აზერბაიჯანი

 

 

აზერბაიჯანის რესპუბლიკა 

დროშა გერბი

 

ჰიმნი: აზერბაიჯანის ეროვნული ჰიმნი

დევიზი: (არ აქვს)

 

დედაქალაქი ბაქო

40°22~N 49°53~E

 

ოფიც. ენები აზერბაიჯანული

მთავრობა საპრეზიდენტო რესპუბლიკა

ქ -პრეზიდენტი ილჰამ ალიევი

ქ -პრ.-მინისტრი არტურ რასიზადე

 

 

ფართობი

 - საერთო

 

 - წყალი (%)

86,600 კმІ (114-ე)

 

  1.6%

მოსახლეობა

 - 2008 სავ.

 - 2002 ცენზი

 - სიმჭიდროვე

8,621,000 (91-ე)

8,265,000

97 ად/კმІ (მე-100)

მშპ (პპპ)

 - საერთო

 

 - ერთ მოსახლეზე 2007მიახლ.

$52.35 მილიარდი (77-ე)

 

$6.476 (96-ე)

აგი (2007)  0.746 (საშუალო) (98-ე)

ვალუტა მანათი (AძN)

დროის სარტყელი (UTC +4სთ.)

ქ -ზაფხულის დრო (UTC +5სთ.)

ქვეყნის კოდი AZE

ccTLD .az

 

სატელეფონო კოდი +994

 

 

 სახელწოდება

ოფიციალური: აზერბაიჯანის რესპუბლიკა.

 

ეტიმოლოგია: ძვ. წ. მე-9 ს-ში ამ ტერიტორიაზე არსებობდა რომაული პროვინცია Media Atropatena ან მოკლედ Atropatena. ასე ერქვა მას მმართველის სახელის მიხედვით. დღევანდელი სახელი აზერბაიჯანი მიღებულია რომაული ატროპატენას

 და არაბული ადერბედაგანის ტრანსფორმაციით. სხვა ვერსიით, ქვეყნის სახელი ნიშნავს ცეცხლის ქვეყანას ქვეყნის საერთაშორისო კოდი: AZ.

 

 

 

 

 გეოგრაფია

 

აზერბაიჯანის რესპუბლიკაქვეყანა მდებარეობს ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთში, კასპიის ზღვის სანაპიროზე. მისი მოსაზღვრე ქვეყნებია დასავლეთით - საქართველო, სომხეთი, თურქეთი, სამხრეთით - ირანი, ჩრდილოეთით - რუსეთი. აღმოსავლეთით მას კასპიის ზღვა აკრავს. ფართობი შეადგენს 86.600 კმІ-ს. აზერბაიჯანის უმაღლესი მწვერვალია მთა ბაზარდუზუ - 4485 მ, უდიდესი მდინარეები - კური (მტკვარი) და არაქსი.

 

 

 

 

 

 სახელმწიფო

სახელმწიფო სისტემა: განვითარებადი დემოკრატიული რესპუბლიკა.

სახელმწიფოს მეთაური: პრეზიდენტი ილჰამ ალიევი (Ilham ALIEV, 2003).

საკანონმდებლო ორგანო: ერთპალატიანი მილი მეჯლისი (125 წევრი).

პოლიტიკური პარტიები: ახალი აზერბაიჯანი, სახალხო ფრონტი, ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია, მუსავატი.

 

 

ეროვნული დღესასწაული: 28 მაისი - რესპუბლიკის დღე.

 

 

 

 

 ტერიტორიული მოწყობა

აზერბაიჯანის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებია: 59 რაიონი, 1 საქალაქო ტერიტორია და 1 ავტონომიური რესპუბლიკა (მუხტარ რესპუბლიკა). რაიონები გაერთიანებული არიან 12 ოლქში.

 

ოლქი მოსახლ.

(ათასი) ფართობი

(ათასი კმІ)

არაქსისპირეთი 329 4,3

აფშერონი 2,226 5,4

განჯა 540 5,4

კელბაჯარი 264 7,4

ლენქორანი 759 6,1

მთიანი ყარაბაღი 146 2,7

მუღან-სალიანი 634 9,0

ნახჭევანი 370 5,5

ყაზახი 580 7,1

ყარაბაღი 710 6,5

შეკი 542 9,0

შირვანი 674 11,2

ხაჩმასი 464 7,0

 

 

 

 

 

 დემოგრაფია

მოსახლეობა: 8,239 მლნ (2003), მათ შორის 90% აზერბაიჯანელი, 3,2% დაღესტნელი, 2,5% რუსი, 2% სომეხი.

სახელმწიფო ენა: - აზერბაიჯანული, სხვა ენები - რუსული, სომხური.

რელიგია: ისლამი (სუნიტური მიმართულების).

დედაქალაქი: ბაქო (1,235 ათ).

დიდი ქალაქები: განჯა (303 ათასი), სუმგაითი (280), მინგეჩევირი (100), ალი ბაირამლი (72), ნახჭევანი (69).

 

 

 

 

 ეკონომიკა

ქვეყანას აქვს ნავთობის, რკინის მადნის მნიშვნელოვანი რესურსები, აგრეთვე ბუნებრივი აირი, ფერადი ლითონები, ალუმინი; ეროვნულ შემოსავალში დიდი ადგილი უკავია სოფლის მეურნეობას. სახელმწიფო ვალუტა აზერბაიჯანული მანათია .

 

 

 

 

 

 უახლესი ისტორია

მთიანი ყარაბაღის გამო მეზობელ სომხეთთან კონფლიქტმა გამოიწვია არეულობა ქვეყანაში 1988-89 წლებში. 1990 წელს საბჭოთა ჯარები შევიდნენ ბაქოში წესრიგის დასამყარებლად და გამოაცხადეს საგანგებო მდგომარეობა. 1991 წელს აზერბაიჯანის ლიდერებმა მხარი დაუჭირეს მოსკოვურ პუტჩს. აზერბაიჯანმა გამოაცხადდა თავისი დამოუკიდებლობა და 1991 წელს შევიდა დსთ-ში. 1992 წელს გახდა გაეროს წევრი. განახლდა ომი მთიან ყარაბაღში. ნაციონალისტმა პრეზიდენტმა ა.ელჩიბეიმ ადგილი დაუთმო ყოფილ კომუნისტურ ლიდერს ჰ.ალიევს. 1994 წელს ეუთოს წევრი ქვეყნების მონაწილეობით მიღწეული იქნა დროებითი ზავი, თუმცა კონფლიქტი დღემდე მოუგვარებელია - ტერიტორიის მეშვიდედი ოკუპირებულია და ქვეყნას 800 ათასი ლტოლვილი ჰყავს. ბოლო წლებში იყო რამდენიმე უშედეგო მცდელობა სამხედრო გადატრიალებისა. 2001 წელს აზერბაიჯანი ევროპის საბჭოს წევრი გახდა.

 

 

 

 

 

 კულტურა

არქიტექტურა: ბაქო - შირვანშაჰების სასახლე (XV ს.), "ყიზყალასი" (XII ს.), ციხე-სიმაგრე იშერი-შეჰერი (XI ს.), ძველი ქალაქი (IX ს.); ნახჭევანი - იუსუფ ქუსეირ-ოღლუს მავზოლეუმი (XII ს.), მომინე-ხათუნი (XIII ს); ძველი ქალაქის კაბალის ნანგრევები (VI ს.), გობუსტანის რეგიონის კლდის გამოსახულებები (ძვ. წ. VII ს).

ლიტერატურა: საგმირო-საფალავნო ძეგლები - "დედე გორგუდის წიგნი" (XII ს.) და "ქოროღლუ" (XVI ს.); აშუღური პოეზია; სახოტბო პოეზია სპარსულ ენაზე.

მუსიკა: მუსიკალური საკრავები: თარი, საზანი, ქამანჩა, ზურნა, ნაღარა.

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / გეოგრაფია / უავტორო / აზერბაიჯანი