ავსტრია

 

 

Republik asterreich

ავსტრიის რესპუბლიკა 

დროშა გერბი

 

ჰიმნი: Land der Berge, Land am Strome

 

დედაქალაქი ვენა

48°12~N 16°21~E

უდიდესი ქალაქი ვენა

ოფიც. ენები გერმანული,

რეგიონალური ენები:სლოვენური,

ხორვატული,

უნგრული

მთავრობა ფედერაციული რესპუბლიკა საპარლამენტო რესპუბლიკა

ქ -პრეზიდენტი ჰაინც ფიშერი

ქ -კანცლერი ალფრედ ჰუსენბაუერი

 

 

ფართობი

 - საერთო

 

 - წყალი (%)

83,872 კმІ (115-ე)

 

  1.7%

მოსახლეობა

 - 2007 სავ.

 - 2001 ცენზი

 - სიმჭიდროვე

8,316,487 (93-ე)

8,032,926

99 ად/კმІ (99-ე)

მშპ (პპპ)

 - საერთო

 

 - ერთ მოსახლეზე 2006მიახლ.

$279.5 მილიარდი (34-ე)

 

$36,000 (მე-8)

აგი (2005)  0.948 (მაღალი) (მე-15)

ვალუტა ევრო (EUR)

დროის სარტყელი CET (UTC +1სთ.)

ქ -ზაფხულის დრო CET (UTC +2სთ.)

ქვეყნის კოდი AUT

ccTLD .at

სატელეფონო კოდი +43

ავსტრია- ფედერალური სახელმწიფო ცენტრალურ ევროპაში. ჩრდილოეთით ესაზღვრება გერმანია და ჩეხეთი, აღმოსავლეთით - უნგრეთი და სლოვაკეთი, სამხრეთით - სლოვენია და იტალია, დასავლეთით - შვეიცარია და ლიხტენშტაინი. ფართობი - 83,8 ათასი კმ2. მოსახლეობა - 8,316,487. დედაქალაქი - ვენა. სახელმწიფო ენა - გერმანული. დღესასწაული - 26 ოქტომბერი, მუდმივი ნეიტრალიტეტის გამოცხადების დღე (1995).

 

 

 

 სახელწოდება

ოფიციალური: ქართულად - ავსტრიის რესპუბლიკა; გერმანულად - Republik Цsterreich.

ეტიმოლოგია - მე-9 საუკუნეში იგი ფრანკთა იმპერიის განაპირა აღმოსავლეთ ნაწილს წარმოადგენდა და კარლოს დიდი მას სტმარკ-ს უწოდებდა, რაც აღმოსავლეთის ქვეყანას ნიშნავს. მე-11 საუკუნეში გამოჩნდა ტერმინი სტარრიცჰი. აქედანაა მიღებული მისი დღევანდელი სახელი sterreich  გერმანულად, Autriche- ფრანგულად და Austria - ლათინურად.

ქვეყნის კოდი - AT.

 

 გეოგრაფია

 

 

ავსტრიის რესპუბლიკაავსტრია მდებარეობს ცენტრალურ ევროპაში, მოსაზღვრე ქვეყნებია: გერმანია, ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, სლოვენია, იტალია, შვეიცარია, ლიხტენშტაინი.

 

ფართობი - 83.900 კვ.კმ.

ბუნება: ქვეყნის ѕ ალპებს უკავია. უმაღ. მწვერვალი - გროსგლოკნერი 3.797 მ; უდიდესი მდინარეები (კმ) - დუნაი 350 (სულ 2860), მური 348 (სულ 444), ინი 280 (სულ 510); უდ. ტბა (კვ.კმ) - ნოიზიდლერზეე 132 (სულ 152); კლიმატი


 კონტინენტური, ალპური.

ბუნებრივი რესურსები - რკინის მადანი, ნავთობი, საშენი ხე-ტყე, მაგნეზიტი, ტყვია, ქვანახშირი, სპილენძი, ჰიდროენერგია.

 

 სახელმწიფო

 

კანცლერის რეზიდენციაპოლიტიკური სისტემა - დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა.

სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი.

მთავრობის მეთაური - კანცლერი .

საკანონმდებლო ორგანო - ორპალატიანი პარლამენტი (183+62 წევრი).

ეროვნული დღესასწაული - 26 ოქტომბერი, მუდმივი ნეიტრალიტეტის შესახებ კანონის მიღების დღე (1955).

 

 ადმინისტრაციული დაყოფა

ავსტრია ადმინისტრაციულ-ტერიტორიულად იყოფა 9 მხარედ, მათ შორის არის დედაქალაქი ვენა.. მხარეებს აქვთ თავისი კონსტიტუციები, პარლამენტები და მთავრობები. ავსტრიის მხარებია (ფრჩხილებში ადმინისტრაციული ცენტრები):

 

ვენა (ვენა)

ბურგენლანდი (აიზენშტატი)

ზალცბურგი (ზალცბურგი)

ზემო ავსტრია (ლინცი)

კარინთია (კლაგენფურტი)

ტიროლი (ინსბრუკი)

ფორარლბერგი (ბრეგენცი)

ქვემო ავსტრია (სანკტ პიოლტენი)

შტირია (იგივე შტაიერმარკი, გრაცი)

 

 

 

 

 დემოგრაფია

მოსახლეობა - 8.037 ათასი (2003), მათ შორის ავსტრიელები 91%, გერმანელები 3%, დანარჩენი - ხორვატები, სლოვენები, უნგრელები, ჩეხები, სლოვაკები, ბოშები.

ენა - გერმანული.

რელიგია - კათოლიციზმი 84%, პროტესტანტიზმი 6%.

ქალაქები (ათ.) - ვენა (1.523, აგლომ. - 2.041), გრაცი (219), ლინცი (185), ზალცბურგი (145), ინსბრუკი (116), კლაგენფურტი (90).

 

 ეკონომიკა

ავსტრია მაღალგანვითარებული ინდუსტრიული ქვეყანაა, ე.ე.პ. მოცულობით (225 მლრდ $) მსოფლიოში 22-ე ადგილი უკავია..

 

წამყვანი დარგები - შავი მეტალურგია, მანქანათმშენებლობა, ელექტროტექნიკური, ქიმიური და ელექტროენერგეტიკული მრეწველობა.

ე.ე.პ. სტრუქტურა (%) - სოფლის მეურნეობა - 2, მრეწველობა - 40, მომსახურება - 67;

ე.ე.პ. (1 სულზე) - 27.920 $.

ექსპორტი - მანქანათმშენებლობის პროდუქცია, სატრანსპორტო მოწყობილობანი, ქაღალდი და ცელულოზა, ლითონი, ფოლადი.

 

 

უდიდესი კომპანიები - აუსტრიან ეირლაინზი, ბანკი რაიფაიზენი.

ბიუჯეტი - 53,000 მლნ $.

ვალუტა - ევრო (EUR); 2002 წლამდე ავსტრიული შილინგი.

 

 ისტორია

ავსტრიის ტერიტორიაზე ადრეული ცხოვრების პერიოდი განეკუთვნება პალეოლითის ხანას. ბევრია რკინის ხანის არქეოლოგიური კულტურა. ქვეყნის ტერიტორიაზე სახლობდნენ ილირიული ხალხები, რომლებსაც ძვ.წ. 500-400 წლებში კელტები შეესივნენ. მდინარე დუნაის სამხრეთით მდებარე ტერიტორიები რომაელებმა დაიპყრეს და გაჩნდა რომაული ცენტრები: ვინდობონა (ვენა), იუვავუმი (ზალცბურგი), მუტენი (ლაითის ბრუკი) და სხვა.

 

XX ს. - ავსტრიის რესპუბლიკა შეიქმნა 1918 წელს ავსტრო-უნგრეთის ჰაბსბურგთა იმპერიის დაშლის შემდეგ. ოკუპირებულ იქნა ჰიტლერული მესამე რეიხის მიერ 1938 წელს. ანტიფაშისტური კოალიციის შესვლის შედეგად აღდგა კონსტიტუცია, თუმცა დამოუკიდებლობა აღიარებულ იქნა მხოლოდ 1955 წელს. ევროპულ თანამეგობრობას ავსტრია შეუერთდა 1989 წელს.

 

 მემკვიდრეობა

ვენა - ისტორიული ცენტრი, ბელვედერის პარკი, შონბრუნის სასახლე (XVI ს.) და ბაღები, მსოფლიოში უძველესი ზოოპარკი (1752 წ.);

ზალცბურგი - ისტორიული ცენტრი, მოცარტის სახლ-მუზეუმი, XI ს-ის ციხე;

გრაცი - ტევტონთა ორდენის რაინდთა ტაძარი (XIII ს.);

ინსბრუკი - ფიურსტენბერგის ციხე (XV ს.), იმპერატორის სასახლე (XVII ს.).

 

 

 

 

 ცნობილი ავსტრიელები

კომპოზიტორები და მუსიკოსები ბეთჰოვენი, მოცარტი, იოზეფ ჰაიდნი, იოჰან შტრაუსი, ფრანც შუბერტი, ჯო ზავინული;

მსახიობები - რომი შნაიდერი, არნოლდ შვარცენეგერი;

მეცნიერები - ლუდვიგ ბოლცმანი, ქრისტიან დოპლერი, გრეგორ მენდელი, ერვინ შრიოდინგერი;

ფილოსოფოსები


 რუდოლფ შტაინერი, ზიგმუნდ ფროიდი;

მხატვარი - ოსკარ კოკოშკა,

მწერლები - შტეფან ცვაიგი, ბერტა ფონ ზუტნერი;

პოლიტიკოსები - მარი ანტუანეტა, ადოლფ ჰიტლერი, ბრუნო კრაისკი, კურტ ვალდჰაიმი, თეოდორ ჰერცლი (ისრაელის დამაარსებელი), იორგ ჰაიდერი.

 

სპორტსმენი - ნიკი ლაუდა (ავტორბოლა).

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / გეოგრაფია / უავტორო / ავსტრია