ანდჰრას სამეფო

 

 

ანდჰრას სამეფო - აღმოსავლეთ ინდოეთში სამეფო, ძვ. წ. 221 - 631 წლებში.

 

დეკანი (სამხრეთ ინდოეთი) ადრე გაყოფილი იყო ჩრდილო ინდოეთისგან ვინდხრას მთებით და ჯუნგლებით, რის სედეგადაც ეს რეგიონები სხვადასხვა გზებით ვითარდებოდნენ. ირანულ ენოვანი არიული ტომები, რომლებიც ჩრდილოეთში ცხოვრობდნენ, სამხრეთით თითქმის ვერ აღწევდნენ. ძირითად მოსახლეობას აქ მუქკანიანი დრავიდები წარმოედგენდნენ.

 

ძვ. წ. VI - V საუკუნეებში მათ შექმნეს სამეფოები: კალინგას სამეფო, ანდჰრა და აშმაკას სამეფო. შემდგომში, როდესაც ჩრდილო ინდური მაგადხას სამეფო დაწინაურდა, მათი ძალაუფლება დეკანზეც გავრცელდა. მაგადხეს, ნანდების დინასტიის მმართველობის პერიოდში, დაემორჩილა კალინგა, ხოლო მაურიების პერიოდში დეკანა იმპერიის შემადგენელი ნაწილი გახდა. ამ პერიოდში რეგიონში შემოაღწია ჩრდილო ინდურმა კულტურამ და დამწერლობამ, ბუდიზმმა და ჯაინიზმმა.

 

მაურიების დაქვეითებას მოყვა ადგილობრივი დინასტიების დაწინაურება და პროვინციების გამოყოფა. ამ დროს აღმოსავლეთ დეკანში დაწინაურდა ანდჰას სამეფო, სადაც სათავახანების დინასტია გაბატონდა. სამწუხაროდ ამ მეფეთა ქრონოლოგია არეულია და არაა ნათელი. მათი ბატონობის დასაწყისი ფართოდ ვარირებს. აქ აღებულია ბალარამამურტის თვალსაზრისი, რომლის თანახმადაც ეს დინასტია გაბატონდა ძვ. წ. 221 წელს, თუმცა არსებობს სხვა თვალსაზრისებიც.

 

ამ მეფობის ისტორიის აღდგენა არარეალურია. ცბნობილია მხოლოდ მეფეთა სახელების ჩამონათვალი. პურანების თანახმად, დინასტიის დამაარსებელი ვინმე სიმუკა იყო. პირველი სამი მეფის დედაქალაქი იყო პრატიშტხანა, შემდეგ მან ტელენგანეს რომელიღაც ცენტრსი გადაინაცვლა. ხოლო მეფობის ბოლო ათწლეულებში დედაქალაქი იყო დჰანიაკატაკამი.

 

განსაკუთრებით დაწინაურდნენ ანდჰრები მეების სატარკანის, ხალას და გოტამიპუტრა სატაკარნის მეფობისას. ამ უკანასკნელის მეფობისას ადჰრები ბატონობდნენ მთელს დეკანაში, ნახევარკუნძულის სამხრეთი კიდის გარდა. ამ სამეფოში აღსანიშნავია კარგი გზები. მეფეები კეთილგანწყობილნი იყვნენ ბუდიზმის მიმართ, ამ რიგად ამ რელიგიამ გავრცელება ჰპოვა აღმოსავლეთ დეკანაში. იაჯნა სრი სატაკარნის დროს სათავახანების სამეფო სწრაფად დასუსტდა და დაახ. 224 წელს აღმოსავლეთ დეკანასი იკშვაკების დინასტია გაბატონდა.

 

 

 სათავახანების დინასტია

(ძვ. წ. 221 - 224 წწ.)

სიმუკა - ძვ. წ. 221 - ძვ. წ. 198

კრიშნა - ძვ. წ. 198 - ძვ. წ. 180

სატარკანი I - ძვ. წ. 180 - ძვ. წ. 170

პურნოტანგა - ძვ. წ. 170 - ძვ. წ. 152

სკანდაცტამბხი - ძვ. წ. 152 - ძვ. წ. 134

სატარკანი II - ძვ. წ. 134 - ძვ. წ. 78

ლამბოდატა - ძვ. წ. 78 - ძვ. წ. 60

აპილაკა - ძვ. წ. 60 - ძვ. წ. 48

მეგხასვატი - ძვ. წ. 48 - ძვ. წ. 30

სვატი - ძვ. წ. 30 - ძვ. წ. 12

სკანდასვატი - ძვ. წ. 12 - ძვ. წ. 5

მრინგენდრა სვასტიკარნა - ძვ. წ. 5 - ძვ. წ. 2

კუნტალა სვასტიკარნა - ძვ. წ. 2 - 6

სვასტიკარნა - 6 - 7

პულუმავი I - 7 - 31

გაურაკრიშნა - 31 - 56

ხალა - 56 - 57

მანდილაკა - 57 - 62

პურინდრასენა - 62 - 83

სუნდარა სვატიკარნა - 83 - 84

ჩოკარა სვატიკარნა - 84

სივასვატი - 84 - 112

გოტამიპუტრა სატაკარნი - 112 - 136

პულუმავი II - 136 - 164

სივა სრი სატაკარნი - 164 - 171

სივასკანდა სატაკარნი - 171 - 178

იაჯნა სრი სატაკარნი - 178 - 207

ვიჯაია - 207 - 213

ჩანდრა სრი სატაკარნი - 213 - 216

პულუმავი III - 216 - 224

 

 იკშვაკების დინასტია

სრი სანტამულა I

220 - 240

 

 

 

ვირაპუტურუშადატა

240 - 260

 

 

 

სრი სანტამულა II

260 - 284

 

 

 

რუდრაპურუშადატა

284 - 295

 

 

იკშვაკების სამეფოს თავდაპირველი ცენტრი იყო ქალაქი ვიჯაიაპური, თანამედროვე ნაგარჯუნკონდას მახლობლად. შემდეგ სამეფომ ბენგალის ყურისკენ გადაინაცვლა, სამხრეთით ქალაქი ნელურიდან, ჩრდილოეთით მდინარე გოდავარიმდე.

 

დინასტიის პირველი წარმომადგენელი - სანტამულა I სავარაუდოთ იყო პულუმვარის ვასალი ან არმიის მხედართმთავარი. მან გააფართოვა სამეფოს საზღვრები. ხოლო შიდა საქმეებიდან ცნობილია მისი ვაჟის ვირაპუტურუშადატას წარწერიდან კლდეზე, სადაც იგი მამაზე წერს, რომ იგი ეხმარებოდა გაჭირვებულებს, და აითვისა აუთვისებელი მიწები.

 

 

 

მიუხედავად იმისა რომ იკშვაკები ბრახმანიზმის მიმდევრები იყვნენ, მათი მეფობის პერიოდში ანდჰრა რჩებოდა ბუდიზმის ერთერთ ცენტრად. ვიჯაიაპურში იყო ერთგვარი უნივერსიტეტი-მონასტერი, სადაც სასწავლებლად ჩამოდიოდნენ ბერები მთელი ბუდისტური სამყაროდან.

 

დაახ. 295 წელს იკშვაკების სამეფო დაიპრო სამხრეთ ინდურმა პალავების სამეფომ. პალავები ინდუისტები იყვნენ და სასტიკად ებრძოდნენ ბუდისტურ კულტურას. ვიჯაიაპური დაანგრიეს, მონასტერი დაშალეს და ბუდისტური არქიტექტურის მრავალი ძეგლი გაანადგურეს.

 

 

 სალანკაიანების დინასტია

      ხასტივარმან I

300 - 310     

 

 

 

  ნანდივარმან I

310 - 325   ვაჯაიადევარმანი

325 - 340   

 

 

 

  ხასტივარმან II

340 - 370             

 

 

 

  სკანდავარმან I

370 - 400             

 

 

ნანდივარმან II - 400 - 425

სკანდავარმან II - 425 - 450

სალანკაიანების დინასტია გაბატონდა იკშვაკების დაცემის შემდეგ და დაახლოვებით 100 წელი ბატონობდა გოდვარისა და კრიშნას შორის. მათი დედაქალაქი იყო ვენგი

 

 

 ვიშნუკინდების დინასტია

  ვიკრამენდრავარმან I

500 - ? 

 

 

 

  გოვინდავარმანი

? - 535 

 

 

 

  მანდჰავარმანი

535 - 585 

 

 

 

  ვიკრამენდრავარმან II

585 - 590 

 

 

 

  ინდრავარმანი

590 - 620 

 

 

 

  ვიკრამენდრავარმან III

620 - 631 

 

 

ვიშნუკინდები წარმოშვებით ვინუკონდიდან იყვნენ. ამ დინასტიის ყველაზე ცნობილი მეფეა მანდჰავარმანი. მის დროს დედაქალაქი იყო ვიჯაიავადა. დაახლოვებით 630 წელს ანდჰრას სამეფო დაიპყრო ჩალუკებმა, რომლებიც ბატონობდნენ აღმოსავლეთ დეკანში 500 წლის მანძილზე.

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / გეოგრაფია / უავტორო / ანდჰრას სამეფო