ავღანეთი

 

 

ავღანეთის ისლამური რესპუბლიკა 

დროშა გერბი

 

ჰიმნი: Milli Tharana

 

 

დედაქალაქი ქაბული

34°31~N 69°08~E

უდიდესი ქალაქი ქაბული

ოფიც. ენები პუშტუ, დარი

მთავრობა ისლამური საპრეზიდენტო რესპუბლიკა

ქ -პრეზიდენტი ჰამიდ ყარზაი

 

 

 

ფართობი

 - საერთო

 

 - წყალი (%)

647,500 კმІ (41-ე)

 

  0%

მოსახლეობა

 - 2007 სავ.

 - 1979 ცენზი

 - სიმჭიდროვე

31,889,923 (37-ე)

13,051,358

46 ად/კმІ (150-ე)

მშპ (პპპ)

 - საერთო

 

 - ერთ მოსახლეზე 2006მიახლ.

$32.4 მილიარდი (92-ე)

 

$1,490 (158-ე)

აგი (1993) 0.229

ვალუტა ავღანი (AFN)

დროის სარტყელი (UTC +4:30)

ქ -ზაფხულის დრო (UTC +4:30)

ქვეყნის კოდი AFG

ccTLD .af

სატელეფონო კოდი +93

 

 

 

სახელწოდება

ოფიციალური: ავღანეთის ისლამური სახელმწიფო.

ეროვნული:(Aghanistan), Dowlat-e Eslami-ye Afgeanestan; Da Afghanistan Islami Dawlat .

ეტიმოლოგია: იგი შესაძლოა წარმოდგებოდეს სანსკრიტული Upa-Ghana-Stain-საგან, რაც ითარგმნება როგორც გაერთიანებული ტომების ქვეყანა.

 

 გეოგრაფია

ქვეყანა მდებარეობს ცენტრალური აზიის სამხრეთში, ძველი აბრეშუმის გზაზე. იგი გარშემორტყმულია ახლო აღმოსავლეთის, შუა აზიისა და ინდოეთის სუბკონტინეტის ქვეყნებით (ირანი, პაკისტანი, ჩინეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი). ფართობი: 647.500 კვ.კმ.

 

 

 სახელმწიფო

სახელმწიფო სისტემა : გარდამავალი პოლიტიკური სისტემა.

სახელმწიფოს მეთაური : პრეზიდენტი ჰამიდ ყარზაი (Hamid KARZAI, 2002 წლის ივნისიდან).

 

 დემოგრაფია

მოსახლეობა - 29 928 000 (2005), მათ შორის 44% პუშტუნები, 25% ტაჯიკები, 10% ხაზარეელები, 8% უზბეკები. 5 მლნ-ზე მეტი ლტოლვილია.

სახელმწიფო ენა : პუშტუ (35%) და დარი (ავღანეთის სპარსული, 50%). სხვა ენები: უზბეკური და თურქმენელი 11%, ბალოჩი და პაშაი 4%.

რელიგია : ისლამი (სუნიტები 84%, შიიტები 15%).

დედაქალაქი : ქაბული (2,206 მლნ).

ქალაქები : კანდაგარი (450 ათასი), მაზარი შარიფი (300), ჩარიკარი (203), ჰერათი (171).

 

 

ადმინისტრაციული დაყოფა : 32 ვილაიეთი .

 

 ეკონომიკა

ხანგრძლივმა ომებმა მთლიანად მოშალა ეკონომიკა, რომლის საფუძველი ტრადიციულად სოფლის მეურნეობა იყო. ამჟამად ქვეყანა საგარეო ფინანსური დახმარებებით არსებობს.

 

რესურსები : ბუნებრივი აირი, ნავთი, ქვანახშირი, სპილენძი, ქრომიტი, ტალკი, ბარიტი, გოგირდი, ტყვია, თუთია, რკინის მადანი, მარილი, ძვირფასი და ნახევრადძვირფასი ქვები.

ვალუტა : ავღანი (AFA).

 

 ისტორია

ქვეყნის სტრატეგიულმა მდებარეობამ განაპირობა ის, რომ ავღანეთისათვის იბრძოდნენ საუკუნეების განმავლობაში, მათ შორის ისტორიის თანამედროვე ეტაპზე. მან გადაიტანა კონფლიქტებისა და არასტაბილურობის ხანგრძლივი პერიოდი, რამაც მთლიანად მოშალა ეკონომიკა და სახელმწიფო სისტემა, მილიონობით ავღანელი ლტოლვილად აქცია. თავისი როლი შეასრულა სტიქიურმა უბედურებებმაც - მიწისძვრებმა და გვალვებმა.

 

XX ს. - სრული დამოუკიდებლობა ქვეყანამ მიიღო 1919 წელს ინგლისთან მესამე ომის შედეგად. კონსტიტუციური მონარქია დამყარდა 1963 წელს, დაემხო 1973 წელს. სსრკ-თან გაფორმდა ხელშეკრულება მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ 1978 წელს. ქვეყანაში დაიწყო რეფორმები, რამაც გამოიწვია კონსერვატორული ისლამური ოპოზიციის წინააღმდეგობა. სამხედრო დაპირისპირების გაძლიერებას მოჰყვა საბჭოთა ჯარების მიერ ავღანეთის ოკუპაცია 1979-1989 წლებში. უკანასკნელ წლებში კი ქვეყანა სამოქალაქო ომის ასპარეზად იქცა. ხელისუფლება პერიოდულად სხვადასხვა დაჯგუფებების ხელშია. 1998 წლიდან ქაბულს და ქვეყანის უდიდეს ნაწილს თალიბები აკონტროლებდნენ.

XXI ს. - 2001 წლის 11 სექტემბრის მოვლენების შემდეგ ავღანეთში თავშესაფარი ჰპოვა ოსამა ბინ ლადენმა, რომელიც აშშ-ს მიერ დადანაშაულებული იყო ამ და სხვა ტერაქტების ორგანიზებაში. ავღანეთის ე.წ. ჩრდილოეთის ალიანსის ოპოზიციურმა ძალებმა აშშ-სა და მისი მოკავშირეების სამხედრო მხარდაჭერით დაამხეს თალიბანის რეჟიმი. 2001 წლის ბოლოს - შეიქმნა ჰამიდ ყარზაის დროებითი მთავრობა. 2004 წელს ჩატარდა პირველი საპრეზიდენტო არჩევნები. ხელისუფლებამ ჯერჯერობით ვერ მოახერხა ქვეყნის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში ადგილობრივ საველე მეთაურთა წინააღმდეგობების დაძლევა.

 

 

 

 მემკვიდრეობა

მნიშვნელოვანი ძეგლებია: ბამიანის ველის გამოქვაბული მონასტრები (I - VIII სს.), სასახლე ბუსტაში (XI ს.), მინარეთი ჯამში (XII ს.), გაუხარშადის მავზოლეუმი ჰერათში (XV ს.). ომებმა გაანადგურა ქაბულისა და ყანდაარის ბევრი ისტორიული მონუმენტი.

 

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / გეოგრაფია / უავტორო / ავღანეთი