ველეკი რენე 

ლიტერატურათმცოდნეობის ზოგიერთი ცნება

 

თარგმნა გერმანულიდან - გიორგი კეკელიძემ.

მსოფლიო ლიტერატურა.

 

როგორც გოეთემ 1827 წელს დაწერილ ნარკვევში  მიუთითა, ლიტერატურა არის ინტერნაციონალური კომუნიკაციის მომავალი პროცესის უმთავრესი  იარაღი.. ჰერდერთან,ვაილენდთან, ძმებ შლეგელებთან ლიტერატურა იღებს თავისი განსაზღვრების სათავეებს, მაგრამ პირველი სწორედ გოეთე აყალიბებს მსოფლიო ლიტერატურის ცნებას, კონკრეტულ ლიტერატურულ და კულტურულ ფენომენთა გაცვლა-გამოცვლის მეშვეობით. მსოფლიო ლიტერატურა არ ნიშნავს წესთა ქმნას, არამედ კომუნიკაციასა და კულტურათა კონტაქტს. გოეთე ხედავს ეკონომიკური განვითრებისაგან ფრთაშესხმულ მსოფლიო ლიტერატურას (,,ლიტერატურული მსოფლიო ბაზარი, ,,მოძრაობათა სიჩქარე). ეს ცნება კარლ მარქსმა უფრო კარგად განსაზღვრა თავის კომუნისტურ მანიფესტში. ჰ.მ. ენცენბერგერის თანამედროვე პოეზიის მსოფლიო ენაც  ამ საკითხზეა.

მე-20 საუკუნეში მსოფლიო ლიტერატურა შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის კვლევის საგანი ხდება. ამ პერიოდში ჩნდება მოძრაობა მსოფლიო ლიტერატურის ევროპული მონოპოლიის წინააღმდეგ. კულტურულ-პოლიტიკური ახალი აქცენტები მსოფლიო ლიტერატურის ცნებისა აბსოლუტურ თეორიაში გვხვდება _Mევროცენტრიზმის კრიტიკისა და კოლონიალიზმის კონსტრუქციასთან ევროპული ლიტერატურის დაკავშირებიდან გამომდინარე, მსოფლიო ლიტერატურის ახალი კონცეპციები Third World Literature-ს შერწყმისას  (R. Etieml, E.Said, H.Baba) იქიდან გამოდიან, რომ დეკოლონიზაციის მერეც კულტურული იერარქიები მსოფლიო მასშტაბით ისევ არსებობენ და მსოფლიო ლიტერატურა კულტურულ სხვადახხვაობასთანაა კავშირში. ახალი განსაზღვრებების მიხედვით მსოფლიო ლიტერატურა განიხილება, როგორც კომპლექსურ ინტერკულტურულ მსოფლიოსთან დაკავშირებული მოვლენა - გლობალური, ტრანსნაციონალური და ჰიბრიდული რომანის ფორმაში. ეს დილემა ისევეა დღის წესრიგში, როგორც თარგმნის ინდუსტრია, როგორც მსოფლიო ლიტერატურის წინაპირობა და ევროცენტრიზმის კრიტიკა და ნაციონალურ-ლიტერატურული საზღვრების მოშლა გლობალიზების დროში.

 

ნაწარმოების ესთეტიკურობა.

1950 წლებშივე ვ.მუშგი აკრიტიკებდა იმათ, ვინც ამბობდა რომ რომ სამღვდელოება პოეტსა და ნორმალურ მოკვდავთა შორის შუამავლის როლს თამაშობს. მისი მწარე სიტყვები შტაიგერმა და ვ.კაუზერმაც აიტაცეს, რომელთა მიხედვითაც 1945 წლის შემდეგ კონციპირებული ნაწარმოების ესთეტიკამ, ნაწარმოების იმანენტურ ინტერპრეტაციას და ლიტერატურის აკადემიურ კრიტიკას, ნორმატული შესამოსელი უნდა მიაწოდოს. ამ პრეტენზიის თანახმად, გერმანული კულტურის ძირითად ფასეულობებს რომ გადავხედოთ, ნაწარმოების ესთეტიკა შორსაა იმისგან, რომ დავასაბუთოთ ცენტრალური პრემისები. მარტო ავტონომიურ, დროგამოცლილ ხელოვნების ნიმუშს აქვს უფლება, რომ ლიტარატურისმცოდნეობის ყურადღების ცენტრში იდგეს.

ყოველი მკითხველი ნაწარმოებთან მიმართებაში ერთნაირად უღონოა. მიტომ ჰერმენევტიკამ ასევე ის დავალება აიღო თავის თავზე, რომ სპეციფიკურ პოეტური განცდის  - ინტენსიურობა გამოეკვლია. მაგრამ ამით ის არ უკეთებდა მისი კოლეგების უნარს  დისკრედიტაციას, თეორიულ პრობლემებად  რომ ჩამოეყალიბებინათ ეს საკითხი. შტაიგერი თავის გამოკვლევაში ინტერპრეტაციის ხელოვნება  გვაჩვენებდა, რომ აკადემიურმა კვლევამ უნდა დაინახოს, რომ ლიტერატურა, როგორც ხელოვნება, შორდება გონებას და მის საყოველთაო წინადადებებს. ამის შედეგად უკვე აღარ შეიძლებოდა დიდხანს დარჩენილიყო მეცნიერის დავალებად, რომ მისი ინტერპრეტაციით ტექსტის უკეთესი გაგებისთვის შეეწყო ხელი.

ნაცვლად იმისა, რომ ეს ყველაფერი რატომ-ით და ამის გამო-თი ავხსნათ, ჩვენ ეს ყველაფერი უნდა აღვწეროთ . შეეჯახა რა ამ პრეტენზიას, ნაწარმოების ისტორია ცოტათი ლეგიტიმიზირებას ეწევა და რეფლექსირებას უკეთებს მოვლენებს და უფრო წაკითხულის იმპრესიონისტული გადმოცემაა. შტაიგერი ამაზე მიუთითითებდა, რომ ლიტერატურამ მისი ძირითადი საგნის სფერო თვალსაწიერიდან დაკარგა. მისი კომენტარები ხშრად იქამდე დაიტვანება, რომ ლიტერატურა პროზის სამარცხვინო გალექსვას ვერ სცილდება.ამ ნაწილობრივ პოლემიკური, ნაწილობრივ დაუსაბუთებელი განაცხადის საფუძველზე საკითხავია, შტაიგერსა და კაიზერს მართლა ის თუ უნდოდათ, რომ საკუთარი სპეციალობის არაცნობილი ისტორია NS-ის ტერორის დროს განევლოთ, მაგრამ ფაქტია - ორთავე ტრანზთან და ვ.ერმიკერთან ერთად 1945 წლის შემდეგ შეუპოვრად ახალ დასაწყის უწევდნენ პროკლამაციას. ასევე არ შეიძლება არ დავინახოთ, რომ მათი კრიტიკა იმ გერმანისტიკას ეხებოდა, რომელმაც ათწლეულების წინ ემპირიული მეზობელი დისციპლინები გახსნა და სავარაუდოდ ზუსტად გადამოწმებული შედეგებიდან მისი შელახული რენომეს გაუმჯობესებას ცდილობდა. ეს დამორცხვებული მიყრდნობა მყარ მეცნიერებებთან  დამარცხდა ფორმალისტურ ეპოქალურ ცნებებთან, ან პოეტთა ფსიქოლოგიურ ბიოგრაფიებთან, რომლებიც შტაიგერის გადასახედიდან არასოდეს იყვნენ ღირსნი, თითოეული ნაწარმოების თავისთავადი სილამაზისა .

მის საწინააღმდეგოდ ლაპარაკობდა ჰერმენევტიკული სწავლება. ის ამბობდა, რომ ლიტერატურა მადლობელია მარად ახალ, ესთეტიკურად მოტივირებული დამოკიდებულების ენასთან. მისი ხარისხი იზომება ფორმისა და შინაარსის შემოქმედებითი თანამშრომლობით და ასევე პოეტურ საშუალებათა განუმეორებელ გამოყენებთ. ამ ახალი აზრისთვის საჭირო იყო ლიტერატურული კრიტიკა, რომელიც სპეციალიზებულად შეძლებდა დაესაბუთებინა, თუ რატომ არის თითოეული პოეტური ნაწარმოები თავიდან აურიდებადი და ადამიანური  კულტურის ნორმას რატომ განეკუთვნება.

კუგსერი 1948 წელს გამოქვეყნებულ საკუთარ წიგნს ენობრივი ხელოვნების ნიმუში  ასახელებდა როგორც პოეტიკას  _ რომლის წესები ესთეტიკური შეფასების გაადვილებას უნდა მომსახურებოდა. ეპისტემოლოგიურ და საზოგადოებრივ პოიტიკურ გადატვირთვას ლიტერატურული ესთეტიკისა შტაიგერმა 2 წლით ადრე მიუძღვნა გამოკვლევა პოეტიკის ძირითადი ცნებანი . ის მნიშვნელოვანი ნაწარმოების კანონზომიერებას უარყოფდა და ლიტმცოდნეობას ხანგრძლოვად აყენებდა ფილოსოფიური ანთროპოლოგიის სამსახურში, რომელიც კულტურას მომავალში ლიტერატურაზე უფრო მაღალჰუმანურ მოქცევის გარანტიას აძლევდა.

ამ არათავმდაბლური, გოეთესაგან გადაღებული პრინციპით კაიზერი და შტაიგერი ძნელად გადასაწყვეტი პრობლემების რიგში მოექცნენ. ისინი თავიანთ მცდელობას წარმოაჩენდნენ, როგორც რამდენიმე ომამდელი სახელოვანი მეცნიერის დაფასების მცდელობას, როგორც გზის მომამზადებლებისა. კ.ფოსლერსა და რ.კურტიუსს ბრალად დაედოთ, რომ მათ გამბედაობის გარეშე, კლასიციზმის საწინააღმდეგოდ, თანამედროვე ლიტერატურა ჰქონდათ შეწყნარებული. კითხვას იმის შესახებ, გოეთეს შემდეგ თუ არსებობდა ფასეულობის მქონე ლიტერატურა, პასუხი გაეცა იმით, რომ ყოველ გენიალურ ეპოქას დამყაყებული ლიტერატურა  მოსდევს. არანაკლებ პორბლემატურია კაიზერის დასაბუთება, რომ ფორმა-ისტორიულ ტიპოლოგიებს შეუძლიათ ინდივიდუალური სტილის ანალიზის სამუშაო მხოლოდ პატარა ნაწილად მოამზადონ. კაიზერის მიერ დაწესებულ ესთეტიკის პრინციპს უკვე აღარ შეეძლო ნორმასა და ავტონომიურ ფორმას შორის მდებარე უფსკრულის გადალახვა. დასასრულ, ისმის კითხვა, თუ პოეზიას, სადაც არაფერია ხელჩასაჭიდი, რაც მას არსებობისათვის გამოადგება, სჭირდება თუ არა მკითხველი, ან ნაწარმოების ესთეტიკა. 1960-იანი წლებიდან დაწყებული ცდილობდნენ შტაიგერი და კაიზერი ამ საყვედურის გაფანტვას. მათი სამყაროსათვის უცხო ხელოვნების პროგრამა ლიტერატურას ელიტარული სოლიპსიზმის ხელოვნების პროგრამად აცხადებდა. რომანტიკული ჰერმენევტიკის ტრადიციებზე დაყრდნობით, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებზე აკეთებდნენ კონცენტრირებას.

შტაიგერი სოლიდარობას უცხადებდა საკუთარ თავს, სხვების მიერ ნაკლებად დაფასებული პოზიტივიზმით: აქ ცოტა უარყოფითი, მაგრამ ბევრი საფიქრალია.

შტაიგერის მოწაფე სზონდი მიუთითებდა, რომ სადაც მაღალი ლიტერატურა საკანონმდებლო ფეტიში გახდა, მან დაკარგა საკუთარი აქტუალობა. ისტორიული ხელოვნების ნიმუში, რომელსაც პროდუქტიულობის ლოგიკა  წართმეული აქვს, მეცნიერული სურვილისთვისაა  ხელსაყრელი. ჟ.ჰერმანდმა და ფ.ბერგჰანმა სიტყვის ისტორიის დღევანდელსა და თანამედროვე მკითხველს შორის არსებული ანთროპოლოგიური იდენტურობის ფიქცია გახადეს მისაღებ არგუმენტად. არასაკმარისი ჰერმენევტიკული შემეცნების კრიტიკის შესახებ საყვედური უახლეს მეთოდურ დისკურსებშიც არის შემორჩენილი.

ამჯერად მწარე კრიტიკას არაპოლიტიკური დამოკიდებულების მიმართ ომის შემდგომი გერმანისტიკის მხრიდან მიმართავდა ვაიმანი იმ საბუთით, რომ შტაიგერისა და კაიზერის მეთოდური მოსაზრებანი ისტორიული თვალსაზრისით ახალი დროის კრიტიკასთან არის ახლოს. რამდენიმე წელია მომრავლდა ხმები, რომლებიც სიტყვიას ესთეტიკის სასიკეთოობაზე მიუთითებენ: ინტენსიური კითხვა და ფილოლოგიური სიზუსტე, ინდუქციური პროცესი და ფორმის ანალიზი, ჟანრის შეცნობის უნარი და ჟანრის პოეტიკა უეჭველად ის ღირსშესანიშნავი მოვლენებია, რომლებიც ისტორიულად ორიენტირებულმა გერმანისტიკამ არ უნდა უარყოს. (F. Berghan). დაუკვირვებელიდარჩა მუშგის მღვდლობი კრიტიკა , რომლითაც შტაიგერი გოეთეს ხეტიალის წლების  მეორე გამოცემის მიმართ  მის უარყოფით დამოკიდებულებას ასაბუთებდა:

რომანი ჩვენ არ გვაჯადოვებს; განაჩენისა და კრიტიკისგან თავის შეკავება გვიწევს, და ამიტომ ვეძებთ და გვენატრება საიდუმლო ობიექტური საფიძველი  ხელოვნებისადმი ამდენი დამოკიდებულების საფუძველზე მწერლობა კარგავს ყოველგვარ პროვოკაციულობას და წინააღმდეგობას. ეს რა თქმა უნდა პრობლემაა, რომელსაც მხოლოდ ისტორიაზე ფიქსირებულ მეცნიერებასთან აქვს კავშირი.

 

ნაწარმოების იმანენტური ინტერპრეტაცია.

(ლათ. Immanere-დარჩენა )- არის ახსნა, მითითება, რომელიც ლიტერატურულ ტექსტზეა

კონცენტრირებული და კონტექსტებს (ბიოგრაფია, ლიტკულტურა, გონებრივი ისტორია, რეცეფცია) ყურადღების გარეშე ტოვებს. ასეთი პროცესი შეიძლება დიდაქტიკური ან სხვა მიზეზებით იყოს გამოწვეული. პრინციპულად მისი პროპაგანდა მე-20 საუკუნის განმსაზღვრული თეორიული მიმართულებების მხრიდან დაიწყო, რომლეიც ლიტერატურული ნაწარმოების ავტონომიას უსვამს ხაზს და ლიტერატურის კონტექსტუალური ასპექტებით დაკავებას სეკუნდარულურად, სულაც ხელისშემშლელად აღიქვამს (შედ. - რუსული ფორმალიზმი). ვიწრო გაგებით, ნაწარმოების იმანენტურ ინტერპრეტაციაში ან ნაწარმოების ინტერპრეტაციაში დომინანტებად ფორმალურ-ესთეტიკურ სკოლებს გერმანიის ომისშენდგომ გერმანისტიკაში მოიაზრებენ, რომელიც იმ მოთხოვნას წევს წინა პლანზე, რომ ნაწარმოები, როგორც ხელოვნების პროდუქტი მხოლოდ ტექსტიდან უნდა გამომდინარეობდეს. ეს მოსაზრება ძალიან მკაფიოდ გამოისახება გამოხატვის დეფინიციაში, რომელიც ვილპერტმა თავის ლიტერატურის ლექსიკონში  (1955) ინტერპრეტაციისთვის ასე ასახა: თანამედროვე პოეზიის მცოდნეების მეთოდი შეძლებისდაგვარად გულში ჩამწვდომია. ტექსტი განიხილება, როგორც დაუნაწევრებელი მთლიანობა მისი შინაარსითა და ფორმით, ისე რომ ბიბლიოგრაფიაზე ან ლიტერატურულ ცოდნაზე სულაც აღარ ვიფიქროთ. ღრმა გაგებისაკენ და დამოუკიდებელ, მსოფლიო ძალის მატარებელ შემოქმედებისკენ ენობრივი ხელოვნების ნიმუში პოეზიის გზით მიიყვანება. ამ ახსნა-განმარტების მიხედვით ამგვარი,პოეზიის ფესვები გერმანულ იდეალიზმში უნდა ვეძებოთ. კონკრეტულად მე-20 საუკუნეში. სიტყვის იმანენტურობის მიმართულებით სხვადასხვა სტილისტური გამოკვლევები არსებობს, როგორც მაგალითად  შპიტსერისა, ან ჟანრობრივ-ისტორიულ გამოკვლევებში, სადაც გერმანისტი ვიეტორი გეგმავდა და რეალიზებას უკეთებდა ყოველივე ამას. აქ ლიტმცოდნეობის ინტერესი გონებრივ ისტორიას სცილდება და შემოქმედებით ფორმაზე აკეთებს მიმართულებას.

სიტყვის იმანენტურმა ინტერპრეტაციამ საბოლოო აღიარებას გერმანულ გერმანისტიკაში 1945 წლის შემდეგ მიაღწია და იგი აღიქმება, როგორც მესამე რაიხზე ადეკვატური რეაქცია. ისტორიული თვალთახედვიდან უკან წამოსვლა და ნაციონალური ასპექტების შემოტანა ახალ მიმართულებას აყალიბებდნენ, ეს მიმართულება სიტყვის იმანენტურ ინტერპრეტაციას ახალ, გამოუსადეგარ პერსპექტივად აღიქვამდა და მან უარყოფითი იდეოლოგიური დაკვირვების არეალიდან ისტორიული, სოციალური და პოლიტიკური მომენტები განდევნა.

ალბათ ეს შემთხვევითი არაა, რომ ვიეტორი, რომლიც ნაციონალურ-სოციალისტური მოძრაობისადმი სიმპათიების გამო.

1936 წელს ემიგრაციაში ა.შ.შ.-ში წავიდა - ამ ახალი შეხედულებების პიონერად იქცა. მან თავის პრაგმატულ გამოკვლევაში "გერმანული ლიტერატურის ისტორია, როგორც გონებრივი ისტორია"(1945) აპოსტროპირება გაუკეთა ლიტერატურის ამ ფორმას:"სადაც არ უნდა დავაკვირდეთ ლიტერატურას, როგორც გამოხატვას ან როგორც მეორადი პროდუქტს საზოგადო განვითარების პროცესისა:

პოლიტიკური, სოციალური, ინტელექტუალური, ფსიქოლოგიური თუ კულტურული კუთხით _ აქ წინ წაწევა იგრძნობა ესთეტიკური ფენომენის და მისი სფეროსაგან. მთავარი საგანი ნაწარმოებისა არის ის, რომ თავისი სპირიტუალურ-ვნებიანი ერთიანობის პრინციპი შეასრულოს და არ იყოს სხვა სფეროთა ძალებისა და მოძრაობების.გამოხატულების სარკე. ამით ინტერპრეტაცია ისევ თავის სახეს იღებს, იმას, რაც მას შეეფერება: ის ისევ მთავარ ხელოვნებად მიიჩნევა ლიტმცოდნეობისა, ლიტერატურის ისტორია მეორე ადგილზე გადადის".

მნიშვნელოვანი წარმომადგენლები სიტყვის იმანენტური ინტერპრეტაციისა არიან ე.შტაიგერი და ვ.შტაიგერი.

(წიგნი "დრო, როგორც პოეტის წარმოდგენის ძალა". ბრენტანოს, გოეთეს და კეგგერის ლექსების გამოკვლევები) მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ეს მოკლე შესავალი:

"ლიტმცოდნეობის საგნის დავალებიდან"- "სიტყვის იმანენტური ინტერპრეტაცია  მანიფესტად შეიძლება იქნეს აღქმული. ჰეგელზე დაყრდნობით შტაიგერი სიტყვას, როგორც ხელოვნების ნიმუშს, ცალკე სამყაროს აკუთვნებს,რომელსაც ის ლიტმცოდნნების ცენტრალურ დავალებად მიიჩნევს, იმით, რომ ის კონსტატაციას აკეთებს: " ამას ისევ ვუბრუნდებით, რომ.პოეტის სამყაროში, რაც სიტყვაში აისახება, სიტყვაა გადამწყვეტი საგანი. "მწერლობა არა როგორც თვითონ, არამედ ის, რაც იმის მიღმაა". შტაიგერის ეს ასახვა ინტერპრეტაციული მუშაობისა კულმინაციას აღწევს მის.

მრავალგზის ციტირებულ ფორმულაში: " ზუსტად ის, რაც უშუალო აღქმის საშუალებას გვაძლევს არის ლიერატურული კვლევის საგანი. ყოველი ლიტმცოდნეობის ძირითადი მიზანი არის ის, რომ ჩვენ გავიგოთ, თუ რას შეუძლია ჩვენი აზრის დაპყრობა ".

,,ფრთხილ  ტერმინოლოგიაში შტაიგერი თავს არიდებს სიტყვას "ინტერპრეტაცია" და საუბრობს საკუთარ განზრახვაზე"ათასგვარად აღწეროს თითოეული ნაწარმოები"-.უსაფუძვლოდ არ მიუთითებს ის ფ.შლაილერ-მახრზე, "ჰერმენევტიკული ხელოვნების ოსტატზე" და ციტირებას ახდენს ვ. დილთეისა და მ. ჰაიდეგერისა. ამ უკანასკნელით ის ხედავს ჰერმენევტიკულ წრეს ("მთლიანიდან თითოეულის გაგება,რომ აქედან მთლიანი ისევ თითოეულიდან გავიგოთ"-) როგორც დადებით შესაძლებლობას პირვანდელი შემეცნებისას..შტაიგერს უნდა რომ ღრმა მოსაზრებებითა და ლიტ.მცოდნეობის გადახალისებით გავლენა მოახდინოს - ეს არის როგორც რეფორმის მცდელობა, რომელსაც ის ამთავრებს ჰოლდერლინის ციტატით, სადაც პროტესტანტიზმის სოლა-სცრიპტურა-პრინზიპ-ი მისაღებად ითვლება. რაც ეკლესიის რეფორმატორისათვის წმინდა წერილია, ის ლიტერატურული ქვეშევრდომისათვის ნაწარმოების ტექსტია. ერთი მნიშვნელოვანი ნაწარმოების შესავალ თხზულებაში ინტერპრეტაციის ხელოვნება , შტაიგერი თავის მეთოდურ მოსაზრებას გვაცნობს. თვალში საცემია, ის რომ სამეცნიერო შრომის ბაზისად უსუბიექტურესი გრძნობა  მიიჩნევა. ინტერპრეტაცია შტაიგერისთვის ენობრივი ხელოვნების ნიმუშის ფარგლებში მისი შემადგენელი ნაწილების შინაგანი შეთანხმებებია (,,ხელოვნების ნიმუშებს მივესალმებით, თუ ისინი სტილისტურად შეთანხმებულნი არიან) ამ მოსაზრების სუბიექტურობა გარკვეულ გრადუსამდე სწორდება, იმით, რომ ცოდნა, რომელიც გერმანულმა ლიტმცონეობამ ერთი საუკუნის განმავლობაში შეიმუშავა და ჩამოყალიბდა მაკონტროლებელ ინსტინქტად, რომელმაც გრძნობათა არასწორი მიმართულებით წასვლას უნდა შეუშალოს ხელი. კაიზერის ენობრივი ხელოვნების ნიმუში, რომელიც სკოლასა და უნივერსიტეტში გერმანისტიკისათვის მნიშვნელოვან სახელმძღვანელოდ იყო მიჩნეული, მისი ქვეთავით ლიტ.მცოდნეობის ერთერთი შესავალი - გამოხატავს, რომ ავტორისთვის ლიტ. მცოდნეობის მუშაობის ძირითად ბირთვს ინტერპრეტაცია ასახავს. შტაიგერს ეწინააღმდეგება კაიზერი, რომელსაც შტაიგერი მრავალგზის ეყრდნობა. არის მისი მოსაზრება ის, რომ ეს აზრი შტაიგერისა, ცოტა სუბიექტურია. კაიზერიც იშორებს ადრეულ პოზიტივისტურ და ჰუმანიტარულ გავლენებს და ფიქრობს, რომ ამით დაიწყო ლიტერატურული კვლევის ისტორიაში ახალი მონაკვეთი.  მისთვის ლიტერატურულ ნაწარმოებს ავტონომიური შეხედულება გააჩნია. ენობრივი ხელოვნების ნიმუში ცოცხლობს როგორც ასეთი, და ცოცხლობს საკუთარ თავში, ან ხელოვნება ცოცხლობს და წარმოიქმნება არა როგორც რაღაცის გადასული ბრწყინვალება, არამედ როგორც დახურული ენობრივი ბმული  კაიზერი მუდმივ კანონზეც  ლაპარაკობს, რომლის მიხედვითაც ენობრივი ხელოვნების ნიმუში იქმნება. განსაკუთრებული წონა აქვს კაიზერისათვის მწერლობას. მასში მანიფესტირდება განსაკუთრებული განძი ლიტერატურული ენისა, რომელიც გამოიხმობა, როგორც დამოუკიდებელი სახეობა და ენის ნიშანთვისება - რის მეშვეობითაც ნაწარმოებში მოხმობილი პასაჟები მთლიანობად იქცევა. შესაბამისია შემეცნების მიზანი. კვლევის აუცილებელი მოთხოვნა, იმის მიხედვით უნდა დაისვას, რომ მან განსაზღვროსშემქმნელი ენობრივი ძალები, გაიგოს მათი ურთიერთდამოკიდებულება და გამჭვირვალე გახადოს თითოეული ნაწარმოების სისრულე . მას გადამწყვეტი წვლილი უნდა ჰქონდეს ამაში და უნდა მიესალმოს, როცა ცნობიერება გამოკვეთილად გაიტანს თავისას, რომ ყველა ლიტერატურა ერთ ძირითად სფეროს მოიცავს და მისი გამოკვლევა მისი ყველაზე უფრო აუცილებელი დავალებაა.

კაიზერი განიხილავს სხვა ევროპული ლიტერატურის ნიმუშებთან ერთად ინგლისურენოვან ტექსტებსაც. (ის არის დარწმუნებული, რომ არ არსებობს ნაციონალური ლიტმცოდნეობანი . მისი ტერმინოლოგიები და არგუმენტაციები გრამატიკულად არიან გამყარებულნი. შინაარსსა და ფორმას, შინაარსის ფასეულობას (რომელიც უფრო მაღალ ადგილს მიეკუთვნება) შორის განსხვავება ინგლისურად მოსაუბრისთვის ძნელად მისახვედრია. 1960-იან წლებში სიტყვის იმანენტური ინტერპრეტაცია მისი სუბიექტურობისა და არაისტორიული ცალმხრივობის გამო გააკრიტიკეს და უფრო ფართო შინაარსის მქონე მოდელების მიმართულებით განივრცო.

ეს უსათოუდ მათი დამსახურებაა, ვინც ლიტერატურული ტექსტის მნიშვნელობა საზოგადო ცნობიერებაში შემოიტანა, მსგავსად იმ მოძრაობისა, რამაც ტექსტის ინტენსიური ანალიზი განავითარა.

 

ორიგინალურობის დაცვა.

ნაკლებგამოუკვეთილი ცნება, რომელიც ხშირად კრიტიკისთვის და პოლემიკისთვის გამოიყენება, რომ გაგვაფრთხილოს ორიგინალური ტექსტის საფუძველზე.დრამატული ტექსტის გარდაქმნის შესახებ, რომელიც სცენაზე, ან სხვა მედიუმში გადაიტანება. დრამატული ტექსტს აქ პარტიტურად, ხოლო ინსცენირება თარგმნის ერთერთ სახეობად ხედავენ. ხშირად ამას ტექსტის აზრობრივი შესაძლებლობების შესახებ ვიწრო მოსაზრება უდევს საფუძვლად, რომლის მიხედვითაც რეჟისორი ვალდებულია, რომ მიუთითოს პიესის ერთადერთე სწორ - გაგებაზე. ნაწარმოების იმანენტური ინტერპრეტაციისგან განსხვავებით აქ ავტორის ინტენცია, რომელიც ტექსტის სუბსტრატში გაიხსნება, მნიშვნელოვანია. რეჟისორი კი ამ ყველაფერს უნდა ითვალისწინებდეს. იმ მოსაზრებას, რომ რეჟისორი შუამავალია და არა ავტონომიური ხელოვანი და მას შეუძლია ტექსტი ზედაპირული ერთმნიშვნელობით შეცვალოს, საკუთარი გამართლება აქვს. ორიგინალურობის დაცვა ეხება თეატრისა და რეჟისორის მუშაობას, რომელიც მე-20 საუკუნის საწყისებიდან მანამდე გაბატონებული მსახურების ძალაუფლებას ამსხვრევს. ინგლისური ენის სივრცეში, სადაც რეჟისორს ნაკლებად გამოკვეთილი როლი აქვს, ვიდრე გერმანულში, ანალოგიური სპეციალური ცნება არ გამოიყენება.

 

ლიტერატურის ადაპტაცია.

მიუთითებს ესთეტიკურობის გამოვლენის მრავალ ფორმაზე და გულისხმობს ჟანრის შეცვლას, მის ტრანსფორმაციას ერთი კონკრეტული ნაწარმოების საფუძველზე, მაგალითად, რომანის დრამად გადამუშავებას. (განსხვავდება ჟანრის არატრანსფორმირებადი გადამუშავებისგან). კონკრეტულად ლიტერატურის შიგნით არსებობს არა მხოლოდ ჟანრის, არამედ მედიის შეცვლაც. განსაკუთრებით, ლიტერატურულ-თეატრალური ნაწარმოების ტრანსფორმირება ელექტრონულად პროდუცირებულ მედიუმად, როგორც მაგალითად ფილმი, ტელევიზია, რადიო, ვიდეორგოლი. ლიტერატურა  მოიცავს ჟანრისა და მედიის ცვალებადობის შემცველ უგანსხავებულეს ტექსტებს. ყველაზე უფრო ხშირად თხზულებებს იღებენ ფილმად, (ფილმი და ლიტერატურა) ტელევიზიაშიც აჩვენებენ თხზულებებს (თეატრი და ლიტერატურა) ოპერაში და მიუზიკლშიც (მუსიკა და ლიტერატურა). არსებობს სპეციალურად მოსასმენი კასეტები და აუდიოდისკები, რომელთა ლირიკა შეიძლება ასევე ლიტერატურა გახდეს. იმპლაციური ინტერფერენციები ლიტეატურის ცნებას დიალოგურობის პრინციპს, ისევე როგორც, ინტერტექსტუალობისა და ინტერმედიურობის ცნებას მიაკუთვნებენ. _ განსაკუთრებით, ფილმის მედიუმად ტრანსფორმირების შემთხვევაში გამოიკვეთება ადაპტირებასა და მის განვითარებასთან დაკავშირებული დეკადები.

ასე იდგა ლიტერატურის ამ ფორმის შეფასება დიდი ხნის განმავლობაში ნაწარმოების ორიგინალურობის დაცვის აქსიომის ჩრდილში, (განსაკუთრებით საფრანგეთში, თუმცა გერმანიაშიც) რაც ხშირად კულტურულ- იერარქიულ სტანდარტების იმპლიცირებას ახდენდა.ნორმატული მიდგომა ლიტერატურისადმი დღეს ძველი შეხედულებებისგან განსხვავდება, რაც ფილოლოგთა შეშფოთებას იწვევს. ტექსტობრივი სისტემის ტრანსფორმირება ერთიდან მეორე სისტემაში ნიშნავს ხელოვნების თვალსაზრისით ორ გაწონასწორებულ ჟანრს, ან მედიას, რომლებიც ერთმანეთთან არ კონკურირებენ, არამედ თანამშრომლობენ. ჩვენი სამედიო კულტურის გაძლიერება იწვევს შედეგებს არა მხოლოდ სამედიო მეცნიერებებისთვის, არამედ ლიტერატურის ცნებებისთვისაც მნიშვნელოვანია.ალბერს მოერი ლიტერატურის წიგნობრივ მედიუმად და კინო მედიუმად დაყოფას გვთავაზობს. ლიტერატურული ტექსტების მრავალმხრივი დაყოფა არამხოლოდ მსმენელის მხრიდან მასალების ნაკლებობაზე მიუთითებს, არამედ ასევე ხელოვნების თვალსაზრისით დიდი ხნის ტრადიციების მქონე და დღესაც უაღრესად აქტუალური ნიშანია ინტერმედიალურობისა, რომლის ჰიბრიდიზაცია და მისი დატოტვის ფორმები ლიტერატურასა და ხელოვნებათმცოდნეობაში მრავალგზის აქვთ გადასამუშავებელი. ანალიტიკის საფუძველზე ლიტერატურული ნაწარმოების მოტივირება, (ისტორიული და ლირიკული საფეხური) სივრცისა და დროის სტრუქტურა, დროის ასახვა, ფიგურები, ენა და ა.შ. _ განსხვავდებიან ორიგინალისგან.

ინვარიანტულობა და ვარიანტულობა ორიგინალურ ტექსტსა და ადაპტირებულს შორის აღწერა ა.ჯ. გრაიმმა სტრუქტურალურ სემიოტიკაში. ტექსტუალური თხრობა _ რ. ბართერმა და ს. რატმანმა. (შევარადოთ: მექფარლინი _ 1996; მუნდცო _ 1994) იმის საფუძველზე, თუ როგორია ღრმა სტრუქტურალური ცნებები.

ნებისმიერ ავტორმა შეუძლია ინდივიდუალუად განსაზღვროს ლიტერატურა. გასათვალისწინებელია ასევე დროისა და ინსტიტუციონალური გავლენები ლიტერატურაზე და არამარტო მისი რეალური მიმართება ორიგინალსა და ადაპტირეულს შორის.

 

ლიტერატურის ცნება.

ვიწრო გაგებით ეს იმას ნიშნავს, რომ არ უნდა შემოვიფარგლოთ მხოლოდ ცნებათა კრებულის, საგნობრიობისა და სპეციალიზებული სტანდარტებით. ტერმინი ლიტერატურა ისტორიულად კონტიგენტურ წარმოდგენებს ნიშნავს. იმ წარმოდგენებს, რომლებიც ერთ სოციალურ დაჯგუფებაში ყალიბდებიან. ისინი ადგენენ შეხედულებებს ლიტერატურულ ტექსტებად მიჩნეული მასალისადმი და განსაზღვრავენ ლიტერატურის კონვენციებთან მიმართებას მისი ტექსტად ქცევის სტრატეგიებში და რეცეპციაში და ამ ტექსტების მიმართ შემდგომ დამოკიდებულებას.

ტექნიკური თვალსაზრისის მიხედვით ლიტერატურა ტექსტთა გროვისაგან იმ ტექსტებს გამოარჩევს, რომლებიც ამ შეხედულებებს მიესადაგება, და ამგვარად გამოყოფს ლიტ.ერატურულ და არალიტერატურულ ტექსტებს. ლიტერატურულობა გაიგება რომელიმე სისტემასთან მისადაგებულობის საფუძველზე. ეს არ გამორიცხავს, იმას რომ ერთი და იგივე ტექსტის სინქრონული და ლაქსინიული დაკვირვების საფუძველზე შეიძლება ლიტერატურა სხვადასხვა ცნებებთანაც დავაკავშიროთ.

ამ მოსაზრებისათვის ხშირად ისაა დამახასიათებელი, რომ ლიტერატურას შეიძლება მიენიჭოს პოლივალენტურობა. ლიტერატურის სისტემის შიგნით დისკუსიები ლიტერატურულ სკოლებსა და მიმდინარეობებს შორის განსხვავდებიან და მივყავართ იმისკენ, რომ გამოვყოთ არალიტერატურული ტექსტები ლიტერატურისგან. ლიტ. სისტემის გარეთ კი შეიძლება სხვადასხვა ინტერვენციების მიერ - როგორც სახელმწიფო ან ეკლესიაა) ამ ტექსტთა უარყოფით შეფასებასა და მათ დევნამდეც მივიდეს საქმე.ჰ. გრებერმა 1977 წელს გააკეთა სქემა ლიტტიპოლოგიზაციისთვის, პირველი ეხება ონტოლოგიური ვალენტობის მტკიცებას და რეფერენტულ ტექსტებს ფიქციონალურისგან ყოფს.რეფერენტული ტექსტები ასაბუთებენ იმ აზრს, რომ ისინი რეალობის  შესახებ ერთაზროვან განაცხადს აკეთებენ. მეორე დიმენსია ეპისტემოლოგიურ ვალენტობას ეხება. ე.ი. ტექსტების გამოცნობადობას. აქაც ორი ვარიანტი გვაქვს: რეალური და ფანტასტიკური. რეალისტური ტექსტები მათი ფიქტიურობის მიუხედავად წინ წამოწევენ რეალობას იმით, რომ მისი სოციალურად მისაღებად ჩათვლილი ელემენტების შეცნობის ფუნქციას ამტკიცებენ. ფანტასტიკურ ტექსტებს ეს დამოკიდებულება არა აქვთ. ალტერნატიულობის გარკვევის დროს ისინი უარყოფენ ყოველგვარი რეალური კონცეფციების მიმართ რწმენას. მესამე დიმენსია, კითხვა ლიტერატურის ონტოლოგიური განსაკუთრებულობის შესახებ, სრულყოფილს ქმნის ამ დიმენსებს. ისტორიულადაც სამი სხვადასხვა მონაცემი მოგვეპოვება: პროდუქტი _ რომანი, , ნაწარმოები და რეციპიენტი (მკითხველი). ამ სქემაში ყველა ლიტერატურული მიმართულება შეიძლება განთავსდეს. როგორც ისტორიულად შეცვლადი სიდიდე, ლიტერატურა ანალიტიკური მიზნებისთვის გამოუსადეგარია. ის განეკუთვნება მეცნიერებას..

 

ლიტერატურული დიდაქტიკა.

იმ გადაწყვეტილებათა, კონცეფციათა და თეორიათა კომპლექსს ასახავს, რომლებიც ინტენსიური სწავლების პროცესის საგანია. _ ეს მიეწერება მსოფლმხედველობის იმ ფუნქციას, რომელიც ჰერმენევტიკულ პროცესს, როგორც გამოცდილებისა და ისტორიული სოციალიზაციის სინქრონულობის შესაძლებლობად მიიჩნევს. ევროპული განათლების სფეროში ლიტერატურა შეტანილია, როგორც ანტიკისა და რიტორიკის სწავლების საგანი და სეპტემ არლეს ლიბერალს.-ს მიეკუთვნება კითხვის, წერისა და გრამატიკის გაგების საგანს.. ტექსტების არჩევას ის თეორია უდევს საფუძვლად, რომლის ცენტრალური კატეგორია მისი კანონიზებული კონცეფციაა. ის მოიცავს ორგანიზაციას რეცეპციული, პროდუქციული, ამსახველ, ანალიტიკურ კომუნიკაციური, რიტორიკულ-არგუმენტულ, ცოდნის ამომღებ და შემნახველ მოქმედების ფორმებისა და მათი შეცნობის შესაძლებლობისა.

 

ლიტერატურის ისტორია და მისი აღწერა.

Lლიტერატურის ისტორიის ორმნიშვნელოვანი ცნება მოიცავს მის საგანს ანუ ლიტერატურის ისტორიულ პროცესს და ასევე მისი შემეცნების მსვლელობას. კომპოზიტი ლიტ. ისტორია ორი ცნებისაგან შედგება, და ორივე მრავალმნიშვნელოვანია. ისტორიის თანამედროვე ცნება მოიცავს ერთი მხრივ ისტორიულ მოვლენათა ერთმანეთზე დამოკიდებულებას, ე.ი. წარსულ მოვლენათა ერთიანობას, ასევე ის არის ისტორიული მეცნიერების საგანი, და მეორე მხრივ ამ საგნით დაკავებას, ე.ი. ისტორიული პროცესების რეკონსტრუქციასა და მათ ასახვას ისტორიული მეცნიერების, კონკრეტულად ისტორიული აღწერის მეშვეობით. კომპოზიტი ისტორიოგრაფია შეგვაცნობინებს, რომ ისტორიული აღწერის დავალებაა - მიუხედავად წარსულ მოვლენებსა და დაწერილ ისტორიას შორის არსებული უდიდესი უფსკრულისა - მათ შორის კავშირი დაამყაროს. რადგან ლიტერატურის ისტორიის აღწერა ისტორიოგრაფიის ერთერთ სპეციფიკურ სფეროზე დაყრდნობილი ფორმაა, ეს მოსაზრება ლიტერატურის ისტორიისთვისაც იგივე რჩება. აქაც განასხვავებენ ლიტ. ისტორიის მოვლენებსა და (ლიტერატურული ნაწარმოებების გამოცემა, ცვალებადობა წიგნის ბაზარზე, ავტორთა ცხოვრებისეული მონაცემები) და მათგან გამომდინარე: კონტექსტების ასახვას (მიულერი). ლიტერატურის ისტორიის აღწერის საგნის სფეროს განსაზღვრა მას საფუძვლად მდებარე ლიტერატურულ ცნებაზე, ლიტერატურულობაზე, გნებავთ მაღალ ლიტერატურულობაზეა დამოკიდებული და იგი განსაზღვრავს თითოეული სელექცირების პრონციპს. (გრაბერსი).

ლიტერატურის ცნების მრავალმნიშვნელოვნებისგან გამომდინარეობს ის, რომ ეს ყველა ეპოქაში და ჟანრში შეიძლება არსებობდეს. ემპირიული თეორიისა და ლიტერატურის მიერ წინწამოწეული მისი განვითარების მიერ ლიტერატურის ისტორიის აღწერის დროს ხდება ლიტერატურული ფოკუსის განვრცობა ტექსტიდან ლიტერატურულ სისტემად მიჩნეული საზოგადოებრივი მოქმედების სფეროში. (ე.ი. ავტორები, წიგნის გასაღების ბაზარი, რეცეფცია და კრიტიკა) _ ამ შემთხვევაში ლიტერატურის ისტორიის აღწერის დიდი განვრცობასთან გვექნება. ლიტერატურის სისტემის თითოეული ფოკუსირებული ნაწილისა და თეორიულ-მეთოდური პრემისების მიხედვით მივიღებთ ლიტერატურის ისტორიის აღწერის სხვადასხვა ფორმების პლურალიტეტს.

მარქსისტული ლიტერატურის ისტორიის აღწერა კონცენტრირებულია ლიტერატურულ პროდუქციების პირობებზე და ნაწარმოებისა და ისტორიული კონტექსტის ცვალებადობაზე.ლიტერატურას განიხილება, როგორც სიმბოლოთა სისტემა და იკვლევენ ამ სისტემის ევოლუციას. ამას უერთდება ის საწყისი მოსაზრებები, როგორიცაა მისი გონებრივი ისტორია, იდეური ისტორია, მენტალური ისტორია, წყაროთა და გავლენათა გამოკვლევა და ფიქციისა და რეცეფციის ისტორია. დიაქრონული თვალსაზრისით დასაწყისშივე მრავალგზის საფუძვლიანად შეიცვალა როგორც ლიტერატურის ისტორიის არსისა და დავალებების გაგება, ასევე მისი მოდელებისა. ერთი ეროვნების ენციკლოპედიური ასახვისას, სადაც რომელიმე ხალხის ნაციონალური იდენტიფიცირებისათვის ნათელის მოფენას ცდილობენ, გვხვდება ლიტერატურის ისტორიის აღწერის სხვადასხვა ფორმათა მრავალრიცხოვნება. მიიჩნევენ, რომ ვაინრიხის მიერ შემოტანილი ლიტ. ისტორიის ისტორია მკითხველისა -ს საშუალებით ლიტარტურის ისტორიამ რენესანსი განიცადა.. ეს წიგნი ხაზს უსვამდა მკითხველის მნიშვნელოვან ინსტანციას ახალი ლიტერატურის ისტორიისადმი  და ასაბუთებდა, რომ ლიტერატურის ისტორია არ არის თავისთავად ლიტერატურული ტექსტების ისტორიასთან გასაიგივებელი. ლინგვისტურმა ტურნ _ ქმედებამ) და ყოველი ფორმის თეორიული პირობადობის გათვალისწინებამ თეორიაში პარადიგმის შეცვლამდე მიგვიყვანა, თუმცა არავითარ შემთხვევაში პრაქტიკაში. ჰ.ვიტესის მიერ ისტორიის აღწერასა და მის ნარატიულ სტრუქტურად გადაქცევას შორის, რომლების ფაქტებს მნიშვნელობას აძლევს, გადაულახავი უფსკრულია და მიანიშნებს,რომ ისტორიოგრაფიც კი მოვლენათა დაკავშირებისას, კოჰერენტული თხრობის კონტექსტუალობასა და მის ლიტერატურულ თხრობის ნიმუშს იყენებს და რომ ერთიანი და დამაკავშირებელი დიდი ისტორიის  შესახებ წარმოდგენა უვარგისი გახდა. თეორიულ დებატებს ეპისტემოლოგიური და ისტორიოგრაფიის მეთოდური ძირითად კითხვის ირგვლივ, პოზიტივისტურ რწმენას შესაძლებლობების შესახებ და იმას, რომ ისტორიულ შემეცნებებსა და ასახვებს შეეძლოთ ტოტალურობის, ობიექტურობისა და სიმართლისთვის ევნოთ (პოზიტივიზმი), საფუძველი გამოეცალა და იმ ყოველი ისტორიის კონსტრუქტიული ხარაკტერისტიკის  შემეცნებით შეცვალა. (ფოსკამპი). ლიტერატურის ისტორია არ არის თეორიისგან თავისუფალი ან სულაც რეკონსტრუქციის რეალისტური ლიტერატურის ისტორიული საგანი, არამედ თეორიასა და დაკვირვებებზე დამოკიდებული პროცესია. ყველა ისტორიული ასახვა ლიტერატურისა არის არჩევათა და კონსტრუქციის პროცესების შედეგი, რომლებიც თავის მხრივ, შეფასებას ეფუძნებიან. ისინი ეხებიან ერთი მხრივ, ნაწარმოებთა და მოვლენათა სელექციას, რომლებიც განსაკუთრებულ რელევანტურად ან რეპრეზენტატულად მიიჩნევიან_ მეორე მხრივ არის მათი დალაგება (ქრონოლოგიური თვალსაზრისის ან ჟანრის მიხედვით) ასევე დროისმიერი დაყოფა ეპოქებად, (ეპოქის ზღურბლი, პერიოდიზირება) და ლიტერატურისმცოდნეობის მიერ გამოყენებული სისტემის კატეგორიებად და თხრობის ნიმუშებად.

ეპოქების განსხვავების მეშვეობით ლიტერატურის ისტორიის დიაქრონული დიმენსია და მისი დროში განვითარება, დაიყოფა. ჟანრთა დაყოფა ყველაზე უფრო საჭირო პრინციპია, რათა სინქრონული დიმენსია ლიტ. ისტორიისა, იმავდროულად არსებულ ფენომენად იქნეს რეკონსტრუირებული.ს.კრაცერის მიერ ჩამოყალიბებული ფორმულა თანადროული და არათანადროულის კოექსისტენციის  შესახებ, იმის საჭიროებას ბადებს, რომ ლიტერატურის ისტორიაში ადრე არსებულ დიქსიონული დაკვირვება ლიტერატურული ფენომენების სინქრონული მრავალსახეობით შეივსოს.

თანამედროვე დისკუსიაში უპირველეს ყოვლისა 6 მოსაზრება და მეცნიერული მიმართულებები გამოირჩევა, რომლებიც სხვადასხვა თეორიული ვარაუდებისგან გამომდინარეობენ და სხვადასხვა მეთოდურ პროცესებს იყენებენ - სოციალურ-ისტორიული და სტრუქტურულ-ფუნქციონალური მისაზრებანი, რომლებიც ლიტეარტურის, როგორც სოციალური სისტემის რეკონსტრუქციას ახდენენ.მ. ფოკუ ამას უმატებდა სუბიექტ დეცენტრირებულ და დისკურსის ანალიტიკურ ლიტერატურის ისტორიის აღწერას, რომელიც ასევე მედიასისტემებზე იყო ორიენტირებული და ჩანაწრთა ცვალებადობას ეყრდნობოდა. სევე გამოირჩა კონსტრუქციულად დაფუძნებული მოსაზრებები ლიტერატურის ემპირიული თეორიის ჩარჩოებში, რომლებიც მხოლოდ თეორიულად რეფლექცირებად და მეთოდურ ეკლექტიკურ შრომებში მოიაზრება და რომლებიც სელექციის პრონციპებს, მათი დალაგების პროცესსა და ეპოქის ცენზურებს, შეფასების მასშტაბებსა და კითხვის პრაქტიკებს განასხვავებენ ტრადიციონალური ლიტისტურისაგან და სქესთა კვლევის თვალსაზრისით კრიტიკულად აშუქებენ. სხვა მოსაზრებათა სიას მიეკუთვნება - ახალ ინგლისურენოვან ლიტერატურათა  მუშაობის პროცესიდან გამომდინარე ინტერკულტურული ლიტერატურის ისტორიის აღწერა და მისი ინტერდისციპლინარული განვრცობა, კულტურის ისტორიის ინტეგრაციულ ფორმებად, New Cultural History, ან მენტალიტეტის ისტორია.

 

6) ლიტერატურის კრიტიკა.

თუმცა ლიტერატურის კრიტიკა ფილოლოგიური კომენტარებისა და არსებული მასალების მიხედვით ეგზემპლარული ავტორების მიერ ანტიკური ეპოქიდან აღინუსხება, მაგრამ თანამედროვე გაგებით ლიტერატურის კრიტიკა ახალგაზრდა, ისტორიულად გამოყოფილი ფენომენია, რომელიც რეალურად მეთვრამეტე საუკუნეში დაფიქსირდა.ძველი მიდგომა გამოირჩეოდა პოლიისტორიული ტიპოლოგიით. ამავდროულად პარალელურად კარტესიანული პარადიგმისა ფილოსოფიურ დისკურსში ჯერ რაციონარ-ფორმალისტური კრიტიკული მოდელი იქმნება, რომელსაც მხოლოდ ფორმალურ ენობრივ სტრუქტურასა და ტექსტის სემანტიკასთან აქვს საქმე. რიტორიკული კრიტიკის ამ ტიპს არ შეუძლია მოსალოდნელი ცვალებადობის დროს ლიტერატურულ სამყაროში, დიდხანს გაძლოს.

ამ ეპოქიდან ცოტა ხნის შემდეგ უკვე საქმე აღარ გვაქვს მხოლოდ ფორმალურ ტექსტირებასა და სტილის კრიტიკასთან, არამედ უფრო მეტი აქცენტი საგნებსა და მოვლენებზეა გადატანილი. აქ ორირი დასაბუთებაა მიმართულების მიმცემი: ა) კრიტიკოსის განათლება და გამოცდილება. ბ) მისი გონიერი განსჯა და განაჩენის გამოტანის, გადაწყვეტილების კომპეტენტურობა. ამ პერიოდში კიდევ ერთ ასპექტია გამოსაყოფი: თარგმნის ყავლიანობის პრონციპის შეცვლა იმ კონცეფციით, რომელიც თანამედროვე დისკუსის ნაყოფია. საფრანგეთში ცრიტიქუე მონდაიინე-ს აქცენტის ეს გადატანა უკვე მე-17 საუკუნეში მოხდა. კრიტიკის თვალსაზრისით აქ მსოფლიოს მასშტაბით ხდება მიმდინარე ლიტერატურული სამყაროს რეკონსტრუქცია. კლასიკოსები რომ უკან მოვიტოვოთ სწავლული ჟურნალისტი კანონი ლიტერატურას თავის აწმყოს მიაკუთვნებს, რომ ანციენს-ისა და მოდერნ-ის რელევანტური ფასეულობა წინ წამოიწიოს. აქტუალობის ეს იმპერატივი და მისი აწმყოსთან კავშირი უფრო ძლიერდება განმანათლებლობის ეპოქაში გამოკვეთილი ლიტერატურული ბაზრის პირობებისას და უფრო და უფრო მეტად დამოუკიდებელ ლიტერატურულ პრინციპებზეა ორიენტირებული . კრიტიკოსი იღებს შუამავლის ფუნქციას ავტორსა და პუბლიკას შორის. მან რჩევის მაძებარ მკითხველის მუდამ ცვალებადი ტექსტების ზღვაში ორიენტირებას უნდა შეუწყოს ხელი. განმანათლებლობის დასაწყისში კრიტიკის ახალი ტიპის წარმატების ნიშანი ახალი პერიოდული ლიტერატურული გამოცემები და აქედან გამომდინარე შექმნილი ლიტერატურული საზოგადოებრიობა.

ლესინგის მერე იმანენტური კრიტიკის კონცეფცია მძაფრდება და ნებისმიერ ტექსტს ინჰერენტული ლოგიკის მიხედვით იკვლევს. გვიანი განმანათლებლობის კრიტიკულ დისკურსში ცოდნის კრიტერიუმის ესთეტიკურ პრინციპად გადაქცევა ხდება. საქმე გვაქვს კრიტიკისა და ფილოლოგიური ესთეტიკის კლასთან, რომელიც ადრეული რომანტიზმის კრიტიკის კონცეფციაში რომელიც ფ.შლეგე-მა დაწერა.

 

ლიტერატურული პროდუქცია.

ლიტერატურლი პროდუქცია გულისხმობს წარმოებას ტექსტებისა, მათი შექმნის პროცესს ავტორთა მოღვაწეობას, მოქმედებას. ემპირიულ თეორიაში ლიტერატურული პროცესი განიხილება, როგორც ლიტერატურული პროდუქციის ადგილი. მისი რეზულტატი არის ოპტიკური, აკუსტიკური და ჰაპთიკური კომუნიკაციის ბაზისი, რომელიც ლიტერატურულ პროდუქციად წარმოგვიდგება. ლიტერატურული პროდუქცია ანტიკური ეპოქის შემდეგ სოციალური როლის მინიჭებით ხასიათდებ (პოეტი, მწერალი, მელექსე).

მე-18 საუკუნიდან ლიტერატურული პროცესი ლიტერატურულ რეცეფციასთან და ლიტერატურულ გადამუშავებასთან ერთად ინდუსტრიულ საზოგადოებაში თავისთავის მარეგულირებლ მოქმედების ცნებებს ადგენს.

 

8) ლიტ. ფსიქოლოგია.

ლიტერატურის ფსიქოლოგია ამუშავებს ლიტმცოდნეობის კითხვებს ლიტ. ნაწარმოებთან დაკავშირებით, მისი შექმნისა და რეცეფციის პროცესს სხვადასხვა ფსიქოლოგიური თეორიებთან, მეთოდებთან და კონცეფციებთან მიმართებაში.ძირითადო შტოები ლიტერატურის ფსიქოლოგიისა განსხვავდებიან. სიქოანალიტიკური ლიტმცოდნეობა ფროიდის, ლაკანის რეცეფციას ეყრდნობა და მას ქვეცნობიერის გამოხატულებად აღიქვამს. მეორე მხრივ, გვხვდება ემპირიულად მომუშავე ფსიქოლოგიური მოსაზრებები, რომელთა მიზანია, ფსიქოლოგიური გამოვლინებები ლიტერატურის შესახებ, მისი შექმნისა და მისი გავლენა ემპირიულად გადაამოწმოს და ამით განსაზღვრულ საფეხურამდე წინასწარ გამოთვალოს მისი ზეგავლენა. 1960-იანი წლებიდან ემპირიული ფსიქოლოგია დაკავებულია ლიტერატურის ფსიქოანალიტიკური ჭრილიდან ხედვით.

ამ მეთოდოლოგიათა მიხედვით, მრავალფეროვნების გამოკვლევა განსაზღვრავს შემოქმედის თვისებებს, მისი შემოქმედებითი პროცესის მიმდინარეობას და ასევე ლიტერატურული პროდუქტისას. სანამ შემოქმედება, ყველა ადამიანის, სულ მცირე მაინც პოტენციურ უნარად არ აღიარეს, ეს თვისება არანორმალურ ადამიანებს მიეწერებოდა. ესე იგი, შემოქმედებით პროცესებს. ფსიქოზებად ან ნეკრიზებად მიიჩნევდნენ. ეს კავშირი ემპირიულად არ განმტკიცდა. ფსიქოლოგიურმა ტესტებმა გვაჩვენა, პოეტები ზომაზე მეტად არიან ნიშანდებული ფსიქოპათოლოგიური სიმპტომებით, მაგრამ რომ მათი ეგოს სიძლიერე ამ სიმპტომებს წინ უდგება. შემოქმდეებით ღწვის შეგნებული განზრახვის საფუძველზე ავტორი ამუშავებს თავის რეგრესულ - ინსპირატორულ იმპულსებს. ეს პროცესი ეყრდნობა პირველად პროცესების შედეგებს, როგორიცაა მაგალითად, სიზმრები და ფანტაზიები.

 შემოქმედება არის ქმნის პროცესი, რომლითაც განსაკუთრებული შემოქმედების მიერ ხელოვნებაში, მეცნიერებებში ან სხვა ინტელექტუალურ სფეროებში მიიღწევა სარკობრივი შემობრუნება სიზმრისა  (Rothenberg, 1986).

ემპირიული ესთეტიკიდან გამომდინარე, შემოქმედება არის არა აბსოლუტური, არამედ სუბიექტური, ისტორიულად შეფარდებითი სიდიდე. ემპირიული ლიტერატურის ფსიქოლოგიური რეცეფციულობის გამოკვლევა ინტეგრირებას უწევს ლიტერატურულ ტექსტებსა და მათ მოქმედებას ემპირიულ სოციალურ და კომუნიკაციათმცოდნეობებთან. საკითხავი მასალის გავრცელების დროს მომხდარი გონებრივი და ემოციური პროცესები და ასევე მათგან გამომდინარე მოქმედებები ახალი კვლევის ასპექტებს ქმნიან. რა თქმა უნდა გვაქვს მეთოდური დაზღვევის პრობლემა, განსაკუთრებით ემოციური ეფექტების ემპირიული გამოძიებისა და აქამდე ეს პრობლემა არასაკმარისადაა გადაჭრილი. ემპირიკოსები ფსიქოანალიტიკოსებისაგან განსხვავდებიან და მათ შინაარსის გაანლიზების დროს დაშვებულ მეთოდურ შეცდომებს საყვედურობენ. მათი აზრით, ტექსტის შინაარსის ბოლო, ანუ მისი მკითხველზე მოქმედების ინტენსიურობა, ტექსტის ნამდვილი მოქმედებისგან შორს მიდის და მკითხველის პასიურ-რეცეფციულ სურათს.. ემპირიულ-ფსიქოლოგიური რეცეფციის კვლევას ლიტსოციოლოგია უახლოვდება იმით, რომ ისინი სტატისტიკურ მონაცამებს, როგორც ფენათა სპეციფიკურ ნიშნებს, ფსიქოლოგიური ნიშნებით ხსნის.

 

ფსიქოლოგიური თეორია ესთეტიკური ევოლუციისა

შეგვაძლებინებს შინაარსისა და სტილისტური ცვალებადობის წინასწარ გამოცნობას და ახსნას თითოეული ლიტერატურულ ჟანრის ტრადიციულ კანონთა ფონზე. რადგან ესთეტიკური ხიბლის გააქტიურების პოტენციალი, როგორც დადგინდა, დროის განმავლობაში დაიკარგა, პოეტები იძულებული არიან რეცეფციის ზეგავლენას შეეწინააღმდეგონ. ეს ხდება ან იმით, რომ შინაარსები უფრო მეტად უერთდება პირველად რეგრესს ან იმით, რომ სტილისტური გადასხვაფერდება.

ემპირიული გამოკვლევები ხელოვნების მედიასა და კულტურულ სფეროებში იმ დასკვნამდე მიდიან, რომ ორივე დარგი ლიტერატურის ცვალებადობის პროცესში ერთმანეთს მისდევს ან ცვლის.. ძირითადი პრობლემატიკით ლიტერატურის ფსიქოლოგია ემსგავსება ლიტერატურის სოციოლოგიეს და რადგან ის დამოუკიდებელი დისციპლინა არაა, შეგვიძლია როგორც ფსიქოლოგიას, ასევე ლიტმცოდნეობას მივაკუთვნოთ.

 

ლიტერატურის რეცეფცულობა.

რეცეფციის ესთეტიკა იკვლევს ლიტერატურას თეორიულ სიბრტყეზე. რეცეფციის პროცესის სხვადასხვა საფეხურები - განუსაზღვრელი ადგილები (განუსაზღვრელობა), განვრცობის ჰორიზონტი, დაკონკრეტებაა. ლიტერატურული რეცეფცია 1960-იანი წლების ბოლოდან ერთერთი ძირითადი თემაა ლიტერატურის თეორიული შრომებისა. ეს არის ადრინდელ ავტორთა ცენტრირებული მოსაზრებების წინააღმდეგ რეაქცია. ქ მნიშვნელოვანია მკითხველის ფენომენი, რომელიც კითხვის პროცესში ინტერაქტიული თანამშრომლობას ეწევა.

 

ლიტერატურის სოციოლოგია.

ლიტერატურის სოციოლოგია ლიტერატურული ანალიზის მიმართულებაა, განსაკუთრებით ასახავს საზოგადოებრივ და სოციო-კულტურულ პირობებს ლიტერატურის პროდუქტისა და რეცეფციისა. იგი ტექსტის კონსტრუქციას, ასევე ლიტერატურული ჟანრების განვითარებას მოიცავს.მე-18 საუკუნეში - ლიტერატურული სოციოლოგია გამოიკვეთა როგორც ცალკე დისციპლინა და ახალი მოვლენა იყო. პირველი ნაბიჯები სოციალურ. ისტორიული და სოციოლოგიური მეთოდოლოგიის კუთხით ლიტერატურათმცოდნეობაში 1910-ანი და 20-იანი წლებიდან გადაიდგა.

თუმცა 1910 წლიდან გვხვდება კითხვები სოციოლოგიურ, კერძოდ სოციალურ-ლიტერატურულ მიმართებასთან დაკავშირებით. კულტურული და საზოგადოებრივი ორიენტაცია ამ პერიოდში ასახავს განსხვავებულ მოსაზრებების მრავალრიცხოვნობას (ლ.შუხინგზი - სოციალურ-ისტორიული გამოკვლევები, ა.ირშე - ცნობიერების ისტორიული კონცეფცია. მარქსისტული მატერიალისტური გამოკვლევის სახე აქვს ა.კლაინბერგის შრომებს. პ.მერჰერმა 1920-იანი წლებშის დასაწყისში სოციოლოგიის გამოყენების სპექტრებზე მიეთითა.).

პირველმა კვლევებმა მცირე რეზონანსი ჰპოვებს, რადგან ისინი ჰუმანიტარული ისტორიის ჩრდილში იდგნენ. წარმატებას ამ მეცნიერებამ 1960-იან და 1970-იან წლებში მიაღწია, როცა ჰასერმა დაწერა ხელოვნებისა და ლიტერატურის სოციალური ისტორია  (გერმანიაში ამ კუთხით აღსანიშნავია სილბერმანისა და ფუნგსის შრომები).ფრანგი სოციოლოგები, როგორც გოლდმანი, ასევე ბორდიუ ცდილობდნენ განსხვავებული თეორიული საშუალებებითცდილობდნენ ამ კუთხით კვლევის წარმართვას.

ერთერთი, თუ არა ცენტრალური პრობლემა, ლიტერატურის სოციოლოგიისა არის ის კითხვა, თუ როგორია ლიტერატურის დამოკიდებულება საზოგადოებრივ ცხოვრებასთან, ანუ თეორიულად თუ როგორ აღწერს მას. მარქსისტულად ინსპირირებული წარმოდგენის მიხედვით, მხოლოდ ასახვასას (არეკვლის თეორია) გულისხმობს იგი. დღეისათვის მნიშვნელოვანია კლასიკური სოციოლოგიის  (Simmel, Weber) შეხედულება, რომ ესთეტიკური და ლიტერატურული კულტურული სფერო, საზოგადოების სხვა სფეროებისგან გამოყოფილია, საკუთარ კანონმდებლობას და განვითარების ტენდენციებს ექვემდებარება. გენეტიკური სტრუქტურალიზმი ერთვის იმ იდეას, რომელიც ლიტერატურული ფიქციის სამყაროს განსაზღვრულ დამოუკიდებლობას და ფორმალურ ავტონომიას ანიჭებს. შესაბამისი დამაკავშირებელი ლიტერატურულ ფიქციასა და საზოგადოებას შორის გოლდმანისთვის რომელიღაც შინაარსობრივი ასპექტი კი არაა, არამედ ის უფრო მეტად აბსტრაქტული, ფორმალურ ავტორისაგან შედგება, რასაც გოლდმანი სტრუქტუროლოგიად (ჰომოლოგიად) ასახელებს. საგულისხმოა კორელაციის დამოკიდებულება ლიტერატურული ნაწარმოების ფიქციურ სამყაროსა და საზოგადოების დაჯგუფებათა ფიქციის სტრუქტურებს შორის. H. Hbitus-ის, როგორც სოციალიზაციისთვის ტიპური მოქმედების სტილის კონცეფცია ხელმისაწვდომი ხდება სოციალური სტრუქტურისა და კულტურული პრაქტიკის მჭიდრო დამოკიდებულებაში. Goldman-ის დასკვნები ესთეტიკური ნეგატიურობის თეორემას ეყრდნობა, რომელიც ხელოვნების, ანუ ლიტერატურული ნაწარმოები ლოკალიზებას განიცდის ყველანაირი საზოგადოებრივი ჩარევის გარეშე.

თანამედროვე ხედვები, ლემანის ,,სისტემის თეორიის  მიხედვით, მიუთითებენ, რომ ლიტერატურა არ უნდა იყოს მხოლოდ სურათი საზოგადოებრივი ურთიერთობისა და არც მისი უარყოფა.

 

ლიტერატურის სისტემა.

ეს ტერმინი მომდინარეობს ლიტერატურის ემპირიულ თეორიიდან, გამოიყენება საზოგადოებრივი მოქმედების სფეროს აღსანიშნად, სადაც კომუნიკაციური მოვლენები დომინირებენ. ლიტერატურის სისტემის ცნება ლიტერატურული ტექსტის თეორიის სპეციფიკური ნიშნებით არ განისაზღვრება, არამედ მასთან მიმართების სპეციფიკური მოდალურობით. ამ შემთხვევაში ესთეტიკის და პოლივალენტური კონვენციით ნიშანდებულ კომუნიკაციურ ქმედებასთან გვაქვს საქმე.

ყოველი კომუნიკაციური ქმედება, რომლებიც ენობრივ კომუნიკაციას ორთავე კონვენციებთან მიმართებით უკეთებს ფიქციონალურ და მრავალგზობრივ რეალიზებას, არის ლიტერატურული ფენომენი და ლიტერატურის სფეროში შედის. Eსტეტიკის კონვენცია და პოლივალენტურობის კონვენცია აქ ასრულებენ ფუნქციას, რომ ლიტერატურა არალიტერატურული ქმედებისგან განასხვავონ. ლიტერატურულ სისტემაში 4 ტიპი გამოიყოფა: ლიტერატურული პროდუქცია, ლიტერატურული გადაცემა, ლიტერატურლი რეცეფცია და ლიტერატურული დამუშავება. იმდენად, რამდენადაც ეს ტიპები ერთმანეთზე დამოკიდებულნი არიან მათი ესთეტიკური კონვენციებით, შეიძლება ლიტერატურული კომუნიკაციის სისტემაზე ვილაპარაკოთ, ისინი ანუ ლიტერატურად დავასახელოთ. ახალი ჰიპოთეზაც განვითარდა:

საზოგადოებაში გვაქვს კომუნიკაციური ქმედების სისტემა, რომელიც იმითაა გამორჩეული, რომ: 1)კომუნიკაციური ქმედებანი ენობრივ ესთეტიკურ, თემატურ, კომუნიკაციურ ბაზისს ეყრდნობიან. 2) რომ პროდუქციისა დ რეცეფციის ქმედებები ესთეტიკურობას, ლიტერატურულობასა და პოლიკონვენციურობას ექვემდებარებიან. გადამცემი და გადამამუშავებელი ქმედებანი კი სხვაგვარ წესრიგს მისდევენ, რომელიც კომუნიკაციური ქმედების სისტემად მიიჩნევა და ესთეტიკურ და პოლივალენტურ ქმედებებთან თანამშრომლობს. 3) რომ ლიტერატურის კომუნიკაციურ ქმედებათა სისტემას შინაგანი სტრუქტურა აქვს, საზოგადოების მხრიდან აქცენტირებულია და იმ ფუნქციებს ასრულებს, რომლებიც არცერთი სხვა კომუნიკაციური სისტემების მხრიდან არ შეინიშნებიან. ლიტერატურის სისტემის სტრუქტურა სამოქმედო როლითა ურთიერთდამოკიდებულებაში გამოიხატება. პროდუქცია და რეცეფცია აუცილებელი ხოლო გადაცემა და გადამუშავება ფაკულტატურ კომპონენტებად ითვლებიან. ძირითად ფუნქციად, რომელსაც კოგნიტური, მორალურ-სოციალური და ჰედონისტური მიდრეკილებები ახასიათებს, ემსახურება პიროვნულად და სოციალურად გაყოფილ სინამდვილის მოდელებს.

1989 წელს შმიტმა განავითარა მოსაზრება, თუ როგორ შეიძლება აიხსნას მე-18 საუკუნის გერმანიაში ლიტერატურის სოციალური სისტემის წარმოშობა. ამ კონცეფციის თეორიულ ჩარჩოებს კონსტრუქტიულად განვრცობილი სისტემის თეორიაც ადგენს და ფუნქციონალური განსაზღვრის თეორიაც - ლიტერატურას ამის შემდეგ ვაკვირდებით სოციალური სოციუმის ორმაგ სისტემაში (საწინააღმდეგო ცნებაა ლიტერატურის სიმბოლური სისტემა). ამავდროულად ლიტერატურის სოციალური სისტემა მოცემულია, როგორც დამოუკიდებლად ორგანიზებადი და ავტონომიური ნაწილი საზოგადოებისა.  

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / ლიტერატურათმცოდნეობა / ველეკი რენე / ლიტერატურათმცოდნეობის ზოგიერთი ცნება