ანტიგუა და ბარბუდა 

 

დედაქალაქი სენ-ჯონსი.

ფართობი 440 კვ კმ.

მოსახლეობა 100 000 კაცი 2007 წ მონაცემებით.

სახელმწიფო ენა ინგლისური.

ბრიტანეთის კოლონია ანტიგუა მდებარეობს ვესტ-ინდოეთში ცენტრალური ამერიკა და მიეკუთვნება მცირე ანტილიის კუნძულთა ჯგუფს.

ანტიგუას სახელწოდებით ცნობილია 3 კუნძული ანტიგუა, ბარბუდა და რედონდა,კუნძული ანტიგუა 280 კვ კმ ფართობისაა.

მოსახლეობის უმრავლესობას ზანგები შეადგენენ.

რელიგია პროტესტანტული.

ადმინისტრაციულად იყოფა ოთხ ოლქად.

ისტორია.

კუნძულები აღმოაჩინა ქ. კოლუმბმა 1493 წ, ხოლო 1667 წლიდან ბრიტანეთის კოლონია იყო.

II მსოფლიო ომის დროს ინგლისმა 99 წლის ვადით ა შ შ-ს დაუთმო ანტიგუას ნაწილი სამხედრო ბაზებისათვის, 1967 წ 27 II მან ასოცირებული სახელმწიფოს სტატუსი მიიღო.

ბუნება.

კუნძულების რელიეფი ძირითადად ვაკე დაბლობია, ანტიგუას სამხ დაბლობი უკავია შეკერლის მთებს, ჰავა ჰავა ტროპიკული პასატურია, ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა 1150-1200 მმ.

კუნძულებზე არ არის არც მდინარე და არც ტყეები, რომელიც გაჩეხილია, სასმელ წყალს არტეზიული ჭებიდან იღებენ, გვალვის პერიოდში კი წყლის დიდ ნაკლებობას განიცდიან.

ბუნებრივი ლანდშაფტი მთლიანად კულტურული ლანდშაფტითაა შეცვლილი.

მეურნეობა.

მეურნეობის მხრივ ჩამორჩენილია, მთელი სასოფლო-სამეურნეო ფართობი კარგადაა დამუშავებული, მ მთავარი კულტურებია შაქრის ლერწამი, თამბაქო, ბამბა, ქოქოსის პალმა.

კვების წვრილი საწარმოები ამზადებენ შაქარს, ბამბის ზეთს, აროურუტს ანუ სახამებელს დამზადებულია ზოგიერთი ტროპიკული მცენარის ძირხვენებისაგან, გამოიყენება ქსოვილების წარმოებასა და საშაქარლამო მრეწველობაში, კოპრის ზეთს, რომს რომელსაც ძირითადად საექსპორტო მნიშვნელობა აქვს, 1966 წლიდან ანტიგუა თავისუფალი ვაჭრობის კარიბის ზონის წევრია ბარბადოსსა და გაიანასთან ერთად.

ტრანსპორტის მთავარი სახეობაა ავტოტრანსპორტი,აქვს საჰაერო მიმოსვლა ცენტრალური ამერიკის ქვეყნებთან.

ფულის ერთეულია აღმოსავლეთ კარიბის დოლარი.

კულტურა.

კუნძულებზე 52 საშუალო და დაწყებითი სკოლა არის, აქვს რადიომაუწყებლობა, გამოდის 2 ყოველდღიური გაზეთი.

სახელმწიფო წყობილება.

 

 

 

1967 წ კონსტიტუციის თანახმად ანტიგუას მეთაურია ინგლისის დედოფალი, მისი წარმომადგენელია გუბერნატორი, რომელიც მართავს ასოცირებულ სახელმწიფოს.

გუბერნატორთანაა საკანონმდებლო ორპალატიანი პარლამენტი და აღმასრულებელი ორგანოები.

პარტიები.

არის ანტიგუასა და ბარბუდის დემოკრატიული მოძრაობის პარტია 1960 წ, მმართველი ანტიგუას პროგრესული ლეიბორისტული პარტია.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / გეოგრაფია / უავტორო / ანტიგუა და ბარბუდა