არაბეთის გაერთიანებული საამიროები 

 

 

ალ-იმარათ ალ-არაბიია ალ-მუთაჰიდა

არაბეთის გაერთიანებული საამიროები  

დროშა გერბი

 

ჰიმნი: იში ბილადი

დევიზი: ღმერთი, ერი, პრეზიდენტი

დედაქალაქი აბუ-დაბი

უდიდესი ქალაქი დუბაი

ოფიც. ენები არაბული

მთავრობა ფედერალური კონსტიტუციური მონარქია

ქ -პრეზიდენტი ხალიფა ბინ ზაიიდ ალ ნარიანი

 

 

 

ფართობი

 - საერთო 

83,600 კმІ (116-ე)

მოსახლეობა

 - 2005 სავ.

 - 2006 ცენზი

 - სიმჭიდროვე 

4,496,000 (113-ე)

4,588,697

64 ად/კმІ (143-ე)

მშპ (პპპ)

 - საერთო

 

 - ერთ მოსახლეზე 2007მიახლ.

$159.3 მილიარდი (54-ე)

 

$35,516 (მე-16)

აგი (2007)  0.868 (მაღალი) (39-ე)

ვალუტა ემირატების დიჰრემი (AED)

დროის სარტყელი (UTC +4სთ.)

ქ -ზაფხულის დრო (UTC +4სთ.)

ქვეყნის კოდი ARE

ccTLD .ae  

სატელეფონო კოდი +971

არაბეთის გაერთიანებული საამიროები შემოკლებით ემირატები მდებარეობს არაბეთის ნახევარკუნძულზე. მისი მოსაზღვრე ქვეყნებია საუდის არაბეთი, კატარი და ომანი. ემირატები დაარსებულ იქნა 1972 წლის 2 დეკემბერს როცა ბრიტანეთის პროტექტორატი დამთავრდა და საამიროები ფედერაციად გაერთიანდნენ.

 

 

სახელწოდება

ოფიციალური : არაბეთის გაერთიანებული საამიროები

ეროვნული : (ალ-იმარათ ალ-არაბიია ალ-მუთაჰიდა)

 

 გეოგრაფია

 

ხედი სატელიტიდანქვეყანა მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთ აზიაში, არაბეთის ნახევარკუნძულზე. მოსაზღვრე ქვეყნებია: კატარი, საუდის არაბეთი, ომანი.

 

ფართობი : 83.600 კმІ.

უმაღლესი წერტილი : ჰაჯარის მთები

ქვეყნის უდიდესი ნაწილი უდაბნოს უკავია. მოსახლეობა ცხობრობს ზღვისპირა ზონაში ან ოაზისებში. 1970 წლიდან დაიწყო სარწყავი არხების დაყვანა ოაზისების მიმდებარე უდაბნოებში და მათი ნაყოფიერ მიწებად გადაქცევის პროცესი.

კლიმატი : ემირატები მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცხელი სახელმწიფოა.

აბუ დაბის წლიური საშუალო ტემპერატურის სკალა

თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ

მაქსიმალური 24°C 25°C 29°C 34°C 38°C 40°C 41°C 42°C 40°C 36°C 30°C 26°C

 

 

მინიმალური 14°C 15°C 17°C 21°C 24°C 26°C 29°C 30°C 27°C 23°C 19°C 16°C

 

 

 

 

 

 

 სახელმწიფო

ფედერაციული ინსტიტუტები

 

უზენაესი საბჭო შედგება 7 საამიროს მმართველებისაგან, რომელიც ირჩევს პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს 5 წლის ვადით. არაოფიციალურად პრეზიდენტის თანამდებობა აბუ დაბის შეიხეის ალ-ნაჰიანებს გადეცემათ მემკვიდრეობით, პრემიერ-მინისტრობა კი დუბაის შეიხებს ალ-მაკტუმებს. უზენაესი საბჭო ირჩევს მინისტრთა საბჭოს და 40 კაციან საკავშირო ეროვნულ საბჭოს. დუბაის და რას ალ-ხაიმას საამიროების გარდა ყველა საამირო საკავშირო სასამართლო სისტემას ექვემდებარება. ემიირატების ყველა საამიროში მოქმედებს აგრეთვე ისლამური სამართალი.

 

 

7 საამირო და მათი მმართველები

 

აბუ დაბი - შეიხი ხალიფა ბინ ზაიედ ალ-ნაჰიანი 2004 წლიდან

აჯმანი - შეიხი ჰუმაიდ ბინ რაშიდ ალ-ნუაიმი 1981წლიდან

დუბაი - შეიხი მუჰამედ ბინ რაშიდ ალ-მოკტუმი 2006 წლიდან

ფუჯაირა - შეიხი ჰამად ბინ მუჰამედ ალ-შარქი 1974 წლიდან

რას ალ-ხაიმა - შეიხი საქრ ბინ მუჰამედ ალ-ქასიმი 1948 წლიდან

შარჯა - შეიხი სულტან ბინ მუჰამედ ალ-ქასიმი 1987 წლიდან

უმ ალ-ქუვაინი - შეიხი რაშიდ ბინ აჰმედ ალ-მუალა 1981 წლიდან

 

 დემოგრაფია

 

დუბაიუდიდესი ქალაქებია (1 იანვარი, 2005)

 

დუბაი : 1.137.347

აბუ-დაბი : 603.492

შარჯა : 543.733

ალ-აინი : 408.733

აჯმანი : 226.172

საშ ალ-ხაიმა : 115.949

მოსახლეობის უმრავლესობა სუნიტი მუსლიმია, მცირე ნაწილი აღიარებს შიიზმს. ემირატებში ბევრია სამუშაოდ ჩასული უცხოელები. მათი უმრავლესობა ინდოეთის სუბკონტინენტიდან და ფილიპინებიდანაა.

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / გეოგრაფია / უავტორო / არაბეთის გაერთიანებული საამიროები