ბოსნია და ჰერცეგოვინა.

 

 

ბოსნია და ჰერცეგოვინა  

დროშა გერბი

 

ჰიმნი: Intermeco

 

 

დედაქალაქი სარაევო

43°52~N 18°25~E

უდიდესი ქალაქი სარაევო

ოფიც. ენები ბოსნიური, სერბული, ხორვატული

მთავრობა ფედერაციული რესპუბლიკა

ქ -საპრეზიდენტო საბჭოს წევრები ნებოიშა რადმანოვიჩი1

ჰარის სილაიჯიჩი2

ჟელკო კომშიჩი3

ქ -მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლა შპირიჩი

 

 

ფართობი

 - საერთო 

51,197 კმІ (127-ე)

მოსახლეობა

 - 2007 სავ.

 - 1991 ცენზი

 - სიმჭიდროვე 

3,981,239 (126-ე)

4,377,053

76 ად/კმІ (116-ე)

მშპ (პპპ)

 - საერთო

 

 - ერთ მოსახლეზე 2008მიახლ.

$42.998 მილიარდი (94-ე)

 

$10,714.482 (87-ე)

აგი (2004)  0.803 (მაღალი) (66-ე)

ვალუტა მარკა (BAM)

დროის სარტყელი ჩEთ (Uთჩ +1სთ.)

ქ -ზაფხულის დრო ჩEთ (Uთჩ +2სთ.)

ქვეყნის კოდი BIH

ccTLD .ba

სატელეფონო კოდი +387

1საპრეზიდენტო საბჭოს წევრი: სერბი.

2საპრეზიდენტო საბჭოს წევრი: ბოსნიელი.

3საპრეზიდენტო საბჭოს წევრი: ხორვატი.

 

 

 

 სახელწოდება

ოფიციალური: ბოსნია და ჰერცეგოვინა.

ეროვნული: Bosna i Hercegovina.

ეტიმოლოგია: ტრადიციულად ქვეყანა ორ ტერიტორიულ ერთეულად მოიაზრება. მისი ჩრდილოეთი ნაწილის სახელი მდინარე ბოსნადან მომდინარეობს, ხოლო პატარა სამხრეთი ნაწილისა - გერმანული ტიტულისაგან Hერზოგ, რომლის მნიშვნელობა არის ჰერცოგი, დიდი თავადი. ამ ტერიტორიის მმართველს სტეფან ვიკჩიჩს 1448 წელს იმპერატორმა ფრედერიკ IV-მ დიდი ვოევოდას ტიტული მიანიჭა.

 

 

 

 

 გეოგრაფია

 

ქვეყანა ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, მოიცავს ორი ისტორიულ-გეოგრაფიული ოლქის ბოსნიისა და ჰერცეგოვინის მიწებს. მისი მოსაზღვრე ქვეყნებია: სერბია, მონტენეგრო და ხორვატია. ფართობი - 51.129 კვ.კმ.

 

 

 სახელმწიფო

სახელმწიფო სისტემა : განვითარებადი ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკა.

სახელმწიფოს მეთაური : საპრეზიდენტო საბჭოს თავმჯდომარე. ეს არის კოლეგიალური ორგანო, რომელიც შედგება 4 წლის ვადით არჩეული სამი წევრისაგან. ამათგან ერთი არის ბოსნიელი, მეორე - ხორვატი, მესამე - სერბი. როტაციის წესით ისინი თავმჯდომარეობენ საბჭოს და იცვლებიან ყოველ 8 თვეში.

საკანონმდებლო ორგანო : ორპალატიანი სკუპშტინა (42+15 წევრი).

 

 ადმინისტრაციული დაყოფა

ქვეყნის ტერიტორიაზე ამჟამად სამი პოლიტიკურ-ეთნიკური ერთეულია: სერბიული რესპუბლიკა, მუსულმანურ-ხორვატული ფედერაცია, აგრეთვე საერთაშორისო ზედმხედველობის ქვეშ მყოფი ბრჩკოს რაიონი (Bრცკო Dისრტიკტ).

 

ბოსნია-ჰერცეგოვინის ფედერაცია (Fედერაციჯა Bოსნა ი Hერცეგოვინა) - ხორვატულ-მუსულმანური პოლიტიკური ერთეული. მოსახლეობა


 2.023 ათასი. ფართობი - 26.076; პარლამენტი ორპალატიანია: წარმომადგენელთა პალატა (140 წევრი), სახალხო პალატა (74 წევრი, მათ შორის 30 ბოსნიელი, 30 ხორვატი, 14 უმცირესობიდან). დედაქალაქი - სარაევო.

 

სერბიული რესპუბლიკა (ღეპუბლიკა შრპსკა). მოსახლეობა - 1.505 ათასი. ფართობი - 25.053. პარლამენტი (ეროვნული ასამბლეა) 140 წევრიანია. დედაქალაქი - ბანია ლუკა.

ქალაქი ბრჩკო, რომელიც ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარეობს, თვითმართვადი პოლიტიკური ერთეულია. იგი ერთდროულად ეკუთვნის ფედერაციის ორივე სუბიექტს და იმყოფება საერთაშორისო ზედმხედველობის ქვეშ.

 

დემოგრაფია

მოსახლეობა - 4.025 ათასი (2004), მათ შორის (ომამდელი პერიოდის მონაცემები) - ბოსნიელი მუსულმანი 48%, სერბები 37%, ხორვატები 14%.

სახელმწიფო ენა : ბოსნიური, სერბული და ხორვატული.

რელიგია - მუსულმანები, მართლმადიდებლები, კათოლიკები.

დედაქალაქი - სარაევო (581 ათასი).

ქალაქები - ბანია ლუკა (189 ათასი), ტუზლა (119), მოსტარი (91), ზენიცა (135), ბიჰაჩი (62).

 

 

 

 

 ეკონომიკა

რესურსები - ქვანახშირი, რკინა, ბოქსიტები, მანგანუმი, ტყეები, სპილენძი, ქრომი, ტყვია, თუთია, ჰიდროენერგია.

ეროვნული შემოსავალი ერთ სულზე - 1.270 $.

ვალუტა - მარკა (BAM).

 

 

 ისტორია

1945 წლიდან იყო იუგოსლავიის ფედერაციაში შემავალი ერთ-ერთი რესპუბლიკა. 1990 წლის არჩევნების შემდეგ სათავეში ნაციონალისტები მოვიდნენ. სერბულ-ხორვატული კონფლიქტი გავრცელდა ბოსნიის ტერიტორიაზეც და 1991 წელს სერბთა არმიამ დაიკავა მოსაზღვრე რაიონები. რესპუბლიკამ გამოაცხადა სუვერენიტეტი, რასაც წინ აღუდგა სერბი მოსახლეობა. გაჩაღდა კონფლიქტი ეროვნულ ნიადაგზე. 1992 წელს ევროკავშირმა და აშშ-მ ცნო ბოსნია-ჰერცეგოვინის დამოუკიდებლობა. იმავე წელს მიღებულ იქნა გაეროს შემადგენლობაში. გაეროს კონტინგენტისა და ნატოს ჯარების ჩარევის შედეგად მოხერხდა კონფლიქტის შეჩერება. 1997 წელს ჩატარდა მრავალეროვნული არჩევნები. ომის დასრულებიდან 10 წლის შემდეგ ჯერ კიდევ არ არის მოწესრიგებული ურთიერთობები ეთნიკურ ჯგუფებს შორის, ხოლო ეკონომიკა ღრმა კრიზისშია. დეიტონის შეთანხმებით აქ ფაქტიურად გაეროს პროტექტორატია დამყარებული. საერთაშორისო კონტროლის მოხსნის შემთხვევაში, ფედერაციის სუბიექტები სავარაუდოდ ერთმანეთს დაშორდებიან, რადგან სეპარატისტული ტენდენციები ძლიერია.

 

 

 

 მემკვიდრეობა

ღირშესანიშნაობები: რომაული ფორტი ბანია-ლუკაში (III ს.), შუასაუკუნეების რამდენიმე მეჩეთი სარაევოსა და ტუზლაში.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / გეოგრაფია / უავტორო / ბოსნია და ჰერცეგოვინა