ათენი

 

 

ქალაქი ათენი

 

ქვეყანა საბერძნეთი

პერიფერია ატიკა

პრეფექტურა ათენი

შიდა დაყოფა 7 რაიონი

ფართობი 38.964 კმІ

სიმაღლე 70 - 338 მ

მოსახლეობა 745,514 ადამიანი (2001)

სიმჭიდროვე 19,133 ად./კმІ

აგლომერაცია 3,761,810

დროის სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3

ტელ. კოდი 210

 

საიტი http://www.cityofathens.gr

 

 

 

ათენი საბერძნეთის დედაქალაქია და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე განთქმული ქალაქი. თანამედროვე ათენი დიდი და კოსმოპოლიტი ქალაქია; ძველი ათენი ძლიერი დამოუკიდებელი ქალაქი და განათლების ცენტრი იყო. ქალაქს სახელი ძველი ბერძნული მითოლოგიის ქალღმერთი ათინას პატივსაცემად დაერქვა. მისი გეოგრაფიული კოორდინატებია 38°00~N 23°43~E (38.00°, 23.72°).

 

ათენის აგლომერაციაში დაახ. 3,9 მილიონი ადამიანი სახლობს. ის საბერძნეთის წამყვანი ეკონომიკური, კულტურული და პოლიტიკური ცხოვრების ცენტრია. ძველ ათენს ხშირად დასავლეთის ცივილიზაციის აკვნად მოიხსენიებენ მისი კულტურული და პოლიტიკური მიღწევების გამო ძვ.წ. მე-4 და მე-5 საუკუნეებში. ამ მემკვიდრეობის წყალობით მას უამრავი უძველესი ნაგებობა, მონუმენტი და ხელოვნების ნიმუში შემორჩა, რომელთა შორის ყველაზე განთქმულია აკროპოლისის პართენონი - დღემდე მოღწეული კლასიკური ბერძნული ხელოვნებისა და არქიტექტურის ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი ნიმუშთაგანი. ეს და სხვა მრავალი კულტურული ღირსშესანიშნაობა რესტავრირებულ იქნა 2004 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის.

 

 

 

 სახელი

ძველ ბერძნულში ქალაქის სახელი იყო ათენაი, ათენა-ს მრავლობითი ფორმა, ქალღმერთი ათენას ბერძნული სახელი. ქალაქის სახელი მრავლობითში გამოიყენებოდა -თებაი (თებე) და -მიკენაი (მიკენა) სახელების მსგავსად, ვინაიდან ის რამდენიმე ნაწილისგან შედგებოდა. მე-19 საუკუნეში ძველი სახელი ფორმალურად ისევ შემოღებულ იქნა. 1970-იანებში კათარევუსას გაუქმების შემდეგ ქალაქის პოპულარული სახელი ათინაი დაბრუნებულ იქნა.

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / გეოგრაფია / უავტორო / ათენი