პლუტონი (პლანეტა).

 

 

პლუტონი (Pluto) მზის სისტემის ჯუჯა პლანეტაა. 2006 წლის 24 აგვისტოს საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის 26-ე ასამბლეაზე კენჭისყრით პლუტონი ჯუჯა პლანეტის სტატუსზე ჩამოქვეითდა. ამით ამავე ასოციაციის 1930 წლის გადაწყვეტილება გაუქმდა პლუტონის მზის სისტემის მე-9 პლანეტად ცნობის შესახებ. მაშინდელი მონაცემებით პლუტონი ბევრად უფრო დიდი ეგონათ, ვიდრე ეს შემდგომ გაირკვა.

 

პლანეტას ექსცენტრიული ორბიტა აქვს, რომელიც სხვა პლანეტათა გავლენის ქვეშ ექცევა და ამგვარად ის პერიოდულად ნეპტუნის ორბიტის შიგნით ხვდება. ის პლანეტათაგან უმცირესი და ზოგიერთ თანამგზავრზე მცირეცაა. მას თან ახლავს მეორე ჯუჯა პლანეტა - ქარონი რომელიც მის თანამგზავრად ითვლებოდა, მაგრამ რადგან მისი ბარიცენტრი პლუტონს გარეთ არის, მას ეს სტატუსი ჩამოერთვა. პლუტონის ორი მცირე მთვარე აღმოჩენილ იქნა 2005 წელს. მისი ასტრონომიული სიმბოლოა ლათ. P-L მონოგრამა, 7. ეს წარმოადგენს თავად პლუტონის სახელის პირველ ორ ასოსა და "პერსივალ ლოუელის" ინიციალებს. ლოუელი ინტენსიურად ეძებდა მეცხრე პლანეტას და შედეგად თავად ობსერვატორიასაც, საიდანაც პლუტონი აღმოაჩინეს, მისი სახელი დაერქვა. კოსმოსური ხომალდი "ნიუ-ჰორაიზონსი", რომელიც ფლორიდის კეიპ-კანავერალის კოსმოდრომიდან გაიშვა 2006 წლის 19 იანვარს, გახდება პირველი უმართავი ხომალდი, რომელიც პლუტონს ჩაუფრენს 2015 წლის 14 ივლისს.

 

პლანეტა პლუტონი აღმოაჩინა ამერიკელმა ასტრონომმა კლაიდ ტომბომ 1930 წლის 18 თებერვალს.

 

 

 

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / ფიზიკა / უავტორო / პლუტონი (პლანეტა)