ერისი

 

 

 

 ერისი  (დროებითი სახელები: ოფიციალური 2003 UB313, არაოფიციალური ქსენა, ზენა  და ლილა  -  ჯუჯა პლანეტა, ნეპტუნსიქითა ობიექტი, რომელიც, თანახმად პალომარის ობსერვატორიის (კალიფორნია) ასტრონომებისა, ზომით პლუტონს აღემატება (რომელიც თავისმხრივ 2006 წლის 24 აგვისტომდე პლანეტად ითვლებოდა). პირველაღმომჩენებმა, შემდგომში კი ნასამ და ზოგიერთმა ასტრონომიულმა ორგანიზაციამ, ეს ობიექტი მზის სისტემის მეათე პლანეტად გამოაცხადეს, თუმცა 2006 წლის 24 აგვისტოს საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა დაამტკიცა პლანეტის განსაზღვრება, რომლის მიხედვით 2003 UB313 ამ სტატუსს არ მოერგო. ეს ობიექტი ჯუჯა პლანეტების კატეგორიას მიეკუთვნა.

 

 

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / ფიზიკა / უავტორო / ერისი