მარსი (პლანეტა) 

 

 

ფიზიკური მახასიათებლები

ეკვატორიალური რადიუსი 3402.5 კმ

პოლუსური რადიუსი 3377.4 კმ

მოცულობა 1.638Ч1011 კმі

მასა 6.4185Ч1023 კგ

სიმკვრივე 3.934 გრ./სმі

ზედაპირის ფართობი 144 800 000 კმІ

გრავიტაცია ეკვატორის ზონაში 3.69 მ/წმІ, ანუ 0.376 გ

მეორე კოსმოსური სიჩქარე 5 072 მ/წმ

ბრუნვის სიდერიკული პერიოდი 24.622962 სთ.

ეკვატორული დახრა ორბიტისადმი 25.19°

ზედაპირის ტემპერატურა წთ. საშ. მაქს.

133 K 210 K 280 K

 

ორბიტალური მახასიათებლები

საშუალო მანძილი მზიდან 227 936 637 კმ (1.523 662 31 ?.?.)

პერიჰელიუმი 206 644 545 კმ

აფელიუმი 249 228 730 კმ

მოტრიალების პერიოდი 686.9601 დედამიწის დღე

საშუალო ორბიტალური სიჩქარე 24 077 მ/წმ

ორბიტის ექსცენტრისიტეტი 0.09341233

ორბიტის დახრა ეკლიპტიკის სიბრტყის მიმართ 1.85061°

თანამგზავრი და 2 (ფობოსი, დეიმოსი)

წარმოადგენს მზის თანამგზავრს 

ატმოსფეროს ძირითადი შემადგენლობა

ნახშირბადი 95.32 %

აზოტი 2.7 %

არგონი 1.6 %

ჟანგბადი 0.13 %

 

 

 

 

მარსი მეოთხე პლანეტაა სიშორით მზის სისტემაში. მას რომაული ომის ღმერთის მარსის სახელი ჰქვია (არესი ბერძნულ მითოლოგიაში). მას მეტსახელად წითელი პლანეტა ჰქვია დედამიწიდან, ღამის ცაზე, მისი შეფერილობის გამო. მას ორი თანამგზავრი ჰყავს - ფობოსი და დეიმოსი - მცირე და უსწორმასწორო ზედაპირის სხეულები, შესაძლოა მარსის გრავიტაციაში მოქცეული ასტეროიდები იყოს.

 

პრეფიქსი არეო- მიუთითებს მარსზე ისევე როგორც გეო- მიუთითებს დედამიწაზე, მაგალითად, არეოლოგია/გეოლოგია. არეოლოგია ასევე მიუთითებს მარსის ერთიანად და არა მხოლოდ პლანეტის გეოლოგიური პროცესების შესწავლაზე.

 

მარსის ასტრონომიული სიმბოლოა 2, რომელიც სტილიზებული რეპრეზენტაციაა ღმერთი მარსის შუბისა და ფარის და ბიოლოგიაში მას იყენებენ როგორც მამრობითი სქესის ნიშანს.

 

ჩინურ, კორეულ, იაპონურ და ვიეტნამურ კულტურებში პლანეტას მოიხსენიებენ როგორც ცეცხლოვან ვარსკვლავს ([), ძველი ჩინური ხუთი ელემენტის მითოლოგიურ ციკლზე დაყრდნობით.

 

პლანეტაზე თვეების განმავლობაში ქარიშხლები მძვინვარებს. პლანეტის ფერი მოწითალო, სისხლისფერია. ეს ფერი ძველ ბერძენთა და რომაელთა წარმოდგენაში ომთან და სისხლის ღვრასთან ასოცირდებოდა. სწორედ ამიტომ, ბერძნები და რომაელები ამ პლანეტას ომის ღმერთთან აიგივებდნენ.

 

პლანეტაზე არის წარმონაქმნები, რომლებიც მდინარის ამომშრალ კალაპოტს გვაგონებენ. ამ კალაპოტებში წყალი არ არის. პლანეტის ზედაპირზე უამრავი ჩამქრალი ვულკანის კერა და მეტეორიტული კრატერებიც შეინიშნება. მთა ოლიპმი, რიმელიც მარსზე მდებარეობს, ყველაზე მაღალი მთაა მზის სისტემაში - მისი სიმაღლეა 28 ათასი მეტრი, ანუ 28 კილომეტრი.

 

დღე ღამის ხანგრძლივობა წითელ პალეტეზე თითქმის ისეთივეა, როგორც დედამიწაზე - 24 საათი და 37 წუთი. იქაურ ზამთარში ტემპერატურა -120ჩ-მდე ეცემა, ზაფხულში 0ჩ-დან 130ჩ-მდე მერჰეობს.

 

2010 წლისთვის ამერიკელებს დაგეგმილი აქვთ ექსპედიცია მარსზე.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / ფიზიკა / უავტორო / მარსი (პლანეტა)