ნეპტუნი (პლანეტა) 

 

 

ნეპტუნი სიშორით მერვე, ან შიგადაშიგ, მეცხრე პლანეტაა მზიდან პლუტონის ექსცენტრიული ორბიტის გამო და ყველაზე შორეული გაზის გიგანტია ჩვენს მზის სისტემაში. მიუხედავად იმისა, რომ გაზის გიგანტთა შორის ყველაზე მცირეა, ნეპტუნი ურანზე უფრო მასიურია: უფრო მძლავრი გრავიტაციული ველის გამო მან უფრო მაღალი სიმჭიდროვის კომპრესია განიცადა.

 

ბოლო დროს ოდნავ შესამჩნევი რუხი რგოლები იქნა შენიშნული ამ ლურჯი პლანეტის ირგვლივ, თუმცა ისინი სატურნისაზე ნაკლებად მასიურია. მათი აღმოჩენისას მიიჩნევდნენ, რომ ეს რგოლები არასრული იყო, მაგრამ     ვოიაჯერ 2    -მა ეს ჰიპოთეზა უარჰყო. ნეპტუნს ასევე ახასიათებს 2.000 კმ/სთ სიჩქარის წყალბადის, ჰელიუმისა და მეთანის ქარები, რაც მას ლურჯ შეფერილობას აძლევს. ნეპტუნს ცხრა დადასტურებული და ოთხი დაუდასტურებელი თანამგზავრი ჰყავს. მისი უდიდესი თანამგზავრი ტრიტონი გამოირჩევა რეტროგრადული ორბიტით, ექსტრემალურად ცივია (38K) და მას ექსტემალურად შეკუმშული (14 მიკრობარი) ნიგროგენ/მეთანის ატმოსფერო აქვს.

 

პლანეტას რომაული ღმერთი ნეპტუნის სახელი ჰქვია მისი ლურჯი მეთანის ღრუბლების გამო. მისი ასტრონომიული სიმბოლო ღმერთი ტრიდენტის ნიშნის სტილიზებული ვერსიაა (6).

 

პლანეტა აღმოჩენილ იქნა 1846 წლის 23 სექტემბერს და დღემდე მას მხოლოდ ერთი ხომალდი ვოიაჯერ 2 ეწვია, რომელმაც მის გასწვრივ 1989 წლის 25 აგვისტოს ჩაიფრინა.

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / ფიზიკა / უავტორო / ნეპტუნი (პლანეტა)