აშშ-და ევროპის კონსტიტუციები.

 

სარჩევი

ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუცია.

ევროპის კონსტიტუცია.

 

ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუცია.

 

აშშ კონსტიტუცია, I გვერდი

აშშ კონსტიტუცია, II გვერდი

აშშ კონსტიტუცია, III გვერდი

აშშ კონსტიტუცია, IV გვერდი

სამელნე რომლის საშუალებითაც ხელი მოეწერა კონსტიტუციას

ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუცია წარმოადგენს, ამერიკის შეერთებული შტატების უზენაეს კანონს. მასზე მუშაობა დასრულდა 1787 წლის 17 სექტემბერს, რის შემდეგაც სპეციალური კონვენციით მოხდა რატიფიკაცია თითოეული შტატის მიერ. ამით შეიქმნა სუვერენული შტატების ფედერალური გაერთიანება და ამ გაერთიანების მმართველი ფედერალური მთავრობა. იგი ძალაში შევიდა 1789 წელს და გამოყენებულია მოდელად სხვა სახელმწიფოების მიერ. ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუცია ამჟამად მოქმედ, დაწერილ, კონსტიტუციებს შორის ყველაზე ძველია.

 

 ისტორია

ამერიკის რევოლუციის დროს 13 შტატის მიერ შეიქმნა ძალიან სუსტი ცენტრალური მთავრობა, რომლის ერთადერთი კომპონენტიც კონგრესი იყო, რომელიც ხელმძღვანელობდა კონფედერაციის სტატიებით. კონგრესმა ვერაფრით შეძლო ტეხასის შემოერთება, რადგან არ არსებობდა არც საამართლო და არც აღმასრულებელი ხელისუფლება, რომელიც ხელს შეუწყობდა ამ საკითხის მოგვარებას. სტატიებში ცვლილებების შეტანისათვის საჭირო იყო წარმომადგენელთა თანხმობა, თუმცა მაშინდელი დელეგატები არასერიოზულად უდგებოდნენ საკითხს, სხდომებს აცდენდნენ, რის გამოც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად ქვორუმი არ იკრიბებოდა.

1786 წლის სექტემბერში, ხუთი შტატის წარმომადგენელთაგან შემდგარი კომისია შეიკრიბა ანაპოლისის კონვენციაზე, რათა განეხილათ კონფედერაციის სტატიების რეგულირება და დალაგება, რომელიც ხელს შეუწყობდა კომერციის განვითარებას. მათ ფილადელფიაში მიიწვიეს შტატების წარმომადგენლები, რათა განეხილათ ფედერალური მთავრობის შექმნის იდეა. 1787 წლის 21 თებერვალს დებატების შედეგად გადაწყდა კონფედერაციის სტატიების კიდევ ერთხელ შესწორება. თორმეტი შტატი (როდ აილენდის გამოკლებით) დაეთანხმა ამ გადაწყვეტილებას და დაიგეგმა 1787 წლის მაისში შეხვედრა. მიღებული რეზოლუცია ითვალისწინებდა არსებული კანონმდებლობის შესწორებასა და დახვეწას, თუმცა შემდეგ გადაწყდა ახალი კონსტიტუციის შექმნა. 1787 წლის 17 სექტემბერს ახალ კონსტიტუციაზე მუშაობა დასრულდა, ხოლო 1789 წლის 4 მარტს, მას შემდეგ რაც შტატებმა მისი რატიფიცირება მოახდინეს, ძალაში შევიდა .

კონსტიტუციის ორიგინალი ინახება ეროვნულ არქივში, ვაშინგტონში (კოლუმბიის ოლქი).

 კონსტიტუციური კანონმდებლობა

კონსტიტუციური კანონმდებლობა ეს არის კანონთა კრებული, მასში შემავალი კანონები განსაზღვრავს: შტატების მართვას, შტატებს შორის ურთიერთობას, თითოეული შტატისა და ფედერალური მთავრობის ურთიერთობას; საქმის წარმოებას აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებებს შორის. ის ასევე განსაზღვრავს როგორც აშშ-ს მოქალაქის, ასევე უცხოელთა ურთიერთობას ფედერალურ და შტატების მთავრობებთან.

 

 მთავრობა

მიუხედავად იმის რომ კონსტიტუციაში, მისი მიღების შემდეგ შევიდა რამდენიმე ცვლილება, ფუნდამენტი და მის მიერ განსაზღრული მთავრობის სტრუქტურა ისეთივეა როგორიც ეს იყო 1789 წელს.

არსებობს ხელისუფლების სამი შტო - აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო - ისინი ერთმანეთისგან გამოყოფილები არიან, მაგრამ თითოეული მათგანის უფლებები რეგულირდება დანარჩენი ორის მიერ. სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაყრდნობით, ეს პრინციპი ნაწილობრივ ეყრდნობა ბარონ დე მონტესკიეს იდეებს.

კონსტიტუცია და ყველა ის კანონი რომელიც მისგან გამომდინარეობს, რომელიც დამტკიცებულია სენატის მიერ, დგას ყველა სხვა კანონზე და სააღსრულებო აქტზე მაღლა. თუ ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლო გამოიტანს ანტიკონსტიტუციურ გადაწყვეტილებას ის იქნება გაუქმებული. თუ რომელიმე საჯარო მოხელე გამოსცემს რაიმე აქტს, რეზოლუციას ან ბრძანებას და ის იცნობა ანტიკონსტიტუციურად ფედერალური სასამართლო მას გააუქმებს (იხ. [აშშ ნიქსონის წინააღმდეგ]).

 

მეთოთხმეტე შესწორების ძალაში შესვლის შემდეგ, ყველა პიროვნება არის თანაბარია კანონის წინაშე. ყველა შტატი თანასწორია და ამ პრინციპებზე დაყრდნობით არცერთ მათგანს არ შეუძლია მიიღოს რაიმე პრივილეგია ფედერალური მთავრობისგან. კონსტიტუციის თანახმად ყველა შტატი ვალდებულია სცნოს და პატივისცეს სხვა შტატების კანონებს.

კონსტიტუციის მეხუთე თავის მიხედვით, კონგრესს შეუძლია წამოაყენოს წინადადება კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე. ასევე შტატების 2 მესამედს შეუძლია შეიტანოს წინადადება კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე. მას შემდეგ რაც შესწორება მიღებული იქნება, ის ითვლება კონსტიტუციის ნაწილად.

 

 პრეამბულა

 კონსტიტუციაზე ხელის მოწერი პროცესი, ავტ. ჰოვარდ კრისტიპრეამბულაში ვკითხულობთ:

„ჩვენ, ამერიკის შეერთებული შტატების ხალხი, უფრო დახვეწილი გაერთიანების შესაქმნელად, სამართლიანობის დასამკვიდრებლად, შიდა სტაბილიზაციის დასამყარებლად, საერთო თავდაცვის უზრუნველსაყოფად, სოციალური დონის გასაუმჯობესებლად და ჩვენი და ჩვენი შთამომავლობის თავისუფლების გასამტკიცებლად, ვაარსებთ ამ კონსტიტუციას ამერიკის შეერთებული შტატებისათვის“.

პრეამბულა არც კრძალავს და არც აკანონებს რაიმე ქმედებას, ის უბრალოდ არის განმარტება იმისა თუ რისთვის შეიქმნა კონსტიტუცია. პრეამბულა როგორც ასეთი არის პირველი სამი სიტყვა  (We tჩe People).

 

 კონსტიტუციის თავები

კონსტიტუცია შედგება შვიდი თავისგან

 საკანონმდებლო ხელისუფლება

პირველი თავი აარსებს ხელისფლების საკანონმდებლო შტოს, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესს, რომელიც შედგება წარმომადგენელთა პალატისა და სენატისაგან. კონსტიტუციის ეს ნაწილი განსაზღვრავს ორივე პალატის, არჩევნების წესსა და მისი წევრების უფლებამოსილებებს. პირველი თავი ასევე კანონწარმოების პროცედურას და საკანონმდებლო ხელისუფლების უფლებამოვალეობას განსაზღვრავს. და ბოლოს ის აწესებს ლიმიტებს ფედერალურ და შტატების საკანონმდებლო ორგანოებზე.

 

 აღმასრულებელი ხელისუფლება

მეორე თავი აღწერს პრეზიდენტის ფუნქციებს (აღმასრულებელ ხელისუფლებას): პრეზიდენტის არჩევის წესს, მისი კაბინეტის უფლებამოსილებანს, მოვალეობებს და ა.შ. ის ასევე განსაზღვრავს ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის ფუნქციას და ადგენს რომ ვიცე პრეზიდენტი ხდება პრეზიენტის მოვალეობის შემსრულებელი იმ შემთხვევაში თუ პრეზიდენტი ქმედუუნაროა, გარდაიცვლება ან გადადგება, ამ ნაწილის შესახებ უფრო დაწვრილებით არის ნათქვამი აშშ კონსტიტუციის ოცდამეხუთე შესწორებაში.

მეორე თავი ასევე განსაზღვრავს იმპიჩმენტის და სხვა საჯარო მოხელეების გადაყენების პროცედურებს (პრეზიდენტი, ვიცე პრეზიდენტი, მოსამართლეები და სხვ.). (იხ. საპრეზიდენტო რესპუბლიკა).

 

 სასამართლო ხელისუფლება

მესამე თავი აღწერს სასამართლო სისტემას (სასამართლო შტო), უზენაესი სასამართლოს ჩათვლით. ამ თავში არის მოთხოვნა, რომ იყოს უზენაესი სასამართლო, რომელსაც დაექმვემდებარება მასზე დაბალი რანგის სასამართლოები; უზენაეს სასამართლოს აქვს უფლება, არა მარტო გადახედოს დაქვემდებარებული სასამართლოების მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებებს, არამედ საჭიროების შემთხვევაში შეცვალოს კიდეც. მესამე თავი ასევე ადგენს, რომ სისხლის სამართლის პორცესებისას აუცილებელია მსაჯულების არსებობა. სახელმწიფო ღალატის შემთხვევაში საქმის განხილვა ევალება კონგრესს.

 

 შტატების უფლებები

მეოთხე თავი განსაზღვრავს ურთიერთობებს შტატებსა და ფედერალურ მთავრობას შორის და ურთიერთობებს თვითონ შტატებს შორის . კონგრესი უფლებამოსილია დაარეგულიროს შტატების ხელისფლების მიერ გამოცემული აქტები და სხვა დოკუმენტები. შტატებს ეკრძალებათ ადგილობრივი მოსახლის პრივილეგირებულად გამოცხადება სხვა შტატის მცხოვრებთან შედარებით, მაგალითად, დაუშვებელი და აკრძალულია არიზონაში ჩადენილი დანაშაულისთვის ოჰაიოს მცხოვრების უფრო მკაცრად გასამართლება, ვიდრე იმავე დანაშაულისათვის დაკავებული არიზონელისა. საჭიროების შემთხვევაში შტატებს შორის შესაძლებელია დამნაშავის ექსტრადიცია. ადამიანს შტატიდან შტატში გადაადგილება შეუძლია დაუბრკოლებლად.

 

 ცვლილებების შეტანის პროცედურები

მეხუთე თავი განსაზღვრავს იმ პროცედურებს, რომლებიც აუცილებელია კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად. კონსტიტუციის ამ ნაწილის მიხედვით ცვლილებების შესახებ წინადადების შეტანა ხდება ორი ხერხით: პირველი - კონგრესის, მეორე შტატების მოწვეული ნაციონალური კონვენციის მიერ. კონგრესს შეუძლია ცვლილების შესახებ წინადადების გატანა იმ შემთხვევაში, თუ ორი მესამედი იქნება თანახმა (ქვორუმის ორი მესამედიც საკმარისია, არ არის აუცილებელი მთლიანი შემადგენლობის ორი მესამედი იყოს). მეორე ხერხის ფარგლებში სენატი იწვევს ეროვნულ კონვენციას, შტატების ორ მესამედს შეაქვს კონგრესში თანხმობა კონსტიტუციური ცვლილებების თაობაზე, ამის შემდეგ თუ შტატების სამი მეოთხედი ამ ცვლილების რატიფიცირებას მოახდენს ის შედის ძალაში. დღემდე გამოყენებულია მხოლოდ პირველი ხერხი, ანუ ცვლილებების შეტანაზე წინადადებას აყენებს კონგრესი, მეორე ხერხის გამოყენება ქვეყანას არ დასჭირებიათ.

 

 ფედერალური ხელისუფლება

მეექვსე თავი აარსებს კონსტიტუციას და ყველა კანონსა და ხელშეკრულებას რომელიც გაფორმებულია ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ამავე კონსტიტუციის ფარგლებში. მეექვსე თავის მიხედვით ამერიკის შეერთებული შტატების ყველა მოსამართლემ, საჯარო მოხელემ და საკანონმდებლო ორგანოს მუშაკმა უნდა დადოს ფიცი კონსტიტუციის დაცვის შესახებ.

 

 რატიფიკაცია

მეშვიდე თავი ადგენს მოთხონებს კონსტიტუციის რატიფიკაციის შესახებ. კონსტიტუცია არ შევა ძალაში ვიდრე მის რატიფიკაციას არ მოახდენს ცხრა ან მეტი შტატი. ნიუ ჰემფშირი იყო მეცხრე შტატი რომელმაც რატიფიკაცია მოახდინა 1788 წლის 21 ივნისს. კონფედერაციის კონგრესმა, ნიუ ჰამფშირის მიერ კონსტიტუციის რატიფიცირების შემდეგ დაადგინა დღე რომლის შემდეგაც ყველა აქტი შედგებოდა კონსტიტუციის ქვეშ, ეს თარიღი არის 1789 წლის 4 მარტი.

 

თარიღი შტატი მხარდამჭერი

 7 დეკემბერი, 1787 დელავერი 100%

 12 დეკემბერი, 1787 პენსილვანია 67%

 18 დეკემბერი, 1787 ნიუ-ჯერსი 100%

 2 იანვარი, 1788 ჯორჯია 100%

 9 იანვარი, 1788 კონექტიკუტი 76%

 6 თებერვალი, 1788 მასაჩუსეტსი 53%

28 აპრილი, 1788 მერილენდი 85%

 

23 მაისი, 1788 სამხ. კაროლინა 67%

 21 ივნისი, 1788 ნიუ-ჰემპშირი 55%

 25 ივნისი, 1788 ვირჯინია 53%

 26 ივლისი, 1788 ნიუ იორკი 53%

 21 ნოემბერი, 1789 ჩრდ. კაროლინა 72%

 29 მაისი, 1790 როდ-აილენდი 52%

 

 ცვლილებები

ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციაში შეტანილი შესწორებების რაოდენობა არის სულ 27. მათ შორის პირველი 10 ცვლილება შეტანილ იქნა ერთად და მოიხსენიება როგორც კანონი უფლებების შესახებ (ინგლ. Bილლ ოფ რიგჰტს). შემდეგი 17 შეწორება შეტანილი იქნა ცალ ცალკე.

 

 კანონი უფლებების შესახებ (1 - 10)

 კანონი უფლებების შესახებკანონი უფლებების შესახებ არის ტერმინი რომლითაც მოიხსენიება ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციაში შეტანილი პირველი ათი შესწორება. როდესაც კონსიტუცია წარუდგინეს შტატებს რატიფიცირებისათვის, კონსტიტუციის მოწინააღმდეგეებმა წამოაყენეს ბრალდება, თითქოს კონსტიტუციასი ამ კანონის არ არსებობა იყო კარგად გათვლილი რათა ამერიკელებე ბევრი უფლება ჩამორთმეოდათ. მაშინ ფედერალისტებმა მათ სიტყვა მისცეს რომ კანონი უფლებების შესახებ შესწორების სახით კონგრესის პირველივე სხდომაზე შევიდოდა. ამ დოკუმენტის ორიგინალი დღეს დღეობით აშშ-ს ეროვნულ არქივებში ინახება.

კანონი უფლებების შესახებ განსაზღვრავს და აკანონებს შემდეგ უფლებებს: სიტყვის თავისუფლება, პრესის თავისუფლება, რწმენის თავისუფლება.

 

 სხვა შესწორებები (11-27)

მიუხედავად იმის რომ კანონი უფლებების შესახებ განსაზღვრავს ბევრ გარემოებას და უფლებას, დროთა განმავლობაში საჭირო გახდა სხვა და სხვა შესწორებების შეტანაც:

მეთერთმეტე შესწორება (1795) - შტატისა და მოქალაქის ურთიერთობა ფედერალურ

სასამართლოში საქმის წარმოებასთან დაკავშირებით.

მეთორმეტე შესწორება (1804) - საპრეზიდენტო არჩევნების წესების შესახებ.

მეცამეტე შესწორება (1865) - მონობის გაუქმება.

მეთოთხმეტე შესწორება (1868) - ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეობის შესახებ. კანონის წინაშე თანასწორუფლებიანობის შესახებ.

მეთხუთმეტე შესწორება (1870) - სხვა რასის წარმომადგენლების არჩევნებში მონაწილეობის უფლების შესახებ.

მეთექვსმეტე შესწორება (1913) - საშემოსავლო გადასახადის შესახებ.

მეჩვიდმეტე შესწორება (1913) - სენატორების პირდაპირი არჩევის შესახებ.

მეთვრამეტე შესწორება (1919) - ე.წ. მშრალი კანონი (შემდგომში შეცვლილია ოცდამეერთე შესწორებით)

მეცხრამეტე შესწორება (1920) - მდედრობითი სქესის წარმომადგენელთა არჩევნებში მონაწილეობის უფლების შესახებ.

მეოცე შესწორება (1933) - საპრეზიდენტო და კონგრესის ვადის შესახებ.

ოცდამეერთე შესწორება (1933) - აუქმებს მეთვრამეტე შესწორებას (მშრალ კანონს).

ოცდამეორე შესწორება (1951) - მიხედვით მოქალაქეს მხოლოდ ორჯერ შეუძლია გახდეს პრეზიდენტი.

ოცდამესამე შესწორება (1961) - კოლუმბიის ოლქის მცხოვრებლებს შეუძლიათ არჩევნებში კენჭისყრა.

ოცდამეოთხე შესწორება (1964) - აიკრძალა არჩევნეში მონაწილეობისას მოქალაქისათვის რაიმე გადასახადის დაკისრება.

ოცდამეხუთე შესწორება (1967) - ვიცე პრეზიდენტის და პრეზიდენტის შესახებ.

ოცამეექვსე შესწორება (1971) - მოქალაქეებს 18 წლიდან ეძლევათ არჩევნებში ხმის მიცემის უფლება.

ოცდამეშვიდე შესწორება (1992) - საკანონმდებლო ორგანოს წევრების ხელფასის გაზრდის პროცედურის შესახებ.

 

 არარატიფიცირებული შესწორებები

1789 წლის შემდეგ 10,000-ზე მეტი შესწორება იქნა უარყოფილი.

 

 

 განხლვის პროცესში მყოფი შესწორებები

ამჟამად განხილვის პროცესში ძალიან ცოტა პროექტია მათშორის არის შესწორებები ქორწინების შესახებ, დროშის და სახელწიფო სიმბოლიკის შეურაწყოფის შესახებ და სხვ.

 

 

ევროპის კონსტიტუცია.

რ ო მ ი , 2 9 . 1 0 . 2 0 0 4

ევროკავშირი

ევროკავშირთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის უმეტესი ნაწილის მოძიება შესაძლებელია ინტერნეტით, სერვერის Eუროპა მეშვეობით  (ჩttp://europa.eu.int) ლუქსემბურგი, ევროპულ თანამეგობრობათა ოფიციალური გამოცემების სამსახური, 2004.

ISBN: 92-894-6114-4

© ევროპული თანამეგობრობები, 2004

გავრცელება ნებადართულია წყაროს მითითების შემთხვევაში.

დაბეჭდილია 115გ/მ2 MATT ქაღალდზე.

 

გზა კონსტიტუციისაკენ

1957 რომის ხელშეკრულება

1986 ერთიანი ევროპული აქტი

1992 მაასტრიხტის ხელშეკრულება

1997 ამსტერდამის ხელშეკრულება

2001 ნიცის ხელშეკრულება

15/12/2004 ლაკენის დეკლარაცია

2004-2006 რატიფიცირება / რეფერენდუმები

28/02/2002 ევროპული კონვენტი 10/07/2003

4/10/2003 მთავრობათაშორისი კონფერენცია 18/6/2004

29/10/2004 რომი: კონსტიტუციის ხელმოწერა

1

1957 წლის 25 მარტს რომში ექვსმა ქვეყანამ (ბელგიამ, საფრანგეთმა, გერმანიამ, იტალიამ, ლუქსემბურგმა და ნიდერლანდებმა) ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც დაარსდა ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობა (ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობის დამაარსებელი ხელშეკრულება). მალე ამ ხელშეკრულებას სხვა ევროპული ხელშეკრულებებიც (მაასტრიხტის ხელშეკრულება, ამსტერდამის ხელშეკრულება და ა.შ.) მოჰყვა.

2001 წელს ლაკენში (ბელგია) ევროკავშირის წევრი 15 ქვეყნის სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურებმა გადაწყვიტეს, მოეწვიათ „ევროპული კონვენტი”, რაც მიზნად ისახავდა არსებული ევროპული ხელშეკრულებების შესასწორებლად დოკუმენტის მომზადებას.

ევროპული კონვენტი ვალერი ჟისკარ დესტენის თავმჯდომარეობით 2002 წლის 28 თებერვალს შეუდგა მუშაობას. კონვენტის შემადგენლობაში შედიოდა 105 წევრი, რომლებიც წარმოადგენდნენ წევრი სახელმწიფოებისა და კანდიდატი ქვეყნების მთავრობებს, ამ სახელმწიფოთა პარლამენტებს, ევროპის პარლამენტს და ევროკომისიას.

კონვენტის საქმიანობას თვალყურს ადევნებდა 13 მეთვალყურე, რომლებიც წარმოადგენდნენ რეგიონულ კომიტეტს, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა კომიტეტს, ევროპელ სოციალურ პარტნიორებს და ევროპელ ომბუდსმენს. კონვენტის ყველა სხდომა საჯარო იყო, გამოქვეყნდა (უმეტეს წილად, ინტერნეტით) ყველა ოფიციალური დოკუმენტი. შეიქმნა მრავალი სამუშაო ჯგუფი და კონვენტმა მოაწყო ფართო კონსულტაციები სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელ ორგანიზაციებთან (პროფესიულ კავშირებთან, დამსაქმებელთა ორგანიზაციებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, აკადემიურ წრეებთან და ა.შ.).

16 თვის ინტენსიური მუშაობის შემდეგ ევროპულმა კონვენტმა 2003 წლის ივნის-ივლისში კონსენსუსის საფუძველზე დაამტკიცა ევროპის კონსტიტუციის დამაარსებელი ხელშეკრულების პროექტი.

ხელშეკრულების პროექტი წარედგინა მთავრობათაშორის კონფერენციას, რომელშიც მონაწილეობდნენ ახლანდელი და მომავალი წევრი სახელმწიფოების მთავრობათა წარმომადგენლები. 2004 წლის 18 ივნისს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებმა მიაღწიეს შეთანხმებას.

2004 წლის 29 ოქტომბერს რომში 25 წევრი ქვეყნის სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურებმა ხელი მოაწერეს ევროპის კონსტიტუციას.

 

-         რას წარმოადგენს კონსტიტუცია?

კონსტიტუცია არის დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია ძირითადი ნორმები სახელმწიფოსთვის ან სახელმწიფოთა ჯგუფისთვის. ეს ნორმები რამდენიმე კითხვას სცემს პასუხებს. როგორ მუშაობენ ინსტიტუტები? როგორ ხდება უფლებამოსილებათა განაწილება? რა ინსტრუმენტების გამოყენებაა შესაძლებელი პოლიტიკის განსახორციელებლად? რა ფასეულობები მკვიდრდება? რომელი ძირითადი უფლებები აქვთ მინიჭებული მოქალაქეებს?

სინამდვილეში ევროპის კონსტიტუცია ხელშეკრულებაც არის, რომელიც საერთაშორისო სამართლის ნორმებს ექვემდებარება, და კონსტიტუციაც, ვინაიდან კონსტიტუციური ხასიათის ელემენტებს შეიცავს.

ევროპის კონსტიტუციის მომზადების პროცესი გამჭვირვალე და დემოკრატიული იყო. კონსტიტუცია მოამზადა ევროპულმა კონვენტმა, რომლის შემადგენლობაში შედიოდა მის 105 წევრს შორის პირდაპირი გზით არჩეული 72 წარმომადგენელი.

გარდა ამისა, მოხდა კონსტიტუციის რატიფიცირება ევროკავშირის 25 წევრი ქვეყნის ეროვნული პარლამენტების მიერ (ეს ის ორგანოებია, რომლებიც, თავის მხრივ, არჩეულნი იქნენ პირდაპირი საყოველთაო კენჭისყრის მეშვეობით) ანდა ჩატარდა რეფერენდუმები.

რა საჭიროა ევროპის კონსტიტუცია?

ევროპის კონსტიტუცია მნიშვნელოვანი ნაბიჯია ევროპის აღმშენებლობის საქმეში. მისი მიზანია გაფართოებულ ევროპაში - ევროპაში, რომელშიც შედის 25 წევრი სახელმწიფო და 450 მილიონი (სულ მალე უფრო მეტიც!) მაცხოვრებელი - წამოჭრილი ამოცანების დაძლევა, ყველა ევროპელის სამსახურში მყოფი დემოკრატიული, გამჭვირვალედ მოქმედი, ეფექტიანი ევროპის აშენება.

ევროპის კონსტიტუცია ერთი დოკუმენტია, რომელმაც შეცვალა ძირითადი ევროპული ხელშეკრულებები.

რა საჭიროა ევროპის კონსტიტუცია, როდესაც ჩემს ქვეყანას თავისი კონსტიტუცია აქვს?

ევროპის კონსტიტუცია არ ენაცვლება ევროკავშირის ქვეყნების ეროვნულ კონსტიტუციებს. ის ამ კონსტიტუციების პარალელურად არსებობს და საკუთარი საფუძველი და მოქმედების სფერო აქვს. ევროპის კონსტიტუციაში განსაზღვრულია ის პირობები, რომლებშიც ევროკავშირი უფლებამოსილია იმოქმედოს. გარდა ამისა, ევროპას განსხვავებული ინსტიტუციური სისტემა აქვს (ევროპის პარლამენტი, მინისტრთა საბჭო, ევროკომისია, ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლო და ა.შ.). და ბოლოს, ევროპის კონსტიტუცია მთელი ევროკავშირის ტერიტორიაზე მოქმედებს.

-         რა წერია კონსტიტუციაში?

ევროპის კონსტიტუცია ოთხ ნაწილად არის გაყოფილი.

I ნაწილში განსაზღვრულია ფასეულობები, მიზნები, უფლებამოსილება, გადაწყვეტილების მიღების პროცედურები და ევროკავშირის ინსტიტუტები, აღწერილია ევროკავშირის სიმბოლოები, მოქალაქეობის საკითხები, დემოკრატიული ფასეულობები და ფინანსები.

II ნაწილში მოცემულია „ძირითად უფლებათა ქარტია”.

III ნაწილში აღწერილია ევროკავშირის პოლიტიკა, საშინაო და საგარეო კურსი და კავშირის ფუნქციონირება. IV ნაწილი გვთავაზობს ზოგად და საბოლოო დებულებებს, მათ შორის კონსტიტუციის მიღებისა და გადასინჯვის პროცედურებს.

სიახლე!

ამიერიდან ნებისმიერ ქვეყანას, რომელსაც ამის სურვილი ექნება, შეუძლია გავიდეს ევროკავშირის შემადგენლობიდან.

 

-         რას გვთავაზობს ევროპის კონსტიტუცია?

 საერთო ფასეულობების მიმართ პატივისცემის გარანტია და საზოგადოების ევროპული მოდელი ადამიანის ღირსების, თავისუფლების, დემოკრატიის, თანასწორობის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების პატივისცემა;

საზოგადოება, რომელიც ემყარება პლურალიზმს, დისკრიმინციის არარსებობას, ტოლერანტობას, სამართლიანობას, სოლიდარობას და თანასწორ უფლებებს ქალებისა და მამაკაცებისათვის;

ევროკავშირის წევრები შეიძლება გახდნენ მხოლოდ ის სახელმწიფოები, რომლებიც პატივს სცემენ აღნიშნულ ფასეულობებს. გარდა ამისა, იმ წევრი სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელიც არ სცემს ამ ფასეულობებს პატივს, შესაძლებელია გარვეული ზომების მიღება.

 

ძირითადი თავისუფლებები

ადამიანების, საქონლის, მომსახურებისა და კაპიტალის თავისუფალი გადაადგილება და ორგანიზაციების დაფუძნების თავისუფლება.დაუშვებელია დისკრიმინაცია ეროვნების ნიადაგზე.

 

 ევროპის მოქალაქეობა

წევრი სახელმწიფოს თითოეული მოქალაქე ევროკავშირის მოქალაქე იქნება. ევროპის მოქალაქეობა კი არ ენაცვლება, არამედ ემატება საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობას. ევროპის მოქალაქეობა უზრუნველყოფს დამატებით უფლებებს:

ევროკავშირის ტერიტორიაზე თავისუფლად მოძრაობისა და ცხოვრების უფლებას, ევროპის პარლამენტის და საცხოვრებელი ქვეყნის მუნიციპალურ  არჩევნებში ხმის მიცემის უფლებას, აგრეთვე, ადამიანის უფლებას, თავად იყაროს კენჭი არჩევნებში, მესამე მსოფლიოს ქვეყნებში დიპლომატიური და საკონსულო დაცვის მიღების უფლებას, ევროპის პარლამენტისთვის პეტიციით მიმართვის უფლებას, ევროპის ომბუდსმენისთვის მიმართვის უფლებას, ევროკავშირის ინსტიტუტებისთვის და საკონსულტაციო უწყებებისთვის კონსტიტუციაში განსაზღვრულ ნებისმიერ ენაზე მიმართვის და პასუხის იმავე ენაზე მიღების უფლებას.

 

 ძირითად უფლებათა ქარტია

ქარტია უზრუნველყოფს ადამიანის ღირსების პატივისცემას; სიცოცხლის უფლებას; წამებისა და არაადამიანური თუ დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვას; თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებას; პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემას; შეხედულების, სინდისისა და აღმსარებლობის თავისუფლებას; აზრის გამოთქმისა და ინფორმაციის თავისუფლებას; განათლების მიღების უფლებას; ბიზნესის წარმოების თავისუფლებას; საკუთრების ფლობის უფლებას; კანონის წინაშე თანასწორობას; კულტურული, რელიგიური და ენობრივი განსხვავებების პატივისცემას; ქალებსა და მამაკაცებს შორის თანასწორობას; ინვალიდ ადამიანთა ინტეგრაციას საზოგადოებაში; მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობისა და სამართლიანი სასამართლო პროცესის უფლებას; უდანაშაულობის პრეზუმფციას და დაცვის მიღების უფლებას და ა.შ.

ქარტია კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია. მისი შესრულება  ევროკავშირის კანონმდებლობის განხორციელების პროცესში ევალებათ ევროპულ ინსტიტუტებსა და წევრ სახელმწიფოებს. ქარტია არა მარტო იმ სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს ითვალისწინებს, რომლებიც 1950 წელს მიღებულ ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაშია გარანტირებული, არამედ დამატებით სფეროებსაც, მაგალითად, მშრომელთა სოციალურ უფლებებს, გარემოს დაცვას, კარგი მართვის მიღების უფლებას. „ჩვენ არ ვაყალიბებთ კოალიციებს სახელმწიფოთა შორის, ჩვენი მიზანია ადამიანებს შორის კავშირის დამყარება“ (ჟან მონე, 1952 წლის 30 აპრილი)

 

 სოლიდარობის განმტკიცება

თუ წევრი სახელმწიფო ტერორისტული აქციის ან ბუნებრივი თუ სხვასახის კატასტროფის მსხვერპლი ხდება, ევროკავშირმა და მისმა წევრმა სახელმწიფოებმა ამ ქვეყნის დასახმარებლად ერთობლივად, სოლიდარობის გრძნობით გამსჭვალულად უნდა იმოქმედონ _ თუ საჭირო გახდა, სამხედროსაშუალებებითაც.

 

 ევროკავშირის დემოკრატიული ცხოვრების გაუმჯობესება

ევროპულ ინსტიტუტებს ეკისრებათ ახალი ვალდებულება, რომელიც  გულისხმობს სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციას, გადაწყვეტილებათა მიღების პროცესის გამჭვირვალეობასა და საჯაროობას და დოკუმენტების ხელმისაწვდომობას.

სიახლე!

შემოღებული იქნა მოქალაქეთა უფლება, წამოაყენონ ინიციატივა (თუკი რომელიმე წევრი სახელმწიფოს სულ მცირე ერთი მილიონი მოქალაქე წამოჭრის რაიმე წინადადებას, კომისიამ შეიძლება შეიტანოს ეს წინადადება ამ მოქალაქეთა სურვილის შესაბამისად).

 

 საერთო მიზნები

მშვიდობა და კეთილდღეობა. თავისუფლება, უშიშროება და მართლმსაჯულება. დიდი საერთო ბაზარი და თავისუფალი კონკურენცია. მდგრადი განვითარება, ეკონომიკური მოსაზრებების მისადაგება სოციალურ და გარემოსდაცვით მოსაზრებებთან. სამეცნიერო და ტექნოლოგიური პროგრესი. სამართლიანობა და სოციალური დაცვა. ბავშვთა უფლებების დაცვა. წევრი ქვეყნების ეკონომიკური, სოციალური და ტერიტორიული ერთიანობა და მათ შორის სოლიდარობა. კულტურული და ენობრივი მრავალფეროვნება. ევროპის კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და განმტკიცება.

 

 ევროპული ინსტიტუტები

- რომელ ინსტიტუტს რა ფუქციები აკისრია?

* გარდა იმ სფეროებისა, სადაც ერთსულოვნებაა საჭირო, მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილებებმა უნდა მოიპოვოს წევრი სახელმწიფოების (მოსახლეობის 65% წარმომადგენლობით) 55%-ის მხარდაჭერა.

** ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, რომელსაც მინისტრთა საბჭოში აკისრია პასუხისმგებლობა საგარეო და უშიშროების პოლიტიკაზე.

 

ევროკავშირის კომპეტენციათა სფეროები

კონსტიტუციაში ნათლად არის განსაზღვრული, კატეგორიებად დაყოფილი და ჩამოთვლილი ევროკავშირის სხვადასხვა კომპეტენცია, ნაჩვენებია ის სფეროები, რომლებშიც ევროკავშირს შეუძლია დამოუკიდებლად მოქმედება (ექსკლუზიური კომპეტენცია), სფეროები, რომლებშიც ევროკავშირს წევრ სახელმწიფოებთან ერთობლივი მოქმედება შეუძლია (ერთობლივი კომპეტენცია) და სფეროები, რომლებშიც ევროკავშირს შეუძლია იმოქმედოს მხოლოდ დამხმარე როლში და ჰარმონიზაციის ყველანაირი შესაძლებლობის გარეშე (ხელშემწყობი, მაკოორდინირებელი ან დამატებითი ქმედება).

 

ექსკლუზიური კომპეტენცია

საბაჟო კავშირი

კონკურენცია (საერთო ბაზართან მიმართებაში)

მონეტარული პოლიტიკა იმ ქვეყნებთან მიმართებაში, რომლებმაც მიიღეს ევრო საზღვაო ბიოლოგიური რესურსების კონსერვაცია

საერთო კომერციული პოლიტიკა

ერთობლივი კომპეტენცია

სოციალური პოლიტიკის გარკვეული ასპექტები

ეკონომიკური, სოციალური და ტერიტორიული ერთიანობა

სოფლის მეურნეობა და თევზის რეწვა

გარემოს დაცვა

მომხმარებელთა დაცვა

ტრანსპორტი

ტრანსევროპული ქსელები

ენერგეტიკა

„თავისუფლების, უშიშროებისა და მართლმსაჯულების სივრცე“

საზოგადოებრივი ჯანდაცვის გარკვეული ასპექტები

კვლევის, ტექნოლოგიური განვითარებისა და კოსმოსთან დაკავშირებული

გარკვეული ასპექტები

განვითარების სფეროში თანამშრომლობის გარკვეული ასპექტები და ჰუმანიტარული დახმარება

ხელშემწყობი, მაკოორდინირებელი ან დამატებითი ქმედება

ადამიანების ჯანმრთელობის დაცვა

მრეწველობა

კულტურა

ტურიზმი

განათლება, ახალგაზრდობა, სპორტი და პროფესიული მომზადება

მოქალაქეთა დაცვა

ადმინისტრაციული თანამშრომლობა

გარდა ამისა, ევროკავშირის კომპეტენციაში შედის წევრი სახელმწიფოების ეკონომიკური და დასაქმების სფეროში პოლიტიკის კოორდინირება და საერთო საგარეო და უშიშროების პოლიტიკის (რომელშიც საერთო თავდაცვითი პოლიტიკაც შედის) განსაზღვრა და განხორციელება.

 

-          შესწევს ევროკავშირს ყველაფერი იმის გაკეთების უნარი, რისი სურვილიც აქვს?

კომპეტენციათა მინიჭების პრინციპი ევროკავშირი იმოქმედებს „იმ კომპეტენციათა ფარგლებში, რომლებსაც მას წევრი სახელმწიფოები მიანიჭებენ კონსტიტუციით, რათა მიაღწიოს უმაღლეს სამართლებრივ დოკუმენტში დასახულ მიზნებს“.

 

სუბსიდიარობის პრინციპი

„იმ სფეროებში, რომლებიც არ ხვდება მისი ექსკლუზიური კომპეტენციის ფარგლებში, ევროკავშირი იმოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც წევრი სახელმწიფოები ვერ ახერხებენ დასახული მიზნის საკმარისად მიღწევას ცენტრალურ ან რეგიონულ და ადგილობრივ დონეებზე და გამიზნული ქმედების მასშტაბის ან შედეგების გამო შესაძლებელია მისი უკეთ განხორციელებაევროკავშირის დონეზე“.

 

პროპორციულობის პრინციპი

„ევროკავშირის ქმედების შინაარსი და ფორმა არ უნდა აჭარბებდეს იმას, რაც აუცილებელია კონსტიტუციით დასახული ამოცანების მისაღწევად“.

განხილვა მართლმსაჯულების სასამართლოს მიერ ზემოხსენებული სამი პრინციპი ექვემდებარება მართლმსაჯულების სასამართლოს მიერ განხილვას; ამ პრინციპების საფუძველზე შესაძლებელია სასამართლოში საქმის აღძვრა.

სიახლე!

კონსტიტუცია განამტკიცებს აღნიშნულ პრინციპთაგან მეორისა და მესამის გამოყენებას: ამიერიდან თითოეულ ეროვნულ პარლამენტს ექნება შესაძლებლობა, შეამოწმოს, პატივს სცემს თუ არა კომისიის წინადადება სუბსიდიარობის პრინციპს; ამ შემოწმების შედეგად კომისიას თავისი წინადადების გადასინჯვა შეიძლება მოუწიოს.

 

გამარტივება

ვინ რას აკეთებს და რა სფეროებში, არ არის ერთადერთი მნიშვნელოვანი საკითხი. ასევე მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ როგორ მოქმედებს ევროკავშირი და რა ინსტრუმენტებს იყენებს მოქმედებისას. უწინ აქტების უამრავი სახე არსებობდა! კონსტიტუციის მიხედვით, ევროკავშირს 6 ინსტრუმენტის გამოყენება შეუძლია.

სიახლე!

ამიერიდან ევროპის პარლამენტიც და მინისტრთა საბჭოც ვალდებულნი არიან, საკანონმდებლო წინადადების განხილვისა და მიღებისას სხდომები საჯაროდ ჩაატარონ (სხდომების გამჭვირვალეობა).

 

ევროკავშირის სიმბოლოები

კონსტიტუცია ამკვიდრებს ევროკავშირის სიმბოლოებს. სიმბოლოებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ვინაიდან ისინი ეხმარება ევროპელ მოქალაქეებს საკუთარი თავის ევროპასთან გაიგივებაში.

ევროპული დროშა არა მარტო ევროკავშირის სიმბოლოა, არამედ  ევროპული ერთიანობისა და თვითშეგნების უფრო ფართო გამოხატულებაც. ოქროსფერი ვარსკვლავების წრე ევროპის ხალხთა შორის სოლიდარობასა და ჰარმონიას გამოხატავს. ვარსკვლავების რაოდენობას არაფერი აქვს საერთო წევრ სახელმწიფოთა რაოდენობასთან. დროშაზე თორმეტი ვარსკვლავია, ვინაიდან რიცხვი თორმეტი ტრადიციულად სრულყოფილების, სისრულისა და ერთიანობის სიმბოლოს წარმოადგენს. ამიტომ, მიუხედავად ევროკავშირის მომავალი გაფართოებისა, დროშა უცვლელი დარჩება.

ევროპული ჰიმნი 1823 წელს ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მიერ შექმნილი მეცხრე სიმფონიის ნაწილია. სიმფონიის ბოლო ნაწილში ბეთჰოვენმა დაწერა მუსიკა ფრიდრიხ შილერის მიერ 1785 წელს შექმნილი „სიხარულის ოდისათვის”. ეს ნაწარმოები გამოხატავს კაცობრიობის შილერისეულ იდეალისტურ ხედვას, რომლის მიხედვითაც ყველა ადამიანი ძმა არის - ეს ის მიდგომაა, რომელსაც ბეთჰოვენიც იზიარებდა. „გაერთიანებული მრავალფეროვნება“ ევროპული სლოგანი შერჩეული იქნა ევროპელ მოქალაქეთა ჯგუფის მიერ მოწყობილი კონკურსის საფუძველზე. 10-დან 20 წლამდე ასაკის დაახლოებით 80 000-მა ევროპელმა ახალგაზრდამ წარმოადგინა თავისი წინადადება.

რიგმა ქვეყნებმა გადაწყვიტეს, თავიანთი ეროვნული ვალუტის ნაცვლად შემოეღოთ საერთო ევროპული ფულადი ერთეული ევრო. ეს ქვეყნებია ავსტრია, ბელგია, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ირლანდია, იტალია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, პორტუგალია და ესპანეთი.

1950 წლის 9 მაისს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რობერ შუმანმა წარმოადგინა თავისი წინადადება ორგანიზებული ევროპის შექმნის თაობაზე, რასაც საფუძვლად უნდა დასდებოდა ქვანახშირისა და ფოლადის წარმოების გაერთიანება. ამის ძირითადი მიზანი იყო ევროპის მეომარი ნაციების მიერ ერთმანეთის წინააღმდეგ მომავალში ომის გაჩაღების თავიდან აცილება. „შუმანის დეკლარაციის” სახელწოდებით ცნობილმა ამ წინადადებამ დასაბამი მისცა იმ სტრუქტურის ჩამოყალიბებას, რასაც დღეს ევროკავშირი წარმოადგენს. 9 მაისს “ევროპის დღე” აღინიშნება. ამ დღეს გამართული საზეიმო ღონისძიებები აახლოებს ევროპას თავის მოქალაქეებთან, ხოლო ევროკავშირის ხალხებს - ერთმანეთთან.

 

პოლიტიკა / „ მაგალითი “ თავისუფლების, უშიშროებისა და მართლმსაჯულების სივრცე “

ევროპის კონსტიტუცია ევროპელებისთვის უზრუნველყოფს “თავისუფლების, უშიშროებისა და მართლმსაჯულების” საერთო სივრცეს. რას ნიშნავს ეს კონკრეტულად?

-  გაუქმებულია შემოწმება ევროკავშირის შიდა საზღვრებზე ევროპელ მოქალაქეებს შეუძლიათ თავისუფლად იმოძრაონ ევროკავშირის უმეტეს ქვეყნებში („შენგენის სივრცის” წევრებში).  გაძლიერებულია შემოწმება ევროკავშირის გარე საზღვრებზე გაძლიერდება შემოწმება საზღვრებზე მესამე მსოფლიოს ქვეყნებთან (მაგალითად, ესპანეთსა და მაროკოს შორის ან პოლონეთსა და უკრაინას შორის), თუმცა შემოწმება უფრო ინტენსიური გახდება ყველა წევრი სახელმწიფოს საერთაშორისო პორტებსა და აეროპორტებშიც (მაგალითად, უფრო მკაცრად შემოწმდება როტერდამის პორტში სამხრეთ ამერიკიდან ჩამოსული გემები ან ბუდაპეშტის აეროპორტში აზიიდან ჩამოფრენილი თვითმფრინავები). შემოწმების გაძლიერება მოხდება ვიზებთან დაკავშირებული საერთო პოლიტიკისა და ხანმოკლე ცხოვრების სხვა ნებართვების, გარე საზღვრების გადამკვეთი ადამიანების კონტროლთან დაკავშირებული დებულებებისა და გარე საზღვრების სამართავი ერთიანი სისტემის თანდათანობითი შემოღების მეშვეობით.

 

 თავშესაფართან დაკავშირებული საერთო პოლიტიკა

თავშესაფართან დაკავშირებული საერთო პოლიტიკა გულისხმობს თავშესაფრის უნიფიცირებულ სტატუსს, რომელიც მოქმედებს მთელი ევროკავშირის მასშტაბით, თავშესაფრის უნიფიცირებული სტატუსის მინიჭების და ჩამორთმევის საერთო პროცედურებს და პარტნიორობას მესამე მსოფლიოს ქვეყნებთან თავშესაფრის მაძიებელ პირთა ნაკადების მართვის მიზნით. პოლიტიკა უნდა შეესატყვისებოდეს ლტოლვილების შესახებ ჟენევის კონვენციას.

 

 საერთო საიმიგრაციო პოლიტიკა

საერთო საიმიგრაციო პოლიტიკის მიზანია მიგრაციის ნაკადების უფრო ეფექტიანი მართვის შემოღება და, ამავე დროს, წევრ ქვეყნებში კანონიერად მცხოვრები მესამე მსოფლიოს ქვეყნების მოქალაქეთა მიმართ სამართლიანი დამოკიდებულების უზრუნველყოფა. ეს პოლიტიკა გულისხმობს არალეგალურ იმიგრაციასთან და ადამიანებით (კერძოდ, ქალებითა და ბავშვებით) ტრეფიკინგთან ბრძოლის ღონისძიებათა გამკაცრებას. ევროკავშირს შეუძლია მესამე მსოფლიოს ქვეყნებთან შეთანხმებების დადება წევრ ქვეყნებში უკანონოდ მცხოვრები მესამე მსოფლიოს ქვეყნების მოქალაქეთა ამ ქვეყნებში დაბრუნებასთან დაკავშირებით.

 

 სამოქალაქო საკითხებში სასამართლოების თანამშრომლობის განმტკიცება

ამ სფეროში თანამშრომლობის განმტკიცება გულისხმობს წევრი ქვეყნების სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღიარებას და განხორციელებას ყველა წევრი ქვეყნის მიერ, თანამშრომლობას მტკიცებულებათა მოპოვებაში და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაზრდას.

 

 სისხლის სამართლის საკითხებში პოლიციისა და სასამართლოების თანამშრომლობის განმტკიცება

ამ სფეროში თანამშრომლობის განმტკიცება მიზნად ისახავს ტერორიზმთან, ბავშვებისა და ქალების სექსუალურ ექსპლუატაციასთან, კანონით აკრძალული ნარკოტიკებით ვაჭრობასთან, ფულის გათეთრებასთან, კორუფციასთან და ორგანიზებულ დანაშაულთა უფრო ეფექტიან ბრძოლას.

 

 ევროპელი პროკურორის ოფისის დაარსება

ევროპელი პროკურორის ოფისის დაარსება ხელს შეუწყობს საერთაშორისო დანაშაულთან უფრო ქმედით ბრძოლას.

 

„ევროპოლის” გაძლიერება და მასზე მეთვალყურეობის განმტკიცება

ევროპის პოლიციის ორგანოები თანამშრომლობენ „ევროპოლის” სახელით ცნობილი სტრუქტურის ფარგლებში. „ევროპოლის” მოქმედების სფერო შეიძლება გაფართოვდეს და მასში შევიდეს, მაგალითად, ერთობლივი გამოძიებები ან ერთობლივი ოპერატიული ღონისძიებები. „ევროპოლის” საქმიანობას მეთვალყურეობას უწევენ ევროპის პარლამენტი, წევრი ქვეყნების პარლამენტები და მართლმსაჯულების სასამართლო.

 

„რეგიონული პოლიტიკა, რომელსაც სოლიდარობა უდევს საფუძვლადდა რომელიც მოქალაქეებს ემსახურება“

 

- რა საჭიროა დაახლოების პოლიტიკა?

ევროკავშირი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ეკონომიკური სივრცეა. მიუხედავად ამისა, მის ფარგლებში არსებობს ბევრი უთანასწორობა, არა მარტო წევრ ქვეყნებს, არამედ მის დაახლოებით 250 რეგიონს შორის. ეს ნიშნავს, რომ როდესაც საქმე ეხება გლობალიზაციასთან დაკავშირებულ პრობლემათა გადაწყვეტას, ყველა ევროპელი ერთი და იმავე უპირატესობებით და წარმატების ერთი და იმავე შესაძლებლობებით არ სარგებლობს. ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, თუ სად ცხოვრობენ ეს ადამიანები. სწორედ ამგვარი მდგომარეობის გამოსწორებას ცდილობს დაახლოების ევროპული პოლიტიკა, თუმცა დასაქმების შესაძლებლობათა ხელმისაწვდომობა, საწარმოთა კონკურენტუნარიანობა და ინვესტიციები ტექნოლოგიებში უპირველესად ეკონომიკის სფეროში მოღვაწე ბიზნესებისა და ეროვნული და რეგიონული ხელისუფლების ორგანოების კომპეტენციას განეკუთვნება.

 

- რისთვის გამოიყენება პოლიტიკა?

რეგიონული პოლიტიკა ევროპული სოლიდარობის კონკრეტული გამოხატულებაა და 1989 წლის შემდეგ სტაბილურად ვითარდება. ამ პოლიტიკის წყალობით თანამეგობრობის ბიუჯეტში წევრი სახელმწიფოების შენატანების ნაწილი გადაეცემა არახელსაყრელ მდგომარეობაში მყოფ რეგიონებსა და სოციალურ კატეგორიებს. 2000-2006 წლებისთვის ეს გადარიცხვები თანამეგობრობის ბიუჯეტის ერთ მესამედს - 213 მილიარდ ევროს შეადგენს. ეს მნიშვნელოვანი თანხა, ძირითადად, ეხმარება განვითარების თვალსაზრისით ჩამორჩენილ რეგიონებს, დაეწიონ დანარჩენ თანამეგობრობას, ხელს უწყობს, აგრეთვე, გარკვეული რთული სფეროების ეკონომიკურ და სოციალურ ცვლილებას, ტრეინინგის სისტემების მოდერნიზებას და დასაქმების ხელშეწყობას. თანხის ნაწილი გამოიყენება, აგრეთვე, ევროკავშირის ისეთი ინიციატივების ხელშესაწყობად, რომელთა მიზანია რეგიონებს შორის თანამშრომლობის, ქალაქებისა და კრიზისის მდგომარეობაში მყოფი ურბანული რეგიონების მდგარდი განვითარების, სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიების განვითარებისა თუ დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა.

 

პოლიტიკა / “ მაგალითი

-          როგორ მოქმედებს პოლიტიკა?

დაახლოების პოლიტიკის ფარგლებში თანხების განაწილებას ბრიუსელი არ განაგებს. საჭიროებები საგულდაგულოდ ფასდება ადგილზე, თითოეული რეგიონისა თუ ქვეყნის მიხედვით. ამიტომ პოლიტიკის განხორციელება დეცენტრალიზებულია. თუმცა ევროკავშირი აყალიბებს ზოგად ფორმატს, რომლის ფარგლებშიც უნდა მოხდეს თანხების გამოყენება მკაცრი პირობების დაცვით, მაგალითად, პროგრამები განვითარების სფეროში უნდა ითვალისწინებდეს გარემოს დაცვის საჭიროებებს, ხელს უნდა უწყობდეს თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფას და ა.შ. ამიტომ ევროკავშირის როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ „ფულის გამოყოფით“. დაახლოების პოლიტიკის წყალობით შესაძლებელია ადგილებზე განხორციელდეს ის პრიორიტეტები, რომლებიც ევროკავშირის დონეზე განისაზღვრება, რათა ევროკავშირს მიეცეს საშუალება, იმოქმედოს სოლიდარობის პრინციპზე დაყრდნობით და, ამავე დროს, შექმნას კონკურენტუნარიანი პირობები (დასაქმება, მდგრადი განვითარება, საინფორმაციო საზოგადოება, ზოგადი ეკონომიკური ინტერესის მომსახურება და ა.შ.). შესაბამისად, დაახლოების პოლიტიკა საერთო ევროპული ბაზრისა და ეკონომიკური და მონეტარული კავშირის აუცილებელი დანამატია.

მიაქციეთ ყურადღება, რომ ნებისმიერი საქმიანობისას ევროკავშირის მიერ გაწეული დახმარება კი არ ანაცვლებს ეროვნულ დონეზე გაწეულ დახმარებას, არამედ ემატება მას. არსი იმაში მდგომარეობს, რომ ევროკავშირი „დახმარების ხელს უწვდის” ისეთ კარგ პროექტებს, რომლებიც სხვა შემთხვევაში ვერ განხორციელდებოდა.

- როგორ მოქმედებს ევროპის კონსტიტუცია?

ევროპის კონსტიტუცია განამტკიცებს რეგიონულ პოლიტიკას, პოლიტიკას, რომელსაც საფუძვლად სოლიდარობა და მოქალაქესთან სიახლოვე უდევს. კონსტიტუცია ხელს უწყობს “წევრი სახელმწიფოების ეკონომიკურ, სოციალურ და ტერიტორიულ დაახლოებას და მათ შორის სოლიდარობას.” ამიერიდან ეს ევროკავშირის ძირითადი ამოცანაა. ეს იმის გამოხატულებაა, რომ ევროკავშირის სოლიდარობით, კერძოდ კი ფინანსური დახმარებით მოტანილ სხვადასხვა სარგებელზე ახლა არახელსაყრელ და მძიმე მდგომარეობაში მყოფ ყველა რეგიონს მიუწვდება ხელი, რაც წარსულში არ ხდებოდა.

 

„გარემოს დაცვა ახლანდელი და მომავალი თაობების  საკეთილდღეოდ“

ევროპის კონსტიტუცია უზრუნველყოფს გარემოს დაცვის დამატებით მექანიზმებს.  კონსტიტუცია ევროპის გაერთიანების პროექტში ცენტრალურ ადგილს მდგრადი განვითარების პრინციპს უჩენს. ეს პრინციპი გაცხადდა გაერო-ს მიერ 1992 წელს რიო დე ჟანეიროში მოწყობილ პირველ „დედამიწის სამიტზე”. მისი მიზანია დღეს მცხოვრები თაობების საჭიროებებზე რეაგირება მომავალი თაობების საჭიროებებისთვის საფრთხის შეუქმნელად. ამ თვალსაზრისით ევროკავშირი თავის ძალისხმევას მიმართავს „დაბალანსებული ეკონომიკური აღმავლობის”, „სოციალური საბაზრო ეკონომიკის”, „გარემოს დაცვის მაღალი დონისა და გარემოს ხარისხის გაუჯობესების” მისაღწევად;  კონსტიტუციის მიხედვით, მოქალაქეთა ერთ-ერთი ძირითადი უფლებაა, არსებობდეს ყველანაირ ევროპულ პოლიტიკაში გარემოსდაცვითი ასპექტის ჩართვის ვალდებულება;  კონსტიტუციის საფუძველზე მკვიდრდება სოლიდარობა ევროკავშირს, წევრ სახელმწიფოებსა და ბუნებრივი თუ ადამიანების ქმედებებით გამოწვეული კატასტროფის მსხვერპლ ნებისმიერ წევრ სახელმწიფოს შორის; კონსტიტუცია საშუალებას აძლევს ევროპელებს და წარმომადგენლობით ასოციაციებს (როგორიც არის, მაგალითად, არასამთავრობო გარემოსდაცვითი ორგანიზაციები), გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები და აწარმოონ დიალოგი, გარდა ამისა, მათთან ტარდება კონსულტაციები ევროპულ პოლიტიკასთან (კერძოდ, გარემოსდაცვით პოლიტიკასთან) დაკავშირებით. მოქალაქეთა მხრიდან ინიციატივის გამოჩენის ახალი უფლება გულისხმობს, რომ სულ მცირე ერთი მილიონი მოქალაქის მოთხოვნის შემთხვევაში კომისიამ შეიძლება წამოჭრას წინადადება გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით. კონსტიტუცია მხარს უჭერს ენერგოეფექტურობას, ენერგიის დაზოგვას და ენერგიის ახალი და განახლებადი ფორმების განვითარებას.

 

პოლიტიკა /  მაგალითი

დამატებითი ინფორმაცია

 

Europe Direct

ევროპის კონსტიტუციასთან დაკავშირებით რაიმე კითხვის გაჩენის შემთხვევაში შეგიძლიათ დარეკოთ უფასო ტელეფონზე:

00 800 67 89 10 11 ან ფასიან ტელეფონზე: + 322 299 96 96

 

Futurum

ევროპის კონსტიტუციასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ შემდეგი ინტერნეტგვერდი:

http://europa.eu.int/futurum

ევროპული თანამეგობრობები

ლუქსემბურგი, ევროპულ თანამეგობრობათა ოფიციალური

გამოცემების სამსახური, 2004.

ISBN: 92-894-6114-4

25 წევრი სახელმწიფო კანდიდატი ქვეყნები

გამოცემათა სამსახური

ევროპული თანამეგობრობები

საფოსტო მისამართი

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / კანონები / უავტორო / აშშ-ს და ევროპის კონსტიტუციები.