავნულად და კვეხნით განუცხადებია: «თეფში დელფინს ვერ დაიტევს»-ო. ე. ი. უთქვამს: თქვენი ქალაქი მცირეა ჩემისთანა დიდი კაცისთვისო. პლინიუსი (იხ.) თვლის, რომ სინამდვილეში სელევკიის ნიკარონის მიერ დაარსებული ეს ქალაქი, იმ დროს, როცა იქ, ამფიკრიტესი ყოფილა, 600000 მცხოვრებს მოითვლიდა (პლინ ჰისტ. ნატ.YI $30). აქედან, ისევ პლუტარქეს ცნობით (პარ. ბიოგრაფ. «ლუკულუსი», 22), – იგი (ე. ი. ამფიკრიტესი) მითრიდატეს ასულსა და ტიგრანის მეუღლე კლეოპატრასთან წასულა. იქც ცილი დაუწამებიათ და ამის გამო ბერძნებთან ურთიერთობა აუკრძალავთ. რიტორს ამის გამო თავი შიმშილით მოუკლავს. კლეოპატრას იგი ზარზეიმით მიუბარებია მიწისთვის. მისი გვამი ე. წ. დაბა საფას მახლობლად განისვენებსო, ასკვნის პლუტარქე.
ამფიკტიონი – იხ. ამფიქტიონი.
ამფიკტიონია – თორმეტი ბერძნული ტომის კავშირი. ამფიტრიონია ჯერ დელფოს ტაძრის დასაცავად იყვნენ მოწოდებულნი, თუმცა მერე ე. წ. რელიგიური გაერთიანებიდან დიდ, ძლიერ პოლიტიკურ და საერთო კავშირად ჩამოყალიბდა.
ამფილოქე (Amphilochos) – არგოსელი მისანი, ამფიარაოსის შვილი ან შვილიშვილი. ელენეს ხელის ერთ-ერთი მაზიებელი. ტროას ომის მონაწილე.
ამფილოქის არგოსი – ეტათლიის ქალაქი. ააშენა და დაასახლა ამფილოქემ.
ამფიმაქე – დელიხიელი უსაქმური. დიდებული პენელოპეს სასიძო. სხვა ვერსიით ელენეს მთხოვნელი. ტროას ომის მონაწილე.
ამფიმედონტი – პენელოპეს სასიძო.
ამფინომე – ერთი ვერსიით იაზონის დედა, მეორეთი – პელიასის ასულთაგანი, მესამეთი ამფინომოსი – პენელოპეს ერთ-ერთი საქმრო. მოკლა აქილევსმა.
ამფიონი – ზევსისა და ანტიომედ ძე. კითარაზე დაკვრის დიდოსტატი. ძმასთან ძეთოსთან ერთად ქალაქთა აღმშენებელი. მწერლები მას მეოცნებე პოეტსაც უწოდებენ. 1546 წ. აღმოჩენილია ხელოვნების ნიმუში «ფარნეზეს ხარი» – მარმარილოს ჯგუფი, სადაც გამოსახულია ძმების მიერ დედოფალ დირკეს ხარის რქებზე დაბმა. იგი შექნბილია ძვ. წ. II საუკუნეში მოქანდაკეების აპოლონიოსის და ტავრისკის მიერ. იგი შეიძინა ფარნეზეს გვარის დიდებულმა ოჯახმა. ამიტომაც ჰქვია «ფარნეზეს ხარი». იგი ახლა ნეაპოლის ეროვნულ მუზეუმშია.
ამფიოსი – ადრასტიელი გმირი. ტროას ომის მონაწილე, სადაც ძმასთან ერთად დაიღუპა.
ამფიპროსტილი – (არქიტ.) ბერძნული ტაძარი პროსტილური პორტიკებით წინა და უკანა ფასადზე.
ამფიქტიონი – თერმოპილის მეფე. შემდეგ სიმამდს ათენის ტახტიც წაართვა და ატიკის მეფე გახდა. მან შექმნა დელფოსა და თერმოპილის ამფიქტიონია – ბერძ. პოლისთა საძმო კავშირი. ქალღმერთშ ქალაქი შესწირა და ათენი უწოდა. (პარალელ. შედარება ძვ. საბერძნეთში მართლაც არსებობდა მსგავსი გაერთიანებები: მაგ. ბერძენ-სპარსელთა (500-449) ომში. დელფოს სამფეხზე აღმოჩენილია იმ 31 სახელმწიფოს სია, რომლებმაც სპარსელების წინააღმდეგ შეკრეს კავშირი).
ამფისა (Amphissa) – 1. ძვ. ქალაქი ლაკრიდაში, დელფოს ჩრდ. დასავლეთით, ან 2. ამფისი – აპოლონის და დრიოასეს შვილი, ქაფტას დამაარსებელი.
ამფითეა – ამფიარაოსის ცოლის დეოფილეს დედა.
ამფითეატრი ფლავიუსებისა (რომი) – იხ. კოლიზეუმი.
ამფითეატრი (ბერძ. ამპჰიტჰეატრონ) – 1. ძვ. რომაული მონუმენტური ნაგებობა საჯარო სანახაობისათვის. 2. თანამედროვე თეატრში ამფითეატრს უწოდებენ მაყურებელთა დარბაზში თანდათან ამაღლებულ რიგებს, რომლებიც პარტერს მოსდევს.
ამფითეატრი – 1. ძვ. რომაული მონუმენტური შენობა საჯარო სანახაობებისათვის (გლადიატორთა ბრძოლები, გარეულ მხეცთა წვალება, ამსობრივი თეატრიზებული წარმოდგენა). განვითარდა ბერძნული თეატრის მიბაძვით, თითქოსდა ორი თეატრის შეერთებით. წარმოადგენდა გრანდიოზულ ელიფსოიდურ ნაგებობას, რომლის შუაში მოთავსებულ არენაზე ქვიშა იყო მოყრილი. თანამედროვე თეატრსი ამფითეატრი ეწოდება ადგილებს მაყურებელთა დარბაზში, რომლებიც პარტერის შემდეგ თანდათან, საფეხურებრივად ნაღლდება.
ამფითეატრი – ძველრომაული არქიტექტურული ფორმა, გადმოღებული ძველბერძენთაგან. განსხვავებით ძველბერძნული თეატრისაგან (იხ.), რომელსაც ნახევრადწრიული ანდა ნალისებრი ფორმის საფეხუროვანი მწკრივები ჰქონდა, რომაული თეატრი ელიფსური ფორმის გახლდათ, რომელსაც ასევე ელიფსოიდური ქვიშის არენა გააჩნდა. რომაული თეატრები საჯარო სანახაობათათვის იყო განკუთვნილი: გლადიატორთა ბრძოლებისათვის, მხეცთა მოსაწამლად, თეატრალიზებული საბრძოლო სცენების წარმოსადგენად (ე. წ. ნავმაქია) და სხვა მისთანათათვის. არენა პოდიუმით (იხ.) – კედლით იყო გარშემორტყმული, სადაც წარჩინებულ მაყურებელთა სავარძლები განლაგებულიყო. პოდიუმს მიღმა აღმართული გახლდათ 1-2 იარუსიანი საჯდომი ადგილები მაყურებელთათვის, დახურული კოლონადებით. ველარიუმი (იხ.), – ანძებზე გადაჭიმული ტენტი, – მაყურებელთა მზის საჩრდილობელი გახლდათ. . პირველი ხითა და ქვით ნაგები ამფითეატრები გაჩნდა კამპანიაში – იტალიის დასავლეთ ოლქში. მოგვიანებით, საყრდენ ბოძთა შორის არსებული ღიობები ბეტონის თაღებით გადაიხურა, რომლებიც წრიულ გალერეებს ქმნიდნენ. ამგვარი ამფითეატრი, რომელიც დაახლოებით 15 ათას მაყურებელს იტევდა, ჩვ. წ-მდე 70-იან წლებში პომპეიში აიგო. რომის იმპერიის პერიოდში ამფითეატრები, იმპერიის როგორც დასავლეთ (გალია, ბრიტანია, პანონია), ისე აღმოსავლეთ (წინააზია, ეგვიპტე) პროვინციებში რომაული სტილით იგებოდა (მაG: არლის, ნიმას, პულეს ამფითეატრები).
ამფითეატრი ფლავიუსებისა – იხ. კოლიზეუმი.
ამფიტეატროვი ა. ვ. – 1833-1899 წ. წ. მოღვაწეობდა «ნოვოე ვრემიაში», 1900-1902 წლებში დოროშევიჩთან ერთად წარმატება მოუტანა ჰაზეთ «როსიაას». მეფის ოჯახზე გამოქვეყნებული ფელეტონის გამო გაზეთი დახურეს(1902 წ.) და ა. გადაასახლეს ციმბირში.
ამფიტრიონი – ტირინთოს და თებეს მითიური მეფე. ჰერაკლეს დედის ალქმენეს ქმარიდა ოფიკლეს მამა. პლეატუმ და კლაისტმა შექმნეს კომედიები ამფიტრიონზე და ალკმენეზე. სოფოკლემ დაწერა ტრაგედია, მაგრამ დაიკარგა. დაიწერა ოპერებიც, კანტანტებიც. გმირის სახელიუარყო მოლიერის კომედიან და სხვა.
ამფიტრიონიადი (-დეს) – ამფიტრიონის შვილი ჰერაკლე.
ამფიტრიტე (Amphitrite, დირ. ამფიტრიტა «ირგვლივ მობრიალე») – პოსეიდონის მეუღლე, ნერეიდა, ზღვათა ძველი ღმერთქალი. პოეტურ მეტყველებაში ზღვის სინონიმი.
ამფორა (Am-phoreus «ორმაგსაზიდი», ორფეხა) – ორსახელურიანი მსხვილი ჭურჭელი ვაზების ტიპისა. თიხის, ხის, ლითონის, უფრო ხშირად ორნამენტირებული.
ამფორა – თიხის დიდი ორყურა და ვიწროყელიანი ჭურჭელი ღვინისა და ზეთის შესანახად (ძველ საბერძნეთში).
ამფოტერი (-როს) – ერთ დღეში დავაჟკაცებული გმირი, რომელმაც ძმასთან, აკარნანთან ერთად შური იძია მამის მკვლელებზე. მეორე ვერსიით ტროელი გმირი, რომელიც პატოკლემ მოკლა.
ამფოტერობა - ზოგიერთი ნივთიერებების თვისება პირობების შესაბამისად წარმოაჩინოს მჟავის ან ფუძის ძირითადი თვისებები. ქიმიური ელემენტების პერიოდული სისტემა ისეა აგებული, რომ მარცხნივ ქვემოთ ის ელემენტებია განლაგებული, რომელთა ჰიდროქსიდები (OH ჯგუფის შემცველი ნაერთები) იჩენენ ფუძის თვისებებს. განსაკუთრებით ნათლად ეს თვისება შესამჩნევია ტუტე მეტალებთან. პირიქით, ცხრილის მარჯვენა ნაწილში განლაგებულია ელემენტები, რომელთა ოქსიდები წყლის ზემოქმედებით მჟავებად იქცევიან. მრავალი ელემენტის ოქსიდებსა და ჰიდროქსიდებისთვის, მათთვის, რომლებიც მენდელეევის ტაბულის შუაში იმყოფებიან, დამახასიათებელია ქცევის ორნაირობა. ძლიერ მჟავებთან ურთიერთქმედებისას ისინი ავლენენ ფუძის თვისებებს, ხოლო ტუტეებთან რეაქციისას - მჟავათა თავისებურებებს. სახელწოდება «ამფოტერობა» მომდინარეობს ძველბერძნული «ამფოტეროს»-იდან და ნიშნავს ერთიც და მეორეც. ალუმინის ზოგიერთ ნაერთთა ამფოტერობა - კლასიკური ნიმუშია. ტიპობრივი ამფოტერული ნაერთია - წყალი: H2O-H++OH-, მჟავური, H+ იონების არსებობით განსაზღვრული, თვისებები წყლისა გაწონასწორებულია OH- იონების ძირითადი ზემოქმედებით. ორგანული ნივთიერებების ამფოტერობის ნიმუშებს წარმოადგენენ ამინომჟავები, რომლებიც შეიცავენფუძე ჯგუფს NH2 და მჟავებს ჩOOH.
ამფოტერობა (ბერძ. ამპჰოტეროს ერთიც და მეორეც) – ზოგიერთი ნივთიერების უნარი პირობებისდა მიხედვით ან მჟავა, ან ფუძე თვისებები. ამფოტერულ ნაერთებს ამფოლიციებს უწოდებენ. ტიპური ამფოტერული ნაერთია წყალი, H2O=H++OH-.
ამფოტერულობა (ლათ. ამპჰეტერუს) – ერთდროულად ორგვარი – მჟავა და ტუტე თვისებების მქონე.
ამფოტონია (ლათ. ამპჰოტონია) – სიმპატიკური და არაასიმპაყიკური ნერვული სისტემის მოჭარბებული აგზნებადობა.
ამ-გალ – «დიდი ხარი» – გაიგივებულია ცასთან. (შუამდ. მითოლოგია).
ამგზნები (ლათ. აპჰროდისიაცა) – ნივთიერება (საშუალება), რომელიც ამაღლებს ორგანიზმის ტონუსს.
ამიჩისი (De Amicis), ედმუნდო – ნიჭიერი იტალიელი მწერალი. დაიბადა 1846 წ. მსახურობდა სამხედრო სამსახურში. მოთხრობები ეხება სამხედრო ცხოვრებას, ნარკვევები – მოგზაურობას ესპანეთში, თურქეთში, მაროკოში, საფრანგეთში, ინგლისში. მრავალი მოთხრობა თარგმნილია ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებზე.
ამიდა (იაპ.) – ბუდა. «სუფთა მიწის», წალკოტის დიდი მეუფე. ხის კერპები.
ამიიკი - მწვავე, ხანმოკლე ფსიქოზი, ახასიათებს ცნობიერების შეცვლა (გავრცელებულია მალაიელებში).
ამიკლე - კულტურული ცენტრი, სადაც ყოვეწლიურად იმართებოდა აპოლლონისა (იხ.) და ჰიაკინთოსისადმი (იხ.) მიძღვნილი დღესასწაულები - ჰიაკინთები. ეს იყო გამოზაფხულების, ბუნების გამოღვიძების სიმბოლური დღესასწაული (იხ. იაკინთოსი, კვდომადი და აღდგომადი ბუნება).
ამიკოსი (Amycos მფლობელი) – ბებრიკების მეფე – პოსეიდონის შვილი. მუშტი-კრივის ოსტატი. სხვა ვერსიით კენტავრიც.
ამიმია – მიმიკის არარსებობა (ნიღბისებრი სახე). დამახასიათებელია პროგრესული დამბლისათვის.
ამიმონე (Aმყმონე) – განრისხებულმა პოსეიდონმა ქვეყანაში ყველა წყარო დააშრო. წყაროს მძებნელ ამიმონეს სატირი დაედევნა. ქალმა შველა პოსეიდონს სთხოვა. პოსეიდონმა ესროლა სამკაპი სატირს, მაგრამ კლდეს მოხვდა, საიდანაც წყარო გადმოჩუხჩუხდა. «ამიმონეს წყარო» – ასე ეწოდა მას.
ამიმონეს წყარო – ყველაზე უფრო წყალუხვი ნაკადი არგოლიდაში.
ამინ (ძვ. ებრაული»ჭეშმარიტად, ნამდვილად») – 1. ლოცვის ან ქადაგების ბოლო სიტყვა; 2. შელოცვა («ამინ, ამინ, დაიფშვენი!» რუს).
ამინა – მუჰამედის დედა. ექვსი წლის იყო მომავალი წინასწარმეტყველი, როცა დედამ, მონა ქალ ბარაქათთან ერთად, თავის ნათესავებბთან (დედულეთში) იასრიბის ოაზისში წაიყვანა. უკან, მექაში რომ ბრუნდებოდნენ, დედა გზაში გარდაიცვალა. დაკრძალულ იქნა გზის ახლოს, დაბა აბვასთან.
ამინები –
ამინები – 1. აზოტშემცველი ორგანული ნივთიერებების კლასი, ამიაკში NH3 წტალბადის ერთი, ორი ან სამი ატომის ორგანული რადიკალებით ჩანაცვლების პროდუქტი. შეიძლება იყოს: პირველადი – ღNH2, მეორეული – ღ2NH, მესამეული – ღ3N. ამინების მოლეკულაში ამინოჯგუფის რაოდენობის მიხედვით განასხვავებენ მონო, დი, ტრი და ა. შ. ამინებს. ამინები შეიძლება იყოს: ალიფატური, ალიციკლური, არომატული და ჰეტეროციკლური. ბუნებაში ამინები რთული ნაერთების სახით გვხვდება – ალკოლოიდების, ამინომჟავების და სხვათა სახით. პირველადი არომატული ამინებიაზოტოვან მჟავასთან რეაქციით წარმოქმნის დიაზონაერთებს; პირველადი ალიფატური ამინები – სპირტებს, ხოლო მეორეული ნიტროზამინებს იძლევა; მესამეული აზოტოვან მჟავებთან არ ურთიერთმოქმედებს; 2. იყენებენ საღებავებისა და სამკურნალო პრეპარატების წარმოებაში, პოლიამიდების მისაღებად. ამინები: ღ-N-HH ღ-N-ღIH ღ-N-ღIღII. (ჩასაწერია წესიერად)
ამინი (ფინიკ. მით.) – ფინიკიური მითოლოგიის პერსონაჟI. თავის ძმასთან – მაგთან (იხ. მაგი) ერთად მონაწილეობდა ადამიანთა საზოგადოებებში, ასწავლა ადამიანებს ნახირის მოშენება.
ამინი – ფინიკიური მითოლოგიის პერსონაჟი. იგი თავის ძმასთან, მამთან (იხ.) ერთად მონაწილეობდა ადამიანთა საზოგადოების შექმნა-ჩამოყალიბებაში, ასწავლა ადამიანებს ნახირის მოშენება.
ამინომჟავები - ორგანულ ნაერთთა კლასია, რომელთა მოლეკულები შეიცავენ ამინომჟავებს NH2 და კარბოქსილურ ჯგუფებს ჩOOH. ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია I საერთო ფორმულის ამინომჟავები, სადაც ღ თანაშემწის აღმნიშვნელია ა ნახშირბადის ატომთან. I (ფორმულებია ჩასაწერი) II (ფორმულებია ჩასაწერი) I ტიპის ნაერთებისაგან არის აგებული ყველა ცილა. 20 უმნიშვნელოვანესი, ცილებში შემავალი ამინომჟავაა. გალიცინი, ალანინი, ვალონი*, ლეიცინი*, იზოლეიცინი*, სერონი, ტრეონინი*, ცისეფინი, მეთიონინი*, ლიზინი*, არგონინი, გლუტამონის მჟავა, გლუტამინი, ასპარაგონის მჟავა, ასპარაგონი, ფუნილალამინი, ტიროზინი, გისტიდონი, ტრიპტოფანი*, პროლინი. ყველა ამინომჟავა უფერო კრისტალური ნივთიერებებია. ლღობის მაღალი ტემპერატურით, წყალში იხსნება. მათი თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ მათ აქვთ მოლეკულაში მჟავათა კარბოქსილური ჯგუფი და ძირითადი ამინოჯგუფი. ამიტომაც ისინი ამფოტერულები არიან ე. ი. ერთდროულად გამოავლენენ როგორც მჟავების, ისე ფუძეების ანუ ამინების თვისებებს, ხოლო მათი მოლეკულები გარემო პირობების მიხედვით შეიძლება არსებობდნენ კატიონების (დადებითად დამუხტული იონების II), პროტონების (უარყოფითად დამუხტული იონების III), ანდა ელექტრონეიტრალური შინაგანი მარილების (ბიპოლარული იონების, IV) ფორმით. ამინომჟავების ქიმიური სინთეზის მეთოდები კარგადაა დამუშავებული და ახლა მღავალი ამინომჟავა იწარმოება ქიმიურ მრეწველობაში. ზოგ მათგანს იღებენ მიკრობიოლოგიური სინთეზით. ამინების და კარბოქსილების ჯგუფების არსებობის წყალობით ამინომჟავები წარმოქმნიან წარმოებულებს, დამახასიათებელს, როგორც ამინებისათვის (ორგანული ნაერთებისათვის, რომლებიც ეკუთვნიან ფუძეებს), ისე კარბონული მჟავებისათვის. ცნობილია ასევე რეაქციები ერთდროული მონაწილეობით კარბოქსიდისა და ამინოჯგუფებისა. მრავალი ამინომჟავა გამოიყენება. კერძოდ კი, მედიცინაში, მეცხოველეობასა და ვეტერინარიაში. ცოცხალ ორგანიზმებში ამინომჟავები გამოიყენება ცილებისა და სხვა ბიოლოგიურად საჭირო ნაერთების ბიოსინთეზისათვის. ბაქტერიებსა და მცენარეებს შეუძლიათ სინთეზირება მათთვის ყველა აუცილებელი ამინომჟავები შედარებით მარტივი ნივთიერებებიდან. მაგრამ ცხოველთა და ადამიანთა ორგანიზმებში ზოგიერთ ამინომჟავას სინთეზირებას არ შეუძლია და ამიტომ ორგანიზმში აუცილებლად უნდა მოხვდნენ საკვებთან ერთად. ისინი იწოდებიან შეუცვლელებად (ცხრილში ასეთი ამინომჟავებივარსკვლავებითაა აღნიშნული). შეუცვლელი ამინომჟავების ორგანიზმში მოხვედრა განისაზღვრება საკვები ცილების რაოდენობით და ამინომჟავათა შემადგენლობით. ამის გათვალისწინება აუცილებელია სწორი კვების ორგანიზებისას.
ამინომჟავები – 1. ორგანული ნაერთების კლასი, რომელთაც მჟავების თვისებებიც აქვთ და ამინებისაც (იხ.) – კარბოქსილის ჯგუფთან – ჩOOH – ერთად შეიცავენ ამინოჯგუფსაც – NH2. განასხვავებენ და სხვა ჯგუფებს. ჯგუფებად მათი გამორჩევა ხდება კარბოქსილის ჯგუფის მიმართ ამინოჯგუფის მდგრადობის მიხედვით. ამინომჟავებს უდიდესი მნიშვნელობა აქვთ ორგანიზმის ცხოველქმედებისათვის, რადგან ყველა ცილა (იხ. ცილები)აგებულია ამინომჟავისაჯან. . სრული ჰიდოლიზის დროს ცილები თავისუფალ ამინომჟავებად იშლება ისინი ცილის მონომერებს წარმოადგენენ. ცილის ბიოსინთეზის დროს პოლოპეპტიდურ ფგუფში ამინომჟავების თანამიმდევრობა შეპირობებულია გენეტიკური კოდით (იხ. თიზონუკლეინის მჟავა – რნმ და დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა – დნმ). დაახლოებით 100 ამინომჟავიდან მხოლოდ 20 ( კლასის) სხვადასხვა სახის მჟავა შედის ცილების შემადგენლობაში (ზოგადი ფორმულა – ღჩH(NH2)ჩOOH). ის ამინომჟავები, რომლებიც ცილის შემედგენლობაში შედიან, ყველა L რიგისაა და მიმართულია მარცხენა მხარეს. როცა მეცნიერები ამინომჟავებს ლაბორატორიებში იმის მიბაძვით ქმნიან, რაც მათი აზრით «პრებიონტურ ბულიონში» (იხ.) შეიძლებოდა მომხდარიყო, ღებულობენ მარჯვენა და მარცხენა რიგის მოლეკულების ერთნაირ რაოდენობას, სიცოცხლეს კი არ ახასიათებს მოლეკულების თანაბრად – 50/50-ზე განაწილება და იგი მხოლოდ L რიგის, ანუ მარცხნივ მიმართულ ამინომჟავებზეა დამოკიდებული. რატომ მაინცა და მაინც მარცხნივ მიმართულ ამინომჟავებისგანაა ცოცხალი ორგანიზმები აგებული, დღემდე აუხსნელია და მეცნიერებისათვის უდიდეს საიდუმლოს წარმოადგენს. მეტეორიტებში აღმოჩენილი ამინომჟავებიც კი «მარცხენა» ფორმების სიჭარბეს ამჟღავნებენ «ახალი ბრიტანიკული ენციკლოპედია» აღნიშნავს: «მხოლოდ ამ ორი მოლეკულის (საუბარია ცილებსა და დნმ – რნმ-ზე) შეთანხმებული მოქმედების წყალობით არსებობს დედამიწაზე სიცოცხლე», მაგრამ როგორ, რამ თუ ვინ დააპროგრამა ეს შეთანხმება, დღემდე ბურუსიღაა მოცული. დოქტორი ჯეფრი ლ. ბეილა წერდა: «ამინომჟავებში პოლარიზაციის სხივის რომელიმე მიმერთულებით მობრუნების დადგენაში შეიძლება, გარკვეული როლი რაღაც ძალას შეესრულებინა, რომელიც დედამიწის გარედან მოქმედებდა». ამავე აზრს იზიარებს პროფესორი მაიკლ ჯ. ბიჰამი: მრავალი ბიოქიმიური სისტემა შექმნილი იყო. «ისინი არც ბუნების კანონებს შეუქმნია, არც შემთხვევას ან აუცილებლობას; ისინი დაგეგმილი იყო... სიცოცხლე დედამიწაზე მის საწყის საფეხურზე, ყველა თავისი უმნიშვნელოვანესი კომპონენტით გონიერი მოღვაწეეობის ნაყოფია» (იხ. იხ. «პრებიონტური ოკეანე», ოპარინი, სტენლი ლ. მილერი; სიცოცხლე). ყველა ვარიანტშიერთი დასკვნის გამოტანაა შესაძლებელი: «ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო» (ფსალმუნნი 18:2); 2. ამინომჟავები გვხვდებიან ბუნებაში. ამინომჟავებს შორის განასხვავებე: მონოამინოკარბონმჟავებს (შეიცავენ ერთ NH2 ჯგუფსDდა ერთ ჩOOH ჯგუფს), მომოამინოდიკარბონმჟავებს (ერთ NH2 ჯგუფი და ორი ჩOOH ჯგუფს), დიდმინომონოკარბონმჟავებს (ორი NH2 ჯგუფი და ერთი ჩOOH ჯგუფი). ცალკეა გამოყოფილი ჰეტეროციკლური ამონომჟავები; 3. ამინომჟავები უფერო კრისტალებია, იხსნება წყალში, ახასიათებს დნობის მაღალი ტემპერატურა – 220-3150 ჩ-ით, რაც ამინომჟავის მოლეკულის ამფოტერულობასთანაა (იხ.) დაკავშირებული. ამინომჟავების გარკვეული სახეობანი მარტივი ორგანული ნივთიერებებიდან შეუძლია წარმოქმნას მრავალ მცენარესა და ბაქტერიას; 4. ამინომჟავის ზოგიერთი ნაწარმი შეიძლება საწყის პროდუქტად იქნას გამოყენებულიწარმოებაში; 5. ამინომჟავების მიღების მრავალი მეთოდია ცნობილი. ერთ-ერთი მეთოდია ცილების ჰიდროლიზით მიღებული ზოგი ამინომჟავა (?); 6. მედიცინაშიი იყენებენ ავადმყოფის პარენტერალური (იხ.)კვებისათვის, ე. ი. კვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გარეშე; დამწვრობისას, კუჭის წყლულის, სისხლნაკლებობის, ღვიძლისა და ნერვულ-ფსიქიკურ დაავადებათა სამკურნალოდ; 7. ამინომჟავები (ორგანიზმისათვის აუცილებელი საჭირო)გამოიყენება ცხოველთა კვებაში. (საკვებში?)
ამინომჟავები – ურგანული ნაერთების კლასი. აქვს მჟავების (იხ.) თვისებებიც და ამინებისაც (იხ.). უდიდესი მნიშვნელობა აქვს ორგანიზმის ცხოველმყოფელობისათვის, რადგან ყველა ცილა ამინომჟავენისაგან არის აგებული. ცილას ბიოსინთეზის დროსპოლიპეპტიდურ ჯაჭვში (იხ.)ამინომჟავების თანამიმდევრობა შეპირობებულია გენეტიკური კოდით (იხ.), რომელიც, თავის მხრივ, განსაზღვრავს ცილის რაობას. დაახლოებით 100 ცნონილი ამინომჟავიდან მხოლოდ 20 შედის ცილის შემადგენლობაში და ტველა მათგანი L რიგისაა, ანუ მარცხნივ არიან მიმართულნი. როცა მეცნიერები ამინომჟავებს იმის მიხედვით ქმნიგნენ, როგორც მათი აზრით «პრებიონტურ ბულიონში» (იხ.) უნდა მომხდარიყო, მიიღებოდა მარჯვენა და მარცხენა რიგის მოლეკულების ერთნაირი, ფარდი რაოდენობა. სიცოცხლეს კი არ ახასიათებს მოლეკულათა თანაბრად – 50/50-ზე განაწილება და იგი მხოლოდ L რიგის ამინიმჟავებზეა დამოკიდებული. რატომ მაინცადამაინც მარცხნივ მიმართული ამინომჟავებისაგანაა აგებული ცოცხალი ორგანიზმები, ეს ამოუხსნელი საიდუმლოებაა. მეტეორიტებში აღმოჩენილი ამინომჟავებიც კი მარცხენა ფორმების სიჭარბეწ ადასტურებენ.
ამინტორი (Amintor) – დოლობთა მეფე ფთიაში. ქ. ორმუნიონის დამაარსებლის თესალიაში ორმუნოსის შვილი.
ამიო (Amyot), ჟაკი – ფრანგი მწერალი, 1513-1593 წ. წ. მთარგმნელი პლუტარქესი, ხელს უწყობდა კლასიკური ფრანგული ლიტერატურისა და ენის განვითარებას.
ამირ ხოსრო დეჰლევი (დელიდან; 1253-1327 წ. წ.) – მამით შუააზიელი თურქი, დედით – ინდპელი. ცხოვრების უმეტესი ნაწილი დელის სულთნის კარზე გაატარა. სახელი გაითქვა ხუთი ეპიკური პოემით, რომლებიც ნიზამის სტილითაა დაწერილი. (იხ. ნიზამი). «ხუთეულის» უმეტესობა «ლილო-ჭრილო»გაზელებია. მას სპარსულ ლიტერატურაში ინდური სტილის ერთ-ერთ დამამკვუდრებლად მიიჩნევენ, პირველი იყო, ვინც ურდუს ენაზე შექმნა ნაწარმოებები, რომელთაც თავად პოეტი «დეჰლავებს», ანდა «ჰინდავებს» უწოდებდა. გაზელთა განსაკუთრებული განსხვავებულობა ის გახლავთ, რომ ბწკარები და ფარსები შენაცვლებულია «ჰინდავის ბწკარებს». სარგებლობს ინდური სახეებით, ანდაზებით, აფორიზმებით, ხუმრობებით, გადათქმებით, გამოცანებით.
ამირალდუსი (ანდა ამირო), მოსე – რეფორმატორი, ღვთისმეტყველი, სომიუსის აკადემიის პროფესორი, 1596-1664 წ. წ. შეარბილა კალინისტური მოძღვრება ბედისწერის შესახებ.
ამირანი (სვ. ამირმ, მირიმ) – წარ,ართული ქართული ეპოსის გმირი, კოლხური მითოლოგიის ღერძი. ბერძენთა პრომეთეს ორეული. დალისა და მონადირე დარჯელანის შვილი (ეს ვერსია ამართლებს ვარაუდს, რომ ლიტ. «ამირან-დარეჯანიანის» წყაროც ხალხურია). მისი ტიპი დაახლოებით 3500 წ. წინ შეიქმნა. ვარაუდობენ, რომ ქართული ეპოსის გმირს კავშირი აქვს ეგვიპტურ მზის ღმერთთან «რა»-სთან – ამი-»რა»-ნი. «რა» – მზე. ე.ი. ნზის შვილი. «რა» ისმის ქართულ სიმღერებშიც. ორერა, რაეო, ჩემო დედაო. აგრეთვე შუმერთა მითთან. შუმერ. ამა – «დედა». ბევრი აქვს საერთო შუმერთა გილგამეშთან და ბერძენთა ჰერაკლესთან. მრავალი ქართველი და უცხოელი მეცნიერი მუშაობდა ამირანის პრობლემაზე. მაგ. თეიმურაზ ბაგრატიონი, გ. წერეთელი, ივ. ჯავახიშვილი, ნ. მარი, ვ. მილერი, შ. იშტვანოვიჩი. სვანური ვერსიები შეაგროვა და ლექსად შეკრა ვ. ონიანმა. მანვე გამოკვეთა ამირანის გოლიათური ქანდაკება. პოეზიაში – აისახა, როგორც მიჯაჭვული ტიტანი და სხვ.
ამისოდარი – ქიმერას გამზრდელი (ჰომ. «ილიადა»).
ამიტაბჰა (ამიტაბჰა) – «უსაზღვრო ნათელი». 1. სანსკრიტული მირტა ბუდას (იხ.) დამახინჯებული ჩინური სახელი. ამრიტა ბუდა, – «უკვდავი გაბრწყინებული», – გაუტამა ბუდას სახელი. არსებობს ამრიტას სხვადასხვა ვარიაცია: ამიტაია, ამიტა, აბიდა და ა. შ. აიხსნება, როგორც «უსაზღვრო წლოვანება» და «სასრული ნათელი»; 2. პირველსაწყისი კონცეფცია უპიროვნო ღვთაებრივი ნათლის იდეალისა, რომელმაც დროთა ვითარებაში ანთროპომორფიზაცია ჰანიცადა.
ამიტაბჰა (სანსკრიტ. ამიტაბჰა «განუზომელი ნათელი») – ბუდისტური მითოგიის ერთ-ერთი ბუდა. ამ ბუდაზე საუბარია მაჰაიანასა და ვაჯრაიანაში, რაც შეეხება ჰინიანურ ლეტერატურას, ეს ბუდა იქ ნახსენები არ არის. ამ ეპითეტს იგი ბოდჰის ხესთან ნირვანაში (იხ.) გადავარდნის შემდეგ ღებულობს, რადგან მის ძირში მოხდა მისი «განბრწყინება» («განღვიძება»). ძირითადი კანონიკური ძეგლი, ბუდაზე, როგორც ამიტაბჰაზე, «სუკჰავატივიუჰა» სუტრაა (იხ.). სანამ ბუდა ამიტაბჰა გახდებოდა, იგი ბოდჰის ვატა (იხ.) იყო, სახელად დჰარმაკარა. მის მიწიერ შესაბამისობად შაკიამუნს თვლიან.
ამიტაბჰა ბუდას ქანდაკება (ლოიანი. ლუნმინის გამოქვაბული) – ეს ქანდაკება დგას ლოტოსის ყვავილის ფორმის პიედესტალზე, რომელიც ოთხ გიგანტს – ბუდისტური ტრადიციის რწმენის ოთხ მცველს უკავია. ქანდაკება ტანის ეპოქისაა (618-907 წ. წ.). (იხ. ლოიანის სატაძრო კომპლექსი); დამატებით იხ. ამიტაბჰა; ბუდა.
ამითაი – წინასწარმეტყველ იონას მამა. სავარაუდოდ ცხოვრობდა ჩვ. წ-მდე IX-VIII ს. ს-ში (იხ. იონა წინასწარმეტყველი).
ამიტაიუს (სანსკრიტ. ამიტაყუს; ტიბეტ. «ცჰე დპაგ მედ». ჩინ. «უ ლიან შოუ») – ჟამგრძელობის (ხანგრძლივი სიცოცხლის) ღვთაება ბუდიზმში. ბუდა ამიტაბჰას ერთ-ერთი ეპითეტი («სუკჰავატივიუჰე», ჩვ. წ-ის I ს.). თანდათან გამოეყო ბუდა ამიტაბჰას, როგორც მისი განსაკუთრებული ფორმა და ამიტაიუსი უკვე ბუდას ერთ-ერთი ძირითადი სახელწოდებაა («ამიტაიურდჰიანა-სუტრა», VII ს. ? ).
ამითაონი (ამიტჰაონ) – ელინთა ტომის ერთ-ერთი მამამთავრის – ელინის ბადიში. დეკკალიონის შთამომავალი.
ამმათუმ – «ხმელეთი» ან «დედამიწა» (შუამდ მითოლოგია).
ამნან – (შუმერ.) ხორბლის სული. მისი დაპირისპირებული მხარე შუმერული მწერლობის ჟანრში არის ჯოგის (ლახარ) სული. იმარჯვებს ხორბლის სული.
ამნესტიკური აბნევა – იხ. ცნობიერების აბნევა.
ამნეზია – მეხსიერების დაკარგვა დროის გარკვეულ მონაკვეთში. არსებობს ამნეზიის შემდეგი სახეები: ანტიროგრადული (შარკო) – ავადმყოფობის შემდეგ მომხდარი ფაქტებისა და მოვლენების დავიწყება (გვხვდება თავის ქალის ტრავმისა და ეპილეფსიური გულყრის შემდეგ); ანტერორეტროგრადული – როგორც დაავადებამდე, ისე მის შემდეგ მომხდარი ფაქტებისა და მოვლენების დავიწყება;პროგრესიული – მეხსიერების პროგრესიული შესუსტება, იწყება ახალი შთაბეჭდილებების დავიწყებით და თანდათან ვრცელდება წარსულზე (დამახასიათებელია ორგანული ჭკუასუსტობისათვის); რეტროგრადული – დაავადებამდე მომხდარი ფაქტებისა და მოვლენების დავიწყება; სისტემური – მხოლოდ იმ ფაქტებისა და მოვლენების დავიწყება, რომლებიც დაკავშირებულია ფსიქიკურ ტრავმასთან (ახასიათებს ისტერიულ ფსიქოზსა და ფსიქონერვოზს); ფიქსაციური – თავგადასავლის უმალვე დავიწყება.
ამნიოცენტეზი (ლათ. ამნიოცენტესის) – ამნიონის პარკიდან სითხის ტრანსაბდომინური ასპირაცია. (ისე სხვაგან ხშირადაა იხ. იხ-ო და ასეთ სტატიებში იშვიათად, ან სულ არა და, ერთია კედევ, ალბათ სამედიცინო ტერმინებს რაღაც მინიშნება უნდა გაუკეთდეს ბუნდოვნების თავიდან ასაცილებლად)
ამნიონი, წყლიანი გარსი, ამნიოტური გარსი (ლათ. ამნიონ) – ნაყოფის შიგნითა გარსი, რომელიც ტროფობლასტის უჯრედებიდან წარმოშობილ სანაყოფე წყლებს შეიცავს. (ისე ეს სტატია ცალკე რომ წაიკითხო მიხვდები თუ აეა ეა ნატოფზეა ლაპარაკი?)
ამნიონიტი (ლათ. ამნიონიტის) – ამნიონის ანთება, რომელიც უმეტესად სანაყოფე გარსების ნაადრევი გახეთქვითაა გამოწვეული.
ამნიოტომია (ლათ. ამნიოტომია) – ამნიონის გაკვეთა.
ამნისის ილიფიას ტაძარი - ნეოლითის ხანის უძველესი ტაძარი ამნისში, კნოსოსის ახლოს. არქოლოგთა ვარაუდით, ეს იყო მშობიარობის ქალღმერთის - ილიფიას ქვაბულ-სავანე, მრავალი საუკუნის მანძილზე შერაცხული ტემენოსად და საკერპო-სათაყვანისმცემლო ადგილად. მოგვიანებით ქალღმერთ ილიფიას კულტი გავრცელდა საბერძნეთსა (ზევსისა და ჰერას ქალიშვილი) და იტალიაში, სადაც მან თავისი მთავარი ატრიბუტი, - მშობიარობის მფარველი ღვთაებობა, - შეინარჩუნა და რომელიც არა მხოლოდ სალმობით ტანჯავდა მელოგინეებს, არამედ ათავისუფლებდა კიდეც ამ გაუსაძლის ტკივილთაგან. ამ ქვაბულ-ტაძრის შესასვლელთან იდგა ქვათა გროვა, რომელიც ფორმით ფეხმძიმე ქალის ჭიპამობურცულ მუცელს მოგაგონებდათ. მჯდომარე ქალღმერთის პრიმიტიული ფიგურის წინ, ქვაბულის სიღრმეში, მდებარეობდა სამკურნალო თვისების მინერალური წყლის მცირე აუზი, რომელიც ბუნებრივი წყაროს თვალიდან იკვებებოდა. ცენტრში სტალაგმიტი - კირქვის უცნაური ფორმის ჩამონაღვენთი იდგა, რომელიც ბოძივით ზევითკენ აზიდულიყო. სტალაგმიტის ამ უცნაურ ფორმაში ქალის სხეულის ფიგურა იხილვებოდა, რომელსაც თავი წატეხილი ჰქონდა. დიდი ქვა, რომელიც დაბალი კედლის წინ იდო, გაპრიალებული ირგვლივ აღმართული სტალაგმიტების შეხებით, როგორც ჩანს, წარმოადგენდა საკურთხეველს და იხმარებოდა სარიტუალო პროცესების ჟამს.
ამოკლე (Amoclei) – ტინდარეოსის სატახტო ქალაქი ლაკონიკაში, დიოსკურების მშობლიური მხარე.
ამოკლიონი – აპოლონის სამლოცველო ქ. ამოკლეში.
ამონ-ი (ეგვიპტ. იმნ სიტყვასიტყვით «ფარული», საიდუმლო) - ეგვიპტური მითოლოგიის მზის ღმერთი. ამონის კულტის ცენტრია თებუ (იხ. თებუ), რომლის მფარველად იგი იყო მიჩნეული. მას ჩვეულებრივ ადამიანის სახით გამოსახავდნენ, ზოგჯერ ცხვრის თავით, რადგან მისი წმინდა ცხოვრელი ცხვარი გახლდათ. გვირგვინზე ორი ფრთა და მზის ბადრო ჰქონდა. ამონის კულტი ჩაისახა ზემო ეგვიპტეში, კერძოდ, თებეში (თებეში იმყოფებოდა ამონის უზენასეი ქურუმობა). თებედან ამ ღმერთის კულტი ჯერ ჩრდილო, ხოლო შემდეგ მთელს ეგვიპტეში გავრცელდა. მის მეუღლედ მიიჩნეოდა ცის ქალღმერთი მუთი, ვაჟი კი მთვარის ღმერთი ჰონსუთ-ამონი - მეტი ჰონსუ შეადგენდნენ ე. წ. თებეს ტრიადას. ზოგჯერ მის მეუღლედ ამაუნეთსაც (იხ.) ასახელებენ. თავდაპირველად ამონი თებეს ომის ღმერთთან მონთესთან, რომელიც XI დინასტიის (შუა სამეფო, XXI ს. ჩვ. წ-მდე) ღვთაებათა პანთეონის ერთ-ერთ უზენაეს ღმერთად მიიჩნეოდა, ხოლო XII დინასტიიდან (XX-XVIII ს. ს. ჩვ. წ-მდე) ამონი იგივდება მონთესთან და წარმოდგენილია როგორც ერთიანი ღმერთი - ამონ-რა-მონთუ. მოკლე ხანში ამონ-რას კულტი ძლიერდება და თანდათან აძევებს მონთუს კულტს. შუა სამეფოს ხანაში ამონს ასევე აიგივებდნენ მონთან (იხ. მონი) - ნაყოფიერების ღმერთთან. XVIII დინასტიის (თებეს დინასტია) ახალ სამეფო პერიოდში (XVI-XIV ს. ს. ჩვ.წ-მდე) ამონი სრულიად (ზემო და ქვემო) ეგვიპტის უზენაესი ღმერთი ხდება და სახელმწიფოებრივ დატვირთვას ახდენს და იგივდება სოლიარულ ღმერთთა პანთეონის რასთან. იგი ხდება ამონ-რა. პირველად ამ სახელწოდებით ამონი «პირამიდის ტექსტებში» (იხ.) იხსენიება. ერთადერთი პერიოდი, როცა ამონის სახელი ამოიძირკვა და განიდევნა ეგვიპტიდან ეს იყო ე. წ. რეფორმაციის, ანუ ამარნის პერიოდი (იხ.), როცა თებეს ამონის ქურუმთაგან ერეტიკოსად შერაცხულმა XVIII დინასტიის ფარაონმა ამენჰოტემ IV ეხნატონმა (1419-1400 წ. წ. ჩვ. წ-მდე) ეგვიპტეში უზენაეს ღმერთად ატონი (იხ.) გამოცხადდა. ამენჰოტეპ IV ეხტამონის სიკვდილისთანავე თებეს ქურუმობამ ატონი უარყო და სრულიად ეგვიპტის უზენაეს ღვთაებად ისევ ამონ-რა გამოაცხადა. იგი ჩაითვალა «ყოველ ღმერთთა მეუფედ» (ეგვიპტ. ამონ-რა-ნესუთ ნეჩერ, ბერძნ. ამონ-რა-სონთერ). იგი იყო ღმერთ-დემიურგი ყოველი არსებულისა. ნაწილობრივ, იგი მოიაზრებოდა ჰელიოპოლისური ენეალების (იხ.) - ცხრა ღმერთისა და ჰერმოპოლისური ოგლოადების (იხ.) - რვა ღმერთის (ოთხი წყვილური) სონმის სათავეში. ჰიმნებში ამონს ასე მიმართავდნენ: «ადამიანები გამოვიდნენ მის თვალთაგან, ღმერთები - მის ბაგეთაგან» (შდრ. პტახი; იხ.); - «შენ ერთი ფლობ ხელთა სიმრავლეს, მათ უწვდი შენ შენს მოსიყვარულეთ» და ა. შ. ამონი «მპყრობელი ქვეყნიერებისა, იგი მეუფებს ყოველ მიწას, მის ხელშია ყოველი სავარგული და თოკი - საზომი მინდვრებისა». ამინში უხილავადაა ყველა ღმერთი ადამიანი და საგანი (აქედან მისი სახელის სემასიოლოგია - «ფარული», «იდუმალი». ამონი იგივდება ჰორთან (იხ.) - ამინ-რა-გარაჰუთი), ჰაპთან (იხ.) - ზეციურ ნილოსთან (მისი პერსონიფიკაცია) ნუნთან (იხ.) - პირველქმნილ წყალთა ქაოსთა, პტახთან (იხ.) - რვა ენიადის, ანუ თავის რვა ჰიპოსტასის შემქმნელ ღმერთთან, ჰეფრისთან, სებეკთან (იხ.) - წყლისა და ნილოსის ადადების ღმერთთან, ხნუმთან (იხ.) - ნაყოფიერების ღმერთთან და ა. შ. ამონთანაა დაკავშირებული ფარაონის ღვთაებრივი წარმომავლობა, მისი გაღვთიურება ფარაონი ითვლებოდა ამონის ძედ, მის ხორციელ ემანაციად - იბადებოდა დედა-დედოფლის, ქმრის სახით მოვლენილ ამონის კავშირით (ამიტომ ეგვიპტეში ფარაონთა ხაზი დედის მხრიდან მოდიოდა). იგი თამაშობდა წამყვან როლს კორონაციულ რიტუალებსა და მისტერიებში, ე. წ. «ხებ-სედის» დღესასწაულებზე (იხ. «ხებ-სედი»). რამზეს II დიდი ფარაონად ამონის სახელით ეკურთხა და გამოცხადდა. «იგია ჭეშმარიტი ძე ჩემი ხორცისმიერი, ჩემს ტახტზე აღზევებული (ჩემგან - შემდგ.) მცველი და მპყრობელი ეგვიპტისა». იგია ფარაონის ჯართა გამარჯვებების მბოძებელი. თუთმოს III-სადმი მიმართულ ტექსტში ამონი ამბობს: «მე გაძლევ შენ ძლიერებასა და გამარჯვებას უცხო ქვეყნებზე... მე ვამხობ შენს მტრებს შენს სანდლებ ქვეშ...» ერთიანია ღმერთი და ფარაონი, ორივენი მფლობელნი და მბრუნველნი ქვეყნიერებისა. ამიტომ ამონის დაკანონებულის შეცვლა არა ეგებოდა, რაც სახელმწიფოებრივი სიძლიერისა და წესრიგის უპირველესი გარანტი გახლდათ. ამიტომ ფარაონის ხელისუფლება შეუვალი გახლდათ. ამონი იყო განსახიერება სიბრძნისა, ღმერთი ყოვლისმცოდნე ციური მცველი, მფარველი დამონებულთა (მას «მონათა ვეზირადაც» იხსენიებდნენ). მისდამი აღვლენილ ლოცვაში ნათქვამია: «დიდნი გვედრიან შენ, მცირენი გეძებენ»... «ამონ, მიაყურადე მას, ვინც უბედურია სამსჯავროზე» (იხ. «ორი ჭეშმარიტების ტაძარი»). ამონის დღესასწაულებზე ხალხის მასებს ოჩხომელზე შემდგარი ამონის ქანდაკება გამოჰქონდათ. იმ დღეს დიადი ღმერთი წინასწარმეტყველებდა თავის ნებას, ქადაგებდნენ ორაკულები - იერო - ფანტები (იხ. იხ.), წყდებოდა სადაო საკითხები... ამონის კულტი გავრცელდა კუშში - ძველ ნუბიაში, სადაც ასევე სახელმწიფოებრივი დატვირთვა მიიღო. ამონის უამრავ ადგილობრივ (კუშურ) ჰიპოსტასთა შორის მთავარი როლი ნაბატის ტაძრის ამონს ენიჭებოდა. ამ ტაძრის იეროფანტები (ორაკულები) ირჩევდნენ მეფეს, რომელიც ტაძარში გამართულკორონაციის შემდეგ ეწვეოდა ჰემპატონისა და პნუბსის ტაძრებს, სადაც, უბრალოდ, დასტურდებოდა (მტკიცდებოდა) უკვე კორონირებული მეფის არჩევანი.
ამონი (ეგვიპტ.) – 1. ეგვიპტური პანთეობის ერთ-ერთი უდიდესი ღმერთი. ამონი ანუ ამენიგაცილებით ადრინდელია ამონ-რაზე და ინდუსთა ბაალისა. 2. ჰამონი, მეუფება ცათა. ამუნ-რა იყო რა სულიერი მზე, «მზე სამართლიანობისა» და ა. შ., რამეთუ «მეუფე ღმერთი არს მზე». იგია ღმერთი საიდუმლოებათა და მისი სახელის იეროგლიფი გადაბრუნებულია (??). იგი ეზოთერიკულად პანია, მთელი ბუნება. ამდენად სამყარო და «მარადისობის მეუფებაა». ერთ-ერთი ძველი წარწერით იგი წარმონაშობია ნეიტესაგან, მაგრამ შობილი არ არის. სახელდება, როგორც თვითნაბადი რა და მისი ცეცხლოვანი თვალით შექმნა სიკეთე, როგორც სეთ-ტოფონმა თავისი თვალით – ბოროტება. როგორც ამონ-რა (ამუნი, ამენი) – სამყაროთა მეუფება, რომლებიც აღმართულია მზის ბადროზე და გამოჩნდება ცის უფსკრულში; 3. უძველესი ჰიმნი ამ სიტყვას, როგორც «ამონ-რას», და ამით ესალმება (რაღაც აკლია) «მიწის ტახტთა მპყრობელს... ჭეშმარიტების მეუფებას, ღმერთების მამას, ადამიანთა და ცხოველთა შემოქმედს, ყოფიერების მბრძანებელს, მიწის განმანათლებელს, მოცურავის სიმშვიდის ცათა შინა... მთელი გული შვებას გრძნობს შენი შემხედვარე, მბრძანებელო სიცოცხლისა, ჯანისა და ძალისა! ვეთაყვანებ შენს მშვინცას, ერთმა, რომელმაც შეგვქმნა ჩვენ»... (ბონვიკი «Eგიპტიან Bელიეფ». ამონ-რა სახელდებულია «მეუღლედ საკუთარი დედისა» და მის ძედ (იხ. ხნუმიკნოფისი)); 4. «ერთთავა» ღმერთს ებრაელები სწირავდნენ ბატკნებს. ქრისტიანული თეოლოგიის კრავი იმ ბატკანთა შენიღბული გამოძახილია. (მერე რა???)
ამონი – იუდეველთა მეფე644-642 წ. წ. ჩვ. წ-მდე. მანასეს შვილი, კერპთაყვანისმცემელი. მოკლეს მსახურებმა.
ამონი – თავიდან თებეს ადგილობრივი ღვთაება, მოგვიანებით ეგვიპტის უმაღლსი ღმერთი. ბერძებმა გააიგივეს ზევსთან (ანალოგიურად , რომში – იუპიტერთან). იუპიტერ ამონელის ორაკული სივას (?) ოაზისში ღმერთ ხნუმის სინბოლოთი – ვერძის რქებით.
ამონი, ამონ-რე, ამონ-რა, ამანა, ამენი (Ammon, Amun – «დამალული») – ფარაონთა და ღმერთების მეფე. «ქ. თებეს ღვთაება». ადიდებენ, როგორც მზის ღმერთს. ძვ. წ. XVI ს-დან ეგვიპტის ერთიან უზენაეს ღვთაებად იქცა ამონ-რას სახელით. («ამონ-მზე»). აუგეს ტაძარი თებეში, ქ. ამონიუმში, რომელიც მემფისიდან 12 დღის სავალზეა – ლიბიის უდაბნოში. გამოისახება ტახტზე მჯდომარე, მარჯვენა ხელში სკიპტრით, მარცხენაში – ჯვრით – რაც სიცოცხლის სიმბოოა. საბერძნეთში იქცა ამონ-ზევსად, რომში – ამონ-იუპიტერად. ამინის სიმბოლოა ვერძი – ამიტომ ხშირად გამოისახება ვერძის თავით და ზევსის ტანით. (ზოგჯერ ბატის თავითაც). ამონ-რას მღვიმე-ტაძარი ნილოსის კლდოვან სანაპიროზეა გამოკვეთილი.
ამონიოს საკა (Aმმონიოს შაკკას) (მებარგული) – ალექსანდრიელი ფილოსოფოსი, 175-242 წ. წ. ნეოპლატონიზმს დაუდო სათავე. ლექციებს კითხულობდა ზეპირად. ალექსანდრიაში მისი ყველაზე გამოჩენილი მოწაფეა პლეტინე.
ამონიოს საკასი (Aმმონიოს საკკას) – (დაახლ. 175 დაახლ. 242 წ. წ.) გამოჩენილი ალექსანდრიელი ფილოსოფოსი, ფილალეტელთა ნეოპლატონური სკოლის დამაარსებელი (იგივე «ჭეშმარიტების მოყვარულთა»). დაიბადა ღარიბი ქრისტიანის ოჯახში. გამოირჩეოდა თავისი ღვთაებრივი სიკეთით. ამის გამო იწოდებოდა თეოდიდაქტოსად, «სწავლების ღმერთად». იგი ეთაყვანებოდა ყოველივეს კარგს ქრისტიანობაში, მაგრამ მალე განუდგა ქრისტიანიზმს და ეკლესიას, რადგან ვერაფერი აღმოაჩინა უკეთესი, ვინემ უფრო ძველ რელიგიებში. (მისი პრობლემაა!!! შუტკა)
ამონის ტაძარი - იხ. იხ. კარნაკის სატაძრო კომპლექსი, ლუქსორის სატაძრო კომპლექსი.
ამონის ტაძარი კარნაკში - ზემო ეგვიპტის ნაწილის (Нил) მარცხენა სანაპიროზე მდებარე პატარა ქალაქის ლუქსორი (Луксор) საქვეყნოდ ცნობილი გახდა იმით, რომ ქალაქის შუაგულში განთავსებულია ძველი ეგვიპტის ქალაქი თებე (Фив). რომლის დიდება მთელ ანტიკურ სამყაროში ქუხდა. ერთ დროს თებე ძველი ეგვიპტის დედაქალაქს წარმოადგენდა. ეგვიპტელები მას უასეტს (Уасет) უწოდებდნენ. ბიბლიაში იგი მოხსენიებულია ნო-ს (Но) სახელწოდებით. ჰომეროსი კი «ილიადაში» «ასჭიშკრიან თებეს» უწოდებენ. ჩვ. წ-მდე XV ს-ში თებეში, «ახალი მეფობის» პერიოდში (Нового царства) «ოქროს ხანა» დადგა. XVIII დინასტიის ფარაონებმა ქალაქი თებე აქციეს ისეთ ქალაქად, რომლის დიდებამ «მთელი სამყარო დაიპყრო». ამ პერიოდში ეგვიპტეში შეიქმნა კარნაკისა და ლუქსორის დიდი და სახელგანთქმული ტაძრების ანსამბლი. ორივე ტაძარი თავისი მასშტაბებით ისეთ ტაძრებზე უფრო დიდი იყო როგორიცაა: წმნიდა პეტრეს ტაძრის ანსამბლი როეში, პარიზის ღვთისმშობლის ან წმინდა პავლეს ეკლესია ლონდონში. კარნაკეს ტაძარი თავისი ჭიშკრებით, შიდა კარებით და დარბაზებით, უთვალავი სვეტებით, ქანდაკებებითა და ობელისკებით - წარმოადგენს ძველი ეგვიპტის უნმიშვნელოვანეს სატაძრო კომპლექსს. მას ერქვა იპეტ-სუტი (Ипет-сут) და დიდი ხნის განმავლობაში ოფიციალურ ტაძრად ითვლებოდა. «ახალი მეფობის» პერიოდში ყველა ფარაონი თავის მოვალეობად თვლიდნენ ქვეყნის მთავარი ტაძრის მოწყობას და გალამაზებას, რომლისთვისაც იზიდავდნენ ეგვიპტის ყველაზე საუკეთესო ხუროთმოძღვრებს, მოქანდაკეებს და მხატვრებს. კარნაკეს ტაძარი მიეძღვნა ღმერთს ამონას (Амона) - «ახალი მეფობის» პერიოდში ის იყო აღიარებული როგორც მზის ღმერთის - რას იპოსტარი. ამონა-რას «ყველა ღმერთების ღმერთის» საპატივცემულოდ იმ პერიოდში იქმნებოდა ჰიმნები და შენდებოდა უდიდესი ტაძრები. კარნაკეს ამონის ტაზარი არის გრანდიოზული არქიტექტურული კომპლექსი, რომელიც ასი წლის განმავლობაში, ფარაონთა რამოდენიმე თაობის მეფობის პერიოდში შენდებოდა. «ახალი მეფობის» დასაწყისში ამპნას პატარა ტაძარი უკვე არსებობდა. ფარაომნა იაპმოს I (Яхмос I) ტაძარი მორთო კედარის სვეტებით, ძვირფასი საეკლესიო ნივთებით - კეთილსურნელებისთვის ლარნაკებით, ჭურჭლებით და საკურთხევლებით, რომელიც დამუშავებული იყო ვარდისფერი გრანიტით, ფირუზით, მალაქიტით, ოქროთი და ვერცხლით. ტუტმოს I (Тутмос I) მმართველობის პერიოდში აქ მსხვილი მშენებლობა დაიწყო. ტაძრის გადაკეთებას ხელმძღვანელობდა ძელი ეგვიპტის გაოჩენილი ხუროთმოძრვარი ინენი (Инен). მაგრამ მის მიერ აშენებულმა მონუმენტურმა სვეტებიანმა დარბაზმა ჩვენამდე არ მოაღწია - იგი შემდგომი გადაკეთებების შედეგად საბოლოოდ დაინგრა. XVIII დინასტიის ფარაონების მეფობის პერიოდში ანუ ტუტმოს I მემკვიდრეობის პერიოდში კარნაკში ტაძარი შენდებოდა და ფართოვდებოდა. მეფე ხატშეპსუტის (царица Хатшепсут) მეფობის პერიოდში ტაძართან დაკავშირებით დიდი სამუშაოები დაიწყო. მისი ბრძანებით დაშალეს სვეტებიანი დარბაზი და მის ადგილას წამოჭიმეს 30 მ. სიმაღლის «მეფე ხატშეპსუტის ობელისკი», რომელიც გამოქანდაკებული იყო ასუანის (Асуанского) გრანიტით. ხატშეპსუტის მემკვიდრის ტუტმოს II-ის ბრძანებით მთელი ტაძარი დაანგრიეს და მის ადგილზე ააშენეს ახალი, რომლის ერთ-ერთი დარბაზი «ანალების დარბაზი» (Зал Анналов). მიუხედავად იმისა, რომ დღეს ტაძარი ნანგრევებშია, მაინც კოლოსალურ შთაბეჭდილებას ახდენს. ამონას ტაძარი წარმოადგენს აზიდულ მართკუთხედს, მას ვეებერთელა კედელი არტყია და მის კართან ნილის და ლუქსორის მხრიდან ორი გზა მიდის. ამ ორ მხარეს არის ცხვრისთავიანი სფინქსები (ცხვარი ღმერთ ამონის სიმბოლოა) ორ რიგად. ტაზრის შიგნითა მხარესა და მის ტერიტორიაზე შეიძლება მოხვდეთ ათი კარ-პილონით, რომელიც ტაძრის მშენებლობის თავისებურ ისტორიულ ეტაპებს წარმოადგენს. თითოეული მათგანი სხვადასხვა ფარაონის პერიოდშია აგებული. მთავარი ტაძრის ცენტრალური პილონი 44 მეტრის სიმაღლისაა, სიგანე 113 მ. ხოლო სისქე 15 მ-ს შეადგენს. მის უკან განლაგებულია კოლონადებით შემოსაზღვრული ეზო. ფარაონ ხორემხებეს (Хоремхебе) მეფობის პერიოდში დაიწყო ჰიპოსტალური (Гипостильный) დარბაზის მშენებლობა, რომელიც საბოლოოდ XIX დინასტიის ფარაონების - სეტი I-სა (Сети I) და რამზეს II-ს (Рамсес II) პერიოდში მიაღწია. დარბაზის ფართობი 5000 კვ.მ., სიმაღლე 24 მ. სახურავი 16 რიგ კოლოსალურ სვეტს ეკავა. სულ იყო 134 სვეტი და ყველაზე მაღალი 20,4 მ., ხოლო ყველაზე დაბალი 3,57 მ. ცენტრალური კაპიტელებიანი ნეფის (Нефа) დაშლილი პაპირუსის მოყვანილობის სვეტები 19 სმ. აღწევდა, ხოლო გვერდითა შესასვლელები, რომელსაც გაუშლელი პაპირუსის მოყვანილობა ჰქონდა - 14,7 მ. აღწევდა. «ანალების დარბაზის» სვეტები დაგვირგვინებულია ან ლოტოსის ან პაპირუსის ყვავილებით. ეს იყო ძველი ეგვიპტის ჰერალდიკური ემბლემები. პაპირუსი ითვლებოდა ქვედა ეგვიპტის სიმბოლოდ, ხოლო ლოტოსი ზედა ეგვიპტის. ჰიპოსტალური დარბაზის კედლები და სვეტები მაღალ მთლიანად დაფარული იყო ყვავილებით და მთლიანი ფართობი 24,3 ათასი კვ.მ-ა. დიდ ჰიპოსტალურ დარბაზში იდგა მეფეების მონოლითური ქანდაკებები. მათ შორის იყო რამზეს II დიდისა და მისი ცოლის ნეფერტარის (Нефертар) ქანდაკება. ამონის ტაძარს კარნაკეში ხშირად უწოდებენ «ეგვიპტის ქვის არქივს». ტაძრის კედლებზე, პილონებზე, სვეტებზე გამოსახული წარწერები გვაუწყებენ ახალი მეფობის პერიოდის ისტორიას. ტაძრის სამხრეთით მდებარეობს წმინდა ტბა - თავისი ნავმისადგომებით. მის ნაპირს წელიწადში ორჯერ ადგებოდა წმინდა ნავები, რომელზეც იდო ღმერთების დიადი ტრიადას - მზის ღმერთის ამონი-რას, მისი მეუღლის ცის ქალღმერთის მუტის (ნუტის) (Мут (Нут)) და მათი შვილის მთვარის ღმერთის ხონსუს (Хонсу) ქანდაკებებია.
ამონის ტაძარი ლექსორში – (იხ.)
ამონის ტაძარი ლუქსორში - ლუქსორის ტაძარი განლაგებულია კარნაკეს ამონის ტაძრიდან 3 კმ. სამხრეთით. იგი მართალია შედარებით პატარაა, მაგრამ ისეთივე შთამბეჭდავი და სახელგანთქმულია როგორც ამონის ტაძარი. ეს ტაძარიც ამონის ღმერთს მიეძღვნა. ლუქსორის ტაძარი - თავისი სხვადასხვა ისტორიული ეპოქების სინთეზითა და სხვადასხვა მმართველების მოღვაწოებით რთულ არქიტექტურულ ანსამბლს წარმოადგენს. არქიტექტურულ გადაკეთებებში მფლობელების ძალაუფლებისათვის ბრძოლა, ახალი რელიგიის დამკვიდრება და ეგვიპტის ისტორიის სხვადასხვა მოვლენები ისახება. ტაძრის საერთო ანსამბლში ჩართულია ალექსანდრე მაკედონელის ტაძარი, რომელიც ეგვიპტელებში გაღმერთება და თავის ამონის შვილად გამოცხადება მოიპოვა. აქვეა ჩვენი ეპოქის I ს-ის ქრისტიანული ეკლესია. ეგვიპტის არაბების მიერ დაპყრობის შემდეგ ლუქსორის ტაძრის ისლამური რელიგიის კვალიც დაეტყო. ტაძრის სახურავზე დღესაც ჩანს აბუ-ელ-ჰაგატის (Абу-эль-Хагат)მუსლიმანური მეჩეთი. როცა ეს მეჩეთი შენდებოდა, ტაძარი ნახევრად ქვიშაში იყო ჩამარხული და მეჩეთის ფუნდამენტად მისი ზემოთა ნაწილი იქნა გამოყენებული. დღეს ტაძარი ქვიშისგან გამოწმენდილია და მეჩეთი ტაძარზე დაშენებულად ჩანს. ლუქსორის ტაძარს მართკუთხედის ფორმა აქვს და ორიენტირებულია ჩრდილოეთიდან სამხრეთით ნილის (Нил) სანაპიროზე. მთავარი შენობის სიგრძე 190 მეტრია. ორმაგი რიგის პაპირუსის კონის მსგავსი სვეტები, რომელიც საზღვრავს ფართო ღია ეზოს, 20 მეტრი სიმაღლისაა, ეზოს ფართობი - 45?51 მეტრია. გიგანტური კოლონადები - ლუქსორის ტაძრის დამახასიათებელი თავისებურებაა. ტაძრის ცხრა დარბაზში განთავსებულია 41 სვეტი, ვესტიბიულში - 64, ხოლო ცენტრალურ კოლონადაში კი - 14. მთლიანად ტაძარში კი 151 სვეტია. ეს ყველაფერი განსაკუთრებულ მონუმენტურობას ანიჭებს. ტაძრის კედლებზე შემორჩა ამენხოტეპ III-ის (Аменхотеп) ცხოვრების ამსახველი მრავალრიცხოვანი რელიეფი. ფარაონ რამზეს II დიდის მეფობის პერიოდში ხუროთმოძღვარმა ბეკენხონსემ (Бекенхонсу) მნიშვნელოვნად გააფართოვა ლუქსორის ტაძარი. აიგო ახალი პილონი, რომლის წინ იდგა რამზეს II-ის ექვსი ქანდაკება - მათგან ოთხი ვარდისფერი გრანიტისა იყო და ფეხზე მდგარი ფარაონი იყო აღბეჭდილი, ხოლო ორი შავი გრანიტისა და მჯდომარე ფარაონი იყო აღბეჭდილი. იმავე პერიოდშივეა აგებული ეზოს 74 სვეტებიანი კოლონადები. გრანიტის ორი ობელისკი XIX ს-ში გატანილი იქნა საფრანგეთში და პარიზის თანხმობის მოედანზე დგას.
ამონიტები (ლათ. ამონიტუს (?)) – თავფეხიანი მოლუსკები. ჰქონდათ დისკოსებრი ფორმის დახვეული ««სახლ-ნიჟარები, რომლითაც ვერტიკალურ მდგომარეობაში ცურავდნენ. ჰქონდათ საცეცები (ფეხები) თავთან (აქედან სახელწოდებაც – თავფეხიანები), რომლითაც საკვებს მოიპოვებდნენ. ნიეკუთვნებიან გადაშენებულ ზღვის ცხოველებს. საქართველოში აღმოჩენილია ადრეულ ფაუნისტურ ნაშთებში. ეს ნაშთები იურული პერიოდისაა (135-185 მლნ. წლებს შუა).
ამონიტები – ნაუტილუსის მონათესავე ზღვის ბინადარი ცარცული პერიოდიდან. არსებობენ ამჟამადაც.
ამონიტელები – ხალხი, რომლებიც წარმოდგნენ ლოთის უმცროსი ქალიშვილისაგან. მდ. იორდანეს აღმოსავლეთ სანაპიროზე. დიდხანს ებრძოდნენ ებრაელებს. ამოწყვიტეს არაბებმა.
ამონ-რას ტაძარიკარნაკში – (იხ.)
ამოქსენია (ლათ. ანოხაენია) – ჟანგბადის უკმარისობა სისხლში.
ამორალიზმი (ა უარყ. ნაწილაკი და მორალის ზნეობრივი (ე. ი. არაზნეობრივი)) – შეგნებულად უარის თქმა ყოველგვარ ზნეობის კანონებზე, ყოველგვარ მორალზე.
ამორალიზმი (ბერძ. ა – უარყოფითი ნაწილაკი და ლათ. მორალის – ზნეობრივი) – მორალური პრინციპი, რომელიც ამკვიდრებს ნიჰილისტურ დამოკიდებულებას ორალის საზოგადოებრივი და პირველ რიგში ზოგადსაკაცობრიო, ნორმებისადმი და ამკვიდრებს უზნეობის კანონიერი გზებით პიროვნების ქცევის უზნეობას. ა-ს გამოვლინების ფორმები მრავალნაირია. ეს შეიძლება იყოს ღია ცინიზმი, კაცთმოძულეობა, სრული უპრინციპობა ეგოისტური ინტერესების განხორციელებისას (ეგოიზმი) ანდა პირიქით, ფსევდოჰუმანური შემწყნარებლობა და მორჩილება სხვათა დანაშაულებრივი ქმედებების მიმართ. ა-ს უნდა მივაკუთვნოთ ასევე აღიარება კანონიერად ნებისმიერი, მათ შორის უზნეო, საშუალებათა გამოყენება, ვითომცდა მორალური მიზნების მისაღწევად (იეზუიტიზმი, მაკიაველიზმი, მიზანი და საშუალება), კერძოდ, ულმობლობის (ფანატიზმი), დემაგოგიის. და ბოლოს ა-მ შეიძლება გამოხატოს ინდივიდუალისტურად განწყობილი პიროვნების უკიდურესი ნიჰილიზმის პოზიცია, რომელიც პროტესტს გამოხატავს გაბატონებული მორალის ფარისევლობის წინააღმდეგ ანარქიული ჯანყის ფორმით. ამ სახის ა-ს, რომელსაც საერთო არაფერი აქვს გაცვეთილი მორალის რევოლუციურ უარყოფასთან, მივყავართ უზნეობის ფაქტიურ გამართლებასთან. ა-ს პრინციპი თეორიულადარაერთგზის დაუსაბუთებიათ ეთიკის ისტორიაში (ვოლუნტარიზმი, სკეპტიციზმი, რელატივიზმი). ძველ საბერძნეთში ა-ს ელემენტები შეგვიძლია ვნახოთ კინიკებისა და ზოგიერთი მოგვიანო ხანის სოფისტების მორალურ მოძღვრებებში. თანამედროვე ბურჟუაზიულ ეთიკაში ა-ს ღიად მქადაგებლები არიან ნიცშე, შემდგომ ლ. კლაგესი, ბოლოს კი ფაშიზმის იდეოლოგები ჯ. ჯენტილე და ა. როზენბერგი. ა-ს მოტივები არსებობენ ნეოპროტესტანტიზმის, ემოტივიზმის (ნეოპოზიტივიზმი), «ჰუმანისტური» ეთიკისა და სხვა ბურჟუაზიული თეორიების ეთიკურ მოძღვრებებში. ა. ქცევაში, გონება-განწყობილებასა და თეორიაში განსაკუთრებით ვრცელდება ამა თუ იმ საზოგადოების კრიზისებისა და დაკნინება-დაცემის ხანაში (მაგ. ა-ს განვითარება დასავლეთში თანამედროვე პირობებში დაკავშირებულია კაპიტალიზმის საერთო კრიზისთან და უპირველესად კი თანამედროვე ბურჟუაზიული კულტურის კრიზისთან.
ამორეველები – დასავლეთსემიტური წარმოშობის სხვადასხვა მომთაბარე ტომები (ძვ. ქანაანელები). ჩვ. წ-მდე III ათასწლეულისათვის ცხოვრობდნენ გამაგრებულ ციხე-კოშკებში, რომლის ცენტრში იდგა ტაძარი, ორმწკრივი წრიული ბოძებით და მმართველთა რეზიდენციებით, რომელთა ირგვლივ განლაგებული იყო თიხის ან აგურის ორსართულიანი სახლები. მის ღია ან გისოსებიან მაღლივ გალერეებში ცხოვრობდნენ სახლის მეპატრონეები, ქვედა, ქვის ნაწილში, ინახავდნენ პროდუქტებს და ჰყავდათ თევზები... (იხ. პალესტინა, პალესტინელები; ქანაანი, ქანაანელები). ქანაანურ-ამორეველთა ჯგუფის ხალხებს ჰქონდათ საერთო მითოწარმოდგენები. მათი სატაძრო არქტექტურა ნაზავი იყო მესოპოტამიური და ეგვიპტური ტრადიციებისა. ტაძარში ღვთაების ან შესასვლელის წინ აღმართული იყო ქვის სტელები ან ანძურები, სამხრეთის კედლის წინ კი – საკურთხეველი; კედლებთან – მერხები. ქანაანურ-ამორევული არქიტექტურის ტიპური ნიმუშია ჰებრონიდან დასავლეთით, ორ კილომეტრში მდებარე დაჰიშის ტაძარი. ღმერთთა თაყვანისცემის ადგილებად არა მხოლოდ ტაძრები, არამედ საკულტო მაღლობები, წმიდა კორომები, ხეობები, კლდეთა ნაპრალები. ღმერთთა და ღვთაებათა ქანდაკებებს აკეთებდნენ ქვისგან, ბრინჯაოსგან, ხისგან. ძველი მხატვარ-მოქანდაკეები ღვთაებებს მრისხანე, შემაძრჭუნებელ სახეებში, ხოლო მშობიარობისა და ნაყოფიერების ქალღვთაებებს შიშვლებს გამოხატავდნენ. ფართო გავრცელება ჰპოვეს გამომწვარი თიხის (ტერაკოტულმა) ღვთაებათა კერპებმა (დაწვრილებით იხ. პალესტინის კულტურა, შუამდინარული კულტურები). ქანაანურ-ამორეული მოსახლეობა იყენებდა ლურსმნულ დამწერლობას (იხ. ლურსმნული დამწერლობა). ზოგი მკვლევარი ისრაელიანებს ამორეველ-გუთიელთაგან წარმომდგარ ხალხად მიიჩნევენ.
ამორეველები – ერთ-ერთ სემიტურ ენაზე მოლაპარაკე ხალხი. ჩვ. წ-მდე II ათასწლეულში მოსახლეობდნენ სირიაში. ამ ხალხს დასაბამი მისცა ამურუმ (იხ.).
ამორეველები – იხ. არშუ (უგარითულ-ფინიკიურ. მით) – ფინიკიური მითოლოგიის პერსონაჟი. ბალუსა (იხ.) და იამუს (იხ.) დაპირისპირებისას, როცა ანათს (იხ.) თავისი შეყვარებულის, ბალუს მხარე ეჭირა, განგმირა არშუ.
ამორეველები, ამორიტელები, ამორა – ქანაანის მოსახლეობა ებრაელების აქ მოსვლამდე.
ამორეველთა მითოლოგია – იხ. ქანაანურ-ამორეული ჯგუფის ხალხთა მითოლოგია.
ამორევოლე – მუსიკალური ტერმინი, რომელიც მიუთითებს, რომ უნდა შესრულდეს ვნებით, ალერსიანად, ნაზად.
ამორფული - ნაკლებად გამოკვეთილი, არათვალნათლივი.
ამორფული (ლათ. გეოლოგ. Aphanite) – (ლათ. გეოლოგ. Amorphous) – ტერმინი იხმარება მინერალთა ან ქანთა აღსანიშნავად, რომელთაც არა აქვთ გამოკვეთილი კრისტალური სტრუქტურა და ატომთა მოწესრიგებული განლაგება.
ამორტიზაცია ფრანგ. – კერძო პირების უძრავი ქონების გადასვლა ეკლესიის ხელში.
ამოს წინასწარმეტყველი - მეოთხე მცირე წინასწარმეტყველთა შორის. თევოაპელი მეცხვარე: «ამოსის, თევოაპიელი მწყემსის სიტყვები, რომლებიც იხილა მან ისრაელის გამო იუდას ყუბიას დროს და ისრაელის მეფის იერობოამ იოაშის ძის დროს, მიწისძვრამდე 2 წლის ადრე» (ამოს წინასწარმეტყველება 1,1). როგორც ჩანს ამოსი ცხოვრობდა და წინასწარმეტყველებდა სადღაც 782-753 წლებს შორის ჩვ. წ-მდე (ამ დროს ცხოვრობდა ისრაელში მეფობდა იერობოამ II), ზოგი ვერსიით 775-750 წ. წ-ში. იგი იყო თანამედროვე წინასწარმეტყველ ოსიასი, ზაქარიასი, იოველისა, ესაიასი და მიქასი. მღვდელმა ამაციამ (796-767(?) წ. წ.) ბეთ-ელიდან (ბეთლემიდან) მას მეფესთან იერობოამ II-სთან უჩივლა, უთხრა: «ამოსი ხალხს აშფოთებს ისრაელიანთა შორის შენს წინააღმდეგ»-ო. თან დაუმატა... «ასე მაბობს ამოსი: მახვილით მოკვდება იეროაბამი და ტყვედ წავაო ისრაელი თავისი ქვეყნიდან»-ო (ამოსი 7,11). ამაციას სურდა ამოსი იუდინთა მიწაზე გაეძევებინათ და იქ ექადაგნა და არა ბეთ-ელში, რამეთუ ბეთ-ელი მეფის საწმიდარი და მეფეთა სახლი გახლდათ, რათქმა უნდა, უფლის სახელიც (იხ. ბეთ-ელი, ბეთლები). ამოსმა ასე შეუთვალა: «მიუგო ამოსმა ამაციას და უთხრა: მე არც წინასწარმეტყველი ვარ და არც წინასწარმეტყველის შვილი, მწყემსი ვარ მე და ლეღვის მომყვანი; წამიყვანა უფალმა ფარიდან და მითხრა უფალმა, წადი, უწინასწარმეტყველე ჩემს ერს, ისრაელსო» (ამოსი, 7,14-15). ამოსი, ფაქტიურად ის წინასწარმეტყველია, ვისითაც იწყება «წიგნიერი», ანუ წერილობითი წინასწარმეტყველებანი, ამოსისა და მისი თანამედროვე თუ შემდგომი პერიოდის წინასწარმეტYველთა ქადაგებები შესულია ბიბლიაში და ატარებენ მათსავე სახელებს. ამოსის წინასწარმეტყველებანი 9 თავისაგან შედგება. დაწერილია სადა, მხატვრული ენით, არის ალეგორიები. არქიმანდრიტ ნიკიფორეს «ბიბლიურ ენციკლოპედიაში» იგი «პოეტ-წინასწარმეტყველადაც» კია მოხსენიებული.
ამოსი (ბიბლ.) – ბიბლიური წმინდანი. ცხოვრობდა დაახლ. ჩვ. წ-მდე III ს-ის I ნახევარში. იგი იყო მწყემსი. იერუსალიმიდან 25 კმ-ით დაშორებულ ქ. თეკოადან (?) ...... მისით იწყება მოგვიანო ხანა, ანუ «წიგნიერ»წინასწარმეტყველთა თაობა. მისი წინასწარმეტყველებები, მისივე სახელის მქონე წიგნებშია გადმოცემული. მისი წინასწარმეტყველებები, მიმართული ისრაელიანთა მიმართ, დაახლოებით ცვ. წ-მდე 775-750 წ.წ-ს შორის უნდა შემდგარიყო. იგი აფრთხილებდა ებრაელებს, ნუ იქნებოდნენ იმის იმედად, რომ ისინი უფლის რჩეული ხალხი იყო და ამიტომ არც უნდა ეზღოთ თავიანთ ცოდვათა გამო. (იხ. 3:2)ერთგულება და თავდადება სამართლიანობისადმი – მის წინასწარმეტტყველებათა მთავარი მოტივია, თუმცა იუდაიზმის ისტორიის საწიერიდან ის არის, რომ ამოსი იყო პირველი, ვინც თავის ქადაგებათა ფიქსაცია მოახდინა. უდავოა, რომ «ახალ აღთქმაში» მესიის ქადაგება «აქლემზე, რომელიც ნემსის ყუნწში ვერ გაძვრება», დასაბამს ამოსის წიბასწარმეტყველებათა წიგნიდან იღებს.
ამოსი – ერთ-ერთი მცირე წინასწარმეტყველი, მწყემსი იყო, ცხოვრობდა ოზიასა და იერობეას დროს. გმობდა სიმდიდრეს და უკანონობას. წინასწარმეტყველებდა ღვთის განკითხვის დღეზე.
ამოზნექილი ბეჭდვის გრავიურა – დაფის ზედაპირიდან ამომტვრევის ან ამოჭრის მეშვეობით სცილდება ის ადგილები, რომლებიც ქაღალდზე უნდა გამოვიდეს თეთრად და პირიქით, ხელუხლებლად რჩება ქაღალდზე აღნიშნული ხაზები დასიბრტყეები. დაფაზე ისინი ქმნიან ამოზნექილ რელიეფს. ამ სახის გრავიურაში შედის ხეზე და ლინოლეუმზე გრავირება. ცნობილია აგრეთვე მაღალი გრავირება ლითონზე.
ამპელიუსი (Ampelius), ლუციუსი – რომაელი მწერალი II ს.
ამპელოსი (ყურძენი, აკიდო) – დიონისეს მეგობარი ჭაბუკი. ღმერთმა თანავარსკვლავედად აქცია.
ამპიკიდი (კიდე) – ამპიკეს ძე, მისანი მოფსოსი, არგონავტი.
ამპიქსი (Ampyx) – ფერია ქლორიდას მეუღლე, მოფსოსის მაა.
ამპირი (ფრანგ. ემპირე – იმპერია) – გვიანდელი კლასიციზმის ხანის (XIX ს.) დას. ევროპის არქიტექტურასა და გამოყენებით ხელოვნებაში გაბატონებული სტილი. გავრცელდა საფრანგეთსა და დას. ევროპის სხვა ქვეყნებში. ამპირის არქიტექტურა იყენებდა ძვ. რომისა და ეგვიპტური ხუროთმოძღვრების მონუმენტურ ფორმებს, ტრიუმფალური თაღების, მემორიალური სვეტების და მასიურ პორტიკების მოტივებს. ამპირის არქიტექტურას განეკუთვნება პარიზის ტრიუმფალური თაღები ვარსკვლავის მოედანზე 1806-1836 წ.წ. კარუსელის მოედანზე 1806 წელს, მადლენის ეკლესია 1807 წ. და სხვ.
ამპირი – მხატვრული სტილი, რომელიც ჩამოყალიბდა ანტიკურობის მიბაძვით საფრანგეთში I რესპუბლიკის დასასრულს. XIX ს-ის შუა წლებში გავრცელდა დასავლეთ ევროპასა და რუსეთში. არქიტექტურაში ხასიათდება ტრიუმფალური თაღებით, სვეტებიანი მონუმენტური ნაგებობებით, ნაძერწი მორთულობებით. ოსტატობის მაღალი დონე გამოვლინდა ფრანგული გამოყენებითი ხელოვნების საუკეთესო ნიმუშებში, განსაკუთრებით ავეჯსა და ლითონის (ბრინჯაო, სპილენძი) ნაკეთობებში, რომლებიც სტილიზებული სახით წარმოსახავდნენ ანტიკურ მოწყობილობას.
ამპლუა – აქტიორი, რომელსაც გააჩნია როლების განსაზღვრული სახეობა; მაგ: საყვარლის, გულუბრყვილოს, არლეკინის, სმერალდინისა და სხვათა და სხვათა ამპლუა, უძველეს საბერძნეთში ტრაგედიისა და კომედიის გამოჩენამ აქტიორები დაჰყო ტრაგიკოს და კომიკოს აქტიორებად. განსაზღვრული ამპლუას ჩარჩოებში მომწყვდეული აქტიორის ვიწრო სპეციალიზირებამ საბოლოოდ მიიყვანა იგი შემოქმედებით შტამპამდე. მოსკოვის სამხატვრო თეატრმა დაარღვია ამპლუაზე ტრადიციული შეხედულება, საბჭოთა მსახიობები ასრულებდნენ სხვადასხვა როლებს მათი ნიჭის შესაბამისად.
ამპლუა, ფრანგ. – როლების ხასიათი, რომლებსაც ასრულებენ მსახიობები (მოხუცების, რეზონიორების ა.).
ამპულა (ლათ. ამპულლა) – მილისებური ორგანოს გაფართოებული ნაწილი – სათესლე ბაგირაკის, სათესლე მილის (შუშის)
ამპულა – კათოლიკურ ეკლესიაში ჭურჭელი წმ. მირონისათვის, Lad caince ampoule, რეიმსში იყენებდნენ ფრანგი მეფეების მეფედკურთხევის დროს.
ამპულიტი (ლათ. ამპულლიტის) – თესლგამომყოფი სადინარის ანთება.
ამპუტაცია (ლათ. ამპუტატიო) – მოჭრა, მოკვეთა; ქირურგიული ჩარევით რომელიმე ორგანოს ან კიდურის სრული ან ნაწილობრივ მოკვეთა (ამოკვეთა).
ამრ იბნ ქუსლუმი არაბი პოეტი. დაბადების ადგილი უცნობია. გარდაცვლილა 600 წ-ს. იყო თაღლიბის ძლიერი ტომის დიდგვაროვანი ოჯახიდან. არაბთა ფილოლოგიური ტრადიცია ამრ იბნ ქუსლუმისა და ალ-ჰარის იბნ ჰილიმის კასილებს ერთმანეთს უკავშირებს. ერთ-ერთი გადმოცემის მიხედვით ამ ორ პოეტს თავიანთი კასილები სამედიატოროდ ჰირის მეფის ამრ იბნ ჰინდის (554-564 წ. წ.) წინაშე წაუკითხავთ. ორივე ორივე ნაწარმოები თაღლიბისა და დაქრის ტომებს შორის ატეხილ შუღლს ეხება. ეს შუღლი მონათესავე ტომებს შორის, ცნობილია «ბასურის აქლემის გამო ატეხილი ომის» «ან ორმოცწლიანი ომის» სახელით (იხ. «აქლემის ომი»). ქუსლუმს თავისი კასილით ბაქრელებთან ერთად მეფე ჰინდიც განუქიქებია. ეს ნაწილი, არაბ ფილოლოგთა აზრით, ქუსლუნს ჰინდის მკვლელობის შემდეგ უნდა შეეთხზა და წაუკითხავს არა მეფის სამსჯავროზე, არამედ უქაბის (იხ.) ბაზრობაზე. გადმოცემის მიხედვით პოეტ ქუსლუმს მოუკლავს ამრ იბნ ჰინდი. მას შეურაცხყოფად მიუღია მეფის დედის თხოვნა, თავის დედას, დიდებული თავადიშვილს, ქულაიბის ძმის მუჰალ ას-ჰილის ასულს, ლეილას მომსახურებოდა – მისთვის კერძი მიეწოდებინა. ქუსლუმი წამოჭრილა, მეფე განუგმირავს და სასჯელის შიშით სასწრაფოდ გაქცეულა.