ერმაკოვი ვლადიმირ

პოსტმოდერნის ბრწყინვალება და სიღარიბე 

 

 

თარგმანი რუსულიდან - ზაქარია ქიტიაშვილი.

 

ყველაფერს თავისი დრო აქვს. ყველა დროს თავისი ადგილი ისტორიაში. თითოეულ ისტორიულ პერიოდს, რომელსაც პრეტენზია გააჩნია ერქვას ეპოქა, მოეძებნება შესაფერისი სახელი.მაგალითად; აღორძინება ან განმანათლებლობის.

საუკუნე. თუ ფანტაზია არ ჰყოფნით, უბრალოდ; ,,ახალი დრო. მას, როგორც წესი, მოსდევს უახლესი, მაგრამ შემდეგ რა იქნება“?

ის ხანმოკლე კალენდარული ვადები, რომლებიც ამა თუ იმ თაობისთვის დადგენილია სიცოცხლის ბოლომდე ასათვისებლად, ჩვეულიბრივ დროის ამ მონაკვეთში მცხოვრებთაგან აღიქმება როგორც თანამედროვეობა. გასული საუკუნე საკუთარ თავს, სხვა საუკუნეებთან შედარებით, გაცილებით მაღლა აყენებდა. მან სიახლე თანამედროვეობისა, უმცირესიც კი, უმაღლეს რანგში აიყვანა და მოდერნი უწოდა. ეს დიდებულად ჟღერდა. XX საუკუნის მოდერნისტები XIX ასწლეულის მიწურულის დეკადენტებს, როგორც ნეანდერტალელებს ისე უცქერდნენ, მაგრამ რადგანაც საუკუნემ თავისი ამბიციები მოისპო, ეს დიდებული სახელი თანდათან ძველმოდური და სასაცილო გახდა. XX საუკუნემ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, თუმც არავის იმედი არ გაამართლა. მართალია უამრავი ამბავი მოხდა, მაგრამ ამათგან არცერთი დროის ამსახველი მოვლენა არ ყოფილა. ცილობა პიროვნებისა და ისტორიისა კომპრომისით დამთავრდა. მიიღო რა იმაზე მეტი, ვიდრე ვარაუდობდა, ადამიანმა.

თავი წაგებულად, დაზარალებულად მიიჩნია; იმანაც, რაც მართალი და ჭეშმარიტი ეგონა, ორჯერ გააცურა, აღმოჩნდა რა ყალბი და განვლილი. ნამდვილი გაქრა და მომავალი არ დადგა. საუკუნემ რომელმაც ის ჩაანაცვლა, წინამორბედისგან აუარება ვალი, ბევრი პრობლემა და უფრო მეტიც, საეჭვო მეტსახელი


 პოსტმოდერნი – მიიღო. ახალი ერის აბსურდულობა სწორედ ამ სახელით იწყება, რომელიც სიტყვასიტყვით თანამედროვეობის შემდგომს ნიშნავს. პოსტმოდერნის ძირითადი თვისება ზუსტადაც ძირითადი თვისების უქონლობაა.

 

პოსტმოდერნს არა აქვს საერთო აზრი. მისი საკუთარ თავში დაურწმუნებლობის დოგმად, ეგრეთწოდებული პოლიტკორექტულობა იქცა. ყველაფერი თავისდავადაა ფასეული, ანუ არაფერია ღირებული ერთმანეთთან შედარებით. ერთი მეორეზე უკეთესი ანაც უარესი არ არსებობს. საბოლოოდ ეს პირობითი ზეიმი ინდივიდუალიზმისა იქცა მისი სრული დამარცხების მიზეზად.

თუ ყოველი ნიშანი სტრიქონში თანაფარდია მეორისა, მაშინ ტექსტს ინფორმაციული სიკვდილი ელის. ასევე თუ ადამიანს არა აქვს დანიშნულება, მაშინ იგი მხოლოდ საკუთარი თავისთვისაა მნიშვნელოვანი. ჩარიელი სიმრავლე შანსებისა და შესაძლებლობებისა, საბოლოო ჯამში მომაბეზრებელ-მოსაყირჭებელი ხდება. შეიძლება ორიდან ერთი აირჩიო, ანაც ასიდან ერთი, მაგრამ ასიათასიდან ერთის არჩევა უაზრობაა. როგორც წესი, იღებ იმას, რაც ხელში მოგხვდება, ან თვალდახუჭული ადებ ხელს - აი ეს. და რატომაც არა ...

ყველა ქალი ლამაზია. ყველა ქალი ერთნაირად ლამაზია. ყველა ქალი ერთნაირია. ცუდის ადგილი ვერ მოიძებნება.

პოსტმოდერნი ცარიელი დროა, რომელიც დადგა ვერონაში რომეოსა და ჯულიეტას სიკვდილის შემდგომ. კონფლიქტი ამოწურულია, მაგრამ კათარზისი არ განგვიცდია. არავინაა დამნაშავე? უარესი! მართალი არ არის არავინ. და ახლა უკვე მნიშვნელობაც აღარ აქვს. . . რას არ აქვს მნიშვნელობა? - არაფერს...

რუსულ სიტყვიერებაში პოსტმოდერნის გამოვლინებას დაასწრო იოსიფ ბროდსკის ელეგიამ, რომელიც 1968 წელსაა დაწერილი და მ. ბ. - სადმი,

რუსული პოეზიის უკანასკნელი დიადი მუზისადმია მიძღვნილი. ეპოქის სული უსინჯავს ჟღერადობას ახალ კილოზე მოწყობილ კლასიკურ ლირას. სულიერი მღელვარების იდუმალ აზრს გამოხატავს არა სიტყვა, არამედ სუნთქვის შეყოვნება.

დასავლეთელ ფილოსოფოსებამდე ათასი წლით ადრე აღმოსავლურმა სიბრძნემ ერთ ირონიულ იგავში ნათლად გამოსცა პოსტმოდერნის უაზრო არსი. ერთხელ მოლა ნასრედინი, რომელიც მოსამართლედ დაენიშნათ, დავას განიხილავდა. მოუსმინა რა მოსარჩელეს, მან დაასკვნა; რა თქმა უნდა, მართალი ხარ! შემდეგ მოპასუხე მხარეს და იქაც გადაწყვიტა; ჭეშმარიტად მართალი ხარ! სასამართლოს დამსწრე მოპასუხის ცოლი აღშფოთდა – როგორ შეიძლება ორივე მართალი იყოს, როცა სხვადასხვა რამეს ამბობენო?! ნასრედინს გაეღიმა, გაშალა ხელები და დაეთანხმა: შენც მართალი ხარ... ამ იგავის ფიბულა დრამატულ ფორმაში გამოხატავს პოსტმოდერნის იმ ფილოსოფიურ პოსტულატს, რომელსაც მიშელ ფუკომ ეპისტომოლოგიური დაეჭვება უწოდა. სოფლიოს ზოგადი სურათის აღქმისას არ არსებობს პრივილიგირებული თვალსაზრისები, ყველაფერი თანაბარშესაძლებელი, ტოლფასოვანი და განურჩეველია. განურჩევლობის ნიშანი კი გულგრილობაა. აღიარებს რა ტოლმნიშვნელოვნად ყველა ფასეულობას, პოსტმოდერნის ვერაგი ურჩხული უსაზღვროდ ზრდის კულტურულ საგანძურს – თვითონ კი, მოშინაურებულ ვასილისკოს ირონიული მზერით აქცევს მას უმნიშვნელო წვრილმანად.

პოსტმოდერნი პირველი ეპოქაა ისტორიაში, რომელიც მარადიულობაში გადასვლის აზრს ვერ ხედავს. ჰუმანიტარული ცოდნა, რეალური ცხოვრების ეგზისტენციალურ სასოწარკვეთილობაზე, ეპისტომოლოგიური ცხოვრების მსგავსად გამოხატული არაპირდაპირობითა და მერყეობით გვპასუხობს. დროის ჩარჩოებში ვერ მოთავსებული იდეოლოგია, რომელსაც პოსტმოდერნი ეწოდა, იეზუიტთა მსგავსად იდეოლოგიის ძალაუფლებას უარყოფს. წაართვა რა რეალობისადმი ნდობა, გენიამ ირონიისა, ადამანს სანაცვლოდ არაფერი მისცა. დრამაში პოსტმოდერნს ცვლის კომენტარებით გადმოცემული მორალი. პოსტმოდერნის ხვედრი, ავტორიტეტული და გონებისთვის მისაწვდომი სტანდარტების – სიკეთის, სილამაზის და ჭეშმარიტების გაუფასურებაა. არ არსებობს უფლისადმი რწმენა და ნდობა ჭეშმარიტებისადმი, არც დასაყრდენი ტრადიციაზე და არც პროგრესის იმედი. ისტორიულად აღიარებულ კრიტერიუმებს მოკლებული კულტურა პლანეტას მასობრივ კულტურას უთმობს, რომელსაც აქვს თანდაყოლილი იმუნიტეტი კრიტიკისა. პოსტმოდერნის გამარჯვება, საბოლოო ჯამში, კაცობრიობას შეუბრუნდა რეალურად არსებული გონიერების მარცხად.

დავუბრუნდეთ ელეგიურ ნოტას და დავამთავროთ იოსიფ ბროდკის ლექსი. პოეტის ნაღველი, რომელიც თავისი ცხოვრების ერთადერთი ქალისადმია მიძღვნილი, შეიძლება შესწორების გარეშე მივუძღვნათ მთელ ეპოქას. პოქას პოსტთანამედროვეობისა, სურვილებით ადვილად მისაწვდომს, მაგრამ იმედებით მიუწდომელს.

არ მოიძებნება წინასწარმეტყველი საკუთარ ქვეყანაში. ჩვენს უდროობაში, ისევე როგორც ყველა სხვა დროში, უნდა გქონდეს ნდობა არა პოლიტიკოსების რეფორმების, არამედ პოეტების მეტაფორებისა. ეს ნიშნავს, შესაძლო აურზაურში დაინახო და გაიგო მომავლის დაპირება - იგი დანაკარგის დამაბრუნებელი კი არა, დანაკლისის ამანაზღაურებელია.  

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / ლიტერატურათმცოდნეობა / ერმაკოვი ვლადიმირ / პოსტმოდერნის ბრწყინვალება და სიღარიბე