ბელარუსი 

 

 

ბელარუსის რესპუბლიკა  

დროშა გერბი

 

ჰიმნი: ჩვენ, ბელორუსები

 

 

დედაქალაქი მინსკი

53°55~N 27°33~E

უდიდესი ქალაქი მინსკი

ოფიც. ენები ბელორუსული, რუსული

მთავრობა საპრეზიდენტო რესპუბლიკა

ქ -პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო

ქ -პრ.-მინისტრი სერგეი სიდორსკი

 

 

ფართობი

 - საერთო 

207,600 კმІ (85-ე)

მოსახლეობა

 - 2008 სავ.

 - 1999 ცენზი

 - სიმჭიდროვე 

9,689,800 (86-ე)

10,045,200

49 ად/კმІ (142-ე)

მშპ (პპპ)

 - საერთო

 

 - ერთ მოსახლეზე 2008მიახლ.

$115,027 მილიარდი (58-ე)

 

$11,991 (65-ე)

აგი (2005)  0.804 (მაღალი) (64-ე)

ვალუტა რუბლი (BYღ)

დროის სარტყელი EEთ (UTC +2სთ.)

ქ -ზაფხულის დრო EEთ (UTC +3სთ.)

ქვეყნის კოდი BLR

ccTLD .by  

სატელეფონო კოდი +375

 

 

 

 

 სახელწოდება

ოფიციალური: ბელარუსის რესპუბლიკა.

ეროვნული:  დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე ბელორუსია  ერქვა, შემდეგ კი ბელარუსი უწოდეს.

ეტიმოლოგია: ქვეყნის სახელი თეთრ რუსეთს ნიშნავს. ბელორუსები ახალ ტერმინს ღუტჰენია ძირიდან წარმოებულად მიიჩნევენ. თუმცა ორივე ტერმინი ღუტჰენია და ღუსსია მიღებულია ვიკინგური ძირისაგან ღუს.

 

 გეოგრაფია

 

ბელარუსის რესპუბლიკაქვეყანა ცენტრალური ევროპის აღმოსავლეთში. მისი მოსაზღვრე ქვეყნებია: რუსეთი


 აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით, ლიტვა და ლატვია


 ჩრდილო-დასავლეთით, პოლონეთი


 დასავლეთით, უკრაინა


 სამხრეთით. ფართობი შეადგენს 207.600 კვ. კმ-ს, საიდანაც 25 % ტყეებზე მოდის. მთავარი მდინარეებია: ნემანი, პრიპიატი, დნეპრი. ბუნებრივი რესურსები


 ტყეები, ტორფი, ნავთობის და ბუნებრივი აირის მცირე მარაგები, გრანიტი, დოლომიტური კირქვა, ცარცი, სილა, ხრეში, თიხა.

 

 

 

 სახელმწიფო

სახელმწიფო სისტემა


 რესპუბლიკა.

 

სახელმწიფოს მეთაური


 პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო (1994).

 

საკანონმდებლო ორგანო


 ორპალატიანი ეროვნული კრება. ზედა პალატა


 რესპუბლიკის საბჭო 64 წევრისგან არის დაკომპლექტებული, ქვედა პალატა


 წარმომადგენელტა პალატა


 110 წევრისგან.

 

 

 

 

 

 ტერიტორიული მოწყობა

ბელარუსი ადმინისტრაციულ-ტერიტორიულად იყოფა 6 ოლქად (ვობლასტ


 ბრესტის, გომელის, გროდნოს, ვიტებსკის, მინსკის და მოგილიოვის) და 1 მუნიციპალიტეტი (ჰორად


 ქალაქი მინსკი).

 

 

 

 დემოგრაფია

მოსახლეობა


 10.322 ათასი (2003), მათ შორის ბელორუსი 81 %, რუსი 11 %, პოლონელი, უკრაინელი და სხვა 7 %.

 

სახელმწიფო ენები


 ბელორუსული და რუსული.

 

რელიგია


 ქრისტიანობა, 70 %


 მართლმადიდებლები, 20 %


 კათოლიკები.

 

დედაქალაქი


 მინსკი (1.769 ათასი), დიდი ქალაქები


 გომელი (502 ათასი), ვიტებსკი (350), მოგილიოვი (359), გროდნო (270), ბრესტი (258).

 

 

 ეკონომიკა

1995 წლიდან პრეზიდენტ ლუკაშენკოს ხელმძღვანელობით ქვეყანა დაადგა საბაზრო სოციალიზმის
 მშენებლობის გზას, რაც საშუალებას იძლევა ფასების პოლიტიკასა და კერძო სექტორზე სახელმწიფო კონტროლისა. ძირითადი საექსპორტო პროდუქციაა


 მანქანათმშენებლობის ნაწარმი, სასუქები, ტორფი, ელექტროსაქონელი. ეროვნული ვალუტაა ბელარუსის რუბლი (BYღ).

 

 

 

 უახლესი ისტორია

1918-19 წლებში მოიპოვა დამოუკიდებლობა რუსეთისაგან, 1941-44 წლებში ოკუპირებული იყო ფაშისტური გერმანიის მიერ. 1945 წელს გახდა გაეროს წევრი. 1991 წელს გამოაცხადა დამოუკიდებლობა სსრ კავშირისაგან. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა


 შეიქმნა მინსკში. 1999 წელს ხელი მოეწერა შეთანხმებას რუსეთ-ბელარუსის კავშირის შექმნის შესახებ.

 

 

 

 კულტურა

კულტურული მემკვიდრეობა: ბელოვეჟის ტევრი, მირის ციხე-კოშკი (XVI ს.), ტაძარი პოლოცკში (XI ს.), რაძივილების ციხე-კოშკი ნესვიჟში (XVII ს.), იეზუიტების ტაძარი გროდნოში (XVII ს).  

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / გეოგრაფია / უავტორო / ბელარუსი