გაკვეთილი მეთერთმეტე

 

 წერის რეჟიმი სიტყვის გამეორებით, შრიფტები, ენებზე გადართვა, რუსული ასოების და სასვენი ნიშნების (რუსული ტექსტის აკრეფისას) განლაგება კლავიატურაზე.

 

    ახლა დავუბრუნდეთ წერის რეჟიმს და წავიწიოთ უფრო წინ. ზოგიერთ მომხმარებელს მოსწონს წერის ისეთი რეჟიმი, როცა კომპიუტერი იმეორებს ბოლო აკრეფილ სიტყვას. ამ რეჟიმის ჩართვა და გამორთვა ხდება ღილაკთა კომბინაციით: ალტ + შიფტ + ტილდა. ტილდა მოთავსებულია ესკეიპ ღილაკის ქვემოთ და ტაბ ღილაკის ზემოთ. ისევე როგორც წიგნები იბეჭდება სხვადასხვა შრიფტით, ასევე ჩვენც შეგვიძლია ჩვენი ტექსტი ავკრიფოთ სხვადასხვა შრიფტით. შრიფტების ნუსხა გამოიძახება კონტროლ +ე ასოს ღილაკი. გამოდის შრიფტების სია. ისრების დახმარებით შეგვიძლია ავირჩიოთ სასურველი და დავადასტუროთ ენტერით. შრიფტის მოსაძებნად შეგვიძლია გამოვიყენოთ საძიებო ფანჯარაც. ფანჯარაში ზუსტად უნდა ჩაიწეროს შრიფტის დასახელება. ამიტომ აქ მოვიყვან უფრო ხშირად ხმარებული შრიფტების ზუსტ სახელწოდებებს:

 

შრიფტები.

AcadNusx Geo

AcadMtavr

AcadNusx

Andalus

Arial

Arial Baltic

Arial Black

Arial CE

Arial Cyr

Arial Unicode MS

Avaza Mtavruli SP

Baltica

Calibri

Chveul

ChveuMtavr

ChveuNusx

Courier

Dumba Mtavr

Dumba Nusx

Geo Dumbadze

Geo Kolkheti

Geo Literaturuly

Geo Mrgvlovani

Geo Dumba

Geo-DumbaMtavr

Geo-LitNusx

GeoMTAV

LitNusx

Sylfaen

Times New Roman

Times New Baltic

Times New CE

Times New Cyr

Times New Geo

 

 

    შრიფტების არჩევის დროს აუცილებლად უნდა ვიცოდეთ შემდეგი: პროგრამა ბუ საშუალებას იძლევა ტექსტი ავკრიფოთ არა მარტო ქართულად, არამედ რუსულად და ინგლისურადაც ან ერთიდაიგივე ფაილში გამოვიყენოთ როგორც ქართული, ასევე კირილიცა და ლათინური ასოები. ისრების გამოყენებით შრიფტის არჩევისას, ერთი შრიფტიდან მეორეზე გადასვლის მომენტში უკვე აკრეფილ ფაილში შრიფტი მთლიანად იცვლება. დიდი ტექსტის შემთხვევაში შეცვლას სჭირდება გარკვეული დრო, ამიტომ ერთი შრიფტიდან მეორეზე და შემდეგ მესამეზე სწრაფმა გადასვლამ შეიძლება არიოს ყველაფერი. აქ უფრო მოსახერხებელი იქნება შრიფტი ავირჩიოთ ბეჭვდის დაწყების წინ, ან უკვე აკრეფილი ტექსტის შემთხვევაში სხვა შრიფტზე გადავიდეთ საძიებელი ფანჯრის გამოყენებით. შრიფტების სახელწოდებები ნუსხაში მოცემულია ლათინურად. ჩვენ ზუსტად უნდა ვიცოდეთ, როგორ იწერება შრიფტის სახელი ლათინურად, თორემ შეიძლება ძებნამ უშედეგოდ ჩაგვიაროს.

     პროგრამას გააჩნია ასეთი რეჟიმიც: ლათინური ტექსტის ინგლისურად ან ქართულად წაკითხვა. ეს რეჟიმი ირთვება ღილაკთა კომბინაციით: კონტროლ + ეფ თორმეტი. ამიტომ, როცა ვკითხულობთ შერეული ალფაბეტით აკრეფილ ტექსტებს ,უნდა ავირჩიოთ ამ ორი რეჟიმიდან ერთ-ერთი. ტექსტების აკრეფის დროს გამოყენებული შრიფტების უმრავლესობა ფაილს კრეფს ეგრეთ წოდებულ უნიკოდში. ამ შრიფტების გამოყენებისას ერთი ანბანიდან მეორეზე გადასასვლელად არ გვჭირდება ახალი, დავუშვათ, ინგლისური ტექსტის დასაწერად სხვა შრიფტის არჩევა. ქართულ, ლათინურ და კირილიცით გამოსახული ასოების რეჟიმები იცვლება ალტ + შიფტ ღილაკების კომბინაციებით, ამას თან ახლავს ხმოვანი შეტყობინება. როცა ტექსტი იკრიფება უნიკოდში, ყოველი ასოს აკრეფას თან ახლავს სპეციფიკური ხმოვანი სიგნალი.

    რადგან არსებობს უამრავი შრიფტი, ჩვენი რჩევა იქნება, რომ თუ კრეფთ მხოლოდ ქართულ ტექსტს, გამოიყენოთ აკადნუსხური, ხოლო თუ გინდათ აკრიფოთ შერეული ფაილი, მაშინ გამოიყენეთ სილფაენი. თუმცა სხვა შრიფტების გამოყენებას არავინ გვიკრძალავს. ეს იმიტომაცაა სასარგებლო, რომ კომპიუტერზე მომუშავე მომხმარებლები ძირითადად იყენებენ ამ შრიფტებს.

     ორი შრიფტი აკადნუსხური და აკად მთავრული მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას. მათი გამოყენებისას ალტ შიფტის საშუალებით უნდა ჩავრთოთ ინგლისური რეჟიმი: კლავიატურის განლაგება მიჰყვება ინგლისურ წყობას და იკრიფება ქართული ასოები. თუ გადავრთავთ ალტ შიფტის საშუალებით ქართულ რეჟიმზე, მაშინ ტექსტი აიკრიფება ქართული ასოებით უნიკოდში, მაგრამ კლავიატურაზე ასოთა განლაგება არ ემთხვევა ინგლისურს (სავარაუდოა, რომ განლაგება მიჰყვება საბეჭდი მანქანის განლაგებას). რუსულ რეჟიმში ამ შრიფტების გამოყენებისას ტექსტი აიკრიფება უნიკოდში. ამიტომ ჩვენი რჩევაა აკადნუსხური და აკადმთავრული შრიფტების გამოყენებისას აკრიფეთ მხოლოდ ისეთი ნარევი ტექსტი, რომელიც შეიცავს მხოლოდ ქართულ და რუსულ ტექსტებს. ამავე დროს ქართული ტექსტის აკრეფისას ჩართეთ წერის ინგლისური რეჟიმი. დანარჩენი შრიფტებით წერისას მაგ. სილფაენი ტექსტები იკრიფება უნიკოდში და არავითარი არევ-დარევა არ ხდება: ქართული ტექსტი აიკრიფება ქართულ რეჟიმში, რუსული რუსულში და ინგლისური ინგლისურში.

     იმისთვის, რომ ავკრიფოთ ინგლისური ან რუსული ტექსტი, უნდა ვიცოდეთ მათი შესაბამისი ასოების განლაგება კლავიატურაზე. ინგლისურის დროს ეს გაადვილებულია, რადგან ჩვენ ქართული ტექსტების აკრეფისას ვიყენებდით ქართული ასოების ისეთ განლაგებას კლავიატურაზე, რომელიც მიჰყვებოდა ინგლისურს. ასე, რომ ლათინურის ა ასოს ღილაკი ემთხვევა ქართული ა ასოს, თუმც უნდა გვახსოვდეს რომ ამ ასოს სახელწოდება ინგლისურად არის ეი. ლათინური ასო ი ემთხვევა ქართულ ი-ს, მაგრამ ინგლისურად ამ ასოს ჰქვია აი. აღვნიშნოთ მხოლოდ განსხვავებები. ასო წ-ს ღილაკს მიბმული აქვს ინგლისური დაბლიუ, ასო ყ-ს იგრეკი, ხ-ს ინგლისური იქსი. დანარჩენი ასოების ღილაკები ემთხვევა ერთმანეთს, თუმცა ერთხელ კიდევ უნდა ვთქვათ, რომ ინგლისური ასოები ისე არ გამოითქმის როგორც ქართული. მაგალითად, როცა ინგლისურად ავკრეფთ ასო ე-ს, ჩვენ გახმოვანებისას გავიგონებთ ი-ს, ჰოე-ს აკრეფისას ეიჩს და ასე შემდეგ. ჩვენ ეს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს. ინგლისურში, როგორც ცნობილია, გამოიყენება ასომთავრულიც. ყოველ წინადადებაში პირველი ასო იწერება დიდად. თუ გვინდა დიდი ასოს დაწერა, მაშინ ვაწვებით კლავიშ შიფტს და ვკრეფთ შესაბამის ასოს. კაპს ლუკის ჩართულ მდგომარეობაში ყოფნისას ასოები იკრიფება მხოლოდ ასომთავრულად. კაპს ლუკზე კვლავ თითის დაჭერით კაპს ლუკი გამოირთვება და ტექსტი აიკრიფება პატარა ასოებით. სხვათა შორის, იგივე პრინციპი მოქმედებს კირილიცით წერისას.  სასვენი ნიშნების ღილაკები ქართულ და ინგლისურ ენებში ემთხვევა ერთმანეთს.

    უფრო რთულადაა საქმე კირილიცის გამოყენების შემთხვევაში. აქ ასოები სრულიად არეულია და არ ემთხვევა ქართულს, მაგრამ თუ გვინდა რუსულად ტექსტის აკრეფა იძულებული ვიქნებით შევისწავლოთ მათი განლაგება კლავიატურაზე. უნდა გაგაფრთხილოთ, რომ მოგიხდებათ საკმაო ოფლის ღვრა, მაგრამ ხომ გვსურს ხელი მიგვიწვდებოდეს რუსულ ინტერნეტშიც განთავსებულ უმდიდრეს ინფორმაციაზე.

     ჩვენ აქ ჩამოვთვლით კლავიატურაზე ქართულ ასოებს რომელი რუსული ასოები შეესაბამებიან. შემდეგ კი მოგიხდებათ დროებითი ფანჯრის გახსნა და დიდხანს ვარჯიში მათ დასამახსოვრებლად.

     მაშ ასე, ძირითადი რიგის ორ ნიშანდებულ ასოს ეფ-ს და ჯეის შესაბამისად შეესაბამებიან რუსული ადა ო. გამოვყვეთ ძირითად რიგს მარცხნიდან მარჯვნივ. ქართულ ა-ს შეესაბამება რუსული ფ, ესს ი, რომელსაც ჩვენ ხშირად ვუწოდებთ, მაგარ ი-ს, ქართულ დე-ს რუსული ვა და ჩვენთვის უკვე ნიშანდებულ ეფ-ს ა. ახლა გავყვეთ იგივე მიმართულებით მარჯვენა საჩვენებელი თითიდან. ნიშანდებულ ჯეი-ს შეესაბამება ო, ქართულ ასო კა-ს რუსული ელი, ქართულ ელ-ს რუსული დე, ღილაკ «წერტილ მძიმეს» რუსული ჟე, და ბოლოს ამ რიგში აპოსტროფს შეესაბამება რუსულიე, რომელსაც ვუწოდებთ შებრუნებულ, ანუ ე ობოროტნოეს. ორ ნიშანდებულ ღილაკებს შორის მარცხნიდან მარჯვნივ განლაგებულია რუსული ასოები პი და ერი.

    გადავინაცვლოთ ზედა რიგზე. აქაც გამოვყვეთ მარცხნიდან მარჯვნივ. მივიღებთ შემდეგ სურათს: ქართულ ქუ-ზე მიმაგრებულია რუსული მოკლე ი, რომელსაც ვუწოდებთ ი კრატკის, ასო წალ-ს შეესაბამება რუსული ასო ცე, ქართულ ე ასოს რუსული უ, ქართულ ერ-ს რუსული კა. აქ შევისვენოთ ცოტა ხნით და დასვენების შემდეგ ისევ გავაგრძელოთ.

     შემდეგი ოთხი ასო ასეა მიმაგრებული: ტარ-ს შეესაბამება რუსული ე ჩვეულებრივი. ასოყ-ს (ყარყატი) ასო ენი, ასო უ-ს რუსული განი და ასო ი-ს რუსული შჩა. მერე მოდის სამი რუსული ასო ზე, ხი და მაგარი ნიშანი. ასო ზე მიმაგრებულია ქართულ ო-ზე, ხა ქართულ პი-ზე და მაგარი ნიშანი ღილაკზე «კვადრატული ფრჩხილის გახსნა». ამის შემდეგ მოდის კუთხისებურიკლავიში ენტერი, ანუ აბზაცი, რომელიც ხშირადაა საჭირო. იგი რუსულად ტექსტის აკრეფის დროს გამოცხადდება პარაგრაფად.

     ახლა მივმართოთ ქვედა რიგს, აქაც გავუყვეთ მარცხნიდან მარჯვნივ. ქართულ ასო ზ-ზე დაწოლისას რუსულად იკრიფება ია ასო, ასო ხი-ზე დაჭერისას რუსული ასო ჩე, ცეზე მიმაგრებულია რუსული ასო რესი და ასო ვე-ზე რუსული ემი მგონი ვამთავრებთ, რადგან დაგვრჩა ხუთი ასო: ი, ტე, რბილი ნიშანი, ბე და იუ. ამდენად თქვენც მიხვდებით, რომ ასო ი მიმაგრებულია ქართულ ბე-ზე, ასო ტე ქართულ ენ-ზე, რბილი ნიშანი ასო ემზე, მძიმეზე რუსული ბე და წერტილზე იუ. ამის შემდეგ მოდის მარცხნივ დახრილის ღილაკი, რომელიც რუსულად წერისას სვავს წერტილს, ხოლო შიფტთან ერთად მძიმეს. დაგვრჩა კიდევ ერთი რუსული ასო იო, რომლის ასაკრეფად ვხმარობთ ღილაკ ტილდას.

    ჩვენ უნდა ვისწავლოთ აგრეთვე თუ როგორ დავსვათ რუსულად წერისას სასვენი ნიშნები, რამეთუ არაფრად არ ვარგა ტექსტი მათ გარეშე. კირილიცით წერისას სასვენი ნიშნები ძირითადად განლაგებულია კლავიატურის მთავარი ნაწილის რიცხვების რიგში. მათი აკრეფისას უნდა გამოვიყენოთ შიფტი და რიცხვითი რიგის შესაბამისი ღილაკები. შიფტი და ღილაკი ერთი სვავს ძახილის ნიშანს, შიფტი და ორი ხსნის ბრჭყალებს, ოთხი და შიფტი წერტილ მძიმეა,ექვსი ორწერტილია, შვიდი კითხვის ნიშანი, ცხრა და ნოლი, ცხადია ისე როგორც სხვა წინა შემთხვევებში, შიფტთან ერთად ხსნის და ხურავს ფრჩხილებს. შემდეგი ღილაკი ტირეა. აქ დავამთავროთ ეს გაკვეთილი, თუ რამე გამოგვრჩა მერე ჩავამატებთ.

    მინდა მოგცეთ რჩევა. გაკვეთილის იმ ნაწილში, სადაც მოცემულია რუსული ალფაბეტის ასოები და კითხვისას კარგად არ გესმით, თუ რომელი ასოა დაწერილი წაიკითხეთ ასო-ასო და თუ მაშინაც გაგიჭირდათ, გადადით წერის რეჟიმში და მარჯვენა და მარცხენა ისრების გამოყენება მშვენივრად აღგაქმევინებთ გაურკვეველ ასოს. 

 

    საკონტროლო კითხვები.

 

     1. როგორ უნდა ჩავრთოთ და გამოვრთოთ წერის ის რეჟიმი როცა ხდება ბოლო აკრეფილი სიტყვის გახმოვანება?

     2. ღილაკთა რა კომბინაციით გამოიძახება შრიფტების ნუსხა?

     3. როგორ ხდება არჩეული შრიფტის შემთხვევაში ერთი ალფაბეტიდან მეორეზე გადასვლა?

     4. როგორ უნდა წავიკითხოთ ლათინური შრიფტით დაწერილი ტექსტი ქართული ტრანსკრიპციით და როგორ ინგლისურად?

     5. რომელი კლავიშებია საჭირო ინგლისურ და რუსულ ტექსტებში ასომთავრულის აკრეფისათვის?

 

    დავალება.

 

     1. ეცადეთ გაიხსენოთ ათი რუსული ასო მაინც და მოიგონეთ რომელ ღილაკებზეა ისინი მიმაგრებული.

     2. ეცადეთ გაიხსენოთ კირილიცაში სასვენი ნიშნების განლაგება.

     3. ჩართეთ დროებითი ფანჯარა, გადადით რუსულ ენაზე და დააწექით კლავიატურის თითოეულ ღილაკს. მერე გაათავისუფლეთ ფანჯარა და ეს დავალება გაიმეორეთ ხუთჯერ მაინც.

    4. აკრიფეთ შერეული ტექსტი.

     პლატონს, "ფედროსის" დასასრულს ასეთი მაგალითი მოჰყავს: დამწერლობის სავარაუდო გამომგონებელი ჰერმესი ფარაონს უჩვენებს თავის აღმოჩენას: "ეს გამოგონება ადამიანებს შესაძლებლობას მისცემს, დაიხსომონ ის, რაც სხვაგვარად დავიწყებას მიეცემოდა". ფარაონი უკმაყოფილოა: "მოხერხებულო ტოტ, მეხსიერება საოცარი ნიჭია, მას შენარჩუნება უნდა. შენი გამოგონების წყალობით ადამიანებს მეხსიერება დაუჩლუნგდებათ, ისინი დაიხსომებენ არა შინაგანი ძალისხმევით, არამედ - გარეგანი საშუალებებით".

 

ამაში დავეთანხმოთ ფარაონს. როგორც ყველა ახალი ტექნიკური მხარდაჭერა, წერაც ადუნებს ადამიანს. მაგალითად, ავტომობილი ვნებს ფეხით სიარულს, წერა სახიფათოა, რადგან ადამიანებს სთავაზობს გაქვავებულ სულს, მინერალურ მეხსიერებას.

 

მაგრამ ჩვენს დროში დამწერლობის არსებობას ასე არ განიცდიან. ჯერ ერთი, ვიცით, რომ წიგნი სხვისი ფიქრების მითვისების საშუალება კი არა, პირიქით, საკუთარი აზრების მწარმოებელი მანქანაა. მხოლოდ დამწერლობის გამოგონების წყალობით შევინარჩუნეთ ისეთი შედევრი, როგორიცაა, მაგალითად, პრუსტის "დაკარგული დროის ძიებაში"; მეორეც, თუ ოდესღაც გონებას წვრთნიდნენ, ფაქტები რომ არ დაეკარგათ, დამწერლობის გამოგონების შემდეგ მეხსიერების ვარჯიში ამ ფაქტების წიგნში შესანარჩუნებლად დასჭირდათ. წიგნები ძილს კი არ ჰგვრიან გონებას, აკაჟებენ.

 

ფარაონი გამოხატავდა უძველეს შიშს, შიშს იმისას, რომ ახალი ტექნიკა რაღაც კარგს, დიდად ფასეულს, სულიერს შეცვლიდა ან მოსპობდა.

 

 дорога тянулась под прикрытием горы, отряд в этот  день  шел  в

особом порядке, колонной  по  четыре.  Безусловно,  когда  ряды  солдат  с

винтовками стали двигаться вперед по  полутемной  голой  дороге  и  только

белели в сумраке нашивки да  раздавался  тихий  стук  шагов,  -  это  была

трагическая картина. И действительно, заняв свое место во  главе  колонны,

командир, капитан М., с этой минуты сделался необычно молчаливым,  и  лицо

его приняло задумчивое выражение. Но солдаты, сверх ожидания, не  потеряли

своей обычной бодрости. Этому способствовали,  во-первых,  сила  японского

духа - "яматодамасий" и, во-вторых, сила водки.

   Через некоторое время отряд вышел в каменистую речную долину, где с гор

дул сильный ветер.

   - Эй, погляди-ка назад! - обратился  рядовой  первого  разряда  Тагути,

бывший торговец бумагой, к рядовому первого разряда  Хорио  той  же  роты,

бывшему плотнику. - Смотри, все отдают нам честь!

   Рядовой Хорио оглянулся. В самом деле, на гребне  высившегося  за  ними

черного холма, на фоне заалевшего неба,  офицеры  во  главе  с  командиром

полка на прощание козыряли бойцам.

 

 

 

გვერდის მისამართი : პროგრამები / ბუ ორის სახელმძღვანელო / 12.გაკვეთილი მეთერთმეტე -წერის რეჟიმი, შრიფტები, რუსული ასოები კლავიატურაზე