გვატემალა 

 

დედაქალაქი გვატემალა.

ფართობი 108 890 კვ - კმ.

მოსახლეობა 13 მილიონი.

სახელმწიფო ენა ესპანური.

რესპუბლიკა გვატემალა მდებარეობს ცენტრალურ ამერიკაში, ჩრდილო ამერიკის კონტინენტზე.

ორი მხრით აღმოსავლეთით და დასავლეთით ესაზღვრება წყნარი და ატლანტის ოკეანეები.

სახმელეთო საზღვარი პირობითი სწორი ხაზით გადის მექსიკას, ჰონდურასს, ბრიტანეთის ჰონდურასსა და სალვადორთან.

გვატემალა ედავება ინგლისს და მას ბრიტანეთის ჰონდურასი საკუთარ ტერიტორიად მიაჩნია.

სახმელეთო საზღვრების სიგრძე 2000 კმ, საზღვაოსი 450 კმ.

მოსახლეობის 55% ადგილობრივი ინდიელებია, რომელთა უმეტესი ნაწილი მაიას ენაზე ლაპარაკობს, დანარჩენი მეტისი ე წ ლადინო.

საშუალო სიმჭიდროვე  1 კვ - კმზე 100 კაცია, ერთადერთი დიდი ქალაქია დედაქალაქი გვატემალა, ქალაქად ცხოვრობს მოსახლეობის ერთი მეოთხედი.

ადმინისტრაციულად იყოფა 22 დეპარტამენტად.

რელიგია კათოლიკური.

ეროვნული დღესასწაული დამოუკიდებლობის დღე 15 სექტემბერი 1821 წ.

ისტორია:

ამერიკის კონტინენტის აღმოჩენამდე თანამედროვე გვატემალას ტერიტორია დასახლებული იყო მაღალი კულტურის მქონე მაიას ტომებით, 1523 - 24 წლებში დაიპყრეს ესპანელებმა და საკუთარ პროვინციად გადააქციეს. 1821 წ კი რესპუბლიკად გამოცხადდა.

ბუნება.

გვატემალა მთიანი ქვეყანაა, ტერიტორიის ნახევარზე მეტი მდებარეობს 1000 - 3000 მეტრის სიმაღლის ზონაში.

წყნარი ოკეანის სანაპიროზე გაჭიმულია ვულკანების მთათა ჯგუფი რაოდენობით ოცდაათამდე.

ამ მხარის ცენტრალურ ამერიკაში ყველაზე დიდი მოქმედი ვულკანი ტახუმურკო მდებარეობს 4217 მეტრზე, ტაკანა 4117 მ, ფუეგო მოქმედია 3918 მ, აგუა, სანტა - მარია და სხვა.

დასავლეთით ვულკანურ მთათა შორის მდებარეობს სიერა - მადრეს მთები, რომლის ყველაზე მაღალ და ცივ ნაწილს ალტოსი ანუ ესპანურად სიმაღლე ეწოდება.

ჩრდილო - აღმოსავლეთითაა დიდი ვაკე პეტენი, რომელსაც მთელი ტერიტორიის თითქმის ერთი მესამედი უკავია.

ცცხელ სარტყელში მდებარეობამ 2 ოკეანის სიახლოვემ და რთულმა რელიეფმა განსაზღვრეს გვატემალის ჰავის ნაირსახეობა, ჰავა ტიპიური ეკვატორულ - მუსონურია, მაგრამ ვერტიკალური ზონალობით მკვეთრად გამოიყოფა ჰავის რამდენიმე სიმაღლითი სარტყელი, ყველაზე დაბალია ე წ ცხელი მიწა ცხელი ჰავითა და დაბურული ტროპიკული ტყეებით 600 - 800 მეტრ სიმაღლეზე, საშუალო წლიური ტემპერატურით 25 - 27 გრადუსი, შემდეგ მოდის ზომიერი მიწა ანუ ყავის ზონა, რომელიც მოიცავს ტერიტორიის დიდ ნაწილს 1500 - 2000 მეტრ სიმაღლემდე, საშუალო წლიური ტემპერატურით 18 - 24 გრადუსი, სულ ზევითა ცივი მიწა 2000 მეტრს აღემატება, ზამთრობით გაბატონებულია ჩრდილო - აღმოსავლური პასატები, ზაფხულობით სამხ - დასავლური ეკვატორული მუსონები, ამიტომ ნალექების წლიური რაოდენობა აღწევს 500 - 1000 მმ - ს სამხ - დას დაბლობებში და 2000 - 2500 მმ - მდე მაღალ ზონაში.

ყველაზე დიდი ნალექები მოდის ჩრდ - აღმ კალთებზე 2000 - 3000 მმ, უხვი ნალექების გამო საკმაოდ ხშირია ჰიდროგრაფიული ქსელი. მდინარეთა უმეტესობა მოკლე და სწრაფია, კარიბის ზღვაში ჩაედინებიან სანაოსნო მდინარეები: მოტაგუა სიგრძე 400 კმ და პოლოჩიკი, რომელიც ქვემო დინებაზე ქმნის დიდ ტბას ისაბელას.

მცენარეულ საფარს წარმოქმნის სავანა და ბუჩქნარი ჩრდილოეთით.

დიდი ფართობი უკავია მარადმწვანე ტროპიკულ ტყეებს, რომელიც მდიდარია ძვირფასი ჯიშის ხეებით, აღსანიშნავია კაუჩუკის ხე, ბალსის ხე, შავი ხე, წითელი ხე და ა შ.

მეურნეობა:

გვატემალა ჩამორჩენილი აგრარული ქვეყანაა, რომლის ეკონომიკაში გაბატონებულია უცხოეთის კაპიტალი, განსაკუთრებით ა შ შ, აქ იუნაიტედ ფრუტ კომპანს ეკუთვნოდა დიდი საპლანტაციო მეურნეობები, უცხო კაპიტალის კონტროლქვეშაა მთელი ელექტროსადგურები, სამთო - მოპოვებითი მრეწველობა, კავშირგაბმულობა, სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტი.

ეკონომიკის საფუძველია სოფლის მეურნეობა, სასოფლო - სამეურნეო ტექნიკა ჩამორჩენილია, მოსავლიანობა დაბალი, მთავარი საპლანტაციო კულტურაა ყავა, რომელიც ძირითადად გავრცელებულია ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, ყავის ხის რაოდენობით ერთ სულ მოსახლეზე ქვეყანა პირველ ადგილზეა მსოფლიოში 30 ყავის ხე, ხოლო მაღალი ხარისხის ყავის გატანით III ადგილზე ბრაზილიისა და კოლუმბიის შემდეგ.

დიდი მნიშვნელობა აქვს აგრეთვე ბანანს, ბამბას, ციტრუსოვანებისა და ავოკადოს მოყვანას, წყნარი ოკეანის სანაპიროზე მოჰყავთ შაქრის ლერწამი და ბრინჯი, ფართოდაა გავრცელებული ლიმონი, სორგოსა და ციტროლენის ბალახის თესვა, რომელთაგან მიიღება ძვირფასი ეთეროვანი ზეთი.

 

 

საკუთარი მარცვლეული არ ჰყოფნის და შეაქვს.

მეცხოველეობას უპირატესად მემამულეები მისდევენ.

მრეწველობა წარმოდგენილია დამუშავებითი და კვების წვრილი საწარმოებით, აქ ა შ შ - მ, იაპონიამ და გერმანიამ ააშენეს ნავთობგადასამუშავებელი, გალვანიზებული, ფურცლოვანი ფოლადისა და ფოტოაპარატების საწარმოები. ამერიკული კომპანიები აწარმოებენ ტყვიის, თუთიის, ნიკელის, გოგირდისა და კობალტის მოპოვებას.

დიდი მნიშვნელობა აქვს შაქრის წარმოებასა და ცემენტის დამზადებას. ელექტროენერგიის გამომუშავება 1980 წ 500 000 000 კვტ - ს შეადგენდა.

ვითარდება უცხოური ტურიზმი, რასაც ხელს უწყობს ძველინდიელთა ცივილიზაციის შესანიშნავი ნაგებობანი კოპანი, ჩიჩენიცა და სხვა.

ტრანსპორტი:

რკინიგზის სიგრძე 1700 კმ - ია, საავტომობილო გზებისა 13 000 კმ, ტვირთ ბრუნვის ცხრა მეათედი ავტოტრანსპორტზე მოდის, გარკვეული მნიშვნელობა აქვს საზღვაო ფლოტს, თუმც გადაზიდვას ძირითადად უცხოეთის სავაჭრო ფლოტი აწარმოებს, გატანის მთავარი საგნებია ყავა ძირითადად ა შ შ - ში, შეაქვთ მანქანა - მოწყობილობანი, სურსათი, საწვავ - საცხები.

ვაჭრობაში მთავარი პარტნიორებია ა შ შ, გერმანია.

ფულის ერთეული კეტსალი.

კულტურა:

მოსახლეობის 3 მეხუთედი წერა - კითხვის უცოდინარია, დაწყებითი სწავლა - განათლება უფასოა, აქ არის 4300 დაწყებითი და 170 საშუალო სკოლა, ეროვნული უნივერსიტეტი ქ გვატემალაში სან - კარლოს უნივერსიტეტი დაარსდა 1676 წ, კონსერვატორია, ეროვნული ბიბლიოთეკა, არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მუზეუმები, ისტორიისა და გეოგრაფიული საზები, გამოდის 7 ყოველდღიური გაზეთი, არალეგალურად გამოდიოდა გვატემალის შრომის ანუ კომპარტიის გაზეთი ვარდადი ანუ სიმართლე და ბიულეტენი მილიტამპე ანუ  მებრძოლი.

საკუთარი საინფორმაციო სააგენტო არა აქვს, აქვს რადიო და ტელევიზია.

სახელმწიფო წყობილება:

გვატემალა რესპუბლიკაა, სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი, რომელსაც ირჩევენ 4 წლის ვადით.

საკანონმდებლო ორგანოა ეროვნული კონგრესი ერთპალატიანი პარლამენტი.

აღმასრულებელი ძალაუფლება ეკუთვნის პრეზიდენტსა და მთავრობას.

პარტიები:

მმართველია გვატემალის რეოლუციური პარტია 1957 წ, გამოხატავს საშუალო და მსხვილი ბურჟუაზიის ინტერესებს, მოითხოვს დემოკრატიულ გარდაქმნათა ჩატარებას.

 

 

მმართველია კონსტიტუციურ - დემოკრატიული პარტია 1964 წ,

მემარჯვენე რეაქციული პარტია, ეროვნული განთავისუფლების მოძრაობა 1959 წ, უკიდურესი მემარჯვენე ბურჟუაზიისა და სამხედრო რეაქციის დაჯგუფება, გვატემალის ქრისტიანულ - დემოკრატიული პარტია ოპოზიციურია, გვატემალის შრომის პარტია 1949 წ მას 1952 წლამდე ეწოდებოდა კომუნისტური პარტია 1954 წლიდან მოქმედებს არალეგალურად.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / გეოგრაფია / უავტორო / გვატემალა