მენაბდე ლევან 

 ძველი ქართული კულტურის კერები

 

შინაარსი:

კულტურის კერები ძველ საქართველოში

აღმოსავლეთი საქართველო

სამხრეთი საქართველო

დასავლეთი საქართველო

ძველი ქართული კულტურის კერები საზღვარგარეთ

ახლო აღმოსავლეთი

დასავლეთი

ჩრდილოეთი

 

კულტურის კერები ძველ საქართველოში

აღმოსავლეთ საქართველო

 

საუკუნეთა მანძილზე აღმოსავლეთ საქართველოს მთელი ტერიტორია ქართული მწერლობის კერებით იყო დაფარული. მწერლობა ვითარდებოდა როგორც დიდ ქალაქებში - თბილისში,  გორში,  გრემში, თელავში და ისე მცირე ქალაქებში - მძოვრეთში,  ახალგორში,  დუშეთში,  ზოგჯერ სოფლებშიც კი გრემისხევში,  მუხრანში,  ტანძიაში,  ბელოთში. ძველი ქართული მწერლობის კერებად იქცნენ  სატახტო ქალაქები თბილისი,  გრემი,  თელავი,  რეზიდენციები ბატონიშვილებისა მუხრანი,  ბელოთი და დიდებულებისაც ცურტავი,  მძოვრეთი,  ტანძია,  ახალგორი,  დუშეთი და სხვა. ერთიმეორის მიყოლებით აღმოცენდნენ ასეთი კერები საციციანოში,  მძოვრეთში,  სამუხრანბატონოში – მუხრანში,  საყაფლანიშვილოში – ტანძიაში,  ქსნის საერისთაოში – ახალგორში,  ბელოთში,  არაგვის საერისთავოში – დუშეთში,  გრემისხევში და სხვა.

ცალკე უნდა აღინიშნოს ის კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობა რომელიც გაშლილი იყო ძვერ კათედრალებსა სვეტიცხოველში,  ბოლნისში,  რუისში,  ურბნისში,  წილკანში,  სამთავისში,  ნეკრესში,  ალავერდში,  ნინოწმინდაში,  ბოდბეში და მონასტრებში შიომღვიმეში,  ლარგვისში,  იკორთაში,  კაბენში,  ქვათახევში,  ფიტარეთში,  ზედაზენზე,  გარეჯაში,  იყალთოში.

ზემოდთქმული რასაკვირველია არ ნიშნავს,  რომ მხოლოდ ამ კერებში გაიშალა კულტურულ–შემოქმედებითი მუშაობა,  ცნობილია,  რომ ხელნაწერებს ამრავლებდნენ,  ახალ ნუსხებს ამზადებდნენ მეჯვრისხევში,  ვეჯინში,  ხირსაში,  ახმეტაში,  სიღნაღში,  სართიჭალაში და სხვა,  ზოგიერთ პუნქტში მცირე კერაც კი იყო მაგ ქვიშხეთში. აღმ. საქართველოში ადრეული ხანიდანვე დიდ წარმატებას მიაღწია ქართულმა მწერლობამ,  არსებითად აქედან დაიწყო მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორია,  აქ დაირწა აკვანი ქართული კულტურისა,  აქ შეიქმნა დიდი ნაწილი ეროვნული მწერლობის შედევრებისა.

აღმ.  საქართველოში ადრევე აღმოცენდა  ჩვენამდე მოღწეული მასალით V ს–ში და სწრაფი ტემპით განვითარდა ქართული სასულიერო საეკლესიო მწერლობა.  აქაურ კერებში მოღვაწეობდნენ გამოჩენილი  მწიგნობრები,  მწერლები,  მთარგმნელები,  კალიგრაფები და სხვა. აქაურ კულტურულ–ლიტერატურულ გარემოში წერდნენ იაკობ ცურტაველი,  შიო მღვიმელი,  იოანე საბანისძე,  არსენ დიდი,  არსენ II,  იოანე ბოლნელი,  ლეონტი მროველი,  დავით აღმაშენებელი,  არსენ იყალთოელი,  დემეტრე I,  ნიკოლოზ გულაბერისძე,  ბაგრატ მუხრანბატონი,  ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი,  სულხან-საბა ორბელიანი,  ნიკოლოზ ორბელიანი,  ბესარიონ ბარათაშვილი–ორბელიშვილი,  ტიმოთე გაბაშვილი,  დოსითეოს ჩერქეზიშვილი,  ანტონ I,  ზაქარია გაბაშვილი,  ამბროსი მიქაძე,  გაბრიელ მცირე და სხვანი,  რომელთაც არაერთი მნიშვნელოვანი თხზულებით გაამდიდრეს მშობელი ხალხის სულიერი საგანძური,  აქ მოღვაწეობდნენ ის მთარგმნელები,  რომლებიც ბერძნულიდან,  სომხურიდან,  რუსულიდან და სხვა ენებიდან გადმოღებული ძეგლებით ამდიდრებდნენ ქართულ მწერლობას ლ.  მროველი,  არსენ იყალთოელი,  ნიკოლოზ გულაბერისძე,  კვიპრიანე სამთავნელი,  ფილიპე ყაითმაზაშვილი,  დოსითეოზ ჩერქეზიშვილი და სხვა,  აქვე ამრავლებდნენ ხელნაწერებს კალიგრაფები ბედისმწერლიშვილები,  მესხიშვილები,  ჩაჩიკაშვილები და სხვა.

აღმ. საქართველოს მოღვაწენი ინტერესს იჩენენ სასულიერო-საეკლესიო მწერლობის ყველა დარგისადმი,  ამის დამადასტურებელია და საკმარისია გაცნობა ქართულ ხელნაწერთა იმ კოლექციისა,  რომელმაც აღმ.  საქართველოს კულტურულ-ლიტერატურული  კერებიდან მოაღწია.  ბიბლიური წიგნებისადმი ინტერესის მაჩვენებელია ის ფაქტი,  რომ აქაური კერებიდანაა მოღწეული ძვირფასი ნუსხები,  მცხეთის ბიბლია,  მცხეთის დავითნი,   სახარებანი ურბნისისა,  ქსნისა,  ალავერდისა,  რუისისა,  ყანჩაეთისა,  შიომღვიმისა და სხვა.

მართალია ამ ხელნაწერთაგან ყველა აღმ. საქართველოში არაა დამზადებული,  მაგრამ ისინი აქაურ ეკლესია-მონასტრებში იყო დაცული ეს კი ადგილობრივ მოღვაწეთა ბიბლიური წიგნებით გატაცებაზე მეტყველებს ამასობაში მრავლადაა მოღწეული აღმ. საქართველოში კერძოდ თბილისში,  გარეჯსა და სხვაგან დაწერილი ბიბლიური წიგნები. საგულისხმოა,  რომ თბილისის სტამბის ისტორია სახარების,  დავითნის და სამოციქულოს გამოცემით იწყება.  გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ,  რომ ბიბლიის ძველ ქართველ მთარგმნელთა შორის აღმ.  საქართველოს მოღვაწენიც იქნებოდნენ. ასეთივე ინტერესი შეინიშნება აპოკრიფული მწერლობისადმი,  ამას ამოწმებს არა მარტო სიმრავლე აპოკრიფული ხელნაწერებისა არამედ მთარგმნელობითი მუშაობა,  რომელიც XVIII ს. მიწურულამდე გრძელდებოდა. ყურადღების გარეშე არც ეგზეგეტიკური მწერლობა დარჩენილა ნ.  გულაბერიძე,  ანტონ I,  ი.  ხელაშვილი და სხვა. ჩვენი წინაპრები დიდ ყურადღებას უთმობდნენ ქრისტიანულ დებულებებს,   დოგმატებს.  უხვად თარგმნიდნენ დოგმატური მწერლობის ნიმუშებს არსენ იყალთოელი,  ნ.  გულაბერისძე თხზავდნენ საყურადღებო ძეგლებს   ს.   ს.   ორბელიანი,  გერონტი სოლოღაშვილი.

ისტორიული პირობების გამო აღმ. საქართველოს მოღვაწენი იძულებული იყვნენ პაექრობა გაემართათ როგორც არაქრისტიანებთან ისე ქრისტიანობის წიაღში აღმოცემებული მართლმადიდებლური აღმსარებლობისაგან განსხვავებული სხვადასხვა მიმდინარეობის წარმომადგენლებთან,  ამან კი განაპირობა დაინტერესება პოლემიკური მწერლობით,  რაც უკვე უძველეს ძეგლებში შეიგრძნობა”მარტვილობაი და მოთმინებაი წმინდისა ევსტათი მცხეთელისაი”,  ”მოქალაქეობაი და წამებაი წმინდისა აბიბოს ნეკრესელ ეპისკოპოსისაი”.

ნაყოფიერად მუშაობდნენ ამ მიმართულებით არსენ საფარელი”განყოფისათვის ქართლისა და სომხითისა”,  არსენ იყალთოელი დოგმატიკონი,  ბაგრატ მუხრანბატონი მოთხრობაი სჯულთა უღმრთოთა ისმაილიტთანი,  ბესარიონ ბარათაშვილი-ორბელიშვილი გრდემლი,  ანტონ I მზამეტყველება და სხვა. განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია აღმ.  საქართველოში ჰაგიოგრაფიამ არა მხოლოდ თარგმნილმა არამედ ორიგინალურმაც. შეიქმნა ჰაგიოგრაფიული თხზულებანი წამებაი წმინდისა შუშანიკისა დედოფლისაი იაკობ ცურტაველი,  მარტვილობაი და მოთმმინებაი წმინდისა ევსტათი მცხეთელისაი ანონიმი,  წამებაი წმინდისა და ნეტარისა მოწამისა ქრისტეისი ჰაბოისა იოანე საბანისძე,  მოქალაქობაი და წამებაი წმინდისა აბიბოს ნეკრესელ ეპისკოპოსისა არსენ დიდი,  ცხოვრება და მოქალაქობაი და ღვაწლი დიდისა და ღირსისა დედისა ჩვენისა ნინოისი არსენ ბერი და სხვა.

გვიან ხანაში ჩამოყალიბდა მოზრდილი ჰაგიოგრაფიული კრებული დომენტი III. სათანადო ყურადღება დაეთმო ასკეტიკურ-მისტიკურ მწერლობას გაბრიელ მცირე. განვითარდა ჰომილეტიკა,  დაიწერა და შეითხზა მრავალი მოძღვრება-ქადაგება,  ამ მხრივ თავი გამოიჩინეს იოანე ბოლნელმა,  ს.   ორბელიანმა,  ნ.  ჩერქეზიშვილმა, ,  იობ ფიტარელმა,  ამბროსი მიქაძემ და სხვამ.

საეკლესიო სამართლისადმი ყურადღებას მოწმობს არა მხოლოდ დიდი სჯულის კანონის მრავალი მუხლის დამზადება აღმ. საქართველოში,  არამედ სპეციალური საეკლესიო კრების მოწვევა და სავალდებულო იურიდიული ნორმების დაკანონება,  რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა 1104 წლისა. ღვთისმსახურების შესრულების აუცილებლობამ განაპირობა ლიტურგიული მწერლობის განვითარება და სათანადო წიგნების თარგმნა.

აღსანიშნავია ქართულ ლიტურგიულ პრაქტიკაში შემუშავებული და შედგენილი წიგნები,  გულანები სვეტიცხოვლისა,  გელათ–გარეჯისა,  ყანჩაეთისა და სხვა.

აღმ. საქართველოში აღმოცენდა მდიდარი და მრავალფეროვანი სასულიერო-საეკლესიო პოეზია ნიკოლოზ გულაბერიძე,  გრ.  ვახვახიშვილი, ლევან ბაგრატიონი,  მარიამ,  მაკრინე ბაგრატიონი,  იესე ყულარაღასი,  ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი და სხვა.

ყოველივე აღნიშნული უფლებას გვაძლევს დავასკვნათ,  რომ აღმ.  საქართველოს კერებში თავშეფარებული სასულიერო-საეკლესიო მწერლობა მყარ ნიადაგზე იდგა და შესამჩნევ წარმატებას აღწევდა.  მის ზრდა განვითარებასა და გამდიდრებაზე დღენიადაგ ზრუნავდნენ ძველი ქართული მწერლობის სახელოვანი წარმომადგენლები.

აღმ. საქართველოშივე აღმოცენდა და განვითარდა საერო ლიტერატურა.  სამეფო კარსა და დიდებულთა სასახლეებში თბილისში,  გრემში,  თელავსა და სხვა მოღვაწეობდნენ ცნობილი მწერლები იოანე შავთელი,  ჩახრუხაძე,  მოსე ხონელი,  სარგის თმოგველი,  შოთა რუსთაველი,  თეიმურაზ I,  ნოდარ ციციშვილი,  იოსებ სააკაძე,  არჩილი,  ს.   ორბელიანი,  ვახტანგ VI,  თეიმურაზ II,  ბესარიონ გაბაშვილი და სხვანი,  რომლებიც გულმოდგინედ იღწვოდნენ მშობლიური ლიტერატურის გამდიდრებისათვის,  თხზავდნენ და თარგმნიდნენ ახალ ძეგლებს მატებდნენ ეროვნულ სულიერ საგანძურს.

საერო ლიტერატურამ წარმატებას მიაღწია ადრეკლასიკურ ხანაშივე XI–XIII  ს.   ამ პერიოდში ძალზე განვითარდა ეპოსი,  ჩამოყალიბდა საგმირო-საფალავნო მოთხრობათა კრებული ამირანდარეჯანიანი,  ითარგმნა სატრფიალო-სამიჯნურო ნაწარმოები ვისრამიანი,  დაიწერა ეროვნული პოეზიის გვირგვინი ვეფხისტყაოსანი,  შეიქმნა სახოტბო პოეზიის ბრწყინვალე ნიმუშები აბდულმესიანი და თამარიანი. ჟამთა სიავისაგან შენელებული და თითქმის შეწყვეტილი კულტურულ–შემოქმედებითი საქმიანობა ახალი ძალით გაჩაღდა XIV საუკუნიდან,  გამოცოცხლდა ლიტერატურული ცხოვრება,  გაფართოვდა თემატიკა,  გაჩნდა რამდენიმე ახალი ლიტერატურული მიმდინარეობა და ჟანრი,  გაღვივდა და გაძლიერდა ეროვნული თვითშეგნების გრძნობა და სხვა.

XVI–XVIII ს. ს.  საგრძნობლად განვითარდა ეპოსი როგორც საგმირო როსტომიანი,  ყარამანიანი,  გალექსილი ამირანდარეჯანიანი,  ისევ რომანტიკული ვეფხისტყაოსნის დამატებანი იოსებ დილიხანიანი,  ლეილ–მაჯნუნიანი,  ბარამგურიანი,  საზღაპრო-გალექსილი ფირმალიანი,  დიდაქტიკურ–მორალური სიბრძნე სიცრუისა,  ქილილა და დამანა,  თისარიანი (მელის წიგნი) და საისტორიო ქეთევანიანი,  შაჰნავაზიანი,  დიდმოურავიანი,  როგორც ამ უბრალოდ ჩამოთვლილიდან ჩანს აღორძინების ხანის ქართული ეპოსი წარმოდგენილია როგორც ორიგინალური ისე თარგმნილი ძეგლებით.

არანაკლებ საინტერესოა ამ პერიოდის ლირიკა,  რომელიც კარგად გვაცნობს ჩვენი სასიქადულო პოეტების თეიმურაზ I- ს,  არჩილის,  ვახტანგ VI-ს,   თეიმურაზ II-ს,   ბესიკისა და სხვა ნაფიქრ–ნააზრევს,  მათ მსოფლმხედველობას და სულიერ ზრახვებს. XVIII ს. მიწურულში სამეფო კარზე საფუძველი ჩაეყარა თეატრსა და დრამატურგიას.   აღმ.  საქართველოში შექმნილი საერო ლიტერატურის ძეგლების სიმრავლე და მაღალი ღირსება ცხადყოფს,  რომ არსებითად აღმს აქართველოში ჩამოყალიბდა ქართული საერო ლიტერატურის ოქროს ფონდი,  არსებითად აქ შეიქმნა ის საგანძური,  რომელიც სიამაყის გრძნობით აღავსებს თითოეულ ჩვენთაგანს და ნათლად წარმოაჩენს იმ წვლილს,   რომელიც ქართველობას შეუტანია ზოგადსაკაცობრიო კულტურის ისტორიაში.

აღმ. საქართველოში საკმაოდ განვითარდა საისტორიო მწერლობაც,  უკვე ადრეულ ხანაში XI–XIII სს.   აქ მოღვაწეობდნენ ლ მროველი ცხოვრება ქართველთა მეფეთა,  არსენ ბერი ცხოვრება მეფეთმეფისა დავითისა,  თამარის უცნობი ისტორიკოსი ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი,  ბასილ ეზოსმოძღვარი ცხოვრება მეფეთ მეფის თამარისა და სხვა, ემდეგ სამწერლო ასპარეზზე გამოვიდნენ ავგაროზ ბანდაისძე XIV  ს.   ბერი ეგნატაშვილი,  სეხნია ჩხეიძე,  პაპუნა ორბელიანი,  ომან ხერხეულიძე XVIII ს. და სხვები. აღმ. საქართველოში განვითარდა მედიცინა,  ზაზა ფანასკერტელ–ციციშვილის წიგნი სააქიმოი,  ს.  ორბელიანი ლექსიკოგრაფია და სხვა დარგები.

ბუნებრივად იბადება კითხვა,  რამ განაპირობა ძველი ქართული მწერლობის ასეთი განვითარება აღმ. საქართველოში,  რომ უზრუნველყო მისი ზრდა და წინსვლა გაუთავებელი ომების ხანაში,  რამ შეუწყო ხელი აქაური კერების დაწინაურებას. უცილობელია აღმ. საქართველოში მწერლობის განვითარებასა და კულტურულ–საგანმანათლებლო კერების მომრავლება–გაძლიერებას დიდად შეუწყო ხელი ქვეყნის პოლიტიკურმა და სოციალურ-ეკონომიკურმა ვითარებამ,  მართალია V–X ს. და გვიან ხანაშიც -აღმ. საქართველო დაყოფილი იყო პოლიტიკურ–ადმინისტრაციულ ერთეულებად,  მაგრამ საქართველოს სხვა სამეფო-სამთავროებთან შედარებით აქ მაინც მეტად შეიგრძნობოდა ცენტრალური ხელისუფლების ძალა. საქართველოს სხვა კუთხეებთან შედარებით აღმ. საქართველო ძლიერი იყო პოლიტიკურად და ღონიერი ეკონომიურად.

მწერლობის განვითარებას შესამჩნევად შეუწყო ხელი კულტურულმა გარემოცვამ,  ლიტერატურული ცხოვრების მაჯისცემამ,  განათლების დონის თანდათანობითმა ამაღლებამ,  სწავლულთა რიცხვის ზრდამ,  ქართველთა ეროვნულ-პოლიტიკურ გათვითცნობიერებამ,  დიდი როლი შეასრულა ქართველთა ურთიერთობამ სხვა ხალხებთან,  უცხო ლიტერატურულ სამყაროსთან,  ქართველ მწიგნობართა მიერ ბერძნული,  სომხური,  სირიული,  კოპტური,  არაბული,  სპარსული,  რუსული და სხვა ენებიდან თარგმნილი წიგნებით მდიდრდებოდა ქართული მწერლობა,  ქართველ მოღვაწეებს მჭიდრო კავშირი ჰქონდათ მეზობელი ხალხების კულტურულ–ლიტერატურულ კერებთან,  მეცნიერული აზროვნების ცენტრებთან.

ჩვენი წინაპრები უშუალოდ ადგილზე იერუსალიმში,  კონსტანტინოპოლში,  მოსკოვში,  პეტერბურგში და სხვაგან ეცნობოდნენ და ეწაფებოდნენ უცხოეთის სულიერ კულტურას,   ხოლო შემდეგ ეროვნულ ნიადაგზე გადმოჰქონდათ უცხოური ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშები. ქართული მწერლობის გამდიდრებასა და განვითარებაზე უთუოდ გავლენა ჰქონდა უცხოელი მწერლების ხაკანის,  ნიზამის,  ოვანეს ერზინკაცის,   ოვანთა ნაყაშის,   ვიდადის,   ვაგიფისა და სხვათა ყოფნას ჩვენში.

აღმ. საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კერების გაძლიერებასა და დაწინაურებას ცხადია საგრძნობლად შეუწყო ხელი აქაურ მოღვაწეთა კავშირურთიერთობამ როგორც ადგილობრივ ისე უცხოეთის სამეცნიერო ლიტერატურულ წრეებთან. აღმ.  საქართველოში მწიგნობრობის მრავალი კერა არსებობდა,  საგანგებოდ მხოლოდ სამს მიმოვიხილავთ ქ. თბილისის  მონასტერს, გარეჯას,  იყალთოს აკადემიას.   სხვებზე ზოგად ცნობებს დავიმოწმებთ.

 

 

თბილისი

 

საქართველოს სახელოვანი დედაქალაქი საუკუნეთა მანძილზე დიდ როლს ასრულებდა ქართველი ხალხის სულიერ ცხოვრებაში. ის იყო როგორც სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური ცენტრი ისე ლიტერატურულ–შემოქმედებითი კერაც. თბილისში იყრიდა თავს მოწინავე ქართველობა,  აქ ვითარდებოდა ქართული მხატვრული აზროვნება,  აქ მუშავდებოდა საზოგადოებრივი აზრი.  არსებითად კულტურულ მოძრაობას საქართველოში თბილისი წარმართავდა.  თბილისში აყვავდა ქართული სასულიერო–საეკლესიო მწერლობა და საერო ლიტერატურა.  აქ მიაღწია განვითარების უმაღლეს მწვერვალს ქართულმა სულიერმა კულტურამ,  აქ გამოჩნდა მკვეთრად და რელიეფურად მისი თვითმყოფადი სახე,  აქაურ ლიტერატურულ გარემოში გაიფურჩქნა პოეტური გენია მრავალი ქართველი პოეტისა. თბილისში ითხზვებოდა სიტყვაკაზმული მწერლობის შედევრები,  მაღალმხატვრული და ღრმაშინაარსიანი ნაწარმოებები,  რომლებიც დიდი სისწრაფით ვრცელდებოდა ქართველ საზში.  აქ ითარგმნებოდა სასულიერო და საერო ხასიათისა და შინაარსის ძეგლები,  აქ მზადდებოდა ხელნაწერები,  ხოლო გვიან ხანაში აქ იბეჭდებოდა I ქართული წიგნები. თბილისელი მწერლები,  რომელთაც ინტენსიური ურთიერთობა ჰქონდათ სხვა ქართველ მწიგნობრებთან აქედან უკავშირდებოდნენ როგორც  საქართველოს სხვადასხვა კუთხეში არსებულ საგანმანათლებლო კერებს,  ისე საზღვარგარეთის ფართო სამეცნიერო ლიტერატურულ ცენტრებს, კულტურულ-შემოქმედებით მუშაობას ეწეოდნენ მოწინავე ერთა ლიტერატურული ურთიერთზემოქმედების სფეროში და ენერგიულად იღწვოდნენ ქართული მწერლობის ზრდა–განვითარებისათვის.

თბილისი იყო ძველი ქართული მწერლობის უმთავრესი კერა,  მასთან იყო დაკავშირებული განვითარება მრავალსაუკუნოვანი ქართული ლიტერატურისა,  რომელიც ადრეულ ხანაში მეტწილად მეფე–დიდებულთა სასახლეებსა და ეკლესია–მონასტრებში იყო თავშეფარებული. მართალია ძველი ქართული ლიტერატურის ადრეული ძეგლების უმრავლესობა თბილისს გარეთაა შეთხზული ცურტავში,  მცხეთაში,  მაგრამ ჩვენთვის ცნობილი I ნაწარმოები,  რომელიც თბილისშია დაწერილი”წამებაი წმინდისა ნეტარისა და მოწამისა ქრისტეისისა ჰაბოისი” VIII ს. ნათელ წარმოდგენას გვიქმნის თბილისის ლიტერატურულ ცხოვრებაზე.  მისმა ავტორმა დახელოვნებულმა მხატვარმა და ცხოვრებაში ჩახედულმა მოაზროვნემ იოანე საბანისძემ სრულად ასახა VIII ს. II ნახევრის ქართლის პოლიტიკური ვითარება და ქართლის სარწმუნოებრივი მდგომარეობა.  თანამემამულეებს განმათავისუფლებელი იდეები უქადაგა და ეროვნული თვითშეგნება გაუღვივა,  სარწმუნოებრივი გრძნობა განუმტკიცა და ისინი ქართლის სახელმწიფოებრივ–პოლიტიკური და საზოგადოებრივ–კულტურულ დამოუკიდებლობისათვის საბრძოლველად დარაზმა. მწერალმა ერთი მხრივ გაგვაცნო მისი დროის თბილისის ლიტერატურული დონე,  მეორე მხრივ ცხადყო თბილისში მწერლობის განვითარება უკვე ადრეულ ხანაში,  როდესაც აქაურ წიგნთსაცავებში არაერთი თხზულება ინახებოდა. ი საბანისძის შემდეგდროინდელი თბილისის ლიტერატურულ ცხოვრებაზე კარტგა ხანს არაფერი ვიცით,  საფიქრებელია არაბთა ხანგრძლივმა ბატონობამ აქაური ლიტერატურული ძალები დაასუსტა, საგანმანათლებლო მუშაობა შეასუსტა და დააქვეითა.

თბილისი როგორც ქართული კულტურის კერა აღდგა და მთელი სიდიადით გამოჩნდა XII–XIII სს.  იმ დროს საქართველომ არნახულ წარმატებას მიაღწია,  ქართველი მამულიშვილების მრავალმხრივი მოღვაწეობის შედეგად საქართველო გაფართოვდა ტერიტორიულად,  გაძლიერდა პოლიტიკურად,  მოღონიერდა ეკონომიურად,  დაწინაურდა კულტურულად,  შეიქმნა და განმტკიცდა დიდ ფართობზე გადაჭიმული მძლავრი ფეოდალური მონარქია.

წინა აზიის უძლიერესი სახელმწიფო რომლის ცენტრად მაჰმადიან მფლობელთაგან განთავისუფლებული თბილისი იქცა ქართველთა ძველი სატახტო ქალაქი გახდა მრავალეროვანი სახელმწიფოს პოლიტიკურ–ეკონომიკური და კულტურულ–ლიტერატურული ცხოვრების კერა,  სადაც ინტენსიურად გაიშალა მწიგნობრულ–საგანმანათლებლო და სამეცნიერო–შემოქმედებითი მუშაობა.

თბილისში ქართული ლიტერატურის განვითარებას ენერგიულად უწყობდა ხელს ცენტრალური ხელისუფლება,  დიდად ზრუნავდა ეროვნული მწერლობის განვითარებაზე დავით აღმაშენებელი 1089–1125 წ.  არაბი ისტორიკოსის იბნ ალ ჯაუზის ცნობით მან თბილისში პოეტებისათვის თავშესაფარი ააგო,  მათ ხშირად მატერიალურადაც ეხმარებოდა და სადღესასწაულო მეჯლისებსაც უმართავდა.

დავითი გულუხვი მეცენატი და ფრიად განათლებული შემოქმედი იყო,  რომელიც ადრეული ხანიდან ჯერ კიდევ ახალგაზრდობაშივე დაინტერესდა კულტურულ–ინტელექტუალური საკითხებით არა მარტო ეხმარებოდა მწერლებს, არა მხოლოდ მარტო სხვებს მოუწოდებდა საგანმანათლებლო საქმიანობისაკენ, არამედ უშუალოდ მონაწილეობდა მეცნიერულ–ლიტერატურული თუ იდეურ–სარწმუნოებრივი საკითხების განხილვაში და პირადი წვლილიც შეჰქონდა მშობლიური მწერლობის განვითარებაში,  თხზავდა საგალობლებსა და ამდიდრებდა ქართულ ჰიმნოგრაფიას. მისი სახელით მოღწეული გალობანი სინანულისანი ყურადღებას იქცევს სიტყვაკაზმულობით,  აზრის სიღრმით,  გრძნობის უშუალობით,  კარგად გვიჩვენებს ავტორის განათლებასა და ლიტერატურულ გემოვნებას, ნათლად გვაცნობს მის მსოფლმხედველობა–განწყობილებას.

დავითის მხარდაჭერითა და ხელშეწყობით მოღვაწეობდნენ იოანე პეტრიწი,  არსენ ბერი,  არსენ იყალთოელი და სხვანი,  მათზე ქვემოთ ვისაუბრებთ.

არსენ ბერი დავითის პოლიტიკის ერთგული დამცველი და გამტარებელი იყო,  მას არაერთი თხზულება მიეწერება,  საყურადღებოა მისი ცხოვება მეფეთ–მეფისა დავითისა,  რომელიც სრულად ასახავს დავითის სამხედრო,  პოლიტიკურ,  სამოქალაქო,  საეკლესიო და კულტურულ საქმიანობას.

შემოქმედებით მუშაობას ეწეოდა დავითის ვაჟი დემეტრე I-ც 1125–56 წ.  რომელიც ახლოს იყო მწერლებთან და მეცნიერებთან,  არაბი ისტორიკოსის ალ ფარიკის ცნობით დემეტრეს ურთიერთობა მეცნიერებისა და კეთილსათნოების ხალხთან მოკრძალებული და გულუხვი ყოფილა,  მისი სახელით მოღწეულია მცირე მაგრამ საინტერესო ლიტერატურული მემკვიდრეობა იამბიკოები,  მათ შორისაა უკანასკნელ ხანამდე გავრცელებული საგალობლის ტექსტიც შენ ხარ ვენახი ახლად აყვავებული.

განსაკუთრებით აღსანიშნავია თამარ მეფის 1184–1213 წ. მეცენატობა,  რაზეც თუნდაც ის მეტყველებს,  რომ მისი სასახლე გადაიქცა შემოქმედთა საკრებულოდ. თამარის კარზე ისე როგორც დავით აღმაშენებლის, პეტრე I–ს და გიორგი III–ს სასახლეებში მრავლად იყვნენ მგოსნები,  რომებიც მონაწილეობდნენ პოეტურ ტურნირებსა და სახალხო დღესასწაულებში,  არც თუ იშვიათად თბილისში ჩამოდიოდნენ უცხოელი მწერლები და მეცნიერები. საფიქრებელია თბილისში იყვნენ დიდი აზერბაიჯანელი პოეტები ყახანი 1120–99 წ. და ნიზამი 1141–1203–09 წ.  თამარი ისე როგორც დავითი უხვად ეხმარებოდა ეკლესია–მონასტრებს. ამას საგანგებოდ აღნიშნავს თამარის ყველა ისტორიკოსი. როგორც ჩანს ფეოდალური მონარქიის ძლიერების ხანაში მოღვაწე ქართველ მეფეებს კარგად ესმოდათ,  რომ საქართველოში თუ მის საზღვრებს გარეთ არსებული ქართული ეკლესია–მონასტრები წარმოადგენდნენ არა მხოლოდ საკულტო არამედ ნაწილობრივ სამეცნიერო–მწიგნობრულ დაწესებულებებს, რომლებიც ქართული სამეფო კარის ყურადღებასა და მზრუნველობას იმსახურებდნენ.

თამარის შეუნელებელი ზრუნვა ქართულ სავანეებზე რამდენადმე მაინც მისი ლიტერატურულ-საგანმანათლებლო ინტერესებით უნდა აიხსნას. როდესაც თვალს ვადევნებთ თამარის საქმიანობას ძალაუნებურად გვებადება აზრი მის ორიგინალურ შემოქმედებაზე.  არაა გამორიცხული,  რომ მეფე–ქალი თვითონაც მონაწილეობდა ლიტერატურულ პროცესში და შეძლებისდაგვარად ქმნიდა ორიგინალურ ნაწარმოებებს.   გამოთქმულია მოსაზრება, რომ თამარს ეკუთვნის ხელნაწერებში შემონახული რამდენიმე იამბიკო ინგოროყვას თქმით.

თამარის ხანაში დიდ წარმატებას მიაღწია ქართულმა მწერლობამ.  აღმავლობის გზას დაადგა საერო ლიტერატურა,  შეიქმნა მაღალმხატვრული თხზულებანი: აბდულმესიანი,  თამარიანი,  ამირან დარეჯანიანი,  ვისრამიანი,  ვეფხისტყაოსანი და სხვა. მართალია ჩვენ არ გაგვაჩნია პირდაპირი ხასიათის ცნობები ამ ძეგლების თბილისში დაწერისა თუ თარგმნის შესახებ,  მაგრამ მათში ისე სრულადაა გამოვლენილი ქართული სამეფოს ცენტრის ინტერესები და მისწრაფებანი,  აზრები და ზრახვები,  სურვილები და იდეალები,  რომ ძნელია მათი თბილისის ლიტერატურული გარემოდან გამოთიშვა.

ყველა ზემოდდასახელებული თხზულება საფიქრებელია თბილისში შეიქმნა. თამარის ხანაში შესამჩნევად განვითარდა საკარო-სახოტბო პოეზია.  საქართველოს სამეფო კარზე ადრეც მოღვაწეობდნენ პოეტები და მემატიანეები,  რომლებიც განადიდებდნენ გვირგვინოსნებს,  მაგრამ სახოტბო პოეზია და საისტორიო მწერლობა განსაკუთრებით მაღალ საფეხურზე ავიდა თამარის მეფობაში,  როდესაც ქართულმა ფეოდალურმა მონარქიამ ძლიერების მწვერვალს მიაღწია. მეფის სამსახურში მყოფი მწიგნობრები მონარქს აიდეალებდნენ.  რასაკვირველია მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ის გარემოება,  რომ ისინი უფლებრივად და მატერიალურად თავიანთი ქების ობიექტებზე იყვნენ დამოკიდებულნი,  მაგრამ მიუხედავად გარკვეული შეზღუდულობისა მაინც ახერხებდნენ მაღალიდეური მხატვრული ნაწარმოებების შექმნას.   ამ რიგის თხზულებათაგან ჩვენამდე მოღწეულია აბდულმესიანი და თამარიანი.

აბდულმესიანი ვრცელი და შინაარსიანი სახოტბო ძეგლია,  იგი არსებითად თამარისა და დავით–სოსლანის ქებათა ქებაა,  მისი ავტორი თამართან ძალზე დაახლოებული პოეტი იოანე შავთელი თამარის თაყვანისმცემელი და მიმდევარია.  მისი საქმიანობის აპოლოგეტია,  მეხოტბე აიდეალებს თამარს,  მიაწერს მას ყოველგვარ დადებით თვისებას,  მიიჩნევს მას სიბრძნისა და გონიერების, სიწმინდისა და სიფაქიზის განსახიერებად, აქებს მის განსწავლულობასა და მართლმსაჯულებას,  აღტაცებულია ქართველთა გამარჯვებებითა და წარმატებით.

საქართველოს ძლიერება და სიმტკიცე არანაკლებ აღაფრთოვანებდა იმ დროის მეორე დიდ პოეტს ჩახრუხაძეს,   რომელმაც ნათლად წარმოგვიდგინა თავისი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი იდეალი თამარიანში. მძაფრი პოლიტიკური განწყობილების შემცველ ნაწარმოებში მან დიდების ჰიმნი უმღერა თამარის სიბრძნესა და ზნეფაქიზობას,  ჰუმანურობასა და სწორუპოვრობას, ქართველთა დიდებულ აწმყოს. საფიქრებელია თამარის კარზე ჩამოყალიბდა საგმირო-საფალავნო მოთხრობათა კრებული ამირანდარეჯანიანი,  რომელსაც ვერსია მოსე ხონელს მიაწერს.  ის ასახავს სამხედრო-ფეოდალური საზის ყოფა-ცხოვრებას,  იცავს პატრონყმობის საფუძვლებს, ადიდებს მეფეთა ღირსებას, ვაჟკაცთა გულოვნობასა და რაინდთა შემმართებლობას. ამირანდარეჯანიანი გვიჩვენებს ფეოდალური საზის სოციალურ-პოლიტიკური ცხოვრების იმ სურათს, რომელიც მისი დროის საქართველოსათვის იყო დამახასიათებელი.  მას ეხმაურება სარგის თმოგველის მიერ სპარსულიდან თარგმნილი ვისრამიანი,  რომელიც ასახავს ე. წ. მაღალი საზის ცხოვრების ინტიმურ მხარეს. ამ სატრფიალო-სამიჯნურო თხზულების ქართველი მთარგმნელი თავისუფლად ეკიდება დედანს, შეაქვს მასში რედაქციული ცვლილებანი,  აძლიერებს პატრიოტულ მოტივს, აცხოველებს მამულის სიყვარულს და გრძნობას.

თამარის ხანის ლიტერატურული ძეგლებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის სულიერი კულტურის, ჩვენი მდიდარი და ღრმაშინაარსიანი სიტყვაკაზმული  მწერლობის გვირგვინი ვეფხვისტყაოსანი. რუსთაველმა აითვისა ადრინდელი ხანისა თუ მისი დროის ქართული მწერლობის მონაპოვარი,  წინ წასწია მხატვრული აზროვნება და მეტყველება,  დააგვირგვინა მრავალსაუკუნოვანი ქართული პოეზია. მან ბრწყინვალედ დაგვიხატა რთული და მრავალფეროვანი საზოგადოებრივი ცხოვრება,  შესანიშნავად უმღერა ადამიანის გამაკეთილშობილებელი გრძნობების თავისუფლებას, მიჯნურობის ამამაღლებელ ძალას, თავგამოდებით იქადაგა სამშობლოს ღრმა სიყვარული,  ხალხთა ძმობა-მეგობრობის დიადი იდეები და ჰუმანისტური მსოფლმხედველობითა და რენესანსული სულისკვეთებით წინ გაუსწრო თავის ეპოქას. დიდი შემოქმედის პოემა დღესაც გვაჯადოებს თავისი ჩანაფიქრით,  გვხიბლავს მხატვრული ელვარებით, გვიტაცებს და აღგვაფრთოვანებს მაღალი იდეით,  რომელიც მას ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობას ანიჭებს და მსოფლიო ლიტერატურის საგანძურში საპატიო ადგილს უმკვიდრებს.

რუსთაველი უცილობლად თამარ მეფის თანამედროვე და ახლობელი თანამოღვაწე იყო.  არაა ინტერესმოკლებული,  რომ იგი პოემას უძღვნის თამარს,  რომელსაც შთამაგონებლად გვისახელებს, თამარის დიდბუნებოვნებითა და დავით-სოსლანის ძლევამოსილებით აღტაცებული მგოსანი სიყვარულით აღსავსე ხოტბას ასხამს მათ.

თამარის ხანაში წარმატებით ვითარდებოდა სასულიერო-საეკლესიო მწერლობა იოანე ჭიმჭიმელი,  ნიკოლოზ გულაბერისძე,  ისტორიოგრაფია ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი,  ცხოვრება მეფეთ მეფისა თამარისი. იოანე ჭიმჭიმელი განსწავლული მწიგნობარი იყო,  იგი ძირითადად ეგზეგეტიკური მწერლობის სფეროში მოღვაწეობდა,  მაგრამ ფილოსოფიისადმიც დიდ ინტერესს იჩენდა და თანამემამულეებსაც აჩვევდა ფილოსოფიურ მსჯელობას.  მას აღუწერია დემეტრე I–ს მეფობა,  სიტყვა წარმოუთქვამს თამარ მეფის დაკრძალვაზე.

ნ.  გულაბერისძე თამარის კიდევ ერთი სახელოვანი თანამოღვაწეა,  იგი ჯერ კიდევ გიორგი III–ს 1156–84  წ. დროს იყო კათალიკოსად,  შემდეგ იერუსალიმს წავიდა,  თამარის მეფობაში დაბრუნდა და მხარში ამოუდგა გვირგვინოსან ქალს.  საფიქრებელია მაშინ დაწერა საკითხავი სუეტისა ცხოველისაი,  კუართისა საუფლოისა და კათოლიკე ეკლესიისაი,  რომელშიც თამარის სახელისა და ავტორიტეტის განსამტკიცებლად ტახტზე ქალის ასვლის გასამართლებლად ხაზი გაუსვა ქალის ნინოს მოღვაწეობას,   მის პატივსა და ღირსებას.

უცნობი ავტორის ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი ქართული საისტორიო მწერლობის მშვენებაა.  მემატიანე სამეფო კარზე მიღებული და სახელმწიფოებრივ საქმიანობაში ჯეროვნად გარკვეული პირი თამარის თანამედროვე და თვითმხილველია,  ის ვრცლად აღწერს თამარის სამხედრო პოლიტიკურ,  სამოქალაქო,  სახელმწიფოებრივსა და საეკლესიო–სარწმუნოებრივ საქმიანობას,  აღტაცებულია მისი ჰუმანიზმითა და გონიერებით.

უცნობი მემატიანე ერთიანი ცენტრალიზებული სახელმწიფოს მომხრე და ერთგულია,  გადაჭრით ილაშქრებს გამთიშველთა წინააღმდეგ,  გმობს პარტიკულარიზმს, თავისი სამშობლოს ძლიერება და წინსვლა მას სიამაყის გრძნობით აღავსებს. ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი ღრმაშინაარსიანი ნაწარმოებია და ძვირფასი წყაროა ჩვენი ისტორიისათვის. ის რამდენადმე სცილდება კიდეც საისტორიო მწერლობის ფარგლებს და წმინდა მხატვრული ლიტერატურის სფეროში გადადის. მომდევნო ხანაში მონღოლთა შემოსევისა და გაბატონების შედეგად საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობა მძიმე,  ხოლო ეკონომიკური ცხოვრება აუტანელი შეიქმნა. დამპყრობელთა ძლიერებამ,  ქართველ მამულიშვილთა უთანასწორო ბრძოლამ და  მონობის უღელმა თბილისი ჩამოარჩინა,  ლიტერატურის დონე დაქვეითდა,  სამეცნიერო–საგანმანათლებლო საქმიანობა მინელდა,  მაგრამ მცირე მასშტაბით მაინც შეინიშნება კულტურული მაჯისცემა.  ამასთანავე თბილისი კვლავ იზიდავდა არაქართველ მოღვაწეებს. 1284 წ. აქ იყო სომეხი მწერალი და მეცნიერი ოვანეს ერზინკაცი.

ვითარება რამდენადმე შეიცვალა XVI საუკუნიდან,  თბილისის ლიტერატურული ცხოვრება გამოცოცხლდა,  ფეოდალური საზოგადოებრიობის ინტერესებისა და სულისკვეთების შესაბამისად გაჩაღდა საგმირო–სარაინდო თხზულების ფირდოუსის თხზულების შაჰ–ნამეს თარგმნა და გალექსვა ხოსრო თურმანიძე.

ქართლის დედაქალაქში ლიტერატურულ–შემოქმედებითი მუშაობა უფრო გაიშალა და შესამჩნევი გახდა XVII საუკუნეში. 1623–32 წლებში თეიმურაზ I–მ 1589–1663 წ. ღვაწლმოსილმა მწერალმა თბილისში დაწერა პოემები ლეილ–მაჯნუნიანი და იოსებ ზილიხანიანი და ბიძგი მისცა რომანტიკული ეპოსის შემდგომ განვითარებას. თბილისში ლიტერატურული ტრადიციების გაღვივებას დიდად შეუწყო ხელი როსტომ მეფის 1632–58 წ. მეუღლემ მარიამ დედოფალმა,  რომელიც მწიგნობრობით ფრიად დაინტერესებული პიროვნება იყო,  მისი თაოსნობით არაერთი ხელნაწერი დამზადდა,  მარიამის მოღვაწეობის შესაფასებლად საკმარისია მოვიგონოთ ქართლის ცხოვრების სახელგანთქმული ნუსხვა,  რომელიც მან 1633–44 წ. გადააწერინა,  მანვე ტყვეობიდან დაიხსნა რამდენიმე ხელნაწერი პარხლის მრავალთავი,  სვეტიცხოვლის ჟამნი,  ტბეთის ოთხთავი და სხვა. როსტომის კარზე მრავლად იყვნენ მეჩანგენი და მგოსნები,  რომლებმაც ხელი შეუწყვეს სახოტბო პოეზიის განვითარებას. საკარო–სახოტბო პოეზია კიდევ უფრო განვითარდა ვახტანგ V–ს 1658–75 წ. მეფობის დროს.  ამ პერიოდში ქართლის პოლიტიკურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში მომხდარი ცვლილებების შესაბამისად შემოქმედებითი ძალების გამოცოცხლება შეინიშნება საზის კულტურულ ცხოვრებაშიც,  დიდი ყურადღება მიექცა სწავლა-განათლებას, იმატა ქართველ მწიგნობართა რიცხვმა,  საგრძნობლად გაძლიერდა და განმტკიცდა სამეფო კარი რომლის დიდებასა და ბრწყინვალებას უცხოელი მოგზაურები მოჰყავდა აღტაცებაში,  მომრავლდნენ მეხოტბენი,  რომელთა შორის გამოირჩეოდა ფეშანგი ხითარიშვილი,  მან 1664–65 წ. შეთხზა პოემა შაჰნავაძიანი,  რომლითაც განადიდა ვახტანგ V და მისი გარემო,  აღწერა მეფის სახელმწიფოებრივი მოღვაწეობა და ქართლ–კახეთის პოლიტიკური მდგომარეობა,  დახატა ფეოდალური საზის ყოველდღიური ცხოვრების დამახასიათებელი სურათები. მართალია ფეშანგი რიტორიკამ გაიტაცა,  მწერალმა ყალბ პათოსს თავი ვერ დააღწია,  მაგრამ შაჰნავაზიანი მაინც საყურადღებო საისტორიო წყარო და მნიშვნელოვანი ლიტერატურული ძეგლია. ვახტანგის კარზე დროის შესაფერისად კარგად იყო დაყენებული სწავლა–აღზრდის საქმე,  ამის შედეგია ვახტანგის შვილების არჩილის,  გიორგის,  ლევანის ჩინებული განსწავლულობა და ლიტერატურული მოღვაწეობის მრავალმხრივობა. ქართლის სამეფო კარზე  აღიზარდა არჩილ ბაგრატიონი 1647–1713 წ. რომელსაც ფიზიკურ ძალასა და მოხდენილ გარეგნობასთან ერთად დიდი ლიტერატურული ნიჭი და მხატვრული გემოვნება ჰქონდა.  თბილისში შეისწავლა და  გაიცნო მან ძველი ქართული კულტურა,  შეითვისა ძველი ქართული მწერლობის სახელოვანი ტრადიციები. მშობლიური ლიტერატურის საფუძვლიანი ცოდნა აშკარად გამოსჭვივის არჩილის პოეტური მემკვიდრეობიდან,  რომელსაც თავის მხრივ საპატიო ადგილი უჭირავს ქართული სიტყვიერი კულტურის ისტორიაში.

არჩილი იყო ახალი ლიტერატურული მოძრაობის მეთაური,  ისტორიულ–ნაციონალური თემატიკის ბრწყინვალე დამმუშავებელი,  მშობლიური ენის სიწმინდისათვის თავგამოდებული მებრძოლი,  გამოჩენილი პოეტი და დიდაქტიკოს–მორალისტი. მართალია ჩვენ სათანადოდ არ ვიცნობთ არჩილის შემოქმედებითი მოღვაწეობის თბილისის პერიოდს,  მაგრამ ვფიქრობთ მისი პოეტური გენია თბილისის კულტურულ გარემოში აყვავდა,  აქ გადადგა მან პირველი ნაბიჯები სამწერლო ასპარეზზე და მალე ეროვნული ლიტერატურის პროგრესულ მიმართულებასაც ჩაუდგა სათავეში.

საკმაოდ იჩენდა ინტერესს საგანმანათლებლო საქმიანობისადმი მისი ძმა გიორგი XI 1676–88,  1703–8 წ.  რომელიც თვითონაც მონაწილეობდა ლიტერატურულ ცხოვრებაში და ხელსაც უწყობდა  სხვებს სამწერლო ასპარეზზე მოღვაწეობაში,  მას უნდა ეკუთვნოდეს თხრობანი სულითა და ხორცთა ურთიერთთან,  ლექსნარევი პროზაული თხრობა,  რომელიც გვაცნობს ავტორის ნაფიქრ-ნააზრევს, მისი დავალებით იაკობ დუმბაძეს გაულექსავს ბაგრატ მუხრანბატონის პოლემიკური თხზულება”ურჯულოს მაჰმადიანთა და ქრისტიანთა გაბაასება”,  მდივან ბეგთაბეგს გადაუწერია ვეფხისტყაოსნის ძვირფასი ნუსხა და ა შ.

გიორგი XI–ს მეფობაში განვითარდა საისტორიო მწერლობა, ს. ჩხეიძეს საისტორიო ეპოსი,  იოსებ სააკაძე და ა. შ. იმხანად თბილისში მოღვაწე მწიგნობართაგან განსაკუთრებით გამოირჩეოდა დიდი ქართველი მწერალი ს.   ს.   ორბელიანი 1658–1725 წ.  ის ახლო ნათესაურ კავშირში იყო სამეფო კართან და აქტიურად მონაწილეობდა ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში. სწორედ თბილისში ქართლის სამეფო კარზე მოღვაწეობის დროს დაევალა მას ტახტის მემკვიდრის ლევან ბატონიშვილის ვაჟის ვახტანგის აღზრდა,  იმ დროსვე დაიწყო მან სიბრძნე სიცრუისაზე მუშაობა 1678–88 წ.

სიბრძნე სიცრუისას პრაქტიკულ–აღმზრდელობითი მნიშვნელობა განუსაზღვრელია,  მის ავტორს სხვა მიზნებთან ერთად კონკრეტული პირის ვახტანგ ლევანის ძის აღზრდის ამოცანებიც ამოქმედებდა,  დიდი იგავთმწერელი თავის პრაქტიკულ საქმიანობას წიგნში თეორიულად ამართლებდა და ასაბუთებდა. სიბრძნე სიცრუისა ქართული მხატვრული ლიტერატურის შედევრია,  იგი იმთავითვე შევიდა ჩვენი ეროვნული კაზმულსიტყვაობის ოქროს ფონდში. ქართლის სამეფო კარზე ყოფნის წლებშივე დაიწყო ს.   ორბელიანმა ლექსიკონის შედგენა.

XVI–XVII სს.  დაწყებულმა პროცესმა თბილისს ლიტერატურული ცხოვრების გამოცოცხლების საშუალება მისცა და უფრო მკვეთრი სახე მიიღო XVIII ს. I მეოთხედში,  როცა ქვეყნის სათავეში დადგა ვახტანგ VI 1675–1737 წ.

ჯერ კიდევ ვახტანგის გამგებლობისას 1703–12 წლებში შეინიშნება ქართლის როგორც სახელმწიფოებრივი აღორძინება,  ისე კულტურული დაწინაურებაც. ეს ხანა ერთერთი ნაყოფიერი და საყურადღებოა ქართული კულტურის ისტორიაში.  გასაოცარი ხანა იყო ეს ხანა,  ასეთი დაუღალავი მედგარი მუშაობა რომელსაც  ერთი საზოგადო მიმართულება ჰქონდა და ფართო და ღრმა ნიადაგი  ეპყრა უფლებას გვაძლევს ქართული მწერლობის ამ ხანას ენციკლოპედიური ხანა დავარქვათ.

თითქმის ყველა ამდროინდელი მოღვაწის აზრი და გონება იმ ფიქრისკენ იყო მიმართული,  რომ ქართველი ხალხის შემოქმედებითი ნიჭის მრავალი საუკუნის ნამუშევარი შეეკრიბათ,  შეესწავლათ და შთამომავლობისათვის დამთავრებული ყოველმხრივი წარმოდგენა და ცოდნა გადაეცათ. ამ დიადი საქმის მოთავედ და სულისჩამდგმელად ვახტანგი გვევლინება.

იგი გულისყურით ეკიდებოდა როგორც პოლიტიკურ საკითხებს ისე ადმინისტრაციულ,  ეკონომიკურსა და პრაქტიკულ–სამეურნეო საქმეებს. მთელი მისი სახელმწიფოებრივ–საზოგადოებრივი და კულტურული მოღვაწეობა ღრმად იყო გააზრებული,  იგი ორიგინალურად მოფიქრებული გეგმითა და პროგრამით მოქმედებდა და ყველაფერს აკეთებდა ქვეყნის პოლიტიკური გაძლიერების,  ეკონომიკური მოღონიერებისა და  კულტურული დონის ამაღლებისათვის. მისი თაოსნობით გაჩაღდა  მეცნიერულ–ლიტერატურული მუშაობა,  გაიშალა სასტამბო–საგამომცემლო საქმიანობა.

საქართველოს გული თბილისი კვლავ იქცა შემოქმედებითი მუშაობის დიდ კერად,  სადაც ქართული ლიტერატურისა და მეცნიერების განვითარება და წარსულის ტრადიციების აღდგენა მიჩნეულ იქნა ქართველთა კულტურული დამოუკიდებლობის შენარჩუნების წინაპირობად,  ამიტომაც აქ მალე თავი მოიყარეს და ნაყოფიერი მოღვაწეობა დაიწყეს აღმ. საქართველოს მეცნიერებმა და მწერლებმა,  კალიგრაფებმა და მხატვრებმა,  მემატიანეებმა და მეხოტბეებმა.

ასევე აქ თავი მოიყარეს დას საქართველოდან და სხვა ქვეყნებიდან მოსულმა მწიგნობრებმაც,  კერძოდ აქ მოღვაწეობდა სომეხი ოგნათან ნაყაში 1661–1722 წ. ვახტანგის ასეთი სახელმწიფოებრივი საქმიანობა და კულტურულ–ინტელექტუალური მოღვაწეობა ს. ს.   ორბელიანის დიდი აღმზრდელობითი მუშაობის შედეგია.

ქართლის გამგებლად დანიშვნისთანავე ვახტანგის მასწავლებელმა ს.   ს.   ორბელიანმა დატოვა გარეჯის მონასტერი და თბილისს მოაშურა,  მართალია გარეჯასთან კავშირი არ გაუწყვეტია და ხშირად იყო იქ,  მაგრამ ძირითადად თბილისში ცხოვრობდა და ვახტანგთან თანამშრომლობდა,  ის იყო ვახტანგის პოლიტიკური მრჩეველი და მესაიდუმლე,  მისი ეკონომიკური და კულტურული რეფორმების სულისჩამდგმელი,  ვახტანგის ყველა კულტურული წამოწყება მისი აღმზრდელის სახელთანაა დაკავშირებული.

მიუხედავად ამისა უნდა დავძინოთ,  რომ ეპოქის მთელი საგანმანათლებლო საქმიანობის მეთაური მაინც ვახტანგი იყო,  რომელიც უაღრესად მრავალფეროვან ლიტერატურულ საქმიანობას ეწეოდა,  მართალია ორიგინალური თხზულებების უმრავლესობა მან სამშობლოს გარეთ დაწერა,  მაგრამ იგი არსებითად თბილისის კულტურას ნაზიარები მგოსანი და მოაზროვნეა. ვახტანგი თხზავდა ლექსებს,  თარგმნიდა სპარსულიდან ამირნასარიანი,  ქილილა და დამანა,  ათარგმნინებდა სხვებსაც ბახთიარ–ნამე,  ბარამგულანდამიანი,  ამრავლებინებდა ხელნაწერებსა და ა შ. ვახტანგი პირადი მაგალითით აღაფრთოვანებდა თანამედროვეებს და მათ უფრო აქტიური საქმიანობისაკენ მოუწოდებდა,  იგი არა მხოლოდ შემოქმედებითი საქმიანობით იყო გატაცებული,  არამედ ეხმარებოდა ცნობილ მწიგნობრებსა თუ დამწყებ მუშაკებს. მან ქართლის კულტურულ ცხოვრებაში ჩააბა მოწინავე ქართველობა.  ერთი მეცნიერის მართებული შენიშვნით ვახტანგის სასახლე იყო ერთგვარი პოეტური აკადემია,  სადაც თავს იყრიდა იმდროინდელი საზოგადოებრიობის მთელი ინტელექტუალური ნაწილი.

ვახტანგის ენერგიული ხელმძღვანელობით ეს აკადემია შესაფერისად ეხმაურებოდა ეპოქის კულტურულ მაჯისცემას. არსებითად ვახტანგის მხარდამხარ მოღვაწეობდა თბილისში იმ ხანის თითქმის ყველა გამოჩენილი მწერალი ს. ს. ორბელიანი, ონანა ქობულაშვილი, გივი თუმანიშვილი,  დომენტი III და სხვა. აქ შექმნეს მათ არაერთი ნაწარმოები. ნაყოფიერად მუშაობდა ამ პერიოდში ს. ორბელიანი,  იგი განაგრძობდა მუშაობას ლექსიკონზე.

მომდევნო წლებში ორბელიანმა დაწერა სამოგზაურო მემუარული ძეგლი მოგზაურობა ევროპაში,  ქილილა და დამანას ვახტანგისეული თარგმანი გადაამუშავა,  შეასწორა,  სათანადო ადგილები გალექსა,  ზოგი რამ შეცვალა და მას კანონიკური რედაქციის სახე მისცა.

თბილისის კულტურულ გარემოში აღიზარდა ქართველ მეცნიერთა და მწერალთა ის სახელოვანი თაობა,  რომელმაც შემდეგში რუსეთში არსებულ ქართულ კოლონიებში განაგრძო მრავალმხრივი საქმიანობა ვახუშტი და ბაქარ ბაგრატიონები,  ერასტი თურქისტანიშვილი,  დიმიტრი ორბელიანი,  მამუკა ბარათაშვილი და სხვა.

ეროვნული თვითშეგნების ამაღლებამ და მეცნიერების განვითარებამ განაპირობა საზოგადოებრიობის ინტერესის გაზრდა წარსულისადმი,  ვახტანგმა ჩამოაყალიბა სწავლულ კაცთა კომისია ბერი ეგნატიშვილის ხელმძღვანელობით,  რომელმაც შეკრიბა ძველი ხელნაწერები,  ჩაატარა ტექსტოლოგიური მუშაობა და შეიმუშავა ქართლის ცხოვრების ახალი რედაქცია.

იმ ხანის კულტურულ წამოწყებათაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია თბილისში I სტამბის დაარსება 1709 წ. და საგამომცემლო საქმიანობის გაჩაღება. ვახტანგის ზრუნვით აგრეთვე სტამბის მუშაკების მიხეილ იშტვანოვიჩ-უნგროვლახელის,  ნიკოლოზ ორბელიანის,  გერმანე მღვდელმონაზვნისა და სხვათა შრომის შედეგად პირველმა ქართულმა სტამბამ მიუხედავად მცირე ხანს არსებობისა 1709–22 წ. საყურადღებო ძეგლები გამოაქვეყნა. აქ დაიბეჭდა არა მხოლოდ სასულიერო წიგნები სახარება დავითნი,  არამედ სასკოლო სახელმძღვანელო სწავლა,  მეცნიერული შრომა აიათი და ვეფხისტყაოსანი.

რუსთაველის პოემის პირველ გამოცემას ვახტანგმა დაურთო ვრცელი კომენტარები,  სპეციალური გამოკვლევა,  რომელმაც საფუძველი ჩაუყარა რუსთველოლოგიას როგორც სამეცნიერო დისციპლინას.   სტამბის მნიშვნელობა გამუზომელია,  იქიდან გამოსული წიგნები მთელ საქართველოში გავრცელდა.

ვახტანგის რუსეთში გადახვეწის შემდეგ საქართველოში და თბილისშიც საგრძნობლად შეფერხდა მწიგნობრულ–შემოქმედებითი საქმიანობა. ვახტანგს რუსეთში გაყვა მრავალრიცხოვანი ამალა: მწერლები,  მეცნიერები,  კალიგრაფები,  რასაკვირველია ასეთ მოღვაწეთა რუსეთში გამგზავრება დიდი დანაკლისი იყო საქართველოსათვის.  არსებითად ვახტანგს წაყვა საქართველოს შემოქმედებითი მუშაკების მოწინავე რაზმი,  ასე რომ თბილისში თითქმის შეწყდა ინტელექტუალური მუშაობა.

ნაყოფიერი მწიგნობრულ–შემოქმედებითი მუშაობა გაჩაღდა თბილისში მას შემდეგ რაც საქართველოს ტახტზე ავიდა ბაგრატიონთა კახეთის შტოს წარმომადგენელი თეიმურაზ II 1700–62 წ. თითქმის საუკუნის განმავლობაში ქართლი სპარსეთიდან თუ ოსმალეთიდან მოსულ მაჰმადიან მმართველებს ან გამაჰმადიანებულ ბაგრატიონებს ეპყრათ,  1744 წ. ქართლის ტახტზე ქრისტიანი მეფე თეიმურაზ II ავიდა და მაშინვე ენერგიულად შეუდგა სახელმწიფოებრივ მოღვაწეობას. იმ პერიოდში კახეთის ტახტზე მისი ვაჟი ერეკლე II იჯდა და მამასთან თანამშრომლობით თავდადებით იღწვოდა სამშობლოს კეთილდღეობისათვის.

აღმ.  საქართველო ფაქტობრივად გაერთიანდა მამა–შვილის ხელში,  ქართლში თეიმურაზ II–ს 1744–62 წ. და ერეკლე II–ს მეფობაში 1762–98 წ. მდგომარეობა არსებითად შეიცვალა.  ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდამ და მოძალებული მტრის მრავალგზის დამარცხებამ ქართლს ნაწილობრივ აღუდგინა ძველი სახელი. ქვეყნის მესვეურთა ყურადღების გარეშე საზოგადოებრივი ცხოვრების არც ერთი უბანი არ დარჩენილა,  განახლდა მწიგნობრულ–ლიტერატურული საქმიანობა. 1749 წ. ამუშავდა ქართული სტამბა,  რომლის პროდუქცია მთელ საქართველოს მოეფინა,  სტამბამ რომელმაც 1795 წლამდე იარსება დიდი როლი შეასრულა ქართული კულტურის ისტორიაში. ქართული წიგნების გამოცემაზე იღწვოდნენ ივანე მუქაძე,  ქრისტეფორე კეჟერაშვილი და სხვა. 1755 წ. გაიხსნა საღვთისმეტყველო–ფილოსოფიური სემინარია, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ თვალსაჩინო მწერლები და მეცნიერები ანტონ I,  ფილიპე ყაითმაზაშვილი,  იოანე მიქაძე. შესამჩნევად გაიზარდა პირველდაწყებითი სკოლების რიცხვი სიონში,   მეტეხში,  ანჩისხატში,  კალოსუბანში სადაც ასწავლიდნენ წერა–კითხვას,  რიტორიკას,  გალობას,  ისტორიას   და სხვა დისციპლინებს. საფუძველი ჩაეყარა თეატრს,  რომელმაც თავის მხრივ განაპირობა ეროვნული დრამატურგიის განვითარება. თბილისში მრავლად იყვნენ ქართველი მწერლები,  ერთხანს აქვე მოღვაწეობდნენ აზერბაიჯანელი პოეტები ვიდადი 1709–1808 წ. და ვაგიფი 1717–97 წ.  მოწინავე ქართველი საზოგადოებრიობა დიდად იყო დაინტერესებული შემოქმედებითი საქმიანობის გაცხოველებით და ხელს უწყობდა ქართული ლიტერატურის განვითარებას. ამ ხანის წერილობით ძეგლებში შეინიშნება პატრიოტული განწყობილების წინა პლანზე წამოწევა,  ვაჭრულ–ხელოსნური მოტივების შემოჭრა,  რომანტიზმის ელემენტების ჩასახვა,  მგრძნობიარე ლირიკის აყვავება,  სატირის განვითარება,  ვერსიფიკაციის გასამდიდრებლად ხახური სიმღერების კილოს გამოყენება და ა შ.

კულტურულ–ლიტერატურულ საქმიანობაში აქტიურად მონაწილეობდა თეიმურაზ II–ც მართალია იგი საკმაოდ რთულ ხანაში ცხოვრობდა მაგრამ მაინც პოულობდა დროს ლიტერატურულ ასპარეზზე მოღვაწეობისათვის.   თბილისში ყოფნისას დაწერა მან ქება სრისა,  განზრახვანი და ვედრებანი და სხვა,  თვითონაც ამრავლებდა ხელნაწერებს და ამრავლებინებდა სხვებსაც. კულტურულ–საგანმანათლებლო მუშაობას ინტერესით ადევნებდა თვალს ერეკლე II–ც,  იგი ეხმარებოდა მწიგნობრებს.   მისი ბრძანებით გაიშალა მთარგმნელობითი მუშაობა,  მისი მოწოდებით თარგმნიდნენ ანტონ I,  ფილიპე ყაითმაზაშვილი,  იანო ხუცესმონაზონი,  გაიოზ რექტორი,  ისაკ მცირე და სხვა.

ერეკლე ზრუნავდა ხელნაწერთა ბედზეც,  იხსნიდა მათ ტყვეობიდან,  ამზადებდა ნუსხებს და ა შ. ზოგი ცნობით მას თავისებური მონაწილეობა შემოქმედებით საქმიანობაშიც მიუღია. ქართლის სამეფო კარზე დამკვიდრებულ ლიტერატურულ ტრადიციებზე აღიზარდნენ ერეკლეს შვილები და შვილიშვილები. ქართული ლიტერატურის  ისტორიაში ცნობილი არიან მირიან,  ფარნაოზ,  ვახტანგ,  დავით,  იოანე,  ბაგრატ,  თეიმურაზ,  ილია და სხვა ბატონიშვილები,  ბევრი მათგანის მემკვიდრეობის მხატვრული ღირებულება და მეცნიერული მნიშვნელობა საკმაოდ დიდია. მართალია მათი კულტურულ–საზოგადოებრივი საქმიანობა ძირითადად რუსეთის ქართულ კოლონიებში გაიშალა,  მაგრამ სავსებით ბუნებრივია მათი მოხსენიება თბილისის ლიტერატურული ცხოვრების მოკლე მიმოხილვაში,  ჯერ ერთი ისინი აქ აღიზარდნენ და გაიწაფნენ,  გაიცნეს მშობლიური მწერლობა და აქ გადადგეს შემოქმედებით მუშაობაში პირველი ნაბიჯები. თბილისთანაა დაკავშირებული პოეტ ბესარიონ გაბაშვილის 1750–91 წ. შემოქმედება. აქ გამოვლინდა სრულად მისი დიდებული ნიჭი,  ის  1771 წ. დადგომამდე თბილისში იყო და აქ ყოფნისას დაწერა მან სამიჯნურო–სატრფიალო და სატირულ–პოლემიკური ლექსების დიდი უმრავლესობა,  აქვე შეთხზა პოემა რძალ–დედამთილიანი. მას ღირსეული ადგილი უკავია ქართული მწერლობის ისტორიაში.

XVIII ს. II ნახევრის თბილისში მოღვაწეობდნენ დავით ორბელიანი,  სოლომონ ლიონიძე,  მზეჭაბუკ ორბელიანი და სხვა. მომრავლდნენ მგოსნები და მგალობლები,  კვლავ განვითარდა სახოტბო პოეზია და საისტორიო მწერლობა პაპუნა ორბელიანი,  ომან ხერხეულიძე. არისტოკრატიულ–მწიგნობრული ლიტერატურის გვერდით განვითარდა აშუღური პოეზია,  რომელიც სათავეს XVII ს. იღებს.   მისი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელია ეროვნებით სომეხი არუთინ საიათნოვა 1722–1801 წ. იგი წერდა ქართულად,  სომხურად და აზერბაიჯანულად ლექსებს. თავისი ლექსებით მან გამოხატა სამივე ხალხის ცალკეული ფენების აზრები და მისწრაფებები. XVIII ს. II ნახევარში შესამჩნევ წარმატებას მიაღწია ქართულმა საეკლესიო–სასულიერო მწერლობამ,  რომელსაც ხელმძღვანელობდა მწერალი და მეცნიერი ანტონ ბაგრატიონი კათალიკოსი ანტონ I 1720–88 წ.

განათლებული მღვდელთმთავარი აქტიურად მონაწილეობდა სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში,  განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა ახალგაზრდა თაობის აღზრდას,  მონაწილეობდა თბილისის სემინარიის მუშაობაში. მან წამოიწყო მთარგმნელობითი მუშაობაც იმ დროს.  ის მრავალგვარი შემოქმედი იყო.

ამ ეპოქაში ნაყოფიერად მუშაობდნენ სხვა მწერლებიც ფ ყაითმაზაშვილი,  ზაქარია გაბაშვილი,  ისაკ მცირე,  იოსებ ბარათაშვილი და ა შ,  გახშირდა ძველი ხელნაწერების აღდგენა,  შეიქმნა კალიგრაფთა სკოლები,  ხელნაწერთა გამრავლებისათვის იღწვოდნენ მესხიშვილები, ჩაჩიკაშვილები,  თუმანიშვილები. მესხიშვილების სამოღვაწეო ძირითადი ადგილი ანჩისხატის ტაძარი იყო,  ერეკლემ სემინარიაც ანჩისხატის ეზოში მოათავსა.

ძველი ხელნაწერების გამრავლებასა და ახალი ნუსხების დამზადებაში ანჩისხატს არ ჩამორჩებოდა სიონი სადაც მრავალი კალიგრაფი მოღვაწეობდა,  ხელნაწერები მრავლდებოდა სხვა უბნებშიც კალოუბანში,  მეტეხში და ა შ. XVIII ს. II ნახევარში თბილისში დამკვიდრებული ლიტერატურული ტრადიციების გავლენა გვიან ხანამდე შეინიშნება.

 

 

გარეჯა

 

როგორც ავღნიშნეთ ძველი ქართული მწერლობა არა მხოლოდ ქალაქებსა და სოფლებში, არამედ მონასტრებშიც. ბევრი მონასტერი საქართველოში ისე როგორც ყველა ქრისტიანულ ქვეყანაში ბიზანტიაში,  რუსეთში,  სომხეთში და ა შ,  კულტურის კერა იყო,  იქ საკმაოდ იგრძნობოდა ეპოქის ლიტერატურული  ცხოვრების მაჯისცემა. მათი, როგორც მწიგნობრობის კერების მნიშვნელობა უცილობელია. მონასტრების, როგორც დამწერლობისა და საკოლონიზაციო ბაზების დამნერგავთა პროგრესული როლი ერთობ დიდი იყო ქართულ მონასტრებში თავმოყრილი იყვნენ მწერლები,  მეცნიერები,  კალიგრაფები,  ეტრატის შემქმნელნი,  წიგნების მკაზმველნი და მლოცველნი. იქ გაჩაღებული იყო ორიგინალურ ნაწარმოებთა თხზვა,  უცხო ენებიდან თარგმნა და რედაქტირება,  ახალი ნუსხების დამზადება,  ძველი ხელნაწერების გაცხოველება და ა. შ.

თუ თავდაპირველად მონასტრებში მხოლოდ სქოლასტიკური წიგნები იწერებოდა შემდეგ ხანაში განვითარდა ღრმაშინაარსიანი სასულიერო–საეკლესიო მწერლობა,  შეიქმნა მხატვრული თხზულებანი. ძველ საქართველოში ერთერთი ასეთი სავანე და კულტურის მძლავრი კერა იყო გარეჯის უდაბნოს სამონასტრო ანსამბლი,  რომელიც მდებარეობს კახეთში,  საგარეჯოდან 30 კმ–ს დაშორებით.  იქ ხრიოკ,  უწყლო და მოუსავლიან ტრამალებში ცხოვრობდნენ და კულტურულ–საგანმანათლებლო ლიტერატურულ შემოქმედებით საქმიანობას ეწეოდნენ გამოჩენილი ქართველი მოღვაწენი,  მწიგნობრები,  ხუროთმოძღვრები,  მხატვრები.

მართებულად წერდა ი. ჯავახიშვილი: ”ეს კუთხე ოდესღაც ქართული კულტურის დიდებული კერა იყო,  საკმარისია ადამიანმა დაათვალიეროს ქართული ხუროთმოძღვრების ისეთი შესანიშნავი ძეგლი და ქართული მხატვრობის მრავალი განსაცვიფრებელი ნაწარმოები,  რომელიც დავითგარეჯის უდაბნოში შენახული არიან და ყოველგვარი მტრის გამანადგურებელ შემოსევას გადაურჩნენ,  რომ მართლაც წარმოიდგინოს რამდენად დაწინაურებული ქართული  კულტურის ცხოვრების ასპარეზი იყო ეს კუთხე. გარეჯის მრავალმთის სამონასტრო კოლონიზაცია დაიწყო VI ს. შუა წლებში,  როდესაც საქართველოში დაბრუნდა სირიაში მოღვაწე ქართველთა ჯგუფი იოანე ზედაზნელის ხელმძღვანელობით.

ჰაგიოგრაფთა ცნობით იოანესთან ერთად ჩამოვიდა სირიელი ასკეტიზმით მკაცრსა და ბერ–მონაზვნურ რეჟიმში აღზრდილი და გაწაფული მოღვაწე დავითი,  რომელმაც გარეჯას მიაშურა . გარეჯის მონასტრების აღმოცენებისა და განვითარების პირველ ეტაპზე საინტერესო ცნობებია შემონახული ჰაგიოგრაფიულ თხზულებებში,  რომლებშიც დავითის თავგადასავალია მოთხრობილი “ცხოვრებაი და მოქალაქეობაი წმიდისა მამისა ჩვენისა დავით გარეჯელისაი” X  ს.  ”ცხოვრებაი და მოქალაქობაი წმიდისაი და ღმერთშემოსილისა მამისა ვენისა დავით გარეჯელისაი” XII ს. და სხვა.

დავითმა ჯერ კიდევ მაშინ როდესაც მხოლოდ 1 მოწაფე ლუკიანე ჰყავდა საფუძველი ჩაუყარა სავანეს,  რომელსაც დავითის მონასტერი ან ლავრა ე.  ი.  დიდი მონასტერი ეწოდა. საცხოვრებელი პირობები იქ ძალზე მძიმე იყო,  სიცხე,  უწყლობა და ა. შ.

ერთხანს დავითი და მისი მოწაფე თითქოს ირმის რძითა და მისი ნაწარმით საზრდოობდნენ,  ეს ეპიზოდი ასახულია რამდენიმე მონასტრის,  ლავრის უდაბნოსა და ბერთუბნის მხატვრობაში,  მაგრამ დავითი როგორც ავღნიშნეთ სირიის უდაბნოებში მძიმე პირობებში ცხოვრობდა,  მეტისმეტად სასტიკ გარემოში მოღვაწეობდა და გარეჯის მრავალმთის ბუნება მისთვის განსაკუთრებული აღარ იყო. მიუხედავად მძიმე საცხოვრევბელი პირობებისა მოღვაწეთა რიცხვი მალე გაიზარდა,  ბერები შესამჩნევად მომრავლდნენ,  ამას მოჰყვა სადგომთა რიცხვის ზრდაც.

უკვე დავითის სიცოცხლეში დააარსეს სხვა მონასტრები,  ერთია დოდოს მონასტერი,  დოდოს რქა,  დოდორქა,  რომელიც დავითის მოწაფემ დოდომ დააარსა,  მეორე ნათლისმცემლის მონასტერი,  რომელიც შეიძლება დავითისავე მოწაფის ლუკიანეს დაარსებული იყოს. ამ ნათქვამიდან უკვე ჩანს, რომ დავითის ლავრამ ასევე დიდი როლი შეასრულა ქართული კულტურის ისტორიაში.

დოდორქის საკმაოდ ვრცელი სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს ლავრის პირდაპირ,  იგი არსებითად I სავანეა,  რომელიც ლავრას გამოეყო და ცალკე ერთეულად ჩამოყალიბდა. ნათლისმცემლის მონასტერი რამდენიმე კილომეტრითაა დაშორებული ლავრიდან.

შემდეგ ხანაში ქართველი მოღვაწენი ჩანან გარეჯის მრავალმთის სხვა სავანეებშიც,  უდაბნოში,  ჩიჩხიტურაში.  განსაკუთრებით აღსანიშნავია XII ს. მიწურულში აღმოცემებული ბერთუბანი,  სადაც ჩამოყალიბდა დიდად განვითარებული მხატვრული სკოლა. საყოველთაო შეწყნარებული აზრით უძველესი და ყველაზე მნიშვნელოვანი მონასტერი დავითის ლავრა იყო,  ერთი გვიანდელი ცნობით ის იყო მონასტერი ყოვლად სახელოვანი და პატივთა პირველ მდგომარე ყოველთა მონასტერითა გარეჯისათა.

გარეჯა თანდათან იქცა მძლავრ სამონასტრო ცენტრად,   ხოლო შემდეგ კულტურის კერადაც. მას უხვი შეწირულობით ეხმარებოდნენ სამეფო კარის წარმომადგენლები,  დიდებულები,  საეკლესიო მოღვაწენი,  ამის შედეგად იგი აღმავლობის გზას დაადგა,  მაგრამ გვიან ხანაში საქართველოს სახელმწიფოებრივ–პოლიტიკური დასუსტებისა და ეკონომიკური დაუძლურების კვალდაკვალ გარეჯაც დასუსტდა.  იქაური მონასტრები რამდენჯერმე დაარბიეს მომხდურებმა მონღოლებმა,  სპარსელებმა,  ლეკებმა.  ჟამთა სიავემ დააუძლურა გარეჯა,  ძველი დიდება თანდათან დავიწყებას მიეცა,  მალე იქ ცხოვრებაც კი თითქმის შეუძლებელი შეიქმნა,  მაგრამ მიუხედავად ამისა მეფე–დიდებულთა დახმარებითა და ადგილობრივ მოღვაწეთა ენერგიული საქმიანობის შედეგად იგი XIX ს. II ნახევრამდე განაგრძობდა არსებობას,  როგორც საეკლესიო სენიორია.

ამჟამად გარეჯა დაცულია,  როგორც ქართული კულტურის დიდებული ძეგლი,  რომელიც თვალნათლად გვაცნობს ძველ ქართველ ხუროთმოძღვართა და მხატვართა  უკვდავ ქმნილებებს და ცხადყოფს ძველი ქართული კულტურის მაღალ დონეს. გარეჯის მრავალმთა მხოლოდ ქართველ მხატვართა,  ხუროთმოძღვართა და მშენებელთა კერა არ ყოფილა,  ის მძლავრი ლიტერატურულ–საგანმანათლებლო კერაც იყო.  ლავრაში დოდორქასა და ნათლისმცემელში მოღვაწეობდნენ ქართველი კალმის ოსტატები,  რომლებიც მხოლლოდ საკუთარი სხეულის გვემითა და ლოცვით არ კმაყოფილდებოდნენ და მშობლიური კულტურის სარბიელზეც შრომობდნენ. ლიტერატურული ინტერესების გაღვიძება გარეჯელთა შორის ადრეული ხანიდან შეინიშნება,  ცნობილია იქაური მწიგნობრები XII საუკუნისა ონოფრე გარეჯელი,  დემეტრე I და სხვა. სწორედ ონოფრე გარეჯელის ინიციატივით,  მისი მოწოდებით,  დავალებითა და შთაგონებითაა დაწერილი დავითის ცხოვრების მეტაფრასული რედაქცია”ცხოვრებაი და მოქალაქობაი წმინდისაი და  ღმერთშემოსილისა მამისა ჩვენისა დავით გარეჯელისაი”,  რომელიც დაწვრილებით გვაუწყებს დავითის თავგადასავალს.  ამასთანავე ზუსტად აღწერს და ახასიათებს გარეჯის ადგილმდებარეობასა და ბუნებას,  კარგად იცნობს მრავალმთას,  იქაურ კლიმატს და გარემოს.   მისი ავტორიც გარეჯელი მწიგნობარი უნდა იყოს.

დემეტრე I დავით აღმაშენებლის ვაჟი,  როგორც ავღნიშნეთ იამბიკოებს თხზავდა,  იგი ერთხანს გარეჯის უდაბნოში მოღვაწეობდა,  ბერად შემდგარი მეფეყოფილი  თითქოს მონასტერშიც განაგრძობდა კულტურულ საქმიანობას.

გარეჯა როგორც კულტურულ–საგანმანათლებლო კერა განსაკუთრებით დაწინაურდა XVII ს. მიწურულიდან,  შესამჩნევ წარმატებას მიაღწია XVIII საუკუნეშიც,  როდესაც იქ მოღვაწეობდნენ ცნობილი ქართველი მწერლები ს.   ს.   ორბელიანი,  ბესარიონ ბარათაშვილი–ორბელიშვილი,  ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი,  გრიგოლ ვახვახიშვილი,  ანტონ I,  რომანოზ ერისთავი,  ტიმოთე გაბაშვილი,  ამბროსი მიქაძე და სხვანი. მათ გარს ეხვია მრავალრიცხოვანი არმია ლიტერატურული ფრონტის მუშაკებისა ონოფრე მაჭუტაძე,  გაბრიელ საგინაშვილი,  გაბრიელ მცირე,  გერონტი სოლოღაშვილი და ა შ.

გარეჯელი მწიგნობრები თხზავდნენ ძეგლებს,  ამრავლებდნენ ხელნაწერებს,  ამზადებდნენ ახალ ნუსხებს და ეწეოდნენ წერილობითი ძეგლების პოპულარიზაციას, ადგენდნენ ორიგინალური ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებებისა და ასკეტიკურ–ჰომილეტიკურ თხზულებათა კრებულებს,  ეხმარებოდნენ სხვა კერებს და ა შ.

ჩვენ არა გვაქვს შესაძლებლობა ვისაუბროთ თითოეულ მოღვაწესზე,  მაგრამ ზოგიერთზე რამდენიმე სიტყვას მაინც გეტყვით.

ონოფრე მაჭუტაძე გარეჯის წინამძღვარი 1690 წლიდან ენერგიული და შრომისმოყვარე მუშაკი იყო,  იგი თავგამოდებით იღწვოდა გარეჯის მონასტრების კეთილმოწყობისა და იქაურ ბინადართა ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად,  დღენიადაგ ზრუნავდა მამულის გაფართოებასა და ეკლესია–მონასტრების აღდგენა–განახლებაზე.  მას დამსახურებისათვის შეარქვეს გარეჯის მეორედ აღმაშენებელი.

მაჭუტაძის თავდადებული მუშაობით გაპარტახებული ლავრა აღმავლობის გზას დაადგა დაიწყო სხვა მონასტრების ნათლისმცემლის და დოდორქას გამოცოცხლებაც,  მომრავლდა ბერ–მონაზვნობა. მაჭუტაძე სათანადო ყურადღებას უთმობდა მწიგნობრულ–საგანმანათლებლო მუშაობას. მან არა მარტო სამონასტრო მეურნეობა მოაღონიერა,  არამედ ხელი შეუწყო ლიტერატურული საქმიანობის გაფართოებას. სწორედ მისი წინამძღვრობის პერიოდში მომრავლდნენ გარეჯის მონასტრებში მწერლები და მქადაგებლები,  კალიგრაფები და ბიბლიოფილები. არსებითად იმ პერიოდში იქცა გარეჯა ქართული მწერლობის ერთერთ უმნიშვნელოვანეს კერად.

მაჭუტაძემ წვლილი შეიტანა ქართული ორიგინალური ჰაგიოგრაფიის ისტორიაში.  ქართველი მოღვაწეების დამსახურების წარმოჩენაში,  ქართველთა შორის ეროვნული თვითშეგნების გაღვივებაში. მის სახელთანაა დაკავშირებული I ცდა ჰაგიოგრაფიული კრებულის შედგენისა,  სწორედ მისი დაკვეთით გადაწერა შიო გარეჯელმა 1699 წ. ქართველ მოღვაწეთა ცხოვრებათა წიგნების შემცველი კრებული,  როგორც ჩანს კურსი ქართული ჰაგიოგრაფიული კრებულების შედგენისაკენ აღებულ იქნა XVII ს. და ამ საქმის სათავეებთან მაჭუტაძე იდგა.

მაჭუტაძის ხელშეწყობითა და დახმარებით ამრავლებდნენ ხელნაწერებს ბარათაშვილი–ორბელიშვილი,  საგინაშვილი და სხვა მწიგნობრები,  ცალკე აღსანიშნავია ის დიდი დამსახუება,  რომელიც მაჭუტაძეს მიუძღვის  გარეჯელთა წიგნადი ფონდის  გაზრდაში,  გაფართოებასა და დაცვაში.

XVII ს. მიწურულს გარეჯაში დამკვიდრდა ს. ს ორბელიანი,  იგი 1698 წ. ბერად შედგა და საბად იწოდა,  მან ნათლისმცემლის ეკლესიაში დაიდო ბინა. იგი აქტიურად მონაწილეობდა სამონასტრო ცხოვრებაში,  აქ დაწერა მან ქადაგებათა კრებული სწავლანი,  რომელშიც ნათლად ჩას მისი პატრიოტიზმი.

XVII ს. მიწურულსა და XVIII ს. I მეოთხედში გარეჯაში მოღვაწეობდა მწერალი ბესარიონ ბარათაშვილი–ორბელიშვილი,  რომელმაც იქ დაწერა რამდენიმე ჰაგიოგრაფიული თხზულება”შესხმაი წმინდათა მოწამეთა ბიძინასი,  შალვასი და ელიზბარისი და უწყებაი წამებისა მათისაი”, ”ღვაწლი  წმინდისა და სანატრელისა მოწამისა და მეფისა ლუარსაბისი”, ”შესხმაი და წამებისა წმინდისა და დიდებულისა მოწამისა არჩილისი” და სხვა.  ასევე დაწერა პოლემიკური თხზულება გრდემლი,  რომელიც კათოლიკეთა წინააღმდეგაა მიმართული,  იგი ნაყოფიერი კალიგრაფიც იყო.

გაბრიელ საგინაშვილმა გარეჯას მრავალი ხელნაწერი დაამზადა,  მაგ ჰაგიოგრაფიული კრებული 1713 წ.

კალიგრაფმა იოსებ არაგვისერისთავისშვილი,  რომელმაც საინტერესო ცნობები შემოგვინახა ოსმალობისა და ყიზილბაშობის.  აგრეთვე ლეკთა თარეშის შედეგად გარეჯელთა საცხოვრებელი პირობების გაუარესების და მოწესეთა კრებულის დაშლა–დაქსაქსვის შესახებ,  მისი ანდერძი 1713 წ.  ძვირფასი მასალაა ამ დროის ქართველ შემოქმედთა მუშაობის შესახებ.

XVIII ს. დამდეგს დოდორქის მონასტერში მოღვაწეობდა გრიგოლ ვახვახიშვილი–დოდორქელი,  მისი მემკვიდრეობიდან აღსანიშნავია”წამებაი ყოვლად დიდებულისა მოწამისა დედოფლისა ქეთევანისაი”.

ნათლისმცემლის მონასტერში მოღვაწეობდნენ აგრეთვე რომანოზ ერისთავი,  ტიმოთე გაბაშვილი,  ანტონ I მან შეთხზა საგალობლები,  ასევე გაბრიელ მცირე შემოგვინახა მემუარული თხრობანი, ასევე გერონტი სოლოღაშვილი,  იონა გედევანიშვილი,  იონა ხელაშვილი,  გიორგი ავალიშვილი და სხვა. მოღვაწეობა გარეჯაში XIX ს. ბოლომდე გრძელდებოდა.

სხვადასხვა დროს აქ ხელნაწერები დაუმზადებიათ ნიკოლოზ ჯორჯაძეს, დიმიტრი ალექსიძეს,  დავით რექტორს,  ნიკოლოზ ვაჩნაძეს, დავით ჯანდიერს,  იოსებ ანდრონიკაშვილს და ა. შ. გარეჯაში ძველი ქართული ხელნაწერების უმდიდრესი კოლექცია იყო დაცული.

 

 

იყალთო

 

კახეთში,  თელავის ჩრდილოეთით 7–8 კმ–ს დაშორებით მდებარეობს ლამაზი სოფელი იყალთო,  რომლის განაპირას დაახლოებით ნახევარი კმ–ს მანძილზე შემონახულია ძველი მონასტრის ნაგებობანი და ქართული კულტურის ცნობილი კერის იყალთოს აკადემიის ნანგრევები. იყალთოს სამივე ეკლესია ისე როგორც კახეთის ეკლესიათა უმრავლესობა შეღებილია თეთრად და მწვანე მთების ფონზე შორიდანვე იპყრობს ყურადღებას.

მონასტერი დააარსა იოანე ზედაზნელის მოწაფემ ზენონმა VI საუკუნეში,  ადრეულ ხანაშივე იქ მრავალრიცხოვანი კრებული იყო დასადგურებული.  ასეთი ვარაუდის საფუძველს გვაძლევს მონასტრის ეზოში თუ გალავანს გარეთ შემორჩენილი მრავალი ნაგებობა,   რომელთა რიცხვი ახლა ოცამდე,  ხოლო 1 საუკუნის წინ სამოცამდე აღწევდა. ხალხმრავალ ძმობას ბუნებრივია სენაკიც მრავლად დასჭირდებოდა,  ეს კი იწვევდა ზენონის მიერ დაარსებული მონასტრის ზრდასა და განვითარებას.

დროთა განმავლობაში ძნელბედობის გამო იყალთოს მონასტერი განადგურებულა,  მისი დიდებული შენობები მტერს შეუმუსრავს.  უძველეს ნაგებობათაგან ახლა მხოლოდ სამების ეკლესიაა შემორჩენილი,  სხვა შენობებს XIX ს. ჩატარებული მშენებლობის დროს მიღებული სახე აქვს  და ძველ მონასტერზე ნათელ წარმოდგენას ძნელადღა გვიქმნიან.

ძველ წყაროებსა თუ მეცნიერულ ლიტერატურაში კარგა ხანია გვხვდება აზრი იყალთოს მონასტერში სასწავლებლის არსებობის შესახებ.  ჯერ კიდევ დავით რექტორი 1745–1824 წ. აღნიშნავდა”არსენ იყალთოელს აქ ჰქონდა შკოლა იყალთოს მონასტერსა და იყო მოძღვარი სამეცნიეროსა დავით აღმაშენებლის მეფობისაო”.

თეიმურაზ ბაგრატიონი 1782–1846 წ. გვაუწყებს,  რომ მას თვით უნახავს იყალთოს მონასტერი და სკოლა,  რომლისგან მტრის თავდასხმების გამო კედლებიღა იყო დარჩენილი. იყალთოში სკოლის არსებობას გვიდასტურებენ თავიანთ შრომებში სხვა სწავლულებიც მურავიოვა,  იოსელიანი და ა შ. იყალთოს აკადემიის მეცნიერულ შესწავლას საფუძველი ჩაუყარა ჩუბინაშვილმა,  რომელმაც გამოკვლევაში საქართველოს საერო ხუროთმოძღვრების რამდენიმე ნიმუში 1923 წ. სრულად განიხილა საკითხი,  შეისწავლა და დაახასიათა მონასტრის გალავნის შიგნით შემორჩენილი ორსართულიანი ნაგებობა და ის აკადემიის შენობად მიიჩნია. 1938 წლიდან დაიწყო აკადემიის ისტორიულ–არქეოლოგიური შესწავლა. აკადემიის შენობა რამდენჯერმე გადაუკეთებიათ,  ბოლოს ხანძრის შედეგად დანგრეულა.

აკადემიაში ისწავლებოდა იმდროინდელ სასწავლებლებში მიღებული ზოგადსაგანმანათლებლო დისციპლინები: ფილოსოფია,  მათემატიკა,  რიტორიკა,  ასტრონომია და ა შ და საფიქრებელია გამოყენებითი მეცნიერების დარგებიც მეტალურგია,  მჭედლობა,  აგრონომია,  მევენახეობა–მეღვინეობა და სხვა. აკადემიის დაარსება დაკავშირებულია არსენ იყალთოელის სახელთან,  რომელმაც განათლება ბიზანტიის კულტურულ ცენტრებში მიიღო,  ხოლო შემდეგ სამშობლოში დაბრუნებულმა გააჩაღა ლიტერატურულ–შემოქმედებითი საქმიანობა. ზოგი ცნობით არსენის მიერ იყალთოში სკოლის გამართვა იმით აიხსნება,  რომ იგი წარმოშობით იქაური იყო,  გადმოცემით აქ თითქოს შოთა რუსთაველიც კი სწავლობდა.

იყალთოს აკადემიას იქვე ჰქონდა მდიდარი წიგნთსაცავი,  რომლითაც სარგებლობდნენ როგორც ადგილობრივი მასწავლებლები ისე მსმენელები,  სამწუხაროდ იქაურ ძველ წიგნებს ჩვენამდე არ მოუღწევია,  ხოლო ის რამდენიმე ხელნაწერი რომელიც იყალთოდანაა შესული ჩვენს სიძველეთსაცავებში გვიანდელი ხანისაა და აკადემიის შესახებ ცნობებს არ იცავს. დღეს აქ გახსნილია იყალთოს სახალხო უნივერსიტეტი მისი რექტორია შათირიშვილი.

ქართლი

ცურტავი

 

დაბა ქვემო ქართლში,  მდ. ხრამის ხეობაში,  ზუსტი ადგილმდებარეობა დაუდგენელია. V ს.   II ნახევარში იქცა სწავლა–განათლებისა და კულტურის კერად. იქ აღიზარდნენ ისტორიკოსი ლაზარ ფარპეცი V ს.,  შუშანიკ დედოფალი და სხვანი. იქ დაიწერა 476–483 წლებში ჩვენამდე მოღწეული პირველი ქართული ორიგინალური თხზულება ”წამებაი წმინდისა შუშანიკისი დედოფლისაი” ავტორი იაკობ ცურტაველი. ნაშრომის მხატვრული დონე გვაფიქრებინებს,  რომ ცურტაველს დაწერილი უნდა ჰქონოდა სხვა ნაწარმოებებიც. მისი ცნობით V ს. 70–ან წლებში ცურტაველ მოღვაწეებს არაერთი ხელნაწერი წიგნი ჰქონდათ: სახარება,  დავითნი,  მოწამეთა წიგნები.

 

 

შიომღვიმე

 

თბილისიდან 40 კმ–ს დაშორებით მცხეთის დასავლეთით მტკვრის მარცხენა ნაპირზე სხალტბის ქედის ძირში სართულებად განლაგებული ბუნებრივი თუ ხელოვნური გამოქვაბულების წინ მდებარეობს შენობათა კომპლექსი ერთერთი უძველესი ქართული მონასტერი რომელიც დააარსა იოანე ზედაზნელის მოწაფემ შიომ VI ს. შუა წლებში. მონასტრის აღმოცენებაზე ცნობებს გვაწვდიან არსენ II–ს X ს. ცხოვრებაი და მოქალაქობაი ღირსისა მამისა ჩვენისა შიოსი და ევაგრესი და ამ ძეგლის მეტაფრასული რედაქცია”ცხოვრებაი და საკვირველებაი წმიდისა და ნეტარისი შიოსი რომელი იყო ანტიოქიად  შუამდინარეთსაი,  ხოლო მოიწია ქვეყნად ქართლისა და დაემკვიდრა სარკინისა მღვიმესა” XII ს.  

ნათლისმცემლის ეკლესიის აგებისა და ბერთა კრებულის გაზრდის შემდეგ შიომ საცხოვრებლად შეარჩია ერთი მღვიმე სადაც დაასრულა კიდეც სიცოცხლე.  მალე იქ აშენდა ეკლესია,  რომელიც მომდევნო  ხანაში ნათლისმცემლის ეკლესიას შეუერთდა.  სხვათა შორის ეს მღვიმე წმინდა ადგილად იქნა მიჩნეული და  სავანის სახელიც იქიდან წარმოდგა შიოს მღვიმე ანუ შიომღვიმე. დროთა განმავლობაში შიომღვიმე დაწინაურებულ სამონასტრო ცენტრად იქცა,  მას დიდი მღვიმის უდაბნოს   დიდ ლავრას  დიდ უდაბნოს უწოდებდნენ. მოწესეებით აივსო სხალტბის ქედის გამოქვაბულები,  იქ ახლაც შეინიშნება ასამდე გამოქვაბული,  ხოლო ადრე გაცილებით მეტი იყო.

სამეფო კარის დახმარებითა და ხელის შეწყობით გაძლიერებული სავანე საკმაოდ დიდი ფეოდალურ–საეკლესიო სენიორია მრავალრიცხოვან კრებულს აერთიანებდა. შიომღვიმეში არაერთი მწიგნობარი ცხოვრობდა,  ზოგიერთის აზრით I შემოქმედი თვითონ შიო ყოფილა,  მას მიეწერება 160 თავი”სწავლაი ყოვლად შუენიერი და ტკბილი,  რომლითა განისწავლებოდენ ყოველნი იგი კრებულნი მარადის” და ღრმა ლირიზმით აღსავსე ჰიმნები თქმული წმინდისა და ნეტარისა შიოს მიერ,  რომელთა მარადის იტყვიან ოლხითად მკვიდრნი მის მონასტრისაი.

XI ს. შიომღვიმეში მოღვაწეობდა კათალიკოსი ბასილი,  რომელიც ეფრემ მცირის ძმა უნდა იყოს კარიჭისძე,  მან თავი მოუყარა გადმოცემებს შიო მღვიმელის სასწაულმოქმედებაზე და დაამუშავა ლიტერატურულად. ნაშრომი შიოს სასწაულებთან ერთად შეიცავს ისტორიულ ცნობებსაც. ბასილისვე უნდა ეკუთვნოდეს შიოს დასდებელი.

შიომღვიმეში გაატარა ცხოვრების უკანასკნელი წლები და იქ დაასრულა დოგმატიკურ–პოლემიკური კრებული დოგმატიკონი არსენ იყალთოელმა.  იქვე მოღვაწეობდა სამეფო კართან დაახლოებული ბერი არსენი,  რომელსაც დავით აღმაშენებელი შიომღვიმისადმი ბოძებულ ანდერძში თავის სასოს და განმანათლებელს უწოდებდა.  იმავე ანდერძიდან ჩანს,  რომ მეფემ არსენს მიანდო შიომღვიმეში ეკლესიის მშენებლობა. არსენ ბერმა სავანეში ახალი დისციპლინირებული წესი განაჩინა და სვიმეონ სასწაულმოქმედის მონასტრის ტიპიკონი დაამკვიდრა.

შიომღვიმეში ამრავლებდა ხელნაწერებს კალიგრაფი გიორგი ხუცესმონაზონი XIII ს.   მისი დამზადებულია ტიპიკონის მოზრდილი ხელნაწერი,  რომელშიც საკუთრივ ტიპიკონის ტექსტს უძღვის შიო მღვიმელის სვინაქსარული ცხოვრება,  ნინოს საგალობლები და სხვა. მასვე გადაუწერია სახარება,  რომელიც სამეცნიერო ლიტერატურაში შიომღვიმის ოთხთავის სახელითაა ცნობილი.

XIII ს. შიომღვიმეში მოღვაწეობდნენ მწიგნობრები იოსებ სანებელი–ქობულაშვილი,  გამალიელ გამრეკელი,  გერონტი სოლოღაშვილი და იონა ხელაშვილი. შიომღვიმეში მდიდარი წიგნთსაცავი ყოფილა. რამდენიმე ათეულმა ხელნაწერმა ჩვენამდეც მოაღწია.

გარდა დასახელებულისა, საყურადღებოა აგრეთვე ოლიმპოს მთაზე დამზადებული კრებული 978 წ.  პროკლე დიადოხოსის კავშირნი ღვთისმეტყველებისანი,  ქართული თარგმანის უძველესი ნუსხა XIII ს. და სხვა.

 

 

მცხეთა

 

ქართველთა ძველი დედაქალაქი ძველი ქრისტიანული ეკლესიის ცენტრი. წყაროების ჩვენებით იქ გაიშალა ქართველთა განმანათლებლის ნინოს IV ს. სამისიონერო მოღვაწეობა,  იქ გამოცხადდა ქრისტიანობა ქართლის სახელმწიფოებრივ რელიგიად,  იქვე დაიწყო პირველი ქრისტიანული ტაძრების მშენებლობა. ძველ ნაგებობათაგან განსაკუთრებით გამორჩეულია ქართული ხუროთმოძღვრების სიამაყე სვეტიცხოველი XI ს.   ძირითადად მასთანაა დაკავშირებული ის კულტურულ–ლიტერატურული მუშაობა,  რომელიც გვიან ხანაში მცხეთაში იყო გაჩაღებული.

მცხეთაში დაიწერა ერთერთი უძველესი ქართული ჰაგიოგრაფიული ძეგლი”მარტვილობაი და მოთმინებაი წმინდისა ევსტათი მცხეთელისაი VI  ს.   უცნობმა ავტორმა მიუდგომლად აღწერა მცხეთაში დამკვიდრებული სპარსელის ტრაგიკული თავგადასავალი,  ქართლის სახელმწიფოებრივი მდგომარეობა,  სპარსელთა სარწმუნოებრივი პოლიტიკა. მცხეთის მწიგნობრულ–შემოქმედებითი წრის წარმომადგენელია კათალიკოსი არსენ დიდი IX ს. მას მიაკუთვნებენ აბიბოს ნეკრესელის ცხოვრების აღწერილობას და პოლემიკურ ტრაქტატს განყოფისათვის ქართლისა და სომხითისა.

ნაყოფიერად მუშაობდა კათალიკოსი არსენ II–ც X  ს.   ავტორი ჰაგიოგრაფიული თხზულებებისა ცხოვრებაი და მოქალაქობაი წმიდისა მამისა ჩვენისა იოვანე ზედაზნელისა და მოწაფეთა მისთაი,  რომელთა განანათლა ქვეყანაი ესე ჩრდილოეთისაი და ცხოვრებაი და მოქალაქობაი ღირსისა მამისა ჩვენისა შიოსი და ევაგრესი. ასევე მცხეთელი უნდა იყოს ის უცნობი მწერალი,  რომელსაც ეკუთვნის ცხოვრებაი და მოქალაქობაი ღირსისა და მოციქულთა სწორისა ნეტარისა ნინოისი XIII ს.  გვიანფეოდალურ ხანაში მცხეთელ მწიგნობრებად ჩანან მაღალაძენი,  რომელთაც XV საუკუნიდან სვეტიცხოვლის ქადაგობა და ამ თანამდებობისათვის განკუთვნილი მამულები ეპყრათ. ხელნაწერთა გამრავლებითა და საბუთების წერით გამოირჩეოდნენ ქადაგი ნიკოლოზ მაღალაძე XVII–XVIII ს. რომელსაც ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებიც დაუწერია ცხოვრებაი და შეთქმაი  ახლადმოწამის გამოჩენილისა შიოსი,  მდივან–მწიგნობარ მგალობელი სოლომონ მაღალაძე XVII–XVIII  ს.   მდივან–მწიგნობარ მგალობელი ნიკოლოზ მაღალაძე XVIII ს. და სხვა.

მცხეთის საკათედრო ტაძარს ძალზე დიდი ბიბლიოთეკა ჰქონია. განსაკუთრებით გამდიდრებულა იქაური ბიბლიოთეკა მელქისედეკ კათალიკოსის დროს XI  ს.   ერთი ცნობით ანტონ I-ს მცხეთაში 7 000 წიგნი ჰქონდა. როცა სვეტიცხოველს მტერი არბევდა ბუნებრივია წიგნთსაცავსაც ცუდი დღე ადგებოდა,  მართალია მცხეთელი მოღვაწეები ბევრს ცდილობდნენ მაგრამ ყველაფრის დაცვა არ შეეძლოთ. მიუხედავად ამისა მცხეთიდან არაერთმა ძვირფასმა ხელნაწერმა მოაღწია ჩვენამდე.

 

 

ბოლნისი

 

ქვემო ქართლში ბოლნისის რაიონიდან 9 კმ-ზე მდ.  ფოლადაურის მარცხენა ნაპირზე სოფ.  ბოლნისში დგას ბაზილიკური ტიპის შენობა სიონი V ს. ბოლნისის საეპისკოპოსო კათედრალი ჯერ კიდევ ვ გორგასალმა V ს. დააარსა,  შემდგომ ხანაში იქ მწიგნობრული საქმიანობაც გაიშალა.

აქ მოღვაწეობდა ქართული ჰომიოლეტიკური მწერლობის თვალსაჩინო წარმომადგენელი იოანე ბოლნელი X–XI  ს.   მის ქადაგებებს დღესაც დიდი ისტორიული მნიშვნელობა აქვს. ხელნაწერთა დაცვა–გამრავლებაზე ზრუნავდნენ გვიანი ხანის ბიბლიოფილი ბოლნელები იოსებ რევიშვილი XVII  ს.   მაქსიმე მაჭუტაძე XVII ს.  და სხვა.

 

 

რუისი

 

გორიდან 15 კმ–ზე დასავლეთის მიმართულებით სოფ.  რუისის შუაგულში აღმართული ტაძარი თარიღდება VIII–IX საუკუნეებით. რუისის კათედრალში არაერთი მწიგნობარი მოღვაწეობდა.  ჯერ კიდევ IX–X ს. მიჯნაზე ჩანს იქ ანტონ მროველი,  ხოლო XI ს.  დიდად გამოიჩინა თავი ისტორიკოსმა და ჰაგიოგრაფმა ლეონტი მროველმა მას მიეწერება ცხოვრება ქართველთა მეფეთა,  ნინოს ცხოვრება,  და არჩილის წამება რომელიც იყო მეფე ქართლისა ე ი ის თხზულებები რომლითაც იწყება ქართლის ცხოვრება მასვე მიეწერება თარგმანი აპოკრაფიის ძეგლისა ქმნილი  წმინდისა მამისა ჩვენისა ეფრემისი.

რუისიდან ცნობილია კიდევ რამდენიმე ბიბლიოფილი მღვდელთმთავარი ხელნაწერთა დამზადების ინიციატორები გიორგი XII–XIII ს. დიონისე ლარაძე XIV ს. და გერმანე XVIII ს. პოეტი და ხელნაწერთა დამხსნელი დომენტი ავალიშვილი XVII ს. პოეტი ლიტურგისტი და კალიგრაფი ნიკოლოზ ორბელიანი 1672–1732 წ.  მემუარისტი იოანე გედევანიშვილი 1737–1824 წ. და სხვა. ხელნაწერთაგან გამოირჩევა ე წ. რუისის სახარება XI ს.  

 

 

ურბნისი

 

ქარელის აღმოსავლეთით ათ კმ–ზე მტკვრის მარცხენა ნაპირზე სოფ ურბნისში შემონახულია ბაზილიკაV–VI ს. რომელიც ეპარქიის ცენტრი იყო. იქაურ მოღვაწეთაგან ცნობილია ვლასი ურბნელი XVI  ს.   რომელმაც არაერთი ხელნაწერი გადაარჩინა განადგურებას,  აღადგინა და გააცხოველა.  ხელნაწერთა დამკვეთი ევდემოზ რატიშვილი 1623–1710 წ.  ნიკოლოზ ხერხეულიძე XVIII  ს.   რომელთანაც დაკავშირებულია ქართლის ცხოვრების 1 ნუსხა და სხვა. ურბნისიდან მოღწეულ ხელნაწერთაგან აღსანიშნავია იოანე კაწანელის მიერ გადაწერილი სახარება X ს.   მდიდრულად მოხატული ჟამნ–გულანი რომელიც 1675 წ. დაამზადეს საბა მტბელმა და ზაქარია მწერალმა,  აგრეთვე გულანი, რომელიც 1707 წ. გადაწერა იესე გარსევანიშვილმა.

 

 

ლარგვისი

 

მდ ქსნისა და ქურთისწყლის შესართავთან ქსნის ხეობის ყველაზე მნიშვნელოვანი სამონასტრო ცენტრი,  მონუმენტური სამხედრო ნაგებობა.  იქ მოღვაწეობდა მწერალი,  მხატვარი და კალიგრაფი ავგაროზ ბანდაისძე XIV  ს.   რომელსაც ეკუთვნის საისტორიო ნაწარმოები ძეგლი ერისთავთა,  მოღწეულია მისი გადაწერილი და მოხატული ხელნაწერები სახარება,  პარაკლიტონი.  მამის გზას ადგა ავგაროზის ვაჟი გრიგოლი XV  ს.   რომელმაც ბევრი ხელნაწერი გადაწერა.

 

 

წილკანი

 

საქართველოს სამხედრო გზის დასავლეთით მცხეთიდან 15 კმ–ს დაშორებით მდებარეობს სოფ.  წილკანი,  სადაც დაცულია ძველი საეპისკოპოსო კათედრალი. იქაურ მოღვაწეთაგან შეგვიძლია დავასახელოთ ეფრემ წილკნელი,  რომელიც იაკობის  ჟამ–წირვის XV ს. ხელნაწერის მინაწერში იხსენიება,  კალიგრაფი ბასილი XVI  ს.   ქართული სტამბის ცნობილი მუშაკი იოსებ სანებელი XVII–XVIII  ს.   ბიბლიოფილი ქრისტეფორე წილკნელი XVIII  ს.   ასევე არსენ მანგლელ–წილკნელ–თბილელი XVIII ს. და სხვა.

ცალკე უნდა მოვიხსენიოთ ამბროსი მიქაძე,  რომელიც ადრე გარეჯასა და იკორთაში მოღვაწეობდა,  ხოლო 1777–78 წლებიდან მანგლელად განწესებამდე  1772 წ. ის წილკნელად იწოდა. მიუხედავად არახელსაყრელი პირობებისა კათედრალის  განმტკიცებისა და ლიტერატურის გამდიდრების მიზნით მუხლჩაუხრელად შრომობდა,  აქ დაწერა მან წიგნი აღსარებისა 1789 წ. და ლექსები ისე წილკნელზე,  იქვე გადაწერა განგებაი წირვისაი.

წილკანში მოღვაწეობდა მღვდელთმთავარი იოანე ქარუმიძე გარეჯაში განსწავლული კალიგრაფი,  მისი სახელით მოღწეულია 1802 წ. ანანურში დაწერილი ლექსი მიძღვნილი წმინდა ნინოსადმი.

 

 

სამთავისი

 

მდ ლეხურის მარცხენა ნაპირზე კაცხიდან  11 კმ–ზე ჩრდილოეთის მიმართულებით სოფ სამთავისში დგას დიდი გუმბათიანი ეკლესია,  რომელიც 1030 წ. ააგო ილარიონ ყანჩელმა. კათედრალი იქ ადრევე არსებობდა,  ხოლო მწიგნობრულ–საგანმანათლებლო მუშაობა რამდენადმე გვიან გაჩაღდა,  ცნობილია კალიგრაფები ილია XVI ს. და ევდემონი XVII  ს.   მთარგმნელი კვიპრიანე სამთავნელი XVII–XVIII ს. რომელმაც ბერძნულიდან გადმოიღო კურთხევანი,  განმარტება ეკლესიისა და კურთხევა მისი,  სასმენი შვილთა სასიკვდინეთა ცოდვათანი,  სამართლის წიგნი და სხვა. XVIII ს. სამთავისში მოღვაწეობდნენ ანტონ I,  ბენედიქტე სამთავნელი,  გერვასი მაჭავარიანი და სხვა მწიგნობრები.

 

ქვათახევი

 

კავთურის ხეობაში კავთისხევთან შვიდ კმ–ზე ტყეში აღმართულია შუა საუკუნეების ქართული

ხუროთმოძღვრების ძეგლი XII–XIII ს.  ქვათახევის მონასტერში ქართველ მოღვაწეთა დიდი კრებული იყო,  ცნობილია იქაური წინამძღვარი ფილიპე ბარათაშვილი XIV  ს., რომელიც დახელოვნებული ყოფილა სიგელ–გუჯრების წერაში,  წინამძღვარი იოანე ყარალიშვილი XVI–XVII ს., რომელსაც 1609 წ. ქეთევან დედოფლისათვის გადაუწერია იბაკონი ღვთისმშობლისადმი,  რომელსაც დედოფლის ცრემლების კვალი ეტყობა. XIX ს. დამდეგს ქვათახევში მოღვაწეობდა იოანე ხელაშვილი იქიდან გაუდგა გზას საკალმასოდ,  შემდეგ წინამძღვარი დოსითეოს ფიცხელაური,  რომელმაც რუსულიდან თარგმნა სვინაქსარი ოთხშაბათსა გამგებლობისათა,  ხოლო რუსულად იოანე გედევანიშვილის ანდერძი,  ამ სავანის უკანასკნელი გამოჩენილი მოღვაწე იყო ტარასი ალექსიშვილი 1799–1874 წ.  რომელმაც რუსულიდან თარგმნა მრავალი წიგნი სახარების ნეტარებათა განმარტება,  ახალი აღთქმის გეოგრაფიული ლექსიკონი და სხვა,  გამოაქვეყნა მოკლე აღწერა საქართველოს მონასტერთა 1861 წ.  შეთხზა ქვეყნიერი სამოთხე,  დაბეჭდა ქართული ანბანი სასწავლებლად ყრმათა 1825 წ. და სხვა.

 

 

ფიტარეთი

ქვემო ქართლში სოფლისწყაროდან 26 კმ–ს დაშორებით ხრამის ხეობაში სოფ ფიტარეთში აგებულია დიდებული ტაძარი IX  ს.,  რომელიც გვიან ხანაში დაუმკვიდრდა ორბელიშვილთა ფეოდალურ  სახლს და მის საძვალედაც იქცა.

ფიტარელ მოღვაწეთაგან ვიცნობთ მხოლოდ წინამძღვარ იობს,  რომელიც  საბუთებში 1695–1730 წ. ჩანს. იგი ახლოს ყოფილა ს. ს. ორბელიანთან და მისი ლექსიკონის მითვისებაც უცდია,  მიუხედავად ამისა ს. ს ორბელიანი,  ანტონ I და იოანე ბაგრატიონი იობ ფიტარელს ჩინებულ მწერლად წარმოგვიდგენენ. ფიტარეთიდან მოღწეულ ხელნაწერებში გამოირჩევა სძლისპირების ნუსხა XVII  ს.   გადაწერილი ფიტარეთის ძველ საგალობელთა კრებულიდან,  მასში შემონახულია ნევმატური ნიშნები,  რომელსაც ქართული სანოტო სისტემის შესწავლისათვის დიდი  მნიშვნელობა აქვს.

 

 

მძოვრეთი

 

ისტორიული ქალაქი,  საციციანოს ცენტრი,  ახლანდელი სოფლების ორთუბნის,  წითელსოფლისა და ჩუხაანის ტერიტორიაზე. ქარელის რაიონში,  სადაც ადრევე გაჩაღდა საგანმანათლებლო საქმიანობა. ლიტერატურულ ასპარეზზე მოღვაწეობდნენ სათავადოს დამაარსებელი ზაზა ფანასკერტელ–ციციშვილი XV ს. მას მიეწერება ქართული მედიცინის შედევრი კარაბადინი,  ასევე მას შეუკრებია და ერთ წიგნად გადაუწერინებია იოანე ოქროპირის სწავლანი,  საციციანოდანვე იყვნენ ბარამგურიანის ავტორი ნოდარ ციციშვილი XVII  ს.   ვეფხისტყაოსნის ინტერპელატორი მანუჩარ ციციშვილი XVII  ს.   ასევე ამ პოემის ძვირფასი ხელნაწერის დამზადების მოთავე ზაზა ციციშვილი XVII  ს.   პოეტი ევსტათი ციციშვილი XVIII–XIX ს. და სხვა.

 

 

მუხრანი

 

1512 წ. ქართლში დაარსდა კიდევ ერთი ახალი სათავადო სამუხრანბატონო,  რომელიც კარგა ხანს იყო ბაგრატიონთა ერთი შტოს სამკვიდრო სადაც იმთავითვე გაჩაღდა შემოქმედებითი საქმიანობა. იქაური I მწერალი სათავადოს დამაარსებელი ბაგრატ მუხრანბატონია,  რომელსაც ეკუთვნის მოთხრობაი სჯულთა უღმრთოთა ისმაელიტთაი,  ლიტერატურით დაინტერესებული იყო თეიმურაზ მუხრანბატონი XVII  ს.   მამუკა მუხრანბატონი XVII–XVIII  ს.   კონსტანტინე მუხრანბატონის მეუღლე ბარბარე XVIII  ს.   პოეტი და მთარგმნელი გრიგოლ ბაგრატიონი–მუხრანელი XVIII–XIX ს. და სხვა.

აქ არაფერს ვამბობთ მუხრანბატონთა ფეოდალური სახლის იმ წარმომადგენლებზე რომელთა მოღვაწეობა ქართლისა თუ კახეთის სამეფო კარზე წარიმართა არჩილი,  ლევანი,  ვახტანგ ლევანის ძე და სხვა.

 

 

გორი

 

გორის ლიტერატურული კერიდან ცნობილია რამდენიმე მწიგნობარი. იქაურ კულტურულ ტრადიციებზე აღზრდილი ზოგიერთი მწერალი სხვაგან ეწეოდა საგანმანათლებლო საქმიანობას.   გორიდანაა მემატიანე ფარსადან გორგიჯანიძე XVII  ს.   პოეტი ფეშანგი ხითარიშვილი XVII  ს.   I ქართველი დისერტანტი დავით ულუკაშვილი XVIII  ს.   პოეტი სტეფანე ფეშანგიშვილი 1778–1839 წ.  კალიგრაფი დიმიტრი ოქრუაძე–ოქრუაშვილი XVIII–XIX ს. და სხვა. არსებითად გორის ლიტერატურულ ტრადიციებზე აღიზარდნენ მწიგნობარ თუმანიშვილთა მთელი თაობები დიმიტრი,  გიორგი,  დავითი,  ავთანდილი და სხვა.

 

ტანძია.

სოფ ქვემო ქართლში ბოლნისიდან 15 კმ–ს დაშორებით,  იგი ორბელიშვილთა სამკვიდრო იყო,  იქ ცხოვრობდა ქართლის მდივანბეგი ვახტანგ ორბელიშვილი XVIII ს. რომელმაც შექმნა დიდი კულტურულ–ლიტერატურული ტრადიციების  ოჯახი სადაც აღიზარდნენ თვალსაჩინო მწიგნობრები ს.   ს.   ორბელიანი და მისი ძმები ნიკოლოზი,  დიმიტრი,  ზაალ,  ზოსიმე. ვახტანგ ორბელიშვილმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ბიბლიის ქართულად თარგმნილი წიგნების შეკრების.   შესწავლის,   აღდგენისა და გამოსაცემად მომზადების საქმეში,  მოღწეულია მისი თაოსნობით გადაწერილი წიგნები.

 

 

ახალგორი

 

ქსნის საერისთაოს პოლიტიკურ და კულტურულ ცენტრში კერძოდ ერისთავების რეზიდენციაში XVI–XVIII ს. ინტერესი წერილობითი ძეგლებისადმი საკმაოდ შეინიშნებოდა.  მრავლადაა მოღწეული ხელნაწერები რომლებიც ქსნის ერისთავთა სახლის წარმომადგენელთა ინიციატივით დამზადდა,  ცნობილია იქაური მწერლები იასე ყულარაღასი XVIII  ს.   რომელმაც დაწერა აკროსტიხული შესხმა ისე წილკნელისა და აპოლოგია შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავებისა და ბიძინა ჩოლოყაშვილისა,  ელიზბარ ერისთავი 1733–1818 წ.  იოანე ერისთავი XVIII–XIX  ს.   ვარლამ ერისთავი 1763–1830 წ. და სხვა. ისტორიულ ქსნის საერისთაოში,  პატარა ლიახვის ხეობაში სოფ ბელოთში XVIII ს. 70–ან წლებში მოღვაწეობდნენ მწიგნობრები იესე ბარათაშვილი და სოლომონ ალექსიშვილი,  რამდენადმე გვიან მემუარისტი იოანე ქართველიშვილი.

 

 

დუშეთი

 

არაგვის ერისთავთა რეზიდენციაში აღიზარდნენ კვიპრიანე სამთავნელი,  პოეტი ოთარ ერისთავი XVIII  ს.   რომანოზ ერისთავი,  რომელიც ძირითადად გარეჯაში მოღვაწეობდა,  კალიგრაფები იოსებ XVIII ს. და სოფონია XIX ს. ერისთავიშვილები და სხვა. სხვადასხვა დროს დუშეთში ყოფილა მრავალი მწერალი თეიმურაზ I 1626 წ.  იესე ბარათაშვილი 1747 წ.  თეიმურაზ II 1760 წ.  იოანე რუსთველი 1760 წ.  იოანე ქართველიშვილი 1795 წ. და ასე შემდეგ.  გვაქვს ცნობები,  რომ ზოგიერთი მათგანი დუშეთშიც განაგრძობდა ლიტერატურულ საქმიანობას. არაგვის საერისთაოში ერთ ხეობას მრევლი ეწოდებოდა,  მასში შედიოდა სოფ გრემისხევი სადაც მოღვაწეობდა როსტომიანის ნაწილის გამლექსავი სერაპიონ საბაშვილი XV–XVI ს.  

 

 

კახეთი

ზედაზენი

 

მცხეთის ჩრდ–აღმოსავლეთით არაგვის მარცხენა ნაპირზე ზედაზნის მთაზე არსებობდა ერთერთი უძველესი ქართული სამონასტრო ცენტრი,  რომელსაც საფუძველი ჩაუყარა იოანე ზედაზნელმა VI ს.  როგორც ასურელ მოღვაწეთა მიერ დაარსებულ სხვა სავანეებში გარეჯაში,  შიომღვიმეში,  იყალთოში და ა.  შ.  ზედაზნის მონასტერშიც უეჭველად გაჩაღდებოდა მშენებლობები და საქმიანობა,  მაგრამ სათანადო მასალები ნაკლებადაა მოღწეული. ზედაზნელ მწიგნობართაგან ვიცნობთ მხოლოდ მიქაელ წინამძღვარს XI  ს.   მის მიერ მოწოდებული მასალით დაუწერია უცნობ ავტორს ცხოვრება წმინდისა მამისა ჩვენისა იოანე ზედაზნელისა.

 

 

ნეკრესი

 

ყვარლის ახლოს, კავკასიონის ქედის ფერდობზე შემონახულია გრანდიოზული არქიტექტურული ანსამბლი,  ის იყო ნეკრესელის რეზიდენცია. ნეკრესის ეპარქია ძლიერი ფეოდალური ერთეული იყო და მნიშვნელოვან როლს ასრულებდა კახეთის სამხედრო–პოლიტიკურსა და სასულიერო–საეკლესიო ცხოვრებაში.

იქაური მოწესენი ლიტერატურულ ასპარეზზეც მოღვაწეობდნენ,  უცნობი ნეკრესელის დაწერილი უნდა იყოს აბიბოს ნეკრესელის წამების მეტაფრასტული რედაქცია XII  ს.   მღვდელთმთავარი იოანე ჯორჯაძე XVIII ს. ხელნაწერთა გამრავლებაზე ზრუნავდა,  ხოლო დოსითეოზ ჩერქეზიშვილი XVIII ს. აქტიურად მონაწილეობდა ფილოსოფიურ თხზულებათა თარგმნასა და ხელნაწერთა გამრავლებაში. ნეკრესში პირველდაწყებითი სკოლაც კი დააარსა მან.

ასეთივე ნაყოფიერი შემოქმედი იყო ნეკრესის უკანასკნელი მღვდელთმთავარი ამბროსი მიქაძე,  მან შეთხზა ლექსები,  შეადგინა კრებულები,  დაწერა ქადაგებანი.

 

 

ალავერდი

 

თელავის ჩრდილოეთით 20 კმ–ს დაშორებით ალაზნის ველზე მდინარის მარცხენა ნაპირზე აღმართულია ალავერდის ტაძარი XI ს.  ალავერდში მონასტერი დააარსა იოანე ზედაზნელის მოწაფემ იოსებმა VI  ს.   რომელსაც ალავერდელი ეწოდა. შემდგომ ხანაში იქ ჩამოყალიბდა მძლავრი კათედრალი,  სადაც ლიტერატურული მუშაობაც გაჩაღდა, იქაურ მოღვაწეთაგან დავასახელებთ ფილიპე ალავერდელს, ზებედე მთავარეპისკოპოსს  ნიკოლოზ ჩოლოყაშვილს  მარიამ–მაკრინე ბაგრატიონს,   კირილე ამირანისძეს,  იოანე ლარაძეს.

ფილიპე ალავერდელი XVI–XVII ს.  და ზაქარია ბოდბელის მოწოდებით კახთა მეფე დავით I–მ 1601–02 წ. ქილილა და დამანას თარგმნა წამოიწყო,  ზებედე მთავარეპისკოპოსმა XVII ს. შეიძინა ოთხთავის ხელნაწერი XI ს. და ალავერდს შესწირა,  ეს ხელნაწერი ალავერდის ოთხთავის სახელითაა ცნობილი.

ნიკოლოზ  ჩოლოყაშვილი XVIII ს. გულმოდგინედ ზრუნავდა ხელნაწერთა დაცვა–გამრავლებაზე, მოღწეულია მის მიერ დამზადებული ხელნაწერები. ალავერდის ლიტერატურული კერის თვალსაჩინო წარმომადგენელია მარიამ–მაკრინე ბაგრატიონ–ჩოლოყაშვილი XVIII ს. დაქვრივების შემდეგ იგი მონაზვნად შედგა და  ალავერდს დაწერა ცხოვრება იოსებ ალავერდელისა,  ასევე მისივე საგალობლები და ღვთისმშობლის შესხმა,  დაამზადა ხელნაწერები,  დაწერა საბუთები და ა შ. არქიმანდრიტე კირილე ამირანისძე და იოანე ლარაძე ამრავლებდნენ ხელნაწერებს.

 

 

მარტყოფი

 

ქ რუსთავის ადგილას ძველად არსებობდა ქალაქი სადაც იყო კათედრალი,  მისი განადგურების შემდეგ რუსთველი ეპისკოპოსის სადგომად მიჩნეულ იქნა სოფ მარტყოფის შემოგარენი,  სადაც იდგა ეკლესია ღვთაებისა გუმბათიანი და იქ მცხოვრები მღვდელთმთავარი რუსთველად იწოდებოდა. რუსთველის ახალ რეზიდენციაში გაჩაღდა ლიტერატურული მუშაობა,  იქაურ მოღვაწეთაგან აღსანიშნავია პოეტი და ლიტურგიკოსი მიხეილ ჩერქეზიშვილი XVII–XVIII  ს.   არქიეპისკოპოსები იოანე ქობულაშვილი XVIII ს. და სტეფანე ჯორჯაძე XVIII ს.  

 

 

ნინოწმინდა

 

საგარეჯოს რაიონული ცენტრის ახლოს სოფ ნინოწმინდაში დგას IV ს. ტაძარი ნანგრევების სახით

მოღწეული. იქაურ მწიგნობრებს ნაკლებად ვიცნობთ,  შეგვიძლია დავასახელოთ მხოლოდ რამდენიმე მოღვაწე არსენ ნინოწმინდელი X–XI ს. ათონის ქართული ლიტერატურული სკოლის მესვეური ეფთვიმე ათონელის თანამშრომელი,  ხელნაწერთა გამრავლების ინიციატორები მიტროპანე და იოანე ნინოწმინდელები XIII  ს.   მწერალი და ხელნაწერთა მომგებელი საბა ტუსიშვილი XVIII ს.  

 

 

ბოდბე

 

სოფელი ქიზიყში,  სიღნაღიდან 2 კმ–ს დაშორებით კათედრალს რომელიც აღმართულია ნინო კაბადოკიელის დაკრძალვის ადგილზე ჰქონდა მდიდარი ბიბლიოთეკა.  იქ არსებობდა აგრეთვე სასწავლებელიც იქ აღიზარდა იოანე ხელაშვილი,  ბოდბეში მოღვაწეობდნენ ქილილა და დამანას თარგმანის ერთერთი ინიციატორი ზაქარია ბოდბელი XVI–XVII  ს.   პოეტი და ბიბლიოფილი ონოფრე ბოდბელი XVIII ს. ხელნაწერთა მიმგებელნი იოანე და დავით ბოდბელები XVIII  ს.   მღვდელთმთავარი იოანე მაყაშვილი 1743–1837 წ. ბოდბის ტაძრის რესტავრატორი და ხელნაწერთა გამრავლების მოთავე.

 

 

გრემი

 

ყვარლიდან 16 კმ–ზე მდებარეობს გრემის ანსამბლის ნანგრევები,  ადრე აქ მძლავრი ქალაქი არსებობდა. XV ს. II ნახევრიდან XVII ს. დამდეგამდე შაჰ აბასის შემოსევამდე იყო კახეთის სატახტო,  აქვეა ბაგრატიონთა რეზიდენცია სადაც კულტურულ–საგანმანათლებლო მუშაობა იყო გაჩაღებული. ლიტერატურული ინტერესი დედაქალაქის მკვიდრთ ადრეც ჰქონდათ შეგვიძლია დავიმოწმოთ ანა დედოფლისეული ქართლის ცხოვრება XV  ს.   თინათინ დედოფლის თაოსნობით გადაწერილი სვინაქსარი 1535 წ. და ა შ,  თუმც კულტურული მოღვაწეობა აქ გაჩაღდა უფრო მეტად XVI ს. მიწურულიდან,  როცა სამოღვაწეო ასპარეზზე გამოვიდნენ დავით I და ქეთევან დედოფალი.   რამდენადმე გვიან თეიმურაზ I.

დავით კახთა მეფემ წვლილი შეიტანა ქილილა და დამანას ქართული რედაქციის ჩამოყალიბებაში და წამოიწყო მისი სპარსულიდან თარგმნა. ქეთევანი პოეტი ყოფილა,  მოღწეულია მისი ანბანთქება,  ცნობილია მისთვის დამზადებული საგალობელთა კრებული. თეიმურაზ I–მ აქ გადადგა პირველი ნაბიჯები ლიტერატურულ ასპარეზზე.

გრემთან უნდა იყოს დაკავშირებული ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი,  რომელმაც დაწერა ვეფხისტყაოსნის გაგრძელებათა გაგრძელება ომანიანი 1603–13 წ. საზ-ში ტრიალებს აზრი გრემში სასწავლო–სამეცნიერო ცენტრის აკადემიის არსებობის შესახებ,  თუმც არავითარი საბუთი და მატერიალური კულტურის ნაშთი არ მოგვეპოვება ამ მოსაზრების დამადასტურებლად,  შეუძლებელია XI–XII ს. გრემში აკადემიის არსებობაზე მსჯელობა,  რადგან იმ პერიოდში გრემის ისტორიაზე,  მის არსებობაზეც კი არ გვაქვს ნამდვილი წარმოდგენა,  XV ს. გრემზე მასალა ბევრად მეტია მაგრამ იქ არავითარი ცნობები არ არის აკადემიაზე.

 

 

თელავი

 

ადრევე გამოცხადდა კახეთის სატახტო ქალაქად IX ს. და ერთხანს კიდეც ინარჩუნებდა ამ პატივს,  მაგრამ დავით აღმაშენებლის მიერ კახეთის შემოერთების შემდეგ მისი მნიშვნელობა დაეცა. გვიან ხანაში კი კახთა მეფეების რეზიდენცია გრემში იყო. XVII ს. II ნახევარში კახეთის ცენტრმა კვლავ თელავში გადაინაცვლა არჩილ ბაგრატიონმა რომელიც 1664–75 წ. მეფობდა კახეთში განაახლა ძველი ქალაქი,  ააგო სასახლე და კახეთის ტახტი იქ გადაიტანა.

იმ დროიდან თელავში ლიტერატურულ–საგანმანათლებლო საქმიანობაც გაიშალა,  მართალია არაა ცნობილი არჩილის მიერ თელავში დაწერილი თხზულებანი,  მაგრამ საფიქრებელია ის კახეთშიც ეწეოდა შემოქმედებით მუშაობას. თელავში მოღვაწეობდნენ დავით II,  მისი ძმა თეიმურაზ II,  საიათნოვა და სხვა მწერლები.

დავით II–მ 1703–22 წ.  დაწერა ე წ. ღვთაების უჯარი 1722 წ.  მასვე დაუწერია ლექსები,  მისი ძმა თეიმურაზი 1731–44 წ. განაგებდა კახეთს და მონაწილეობდა იქაურ ლიტერატურულ ცხოვრებაში,  იქ დაწერა დღისა და ღამის გაბაასება 1736 წ.  შაირი ბიჟინას სიკვდილზე და სხვა.

ერთხანს კახეთის სამეფო კარზე მოღვაწეობდა საიათნოვა თელავში დაწერა მან ცნობილი ლექსი ზღვას ვინ დააშრობს ვარსკვლავის სხივით 1751 წ. 1758 წ. თელავში დაარსდა საღვთისმეტყველო–ფილოსოფიური სკოლა,  შემდეგ კი სემინარია.

I რექტორი იყო ფ ყაითმაზაშვილი,  მსმენელები იყვნენ დოსითეოზ ჩერქეზიშვილი,  ანტონ ცაგარელ-ჭყონდიდელი და სხვა,  სემინარია დაარსდა 1782 წ.  მას უძღვებოდნენ გაიოზ ბარათაშვილი–თაყაშვილი 1782–90 წ. და დავით ალექსიშვილი 1790–1801 წ. ანუ დავით რექტორი. იგი თარგმნიდა,  თხზავდა ლექსებს,   სემინარიაში აღიზარდა მემუარისტი და კალიგრაფი ნიკოლოზ ონიკაშვილი,  თხზავდა ლექსებს,  ამრავლებდა ხელნაწერებს.

 

 

სამხრეთ საქართველო

 

VIII–IX ს. სამხ საქართველო განსაკუთრებით ტაო–კლარჯეთი ქართული მწიგნობრობის მძლავრ კერად იქცა. ამ მხარის პოლიტიკურ–კულტურულ დაწინაურებას ხელი შეუწყო იმ გარემოებამ რომ აღმ. საქართველო არაბთა გავლენის ქვეშ იმყოფებოდა და ქართული სახელმწიფოებრიობის ცენტრმაც ტაო–კლარჯეთში გადაინაცვლა. აქ ადრეული ხანიდან XVI ს–მმმდე კულტურის მრავალი კერა არსებობდა. მწიგნობრულ–ლიტერატურული საქმიანობა გაჩაღებული იყო ქალაქებშიკალმახში,  აწყურში,  ახალციხეში,  თმოგვში,  ვარძიაში.  მონასტრებში ოპიზაში,  ხანთძაში,  შატბერდში,  პარეხში,  ბერთაში,  მიძნაძორში,  წყაროსთავში,  ოშკში,  ხახულში,  პარხალში,  საფარაში,  ზარზმაში,  ვანის ქვაბებში. კათედრალებში ანჩში,  იშხანში,  ბანაში,  ტბეთში,  აწყურში,  კუმურდოში. განვითარდა სასულიერო–საეკლესიო მწერლობა ჰაგიოგრაფია და ჰიმნოგრაფია. ლიტერატურულ ასპარეზზე გამოვიდნენ გრიგოლ ხანთძელი,  არსენ საფარელი,  სტეფანე მტბევარი,  ბასილ ზარზმელი,  გიორგი მერჩულე,  მიქაელ მოდრეკილი,  იოანე მტბევარი,  აბუსერიძე ტბელი და სხვა. მთარგმნელები გრიგოლ ოშკელი,  დავით ტბელი და სხვა. კალიგრაფები გრიგოლ ოპიზელი,  გაბრიელ შატბერდელი,  იოანე ბერა,  იოანე ჩირა,  სტეფანე ოშკელი და სხვა. დაიწერა და ითარგმნა მრავალი თხზულება შატბერდის კრებული,  ოშკის ბიბლია,  მ მოდრეკილის კრებული,  პარხლის მრავალთავი და სხვა. აქ გადაიწერა ოთხთავები შატბერდის 897–934 წ.  ოპიზისა 913 წ.  პარხლისა 973 წ.  ტბეთისა 995 წ.  ბერთისა X  ს.   მესტიისა 1033 წ.  წყაროსთავისა 1195 წ. და სხვა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოშკის ბიბლია 978 წ. მრავლად გვხვდება აპოკრიფები,  ეგზეგეტიკური და დოგმატიკური ძეგლები. საყურადღებოა იპოლიტე რომაელისა და ეპიფანე კვიპრელის თხზულებათა თარგმანები. შატბერდში იწერებოდა ორიგინალური ეგზეგეტიკური ძეგლებიც. ყურადღება ეთმობოდა პოლემიკას არსენ საფარელი,  გრიგოლ ოშკელი,  ექვთიმე გრძელი,  ასკეტიკას ილარიონ იშხნელი და სხვა.

ვითარდებოდა ჰაგიოგრაფია თარგმნილიც და ორიგინალურიც,  დაიწერა გობრონის წამება სტეფანე მტბევარი,  სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება ავტორი ბასილ ზარზმელი,  გრიგოლ ხანთძელის ცხოვრება გიორგი მერჩულე და სხვა. შატბერდში ჩამოყალიბდა მოქცევაი ქართლისაი. დაიწყო შედგენა ჰაგიოგრაფიული კრებულებისა პაპერიკი,  მატერიკი.  წარმატებას მიაღწია ქართულმა ჰიმნოგრაფიამ,  გრ ხანთძელი,  გ მერჩულე,  ი მტბევარი,  მ მოდრეკილი,  ი ანჩელი და სხვა. შეიქმნა ჰიმნოგრაფიული კრებულები,  განვითარდა ისტორიოგრაფია სუმბატ დავითის ძე,  აბუსერიძე ტბელი,  ასტრონომია,  მესხური დავითნის ქრონიკა და სხვა. თმოგვში მოღვაწეობდნენ სარგის I და II,  ვანის ქვაბებში და თმოგვში იწერებოდა საერო ლიტერატურის ძეგლებიც. ზოგადად გავეცნოთ სამხ საქართველოს რამდენიმე კერას.

 

 

კლარჯეთი

ოპიზა

 

დას საქართველოს კერებში  არის უძველესი მონასტერი,  ის კლარჯეთის მონასტრებიდან პირველი ააშენეს.   ძველი ბაზილიკა IX ს. გუმბათიან ტაძრად გადაუკეთებიათ,  ის მდებარეობს მაღალ მთაზე შავშეთის წყლისა და ანაკეცს შორის ჭოროხის აღმოსავლეთით აჭარის მთის კალთასთან. აქ მოღვაწეობდნენ გრიგოლ ხანთძელი 759–870 წ.  მიქაელ პარეხელი IX  ს.   სერაპიონ ზარზმელი IX  ს.   გიორგი მაწყვერელი IX–X  ს.   გრიგოლ ოპიზელი IX–X  ს.   ათანასე XI ს. და ანტონ XII ს. ოპიზელები,  ილარიონ ოპიზელი XIII ს. და სხვა. იქ დამზადებულ ხელნაწერთა შორის გამოირჩევა 913 წ. სახარება,  რომელიც ახლა ათონის ქართველთა სავანეშია დაცული.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცნობილ ოქრომქანდაკებელთა ბექა და ბეშქენ ოპიზართა მოღვაწეობა,  მათი ნამუშაკევი ბერთის სახარების ყდის მოჭედილობა,  წყაროსთავის ოთხთავის ყდა და სხვა XII–XIII ს. მიეკუთვნება.

 

 

ხანთძა

 

სამხ საქართველოს უმნიშვნელოვანესი სავანე და უმთავრესი კულტურული კერა,  რომელიც VIII  ს.   დააარსა გრიგოლ ხანთძელმა,  რომლის ცხოვრება დაწერა გიორგი მერჩულემ,  ხელნაწერი   იპოვა მეცნიერმა ჩუბინიშვილმა. ნაშრომი შემდეგ კარგად შეისწავლა ნიკო მარმა და გამოსცა კიდეც. გრიგოლმა მეფე აშოტ კურაპალატის დახმარებით საფუძველი ჩაუყარა იქაურ სამონასტრო ცხოვრებას და აღაშენა სხვა ტაძრებიც მაგ ნიკოს საყდარი,  ნევე,  გუნათლე,  უდე. გააჩაღა ტაო–კლარჯეთში კულტურულ–საგანმანათლებლო მუშაობა.

საბაწმინდის მონასტერს შეუდგინა ტიპიკონი,  ასევე ხანთძაში საწელიწდო იადგარი დაამზადებინა.  ხანთძაში მოღვაწეობდა გიორგი მერჩულეც,  ხანთძაში აღზრდილმა მწიგნობრებმა სხვაგანაც განაგრძეს მოღვაწეობა მაგ არსენ საფარელმა ისტორიულ–ლიტერატურული ხასიათის თხზულებანი დაწერა მცხეთაში,  ასევე მაკარი მონაწილეობდა საბაწმინდაში 864 წ. მრავალთავის გადაწერაში და სხვა. ასევე ხანთძას მოღვაწეობდნენ  იოსებ ხანთძელმა გადაწერა საწელიწდო–საწინასწარმეტყველო 1085 წ.  გიორგი ხანთძელმა XI ს. დაიხსნა სახარება და ხანთძას შესწირა,  სტეფანე ხანთძელმა XII–XIII ს. გადაწერა დეკემბრის თვენი და ა შ.

 

 

შატბერდი

 

კლარჯეთის სავანეთა შორის განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს შატბერდი. მისი მიწა–წყალი აშოტ კურაპალატმა შესწირა ხანთძის მონასტერს,  ხოლო შემდეგ 826 წ. ბაგრატ კურაპალატის ზეობაში 826–76 წ. გრიგოლ ხანთძელის თაოსნობით იქ აშენდა მონასტერი. აქ ხშირად იმყოფებოდა გრ ხანთძელი. IX–X ს. ცნობილია რამდენიმე შატბერდელი მოღვაწე,  სოფრომ შატბერდელი IX–X ს. მისი თაოსნობით დამზადდა  897 წ. სახარება ანუ შატბერდის ოთხთავი ანუ ადიშის ოთხთავი რადგან დიდხანს სვანეთში ინახებოდა,  გაბრიელ შატბერდელმა 936 წ. დაამზადა სახარების ხელნაწერი,  ხოლო 940 წ. მოხატა  თევდორემ.

იოანე ბერამ 973 წ. გადაწერა და პარხალს შესწირა ოთხთავი ანუ პარხლის ოთხთავი ეწოდა,  ასევე მან 973–76 წ. შეადგინა ე წ. შატბერდის კრებული,  მასში შესულია არაერთი ორიგინალური თუ თარგმნილი თხზულება კერძოდ გრიგოლ ნოსელის კაცთა შესაქმისათვის,  ეპიფანე კვიპრელის თვალთაი,  ბასილ კესარიელის  და იპოლიტე რომაელის თხზულებანი,  თარგმანებაი ქებაი ქებათაი და სხვა,  თარგმანებაი დავითის ფსალმუნებისა და ა შ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოქცევაი ქართლისაი რომელიც შეიცავს საქართველოს ისტორიას ადრეული ხანიდან IX საუუნემდე. აქ XI ს. მოღვაწეობდნენ გიორგი ათონელი,  დავით ჯიბისძე,  გრიგოლ ვაჩეძორელი,  სტეფანე შატბერდელი და სხვა. ვაჩეგორელმა აქ გადაწერა ბასილ დიდისა და გრიგოლ ნოსელის თხზულებათა  თარგმანების შემცველი ნუსხა. სტეფანე შატბერდელის ხელნაწერიდან მომდინარეობს ვანის სახარება.

შატბერდიდან მომდინარეობს ხელნაწერები ვრცელი ჰომილეტიკური კრებული უდაბნოს მრავალთავი X  ს.   1085 გადაწერილი საწელიწდო საწინასწარმეტყველო,  XII–XIII ს. გიორგი მროველის ბრძანებით გადაწერილი კრებული და ა შ.

 

 

პარეხი

 

გამოქვაბულთა კომპლექსი მდ. კარჩხალის ხეობაში,  სავანე დააარსა მიქაელ პარეხელმა IX ს. რომელსაც გარს ეხვია თანამოღვაწეთა დასი. ადრე ძველ ქართველ მოწესეთა საიმედო საფარი იყო,  მაგრამ დროთა განმავლობაში დაინგრა და გაუკაცრიელდა. აქ იყო საცხოვრებელი გამოქვაბულები,  მონასტერი,  სემინარია. აქ მოღვაწეობდა მწერალი ილარიონი IX–X  ს.   აქვე დაწერილა მისი დამაარსებლის ბიოგრაფია რომელიც არ შემონახულა.

 

 

ბერთა

მონასტერი მდ. კაცხავის ხეობაში

 

იქ ბერ–მონაზვნური ცხოვრების გაჩაღება IX ს.  I ნახევრით თარიღდება,  მომდევნო ხანაში გაძლიერდა და ქართული მწერლობის კერად იქცა. დაცცულია ბერთის ოთხთავები:

1.  X ს. II ნახევარში გადაწერილი,  რომელიც  1830 წ. ამერიკელმა მისიონერებმა წაიღეს ოკეანის გაღმა.

2.  ბეშქენ ოპიზრის მიერ დამზადებული ოქროჭედურ ყდაში ჩასმული XII ს.  ცნობილია იქაური მოღვაწე ბექას აღზრდილი ბეკეტო Xსრომელიც ამრავლებდა ხელნაწერებს. აქვე იყო სემინარია. ემდეგ ხანაში ბერთა გაძარცვეს და მეჩეთად გადააკეთეს. ამჟამად ბერთის ტაძარი აღარ არსებობს.

 

 

მიძნაძორი

მონასტერი მდ. კარჩხალის ხეობაში,  დაარსდა IX ს. I ნახევარში.  ადრე დიდი ყოფილა,  ეკლესიასთან იყო მრავალი ნაგებობა. აქ მოღვაწეობდნენ მიქაელ პარეხელი IX  ს.   კვირიკე მიძნაძორელი X ს. ზოსიმე მიძნაძორელი XVI ს. და სხვა.

 

 

წყაროსთავი

 

ძველ საქართველოში ცნობილი იყო წყაროსთავის 2 დიდი ტაძარი  ერთი ჯავახეთში კაწახის ტბასთან,  იქაური ტაძარი მწიგნობრობის თვალსაზრისით ინტერესს არ იწვევს. მეორე კლარჯეთში მდ. კაწავის მარცხენა მხარეს. აქაც შენიშნეს სემინარია-სასწავლებლის დარბაზი.  ონასტერი IX ს. I ნახევარში დაარსდა,  იქაურ მოღვაწეთაგან ვიცნობთ ექვთიმე გრძელს.   გიორგი–პროხორე შავშელს,  ეგნატე ხუცეს-მონაზონს,   საბა მწერალსა და სხვა. ექვთიმე გრძელი განსწავლული პოლემისტი იყო,  მონაწილეობდა ქართველ–სომეხთა საეკლესიო–სარწმუნოებრივ პაექრობაში ღრტილა 1046 წ. გიორგი–პროხორე შავშელი იქ აღიზარდა,  შემდეგ კი საფუძველი ჩაუყარა ჯვრის სავანეს იერუსალიმის მთაზე. ეგნატე ხუცესმონაზონი XI ს. ხელნაწერების გამრავლებაზე ზრუნავდა. საბა მწერალი XIII ს. ხელნაწერებსაც ამრავლებდა და იამბიკოებსაც თხზავდა და ა შ.

წყაროსთავიდან მოღწეულია რამდენიმე ხელნაწერი მაგ სახარება რომელიც იოანე თუკარაისძესა და გიორგი სეთაისძეს გადაუნუსხავთ 1195 წ. მოუჭედავს კი ბექა ოპიზარს.   აქედანაა II სახარებაც რომელიც სოფრომ მწიგნობარს  გადაუწერია 1193–1207 წ. და მისი ყდაც ბექა ოპიზარს მოუჭედავს.   ყდა დაკარგულია.

 

 

ანჩი

 

კლარჯეთის უძველესი საეპისკოპოსო კათედრალი და მნიშვნელოვანი კულტურულ–საგანმანათლებლო კერა,  იქ კათედრალის დაარსებას VI–VII ს. ათარიღებენ. ანჩი აქტიურ როლს ასრულებდა კლარჯეთის ისტორიული მოვლენების მსვლელობაში,  მისი ძლიერება და ავგტორიტეტი ხელს უწყობდა კლარჯეთის ქრისტიანული სავანეების განმტკიცებას და ქართული სახელმწიფოებრიობის  აღმდგენ მამულიშვილთა საქმიანობას, ხალხს რაზმავდა მაჰმადიანობის წინააღმდეგ. ანჩელ მოღვაწეებს ურთიერთობა ჰქონდათ კლარჯეთის სხვა სავანეებთან. აქ მოღვაწეობდნენ ეზრა ანჩელი X ს. რომელსაც დაუწერია ექვთიმე პალესტინელის საგალობელი და იოანე ანჩელი XII–XIII ს. მას ეკუთვნის გალობანი ანჩის ხატისანი,  იოანემ თამარ მეფის ბრძანებით ანჩის ხატი ბექა ოპიზარს მოაჭედინა. 1664 წ. თბილისის ღვთისმშობლის ეკლესიაში დაასვეეს.   ამჟამად ხელოვნების მუზეუმშია.

 

 

ტაო

იშხანი

 

ოლთისისწყლის მარჯვენა ნაპირზე აღმართულია იშხნის გუმბათიანი ეკლესია,  VII ს. აქ საეპისკოპოსო კათედრალი არსებობდა,  826 წ. ტაძარი მეორედ აღაშენა გრიგოლ ხანთძელის დეიდაშვილმა საბა იშხნელმა. იქაურ მოღვაწეთაგან ცნობილია საბა იშხნელი VIII–IX ს. მან თარგმნა იპოლიტე რომაელის თხზულებები,  ილარიონ იშხნელი X–XI ს. მისი თაოსნობით დამზადდა ასკეტიკური ძეგლების კრებული,  მესტიის სახარება 1033 წ.  ამბერკი იშხნელი XVI ს. რომელმაც განაახლებინა 1233 წ. ძვირფასი კრებული და ა შ.

 

 

ოშკი

 

თორთუმის ციხის ახლოს თორთუმის ტბაში ჩამავალი თორთუმისწყლის შესართავთან სოფ.  ოშკში დგას დიდი ტაძარი X ს.   აქ შემორჩენილია სემინარიის ნანგრევები.  აქ მოღვაწეობდნენ გრიგოლ ოშკელი X ს. მან თარგმნა გრიგოლ ღვთისმეტყველის საკითხავი სამხილებელი,  არიანოსთა და ევნომიანოსთაბოროტად უწესობისაი ასევე  ქებაი და შესხმაი ნეტარისა კესარიოს ძმისა თვისისაი.  აქ მოღვაწეობდნენ სტეფანე ოშკელი მან გადაწერა სამოთხე,  იოანე ოქროპირის,  ეფრემ ასურისა და სხვათა სწავლათა თარგმანების შემცველი კრებული ეს ხელნაწერი მან იოანე და თორნიკ ე ათონელთა დავალებით დაამზადა 977 წ. ათონელთა დავალებით იოანე ჩირამ გადაწერა იოანე ოქროპირის თხზულება და კოზმანის თხზულებანი.

დიდი მნიშვნელობა აქვს ოშკის ანუ ათონის ბიბლიას დაამზადა 978 წ. მიქაელ ვარაზვაჩეს ძეს.   სტეფანე მტბევარსა და გიორგი გელასის ძეს.   იოანე თორნიკეს დავალებით. ზოგს ეს მიქაელ ვარაზვაჩე მიქაელ მოდრეკილად მიაჩნია რომელმაც 978–988 წ. შეადგინა ჰიმნოგრაფიული კრებული. კულტურული მუშაობა ოშკში გრძელდებოდა XI საუკუნემდე.

 

 

ხახული

 

სოფ.  ხახულში დგას დიდი გუმბათიანი ტაძარი,  მისი აგება მიეწერება დავით კურაპალატს გარდაიცვალა 1001 წ.  ოსმალთა ბატონობის ხანაში მონასტერი დასუსტდა და დაეცა. აქ X–XI სს.  ჩქეფდა ლიტერატურული ცხოვრება,  იქაურ მოღვაწეთაგან ცნობილია იოანე ხახულელი,  ბასილ ბაგრატის ძე,  და სხვა,  იქაურ ტრადიციებზე აღიზარდა გიორგი ათონელი.

იოანე ხახულელის X–XI ს. თაოსნობით გადაიწერა რამდენიმე წიგნი,  ბასილ ბაგრატის ძე XI ს. განსწავლული იყო ფილოსოფიაში,  მონაწილეობდა ეროვნული ჰიმნოგრაფიის განვითარებაში მან შეთხზა ექვთიმე ათონელის საგალობლები.

დავით ხილოლი XI ს. გადაწერა იოანე ოქროპირის თარგმანები,  მასთან ერთად მოღვაწეობდნენ გიორგი კახი,  სტეფანე გრძელი,  საბა დაყუდებული და სხვა. აქ მოღვაწეობდა გრიგოლ ხახულელი.  აქ აღიზარდა გიორგი ათონელი.

 

 

პარხალი

 

მონასტერი მდ. პარხლის ხეობაში,  პონტოს მთაგრეხილის აღმ.  კალთაზე,  დაუარსებია დავით კურაპალატს X ს.  მაჰმადიანებს ბაზილიკური ნაგებობა მეჩეთად გადაუკეთებიათ.

პარხლის მოღვაწეთა შორის ცნობილია გაბრიელ პატარა X–XI ს. რომელსაც გადაუნუსხავს რამდენიმე წიგნი სახელდობრ პარხლის ოთხთავი,  მამათა სიტყვები და საკითხავები და პარხლის მრავალთავი,  რომელიც შეიცავს იოანე ოქროპირის,  გრიგოლ ნოსელისა და სხვათა საკითხავებს.   იოანე ბოლნელის ქადაგებებ ს.   შუშანიკისა და აბო ტფილელის წამებებს და სხვა ძეგლებს.

 

 

ბანა

 

გუმბათიანი ეკლესია ოლთისწყლის მარჯვენა მხარეს მდებარეობდა,  აშენებულია VII ს.  მოღვაწეობდა აქ ზაქარია ბანელი XI ს.  

 

 

შავშეთი

ტბეთი

 

შავშეთის უმთავრესი სამწერლობო კერა,  იგი აშოტ კუხმა ააგო X ს. დასაწყისში. აქ მოღვაწეობდნენ სტეფანე მტბევარი IX–X ს. 914–72 მან დაწერა გობრონის წამება. ჰიმნოგრაფი იოანე მტბევარი,  ამრავლებდა ხელნაწერებს,  დაამზადა ტბეთის სახარება 995 წ.  შეადგინა სვანური მრავალთავი.

დავით ტბელი X ს. II ნახევარი ან მტბევარი,  რომელმაც ბერძნულიდან თარგმნა მათეს ცხოვრება,  ბარლაამის ცხოვრება,  გრიგოლ ეპისკოპოსის ცხოვრება და სხვა წიგნები. აკვილა მტბევარი,  რომელმაც 1002 წ. გადაწერა წმინდანთა ცხოვრება,  პავლე მტბევარი XII ს., რომელმაც იოანე ფუკარალისძეს გადააწერინა ოთხთავი,  იოანე მტბევარ–საფარელი XII ს. რომელმაც დაამზადებინა წყაროსთავის ოთხთავი და სხვა. ზოგი მკვლევარი ტბეთს უკავშირებს ცნობილი მეცნიერის აბუსერიძე ტბელის 1190–1240 წ-ს საქმიანობას. მოღწეულია ტბეთის სულთა მატიანეს ტექსტი XIII–XIV ს.  

 

 

სამცხე

აწყური

 

სამცხის კულტურულ–ლიტერატურულ კერებს შორის უძველესია აწყური ახალციხიდან 22 კმ–ს დაშორებით. აწყური მნიშვნელოვანი სამხედრო–სტრატეგიული პუნქტი იყო,  იქ გადიოდა გზა,  რომელიც სამხ–დას საქართველოს აკავშირებდა ქართლთან აქ იდგა აწყურის ციხე. ნანგრევების სახითაა მოღწეული საეპისკოპოსო ტაძარი VII ს.  აქ არაერთი კულტურის მოღვაწე იყო მაგ ეფრემ მაწყვერელი გრ ხანთძელის მოწაფე ანუ ეფრემ დიდი ის აქ მღვდელთმთავრობდა 955–95 წ. მისი წყალობით მოიპოვეს ქართველებმა მირონის ქართლში კურთხევის უფლება. გიორგი მაწყვერელი IX–X ს. ის იხსენიება გრ.  ხანთძელის ცხოვრებაში.

კალიგრაფი გაბრიელი,  რომელმაც ლიპარიტ ერისთავის დავალებით გადაწერა იოანე ოქროპირის თარგმანები 1058 წ.  გრიგოლი,  რომელმაც იქვე დაამზადა მარხვანი 1533 წ.  იოაკეიმე მაწყვერელი XVI  ს.   რომელმაც სვიმეონ კარგარეთელს გადააწერინა პოლემიკურ–დოგმატიკურ და სამეცნიერო თხზულებათა კრებული. ხელნაწერთა დამზადების ინიციატორი იერემია მაწყვერელი XVI ს. და სხვა.

 

 

საფარა

 

სამხ. საქართველოს მნიშვნელოვანი სავანე,  საგანმანათლებლო კერა საფარის მონასტერი მდებარეობს ახალციხიდან 12 კმ–ს დაშორებით. წყაროებში იხსენიება IX საუკუნიდან,  ნაგებობათა შორის უძველესია მიძინების ეკლესია X ს.  მთავარი შენობაა საბას გუმბათიანი ტაძარი XIII ს. აუგია ხუროთმოძღვარ ფარეზასძეს. საფარა ციხე–სიმაგრეც იყო,  თუმც დაეცა XVI საუკუნიდან. საფარის მოღვაწეთაგან ცნობილია არსენ საფარელი IX ს. დაწერა ანტიმონოფიზიტური ტრაქტატი განყოფისათვის ქართლისა და სომხეთისა.

იოანე საფარელმა პალესტინაში პალავრაში დაამზადა იოანე ოქროპირის ცხოვრების ნუსხა 968 წ.  ეს ხელნაწერი უძველესია ნუსხურით შესრულებულ ხელნაწერთა შორის. იოანე და გაბრიელ ივანწმინდელ–საფარელნი XI ს. შავ მთაზე მოღვაწეობდნენ კალიპოსის სავანეში,  მოღწეულია მათ მიერ დამზადებული და ჯვრის მონასტრისათვის შეწირული წიგნი გრიგოლ ნაზიანზელისა და გრიგოლ ნოსელის თხზულებათა თარგმანების შემცველი კრებული.

XII ს. ცნობილია იოანე მტბევარ–საფარელი რომელმაც 1195 წ. წყაროსთავის სახარება გადააწერინა,  შემდეგ კი ბექა ოპიზარს მოაჭედვინა.  XVI ს. საფარაში მოღვაწეობდა კალიგრაფი სვიმეომნ კარგარეთელი. ხელნაწერების გადაწერა აქ XIX ს. გრძელდებოდა.

 

 

ზარზმა

 

მდებარეობს ადიგენიდან 8 კმ–ს დაშორებით ქვაბლიანის ხეობაში სოფ ზარზმაში,  გუმბათიანი ნაგებობაა,  აგებულია XIII–XIV ს. მიჯნაზე.  აქ მოღვაწეობდა სერაპიონ ზარზმელი,  ბასილ ზარზმელი რომელმაც დაწერა სერაპიონის ცხოვრება X ს.  ცნობილი არიან სხვა მწიგნობრებიც გერმანე და ბენედიქტე ზარზმელები. აქ ღებელი რაჭველები სახლობენ და უვლიან ზარზმის მონასტერს.

 

 

ახალციხე

 

XIII ს. 60–ან წლებში საქართველოს გამოეყო სამცხე,  1334 წლიდან იგი ერთხანს ისევ შეუერთდა საქართველოს, მაგრამ XV ს. ათაბაგმა ყვარყვარე II–მ კვლავ დამოუკიდებელ სამთავროდ ჩამოაყალიბა. ჯაყელთა დაკვეთით გადაიწერა მრავალი ხელნაწერი.  ჯაყელთა რეზიდენცია ახალციხეში იყო.  ათაბაგ მზეჭაბუკის დავალებით მწიგნობარმა ამბროსიმ გადაწერა დავითნი 1494 წ. ყვარყვარე II–ს შვილიშვილის ქეთაონ–ქრისტიანეს დაკვეთით ზებედე ნამუას ძე (ზოსიმე კუმურდოელმა) გადაწერა  სასულიერო  შინაარსის კრებული. ყვარყვარეს შვილებმა ბაადურმა და ქაიხოსრომ მოახატვინეს შავ მთაზე გადაწერილი სახარება.

ცალკე უნდა მოვიხსენიოთ XV–XVI ს. დავითნი,  რომელსაც ერთვის სულთა მატიანე ათაბაგთა მოსახსენებელი 1474-1515 წ. კარგადაა ცნობილი მესხური დავითნის ქრონიკა,  რომლის ერთი ნაწილის ავტორად ქაიხოსრო ყვარყვარეს ძეს მიიჩნევენ.

 

 

ჯავახეთი

ვარძია

 

ასპინძიდან 30 კმ–ს დაშორებით მტკვრის მარცხენა ნაპირზე კლდეშია გამოკვეთილი.  600 გამოქვაბული 13 სართულზეა განლაგებული.  თარიღდება XII საუკუნით. აიგო გიორგი III–ს და თამარის დროს. აქ მოღვაწეობდა იოანე შავთელი  –  აბდულმესიანის ავტორი,  აქ მას დაუწერია გალობანი ვარძიის ღვთისმშობლისანი,  სამადლობელი ბასიანის ომში ქართველთა გამარჯვებისათვის 1233 წ. მოაღწია ვარძიის ოთხთავმა დღემდე. აქაური ბიბლიოთეკა მტრის შემოსევამ გაანადგურა. ამიტომ ჩვენ მცირე რამ ვიცით ვარძიის როგორც მწიგნობრობის კერის შესახებ.

 

 

თმოგვი

 

ასპინძის სამხრეთით 23 კმ–ზე მტკვრის მარცხენა ნაპირზეა შემონახული. იგი იქცა მხარგრძელთა სამემკვიდრეო სამფლობელოდ. იგი 1088 წ. მიწისძვრამ დაანგრია. აქ მოღვაწეობდნენ სარგის I და სარგის II. სარგის თმოგველს მიეწერება ვისრამიანის ქართული რედაქციის შემუშავება.

სარგის II თმოგველი XIII ს. ცნობილი დიდებულია,  რუსუდან მეფისა და დავით ლაშას ძის თანამედროვე. მას წვლილი შეუტანია ვეფხისტყაოსნის გაგრძელებათა შექმნაში ე წ. ხორეზმელთა ამბის ტექსტი. მისი პროზაული ვერსიის ავტორი არის სარგისი.

 

 

ვანის ქვაბები

 

ვარძიიდან 3 კმ–ს დაშორებით მტკვრის მარჯვენა ნაპირზე შემორჩენილია ნანგრევები ვანის ქვაბთა მონასტრისა,  ქვაბთა რაოდენობა საფიქრებელს ხდის, რომ იქ ადრე დიდი სავანე არსებობდა,  ვანის ან ვაჰანის როგორც მას XVI ს. II ნახევრამდე უწოდებდნენ ქვაბთა მონასტრის აღმოცენებაზე ცნობები არ გაგვაჩნია. ის რამდენჯერმე დაარბია მტერმა,  XVI ს. II ნახევარში მას ოსმალნი დაეპატრონენ. მონასტრის გამოქვაბულთა ზედა ნაწილში პატარა გუმბათიანი ნაგებობაა,  მის კედელზე  XV–XVI ს. მხედრული წარწერებია,  რომელთა მიხედვით ცხადი ხდება რომ ვანის მონასტერი კულტურის საგანმანათლებლო კერა იყო. XV–XVI ს. იქ წარწერებიდან ჩანს რომ დედათა მონასტერი ყოფილა. პატარა ეკლესიის კედლებზე კი იკითხება ვეფხისტყაოსნის და როსტომიანის სტროფები ქართველი პოეტი ქალების ანა რჩეულაშვილი ს.   თვინია ბოჯიშვილის და სხვათა ლექსები.

 

 

კუმურდო

 

ახალქალაქიდან 14 კმ–ს დაშორებით მდებარეობს,  არის გუმბათიანი. დაწინაურდა X საუკუნიდან. 964 წლიდან აქ იყო ჯავახეთის ეპისკოპოსის ცენტრი.

აღმოჩენილია მრავალი წარწერა. აქ მოღვაწეობდნენ იოანე კუმურდოელი X  ს.   ზოსიმე კუმურდოელი XVI ს. და სხვანი. აქ ლიტერატურული ცხოვრება ჩაკვდა XVI ს. ოსმალთა მომძლავრების გამო.

 

 

დასავლეთი საქართველო

 

ჩვენამდე მოღწეული ლიტერატურული მემკვიდრეობა საფიქრებელს ხდის, რომ კულტურულ–საგანმანათლებლო საქმიანობა დას საქართველოში IX–X ს. უკვე გაჩაღებული ყოფილა.  ამის საფუძველს იძლევა ერთი მხრივ IX ს. უცნობი ავტორის ჰაგიოგრაფიული თხზულება ცხოვრება და წამება კონსტანტინე ქართველისა,  მეორე მხრივ კი თვით მწიგნობრული მუშაობა რომელიც გაშლილი იყო ბაგრატ III–ს კარზე.

მას შემდეგ რაც ქუთაისი იქცა დას საქართველოს პოლიტიკურ–ადმინისტრაციული და ეკონომიკური ცხოვრების ცენტრად იქ ფართოდ გაიშალა საგანმანათლებლო მუშაობა. მუშაობა გაიშალა მეფე–მთავართა სასახლეებში ქუთაისში,  ზუგდიდში,  ოზურგეთში,  მონასტრებში გელათში,  ჯრუჭში,  მარტვილში,  წალენჯიხაში,  ხობში,  საკათედრო ტაძრებში გელათში,  მოქვში,  ცაიშში,,  ბედიაში,  შემოქმედში,  ცაგერში. მდიდარი წიგნთსაცავები შეიქმნა აგრეთვე კაცხის, ვანის,  უდაბნოს, ლაბეჭინის,  ნიკორწმინდის, საირმის,  ნამანევისა და სხვა ეკლესია–მონასტრებში.

დას. საქართველოს სამწერლობო კერებში მოღვაწეობდნენ ადგილობრივი კადრები სტეფანოზ სანანოისძე,  მამუკა თავაქალაშვილი,  იაკობ დუმბაძე,  პეტრე ჩხატარაიძე,  ანტონ ცაგარელ–ჭყონდიდელი,  გიორგი ბაგრატიონი,  დადიანები და სხვანი. აგრეთვე აღმ. საქართველოდან გადასული მწერლები თეიმურაზ I,  ფეშანგი,  არჩილი,  ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი,  ანტონ I,  ზაქარია გაბაშვილი,  ბესიკი,  ელიზბარ ერისთავი,  ალექსანდრე ამილახვარი,  იოანე ქართველიშვილი,  სოლომონ ლიონიძე და სხვანი და უცხოეთიდან დაბრუნებული ქართველი მეცნიერები არსენ იყალთოელი,  იოანე პეტრიწი. დას. საქართველოში განვითარდა როგორც სასულიერო–საეკლესიო მწერლობა,  ისე საერო ლიტერატურა,  შეიქმნა ორიგინალური მხატვრული ძეგლები,  ითარგმნა ფილოსოფიურ–თეოლოგიური თუ სხვა ხასიათის თხზულებანი.

მნიშვნელოვანი ძეგლები დაიწერა თუ ითარგმნა ჰაგიოგრაფიისა სტეფანე სანანოისძე ჭყონდიდელი იოანე ქსიფილინოსის შრომების მთარგმნელი,  არჩილ ბულმაისულისძე და ასთეტიკაში პეტრე გელათელი,  ლიტურგიკასთან ზაქარია გაბაშვილი და ჰომილეტიკაში ანტონ ცაგერელ–ჭყონდიდელი,  ჰიმნოგრაფიასთან სტეფანე სანანოიძე–ჭყონდიდელი არსენ ბულმაისულისძე და ფილოსოფიაში არსენ იყალთოელი,  იოანე პეტრიწი.

განვითარდა კანონიკური მწერლობა ხელმწიფის კარის გარიგება,  სამართალი კათალიკოსთა და ისტორიოგრაფია აფხაზთა ისტორია,  გელათური ქორონიკონი,  შეითხზა პოლიტიკური ტრაქტატი ბრძენი აღმოსავლეთისა და ა შ. მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია საერო ლიტერატურამ,  დაიწერა თეიმურაზ I–ს შედარება გაზაფხულისა და შემოდგომისა,  ვარდბულბულიანი,  შამიფარვანიანი,  მაჯამა და ბესიკის ცრემლთა

ისხარნი,  ასპინძისათვის, დედოფალ ანაზედ. საუკეთესო პოეტური ქმნილებანი საგმირო ზააქიანი, საამიანი, ალექსანდრიანი,  რომანტიკული ყუდლარგიანი და საზღაპრო რუსუდანიანი,  ეპოსის ძეგლები,  გიორგი ბაგრატიონისა და სხვათა ლექსები. შესამჩნევად განვითარდა საკარო–სახოტბო პოეზია მამუკა თავაქალაშვილი,  პეტრე ჩხატარაიძე,  ბესიკი,  ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი.

დას. საქართველოში დამზადდა მრავალი ხელნაწერი გელათის ბიბლია, გელათ–გარეჯის,  კაცხის,  ცაიშის,  ბედიის, შემოქმედისა და გურიანთის გულანები, მოქვისა და გელათის ოთხთავები, მოქცევაი ქართლისაი, ვეფხისტყაოსანი და მრავალი სხვა. ცალკე უნდა მოვიხსენიოთ გელათის. მარტვილის და ჯრუჭის მდიდარი ხელნაწერთა კოლექციები. დას საქართველოდან მოაღწია დღემდე უცხოეთში შექმნილმა ნუსხებმა გოლგოთის სვინაქარმა,  პალავრის კრებულმა და სხვა. აგრეთვე საქართველოს სხვა კუთხეებში შექმნილმა ხელნაწერებმა შატბერდის სახარებამ,  ადიშის ოთხთავმა,  უდაბნოს მრავალთავმა.

 

 

იმერეთი

 

მართალია ქართველი მწიგნობრები იმერეთის მრავალ სავანეში მოღვაწეობდნენ,  მაგრამ კულტურულ–აღმშენებლობითი და მწიგნობრულ–საგანმანათლებლო მუშაობით განსაკუთრებით 2 გამოირჩეოდა ქუთაისი და გელათი.

 

 

ქუთაისი

 

საქართველოს II ქალაქია სიდიდითა და მნიშვნელობით,  ამასთანავე არის მსოფლიოს უძველესი ქალაქი. მის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში რამდენიმე ძირითადი ეტაპი გამოიყოფა,  ადრე ის იყო კოლხეთის სამეფოს ძლიერი ქალაქი,  შემდეგ აფხაზთა სამეფოს სატახტო ქალაქი 978–1122 წ. გაერთიანებული საქართველოს დედაქალაქია,  ხოლო გვიან ხანაში იმერეთის სამეფოს პოლიტიკურ–ადმინისტრაციული და ეკონომიკური ცენტრი, საფიქრებელია იქ ადრევე გაჩაღდებოდა ლიტერატურული საქმიანობა,  მაგრამ სამწუხაროდ ძველ მასალას ნაკლებად ვიცნობთ.

გვაქვს საფუძველი ეს ვივარაუდოთ ბაგრატ III–ს დროიდან რადგან ბაგრატმა 1007–11 წ. შედგენილი აფხაზთა ისტორია,  მისივე დაკვეთით თარგმნილი ზოგი ჰაგიოგრაფიულ–აპოკრიფული თხზულება მაგ ცხოვრება წმინდისა ბაგრატისი. უკეთაა ცნობილი ის პერიოდი როცა ქუთაისი იმერთა სატახტო ქალაქი იყო. ამ დროს ცნობილია გიორგი II–ს 1565–85 წ. დაკვეთით დამზადებული ხელნაწერი,  სოლომონ I 1752–84 წ. მიერ შემკული სახარება და მისი კუთვნილი ვეფხისტყაოსანი,  მზეხათუნ ბატონიშვილისეული 1830 წ. ვეფხისტყაოსანი და სხვა.

ბევრი წიგნი გადაიწერა იმერთა მეფის დავით II–ს 1784–89 წ. მეუღლის ანა დედოფლის 1765–70–1832 წ. ინიციათივით,  მისი დაკვეთით ხელნაწერებს ამრავლებდნენ იოანე მუსხელიშვილი,  გიორგი ჯათიშვილი,  ოსე გაბაშვილი,  მაია ჩიქოვანი და სხვანი. ნაყოფიერი პოეტი იყო სოლომონ I–ს შვილიშვილი გიორგი ბაგრატიონი 1778–1807 ქ რომანტიკული თხზულების ხუბლააზიანის თავგადასავალისა და მრავალი ლექსის ავტორი.

აქ მოღვაწეობდნენ აღმოსავლელი პოეტებიც, თეიმურაზ I რამდენჯერმე გადავიდა დასავლეთში 1614–1616 წ.  ხოლო 1648–52 წ. სულ იმერეთში იყო დამკვიდრებული,  სიძემ იმერთა მეფემ ალექსანდრე III–მ 1639–60 წ. ის პატივით მიიღო და ქუთაისში დააბინავა,  შემდეგ რაჭა მიუჩინა საცხოვრებლად,  აქ თეიმურაზმა თარგმნა რამდენიმე თხზულება,  დაწერა ლექსები. აქ მოღვაწეობდა პოეტი ფეშანგი ხითარიშვილი,  ის ჯერ ჩხარში ცხოვრობდა,  შემდეგ მეფის მდივან–მწიგნობრობასაც კი მიაღწია,  ის წერდა საბუთებს  მონაწილეობდა რუს–ქართველთა მოლაპარაკებაში,  მასვე შეუდგენია იმერეთის სამეფოს გეოგრაფიული,  ეკონომიკური და სტატისტიკური აღწერილობა და იმერთა მეფის ალექსანდრე III–ს ფიცის წიგნი რუსთა მფარველობის მიღებაზე. ერთხანს ქუთაისში ცხოვრობდა არჩილ ბაგრატიონიც,  რომელიც ხუთჯერ ავიდა იმერეთის სამეფო ტახტზე 1661–63,  1678–79,  1690,  1695 და 1698 წ. ის ომთან ერთად ალბათ დროდადრო ლექსებსაც თხზავდა.

1724 წლიდან ერთხანს ქუთაისს იმყოფებოდა ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი–რუსთველი,  ალექსანდრე V–ს 1704–51 კარზე და აქ ეწეოდა შემოქმედებით საქმიანობას დაწერა მიძღვნა ალექსანდრე მეფისადმი,  გრიგოლ კათალიკოსის შეწირულობის წიგნი 1733 წ.

იმერეთში ჩავიდა რიტორი ზაქარია გაბაშვილი 1707–82 წ. ბესიკის მამა,  1771 წლიდან სამუდამოდ დამკვიდრდა იქ,  დაწერა შესხმა–მილოცვა სოლომონ I–ს მიმართ მას მიულოცა ოსმალებზე გამარჯვება შხერის ომში 1774 წ. აქ მოღვაწეობდა მისი ძე ბესიკი 1777 წლიდან,  დავით II–ს დროს ის მეფის I მრჩეველი და მდივანთუხუცესი იყო ის 1787–91 წ. დაევალა დიპლომატიური  მისიის მეთაურობაც,  ის აქ წერდა საბუთებს,  ლექსებს, ჰრომთა ისხარი,  რუხის ბრძოლა,  სამგლოვიარო ოდა-სამძიმარი მიძღვნილი ლევან ბატონიშვილისადმი და ასპინძისადმი,  სოლომონ I-ს ეპიტაფია,  ლექსი დედოფალ ანაზედ და სხვა. აქ დაწინაურდნენ ბესიკის ძმებიც რომლებიც წერდენ საბუთებს დავითი და ნიკოლოზი. ამ დროს ცხოვრობდა აქ სოლომონ I–ს სიძე პოეტი ელიზბარ ერისთავი 1738-1813 წ.  მის პოეზიაზე შეიმჩნევა ბესიკის პოეზიის გავლენა.

 იმ დროს იმერეთს ჩავიდა ერეკლე II–ს მოწინააღმდეგე ალექსანდრე ამილახვარი 1750–1802 წ.  რომელმაც აქ დაწერა პოლიტიკური ტრაქტატი ბრძენი აღმოსავლეთისა სოლომონ I–სადმი მიძღვნილი. XIX ს. აქ ჩამოვიდა იოანე ქართველიშვილი და ემსახურებოდა სოლომონ II–ს წერდა არზებს, ასევე მემუარებს.

1802 წ. აქ ჩამოვიდა სოლომონ ლიონიძე აქ დაწერა ნიკო დადიანზე. აქ მოღვაწეობდა ანტონ ქუთათელი მან გადააწერინა ოთხთავი,  სვიმეონ ჩხეტიძე–ქუთათელმა XVI ს. სვიმეონ კარგარეთელს გადააწერინა გულანი ხოლ თეოფილე ქუთათელმა ოქროპირ ქავჟარაძეს შეაკაზმვინა გრიგოლ ღვთისმეტყველის თხზულებათა შემცველი ხელნაწერი,  მაქსიმე ქუთათელმა დაამზადებინა სასულიერო შინაარსის კრებული 1761 წ.  დოსითეოს ქუთათელმა ოსე გაბაშვილს გადააწერინა კაცხის მონასტრის გუჯრები 1797 წ.

XVIII ს. 30–ან წ. ტიმოთე გაბაშვილი გადავიდა იმერეთს და აკურთხეს ქუთათელ მთავარეპისკოპოსად შემდეგ დიპლომატიური მისიით 1737 წ. რუსეთს გაგზავნეს,  შეადგინა იმერეთის რუკა. ანტონ I ბაგრატიონი 1740–42 წ. ქუთათელ მიტროპოლიტად იყო.

ქუთაისში დაარსდა XIX ს. დამდეგს სტამბაც სადაც დაიბეჭდა დავითნი 1801 წ.  კურთხევანი,  ჟამნი და სხვა.  სტამბის მუშაკები იყვნენ გიორგი პაიჭაძე,  რომანოზ ბუღაშვილი,  არქიმანდრიტი ზაქარია და სხვა იყვნენ.

 

 

გელათი

 

ქუთაისიდან 11 კმ–ს დაშორებით მდ. წყალწითელას მარცხენა ნაპირზე გაშენებულია გელათის მონასტერი. რომლის აგებაც 1106 წ. დაიწყო დავით აღმაშენებელმა და დაასრულა მისმა ძემ დემეტრე I–მ 1130 წ. დავითის მიერ აგებული ღვთისმშობლის ეკლესია კარგადაა დაცული,  მოეპოვება გვიანდელი ხანის მინაშენები.

მოხატულობა და წარწერები XVI–XVII საუკუნეებისაა,  აქა იქ შეინიშნება XIV ს. მხატვრობაც. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს საკურთხევლის კონქში შემონახული მოზაიკა. გელათი მიჩნეული იყო მეფეთა საძვალედაც,  აქაა დაკრძალული დავით აღმაშენებელი,  გიორგი III,  დემეტრე I,  თამარი,  გიორგი ლაშა და სხვა. XVV საუკუნიდან გელათი იმერეთის მეფის საკუთრება გახდა. იმ დროს საქართველო დაშლილი იყო. 1510 წ. ოსმალებმა დაარბიეს გელათი. აქ აღდგენითი სამუშაოები ჩაატარა იმერთა მეფე ბაგრატ III–მ.

1519 წ. გელათში დაარსდა საეპისკოპოსო კათედრალი. XVI ს. II ნახევარში გელათი გადაიქცა დას. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის რეზიდენციად,  ადრე ის ბიჭვინთაში იყო.

XVII ს. II ნახევარში გელათი დაქვეითდა. მისი მამულები ფეოდალებმა  მიიტაცეს.

 XVIII ს. იწყება გელათის აღმავლობა,  მამულების დაბრუნება,  აღდგენითი სამუშაოების ჩატარება,  თუმც  1759 წ. ლეკებმა გელათი გადაწვეს. გელათში იყო დასვენებული ხახულის, აწყურის და ბიჭვინთის ღვთისმშობლის ხატები რადგან გელათი მიაჩნდათ საიმედო თავშესაფრად.

იმერეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ გელათი გადაკეთდა საეკლესიო შტატის დაწესებულებად,  ხოლო 1824 წ. იქაური საეპისკოპოსო იმერეთის საეპისკოპოსოს შეუერთდა. ამჟამად დაცულია სახელმწიფოს მიერ. დავით IV–ს დროიდანვე გელათი მიჩნეულ იქნა მნიშვნელოვან სასწავლო–სამეცნიერო კერად. დავითმა აქ მიიწვია განსწავლული ქართველები და მათ ყოველგვარი პირობები შეუქმნა.  გელათი იქცა მეორე იერუსალიმად და სხუა ათინად. აქ დაარსებული იყო აკადემია,  სადაც მოღვაწეობდნენ არსენ იყალთოელი,  იოანე პეტრიწი. აკადემიას მართავდა მოძღვართ–მოძღვარი. აკადემიის შენობა მდებარეობს ნიკოლოზის ეკლესიის დასავლეთით,  აქვს ვრცელი დარბაზის სახე,  კედლების გასწვრივ შემონახულია ქვის დასაჯდომები,  დარბაზის შუა ადგილას დასავლეთის კედელთან ცალკეა ქვის მაგიდა,  რომელიც კათედრის მოვალეობას ასრულებდა,  კედლებში შემორჩენილია თახჩები,  რომელთაც ნივთების შესანახად იყენებდნენ. აკადემიაში ისწავლებოდა ფილოსოფია,  მათემატიკა,  მუსიკა,  რიტორიკა,  გრამატიკა,  ასტრონომია. არსენ იყალთოელმა გელათში თარგმნა დიდი სჯულის კანონი, ხოლო იოანე პეტრიწმა თარგმნა ნემესიოს ემესელის წიგნი. გელათში შესრულდა იოანე ქსიფილინოსის თხზულებათა თარგმანი.

XIII ს. II ნახევარში აქ მოღვაწეობდა არსენ ბულმაისულისძე ჰიმნოგრაფი და ჰაგიორგრაფი,  მას ეკუთვნის ნინოსა და შიო მღვიმელის საგალობლები,  შიო მღვიმელის სვინაქსარული ცხოვრება,  იამბიკური სვინაქსარი ოთხთა თვეთადა სძლისპირნი და სხვა. XIV ს. გელათელი  მოღვაწის დაწერილი უნდა იყოს ხელმწიფის კარის გარიგება. აქ დაიწერა საისტორიო თხზულება გელათური ქორონიკონი XVI ს.   ამ პერიოდიდან აქ აკადემია აღარ ფუნქციონირებდა.

გვიანი ხანის მოღვაწეთაგან უნდა დავასახელოთ ევდემონ ჩხეტიძე,  ექვთიმე საყვარელიძე,  ზაქარია ქვარიანი და გედეონ ლორთქიფანიძე,  რომელთა წვლილი ქართული წერილობითი ძეგლების გამრავლებაში მნიშვნელოვანია.

 

1 2
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / კულტურა / მენაბდე ლევან / ძველი ქართული კულტურის კერები