ასტეროიდები 

 

 

 

 

253 მატილდა, ჩ-ტიპის ასტეროიდი.მცირე ცთომილები, ასტეროიდები, მზის ირგვლივ ელიფსურ ორბიტებზე მოძრავი სხეულები, რომელთა ზომები 9 დიდ ცთომილთან შედარებით მცირეა. მაგ., ცერერას დიამეტრია 770 კმ, პალადასი  490 კმ, ვესტასი  385 კმ, სხვებისა - ბევრად ნაკლები.

 

XX საუკუნეში აღმოჩენილია მხოლოდ 40კმ-ზე ნაკლებ დიამეტრიანი მცირე ცთომილები. ყველა იმ მცირე ცთომილებს, რომელთა ორბიტა ზუსტადაა გამოთვლილი, საკუთარი სახელი და მუდმივი ნომერი აქვს. ასეთი ცთომილების რიცხვი 2500-ზე მეტია. მათზე ინფორმაცია ყოველწლიურად ქვეყნდება საერთაშორისო გამოცემაში "მცირე ცთომილების ეფემერიდები".

 

მცირე ცთომილების ორბიტები ძირითადად მარსისა და იუპიტერის ორბიტებს შორისაა. მათ დიდი ექსცენტრისიტეტები აქვთ, ეკლიპტიკის სიბრტყისადმი საშუალო დახრილობა კი 9,54°-ია.

 

 

 

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / ფიზიკა / უავტორო / ასტეროიდები