გერმანია 

 

 

ოფიციალური: ქართულად


 გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა; გერმანულად


 Die Bundesrepublic Deustchland.

 

ეტიმოლოგია


 ლათინურად


 Germania, მომდინარეობს Ger, Germani, Germanus-დან, რაც გალების კელტური ტომის ენაზე მეზობელს ან ძმას უნდა ნიშნავდეს. გერმანულად


 Deutschland, ეს სახელი უკავშირდება ძველ გერმანულ სატომო სახელს


 Diutisce-ს. ფრანგულად


 Allemange, ალემანებიც ერთ-ერთი გერმანული სატომო სახელია, alle man ყველა ადამიანს ნიშნავს. სლავურ ენებზე -Niemcy, Nemecko, მომდინარეობს სიტყვა მუნჯისაგან ანუ მეტაფორულად გულისხმობს მათ, ვისაც ჩვენი ენა არ ესმის.

 

ქვეყნის კოდი


 DE.

 

 

 გეოგრაფია

 

გერმანიამდებარეობს ცენტრალურ ევროპაში. მოსაზღვრე ქვეყნებია: დანია, პოლონეთი, ჩეხეთი, ავსტრია, შვეიცარია, საფრანგეთი, ლუქსემბურგი, ბელგია, ნიდერლანდი.

 

ფართობი


 357.021 კვ.კმ. საზღვრები: საზღვაო


 892 კმ; სახმელეთო


 3,767 კმ.

 

ბუნება: გეოგრაფიული რაიონები


 ჩრდ. გერმანიის დაბლობი, ცენტრალური გერმანიის ზეგანი მრავალრიცხოვანი მდინარეებით, სამხრეთ გერმანიის ნაყოფიერი დაბლობები, ბავარიის ალპები. მთიანი სისტემები


 ბავარიის ალპები, ჰარცი, ერცგებირგე, ტაუნუსი. უმაღ. მწვერვალები (მ)


 ცუგშპიცე 2.962, ჰოხვანერი 2.746; მთ. მდინარეები (კმ)


 რაინი 865 (სულ 1.320), ელბა 700 (სულ 1.165), დუნაი 647 (სულ 2.858), მაინი 524; მთ. ტბები (კვ.კმ)


 ბოდენზეე 305 (სულ 571), მიურიცი110, ხემზეე 80; მთ. კუნძულები (კვ.კმ)


 რიუგენი 930, უზედომი 373 (სულ 445), ფემარნი 185; კლიმატი


 ატლანტიკური.

 

ბუნებრივი რესურსები


 რკინის მადანი, ქვანახშირი, საშენი ხე-ტყე, ურანი, სპილენძი, ბუნებრივი აირი, მარილი, ნიკელი, სასოფლო-სამეურნეო მიწები.

 

 

 სახელმწიფო

 

სასახლე ბელევიუ(პრეზიდენტის რეზიდენცია)სიმბოლოები


 ჰიმნი: Das Lied der Deutschen.

 

პოლიტიკური სისტემა


 ფედერაციული რესპუბლიკა.

 

სახელმწიფოს მეთაური


 ფედერალური პრეზიდენტი.

 

მთავრობის მეთაური


 ფედერალური კანცლერი ანგელა მერკელი.

 

საკანონმდებლო ორგანო


 ორპალატიანი პარლამენტი, რომელიც შედგება ბუნდესტაგისა (614 წევრი) და ბუნდესრატისაგან (69 წევრი).

 

 

 

 

პარტიები


 სოციალ-დემოკრატიული პარტია (თავმ. კურტ ბეკი, 591 ათასი წევრი), ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი (ანგელა მერკელი, 574 ათასი წევრი).

 

 

 ადმინისტრაციული დაყოფა

 

გერმანიის კანცლერის უწყება

რაიხსტაგიგერმანია ადმინისტრაციულ-ტერიტორიულად იყოფა 16 ფედერაციულ მიწად (Bundesland), მათ შორის 5 აღმოსავლეთ გერმანიის ტერიტორიაზე შეიქმნა, დანარჩენი


 დასავლეთ გერმანიაში. გერმანიის მიწებია (ფრჩხილებში დედაქალაქები):

 

 

ბადენ-ვიურტემბერგი (შტუტგარტი)

ბავარია (მიუნხენი)

ბერლინი (მხარე) (ბერლინი)

ბრანდენბურგი (პოტსდამი)

ბრემენი (ბრემენი)

თიურინგია (ერფურტი)

მეკლენბურგ-წინა პომერანია (შვერინი)

რაინლანდ-პფალცი (მაინცი)

ზაარლანდი (ზაარბრიუკენი)

საქსონია (დრეზდენი)

საქსონია-ანჰალტი (მაგდებურგი)

შლეზვიგ-ჰოლშტაინი (კილი)

ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალია (დიუსელდორფი)

ქვემო საქსონია (ჰანოვერი)

ჰამბურგი (ჰამბურგი)

ჰესენი (ვისბადენი)

 

 დემოგრაფია

მოსახლეობა


 82,4 მლნ (2003), მათ შორის 91,5% გერმანელები, 2,4% თურქები. ქვეყანაში 5 მილიონი უცხოელი მუშაა, მათგან 1,6 მილიონი თურქია, დანარჩენი


 იუგოსლავები, იტალიელები, ბერძნები.

 

ენა


 გერმანული.

 

რელიგია (2004:)


 კათოლიციზმი (31,7%), პროტესტანტიზმი (31,3%).

 

დიდი ქალაქები (ათასი მცხ.): ბერლინი (3.274), ჰამბურგი (1.686), მიუნხენი (1.185), კიოლნი (965), ესენი (589), მაინის ფრანკფურტი (648), დორტმუნდი (588), შტუტგარტი (591), დიუსელდორფი (570), ბრემენი (528), ჰანოვერი (516), დუისბურგი (513), ნიურნბერგი (486), ლაიფციგი (486), დრეზდენი (473).

 

 ეკონომიკა

 

ფრანკფურტი გერმანიის ფინანსური ცენტრიგერმანია მაღალგანვითარებული ინდუსტრიული ქვეყანაა, ე.ე.პ. მოცულობით (2.321 მლრდ $) მსოფლიოში მე-3 ადგილი უკავია აშშ-სა და იაპონიის შემდეგ.

 

ე.ე.პ. სტრუქტურა (%)


 სოფლის მეურნეობა


 1, მრეწველობა


 32, მომსახურება


 67;

 

ე.ე.პ. (1 სულზე)


 28.280 $.

 

ექსპორტი


 ჩარხები (უდიდესი ექსპორტიორი მსოფლიოში), ავტომობილები, სატრანსპორტო საშუალებები, ელექტრონიკა, სამრეწველო საქონელი, საფეიქრო ნაწარმი, ქიმიკატები, რკინა, ქვანახშირი, პლასტმასა.

 

 

 

 

ბიუჯეტი


 802,000 მლნ $.

 

ვალუტა


 ევრო (EUღ); 2002 წლამდე გერმანული მარკა.

 

უდიდესი კომპანიები


 დაიმლერ-მერსედეს ბენცი, ფოლკსვაგენი, აუდი, ბმვ, პორშე, ოპელი, ზიმენსი, ალიანცი, ადიდასი, აგფა, ბასფ, ლუფტჰანზა,

 

უდიდესი ბანკები


 დოიჩე ბანკი, კომერცბანკი, ბაიერიშე ფერაინსბანკი.

 

 

 ისტორია

გერმანიის იმპერია

 გერმანია 1919-1937 წლებში

 

 

გერმანია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ 1945 წელს გაყოფილ იქნა 4 საოკუპაციო ზონად. 1949 წელს ამერიკული, ფრანგული და ბრიტანული ზონებისაგან


 შეიქმნა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, საბჭოთა ზონისაგან


 გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა. 1961 წელს აღიმართა ბერლინის კედელი. ეროვნული საზღვრები გახსნილ იქნა 1989 წელს, ოფიციალურად გერმანიის გაერთიანება გამოცხადდა 1990 წლის ოქტომბერში. გაერთიანებული გერმანიის პირველ კანცლერად აირჩიეს ჰელმუტ კოლი.

 

 

 

 

 

 

 მემკვიდრეობა

 

ბრანდენბურგის კარიბჭე

კიოლნის საკათედრო ტაძარიბერლინი


 პრუსიის კულტურული საგანძურის მუზეუმი, პერგამონის და ბოდეს მუზეუმები, შარლოტენბურგის სასახლე, სან-სუსის სასახლე და პარკი (XVII ს.), ბრანდენბურგის კარიბჭე და არსენალი (XVIII ს.), წმ. ნიკოლოზის ტაძარი (XIV ს.), რაიხსტაგის შენობა, მსოფლიოში უდიდესი ზოოპარკი;

 

ლაიფციგი


 ციხე-სიმაგრე (XIII ს.), რატუშა (XVII ს.), კოშკი «ხალხთა ბრძოლა» (XIX ს.);

 

დრეზდენი


 ცვინგერის სასახლე სურათების გალერეით და იარაღის მუზეუმით;

 

კიოლნი


 მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი გოთური ტაძარი (XIII


 XIX სს.);

 

ბონი


 ბეთჰოვენის სახლ-მუზეუმი;

 

ვაიმარი


 ციხე-სიმაგრე (XII ს.), გოეთეს სახლ-მუზეუმი;

 

აახენის კათედრალური ტაძარი, პოტსდამის სასახლეები და პარკები, ქალაქი ბამბერგი, მაულბრონის სამონასტრო კომპლექსი, შვარცვალდის მთები;

გერმანული ეპოსი


 სიმღერა ნიბელუნგებზე და გუდრუნი (XIII ს.).

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / გეოგრაფია / უავტორო / გერმანია