ბრაზილია 

 

სიტყვას "ბრაზილია" აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ბრაზილია (მრავალმნიშვნელოვანი).

 

ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკა  

დროშა გერბი

 

ჰიმნი: Hino Nacional Brasileiro

დევიზი: წესრიგი და პროგრესი

 

დედაქალაქი ბრაზილია

 

უდიდესი ქალაქი სან-პაულუ

ოფიც. ენები პორტუგალიური

მთავრობა საპრეზიდენტო რესპუბლიკა

ქ -პრეზიდენტი ლუის ინასიო ლულა და სილვა

 

 

ფართობი

 - საერთო

 

 - წყალი (%) 

8,514,877 კმІ (მე-5)

 

  0.65%

მოსახლეობა

 - 2008 სავ.

 - 2000 ცენზი

 - სიმჭიდროვე 

186.757.608 (მე-5)

169,799,170

22 ად/კმІ (182-ე)

მშპ (პპპ)

 - საერთო

 

 - ერთ მოსახლეზე 2007მიახლ.

$1.804 ტრილიონი (მე-8)

 

$11,873 (65-ე)

აგი (2007)  0.800 (მაღალი) (70-ე)

ვალუტა რეალი (BRL)

დროის სარტყელი (UTC -2-დან -5-მდე)

 

ქვეყნის კოდი BRA

ccTLD .br

სატელეფონო კოდი +55

 

 

 

 

 სახელწოდება

ოფიციალური: ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკა.

პორტუგალიური: Repъblica Federativa do Brasil.

ეტიმოლოგია: - ქვეყნის სახელწოდება Bრასილ მიღებულია აქ გავრცელებული წითელი ხისაგან, რომელსაც ადგილობრივი ინდიელები უწოდებენ პაუ ბრაზილს

.

ქვეყნის კოდი: BR.

 

 გეოგრაფია

ქვეყანა მდებარეობს სამხრეთ ამერიკაში, უკავია სამხრეთ ამერიკის კონტინენტის ნახევარი ტერიტორია. სამხრეთ ამერიკის დანარჩენი 12 სახელმწიფოდან ესაზღვრება 10-ს. ესენია: ურუგვაი, არგენტინა, პარაგვაი, ბოლივია, პერუ, კოლუმბია, ვენესუელა, გაიანა, სურინამი და საფრანგეთის გვიანა.

 

ფართობი: 8.511.965 კვ.კმ.

ბუნება: უმაღლესი მწვერვალი - პიკო და ნებლინა, 3,014 მ; მთავარი მდინარეები (კმ)


 ამაზონი 3.500 (სულ 6.280), პურუსი 3.000 (სულ 3.210), რიო სან-ფრანსისკუ 2.900, რიო ტოკანტისი 2.700, არაგუაია 2.600, რიო პარანა 2.400 (სულ 4.700); უდიდესი ტბა (კვ.კმ) - ლაგოა მირიმი 3.000; მთავარი კუნძულები (კვ.კმ) - მარაჟუ 47.573, დიდი გურუპა 4.864; კლიმატი - ეკვატორული, ტროპიკული.

 

ბუნებრივი რესურსები: ბრაზილიას სასარგებლო წიაღისეულის დიდი მარაგი აქვს, მათ შორის ბოქსიტები, ოქრო, რკინის მადანი, მანგანუმი, ნიკელი, ფოსფატები, პლატინა, კალა, ურანი, ნავთობი, ჰიდროენერგია, საშენი ხე-ტყე (ტროპიკულ ზონაში).

 

 სახელმწიფო

 

სახელმწიფო სისტემა: განვითარებადი დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა.

სახელმწიფოს მეთაური: პრეზიდენტი Luiz Inбcio LULA DA SILVA (2003).

საკანონმდებლო ორგანო: ორპალატიანი ეროვნული კონგრესი (81+513 წევრი).

 

 ადმინისტრაციული დაყოფა

ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებია: 26 შტატი (ესტადო) და 1 ფედერალური ოლქი (დისტრიტო ფედერალ).

 

 

 

 

ჩრდილოეთ ამაზონეთი: აკრი


 ამაპა


 ამაზონასი


 პარა


 რონდონია


 რორაიმა


 ტოკანტინსი

 

ჩრდილო-აღმოსავლეთი: ალაგოასი


 ბაია


 მარანიანი


 პარაიბა


 პერნამბუკუ


 პიაუი


 რიუ-გრანდი-დუ-ნორტი


 სეარა


 სერჟიპი

 

სამხრეთ-აღმოსავლეთი: ესპირიტუ-სანტუ


 მინას-ჟერაისი


 რიო-დე-ჟანეირო


 სან-პაულუ

 

სამხრეთი: პარანა


 რიუ-გრანდი-დუ-სული


 სანტა-კატარინა

 

ცენტრალური დასავლეთი: ფედერალური ოლქი


 გოიასი


 მატუ-გროსუ


 მატუ-გროსუ-დუ-სული

 

 

 დემოგრაფია

ძველად ინდიელებით იყო დასახლებული, რომლებიც ახლაც არიან შემორჩენილი ამაზონის ჯუნგლებში. XVI ს-ის დასაწყისში ბრაზილია დაიპყრეს პორტუგალიელმა კონკისტადორებმა, რომლებმაც პრაქტიკულად გაანადგურეს ადგილობრივი ინდიელები. პორტუგალიელებმა დააარსეს მსხვილი პლანტატორული მეურნეობები, რომლებიც აფრიკიდან შემოყვანილი მონების შრომას იყენებდნენ.

 

მოსახლეობა: 182,0 მლნ (2003), მათ შორის 55% თეთრი (წარმოშობით პორტუგალიელები, გერმანელები, იტალიელები, ესპანელები, პოლონელები), 38% შერეული, 6% შავი.

ენები: პორტუგალიური, ესპანური, ინგლისური, ფრანგული.

რელიგია: კათოლიციზმი.

ქალაქები (ათ.) : ბრაზილია (2.160, დედაქალაქი), სან-პაულუ (10,195; აგლომ. 18,847), რიო-დე-ჟანეირო (6,120; აგლომ. 11,437), ბელუ-ორიზონტი (2,347; აგლომ. 4,519), სალვადორი (2,590; აგლომ. 3,253), ფორტალეზა (2,278; აგლომ. 3,044), კურიტიბა (1,670; აგლომ. 2,907), მანაუსი (1,644), რესიფი (1,515; აგლომ. 3.646).

 

 ეკონომიკა

ეროვნული პროდუქტი: მოცულობა - 784 მლრდ $ (მე-8 ადგილი); 1 სულ მოსახლეზე - 4.790 $; სტრუქტურა (%) - სოფლის მეურნეობა 11, მრეწველობა 39, მომსახურება 50.

 

 

ექსპორტი: ყავა, შაქარი, ბამბა, საფეიქრო ნაწარმი, ხე-ტყე, რკინა, მარგანეცი, მანქანები, იარაღი.

ბიუჯეტი: 100,600 მლნ $.

ვალუტა: რეალი (BRL).

 

 

 

 

 ისტორია

პორტუგალიისაგან დამოუკიდებლობა მოიპოვა 1822 წელს. 1889 წლიდან ფედერაციული რესპუბლიკაა. ბრაზილიის მოსახლეობის ფორმირებაში უდიდესი როლი შეასრულა იმიგრაციამ - 1808 წლის კანონით უცხოელებს მიწის საკუთრებაში შეძენის მიეცათ უფლება. პოლიტიკური პარტიების საქმიანობა აკრძალული იყო გენერალ კასტელო ბრანკოს მმართველობის წლებში. 1988-92 წლებში პრეზიდენტის პოსტი ეკავა ფერნანდო კოლონს, რომელმაც თავისუფალი საბაზრო პოლიტიკის იდეა წამოაყენა. ბოლოს იგი დაადანაშაულეს კორუფციაში და თანამდებობიდან გადააყენეს. 1992 წელს რიო-დე-ჟანეიროში ჩატარდა მსოფლიო სამიტი. 90-იან წლებში განხორციელებულმა რეფორმებმა ხელი შეუწყო ფინანსური მდგომარეობის სტაბილიზაციას.

 

 

 

 მემკვიდრეობა

ბრაზილია სამხრეთ-ამერიკის უდიდესი ქვეყანაა, რომელიც მსოფლიოში ცნობილია ფეხბურთით, ყავით, რიო-დე-ჟანეიროს კარნავალით და სამბასა და ბოსანოვას მუსიკით. ღირშესანიშნაობანი - დედაქალაქი ბრაზილია, სალვადორ დე ბაიას, ოლინდას, გოიას, დიამანტინას და ოურუ პრეტუს ისტორიული ცენტრები, იგუასუს, ჟაუს, სერა და კაპივარას ეროვნული პარკები.

 

 

 ცნობილი ბრაზილიელები

არქიტექტორი - ოსკარ ნიმეიერი,

მწერლები


 ჟორჟ ამადუ, პაულო კოელიო;

 

პოლიტიკოსები - ჟუსელინუ კუბიჩეკი, ფერნანდო კარდოსო;

სპორტსმენები - პელე, გარინჩა, ზიკო, ბებეტო, რომარიო, რონალდო (ყველა ფეხბურთი), ემერსონ ფიტიპალდი, აირტონ სენა, ნელსონ პიკე (ყველა ავტორბოლა).

მომღერლები - მარისა მონტე, ივეტი სანგალო, სალომე დე ბაია.

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / გეოგრაფია / უავტორო / ბრაზილია