ალ-ყაიდა

 

 

"ალ-ყაიდა" (ინგლისური ენიდან გადმოტანილი ვერსიით "ალ-ქაიდა") ეწოდება ქსელს იმ ისლამისტური ტერორისტული ორგანიზაციებისა, რომელთაც ბრალად ედებათ ტერაქტების მოწყობა კენიაში, ტანზანიაში, კუძულ ჯერბაზე, შარმ-ელ-შეიხში (23.07.2005) და აშშ-ში (11.09.2001). "ალ-ყაიდა" ტრასნაციონალურ ტერორისტულ ორგანიზაციად ოთვლება და ზოგაგად ასეთი სახის ტერორისზმის "პროტოტიპად" მოიაზრება.

 

 

 სტრუქტურა

 

უსამა ბინ-ლადენი"ალ-ყაიდა" არ არის ერთიანი სტრუქტურის ქონე ორგანიზაცია. ის უფრო ნაკრებია საერთაშორისო მასშტაბით მოქმედი ისლამისტური ტერორისტული ჯგუფებისა, რომელთაც ნაწილობრივ საერთო მიზნები ამოძრავებენ. ეს ჯგუფები დეცეტრალიზირებული ქსელის სტრუქტრის მქონეები არიან და ერთმანეთთან უმრავლეს შემთხვევაში მხოლოდ მეთაურთა პირადი კონტაქტებით არიან დაკავშირებულნი. ჯგუფებს არ გააჩნიათ იერარქიული მმართველობა. მათი ე.წ. ბელადად ჯერ კიდევ საუდის არაბეთში დაბადებული უსამა ბინ-ლადენი ითვლება.

 

ბევრი სპეციალისტის აზრით "ალ-ყაიდას" არ გააჩნია ერთი ლიდერი, არამედ ამ სახელის ქვეშ მოაზრებულ ყველა ორგანიზაციას თავისი ლიდერი ჰყავს, რომლებიც სხვა ლიდერებზე ნომინალურად დამოკიდებულები ან სულაც დამოუკიდებელნი არიან. ასე რომ "ალ-ყაიდა" შეიძლება ითქვას უფრო იდეაა, ვიდრე სტრუქტურირებული ორგანიზაცია. ამის დასადასტურებლად ექსპერტებს შემდეგი სახის ფაქტორები მოჰყავთ:

 

ყველა ვინც შეძლებს ფუნდამენტალურ-ისლამისტური ტერორისტული ჯგუფის ჩამოყალიბებას შეიძლება "ალ-ყაიდას" წევრად ჩაითვალოს.

წევრობისათვის საჭიროა პიროვნებამ ან ჯგუფმა ჩაატაროს წარმატებული ტერაქტი.

"ალ-ყაიდას" არ გააჩნია წევრთა "სია".

"ალ-ყაიდა" არ იცნობს რაიმე სახის შეზღუდვბს ტერაქტების მიზნების დასახელების დროს.

"ალ-ყაიდაზე" მიკუთვნებული ტერაქტები ერთმანეთისაგან განსხვავდებოდნენ "ხასხითა" და "შესრულების სტილით".

ასე მაგალითათ "ალ-ყაიდას" ყველაზე "წარმატებულ" ოპერაციად ითვლება 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების აშშ-ში, მაშინ როცა იემენში 2 ექიმის მოკვლა "წარმატებად" ვერ ჩაითვლება. სახელი "ალ-ყაიდა" ერაყის ომის დაწყების შემდეგ დასავლეთის ქვეყნებში და აშშ-ში გადაიქცა "ბოროტების", "მტრის" ისეთ სინონიმად, როგორც იყო "კომუნისტი" ცივი ომის პერიოდში.

 

 

 ფინანსები

"ალ-ყაიდას" გააჩნია როგორც ლეგალური და ისე არალეგალური დაფინანსების წყაროები.

 

ლეგალური წყაროები:

 

შემოწირულობები

მულტიმილიონერ უსამა ბინ-ლადენის ქონება

არალეგალური წყაროები:

 

არაბ მილიონერთა საიდუმლო შემოწირულობები.

"ალ-ყაიდას" საიდუმლოდ აფინანსებენ ისეთი სახელმწიფოები, როგორებიცაა სუდანი, პაკისტანი და ირანი.

სავარაუდოდ "ალ-ყაიდას" ქონება შეადგენს დაახ. 5 მილიარდ დოლარს. "ალ-ყაიდასათვის" ტარაქტების ჩატარებისათვის საჭირო ფინასური საშუალებები რომ გადაეკეტა აშშ-ის მთავრობამ მსოფლიოს ქვეყნებს მიმართა თხოვნით გაეყინათ ორგანიზაციის ლეგალური თუ არალეგალური საბანკო ანგარიშები.

 

 

 ცნობილი წევრები

"ალ-ყაიდას" დამაარსებლად და შეფად უსამა ბინ-ლადენი ითვლება.

 

ორგანიზაციის სხვა მეთაურები არიან/იყვნენ:

 

ხალიდ შეიხ მუჰამედი

აბუ ფარაჯ ალ-ლიბი

იასირ ალ-ჯაზირი

აუიმან აზ-ზავაჰირი

ორგანიზაციის ცნობილი წევრები არიან/იყვნენ:

 

მუჰამედ ატა

რამზი ბინალშიბჰი

აჰმად ხალფამ ალ-ღაილანი

ფარის ას-საჰრანი

აბუ ისა ალ-ჰინდი

აბუ მუსაბ აზ-ზარყავი

შარიფ ალ-მისრი

 

 სტრატეგიული მიზნები

იმ მთავრობათა რეჟიმების დამხობა, რომლებიც "ალ-ყაიდას" მიზნებს არ შეესაბამებიან. ეს პირველ რიგში ეხებათ არაბულ ქვეყნებს, სადაც "ალ-ყაიდას" მიხედვით მხოლოდ "მართლმორწმუნები" უნდა ცხოვრობდნენ და "საღმრთო" რეჟიმი უნდა ბატონობდეს.

ისრაელის განადგურება

ბრძოლა აშშ-ის, დასავლური ცივილიზაციის და დემოკრატიული საზოგადოების წინააღმდეგ.

 

 ტერაქტები

1993

26 თებერვალი - ბომბის აფეთქება მსოფლიო სავაჭრო ცენტრის (ნიუ-იორკი, აშშ) შენობაში. დაიღუპა 6 და დაშავდა 1.000-მდე ადამიანი.

1995

5 სექტემბერი - ბოჯინკას მუშაობის შეწყვეტა.

13 ნოემბერი - ბომბის აფეთქება აშშ-ის სამხედრო ბაზაზე (ერ-რიადი, საუდის არაბეთი). დაიღუპა 7 ადამიანი.

1996

25 ივნისი - ტროტილით დატვირთული სატვირთო ავტომობილის აფეთქება აშშ-ის საავიაციო ბაზაზე, "ხობარ ტაუერის" შენობაში (ზაჰრანი, საუდის არაბეთი). დაიღუპა 19 და დაშავდა 64 ადამიანი.

 

1998

7 აგვისტო - ბომბის აფეთქება აშშ-ის საელჩოს შენობებში ნაირობიში (კენია) და დარ-ეს-სალამში (ტანზანია). დაიღუპა 224 ადამიანი. ორგანიზატორი: ისლამური ჯიჰადის ეგვიპტის განყოფილება. მეთაური: აიმან აზ-ზავაჰირი.

2000

12 ოქტომბერი - აფეთქება აშშ-ის გემზე უსს ქოული ადენის პორტში (იემენი). დაიღუპა 17 და დაშავდა 39 ადამიანი.

2001

11 სექტემბერი - ტერაქტების სერია აშშ-ში. დაიღუპა დაახ. 3.000 ადამიანი.

13 სექტემბერი - ტერაქტის მცდელობა აშშ-ის საელჩოზე პარიზში (საფრანგეთი) დროულად იქნა აღკვეთილი.

2002

23 იანვარი - პაკისტანში მოკლულ იქნა ამერიკელი ჟურნალისტი დენიელ პერლი.

17 მარტი - ხელყუმბარის აფეთქება ისლამაბადის (პაკისტანი) ერთ-ერთ ქრისტიანულ ეკლესიაში. დაიღუპა 5 ადამიანი.

11 აპრილი - ბომბის აფეთქება სინაგოგაში კუნძულ ჯერბაზე (ტუნისი). დაიღუპა 19 ადამიანი.

8 მაისი - თავდასხმა ფრანგ ინჟინრებზე კარაჩიში (პაკისტანი). დაიღუპა 14 ადამიანი.

14 ივნისი - ავტომობილში ჩამონტაჟებული ბომბის აფეთქება აშშ-ის კონსულტზე კარაჩიში. დაიღუპა 12 ადამიანი.

5 სექტემბერი - ავტომობილში ჩამონტაჟებული ბომბის აფეთქება ქაბულში (ავღანეთი). დაიღუპა 26 ადამიანი. პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი ტერაქტს გადაურჩა.

6 ოქტომბერი - აფეთება ფრანგულ ნავთობ-ტანკერზე "ლიმბურგი" (იემენი). დაიღუპა 1 ადამიანი.

12 ოქტომბერი - აფეთქებები დისკოთეკებზე კუნძულ ბალიზე (ინდონეზია). დაიღუპა 202 ადამიანი.

28 ოქტომბერი - ამანში (იორდანია) მოკლულ იქნა ამერიკელი ეკონომიური დახმარების სპეციალისტი. თავდასხმა ებრაელ ტურისტებზე კენიაში. დაიღუპა 16 ადამიანი.

30 დეკემბერი - ჯიბლაში (იემენი) მოკლულ იქნა 3 ამერიკელი ექიმი.

2003

12 მაისი - აფეთქება უცხოელთა დასახლებაში რიადში (საუდის არაბეთი). დაიღუპა 35 ადამიანი.

14 მაისი - აფეთქება სასამართლოს შენობაში (იემენი). დაიღუპა 4 ადამიანი.

16 მაისი - 5 აფეთქება საზღვარგარეთულ და ებრაეულ დაწესებულებებში (მაროკო). დაიღუპა 32 ადამიანი.

7 ივნისი - აფეთქება გერმანიის ბუნდესვერის ავტობუსში (ავღანეთი). დაიღუპა 4 ადამიანი.

5 აგვისტო - აფეთქება ჯაკარტის (ინდონეზია) ერთ-ერთი სასტუმროს წინ. დაიღუპა 12 ადამიანი.

 

8 ნოემბერი - აფეთქება უცხოელტა დასახლებაში (საუდის არაბეთი). დაიღუპა 18 ადამიანი.

15 ნოემბერი და 20 ნოემბერი - ამ ორი დღის განმავლობაში მომხდარ 4 აფეთქებას სტამბოლში (თურქეთი) ემსხვერპალ 57 ადამიანი.

2004

11 მარტი - აფეთქებები მატარებლებში მადრიდის (ესპანეთი) გარეუბნებში. დაიღუპა 191 და დაშავდა 1.500-მდე ადამიანი.

7 ოქტომბერი - აფეთქებები ტაბასა და რას-შიტანში სინას ნახევარკუნძულზე (ეგვიპტე). დაიღუპა 34 ადამიანი.

2005

7 ივლისი - აფეთქებები ლონდონის (დიდი ბრიტანეთი) მეტროსა და ავტობუსებში. დაიღუპა 56 და დაშავდა 700-მდე ადამიანი. აფეთქებებზე პასუხისმგებლობა აიღო აიმან აზ-ზავაჰირიმ.

23 ივლისი - 3 აფეთქება შარმ-ელ-შეიხში (ეგვიპტე). დაიღუპა 88 ადამიანი.

19 აგვისტო - "აბდალაჰ-აზამ-ბრიგადის" მიერ რაკეტებით დაბომბილ იქნა აშშ-ის სამხედრო გემები და ქალაქი ეილატი (ისრაელი).

28 აგვისტო - "აბუ-საიაფის-ჯგუფის" მიერ აფეთქებულ იქნა ბორანი ფილიპინების სამხრეთ რეგიონში. დაშავდა 30 ადამიანი.

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / გეოგრაფია / უავტორო / ალ-ყაიდა