გაერთიანებული სამეფო 

 

 

ოფიციალური: ქართულად


 დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო; ინგლისურად - UK; United Kingdom; United Kingdom of Great Britain and Northern Ireland.

 

ეტიმოლოგია


 დიდი ბრიტანეთი (Great Britain) კუნძულებს ჰქვია. სახელი ბრიტების ტომისაგან მომდინარეობს. ეთნონიმის მნიშვნელობაა დახატული, რაც კუნძულების უძველეს მცხოვრებთა სხეულის მოხატვის (ტატუირების) ტრადიციას უნდა უკავშირდებოდეს. ასევე შესაძლებელია სახელი ახსნა კელტური ქალღმერთის ბრიგიდის მიხედვით.

 

ქვეყნის კოდი


 GB.

 

 

 გეოგრაფია

ქვეყანა დასავლეთ ევროპაში, ბრიტანეთის კუნძულებზე. სახმელეთო საზღვარი აქვს ირლანდიასთან.

 

ფართობი


 244.013 კვ.კმ. საზღვრები: მთლიანი


 8.257 კმ; ინგლისი და უელსი


 3.880 კმ; შოტლანდია


 4.023 კმ; ჩრდილოეთი ირლანდია


 354 კმ. გეოგრაფიული რაიონები


 შოტლანდიისა და ანტრიმის მაღლობები, ტბათა რაიონი, ლეინის და გოუერის ნახევარკუნძულები.

 

ბუნება: მთათა სისტემები


 ბრეკონ-ბიკონსი, კამბრიის მთები, გრამპიანი, პენინები. უმაღლესი მწვერვალი


 ბენ-ნევისი 1.343 მ; მთ. მდინარეები (კმ)


 ბანი, დიი, ერნი, სევერნი, თემზა 338; უდ. ტბა (კვ.კმ)


 ლოხ-ნესი 396; მთავარი კუნძულები (კვ.კმ)


 დიდი ბრიტანეთი 229.885, ირლანდია 14.120 (სულ 84.420), ჰებრიდის კუნძულები 7.283, შეტლანდის კუნძულები 1.433, ორკნის კუნძულები 976; კლიმატი


 ოკეანური, ზომიერი.

 

ბუნებრივი რესურსები


 ქვანახშირი, ნავთობი, ბუნებრივი აირი, კალა, კირქვა, რკინის მადანი, მარილი, თიხა, ცარცი, თაბაშირი, ტყვია, სასოფლო-სამეურნეო მიწები.

 

 

 სახელმწიფო

სიმბოლოები: ჰიმნი


 God Save the King (Queen); სამეფო დევიზი - Dieu et mon droit.

 

პოლიტიკური სისტემა


 უნიტარული სახელმწიფო, საპარლამენტო მონარქია.

 

სახელმწიფოს მეთაური


 ბრიტანეთში მეფობენ უინძორთა დინასტიის წარმომადგენლები. მე-20 საუკუნის მონარქები: ედვარდ VI (1901-10), ჯორჯ V (1910-36), ედვარდ VII (1936), ჯორჯ V (1936-52), დედოფალი ელისაბედ II (ELIZABETH II, რიგით მე-40 ბრიტანელი მონარქი, ტახტზეა1952 წლიდან).

 

მთავრობის მეთაური


 პრემიერ-მინისტრი გორდონ ბრაუნი (2007).

 

 

 

 

საკანონმდებლო ორგანო


 ორპალატიანი პარლამენტი: ლორდთა პალატა (738 წევრი) და თემთა პალატა (646 წევრი).

 

პარტიები


 ლეიბორისტული პარტია (თავმ. გ. ბრაუნი, დაარს. 1890), კონსერვატული პარტია (თავმ. დ. კამერონი, დაარს. მე-17 საუკუნის ბოლოს). მთავრობას ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი, 2007 წლიდან გორდონ ბრაუნი (Gordon Brown).

 

 

 ადმინისტრაციული დაყოფა

დიდი ბრიტანეთი არის ინგლისის, შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის პოლიტიკური გაერთიანება. სამეფო გვირგვინის ქვეშ მყოფი ტერიტორიებია: გერნსი, ჯერსი და მენი, რომელთაც განსაკუთრებული სტატუსი აქვთ.

 

სამფლობელოები. დიდ ბრიტანეთს ეკუთვნის აგრეთვე რამდენიმე მცირე სამფლობელო: ანგილია; ბერმუდა; ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები; კაიმანის კუნძულები; ფოლკლენდის კუნძულები; გიბრალტარი; მონსერატი; პიტკერნი; სანკტ-ჰელენა; სამხრეთი ჯორჯია და სამხრეთ სენდვიჩის კუნძულები; ბრიტანეთის ინდოეთის ოკეანის ტერიტორია; ტერკსის და კაიკოსის კუნძულები.

 

 დემოგრაფია

 

ვესტმინსტერის სასახლე გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის შენობამოსახლეობა


 60,1 მლნ (2003), მათ შორის 81,5% ინგლისელები, 9,6% შოტლანდიელები, 2,4% ირლანდიელები, 1,9% უელსელები, 1,8% ჩრდილოეთ ირლანდიელები.

 

ენები


 ინგლისური, უელსური (უელსის მოსახლეობის 25%), შოტლანდიური (დაახ. 60,000 შოტლანდიაში).

 

რელიგია


 ანგლიკანიზმი, კათოლიციზმი, პრესვიტერიანიზმი.

 

ქალაქები (ათ.)


 ლონდონი (7.418, აგლომ.


 11.219), გლაზგო (1.099, აგლომ.


 1.361), ბირმინგემი (972, აგლომ.


 3.193), მანჩესტერი (390), ლივერპული (462), ედინბურგი (460, აგლომ.


 664), შეფილდი (418, აგლომ.


 1.102), ლიდსი (417, აგლომ.


 1.493), ბრისტოლი (406, აგლომ.


 614).

 

 

 ეკონომიკა

დიდი ბრიტანეთი მაღალგანვითარებული ინდუსტრიული ქვეყანაა ინტენსიური აგრარული სექტორით, ე.ე.პ. მოცულობით (1.231 მლრდ $) მსოფლიოში მე-5 ადგილი უკავია აშშ-ის, იაპონიის, გერმანიისა და საფრანგეთის შემდეგ.

 

ე.ე.პ. სტრუქტურა (%)


 სოფლის მეურნეობა


 2, მრეწველობა


 26, მომსახურება


 72;

 

ე.ე.პ. (1 სულზე)


 20.870 $.

 

 

 

 

ბიუჯეტი


 565,000 მლნ $.

 

ვალუტა


 ინგლისური ფუნტი სტერლინგი.

 

უდიდესი კომპანიები


 როიალ დატჩ-შელი, ბრიტიშ პეტროლეუმი, იუნილევერი.

 

უდიდესი ბანკები


 ეიჩ-ეს-ბი-სი ჰოლდინგზი, ბარკლეიზ ბანკი, ნეშენალ უესტმინსტერ ბანკი, ჰალიფაქსი, ლოიდს გრუფი.

 

 

 ისტორია

 

შოტლანდიის პარლამენტის შენობამე-15 ს-ის ბოლოს ძლიერი ცენტრალიზებული სახელმწიფო. 1707 წელს მიღებული იქნა აქტი ინგლისისა და შოტლანდიის კავშირის შესახებ, 1801 წელს გაერთიანდა ბრიტანეთი და ირლანდია. 1918 წელს ჩრდილოეთ ირლანდია ინკორპორირებულ იქნა გაერთიანებულ სამეფოში. 1931 წელს


 შეიქმნა ბრიტანეთის თანამეგობრობა, რომელიც 54 ქვეყანას (ყოფილ დომინიონებს და კოლონიებს) აერთიანებს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო ბრიტანეთის იმპერიის დაშლა. უკანასკნელ წლებში შოტლანდიისა და უელსის მოსახლეობა აქტიურად ითხოვდა საკუთარი პარლამენტების შექმნას. ჩრდილოეთ ირლანდიის მოსახლეობის კათოლიკური ნაწილი კი მოითხოვს შეერთებას ირლანდიის რესპუბლიკასთან. ამან გამოიწვია სამეფოს ამ ნაწილში სამოქალაქო ომის დაწყება 1961 წელს. 1994 წელს მიღწეულ იქნა შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, თუმცა პრობლემის საბოლოო მოწესრიგებამდე ალბათ ჯერ კიდევ შორია. 1993 წელს რატიფიცირებულ იქნა მაასტრიხტის შეთანხმება. უკანასკნელ წლებში ბრიტანეთის სახელმწიფო მოწყობაში სერიოზული ცვლილებები განხორციელდა, კერძოდ, ედინბურგსა და კარდიფში


 შეიქმნა შოტლანდიისა და უელსის ასამბლეები.

 

 

 

 მემკვიდრეობა

 

ბაკინგემის სასახლე გაერთიანებული სამეფოს მონარქის ოფიციალური რეზიდენციაბრიტანეთის კულტურული მრავალფეროვნება განპირობებულია როგორც რეგიონალური თავისებურებებით, ასევე ბრიტანეთის იმპერიის მემკვიდრეობით. ბრიტანული ლიტერატურის სახეებია ინგლისელი შექსპირი, შოტლანდიელი რობერტ ბერნსი, უელსელი დილან თომასი, ჩრდილოეთირლანდიელი შეიმან ჰინი. 60-იანი წლებიდან დაწყებული, ბითლზისა და როლინგ სტოუნზის პოპულარობის გამო, ბრიტანეთი ახალგაზრდული კულტურის ავანგარდშია. ღირშესანიშნაობანი:

 

ლონდონი


 ბრიტანეთის მუზეუმი, თაუერის კოშკი, სამეფო ძვირფასეულობა, ვესტმინსტერის სააბატო (ბრიტანელი მონარქების კორონაციის ადგილი), პარლამენტის შენობა, ბიგ-ბენის კოშკი, ბაკინგემის სასახლე, მადამ ტუსოს ცვილის ფიგურების მუზეუმი, ჰაიდ-პარკი;

 

დარემის ციხე და ტაძარი, მეგალითური კომპლექსი სტოუნჰენჯი (ძვ. წ. 1500), კენტერბერიის საკათედრო ტაძარი, ძველი და ახალი ედინბურგი, გვინედის ციხე-სიმაგრე და ქალაქის კედლები; შექსპირის სახლ-მუზეუმი სტრატფორდში, ოქსფორდისა და კემბრიჯის უნივერსიტეტები;

ანგლოსაქსური ეპოსი


 ბეოვულფი (X ს.).

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / გეოგრაფია / უავტორო / გაერთიანებული სამეფო