სამართლის ისტორიის ტერმინების მოკლე ლექსიკონი

ძველი აღმოსავლეთი

 

 

ავილუმი (აქადური: ძე კაცისა, მამაკაცი, ადამიანი) – ბაბილონში სრულუფლებიანი თავისუფალი მოსახლე, უპირატესად, მეთემე.

აგამა – ძველ ინდოეთში საკუთრების აღმნიშვნელი ტერმინი, ასევე საკუთრების დამადასტურებელი

ტრიადა (საბუთი, მოწმეთა ჩვენებები, ნივთით სარგებლობა).

ართჰ(ხ)აშასტრა (სანსკრიტი: მეცნიერება პრაქტიკული ცხოვრების შესახებ) – ძველ ინდოეთში საერო ლიტერატურის ჟანრი, სახელმწიფო მართვისა და პოლიტიკის ხელოვნების ტრაქტატი (მაგალითად, კაუტილიას ართჰ(ხ)აშასტრა).

არშა – ძველ ინდოეთში ქორწინების ერთ-ერთი სახე, როცა მამა სასიძოსაგან ღებულობს ხარს ან ძროხას და ქალიშვილს ყიდის.

ასურა – ძველ ინდოეთში ქორწინების ერთ-ერთი სახე, რომელიც გულისხმობდა სასიძოს მიერ საცოლის გამოსყიდვას მშობლებისაგან. კერძოდ, სასიძო გადასცემდა საცოლესა და მის ნათესავებს გამოსასყიდ თანხას, რამდენიც მას შეუძლია.

ბაირუმი (შუმერული: მეთევზე; აქადური: [თევზისა და ფრინველი] დამჭერი) – 1.ბაბილონში პროფესიონალი მეომარი, რომელიც სამხედრო სამსახურის სანაცვლოდ სახელმწიფოსაგან მიწის ნაკვეთს იღებდა; 2.ამ ტერმინითი ასევე აღინიშნებოდა სახელმწიფო სამასახურში მყოფი პირი, რომელსაც მომმარაგებლის ფუნქცია ჰქონდა, განსაკუთრებით ლაშქრობის დროს. ასევე რედუმი - (აქადური: – მდევნელი, გამრეკი) – ტაძრის, მეფის, მოსმართლეების რედუმები, რომლებიც სხვადასხვა ხასიათიათის დავალებას ასრულებდნენ; დექუმი – (აქადური: დაძახება) – ხალხის ჯარში გაწვევაზე პასუხისმგებელი პირი და ლუბუთუმი – მხედართა უფროსი.

ბიბლუმი (აქადური: მოტანილი) – ბაბილონში წინასაქორწინო საჩუქარი (თანხა ან ნივთი), რომელსაც სასიძო საპატარძლოს ოჯახს უხდის.

ბრაჰ(ხ)მა – ქორწინების ერთ-ერთი სახე ძველ ინდოეთში. დადგენილი წესების მიხედვით, ძვირფასეულობით მორთული ქალიშვილი თხოვდება კეთილშობილური ქცევის განსწავლულ საქმროზე, რომელსაც საპატარძლოს მამა თვითონ იწვევს სასიძოდ.

ბრაჰ(ხ)მანი – ძველ ინდოეთში საზოგადოების უმაღლეს ვარნაში შემავალი პირი, ქურუმი. მათ უფლებამოსილებაში შედიოდა საღვთო წიგნების შესწავლა და სწავლება, ღმერთებისათვის მსხვერპლის შეწირვა როგორც თავისი, ასევე სხვისი სახელით, საჩუქრების მიცემა და მიღება. ბრაჰმანს ეკრძალება ვაჭრობა, ხელოსნობა, მწყემსობა, მევახშეობა და სხვასთან სამსახური. ბრაჰმანები აქტიურ დახმარებას უწევდნენ ქვეყნის მმართველებს სახელმწიფოებრივი ხელისუფლების განხორციელებაში.

განდხარვა – ძველ ინდოეთში ქორწინების ერთ-ერთი სახე. საპატარძლოსა და სასიძოს ნებაყოფლობით კავშირი, რომელიც მათ სურვილზეა დამყარებული.

გუნი (ჩინური) – ძველ ჩინეთში, კერძოდ, ინისა და ჯოუს პერიოდების სახელმწიფო მმართველის წოდება.

 

დაივა – ძველ ინდოეთში ქორწინების სახე. მორთულ-მოკაზმული ქალიშვილის გათხოვება ქურუმზე.

დანდა – (სანსკრიტი: კვერთხი, ჯოხი) – სასჯელის, როგორც ღვთაებრივი მბრძანებლის ვაჟიშვილის მიწიერი განსახიერება. სწორედ ამ მნიშვნელობით სასჯელი განმარტებულია, როგორც მართვის ხელოვნება – “დანდანიტი”, ითარგმნება როგორც კვერთხით ხელმძღვანელობა (ფლობა).

დევარაჯი – ძველ ინდოეთში “ღვთის სასურველი მეფის” პოლიტიკურ-რელიგიური კონცეფცია, რომლის მიხედვით მეფე ვალდებული იყო მშიდობისა და წესრიგის დამცავი საგანგებო დრახმა შეესრულებინა.

დი – ძველ ჩინეთში ცინის სამეფოს მმართველი, რომელმაც ცინის იმპერიის საზღვრებაში ფართო ტერიტორიები გააერთიანა და იმპერატორის (დი-ს) წოდება მიიღო.

დიქოტომია – (ბერძნული: აღმოსავლეთი-დასავლეთი) ეს არის ანტიკური აღმოსავლური და დასავლური ცივილიზაციების თავისებურებების გამიჯვნა, რაც გულისხმობდა ცივილიზაციის პრინციპით სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიის შესწავლას არა მარტო ქრონოლოგიური, არამედ სივრცობლივი მეთოდის გათვალისწინებით.

დჰ(ხ)არმა (სანსკრიტი: კანონი, წესრიგი) – ძველ ინდოეთში (რელიგიურ-რიტუალური, ზნეობრივი, სამართებრივი) ქცევის სავალდებულო წესი, რომელიც ოთხივე ვარნის წარმომადგენლის ყოველდღიური ქცევის რეგლამენტაციას ახდენდა.

დჰ(ხ)არმასუტრები (სანსკრიტი: დჰ(ხ)არმა - კანონი, წესრიგი, სუტრა - ძაფი) – ძველ ინდოეთში ბრაჰ(ხ)მანების მიერ შესრულებული რელიგიურ-რიტუალური კომპილაციები.

დჰ(ხ)არმაშასტრები (სანსკრიტი: მოწოდება დჰ(ხ)არმაში) – ძველ ინდოეთში ბრაჰ(ხ)მანთა ნაწარმოებები, რომლებიც ვედებს კომენტარებს წარმოადგენდნენ.

 

ეგვიპტე – ბერძნული ტრანსკრიფცია. თავად ეგვიპტელები საკუთარ თავს “ტა-კემეტ”-ს უწოდებდნენ, რაც ითარგმნება, როგორც “შავი მიწა” (ნაყოფიერი, ცოცხალი).

ეგზოგამია (ბერძნული: Eczo - გარეთ, Gamos - ქორწინება) – ნათესაური ჯგუფის შიგნით ქორწინების აკრძალვა.

ენდოგამია (ბერძნული: Encof - შიგნით, Gamos - ქორწინება) – ნათესაური ჯგუფის შიგნით ქორწინების დამყარება.

ვაიშა (სანსკრიტი: ხალხი, ტომი, მოსახლეობა) – ძველ ინდოეთში მიწათმოქმედებისა და ხელოსნების ვარნაში შემავალი პირი. ვაიშიები იყო ყველაზე მრავალრიცხოვანი კასტა, რომელიც მესაქონლეობასა და მიწათმოქმედებას მისდევდა.

ვანი (ჩინური) – ძველ ჩინეთში გაღმერთებული მმართველის წოდება, მეფე, “ცის შვილი” და პირველი ქურუმი.

ვარდუმი – მესოპოტამიაში არათავისუფალი მოსახლეობის კატეგორია, ფაქტობრივად მონები.

ვარნა (სანსკრიტი: კლასი, ფერი) – ძველ ინდოეთში რელიგიურ-რიტუალური, სოციალურ-პროფესიული და სხვა ნიშნის მიხედვით დაჯგუფებული საზოგადოებრივი კატეგორია.

ვედები (სანსკრიტი: ცოდნა) – ძველ ინდოეთში რელიგიური ლიტერატურის ძეგლები, რომლებიც მითებს, რელიგიურ ჰიმნებს, შელოცვის ფორმულებს, ყოფა-ცხოვრების წესებს შეიცავენ (რიგვედა, სამავედა, იაჯურვედა, ათხარვედა).

თამქარი – ბაბილონში 1. სახელმწიფო სავაჭრო აგენტი და გამოსაღების ამკრეფი; 2. ვაჭარი, მევახშე, გამსესხებელი. ვაჭარი, კაპიტალის დამგროვებელი, რომელიც თავის კაპიტალს სხვადასხვა საქმეში აბანდებდა. (იხ. შამალუმი)

თერხათუმი (აქადური: საქორწინო გამოსასყიდი) – ბაბილონში სასიძოს მიერ საპატარძლოს მამისათვის გადახდილი თანხა, საპატარძლოს ერთგვარი გამომსასყიდი თანხა.

 

ილკუმი, ილკუ (აქადური: სიარული, სვლა; მოვლა-პატრონობა) – ბაბილონსა და ასურეთში სამხედრო სამსახურისათვის მეფის მიერ ნაწყალობევი მიწის ნაკვეთი, რომელიც გასხისებას არ ექვემდებარებოდა.

ისაკუ – ბაბილონში მეფის მოადგილე, რომელიც ქალაქის მმართველობას ზედამხედველობდა.

 

 

კასტა (სანსკრიტი) – შუა საუკუნეების აზიის ზოგ ქვეყანაში ჩაკეტილი, მემკვიდრეობითი, ენდოგამიური სოციალური ჯგუფი, რომელსაც განსაზღვრული საქმიანობა, ცხოვრების სტილი და ჩვეულება ჰქონდა.

კენბეტი – ძველ ეგვიპტეში კოლეგიალური სასამართლო ორგანო.

კუდურუ – ბაბილონში სასაზღვრო მიჯნა ან ქვა, რომელზეც ის პრივილეგიები იწერებოდა, რომლებიც მიკუთვნებული ჰქონდათ არა მარტო მეფის მსახურებს (მსხვილ მიწათმფლობელებს), არამედ ტომთა ბელადებსა და ტაძრებს.

 

 

ლი – ძველ ჩინეთში ეთიკურ-სამართლებრივი ნორმები, რომლებიც განსაზღვრავდნენ საზოგადოების წევრების ურთიერთდამოკიდებულებას მმართველისა და ოჯახის წევრების მიმართ.

ლუგალი (აქადური: ბატონი, დიდი ადამიანი) – მესოპოტამიაში სახელმწიფოს მმართველის წოდება. (პატეს-ლუგალი რამდენიმე პატესიატის მმართველის წოდება, ისევე როგორც ენსი - გვარის მეთაური, ტაძრის დამაარსებელი).

ლევირატი (ლათინური: მაზლი) – ძველ პერიოდის სამართალში საქორწინო ჩვეულება, რომელიც მაზლს დაქვრივებულ რძალზე დაქორწინებას ავალდებულებდა.

 

 

მაატი – ძველ ეგვიპტეში 1. ჭეშმარიტებისა და სამართლიანობის რელიგიურ-ზნეობრივი პრინციპი, რომლის დაცვა ფარაონის განსაკუთრებულ დამსახურებად მიიჩნეოდა; 2.  ეგვიპტურ მითოლოგიაში სამართლიანობისა და წესრიგის ქალღმერთი (თემიდა ელადაში, კიტუ - ბაბილონში).

მანტრიპარიშადი – ძველ ინდოეთში რაჯასთან არსებული და რაჯას მრჩევლებისაგან შემდგარი კოლეგიალური სათათბირო ორგანო, რომელიც გვაროვნული წყობილების გადმონაშთს წარმოადგენდა. თუმცა, რაჯას დიდგვაროვნებთან ერთად მასში ქალაქის წარმომადგენლებიც შედიოდნენ. ეს ორგანო გარკვეულ დამოუკიდებლობას ინარჩუნებდა და სახელმწიფო საკითხებზე გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებაც შეეძლო.

მერეთი – ძველ ეგვიპტეში მდაბიოს აღმნიშვნელი ტერმინი. ამ ცნებაში მდაბიოს სამართლებრივი შინაარსი არ არის გამოხატული, ისევე, როგორც მეფის მსახურის (ნახევრადთავისუფალი დამოკიდებული მუშაკის) ცნებაა სადაო.

მუშქენუმი (აქადური: ძღვენის მიმტანი, დამორჩილებული) – ბაბილონში სამეფო კარის მსახურეულობის დაბალი კატეგორია, რომელიც სამსახურისათვის მეფისაგან პირობით მფლობელობაში მიწის ნაკვეთს ღებულობდა.

 

 

ნემჰუ – ძველ ეგვიპტეში მოსახლეობის (მიწათმფლობელები, ხელოსნები, მეომერები, წვრილი მოხელეები) გარკვეული კატეგორია, რომელიც სამართლებრივი მდგომარეობით დიდად არ განსხვავდებოდა ნეჯესისაგან; ამ ფენას მიკუთვნებულნი, სახელმწიფოს მოთხოვნების შესაბამისად, ფარაონის ნებით სოციალურ-სამართლებრივ სტატუსში ან ამაღლდებოდნენ, ან დაქვეითდებოდნენ.

ნეჯესი – ძველ ეგვიპტეში მეფის მსახურთა საერთო მასიდან გამოყოფილი ფენა, რომლის წარმოშობდა დაკავშირებულია კერძო მიწათმფლობელობის სასაქონლო-ფულად ურთიერთობებისა და ბაზრის განვითარებასთან.

ნიშარუმი – მესოპოტამიაში სამართლიანობის ბრძანებულება, რომელიც პერიოდულად გამოიცემოდა ვალების პატიებისა და დაგირავებული ქონების უსასყიდლოდ დაბრუნებასთან დაკავშირებით.

ნომი (ბერძნული) – 1. ძველი აღმოსავლეთის ქვეყნებში ქალაქ-სახელმწიფო, ადრესახელმწიფოებრივი წარმონაქმნის პირველი ფორმა; 2. ძველ ეგვიპტის ცენტრალიზებულ სახელმწიფოში ადმინისტრაციულ-ტერიტორიული წარმონაქმნი, მხარე.

ნომარქი – ნომის მმართველი

ნუბანდა – ბაბილონში სასახლის მმართველი. მისი ფუნქციები იყო საირიგაციო სისტემების მოწესრიგება, ჯარების სარდლობა, მეფის ხაზინის განკარგვა.

 

 

ორდალი (ლათინური: წესრიგი) – ძველ და შუა საუკუნის სამართალში სასამართლო მტკიცებულების განსაკუთრებული ხერხი, ე. წ. “ღვთის მსჯავრი”; ცეცხლით, წყლით, ჯვრით გამოცდა.

 

პაიშჩაჩა – ძველ ინდოეთში ქორწინების ერთ-ერთი, ყველაზე უარესი ფორმა, როცა ვინმე ფარულად ეუფლება მძინარე, მთვრალ ან უგონო ქალს.

პოლიანდრია (ბერძნული: Poli - მრავალი, Andros - ქმარი) – ჩვეულება, რომლის მიხედვითაც, ძმებს ერთი ცოლი ჰყავდათ, ხოლო ასეთი ქალის შვილი ყველა ძმის შვილად ითვლებოდა.

პრამანი – ძველ ინდოეთში ქონების კანონიერად შეძენის საშუალებების ერთობლიობა (მემკვიდრეობა, ყიდვა-გაყიდვა, ჩუქება და სხვა).

პრატილომა – ძველ ინდოეთში სხვადასხვა ვარნის წევრებს შორის ქორწინების აკრძალული ფორმა, განსაკუთრებით ბრაჰმან ქალსა და შუდრა მამაკაცს შორის.

პრაჯაპატია – ძველ ინდოეთში ქორწინების ერთ-ერთი სახე, როცა მამა თავის ქალიშვილს განსაზღვრული სიტყვებით სასიძოს გადასცემს.

პუროხიტა – ძველ ინდოეთში 1. მეფის მრჩეველი სამართლებივ და რელიგიურ საკითხებში; 2. სამეფოს უმაღლესი ქურუმი და მოსამართლე.

 

 

რაბიანუმი – ბაბილონში მეფის მიერ დანიშნული თემის მამასახლისი.

რაკშასა – ქორწინების ერთ-ერთი სახე ძველ ინდოეთში, რაც გულისხმობდა საცოლის მოტაცებას.

რეინკარნაცია – სულთა გადასახლება.

 

საბხა, სამიტი – ძველ ინდოეთში 1.წარჩინებულთა და ხალხის წარმომადგენელთა კრება; 2. ბრაჰმანთა მეთაურობით ოთხი მოსამართლისაგან შემდგრი სასამართლო კოლეგია.

სეკულარიზაცია – სატაძრო-საეკლესიო ქონების (მოძრავი-უძრავი) გასახელმწიფოებრიობა.

სმრიტი (სანსკრიტი: დამახსოვრება, მახსოვრობა) – ძველ ინდოეთში სამართლებრივი ცოდნა, რომელიც მახსოვრობით გადაეცემოდა და შედეგად რელიგიური, ზნებრივი და სამართლებრივი მინაწერების კრებულებში აისახებოდა.

 

 

ტალიონი (ლათინური: ტალიო - მსგავსი) – ძველ სამართალში ქმდებისათვის სამაგიეროს მიზღვა.

 

უბაუ – ძველ ეგვიპტეში ფარაონის თანაშემწეები, რომლებიც ყველა მსხვილ სასამრთლო პროცესსა და გამოძიებაში მონაწილეობდნენ.

უ სინი – ძველ ჩინეთში სისხლის სამართლის დანაშაულისა და სასჯელის ხუთი უმძიმესი ნაირსახეობა.

 

ფა – ძველ ჩინეთში კონფუციანელური ზნეობის დარღვევისათვის კანონით გათვალისწინებული სასჯელი.

 

ქშატრია – ძველ ინდოეთში იერარქიულად მეორე საფუხურზე მდგომი კასტა, რომელთა უფლება-მოვალეობა ქვეშევრდომთა დაცვა, წყალობის გაცემა, მსხვერპლის შეწირვა, ვედების შესწავლა და ამქვეყნიურ სიამოვნებაზე უარის თქმა იყო. ასევე, ქშატრიების ვალდებულებას შეადგენდა ქვეყნის მართვა.

 

შამალუმი – (შუმერული: љamallu(m) – ჩანთის მატარებელი) – ბაბილონში მტვირთელი, რომელიც საქონელს გასასაღებლად დაატარებს; მეწვრილმანე ვაჭარი, რომლესაც თამქარი სხვადასხვა სესხს აძლევს და პასუხისმგებელია მის წინაშე, თამქარის სავაჭრო აგენტი.

შანფუ – ვანის პირადი ნება-სურვილების აღმსრულებელი, ადმინისტრაციული და სამხედრო ფუნქციების განმკარგავები.

შაქანაქუმი – ბაბილონში ოლქის (პროვინციის) მმართველი.

შენში – ძველ ჩინეთში პროფესიული სამოხელეო აპარატი.

შერიქთუმი (აქადური) – ბაბილონში მზითევი, რომელიც ქალიშვილს გათხოვების ან ტაძარში ქურუმად აღკეცის შემთხვევაში მიეცემოდა [ნადითუმი (სანსკრიტი: უნაყოფო) – “ღვთის ხასა”, ქურუმი ქალი, რომელსაც სამეფო მიწაზე წილი აქვს; ენთუმი – “ღვთის ქალბატონი” ან “ღვთის და”; ზიქრუმი – ტაძრის მეძავი ქალი].

შუდრა – ძველ ინდოეთში ყველაზე დაბალი ვარნის წარმომადგენელი, რომლის მოვალეობა ზემდგომი წოდებების მსახურება იყო. შუდრები თავისუფალ მოსახლეობაში შედიოდნენ, მაგრამ პოლიტიკური უფლებით არ სარგებლობდნენ.

 

 

ჩანდალები – ძველ ინდოეთში ხელმიუკარებელთა კასტა, რომელიც ვარნების სისტემის მიღმა იმყოფებოდა.

 

ჯატი – ძველ ეგვიპტეში მაღალჩინოსანი მოხელე, რომელიც ფარაონის მითითებით ახორციელებდა სახელმწიფოს ყველა საქმის ხელმძღვანელობას.

 

 

 

 

ანტიკური სამყარო

 

 

ანტიხრეზა (ბერძნული) – ანტიურ სამართალში ხელშეკრულება, რომლის თანმადაც კრედიტორს უფლება ჰქონდა დაგირავებული ნივთის ნაყოფით, როგორც პროცენტით, ისე ესარგებლა ხელშეკრულების მიხედვით.

არეოპაგი (ბერძნული:  - ღმერთ არესის ბორცვი) – ძველ ათენში ტომობრივი არისტოკრატიის უმაღლესი ორგანო, რომელიც უზენაეს ხელისუფლებას ახორციელებდა.

არქაგეტი (ბერძნული) – სპარტაში ტომობრივი არისტოკრატიის მეთაური, ბელადი, რომლის წარმოშობაც დაკავშირებულია ლაკონიკასა და მესენიაში დორიელი და აქაველი ტომების შემოსევასთან, რის შედეგად სპარტაში ჩამოყალიბდა ორი არისტოკრატიული საგვარეულო – აგეადები და ევრიპონპიდები, რომელთა მეთაურებიც არჩევით არქაგეტის თანამდებობას იკავედნენ. როგორც წესი, სპარტაში სამხედრო ქურუმთუხუცესისა და სამემკვიდრეო საკითხების გადაწყვეტას ორი არქაგეტი ახორციელებდა. რვა წელიწადში სპარტიადი ეფორები რჩევისათვის მიმართავდნენ დელფოსის ორაკულს, რომელსაც ამა თუ იმ არქაგეტის თანამდებობაზე ყოფნის მიზანშეწონილობა უნდა გადაეწყვიტა. გარდა ამისა, ეფორები თვეში ერთხელ არქაგეტებთან დებდნენ შეთანხმება, რომ თუ პატიოსნად შეასრულებენ საკუთარ მოვალეობას, არქაგეტი დარჩებოდა თანამდებობდაზე, ხოლო ეფორი არ შეუძლიდა მას ხელს.

არქონ(ტ)ი (ბერძნული: - წინამძღოლი, მბრძანებელი, ბელადი, მეფე) –   ძველ ათენში თანამდებობის პირთა კოლეგია, რომელიც კლისთენეს რეფორმამდე უმაღლესი აღმარულებელ ხელისუფლებას ფობდა.

ატიმია (ბერძნული) – ელადაში პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებების ჩამორთმევა; უღისრად გამოცხადება.

 

ბაზ(ს)ილევსი (ბერძნული) – 1. ჰოპეროსის პერიოდის ელადაში არჩევითი ტომობრივი თანამდებობდა, ტომის ბელადი; 2. ძველ ათენში მეორე არქონ(ტ)ი, რომელიც რელიგიურ კულტს განაგებდა; 3. ბიზანტიაში იმპერატორის ერთ-ერთი წოდება.

ბულე (ბერძნული) – 1. ჰომეროსის ეპოქაში უხუცესთა საბჭო; 2. სოლონის ეპოქაში ოთხასთა საბჭო; 3.კლისთენეს რეფორმების შემდეგ ხუთასთა საბჭო.

 

გერუსია (ბერძნული: Geron - უხუცესი) – სპარტაში უხუცესთა საბჭო.

გრაფე პარანომონი (ბერძნული: მითითება, მოთხოვნა, გათვალისწინება) – ძველ ათენში ნებისმიერი მოქალაქის უფლება ჰელეიაში გაასაჩივროს ეკლესიაში შეტანილი კანონპროექტი, რომელიც მოქმედ კანონმდებლობას ეწინააღმდეგება.

 

 

დელიქტი (ლათინური: დელინქუერე - შედცომის დაშვება) – ძველ რომში სამართალდარღვევა, რომელიც კერძო პირს, მის ოჯახს ან ქონებას მიადგა. (Iniuria, Furtum)

დეპორტაცია (ლათინური: Deportatio - გატანა) – 1. რომის სამართალში, დანაშაულისათვის გასამართლებული დამნაშავის სამისდღემშიო გაძევება; 2. საფრანგეთში სისხლის სამართლის სასჯელი, რაც მის კოლონიებში გადასახლებით გამოიხატებოდა.

დიქტატორი (ლათინური: Dictator - მთქმელი, მბრძანებელი) – რომის რესპუბლიკაში განსაკუთრებული უფლებებით აღჭურვილი ერთპიროვნული მმართველი, თანამდებობის პირი, რომელსაც საგანგებო ვითარების დროს 6 თვის ვადის ირჩევდნენ.

დოკიმასია (ბერძნული) – ძველ ათენში სახელმწიფო თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატების საგანგებო შემოწმება.

დომინიუმი (ლათინური: Dominium - ბატონი) – ძველ რომში კერძო საკუთრების უფლება, რაც ნივთზე სრულ ბატონობას გულისახმობდა, მათ შორის, შეიცავდა უზუფრუქტს, პროპრიეტა-ს ფორმისაგან განსხვავებით.

ედილები (ლათინური: Aedes - ტაძარი) – რომაელი მაგისტრი, რომელსაც ევალებოდა საზოგადოებრივ შენობა-ნაგებობებზე, ქუჩების სისუფთავესა, ზომისა და წონის სიზუსტეზე მეთვალყურეობა. თავდაპირველად, ედილები სახალხო ტრიბუნთა თანაშემწეები იყვნენ. მოგვიანებით კი, ავგუსტუსმა მათი უფლებები შეზღუდა, რათა უფრო პროფესიონალური ადმინისტრაციული უწყება შეექმნა. ედილებს დაევალათ ეზრუნათ სახელმწიფო შენობების, ტაძრების, მოედნების სისუფთავესა და წესრიგზე; ისინი ხელმძღვანელობდნენ სპორტულ ასპარეზობებს, იცავდნენ სახელმწიფო ხაზინას, არიგებდნენ პურს და ა.შ.

ედიქტი (ლათინური: Edicere - საჯაროდ თქმა, გამოცხადება) – 1.იმპერიის პერიოდის რომში იმპერატორის კონსტიტუციის ერთ-ერთი სახე, რომელიც მხოლოდ ამავე იმპერატორის სიცოცხლეში იყო იურიდიულად სავალდებულო; 2.რომაელი მაგისტრატები თანამდებობის მიღებისთანავე ედიქტებში აქვეყნებდნენ იმ პრინციპებს, რომლებითაც მოვალეობათა აღსრულებისას უნდა ეხელმძღვანელათ.

ევიკცია (ლათინური: Evincere - მოვითხოვოთ, მოვანიჭოთ) – რომის სამართალში მყიდველისათვის ნივთის ფლობის უფლების ჩამორთმევა იმ სარჩელის საფუძველზე, რომელის ნივთის კანონიერმა მესაკუთრემ წარადგინა მის წინააღმდეგ.

ევპატრიდი (ბერძნული:  - კეთილშობილ მამათა ჩამომავალი) – ატიკის არისტოკრატიული მოდგმა, რომელიც ათენში კლისთენეს რეფორმებამდე პრივილეგირებულ ფენას წარმოადგენდა და მხოლოდ მათ შეეძლოთ რაიმე სახელმწიფო თანამდებობის დაკავება.

ეკლესია (ბერძნული) – ძველ ათენში სახალხო კრება, სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანო.

ემანციპაცია (ლათინური: Emancipatio) – ძველ რომში შვილების ან შვილიშვილების მამის ხელისუფლებიდან სამგზის ფიქტიური გაყიდვის გზით გათავისუფლება.

ემფითევზისი (ბერძნული) – ანტიკურ და შუა საუკუნეების სამართალში სხვის ნივთზე უფლების ნაირსახეობა, მიწის გრძელვადიანი მემკვიდრეობითი იჯარა გასხვისების უფლებით.

ეფეტები – ძველ ათენში სასამართლო კოლეგია, რომელიც გაურფთხილებელი მკვლელობის საქმეებს განიხილავდა.

ეფორი (ბერძნული:  - მზირი, მეთვალყურე) – სპარტაში ყოველწლირად ხუთ ეფორს ირჩევდნენ, რომელთაც, თავდაპირველად, მხოლოდ სასამართლო პროცესის წარმოება ევალებოდათ, ხოლო მოგვიანებით ყველა სახელმწიფო თანამდებობის პირსა და თვით არქაგეტს მეთვალყურეობდნენ. სპარტაში ხუთი ეფორის თანამდებობა ქრ.შ-მდე 405 წელს არისტოკრატიული ოლიგარქიის წარმომადგენლებმა შემოიღეს.

 

 

ვეტო (ლათინური: Veto - ვკრძალავ) – ძველი რომში პლებეების უფლება დიქტატორის გარდა, ნებისმიერი მაგისტრატის გადაწყვეტილება უარეყოთ.

 

თემენოსი (ბერძნული) – ჰომეროსი პერიოდის ელადაში ბაზ(ს)ილევსის სასარგებლოდ გაღებული მიწის განსაკუთრებული ნადელი.

თეტები (ბერძნული) – ელადაში გაღატაკებული მეთემე გლეხი, რომელიც ვალაუვალობის გამო მონად იყიდებოდა.

თოქსოტები (ბერძნული) – ძველ ათენში პოლიციის ფუნქციების განმახორციელებელი სახელმწიფო მონები.

 

იმპერატორი (ლათინური: Imperator - მბრძანებელი, მთავარსარდალი) – თავდაპირველად, ეს იყო წოდება საპატიო, რომელიც ძლევამოსილ მთავარსარდალს ენიჭებოდა. მოგვიანებით კი, იმპერიის უზენაესი მმართველის წოდება გახდა.

იმპერიუმი (ლათინური: Imperium - ბრძანება, ბრძანებულება) – ძველ რომში უმაღლესი სამხედრო, ადმინისტრაციული და სასამართლო ხელისუფლება, რომელიც გააჩნდათ დიქტატორს, კონსულს, პრეტორსა და ცხენოსანი რაზმების მეთაურებს; ასევე, ადგილობრვ რომაელ ნაცვლებს პროვინციებში (პროკონსილსა და პროპრეტორს).

ინსტიტუციები (ლათინურ: ინსტიტუტიონეს) – ძველ რომში რომაელი იურისტების ნაშრომთა ერთ-ერთი სახე, რომლებსაც სახელმძღვანელოს დანიშნულება ჰქონდათ.

ინტენცია (ლათინური: Intentio) – ძველ რომში პრეტორის ფორმულის მთავარი შემადგენელი ნაწილი, რომელშიც მოსარჩლის მოთხოვნები იყო მოცემული.

იპოთეკა (ბერძნული: Hipoteke, ლათინური: Hypotheca - გირაო) – ანტიკურ (ბერძნულ-რომაულ) სამართალში უძრავი ქონების დაგირავების სახე, როცა იპოთეკის ნივთი მევალეს რჩება.

 

კვესტორები (ლათინური: Quaestor) – ყველაზე დაბალი რანგის თანამდებობა რომაულ მაგისტრატურაში. კვესტორად ნიშნავდნენ რომის მოქალაქეს მხოლოდ 30 წლის ასაკიდან. მისი საქმიანობა ძირითადად, ფინანსებთან იყო დაკავშირებული. თავისი მოვალეობის აღსრულების შემდეგ ექს-კვესტორს საშუალება ეძლეობდა გაეგრძელებინა მოღვაწეობა სენატში ან სხვა დაწესებულებაში.

კლერუხია (ბერძნული: - მიწის ნაკვეთი,  - ვფლობ) – ელადაში ათენელთა სამხედრო დასახლება მოკავშირე პოლისში.

კლიენტები (ლათინური: Clientes) – ძველ რომში უცხოელები ან გაღარიბებული რომაელი მოქალაქეები, რომლებიც პარტიციული ოჯახის მფარველობაში იმყოფებოდნენ.

კოლონი (ლათინური: Colonus - მიწათმოქმედი, გლეხი) – ძველ რომში თავდაპირველად, მიწის თავისუფალი მეიჯარე, ხოლო IV საუკუნიდან მიწაზე სამართლებრივად მიჯაჭვული გლეხი, რომელსაც ეკრძალებოდა საკუთარი დასახლების მიტოვება.

კომიცია (ლათინური: Comitia - კრება) – ძველი რომის სახალხო კრება, რომელიც უფლებამოსილი იყო მიეღო კანონები (განეხორციელებინა საკანონმდებლო საქმიანობა) და აერჩია მაგისტრატები. [1.ცენტურიის კრება (ჩომიტია ცენტურიატა) ძველ რომში მოქმედი სახალხო კრება, რომლის წევრები ხმას ცენტურიების ანუ ასეულების მიხედვით აძლევდნენ. 2.კურიის კრება (ჩომიტია ცურიატა) ძველ რომში მოქმედი სახალხო კრება, რომლის მუშაობაში მონაწილეობას იღებდა 30 პატრიცი. 3.ტრიბების კრება (ჩომიტია ტრიბუტა) ძველ რომში მოქმედი სახალხო კრება, რომლის წევრები ხმას ტრიბების აძლევდნენ].

კონდემნაცია (ლათინური: Condemnatio) – ძველ რომში პრეტორის ფორმულის ძირითადი ნაწილი, რომელშიც იგი მოუწოდებდა მოსამართლეს მოპასუხის გამართლების ან გამტყუნებისკენ.

კონსტიტუცია (ლათინური: ცონსტიტუტიო - ვადგენ, ვაწესებ, განვსაზღვრავ) – იმპერიის პერიოდში იმპერატორის მიერ გამოცემული აქტი (ედიქტი, მანდატი, რესკრიპტი, დეკრეტი), რომელიც სხვა მაგისტრატების აქტებსაგან განსხვავებით იმპერიის მთელს ტერიტორიაზე მოქმედებდა.

კონსული (ლათინური: Consul - მრჩეველი) – რესპუბლიკის პერიოდიდან მოყოლებული კონსული იყო უმაღლესი წოდება, რომელიც იმპერიის პერიოდში საპატიო თანამდებობად იქცა. თავდაპირველად, სახალხო კრება ირჩევდა ორ კონსულს პატრიციათა მოდგმიდან ერთი წლის ვადით. მოგვიანებით, ქრ.შ-მდე მიღებული იქნა ლიცინიუსისა და სექსტიუსის კანონი, რომლის თანახმადაც, ერთი კონსული აუცილებლად უნდა ყოფილიყო პლებსის წარმომადგენელი. კონსულები სარგებლობდნენ ხმის მიცემის უფლებით სისხლისსამართლებრივ სასამართლო პროცესებზე; ისინი განაგებდნენ სამოქალაქო სამართლის ზოგიერთ სფეროს, კერძოდ, მონებთან დაკავშირებული საქმეებს. მათ საპატიო მოვალეობად ითვლებოდა სახალხო ასპარეზობისა და რელიგიური ზეიმების მოწყობა. კონსულის თანამდებობაზე ყოფნა ამა თუ იმ პირს საშუალებას აძლევდა გზა გაეკაფა საზოგადოებრივ თუ სამხედრო სარბიელზე. კონსულთა ატრიბუტებად მიიჩნეოდა განსაკუთრებული ტოგა, საცერემონიო სავარძელი და პირად მცველთა ამალა. ქრ.შ-მდე 153 წელს მიღებული კანონის თანახმად, კონსულთა ინაუგურაციის დღედ დანიშნული იყო 1 იანვარი.

კონტუმბერნიუმი (ლათინური: Contumernium - თანაცხოვრება) – ძველ რომში მონასა და თავსუფალს შორის ქორწინების მსგავსი მუდმივი, თუმცა იურიდიული შედეგის არმქონე ოჯახური კავშირი, თანაცხოვრება.

კურია (ლათინური: Curia - მამაკაცთა შეკრება) – 1. ძველ რომში პატრიციების ათი გვარის გაერთიანება; 2. იმპერიის პერიოდში პროვინციულ ქალაქებში მუნიციპალური მმართველობის ორგანო (ქალაქის სენატი); 3. შუა საუკუნეების დასავლეთ ევროპის ქვეყნებში სენიორალური სასამართლო (სენიორის საბჭო თავის ვასალებთან ერთად) ან კათოლიკური ეკლესიის მმართველობის ცენტრალური ორგანოების ერთობლიობა (პაპის Curia).

 

ლეგატი (ლათინური) – რომის სამართალში საანდერძო დანაკისრი, რომლის თანახმადაც, მემკვიდრე ვალდებული იყო ანდერძში მითითებული პირისათვის ქონების განსაზღვრული წილი გადაეცა.

ლეგიონი (ლათინური: Legere - ამორჩევა, შეკრება) – რომის იმპერიის სამხედრო ძალა, რომლის საშუალებითაც რომმა ძველი სამყაროს დიდი ნაწილი დაიპყრო.

ლიქტორი (ლათინური: Lictor) – პირადი მცველი. ტრადიციის თანახმად, ლიქტორთა ინსტიტუტი რომში ეტრუსკთა მიბაძვით დააარსა რომულუსმა. ლიქტორები, დაბალი ფენის წარმომადგენლები იყვნენ. ისინი მაღალჩინოსანთა წინ ჩამწკრივებულნი მიაბიჯებდნენ ფასკიებით ხელში. ყოველი მაგისტრატისათვის ლიქტორთა განსაზღვრული რაოდენობა იყო დაწესებული. ასე მაგალითად, დიქტატორის ამალაში 24 ლიქტორი ირიცხებოდა, კონსულს თან ახლდა 12, პრეტორს 6, იმპერატორს თავდაპირველად 12, მოგვიანებით კი 24 ლიქტორი.

ლიტურგია (ბერძნული) – ღვთის მსახურების აღსრულება. ძველ ათენში მდიდარ მოქალაქეებზე სახელმწიფოს სასარგებლოდ დაკისრებული განსაკუთრებული მოვალეობა; 2. ქრისტიანული ეკლესიაში ღვთისმსახურება.

მანდატი (ლათინური: Mandatum - დავალება) – ძველ რომში იმპერატორის ერთ-ერთი კონსტიტუცია, რომელიც ცალკეული მოხელეებისათვის, კერძოდ, პროვინციების მმართველებსიათვის, იყო განკუთვნილი და ზოგადსავალდებულო ნორმებს შეიცავდა.

მანციპაცია (ლათინური: Mancipium) – რომის სამართალში მანციპირებადი ნივთიების გასხვისების მკაცრად განსაზღვრული ფორმა, რომელიც ხორციელდებოდა სპილენძისა და სასწორის მეშვეობით.

მედიმნი – ძველ ათენში ხორბლის ზომა-წონის ერთეული.

მეტეკი (ბერძნული:  - გადმოსახლებული, უცხო) – ძველ ათენში მეტეკებად იწოდებოდნენ სხვა პოლისიდან ან ქვეყნიდან მოსული ის უცხოელები, რომელთაც ქალაქში ცხოვრების უფლება გარკვეული საზღაურის საფასურად ეძლეოდათ; თუმცა, მათ პოლიტიკური უფლებები არ ჰქონდათ.

 

ნაბკრარია (ბერძნული) – ელადაში ტერიტორიული ოლქი, რომელსაც სათავეში პრიტანი (იხ. პრიტანია) ედგა. ამ ოლქის მცხოვრებლებს სამხედრო გემისა და მისი ეკიპაჟის ყოველწლიური აღჭურვა ევალებოდათ.

ნეკსუმი (ლათინური: Nectere - შეკვრა) – რომის სამართალში ხელშეკრულების ერთ-ერთი სახე, რომლის მეშვეობითაც მანციპაციის ფორმითა და მევალეზე “ხელის დადების” მუქარით სხვადასხვა სახის ვალებულება (ქირავნობა, იჯარა, საკუთრების გასხისება) ფორმდებოდა.

ნობილიტეტი (ლათინური: Nobiles) – რესპუბლიკის პერიოდის რომში უმაღლესი წოდება, რომელიც ყველაზე ცნობილ პატრიციებსა და მდიდარ პლებეურ გვარებს აერთიანებდა.

ნოვაცია (ლათინური: ნოვატიო - განახლება) – რომის სამართალში ხელშეკრულების მონაწილეთა ახალი პირებით ჩანაცვლება, ან დამატებითი კრედიტორის ან მევალის შემოყვანა, ან ვალდებულების შესრულების ადგილის, ვადის ან პირობის შეცვლა.

 

 

ოპტიმატები (ლათინური: Optimas - წარჩინებული, კეთილშობილი) – ძველ რომში თავისუფალი მოქალაქეების გაერთიანება, რომელიც ემხრობოდა სენატს და ქრ.შ-მდე I საუკუნეში პოპულარების მოწინააღმდეგეებად ითვლებოდანენ.

ოსტრაკიზმი (ბერძნული) – გაძევება ქოთნის ნატეხებით. ათენში, არგოსსა და ზოგიერთ სხვა ქალაქში არასასურველ ადამიანს სახელმწიფოდან წილისყრით აძევებდნენ. მოქალაქე თიხის ქოთნის ნატეხზე, რომელსაც “ოსტრაკონი” ეწოდებოდა, ამოკაწრავდა მისთვის არასასურელი კაცის სახელს. ოსტრაკონებს აგროვებდნენ და ითვიდნენ. მათი რიცხვი სამოცი ათასზე ნაკლები არ უნდა ყოფილიყო. ხმების დათვლის შემდეგ, გამოაცხადებდნენ იმ კაცის სახელს, რომელიც მეტ ხმას მიიღებდა და მას ათი წლით უნდა დაეტოვებინა ქალაქი, უკან პოლიტიკური უფლლების გარეშე დაბრუნების უფლებით.

პატრიცები (ლათინური: Patricii) – ძველ რომში წარჩინებული უმაღლესი ჩაკეტილი წოდება, რომელთა წარმომავლობა საერთო წინაპრისაგან აითვლებოდა.

პედონომი (ბერძნული) – სპარტაში თანამდებობის პირი, რომელსაც 20 წლამდე ახალგაზრდების აღზრდა ევალებოდა.

პეკულიუმი (ლათინური: Peculium - ქონება, წვრილფეხა საქონლის ჯოგი) – ძველ რომში მამასახლისის მიერ ვაჟიშვილის ან მონისათვის დამოუკიდებლად სამართავად გადაცემული ქონების ნაწილი.

პელოპონესის კავშირი – ელადაში სპარტის ეგიდით შექმნილი დელოსის საზღვაო კავშირის საპირისპირო რამდემი პოლისის გაერთიანება, რომელმაც ქრ.შ-მდე 401 წელს დაამრცხა დელოსის კავშრის პოლისები და დასცა ათენის ჰეგემონია ელინურ სივრცეში.

პენტაკოსიომედიმნი (ბერძნული) – ძველ ათენში სოლონის რეფორმების შედეგად თავისუფალი მოსახლეობის ქონებრივი ნიშნით განსაზღვრული უმეღლესი თანრიგი.

პერეგრინი (ლათინური: Per - თვის, Agere - მიწა) – ძველ რომში უცხოელი, დაპყრობილი ან დამორჩილებული უხცო ქვეყნის წარმომადგენელი.

პერიეკები (ბერძნული: ირგვლივ მხცოვრები) – სპარტაში არასრულუფლებიანი თავისუფალი მოსახლეობა, რომელიც ვაჭრობასა და ხელოსნობას მისდევდა.

პლებეები (ლათინური: Plebs) – ძველ რომში საგვარეულო თემის მიღმა დარჩენილი მოსახლეობა ან გაღარიბებული და საკუთარ თემს ჩამოშორებული წევრები.

პოლეტები – ძველ ათენში ათი წევრისაგან შემდგარი კოლეგია, რომელიც სახელმწიფო ხარჯებს აკონტროლებდა.

პოპულარები (ლათინური: Populares - ხალხისათვის სასურველი) – ძველ რომში თავისუფალი მოქალაქეების ოპოზიციური პოლიტიკური დაჯგუფება, რომელიც სენატური ოლიგარქიისა და ოპტიმატების წინააღმდეგ იბრძოდა.

პრესკრიპცია (ლათინური: Praescribere - ზემოდან დაწერა, მიწერა) – ძველ რომში პრეტორის პროცესუალური ფორმულის ის ნაწილი, რომელიც, ინტენციის წინ იწერებოდა და ეს იყო უარყოფითი პირეობა, რომელიც მოსარჩლის სასასარგებლოდ ზღუდავდა დავის საგანს.

პრეტორი (ლათინური: Praeire - წინ სვლა) – ძველ რომში ქრ. შ-მდე 509 (510) წელს ბოლო რექსის გაძევების შემდეგ დამკვიდრებული თანამდებოდბა. პრეტორების საქმიანობის უმთავრესი სფერო სამოქალაქო სამართალით გათვალისწინებული საკითხების გადაწყვეტა იყო.  იმპერიის პერიოდში პრეტორთა პოზიციები შესუსტდა. მათ მოვალეობათა ძირითადი ნაწილი გადაეცა ქალაქთა პრეფექტებს. არსებობდა ქალაქისა (Praetor Urbanus) და უცხოელების (Praetor Peregrinus) პრეტორი.

პრეფექტი (ლათინური: Praefutus) – უმასღლესი თანამდებობის პირთა წოდება არმისა თუ სამოქალაქო სამსახურში. პრეფექტის წოდებას იღებდნენ მხოლოდ სენატორები ან მხედართა ფენის წარმომადგენლები.

პრინციპატი (ლათინური: Princips - წინამძღოლი, პირველი, მთავარი, მეთაური) – ძველ რომში იმპერიის პირველი პერიოდი (ქრ. შ-მდე I – ქრ.შ-ის III საუკუნეები), ოქტავიანე ავგუსტუსის დროს ჩამოყალიბებული მმართველობის ერთგვარი ფორმა, პირადი მმართველობის განსაკუთრებული რაჟიმი.

პრინცეპსი (ლათინური: Princeps - პირველი) – არაოფიციალური, თუმცა ფრიად მნიშვნელოვანი წოდება, რომელიც “პირველ სახელმწიფო მოღვაწეს” გულისხმობდა. რესპუბლიკის პერიოდის რომში პრინცეპსი ეწოდებოდა სენატის ნუსხის სათავეში მდგომ პირს, რომელიც “პირველი ხმის უფლებით” სარგებლობდა; მაგალითად, პომპეუსი, ციცერონი. იმპერიის ეპოქაში “პრინცეპსი” იმპერატორის წოდება გახდა, თუმცა, სახელმწიფოებრივი ან სამართლებრივი დატვირთვა მას არ ჰქონდა. პირველ ხანებში ეს წოდება პრესტიჟული იყო. კალიგულას მმართველობიდან (ქრ. შ-ის 37-41 წ.) მოყოლებული კი, მან საბოლოოდ დაკარგა თავისი მნიშვნელობა.

პრიტანია – ძველ ათენში ბულეს სამორიგეო კოლეგია, რომლის ძირითადი მიზანი სახელმწიფოს ყოველდღიური საქმიანობის უშუალო გაძღოლა იყო.

პროვოკაცია (ლათინური: Provocare) – ძველ რომში განსასჯელის უფლება სასიკვდილო განაჩენის გასაჩივრებისათვის კომიციის ან პლებსის ტრიბუნისათვის მიერმართა.

პროკულიანელები (ლათინური: Procul(e)iani) – ძველ რომში სამართლებრივი სკოლა, რომელიც ფაქტობრივად ლაბეონმა დააარსა. მისი მიმდევრები რესპუბლიკის პერიოდის რომაელი იურისტების ტრადიციებს განაგრძობდნენ და კაზუისტიკისი სფეროში წარმატებით მოღვაწეობდნენ. (იხ. საბინიანელები)

პროლეტარები (ლათინური: Proles - შთამომავლობა) – ძველ რომში ქალაქის ღარიბი მოსახელობა, უქონელი მოქალაქეები, რომლებიც სახელმწიფოსათვის სასარგებლონი იყვნენ იმით, რომ ქვეყნის გენოფონდს ზრდიდნენ და აღწერილნი იყვნენ როგორც “შეფასებული თავები” (ლათინური: Capite Censi).

პროედროსი (ბერძნული) – ძველ ათენში ერთ-ერთი ბულებტათაგანი, ბულეს ან ეკლესიის თავმჯდომარე.

 

რექსი (ლათინური) – უძველეს რომში ტომის არჩევითი ბელადი.

რესკრიპტი (ლათინური) – იმპერიის პერიოდის რომში იმპერატორის ერთ-ერთი კონსტიტუციათაგანი, რითაც იმპარატორი პასუხობდა ან უარს ეუბნებოდა ცალკეულ პირს ან მაგისტრატს, რომელიც სამართლებრივ საკითხებზე რჩევისათვის  მიმართავდა იმპერატორს.

საბინიანელები (ლათინური: Sabiniani) – ძველ როში სამართლებრივი სკოლა, რომელიც საბინიანუსის მოსწავლემ კასიუსი ლონგინუსმა ჩამოაყალიბა. ამ სკოლის მიმდევრები სამართლის სისტემატიზაციასა და იურიდიული ტექნიკის საფუძვლებს შეიმუშავებდნენ.

სენატი (ლათინური: Senex - უხუცესი, მხრცოვანი, მოხუცი) – რომში უხუცესთა საბჭო არსებობდა ჯერ კიდევ რექსების პერიოდში. სენატის წევრები იყოფოდნენ რანგებად, იმის მიხედვით, თუ რა თანამდებობებს ფლობდნენ ადრე (კონსულები, პრეტორები, ედილები, ტრიბუნები, კვესტორები).

დისკუსიის დროს სენატორებს სიტყვის თქმის უფლება ამ რანგების მიხედვით ენიჭებოდათ. სენატის სათავეში იდგა ყველაზე ღირსეული სენატორთაგან, მას პრინცეპსი ეწოდებოდა (პრინცეპს სენატუს). სენატის ფუნქციებში შედიოდა კანონების მიღება, არჩევნების შედეგების დამტკიცება; მაგისტრატების საქმიანობაზე ზედამხედველობა და მათთვის რჩევების მიცემა; საშინაო პოლიტიკის წარმართვა; ფინანსებთან დაკავშირებულ პრობლემების გადაწყვეტა. მის დადგენილებებს, ისევე როგორც სახალხო კრებისა თუ პლებსის კრების განკარგულებებს, კანონის ძალა ენიჭებოდა.

სენატუსკონსულტა (ლათინური: Senatus Consultum - სენატის რჩევა) – ძველ რომში სენატის დადგენილება, რომელიც პრინციპატის პერიოდიდან რომის სამართლის წყარო გახდა.

სერვიტუტი (ლათინური: Servire - მსახურება) – რომის სამართალში სხვისი ნივთით სრულად ან ნაწილობრივ სარგებლობის უფლება.

სიკოფანტესი (ბერძნული) – პროფესიონალი დამსმენი, ცილისმწამებელი. ქრ. შ-მდე V საუკუნიდან ძველ ათენში უპასუხისმგებლო ცილისმწამებელს სასტიკად სჯიდნენ.

სიმაქია (ბერძნული) – ელადაში დელოსის საზღვაო კავშირი, რომელიც აერთიანებდა ათენის ეგიდით შექმნილ სხვადასხვა პოლისს.

სინოიკიზმი (ბერძნული: თანაცხოვრება) – ელადაში ატიკის საგვარეულო თემების ნებაყოფლობითი ან იძულებითი გაერთიანება პოლიტიკურ ერთობად.

სისახთია (ბერძნული: ტვირთის ჩამოგდება) – ძველ ათენში სოლონის რეფორმა, რომლითაც გაუქმდა სავალო მონობა.

სისიტიები (ბერძნული) – სპარტაში სპარტანელების სავალდებულო ერთობლივი სადილი, რომელიც იმავდროულად საომარ ქვედანაყოფს წარმოადგენდა.

სოლიდი (ლათინური: Solidus) – 312 წელს კონსტანტინეს მიერ აურეუს-ის მაგივრად შემოღებული ოქროს მონეტა. ერთი სოლიდის წონა 1/72 რომაულ ფუნტს (ლიბრა) უდრიდა. სოლიდი იჭრებოდა XXX ნაწილი, კერძოდ, ტრიენტეს ანუ ტრემისსეს, მაშინ როცა სოლიდი მხოლოდ წყვილი/ლუწი ერთეულის იჭრებოდა. მონეტის მოჭრის ექსკლუზიური უფლება აღმოსავლეთ-რომის იმპერატორებს ჰქონდათ. როგორც ფულის ერთეული სოლიდი ბოზანტიის იმპერიის დაცემამდე არსებობდა და მთელ ევროპაში იყო მიმოქცევაში. ამაზე მეტყველებს მოგვიანებითი პერიოდის ტერმინები სოლდო (იტალიური), სოუ (ფრანგული).

სტიპულაცია (ლათინური: Stipular - დაპირებით თავდებობა) – რომის სამართალში აბსტრაქტული ვერბალური ხელშეკრულების უძველესი სახე, რომელიც განსაზღვრული სიტყვიერი ფორმულით იდებოდა.

სტრატეგოსი (ბერძნული: - მთავარსარდალი) – ძველ ათენში მხედართმთავარი. ქრ.შ-მდე 508/507 წელს ძველ ათენში შეიქმნა ათი სტრატეგოსისაგან შემდგარი კოლეგია, რომელსაც ყოველწლიურად ირჩევდნენ და რომლებიც არმიასა და ფლოტს მეთაურობდნენ. განსაკუთრებულ ვითარებაში სტრატეგოსი-ავტოკრატორი მხადართმთავარი ხდებოდა და სახელმწიფოში მთელ ძალაუფლებას იძენდა.

სუბსტიტუცია (ლათინური: სუბსტიტუციო - შეცვლა, გამოცვლა) – რომის სამართალში ერთი პირის მეორეთი შეცვლა, ჩანაცვლება.

 

 

ტეტრარქია (ბერძნული: ოთხთა მმართველობა) – რომის იმპერიაში მმართველობის განსაკუთრებული სისტემა, რაც სახელმწიფო ტერიტორიის ოთხად დაყოფას ეფუძნება. ეს სისტემა ჩამოყალიბდა იმპერატორ დიოკლეტიანესა და მისი თანამმართველის კეისრის პერიოდში.

ტრიბა (ლათინური: Tribus - მესამედი) – 1.უძველეს რომში ათი კურიისაგან შემდგარი გაერთიანება, ტომი; 2.სერვიუს ტულიუსის რეფორმის შედეგად ტერიტორიული ოლქი.

ტრიბუნი (ლათინური: Tribunus) – ძველ რომში უმნიშვნელოვანესი არჩევითი თანამდებობა. პლებსის ინტერესების დამცველ ტრიბუნს ეწოდებოდა სახალხო ტრიბუნი. ტრიბუნის თანამდებობა არსებობდა ლეგიონებშიც სამხედრო ტრიბუნის სახელწოდებით. ტრიბუნები თავის ამომრჩეველთა ინტერესების თავგამოდებული დამცველიები იყვნენ. სარგებლობდნენ რა განსაკუთრებული უფლებებით, ისინი აკონტროლებდნენ რომაელ პოლიტიკოსთა საქმიანობას; მათ შეეძლოთ ნებისმიერი ინსტიტუტის ან პირის (დიქტატორის გარდა) წინ აღდგომა. ქრ.შ-მდე I საუკუნიდან ტრიბუნის თანამდებობა ყველაზე ავტორიტეტული და საპატიო გახდა.

ტრიერარქია (ბერძნული) – ელადაში ლიტურგიის განსაკუთრებული სახე, რაც შეძლებულ ათენელებს საკუთარი ხარჯებით სამხედრო გემის აღჭურვას ავალდებულებდა.

ტრიტიები (ბერძნული) – ელადაში განსაკუთრებული რეგიონები (საქალაქო, სანაპირო, სამიწათმოქმედო), რომლებიც შედიოდნენ კლისთენეს რეფორმებით დაწესებულ ათ ტერიტორიულ ფილაში.

ტრიუმფი (ლათინური: Triumphus) – გამარჯვების ნიშნად მთავარსარდლის პატივსაცემად გამართული ზეიმი.

 

უზუფრუქტი (ლათინური: Usus - სარგებლობა, Fructus - ნაყოფი) – სხვისი ნივთის ნაყოფით სარგებლობის უფლება.

 

 

ფასკია (ლათინური: Fascia) – ტყავის თასმებით შეკრული წნელთა კონა, რომელშიც ცული იყო ჩამაგრებული. ფასკიებს რომის მაღალი წოდების ის მაგისტრატები ატარებდნენ, რომლებიც სადამსჯელო ხელისუფლებას ახორციელებდნენ.

ფედერატები (ლათინური: Foederatus - გაერთიანებული კავშირი) – იმპერიის პერიოდის რომში გერმანული ტომების წარმომადგენლები, რომლებმაც რომთან სამოკავშირეო და საზღვრების დაცვის შეთანხმება გააფორმეს.

ფიდეიკომისი (ლათინური: Fideicommissum – სხვის პატიოსნებაზე დაყრდნობა) – რომის სამართალში ანდერძის შედგენის გარეშე არაფორმალური დანაკისრი მესამე პირის სასარგებლოდ სამკიდრო ქონების გადაცემის შესახებ.

ფიდუცია (ლათინური: Fiducia - ნდობა, სარწმუნოობა) – რომის სამართალში ნდობაზე დაფუძნებული დაგირავების ფორმა, რომლის დროსაც დაგირავებული ნივთი კრედიტორის საკუთრებად ითვლებოდა.

ფილე (ბერძნული) – 1. ჰომეროსის პერიოდის ელადაში ატიკის ტომი; 2. ძველ ათენში კლისთენეს რეფორმებით შექმნილი ტერიტორიულ-პოლიტიკური ოლქი.

ფისკი (ლათინური: Fiscus - ფულის ყუთი, სალარო) – ძველ რომში იმპერატორის ხაზინა.

ფორმულა (ლათინური: Formula - წესი, განაწესი) – 1. ძველ როში მოსამართლისადმი განკუთვნილი პრეტორის მოკლე განაწესი იმის შესახებ, ფაქტიური თუ იურიდული გარემოებების გათვალისწინებით როგორ უნდა გაამართლოს ან გაასამართლოს მოპასუხე; 2. ადრეული შუა საუკუნეების დასავლეთ ევროპაში რომელიმე გარეგების გამაფორმებელი სიგელი, საბუთის ნიუში.

ფსეთიზმა (ბერძნული) – ძველ ათენში ცალკეული პირებისათვის ეკლესიის დადგენილება.

 

 

ცენზორი (ლათინური: Censor) – მნიშვნელოვანი მაგისტრატი რესპუბლიკური პერიოდის რომში. ცენზორებს ყოფილ კონსულთაგან ირჩევდნენ 5 წელიწადში ერთხელ; მათი უფლებამოსილების ვადა 18 თვით განისაზღვრებოდა. ცენზორთა უმთავრეს მოვალეობად მოქალაქეთა აღრიცხვა, მხედართა და სენატორთა ნუსხების რევიზია ითვლებოდა. ცენსორს უფლება ჰქონდა ამოეწერა ან ჩაეწერა ამ ნუსხაში პირები. აქედან გამომდინარე, ცენზორები საკუთარ თავზე იღებდნენ მოქალაქეთა ზნის ზედამხედველობის ფუნქციასაც. გარდა ამისა, ცენზორთა საქმიანობა დაკავშირებული იყო სახელმწიფო ბიუჯეტის განაწილებასთანაც, ქალაქის ნაგებობათა დაცვა და ა.შ.

ცენტურია (ლათინური: Centum - ასი) – ძველ რომში 1.ასეული, როგორც რომაული ჯარის ერთეული; 2.რომაელ მოქალაქეთა ქონებრივი ერთ-ერთი ქონებრივი ცენზის მიხედვით გაერთიანება კომიციებში მონაწილეობის მიღების მიზნით.

ცესია (ლათინური: In Iure Cessio) – რომის სამართალში სასამართლო დათმობა, კვიტირული უფლების გადაცემის ფორმალური საშუალება პრეტორის თანდასწრებით ფორმალური სასამართლო დავის მეშვეობით.

ცივიტასი (ლათინური: Civitas) – ძველ რომში თემი-სახელმწიფო, უძველესი ლათინების, საბინიანელებისა და ეტრუსკების ტომების გაერთიანების შედეგი.

 

 

ჰელიეია (ბერძნული) – ძველ ათენში სასამრთლო ორგანო, რომელიც სოლონის პერიოდში სისხლის სამართლის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საქმეების განსახილველად და კანონმდებლობის სფეროს მაკონტროლებლად შეიქმნა.

ჰილოთები, ილოთები (ბერძნული) – ელადაში მესენიის ავტოქტონური (ძირძველი) მოსახლეობა, რომელიც სპარტის მიერ დაპყრობის შემდეგ სახელმწიფო მონები გავხდნენ. ისინი მიწის ნაკვეთებზე მიმაგრებული მონები იყვნენ და მათი მოვალეობა იყო სპარტანელებისათვის ამ მიწიდან აღებული შემოსავლის ნახევარი მიეცათ. ზოგჯერ მათ სამხედრო სამსახურაც ავალებდნენ მსუბუქი ქვეითების სახით. სრულიად უუფლებო ჰილოთები სპარტანელების მხრიდან მკაცრ მოპყრობასა და უსამართლობას აწყდებოდნენ. შესაბამისად, ჰილოთები არაერთ აჯანყებას აწყობდნენ.

 

 

ადრე და შუა საუკუნეების ევროპა

 

 

აბსოლუტიზმი – ფეოდალური წყობილების სახელმწიფოში მმართველობის ფორმა, როდესაც შეუზღუდავი უმაღლესი ხელისუფლება მონარქს ეკუთვნის.

ალოდი (გერმანული: Al - სრული, Od - მფლობელობა) – შუა საუკუნეების დასავლეთ ევროპაში თავისუფლად გასხვისებადი მიწათმფლობელობა, ინდივიდუალური საოჯახო საკუთრება.

ანტრუსტიონი – ფრანკების სამეფოში მმართველის მოსამსახურე ან დრუჟინიკი, რომელიც კანონის განსაკუთრებული მფარველობით სარგებლობდა.

არითმოსი – სამხედრო სამსახურის სანაცვლოდ მიწის სამისდღეშიო პყრობა (შდრ. ილკუმი ქონება)

არიერ-ვასალი (ფრანგული: Arriere - უკანა) – შუა საუკუნეების დასავლეთ ევროპაში ვიცე-ვასალი (ვალვასორი), წვრილი ან საშუალო ფეოდალი, რომელიც მსხვილ ფეოდალებზე, გვირგვინის ან პერების ვასალებზე იყო დამოკიდებული.

ასიზა (გვიანი ლათინური: Assisa - სხდომა) – 1.შუა საუკუნეების დასავლეთ ევროპაში ფეოდალთა სხდომა; 2.შუა საუკუნეების ინგლისში მეფის განკარგულება ან სასამართლო სარჩელის სახე, ან გამსვლელი სასამართლო ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით.

აუტოდაფე (პორტუგალიური: Auto Dafe - რწმუნების აქტი) – შუა საუკუნეების დასავლეთ ევროპაში ანაჩენის საჯაროდ გამოცხადება და აღსრულება, ინკვიზიცია, კერძოდ, გასამართლებულის ცეცხლზე დაწვა.

ათატომია (გვიანი ლათინური: Acfatmire) – ფრანკების სამეფოში ქონების გადაცემის სიმბოლური საჯარო აქტი, მესამე პირის სასარგებლოდ ჩუქების ხელშეკრულების ერთგვარი სახე, რომელიც ანდერძის ელემენტებს შეიცავს.

 

 

ბაზილიკა (ბერძნული: სამეფო სახლი) – 1. ბიზანტიაში იმპერატორის კანონი; 2. შუა საუკუნეების ევროპაში საზოგადოებრივი ნაგებობა, რომელიც სასამართლო სხდომების ჩასატარებლად, სავაჭრო გარიგებების დასადებად და სხვა დანიშნულებისათვის გამოიყენებოდა.

ბალი – შუა საუკუნეების საფრანგეთში მეფის მიერ დანიშნული მოხელე, რომელიც ბალიაჟის უფროსი იყო და საფინანსო და სასამართლო-პოლიციურ ფუნქციებს ახორციელებდა.

ბანი – 1. შუა საუკუნეების ევროპაში ვასალების სამხედრო სამსახურში გაწვევა; 2. ფრანკების სამეფოში ჩვეულებითი სამართლით გათვალისწინებული მეფის უფლებამოსილება გამოსცეს საკანონმდებლო აქტები; 3.შუა საუკუნეების გერმანიაში მეფის განაჩენით გასამართლების უფლება.

ბანალიტეტი (ფრანგული: Banalite - სენიორისთვის განკუთვნილი) – შუა საუკუნეების ევროპაში სასოფლო-სამეურნეო წარმოებაზე (წისქვილები, ღუმელები და სხვა) ფეოდალების მონოპოლიური უფლება.

ბეილიფი – შუა საუკუნეების ინგლისში სასამართლო მოხელე, ასეულის უფროსი და შერიფის თანაშემწე.

ბენეფიციუმი (ლათინური: Beneficium - წესრიგი, მოწყალება) – 1.შუა საუკუნეების ევროპაში მიწის სამისდღემშიო პირობადადებული პყრობა, სამხედრო ან ადმინისტრაციული სამსახურისათვის ვასალის ანაზღაურება; 2.რომაულ-კათოლიკურ ეკლესიაში საეკლესიო თანამდებობდა, რომელიც გარკვეულ შემოსავალთან იყო დაკავშირებული.

ბუკლენდი – შუა საუკუნეების ინგლისში მიწის მფლობელობა, რომელიც მეფის მიერ  საეკლესიო დაწესებულების ან არისტოკრატიის წარმომადგენლს წყალობის სახით გადაეცემა.

ბრევე – რომის პაპის ნორმატიული აქტის ერთ-ერთი სახე.

ბულა (ლათინური: Bulla - ლითონის ბურთი) – რომის პაპის ან გერმანიის იმპერატორის ნორმატიული აქტი (სიგელი, დადგენილება ან განკარგულება), რომელიც მრგვალი ლითონისებრი ბეჭდით ილუქებოდა.

ბურჟუა – 1. შუა საუკუნეების დასავლეთ ევროპაში საქალაქო ფენის წარმომადგენელი; 2. შუა საუკუნეების საფრანგეთში ასევე მსხვილი მწარმოებელი ან ფინანსისტი.

 

 

გერეფა – ნორმანდიულ ინგლისამდე მეფის წარმომადგენელი ფართო სასამართლო-პოლიციური უფლებებით, ქალაქის ან ოლქის მმართველი.

გლაფორდი – ანგლო-საქსებში ერლების ან ტემების რიცხვიდან მფარველი, რომელიც საგადასახადო იმუნიტეტის სიგელით და მთელ საიმუნიტეტო ტერიტორიაზე საპოლიციო და სასამართლო ხელისუფლებით იყო აღჭურვილი.

გლოსა (ბერძნული: არაჩვეულებრივი სიტყვა, რომელსაც განმარტება ესაჭიროება) – შუა საუკუნეების დასავლეთ ევროპაში იურიდიულ ნაშრომში ცალკეულ სიტყვაზე მოკლე შენიშნვა ან განმარტება, რომელიც სტრიქონებს შორისა ან ველზეა განმარტებული.

 

 

ეპიტიმია (ბერძნული: სასჯელი) – ეკლესიის კანონებისა და მღვდლების მითითებების დარღვევისათვის გათვალისწინებული საეკლესიო სასჯელი, რომელიც ხანგრძლივ ლოცვებს, მკაცრ მარხვებსა და უზიარებლობას გულისხმობდა.

ერესი (ბერძნული) – მძიმე დანაშაული, რომელიც დოგმატიკის, კულტურისა და საეკლესიო ორგანიზაციის საკითხებში ეკლსიის ოფიციალური დოქტრინიდან გადახვევას გულისხმობს.

ერლები – ნორმადნიულ ინგლისამდე გვაროვნული არისტოკრატია, მოგვიანებით – გრაფები.

 

 

“ვარსკვლავთა პალატა” (ინგლისური:Court of Strar Chamber) – შუა საუკუნეების ინგლისში განსაკუთრებული სასამართლო, რომელიც პოლიტიკური დანაშაულის საქმეებს განიხილავდა.

ვასალი (ფრანგული: Vassal - მსახური) – შუა საუკუნეების დასავლეთ ევროპაში მიწათმფლობელი, რომელიც თავის სენიორს ექვემდებარებნოდა და ვასალური გარიგების საფუძველზე, ვალდებული იყო მის სასარგებლოდ გარკვეული სამსახური გაეწია.

ვერგელდი (გერმანული: Werged - ადამიანის ფასი) – ადრე შუა საუკუნეების სამართალში თავისუფალი ადანიანის მოკვლისათვის გათვალისწინებული ფულადი კომპენსაცია.

ვიდოკი – კიევის რუსეთში თვითმხილველი მოწმე.

ვიკარიუსი – საეპისკოპოში, მონასტერში სასულიერო პირის მოადგილე; კათოლიკური ეკლესია რომის პაპს “იესო ქრისტეს ვიკარიუსს” უწოდებს.

ვილანი (ლათინური: Villa - მამული, ნაკვეთი) – შუა საუკუნეების დასავლეთ ევროპაში გლეხობის კატეგორია, რომელიც ბატონზე განსხვავებული ზომით იყო დამოკიდებული (ინგლისში უფრო მეტად, ვიდრე საფრანგეთში).

ვოტჩინა – კიევის რუსეთში მამული.

ზაკუპი – კიევის რუსეთში მოსახლეობის კატეგორია, რომელიც კრედიტორის სასარგებლოდ მუშაობდა აღებული ვალის დასაფარავად.

 

 

იმედიატიზაცია – შუა საუკუნეების ევროპაში არიერ-ვასალების უშუალოდ მეფისადმი დაქვემდებარებაში გადასვლის პროცესი.

ინკვიზიცია (ლათინური: Inquisirere - გამოძიება, გამოკვლევა) – შუა საუკუნეების ევროპაში კათოლიკური ეკლესიის ტრიბუნალი, რომელიც საგამოძიებო, სასამათლო და სადამსჯელო ფუნქციებს ახორციელება. როგორც კი ქრისტიანობა ოფიციალურად რელიგიად დაკანონდა, ყველა სხვა რელიგიური მიმდინარეობისა თუ იდეოლოგიის დევნა დაიწყო. ინკვიზიციის მთავარი მიზანი იყო კათოლიკური ეკლესიისათვის მაქსიმალური სარგებლის მოტანა და საერო ხელისუფლებისათვის შემოსავლების მოზიდვა. აღნიშნული ტრიბუნალი ერესებს ებრძოდა (იხ. ერესი).

ინი (ინგლისური: Inn of Court) – შუა საუკუნეების ინგლისში დახურული იურიდიული კორპორაცია, სადაც მომავალ მოსამართლეებსა და სამართალდამცველებს ამზადებდნენ.

ინტენდანტი (ფრანგული) – შუა საუკუნეების საფრანგეთში მეფის მიერ დანიშნული პროვინციის მმართველი, რომელსაც ადმინისტრაციული, საფინანსო და სასამართლო ხელისუფლება გააჩნდა.

იუსტიციარი – შუა საუკუნეების ინგლისში ინგლის-ნორმანდიელთა მეფეებისა და პლანტაგენტების დინასტიის პირველი მეფეების დრო უმაღლესი მოსამართლე და მრჩეველი.

 

კამერარიუსი 1. ფრანკების სამეფოში ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობა; 2. ადრეფეოდალურ გერმანიასა და ნორმანდიულ ინგლისში ხაზინის შემოსავლებსა და სასახლის ქონებაზე ზედამხედველი პირი.

კანონი (ბერძნული: ნორმა, წესი) – 1. კანონიკური ნორმების ერთობლიობა; 2. ბიზანტიაში მიწის გადასახადი.

კაპიტულარი (ლათინური: Capitulom - თავი, კანონის მუხლი) – ადრეული შუა საუკუნეების ევროპაში მეფის აქტი.

კერლი – ანგლო-საქსების სამეფოში  მეთემე გლეხი.

კომენდაცია (ლათინური: Commendere - რწმუნება, გადაცემა) – შუა საუკუნეების ევროპაში მფარველობის განსაკუტრებული ხელშეკრულება, რომელიც ეკლესია-მონასტერსა და გლეხს შორის ფორმდებოდა.

კომპოზიცია – დაზარალებულისათვის ზიანის ფულადი ანაზღაურება.

კონეტაბლი – 1. შუა საუკუნეების საფრანგეთში მთელი შეიარაღებული ძალების მეთაური; 2. შუა საუკუნეების ინგლისში სამხედრო იურისდიქციის მქონე თანამდებობის პირი.

კოპიჰოლდი (ინგლისური: Copyhold) – შუა საუკუნეების ინგლისში დამოუკიდებელი მიწათმფლობელობა, როდესაც პირადი და მიწის გადასახადის გადახდა მანორის სასამართლო გადაწყვეტილებების ასლების საფუძველზე ხდება.

კურფიურსტი – შუა საუკუნეების გერმანიაში ერთ-ერთი (სამ სასულიერო და ოთხ საერო) ყველაზე გავლენიან და მსხვილ ფეოდანთაგანი, რომელიც იმპერატორს ირჩევდა.

კუტიუმი – შუა საუკუნეების საფრანგეთში ცალკეული პროვინციის, სენიორის, თემის სამართლებრივი ჩვეულება.

 

ლანდზასები – შუა საუკუნეეში გერმანიის მოსახლეობა, რომელიც იჯარით აღებულ მიწის ნაკვეთებზე ცხოვრობდა.

ლანდრეხტი (გერმანული: Landrecht) – შუა საუკუნეების გერმანიაში 1.ადგილობრივი სამართალი (ცალკეული მიწის სამართალი), რომელიც “საგრაფო იურისდიქციის” სასამრთლოებში გამოიყენებოდა; 2.“საქსონიის საკრის” ერთ-ერთი ნაწილი.

ლენდლორდი – შუა საუკუნეების ინგლისში მემკვიდრეობითი მსხვილი მიწათმფლობელი-არისტოკრატი.

ლენრეხტი (გერმანული: Lehrnrecht) – შუა საუკუნეების გერმანიაში სამართლის ნორმათა ერთობლიობა, რომელიც მიწათმფლობელობასთან დაკავშირებით სენიორსა და ვასალს შორის ურთიერთობას არგულირებდა.

ლეტი – ანგლო-საქსების სამეფოში თემის შეზღუდულქმედუნარიანი,  ნახევრადთავისუფალი მოსახლე.

ლიტი – 1. ფრანკების სამეფოში თემის შეზღუდულქმედუნარიანი ნახევრადთავისუფალი მოსახლე;  2. შუა საუკუნეების გერმანიაში გლეხების კატეგორია.

 

 

მაიორატი (ლათინური: Maior - დიდი, უფროსი) – მემკვიდრეობის განსაკუთრებული პრინციპი, რომლის მიხედვითაც მამკივიდრებლის ქონება უფროს ვაჟიშვილს ან გვარის უფროს მამაკაცს გადაეცემოდა.

მაიორდომი – ფრანკების სამეფოში სამეფო ადმინისტრაციის უფროსი.

მალუსი – ფრანკების სამეფოში ასეულის თავისუფალი ადამიანების შეკრება.

მანორიალური სისტემა (ლათინური: Manere in Loco - ადგილის დაკავება) – შუა საუკუნეების სამართლებრივი სისტემა, რომელიც არგულირებდა ურთიერთობას “პომეშიკ-გლეხისა” და საფეოდალოში სასოფლო-სამეურნეო წარმოებას – მანერე.

მინისტერიალი – 1. ფრანკების სამეფოში უმაღლესი თანამდებობის პირი; 2. შუა საუკუნეების გერმანიაში მეფისა და სამხედრო-ადმინისტრაციული ვალდებულებების მქონე მსხვილი ფეოდალის არათავისუფალი მსახური.

 

ომაჟი (ლათინური Homo - ადამიანი, ფრანგული: Homage) – შუა საუკუნეების დასავლეთ ევროპაში ვასალური ხელშეკრულების დადებისა და რაინდად კურთხევის წესი, რომელსაც თან ერთგულების ფიცის ახლდა.

 

 

პრევო – შუა საუკუნეების საფრანგეთში სასამართლო, საგადასახადო და სხვა ფუნქციებით აღჭურვილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ოლქის მმართველი.

პრეკარიუმი (ლათინური: Praearium - თხოვნით გადაცემული) – შუა საუკუნეების ევროპაში გლეხსა და ბატონს შორის დადებული ხელშეკრულება, რომელიც ბატონის მიერ გლეხისათვის, მფარველობაში შესვლისა და მის სასარგებლოდ გადასახადებისა და სხვადასხვა მოვალეობის შესრულების პირობით, მიწის ნაკვეთის გადაცემას გულისხმობდა

პერი – 1. შუა საუკუნეების ევროპაში მსხვილი ფეოდალები, რომლებიც ფორმალურად მეფის ვასალები იყვნენ, თუმცა ფაქტიურად მეფის თანასწორად მიიჩნევდნენ თავს; 2. შუა საუკუნეების ინგლისის პარლამენტში ლორდთა პალატის წევრები.

პოსლუხი – მოწმე, რომელმაც დანაშაულის შესახებ გადმოცემით იცის, მონაცემები  გზით მოიპოვა.

პროდაჟა – სისხლის სამართლის სასჯელი (ჯარიმა), რომელიც ოდენობა დანაშაულის სიმძიმის მიხედვით დგინდებოდა. პრიდაჟას დაზარალებულს ან მის ოჯახს უხდიდნენ.

 

 

ჟაკერია – 1358 წელს საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში გლეხების ანტიფეოდალური აჯანყება. აღნიშნული სახელწოდება მიიღო საფრანგეთსი ფართოდ გავრცელებული სახელის - Jacques Jak - მიხედვით. აჯანყებულების ფეოდალური დაქვემდებარებულობისა და საგლეხო დამოკიდებულების წინააღმდეგ გამოდიოდნენ.

ჟენერალიტეტი – შუა საუკუნეების საფრანგეთში საგადასახადო მიზნით ცალკე გამოყოფილი საგანგებო ოლქები.

 

რაინდი – შუა საუკუნეების დასავლეთ ევროპაში სამხედრო-ფეოდალურ წოდებას მიკუთვნებული პირი.

რახინბურგი (ლათინური: მოლაპარაკე კანონი) – ფრანკების სამეფოში სამართლისა და ადგილობრივი ჩვეულებების მცოდნეები, ასეულების სასამართლოების პროცესების მონაწილეების.

რეიპუსი – ფრანკების სამეფოში ქვრივის გამოსასყიდი, რომელსაც მომავალი მეუღლე საცოლის გარდაცვლილი ქმრის ნათესავებს უხდიდა.

რემონსტრაცია – შუა საუკუნეების საფრანგეთში პარიზის პარლამენტის პრეროგატივა უარი თქვას მეფის ორდონანსების რეგისტრაციაზე.

 

 

სენეშალი – 1. კაროლინგების დინასტიის ფრანკების სამეფოში მეფის ადმინისტრაციის უფროსი; 2. შუასაუკუენეების საფრანგეთში გვირგვინის წარმომადგენელი ბალის უფლებებით სენიორს მიერთებული დომენის და სასაზღვრო ტერიტორიებზე.

სერვი (ლათინური: სერვუს - მიწაზე მიმაგრებული მონა) – შუა საუკუნეების ევროპაში პირადად დამოუკიდებელი გლეხი, რომელიც ბატონის სასარგებლოდ ნატურითა და ფულით იხდიდა გადასახადს.

სკაბინი – ფრანკების სამეფოში ასეულთა სასამართლოს წევრი.

 

 ტ

 

ტრიაჟი – აბსოლუტიზმის ეპოქის საფრანგეთში თავადების უფლება საგლეხო თემის კუთვნილი მიწის ერთი მესამედის გამოღების უფლება, ხაზინაში სატანადო თანხის გადახდის სანაცვლოდ.

ტუნგინი – ფრანკების სამეფოში ასეულთა სასამართლოს წარმომადგენელი.

 

 

უიტანაგემოტი – ნორმანდიულ ინგლისამდე მეფესთან არსებული “ბრძენთა” საბჭო.

 

ფარის ფული – შუა საუკუნეების ინგლისში ფულადი კონპენსაცია, რომელსაც ვასალები სამხედრო სამსახურისაგან გათავისუფელბის სანაცვლოდ მეფის სასარგებლოდ იხდიდნენ.

ფეოდი – შუა საუკუნეების დასავლეთ ევროპაში მემკვიდრეობითი მიწათმფლობელობა, რომელიც სენიორისაგან ვასალს გარკვეული (სამხედრო, ადმინისტრაციული) სამსახურის სანაცვლოდ ჰქონდა ნაწყალობები.

ფოლკლენდი – შუა საუკუნეების ინგლისში თავისუფალი მეთემის მიწის მფლობელობა.

ფორმარიაჟი – შუა საუკუნეების საფრანგეთში ბატონის მიერ ქორწინებაზე გაცემული საგანგებო ნებართვა.

ფრიჰოლდი (ინგლისური: Freehold) – შუა საუკუნეების ინგლისში, პირადი ან რაინდული სამსახურის სანაცვლოდ, მიწების თავისუფალი მფლობელობა, ასევე თავისუფალი გლეხის მიწაზე მფლობელობა, რისთვისაც გლეხი ლორდს ფიქსირებულ თანხას უხდიდა.

 

ღალატი (ლათინური: Tradere - გაიძვერული ღალატის აქტი) – შუა საუკუნეების ინგლისში მძიმე დანაშაული, რომელიც მეფისადმი მისი ქვეშევრდომების მიერ ერთგულების მოვალეობის დარღვევას (“დიდი ღალატი” – High Treason) ან ბატონის წინაშე დაქვემდებარებული პირის ღალატს (“მცირე ღალატი” – Petty Treason) გულისხმობდა.

შევაჟი – შუა საუკუნეების საფრანგეთში სერვის მიერ გადახდილი სულადობრივი გადასახადი.

შერიფი – შუასაკუნეების ინგლისში თანამდებობის პირი, რომელსაც ადგილებზე სასამართლო, საპოლიციო, სამხედრო და ფინანსური უფლებამოსილება გააჩნდა.

შეფენები – შუა საუკუნეების გერმანიაში “არაკეთილშობილი” თავისუფალი მოსახლეობის წარმომადგენელები, რომელთა რიგებიდან სათემო სასამართლოების მოსამართლეებს ირჩევდნენ.

 

ცენზიტარიუსი – წოდებრივ-წარმომადენლობითი პერიოდის საფრანგეთში პირადად თავისუფალი მასა, რომელიც საკუთარი სენიორის სასარგებლოდ იხდიდად ფულის რენტას (ცენზს), რომლის მოცულობაც მუდმივად იცვლებოდა.

 

 

ჯენტრი შუა საუკუნეების ინგლისში “ახალი აზნაურობა”, მიწათმფლობელები, რომლებიც ახალ, კაპიტალისტურ მეურნეობასთან იყვნენ დაკავშირებულნი.

 

 

ჰოფტაგი  – შუა საუკუნეების გერმანიაში იმპერატორთან არსებული სამეფო საბჭო, რომელიც მნიშველოვან სახელმწიფო საქმეებს განიხილავდა.

ჰერიოტი – 1. ნორმანდიულმდე ინგლისში ვასალის ქონების ნაწილი, როგორც წესი, მისი შეიარაღება, რომელიც მემკვიდრეობის წესით სენიორზე გადადიოდა; 2. შუა საუკუნეების ინგლისში მიწის გადასახადიკოპიგოლდის მემკვიდრეობით მიღებისას.

 

 

თანამედროვე ეპოქა

 

 

აბოლიციონიზმი (ლათინური: გაუქმება, უარყოფა) –   აშშ-ში მონობის გასაუქმებლად წარმოებული მოძრაობა, რომელიც ორგანიზაციულად XIX საუკუნის 20-იან წლებში გაფორმდა; აბოლიციონიზმი ასევე გვხვდება დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და სხვა ქვეყნების კოლონიებშიც.

ადმინისტრაციული იუსტიცია – 1. სახელმწიფო მმართველობის სფეროში კანონიერების დაცვაზე ზედამხედველობის საგანგებო ორგანოთა სისტემა; 2. ერთი მხრივ, მოქალაქეს ან ორგანიზაციასა და მეორე მხრივ, სახელმწიფო მმართველობის ორგანოს შორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი დავების გადაწყვეტის საგანგებო პროცესუალური წესი.

ავტორიტარიზმი (ლათინური Auctoritatis - ხელისუფლება, ძალაუფლება, ფრანგული აუტორირატისმე) – 1. სახელმწიფო ხელისუფლების ანტიდემოკრატიული სისტემა, რომელიც,  როგორც წესი, პიროვნულ ან კლასობრივ დიქტატურას ემყარება; 2. პოლიტიკური რეჟიმი, რომელიც ხასიათდება ერთი უწყების ან ერთი პირის ხელში მოქცეული ცენტრალიზებული სახელმწიფო ხელისუფლებით, რასაც უაპელაციო მმართველობის მეთოდი და უპირობო დაქვემდებარებულობა ახასიათებს.

ანექსია (ლათინური: Annexio - მიერთება) – სახელმწიფოსთან რომელიმე ტერიტორიის მიერთება, რასაც, ჩვეულებრივ, წინ უძღვის მიერთებული ტერიტორიის დაპყრობა ან ოკუპაცია.

“ასი დღე” – საფრანგეთში ნაპოლეონ I-ის მმართველობის პერიოდი (1815 წლის 20 მარტი - 22 ივნისი), რომელიც მისი კუნძულ ელბაზე გაქცევის შემდეგ დამყარდა და ვატერლოოზე (1815 წლის 18 ივნისს) ფრანგული არმიიის დამარცხებითა და (1815 წლის 22 ივნისს) ნაპოლეონის გადადგომით დასრულდა. [ვატერლოო – დასახლებული პუნქტი ბელგიაში].

აუდიენცია (ლათინური: Audientia - მოსმენა) – ვიცე-მეფესთან ან გენერალ-კაპიტანთან შექმნილი საგანგებო სასამართლო-ადმინისტრაციული ორგანო, რომელმაც დიდი როლი ითამაშა ლათინური ამერიკის ქვეყნების კოლონიზაციურ მმართველობაში.

აქტი – სახემწიფო ორგანოს მიერ გამოცემული საბუთი, რომელიც საერთო-ნორმატიულ ან ინდივიდუალურად განსაზღვრულ მითითებებს შეიცავს.

 

 

ბილი – (ლათინური: Bulla - გზავნილი, სიგელი,  ინგლისური: Bill) – 1. სასამართლოში სასარჩელო საჩივარი; მოგვიანებით, პეტიცია, რომელიც პარლამენტში შედიოდა; 2. კანონპროექტი, ასევე ზოგიერთი საკონსტიტუციო აქტის სახელმწოდება (მაგალითად, ბილი უფლებათა შესახებ).

ბილი უფლებათა შესახებ – კონსტიტუციური დეკლარაცია, რომლითაც განისაზღვრა მოქალაქეთა ძირითადი უფლებები და თავისუფლებები და მათი დაცვა სახელმწიფოს მხრიდან ჩარევისაგან უზრუნველყოფილი იქნა (ინგლისი - 1686 წ., აშშ -1791).

ბონაპარტიზმი – 1. ნაპოლეონ ბონაპარტეს დროს საფრანგეთში არსებული არამყარი სოციალური უთანასწორობის პერიოდის პოლიტიკური რეჟიმი; 2. ავტორიტარული მმართველობის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც სამხედრო-პოლიციური ტერორითა და ბიუროკრატიზმით ხასიათდება, სამხედრო ძალას ემყარება და ბურჟუაზიასა და უბრალო ხალხს შორის ლავირებს.

 

გესტაპო (გერმანული: Geheime Staatspolizei, შემოკლებით Gestapo) – ნაცისტურ გერმანიაში მესამე რეიხის სახელმწიფო საიდუმლო პოლიცია, რომელიც განსხვავებულად მოაზროვნე, ნაციზმის რეჟიმით უკმაყოფილო მოსახლეობას ებრძოდა; გესტაპო ნაცისტური ტერორის სიმბოლოდ იქცა.

გეტო კანონები – ნაცისტურ გერმანიაში 1935 წლის 15 სექტემბერს მიღებული ორი კანონი მოქალაქეობისა და რასის შესახებ, რომლითაც განისაზღვრა მესამე რეიხში ებრაელების სტატუსი მათი პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებების შეზღუდვის მიზნით.

 

დირექტორია (ლათინური: Directorium - მიმართულება, მმართველობა) – საფრანგეთში აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო, რომელიც 1795 წლის 4 ნოემბერს  შეიქმნა და 1799 წლის 10 ნოემბრამდე არსებობდა; ეს ორგანო ხუთი დირექტორიისაგან შედგებოდა, ხუთასთა საბჭოსა და უხუცესთა საბჭოს მიერ ირჩეოდა.

დომიცილი, დომიცილიუმი (ლათინური: Domicilium - ადგილსამყოფელი, საცხოვრებელი) – 1. პირის საცხოვრებლის ან ორგანიზაციის ადგილსამყოფელის იურიდიული მნიშვნელობა; 2. თანამედროვე საოჯახო სამართალში ცოლის უფლება დამოუკიდებელს საცხოვრებელზე.

დოფინი – საფრანგეთში ტახტის მემკვიდრი წოდება.

 

 

ინდეპენდენტები (ინგლისური: Independent - დამოუკიდებელი) – ინგლისში XVII საუკუნის რევოლუციის პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც კონსტიტუციური მონარქიის აღდგენას, ცენტრალიზებული ეკლესიის გამარტივებასა და ადმინისტრაციული აპარატისაგან დამოუკიდებელი ადგილობრივი რელიგიური საზოგადეობების შექმნას ისახავდა მიზნად. (იხ. ლევერელები)

 

კონგრესი (ლათინური: Congessio - შეხვედრა, ურთიერთობა) – 1. მმართველი პირების შეხვედრა საერთო საქმის განსახილველად; 2. აშშ-ში საკანონმდებლო ორგანო; 3. საფრანგეთში დეპუტატების პალატისა და სენატის გაერთიანებული შეკრება.

 

 

ლევერელები (ლათინური: Levis - გლუვი, სწორი, ინგლისური: Levellers) – XVII საუკუნის რევოლუციის ინგლისში პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც ინდეპენდენტების შემადგენლობას გამოეყო და სახალხო სუვერენიტეტს, საყოველთაო თანასწორობას, ერთპალატიანი პარლამეტის შემოღებასა და რესპუბლიკის გამოცხადებას ითხოვდა. (იხ. ინდენპენდენტები).

 

ორმაგი ვოტუმი – ინგლისში ამომარჩევლის უფლება არჩევნებში ორჯერ მისცეს ხმა – საცხოვრებლისა და უძრავი ქონების ადგილსამყოფელის მიხედვით; 1949 წელს აღნიშნული წესი გაიქმდა.

 

პრობაცია – ინგლისში პირობითი გათავისუფლება, რომელიც როგორც სასჯელის ფორმა ისე გავრცელდა და განსასჯელის სოციალური ადაპტაციის ეფექტური საშუალება გახდა; პრობაცია სპაციალური სოციალური სამსახურის ზედამხედველების განსაკუთრებული მეთვალყურეობით ხორციელდებოდა.

პურიტანიზმი (ლათინური: Purus - სუფთა) – ინგლისში რელიგიურ-პოლიტიკური მოძრაობა, რომლის მიზანი იყო კათოლიციზმისაგან  ანგლიკანური ეკლესიის “გაწმენდა”.

 

 

ჟირონდისტები – საფრანგეთში XVIII საუკუნეში რევოლუციის პერიოდის პოლიტიკური დაჯგუფება, რომელიც სავაჭრო-სამეწარმეო და სამიწათმოქმედო ბურჟუაზიის ინტერესებს იცავდა; ამ დაჯგუფებამ სახელწოდება ჟირონდის დეპარტამენტისაგან მიიღო.

 

 

როიალისტი (ფრანგული: Roi - მეფე) – მონარქიის, სამეფო ხელისუფლების მომხრე.

 

 

სამოქალაქო სია – კონსტიტუციური მონარქიის დროს პარლამენტის აქტი, რომელიც განსაზღვრავს მონარქისა და სამეფო კარის შენახვის ფულად ხარჯებს.

“სამოქალაქო სიკვდილი” – სისხლის სამართლის ღონისძიება, რომლის მიხედვითაც განსასჯელი მთელ ქონებაზე კარგავდა უფლებას, “თითქოს ბუნებრივი ფორმით გარდაცვლილიყო”.

 

უნია (ლათინური: Unio - გაერთიანება) – მონარქიული სახელმწიფოების ერთი სუვერენის გვირგვინის ქვეშ გაერთიანება. განასხვავებენ პირად უნიას – როცა ორი ან მეტი სახელმწიფოს სათავეში ერთი სუვერენი იმყოფება და რეალურ უნიას – როცა რამდენიმე სახელმწიფო ხელშეკრულების საფუძველზე ერთიანდება.

 

 

“შავი კოდექსები” (ინგლისური: Black Codes) – აშშ-ში 1865-1866 წლებში ჩრდილოეთის შტატებში მონობის გაუქმების სანაცვლოდ გამოცემული საკანონმდებლო აქტები, რომლებიც რასობრივ დისკრიმინაციას აკანონებდნენ.

შეფენების სასამართლო – გერმანიასა და სკანდინავიაში სასამართლოს ფორმა, როდესაც პროფესიონალი მოსამართლე და მოსახლეობის წარმომადგენლები ერთიან კოლეგიას ქმნიდნენ.

 

ჰაბეას კორპუს აქტი (ლათინური: Hasbeos - შეყოვნება, Corpus - სხეული) – ინგლისში 1679 წელს მიღებული კანონი ქვეშევრდომთა თავისუფლებების უკეთ უზრუნველყოფისა და ოკეანის მიღმა გადასახლების გაფრთხილების შესახებ, რომელიც მიზნად ისახავდა გაემარტივებინა სასამართლო ბრძანების მიღება დაკავებულის სასამართლოში წინასწარ მიყვანის პროცედურა და მისი დაცვის ქვეშ ყოფნა.

 

 

ისლამური სამყარო

 

 

იმამი – 1. ცალკეულ ქვეყნებში მუსულმანთა სულიერი ლიდერი, რომელსაც ზოგჯერ საერო ხელისუფელბაც გააჩნია; 2. მეჩეთში სასულიერო პირი; 3. სუნიზმის ოთხთაგან თითოეული რელიგიური-იურიდიული განმარტების ფუძემდებელი;  4. შიიტების ლიდერი.

იჯმა – ისლამური სამართლის ერთ-ერთი წყარო, მსჯელობა რელიგიურ-სამართლებრივ საკითხებზე, მუჰამედის მიმდევრებისა და ავტორიტეტული ღვთისმსახურების მოსაზრებები.

 

 

კაფარა – შარიათში რელიგიური გამოსასყიდი, როგორც სასჯელის ზომა.

კიასი – ისლამურ სამართალში სასამართლოში საქმის ანალოგიით მსჯელობა, ანალოგიის პრინციპით გადაწყვეტა, ე.ი. ყურანის ნორმების გამოყენება.

 

 

მალიქიტი – ერთ-ერთი სუნიტური სამართლებრივი სკოლა.

 

 

სუნა (არაბული: As-Suna - მისაღები საქციელი) – გადმოცემის ფორმით დაფიქსირებული წინასწარმეტყველ მუჰამედის სიტყვები და საქციელი, რომლებიც სამაგალითოდ არის მიჩნეული და ისლამის მიმდევართათვის სავალდებულოდ შესასრულებელია.

 

ურფი – შარიათით აღიარებული ჩვეულებითი სამართალი.

 

 

ფეტვა – ცალკეულ სამართლებრივ საკითხებზე მუფტიების გადაწყვეტილებები და მოსაზრებები.

ფიკჰი – შარიათის ნორმატიული ნაწილი.

 

შარიათი (არაბული: Saria - მართალი გზა) – რელიგიურ და სამართლებრივ ნორმათა სისტემა, რომელიც უშუალოდ ყურანს ეფუძნება.

შაფიიტები – სუნიტური სამართლებრივი სკოლის წარმომადგენელბი.

 

 

ხარაჯა – არამუსლიმებისათვის დაწესებული საადგილმამულო გადასახადი.

 

ჯიზია – არამუსლიმებისათვის დაწესებული სულადობრივი გადასახადი.

 

 

ჰანბალიტები – სუნიტური სამართლებრივი სკოლის წარმომადგენლები.

 

21.VI.2007. 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / კანონები / უავტორო / სამართლის ისტორიის ტერმინების მოკლე ლექსიკონი