ბელგია 

 

 

ოფიციალური: ქართულად - ბელგიის სამეფო; ფრანგულად -Royaume de Belgique; ნიდერლანდულად - Koninkrijk Belgie.

ეტიმოლოგია - სახელწოდება მომდინარეობს ბელგების კელტური ტომებისაგან.

ქვეყნის კოდი - BE.

 

 გეოგრაფია

 

ბელგიის სამეფოქვეყანა დასავლეთ ევროპაში, ევროკავშირის წევრი. მოსაზღვრე ქვეყნებია: ნიდერლანდი, გერმანია, ლუქსემბურგი, საფრანგეთი

 

ფართობი - 30.510 კვ.კმ.

ბუნება: უმაღ. მწვერვალი - ბოტრანჟი 694 მ; მდინარეები (კმ) - შელდა 207 (ბელგიაში, სულ 370), მეზი 183 (ბელგიაში, სულ 933); უდ. ტბა - ვალკური; კლიმატი - ოკეანური.

ბუნებრივი რესურსები - ქვანახშირი, ბუნებრივი აირი.

 

 სახელმწიფო

პოლიტიკური სისტემა - კონსტიტუციური მონარქიის ქვეშ მყოფი ფედერალური საპარლამენტო დემოკრატია.

სახელმწიფოს მეთაური - სამეფოს მმართველია საქს-კობურგ-გოთას დინასტია. ბელგიის მეფეები: 1831 - ლეოპოლდ I, 1865 - ლეოპოლდ II, 1900 - ალბერტ I, 1934 - ლეოპოლდ III, 1951 - ბოდუენ I, 1993 წლიდან - ალბერტ II.

მთავრობის მეთაური - პრემიერ-მინისტრი.

საკანონმდებლო ორგანო - ორპალატიანი პარლამენტი, შედგება წარმომადგენელთა პალატისა (150 წევრი) და სენატისაგან (71 წევრი).

ადმინისტრაციული დაყოფა. 1989 წლიდან ქვეყანა ფედერაციულ სახელმწიფოდ გარდაიქმნა, რომელიც 3 სუბიექტისაგან (ფრ. რეგიონს, ნიდ. გეწესტენ) შედგება: ბრიუსელი, ვალონია და ფლანდრია. რეგიონები თავის მხრივ პროვინციებად (ფრ. პროვინცე, ნიდ. პროვინციე) იყოფიან.

 

 დემოგრაფია

მოსახლეობა - 10,3 მლნ (2003), მათ შორის 58% ფლანდრიელები, 31% ვალონები.

ენები - ფრანგული (40%, ვალონური დიალექტი) და ნიდერლანდული (60%, ფლამანდური დიალექტი). მოსახლეობის 11% ორენოვანია.

რელიგია - კათოლიციზმი (75%), პროტესტანტიზმი 20%.

ქალაქები (ათ.) - ბრიუსელი (1,008), ანტვერპენი (457), გენტი (222), შარლერუა (201), ლიეჟი (184), ბრიუგე (117).

 

 ეკონომიკა

ბელგია მაღალგანვითარებული ინდუსტრიული ქვეყანაა, ე.ე.პ. მოცულობით (272 მლრდ $) მსოფლიოში მე-20 ადგილი უკავია.

ე.ე.პ. სტრუქტურა (%) - სოფლის მეურნეობა - 1, მრეწველობა - 26, მომსახურება - 73;

ე.ე.პ. (1 სულზე) - 26.730 $.

უდიდესი კომპანიები - სოსიეტე ჟენერალი, ბრიუსელ-ლამბერი, კობერა, ელექტრორაი, ბელგაკომი, ფორტისი, ინტერბრიუ.

ექსპორტი - რკინა, ფოლადი, საფეიქრო ნაწარმი, ნავთობქიმიკატები, პლასტმასა.

ბიუჯეტი - 113,400 მლნ $.

ვალუტა - ევრო (EUღ); 2002 წლამდე ბელგიური ფრანკი.

 

 ისტორია

ბელგიის სამეფო დამოუკიდებელი გახდა 1830 წელს. მსოფლიო ომების დროს იყო გერმანიის აგრესიის ობიექტი. 1945 წლიდან ევროპული თანამშრომლობის (ბენილუქსი, ევროპის საბჭო, ნატო, ევროპის კავშირი) ცენტრია. 1980 წელს - შეიქმნა მმართველობის რეგიონული სტრუქტურები ფლანდრიის, ვალონიისა და ბრიუსელისათვის. 1992 წელს გამოცხადდა, რომ შემოღებული იქნებოდა ფედერაციული სისტემა. 1994 წელს მიღებულ იქნა ახალი კონსტიტუცია.

 

 

 მემკვიდრეობა

ბრიუსელი


 ცენტრალური მოედნის გოტიკური არქიტექტურა, სამეფო სასახლე (XV ს.), ქალაქგარეთ მდებარეობს ვატერლოოს ბრძოლის მემორიალი;

 

ანტვერპენი - ბელგიის სამეფო მუზეუმი მსოფლიოში საუკეთესო რუბენსის ნახატების კოლექციით; ძველი ქალაქის ანსამბლი, «ალმასის კვარტალი», ტაძარი (XIV ს.);

ბრიუგე - შუასაუკუნეების არქიტექტურის ქალაქი-მუზეუმი;

ლიეჟი - წმ. პავლეს ეკლესია (X ს.).

 

 ცნობილი ბელგიელები

მწერლები - მორის მეტერლინკი, შარლ დე კოსტერი, ჟორჟ სიმენონი, ემილ ვერჰარნი;

მხატვრები - პიტერ ბრეიგელი, რუბენსი, ანტონ ვან დეიკი, იან ვან ეიკი, ჟერარ დავიდი;

მეცნიერი - მერკატორი;

მსახიობები - ოდრი ჰეპბერნი, ჟან-კლოდ ვან დამი;

სპორტსმენები - ედი მერქსი (ველოსპორტი), ჯეკი იქსი (ავტორბოლა).

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / გეოგრაფია / უავტორო / ბელგია