გაკვეთილი მეექვსე

 

კლავიატურა ( პირველი ნაწილი).

 

განვაგრძოთ წერის ტექნიკის ათვისება. მხედველებისთვის ცნობილია, რომ წერის დროს მონიტორზე არსებობს სხივის პატარა ათინათი, რომელსაც უწოდებენ მგეზავს, მაგრამ უმეტესად ხმარობენ ტერმინ კურსორს. ღილაკზე თითის დაჭერისას ასო იწერება კურსორის მარჯვნივ. ამის შემდეგ კურსორი გადაინაცვლებს დაწერილი ასოს მარჯვნივ და დაიკავებს მომლოდინე პოზიციას, შემდეგი ასოს აკრეფისას მგეზავი ისევ გადადის დაწერილი ასოს მარჯვნივ და ასე შემდეგ. ისრებით ჩვენ შეგვიძლია კურსორი მივიყვანოთ სასურველ ადგილას. ბეგსპეისი შლის მგეზავის მარცხნივ მდგომ ასოს, ხოლო ღილაკი დელეიტი მგეზავის მარჯვნივ მდგომ ასოს. წინა გაკვეთილში ჩვენ გავეცანით ბეგსპეისის მდებარეობას. დელეიტ-ღილაკი მდებარეობს სამართავი ბლოკში ენდ -ღილაკის მარცხნივ. ეს ორი ღილაკი იძლევა ტექსტში შეცდომების გამოსწორების შესაძლებლობას. განვიხილოთ მაგალითი. დავუშვათ ტექსტის კითხვისას სიტყვა მაგიდის ნაცვლად შეგვხვდა მიგიდა. როგორ გამოვასწოროთ ეს უზუსტობა? კითხვის რეჟიმში ისრებით დავდგეთ სიტყვა მიგიდაზე. გადავიდეთ წერის რეჟიმში. ისრების დახმარებით დავდგეთ ამ სიტყვის დასაწყისში. ეს მოხდება მაშინ, როცა კომპიუტერი გამოგვიცხადებს ასო ემ-ს, რაც იმას ნიშნავს, რომ მგეზავი დგას ასო მ-ს წინ. გადავინაცვლოთ ერთი პოზიციით მარჯვნივ და ამ დროს გახმოვანდება წასაშლელი ასო ი. თუ დავაწვებით დელეიტს, ის წაშლის ამ ასოს. დავაწვეთ ა-ღილაკს. ეს ასო ჩაჯდება ასოებს ემ-სა და განს-ს შორის და მივიღებთ სწორად დაწერილ სიტყვას მაგიდა.

განვიხილოთ ღილაკი ინსერტი, რომელიც მდებარეობს ღილაკ დელეიტის ზემოთ და ღილაკ ჰოუმის მარცხნივ. ინსერტი ნიშნავს ჩასმას. თუ ჩართულია ეს ღილაკი, ანუ წინასწარ ერთხელ დაჭერილია მასზე თითი, მაშინ ინსერტი  გააქტიურებულია. ამ დროს არ არის საჭირო კურსორის მარჯვნივ მდებარე ასოების წაშლა. ამ რეჟიმით წერისას მომდევნო ასოები იშლება თანდათანობით და მათ მაგივრად იწერება ამ დროს აკრეფილი ასოები.

     წერის რეჟიმში ჰოუმს კურსორი გადაჰყავს მიმდინარე სტრიქონის თავში, ხოლო ენდს მიმდინარე სტრიქონის ბოლოში. ჯერჯერობით ეს ვიკმაროთ. შემდგომში შევისწავლით ტექსტის გასწორების სხვა ხერხებსაც.

     ახლა გადავიდეთ ძირითადი რიგის ზემოთ და ციფრების ქვემოთ მდებარე ასოების რიგზე. აქ ჩვენ ვიცით მხოლოდ ერთი ასო ი-ს შესაბამისი ღილაკის მდებარეობა.

     დავაწყოთ ხელები საწყის პოზიციაში ძირითად რიგში. ავაცუროთ პირდაპირ მარცხენა ხელის თითები ზემო რიგზე და ისე დავაწყოთ როგორც საწყის რიგში. მაშინ საჩვენებელი თითი მოხვდება ასო ერი-ს შესაბამის ღილაკს, შუა თითი ე ასოს, არათითი ასო წ-ს (წიწილა) და ნეკა, ჩვენთვის უკვე ნაცნობ, ასო ქ-უს შესაბამის ღილაკებს. იგივე გავაკეთოთ მარჯვენა ხელით. საჩვენებელი მოხვდება ასო უ-ზე, შუა თითი ნაცნობ ი-ზე, არათითი ასო ო-ზე და ნეკა ასო პარ-ზე. ისევე, როგორც ძირთად რიგში, ზედა რიგში საჩვენებელ თითებს შორის არსებობს ორი ღილაკი მარჯვენა ხელის საჩვენებელის მარცხნივ ასო ყარის (ყარყატი) შესაბამისი ღილაკი, ხოლო მარცხენა საჩვენებლის მარჯვნივ არის ასო ტარი-ს შესაბამისი ღილაკი. აი, სულ ეს ასოებია ზედა რიგში. გავიმეოროთ, რომ ზედა რიგში მარცხნიდან მარჯვნივ განლაგებულია ასოები შემდეგი მიმდევრობით: ქუ, წალი, ე, ერი, ტარი, ყარი, უ, ი, ო, პარი. თავს ძალა უნდა დავატანოთ და უნდა დავიმახსოვროთ ზედა რიგის ღილაკები. ამაში ვერავინ დაგვეხმარება. თუმცა დარწმუნებულები იყავით, რომ ვარჯიშისა და გონივრული დროის შემდეგ ისინი თქვენ აუცილებლად გეცოდინებათ. როგორც ვხედავთ, ძირითადი რიგის ზემოთა რიგში სულ  განლაგებულია ათი ასო, ძირთად რიგში -  ცხრა, ხოლო, როგორც შემდეგ დავინახავთ, ქვედა რიგში -  შვიდი, რაც სულ შეადგენს ოცდაექვს ასოს, მაგრამ ქართულში ოცდაცამეტი ასოა. სად არის სხვა ასოები? ისინი ამავე სამ რიგში მდებარეობენ, მაგრამ მათ ასაკრეფად დაგვჭირდება შიფტ კლავიშის დახმარება. ეს გარემოება იმითაა განპირობებული, რომ ინგლისურ ენაში  მხოლოდ ოცდაექვსი ასოა.

     ახლა ვისწავლოთ როგორ ავკრიფოთ ასოები: ჭარი, თარი, ღარი, შარი და ჟარი. ეს ასოები შედიან ჩვენს მიერ უკვე განხილულ ძირითად და მის ზემოთ მდებარე რიგში. ისინი  მიბმულნი არიან მათ თანაჟღერად ასოებზე. ჭარი წალ-ზე, ღარი ერ-ზე, თარი ტარ-ზე. შარი სან-ზ-ე და ჟარი ჯეი-ზე.   დავაჭიროთ კლავიშს შიფტი და დავაწვეთ ასო წალი-ს შესაბამის ღილაკს. აიკრიფება ასო ჭარი. კომბინაცია შიფტ + ასო ერი გვაძლევს ასო ღარ-ს. შიფტ + ასო ტარი იძლევა ასო თარ-ს.  ძირითად რიგში შიფტ + ესი იძლევა ასო  შარ-ს და შიფტ + ჯეი წერს ასო ჟარ-ს. ამდენად ჩვენ გავეცანით ქართული ანბანის ოცდაოთხი ასოს განლაგებას კლავიატურაზე. ახლა საჭიროა ამ ცოდნის განმტკიცება სისტემატური ვარჯიშით და ტექსტების რეგულარული აკრეფით.

 

   საკონტროლო კითხვები:

 

  1. რომელი ღილაკებით ხდება არასწორად აკრეფილი ასოების წაშლა?

  2. კურსორიდან რომელ მხარეს შლის აკრეფილ სიმბოლოს ღილაკი ბეგსპეისი და რომელ მხარეს ღილაკი დელეიტი?

 3. როგორ ხდება ასოს ჩამატება სიტყვაში?

  4. ჩამოთვალეთ ასოთა ზედა რიგში განლაგებული ღილაკები მარცხნიდან მარჯვნივ.

 5. რომელი კლავიში მონაწილეობს ასოების ჭ-ს, ღ-ს, თ-ს, შ-ს და ჟ-ს აკრეფაში?

     

დავალება:

 

     1. მეხუთე გაკვეთილის დავალებაში მითითებული ხერხით აკრიფეთ ქვემოთ მოყვანილი წინადადებები. ზოგიერთი წინადადება ქართულად გაუმართავია, მაგრამ ეს ხომ მხოლოდ სავარჯიშოა ტექსტის აკრეფაში გასავარჯიშებლად.

     ქარი ქრის, ქარი ქრის, ქარი ქრის. თერგის წყალი სწრაფი და შმაგია. მაისში ტყეში ყვითელი ფოთოლი არ ყრია. დედოფლის თეთრი ფატა ლამაზია. ღამურა ფრენს. გუშაგი ყარაულია. წყლის ლიკლიკი და ქალის ლაქლაქი ერთფერია. სუფთა ჰაერი სასარგებლოა.წერო დღისით ფრენს.ქართლის გული გორია. მეფის ლაშქარი  თრიალეთს წასულა. ეს ეკლესია ერეკლესია. ტაშისკარში დიდი ჭადარი დგას.სურა და დოქი წყლის ჭურჭელია. ღელეღელე, ტყე და ტყე კიკეთშია თელის ტყე. იესო ქრისტეს გზა სწორი გზაა. ქურდის გზა არა სწორი გზაა. გოგო, გოგო პატარაო, შუქი კალთით ატარაო. იერუშალაი ისრაელის დედაქალაქია. რომი იტალიური, პარიზი კი გალიური ქალაქია. ჭიაჭია ჭიაყელა, პატარა და თუთისფერა. წყალი კალაპოტში მოაქციეს. რა არის ფულზე უკეთესი.ღორი ღორია. ღიღილო სათუთია. შუქია და ქროლია, თათას ტყუპი ჰყოლია. კაპიკი გაკაპიკდა და საკაპიკეში დაკაპიკდა. თეთრი თეთრად თრთის.

     ამ ტექსტში განგებ შემოვაპარეთ თქვენთვის ჯერ უცნობი ორი ასო ნ და ბ. გვინდოდა გამოგვეცადეთ მოსძებნიდით თუ არა მათ დამოუკიდებლად. მართალია, კომპიუტერში ბევრი რამ განსაზღვრულია, მაგრამ შემდგომში ალბათ შეგხვდებათ სიტუაციები, რომლებიც არ გისწავლიათ და აქ ბევრი თქვენს საზრიანობაზე იქნება დამოკიდებული. აი, ახლაც ხომ შეგხვდათ  ასეთი რამ, თუ თავი გაართვით, ყოჩაღ თქვენ. ასწიეთ თავი მაღლა და იარეთ წინ გაბედულად. 

     2. იგივე ტექსტში ბეგსპეისისა და დელეიტის დახმარებით შეასწორეთ განგებ დაშვებული შეცდომები.

     ქორი ჰრის, ქერი ქროს, ქრუ ქურის. თოურგის წალი სწრახი და სმაჰგია. მუწსში ტეში ყვათსლი ფოთოლია არ ყარია. დედაუფლისჰ თათრი ტაფატა ბრამაზია. რამჰურა ფრანს. გუსაკი კურაულა. წყის ლკლკი და ქარის ლუქლაქი ერტფერია. სუპთა ხაერი ასარგებლია.ცერო ღისიტ ფრინს.ქათლის ფული გგორია. მეტის ლასქჰარი ტრიალეტს წისულა. ეს ეპლეშია ეღეკლესჰია. ტასისჰარსი ღიღი წადაღი ჰდგაშ.სერა და დოხი წლის ჩურჩელია. გელედელე, ტე და ტე პიპეტშია ტელის ტე. იესო ქრისტეს კზა სწარი სზაა. ურდის ბზა არა სწორი ფზაა. კოკო, ყოყო ჰატარაო, შუკი ხალტით აფარაო. იერუშალი ოსრაელის მემა კალაკია. ჰრომი ითალიუღი, პარუსი კი პალიუსი ქალაყია. ჩიაჩია ჭიაყოლა, ფატალა და თითისფერა. წყალი კალაფოთში მიაქციეს. რა არის პულზე უეთესიბ.ღორი ქორია. გიგილო საფუფია. სუკია და ყროლია, თაფას ტუპი ყოლია. აპიი ჰაკაპიკსა აა საქაპიკესი დდაკაპიკდა. თუთრი თოთრად თრთას.

 

 

გვერდის მისამართი : პროგრამები / ბუ ორის სახელმძღვანელო / 07.გაკვეთილი მეექვსე-კლავიატურა ( პირველი ნაწილი)