გაკვეთილი მეშვიდე

 

კლავიატურა (გაგრძელება).

 

     თქვენ უკვე ხედავთ, რომ ყველა ასოს შესასწავლად გვაკლია ცხრა ასო, რომლებიც განლაგებულია კლავიატურის ძირითადი რიგის ქვემოთ მდებარე რიგში. აქ ასოებისთვის გამოყოფილია შვიდი ღილაკი, ორს კი დავწერთ შიფტის გამოყენებით. ამ როგსაც გავყვეთ მარცხნიდან მარჯვნივ. შიფტის მარჯვნივ მდებარეობს ჩვენთვის უკვე ნაცნობი ასო ზ-ს ღილაკი. ანუ ინგლისურად ზეტი. ამ ღილაკს ხანდახან უწოდებენ ზეროსაც, რაც ნიშნავს ნულს. მეორე ღილაკია ხარი, ინგლისურად იქსი. მას შეუსაბამებენ სიტყვა ქსეროქსს. მარჯვნივ მდებარეობს ასო ცე. მისი სახელი ინგლისურად არის სი და წარმოადგენს ინგლისური სიტყვა კოპის პირველ ასოს. მის შემდეგ მოდის ასო ვი. შემდეგია ასო ბე, ბლაინდ, რაც ინგლისურად ნიშნავს ბრმას. მარჯვნივ კიდევ ორი ღილაკია ასოების ენი-სა და ემი-ს შესაბამისი, ნიუ, ანუ ახალი და მედიუმი, ანუ შუამავალი. გავიხსენოთ, რომ ასო ემ-ს ღილაკს მარჯვნივ მოსდევს სასვენი ნიშნების მძიმისა და წერტილის ღილაკები.

     დაგვრჩა ორი ასო. ძე დაიწერება შიფტისა და ზეტის ღილაკთა კომბინაციით, ხოლო ასო ჩა, შიფტისა და ასო ცე-ს, ანუ ინგლისურად ასო სის დახმარებით.

     კიდევ ერთხელ ჩამოვთვალოთ ასოთა ქვედა რიგის ღილაკები მარცხნიდან მარჯვნივ: ზანი, ხანი, ცე, ვი, ბე, ენი და ემი. ასოების ძე-სა და ჩე-ს შეესაბამებიან კომბინაციები: შიფტ ასო ზეტი და შიფტ ასო ცე.

     ამრიგად, ჩვენთვის უკვე ცნობილია როგორ უნდა ავკრიფოთ ქართული ანბანის ოცდაცამეტივე ასო. გარდა ამისა ვიცით, სად არის განლაგებული სასვენი ნიშნების მძიმისა და წერტილის ღილაკები. ტექსტის აკრეფის დროს, გარდა ამისა, ჩვენ დაგვჭირდება სხვა სასვენი ნიშნებიც, მაგრამ ამ გაკვეთილში მათი განხილვა და დასწავლა თავგზას აგვიბნევს და იმედს გაგვიცრუებს. დარჩენილი სასვენი ნიშნების შესწავლა გადავდოთ მომავალი გაკვეთილისთვის.

 

    საკონტროლო კითხვები:

 

 1. რამდენი სასვენი ნიშანი იცით და სად არიან მათი ღილაკები განლაგებული?

 2. რომელი ასოებია ასოთა ქვედა რიგში განთავსებული?

 3. როგორ დავწეროთ ასოები ჩ და ძ?

 დავალება:

 

     1. გახსენით დროებითი ფანჯარა და სათითაოდ აკრიფეთ ქართული ანბანის ოცდაცამეტივე ასო და უკვე თქვენთვის ნაცნობი სასვენი ნიშნები.

     2. აკრიფეთ ანდაზები. ყოველი ანდაზა დაიწყეთ ახალი ხაზიდან გადანომვრითა და აბზაცით.

 ავი არ მაკადრიანო, კარგი არ მაღირსიანო.

ავი გასახედნი მოზვერი კარგი ხარი დადგებაო.

ავი გვარისაგან კეთილი საქმის იმედი ნუ გაქვსო.

ავი იქნება - თავისთვის. კარგი იქნება - თავისთვის.

ავი კაცი აქე და ერიდეო.

ავი კაცის ლუკმას ძაღლიც არ შეჭამსო.

ავი მეზობლისაგან ცეცხლიც ნუ გინდაო.

ავი მეზობლის ჭირიმე, - კარგი რაღა იქნებაო.

ავი მუშა კვირაძალზეო.

ავისაც კარგიც ნუ გინდაო.

ავის მთქმელი თავის მკვლელიო.

ავის მქნელი თავის მტერიო.

ავი შვილი დედ-მამის მაგინებელიაო.

ავი შვილი დედ-მამის ჭირიაო.

ავი ცოლის ყოლას ავი ძაღლის ყოლა სჯობიაო.

ავი ძაღლი არც თვითონ ჭამს და არც სხვას აჭმევსო.

ავი ძაღლი იყეფებს, იყეფებს, დაიღლება და გაჩერდებაო.

ავიხედავ, ცას შევხედავ, დავიხედავ, მიწასაო.

ავ კაცს ქრთამით მოშორდიო.

ავ კაცს შორიდან შემოუარეო.

ავმა რა ქნა ავის მეტიო.

ავმა სახლმა, ავმა კარმა ავად გამადედაკაცა; კარგმა სახლმა, კარგმა კარმა კარგად გამადედაკაცა.

აზნაური მჭადს არა სჭამს, მოშივდება - ჭირსაც მომჭამსო.

არც მარტმა დამაყარა სიკეთე, არც აპრილმაო.

არც მწვადი დასწვა, არც შამფურიო.

არცოდნა არცოდვააო.

არც რა თავად იცოდა, არც რას სხვათა ჰკითხავდაო.

არც რა შენ იყავ, ხოხაო, არც რა მაყრები მოგყვაო.

არც ღვინოა, არც წყალიო.

არც შევჭამ რძესა, არც გავრეკავ თხებსა.

არც შენ შეგრჩება ერთი დროება.

არწივი მწერებს არ დასდევს.

არწივს საკენკით ვერ გააძღებო.

ასეა, ჩემო თომაო, სმასაც კი უნდა ზომაო.

ასე, ჩემო მანასეო, ხან ისე და ხან ასეო.

ასი კაცი ცხენს კაზმავდა - ვაი უკაცო

ბასაო.

ასი მამა ერთ დედად არა ღირს და ასი მასწავლებელი ერთ მამადაო.

ასი ურტყი დავითასა, მაინც იტყვის თავისასა.

ასი წლის დედაბერმა იანვარში მარწყვი მოინდომაო.

ასკილი ყურძენს ვერ გამოიღებსო.

ას მშენებელს ერთმა მნგრეველმა აჯობაო.

ას შემომტანს ერთმა გამტანმა აჯობაო.

ას ცუდ მშოვნელს ერთი კარგი შემნახველი სჯობიაო.

ასწიე - ღონესა ჰქვია, დასწიე - უღონობასაო.

 

 

გვერდის მისამართი : პროგრამები / ბუ ორის სახელმძღვანელო / 08.გაკვეთილი მეშვიდე-კლავიატურა (გაგრძელება)