ინვალიდებისათვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის სტანდარტული წესები

პეკინი, ჩ ს რ გაეროს გენერალური ასამბლეის 4896 რეზოლუცია 1993 წლის 20 ოქტომბერი.

 

შესავალი, საკითხის ისტორია და არსებული მოთხოვნები.

 

1 ყველა ქვეყანასა და საზოგადოების ყველა ფენაში არსებობენ ინვალიდები, მსოფლიოში მათი რაოდენობა საკმაოდ მნიშვნელოვანია და დღითიდღე მატულობს.

2 ინვალიდობის მიზეზები და შედეგები სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაგვარია, რაც განპირობებულია სახელმწიფოების მიერ თავისი მოქალაქეების კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად განხორციელებული განსხვავებული ღონისძიებებითა და სოციალ_ეკონომიკური პირობებით.

3 პოლიტიკა, რომელიც ამჟამად ტარდება ინვალიდების მიმართ საზოგადოების ბოლო ორასწლიანი განვითარების შედეგია, იგი გარკვეულწილად ასახავს ცხოვრების საერთო პირობებს და სხვადასხვა დროს გატარებულ სოციალურ_ეკონომიკურ პოლიტიკას, თუმცა ინვალიდების ცხოვრების პირობები დამოკიდებულია ინვალიდობისათვის დამახასიათებელ ბევრ თავისებურებაზე: უვიცობა, გულგრილობა, ცრურწმენა და შიში, ეს ის სოციალური ფაქტორებია, რომლებიც კაცობრიობის მთელი ისტორიის მანძილზე აფერხებდნენ ინვალიდთა შესაძლებლობების განვითარებას და განაპირობებდნენ საზოგადოებისაგან მათ იზოლაციას.

4 წლების განმავლობაში დამოკიდებულება ინვალიდების მიმართ იცვლებოდა, დაწყებული შესაბამის დაწესებულებებში მათი ჩვეულებრივი მოვლიდან, დამთავრებული ინვალიდი ბავშვებისათვის განათლების მიცემათა და მოზრდილ ასაკში დაინვალიდებულთა  რეაბილიტაციით, მიღებული განათლებისა და რეაბილიტაციის შედეგად ინვალიდებს საშუალება მიეცათ უფრო აქტიურად მოეთხოვათ მათ მიმართ განსახორციელებელი პოლიტიკის შემდგომი განვითარება, შექმნილია ინვალიდების, მათი ოჯახებისა და მხარდამჭერთა ორგანიზაციები, რომლებიც ზრუნავენ ინვალიდთა ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე,

II მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბდა ისეთი კონცეფციები როგორებიცაა ინვალიდების ინტეგრაცია და მათი ჩართვა საზოგადოების ნორმალურ ცხოვრებაში, რაც მეტყველებს მათი პოტენციური შესაძლებლობების შესახებ საზოგადოების შეხედულების ცვლილებაზე.

5. 60_ანი წლების ბოლოს ინვალიდთა ორგანიზაციებმა ცალკეულ ქვეყნებში დაიწყეს ინვალიდობის ახალი კონცეფციის შემუშავება, რომელიც ითვალისწინებდა მჭიდრო კავშირის არსებობას ინვალიდთა მდგომარეობასა და ინვალიდებისადმი მოსახლეობის დამოკიდებულებასა და გარემო სტრუქტურას შორის, ამასთან განვითარებად ქვეყნებში სულ უფრო ხშირად აშუქებენ ინვალიდთა პრობლემებს, ზოგიერთ მათგანში მეტად მაღალია ინვალიდთა პროცენტული რაოდენობა მოსახლეობის საერთო რიცხოვნობასთან მიმართებაში და ინვალიდები როგორც წესი საზოგადოების ყველაზე ღარიბი წევრები არიან,.

საერთაშორისო მოღვაწეობა წარსულში.

6. ინვალიდთა უფლებები საკმაოდ დიდი ხანია იქცა გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების განსაკუთრებული ყურადღების საგნად,

ინვალიდთა საერთაშორისო წლის, 1981 წელი უმნიშვნელოვანესი შედეგი იყო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ 1982 წლის სამ დეკემბერს 3752 რეზოლუციით მიღებული ინვალიდთა მიმართ განსახორციელებელი ღონისძიებების მსოფლიო პროგრამა,

საერთაშორისო წელმა და მსოფლიო პროგრამამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ამ სფეროს განვითარებას, მათი განხორციელებისას ხაზგასმით აღინიშნებოდა ინვალიდთა უფლება ჰქონდეთ იგივე შესაძლებლობა, რაც სხვა მოქალაქეებს და ეკონომიკური და სოციალური განვითარების შესაბამისად ცხოვრების პირობების თანაბრად გაუმჯობესების საშუალება,

გარდა ამისა ინვალიდობა პირველად განისაზღვრა როგორც ინვალიდებსა და მათ გარემომცველ სამყაროს შორის ურთიერთობის ფუნქცია.

7.  1987 წელს სტოკჰოლმში ჩატარდა ექსპერტთა გლობალური თათბირი, რომელზეც განიხილეს ინვალიდთა მიმართ განსახორციელებელი ღონისძიებების მსოფლიო პროგრამის შესრულების პროცესი, გაერთიანებული ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული ინვალიდთა ათწლეულის შუა პერიოდში, ამ თათბირზე წამოყენებული იქნა წინადადება შეემუშავებინათ ფილოსოფიური კონცეფცია მომავალში განსახორციელებელ პრიორიტეტულ ღონისძიებათა განსაზღვრის თაობაზე, ამ კონცეფციას საფუძვლად უნდა დასდებოდა ინვალიდთა უფლებების აღიარება.

8. აღნიშნულთან დაკავშირებით თათბირმა რეკომენდაცია გაუწია გენერალურ ასამბლეას, მოიწვია საგანგებო კონფერენცია ინვალიდთა მიმართ ყველა სახის დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ საერთაშორისო კონვენციის შემუშავების მიზნით, რომელიც სახელმწიფოების მიერ რატიფიცირებული უნდა ყოფილიყო ათწლეულის ბოლოსათვის.

9. კონვენციის საერთო პროექტი შეიმუშავა იტალიამ და გენერალურ ასამბლეას წარუდგინა მის ორმოცდამეორე სესიაზე, მოგვიანებით გენერალური ასამბლეის ორმოცდამეოთხე სესიაზე კონვენციის პროექტის შესახებ განცხადებით გამოვიდა შვედეთი, თუმცა ვერცერთ შემთხვევაში ვერ იქნა მიღწეული კონსენსუსი ამგვარი კონვენციის მიზანშეწონილობის თაობაზე,

მრავალი წარმომადგენლის აზრით ადამიანის უფლებათა შესახებ არსებული დოკუმენტებით ინვალიდებისათვის გარანტირებულია სხვა პირთა უფლებებთან გათანაბრებული უფლებები.

 

სტანდარტული წესების შემუშავების ისტორია.

10. ხელმძღვანელობდა რა გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა საბჭომ 1990 წელს თავის პირველ რიგით სესიაზე გადაწყვიტა საკუთარი ძალისხმევა მიემართა რამდენადმე განსხვავებული ხასიათის საერთაშორისო დოკუმენტის შემუშავებაზე,

საბჭომ 1990 წლის 24 მაისის 199026 რეზოლუციით სოციალური განვითარების კომისიას მიანიჭა უფლებამოსილება რათა მას თავის ოცდამეთორმეტე სესიაზე განეხილა სამთავრობო ექსპერტთა ღია შემადგენლობის სპეციალური სამუშაო ჯგუფის შექმნის საკითხი, რომელიც დაფინანსდებოდა ნებაყოფლობითი შემოწირულობებით და რომელიც სპეციალურ დაწესებულებებთან სხვა სამთავრობაYთაშორისო ორგანიზაციებთან უპირველეს ყოვლისა ინვალიდთა ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე შეიმუშავებდა ინვალიდ ბავშვთათვის, ახალგაზრდებისა და მოზრდილთათვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნის სტანდარტულ წესებს.

11. ორმოცდამეხუთე სესიაზე გენერალური ასამბლეის მესამე კომიტეტში განხორციელებულმა შემდგომმა განხილვებმა ცხადყო, რომ ახალი  ინიციატივა ინვალიდებისათვის თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფის სტანდარტული წესების შემუშავების თაობაზე დიდი მხარდაჭერით სარგებლობს.

12. სოციალური განვითარების კომისიის ოცდამეთორმეტე სესიაზე წარმომადგენელთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა მხარი დაუჭირა ინიციატივას სტანდარტული წესების შემუშავების შესახებ, განხილვის შედეგად მიღებული იქნა 1991 წლის 20 თებერვლის 322 რეზოლუცია, რომლითაც კომისიამ გადაწყვიტა შეექმნა ღია შემადგენლობის სპეციალური სამუშაო ჯგუფი ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა საბჭოს 199026 რეზოლუციის შესაბამისად.

ინვალიდებისათვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის სტანდარტული წესების მიზნები და შინაარსი.

13. ინვალიდებისათვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის სტანდარტული წესები შემუშავებული იქნა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული ინვალიდთა ათწლეულის 1983_1992 წლები ჩატარებისას შეძენილი გამოცდილების საფუძველზე,

ამ წესების პოლიტიკურ და მორალურ საფუძველს წარმოადგენს საერთაშორისო ბილი ადამიანის უფლებათა შესახებ, რომელიც შეიცავს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა საერთაშორისო პაქტს, სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ საერთაშორისო პაქტს, კონვენციას ბავშვთა უფლებების შესახებ და კონვენციას ქალების მიმართ ყველა სახის დისკრიმინაციის ლიკვიდაციის შესახებ, აგრეთვე ინვალიდთა მიმართ განსახორციელებელ ღონისძიებათა მსოფლიო პროგრამას.

14. მიუხედავად იმისა, რომ ეს წესები არ არის სავალდებულო ისინი შეიძლება იქცნენ საერთაშორისო ჩვეულებითი სამართლის ნორმებად თუ მათ გამოიყენებს იმ სახელმწიფოთა მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლებიც გამოთქვამენ სურვილს დაიცვან საერთაშორისო სამართალი,

ეს წესები გულისხმობს სახელმწიფოების მიერ სერიოზული მორალური და პოლიტიკური ვალდებულებების აღებას ინვალიდების დაცვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად, ეს წესები აგრეთვე ითვალისწინებს პასუხისმგებლობასთან, ზომების მიღებასა და თანამშრომლობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ პრინციპებს, მათში აგრეთვე მითითებულია ის სფეროები, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ცხოვრების ნორმალური პირობების, საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობის და თანასწორუფლებიანობის უზრუნველყოფისათვის,

ინვალიდებს და მათ ორგანიზაციებს შეუძლიათ ამ წესების საფუძველზე შეიმუშაონ საკუთარი პოლიტიკა და წარმართონ თავისი საქმიანობა, ისინი ქმნიან საფუძველს ქვეყნებს შორის ტექნიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის განხორციელებისათვის, მათ შორის გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების შუამავლობით.

15. ამ წესების მიზანია იმგვარი ვითარების უზრუნველყოფა, როდესაც ინვალიდ ბავშვებსა და მოზრდილებს აქვთ ისეთივე უფლებები როგორიც საზოგადოების სხვა წევრებს,

მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობს წინააღმდეგობები, რომლებიც აფერხებენ ინვალიდების მიერ თავისი უფლებებისა და თავისუფლებების განხორციელებას და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობას,

სახელმწიფოები ვალდებული არიან მიიღონ აუცილებელი ზომები ამ წინააღმდეგობათა დასაძლევად, ხოლო ინვალიდები და მათი ორგანიზაციები, როგორც თანაბარუფლებიანი პარტნიორები აქტიურ როლს უნდა ასრულებდნენ ამ პროცესში,

ინვალიდებისათვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნა მნიშვნელოვანი წვლილია იმ ძალისხმევაში, რომელსაც მსოფლიოს ყველა ქვეყანა მიმართავს ადამიანური რესურსების მობილიზაციისათვის,

განსაკუთრებულ ყურადღებას ცხადია ითხოვენ ქალები, ბავშვები, ხანდაზმულები, საზოგადოების ხელმოკლე წევრები, მიგრანტი მუშები, ინვალიდობის 2 ან რამდენიმე სახის მქონე პირები, ადგილობრივი მკვიდრნი და ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლები,

გარდა ამისა არსებობს ინვალიდ ლტოლვილთა დიდი რაოდენობა, რომელთა განსაკუთრებული მოთხოვნილებები ასევე საჭიროებენ სათანადო ყურადღებას.

 

ინვალიდთა მიმართ განსახორციელებელი პოლიტიკის კონცეფციები.

16. ეს წესები მოიცავს ინვალიდთა მიმართ განსახორციელებელი ღონისძიებების  მსოფლიო პროგრამაში მოცემულ იდეებზე დამყარებულ კონცეფციებს,

მათში ასახულია ზოგიერთი ის ცვლილება, რომლებიც მოხვდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული ინვალიდთა ათწლეულის განმავლობაში.

 

ინვალიდობა და შრომის უუნარობა.

 

17. ტერმინი ინვალიდობა მოიცავს სხვადასხვა ფუნქციურ დარღვევათა რაოდენობას, რომელიც მსოფლიოს ყველა ქვეყნის მოსახლეობაში გვხვდება,

ინვალიდობის მიზეზი შეიძლება იყოს ფიზიკური, გონებრივი ან სენსორული დეფექტი, ჯანმრთელობის გარკვეული მდგომარეობა ან  ფსიქიკური მდგომარეობა, ამგვარი დეფექტი, მდგომარეობა თუ დაავადება შეიძლება იყოს როგორც მუდმივი ასევე დროებითი.

18. ტერმინი “შრომის უუნარობა” ნიშნავს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სხვა წევრებთან თანაბარი მონაწილეობის უნარის დაკარგვას ან შეზღუდვას, იგი გულისხმობს ურთიერთობებს ინვალიდსა და მის გარშემო მყოფთა შორის, ეს ტერმინი შემოღებულია ინვალიდის გარშემომყოფთათვის დამახასიათებელი და საზოგადოების მოღვაწეობის მრავალ სფეროში არსებული ნაკლოვანებების ხაზგასასმელად ან სახელდობრ ინფორმაციის, კავშირგაბმულობისა და განათლების სფეროებში, რომლებშიც შეზღუდულია საღ მოქალაქეთა მსგავსად ინვალიდების საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის შესაძლებლობა.

19 ტერმინების “ინვალიდობა” და “შრომის უუნარობა” გამოიყენება მეჩვიდმეტე და მეთვრამეტე პუნქტებში განსაზღვრული მნიშვნელობით, უნდა განიხილებოდეს ინვალიდობის თანამედროვე ისტორიის ჭრილში.

70_ან წლებში ინვალიდთა ორგანიზაციების წარმომადგენლები ამ დარგის სპეციალისტები ილაშქრებდნენ იმ დროისათვის არსებული ტერმინოლოგიის წინააღმდეგ, ტერმინების “ინვალიდობისა” და “შრომის უუნარობის” გამოყენებისას ადგილი ჰქონდა უზუსტობასა და ცნებების აღრევას, რაც ხელს უშლიდა შესაბამისი პოლიტიკის შემუშავებასა და სათანადო ღონისძიებების განხორციელებას,

ეს ტერმინები ასახავდა სამედიცინო და დიაგნოსტიკურ მიდგომებს და არ ითვალისწინებდა თავად საზოგადოების მანკიერებებსა და ნაკლოვანებებს.

20,  1980 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მიიღო დეფექტების ინვალიდობისა და შრომის უუნარობის საერთაშორისო კლასიფიკაცია, რომელიც უფრო ზუსტ და ამასთან შედარებით მიდგომას გვთავაზობს, ეს კლასიფიკაცია მკვეთრ ზღვარს ავლებს დეფექტის ინვალიდობის და შრომისუუნარობის ცნებებს შორის, იგი ფართოდ გამოიყენება იმ სფეროებში, როგორიცაა რეაბილიტაცია, სოციოლოგია, ეკონომიკა და ანთროპოლოგია,

ზოგიერთმა სპეციალისტმა შეშფოთება გამოთქვა იმის თაობაზე, რომ კლასიფიკაციის მიხედვით ტერმინი შრომისუუნარობის განსაზღვრა ჯერ კიდევ სამედიცინო ხასიათს ატარებს და ყურადღებას უმთავრესად ამახვილებს ინდივიდზე და შესაძლოა არაადეკვატურად ასახავს ურთიერთკავშირს სოციალურ პირობებსა და ინდივიდის შესაძლებლობებს შორის, ეს და სხვა მოსაზრებები, რომლებიც კლასიფიკაციის გამოქვეყნებიდან 12 წლის განმავლობაში გამოითქვა განხილულ იქნება მისი გადასინჯვის მიზნით გამართულ მომავალ ფორუმებზე.

21. ინვალიდთა მიმართ გასატარებელი ღონისძიებების მსოფლიო პროგრამის განხორციელებისას შეძენილი გამოცდილებისა და გაეროს მიერ გამოცხადებული ინვალიდთა ათწლეულის განმავლობაში მიმდინარე ფართო განხილვის გათვალისწინებით შეიძლება აღინიშნოს, რომ საკმაოდ გაღრმავდა ინვალიდობის საკითხების შესახებ ცოდნა და შესაბამისი ტერმინების გააზრება,

ტერმინოლოგია რომელიც ამჟამად გამოიყენება აღიარებს როგორც ინდივიდუალური მოთხოვნილებების რეაბილიტაცია, ტექნიკური საშუალებების მიწოდება და სხვა ისე საზოგადოებისათვის დამახასიათებელი ნაკლოვანებების საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის მიღების დაბრკოლება_განხილვის აუცილებლობას.

 

ინვალიდობის თავიდან აცილება.

 

22. ტერმინი ინვალიდობის თავიდან აცილება გულისხმობს იმ ღონისძიებათა კომპლექსს , რომლებიც მიმართულია ფიზიკური, გონებრივი, ფსიქიკური და სენსორული დეფექტების პირველი ხარისხის პროფილაქტიკა ან დეფექტის მუდმივფუნქციურ დარღვევაში, ან ინვალიდობაში გადაზრდის თავიდან ასაცილებლად,

II ხარისხის პროფილაქტიკა, ინვალიდობის პროფილაქტიკა შეიძლება გულისხმობდეს სხვადასხვა ღონისძიების განხორციელებას, როგორებიცაა პირველადი სამედიცინო_სანიტარული დახმარების აღმოჩენა, მშობიარობამდელი და მშობიარობისშემდგომი მოვლა, დიეტოთერაპიის პოპულარიზაცია, ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკური ვაქცინაცია, ენდემურ დაავადებებთან ბრძოლის ღონისძიებები, შრომის დაცვა და სხვადასხვა ვითარებებში უბედური შემთხვევების თავიდან აცილების პროგრამების განხორციელება, მათ შორის სამუშაო ადგილის მოწყობა, პროფესიულ დაავადებათა და შრომის უნარის დაკარგვის რისკის შემცირების მოთხოვნათა გათვალისწინებით, აგრეთვე გარემოს დაბინძურების და შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად გამოწვეული ინვალიდობის პროფილაქტიკა.

 

რეაბილიტაცია.

23. ტერმინი რეაბილიტაცია აღნიშნავს პროცესს, რომელიც მიმართულია ინვალიდებისათვის მათი საქმიანობის საუკეთესო ფიზიკური, ინტელექტუალური, ფსიქიკური და სოციალური დონის მიღწევისა და შენარჩუნების უზრუნველსაყოფად მათი დამოუკიდებლობის გაფართოების მიზნით,

რეაბილიტაცია შეიძლება გულისხმობდეს ინვალიდის ფუნქციების უზრუნველყოფის ანდა აღდგენის ღონისძიებებს ამ ფუნქციის დაკარგვის თუ არსებობის, ამ ფუნქციური შეზღუდვისათვის გათვალისწინებული კომპენსაციის უზრუნველყოფას,

რეაბილიტაციის პროცესი არ შემოიფარგლება მხოლოდ სამედიცინო დახმარებით, ის მოიცავს ღონისძიებათა ფართო სპექტრს დაწყებული დაწყებითი და უფრო ზოგადი რეაბილიტაციით დამთავრებული მიზანმიმართული საქმიანობით, მაგალითად პროფესიული შრომისუნარიანობის აღდგენით.

 

თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა.

24. ტერმინი თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა ნიშნავს პროცესს, რომლის წყალობითაც საზოგადოებისა და გარემოს სხვადასხვა სისტემა ისეთები როგორებიცაა მომსახურება, შრომითი საქმიანობა და ინფორმაცია ყველა სახის განსაკუთრებით კი ინვალიდთათვის ხელმისაწვდომი ხდება.

25. თანასწორუფლებიანობის პრინციპი გულისხმობს, რომ განურჩევლად ყველა ინდივიდის მოთხოვნილებები ერთნაირად მნიშვნელოვანია და ისინი გათვალისწინებული უნდა იქნეს საზოგადოებრივი ცხოვრების დაგეგმვისას რათა ყველა არსებული საშუალება იმგვარად იქნება გამოყენებული, რომ თითოეულს ჰქონდეს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობები.

26. ინვალიდები საზოგადოების წევრები არიან და უფლება აქვთ იცხოვრონ საკუთარი თემების საზღვრებში, მათ უნდა აღმოუჩინონ მათთვის აუცილებელი მხარდაჭერა ჩვეულებრივი ჯანდაცვის, განათლების, დასაქმებისა და სოციალური მომსახურების ფარგლებში.

27. როცა ინვალიდები მოიპოვებენ ისეთივე უფლებებს, როგორიც აქვთ საზოგადოების სხვა წევრებს მათ ასეთივე მოვალეობები უნდა  დაეკისროთ, რათა ამ უფლებების მოპოვების შესაბამისად საზოგადოებას უფლება აქვს მეტს მოელოდეს მათგან, ამგვარად თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის პროცესის ფარგლებში აუცილებელია შეიქმნას ყველა პირობა საიმისოდ რომ ინვალიდებმა როგორც საზოგადოების წევრებმა სრულად შეასრულონ თავისი ვალდებულებები.

 

პრეამბულა.

სახელმწიფოებმა გაითვალისწინეს რა გაეროს წესდების შესაბამისად ნაკისრი ვალდებულებები გაეროსთან ერთობლივი და დამოუკიდებელი მოქმედებების განხორციელების შესახებ ცხოვრების დონის ამაღლების, მოსახლეობის სრულად დასაქმების და ეკონომიკური და სოციალური პროგრესის უზრუნველსაყოფად აღიარებენ რა წესდებაში გაცხადებულ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა სოციალური სამართლიანობისა და ადამიანის პიროვნული ღირსებისა და ფასეულობის პრინციპებს ხაზს უსვამენ რა კერძოდ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში მოცემულ საერთაშორისო სტანდარტებს ადამიანის უფლებათა სფეროში ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტს და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტს აფიქსირებენ რა, რომ ამ დოკუმენტებში აღიარებული უფლებები ყველასათვის ერთნაირად გარანტირებული უნდა იყოს ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, იმოწმებენ რა ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციას, რომელიც კრძალავს დისკრიმინაციას ინვალიდობის ნიშნით და ითვალისწინებს ინვალიდ ბავშვთა უფლებების  უზრუნველსაყოფად სპეციალური ზომების მიღებას და საერთაშორისო კონვენციას მიგრანტი მუშებისა და მათი ოჯახის წევრების უფლებათა დაცვის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს ინვალიდობის თავიდან ასაცილებელ ზოგიერთ ღონისძიებას, შეგვახსენებენ რა ქალების მიმართ ყველა სახის დისკრიმინაციის ლიკვიდაციის შესახებ კონვენციის დებულებებს, რომლებიც მიმართულია ინვალიდი გოგონებისა და ქალების უფლებების დასაცავად, ითვალისწინებენ რა ინვალიდთა უფლებების შესახებ დეკლარაციას, გონებრივად ჩამორჩენილ პირთა უფლებების შესახებ დეკლარაციას და სოციალური პროგრესისა და განვითარების დეკლარაციას, ფსიქიკურად დაავადებულ პირთა დაცვის და ფსიქიატრიული დახმარების გაუმჯობესების პრინციპებს და გენერალური ასამბლეის მიერ მიღებულ სხვა დოკუმენტებს, მხედველობაში აქვთ რა მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მიღებული კონვენციები და რეკომენდაციები სახელდობრ ის დოკუმენტები რომლებიც ეხება არადისკრიმინაციულ დამოკიდებულებას ინვალიდების სამუშაოზე მიღებისას,

ითვალისწინებენ რა გაეროს შესაბამის რეკომენდაციებს და განათლების, მეცნიერების და კულტურის სფეროებში მისი მუშაობის შედეგებს, სახელდობრ საყოველთაო დეკლარაციას განათლება ყველასათვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვთა ფონდისა და სხვა შესაბამისი ორგანიზაციების მუშაობის შედეგებს,

ითვალისწინებენ რა სახელმწიფოთა ვალდებულებებს გარემოს დაცვის სფეროში, გამოთქვამენ რა გულისტკივილს შეიარაღებული კონფლიქტების სავალალო შედეგებისა და შეზღუდული რესურსების, იარაღის საწარმოებლად გამოყენების თაობაზე, აცხადებენ რა, რომ ინვალიდთა მიმართ განსახორციელებელ ღონისძიებათა მსოფლიო პროგრამა და მასში მოცემული დებულება თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის თაობაზე წარმოადგენს საერთაშორისო საზოგადოების სერიოზულ მცდელობას პრაქტიკული და კონკრეტული მნიშვნელობა მიენიჭოს სხვადასხვა საერთაშორისო დოკუმენტებსა და რეკომენდაციებს,

აღნიშნავენ რა რომ გაეროს მიერ გამოცხადებული ინვალიდთა ათწლეულის 1983_1992 წლები, მიზანი ინვალიდთა მიმართ გასატარებელი ღონისძიებები მსოფლიო პროგრამის განხორციელება კვლავაც აქტუალურია და მუდმივად მოითხოვს გადაუდებელი ზომების მიღებას, აღნიშნავენ რა, რომ იმ პროგრამას საფუძვლად დაედო კონვენციები, რომლებიც ერთნაირად მნიშვნელოვანი და აქტუალურია როგორც განვითარებადი  ისე განვითარებული ქვეყნებისათვის, მიიჩნევენ რა აუცილებელია აქტიური ძალისხმევა თანასწორობის საფუძველზე ადამიანის უფლებათა სრული დაცვისათვის და ინვალიდთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უზრუნველყოფისათვის, აღნიშნავენ რა, რომ ინვალიდები, მათი მშობლები, მეურვეები, მათი ინტერესების დამცველი პირები და ორგანიზაციები სახელმწიფოთა აქტიურ პარტნიორებად უნდა იქცნენ ყველა იმ ღონისძიების დაგეგმვისას და განხორციელებისას, რომლებიც უკავშირდება მათ მოქალაქეობრივ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებებს, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა  საბჭოს 199026 რეზოლუციის შესრულებისათვის ხელმძღვანელობს რა ინვალიდთა მიმართ განსახორციელებელი ღონისძიებებით მსოფლიო პროგრამაში მოცემული იმ კონკრეტული ღონისძიებების ჩამონათვალით, რომლებიც აუცილებელია ინვალიდთა საზოგადოების სხვა წევრებთან თანაბარი უფლებების უზრუნველსაყოფად, ღებულობენ ინვალიდთათვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის სტანდარტულ წესებს იმისათვის, რომ ა) ხალხი გაეცნოს, რომ ინვალიდობის სფეროში სათანადო ღონისძიებების გატარება მოითხოვს ინვალიდთა ცხოვრების პირობებისა და მათი განსაკუთრებული მოთხოვნილებების საფუძვლიან ცოდნასა და ამ სფეროში საქმიანობის გამოცდილებას;

ბ) ხაზგასმით აღინიშნოს, რომ სოციალურ_ეკონომიკური განვითარების ერთერთი ძირითადი ამოცანაა ყველასათვის ერთნაირად ხელმისაწვდომი გახდეს საზოგადოებრივი ცხოვრების ნებისმიერ სფეროში მოღვაწეობა,

გ) განისაზღვროს ინვალიდთა მიმართ გასატარებელი სოციალური პოლიტიკის უმთავრესი ასპექტები, მათ შორის შესაბამის შემთხვევებში აქტიური ხელშეწყობა, ტექნიკური და ეკონომიკური თანამშრომლობისათვის,

დ) შემოთავაზებულ იქნეს თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესის ვარიანტები იმ ტექნიკური და ეკონომიკური პირობების განსხვავებებიდან გამომდინარე, რომლებშიც ხორციელდება ეს პროცესი და მასში ინვალიდთა გადამწყვეტი როლის გათვალისწინებით,

ე) შემოთავაზებულ იქნეს ეროვნული მექანიზმები სახელმწიფოთა, გაეროს სისტემის ორგანოთა, სხვა სამთავრობათაშორისო ორგანოთა და ინვალიდების ორგანიზაციათა შორის მჭიდრო თანამშრომლობისათვის,

ვ) შემოთავაზებულ იქნეს ეფექტიანი მექანიზმი იმ პროცესის გაკონტროლებისათვის რომლის საშუალებითაც სახელმწიფოები შეეცდებიან ინვალიდებისათვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფას.

 

I.  თანასწორი მონაწილეობის წინაპირობები.

წესი 1. პრობლემის უფრო ღრმად გააზრება.

სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ ზომები რათა საზოგადოება უფრო გაგებით მოეკიდოს ინვალიდთა მდგომარეობას, მათ უფლებებს, მოთხოვნილებებს, შესაძლებლობებს და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათ მიერ თავისი წვლილის შეტანას.

1. სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ კომპეტენტური ორგანოების მიერ ინვალიდებისათვის, მათი ოჯახებისათვის სპეციალისტებისა და ფართო საზოგადოებისათვის ინვალიდებისათვის გათვალისწინებული პროგრამებისა და მომსახურების შესახებ უახლესი ინფორმაციის მიწოდება, ამგვარი ინფორმაცია უნდა მიეწოდოს მათთვის გასაგები ფორმით.

2. სახელმწიფოებმა უნდა გაუწიონ ორგანიზება და მხარი დაუჭირონ საინფორმაციო კამპანიით ინვალიდებისა და მათ მიმართ გასატარებელი პოლიტიკის შესახებ და ამასთან ხაზი გაუსვას, რომ ინვალიდებს ისეთივე უფლებები და მოვალეობები აქვთ როგორც სხვა მოქალაქეებს, ეს კი თავისთავად წინაპირობა იქნებოდა იმ ზომების მიღებისათვის , რომლებიც მიმართულია ყველა დაბრკოლების აღმოსაფხვრელად ინვალიდების საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩაბმის გზაზე.

3. სახელმწიფოებმა უნდა წაახალისონ მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მიერ ინვალიდთა დადებითი კუთხით წარმოჩენა, რისთვისაც ამასთან დაკავშირებით უნდა ტარდებოდეს კონსულტაციები ინვალიდთა ორგანიზაციებთან.

4. სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ ინვალიდთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობის და მათი თანასწორუფლებიანობის პრინციპების ყველა ასპექტის ასახვა განათლების პროგრამებში.

5. სახელმწიფოებმა უნდა მოიზიდონ ინვალიდები, მათი ოჯახის წევრები და მათი ორგანიზაციები განათლების იმ პროგრამების Aშემუშავებაში მონაწილეობის მისაღებად, რომლებიც ეხება ინვალიდთა მდგომარეობას.

6. სახელმწიფოებმა უნდა წაახალისონ კერძო სექტორის საწარმოები რათა მათ ინვალიდებთან დაკავშირებული საკითხები ჩართონ თავისი საქმიანობის ყველა ასპექტში.

7. სახელმწიფოებმა უნდა შეიმუშაონ და წაახალისონ ისეთი პროგრამები რომლებიც მიმართულია ინვალიდების მიერ მათი უფლებებისა და მოვალეობების უფრო ღრმად გააზრებისაკენ, თვით უზრუნველყოფის საშუალებათა და უფლებათა გაფართოება დაეხმარება ინვალიდებს გამოიყენონ არსებული შესაძლებლობები.

8. პრობლემის უფრო ღრმად გააზრება უნდა წარმოადგენდეს ინვალიდი ბავშვებისათვის განკუთვნილი საგანმანათლებლო პროგრამების და რეაბილიტაციის პროგრამების მნიშვნელოვან ასპექტს, ინვალიდებს შეუძლიათ ასევე დაეხმარონ ერთმანეთს პრობლემის გააზრებაში, საკუთარი ორგანიზაციების ფარგლებში გატარებული ღონისძიებების მეშვეობით.

9. პრობლემის ღრმა გააზრება უნდა იქცეს საზოგადოდ ბავშვებისათვის განკუთვნილი საგანმანათლებლო პროგრამებისა და მასწავლებლებისთვის და სხვა სპეციალისტებისათვის სასწავლო კურსების ნაწილად.

 

წესი II სამედიცინო მომსახურება.

სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ ინვალიდთა ეფექტიანი სამედიცინო მომსახურება.

1. სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ ზომები დეფექტების ადრეულ ეტაპზე აღმოჩენის, შეფასებისა და მკურნალობის პროგრამების შესამუშავებლად, რომლის განხორციელებასაც შეუდგებიან სპეციალისტთა მრავალდისციპლინური ჯგუფები, ეს შესაძლებელს გახდის ინვალიდობის პროფილაქტიკას მისი მასშტაბების შემცირებას, ან შედეგების აღმოფხვრას, საჭიროა ამ პროგრამებში ინვალიდებისა და მათი ოჯახის წევრების აქტიური ჩართვა ინდივიდუალურ საფუძველზე, აგრეთვე ინვალიდთა ორგანიზაციების მონაწილეობის უზრუნველყოფა დაგეგმვისა და საქმიანობის შეფასების პროცესში.

2. ადგილობრივი ინვალიდთა საზოგადოებების მუშაკები უნდა მომზადდნენ ისეთ საქმიანობაში მონაწილეობის მისაღებად როგორიცაა დეფექტების ადრეულ ეტაპზე აღმოჩენა, პირველადი დახმარების გაწევა და სოციალური მომსახურების სფეროს შესაბამის დაწესებულებებში გაგზავნა.

3. სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ ინვალიდებისათვის განსაკუთრებით კი ჩვილებისა და ბავშვებისათვის ისეთივე სამედიცინო მომსახურება და იმავე სისტემის ფარგლებში რაც საზოგადოების სხვა წევრებისათვის.

4. სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ ექიმებისა და სხვა სამედიცინო პერსონალის სათანადო მომზადება და მათი აღჭურვა ინვალიდთა სამედიცინო მომსახურების აუცილებელი ყველა საშუალებით, აგრეთვე მისაწვდომი გახადონ მათთვის მკურნალობის შესაბამისი მეთოდები.

5. სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ ექიმებისა და სხვა სამედიცინო პერსონალთა სათანადო მომზადების დონე, რათა მათ არ შესთავაზონ მშობლებს არასწორი რეკომენდაციები, რითაც შეიზღუდება არჩევანი მათი ბავშვებისათვის, მომზადების ეს პროცესი უნდა ატარებდეს მუდმივ ხასიათს და ემყარებოდეს უახლეს ინფორმაციას, სახელმწიფოებმა ინვალიდებისათვის ხელმისაწვდომი უნდა გახადონ მუდმივი მკურნალობის ფორმები და მათი სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებისა და ამაღლებისათვის საჭირო სამკურნალო პრეპარატები.

 

წესი III რეაბილიტაცია.

 

სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ ინვალიდებისათვის სარეაბილიტაციო ღონისძიებათა გატარება, რათა ინვალიდებს საშუალება ჰქონდეთ მიაღწიონ დამოუკიდებლობას და სიცოცხლისუნარიანობის ოპტიმალურ დონეს და შეინარჩუნონ იგი,

რეაბილიტაცია ინვალიდთა მიმართ განსახორციელებელი პოლიტიკის ერთერთი უმთავრესი კონცეფციაა, რომლის არსიც შესავლის XXIII პუნქტშია მოცემული.

 

1. სახელმწიფოებმა უნდა შეიმუშაონ ეროვნული სარეაბილიტაციო პროგრამები ყველა ჯგუფის ინვალიდებისათვის, ამგვარი პროგრამების საფუძველს უნდა წარმოადგენდეს ინვალიდთა რეალური მოთხოვნები და მათი საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობისა და თანასწორუფლებიანობის პრინციპები.

2. მსგავსი პროგრამებით გათვალისწინებული უნდა იქნეს ღონისძიებათა ფართო სპექტრი, კერძოდ დაკარგული ფუნქციის აღდგენისა თუ კომპენსაციისათვის აუცილებელი საბაზო მომზადება ინვალიდებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის კონსულტაციები, თვითუზრუნველყოფის განვითარება და შეძლებისდაგვარად ისეთი მომსახურების გაწევა, როგორიცაა მდგომარეობის შეფასება და სათანადო რჩევების მიცემა.

3. რეაბილიტაცია ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა ინვალიდისათვის, მათ შორის ინვალიდობის მაღალი ხარისხის ანდა მრავლობითი ინვალიდობის მქონეთათვის რომლებსაც იგი ესაჭიროებათ.

4. ინვალიდებსა და მათ ოჯახებს საშუალება უნდა ჰქონდეთ მონაწილეობა მიიღონ სარეაბილიტაციო ღონისძიებების შემუშავებასა და განხორციელებაში.

5. რეაბილიტაციის ყველა სამსახური განთავსებული უნდა იყოს იმ თემებში რომლებშიც ცხოვრობენ ინვალიდები, თუმცა გარკვეულ შემთხვევებში და კონკრეტული სასწავლო მიზნებისათვის თუ ეს მიზანშეწონილია შეიძლება შეიქმნას სპეციალური დროებითი კურსები რომელთა გავლის დროს ინვალიდები იცხოვრებენ სათანადო დაწესებულებებში.

6. წახალისებული უნდა იქნეს ინვალიდებისა და მათი ოჯახების მონაწილეობა რეაბილიტაციის პროცესში, მაგალითად მასწავლებლების, ინსტრუქტორების და კონსულტანტების როლში.

7. რეაბილიტაციის პროგრამათა შემუშავებისას ან შეფასებისასს სახელმწიფოებმა უნდა გაითვალისწინონ ინვალიდთა ორგანიზაციების გამოცდილება.

 

წესი IV დამხმარე მომსახურება.

 

სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ ინვალიდებისათვის დამხმარე მომსახურების გაწევა და მისი გაფართოება დამხმარე მოწყობილობების მიწოდების ჩათვლით,

დაეხმარონ მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში დამოუკიდებლობის დონის ამაღლებასა და მათი უფლებების განხორციელებაში.

 

1. სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ დამხმარე მოწყობილობებისა და აღჭურვილობის მიწოდება, ინდივიდუალური დახმარება და თარჯიმნის მომსახურება ინვალიდთა მოთხოვნილებების გათვალისწინებით, რადგან ეს ზომები მნიშვნელოვან როლს ასრულებს თანაბარი შესაზLებლობების უზრუნველყოფისათვის.

2. სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ დამხმარე მოწყობილობებისა და აღჭურვილობის შემუშავება, წარმოება, განაწილება და მომსახურება, ასევე მათ შესახებ ინფორმაციის გავრცელება.

3. საამისოდ აუცილებელია როგორც წესი არსებული ტექნიკური ცოდნისა და გამოცდილების გამოყენება, მაღალგანვითარებული ტექნოლოგიების მქონე ქვეყნებში აუცილებელია ამ პოტენციალის სრულად გამოყენება, დამხმარე დანადგარებისა და მოწყობილობების ხარისხიანობისა და ეფექტიანობის ასამაღლებლად, დიდი მნიშვნელობა აქვს უფრო მარტივი და იაფი მოწყობილობების შემუშავებისა და წარმოების სტიმულირებას შეძლებისდაგვარად ადგილობრივი მასალითა და ადგილობრივი სამრეწველო ბაზის გამოყენებით, ამგვარი მოწყობილობების წარმოებაში შეიძლება მოზიდონ თავად ინვალიდებიც.

4. სახელმწიფოებმა უნდა აღიარონ, რომ ყველა ინვალიდს რომელსაც ესაჭიროება დამხმარე მოწყობილობები უნდა ჰქონდეს მათი გამოყენების საშუალება, მათ შორის ფინანსური, ეს კი თავის მხრივ ნიშნავს, რომ მათ უნდა მიეწოდებოდეთ დამხმარე მოწყობილობა უფასოდ ან მათთვის და მათი ოჯახებისათვის ხელმისაწვდომ ფასებში.

5. დამხმარე მოწყობილობებისა და აღჭურვილობების წარმოების შესახებ სარეაბილიტაციო პროგრამებში სახელმწიფოებმა უნდა გაითვალისწინონ ორივე სქესის ინვალიდთა განსაკუთრებული მოთხოვნილებები იმ საკითხებში რომლებიც შეეხება ამ მოწყობილობათა დიზაინს, სიმტკიცეს და ასაკობრივ მახასიათებლებთან მათ შესაბამისობას.

6. სახელმწიფოებმა ხელი უნდა შეუწყონ განსაკუთრებით მძიმე ან მრავლობითი ინვალიდობის მქონე პირთათვის ინდივიდუალური დახმარებისა და თარჯიმნის მომსახურების პროგრამების შემუშავებასა და დანერგვას, ამგვარი პროგრამების საშუალებით შესაძლებელი გახდებოდა ინვალიდების ყოველდღიურ ცხოვრებაში, საოჯახო საქმეებში, წარმოებაში, სკოლაში თუ დასვენებაში მონაწილეობის დონის ამაღლება.

7. ინდივიდუალური დახმარების პროგრამები იმგვარად უნდა შემუშავდეს, რომ ინვალიდებს რომლებიც ამ პროგრამებით არ ისარგებლებენ შესაძლებლობა ჰქონდეთ მოახდინონ გადამწყვეტი ზეგავლენა მათი განხორციელების ფორმებზე.

 

მეორე, თანაბარი შესაძლებლობების  შექმნის მიზნობრივი დარგები.

წესი V. მისაწვდომობა.

სახელმწიფოებმა უნდა აღიარონ მისაწვდომობის უზრუნველყოფის მნიშვნელობა ინვალიდებისათვის საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის პროცესში, რაც შეეხება განსაკუთრებული ფორმის ინვალიდობის მქონე პირებს სახელმწიფომ უნდა განახორციელოს

ა) სამოქმედო პროგრამები საიმისოდ რომ მატერიალური გარემოცვა მისაწვდომი გახადონ მათთვის,

ბ) შესაბამისი ღონისძიებები რათა მათ ხელი მიუწვდებოდეთ ინფორმაციასა და კომუნიკაციებზე.

 

ა) მატერიალური გარემოცვის მისაწვდომობა.

1. სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ ზომები მატერიალური გარემოცვის გამოყენებისათვის ხელისშემშლელი ფაქტორების აღმოსაფხვრელად, ამგვარ ზომებში უნდა შედიოდეს სტანდარტები და სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავება, აგრეთვე იმ საკანონმდებლო აქტების  მიღების შესახებ საკითხის განხილვა, რომლებიც მიმართულია საერთო სარგბლობის ისეთი ობიექტების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად როგორიცაა შენობა_ნაგებობები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სხვა სატრანსპორტო საშუალებები, ქუჩები  და ა შ.

2. სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ რომ არქიტექტორებისთვის, ინჟინერ_მშენებლებისა და სხვა სპეციალისტებისათვის რომლებიც მათი პროფესიიდან გამომდინარე მატერიალური გარემოს დაპროექტებითა და შექმნით არიან დაკავებულნი ხელმისაწვდომი გახდეს ადეკვატური ინფორმაცია ინვალიდთა მიმართ გასატარებელი პოლიტიკის შესახებ.

3. მატერიალური გარემოს დაპროექტებისას და შექმნისას ამ პროცესის დასაწყისიდანვე გათვალისწინებული უნდა იქნეს მატერიალური გარემოს მისაწვდომობის მოთხოვნები.

4 ინვალიდებისათვის მისაწვდომობის უზრუნველყოფის სტანდარტისა და ნორმების შემუშავებისას უნდა ჩატარდეს კონსულტაციები ინვალიდთა ორგანიზაციებთან, ინვალიდები ასევე უნდა ჩაერთონ ამ საქმიანობაში ადგილებზე საზოგადოებრივი ორგანიზაციების მშენებლობის პროექტების შემუშავებისას დაგეგმვის საწყის ეტაპზევე, რაც მაქსიმალურად ხელმისაწვდომს გახდის მათთვის მატერიალურ გარემოცვას.

 

ბ) ინფორმაციისა და კომუნიკაციების მისაწვდომობა.

5. ინვალიდებს აუცილებლობის შემთხვევაში მათ ოჯახებსა და მათი ინტერესების დამცველებს ყველა ეტაპზე საშუალება უნდა ჰქონდეს მიიღონ სრული ინფორმაცია მათი დიაგნოზის, უფლებების და არსებული მომსახურების და პროგრამების შესახებ, ამგვარი ინფორმაცია მათ უნდა მიეწოდოთ მათთვის გასაგები ფორმით.

6. სახელმწიფოებმა უნდა  შეიმუშაონ სტრატეგიული გეგმები, რომელთა მიზანიც იქნება ინვალიდთა სხვადასხვა ჯგუფისათვის საინფორმაციო მომსახურებისა და დოკუმენტების მისაწვდომობის უზრუნველყოფა, უნდა გამოიყენებოდეს ბრაელის შრიფტი, ფონოგრაფიული ჩანაწერები, მსხვილი შრიფტები და სხვა შესაბამისი ტექნოლოგიები, რათა იმ პირებს, რომელთაც აქვთ მხედველობის დეფექტი შეეძლოთ გაეცნონ წერილობით ინფორმაციასა და დოკუმენტაციას, ამგვარადვე უნდა იქნეს გამოყენებული შესაბამისი ტექნოლოგიები რათა ხმოვანი ინფორმაცია მისაწვდომი გახდეს სმენის დეფექტისა და გაძნელებული აღქმის მქონე პირთათვის.

7. საჭიროა ზომების მიღება რათა ჟესტების ენა ასევე გამოყენებული იქნეს სმენადაქვეითებული ბავშვების სწავლის პროცესში, მათ ოჯახებსა და თემებში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს აგრეთვე სურდოთარგმანით მომსახურება, რათა ხელი შეუწყონ სმენადაქვეითებულთა ურთიერთობას სხვა ადამიანებთან.

8.  საჭიროა აგრეთვე დახმარების გაწევა სხვა კომუნიკაციური დეფექტების მქონე პირთათვის.

9. სახელმწიფოებმა უნდა შექმნან პირობები იმისათვის, რომ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა ტელევიზიამ, რადიომ და პრესამ მისაწვდომი გახადონ თავიანთი მომსახურება.

10. სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ რომ მოსახლეობისათვის შეთავაზებული ახალი კომპიუტერიზებული_|საინფორმაციო სისტემების მომსახურება მათი გამოყენების დაწყებისთანავე ან აუცილებელი ადაპტაციის შემდეგ მისაწვდომი იყოს ინვალიდებისათვის.

11. ინფორმაციის სფეროში მომსახურების მისაწვდომობის უზრუნველყოფის ღონისძიების შემუშავებისას უნდა ტარდებოდეს კონსულტაციები ინვალიდთა ორგანიზაციებთან.

 

წესი VI. განათლება.

 

სახელმწიფოებმა უნდა აღიარონ ინტეგრირებულ სტრუქტურებში ინვალიდობის მქონე ბავშვების, ახალგაზრდებისა და მოზრდილებისათვის თანაბარი შესაძლებლობების პრინციპი დაწყებითი, საშუალო, უმაღლესი განათლების სფეროებში, მათ უნდა უზრუნველყონ, რომ ინვალიდთა განათლება საერთო განათლების სისტემის განუყოფელ ნაწილად იქცეს.

1. ინვალიდთა ინტეგრირებულ სტრუქტურებში სწავლების პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს საერთო განათლების ორგანოებს,

ინვალიდთა განათლებასთან დაკავშირებული საკითხები განათლების სასწავლო პროგრამების შემუშავებისა და სწავლის პროცესის ორგანიზების სფეროებში ეროვნული დაგეგმვის შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს.

2. ჩვეულებრივ სკოლებში სწავლებისას გათვალისწინებული უნდა იყოს თარჯიმანთა დახმარება და სხვა სახის სათანადო დამხმარე მომსახურება, რომელიც შესაბამისად ხელმისაწვდომი უნდა იყოს სხვადასხვა სახის ინვალიდობის მქონე პირთათვის.

3. განათლების პროცესში მის ყველა საფეხურზე უნდა ჩაერთონ ინვალიდთა ორვგანიზაციები და მშობელთა ჯგუფები.

4. იმ სახელმწიფოებში სადაც განათლება სავალდებულოა უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ის ორივე სქესის ბავშვებისათვის, რომელთაც აქვთ ინვალიდობის სხვადასხვა ფორმა და ხარისხი, მათ შორის ყველაზე მძიმე ფორმა.

5. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს შემდეგ პირებს,

ა) ყველაზე ადრეული ასაკის ინვალიდ ბავშვებს,

ბ) სკოლამდელი ასაკის ინვალიდ ბავშვებს,

გ) ინვალიდ მოზრდილებს, განსაკუთრებით ქალებს.

6. ჩვეულებრივ სკოლებში ინვალიდებისათვის განათლების სფეროში მონაწილეობის შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად სახელმწიფოებმა

ა) უნდა იქონიონ მკვეთრად ჩამოყალიბებული პოლიტიკა, რომელიც გასაგები და მისაღები იქნება როგორც სკოლის ასევე ინვალიდთა თემის უფრო ფართო ფარგლებში,

ბ) უნდა უზრუნველყონ მოქნილი სასწავლო პროგრამების შემუშავება, რაც მათში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესაძლებლობას გულისხმობს,

გ) უზრუნველყონ მაღალი ხარისხის სასწავლო მასალებით მომარაგება, პედაგოგების მუდმივი მომზადება და მათი ხელშეწყობა.

7. ერთობლივი სწავლება და თემის პროგრამები უნდა განიხილებოდეს როგორც ეკონომიკურად ეფექტიანი სწავლების სისტემისა და ინვალიდთა პროფესიული მომზადების ურთიერთშემავსებელი ელემენტები, თემები ეროვნული პროგრამების ფარგლებში, რომლებსაც საფუძვლად უდევს თემის პროგრამები უნდა წაახალისონ რათა მათ გამოიყენონ და განავითარონ საკუთარი რესურსები ადგილებზე ინვალიდებისათვის განათლების უზრუნველსაყოფად.

8. თუ საერთო სასკოლო სწავლება ჯერ კიდევ სათანადოდ არ აკმაყოფილებს ყველა კატეგორიის ინვალიდთა მოთხოვნებს შესაძლებელია გათვალისწინებული იქნეს სპეციალური სწავლება, იგი მიმართული უნდა იქნეს საერთო სასკოლო სწავლებისათვის მოსწავლეთა მოსამზადებლად, ამგვარი სწავლების ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს იმავე სტანდარტებსა და მიზნებს რასაც საერთო განათლების სისტემაში სწავლება  ეწოდება და მჭიდროდ უნდა იყოს მასთან დაკავშირებული,

ინვალიდ მოსწავლეთა განათლების მიზნით სულ მცირე იმდენივე რესურსი უნდა გამოიყოს რამდენიც არაინვალიდ მოსწავლეთათვის,

სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს სპეციალური სასწავლო დაწესებულებების საერთო განათლების სისტემაში ინტეგრაციის მიღწევაზე,

როგორც ცნობილია ამჟამად სპეციალური სწავლება რიგ შემთხვევებში შესაძლოა ყველაზე მისაღებ ფორმად ითვლებოდეს, ზოგიერთი კატეგორიის ინვალიდი მოსწავლისათვის.

9. ყრუ_მუნჯი და უსინათლო_ყრუ მუნჯი ინვალიდების განსაკუთრებული საკომუნიკაციო საჭიროებიდან გამომდინარე შესაძლოა მიზანშეწონილი იყოს მათი სწავლების ორგანიზება სპეციალურ სკოლებში, ან ჩვეულებრივი სკოლების ამგვარ პირთათვის განკუთვნილ სპეციალურ კლასებსა თუ სპეციალურ ჯგუფებში,

კერძოდ პირველ ეტაპზე განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს კულტურული თავისებურებების გათვალისწინებით სწავლებას, რაც ამ კატეგორიის ინვალიდებს დაეხმარება ურთიერთობის, უნარ_ჩვევების ათვისებასა და დამოუკიდებლობის ამაღლებაში.

 

წესი VII. დასაქმება.

სახელმწიფოები უნდა აღიარებდნენ პრინციპს, რომლის თანახმადაც ინვალიდებს უნდა მიეცეთ ადამიანის უფლებათა განსაკუთრებით კი შრომის უფლების განხორციელების საშუალება, როგორც სოფლად ისე ქალაქში მათ უნდა ჰქონდეთ თანაბარი შესაძლებლობები შრომის ბაზარზე ნაყოფიერი და შემოსავლიანი საქმიანობის განსახორციელებლად.

1. კანონები და წესები დასაქმების სფეროში უნდა გამორიცხავდეს დისკრიმინაციას ინვალიდთა მიმართ და დაბრკოლებებს მათი შრომითი მოწყობისათვის.

2. სახელმწიფოებმა აქტიურად უნდა დაუჭირონ მხარი ინვალიდთა ჩართვას შრომის თავისუფალ ბაზარში, ამგვარი მხარდაჭერა შეიძლება განხორციელდეს სხვადასხვა ღონისძიების მეშვეობით, როგორიცაა პროფესიული მომზადება, მასტიმულირებელი კვოტების დაწესება, სარეზერვო ან მიზნობრივი შრომითი მოწყობა, მცირე საწარმოსათვის თანხებისა და სუბსიდიების გაცემა, აგრეთვე სპეციალური კონტრაქტების დადება და წარმოებაზე უპირატესი უფლებების მინიჭება, საგადასახადო შეღავათები, კონტრაქტის შესრულების გარანტიები და სხვა სახის ტექნიკური და ფინანსური დახმარება იმ საწარმოთათვის რომლებიც ინვალიდ მუშებს ქირაობენ სამუშაოდ,

სახელმწიფომ უნდა შექმნას წეინაპირობა საიმისოდ, რომ დამქირავებლებმა მიმართონ გონივრულ ზომებს ინვალიდებისათვის სათანადო პირობების შესაქმნელად.

3.  სახელმწიფოთა სამოქმედო პროგრამები შეიძლება ითვალისწინებდეს

ა) სათანადო ზომების მიღებას, რათა სამუშაო ადგილები და სათავსოები დაპროექტდეს და მოეწყოს სხვადასხვა სახის ინვალიდობის მქონე პირთა საჭიროების გათვალისწინებით,

ბ) ახალი ტექნოლოგიების გამოყენებითსა და დამხმარე მოწყობილობების დანადგარებისა და აღჭურვილობების შემუშავებისა და აღჭურვილობის შემუშავებისა და წარმოების ხელშეწყობას ინვალიდებისათვის ამ საშუალებათა ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, რათა მათ შეეზლოთ სამუშშაო ადგილების მიღება და შენარჩუნება,

გ) სათანადო სწავლებასა და შრომით მოწყობას, აგრეთვე მუდმივ მხარდაჭერას მაგალითად ინდივიდუალური დახმარებისა და თარჯიმნის მომსახურების უზრუნველყოფას.

4. სახელმწიფოებმა როგორც დამქირავებლებმა ხელსაყრელი პირობები უნდა შეუქმნან ინვალიდებს სახელმწიფო სექტორში შრომითი მოწყობისათვის.

5. სახელმწიფოებმა უნდა აწარმოონ და ხელი შეუწყონ საზოგადოების გათვითცნობიერების კამპანიებს, რომლებიც მოწოდებული იქნება დაძლიოს ნეგატიური დამოკიდებულება და ცრუ რწმენები ინვალიდ მუშათა მიმართ.

6. სახელმწიფოებმა, მუშათა ორგანიზაციებმა და დამსაქმებლებმა უნდა ითანამშრომლონ თანასწორუფლებიანი პოლიტიკის რეალიზაციის მიზნით, სამსახურში მიღებისა და დაწინაურების, შრომის პირობების გაუმჯობესებისა და ხელმფასის ოდენობის სფეროებში, აგრეთვე ზომების მისაღებად შრომითი გარემოს გაუმჯობესებისათვის, რათა თავიდან იქნეს აცილებული ტრამვები და დაზიანებები, რომლებიც შრომისუნარიანობის დაკარგვას იწვევს და იმ მუშათა სარეაბილიტაციო ღონისძიებების გასატარებლად, რომლებმაც მიიღეს საწარმოო ტრამვა.

7. ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა იმისათვის ზრუნვა, რომ უზრუნველყოფილი იქნეს ინვალიდთა შრომითი მოწყობა შრომის თავისუფალი ბაზრის პირობებში, იმ ინვალიდების შრომითი მოწყობის ერთერთ ვარიანტად, რომლებსაც არ შეუძლიათ სამუშაოდ მოეწყონ თავისუფალი ბაზრის პირობებში შეიძლება იქცეს მცირე სამეურნეო ერთერულების შექმნა სადაც შესაძლებელი იქნება გარანტირებული ან სათანადო საშუალებებით უზრუნველყოფილი შრომითი მოწყობა, დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ამ პრროგრამათა ხარისხი შეფასებული იქნეს იმ თვალსაზრისით თუ რამდენად მიზანშეწონილია და საკმარისია ისინი ინვალიდთა შრომის ბაზრის პირობებში შრომითი მოწყობის შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად.

8. საჭიროა ზომების მიღება ინვალიდთა ჩასართავად კადრების მომზადებასა და კერძო და არაოფიციალურ სექტორებში დასაქმების პროგრამების შესამუშავებლად.

9. სახელმწიფოებმა, მუშათა ორგანიზაციებმა და დამქირავებლებმა უნდა ითანამშრომლონ ინვალიდთა ორგანიზაციებთან და საერთო ძალისხმევა მიმართონ კადრების მომზადებისა და დასაქმების სფეროში შესაბამისი შესაძლებლობების, მათ შორის მოქნილი სამუშაო გრაფიკის, არასრული სამუშაო დღის შემოღებით თანამდებობათა გამიჯვნით ინვალიდთა დამოუკიდებელი დასაქმების და მათი სათანადოდ მოვლის.

 

წესი VIII შემოსავლების ხელშეწყობა და სოციალური უზრუნველყოფა.

სახელმწიფოებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა ინვალიდების სოციალური უზრუნველყოფისა და მათი შემოსავლების ხელშეწყობის სფეროში.

1 სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ იმ ინვალიდთა სათანადო შემოსავლების ხელშეწყობა, რომლებმაც შრომისუუნარობის ან მასთან დაკავშირებული მიზეზების გამო დროებით დაკარგეს საარსებო სახსრების გამომუშავების შესაძლებლობა, ან რომელთა ხელფასი შემცირებულ იქნა ან რომელნიც ვერ შოულობენ სამსახურს,

სახელმწიფოების მიერ დახმარების აღმოჩენისას გათვალისწინებული უნდა იქნეს დანახარჯები, რომელთა გაწევა ხშირად უხდებათ ინვალიდებს ან მათ ოჯახებს ინვალიდობის გამო.

2. ქვეყნებში რომლებშიც არსებობს ან იქმნება სოციალური უზრუნველყოფის, სოციალური დაზღვევის ან მთელი მოსახლეობის მხარდასაჭერი სხვა სისტემები სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ მათში ინვალიდთა ინტერესების გათვალისწინება და მათ მიმართ დისკრიმინაციური მიდგომის დაუშვებლობა.

3. სახელმწიფოებმა აგრეთვე უნდა უზრუნველყონ იმ პირთა მატერიალური მხარდაჭერა და სოციალური დაცვა, რომლებმაც იკისრეს ინვალიდზე ზრუნვა.

4. სოციალური უზრუნველყოფის სისტემაში ჩართული უნდა იქნეს შემოსავლების მოსაპოვებელი ინვალიდთა  პოტენციალის აღდგენის ღონისძიებები,

ამ სისტემებში აგრეთვე გათვალისწინებული უნდა იქნეს პროფესიულ_ტექნიკური სწავლების ორგანიზაცია, განვითარება და დაფინანსება და ამგვარი სწავლების ხელშეწყობა, მათ აგრეთვე ხელი უნდა შეუწყონ დასაქმების სამსახურს.

5. სოციალური უზრუნველყოფის პროგრამები აგრეთვე უნდა ახდენდეს თავად ინვალიდების ძალისხმევის სტიმულირებას, რომელიც მიმართულია ისეთი სამსახურის მოსაძებნად, რომელიც მოიტანს შემოსავალს ან აღადგენს მათ შემოსავალს.

6. ინვალიდებისათვის მატერიალური დახმარების აღმოჩენა უნდა ხდებოდეს მანამ საბნამ არსებობს ინვალიდობის მდგომარეობა, ამასთან იმგვარად, რომ ინვალიდებს სურდეთ სამსახურის მოძებნა, ეს დახმარება უნდა შემცირდეს ან შეწყდეს მხოლოდ მას შემდეგ რაც ინვალიდი დაიწყებს ადეკვატური და გარანტირებული შემოსავლების მიღებას.

7. სახელმწიფოებმა რომელშიც სოციალური უზრუნველყოფის დარგის მომსახურებას ძირითადად კერძო სექტორი უზრუნველყოფს უნდა წაახალისონ ადგილობრივი თემები საქველმოქმედო ორგანიზაციები და ოჯახები რათა ინვალიდებისათვის შეიმუშაონ საკუთარი ზომები და წამახალისებელი ღონისძიებები დასაქმებისა და მასთან დაკავშირებული საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით.

 

წესი IX ოჯახური ცხოვრება და პიროვნების თავისუფლება.

სახელმწიფოებმა ხელი უნდა შეუწყონ ინვალიდებს რათა მათ სრულად მიიღონ მონაწილეობა ოჯახურ ცხოვრებაში,

სახელმწიფოებმა უნდა დაიცვან ინვალიდთა უფლება პირად თავისუფლებაზე და გამორიცხონ კანონმდებლობაში ინვალიდთა მიმართ დისკრიმინაციის შესაძლებლობების არსებობა იმ საკითხებთან დაკავშირებით რომლებიც შეეხება სქესობრივ ურთიერთობებს, ქორწინებას, დედობას ან მამობას.

 1. ინვალიდებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა იცხოვრონ საკუთარ ოჯახებთან ერთად, სახელმწიფოებმა უნდა იზრუნონ იმაზე, რომ ოჯახის შესახებ კონსულტაციებში შედიოდეს შესაბამისი მომსახურება დაკავშირებული ინვალიდობასა და ოჯახურ ცხოვრებაზე მის გავლენასთან, ოჯახებს რომელთაც ჰყავთ ინვალიდები უნდა ჰქონდეთ საშუალება ისარგებლონ პატრონაჟული მომსახურებით, აგრეთვე დამატებითი შესაძლებლობები ინვალიდთა მოსავლელად,

სახელმწიფოებმა უნდა აღმოფხვრან ყველა გაუმართლებელი დაბრკოლება იმ პირთათვის, რომელთაც სურთ ინვალიდი ბავშვისა თუ ინვალიდი მოზარდის შვილად აყვანა.

2. ინვალიდები არ უნდა იყვნენ მოკლებული შესაძლებლობას იგრძნონ თავი სქესობრივად სრულფასოვან ადამიანად, დაამყარონ სქესობრივი ურთიერთობები, იყოლიონ შვილები, იმის გათვალისწინებით, რომ ინვალიდებს შესაძლოა შეექმნათ სიძნელეები ქორწინებისას და ოჯახის შექმნისას,

სახელმწიფოებმა ხელი უნდა შეუწყონ მათთვის შესაბამისი კონსულტაციების ორგანიზებას, ინვალიდებს საზოგადოების სხვა წევრებთან ერთად თანაბრად უნდა მიუწვდებოდეთ ხელი ოჯახის დაგეგმვასთან დაკავშირებულ საკითხებზე, აგრეთვე ინფორმაცია მათი ორგანიზმის სქესობრივი ფუნქციების შესახებ უნდა მიაწოდონ მათთვის გასაგები ფორმით.

3. სახელმწიფოებმა ხელი უნდა შეუწყონ საზოგადოებაში ინვალიდი გოგონებისა და ქალებისადმი ჯერ კიდევ არსებული უარყოფითი სტერეოტიპის შეცვლას, რაც შეეხება ინვალიდთა ქორწინეებას მათი სქესობრივი ცხოვრებისა და შვილების ყოლის უფლებას მასობრივი ინფორმაციის საშუალებები წახალისებული უნდა იქნენ ამ ნეგატიური სტერეოტიპის წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვანი როლის შესასრულებლად.

4. აუცილებელია ინვალიდებისა და მათი ოჯახების ყოველმხრივ ინფორმირება იმის შესახებ თუ როგორ დაიცვან თავი სექსუალური თუ სხვა სახის ხელყოფისაგან,

ინვალიდები ამ მხრივ განსაკუთრებით დაუცველნი არიან ოჯახებში, თემებში თუ სამკურნალო დაწესებულებებში და საჭიროებენ სათანადო მომზადებას იმ საკითხებში თუ როგორ აიცილონ თავიდან ხელყოფა, როგორ დაადგინონ, რომ ადგილი აქვს ამგვარ ქმედებას და როგორ და ვის მიმართონ ასეთ შემთხვევაში.

 

წესი X კულტურა.

სახელმწიფოები უზრუნველყოფენ ინვალიდთა ჩართვას კულტურულ ცხოვრებაში და მათ შესაძლებლობას საზოგადოების სხვა წევრებთან ერთად თანაბარ საფუძველზე მიიღონ მასში მონაწილეობა.

1. სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ როგორც სოფლად ისე ქალაქებში მცხოვრები ინვალიდების შესაძლებლობა გამოიყენონ თავისი შემოქმედებითი მხატვრული და ინტელექტუალური პოტენციალი არა მარტო საკუთარი არამედ მთელი საზოგადოების კეთილდღეობისათვის,

ამგვარი საქმიანობის მაგალითებია ქორეოგრაფიის, მუსიკის, ლიტერატურის,თეატრის,  ხელოვნებათა პლასტიკური სახეობების, ფერწერისა და ქანდაკების სფეროში მოღვაწეობა,

განსაკუთრებული ყურადღება უმთავრესად განვითარებად ქვეყნებში უნდა დაეთმოს ხელოვნების ისეთ ტრადიციულ და თანამედროვე სახეობებს, როგორიცაა თოჯინური დადგმები, ლექსების დეკლამაცია და პროზაული ნაწარმოებების საჯაროდ კითხვა.

2. სახელმწიფოებმა ხელი უნდა შეუწყონ ისეთი კულტურულ_საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმისაწვდომობას, როგორებიცაა თეატრი, მუზეუმები, კინოთეატრები და ბიბლიოთეკები.

 

წესი XI. დასვენება და სპორტი.

სახელმწიფოები მიიღებენ ზომებს ინვალიდთა თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად დასვენებისა და სპორტისათვის.

1. სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ ზომები რათა ინვალიდებისათვის ხელმისაწვდომი გახდეს დასვენებისა და სპორტისათვის განკუთვნილი ადგილები, სასტუმროები, პლაჟები, სპორტული არენები, დარბაზები და სხვა,

ამ ზომებში უნდა შედიოდეს იმ პერსონალის ხელშეწყობა, რომელიც ახორციელებს დასვენებისა და სპორტის პროგრამებს, მათ შორის პროექტებს, რომლებიც ითვალისწინებს ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მეთოდიკის შემუშავებას, აგრეთვე საინფორმაციო და სასწავლო პროგრამების შემუშავების უზრუნველყოფას.

2. ტურისტული ორგანიზაციები, სამოგზაურო ბიუროები, სასტუმროები, საზოგადოებრივი და სხვა ორგანიზაციები რომლებიც დასვენებისა და მოგზაურობის სფეროში მუშაობენ უნდა მოემსახურონ განურჩევლად ყველას და ამასთან გაითვალისწინონ ინვალიდთა მოთხოვნილებები, ამ მიზნის მისაღწევად ორგანიზება უნდა გაეწიოს კადრების სათანადო მომზადებას.

3. უნდა მოხდეს სპორტული ორგანიზაციების წახალისება სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობისათვის ინვალიდთა მოზიდვის შესაძლებლობების გასაფართოებლად,

ცალკეულ შემთხვევებში ამგვარი მონაწილეობისათვის საკმარისია მხოლოდ ინვალიდთა ამ ღონისძიებებზე მოხვედრის უზრუნველყოფა, სხვა შემთხვევებში კი საჭიროა სპეციალური ზომების მიღება ან სპეციალური თამაშების მოწყობა,

სახელმწიფოებმა ხელი უნდა შეუწყონ ინვალიდთა მონაწილეობას ეროვნულ და საერთაშორისო შეჯიბრებებში.

4. ინვალიდები რომლებიც მონაწილეობენ სპორტულ შეჯიბრებებში უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ მეცადინეობისა და  ვარჯიშის იმგვარივე შესაძლებლობებით როგორითაც სხვა სპორცმენები.

5. ინვალიდებისათვის სპორტული ღონისძიებების დაგეგმვისას სპორტული ღონისძიებებისა და დასვენების ორგანიზატორებმა უნდა ჩაატარონ კონსულტაციები ინვალიდთა ორგანიზაციებთან.

 

წესი XII რელიგია.

სახელმწიფოები წაახალისებენ ღონისძიებებს რომელთა მიზანია უზრუნველყონ ინვალიდების თანაბარი მონაწილეობა მათი თემების რელიგიურ ცხოვრებაში.

1. სახელმწიფოებმა რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებთან კონსულტაციისას უნდა იზრუნონ ინვალიდთა დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად მიმართული ღონისძიებებისა და რელიგიურ ცხოვრებაში ინვალიდთა მონაწილეობის წახალისებისათვის.

2. სახელმწიფოებმა ხელი უნდა შეუწყონ ინვალიდთა შესახებ ინფორმაციის გავრცელებას რელიგიურ დაწესებულებათა და ორგანიზაციათა შორის, მათ აგრეთვე უნდა წაახალისონ რელიგიურ ორგანიზაციათა წარმომადგენლები რათა ინვალიდთა მიმართ განსახორციელებელი პოლიტიკის შესახებ ინფორმაცია ჩართულ იქნეს მღვდელთმსახურთა მომზადებისა და რელიგიური აქტის პროგრამებში.

3. მათ აგრეთვე ხელი უნდა შეუწყონ სენსორული დეფექტის მქონე პირთა მიერ რელიგიური ლიტერატურის გაცნობას.

4. სახელმწიფოებმა ანდა რელიგიურმა ორგანიზაციებმა ინვალიდთა რელიგიურ საქმიანობაში თანასწორუფლებიანი ღონისძიებების უზრუნველსაყოფად მიმართული ღონისძიებების შემუშავებისას კონსულტაციები უნდა ჩაატარონ ინვალიდთა ორგანიზაციებთან.

 

მესამე განხორციელების  ღონისძიებები.

წესი XIII. ინფორმაცია და გამოკვლევები.

სახელმწიფოები საკუთარ თავზე იღებენ ინვალიდთა ცხოვრების პირობების შესახებ ინფორმაციის შეგროვებასა და გავრცელებას, აგრეთვე ხელს უწყობენ ყველა ასპექტის კომპლექსურ გამოკვლევას, მათ შორის იმ ბარიერებისას, რომლებიც ართულებენ ინვალიდების ცხოვრებას.

 სახელმწიფოებმა რეგულარულად უნდა შეკრიბონ სტატისტიკური მონაცემები ორივე სქესის ინვალიდების ცხოვრების პირობების შესახებ, აგრეთვე სხვა ინფორმაცია ინვალიდებზე, ამგვარი მონაცემების შეგროვება შეიძლება განხორციელდეს მოსახლეობის ეროვნული აღწერისა საოჯახო მეურნეობის პარალელურად და ტარდება უნივერსიტეტებთან, სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტებთან და ინვალიდთა ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ეს მონაცემები უნდა შეიცავდეს ინფორმაციას პროგრამებისა და მომსახურების სახეებსა და მათ გამოყენებაზე.

2. სახელმწიფოებმა უნდა განიხილონ საკითხი ინვალიდთა შესახებ მონაცემთა ბანკის შექმნის თაობაზე, რომელშიც თავმოყრილი იქნება სტატისტიკური მონაცემები არსებული სამსახურისა და პროგრამების და ინვალიდთა სხვადასხვა ჯგუფების შესახებ, ამასთან სახელმწიფოებმა უნდა გაითვალისწინონ პირადი ცხოვრებისა და პიროვნების თავისუფლების დაცვის აუცილებლობა.

3. სახელმწიფოებმა უნდა შეიმუშაონ და ხელი შეუწყონ ინვალიდებისა და მათი ოჯახების ცხოვრებასთან დაკავშირებული სოციალური და ეკონომიკური საკითხების შემსწავლელ პროგრამებს, ასეთი გამოკვლევები უნდა შეიცავდეს ინვალიდობის მიზეზების სახეებისა და მასშტაბების ანალიზს, აგრეთვე პროგრამების არსებობისა და არსებული პროგრამების ეფექტიანობის, აგრეთვე დახმარების აღმომჩენი სამსახურებისა და ღონისძიებების განვითარებისა და შეფასების აუცილებლობის ანალიზს.

4. სახელმწიფოებმა ინვალიდთა ორგანიზაციებთან თანამშრომლობით უნდა შეიმუშაონ და სრულყონ ეროვნული გამოკვლევების ჩატარებისათვის აუცილებელი ტერმინოლოგია და კრიტერიუმები.

5. სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ ზომები ინვალიდთა მონაწილეობის ხელშესაწყობად მონაცემთა შეგროვებასა და შესწავლაში, ამგვარი გამოკვლევების ჩასატარებლად მთავრობებმა კერძოდ ხელი უნდა შეუწყონ კვალიფიციურ ინვალიდ_თანამშრომელთა მოზიდვას.

6. სახელმწიფოებმა ხელი უნდა შეუწყონ მეცნიერულ გამოკვლევათა ჩატარებას და გამოცდილების გაცვლას.

7 სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ ზომები ინვალიდთა შესახებ ინფორმაციისა და ცოდნის გასავრცელებლად, ყველა პოლიტიკური და ადმინისტრაციული ორგანოს თანამშრომელთა შორის ეროვნულ, რეგიონალურ თუ ადგილობრივ დონეებზე.

 

წესი XIV. პოლიტიკის შემუშავება და დაგეგმვა.

სახელმწიფოები უზრუნველყოფენ ინვალიდთა შესახებ საკითხების გათვალისწინებას პოლიტიკის ყველა ასპექტის შემუშავებისა და ეროვნული დაგეგმვის პროცესში.

1. სახელმწიფოებმა უნდა შეიმუშაონ და განახორციელონ ინვალიდთა ინტერესების გათვალისწინებით შესაბამისი პოლიტიკის დაგეგმვა ეროვნულ დონეზე, აგრეთვე ხელი შეუწყონ რეგიონულ და ადგილობრივ დონეებზე ღონისძიებათა განხორციელებას.

2. სახელმწიფოებმა გადაწყვეტილების მიღების ყველა ეტაპზე უნდა მიიზიდონ ინვალიდთა ორგანიზაციები იმ გეგმებისა და პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობის მისაღებად, რომლებიც შეეხება ინვალიდების ინტერესებს ანდა მათ ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობას.

3. ინვალიდთა მოთხოვნილებები და ინტერესები შეძლებისდაგვარად ჩართული უნდა იქნეს განვითარების საერთო გეგმებში და არ განიხილებოდეს განცალკევებით.

4. ინვალიდთა მდგომარეობის გამო სახელმწიფოების უპირატესი პასუხისმგებლობა არ ათავისუფლებს ამ პასუხისმგებლობისაგან სხვა ორგანიზაციებსა და პირებს, ნებისმიერი ორგანიზაცია ან პირი რომელიც ასრულებს საზოგადოებაში საქმიანობას უზრუნველყოფს მომსახურებით ან ინფორმაციით უნდა წაახალისონ რათა საკუთარ თავზე აიღოს ინვალიდებისათვის ამ პროგრამების მიწოდების პასუხისმგებლობა.

5. სახელმწიფოებმა ხელი უნდა შეუწყონ ადგილობრივ თემებში ინვალიდთათვის განკუთვნილი პროგრამებისა და ღონისძიებების შემუშავებას, ამგვარი საქმიანობის ერთერთი ფორმაა სასწავლო სახელმძღვანელოების მომზადება ან ასეთი ღონისძიებების ჩამონათვალის შედგენა, აგრეთვე პერსონალისათვის სასწავლო პროგრამების ადგილებზე შემუშავება.

 

წესი XV კანონმდებლობა.

სახელმწიფოები პასუხისმგებელნი არიან ინვალიდთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობისა და მათი თანასწორუფლებიანობის უზრუნველყოფის მიზნით ზომების მიღებაზე.

1. ეროვნულ კანონმდებლობაში რომელშიცც განსაზღვრულია მოქალაქეთა უფლებები და მოვალეობები აგრეთვე მოცემული უნდა იყოს ინვალიდთა უფლებები და მოვალეობები,

სახელმწიფოები მოვალენი არიან უზრუნველყონ ინვალიდთა შესაძლებლობა გამოიყენონ საკუთარი უფლებები, მათ შორის: ადამიანის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების ჩათვლით, სხვა მოქალაქეებთან თანასწორუფლებიანობის საფუძველზე,

სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ ინვალიდთა ორგანიზაციების მონაწილეობა ინვალიდთა უფლებების შესახებ ეროვნული კანონმდებლობის შემუშავებასა და მის შეფასებაში.

2. შესაძლოა აუცილებელი გახდეს საკანონმდებლო ზომების მიღება იმ ფაქტორების აღმოსაფხვრელად რომელსაც უარყოფითი გავლენის მოხდენა შეუძლია ინვალიდთა ცხოვრებაზე, პიროვნების ღირსების  შელახვისა და ინვალიდთა უფლებების დარღვევის ჩათვლით, აუცილებელია გაუქმდეს ყველა დებულება, რომლებიც ინვალიდთა მიმართ დისკრიმინაციულ მიდგომას გულისხმობს,

ეროვნულ კანონმდებლობაში გათვალისწინებული უნდა იყოს შესაბამისი სანქციები დისკრიმინაციის დაუშვებლობის პრინციპების დარღვევისას.

3. ეროვნული კანონმდებლობა ინვალიდთა შესახებ შეიძლება არსებობდეს ორგვარი სახით, უფლებები და მოვალეობები შეიძლება მოცემული იყოს ან საერთო კანონმდებლობაში ან სპეციალურ კანონმდებლობაში, ინვალიდებისათვის სპეციალურ კანონმდებლობას შეიძლება შეიძლება დადგინდეს შემდეგი ღონისძიებებით,

ა) ცალკე კანონმდებლობის მიღება, რომელიც მხოლოდ ინვალიდებს შეეხება,

ბ) ინვალიდთა შესახებ საკითხების კონკრეტულ დარგობრივ კანონებში შეტანა,

გ) ინვალიდთა საგანგებოდ მოხსენიება არსებული კანონმდებლობის განმარტებისათვის განკუთვნილ ტექსტებში,

შესაძლოა აგრეთვე ზემოდხსენებულ მიდგომათა კომბინაცია შეიძლება განხილულ იქნეს ასევე პოზიტიური დისკრიმინაციის შესახებ დებულებათა მიღების შესაძლებლობა.

4. სახელმწიფოებს შეუძლიათ განიხილონ კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით სარჩელის შეტანის ოფიციალური მექანიზმების შექმნის შესაძLებლობა ინვალიდთა ინტერესების დასაცავად.

 

წესი XVI. ეკონომიკური პოლიტიკა.

სახელმწიფოებს აკისრიათ ფინანსური პასუხისმგებლობა ინვალიდებისათვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად მიმართული ეროვნული პროგრამებისა და ღონისძიებების განხორციელებაზე.

1. სახელმწიფოებმა ინვალიდების შესახებ საკითხები უნდა შეიტანონ ყველა ეროვნული, რეგიონული თუ ადგილობრივი სახელმწიფო ორგანოს მუდმივ ბიუჯეტში.

2. სახელმწიფოებმა არასამთავრობო და სხვა დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა უნდა ითანამშრომლონ ერთმანეთთან ინვალიდებთან დაკავშირებული პროექტებისა და ღონისძიებების მხარდასაჭერად.

3. სახელმწიფოებმა უნდა განიხილონ საკითხი ეკონომიკური ზომების: სესხები, გადასახადებისაგან გათავისუფლება, მიზნობრივი სუბსიდიები, სპეციალური ფონდები და სხვა გამოყენების შესახებ ინვალიდთა საზოგადოების ცხოვრებაში თანასწორუფლებიანი მონაწილეობის სტიმულირებისა და მხარდაჭერის მიზნით.

4. ბევრ სახელმწიფოში ცხადია მიზანშეწონილი იქნებოდა ინვალიდთა დახმარების ფონდის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობდა სხვადასხვა ექსპერიმენტული პროექტისა და თვითდახმარების პროგრამების განხორცილელებას პირველად ეტაპზე.

 

წესი XVII.  საქმიანობის კოორდინაცია.

სახელმწიფოებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა შექმნან და განამტკიცონ ეროვნული საკოორდინაციო კომიტეტები ან ანალოგიური ორგანოები, რათა ისინი გამოყენებულ იქნეს როგორც ინვალიდთა საკითხების შემსწავლელი ეროვნული საკოორდინაციო ცენტრები.

1. ეროვნული საკოორდინაციო კომიტეტების ან ანალოგიური ორგანოების საქმიანობა მუდმივ ხასიათს ატარებს და რეგულირდება სამართლებრივი მორმებითა და შესაბამისი ადმინისტრაციუი წესებით.

2. ამგვარი კომიტეტების მრავალსექტორული და მრავალდისციპლინური შემადგენლობის უზრუნველსაყოფად სასურველია მათში წარმოდგენილი იყვნენ კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციები, მათ მუშაობაში შეიძლება მოზიდულ იქნენ დაინტერესებული სამინისტროების, ინვალიდთა ორგანიზაციებისსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

3. ინვალიდთა ორგანიზაციებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინონ ეროვნული საკოორდინაციო კომიტეტების საქმიანობაზე, რათა სათანადოდ იქნეს გათვალისწინებული მათი მოთხოვნილებები.

4. ეროვნულ საკოორდინაციო კომიტეტს უნდა ჰქონდეს საკმარისი დამოუკიდებლობა და საკუთარი ფუნქციების შესასრულებლად აუცილებელი რესურსები გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული მისი უფლებამოსილების შესაბამისად, მან უნდა წარუდგინოს ანგარიშები უმაღლეს სახელმწიფო ორგანოებს.

 

წესი XVIII. ინვალიდთა ორგანიზაციები.

 

სახელმწიფოებმა უნდა აღიარონ ინვალიდთა ორგანიზაციების უფლება წარმოადგინონ ინვალიდები ეროვნულ, რეგიონალურ და ადგილობრივ დონეებზე,

სახელმწიფოებმა აგრეთვე უნდა აღიარონ ინვალიდთა ორგანიზაციების კონსულტაციური ფუნქცია ინვალიდების შესახებ საკითხების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

 

1. სახელმწიფოებმა ეკონომიკური და სხვა ხერხებით უნდა წაახალისონ და ხელი შეუწყონ ინვალიდთა ორგანიზაციების შექმნასა და განმტკიცებას, ისევე როგორც მათი ოჯახის წევრებისა და მათი ინტერესების დამცველ პირთა მხარდაჭერას,

სახელმწიფოებმა უნდა აღიარონ რომ ეს ორგანიზაციები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ინვალიდობის პრობლემის შესახებ პოლიტიკის შემუშავებაში.

2. სახელმწიფოებმა უნდა დაამყარონ და ხელი შეუწყონ ინვალიდთა ორგანიზაციებთან კავშირს და უზრუნველყონ მათი მონაწილეობა სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში.

3. ინვალიდთა ორგანიზაციებს შეუძლიათ განსაზღვრონ ინვალიდთა მოთხოვნილებები და უპირველესი ამოცანები, მონაწილეობა მიიღონ ინვალიდთა ცხოვრებასთან დაკავშირებულ მომსახურებისა და ღონისძიებების დაგეგმვაში, განხორციელებასა და შეფასებაში, ხელი შეუწყონ საზოგადოების მიერ მოცემული პრობლემის გაგების გაღრმავებას და წინადადებები წამოაყენონ ცვლილებების შეტანის თაობაზე.

4 .როგორც თვითდახმარების დაწესებულებები ინვალიდთა ორგანიზაციები უზრუნველყოფენ და აფართოებენ სხვადასხვა სფეროში გამოცდილების შეძენის, ურთიერთდახმარების აღმოჩენისა და ინფორმაციის გაცვლის შესაძლებლობებს.

5. ინვალიდთა ორგანიზაციებს შეუძლიათ განახორციელონ თავისი კონსულტაციური ფუნქციები სხვადასხვა სახით, მათ შორის ისეთი მეთოდების მეშვეობით, როგორიცაა სახელმწიფოს დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებების ხელმძღვანელ ორგანოებში მუდმივ საფუძველზე წარმომადგენლობა, საზოგადოებრივი კომისიების მუშაობაში მონაწილეობა და საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების სხვადასხვაგვარი პროექტების განხორციელებისათვის გამოყენება.

6. ინვალიდთა ორგანიზაციები რომლებიც განახორციელებენ კონსულტაციურ მომსახურებას მუდმივად უნდა ფუნქციონირებდნენ რათა გააფართოვონ შეხედულებათა და ინფორმაციის გაცვლა სახელმწიფო ორგანოთა და ინვალიდთა ორგანიზაციებს შორის.

7. ინვალიდთა ორგანზაციები წარმოდგენილი უნდა იყვნენ ეროვნულ საკოორდინაციო კომიტეტში ან ანალოგიურ ორგანოებში მუდმივ საფუძველზე.

8. უნდა გაფართოვდეს და განმტკიცდეს ინვალიდთა ორგანიზაციების როლი ადგილებზე იმისათვის, რომ მათ სათანადო გავლენა მოახდინონ თემების დონეზე გადაწყვეტილებათა მიღებაზე.

 

წესი XIX. პერსონალის მომზადება.

სახელმწიფოებს აკისრიათ პასუხისმგებლობა იმ პერსონალის ყველა დონეზე სათანადო მომზადებისათვის, რომელიც მონაწილეობს ინვალიდებთან დაკავშირებული პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში.

1. სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ  რომ ყველა ორგანო რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ინვალიდთა მომსახურების უზრუნველყოფისათვის განახორციელონ საკუთარი პერსონალის სათანადო მომზადება.

2. ინვალიდებთან დაკავშირებულ საკითხებში სპეციალისტთა მომზადებისას, აგრეთვე ინვალიდთა შესახებ ინფორმაციის საერთო სასწავლო პროგრამებში შეტანისას სათანადოდ დაცული უნდა იქნეს თანასწორობისა და თანასწორუფლებიანი მონაწილეობის პრინციპი.

3. სახელმწიფოებმა ინვალიდთა ორგანიზაციებთან შეთანხმებით უნდა შეიმუშაონ სასწავლო პროგრამები, ინვალიდები როგორც მასწავლებლები, ინსტრუქტორები და კონსულტანტები მოწვეული უნდა იქნენ პერსონალისათვის სასწავლო პროგრამების განხორციელებაში მონაწილეობის მისაღებად.

4. უდიდესი მნიშვნელობა აქვს განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში სპეციალისტთა მომზადებას თემებში სამუშაოდ, ამ სამუშაოებში მიზიდული უნდა იქნენ ინვალიდები, ის უნდა ითვალისწინებდეს შესაბამისი ღირებულებების ცოდნისა და მეთოდების ათვისებას და მათი მშობლების, ოჯახის წევრებისა და მთლიანად თემის მიერ საჭირო უნარ_ჩვევების გამომუშავებას.

 

წესი XX წესების განხორციელებისას ინვალიდთა შესახებ პროგრამების ეროვნული კონტროლი და შეფასება.

სახელმწიფოებს ეკისრებათ ვალდებულება ინვალიდებისათვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად მიმართული ეროვნული პროგრამებისა და მომსახურების განხორციელების კონტროლისა და შეფასებისათვის.

1. სახელმწიფოებმა პერიოდულად და სისტემატურად უნდა განახორციელონ ინვალიდთა შესახებ ეროვნული პროგრამის შეფასება და გაავრცელონ ამ შეფასების ამოსავალი მონაცემები და შედეგები.

2. სახელმწიფოებმა უნდა შეიმუშაონ და გამოიყენონ ინვალიდებთან დაკავშირებული პროგრამებისა და მომსახურების შეფასების ტერმინოლოგია და კრიტერიუმები.

3. ასეთი კრიტერიუმები და ტერმინოლოგია შემუშავებულ უნდა იქნეს ინვალიდთა ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობაში პროგრამების შემუშავებისა და დაგეგმვის საწყის ეტაპზევე.

4. სახელმწიფოებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ საერთაშორისო თანამშრომლობაში საკუთარ ქვეყნებში ინვალიდთა მდგომარეობის შესახებ საერთო სტანდარტების შემუშავების მიზნით,

სახელმწიფოებმა ხელი უნდა შეუწყონ ამ საქმიანობაში ასევე ეროვნული საკოორდინაციო კომიტეტების მონაწილეობას.

5. ინვალიდებთან დაკავშირებული სხვადასხვა პროგრამების შეფასება გათვალისწინებული უნდა იყოს პროგრამების დაგეგმვის ეტაპზევე რათა შესაძლებელი გახდეს დასახულ ამოცანათა შესრულების საერთო ეფექტიანობის შეფასება.

 

წესი XXI ტექნიკური და ეკონომიკური შესაძლებლობა.

როგორც განვითარებული ისე განვითარებადი მრეწველობის მქონე სახელმწიფოებს აკისრიათ პასუხისმგებლობა განვითარებად ქვეყნებში ინვალიდთა ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად ზომების მიღებისათვის და ამ მიზნით თანამშრომლობისათვის.

1. ინვალიდებისათვის, მათ შორის ლტოლვილი ინვალიდებისათვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის მიზნით შეტანილი უნდა იქნეს საერთო განვითარების პროგრამებში.

2. ამგვარი ზომები გათვალისწინებულ უნდა იქნეს ტექნიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის ხაზით საქმიანობის ყველა სახეობაში, ორმხრივ და მრავალმხრივ სამთავრობო და არასამთავრობო დონეებზე, სახელმწიფოებმა უნდა წამოჭრან ინვალიდებთან დაკავშირებული საკითხები საკუთარ პარტნიორებთან ამგვარი თანამშრომლობის განხილვის მსვლელობისას.

3. ტექნიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის  პროგრამების შემუშავებისას და განხილვისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ამ პროგრამების ზეგავლენას ინვალიდთა მდგომარეობაზე,

ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ინვალიდებთან და მათ ორგანიზაციებთან ტარდებოდეს კონსულტაციები განვითარების ყველა დარგში იმ პროექტის თაობაზე, რომელიც ინვალიდებისათვის არის განკუთვნილი, ისინი უშუალოდ უნდა მონაწილეობდნენ ამგვარი პროექტების შემუშავებაში, განხორციელებასა და შეფასებაში.

4. ტექნიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული დარგები ითვალისწინებს,

ა) ადამიანური რესურსების განვითარებას ინვალიდთა უნარჩვევების, შესაძლებლობებისა და პოტენციალის განვითარებისა და მათთვის სამუშაო ადგილების შესაქმნელად განხორციელებული ღონისძიებების მეშვეობით,

ბ) იმ ტექნოლოგიებისა და გამოცდილების დახვეწასა და გავრცელებას, რომლებიც ინვალიდთა თავისებურებებს უკავშირდება.

5 გარდა აღნიშნულისა სახელმწიფოებმა ხელი უნდა შეუწყონ ინვალიდთა ორგანიზაციების შექმნასა და განმტკიცებას.

6. სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ ზომები, რომლებიც მიმართული იქნება ტექნიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამების განხორციელებაში ყველა დონეზე მონაწილე პირთა მიერ ინვალიდთა პრობლემების გაგების გაღრმავებაზე.

 

წესი XXII.  საერთაშორისო თანამშრომლობა.

სახელმწიფოები მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო თანამშრომლობაში იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ინვალიდებისათვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის პოლიტიკას ეხება.

1 სახელმწიფოებმა გაეროს სისტემის სპეციალიზებული დაწესებულებებისა და სხვა დაინტერესებული სამთავრობათშორისო ორგანიზაციების ფარგლებში მონაწილეობა უნდა მიიღონ ინვალიდთა მიმართ განსახორციელებელი პოლიტიკის შემუშავებაში.

2. შესაბამის შემთხვევებში სახელმწიფოებმა მოლაპარაკებისას უნდა განიხილონ ინვალიდებთან დაკავშირებული საკითხები, კერძოდ სტანდარტების, ინფორმაციის გაცვლისა და  განვითარების დარგში პროგრამების თაობაზე და სხვა.

3 სსახელმწიფოებმა უნდა წაახალისონ და ხელი შეუწყონ ცოდნისა და გამოცდილების გაცვლას,

ა) არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის რომლებიც ინვალიდებთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობენ,

ბ) სამეცნიერო_კვლევით ინსტიტუტებსა და ინვალიდთა პრობლემებზე მომუშავე ცალკეულ მკვლევართა შორის,

გ) ადგილებზე პროგრამების წარმომადგენელთა და პროფესიულ ჯგუფებს შორის რომლებიც მუშაობენ ინვალიდებთან დაკავშირებულ საკითხებზე,

დ) ინვალიდთა ორგანიზაციებს შორის,

ე) ეროვნულ_საკონსულტაციო კომიტეტებს შორის.

4. სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ , რომ გაერომ და მისმა სპეციალიზებულმა დაწესებულებებმა აგრეთვე სამთავრობათშორისო და საპარლამენტშორისო ორგანიზაციებმა გლობალურ და რეგიონულ დონეზე საკუთარ საქმიანობაში მოიზიდონ ინვალიდთა მსოფლიო და რეგიონალური ორგანიზაციები.

 

 

მეოთხე კონტროლის მექანიზმი.

1. კონტროლის მექანიზმის მიზანია წესების ეფექტიანი განხორციელებისათვის ხელის შეწყობა, ის დაეხმარება თითოეულ სახელმწიფოს გააანალიზოს წესების განხორციელების მსვლელობა და შეაფასოს მიღწეული პროგრესი,

კონტროლის განხორციელებისას უნდა გამოვლინდეს სიძნელეები და რეკომენდირებული იქნეს წესების განხორციელებისათვის აუცილებელი ზომები,

კონტროლის მექანიზმი იმოქმედებს კონკრეტულ სახელმწიფოში არსებული ეკონომიკური, სოციალური და კულტურული თავისებურებების გათვალისწინებით, საქმიანობის მნიშვნელოვან ელემენტად უნდა იქცეს აგრეთვე საკონსულტაციო დახმარების გაწევა და სახელმწიფოებს შორის გამოცდილებისა და ინფორმაციის გაცვლა.

2. წესების შესრულების კონტროლი უნდა განხორციელდეს სოციალური განვითარების კომისიის სესიის ფარგლებში, ამისათვის საჭიროა დაინიშნოს და აუცილებლობის შემთხვევაში არასაბიუჯეტო რესურსებიდან დაფინანსდეს სპეციალური მომხსენებლის თანამდებობა,

მომხსენებელს უნდა ჰქონდეს ინვალიდობის სფეროში შესაბამისი ღრმა ცოდნა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილება, იგი უნდა დაინიშნოს 3 წლის ვადით.

3. ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა საბჭოსთან არსებულ საკონსულტაციო სტატუსის მქონე ინვალიდთა საერთაშორისო ორგანიზაციებს და იმ ინვალიდთა ინტერესების დამცველ ორგანიზაციებს, რომელთაც ჯერ არ ჩამოუყალიბებიათ საკუთარი ორგანიზაცეიები უნდა შესთავაზონ საკუთარი ექსპერტთა ჯგუფის შექმნა, რომლის შემადგენლობაშიც უმრავლესობა დაეთმობა ინვალიდთა ორგანიზაციების წარმომადგენლობას,

ინვალიდობის სხვადასხვა სახეობისა და აუცილებელი გეოგრაფიული და გადანაწილების გათვალისწინების სპეციალური მომხსენებლისა და აუცილებლობის შემთხვევაში სამდივნოსთვის საჭირო კონსულტაციებისათვის.

4. სპეციალური მ მომხსენებელი დაეხმარება ექსპერტთა ჯგუფს მიმოხილვის განხორციელებაში, კონსულტაციების ჩატარებასა და წესების პროპაგანდისა და დაცვის თაობაზე ინფორმაციისა და წინადადებების წარდგენასა და მათ კონტროლში.

5. სპეციალური მომხსენებელი სახელმწიფოებს გაეროს სისტემის ქვედანაყოფებს, მთავრობათაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, მათ შორის ინვალიდთა ორგანიზაციებს მიაწვდის იმ საკითხთა ჩამონათვალს, რომლებიც ეხება სახელმწიფოთა გეგმებს წესების განხორციელების თაობაზე, კითხვებს შერჩევითი ხასიათი უნდა ჰქონდეს და უნდა მოიცავდეს რიგ კონკრეტულ წესებს გაღრმავებული შეფასებისათვის, საკითხის მომზადებისას სპეციალური მომხსენებელი კონსულტაციებს გაივლის ექსპერტთა ჯგუფთან და სამდივნოსთან.

6. სპეციალური მომხსენებელი ისწრაფვის პირდაპირი დიალოგისაკენ არა მხოლოდ სახელმწიფოებთან, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამოითხოვს რა მათგან მათ შეხედულებებს, კომენტარებს ნებისმიერი ინფორმაციის თაობაზე, რომელიც შეტანილი უნდა იქნეს მოხსენებებში, სპეციალური მომხსენებელი ახორციელებს კონსულტაციებს მომსახურების წესების შესრულებისა და მათი კონტროლის თაობაზე და დახმარებას საკითხთა ჩამონათვალში მოცემულ შეკითხვებზე პასუხის გასაცემად.

7. სამდივნოს პოლიტიკის კოორდინაციისას მდგრადი განვითარების დეპარტამენტი, რომელიც წარმოადგენს გაეროს საკოორდინაციო ცენტრს ინვალიდების საკითხებში და გაეროს განვითარების პროგრამა, აგრეთვე გაეროს სისტემის სხვა სტრუქტურები და მექანიზმები როგორებიცაა რეგიონული კომისიები, სპეციალიზებული დაწესებულებები და დაწესებულებათშორისო სათათბიროები თანამშრომლობენ სპეციალურ მომხსენებელთან წესების განხორციელებისა და ეროვნულ დონეზე მათი კონტროლის საკითხებში.

8. სპეციალური მომხსენებელი სამდივნოს საშუალებით მოამზადებს მოხსენებებს სოციალური განვითარების კომისიისათვის მის ოცდამეთოთხმეტე და ოცდამეთხუთმეტე სესიებზე წარსადგენად,

ამ მოხსენების მომზადებისას მომხსენებელმა კონსულტაციები უნდა ჩაატაროს ექსპერტთა ჯგუფთან.

9. სახელმწიფოებმა უნდა წაახალისონ ეროვნული საკოორდინაციო კომიტეტები ან ანალოგიური ორგანოები წესების განხორციელებასა და მათ კონტროლში მონაწილეობის მისაღებად, ეროვნულ დონეზე ინვალიდობის საკითხებში საკოორდინაციო ცენტრების სახით მათ ხელი უნდა შეუწყონ წესების განხორციელებაზე დაწესებული კონტროლის საკოორდინაციო პროცედურების დადგენაში, ინვალიდთა ორგანიზაციები უნდა წაახალისონ ყველა დონეზე კონტროლის განხორციელებაში აქტიური მონაწილეობის მისაღებად.

10. არასაბიუჯეტო რესურსების უზრუნველყოფის შემთხვევაში უნდა შეიქმნას წესებთან დაკავშირებული საკითხების რეგიონათშორისო კონსულტანტის ერთი ან რამდენიმე თანამდებობა სახელმწიფოებისათვის უშუალო მომსახურეობის გასაწევად, რომელიც მოიცავს,

ა) ეროვნული და რეგიონალური სასწავლო სემინარების ორგანიზებას, რომლებიც წესების შინაარსს შეეხება,

ბ) სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავებას წესების განხორციელების სტრატეგიებთან დაკავშირებული დახმარების აღმოსაჩენად,

გ) წესების განხორციელებასთან დაკავშირებული დადებითი გამოცდილების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას.

11. თავის ოცდამეთოთხმეტე სესიაზე სოციალური განვითარების კომისიამ უნდა შექმნას ღია შემადგენლობის სამუშაო ჯგუფი სპეციალური მომხსენებლის მოხსენების განსახილველად და წესების უფრო მეტი ეფექტიანობით გამოყენების შესაძლებლობის თაობაზე რეკომენდაციების შესამუშავებლად,

სპეციალური მომხსენებლის მოხსენების განხილვისას კომისია ღია შემადგენლობის სამუშაო ჯგუფის მეშვეობით კონსულტაციებს ატარებს ინვალიდთა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სპეციალიზებულ დაწესებულებებთან ეკონომიკური და სოციალური საკითხების საბჭოს ფუნქციური კომისიების  პროცედურის წესთა სამოცდამეთერთმეტე და სამოცდამეთექვსმეტე წესების შესაბამისად.

12. კომისიის სესიაზე სპეციალური მომხსენებლის მანდატის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ კომისიამ აუცილებლად უნდა განიხილოს მანდატის ვადის გაგრძელების, ახალი სპეციალური მომხსენებლის დანიშვნის ან კონტროლის სხვა მექანიზმის გამოყენების შესაძლებლობა და შესაბამისი რეკომენდაციები წარუდგინოს ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა საბჭოს.

13. სახელმწიფოებს უნდა შესთავაზონ ინვალიდთათვის განკუთვნილი გაეროს ნებაყოფლობით შენატანთა ფონდში თანხების გადარიცხვა წესების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / კანონები / უავტორო / ინვალიდებისათვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის სტანდარტული წესები